„მადლობა სამშობლოვ, რომ მწიხლავ“ – სტუდენტი ბინის ძიებაში

ბათუმის უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, ისიც კი არ ვიცოდი, ავტობუსში ბარათი როგორ გამეტარებინა. ჩემმა ნათესავმა უნივერსიტეტში ჩაბარება 50 ლარის ჩუქებით მომილოცა. იცით, რამდენი ხანი ვიჯექი საქართველოს ბანკის სტაფილოსფრად შეღებილ რკინის სკამებზე და ვაკვირდებოდი ადამიანებს, რომლებიც ბანკომატიდან ფულს ხსნიდნენ? მგონი, ვერ გამოიცნობთ. ადამიანები სულ ზურგით დგებიან და რთულია კარგად დაინახო, რა თანმიმდევრობით ასრულებენ მოქმედებებს ანგარიშიდან თანხის მოსახსნელად. …

როგორ მიმდინარეობს სეზონი და რა ღირს დასვენება კურორტ გოდერძიზე

„მხოლოდ გზის პრობლემა გვაქვს ხულო-გოდერძის მონაკვეთზე, დანარჩენი ყველაფერი რიგზეა. გზა რომ იყოს, ხალხიც იქნება“, – გვითხრა ზაურ კოჩალიძემ. ის ხულოს სოფელ რიყეთის მკვიდრია და ოჯახის წევრებთან ერთად კურორტ გოდერძიზე მუშაობს. ზაურის ძირითადი საქმე საკუთარი ჯიხურიდან თხილამურებისა და  სრიალისთვის აუცილებელი თუ დამხმარე საშუალებების გაქირავება და ინსტრუქტორობაა. „ჩვენთან მთელი დღით თხილამურების, ბათინკების, ხელჯოხებისა და ჩაფხუტის დაქირავება 30 …

24 წლის მინდიას უცხოეთში სამკურნალოდ სოციალურად დაუცველი ოჯახი თანხას აგროვებს

24 წლის მინდია მგელაძე ერთ თვეზე მეტია თავი ტვინის კეროვან და დიფიზურ ტრავმებს, თეძოს ძვლის მოტეხილობას, მრავლობით ტრავმებსა და სხვა დაავადებებს ებრძვის. 2022 წლის 15 დეკემბერს მინდია გზაზე გადადიოდა, როცა მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ოჯახის წევრები მისი მკურნალობის გაგრძელებას თურქეთში გეგმავენ, მაგრამ თანხის მობილიზებას საკუთარი ძალებით ვერ ახერხებენ. მინდიას ოჯახი სოციალურად დაუცველია. მინდიას და, მანანა …

აჭარაში მერის 64 წარმომადგენლიდან 61 კაცია – სად არიან ქალები?

აჭარის 5 მუნიციპალიტეტს: ხულოს, შუახევს, ქედას, ხელვაჩაურსა და ქობულეთს სოფლებში მერის 64 წარმომადგენელი ჰყავს. მათგან მხოლოდ სამია ქალი. განსხვავებული მდგომარეობა არც ბათუმის მუნიციპალიტეტშია. ხულოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერს, ჯამში, 13 წარმომადგენელი ჰყავს, არცერთი მათგანია ქალი არ არის. „ჩვენთან ცუდი რელიეფია ცოტა, ზამთარი, კლიმატი და რა ვიცი… ქალმა არ მგონია, რომ შეძლოს [მერის წარმომადგენლობა]“, – გვითხრა …

ხელვაჩაურის „დაუსრულებელ“ საცობში დაკარგული საათები – სტუდენტები ქედიდან

სტუდენტები – მარიამ დვალიძე და ირმა მელაძე ბათუმში თითქმის ყოველდღე ქედიდან დადიან. ისინი ბსუ-ს ქართული ფილოლოგიის მეოთხე კურსის სტუდენტები არიან და როგორც ამბობენ, ადრე თუ გზაში 30-40 წუთი სჭირდებოდათ, ახლა ქედის მუნიციპალიტეტიდან ბათუმში ჩამოსვლას რამდენიმე საათს უნდებიან. ამის მთავარ მიზეზად ისინი ხელვაჩაურში „დაუსრულებელ“ საცობებს ასახელებენ. „ხშირად მგზავრობისას ფიზიკურ ტკივილში გადამდის ხერხემლის ტკივილი. დაღლილობის შედეგად მტკივა …

