დღეს, 15 მაისს მოძრაობა „მარტიანელები“ რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას ბათუმში 19:00 საათიდან აანონსებენ. „პროტესტი და გაფიცვები გრძელდება! 19:00 შევიკრიბოთ ბსუ-ს კიბეებთან, წამოვიყვანოთ მეგობრები, ოჯახის წევრები, მეზობლები – დღეს ყველას ვალია იდგეს ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე, დუმილი დანაშაულია! გამოდი და დაგმე ქვეყნის შეცვლილი საგარეო კურსი, ძალადობა, სადარბაზოებთან ჩასაფრებული ზონდერები, მუქარის ზარები და ის, რამაც ამ …
Author Archives: ცაგო კახაბერიძე
„დიახ, შვილის სიცოცხლით დამემუქრნენ“ – 18 წლის ბათუმელი აქტივისტის, ზვიად ცეცხლაძის მამა
ანტირუსული მოძრაობის აქტივისტის, ზვიად ცეცხლაძის მამა აცხადებს, რომ მას და მის მეუღლეს ემუქრებიან, რომ მათ შვილს საფრთხე ემუქრება. ზვიად ცეცხლაძე მოძრაობა „დაფიონის“ თანადამფუძნებელი და თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ზვიად ცეცხლაძის მამა ზურა ცეცხლაძე წერს, რომ გუშინ, 12 მაისს მას და მის მეუღლეს ღამის საათებში დაურეკეს და შვილის უსაფრთხოებით დაემუქრნენ: „არაორაზროვნად მითხრა, რომ …
ბსუ-ს და საზღვაო აკადემიის სტუდენტები ლექტორებს სთხოვენ ისინიც გაიფიცონ
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საზღვაო აკადემიის სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოში აქციას მართავენ. მანამდე უნივერსიტეტის სტუდენტები შენობის ფოიეში მოძრაობდნენ და სკანდირებენ – გამოდით, გამოდით, გამოდით… ამ ფორმით სტუდენტები მოუწოდებენ ლექტორებს, რომ ისინიც გაიფიცონ და მათ გვერდით დადგნენ. დღეს, 13 აპრილს, თბილისში პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების ფონზე, სადაც აქციის მონაწილეები პოლიციამ სცემა და დააკავა 20 პირი, ბათუმის საზღვაო …
Continue reading “ბსუ-ს და საზღვაო აკადემიის სტუდენტები ლექტორებს სთხოვენ ისინიც გაიფიცონ”
„საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას“ – სალომე ზურაბიშვილი
„დღეს გაგვიჩნდა მეორე მაგალითი იმისა, რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება თავისი სინდისი შეინარჩუნოს და ჩვენც მოგვცეს მაგალითი. საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას, არ ნიშნავს საკუთარ პრინციპზე უარის თქმას. ნიშნავს, რომ შენი ქვეყნის და არანაირი, არცერთი პარტიის ერთგული არ უნდა იყო ბოლომდე. ასეთი საქართველო, ერთგული საქართველო, სინდისით და ღირსებით აღსავსე ნამდვილად შევა ევროპაში“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა …
Continue reading “„საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას“ – სალომე ზურაბიშვილი”
ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდა – #1, #8, #4 და #15 ავტობუსების მარშრუტი შეიცვალა
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა წერეთლისა და ბაქოს ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში. შეზღუდვის გამო, მუნიციპალური ავტობუსი #1 შავშეთისა და მაიაკოვსკის ქუჩების ნაცვლად იმოძრავებს ბაქოსა და ნონეშვილის ქუჩების გავლით. # 1ა ავტობუსი მაიაკოვსკისა და შავშეთის ქუჩების ნაცვლად იმოძრავებს გოგოლის, ნონეშვილისა და ბაქოს ქუჩებით. #8 და #4 ავტობუსები უკუმიმართულებისას მაიაკოვსკისა და შავშეთის ქუჩების ნაცვლად იმოძრავებს მაიაკოვსკისა …
არა რუსულ კანონს – დღეს აქცია ქობულეთის მერიასთან 18 საათზე დაიწყება
ანტირუსული აქცია ახალგაზრდებმა დღეს, 9 მაისს, ქობულეთშიც დააანონსეს. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია ქობულეთის მერიასთან 18:00 საათზე დაიწყება, იქნება მსვლელობაც. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი კაკალაძის ინფორმაციით, „ეს ახალგაზრდების ორგანიზებული აქციაა. ასევე, შემოგვიერთდება ყველა, ვინც ეთანხმება ჩვენს მოთხოვნებს.“ აქცია დაგეგმილია ბათუმშიც. დღეს, 9 მაისს, ევროპის დღეს, ევროპული მარში გაიმართება. მარშის გზავნილია: „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“. ევროპული მარში …
