კვირის ამბები

ბათუმში ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი იწყება

24.04.2014
ბათუმში ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი იწყება

 

„SoundSpring“   წელს პირველად იმართება. ფესტივალი მოიცავს საგანმანათლებლო (ლექციები, ვორქშოპები) და პერფორმატიულ (მუსიკა, ვიდეო ) სეგმენტებს. ფესტივალში მონაწილეობას  გოგი ძოძუაშვილი, ირაკლი შონია,  ჟორჟიკა, გაჩა, რეზო ღლონტი, ლევან მაისურაძე, ტეტე, გიორგი სამსონია, ქუჯი დავითულიანი, ირაკლი აბრამიშვილი მიიღებენ.

 

ფესტივალზე  ბილეთები არ გაიყიდება, დასწრება თავისუფალია. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისვლა, ლექციებზე დასწრება  და მუსიკის მოსმენა.  ლექციებზე  საუბარი მუსიკასთან დაკავშირებულ თემებზე იქნება. იმაზე თუ რა მნიშვნელობა აქვს ექსპერიმენტულ ხელოვნებას და მუსიკას საზოგადოებისთვის.

 

„SoundSpring“ ორგანიზაცია „Micro-ფონი“-ს მიერაა ორგანიზებული. ფესტივალის ორგანიზატორის ლევან ხუჯაძის თქმით „SoundSpring“ -ის საორგანიზაციო მხარე ისევე როგორც შინაარსი ექსპერიმენტულია.

 

„პირველად ვაკეთებთ და იმედია ექსპერიმენტი კარგად ჩაივლის. ფესტივალი კი უფასოა, მაგრამ მაინც გათვლილია გარკვეული კატეგორიის მსმენელზე, მელომანებზე,  მუსიკოსებზე და მუსიკათმცოდნეებზე. ფესტივალზე მონაწილე შემსრულებლები წარმოადგენენ იმ არტისტებს რომლებიც დღეს ქმნიან თანამედროვე მუსიკას. ფესტივალი მოგვცემს საშუალებას ჩვენც გავიგოთ რა მდგომარეობაა დღეს ამ მხრივ საქართველოში და თუნდაც მსოფლიოში. თუ როგორი მუსიკა იქმნება, რა მიმართულებით ვითარდება (ამ შემთხვევაში ჩვენ ავირჩიეთ თანამედროვე მუსიკის ელექტრონული ფორმატი). იმისთვის რომ შექმნა ახალი საჭიროა შრომა, ძიება და ექსპერიმენტი. თუ ხელოვნება არ ვითარდება ის განიცდის სტაგნაციას. ეს კი პირდაპირ აისახება ხოლმე საზოგადოებაზე,“ – ამბობს „SoundSpring“ -ის ორგანიზატორი ლევან ხუჯაძე.

 

„SoundSpring“   სამ დღეს გაგრძელდება და  ანბანის კოშკის მიმდებარედ Miracle parck-ში მდებარე გალერეა 41/41-  ში გაიმართება. 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.