როცა მშობლის ქონება ბიჭს რჩება: რას ფიქრობენ ბებია – სედიკო, შვილი – იამზე, შვილიშვილი – ირმა

გოგოს თუ ბიჭს? ვის „ეკუთვნის“ მშობლების ქონება მემკვიდრეობით? – ეს იყო ძირითადი კითხვა, რაც ერთი ოჯახის სამი თაობის წარმომადგენელს – ბებია სედიკოს, შვილ იამზეს და შვილიშვილ ირმას ჰკითხა „ბათუმელებმა“. როგორია მათი დამოკიდებულება ქონების განაწილებისადმი, ვის რჩება ქონების დიდი ნაწილი, ვისზე როგორ უნდა ნაწილდებოდეს ქონება, როგორ ნაწილდება რეალურად და როგორ მოიქცნენ ან მოიქცევიან თავად. სედიკო გელაძემ …

აჭარის ნაკრებში ძირითადად ხულოელი მოთხილამურეები ვართ – ახალი ინვეტარი გვჭირდება 

ოთხგზის საქართველოს ჩემპიონი სათხილამურო სპორტში, 18 წლის მარი ჩოგაძე ხულოს სოფელ ქედლებიდანაა. სათხილამურო სპორტში საქართველოს ჩემპიონობისთვის მარიმ ბოლოს 2022 წელს იასპარეზა. მარი გვიყვება, რომ 6 წლის იყო, როცა თხილამურებზე პირველად დადგა. ის ამ სპორტით მამამ დააინტერესა, რომელიც მაშინ სათხილამურო სპორტის ტრენერი იყო. მარიმ თხილამურებზე სრიალი სოფლის მცირე სათხილამურო ტრასაზე ისწავლა მამის და სხვა ტრენერების დახმარებით. …

რას ჰყვებიან ბსუ-ს სტუდენტები უნივერსიტეტის კაფეტერიაზე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები უნივერსიტეტის კაფეტერიაში არსებულ მაღალ ფასებსა და ჰიგიენის შეუსაბამო ნორმებზე საუბრობენ. კაფეტერიას რუსთაველის უნივერსიტეტში კერძო კომპანია UNI FOOD hub-ი მართავს. სტუდენტ ლინდა ცინცაძის თქმით, ბსუ-ს სტუდენტებს შესვენებების დროს სხვაგან წახემსების არჩევანი არ აქვთ. მათთვის შეუძლებელია უნივერსიტეტიდან საკვებისთვის სხვაგან წავიდნენ, განსაკუთრებით ავდარში. „წვიმაში ვერც გარეთ გადიხარ, ვერც უნივერსიტეტში იკვებები. …

„სტუდენტი ვარ, მაგრამ დამაჯარიმეს“ – რას ჰყვებიან ავტობუსის მგზავრები და კონტროლიორები

მუნიციპალური ტრანსპორტის, კერძოდ, ავტობუსის მგზავრები ვალიდატორების გაუმართაობაზე ჩივიან. ისინი ამბობენ, რომ მათ მიერ გატარებულ ბარათებს ვალიდატორი ხშირად არ კითხულობს, რის გამოც კონტროლიორები მათ დაუმსახურებლად აჯარიმებენ. იგივე პრობლემა ექმნებათ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, ანუ იმ კატეგორიას, ვისაც უფლება აქვს, უფასოდ იმგზავროს. ერთ-ერთი ბავშვის მშობლის განმარტებით, მისი შვილი ავტობუსში ყოველ ჯერზე ატარებდა ბარათს, მაგრამ ვალიდატორი არ კითხულობდა და …

თხილის ჯოხებით ქსოვის ოსტატი ქედიდან

55 წლის გენადი სურმანიძე ქედაში, სოფელ დოლოგანში ცხოვრობს და ბავშვობიდან გოდრებს, კალათებს, ხილის საკრეფს, მცირე ზომის სუვენირებსა და სხვა ნივთებს ქსოვს ველური თხილის ჯოხებისგან. გენადის თქმით, თხილის ჯოხებისგან ამა თუ იმ ნივთის მოქსოვა ბავშვობაში მამისა და ბაბუისგან ისწავლა. პირველად დამოუკიდებლად გოდორი 15 წლისამ მოქსოვა და მას შემდეგ არ შეუწყვეტია „ხესთან ურთიერთობა“. მისი თქმით, ახლა ამ …

