რა ხდება აჭარის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შემდეგ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ამ დროისთვის აჭარის მუნიციპალიტეტებში ახალი მეწყრული კერები არ არის და დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. გზების დეპარტამენტის თანამშრომლები ამ დროსთვის მობილიზებულები არიან სხალთის მონაკვეთზე, სადაც მეწყრული მასა ორჯერ ჩამოწვა და სამუშაოები გაართულა. აჭარის გზების დეპარტამენტის ინფორმაციით 125 მიმართულებიდან გზა გახსნილია 75 მონაკვეთზე და დარჩენილ მონაკვეთებს სავარაუდოდ დღეს გახსნიან. შედარებით მეტი …

ჩხუტუნეთში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა ვერ დასრულდა

ხელვაჩაურში, სოფელ ზედა ჩხუტუნეთში ეთნოსოფლის მშენებლობა აჭარის მთავრობამ 2021 წელს დაიწყო. პროექტი ზედა ჩხუტუნეთში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრისა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობას, ხოლო სოფელ აჭარისწყალში მაჭახლის ეთნოსოფლის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებდა. სოფელ აჭრისწყალში, მაჭახლის ეთნოსოფლის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა დასრულებულია, თუმცა ზედა ჩხუტუნეთში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრისა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა ვერ დაასრულეს. შესყიდვა 1 მილიონ 540 170 …

სააგენტოს დირექტორმა 1 მლნ-ის ქონება იყიდა 2023 წელს, ხელფასის სახით კი 104 775 ლარი მიიღო

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ლევან გამყრელიძე თავისივე ქონებრივ დეკლარაციაში წერს, რომ 2023 წელს მილიონზე მეტი ლარის ღირებულების ქონება შეისყიდა. ამასთან გასულ წელს ლევან გამყრელიძესა და მის მეუღლეს 90 819 ლარი სარემონტო მასალებში დაუხარჯავთ. საქმე ისაა, რომ ლევან გამყრელიძის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული შემოსავლები და ამ პერიოდში მის მიერ შეძენილი უძრავი ქონება ერთმანეთს არ შეესაბამება. …

ხელისუფლებას არაფერს ვთხოვ – 2 შვილის დედა, რომელსაც არც სახლი აქვს და არც სამუშაო

27 წლის ვიკა ბათუმში, სახელდახელოდ აშენებულ სახლში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ვიკას სახლი, თუკი ამას შეიძლება სახლი ეწოდოს, 11 წლის წინ სახელდახელოდ აუშენებიათ. „სახლი“ ერთი დაბალჭერიანი ოთხისგან და მცირე ზომის შესასვლელისგან შედგება, რომელიც სამზარეულოს ფუნქციასაც ითავსებს. ახალ წელზე არაფერი მქონია, მხოლოდ სალათა გავაკეთე ბავშვებისთვისო – გვითხრა ახალგაზრდა ქალმა. ამის …

ბათუმის მერია ცვლილებას გეგმავს – ემატება ახალი სამსახური

ბათუმის მერია სტრუქტურულ ცვლილებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით მერიის აპარატის უფროსმა ნუკრი დეკანაძემ საკრებულოს ოფიციალურად მიმართა. შესაბამისი დადგენილების პროექტის მიხედვით მერიას „მონიტორინგისა და მუნიციპალური საწარმოების, ორგანიზაციების კოორდინაციის სამსახური“ უნდა დაემატოს. მერიის განმარტებით, „ცვლილება ბათუმის მუნიციპალიტეტის განვითარების, მოქალაქეზე და მის საჭიროებებზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისათვის არის აუცილებელი.“ დადგენილების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით სამსახურის ამოცანები იქნება: „მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე …

