ხელვაჩაურის საოლქო კომისიის მეხუთე საუბნო კომისიამ გადასატანი ყუთის სია წესის დარღვევით შეადგინა – კერძოდ, სიას თან არ ერთვის ამომრჩეველთა რიგის ნომრები – წერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ენმ-ის წარმომადგენელი, გიგა თედორაძე. მან საჩივარს თან დაურთო ფოტომასალა, სადაც ასახულია, თუ როგორ არის შედგენილი გადასატანი ყუთის სია. ამ ფოტომასალის მიხედვით, სიაში მხოლოდ სახელები/გვარები და დაბადების თარიღებია მითითებული. ამომრჩეველთა …
Author Archives: ცაგო კახაბერიძე
ენმ: ბათუმში „ოცნება“ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს ხალხის პარტიულ შეხვედრაზე მისაყვანად
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, „ქართული ოცნება“ ბათუმში პარტიულ ღონისძიებაზე მისაყვანად ხალხს ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში აგროვებს. ამის თაობაზე დღეს, 9 ოქტომბერს, პარტიაში ბრიფინგი გამართეს. პარტიის წევრის, ნიკა ქაშიბაძის განცხადებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში ხელმძღვანელები დასაქმებულებს ეუბნებიან, რომ აღრიცხავენ, თუ ვინ დაესწრება და ვინ არა პარტიულ შეხვედრას: „ამაზე ინფორმაცია ამ სტრუქტურებში დასაქმებულმა ჩვენმა ამომრჩევლებმა მოგვაწოდეს, თუმცა მათ …
ბათუმში ცეკვის მასწავლებელმა ბავშვს სცემა – დაწყებულია გამოძიება | ვიდეო
ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ცეკვის მასწავლებელმა 12 წლის მოზარდს სცემა. ერთი გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელმა ბავშვზე არაერთხელ იძალადა როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ფაქტს სხვა ბავშვებიც ესწრებოდნენ. ეს ყველაფერი სავარჯიშო დარბაზში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. მასწავლებელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ის არ დაუკავებიათ. საქმის არსებითი განხილვა ჯერ …
Continue reading “ბათუმში ცეკვის მასწავლებელმა ბავშვს სცემა – დაწყებულია გამოძიება | ვიდეო”
არჩევნებს წელს უბნიდან 100 მეტრის რადიუსშიც დააკვირდებიან
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლები არამხოლოდ საუბნო კომისიებში მიმდინარე პროცესს დააკვირდებიან, არამედ უბნიდან 100 მეტრის რადიუსშიც გაკონტროლებენ ვითარებას, როგორც ამას საარჩევნო კოდექსი ითხოვს. ყველას არა, თუმცა რამდენიმე ორგანიზაციას და პოლიტიკურ გაერთიანებას დამკვირვებელი უბანთან 100 მეტრის რადიუსშიც ეყოლება. როგორც გვეუბნებიან, გარე პერიმეტრის დამკვირვებლები შესაბამისი ტექნიკითაც აღჭურვეს, რომ დარღვევების შემთხვევაში მათი დაფიქსირება შეძლონ, გადიან ტრენინგებსაც. გარდა ამისა, …
Continue reading “არჩევნებს წელს უბნიდან 100 მეტრის რადიუსშიც დააკვირდებიან”
ბათუმში უსახლკაროები ბინებს ან არჩილ ჩიქოვანის გადადგომას ითხოვენ – Live
ბათუმის მერიასთან უსახლკაროები აქციას მართავენ. მათი თქმით, ადგილზე დარჩებიან, ვიდრე აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია შესაბამის რეაგირებას არ მოახდენენ. აქციის მონაწილეებთან ერთად არის აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, მერაბ ბლადაძეც. ის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია. უსახლკაროები ბათუმის მერის, ჩიქოვანის გადადგომას ითხოვენ. აქციის წევრები ითხოვენ, მერიამ ისინი საბინაო ფონდიდან დააკმაყოფილოს. მათ დღეს ასევე გააჟღერეს მოთხოვნა ბათუმში, გოგოლის …
