ვის წერს წერილებს ციხიდან ირაკლი ღარიბაშვილი – ინტერვიუ

„ის ივანიშვილს ელაპარაკება და არა ხალხს. ხალხს არასდროს ელაპარაკებოდა და არც რეალურად რაიმეს ცდილობდა ხალხისთვის. სასოწარკვეთილი მცდელობაა, რომ რაღაც შეცვალოს. აი, სტალინს რომ წერდნენ სასოწარკვეთილები ყოფილი ბოლშევიკები, რომლებიც თავად იყვნენ 1937 წლის და დახვრეტების ინიციატორები და შემდეგ თვითონ მოხვდნენ ციხეებში – „ყველაფერს ვაკეთებდი, რასაც შენ მიბრძანებდი და რატომ ვარ მე ასეთ მდგომარეობაშიო“ – ასე განმარტა …

„კობახიძეს ესპარინგება“ – კომენტარი ირაკლი ღარიბაშვილის ახალ წერილზე

„ეს ყველაფერი არის თავის შედარება ირაკლი კობახიძესთან, რომლის პრემიერობის პირობებშიც ქვეყანა იზოლაციაშია, ფაქტობრივად. ყველა კარგად ხვდება, რომ კობახიძე ძალიან არაპოპულარულია, არავინ არ მიიჩნევს მას გადაწყვეტილების მიმღებად და აი, ამ სიტუაციაში ის პარალელებს ავლებს კობახიძის მმართველობასთან, რომ მის დროს იყო დალაგებული, ამერიკასთან ურთიერთობები ჰქონდა, წარმატებული 25 ვიზიტი და ასე შემდეგ“ – ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი მიიჩნევს, რომ …

ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – დაშავდა ერთი ადამიანი

ქობულეთის შემოვლით გზაზე დღეს, 29 სექტემბერს, ორი მსუბუქი ავტომაქნანა შეეჯახა ერთმანეთს. დაშავდა ერთი ადამიანი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ავარიის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გარკვეული დროით შეფერხებული იყო.

„მას შემდეგ რაც მშენებლობისთვის მიწა გამოთხარეს, ვიტბორებით. ეკომიგრანტად მაქციეს“ – მოქალაქე სალიბაურიდან

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა სალიბაურში მცხოვრებმა ნანა საფარიძემ „ბათუმელებს“ საკუთარი სახლის ეზოში გადაღებული ვიდეო გაუზიარა, სადაც ჩანს, როგორ გადმოდის წყალი მის ეზოში ძლიერი წვიმის შემდეგ. დღეს, 29 სექტემბერს, ნანა საფარიძის ეზო ისევ დაიტბორა. მოქალაქე აცხადებს, რომ ეზო და მიმდებარე ტერიტორია მას შემდეგ იტბორება, რაც სალიბაურის მთაზე სამშენებლო კომპანიამ 15 000 კვ. მეტრზე მშენებლობის მიზნით ტერიტორია …

ქარტია „სტუდია მონიტორზე“ „ოცნების“ თავდასხმას ეხმაურება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „სტუდია მონიტორის“  წინააღმდეგ „ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ეხმაურება. „მას შემდეგ, რაც „სტუდია მონიტორმა“ 26 სექტემბერს გამოაქვეყნა ფილმი, რომელიც ესტონელი ინვესტორის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს ეხება და მისი ქონების მიმართ ბიძინა ივანიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის სავარაუდო ინტერესს აღწერს, გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი ხელისუფლების სამიზნედ იქცა. ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებმა ბიძინა ივანიშვილის დასაცავად „სტუდია მონიტორის“ წინააღმდეგ საჯარო …