„ჩვენ არ გვხედავენ და ჩვენი არ ესმით“ – ახალგაზრდა ხელოვანები ბათუმიდან

„ჩვენ არ გვხედავენ და ჩვენი არ ესმით“, – ასე პასუხობს დიზაინერი თამარ ორაგველიძე კითხვას ხელოვანების პროტესტზე, რასაც ბოლო დროს ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ. ეს პროტესტი ბევრ მათგანს სამსახურის ფასადაც კი დაუჯდა, ისინი დაითხოვეს. ზოგმა მათგანმა სასამართლოში იჩივლა და მოუგო კულტურის სამინისტროს. თამარი დიზაინერია, თბილისის სამხატვრო აკადემიაში ტექსტილისა და ინტერიერის დიზაინი შეისწავლა. პარალელურად ხატავს და ძერწავს, …

„ალიანსმა“ მშენებლობაში 1.7 მლრდ ჩადო, მთავრობა კი მფლობელის ოჯახს მოცვის ბიზნესს უფინანსებს

„ალიანსის“ დამფუძნებლის ოჯახის წევრების კომპანიებს სახელმწიფომ მოცვის ბაღების გაშენების პროექტი დაუფინანსა. კომპანია წლებია სამშენებლო ბაზარზე ერთ-ერთი მონოპოლისტია. ოფიციალური მონაცემებით, რაც მისსავე ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, კომპანიის ინვესტიცია სამშენებლო სექტორში 1 მილიარდ 75 მილიონი დოლარია, აშენებული ფართობი კი  – 2.2 მილიონი  კვადრატული მეტრი. როგორც დოკუმენტებშია მითითებული, „ალიანს ჯგუფთან“ დაკავშირებულმა კომპანიებმა ლურჯი მოცვის ბაღების გასაშენებლად სახელმწიფოსგან დაფინანსება სოფლის მეურნეობის …

მომხმარებელი „აგროჰაბის“ წინააღმდეგ – „კვერცხში სისხლისფერი სითხე აღმოჩნდა“

ბათუმში, 24 დეკემბერს, „აგროჰაბში“ ნაყიდ კვერცხში მომხმარებელმა, ანა ბერძენიშვილმა სისხლისფერი სითხე აღმოაჩინა. ანა ბერძენიშვილი დაუყოვნებლივ დაუკავშირდა „აგროჰაბს“ ბათუმში და მოითხოვა გაერკვიათ, რასთან ჰქონდა საქმე. მან პროდუქტი სპეციალურ კონტეინერში მოათავსა და შესაბამისი კვლევისთვის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსაც მიმართა. ანა დაუკავშირდა სურსათის უვნებლობის სამსახურსაც, ცხელი ხაზის დახმარებით დატოვა შეტყობინება. „საკითხი ეხება ერთ-ერთ ცნობილ და საზოგადოებისთვის სანდო ჰიპერმარკეტს, სადაც …

პარტიების შემწირველებზე ინფორმაცია აღარ იძებნება – „ტექნიკური ხარვეზია“

უკვე ორი კვირაა, რაც ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე რუბრიკა „პოლიტიკური პარტიების დაფინანსება“ გათიშულია. ამ რუბრიკაში შესაძლებელი იყო პარტიების შემოწირულობების ნახვა. კერძოდ, რა ოდენობის შემოწირულებები მიიღო კონკრეტულმა პარტიამ და ვისგან. ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე მითთებულ ნომერზე გვიპასუხეს, რომ „ტექნიკური ხარვეზია და უახლოეს მომავალში უნდა გამოსწორდეს“. ტექნიკური ხარვეზი და რუბრიკის გამორთვა ორი საინტერესო გარემოების შემდეგ დაფიქსირდა. შემწირველები, განსაკუთრებით ბიზნესის …

სანელებლები უსაფრთხო ისევ არ არის – ტყვიით მოშხამვის შემდეგ სუდანი

ახალ წლამდე სულ რაღაც სამი დღე რჩება, უფრო ნაკლები – საახალწლო სუფრის სამზადისის დაწყებამდე. ტრადიციულად ამ დღის სუფრისთვის რამდენიმე სახეობის კერძს ამზადებენ, მათ შორის ისეთებს, რომლებსაც აუცილებლად სჭირდება სანელებლები. არავინ იცის, რა აღმოჩნდება სანელებლებთან ერთად ჩვენ საახალწლო კერძებში. ტყვია? ან იქნებ სუდანი? – როგორც სპეციალისტები ამბობენ, ის არანაკლებ საშიშია. 2023 წელს სურსათის უვნებლობის სააგენტოში აცხადებენ, …