Continue reading “ბათუმში უსახლკაროები ბინებს ან არჩილ ჩიქოვანის გადადგომას ითხოვენ – Live”
ოპოზიცია აჭარის ტელევიზიაში ეთერს ითხოვს და რიჟვაძეს და ბოლქვაძეს დებატებში იწვევს
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის ტელევიზიაში დებატებისთვის ეთერის დათმობას ითხოვს. კოალიციის განმარტებით, საეთერო დროში „ოცნების“ კანდიდატებს დებატებში იწვევენ. ოპოზიცია დებატებში იწვევს აჭარის უმაღლესი საბჭოს „ოცნების“ სიის პირველ ნომერს, თორნიკე რიჟვაძეს და პარლამენტარ ანზორ ბოლქვაძეს, რომელიც ისევ დეპუტატობის კანდიდატია „ოცნებიდან.“ „ახლოვდება 26 ოქტომბერი, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია მოისმინოს ყველა პარტიის პროგრამა. ვინაიდან ცოტა დრო რჩება არჩევნებამდე, მოვუწოდებთ საზოგადოებრივ …
„ოცნების“ მილიონერების სია საპარლამენტო არჩევნებისთვის
„ოცნების“ სია მილიარდერი ექსპრემიერით, ბიძინა ივანიშვილით იწყება, სიის ნახევარზე მეტი კი მილიონერია, რომლებიც ბიზნესში უფრო წარმატებულნი არიან, ვიდრე პოლიტიკაში. მოქმედი პარლამენტარებიდან უმეტესობა, რომლებიც პოლიტიკაში ბიზნესიდან მივიდნენ, სხდომებს არ ესწრებოდნენ, თუ ესწრებოდნენ, არ აქტიურობდნენ. „ოცნების“ ახალი სახეები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სიის მიხედვით პოპულარული სპორტსმენები და ხელოვანებიც არიან, მეტწილად კი ბიზნესიდან მოსული პოლიტიკოსები. მათგან უმეტესობა მილიონერია. …
Continue reading “„ოცნების“ მილიონერების სია საპარლამენტო არჩევნებისთვის”
ბათუმის საბაგიროსთან რესტორანს აშენებენ, აქ ზღვა ამოავსეს და ტომრებით შემორკალეს – ნებართვა მერიამ გასცა
აქაც კუნძულს აშენებენ? – ეს კითხვა „ბათუმელებს“ მკითხველმა გამოუგზავნა, თანდართული ფოტოთი, რომელზეც ბათუმის საბაგიროსთან მიმდინარე სამუშაოებია ასახული. საბაგიროსთან, სანაპიროს გასწვრივ არსებულ ვიწრო და მოგრძო ადგილზე რესტორნის მშენებლობას რომ იწყებდნენ, ამაზე „ბათუმელებმა“ 2024 წლის 24 აგვისტოს დაწერა, შენობის რენდერიც გამოვაქვეყნეთ. თუმცა მშენებლობის დაწყების შემდეგ, მის მასშტაბთან დაკავშირებით საზოგადოებას კითხვები ისევ გაუჩნდა, არაერთი შეტყობინება მივიღეთ. მეტი ინფორმაციისთვის …
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გადადგა
დღეს, 25 სექტემბერს, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე გადადგა. თანამდებობის დატოვების შესახებ მან განცხადება საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ბოლოს გააკეთა. მისივე განცხადებით, ის საკრებულოს რიგით წევრად დარჩება არჩევნებამდე. ახალი თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარის მოვალეობა, კანონის შესაბამისად, პირველმა მოადგილემ, ირაკლი თავდგირიძემ უნდა შეასრულოს. რამაზ ჯინჭარაძე „ოცნების“ უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიაში იქნება. რამაზ ჯინჭარაძე ბათუმის საკრებულოში შუალედური არჩევნებით შევიდა, …
„ორბის“ ახალ პროექტს ბათუმის საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს – 5 კორპუსი ზღვასთან ახლოს
