გონიოში ერთმანეთს ორი სატვირთო შეეჯახა – დაშავდა ორი ადამიანი

გონიოში, ჭოროხის ხიდის მიმდებარედ ერთმანეთს ორი სატვირთო შეეჯახა, დაშავდა ორი ადამიანი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფი და პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით. ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ბათუმში გარე რეკლამის განთავსების უფლებას მერია 10 წლით ასხვისებს – აუქციონი

გარე რეკლამის განთავსების უფლებას ბათუმის მერია 10 წლის ვადით ასხვისებს. ეს იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული კომპანია ბათუმის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე რეკლამის განთავრების ექსკლუზიურ უფლებას 10 წლის ვადით მიიღებს. აუქციონში გამარჯვებისა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნებართვის მფლობელი უფლებამოსილი იქნება საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს ბათუმში გარე რეკლამის განთავსების საფასურის ოდენობა და სხვა პირობები. ნებართვის მოქმედების პერიოდში ნებართვის …

„კარგად იცი, რაშიც მყოფნის პენსია“ – რეპორტაჟი ჯავახიშვილის ქუჩიდან

„კარგად გეცოდინება, რაშიც მყოფნის“ – გვპასუხობს პენსიონერი ანზორ გოგრაჭაძე კითხვაზე – რაში გყოფნით პენსია. მან ჯერ გვითხრა, რომ პენსია მცირეა და არ ჰყოფნის, მას შემდეგ კი, როცა ვთხოვეთ, მოეყოლა დანახარჯების შესახებ პენსიიდან, ასე გვიპასუხა. ამის შემდეგ ანზორ გოგრაჭაძემ გვითხრა, რომ მთავრობის მუშაობით კმაყოფილია, ამიტომ „მთავრობა არ უნდა შეიცვალოს“, თუმცა უკმაყოფილოა წამლების ფასებით და პენსიის ოდენობით: …

მუნიციპალურ ინსპექციას „ამბასადორი აილენდის“ უკანონო მშენებლობა ჯერ კიდევ არ შეუსწავლია

მიმდინარეობს შესწავლა – გვიპასუხეს ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში, როცა „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ უკანონო მშენებლობაზე ვიკითხეთ. ინსპექციას ვკითხეთ, რა რეაგირება ჰქონდა ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე, სახელმწიფოს ტერიტორიაზე მერის ნებართვის გარეშე დაწყებული მშენებლობის გამო. ამ მშენებლობის თაობაზე „ბათუმელებმა“ 13 ივლისს გამოაქვეყნა სტატია. დღეს 20 ივლისია, მასალის გამოქვეყნებიდან კი ხუთი სამუშაო დღე გავიდა. თუმცა ინსპექციას არც კი გაუფრთხილებია კომპანია, …

„ოცნება“ უნდა წავიდეს VS „ოცნებამ“ გადაგვარჩინა ბომბს – ამბავი სოფელ მახოდან

„თავისუფალი ხმა არ უნდა დარჩეს, ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე. თუ არ მივლენ, იმ თავისუფალ ხმას „ოცნება“ გამოიყენებს“ – გვიხსნის იაშა გოგაძე სოფელ მახოდან, მას სოფლის ცენტრთან ახლოს ერთ-ერთი მაღაზიის წინ შევხვდით, სადაც დასასვენებლად და ცივი ლუდის დასალევად მივიდა. 69 წლის პენსიონერს აქტიური მუშაობა არ შეუძლია, თუმცა სამუშაო სჭირდება, პენსია წამლებსაც არ ჰყოფნის: „მანქანა შევიძინე და …

„ამბასადორი ბათუმი აილენდს“ სანაპიროზე მიწა 1 ლარად და 5-წლიანი იჯარით გადასცეს

ზღვასთან ახლოს, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის გასწვრივ, 3445 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობამ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ ხუთი წლის ვადით, საიჯარო წესით გადასცა. ნაკვეთის გასხვისების საფუძვლად საჯარო რეესტრის ამონაწერში ბათუმის საკრებულოს განკარგულებაა მითითებული. ამ განკარგულების მიხედვით, აჭარის მთავრობას კომპანიისთვის მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი 1 ლარად უნდა გადაეცათ. გადაწყვეტილების მიღებამდე კომპანიის მოთხოვნის თაობაზე ბათუმის მერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, …