მაღალმთიანი აჭარის სკოლები ექიმებსა და ექთნებს ეძებენ – ხელფასი 660 ლარი

შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლები სკოლის ექიმებსა და ექთნებს ვერ პოულობენ. 2022 წლის 21 მარტს საქართველოს განათლების და ჯანდაცვის მინისტრებმა გამოსცეს ერთობლივი ბრძანება, რომლის თანახმადაც განისაზღვრა სკოლებში სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტი. ეს სტანდარტი სკოლაში ექიმის ან ექთნის ყოფნას და სამედიცინო პერსონალისთვის სივრცის ან შესაბამისი კაბინეტის გამოყოფას ითვალისწინებს. შუახევში 43 საჯარო სკოლაა. მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, …

ხულოში 5-სულიანი ოჯახის სახლი დაიწვა

დღეს, 23 იანვარს, ხულოს სოფელ წაბლანაში 5-სულიანი ოჯახის სახლი დაიწვა. „ხანძრის სავარაუდო მიზეზი ძველი ელექტროგაყვანილობაა“ – გვითხრა რაულ მახარაძემ, მერის წარმომადგენელმა სხალთის ადმინისტრაციულ ერთეულში. ადგილზე ჯერ ისევ მუშაობენ მეხანძრეები. „ხანძარი ამ წუთას ლოკალიზებულია და მუშაობს 2 სახანძრო სამაშველო სამსახურის მანქანა. ალბათ 1 საათში სრულიად ლიკვიდირებული იქნება ხანძარი. დაიწვა ხის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი“, – გვითხრა რაულ მახარაძემ. …

„ძლიერ ქარბუქში ნაძვის ძირშიც კი გავათიე ღამე“ – მრგვალი თხილამურების ოსტატი ხულოდან

72 წლის ბიჭიკო გელაძე სოფელ დანისპარაულში ცხოვრობს. ის პროფესიით ვეტერინარია და ამ საქმის პარალელურად, წლებია ხისგან სასიარულო თუ სასრიალო თხილამურებს და სხვა ნივთებს ამზადებს. მაშინ, როცა დიდ თოვლში ფეხით გავლა შეუძლებელია, სასიარულო თხილამურების „ფასი იზრდება“, – ამ თხილამურებით შეიძლება ღრმა თოვლში ისე გაიარო, რომ არ ჩაეფლო. ეს თხილამურები, როგორც წესი, სავაჭრო დაწესებულებებში არ იყიდება, მაგრამ …

ხულოში 4 სკოლა ინგლისური ენის სერტიფიცირებულ მასწავლებელს ეძებს

ხულოს მუნიციპალიტეტის 4 სოფლის – ვერნების, ბაკიბაკოს, რაქვთასა და საციხურის საჯარო სკოლები ინგლისური ენის სერტიფიცირებულ მასწავლებლებს ეძებენ.  სკოლებმა ვაკანსიები ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში გამოაცხადეს, თუმცა აქ ინგლისური ენის მასწავლებლები ამ დრომდე არ ჰყავთ. ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ედუარდ მიქელაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მიუხედავად ამ ფაქტისა, სკოლებში ინგლისური ენის გაკვეთილები არ ცდება. მისი თქმით, სოფელ ვერნების …

ბსუ-ს სტუდენტების ნაწილი სწავლის საფასურს ვერ იხდის – რას აპირებს უნივერსიტეტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი გამოცდები დაეწყოთ. ბსუ-ში სულ 7 000-მდე სტუდენტი სწავლობს და მათგან, როგორც ბსუ-ში გვეუბნებიან, 450 სტუდენტი მიმდინარე დასკვნით გამოცდებზე გასვლას, სწავლის საფასურის გადაუხდელობის მიზეზით ვერ ახერხებს. საგამოცდო აუდიტორიებში გამოცდის დაწყებამდე დამკვირვებლები ხმამაღლა აცხადებენ, რომ სტუდენტების ნამუშევრები გადაუხდელობის შემთხვევაში არ შეფასდება. უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ სტუდენტებს სემესტრის დასკვნით …