შპს „ორბი ჯგუფი“ ბათუმში ზღვასთან ახლოს კიდევ ერთი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით, კომპლექსის პროექტი ხუთ შენობას აერთიანებს – ერთი პედესტალით გაერთიანებული ა, ბ, გ და ცალკე მდგომი გ და ე კორპუსები. ეს გეგმა ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც ბათუმის საკრებულომ ხვალ, 25 სექტემბერს, რიგგარეშე სხდომაზე უნდა დაამტკიცოს. გდგ-ში მოცემული ინფორმაციით, შენობები, აეროპორტთან …
აბიტურიენტი შვილის მოსამზადებლად დედა მარჩენალდაკარგულის პენსიას ითხოვს – სასამართლო არ ჩქარობს
17 წლის არასრულწლოვანი გოგოს დედამ შვილის დახმარების მისაღებად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წელს მიმართა, თუმცა მოსამართლეს ამ საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაუწყია. სვეტლანა ხაბელოვა ამბობს, რომ ის, როგორც დედა და მარჩენალდაკარგული შვილის მეურვე, სახელმწიფო დახმარებას ვერ იღებს. ახლა ეს თანხა თავისი შვილის, ირინას კონკრეტულ საგანებში მოსამზადებლად სჭირდება, რადგან მოზარდი მეთორმეტე კლასში გადავიდა და აბიტურიენტია. …
ხულოს იმამი ამბობს, რომ მთავრობამ მეჩეთის რესტავრაცია დაიწყო – ტენდერი არ იძებნება
საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ხულოს ცენტრალური მეჩეთის იმამი ნუგზარ ჯორბენაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნაცნობ-მეგობრებს ახალ ამბავს უზიარებს. იმამი წერს, რომ ხულოს ცენტრალური მეჩეთის რესტავრაცია იწყება და მეტი დამაჯერებლობისთვის ამ ინფორმაციას თან ურთავს ფოტოს, სადაც ჩანს, რომ მეჩეთში ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან, საქართველოს ექსპრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან და ხულოს მერთან, ვახტანგ …
კვარიათის სანაპიროზე, კაფე „რაკუშკებთან“ ახლოს კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობას გეგმავენ
საქმე ისე მიდის, ბეტონის კედელი გონიო – კვარიათის სანაპიროსაც ისევე ჩამოეფარება, როგორც ბათუმის სანაპიროს. როგორც ამბობენ „თუ უკვე არ ჩამოეფარა“. კვარიათის სანაპიროზე, კაფე „რაკუშკებთან“ ახლოს მშენებლობას ამჯერად შპს „ლიცი“ გეგმავს. კომპანიამ პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია ბათუმის მერიას უკვე წარუდგინა. საპროექტო ტერიტორია 2370 კვადრატული მეტრია, ხოლო კონცეფციის ფარგლებში დასაგეგმარებელი ტერიტორია ოთხ მიწის ნაკვეთს მოიცავს და …
ოპოზიციურმა პარტიებმა ცესკოს ქცევის კოდექსს ხელი არ მოაწერეს – „ეს არის აგდება“
ოპოზიციური პარტიები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეთავაზებულ ქცევის კოდექსს ხელს არ აწერენ. მათი განმარტებით, იმ ფონზე, როცა საარჩევნო საოლქო კომისიებმა უბნებზე საკუთარ წარმომადგენლებად ნეიტრალური პირებიც კი არ დანიშნეს და მათი უმეტესობა „ოცნებასთან“ აფილირებულია, ოპოზიციური პარტიებისგან ქცევის კოდექსზე შეთანხმების მოთხოვნა სიყალბეა. გარდა ამისა, ოპოზიციური პარტიებისთვის გაუგებარია, ვის და როგორ აღასრულებს ქცევის კოდექსის კონტროლს. ცესკო პარტიებისთვის შეთავაზებული …
Continue reading “ოპოზიციურმა პარტიებმა ცესკოს ქცევის კოდექსს ხელი არ მოაწერეს – „ეს არის აგდება“”
ივანიშვილის შეუსრულებელი დაპირება – მიტოვებული სანატორიუმები ეკალბარდში