ბათუმის ავტოსადგურის ადგილას 2 ცათამბჯენს ააშენებენ – მფლობელებმა ტერიტორია გაასხვისეს

ბათუმის მოქმედი ავტოსადგურის მფლობელი სააქციო საზოგადოების მეწილეებმა კუთვნილი წილები გაასხვისეს. ამ ადგილზე მშენებლობას „გუმბათი ჰაბი“ გეგმავს. კომპანიის დირექტორი და მფლობელი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეა. ახალი ამბავი აღარ არის და ბათუმში დიდი ხანია იციან, რომ თანამდებობიდან წასულები მშენებლებად გვევლინებიან, სამშენებლო კომპანიების დირექტორები ან არქიტექტორები ხდებიან.  მათ შორის რამდენიმე პირად საუბრებში არც იმას მალავს, რომ …

ბათუმის ვიცე-მერი ლევან დავითაძე სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადაიყვანეს

ბათუმის უკვე ყოფილი ვიცე-მერი, ლევან დავითაძე სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მერიიდან სამინისტროში გადასვლა მისი სურვილი არ ყოფილა და როგორც მერიაში ასევე მთავრობაში გადაადგილებები კიდევ იქნება. დავითაძე ვიცე-მერად დანიშვნამდე შპს „ბათუმის წყალში“ მუშაობდა. ლევან დავითაძე ბათუმის წყლის დირექტორად 2021 წლის თებერვალში მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა დანიშნა. მერად არჩევის შემდეგ კი ვიცე-მერად …

ცვლილება ბათუმის ბიუჯეტში – რაში დაიხარჯება 7 მლნ ლარი

ბათუმის ბიუჯეტი 7 მილიონი ლარით იზრდება. ბიუჯეტს რამდენიმე ახალი ღონისძიება ემატება. მათ შორის მერია ბათუმში, ცენტრალური პარკის შესასვლელში არსებული კოლონადების რეაბილიტაცია-რესტავრაციას გეგმავს. ამისთვის ბიუჯეტში 502 500 ლარი გაითვალისწინეს. პარკის ცენტრალურ შესასვლელში განთავსებული კოლონადა 1933 წელს აშენდა.  მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მერიამ 935 800 ლარი გაითვალისწინა – ენვერ ხაბაძის ქუჩის, 983 450 ლარი კი …

დეპუტატმა 600 კვ.მეტრი მიწა სახელმწიფოს 1050 კვადრატში გაუცვალა – ხუნდაძის გარიგება

საქართველოს პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ სახელმწიფოსთან სარფიანი გარიგება დადო. მან ქონების ეროვნულ სააგენტოს მიწის ნაკვეთი გაუცვალა. დეპუტატმა სახელმწიფოს გადაუფორმა თავისი კუთვნილი 600 კვ.მეტრი მცხეთაში და  სანაცვლოდ ასევე მცხეთაში, სამხედრო ქალაქში, მტკვრის სანაპიროზე 1050 კვ.მეტრი გაიფორმა. არც ქონებრივ დეკლარაციაში და არც საჯარო რეესტრის დოკუმენტებში არ ჩანს, ვინ იყო გაცვლის ინიციატორი, ქონების მართვის სააგენტო, თუ დეპუტატი. თუმცა, …

ბათუმის მერია შენობის გამაგრებას გეგმავს

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ბათუმის მასშტაბით არსებული შენობების გამაგრება-აღდგენის სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვა ლუკა ასათიანის ქუჩაზე ბათუმის მერიის მთავარი შენობის რეაბილიტაცია-გამაგრებასაც ითვალისწინებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 მილიონ 994 385 ლარია. წინადადებების მიღება 17 ივლისს იწყება და 19 ივლისს უნდა დასრულდეს. ტენდერის პირობების მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია დავალების შემთხვევაში უზრუნველყოს ერთდროულად არანაკლებ სამ ობიექტზე …