აგვისტოში ბათუმში ბინა უფრო მეტმა უცხოელმა იყიდა – კოლიერსი

„კოლიერსის“ ახალი კვლევის მიხედვით ბათუმში 2026 წლის აგვისტოში ახალაშენებული ბინების საშუალო ფასი გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 1.2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1 386 აშშ დოლარი შეადგინა. ორგანიზაციის ინფორმაციით პირველად ბაზარზე მაჩვენებელმა 16.3%-ით იკლო, ხოლო მეორეულ ბაზარზე, პირიქით, 12.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. პირველად ბაზარზე ფასის კლება აიხსნება 2025 წლის აგვისტოში ერთ-ერთი ძვირადღირებული პროექტის გაყიდვების ერთიანი რეგისტრაციით. ამ პროექტის …

მთავრობა ვერც აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობას ყიდის და ვერც სხვა ქონებას – 32 აუქციონი

აჭარაში „ოცნების“ მთავრობას ისევ უჭირს ქონების სარფიანად გასხვისება. 2026 წლის ორ კვარტალში, მეორე მცდელობის მიუხედავად, აჭარის მთავრობამ აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი შენობა კვლავ ვერ გაყიდა და 15 სექტემბერს განმეორებით აუქციონზე გაიტანა. მთავრობას ფასი არ შეუმცირებია, შეცვალა მხოლოდ ფასის გადახდის პირობები. 2026 წლის ბიუჯეტის ორი კვარტალის შესრულების ანგარიშის მიხედვით, აჭარის მთავრობამ 6 თვეში სხვადასხვა ქონების გასასხვისებლად …

14-მილიონიანი პროექტის შეფერხების მიზეზად ბათუმის მერია მოსახლეობის ინტერესებს ასახელებს

14-მილიონიანი პროექტის შეფერხების მიზეზად ბათუმის მერია სატრანსპორტო ნაკადების ინტენსიურ მოძრაობას და მოსახლეობის ინტერესებს ასახელებს. საუბარია აეროპორტის გზატკეცილის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესზე, გზატკეცილის N1-დან 93-მდე. მერიაში აცხადებენ, რომ 14-მილიონიანი პროექტი მოსახლეობის ინტერესებისა და სატრანსპორტო ნაკადების გამო შეფერხდა. მერიის ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის ორ კვარტალში კომპანიას 10 მილიონი ლარი უნდა ჰქონოდა ათვისებული, თუმცა შესრულება მხოლოდ 10 პროცენტი …

ძველ ბათუმში ხანძრის შედეგად ორი ბინა დაიწვა

28 სექტემბერს ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ქუთაისის ქუჩების კვეთაზე მდებარე ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე ორი ბინა დაიწვა, ერთი ბინა კი ხანძრის ქრობის დროს წყლის ჩასვლის შედეგად დაზიანდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და პოლიცია. აქვე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. ექიმის დახმარება დასჭირდა ერთ ქალს, რომელმაც მსუბუქი დაზიანება მიიღო …

ორი ავარია ერთ დღეში – როგორია ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა

27 სექტემბერს ბათუმში ორი ავტოავარია მოხდა – შუადღისას, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მიკროავტობუსი ქვეითებს დაეჯახა, რის შედეგადაც 5 წლამდე ბავშვი დაიღუპა და 3 ადამიანი დაშავდა, მეორე ავარია კი იმავე საღამოს ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მოხდა ბათუმში, რის შედეგადაც 2 მოზარდი დაშავდა. ხელვაჩაურის გზაზე დაშავებულებიდან ერთი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. დაშავებული 33 კვირის ორსული ქალია. მას თავის ტვინის შერყევა …

აჭარაში ანტირაბიულ კაბინეტს წელს 4452-მა პაციენტმა მიმართა – რა უნდა ვიცოდეთ ცოფზე

დღეს, 28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით საქართველოში ყოველწლიურად ცოფზე საეჭვო ცხოველთან კონტაქტის და სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანების გამო ანტირაბიულ კაბინეტს სამედიცინო მომსახურებისთვის  60 000-დან 62 000-მდე დაზარალებული მიმართავს. პაციენტთა მომართვიანობა მაღალია აჭარაშიც. აჭარაში ანტირაბიულ კაბინეტს წელს, 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით, 4452-მა პაციენტმა მიმართა, 2025 წელს კი – 6015-მა.  ცოფის …

სკოლები, რომელთა რემონტსაც სამინისტრო სასწავლო წლის დაწყების შემდეგ იწყებს

სასწავლო პროცესის დაწყებიდან მალევე სარემონტო სამუშაოების გამო ონლაინ რეჟიმზე გადასვლა ან სკოლის შეცვლა მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის არაერთ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. აჭარის განათლების სამინისტრომ 12 საჯარო სკოლების რემონტზე ტენდერი ან ზაფხულის მიწურულს გამოაცხადა, ან სექტემბერში. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სკოლების მოსწავლეები წელს სხვა სკოლებში გადაანაწილეს ან სწავლის გაგრძელება უწევთ სარემონტო სამუშაოების პარალელურად. კიდევ 7 …

ბათუმის მერია ქალაქმშენებლობის სამსახურს აუქმებს – ვინ გასცემს სამშენებლო ნებართვებს?

ბათუმის მერია ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს აუქმებს. მერიის გადაწყვეტილებით, ამ სამსახურის ფუნქციებს გადაიბარებს ახალი სსიპ -ი, რომელიც მერიამ უკვე შექმნა. ამასთან, მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინა სამშენებლო-სანებართვო დოკუმენტაციის ელექტრონული საქმისწარმოების წესი. მზად არის სანებართვო მოსაკრებელთან დაკავშირებული ცვლილების პროექტიც. ახალი სსიპ-ის შექმნასა და ამოქმედებასთან დაკავშირებით მერია საკრებულოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების გადახედვა-დაზუსტებასაც სთხოვს, შესაბამისი ცვლილება …

ხულო-თაგოს საბაგირო მესამე წელია გაჩერებულია, უგზოობის გამო კი სოფელი იცლება

მესამე წელია ხულო-თაგოს საბაგირო გზა გაჩერებულია და მოსახლეობას ერთადერთი საავტომობილო, შემოვლითი გზით უწევს სარგებლობა. ამ სამი წლის განმავლობაში აჭარის მთავრობამ არათუ ტენდერი ვერ გამოაცხადა აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტისა და შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, არამედ ჯერ საპროექტო წინადადებაც კი არ აქვს მზად. ადგილობრივები „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ საბაგიროს გაჩერებამ და პრობლემურმა სამანქანო გზამ ხელი შეუწყო სოფლიდან მიგრაციის პროცესის დაჩქარებას, …

ჯარიმებით და მოსაკრებლებით ბათუმის ბიუჯეტში 75 მილიონი შევიდა – 6 თვის მონაცემები

2026 წლის ბიუჯეტის 2 კვარტლის ანგარიშის მიხედვით 6 თვეში ბათუმის ბიუჯეტის „სხვა შემოსავლების“ ნაწილში 30 მილიონი ლარით მეტი შევიდა, საპროგნოზო მოცულობა 55 მილიონ 920 ათასი ლარი იყო, ფაქტობრივმა შესრულებამ კი 75 მილიონ 287 000 ლარი შეადგინა, ანუ გეგმის 134.6% . „სხვა შემოსავლები“ ბიუჯეტში ადმინისტრაციულ მოსაკრებლების და საჯარიმო სანქციების შედეგად ასახულ გადასახადებს აერთიანებს და ადგილობრივი ბიუჯეტის …

ხულოში, სოფელ თაგოს სკოლას წელს არც ერთი მოსწავლე არ ჰყავს

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოს სკოლაში წელს არც ერთი ბავშვი არ მისულა. სკოლამ სასწავლო წელი ფაქტობრივად ვერ განაახლა, რადგან სკოლას მოსწავლე აღარ ჰყავს. მიუხედავად ამისა, სკოლა ინარჩუნებს ადმინისტრაციას. ინფორმაცია „ბათუმელებს“ ორმა ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა. გასულ წელს თაგოს სკოლაში 12 მოსწავლე სწავლობდა. ისინი მშობლებმა სხვა სკოლაში გადაიყვანეს. ფაქტი დაგვიდასტურა ასევე ხულოს საკრებულოს წევრმა „ლელოდან“, რომან ქედელიძემ. ის …

აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგში მეორე საჩივარი წარადგინეს

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი წარადგინა. საქმე ეხება 2026 წლის აპრილში ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის გამო მის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემასა და საქართველოდან აზერბაიჯანში გაძევებას. 3 აპრილს სასამართლომ სადიგოვისთვის საქართველოში მოქმედი შეზღუდვები გააუქმა, მას შემდეგ რაც აზერბაიჯანის მხარემ განაცხადა, რომ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა, 4 აპრილს …

2 მშენებარე საბავშვო ბაღი ბათუმში – პროექტი, რომელშიც სახანძრო და საკანალიზაციო სისტემა გამორჩათ

ბათუმში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა 2025 წელს უნდა დაესრულებინა კომპანია „არალს“, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის სახელს რამდენიმე მიზეზით უკავშირებენ. ამ კომპანიამ დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა და სამუშაოები ჯერაც არ დაუსრულებია. ბათუმის მერია 2026 წლის ბიუჯეტის 2 კვარტლის ანგარიშში წერს, რომ შპს „არალმა“ 6 თვეში გათვალისწინებული დაფინანსების მხოლოდ 20-23 პროცენტი აითვისა. საქმე ისაა, რომ კომპანიას 10 …

„ოფისი დაიკეტა, მაგრამ სამხრეთის კარიბჭე არ ჩერდება“ – რა მოუვიდა მედიას, რომელიც ახალციხიდან მუშაობს

„მზია ამაღლობელის ბანერი სახლში წამოვიღე, ტექნიკასთან და ბევრ სხვა ნივთთან ერთად, ვერ დავტოვე. ციხიდან როცა გამოვა, ამ ბანერზე ხელს მოვაწერინებ და „კარიბჭეს“ ახალ თაობას გადავცემ“, – გვიყვება გულო კოხოძე, ონლაინმედია „სამხრეთის კარიბჭეს“ დირექტორი. ის ჩვენთან სატელეფონო საუბარში ემოციურად იხსენებს, როგორ ჩაალაგეს ნივთები ოფისის დაცლამდე, რადგან სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, ხარჯებს ვეღარ გადაიხდიდნენ. გულოს სახლში სხვა …

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე ივანიშვილის და კობახიძის დაკითხვას ითხოვენ

ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან 5 წლის თავზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მისი საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურატურისგან პასუხებს ითხოვს. ასევე, პარტიის მოთხოვნაა დაიკითხონ ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილი. „არსებობს უამრავი მტკიცებულება და ჩანაწერი იმისა, რომ ნუგზარ ფუტკარაძეზე მიდიოდა წარმოუდგენელი ზეწოლა, დაშინება, მუქარა, შანტაჟი” – განაცხადა დღეს, 22 სექტემბერს პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე ემნ-ს წევრმა მარიამ …

მეწყრი გონიო-კვარიათის, ურეხისა და მწვანე კონცხის ტერიტორიაზე – მერია ამბობს, რომ ზარალს დათვლის და აანაზღაურებს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, გუშინდელი ძლიერი წვიმის გამო ძლიერი დატბორვა 10-მდე ქუჩაზე დაფიქსირდა. მერიაში დახმარების სათხოვნელად შევიდა 100-ზე მეტი ზარი. ამოტუმბვის სამუშაოები გაგრძელდა მთელი ღამის განმავლობაში, თუმცა არ დასრულებულა: „დარჩენილ ლოკაციებზე ბათუმის მერის მხრიდან მიმდინარეობს მოსახლეობასთან უკუკავშირი სამუშაოების განხორციელების საჭიროების იდენტიფიცირების მიზნით“, – აცხადებენ მერიაში. წყალმომარაგების მიმართულებით შეფერხება არ დაფიქსირებულა. მეწყრული პროცესები განვითარდა 10-მდე ლოკაციაზე – …

ბათუმში ათეულობით მისამართზე კორპუსების სარდაფები დაიტბორა, სახურავებიდან კი წყალი ჩავიდა

„წყლითაა სავსე ჩვენი კორპუსის სარდაფი“ – გუშინდილი ძლიერი წვიმის შემდეგ ბათუმში არაერთ მისამართზე დაიტბორა მრავალბინიანი კორპუსების სარდაფები. „ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ ასევე მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ კორპუსების სახურავებში წყალი ჩავიდა და განსაკუთრებით ბოლო სართულებზე მცხოვრებლებს ზიანი მიადგათ. რამდენიმე მოქალაქემ გვითხრა ისიც, რომ სამაშველო სამსახური მათი კორპუსიდან  ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდა: „ზოგ ადგილზე გაუჭირდა მანქანას მიდგომა …

„იმავე ეტაპზე ვართ“ – ავარიულად გამოცხადებული თბილისის 21-ე სკოლის პედაგოგები მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

დღეს, 19 სექტემბერს, თბილისის #21-ე სკოლის მასწავლებლები განათლების მინისტრის მოადგილეს, თამარ მახარაშვილს შეხვდნენ. სასწავლო წლის დაწყებიდან სულ რაღაც ორ დღეში, თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის მოულოდნელად შეწყვეტეს, მიზეზად კი შენობის ავარიულობა დაასახელეს. მედიასთან საუბრისას განათლების მინისტრმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება შენობის ავარიულობის შესახებ სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე მიიღეს.  თბილისის 21-ე სკოლის [ყოფილი „გერმანული სკოლა“] …

#13 მარშრუტზე მოძრავი ელექტროავტობუსების გადაადგილება დროებით შეჩერებულია – მერია

დღეს, 19 სექტემბერს, ბათუმში დილიდან გადაუღებლად წვიმს – მოქალაქეების მიერ უამრავი ფოტო-ვიდეო მასალის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნების შემდეგ,დღის ბოლოს, ბათუმის მერიაც გამოჩნდა. მერიამ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერს, რომ უამინდობასთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი სამსახური და სპეცტექნიკა მობილიზებულია. დილიდან ამ დრომდე, დატბორვასთან დაკავშირებით შემოსულია 50-მდე ზარი. მათგან დაახლოებით ნახევარზე რეაგირება უკვე განხორციელდაო – იუწყება მერია. „ამოტუმბვითი …

კინოფესტივალი BIAFF იწყება – წარმოდგენილი იქნება სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი 60 ფილმი

დღეს, 19 სექტემბერს, ბათუმში მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყება და 26 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. კინოჩვენებები კინოთეატრ „CAVEA GRAND MALL“-ში, ბათუმის დრამატულ თეატრში და ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება. კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 35 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 25-ზე მეტი ქვეყნიდან. პროგრამა იხილეთ აქ. ორგანიზატორების ინფორმაციით, 2026 წლის პროგრამა საერთაშორისო და ქართულ კინოს საკონკურსო …

„ოცნების“ შემწირველების კომპანიამ ჭოროხის სანაპიროზე 2 ჰექტრამდე ფართობი დაირეგისტრირა

„ოცნების“ შემწირველების კომპანიამ – შპს „ნოვამ“, მდინარე ჭოროხის სანაპიროზე 2 ჰექტრამდე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე უკონკურენტოდ, ერთი ბიჯით იყიდა. ქონება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ საწყისი ფასით, 6 მილიონ 050 000  ლარად და პირობით გაიტანა აუქციონზე. კომპანიამ 1 ბიჯის ოდენობა, 15 000 ლარი დაამატა და აუქციონი უკონკურენტოდ მოიგო. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა საპრივატიზებო საფასური …

„გახარიას პარტიის დამატება სრულიად ცვლის იმ ლოგიკას, რასაც ავითარებდა ოცნება“ – ინტერვიუ

„ოცნების“ უმრავლესობა ასაკრძალი პარტიების სიას გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ ამატებს.  ასაკრძალების სიაში პარტიის დამატება ტექნიკურად ახალ სარჩელად მიიჩნევა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს სარჩელის განსახილველად ვადა კიდევ გაუხანგრძლივდა თითქმის ერთი წლით. „ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში  სარჩელი გასული წლის ოქტომბერში შეიტანა, რომლითაც  „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“  და „ლელოს“ აკრძალვა მოითხოვა. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის თანახმად, საკონსტიტუციო …

სამშენებლო ნებართვების გაცემით ბათუმის მერიამ 6 თვეში 11,6 მილიონი ლარი ამოიღო

ბათუმში ქაოსური მშენებლობებით გამოწვეული უკმაყოფილების პარალელურად იზრდება ნებართვების სტატისტიკაც, 2026 წლის ორ კვარტალში ბათუმის მერიამ სამშენებლო ნებართვების მოსაკრებლის სახით 11 მილიონ 612 400 ლარი ამოიღო. წლის ბოლომდე სერიოზულ მატებას ისევ უნდა ველოდოთ, რადგან მერიამ ცოტა ხნის წინ სამშენებლო ნებართვების დაჩქარებულად გასაცემად ახალი ფასიანი სერვისი შექმნა, ამ სერვისის და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გასაწევად კი ახალი სიპის …

გაძვირდა მგზავრობა ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით – ახალი ფასი 4 ლარია

ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით სამარშრუტო მიკროავტობუსით მოძრაობის ღირებულება გაძვირდა და 4 ლარი გახდა. ამ დრომდე ბათუმიდან ქობულეთამდე მგზავრობის ფასი 3 ლარი იყო. ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანას კერძო კომპანია ემსახურება და მათ არ აქვთ უფლება მგზავრობის ფასის დადგენაში ჩაერიონ. „საქალაქთაშორისო მოძრაობის საკითხს და შესაბამისად ტარიფის დადგენას მუნიციპალიტეტი არ არეგულირებს, ჩვენს მიერ დადგენილია მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსით …

მერიაში ირწმუნებიან, რომ საბავშვო ბაღებში ყველა ბავშვი მიიღეს – ბათუმში 9 ბაღი არ მუშაობს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბრისთვის ბათუმის საბავშვო ბაღებში 2500 ახალი აღსაზრდელი შევიდა, აღსაზრდელების რაოდენობა კი 7 760-ია. მერია ასევე აცხადებს, რომ წელს ბათუმში საჯარო ბაღში მოხვედრის მსურველი არც ერთი ბავშვი გარეთ არ დარჩენილა. როგორ მოახერხეს ეს, მაშინ, როცა ბათუმში 9 საბავშვო ბაღმა მუშაობა ვერ განაახლა? ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ვაჟა დარჩია ამბობს, რომ ბავშვები …

ბათუმში 9 საბავშვო ბაღმა მუშაობა ვერ განაახლა – „ლელო“ კორუფციაზე საუბრობს

დღეს, 14 სექტემბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის დაწყების პარალელურად, ოპოზიციურმა პარტია „ლელომ“ ბათუმში ბრიფინგი გამართა საბავშვო ბაღების პრობლემაზე. ვაჟა დარჩია, ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“, აცხადებს, რომ ამ სასწავლო სეზონზე მუშაობა ვერ განაახლა ბათუმში მოქმედი 38 ბაღიდან 9 ბაღმა. „ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი მაჩვენებელი. არსებულ ბაღებშიც ვერ იქნება დაცული დადგენილი …

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე გეგა გელაძეს თამაზ ბორაშვილი შეცვლის

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს-ი]  უფროსის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძემ თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. თამაზ ბორაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილე იყო 2025 წლის სექტემბრიდან. ამ პოზიციაზე დანიშვნამდე იგი სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. სუს-ის ყოფილმა უფროსმა, გეკა გელაძემ თანამდებობა დღეს, 14 სექტემბერს, დილით დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გეკა გელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში …

ბულვარში ადმინისტრაცია სკვერს აწყობს – რატომ იხდის „ორბი“ ?