რა ექნებათ საახალწლო სუფრაზე უფასო სასადილოს ბენეფიციერებს

ბათუმის მერიის უფასო სასადილოების ხელმძღვანელის, მამუკა შამილიშვილის ინფორმაციით, მერია სასადილოს ბენეფიციარებისთვის საახალწლო პაკეტს წელსაც გასცემს. მისივე განმარტებით, ერთი პაკეტი გათვლილია ერთ ბენეფიციარზე და არა ოჯახზე. შესაბამისად, თუ ოჯახიდან ორი, სამი ან მეტი ადამიანი სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით, ასეთი ოჯახი ორ, სამ ან მეტ პაკეტს მიიღებს. ბათუმის მერიის უფასო სასადილოებით 7650 პირი სარგებლობს. შესაბამისად, მერია წელს …

ბათუმში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო აჭარაში ახალგაზრდა კაცს ეძებს. პოლიციას დაკარგული პირის ოჯახმა გუშინ, 25 დეკემბერს მიმართა. ოჯახის ინფორმაციით, დაკარგულია 30 წლის არჩილ პაქსაძე [ახლობლები რამაზის ეძახიან]. ახლობლების ინფორმაციით, ის სახლიდან გავიდა 20:00 საათზე, მანამდე დედას ტელეფონით დაემშვიდობა, შემდეგი კი ტელეფონი გათიშა. ოჯახმა დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას. ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდას აცვია შავი, ქუდიანი მოსასხამი და ჯინსის შარვალი [სიმაღლე …

ბათუმში საახალწლო ნაძვის ხე აანთეს

დღეს, 25 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე აანთეს, პარალელურად ევროპის მოედანზე გამართულ სცენაზე დღეიდან საახალწლო კონცერტები დაიწყო. ნაძვის ხის ანთებამდე ევროპის მოედანზე შეკრებილებს ახალი წელი ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა მიულოცა. ნაძვის ხის ანთების შემდეგ ევროპის მოედანზე დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში ფეიერვერკი გაუშვეს. ევროპის მოედანზე უკვე დამონტაჟებულია ჯიხურები საახალწლო ბაზრობისთვის და მათგან უმეტესობა უკვე …

მთავრობა ზღვასთან მიწის ნაკვეთს პირდაპირი წესით ასხვისებს – მყიდველმა „ოცნებას“ 60 ათასი შესწირა

აჭარის მთავრობა ნონეშვილის ქუჩაზე, #1-ის მიმდებარედ, ზღვასთან ახლოს, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ნაკვეთის პირდაპირი წესით გასხვისებას გეგმავს. საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, შპს „კომუნა ჰოლდინგი“, რომელსაც ამ ნაკვეთს აუქციონის გარეშე მიჰყიდიან, ნონეშვილის #1-ში მდებარე ავარიული სახლის ათვისებას და ახლის მშენებლობას გეგმავს. პროექტის ფარგლებში კომპანიამ აქ მცხოვრები ოჯახები უნდა დააკმაყოფილოს. 1788 კვ.მეტრია მიწის ნაკვეთი, რომელსაც კომპანიას პირდაპირი წესით …

ბათუმის საკრებულოს თავმჯდარის და სხვა თანამდებობის პირების ხელფასები იზრდება

ბათუმის საკრებულოს თანამდებობის პირების ხელფასები და საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების ხარჯი იზრდება. შესაბამისი განკარგულების პროექტები ბათუმის საკრებულომ დღეს, 19 დეკემბერს დაამტკიცა. ცვლილების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 6650 ლარი იქნება. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი კი 5680 ლარი. მეორე მოადგილე 5015 ლარს მიიღებს. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძეა, ხოლო მისი მოადგილეები ირაკლი თავდგირიძე, ნატალია ზოიძე და …