ყველაფერი გაგვიფუჭდა – დაგვეტბორა სახლი, რომელშიც 15 სული ვცხოვრობთ

ბათუმში, ოპიზრების ქუჩაზე, ერთ სახლში 3 ძმა ცხოვრობს. სამივეს ჰყავს ცოლ-შვილი. ამ სახლში ცხოვრობს მათი დედაც. 90 კვადრატულ მეტრს სივრცეს ჯამში 3 ოჯახის 15 წევრი, მათ შორის 8 მცირეწლოვანი ბავშვი ინაწილებს. მათი საცხოვრებელი გუშინ, დღის პირველ ნახევარში ბათუმის ძლიერმა წვიმამ დატბორა. წყალი ოთახებში დღესაც იდგა. დედა, ეთერ ხალვაში, გვიყვება, რომ წყალმა სრულად დატბორა უფროსი შვილების …

ესმა, ნანული, ნათელა, სურიე და მემთეური ქალები ღორჯომის ყიშლიდან

ღორჯომამდე დილის 8 საათია, წვიმს. ბათუმის ავტოსადგურში ვარ და მობილურზე ვრეკავ. ხულოს სოფელ ღორჯომის სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა მიპასუხა: „კი, წაგიყვან ბიძია, მაგრამ არ გავხარ ხულოელს. ცუდი გზებია იქ და მაინც გინდა წამოსვლა?“ რამდენიმე წუთში რუხი ფერის „სპრინტერში“ შავთავსაფრიანი ქალის გვერდით ვჯდები. ისევ გადაუღებლად წვიმს. ხელვაჩაურში დიდ საცობში ვიჭედებით. „ყოველთვის ასეა, ამხელა გზა გაქვს გასავლელი და …

„მზევინარის ატელიე“ – ხულოელი ქალის ბიზნესი

ხულოს სოფელ ღორჯომში მცხოვრები მზევინარ ირემაძე კვირას, 9 ოქტომბერს, სამკერვალოს გახსნის დაბა ხულოში, რომელსაც „მზევინარის ატელიე“ ერქმევა. სწორედ ასე ჰქვია მზევინარის პირველ სამკერვალოსაც, რომელიც სამი წლის წინ სოფელში გახნა. ხულოს სამკერვალოში მზევინარმა აჭარული ორნამენტებით ნაქსოვი და ნაქარგი ნივთების მცირე გამოსაფენი კუთხეც მოაწყო, რომლის ნახვაც, მისი თქმით, ყველა მსურველს შეეძლება. მზევინარი ამ ფორმით შეეცდება მეტ ადამიანს …

„არავის არ სჭირდება ჩვენი თამბაქო“ – კაცი ხულოდან

ხულოში მცხოვრებმა არაერთმა ოჯახმა, რომელთაც აქამდე ძირითადად კარტოფილი მოჰყავდათ, ბოლო წლებია თამბაქოს მოყვანა არჩიეს, თუმცა ახლა არ არიან დარწმუნებული, რომ სწორი არჩევანი გააკეთეს. 53 წლის რესან ხმალაძე ხულოს სოფელ ბეღლეთში ცხოვრობს. მის ოჯახს ბოლო სამი წელია თამბაქო მოჰყავს. რესანის თქმით, კარტოფილიდან თამბაქოს წარმოებაზე გადასვლა 2019 წელს თამბაქოს ფასის ზრდამ გადააწყვეტინა, რადგან კარტოფილს არასტაბილური, დაბალი ფასი …

რას ჰყვება ქალი ხულოდან, რომელზეც 12 წელი ძალადობდნენ

39 წლის მარტოხელა დედა, მარინე გ. [სახელი შეცვლილია] ხულოს ერთ-ერთ სოფელში 3 შვილსა და პენსიონერ დედასთან ერთად ცხოვრობს. მარინე უკვე 6 წელია, რაც შვილებს მარტო ზრდის. ქალის თხოვნით მის ვინაობას არ ვასაჯაროებთ, რადგან არსებობს იმის რისკი, რომ კაცი ამ სტატიამ გააღიზიანოს და ისევ გამოჩნდეს საქმის გასარჩევად. ქალი 12 წელი ცხოვრობდა ქმართან ერთად, რომელიც ხშირად თვრებოდა …