Continue reading “არა რუსულ კანონს – დღეს აქცია ქობულეთის მერიასთან 18 საათზე დაიწყება”
ბათუმის მერია პარკთან ახლოს მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრის შენობას ყიდის
ბათუმის მერია ცენტრალურ პარკთან, ნურიგელის ტბასთან ახლოს 2821 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობის გაყიდვას გეგმავს. ეს ქონება საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაშია, რომელიც მერიამ საკრებულოს გასულ სხდომაზე, 30 აპრილს დააზუსტა. შენობის ფართობი 3267 კვ.მეტრია და აქ უკვე წლებია მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრი ფუნქციონირებს. შენობა საზღვაო აკადემიას უზურფრუქტით ჰქონდა გადაცემული. სად გადავა ეს ცენტრი შენობის გაყიდვის შემთხვევაში, …
Continue reading “ბათუმის მერია პარკთან ახლოს მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრის შენობას ყიდის”
არა რუსულ კანონს – 6 მაისს სტუდენტები ბათუმში აქციას გეგმავენ
„6 მაისს, 18 საათზე შევიკრიბებით უნივერსიტეტის კიბეებთან და მდუმარე მარშით დავიძვრებით გმირთა მოედნისკენ, ჩვენი სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ხსოვნის პატივსაცემად.“ – წერენ „მარტიანელები“. სტუდენტები ხვალინდელი მსვლელობის შემდეგ პასკისა და ტკბილეულის დარიგებასაც გეგმავენ, „მათთვის ვისაც სჭირდება.“ „ხვალ ვისაც შესაძლებლობა გვაქვს წამოვიღოთ პასკა, კვერცხი, ტკბილეული და დავურიგოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, მათ ვისაც სჭირდება.“ – წერენ საორგანიზაციო ჯგუფში. აქცია მსვლელობა …
Continue reading “არა რუსულ კანონს – 6 მაისს სტუდენტები ბათუმში აქციას გეგმავენ”
ეზოში შემოსასვლელი მანქანებით იკეტება, ამიტომ ყოველდღე გვიწევს ჩხუბი- მოქალაქე მერიას და პოლიციას
მოქალაქემ ბათუმის მერიას და საპატრულო პოლიციას მისწერა, რომ ვალენბერგის #4-ში, მრავალბინიანი კორპუსის ეზოში შესვლა წესების დარღვევის გარეშე შეუძლებელია. მოქალაქის წერილის მიხედვით შესასვლელები კონკრეტულ საათებში სრულად იკეტება, რადგან ახლოს მეჩეთია, სადაც მოქალაქეები სალოცავად ავტომანქანებით მიდიან და იქვე აჩერებენ. ამ პერიოდს ემთხვევა რიგი მოქალაქეების სამსახურიდან დაბრუნებისა და მეორე ცვლაში წამსვლელთა გადაადგილებაც, რაც 85 ბინიან კორპუსს სრულად უკეტავს …
„დაიტოვე“ – ფეისბუქ ჯგუფის ისტორია, რომელიც რომანივით იწერება
„დაიტოვე“ – ანუ სახლში დაიტოვე ის, ვისაც რეგიონიდან თბილისში ანტირუსულ აქციაზე უნდა ჩამოსვლა და ღამის გასათევი არ აქვს. ამ მიზნით შეიქმნა ჯგუფი „დაიტოვე“ ფეისბუქში, რომელიც მოქალაქეებს ეხმარება ადგილის პოვნაში, რამდენიმე საათით დასაძინებლად – აქციის შემდეგ ძალების აღდგენა რომ შეძლონ. შექმნიდან მალევე ამ ჯგუფმა, ახალ-ახალი ფუნქციები დაემატა და ერთმანეთზე ზრუნვის ადგილად იქცა. „დაიტოვეში“ ეძებენ და მალევე …
Continue reading “„დაიტოვე“ – ფეისბუქ ჯგუფის ისტორია, რომელიც რომანივით იწერება”
არა რუსულ კანონს – აქციის მონაწილეები ბათუმში წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან შეიკრიბებიან
დღეს, 4 მაისს რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტები ბათუმში, წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან შეიკრიბებიან. ერთ-ერთი ორგანიზატორის ინფორმაციით ისინი ამ ფორმით ეხმაურებიან თბილისში დღეს დაგეგმილ აქციას. თბილისში ახალგაზრდები დღეს 19:00 საათიდან ქაშვეთის ეკლესიასთან გეგმავენ შეკრებას. „ერთი რამ იცოდეს ხელისუფლებამ, რომ ყველა დიდი ხუთშაბათისა და პარასკევის შემდეგ მოდის აღდგომა. რეზინის ტყვიების შემდეგაც ქართველი ერი აღდგება და უფრო ძლიერი და …
