„ეს არის საბჭოური სტილის კამპანია“ -კობახიძე ვეტინგის და კორუფციის შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 31 მარტს, მოსამართლე შალვა თადუმაძის განცხადებაზე ვეტინგთან დაკავშირებით, პასუხად ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვეტინგის [მექანიზმი, რომელიც სასამართლო სისტემაში თანამდებობის მქონე მოსამართლეების კეთილსინდისიერების შეფასებას ითვალისწინებს] შესახებ კამპანია საბჭოური სტილია. „როდესაც საუბარია სასამართლო სისტემაზე, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და ისაუბროს ფაქტებით. დღემდე ჩვენ ვერ ვისმენთ ფატებს და ამიტომ უწევთ საბჭოური სტილის კამპანიის წარმოება …

ბაგრატიონის ქუჩაზე ავტომანქანა სკვერში შევარდა – ავარია ბათუმში

დღეს, 31 მარტს, ბათუმში, ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. თვითმხილველის თქმით, ერთი ავტომანქანა გზის გამყოფ ზოლზე მოწყობილ ზოლში შევარდა და სასეირნო ბილიკზე მოწყობილ რკინის თაღს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. კიდევ ერთი ავარია მოხდა ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სადაც ავტომანქანა ქვეითს შეეჯახა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება …

3000 უსახლკარო ოჯახი და ბათუმის მერიის დაკეტილი ბინები

„მარტოხელა დედა ვარ, თუმცა სტატუსი არ მაქვს. ვცხოვრობ ავადმყოფ დედასთან ერთად, რომელიც ძალიან ცუდად არის, მარტო ვზრდი ბავშვებს, ორი შვილი მყავს. ქირას როგორ იხდიო თქვენ მკითხეთ. სოციალურ დახმარებას ვიღებ 500 ლარს და სრულად ვიხდი ქირაში. საკვებს ვიღებ უფასო სასადილოდან. მივმართავ აჭარის მთავრობას, რომ ასეთ გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმაროს. მინდა, რომ ყველას გვერდში დაუდგნენ და ელემენტარული სახლ-კარი …

2 პარლამენტარი ბათუმში 3 ცათამბჯენს აშენებს

ბათუმის სანაპიროზე, პირდაპირ ზღვასთან, ცათამბჯენის ასაშენებლად მშენებელმა ადგილი ისევ იპოვა, უფრო სწორად აჭარის მთავრობისგან იყიდა. შპს „სიტი გაიდი“ თამარის დასახლებაში, მდინარე ყოროლისწყლის შესართავთან 3 ცათამბჯენს ააშენებს. მშენებლობა ქონების გასხვისების ერთ-ერთი პირობა იყო. მყიდველის, შპს „სიტი გაიდის“დამფუძნებელი მედეა ბოჭორიშვილია, „ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებლის, გია ბიწაძის მეუღლე. ის იყო კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელი, როცა „სიტი გაიდმა“ ზღვასთან ახლოს …

ბათუმის საკრებულომ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში ცვლილება შეიტანა

დღეს, 26 მარტს, ბათუმის საკრებულომ ავარიული სახლების პროგრამაში ცვლილება შეიტანა.  ცვლილების მიხედვით დაზუსტდა რამდენიმე მუხლი და პროგრამაში ახალი ტერმინი „ბარაკები“ გაჩნდა. სხდომაზე ბათუმის საკრებულომ 23 საკითხი განიხილა, აქედან 18 სამშენებლო პროექტების განაშენიანების დეტალური გეგმები, კონცეფციები ან ადრე დამტკიცებულ პროექტებში ცვლილებები იყო. ახალ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები სხდომაზე დაპირისპირების საგანიც გახდა. ცვლილების მიხედვით: ავარიულ სახლად მიიჩნევა ერთ …