დათოვლილი დიდაჭარა | ფოტორეპორტაჟი

ეს ხულოს სოფელი დიდაჭარაა. ფოტოები „ბათუმელებისთვის“ ავთო შერვაშიძემ დრონით გადაიღო დღეს, 8 იანვარს. მისი თქმით, დიდაჭარაში თოვლის სიმაღლე 70 სანტიმეტრზე მეტია. ამავე თემაზე: თოვლი და პრობლემები მაღალმთიან აჭარაში

ხულოს რამდენიმე სოფელში თოვლის გამო დენი გაითიშა

ხულოს რამდენიმე სოფელს ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, მიზეზი დიდთოვლობაა, რამაც დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. 7 იანვრის დილის 12-ის ნახევრისთვის დენი არ მიეწოდება დიოკნისის და რიყეთის თემის სოფლებს. ამ სოფლებში დენი, როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, 6 იანვრის საღამოს გაითიშა. ენერგოკომპანიაში კი „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ აღნიშნულ სოფლებში დაზიანების ადგილები ნაწილობრივ დადგენილია და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. …

ეძღვნება ბავშვებს, რომლებსაც ნაძვის ხე არასდროს ჰქონიათ

თოვს. ფანჯარას ჯვრის ფორმის ვიწრო ხის ნაჭრებში გაჭედილი შუშა ჩამოჰქცევია. ალბათ სიცივეს ვერ გაუძლო. მთელი ღამე ყინავდა. ძალიან ცივა ახლაც. დედამ, რომელიც 4 შვილს გვზრდის, მისაღებ ოთახში, იატაკზე გაგვიშალა ლოგინი. აქ შეშის ღუმელი დგას, სხვა ოთახებში – არა. სიცივისთვის არ ვემეტებით. თვითონაც გვერდით მოგვიწვა. ღამით რამდენჯერმე ადგა, ღუმელს შეშა შეუკეთა. მე დამსხვრეულ შუშას ვხვეტ. ჩემი …

როგორ დარჩა ტურისტად ჩამოსული უკრაინელი იულია ხულოში

32 წლის უკრაინელი იულია ბელიავსკა ხულოში, სოფელ ქვემო ვაშლოვანში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად. იულია საქართველოში პირველად 2013 წელს, მეგობართან ერთად ჩამოვიდა, როგორც ტურისტი. „ყირიმიდან ვარ. რომ წამოვედი ყირიმი უკრაინას ეკუთვნოდა. თავს უკრაინელად ვთვლი, უკრაინის მოქალაქეობა მაქვს.  პირველად რომ ჩამოვედი, არ მქონდა გადაწყვეტილი საქართველოში საცხოვრებლად დარჩენა. ეს არ იყო ჩემი მიზანი,“ – ამბობს იულია და დასძენს, რთულია …

ხულოს ორ სოფელში დენი გაითიშა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ ამ დროისთვის დენი არ მიეწოდება სოფლებს: რიყეთსა და დანისპარაულს. როგორც კომპანიაში გვითხრეს, ამ სოფლებში დენი ავარიულად გაითიშა და ტექნიკური სამსახური მის აღდგენას ცდილობს. ხულოს სოფლებში დღეს გადაუღებლად თოვს.

როგორ ხვდება 42 წლის ქალი 7 შვილთან ერთად ახალ წელს ხულოში

როგორია მრავალშვილიანი ოჯახის წინასაახალწლო მზადება, რა სურვილები აქვთ ბავშვებს და ამ სურვილების ახდენას თუ ახერხებენ მათთვის მშობლები? – ამის შესახებ 7 შვილის დედას, 42 წლის გუგული მახარაძეს ვკითხეთ. გუგულის ყველაზე უფროსი შვილი 22 წლისაა, ყველაზე უმცროსი კი – 6 წლის. გუგული გვიყვება, რომ სამმა უფროსმა შვილმა უკვე დაასრულა სკოლა და ახლა ბათუმში ქირით ცხოვრობენ და …