რატომ გაიაფდა თხილი საქართველოში – ინტერვიუ ექსპორტიორთან

სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში დღეს ხარისხიან თხილს 2, გამართლების შემთხვევაში კი, 3 ლარად ჩააბარებ. შარშან იმავე ხარისხის თხილი 5, 6 ლარიც კი ღირდა. რამ გამოიწვია თხილის ფასის მკვეთრი შემცირება, რა რაოდენობის თხილის მოსავალი გვაქვს წელს საქართველოში, როგორია თხილის ხარისხი და რა ღირს წელს ქართული თხილი ევროპაში? – „ბათუმელების“ ამ და სხვა კითხვებს ქართული თხილის ექსპორტიორი კომპანიის, …

„ზღვის მიღმა ბათუმია“ – ოდესის ლიტერატურული ფესტივალი ხვალ ბათუმში გაიხსნება

ხვალ, 5 ოქტომბერს, ბათუმში ოდესის VIII საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნება და 8 ოქტომბრამდე გასტანს. დღეს, 4 ოქტომბერს, ბათუმის საზაფხულო თეატრში ლიტერატურული ფესტივალის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ფესტივალის ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა ფესტივალის ბათუმში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ფესტივალის პროგრამა და ფესტივალის ქართველი და უცხოელი მონაწილეების ვინაობა გააცნეს მედიას. ოდესის ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი კონრად ადენაუერის ფონდია. ფონდის ხელმძღვანელმა საქართველოში, …

რა აქვთ და რა სჭირდებათ ხულოში ახალგაზრდებს

თითქმის ყველა ხულოელი  მოჭიდავის ამბავი, რომლებმაც უკვე მიაღწიეს პატარა თუ დიდ წარმატებას, ხულოს სასპორტო სკოლაში დაიწყო. ამ სკოლის აღზრდილია 23 წლის ლერი აბულაძეც, რომელიც 12 სექტემბერს ვიცე-მსოფლიო ჩემპიონი გახდა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 63 წონით კატეგორიაში. ლერიმ წელს ევროპის ჩემპიონობაც მოიპოვა. ახლა კიდევ უფრო მეტი მონდომებით აპირებს მომზადებას ჯერ ევროპის და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატებისთვის. ლერი კიდევ …

ხულო-ზარზმის გზაზე ასფალტის დაგება დაიწყეს

ხულო-ზარზმის გზაზე, სოფელ ზარზმიდან გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით ასფალტის დაგება დაიწყეს. გზის რეაბილიტაციაზე დასაქმებული ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, გუშინ, 28 სექტემბერს, ასფალტის საფარი გზის 500 მეტრ სიგრძეზე დაიგო. ასფალტის დაგება გრძელდება. სამუშაოები ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ტარდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო გზა [ხულოდან ზარზმამდე] ჯამში 42 კილომეტრია და ის ორ მონაკვეთადაა დაყოფილი. პირველი მონაკვეთი არის …

„გოგოს რა უნდა მთაში“… ამ სტერეოტიპს ნელ-ნელა ვანგრევ“ – 17 წლის მთამსვლელი ხულოდან

17 წლის მარი კოჩალიძე ხულოში, სოფელ რიყეთში ცხოვრობს. მარი ახალგაზრდა მთამსვლელია. ცდილობს, რომ მისი გატაცების შესახებ ბევრ თანატოლს მოუყვეს, გამოცდილება გაუზიაროს და მათთან ერთად შეეწინააღმდეგოს სტერეოტიპს, რომ თითქოს ალპინიზმი ქალის საქმე არ არის. საიდან დაიწყო მთამსვლელობის გზა თქვენთვის? 16 წლის ვიყავი, როცა ჩემმა დამ აჭარის მეკლდეურთა კლუბზე მითხრა. გავწევრიანდი, ზაფხულში ლაშქრობებზე დავდიოდი და ყველაფერი აქედან …

„რომ შეიძლებოდეს, ქალაქში არ წავიდოდი მოსამზადებლად“ – აბიტურიენტი ხულოდან

17 წლის აბიტურიენტი, ჯანეტ კოჩალიძე ხულოში, სოფელ რიყეთში ცხოვრობს. ჯანეტი უმაღლესი განათლების მიღებას და ფარმაციის შესწავლას გეგმავს. იგი ამბობს, რომ მას, ისევე როგორც სოფლებში მცხოვრებ ბევრ აბიტურიენტს, სწავლის ხარისხი სკოლაში არ აკმაყოფილებს. ჯანეტი ქალაქში წასვლას და რეპეტიტორებთან მომზადებას გეგმავს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად. იგი სოფლიდან აბიტურიენტების ქალაქში წასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ინგლისური ენის სპეციალისტების ნაკლებობას …