რა თქვა არჩილ ჩიქოვანმა თავის ანგარიშში რუსეთის რუკის გამოყენებაზე

„საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს ყველა საკითხთან დაკავშირებით. ჯერ არ გასულა ყველა საკითხი, მათ შორის ბიუჯეტი“, – უთხრა ჟურნალისტებს ბათუმის მერმა. არჩილ ჩიქოვანს განმარტების გაკეთება იმის გამო მოუწია, რაც დღეს, 19 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოში მოხდა: არჩილ ჩიქოვანის მოხსენების დროს საკრებულოში, დიდ ეკრანზე გამოჩნდა სლაიდი, რომელზეც გამოსახული იყო რუსეთის დროშა ევროკავშირის შეფერილობით და ვარსკვლავებით. ამ …

ემინ უჩარი ბათუმში 7 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს

ბიზნესმენი ემინ უჩარი ბათუმში, კახაბრის დასახლებაში, 7 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს. შესაბამისი დოკუმენტებით ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურს უკვე მიმართეს. ამავე დოკუმენტების მიხედვით, პროექტის ავტორი ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ყოფილი უფროსი, მირიან მეტრეველია. დოკუმენტების მიხედვით, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, ემინ უჩარის კომპანია შპს „MAQRO“  კახაბრის ქუჩაზე #48-ში რვა ჰექტარზე მეტ ტერიტორიას [87 386 კვ.მეტრი] ფლობს. …

„რეგიონები საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციას აფუძნებს

ახალშექმნილი პარტია, „რეგიონები საქართველოსთვის“ ბათუმში რეგიონულ ორგანიზაციას აფუძნებს. ლიდერები ახალშექმნილი პარტიის აქტივს სასტუმრო „რედისონში“ ხვდებიან. „რეგიონები საქართველოსთვის“ პარლამენტის წევრმა ტარიელ ნაკაიძემ თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა. ტარიელ ნაკაიძე იმედოვნებს, რომ ახალი პარტია იმ „მოწყენილობას აღმოფხვრის“, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკურ ველზეა შექმნილი. „ეს არის პირველი შეხვედრა რეგიონებში და ჩვენ ვაპირებთ ეს პროცესი გაგრძელდეს. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ქაოსის და …

„ნოვას“ მესაკუთრეებმა „ოცნებას“ 300 000 ლარი ორ დღეში შესწირეს

შპს „ნოვას“ ერთ-ერთმა მესაკუთრემ, ჯემალ ბოლქვაძემ, „ქართულ ოცნებას“ გასულ კვირას 60 000 ლარი შესწირა. მისი შენატანი „ოცნების“ ანგარიშზე 8 დეკემბერს დაფიქსირდა. 7-8 დეკემბერს მმართველი პარტიის ანგარიშზე „ნოვას“ პარტნიორებმა საერთო ჯამში 300 000 ლარი შეიტანეს. ჯემალ ბოლქვაძე შპს „ნოვას“ 20 პროცენტის მფლობელია. ის შპს „აბბარენთის“ 50 პროცენტს, შპს „ბიას“ 25 პროცენტს და შპს „ელიტ ჰაუსის“ 12.5 …

როგორ გამოიყურება ბათუმის ბულვარი შტორმის შემდეგ [ფოტო]

ბათუმის ბულვარში, მოქმედ კომერციულ ობიექტებში საახალწლო დღეებისთვის ემზადებიან. რამდენიმე ობიექტზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. აქ ამბობენ, რომ ძლიერმა შტორმმა ინფრასტრუქტურა ისე დააზიანა, რომ მათი აღდგენა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. პლაჟზე ისევ შეხვდებით რკინის კონსტრუქციებს, თუნუქის ფირფიტებს და სხვა სამშენებლო ნარჩენებს. 27 ნოემბერს შტორმმა ახალ ბულვართან სანაპირო ზოლი დააზიანა. ამ შტორმის დროს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ძველი …