თბილისში აქციის მონაწილეები ქაშვეთის ეკლესიასთან მივიდნენ | ფოტო
3 მაისს, დაახლოებით 22 საათზე, საპროტესტო აქციის – „არა რუსულ კანონს“ – მონაწილეები ქაშვეთის ეკლესიასთან მივიდნენ და ერთმანეთს სანთლებს ურიგებენ: „როგორც ჩვენმა წინაპრებმა 9 აპრილის დაანთეს სანთლები და ილოცეს, ასე უნდა დავანთოთ ჩვენც, რომ ვაჩვენოთ რანი ვართ“ – ამბობენ აქციის მონაწილეები. ორი კვირაა მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს …
Continue reading “თბილისში აქციის მონაწილეები ქაშვეთის ეკლესიასთან მივიდნენ | ფოტო”
საჯარო მოხელე ამბობს, რომ აქციებზე ყოფნის გამო სამსახური დაკარგა, ხელმძღვანელი არ ადასტურებს
მოქალაქე პავლე ნიავაძე ამბობს, რომ რუსული კანონის გაპროტესტების გამო სამსახური დაკარგა. მისი თქმით, იგი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ა(ა)იპის მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის თანამშრომელია. „აქციაზე ვიყავი პირველი დღიდან. პირველი მოსმენის შემდეგ გავედი და მას შემდეგ აქციებზე ვარ. გუშინწინ, სამშაბათს ჩემი დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი არევაძემ მითხრა, ტელევიზორში დაგინახეთ აქციაზე ყოფილხარ და ნორმალურად მოიქეციო. ასევე მითხრა, …
„მინდოდა რაღაც მნიშვნელოვანი გამეკეთებინა“ – რეგიონიდან ჩასული აქციის მონაწილის მასპინძელი
რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლისთვის განსხვავებული გზები მოძებნეს მათ, ვისაც ახლა აქციებზე გასვლა არ შეუძლია. მათ შორის არის სოფია კენჭიაშვილიც. სოფია ჩაერთო კამპანიაში „დაიტოვე“ და საკუთარ სახლში მასპინძლობს მარიამს, რომელსაც თბილისში აქციებზე ჩასვლა და პროტესტის გამოხატვა სურდა, თუმცა ღამის გასათევი არ ჰქონდა. „პატარა ბავშვები მყავს და ჩემთვის რთულია აქციებზე წასვლა. მენეჯმენტი სჭირდება ბავშვების დატოვებას, თუმცა ამჯერად, …
ოპოზიცია აქციის მონაწილეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას კობახიძეს აკისრებს
საპარლამენტო ოპოზიცია საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგს გამოეხმაურა. სადაც კობახიძემ გუშინდელ აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აქციის მონაწილეები ძალადობაში დაადანაშაულა. დეპუტატმა თამარ კორძაიამ აქციის მონაწილეებს მიმართა: „83-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა ღალატს. ერთი საათით ადრე, ირაკლი კობახიძემ დააანონსა სასტიკი მოპყრობა ჩვენს მოქალაქეებთან მიმართებაში. მან ტყუილები ილაპარაკა და დახატა რევოლუციური სცენარი, რომელიც არ არსებობს. გარეთ მყოფი თითოეული …
Continue reading “ოპოზიცია აქციის მონაწილეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას კობახიძეს აკისრებს”
თბილისში აქციის დაწყების პარალელურად შსს განცხადებას ავრცელებს
დღეს, პირველ მაისს, საღამოს, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამინისტრო წერს, რომ აქვს ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეები გეგმავენ საავტომობილო გზების ხელოვნურად გადაკეტვას. ინფორმაციის წყაროდ სამინისტროს სოციალური ქსელი აქვს მითითებული: „სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები გეგმავენ საავტომობილო გზების ხელოვნურად გადაკეტვას და ქალაქის პარალიზებას. შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის …
Continue reading “თბილისში აქციის დაწყების პარალელურად შსს განცხადებას ავრცელებს”
ხელისუფლების დრო ამოიწურა, ცვლილებების დროა – ოპოზიციის ერთობლივი განცხადება