ხის მეჩეთების ფოტოგამოფენა ბათუმის ბულვარში

დღეს, 26 სექტემბერს, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან, აჭარული ხის მეჩეთების ფოტოების გამოფენა მიმდინარეობს. გამოფენა საღამოს 18 საათამდე გაგრძელდება და მასზე დასწრება თავისუფალია. „აჭარული ხის მეჩეთები ქართული ისლამური კულტურის უნიკალური და საუკუნოვანი ნიმუშებია, რომლებსაც სჭირდებათ მოვლა, ხილვადობა და აღიარება. ამ გამოფენის მიზანია თვალხილული გახდეს ეროვნული ქარგის ეს შეუმჩნეველი ნაწილი და წარმოჩინდეს მისი პოტენციალი აჭარის ტურისტული შესაძლებლობების განვითარებაში”, …

იქნება თუ არა გარეგანათება ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე – გზების დეპარტამენტის პასუხი

„ბათუმიდან ხულომდე მაგისტრალი, გარდა იმისა, რომ გზა ბევრ ადგილზე ავარიულია, განათებაც არ არის. აქ ღამით ხილვადობა ძალიან ცუდია და გარეგანათებაა საჭირო“, – ამბობენ „ბათუმელებთან“ მძღოლები, რომლებიც ამ გზით ხშირად სარგებლობენ. საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ გარეგანათება „სავალდებულო არ არის“. ბათუმიდან ხულომდე გზის მონაკვეთი, ბათუმი-ახალციხის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ავტომაგისტრალის ნაწილია და ის აღნიშნული დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია. ამ …

პეტიცია აჭარის ხის მეჩეთების გადასარჩენად – სოლიდარობის თემი უმაღლეს საბჭოს მიმართავს

„სოლიდარობის თემმა“, ხის მეჩეთებთან დაკავშირებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში წარსადგენად პეტიცია მოამზადა. პეტიციის მოთხოვნაა, აღრიცხოს, შეისწავლოს და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდეს აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ ხის მეჩეთებსა და ჯამების, როგორც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. პეტიციაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე აჭარაში არსებულ მუსლიმურ ნაგებობებს სახელმწიფო სათანადო ყურადღებას არ აქცევს, რაც მათ განადგურებას იწვევს, მაშინ, როცა ეს ნაგებობები არის …

ინგლისურში მოსამზადებელი პირველი სასწავლო ცენტრი ხულოში – ესმა ანანიძის იდეა

27 წლის ესმა ანანიძემ ხულოდან დაახლოებით 10 000 ლარის თანადაფინანსება მოიპოვა „აწარმოე საქართველოსგან“ და ნოემბრის ბოლოს, მუნიციპალიტეტში ინგლისური ენის მოსამზადებელ პირველ სასწავლო ცენტრს გახსნის. ესმას ცენტრს „ABC ROOM“ ჰქვია. როგორც ინგლისური ენის მასწავლებელი გვიყვება, ცენტრის გახსნას მასთან ერთად ამ იდეის ბევრი გულშემატკივარი ელის, განსაკუთრებით კი მოსწავლეები. ესმა მოსწავლეებს სასწავლო ცენტრში გასაუბრების და ტესტირების შემდეგ მიიღებს …

სტუდენტი ბათუმიდან, რომელიც ბინას თბილისში 2 თვე ეძებდა

22 წლის ბათუმელი ამირან დოლიძე თბილისში, საქართველოს უნივერსიტეტში სტრატეგიულ კომუნიკაციებზე სწავლობს. ის მესამე კურსზეა და სწავლის გასაგრძელებლად დედაქალაქში ამ დღეებში ბრუნდება. ამბობს, რომ ბინის ძებნა, სადაც თბილისში იცხოვრებდა, მეორე კურსის დასრულებისთანავე დაიწყო: „ვიცოდი, რა სიტუაციაც იქნებოდა, რომ მიაწყდებოდნენ ბინებს და, შესაბამისად, დავრჩებოდი ბინის გარეშე. ეს რომ არ მომხდარიყო, ბინის ძებნა თავიდანვე, ივლისში დავიწყე“. ამის მიუხედავად, …