რატომ არ ატარებს საკრებულო ღია კარის სხდომას

„რეგლამენტი, დავიცვათ რეგლამენტი“, „პატივი ვცეთ რეგლამენტს“, „არ ვარღვევ, ბატონო თავმჯდომარევ“ – ამ სიტყვებს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხშირად მოისმენთ. ერთი შეხედვით შეიძლება ამომრჩეველს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ საკრებულო რეგლამენტს ზედმიწევნით იცავს. რეგლამენტის დარღვევაში ერთმანეთის დადანაშაულება მწვავე დაპირისპირების საგანიც გამხდარა ოპოზიციასა და „ოცნების“ უმრავლესობის წევრებს შორის. ეს ძირითადად მაშინ ხდება, როცა ოპოზიცია კონკრეტული საკითხის დამატებას და მის კენჭისყრას …

ბათუმის მერიის მიერ გაცემული ნებართვა, რამაც მეზობლები დააპირისპირა

აბუსერიძის #38-ში მდებარე მრავალბინიან სახლში მცხოვრები მოსახლეობა კორპუსის მდგრადობას ეჭვქვეშ აყენებს და მეზობელს უჩივის. აქ ამბობენ, რომ მეზობელმა სახლის სარდაფები შეისყიდა და რესტორნის მოსაწყობად რეკონსტრუქციის სამუშაოებს აწარმოებს: რამდენიმე ადგილზე გამოჭრა ფასადის კედელი და ღიობი მოაწყო. ისინი ასევე ეჭვობენ, რომ ამ სამუშაოების დროს საყრდენი კედელი დააზიანეს. მეზობელი, ავთანდილ ბოლქვაძე, ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ყველაფერს მერიასთან …

ბათუმის მე-3 საჯარო სკოლის ეზოში კიდევ ერთ შენობას ააშენებენ

აჭარის განათლების სამინისტრო ბათუმის მესამე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე კიდევ ერთი შენობის მშენებლობას გეგმავს. პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, შენობა 330 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. ბათუმის #3 საჯარო სკოლა გორგასლის #122-ში მდებარეობს. სკოლა დამხმარე შენობებისა და ეზოს ჩათვლით 4474 კვ.მეტრს აერთიანებს. დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც სამინისტრომ მშენებლობის ნებართვის მისაღებად მერიას წარუდგინა, პროექტი შპს „გამა კონსალტინგს“ მოუმზადებია. ამ დროისთვის სკოლის …

ძმები წულუკიძეების საქმე – რა გადაწყვიტა სააპელაციო სასამართლომ

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ძმები წულუკიძეების საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. საქალაქო სასამართლომ ძმებს – რეზო და ფირუზ წულუკიძეებს, ასევე ელდარ ანთაძეს, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ძმებ ჭელიძეებსა და მათ ბიძაშვილებს კი – 4 წლით. წულუკიძეების ადვოკატი დავით ჯაფარიძე წულიკიძეების საქმეს 5 ივლისის საქმეს ადარებს და ამბობს, რომ სასამართლომ ამ ორ შემთხვევაში ორმაგი სტანდარტი გამოიყენა. …

სახანძრო კიბე, პარკინგი, ზოოკუთხის გადატანა და სხვა – რა შენიშვნები აქვს ბათუმის საკრებულოს ბიუჯეტზე

2024 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული შენიშვნები ბათუმის მერიაში 10 დეკემბრამდე უნდა განიხილონ. ამის შემდეგ გავიგებთ, რას გაითვალისწინებენ და რა არა იმ შენიშვნებიდან, რაც საკრებულოდან შევიდა ბიუჯეტთან დაკავშირებით. რიგი პროექტების დაფინანსების მოთხოვნების ჩამონათვალი გრძელი და მრავალმხრივია.  ხუთ ვერსიად შესული შენიშვნების ძირითადი ნაწილი შინაარსობრივად თითქმის იდენტურია და ქალაქში არსებულ ბევრ მწვავე პრობლემას ეხმიანება, ზოგ შემთხვევაში კი მათ …

რატომ შემცირდა აჭარის ბიუჯეტი 28 მილიონით – ოპოზიციამ კლებას „სეკვესტრი“ უწოდა

წლის ბოლოს აჭარის მთავრობამ რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილება შეიტანა. შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი შემცირდა ძირითადად არაფინანსური აქტივებისა ნაწილში ბიუჯეტის შეუსრულებლობისა და რიგი პროექტების შეფერხების გამო. კლებას ოპოზიციამ სეკვესტრი უწოდა. ეს მნიშვნელოვანი საკითხი გუშინ, 30 ნოემბერს, დეპუტატების ფიზიკური დაპირისპირების თემამ გადაფარა. 2023 წლის ბიუჯეტში უკვე დამტკიცებული ცვლილების მიხედვით, აჭარის მთავრობამ შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 41 მილიონ 390 000 ლარით …

