ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ცვლილება ბათუმის ბიუჯეტში – რაში დაიხარჯება 7 მლნ ლარი

09.07.2024
ცვლილება ბათუმის ბიუჯეტში – რაში დაიხარჯება 7 მლნ ლარი

ბათუმის ბიუჯეტი 7 მილიონი ლარით იზრდება.

ბიუჯეტს რამდენიმე ახალი ღონისძიება ემატება. მათ შორის მერია ბათუმში, ცენტრალური პარკის შესასვლელში არსებული კოლონადების რეაბილიტაცია-რესტავრაციას გეგმავს. ამისთვის ბიუჯეტში 502 500 ლარი გაითვალისწინეს. პარკის ცენტრალურ შესასვლელში განთავსებული კოლონადა 1933 წელს აშენდა.  მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

მერიამ 935 800 ლარი გაითვალისწინა – ენვერ ხაბაძის ქუჩის, 983 450 ლარი კი გიორგი კვინიტაძის ქუჩის მოსაწყობად. ასევე, ნევრესტან შაშიკაშვილის ქუჩის მოსაწყობად 1 მილიონ  975 450 ლარი დაიხარჯება.

ცვლილების მიხედვით, ბათუმის მერიამ რამდენიმე მიმდინარე ღონისძიების დაფინანსებაც გაზარდა, რამდენიმეს დაფინანსება კი ეკონომიის ხარჯზე შემცირდა. გარდა ამისა, მერიამ ნობელების ქუჩაზე სკვერის მოწყობის პროექტი გააუქმა, მიზეზად მოსახლეობის მოთხოვნა მიუთითეს.

გარდა ამისა, მერია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის საპროგნოზო მაჩვენებელს 7 მილიონამდე ლარით ზრდის. მერიის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი ფაქტობრივი შესრულებაა.

ცვლილების შემდეგ ბათუმის ბიუჯეტი 398 მილიონ 500 800 ლარია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: