გიორგი კეკელიძე თავის ახალ წიგნსა და ლიტერატურაზე

„ … გვეუბნებოდნენ რომ წიგნები, რომლებსაც წავიკითხავთ, აუცილებლად უკეთესს გაგვხდის, რამდენიმე მარტივი მიზეზის გამო ეს ვერ იქნება ასე. რამდემიმე მარტივი მიზეზის გამო ლიტერატურა გარდა ჰაგიოგრაფიული და დიდაქტიკური ნაწილისა, რომელიც ძალიან პატარა მომენტს მოიცავდა მსოფლიო ლიტერატურის განვითარების ისტორიაში, იწერებოდა არცთუ ხუთოსან ადამიანებზე, ისეთ ადამიანებზე, რომლებიც თანამდროვე სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ბუნებრივია, ვერ იქნებოდნენ სამაგალითონი. მაგალითად, ავთანდილი ვერც ერთ …

საარჩევნო მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება

სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით 2016 წლის 20 იანვრიდან დაიწყო და 2 თებერვლამდე გაგრძელდება. 2016 წლის 10 თებერვლიდან კი გამოცდები დაიწყება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დამატებით ინფორმაციას გაეცნონ ვებგვერდებზე: www.cesko.ge და www.electionreforms.ge

გიორგი კეკელიძის წიგნის პრეზენტაცია ბათუმში [ფოტო]

დღეს ბათუმში, კაფე „გარდენსში“ გიორგი კეკლიძის წიგნის „ორი თავგადასავალი“ პრეზენტაცია შედგა. წიგნი გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ გამოსცა. “ეს გურული ბიჭის თავგადასავალია. ერთი მხრივ – თბილისი. სტუდენტური ქალაქი. დედის წერილები. ოთხმოცდაათიანი წლები. კრიმინალური საძმო. ფიზიკის ინსტიტუტი. სისხლი. ფული. შურისძიებები. პოსტსაბჭოთა საქართველოს ნაცნობი ნიშნები. მეორე მხრივ – სიკვდილზე და სიცოცხლეზე დაკვირვება, სიყვარულთან გაუცხოება, ვერახდენილი ოცნებები, წარსულის შიში, საზღვრებთან …

სულხან სალაძე ბულვარში ხეივნის შენარჩუნებაზე: განცხადება მედიაში არ ნიშნავს, რომ ეს ქაღალდზე გაფორმდება

ბათუმის ბულვარის სამივე ხეივნის შენარჩუნებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზეპირი განცხადება, ნიშნავს თუ არა იმას, რომ მთავრობა დათმობაზე რეალურ მიდის და საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნები მთლიად შესრულდება? – ამ და სხვა კითხვებზე „ბათუმელებს“ იურისტმა სულხან სალაძემ უპასუხა. სულხან, მთავრობა ამბობს, რომ ბათუმის ბულვარის სამივე ხეივანს შეინარჩუნებს. თუმცა, დოკუმენტურად ეს გადაწყვეტილება ჯერ არავის უნახავს. არის თუ არა ეს …

აჭარის მთავრობა: ბათუმის ბულვარს კვლავ სამი ხეივანი ექნება

„არჩილ ხაბაძის გადაწყვეტილებით ბათუმის ბულვარი 2016 წლის ტურისტულ სეზონს სამი განახლებული ხეივნით შეხვდება“, – ამ სათაურით განცხადება აჭარის მთავრობამ ოფიციალურ ვებვერდზე საინიციატივო ჯგუფის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა. შეხვედრა გუშინ ღამის საათებში შედგა. შეხვედრის შემდეგ კი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა აჭარის ტელევიზიის ეთერში მთავრობასთან კონსესუსის მიღწევის გამო კმაყოფილება გამოთქვეს. გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, „აჭარის მთავრობამ გაითვალისწინა საზოგადოების აზრი …

„იაფი სახლის“ კრიტერიუმების დამდგენი კომისიის სხდომა-ერთით ნაკლები წევრი და ბევრი გაურკვევლობა

ერთით ნაკლები წევრი და ბევრი გაურკვევლობა – ამ შედეგით დასრულდა ე.წ იაფი სახლის კრიტერიუმების დამდგენი კომისიის სხდომა. სხდომის დასაწყისშივე თავმჯდომარემ აღნიშნა რომ „კომისიის წევრები შესაცვლელია“, რაც არავის გაუპროტესტებია. უფრო მეტიც სხდომაზე ისხდნენ წევრებიც, რომლებიც ძირითადად ტელეფონით იყვნენ დაკავებულები და მათ განხილვის პროცესში მონაწილეობა ფაქტობრივად არ მიუღიათ. სხდომის დასასრულს კი მას შემდეგ რაც არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ …

ვაკანსიები სახალხო დამცველის რეგიონულ სამმართველოებში

სახალხო დამცველის აჭარის რეგიონული სამმართველოს აპარატის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია. კონკურსი იგივე თანამდებობაზე სხვა რეგიონებშიც გამოაცხადეს. სხვა მოთხოვნებთან ერთად კონკურსანტს იურიდიული განათლება უნდა ჰქონდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონულ რწმუნებულებს, რომლებიც ბოლო რამდენიმე წელია ამ მიმართულებით მუშაობენ, მაგრამ იურიდიული განათლება არ აქვთ, შესაძლია სხვა სამსახურის მოძებნა მოუწიოთ. სახალხო დამცველის აპარატს ამ დრომდე საქართველოს რვა რეგიონში ჰყავდა …

პარმენ ჯალაღონია, დავით კვაჭაძე და დავით ქარცივაძე – უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

საკონკურსო კომისიამ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკოს) თავმჯდომარის პოსტზე არჩილ ხაბაძეს სამი კანდიდატი უკვე წარუდგინა. ესენი არიან: პარმენ ჯალაღონია, დავით კვაჭაძე და დავით ქარცივაძე. მათ შორის ერთ-ერთი არჩილ ხაბაძემ უმაღლეს საბჭოს უსკოს თავმჯდომარის პოსტზე დასამტკიცებლად 29 იანვრამდე უნდა წარუდგინოს. ოთარ დავითაძე, დავით კვაჭაძე, სოფიო კახაძე, ვლადიმერ მამულაძე, დავით რობაქიძე, დავით ქარცივაძე, პარმენ ჯალაღონია – ეს …

უსკოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურას არჩილ ხაბაძეს დღეს წარუდგენენ

დღეს, ექვსი საათისთვის სპეციალურმა კომისიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე მინიმუმ ორი კანდიტატი უნდა წარუდგინოს. მათგან კი ერთ-ერთს არჩილ ხაბაძე უმაღლეს საბჭოს წარუდგენს დასამტკიცებლად. კანდიდატების შესარჩევად უსკომ კონკურსი 2015 წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა. ოთარ დავითაძე, დავით კვაჭაძე, სოფიო კახაძე, ვლადიმერ მამულაძე, დავით რობაქიძე, დავით ქარცივაძე, პარმენ ჯალაღონია – ეს იმ …

ბათუმის ქუჩები, რომელთა რეაბილიტაციას მერია 2016 წელს გეგმავს

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში 2016 წელს მერია ქუჩების, გზებისა და ტროტუარების კეთილმოწყობას ქალაქის გარეუბნებში გეგმავს. პროგრამისთვის ბიუჯეტში წელს 23 მილიონზე მეტი ლარი გაითვალისწინეს. 2016 წელს უნდა დასრულდეს: •ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩების რეკონსტრუქცია (ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან გოგოლის ქუჩამდე); •აღმაშენებლის და ტბელ აბუსერიძის ქუჩების, აღმაშენებლის და აბაშიძის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიის (ქუჩების) კეთილმოწყობის სამუშაოები; •მწვანე კონცხის დასახლებაში ბოტანიკურ …

„ბედნიერი საქართველოსთვის“ – მზადება ფორუმისთვის და მურმან დუმბაძის ბრალდება პრემიერს

ზუსტ თარიღს არ ასახელებენ, თუმცა დიდ ფორუმამდე, რომელსაც ახლადშექმნილი პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ გეგმავს, ორი თვეც არ რჩება: „ზამთარს არ გასცდება, ამ დროისთვის პარტიას ბათუმში ოფისიც ექნება“. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე კი, რომელიც ამ პარტიას შეუერთდა, საქართველოს პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს პარტიის მესიჯების მოპარვაში ადანაშაულებს. მან პარტიის უახლეს გეგმებზე „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა. ბატონო მურმან, შეგიძლიათ უკვე …

გატაცებული სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი სამსახურიდან დაითხოვეს

დამნაშავე დააკავეს და ადმინისტრაციული წესით დააჯარიმეს, თუმცა, ხულოს მუნიციპალიტეტში გატაცებული სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი ამბობს, რომ პასუხი მასაც მოსთხოვეს – ის სამსახურიდან დაითხოვეს. თემურ აბაშიძის ინფორმაციით ხულოს სასწარაფო დახმარების მძღოლად 11 წელია მუშაობს და ამ დრომდე მას სამსახურში პრობლემები არ შექმნია. 2015 წლის 26 ივნისს კი სამსახურის მანქანა, რომელის მძღოლადაც ის მუშაობდა, ავტოფარეხიდან გაიტაცეს და …

იაფი სახლი ლიფტის გარეშე და მხოლოდ პირველი სართული შშმ პირებისთვის 

მერიის სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, იაფი სახლის კრიტერიუმებთან დაკავშირებით  პროგრამის ბენეფიციარ შშმ პირს ან ოჯახს, რომლის წევრიც შშმ პირია, ბინას პირველ სართულზე შესთავაზებენ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ე.წ. იაფ სახლს, რომელის მშენებლობისთვისაც მერია  ბიუჯეტიდან ოთხ მილიონ ლარს ხარჯავს, ლიფტი არ ექნება. შესაბამისად, ის ვერც თანამდეროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ამ გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულს უწოდებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები …

იაფი სახლის სავარაუდო კრიტერიუმები – მერიის სამუშაო დოკუმენტი

ბათუმის მერიის საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურმა ე.წ. იაფი სახლის კრიტერიუმების შემუშავების მიზნით შექმნილ კომისიას სამუშაო დოკუმენტი წარუდგინა. კომისიის თავმჯდომარემ დოკუმენტი კომისიის წევრებს უკვე გადაუგზავნა და ახლა მათგან შენიშვნებს ელოდება. დოკუმენტზე სამსჯელოდ კომისია 15 იანვრის შემდეგ შეიკრიბება. სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, პროგრამის  ბენეფიციარი უნდა იყოს პირი, რომელსაც ჰყავს პროგრამით განსაზღვრული ოჯახის წევრები და აკმაყოფილებს პროგრამით სარგებლობის …

ანა ნაცვლიშვილი: „თავისუფლებას თან ახლავს პასუხისმგებლობა“

„…მხოლოდ საზოგადოებაშია შესაძლებელი პიროვნების თავისუფალი და სრული განვითარება,“ –  ასე დაასაბუთეს ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციაში, 29-ე მუხლში საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის აუცილებლობა. რას გულისხმობს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა? – ამ თემაზე  „ბათუმელების“ კითხვებს საქართველოს იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა, უპასუხა.  ანა, როგორც იურისტმა და უფლებადამცველმა რომ განმარტოთ, რას გულისხმობს დეკლარაციის 29-ე მუხლი: ყოველ ადამიანს აქვს მოვალეობანი საზოგადოების წინაშე, რადგან …

„ჰილტონ ბათუმი“, რვაფეხა და ოფშორი

 

 

„ჰილტონ ბათუმის“ მშენებელი კომპანია „ტურინვესტი“, რომელიც ბათუმის ზღვისპირა პარკში 5000 კვ/მეტრ მიწის ნაკვეთს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით ითხოვს, რუსეთის მოქალაქის მიერ ოფშორშია დარეგისტრირებული. 

კორუბკინების საქმე

საცხოვრებელი სახლი და ნაკვეთი, რომელზეც ციტრუსი იყო გაშენებული ბათუმის მერიამ ეკეტერინე და ლუბა კორუბკინებს პრეზიდენტის თანხმობითა და ექსპროპრეაციის წესით, ანუ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე ჩამოართვა. აუცილებელ საჭიროებად მაშინ მერია შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გამავალი გზის აეროპორტის გზატკეცილთან მიერთებას ასახელებდა. მერიის პროექტი წარმატებით განხორციელდა, თუმცა იმ ადგილზე სადაც კორუბკინების სახლი იდგა, გზა არგასულა, ის მხოლოდ ბულვარის შემადგენელ …

როცა სახელმწიფოს ასე სჭირდება – კორუბკინების საქმე

საცხოვრებელი სახლი და ნაკვეთი, რომელზეც ციტრუსი იყო გაშენებული ბათუმის მერიამ ეკეტერინე და ლუბა კორუბკინებს პრეზიდენტის თანხმობითა და ექსპროპრეაციის წესით, ანუ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე ჩამოართვა. აუცილებელ საჭიროებად მაშინ მერია შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გამავალი გზის აეროპორტის გზატკეცილთან მიერთებას ასახელებდა. მერიის პროექტი წარმატებით გახორციელდა, თუმცა იმ ადგილზე, სადაც კორუბკინების სახლი იდგა, გზა არ გასულა, ის მხოლოდ ბულვარის …

Exit mobile version