ბათუმის საკრებულო 18 სამშენებლო პროექტს განიხილავს – 26 მარტის სხდომა

ხვალ, 26 მარტს, ბათუმის საკრებულოს სხდომაა ჩანიშნული. დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე 23 საკითხი უნდა განიხილონ, მათ შორის 18 სამშენებლო პროექტია. საკითხები დღის წესრიგში დღეს დაამატეს, მაშინ, როცა კანონი საკითხების გასაჯაროებას 7 დღით ადრე ითვალისწინებს. ბოლო დროს დამკვიდრებული პრაქტიკით, საკრებულო მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს მალავს – მხოლოდ სხდომის წინა დღეს აქვეყნებს. ამ მნიშვნელოვან დოკუმენტებს საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებსაც კი …

„სუვერენი მოისყიდის ეკლესიას, ის მოუპოვებს ვასალებს“ – თეოლოგი ეკლესიისთვის 35 მილიონის დამატებაზე

ეკლესიის მხარდაჭერის შესყიდვა პირდაპირი წესით, წინასაარჩევნოდ – ასე „გაშიფრა“ თეოლოგმა, მირიან გამრეკელაშვილმა ეკლესიისთვის დამატებით 35 მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება. პრემიერ ირაკლი კობახიძის დავალებით განათლებისა სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების პროგრამის 2024 წლის ბიუჯეტიდან 35 მილიონი ლარი საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ 50 დაწესებულებაზე უნდა მიმართოს. მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ასევე ფინანსდება 25 მილიონი ლარით. ამ …

კომპანია ბათუმის მერიას ვალის, 1.3 მლნ-ის გადავადებას სთხოვს – ავარიული სახლების პროგრამა

შპს „კომუნა ჰოლდინგი“ ბათუმის მერიას გადაცემული ქონების საფასურის გადახდის გადავადებას სთხოვს. ბათუმში, იოსებ ნონეშვილის ქუჩაზე, №1-ის მიმდებარედ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1788 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ბათუმის მერიამ აჭარის მთავრობას პირდაპირი წესით გასასხვისებლად, „კომუნა ჰოლდინგისთვის“ გადასაცემად გადასცა. შეთანხმების მიხედვით საპრივატიზებო თანხა კომპანიას ბათუმის ბიუჯეტში უნდა შეეტანა. შპს „კომუნა ჰოლდინგი“ ბათუმის მერიის პროგრამის – „ბათუმი ავარიული …

ბათუმის მერია ევროკავშირის გრანტს მიიღებს სათბური აირების გაფრქვევების კერების შესასწავლად

ბათუმის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის ინფორმაციით, მერიამ ევროკავშირის Interreg NEXT Black Sea Basin პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. ამის შესახებ სამსახურის უფროსი, რუსუდან ჟოჟაძე, საკრებულოში შესაბამისი განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში წერს. სამსახურის ინფორმაციით, საკონკურსო განაცხადი წარდგენილი იყო უზუნკოპრუს მუნიციპალიტეტთან [თურქეთის რესპუბლიკა], სტამბულის უნივერსიტეტთან და სხვა აპლიკანტებთან ერთად. წამყვანი აპლიკანტი [პარტნიორი] უზუნკოპრუს მუნიციპალიტეტია. პროექტის შემდგომი …

როდის გაიხსნება ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის გამაგრება-რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა.  თუმცა შესყიდვების სააგენტოს ვებგვერზე შესყიდვის სტატუსი ჯერ ისევ მიმდინარეა და არა დასრულებული. როგორც ჩანს, სამმართველომ სამუშაოები და შესაბამისი დასკვნებიც უკვე ჩაიბარა, რაც შესყიდვების გვერდზე შესაბამის ვადაში უნდა იასახოს. „დაიწყო შენობის დასუფთავება“ – გვითხრა ბიბლიოთეკის დირექტორმა, ჯონი საბაშვილმა. მისი განმარტებით დასუფთავების დასრულების …

ოპოზიცია მერს უხარისხო სამუშაოებისთვის აკრიტიკებს, ლევან ზოიძე მათ „განულებულ უსაქმურებს“ უწოდებს 

