კვირის ამბები

ბათუმის დელფინარიუმში დელფინი დაიბადა

24.04.2014
ბათუმის დელფინარიუმში დელფინი დაიბადა

 

„ჩვენს ერთ-ერთ ბინადარს მეტსახელად „ციცის“ ქალიშვილი შეეძინა. პატარას წონა დაახლოებით 12 კილოგრამი, ხოლო სიგრძე 75-80 სმ-ა. გარემოსთან ადაპტაციას დედა პატარას პირველივე წუთებიდანვე ასწავლის. დაბადებისთანავე, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისათვის, დედამ შვილი წყლის ზედაპირზე ამოაცურა. შემდეგ კი პატარა დედის და მამის („კაკოს“)სინქრონულად დაცურავდა. რამდენიმე საათის შემდეგ ახალბედამ დედის რძით კვება დაიწყო. ეს პროცესი სავარაუდოდ 1 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება,“ – ნათქვამია დელფინარიუმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ რელიზში.

 

 

 „ციცი“ მზრუნველი დედაა. მთელ დროს პატარას მოვლას უთმობს, თუმცა დროდადრო ახალშობილს იმავე აუზის ბინადარი, „მაია“ ზრუნავს. ის აქტიურად ეხმარება „ციცის“ შვილის მოვლა-პატრონობაში.

 

დელფინი  გასულ კვირას,  13 აპრილს დაიბადა, თუმცა დელფინარიუმებისა და ზოოპარკების მუშაობის საერთაშორისო ნორმებისა და წესების თანახმად ოფიციალური განცხადების გაკეთების უფლება ადმინისტრაციას მხოლოდ დაბადებიდან 10 დღის შემდეგ მიეცა.  პატარა დელფინის დაბადებამდე და განსაკუთრებით შემდეგ, მაქსიმალურად კომფორტული საარსებო გარემოს უზრუნველსაყოფად, დელფინარიუმის თანამშრომლები უკვე 15 დღეა რაც საგანგებო, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.

 

დედა-შვილის მყუდროების დარღვევის თავიდან აცილების გამო ცვლილებებია ასევე შოუს ქრონომეტრაჟშიც და თავად პროგრამაშიც. თუმცა პატარა დელფინის ნახვას დელფინარიუმის სტუმრები, საკარანტინო პერიოდის დასრულების შემდეგ, წარმოდგენის დროს შეძლებენ.

 

 ბუნებრივ პირობებთან მიახლოვებულ საარსებო გარემოში დელფინის დაბადება არც თუ ისე ხშირია. თუმცა ბათუმის დელფინარიუმში მსგავსი შემთხვევაა უკვე მესამედ დაფიქსირდა. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.