ოთხი წლის წინ, 2019 წელს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, მილიარდერი ექსპრემიერი, ბიძინა ივანიშვილი პირადად დაჰპირდა ამომრჩეველს, რომ წყალტუბოს, როგორც ბალნეოლოგიურ კურორტს, აღადგენდა და განავითარებდა. როგორც თავად წერდა, წყალტუბოსთვის ძველი დიდების დაბრუნება „ათეული წლების განმავლობაში გაპარტახებული და დეპრესიად ქცეული საკურორტო კლასტერების მკვდარი წერტილიდან დაძვრის და მათი ნახტომისებური განვითარების“ გეგმის ნაწილი იყო. ამის საუკეთესო მაგალითად …
Continue reading “ივანიშვილის შეუსრულებელი დაპირება – მიტოვებული სანატორიუმები ეკალბარდში”
ძველი ბათუმის რეაბილიტაციაზე დახარჯული 119 მილიონი და პროექტი, რომელიც არავის უნახავს
ძველ ბათუმში, მემედ აბაშიძისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩებზე შენობები ხარაჩოებში ჩასვეს და სამშენებლო ბადე შემოავლეს. ხელოსნების ინფორმაციით, აქ ფასადების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ადგილზე საინფორმაციო დაფას ვერ იპოვით. ვერც ამ საქმეში მონაწილე სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე იპოვით რაიმე სახის ინფორმაციას, პროექტს ან ესკიზებს მაინც. არავინ გრძნობს ვალდებულებას მოქალაქეებს აუხსნას, რა ხდება ბათუმის ისტორიულ ნაწილში. ქალაქში, სადაც ძეგლების …
„ოცნებას“ ყველაზე ბევრი აჭარიდან შესწირეს – მშენებლების „ფანდრაიზინგი“
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ე.წ. დელეგატების წარდგენის შემდეგ თქვა, რომ საარჩევნოდ პარტიის ფანდრაიზინგი მას ევალება. ეს იგივეა, რაც არჩევნებზე პიარისთვის დასახარჯი ფულის შეგროვება. პრემიერმა განგვიმარტა ისიც, რომ „მთელ მსოფლიოში“ ასე ხდება. შემოწირულობა ერთხელაც თუ გადაავლებთ თვალს, მიხვდებით, რომ აგვისტოში ყველაზე მეტი ფული პარტიისთვის ირაკლი კობახიძეს აჭარაში შეუგროვებია, ეს თანხა ნახევარ-მილიონზე მეტია. ერთი თვალის გადავლებით მიხვდებით იმასაც, …
Continue reading “„ოცნებას“ ყველაზე ბევრი აჭარიდან შესწირეს – მშენებლების „ფანდრაიზინგი“”
ივანიშვილის სასტუმროს „პარაგრაფის“ გვერდით გამწვანებულ 40 ჰექტარზე მშენებლობას იწყებენ
შეკვეთილში, ზღვის სანაპიროზე, სასტუმრო „პარაგრაფის“ გვერდით შპს „ვი არ შეკვეთილი რესორტი“ მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ სანაპიროზე 40 ჰექტარი გამწვანებული ფართობი დაირეგისტრირა საკუთრებაში. შპს „ვი არ შეკვეთილი რესორტის“ ასივე პროცენტი შპს „ვი არ ლისის“ საკუთრებაა. ამ კომპანიას კი, რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენი, ოფიციალურად ნოშრევან ნამორაძე ფლობს. თუმცა, შეკვეთილში არავის სჯერა, რომ საკუთარი სასტუმროს გაგრძელებაზე …
2 უკანონო მშენებლობის ამბავი, ერთი „მიწასთან გაასწორეს“, მეორემ ნებართვა მიიღო – რა ხდება მერიებში
შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ დიდ ფულს დიდი ძალა აქვს, კომპანიას ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე, საიჯარო წესით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე უკანონო მშენებლობა აპატიეს და ნებართვაც მისცეს. ქობულეთის პარკში კი, საკუთარ ნაკვეთზე შპს „გრინ პარკ ქობულეთს“ სამსართულიანი კარკასის უნებართვოდ წამოჭიმვა აცალეს, შემდეგ კი დაუშალეს – „მიწასთან გაასწორეს“. ამ ამბავმა ბევრი კითხვა გააჩინა. რა …