საკრებულოს ოპოზიცია ქობულეთის მერს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ჩაბარებაში ადანაშაულებს, მერი კი მათ „დესტრუქციულ ძალას“ და „განულებულ უსაქმურებს“ უწოდებს. ქობულეთის მერიის არაეფექტურ მუშაობაზე ცოტა ხნის წინ სახელმწიფო აუდიტმაც გამოაქვეყნა ვრცელი დასკვნა. ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, სოლომონ ბაჯელიძე აცხადებს, რომ ქობულეთის მერიის შენობის გარემონტებული ნაწილი მერიამ უკვე ჩაიბარა, „გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტები, თუმცა შესრულებული სამუშაოები უხარისხოა“. სოლომონ ბაჯელიძემ …

ბათუმში, რუსთაველზე 8-სართულიან კორპუსს აშენებენ, რომელსაც პარკინგი არ ექნება

ბათუმში, რუსთაველის #37-ში, სამშობიარო სახლის გვერდით, რვასართულიან მრავალბინიან კორპუსს ააშენებენ, დამატებით ერთი მიწისქვეშა სართულით. ნებართვა გაცემულია. პროექტი ავარიული სახლის ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში დაამტკიცეს. კომპანიამ კ2 კოეფიციენტის გაზრდა 6,0-მდე მოითხოვა. სამშენებლო ნაკვეთი ძეგლის დაცვის ზონაშია, მომიჯნავედ მდებარე სამშობიარო სახლს ძეგლის სტატუსი აქვს. დოკუმენტების მიხედვით, პროექტის დამტკიცებას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში დაეთანხმნენ. გარდა იმისა, რომ კორპუსი …

„შვილებმა იციან, რომ ინდოელი ქართველები ვართ“ – არუნ ხათრის ცხოვრება საქართველოში

არუნ ხათრი საქართველოში 11 წლის წინ სკაიპით გაცნობილი გოგოს, თამთას სანახავად ჩამოვიდა. მანამდე საქართველოს შესახებ არც კი გაეგო. იცოდა, რომ არსებობდა ჯორჯია ამერიკის შეერთებულ შტატებში. სკაიპით გაცნობილმა მეგობარმა კი კიდევ ერთი ჯორჯია, საქართველო აღმოაჩენინა. ინტერნეტით კომუნიკაცია 3-4 თვე გაგრძელდა, თამთა ინდური კულტურით იყო დაინტერესებული და მეტის გასაგებად, უშუალო კონტაქტების საპოვნელად, სკაიპში სახელით „არუნ“, ადამიანი შემთხვევითობის …

ქობულეთში თანამშრომლების ხელფასებს პირად ანგარიშზე ირიცხავდნენ – კიდევ რას წერს აუდიტი

ქობულეთის მერიის ორგანიზაციებში, ხელშეკრულებები გაფორმებული არ არის მერის მიერ დანიშნულ ხელმძღვანელ პირებთან. შესაბამისად, დამფუძნებლს არ აქვს განსაზღვრული მათი საქმიანობის ანაზღაურების ოდენობა. თუმცა მერიის შპს-ებში ეს დიდ პრობლემად არ მიიჩნიეს, ასე უფრო მარტივად შეძლეს თავად გაეზარდათ საკუთარი ხელფასები. სახელმწიფო აუდიტი წერს, რომ 2021-2022 წლებში [აუდიტის პერიოდში] ქობულეთის მერიის შპს-ებში გამოვლინდა ხელფასების შეუთანხმებლად ზრდის ფაქტები. ამის გამო …

ქობულეთის მერიამ უკანონო მშენებლობები არ შეაჩერა – კიდევ რა დარღვევებზე წერს აუდიტი

ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უნებართვო მშენებლობები ვერ შეაჩერა და ვერც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უკანონო გამოყენება აღკვეთა. ამას მოწმობს სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, რომელიც 2021-2022 წლების მუშაობის ანგარიშს და შეფასებას მოიცავს. აუდიტის პერიოდში ქობულეთში 242 სამშენებლო ნებართვაა გაცემული. მათ შორის, 214 შემთხვევაში ახალ მშენებლობაზე, 11 შემთხვევაში – მშენებლობის ცვლილებაზე და 17 შემთხვევაში − შენობის დემონტაჟზე. …

მილიონები იხარჯება, შშმ პირები კი უსაფრთხოდ მაინც ვერ გადაადგილებიან – მოსწავლეების პეტიცია

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ადაპტირებული გარემოს შექმნის მიზნით ბიუჯეტიდან მილიონები იხარჯება, ეს რეალურ უსაფრთხო გარემოს შშმ პირებისთვის არ ქმნის. ერთი მხრივ, ეს გარემო ვერ აკმაყოფილებს ხარისხს იმ დონეზე, რომ რაც არის იმის გამოყენება მაინც იყოს შესაძლებელი უსაფრთხოდ, მეორე მხრივ კი, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს შესაბამის კონტროლს იმისთვის, რომ შესაბამისი საჭიროების მქონე პირს მისთვის განკუთვნილი გზა, ავტომანქანის …

„დოკუმენტი არ გვინახავს“ – ქუთაისში ბულვარის რეაბილიტაციის პროექტს ითხოვენ

„…ის უწყვეტად იყო და არის ქუთაისის მოსახლეობისთვის ქალაქთან ემოციური კავშირის ადგილი“ – ასე უხსნიან მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელს, დავით ტაბიძეს ქუთაისის ბულვარის დამცველები მის მნიშვნელობას და სთხოვენ, პროექტი გამოაქვეყნოს საჯაროდ გაცნობისთვის. „ბულვარის ისტორიული და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოგმართავთ, რათა ბულვარის რეაბილიტაციის პროცესში უზრუნველყოთ მოქალაქეთა ჩართულობა“, – წერენ დავით ტაბიძეს. პროექტის საჯაროობის უზრუნველყოფის მოთხოვნით საინიციატივო ჯგუფებმა …

არჩევნებამდე ბათუმის მერია გარე სარეკლამო სივრცეს 10 წლით ასხვისებს – ოპოზიცია წინააღმდეგია

არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე ბათუმის მერიამ საკრებულოს აცნობა, რომ გარე სარეკლამო სივრცე საიჯარო წესით გასასხვისებლად აუქციონზე უნდა გაიტანოს. მერიის მიერ საკრებულოში გაგზავნილ განმარტებით ბარათში წერია ასევე, რომ რეკლამის განთავსების უფლების შემძენი 10 წლიან ხელშეკრულებას მიიღებს, საწყისი საფასური 8 მილიონი ლარი იქნება. ვის განკარგვაში გადავა ბათუმის გარე სარეკლამო სივრცე და რა ვადით, სულაც არ არის რიგითი …

ბათუმის მერიამ საკონტეინერო გადასახადი დააწესა – ბიუჯეტი 3-5 მილიონით უნდა გაიზარდოს

დღეს, 26 თებერვალს, ბათუმის საკრებულომ, მერიის ინიციირებით დააწესა საკონტეინერო გადასახადი, რომლის მიხედვითაც გადამზიდავი ვალდებულია გადაიხადოს უკვე დაწესებული გადასახადი საქონლით დატვირთული კონტეინერის საზღვაო ნავსადგურიდან გატანამდე ან საზღვაო ნავსადგურში კონტეინერის გახსნამდე. გადამზიდავი ასევე ვალდებულია გადაიხადოს გადასახადი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლით დატვირთულ კონტეინერზე, სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით კონტეინერის რეგისტრაციამდე. იმ შემთხვევაში, თუ კონტეინერი არ არის სპეციალური ელექტრონული …