როგორ ცხოვრობს დასანქცირების შემდეგ ყოფილი მოსამართლე ვალერიან ცერცვაძე

ჩარტერული რეისის დაქირავებას ამერიკამდე ყოფილი მოსამართლის, ვალერიან ცერცვაძის პენსიონერი მამაც შეძლებდა. იმის გათვალისწინებით, რომ მურთაზ ცერცვაძის შვილიშვილი, ვალერიან ცერცვაძის შვილი ნიუ-იორკშია დაბადებული და ამერიკის მოქალაქეა, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ამის საჭიროება დამდგარიყო.  თუმცა, ყოფილ მოსამართლეს, ვალერიან ცერცვაძეს ჩარტერული რეისის დაქირავება არ დასჭირდება, რადგან ის სანქცირებულ მოსამართლეებს შორის მოხვდა, შესაბამისად, აშშ-ში ვერ ჩავა, თუმცა ფაქტია, რომ როგორც …

„ხელი ვის დაარტყი ბიჭო, შე ყ.. შენ!“ – ფიზიკური დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოში

„დავაი, ბიჭო“, „დავაი ახლა-მეთქი, დაახვიეთ!“ , „შენ ენა გეისწორე!“, „ხელი ვის დაარტყი ბიჭო!“, „შენ ყ.. შენ!“ , „მოდი, ბიჭო აქა!“ – ასე მიმართავდნენ დღეს, 30 ნოემბერს, ერთმანეთს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, სადაც დეპუტატებს შორის დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, აჭარის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილება უნდა განეხილათ. ტელევიზიების მიერ გადაღებულ კადრებში კარგად …

„ამას წლები დასჭირდება“ – როგორ გეგმავს მერია ქონების აღრიცხვას

მუნიციპალური ქონების არასრულ აღრიცხვასა და მისგან გამოწვეულ პრობლემებზე ბათუმის მერიაში 2018 წლიდან საუბრობენ, იმ დროიდან, როცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ამ პრობლემის შესახებ შეფასების ანგარიშში დაწერა. მაშინ აუდიტი წერდა, რომ ბათუმის მერიას 670 მილიონი ლარის ღირებულების ქონების მხოლოდ 0,1% აქვს აღწერილი და ამის შესახებ 2015-2016 წლებშიც მიუთითეს, თუმცა უშედეგოდ. აუდიტის ინფორმაციით, ბათუმის მერიას მის ბალანსზე რიცხული …

„არ ინერვიულოთ თქვენ, კუნძული აშენდება“ – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციას

„კუნძული აშენდება, მაგაზე არ ინერვიულოთ თქვენ.“ – უპასუხა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, რამაზ ჯინჭარაძემ საკრებულოს წევრს ოპოზიციიდან, თეკლა კავაზაშვილს, მას შემდეგ, რაც მან შტორმით გამოწვეულ პრობლემებზე, განსაკუთრებით კი სარფის სანაპიროს დაზიანებაზე გაამახვილა ყურადღება. „ვნახოთ.“ – ასეთი იყო თეკლა კავაზაშვილის პასუხის პასუხი. მანამდე მან სარფის სანაპიროზე შტორმის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა. თეკლა კავაზაშვილის ინფორმაციით, სარფში ზღვასთან ახლოს, …