ბათუმში, იუსტიციის სახლთან 49 წლით გადაცემულ ნაკვეთზე „ალიანს მენეჯმენტმა“ ფასიანი პარკინგი მოაწყო
ბათუმში, იუსტიციის სახლთან ავტომანქანის გასაჩერებელი ადგილის პოვნა ჭირს. სამაგიეროდ იქვე ახლოს პარკინგს „ალიანს მენეჯმენტი“ შემოგთავაზებთ – ერთი საათის ფასი 3 ლარია. „თუ 1 საათზე მეტს, თუნდაც 10 წუთით მეტი ხნით დაყოვნდებით, 6 ლარის გადახდა მოგიწევთ და ასე შემდეგ“, – გვითხრა ერთ-ერთმა მომხმარებელმა. „ალიანს მენეჯმენტმა“ პარკინგი სახელმწიფოს მიწაზე – 4224 კვ.მეტრზე მოაწყო. საჯარო რეესტრის მონაცემებით, …
ბათუმის მერიას უნდა ამ ქალაქიდან წავიდეთ – მოქალაქების შიში და პროტესტი მშენებლობის გამო
ბათუმში, თავდადებულის 48 -ში შპს „სეივ ბილდინგი“ 25 სართულიანი მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავს, კომპანიამ სამშენებლო სამუშაოებისთვის ადგილის მომზადება უკვე დაიწყო. სამშენებლო ნაკვეთის გვერდით, #50-ში, მრავალბინიან სახლში მცხოვრები ოჯახები მშენებელ კომპანიას სამეზობლო მიჯნის დარღვევაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ კომპანიამ ადგილის მიტაცების მიზნით მოშალა ბეტონის კედელი, რომელიც თავდადებულის #40-ში მდებარე 15 სართულიან კორპუსსა და #48-ში მდებარე დასახლების ეზოებს …
ანგრევენ ჭაჭა თაუერს, რაშიც ბათუმმა 810 000 ლარი დახარჯა – „რივიერას“ კონცეფცია დაუმტკიცეს
შპს „რივიერამ“ ბათუმის მერიას ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარედ არსებული სკვერის კონცეფცია წარუდგინა. საკითხი სხდომაზე ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, გიორგი წანაწყენიშვილმა გაიტანა. მისი ინფორმაციით, ე.წ. ჭაჭის კოშკს დაანგრევენ. „ჭაჭის თაუერი“ 2012 წელს აშენდა. მისი მთავარი გუმბათი 25 მეტრი სიმაღლისაა, დანარჩენი 4 გუმბათი კი – 5 მეტრი სიმაღლის. კოშკს გარს აკრავს ოთხი შადრევანი. …
გარე რეკლამის განთავსების უფლება ბათუმის მერიამ 22-ე ბიჯით გაყიდა – აუქციონი „ალმამ“ მოიგო
გარე რეკლამის განთავსების უფლება ბათუმის მერიამ 10 წლის ვადით გაასხვისა. ეს იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული კომპანია ბათუმის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას 10 წლის ვადით მიიღებს. მყიდველი შპს „ალმაა“. ინფორმაცია აუქციონში გამარჯვების თაობაზე კომპანიამ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. 2013 წლის ოქტომბრამდე კომპანია ცნობილი იყო „ალმა პლუსის“ სახელით. 2013 წლიდან კი ის „ვისოლ ჯგუფში“ …
პროგრამა სოცდაუცველებისთვის – ცვლილებები აჭარის ბიუჯეტში არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, წინასაარჩევნოდ აჭარის ჯანდაცვის პროგრამებს ახალი ქვეპროგრამა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მატერიალური დახმარება“ დაემატა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი 2 მილიონ 88 ათასი ლარია. პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით მატერიალურ დახმარებას ითვალისწინებს. სამიზნე ჯგუფში მოიაზრებიან ოჯახები, რომელთა შემადგენლობაში არის 16 წლამდე ასაკის ერთი წევრი მაინც და ოჯახის სარეიტინგო ქულაა 120 001 და მეტი, მაგრამ …
ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებს – მოსყიდვა არჩევნების წინ?
მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 26 აგვისტოს იწყება და ამას კანონდარღვევად ვერ შევაფასებთ, გარკვეული პროექტები და პროგრამები, რომლებსაც „ოცნების“ ხელისუფლება სთავაზობს ამომრჩეველს, საარჩევნოდ მოტივირებული და პრობლემურია: მათ შორის უნდა განვიხილოთ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაც – ასე აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები „ოცნების“ ახალ პროგრამას, რომელიც სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს. სტუდენტების ანაზღაურებადი სტაჟირების შემოდგომაზე დაწყების შესახებ …
Continue reading “ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებს – მოსყიდვა არჩევნების წინ?”
ჩვენთვის უნდათ „ლადა“ და მათთვის „მერსედესი“ – როგორ აფასებს „ოცნების“ გზავნილებს ამომრჩეველი ბათუმში
„ჩვენთვის „ლადა“ უნდათ, მათთვის კი „მერსედესი“ – ასე შეგვიჯამა სალომე გორგილაძემ თავისი შეფასება ბიძინა ივანიშვილისა და „ოცნების“ წინასაარჩევნო ნარატივზე. სალომე პედაგოგია, ზაფხულობით გიდად მუშაობს და ინგლისურში ამეცადინებს სტუდენტებს. ყოველდღიურად ბევრ ადამიანთან აქვს შეხება და ამიტომაც მოსაზრებებს ყოველთვის არგუმენტებით ასაბუთებს, განსაკუთრებით კი განათლების სფეროზე საუბრისას სალომე ამბობს, რომ საქმე ძალიან ცუდად არის. „ოცნების“ 12-წლიანი მმართველობისა და …
ძაღლისა და კატის რეგისტრაცია ბათუმში – რას ამატებს მერია 10 წლის წინ მიღებულ წესში
ბათუმის მერიას „ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის წესში“ ცვლილება შეაქვს, რითაც აღნიშნული წესის „სრულყოფას“ გეგმავს. ამ მიზნით მერია მიკედლებული ცხოველის რეგისტრაციის, ასევე მონაცემთა ბაზის წარმოების მეთოდს აკონკრეტებს და არსებულ წესში ცალკე მუხლად ამატებს. „ბათუმში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი“ ბათუმის საკრებულომ 2014 წლის თებერვალში დაამტკიცა და ის იმავე წლის ივლისიდან ამოქმედდა. ამ …
ბათუმში პლაჟზე ტერიტორიას უკანონოდ აბეტონებენ – ფოტო
ბათუმში, ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, ჭოროხის შესართავის მიმდებარედ, პლაჟზე სამშენებლო სამუშაოებია დაწყებული. ადგილზე მიტანილია სამშენებლო მასალებიც. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტერიტორია, სადაც სამუშაოები დაიწყეს, სახელმწიფოსია და არც დროებით სარგებლობაში არ არის გადაცემული. ეს იმას ნიშნავს, რომ მშენებლობას უნებართვოდ დაიწყეს. „ბათუმელები“ მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაუკავშირდა. ინსპექციაში გვითხრეს, რომ „ობიექტთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს.“
მერია ბათუმში უსახლკაროთა რეგისტრაციის წესს ცვლის
მერია ბათუმში უსახლკაროთა რეგისტრაციის წესს ცვლის. პროექტის მიხედვით, მოქმედ წესში იცვლება ჩანაწერი ქირით ცხოვრების ვადის თაობაზე. ამ დრომდე განმცხადებელს ბათუმში ქირით მინიმუმ 6 თვით უწყვეტად ცხოვრების ცნობა უნდა წარედგინა კომისიისთვის, ახლა ეს ვადა ერთ წლამდე გაიზრდება. ასევე, მოთხოვნებიდან ამოღებული იქნება ჩანაწერი „ოჯახური დასაბუთება“. მერიაში მიიჩნევენ, რომ ეს სუბიექტური და არარელევანტურია. ცვლილების მიხედვით, შემზღუდველ გარემოებად აღარ …
Continue reading “მერია ბათუმში უსახლკაროთა რეგისტრაციის წესს ცვლის”
ვინ და რატომ ანადგურებს მწვანე ტბას, სასწრაფოდ გამოიძიეთ – გია აბულაძე პროკურატურას მიმართავს
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, გია აბულაძე მწვანე ტბაზე მიმდინარე სამუშაოების შესწავლას ითხოვს და პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება. „ხელისუფლება ანადგურებს მწვანე ტბას, ეს ტბა მაღალმთიანი აჭარის უმნიშვნელოვანესი ტურისტული ადგილია, გამორჩეული ეკოსისტემითა და ბუნებით, ივსება ჩამდინარე წყაროებით. მწვანე ტბის მიმდებარედ დაიწყეს ინერტული მასალის უკანონო მოპოვება, რისთვისაც გადათხრილია მიმდებარე ტერიტორია და ნადგურდება ტბის ეკოსისტემა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ტბის …
ბათუმში ოცამდე უბანს წყლის მიწოდება შეუწყდება
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, სათავეზე უხვი ნალექის გამო დღეს, 31 ივლისიდან პირველი აგვისტოს 00:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდათ: ბარცხანის, წინსვლის, ორთაბათუმის, ჩაისუბნისა და თამარის დასახლებაში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, შესახვევებსა და ჩიხებში, ტაბიძის, რურუას, აღმაშენებლის, ლეონიძის, ადლიის, ჰელიმიშის, რ. ნიჟარაძისა და აეროპორტის გზატკეცილზე, ასევე ბაქოსა და მაქაცარიას ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს. ბათუმის წყლის ცხელი ხაზი 0422 24 00 00; …
Continue reading “ბათუმში ოცამდე უბანს წყლის მიწოდება შეუწყდება”
ჯექსონები ბათუმის ჯაზფესტივალზე – ცეკვა უწყვეტად და ოვაციები
შავი ზღვის ჯაზფესტივალს მესამე დღეს ყველაზე მეტი მსმენელი დაესწრო, საკონცერტო სივრცის შესასვლელში რიგები კონცერტის დაწყების შემდეგაც არ დასრულებულა. შეიძლება ითქვას, რომ ჯექსონებმა ყველაზე მეტი ოვაცია და აპლოდისმენტები დაიმსახურეს, მაყურებელი მათთან ერთად ცეკვავდა და ერთიანად უწყობდა ფეხს ყველა მოწოდებას: „ამყევით“, „ვიმღეროთ“, „ვიცეკვოთ“. დამშვიდობების შემდეგ მაყურებლის უწყვეტი ოვაციის გამო ისინი დამშვიდობების შემდეგაც დაბრუნდნენ სცენაზე და კიდევ ორი …
Continue reading “ჯექსონები ბათუმის ჯაზფესტივალზე – ცეკვა უწყვეტად და ოვაციები”