6 ცათამბჯენი და სასტუმრო – ემინ უჩარის პროექტი კახაბერში

კახაბრის დასახლებაში 7 ცათამბჯენისა და მისი დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტის კონცეფცია საკრებულოს უკვე დამტკიცებული აქვს. ამ მასშტაბურ პროექტზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა. მშენებლობას შპს „MAQRO“ გეგმავს. ამჯერად კომპანიამ მერიას განაშენიანების დეტალური გეგმა [გდგ] წარუდგინა. დოკუმენტი გულისხმობს კვლევებისა და მისი დასკვნების ერთობლიობას, რაზეც დავალებას მერია გასცემს. არქიტექტორები ამ დავალებას გეგმარებით დავალებას უწოდებენ. განაშენიანების დეტალური გეგმა [გდგ] შეიმუშავეს …

ვის დარჩება 5-მილიონიანი ტენდერი – ბათუმის მერიას 3 კომპანია უჩივის

„უფროსს დაურეკეს თბილისიდან და უთხრეს, ვის უნდა მოეგო ტენდერი… არ აინტერესებთ, ეს როგორ მოხერხდება. ძალიან ცუდ დღეში ჩააგდეს. ახლა გვიჩივის კომპანია, რომელსაც დაბალი ფასი ჰქონდა დაფიქსირებული“, – ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ ინფორმირებულმა წყარომ მოაწოდა. საუბარია ბათუმის მერიის უწყების, საქალაქო ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ 5 მილიონიან ტენდერზე [5 მილიონ 264 ათას 551 ლარი], რომელიც ბათუმში, …

მახინჯაურში 22-სართულიან სამ კორპუსს ააშენებენ

შპს „სითი ქონსთრაქშენი 2022“ მახინჯაურში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.  კომპანიამ კ2 კოეფიციენტის გაზრდა მოითხოვა, ამიტომაც მას კვარტალის განაშენიანების დეტალური გეგმის [გდგ] მომზადება მოსთხოვეს. როგორც დოკუმენტშია მითითებული, დასაგეგმარებელი ტერიტორია 43 საკადასტრო ერთეულს და ერთ დაურეგისტრირებელ ნაკვეთს მოიცავს, რომელთა საერთო ფართობი 39 560 კვ.მეტრია. მშენებლობა დაგეგმილია 15 970 კვ.მეტრზე. კომპანია სამი 22-სართულიანი და ხუთი 3-6- სართულიანი შენობების …

ქედას, შუახევსა და ხულოს ახალი ავტობუსები აქვთ

ქედას, შუახევსა და ხულოს ახალი, EURO 5-ი სტანდარტის შესაბამისი ავტობუსები მოემსახურება – ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტების მერიები ავრცელებენ. ახალი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და  აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში ხულოს მერიამ 2 ავტობუსი მიიღო, ხოლო შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებმა  – თითო …

გააუქმებს მთავრობა ახალშენში კარიერზე ქვის მოპოვების ლიცენზიას?

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ახლაშენში, კარიერზე ქვის მოპოვების ლიცენზიას შპს „ვესთ გრუფი“ ფლობს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ვესთ გრუფი“ 2017 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მისი მფლობელი სოსო დავითაძეა. სოსო დავითაძე ფლობს ასევე „ჯი ტრანსის“ 70 პროცენტს, ამ კომპანიის თანამესაკუთრეები არიან დავით ჩიქოვანი [20%] და მამუკა ყაჯრიშვილი [10%]. ეს კომპანიაც 2017 წელს დაუფუძნებიათ. ამავე წელს სოსო დავითაძის …

ბათუმის მერია ზღვასთან ახლოს მიწის ნაკვეთს აუქციონზე გაიტანს

ბათუმის მერიას საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში ცვლილებები შეაქვს. ამჯერად მერია ნუსხაში გასაყიდ ფართობებს არამხოლოდ დაამატებს ახალ ობიექტებს, არამედ, ათამდე ქონებას ნუსხიდან ამოიღებს კიდეც. ამ გადაწყვეტილებისთვის მერიას საკრებულოს თანხმობა სჭირდება. საკითხი საკრებულოში უკვე გადაგზავნილია და მისი განხილვა 26 თებერვალს, სხდომაზე იგეგმება. პროექტის მიხედვით, მერია აუქციონზე გაიტანს მცირე ზომის ნაკვეთს თამარის დასახლებაში, ზღვასთან ახლოს, რესტორან მეგრულ-ლაზურის მომიჯნავედ. ამ …