რატომ არის ხულოში 49 სკოლის დირექტორიდან 43 კაცი

ხულოს მუნიციპალიტეტში სულ 49 საჯარო სკოლაა. 43 სკოლაში დირექტორობის მოვალეობას კაცი ასრულებს, დარჩენილ 6 საჯარო სკოლაში კი – ქალი. ასევე, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დირექტორის მოადგილის ანაზღაურებადი 16 პოზიციაა, სადაც 14 კაცი მუშაობს. ხულოს საჯარო სკოლის დირექტორებს შორის გენდერული უთანასწორობა ცხადად ჩანს ოფიციალური სტატისტიკით. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ ამაზე თავად სკოლის დირექტორები. დაბა ხულოს საჯარო სკოლის …

ხულოს 40-მდე სოფელში მოსაცდელი არ არის და არც იქნება

ხულოს მუნიციპალიტეტის 40-მდე  სოფელში მოსახლეობა სამარშრუტო ხაზზე მოძრავ მიკროავტობუსს ღია ცის ქვეშ ელოდება. მუნიციპალიტეტში, სადაც რთული და ხანგრძლივი ზამთარი იცის, სულ 83 სოფელია და მოსაცდელებს მხოლოდ ამ სოფლების ნახევარში ვხვდებით. დანარჩენ სოფლებში მგზავრები ტრანსპორტის მოლოდინში ვერც მზეს არიდებენ თავს, ვერც წვიმასა და თოვლს. ეს მდგომარეობა არც მომავალ წელს შეიცვლება. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ხულოს …

ხულოში წუხელ ღამით გათოვდა – ფოტო

ხულოს რამდენიმე სოფელში წუხელ ღამით გათოვდა. „ღამის 2 საათიდან დაიწყო თოვა. ეს პირველი თოვაა წელს ჩვენ სოფელში“, – გვითხრა გულნარა გელაძემ, ხულოს სოფელ ბეღლეთიდან. „ძლიერი თოვა არ ყოფილა და შეფერხებებიც არ გამოუწვევია“, – ამბობს ის. დღეს დილიდან თოვა შეწყდა.  

გუშინ 10 ლარი გამოვიმუშავე, საკვებში არ მეყო და საღამოს უჭმელი დავწექი – 54 წლის მეურიკე ბათუმში

„მარშუტკებს“, მსუბუქ ავტომობილებსა და ავტობუსებს შორის გაძრომას ცდილობს. მძღოლები ჩამოწეული საქარე მინებიდან ერთხმად უყვირიან: „გაიწიე!“, „გამოიწიე“, „მალე წადი“, „დროზე“… დეკემბრის მზიანი ბათუმური დღე 54 წლის ნუგზარ მუშარბაძისთვის დილის 5 საათზე დაიწყო. ნუგზარი უკვე 4 თვეა, რაც ყოველ დღე, მათ შორის ცივ და წვიმიან ამინდებში ურიკით ტვირთს ხან ბაზრიდან ბაზარში და ხანაც საბითუმო მაღაზიებიდან სხვადასხვა ქუჩის …

„ჩითილს ისე სჭირდება მოვლა, როგორც ჩვილ ბავშვს” – აჭარელი ეკომიგრანტი წალკიდან

39 წლის იამზე შავაძე აჭარელი ეკომიგრანტია წალკიდან. იამზე ჯერ გურიის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა, ბოლო 15 წელია კი წალკაში ცხოვრობს. იამზე ამბობს, რომ წალკაში საცხოვრებლად გადასვლა არ იყო მარტივი და საკმაოდ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობასაც უკავშირდებოდა. მან შეძლო და საკუთარი შემოსავლის ძირითად წყაროდ ჩითილების გამოყვანა აქცია. ჩითილების გამოყვანა იამზეს გურიაში ცხოვრებისას ასწავლა აგრონომმა მამამთილმა. იამზეს წალკაში 14 …