სახლში რვეულების და კალმების გარეშე დავბრუნდი, ტანსაცმელი ნისიად ავიღე – 6 შვილის მამა ხულოდან 

6 შვილის მამა, 44 წლის ავთანდილ შაინიძე ხულოს სოფელ წაბლანაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ავთანდილის უფროსი შვილი – სალომე 18 წლისაა. შემდეგი შვილები კი – 17 წლის მარადი, 15 წლის ლუკა, 11 წლის ირინა, 9 წლის ელენე და 1 წლის დავით შაინიძეები არიან. ოჯახი სოციალურად დაუცველია. ბავშვებს არც ინტერნეტი აქვთ და არც ტელეფონები. ავთანდილის 4 შვილი …

წელს გასაოცარი მოსავალი მქონდა – კიდევ რა სჭირდებათ 16 წლის ლიას და მის მეგობრებს სოფელში

ლია ხოზრევანიძე 16 წლისაა. ის ხულოს სოფელ ბოძაურში ცხოვრობს და მისი და მისი თანატოლების ყოველდღიურობაზე გვიყვება. ბოძაურელები, ძირითადად, კარტოფილის მეურნეობას და მესაქონლეობას ეწევიან, რაშიც ახალგაზრდებიც ყოველდღიურად მონაწილეობენ. ლიამ საუბრის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ მაღალმთიან აჭარაში, მით უფრო იმ სოფლებში, რომლებიც მუნიციპალიტეტის ცენტრისგან მოშორებულია, ახალგაზრდები სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას ვერ ახერხებენ. არადა ეს გაამრავალფეროვნებდა, როგორც მათ ყოველდღიურობას, ისე …

რა იყიდა 4 შვილის დედამ სასკოლოდ – „მეშინია, მე უწამლოდ არ დავრჩე, ბავშვები უყველაფროდ“

დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო. როგორ მოემზადა სკოლისთვის მრავალშვილიანი ოჯახი? – ეს 44 წლის ფატი მუთიძეს ვკითხეთ, რომელიც ოჯახთან ერთად ხულოს სოფელ წაბლანაში ცხოვრობს. ფატი 4 შვილის დედაა. ოთხივე მათგანი სწავლობს სკოლაში. ფატის უფროსი შვილი 15, მომდევნო შვილები კი – 10, 9 და 8 წლისები არიან. ფატის თქმით, ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა, …

ბათუმში მცხოვრები უკრაინელი ბავშვებისთვის სასკოლო ნივთებს აგროვებენ

დემოკრატიულობის ჩართულობის ცენტრების ქსელის ბათუმის ოფისი ბათუმში მცხოვრები, ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისთვის სასკოლო ნივთებს აგროვებს. „მათ ძალიან სჭირდებათ ჩანთები, რვეულები, პირველადი სასკოლო ნივთები და იმედი გვაქვს, რომ ბათუმელები უზრუნველყოფთ ამას“, – ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი თეონა დიასამიძე. მისივე თქმით, რადგან სკოლა 15 სექტემბერს იწყება, საკმაოდ ცოტა დრო რჩება უკრაინელი ბავშვების სასკოლო ნივთებით უზრუნველსაყოფად და ვისაც დახმარების …

აქტივისტი, რომელიც ჰაერის დაბინძურებას აპროტესტებს – „საჭიროა შინაგანი ძალის პოვნა“

28 წლის აქტივისტი, თინათინ მაღედანი სამოქალაქო მოძრაობის – „გავიგუდეთ“ ლიდერია. ეს მოძრაობა რამდენიმე წლის წინ შეიქმნა და ძირითადად, ქალაქ რუსთავში ჰაერის დაბინძურებას აპროტესტებს. თინათინმა მოძრაობა „გავიგუდეთ“-ის შესახებ შემთხვევით, ინტერნეტიდან გაიგო და ჯგუფს ჰაერის დაბინძურების შეწყვეტაში თავისი წვლილის შესატანად 2019 წელს შეუერთდა, როგორც მოხალისე. მან გვითხრა, რომ მოძრაობაში დარჩენას მხოლოდ ერთი წლით გეგმავდა და ვერ წარმოედგინა, …