„მთავრობამ ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა საკუთარ ხალხთან, თავისუფალ სამყაროსთან და ზურგი აქცია ჩვენს ევროპულ გზას… ჩვენ ხმამაღლა და გარკვევით ვამბობთ: კი ევროპას და არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას! ხელისუფლების დრო ამოიწურა, ცვლილებების დროა“ – ამ განცხადებით დაასრულა ოპოზიციამ ერთობლივი განცხადება, რომლითაც 30 აპრილის აქციას და რუსული კანონთან დაკავშირებულ პროცესებს გამოეხმაურნენ. ოპოზიციამ პარლამენტის დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის, …
Continue reading “ხელისუფლების დრო ამოიწურა, ცვლილებების დროა – ოპოზიციის ერთობლივი განცხადება”
გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას – შეფასება
„გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას“ – განაცხადა საქართველოს იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ დღეს, პირველ მაისს, სპეციალურ ბრიფინგზე, სადაც მან გუშინდელ საპროტესტო აქციაზე რუსული კანონის წინააღმდეგ, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი შეფასება გააცნო საზოგადოებას. ნონა ქურდოვანიძის განცხადებით: „2024 წლის 30 აპრილს ღამით და პირველ მაისს გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტროს …
Continue reading “გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას – შეფასება”
დაუყოვნებლივ შეწყდეს მშვიდობიანი აქციის დარბევა – სალომე ზურაბიშვილი შს მინისტრს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტი მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს და მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა: „მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველი ხელებით მოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა. მივმართავ სახალხო დამცველს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება, რათა შეწყდეს ყოველგვარი უსაფუძვლო და უადგილო სპეცდანიშნულების ძალების ქმედებები. …
Continue reading “დაუყოვნებლივ შეწყდეს მშვიდობიანი აქციის დარბევა – სალომე ზურაბიშვილი შს მინისტრს”
დღეს ბათუმში აქცია გაიმართება – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“
დღეს, 29 აპრილს, 19:00 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები რუსული კანონის წინააღმდეგ გამოდიან. რუსულ კანონპროექტს დღეს საქართველოს პარლამენტი საკომიტეტო მოსმენაზე განიხილავს. აქციას უერთდებიან სამოქალაქო საზოგადოების წევრები, პარტიების წარმომადგენლები, აქტივისტები, ყველა ვინც ეწინააღმდეგება რუსული კანონის დამტკიცებას და კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვს. დღეს საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის მეორე საკომიტეტო განხილვა, რომელიც დილის 9 …
Continue reading “დღეს ბათუმში აქცია გაიმართება – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“”
„გაიწვიეთ კანონი“ – აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციის რეზოლუცია რუსული კანონის წინააღმდეგ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ პროექტი ზიანს აყენებს ქვეყნის მომავალს და წარმოადგენს დაბრკოლებას ევროინტეგრაციის გზაზე“ – ოპოზიციის ფრაქცია აჭარის უმაღლეს საბჭოს რუსული კანონის წინააღმდეგ რეზოლუციით მიმართავს და პროექტის უკან გაწვევას ითხოვს. „საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ამავე …
დამტვრეულია 4 მანქანა – ავარია ბათუმში
ბათუმში, გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებულების შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები“ აზუსტებს. ინფორმაცია განახლდება. თვითმმხილველის ინფორმაციით შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მობილიზებულია თუ არა ადგილზე პოლიცია და დაიწყო თუ არა გამოძიება, ინფორმაცია განახლდება.