16 წლის გივიკო მეზღვაურობაზე ოცნებობს, მაგრამ სწავლის ფული არ აქვს – ვიდეო

„სამნი დავრჩით, მე დედა და პატარა და. მამა არ მყავს. ახლა ბათუმთან ახლოს, ნაქირავებ სახლში ვცხოვრობთ. დედა მუშაობს, მაგრამ სრულიად არ შეუძლია ოჯახის გატანა. წინა ზაფხულს და ზამთარშიც, სკოლის პერიოდში ვმუშაობდი, მაქსიმალურს ვაკეთებდი, ოჯახში რაიმე უნდა შემეტანა, რომ საჭმელი გვქონოდა. ხშირად მიწევდა სკოლის გაცდენა და რისკზეც დავდექი, რამდენიმე საგანში ლამის საშემოდგომო გამომყვა, ბოლოს მოვუკელი სამუშაოზე …

ბათუმის საკრებულოს წევრი მერიის თანამშრომლებს პროფესიულ ეთიკაზე მიუთითებს

„ჩვენ არ გვაქვს უფლება არაადეკვატური ვუწოდოთ მოქალაქეს, თუნდაც მას ასჯერ დასჭირდეს რაღაცის ახსნა, ჩვენ ამის ვალდებულება გვაქვს“ – განაცხადა ბათუმის საკრებულოს წევრმა ქეთი ლასტაკანიძემ დღეს საკრებულოს სხდომაზე. მან მსგავსი შემთხვევების კონტროლის აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი, საკრებულოს თავმჯდომარეს სთხოვა ჩაერთოს ამაში და მისცეს მერიას შესაბამისი გაფრთხილება. ბათუმის საკრებულოს წევრმა სხდომაზე განაცხადა, რომ შეესწრო ფაქტს, როცა მერიის თანამშრომელმა …

მაქსიმალური ვადა 20 წელი – ბათუმის მერია გარე რეკლამის განთავსების ნებართვის წესს ცვლის

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 4 თვით ადრე ბათუმის მერია გარე რეკლამის განთავსებაზე ნებართვის გაცემის წესს ცვლის. მერიის ცნობით, ეს წესი 2010 წელს არის დამტკიცებული და საკანონმდებლო რეგულაციების ცვლილების შესაბამისად განახლებას საჭიროებს. საკრებულოში გადაგზავნილი განკარგულების პროექტის მიხედვით მერია მოქმედ წესს საერთოდ აუქმებს და ახალს ამტკიცებს. ახალი წესის მიხედვით, გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა ელექტრონული აუქციონის წესით, …

მთავრობა ბათუმის მერიას მიწის ნაკვეთს „პოზიტიური პირობით“ სთხოვს, თუმცა პირობას არ ასახელებს

აჭარის მთავრობა ბათუმში, ჯაყელის ქუჩის #44-ში, ბათუმის მერიას მიწის ნაკვეთს სთხოვს. საჯარო რეესტრის მიხედვით ამ ნაკვეთის ერთ ჰექტრამდე ფართობის 1/3 წილი ეკუთვნის მუნიციპალიტეტს, დანარჩენი კი აჭარის მთავრობის საკუთრებაშია. აჭარის მთავრობა მერიას სწერს, რომ ნაკვეთის გასხვისება პოზიტიური პირობით სურს, თუმცა რა არის ეს „პოზიტიური პირობაა“, არ აკონკრეტებს. ბათუმის მერიას ნაკვეთის გადასაცემად საკრებულოს თანხმობა სჭირდება. როგორც ჩანს, …

ვინ და რატომ ჩაშალა ღორჯომში საცხენოსნო ტურიზმის 700 000-ლარიანი პროექტი

ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობაში თავლის, მანეჟისა და ტრიბუნის მშენებლობა ტურისტული პროდუქტების სააგენტომ 2022 წელს დაგეგმა. ჯერ პროექტი შეისყიდეს, შემდეგ კი შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადეს. შეარჩიეს გამარჯვებული კომპანიაც, თუმცა უშედეგოდ. 700 000 ლარის ღირებულების პროექტი იმის გამო ჩაიშალა, რომ სააგენტოს მშენებლობა კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ჰქონდა დაგეგმილი, მისი გამოსყიდვა კი საჭირო დროს ვერ შეძლო. …