„10 წევრიანი ოჯახი, სად წავიდეთ 350 ლარად?“ – რას ჰყვებიან ოჯახები, რომლებიც მეწყრის ზონებში რჩებიან

„400-მდე ოჯახი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე. გეოლოგებმა დაასრულეს მუშაობა და მალე გვექნება დასკვნები, რომელთა საფუძველზეც ყველა დაზარალებული ოჯახი მიიღებს შესაბამის კომპენსაციას“, – ეს ინფორმაცია აჭარის მთავრობამ 2 დღის წინ გამოაქვეყნა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ აჭარის მუნიციპალიტეტებიდან ყველა ოჯახი, ვისი ერთადერთი საცხოვრებელიც მეწყერსაშიშ ზონაშია, მთავრობამ უკვე გაიყვანა, თუ ამ 400 ოჯახში არ შედიან ისინი, რომლებიც მთავრობამ …

„რომც დაგვხვრიტონ, არ შემოვუშვებთ“ – ახალშენი კარიერზე ქვის მოპოვების წინააღმდეგ

„არაფერი არ გვინდა მათი, არაფერი, ოღონდ აფეთქებები არ იყოს, ოღონდ კარიერის ამოღება შეწყვიტონ“, – ამ უპირობო მოთხოვნას სოფელ ახალშენის მოსახლეობა მთავრობას უყენებს. ამბობენ, რომ არ დათმობენ: „თუნდაც დაგვიჭირონ, დაგვხვრიტონ, ჩაგვცხრილონ, არ დავთმობთ“. ბათუმთან ახლოს მდებარე სოფელ ახალშენში კარგად იციან, რომ კომპანიები, რომლებსაც დიდი ფული და, შესაბამისად, დიდი ძალაც აქვთ, „იოლად არ დათმობენ მილიონების კეთების შესაძლებლობას“. …

22 ოჯახი სოფელ გელაძეებში 8 დღეა ჩამოშლილ მთებს შორის ცხოვრობს – გზა ჩაკეტილია

„თუ ისევ გაწვიმდა, წაგვიღებს“ – გვიყვება მანანა სოფელ გელაძეებიდან. ახლა აქ ყველაზე მეტად წვიმის ეშინიათ. უკვე რვა დღე და ღამე სოფელ გელაძეებში მოსახლეობა ჩამოშლილ მთებს შორის ცხოვრობს. აღამებენ და ათენებენ შიშით, რომ მეწყრული ზონები ისევ არ გააქტიურდეს. „გამომწყვდეულებს“ შორის, როგორც ისინი საკუთარ თავს უწოდებენ, არიან ასაკოვნები და მცირეწლოვანი ბავშვებიც. ადგილობრივებს „ბათუმელები“ ტელეფონით ესაუბრა. მათი თქმით, …

რას უპირებენ ძველ ბათუმს, გამოყოფილია 200 მილიონი – პროექტზე „საბა კონსტრაქშენი“ მუშაობს

ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროექტზე „საბა კონსტრაქშენი“ მუშაობს. თუმცა კომპანიაში არ გვიპასუხეს კითხვაზე, უშუალოდ ვინ ხელმძღვანელობს სპეციალისტების ჯგუფს, რომელმაც ბათუმის ყველაზე ღირებული უბნის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი უნდა მოამზადოს. ვინ შედის ამ ჯგუფში და სარგებლობენ თუ არა ეს სპეციალისტები ნდობით საზოგადოებაში, პროფესიულ წრეებში, კულტურული მემკვიდრეობის დამცველებში. ამ კომპანიამ სახელმწიფოსგან, მხოლოდ ბათუმში, ბოლო 2 წლის განმავლობაში მინიმუმ 225 მილიონი …