ვერ წაგვართმევთ მომავალს – სტუდენტების აქცია პარლამენტთან
„ჩვენი მომავალი ევროპაშია და ვერ წაგვართმევთ მომავალს“ , „არა რუსულ კანონს“ – თბილისში რუსთაველის გამზირზე სტუდენტების აქცია მიმდინარეობს. აქციას არ ესწრებიან პოლიტიკოსები და არც სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. მიუხედავად ამისა აქცია ხალხმრავალია და გადაკეტილია ქუჩა პარლამენტის შენობის გასწვრივ. საპროტესტო აქცია მოძრაობა „დაფიონმა“ დაგეგმა. არ არის დამონტაჟებული სცენა და აქციის მონაწილეები მხოლოდ რუპორს იყენებენ. შეკრებილებს თან აქვთ …
Continue reading “ვერ წაგვართმევთ მომავალს – სტუდენტების აქცია პარლამენტთან”
„გავრილოვებო… თქვენ გელოდებათ ყველაზე სასტიკი, თქვენი შვილების სამსჯავრო – ნაცვლიშვილი „ოცნებას“
„თქვენ გგონიათ, რომ გადაურჩებით ამ დანაშაულისთვის სასჯელს, ვერ გადაურჩებით. თქვენ გაქვთ იმედი სასამართლო კლანის, რომელიც, სწორედ იმიტომ გყავთ სასამართლოში, რომ გაექცეთ ყველა იმ დანაშაულს, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინეთ და გაქვთ იმედი, რომ კლანი არ გაგასამართლებთ. მაგრამ თქვენ გელოდებათ სამყაროში ყველაზე საშინელი სამსჯავრო, რომელსაც ვერ გადაურჩებით, თქვენი შვილების სამსჯავრო გელოდებათ, რომელსაც პასუხს ვერ გასცემთ“, – …
„ხეზე აყუდებული ვარლამივით არ დახვდეთ საკუთარ შთამომავლობას“ – თამადა „ოცნებას“ მიმართავს
„მმართველო პარტიავ, ვგრძნობ, ბოლო შანსი გაქვთ, ყოველ დილით, ხეზე აყუდებული, გაციებული ვარლამივით არ დახვდეთ საკუთარ შთამომავლობას. ჰოდა, გადაწყვიტეთ რა და რად გიღირთ?! სულ ვერ იქნებით ასე ფესვგადგმულნი და აუცილებლად მოვრეცხავთ თქვენგან დატოვებულ ჭუჭყს. საქართველოს გზა ევროპაშია!“ – წერს მომღერალი ლაშა ჩხაპელია, სასცენო სახელით – „თამადა”. ასე ეხმაურება მომღერალი რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას. დღეს, 17 აპრილს …
პოლიცია მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება – არასამთავრობოების განცხადება
„პოლიცია განაგრძობს მოქალაქეების შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევას, კვლავ აკავებს მშვიდობიან დემონსტრანტებს და გარკვეულ შემთხვევებში, ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს. არაერთი მცდელობის მიუხედავად, შსს ადვოკატებს არ აწვდის ინფორმაციას დაკავებულთა ადგილსამყოფლის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ. ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და ასევე დროულად მიაწოდონ …
Continue reading “პოლიცია მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება – არასამთავრობოების განცხადება”
შსს აცხადებს, რომ რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე 11 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ, საპროტესტო აქციაზე 11 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. სამინისტროს განცხადებით, დაკავებულები პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და პოლიციის მიმართულებით ბლაგვი საგნები ისროლეს: „რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის დროს, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არაერთი მოწოდებისა აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ, პროტესტი გამოეხატათ …