შშმ ქალები, პოლიტიკა და არჩევნები, რის შეცვლას ითხოვენ

დღეს, 10 დეკემბერს, ბათუმში კონფერენცია გაიმართა, რომელიც შშმ ქალთა პოლიტიკურ და საარჩევნო უფლებებს ეხებოდა. შშმ ქალებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც მათთვის ჯერ კიდევ დაუძლეველია. შშმ ქალთა ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი, დეა ერემაშვილი, რომელიც კონფერენციის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო, ყურადღებას ამახვილებს შშმ პირების საუბნო-საარჩევნო კომისიაში ჩართვაზე და ამისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნის საჭიროებაზე. „მე, როგორც გამოცდილი, პოლიტიკურად აქტიური და …

რატომ დაბრუნდა მერი წალკაში – „არსად არ წავალ, ჩვენ უნდა შევქმნათ შესაძლებლობები“

„ჩვენთან შაბათ-კვირასაც ყველა მუხლჩაუხრელი შრომობს, გაუჩერებლივ. დედაჩემი არასდროს მინახავს გაჩერებული, 24 საათი მუშაობს. ევროპაში ვუყურებდი მოხუცებს, რომლებიც შაბათ-კვირას დადიოდნენ პარკებში, სკვერებში, ძაღლებთან ერთად სეირნობდნენ, ხატავდნენ, კითხულობდნენ, ქსოვდნენ… ძალიან საინტერესო, სასიამოვნო იყო ჩემთვის ამის დანახვა. წარმოვიდგენდი ხოლმე დედაჩემს და მამაჩემს, ხელიხელჩაკიდებულები როგორ სეირნობდნენ წალკის ლამაზ პარკში და ვიძახდი, ასეთი დრო როდის დამიდგება-მეთქი. აი, ჩემი მშობლები როდის …

„ჯილდოს ვუძღვნი ჩემს ქალიშვილს“ – „ადამიანის უფლებათა ტიტა“ ელნურ ალისოის გადაეცა

ნიდერლანდების საელჩოს ჯილდო „ადამიანის უფლებათა ტიტა“ დღეს, 6 დეკემბერს, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა უფლებადამცველ, ეთნიკურად აზერბაიჯანელ ელნურ ალისოის გადაეცა. „სიმართლე რომ გითხრათ, მოულოდნელი იყო ეს ჯილდო, იმიტომ, რომ საქმეს, ადვოკატირების კამპანიებს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების უფლებების დაცვის მიმართულებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით, ძირითადად, შეიძლება ითქვას, ვაკეთებთ ჩუმად. [ეს ყველაფერი] არ ისმის, …

3 შვილის დედა ხულოდან: სკოლაში სწავლის შეწყვეტა მომიწია, ახლა ვაპირებ გაგრძელებას

„რეგიონებში მსოფლმხედველობის პრობლემა გვაქვს. ქალებს ჰგონიათ, რომ არ აქვთ უფლება განათლება მიიღონ, იმუშაონ და ა.შ. თუ მე და კიდევ რამდენიმე ჩემნაირი [ქალი] ნაბიჯების გადადგმას დავიწყებთ საკუთარი თავის აღმოსაჩენად, საზოგადოებაში ადგილის დასაკავებლად, მიმაჩნია, რომ ეს ძალიან დიდი სტიმული, წახალისება იქნება სხვა ქალებისთვის, რომლებიც სახლში სხედან, შვილები ჰყავთ და ჰგონიათ, რომ  შვილებზე ზრუნვის იქეთ აღარაფერი ევალებათ, აღარაფერი …

ჩემს კლასელ გოგოებს არ უსწავლიათ, მე ვისწავლე და დამოუკიდებელი ქალი ვარ – 60 წლის მკერავი

მკერავი მზიური მარკოიძე ეკომიგრანტია აჭარიდან, რომელიც ბოლო 8 წელია წალკაში ცხოვრობს. იგი ბავშვობიდან კერავს და ამბობს, რომ კერვის გარეშე ვერც ერთი დღე ვერ წარმოუდგენია და ეს საქმე ნებისმიერ განწყობაზე მყოფს ეხმარება. მისთვის კერვის პროცესი საუკეთესო თერაპიაა. მზიური 60 წლისაა. ამ დროის განმავლობაში ბევრჯერ გამოიცვალა საცხოვრებელი ადგილი საქართველოს სხვადასხვა მხარეში, ბევრი გამოცდილებაც დააგროვა და ყოველ ჯერზე …