ბათუმში, სამშობიაროში ჩვილი დაიღუპა – ფაქტზე დაიწყო გამოძიება
ბათუმში მცხოვრები ოჯახი, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ექიმს ორსული ქალის არასწორ მკურნალობაში, დაგვიანებულ რეაგირებასა და ჩვილის დაღუპვაში ადანაშაულებს. დაღუპული ჩვილის ოჯახის წევრის ინფორმაციით, უკვე 41 კვირის ორსულ ქალს სამშობიარო ტკივილები არ დაეწყო. ოჯახი ჩარევას ითხოვდა, თუმცა ექიმი კატეგორიული წინააღმდეგი იყო. საბოლოოდ კი ექოსკოპიამ 26 ივლისს ბავშვის დაღუპვა დააფიქსირა, რის შემდეგაც ქალს …
Continue reading “ბათუმში, სამშობიაროში ჩვილი დაიღუპა – ფაქტზე დაიწყო გამოძიება”
რატომ ყარს საბაგიროსთან სანაპირო? – ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ვერაფერს შეცვლიან
„ისეთი სუნია, სული მეწვის, ცუდად ვარ. მიდით გააშუქეთ, რაღაცა ქენით“, – დაგვირეკა მოქალაქემ რედაქციაში. მან დაჟინებით მოითხოვა ბათუმის საბაგიროსთან ჟურნალისტის მისვლა. „არა, ახლა მინდა, ახლა მოდით, მერე არ მინდა“, – საქმე ისაა, რომ ბათუმში, საბაგიროს მიმდებარედ, სანაპიროზე პერიოდულად გაუსაძლისი სუნია. მოიჯარეები, რომლებიც იქ მუშაობენ, კომერციულ საქმიანობას ეწევიან, აცხადებენ, რომ „კანალიზაციის სუნს“ ზღვაში გამავალი მილი იწვევს …
ავთანდილ სურმანიძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს – ის უკრაინაში იბრძოდა
უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცი, ბათუმელი ავთანდილ სურმანიძე საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ის უკრაინაში ბრძოლის დროს დაიჭრა, რის გამოც რეაბილიტაციის კურსს გადიოდა, შემდეგ კი ოჯახური პრობლემების გამო საქართველოში მოუწია დარჩენა. დღეს, 25 ივლისს, 12:00 საათზე მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] უწყება ჩააბარეს, რომლის მიხედვითაც გამოკითხვაზე დაიბარეს თბილისში, სუს-ის შენობაში. უწყებაში მითითებული ინფორმაციით, ის მოწმის სახით, გამოკითხვის …
Continue reading “ავთანდილ სურმანიძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს – ის უკრაინაში იბრძოდა”
სახლი ზღვის ხედით, წყლის გარეშე და აყროლებული პარკინგით – 1კვმ 1000 დოლარად
ბათუმში, ზღვასთან ახლოს, ელიავას ქუჩის #49 ა- ში დაუსრულებელ კორპუსში ბინების მფლობელები მშენებელ კომპანიას, შპს „ეიჩ გრუპ ბათუმს“ უჩივიან და აცხადებენ, რომ კომპანია აღებულ ვალდებულებას არ ასრულებს, შედეგად კი ახალაშენებული კორპუსი, შესაძლოა, მალე ავარიული სახლების ნუსხაში მოხვდეს. მესაკუთრეების ინფორმაციით, რომლებმაც ბინები მშენებარე კორპუსში შეიძინეს, კომპანიამ მშენებლობა არ დაასრულა. მათივე ინფორმაციით, დიდი ხანია, რაც კარკასის მიწისქვეშა …
Continue reading “სახლი ზღვის ხედით, წყლის გარეშე და აყროლებული პარკინგით – 1კვმ 1000 დოლარად”