Continue reading “შსს აცხადებს, რომ რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე 11 პირი დააკავა”
რამდენიმე დაშავებული, დაძაბულობა და დაკავებები პარლამენტთან
დღეს, 16 აპრილს, საღამოს, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება დაძაბულია. სიტუაცია დაძაბულია პარლამენტის უკანა შესასვლელთანაც, სადაც სპეცრაზმს ორივე გასასვლელი აქვს ჩაკეტილი. აქციაზე მყოფების თქმით, აქ წიწაკის სპრეიც გამოიყენეს, სასწრაფო სამედიცინო ჯგუფის დახმარება დასჭირდა რამდენიმე ადამიანს. ამ წუთებში ისმის გამაფრთხილებელი ხმა, რომლითაც მოქალაქეებს მოუწოდებენ დაიშალონ: „წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს წინააღმდეგ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“ – …
Continue reading “რამდენიმე დაშავებული, დაძაბულობა და დაკავებები პარლამენტთან”
შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე გამოაცხადა – ვიზიტორებს შესვლა ეზღუდებათ
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრძანებით დღეს, 16 აპრილს პარლამენტში უსაფრთხოების დამატებითი ზომები ამოქმედდება, ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. პარლამენტის ვებგვერდზე გამოყენებულიყო ინფორმაციით მიმდინარე წლის 16 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე. რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე, მათ შორის კომიტეტის სხდომებზე, დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ …
პარლამენტი, სავარაუდოდ, მუხტის შესამცირებლად მუშაობს – ირმა პავლიაშვილი რუსულ კანონზე
„ეჭვი ჩნდება, რომ მთავრობის ტაქტიკური ნაბიჯები მიმართულია იმისკენ, რომ მუხტი დავარდეს და საზოგადოების ყურადღება და აქცენტები სხვა მიმართულებით წავიდეს“ – მიიჩნევს „ღია სივრცე კავკასიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ირმა პავლიაშვილი. „ბათუმელები“ მას ესაუბრა თემაზე, რატომ გადადო 15 აპრილს პარლამენტმა რუსული კანონის განხილვა და რატომ დააბრუნა „ოცნებამ“ ერთხელ უკვე უკან გაწვეული კანონპროექტი. ქალბატონო ირმა, პარლამენტმა რუსული კანონის განხილვის …
ეს კანონი სწრაფად მივა თითოეულ მოქალაქემდე – თეონა მაჭარაშვილი
„ილუზიაა, რომ რუსული კანონი მხოლოდ ენჯეოს და მედიას შეეხება. ეს კანონი თითოეულ მოქალაქემდე მივა საკმაოდ სწრაფად, არ არის ეს არც თეორიული და არც გრძელვადიანი ამბავი. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან წამოსული დაფინანსება, რომელსაც მიემართება ეს კანონი, არის საზოგადოების, ყველა მოქალაქის ცხოვრებაში. დაწყებული ჯანდაცვით, გაგრძელებული უსაფრთხოების სექტორით, აბსოლუტურად ყველგანაა“ – „ღია სივრცე კავკასიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, იურისტი თეონა მაჭარაშვილი …
Continue reading “ეს კანონი სწრაფად მივა თითოეულ მოქალაქემდე – თეონა მაჭარაშვილი”
მედია მათ ამხელს კორუფციაში, ამიტომ რუსული კანონით სურთ გააჩუმონ – ქარტიის დირექტორი
დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები თანმიმდევრულად ამხელენ ხელისუფლებას კორუფციაში, ნეპოტიზმში, საუბრობენ ყველა იმ პრობლემაზე, რაც საზოგადოებას აწუხებს. სწორედ ამიტომ ეხება რუსული კანონი მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს – გვიხსნის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, ლიკა ჩახუნაშვილი რუსული კანონის დასამტკიცებლად „ოცნების“ ინიციატივას. „ქართული ოცნება“ რუსული კანონის უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ამჯერად შეცვლილი სახელით დამტკიცებას გეგმავს. რუსული კანონის მომხრეები …
„ეს განსხვავებული აზრის ადამიანების მოგუდვის ეშმაკობა, რუსული დავალებაა – ნათია კაპანაძე
„კანონპროექტის ეს ფორმა არის განსხვავებული აზრის მქონე სეგმენტების ეტაპობრივი მოგუდვის ეშმაკობა. ცხადია, „რუსული კანონის“ მიზანი რუსული დავალებაა, რომელიც აფხაზეთშიც ისეთივე წარმატებით იტესტებოდა, როგორც თბილისში. არ უნდა გამოგვრჩეს, რომ პროცესები პარალელური იყო“, – ამბობს უფლებადამცველი ნათია კაპანაძე. ნათია „ბათუმელებთან“ განმარტავს, რა საფრთხეებს შეიცავს პარლამენტში რუსული კანონის კიდევ ერთხელ „შემობრუნება“ და როგორ ეხება ის მედიას. ნათია კაპანაძის …
„ღირსი ხართ არცერთმა ქალმა მხარი არ დაგიჭიროთ“ – რომან გოცირიძე კვოტირების გაუქმებაზე
„თქვენ ფაქტობრივად მოატყუეთ ქვეყნის ამომრჩევლები, თქვენ მოატყუეთ ქალები. ღირსი ხართ, რომ არცერთმა ქალმა არ დაგიჭიროთ მხარი. ქალების მიერ უნდა დაისაჯოთ არჩევნებში“, – მიმართა პარლამენტარმა რომან გოცირიძემ სხდომაზე „ოცნებას“. პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებას განიხილავს, რაც გენდერული კვოტირების გაუქმებას გულისხმობს. კანონპროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიები არ იქნებიან ვალდებული თავიანთი საარჩევნო სია დააკომპლექტონ გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად. …
„კომპანია გავაფრთხილეთ, დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება“ – მერია
ბათუმში, „პორტა თაუერზე“ სარეკლამო განცხადება კანონდარღვევით, მხოლოდ რუსულად და ინგლისურადაა განთავსებული. დარღვევის ამსახველი ფოტო „ბათუმელებმა“ 29 მარტს გამოაქვეყნა. საქართველოს კანონით სახელმწიფო ენის შესახებ, საჯარო ინფორმირებისთვის განკუთვნილი განცხადების, შეტყობინების, სასათაურო წარწერის, პლაკატის, აბრის, აფიშის, რეკლამის, სხვა ვიზუალური ინფორმაციის ტექსტი სახელმწიფო ენაზე სრულდება. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია შეიძლება მიეთითოს არასახელმწიფო ენაზედაც. დღეს, პირველ აპრილს, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში …
Continue reading “„კომპანია გავაფრთხილეთ, დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება“ – მერია”
კიდევ ორი ცათამბჯენი – როგორ შეიცვლება ბათუმის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია [ფოტო]
შპს „ბრიტიშ დეველოპმენტმა“ ბათუმის მერიას რუსთაველის #44-ში, ხოლო შპს „ვესტინვესტმა“ ნინოშვილის #39-ში დაგეგმილი სამშენებლო პროექტების არქიტექტურული ნაწილი შეათანხმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბათუმის ბულვარსა და ნურის ტბას შორის, „ალიანს ფრივილიჯის“ შენობის მარჯვნივ და მარცხნივ კიდევ ორი ცათამბჯენი აშენდება. სამშენებლო მიწის ნაკვეთების განაშენიანების გეგმა-კონცეფციები საკრებულომ 2022 წელს დაამტკიცა. გდგ დოკუმენტის მიხედვით, კომპანიები პროექტების K2-კოეფიციენტის გაზრდას 16.0-მდე …