აჭარის მთავრობა ქონებას ვეღარ ყიდის – აუქციონები ისევ არ შედგა

აჭარის მთავრობამ უმაღლეს საბჭოს 2024 წლის პირველი კვარტლის ანგარიში წარუდგინა. ამ ანგარიშის მიხედვით ბიუჯეტი არაფინანსური აქტივების კლების ნაწილში ისევ ვერ სრულდება. რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკა ჩიხშია. არაფინანსური აქტივებიდან მიღებული შემოსავალი იგივეა, რაც სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან მიღებული შემოსავალი. ანგარიშის მიხედვით  2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის არაფინანსური აქტივების კლების გეგმა 12 მილიონ 10 …

ბათუმის მერიამ ცენტრალურ პარკში მცირე ზომის მიწის ნაკვეთები აუქციონზე გაიტანა

მერია ბათუმის ცენტრალურ პარკში მცირე ზომის ნაკვეთებს საიჯარო წესით ასხვისებს. ელექტრონული აუქციონი 13 ივნისს გამოცხადდა და 25 ივნისს უნდა დასრულდეს. პარკში მცირე ზომის ნაკვეთებს მერია ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულებებით ყოველ წელს სეზონურად ასხვისებს. ინდივიდუალური მეწარმეები მერიასთან ხელშეკრულებებს აფორმებენ კონკრეტულ ტერიტორიაზე კომერციული საქმიანობის განხორციელების მიზნით, აქ ძირითადად ყავის, ნაყინის და ბატი-ბუტის, საბავშვო სათამაშოების, ხელნაკეთი და სხვა მსგავსი …

„ბუნება კი არა დეკორაცია შემოდის“ – ინტერვიუ ბათუმის მწვანე პოლიტიკაზე

ბათუმის მერია ხშირად აქვეყნებს ინფორმაციას ახალი სკვერების მოწყობის ან არსებულის რეაბილიტაციის შესახებ, საქართველოს მთავრობამ კი ბათუმში გმირთა ხეივანი პომპეზურად, საქართველოს პრემიერის მონაწილეობით გახსნა. ამ პროექტში მთავრობამ ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი დახარჯა. თითქოს ყველა კმაყოფილი უნდა იყოს, მაგრამ ასე არ არის. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მწვანე სივრცე უნდა ერქვას რეალურად მწვანე, მცენარეებით დატვირთულ სივრცეს და არა იმას, რაც …

„სქროლები“ ქალაქში – მუშაობს თუ არა მერია გადაადგილების რეგულაციაზე

ზაფხულში, ზღვის სეზონის მოახლოებასთან ერთად ბათუმში „სქროლის“ მომხმარებელთა რიცხვი მატულობს. ზოგ შემთხვევაში მოქალაქეები „სქროლს“ სამსახურში მისასვლელადაც კი იყენებენ, თუმცა ტროტუარებზე არსებული ქაოსის გამო, მათაც ისევე აქვთ თავგზა აბნეული, როგორც ველოსიპედის მომხმარებლებს. ტროტუარების დიდი ნაწილი დიდ შავ ჯიპებს ან კაფეებს აქვთ დაკავებული, ველობილიკზე კი ხშირად ქვეითად მოსიარულეები გადაადგილდებიან. არის შემთხვევები, როცა „სქროლით“ მოსარგებლეები ქალაქის ქუჩების რაღაც …

თათოს ბრძოლა რუსული კანონისა და პროპაგანდის წინააღმდეგ – გოგო ევროკავშირის დროშით

ბოლო თვეებში ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში თქვენს ყურადღებას მიიქცევდა ნაწნავებიანი გოგო ორი დროშით, ხან ნელი, ხან უფრო ჩქარი სვლით, ზოგჯერ აგრესიულადაც რომ აბრახუნებს ეტლის ბორბლებს ბათუმის არაადაპტირებული ტროტუარების ბორდიურებზე ასასვლელად. ასეთ დროს უნდა მიხვდეთ, რომ გაბრაზებულია, რადგან იძულებულია შეეგუოს, რომ ბათუმის მერიამ ქუჩების მოსაწყობად დიდი ფული დახარჯა ბიუჯეტიდან, თუმცა ადაპტირებული გარემო ვერ შექმნა. თათო მახარაძე 28 …

უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი ხორციელდება – ბათუმის მერია ჩაკეტილ უსინათლოთა ბილიკზე

„ბათუმში, გორგასლისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთში, ტროტუარზე უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მითითების საფუძველზე ხორციელდება“ – მოგვწერეს ბათუმის მერიიდან. „ბათუმელებს“ აინტერესებდა, ამ მისამართზე ტროტუარზე კაფეს მოწყობის მიზნით მისი რკინისა და შუშის კონსტრუქციით შემოსაზღვრა იყო თუ არა ბათუმის მერიასთან შეთანხმებული. აქ კაფე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს. გუშინ, 11 ივნისს „ბათუმელებმა“ აქ მიმდინარე სამუშაოები გადაიღო. ადგილზე არსებული …

ბათუმში ტროტუარზე კაფეს მოსაწყობად მეტლახი დააგეს და დაფარეს უსინათლოთა ბილიკიც | ფოტოამბავი

ბათუმში, გორგასლისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში ტროტუარი რკინისა და შუშის კონსტრუქციით შემოღობეს. აქ კაფე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს, თუმცა როგორც ჩანს, ახლა მისი რეკონსტრუქცია გადაწყვიტეს. ტროტუარზე კაფესთვის ადგილის მოწყობის სამუშაოები ჯერ დასრულებული არ არის. ტროტუარზე კაფეს მოსაწყობად აქ მეტლახს აგებენ, კონსტრუქცია კი პირდაპირ უსინათლოთა ბილიკზე დგას. ალბათ მსოფლიოში იშვიათად მოიძებნება ქალაქი, სადაც უსინათლოთა ბილიკის მოსაწყობად ბიუჯეტიდან …

ბათუმის მერია 32 სტაჟიორს აიყვანს, საკრებულო – ცხრას

ბათუმის მერია 32 სტაჟიორს აიყვანს, საკრებულო კი – ცხრას. ამის შესახებ ბათუმის გაზრდილ ბიუჯეტშია აღნიშნული. მუნიციპალურ და სამთავრობო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირების გამოცხადებას „საარჩევნო კამპანიას“ და „ახალგაზრდების მიმხრობის“ მცდელობას უწოდებს ოპოზიცია. ბათუმის მერიის განმარტებით, ამ მიმართულებით დაფინანსება საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად გაზარდეს. დადგენილება „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ მთავრობამ 2023 წლის 15 მაისს გამოსცა. …

აჭარის ფინანსთა მინისტრს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის ერთ-ერთ მოადგილედ უჩა სურმანიძე დაინიშნა. მთავრობის ინფორმაციით, ის პროფესიით ეკონომისტია მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს. ბოლოს ის სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. ასევე, მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა მამუკა თურმანიძე, აჭარის გზების დეპარტამენტის ყოფილი უკვე ყოფილი ხელმძღვანელი. მამუკა თურმანიძე პროფესიით იურისტია. ახალი ხელმძღვანელი წარუდგინეს აჭარის საავტომობილო …

ბათუმის ბიუჯეტი 27 მილიონი ლარით გაიზარდა – როგორ დაიხარჯება თანხა

ბათუმის ბიუჯეტი 27 მილიონი ლარით გაიზარდა,  აქედან 25 მილიონი ლარი აჭარის მთავრობის სპეციალური ტრანსფერია ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსებისთვის. ცვლილება ბიუჯეტში 31 მაისს საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. ცვლილების შემდეგ ბათუმის ბიუჯეტი წელს 450 მილიონი ლარია. ბიუჯეტის გაზრდის შედეგად, რამდენიმე მიმართულებით მერიამ გაზარდა საპროგნოზო მაჩვენებლებიც. მათ შორის გაიზარდა 2024 წლის ბიუჯეტის ნაშთის ცვლილების საპროგნოზო მაჩვენებელი და  41 მილიონ ლარს …