ავარია ფრიდონ ხალვაშის გამზირზე – დაშავდა ქვეითი

რამდენიმე წუთის წინ ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავტომანქანა ქვეითს შეეჯახა. თვითმხილველის ინფორმაციით, ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. რამ გამოიწვია ავარია და დაიწყო თუ არა გამოძიება, „ბათუმელები“ აზუსტებს და ინფორმაცია განახლდება.  

მილიონები უნდა აკეთოთ ხალხის სიცოცხლის სანაცვლოდ? – აქცია კარიერის მოპოვების წინააღმდეგ ახალშენში

„ჩვენ დავიცავთ ერთმანეთს, დამცველი არავინ არ გვყავს ასე გამოდის, აღარც ხელისუფლება არის ჩვენთან. ეს რა წესია? -ბრდღვნიან ყველაფერს. დაინგრა ხულო და ქედა, ბაღდათი დაინგრა, ახალშენშიც კატასტროფა უნდა მოხდეს, ხალხის სიცოცხლის ზურგზე მილიონები უნდა აკეთონ?“ – ამბობს ირმა ბერიძე „ბათუმელებთან“. ამ წუთებში, სოფელ ახალშენში ირმა და მისი მეზობლები საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილობრივები სოფელში წიაღისეულის მოპოვების სამუშაოების  …

სხალთა-ხიხაძირის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია -გზების დეპარტამენტი

აჭარის გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ამ დროისთვის მაღალმთიან აჭარაში მოძრაობა აღდგა 80 მიმართულებაზე ასევე გაიწმინდა სხალთა-ხიხაძირის დამაკავშირებელ გზაზე დამეწყრილი მონაკვეთი, საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. რაც შეეხება სოფელ გელაძეებს, საიდანაც დღეს „ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ, დეპარტამენტში განმარტეს, რომ გეოლოგების რეკომენდაციის შესაბამისად დეპარტამენტი ამ სოფელში მუშაობას ვერ დაიწყებს: „იქ ტექნიკის შეყვანამ შეიძლება უარესი შედეგები გამოიწვიოს“ – განმარტეს დეპარტამენტში. ადგილობრივები ამბობენ, რომ …

„130 ოჯახია გადაყვანილი უსაფრთხო ადგილზე, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება სამ სოფელში“ – ქედის მერი

ქედის მერის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით ქედაში დამეწყრილი სოფლებიდან უსაფრთხო ადგილზე 130 ოჯახია გადაყვანილი. როლანდ ბერიძის განმარტებით ყველა ოჯახს, რომელიც თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და წასასვლელი არ აქვს მერიამ ბინის დაქირავება შესთავაზა. რაც შეეხება გაწმენდით სამუშაოებს, მერის ინფორმაციით ქედაში შიდა სასოფლო გზების  35 მიმართულება იყო ჩაკეტილი, დარჩა 3 მიმართულება, სადაც გაწმენდითი სამუშაოები ისევ გრძელდება.  ამ დროისთვის …

დამეწყრილი სოფლებიდან გაყვანილია 94 ოჯახი – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ქვეყნის მასშტაბით დამეწყრილი სოფლებიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 94 ოჯახი. „ბათუმელების“ ინფორმაციით გუშინ საღამოს აჭარის სოფლებში რამდენიმე ოჯახს, დაზუსტებით ჯერ არ ვიცით რამდენს, რეკომენდაცია მისცეს ღამე ახლობლებთან გაათიონ, ვიდრე მათ საცხოვრებელ ადგილს გეოლოგები არ შეისწავლიან. „ბათუმელები“ ამ ინფორმაციას აზუსტებს. „ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ ასევე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაძებიდან, სადაც მისასვლელი გზა ჯერ კიდევ არ …

Exit mobile version