საკრებულოს ოპოზიცია ბათუმში მიწისქვეშა პარკინგის მოწყობას ითხოვს

საკრებულოს ოპოზიცია ბათუმში მიწისქვეშა პარკინგების მოწყობას ითხოვს. ამის შესახებ ბიუჯეტის  2024 წლის პროექტის შენიშვნებში ჩაწერეს. პროექტი შენიშვნებით საკრებულომ მერიას უკვე დაუბრუნა. მერიას კორექტირებული პროექტის საკრებულოში წარსადგენად 10 დეკემბრამდე ვადა აქვს. პარკინგის პრობლემა ერთ-ერთია მათ შორის, რაზეც ოპოზიცია სხდომებზე ხშირად საუბრობს. „ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი ვერ პასუხობს ქალაქის გამოწვევებს, ყოველწლიურად იზრდება ქალაქში  პრობლემები, მათი …

ბათუმში ერთმანეთს 4 ავტომანქანა შეეჯახა

ბათუმში, ლერმონტოვისა და ორბელიანის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შემდეგ კი ეს მანქანები პარკინგზე გაჩერებულ მანქანებს შეეჯახნენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. თვითმხილველის ინფორმაციით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ერთი დაშავებული. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, სამი დაშავებული გადაიყვანეს კლინიკაში, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად.

ბათუმის მერია კაჩინსკებისა და ადლიის ქუჩების შეერთებას გეგმავს

ბათუმის მერია ადლიისა და ლეხ და მარია კაჩინსკების შემაერთებელი ქუჩის მშენებლობას გეგმავს. პროექტის ფარგლებში მერიას კერძო მესაკუთრის ქონების ათვისება მოუწევს, რის გამოც ექსპროპრიაციის შესახებ კანონს გამოიყენებს. ექსპროპრიაციის წესი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევას გულისხმობს. ამ წესის მიხედვით მერიამ მესაკუთრის ქონება მოლაპარაკების საფუძველზე უნდა გამოისყიდოს. თუ ეს მოლაპარაკება ვერ შედგა ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. მერიის …

კიდევ ერთი ცათამბჯენი სტადიონთან – ბათუმის საკრებულო 2 ახალ პროექტს განიხილავს

ბათუმში, ბაგრატიონის #139-ში, ცენტრალურ სტადიონთან ახლოს შპს ,,გთემ ბილდინგი’’ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კომპანიმ მერიას სამშენებლო ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმა [გდგ] წარუდგინა. დოკუმენტის მიხედვით პროექტი ითვალისწინებს როგორც საცხოვრებელი ბინების ასევე სასტუმრო ნომრების მოწყობასაც. მშენებლობა ერთ ჰექტრამდე ტერიტორიაზეა დაგეგმილი [10048 კვ.მ.-ს] . კომპანიამ კ2 კოეფიციენტის გაზრდა მოითხოვა. მერიის განმარტებით თანხმობის შემთხვევაში კომპანია ნამატი ფართობის 10 პროცენტს …

გამოიყენებს მერია საბინაო ფონდს „იაფი სახლის“ პროგრამისთვის?

ხომ არ ვიფიქროთ „იაფი სახლის“ რაღაც ნაწილის საბინაო ფონდით ჩანაცვლებაზე? – ეს წინადადება ბათუმის საკრებულოს წევრმა ვაჟა დარჩიამ საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე გააჟღერა. ამ სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტი საბოლოოდ განიხილეს და შენიშვნებით დაუბრუნეს მერიას. საკითხის მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვაჟა დარჩიას უპასუხა, რომ მას, როგორც მერის სათათბირო საბჭოს წევრს აქვს ინფორმაცია, …

„გადავკეტავთ ქუჩას“ – ბათუმში ავარიულ სახლში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

ბათუმში, ბაგრატიონის #127-ში, ავარიულ სახლში მცხოვრები მოსახლეობა ბათუმის მერიისგან რეაგირებას ითხოვს. აქ ამბობენ, რომ სახლის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, რადგან სამშენებლო კომპანია „ორბი ლუქს პალასი“ მათ სახლთან ახლოს, მიმდებარე ნაკვეთზე მასშტაბურ მშენებლობას აწარმოებს, რაც რყევებს და მათ სახლზე დამატებითი ბზარების გაჩენას იწვევს. მოსახლეობის ინფორმაციით, ბაგრატიონის #127- ში მდებარე სახლი ბათუმის მერიის ავარიული სახლების პროგრამაშია. მომზადებულია სამხარაულის …

Exit mobile version