წელს ბათუმის ბულვარი პლაჟებს აუქციონზე არ გაიტანს

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია პლაჟებს ერთწლიანი ვადით, პირდაპირი წესით, გაასხვისებს. ბათუმის მერიისა და საკრებულოს, ასევე ბულვარის ადმინისტრაციის ერთობლივი გადაწყვეტილებით, აუქციონებს წელს არ გამოაცხადებენ. მერია თანახმაა, ბულვარმა ხელშეკრულებები გაუგრძელოს მოქმედ მოიჯარეებს, რომ მათ იგივე ქონებითა და პირობებით შეძლონ სარგებლობა, რაც გასულ წელს ჰქონდათ ხელშეკრულებით განსაზღვრული. ამ გადაწყვეტილებას გასულ კვირას, 31 მაისს ბათუმის საკრებულომ მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილების მიზეზი …

ვინ იშენებს ვილებს გონიოში, ზღვის სანაპიროზე – როგორ იქცა სასტუმროების პროექტი კერძო სახლებად

ბათუმში ბევრს უნდა ახსოვდეს ე.წ. „ელიტური ვილების“ პროექტი, რომელიც გონიოში, ზღვის პირას „დაბალ განაშენიანებას“ და „სასტუმრო ვილების“ მშენებლობას ითვალისწინებდა. ამ პროექტის კონცეფციის დამტკიცებისას „ოცნების“ უმრავლესობის წევრებმა, კენჭისყრამდე, მათ გასაგონად, ვინც ბათუმის ურბანულ პოლიტიკას აპროტესტებს და ქაოსურს უწოდებს, ნიშნისმოგებით განაცხადეს, რა გვაქვს საწინააღმდეგო ბათუმში დაბალ განაშენიანებას ითხოვდნენ და აი, დაბალი განაშენიანებაო. იმით, რომ მერიას ზღვისპირა ზოლში …

თქვენ გაწირეთ თქვენი შვილები. რად გაქციათ ბიძინა ივანიშვილმა?! – ანი წითლიძის მიმართვა „ოცნებას“

„გახსოვთ, 2012 წელს რა იყო თქვენი მთავარი ლოზუნგი, რომ თურმე ადამიანი იყო მთავარი და რად იქეცით, რად გაქციათ ბიძინა ივანიშვილმა? გაქციათ იმად, რომ თითოეული თქვენგანი, ვინც ჩუმად არის ახლა, არის ისეთივე მოძალადე, როგორიც არის ხარება და ხარებაა თქვენი ნამდვილი სახე, მოძალადე ხელისუფლების“ – ასე მიმართა დეპუტატმა ანი წითლიძემ დღეს, 28 მაისს, თავისი გამოსვლის დროს „ოცნებას“. …

დააფიქსირონ პოზიცია ოკუპაციაზე – 25 წლის მაგისტრანტი რუსეთის მოქალაქეებზე | ვიდეო

„რუსებს უნდა გაეგოთ, რომ მე ვარ იმ სახელმწიფოს მხარეს, რომელსაც მათი ქვეყანა თავს დაესხა“, – გვიყვება 25 წლის მაგისტრანტი ნათია ასლანოვა. ნათია სამსახურში ყოველდღე უკრაინის დროშის გულსაბნევით მიდიოდა, სადაც ხშირად ხვდებოდა ბათუმში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს. ნათია იმათ შორის არის, ვინც მათ რუსულად არ ელაპარაკება. ურთიერთობისთვის კი საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაციაზე პოზიციის დაფიქსირებას ითხოვს: „უნდა თქვან, …

ახალგაზრდებისთვის ბულვარის ამფითეატრთან საჯარო ლექციები და დისკუსია გაიმართება

დღეს, 17  მაისს, სტუდენტური მოძრაობა ბათუმში საპროტესტო აქციას არ გეგმავს. სტუდენტები 18:30 საათზე ახალი ბულვარის ამფითეატრთან საჯარო ლექციებზე დასასწრებად ეპატიჟებიან ერთმანეთს. როგორც განცხადებაშია მითითებული, იქნება დისკუსიაც. ღონისძიების ორგანიზატორია მოძრაობა „ევროპისკენ“. მომხსენებლები არიან და დისკუსიებს გაუძღვებიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. ევროპული ცივილიზაციის ქართული საზომები – ლაშა ბაჟუნაიშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. …