როგორ იმუშავებენ ქედაში ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლების მხარდასაჭერად

ქედის მუნიციპალიტეტში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის მხარდამჭერი მუნიციპალური პროგრამა ამოქმედდა. პროგრამა მსხვერპლის სტატუსის მქონე ადამიანის მხარდაჭერას, ფინანსურ დახმარებას, საჭიროების შემთხვევაში კი, მათთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის დაქირავებას უზრუნველყოფს და, ასევე, ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. ქედის მერიამ პროგრამისთვის 6740 ლარი გამოყო. რა და როგორ გაკეთდება ამ პროგრამის ფარგლებში? – „ბათუმელები“ პროგრამის ავტორს, თეა შარაშიძეს ესაუბრა. …

„სოფლის ექიმის 6 დღე“ – მომავალი ექიმების ფოტოპროექტი ხულოში

„სოფლის ექიმის 6 დღე“ – ასე ეწოდება ექსპედიციას და ფოტოპროექტს, რომელიც პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიამ განახორციელა ხულოში. პროექტის ფარგლებში სამედიცინო აკადემიის 6 სტუდენტი სხალთაში, დაბა ხულოსა და ღორჯომში სოფლის ექიმების ცხოვრებას აკვირდებოდა და ფოტოკამერით იღებდა. პროექტის მიზანია მომავალმა ექიმებმა ფოტოგრაფიით უამბონ ადამიანებს სოფლის ექიმების ცხოვრებაზე.  სტუდენტმა ირინკა ისიანმა პროექტში მონაწილეობა ფოტოგრაფიის სიყვარულის გამო …

სტუდენტები მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის მაინორად არჩევას ისევ შეძლებენ

ბსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტების დიდი ნაწილი იმედგაცრუებულია. შარშან სტუდენტებმა, რომლებიც დამატებით სპეციალობაზე,  ე.წ. „მაინორზე“ მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის არჩევას გეგმავდნენ, ეს ვერ შეძლეს, რადგან პროგრამა შეჩერებული იყო, შედეგად, მათ ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამა. ბსუ-ს ქართული ფილოლოგიის მეოთხე კურსის სტუდენტები ანა ბაღუშვილი და ანა შენგელია „ბათუმელებთან“ საუბრისას ამბობენ, რომ შარშან, …

როგორია მემთეური ქალის შრომა და ცხოვრება ხულოს იალაღზე

„პირველად რომ წამოვედი მთაში, იმაზე ვფიქრობდი, ეს სამი თვე,  90 დღე როდის უნდა გავიდეს-მეთქი“, – იხსენებს 57 წლის მანანა დიასამიძე. მანანა 30-ზე მეტი წელია, ლოდიძირის იალაღზე მემთეურად დადის. 17-18 წლის იყო, როცა მთაში პირველად მეუღლის ბებიას გამოჰყვა ბავშვებთან ერთად და მემთეურობაც ბებიასგან ისწავლა. მისი თქმით, ახალგაზრდობაში მთაში წასვლა ყველაზე მეტად იმიტომ არ უნდოდა, რომ მის …

ვაგროვებთ და ვაბარებთ ნეგოს – რეპორტაჟი ხულოს მთებიდან

დილის რვა საათია. ხულოში, ლოდიძირის იალაღზე, ცენტრალური გზიდან ავტომანქანების ხმაური ისმის, გზის ქვედა მხარეს კი, ჯერ ისევ ნისლიან ფერდობზე, თავსაფრიანი ქალი ნეგოს ღეროებს აშრიალებს.  შუშანა გზასთან შედარებით ახლოს, თემური კი მოშორებით დგას. ისინი ცოლ-ქმარი არიან და აქ ყვითელგვირგვინიან ბალახოვან მცენარეს, ნეგოს აგროვებენ. ქალი თავდახრილი, მდუმარედ აწყვეტს ნეგოს თავებს და თეთრ ვედროში ყრის. თუ კარგად გაავსებს …