ბათუმის ბულვარში – დელფინარიუმისა და საზღვაო აკადემიის გასწვრივ, სკვერის აწყობენ. ამ სამუშაოების შესრულებაზე არც ტენდერი გამოუცხადებიათ და, შესაბამისად, არც ხელშეკრულება დაუდია ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას. „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციაში მხოლოდ ის დაგვიდასტურეს, რომ კერძო კომპანიას ბიუჯეტიდან ფულს არ უხდიან: „კერძო სექტორი აკეთებს. კეთილი ჟესტის ამბავში აწესრიგებს ტერიტორიას კომპანია, რომელიც საჯაროდ არის გამოკრული საინფორმაციო დაფაზე, შეთანხმების ამბავია. ჩვენი …

ბათუმის მერია „ავტოტრანსპორტის“ სუბსიდირებას 3.5 მილიონამდე ზრდის საწვავის ფასი გამო

როგორც ჩანს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ მგზავრობის ფასის გაძვირებამ არ უშველა და მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსების გაზრდა მოითხოვა. მერია სუბსიდიას 3,5 მილიონამდე ზრდის  და განმარტავს, რომ ზრდა საწვავის ფასის გაზრდამ გამოიწვია: „იზრდება ღონისძიების დაფინანსება, მუნიციპალური ავტობუსებისათვის საწვავის ფასის გაზრდის გამო, რაც უკავშირდება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირებას“ – განმარტავს მერია. შესაბამისი ცვლილება ბიუჯეტში ბათუმის საკრებულომ 20 აგვისტოს დაგეგმილ …

რა გეგმები აქვს ზურაბ პატარაძის მეგობარს ბათუმგორაზე, ყოფილი გულის საავადმყოფოს ადგილას

ედნარ პაპუნაიშვილის კომპანია „გთმ ინვესთი“ ბათუმგორაზე, საიდანაც მთელი ქალაქის, სანაპიროსა და ზღვის ხედი იშლება, 2 ჰექტრაზე მეტ ფართობს ფლობს და აქ მშენებლობას გეგმავს. სასტუმრო „თანამგზავრის“ მომიჯნავედ 25 576 კვ.მეტრზე განაშენიანების დეტალური გეგმის ინიციირების მომზადებაზე დავალება ბათუმის ყოფილ მერს, არჩილ ჩიქოვანს 2023 წელს გაუცია. 2017 წელს აქ გულის საავადმყოფო დაანგრიეს. დოკუმენტების მიხედვით, დემონტაჟის ნებართვა ბათუმის მერიას …

რა ხდება ბათუმის ძველ ბულვარში და სანაპიროზე – ფოტო|ვიდეო

წვიმის შემდეგ ბათუმის ძველ ბულვარში შედარებით ხალხმრავალ ადგილად შეიძლება ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია მივიჩინოთ. აქ  ტურისტები ჯგუფებად მოდიან, ძირითადად, ალი და ნინოს სანახავად. აქვეა ეშმაკის ბორბალი და ზღვაზე გადამდგარი პირსიც, თუმცა, როგორც ჩანს, მათ ინტერესს მაინც უფრო ალისა და ნინოს მოძრავი სკულპტურა იპყრობს. ამ ტერიტორიაზე ათობით ქვეყნის წარმომადგენელს შეხვდებით და ამდენივე ენაზე წარმოთქმულ ფრაზებსაც მოისმენთ. …

Exit mobile version