აქტივისტი ხულოდან აცხადებს, რომ ხულოს მერის დავალებით აქცია ჩაუშალეს – „არა რუსულ კანონს“

ახალგაზრდა აქტივისტი ხულოდან, ლაშა ბოლქვაძე გვიყვება, რომ ხულოში 30-მდე აბიტურიენტი და სტუდენტი რუსული კანონის გაპროტესტებას გეგმავდა, თუმცა დაანონსებული აქცია ხულოს მერის დავალებით ჩაუშალეს. „ახალგაზრდებს რუსული კანონის გაპროტესტება გვინდოდა. უფრო აბიტურიენტებისა და სტუდენტების ინიციატივა იყო. ოცდაათნი ვიყავით. უფრო მეტი არ ეთანხმება რუსულ კანონს, მაგრამ ეშინიათ სხვადასხვა მიზეზით, ძირითადად კი საჯარო სამსახურში დასაქმებული ახლობლების გამო. თუმცა, 30-მა …

საკრებულოებს ბოიკოტს ვუცხადებთ – ენმ-ის გადაწყვეტილება აჭარაში

ვიდრე ქვეყანაში ათასობით მოქალაქე რუსულ კანონს ქუჩაში აპროტესტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციები აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ბოიკოტის რეჟიმზე გადავლენ, ისინი სხდომებს არ დაესწრებიან და არ მიიღებენ მონაწილეობას საკრებულოების მუშაობაში – ამის შესახებ ბრიფინგზე ბათუმის საკრებულოს წევრმა ენმ- დან ალექსანდრე ვარშალომიძემ დღეს, 16 მაისს, განაცხადა. „პროტესტის ნიშნად ჩვენ ვწყვეტთ ყოველგვარ თანამშრომლობას ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან“ – ამ გადაწყვეტილების …

ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა სამსახური დატოვა და სტუდენტურ მოძრაობას უერთდება

„არა ანტიდემოკრატიულ კანონს, რომელმაც კიდევ ერთხელ გახლიჩა ქართული საზოგადოება“ – წერს გოჩა სურგულაძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის უკვე ყოფილი მოადგილე. თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია მან „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბარში დაუდასტურა. გოჩა სურგულაძის თქმით, ის დღეიდან აქციებზე სტუდენტებთან ერთად იქნება. „სტუდენტების გაფიცვა არის ლეგიტიმური! კრიზისულ სიტუაციებში, მაშინ როცა საზოგადოებას პოლიტიკური …

ვგმობთ ბსუ-ს რექტორის სამარცხვინო ქმედებას – ბათუმის სტუდენტური მოძრაობა

„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვგმობთ ჩვენი რექტორის მიერ ჩადენილ სამარცხვინო ქმედებას, რექტორთა სამარცხვინო განცხადებაზე ხელმოწერასა და უნივერსიტეტის კარის დახურვას სტუდენტებისთვის“ – წერს ბათუმში არსებული სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“ ფეისბუქის გვერდზე. საკითხი ეხება 38 უნივერსიტეტის ერთობლივ განცხადებას, რომლითაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები აცხადებენ, რომ პოლიტიკური პროცესები არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებაზე. რექტორების განცხადების …

ვწყვეტთ თანამშრომლობას ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან – აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია

„პროტესტის ნიშნად ჩვენ ვწყვეტთ ყოველგვარ თანამშრომლობას ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან“ – ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება დღეს, 15 მაისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციამ ბრიფინგზე განაცხადა. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმზე გადადის. „პირველ რიგში გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პატრიოტ, დაუღალავ და სამაგალითო ახალგაზრდა თაობას, რომელიც ითხოვს თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, ევროპისკენ სვლას – რისთვისაც დგანან ქუჩაში, სამშობლოს სადარაჯოზე წვიმაში თუ …

Exit mobile version