როგორ აპრიალებენ მემთეურები ალუმინის ჭურჭელს – ნაილე და მაგული იალაღიდან

ალბათ, ერთხელ მაინც გინახავთ ვიდეო, თუ როგორ ამზადებენ აჭარულ დაწნულ ყველს მთებში გახიზნული მემთეურები. არანაკლებ გასაოცარი სანახავია, ხის პატარა, ბნელ ოთახებში შეშის ღუმელზე შემოდგმული ალუმინის მაღალი და ფართო ქვაბები. ამ ქვაბებს დღეში რამდენჯერმე დგამენ ცეცხლზე მემთეურები რძის ნაწარმის დასამზადებლად, მაგრამ ჭურჭელზე ჭვარტლის კვალსაც კი ვერ იპოვი – პირიქით, ისინი საკვირველად პრიალებენ. არ არის მარტივი ყოველდღიური მოხმარების …

ბეშუმი და მწვანე ტბა – დანაგვიანებული კურორტები

კურორტ „ბეშუმის“ და მწვანე ტბის ახლოს მცხოვრები მოსახლეობა ტერიტორიების დაბინძურებაზე საუბრობს. მათი თქმით, გარშემო ყველაფერი დანაგვიანებულია განსაკუთრებით სახალხო ზეიმ „შუამთობაზე“ – ამ დღეებში ხალხის რაოდენობა იზრდება, ნაგავს კი იქვე ყრიან, სადაც მოესურვებათ. თორნიკე აბულაძე აქტივისტია. ის ბეშუმში ცხოვრობს და ამბობს, რომ ბეშუმში კიდევ უფრო მეტადაა დაბინძურებული კურორტის ცენტრალური ნაწილები. მისი თქმით, მდინარე, რომელიც ბეშუმის ცენტრთან …

საქონელს ნადირი რომ არ შეხვდეს, სულ თან დაჰყვები – რა გამოცდილებას აგროვებს მოზარდი მთაში

ხულოს მთა ლოდიძირში ორ ბოძზე გაბმულ დაგრეხილ თოკთან, შედარებით ვაკე ადგილზე, ახალგაზრდები ფრენბურთის სათამაშოდ იკრიბებიან. ლოდიძირში ხულოს რამდენიმე სოფლის მოიალაღეები ცხოვრობენ ზაფხულობით. შეკრებილი ახალგაზრდებიც სხვადასხვა სოფლიდან, სხვადასხვა ასაკის არიან. თბილი ჰუდი, ჟაკეტი აცვია ყველას, ცივა. ის დროა, როცა საძოვარზე გარეკილი პირუტყვი სახლებში ბრუნდება, მემთეურები კი მათ დასაბინავებლად პატარ-პატარა ქოხებიდან, ხის რამდენიმესაფეხურიანი კიბის თავში, ხელში ვედროებით …

„ესმის ჩემი. იცის, როდის მიჭირს“ – თემური და ცხენი მაციე

38 წლის თემურ ირემაძე წელს, ბეშუმში გამართულ შუამთობის დღესასწაულზე დოღის ყველაზე უფროსი მონაწილე იყო. სახეზე ოდნავ დაღლილობა ემჩნეოდა და მზისგან შეწუხებული ჩრდილს ეძებდა, როცა თავს დავადექი. თემური ხულოს სოფელ ღორჯომიდანაა. ჩემი ყურადღება მისმა მაღალყელიანმა, გაცრეცილი, ნაცრისფერი ტყავის ფეხსაცმელმა მიიქცია, რომელიც მის გამოცდილებაზე მიუთითებდა ცხენოსნობაში. ასეც აღმოჩნდა, თემურმა გვითხრა, რომ ბავშვობიდან ცხენზე ჯირითობს. გაცნობიდან მალევე თემურმა …

მერი და ალიოშა – 54-წლიანი სიყვარულის ამბავი აჭარის იალაღიდან

მერისა და ალიოშას ხულოში, ლოდიძირის იალაღზე შევხვდი. 77 წლის ალიოშა ხის პატარა სახლში, ფანჯარასთან იდგა, როცა მის სახლს ჩავუარე. ვთხოვე, ფოტოს გადაგიღებთ – მეთქი. დამთანხმდა. 2-3 კადრის გადაღების შემდეგ მითხრა დამელოდეო და ოთახის სიღრმეში დაიძახა: „გამოდი, ფოტო გადავიღოთ ერთად“. ოთახიდან მერი გამოვიდა და ალიოშასგან ოდნავ მოშორებით დადგა, რასაც ალიოშა არ შეეგუა და მერის სთხოვა, მიახლოებოდა. …

Exit mobile version