100 ლარი თვეში – მარტოხელა მშობლების დასახმარებლად ხულოში ახალ პროგრამას ქმნიან

მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა დასახმარებლად ხულოს 2023 წლის ბიუჯეტში 21 600 ლარი იქნება გათვალისწინებული. ამის შესახებ დღეს, 28 ნოემბერს, ხულოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაზე განაცხადეს. ახალი ქვეპროგრამა მარტოხელა მშობლების ყოველთვიურ, 100-ლარიან დახმარებას ითვალისწინებს. აქამდე ხულოს მუნიციპალიტეტს მარტოხელა მშობლების დასახმარებლად ბიუჯეტში თანხა არ ჰქონდა გათვალისწინებული. პროგრამის ამოქმედება წელს, სექტემბერში იგეგმებოდა, თუმცა, როგორც …

„გვიღირს ჩვენ ასეთი რუსი პოეტების განდიდება?“ – შეხვედრა ბათუმში

ბათუმში, Solo Lounge-ში, Solo talks-ის ფარგლებში ბსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა, მთარგმნელმა და მკვლევარმა ხათუნა ბერიძემ კულტურის, იდენტობის, თარგმანისა და დღევანდელობის შესახებ ისაუბრა.  შეხვედრა 24 ნოემბერს გაიმართა და მას ესწრებოდნენ მკვლევრები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.  შეხვედრა შეეხებოდა ბოლო დროს აქტუალურ თემას – უნდა ერქვას თუ არა რუსი მწერლების სახელები ბათუმის ქუჩებს. შეხვედრაზე ხათუნა ბერიძემ რუსი …

რატომ აღარ ჰყავთ ხულოს სოფლებში ბევრი ძროხა – „პირუტყვის გამრავლებამ აზრი დაკარგა“

45 წლის რუსლან კოჩალიძე ხულოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან სოფელში, რიყეთში ცხოვრობს. მის ოჯახს ყოველთვის ჰყავდა მსხვილფეხა პირუტყვი. წინა წლებში უფრო მეტს, წელს კი 10 სულ საქონელს უვლის. რუსლანი ფიქრობს, რომ მომავალ წლებში პირუტყვის რაოდენობას კიდევ უფრო შეამცირებს. იგი იმ სირთულეებზე გვიყვება, რაც მას და ხულოს სხვა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს – პირუტყვის შენახვასა და გამოზამთრებაზე, …

ჩოგბურთელები ხულოს სოფლიდან ფორმის, ხარისხიანი მაგიდისა და ბურთების გარეშე

ხულოელი სამი ახალგაზრდა წელს პირველად ასპარეზობდა მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიო ჩემპიონატში. სამივე მათგანი ხულოს სოფელ ვაშლოვანიდანაა. მათგან ორი  – თაკო და მარი რიჟვაძეები დები არიან. 19 წლის თაკო რიჟვაძე გვიყვება, როდის დაიწყო მაგიდის ჩოგბურთის თამაში, რა მიღწევები ჰქონია აქამდე და რა გეგმები აქვს სამომავლოდ. ის საუბრობს იმ საჭიროებებსა და პრობლემებზეც, რაც სპორტის ამ სახეობაში კიდევ უფრო …

„აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ქართული ენა“ – ლეილის დაბრუნება ნინოწმინდაში ცვლილებებისთვის

22 წლის ლეილი ესოიანის შესახებ უნდა მოგიყვეთ, ნინოწმინდელ, ეთნიკურად სომეხ გოგონაზე, რომელმაც 15 წლის ასაკში საზოგადოების სკეპტიკური დამოკიდებულებისა და ბევრი სხვა წანაააღმდეგობის მიუხედავად შეძლო პირველი გოგო ყოფილიყო ნინოწმინდაში, ვინც ერთ აკადემიურ სასწავლო წელს აშშ-ში გაატარებდა. ის მაშინ თბილისშიც არ იყო ნამყოფი და არაფერი ჰქონდა ნანახი გარდა ნინოწმინდისა, სადაც განათლების მიღების შემდეგ თავისი თემის გაძლიერებაში წვლილის …

რა ელის ხულოში, დიდაჭარაში მდებარე ჭადრაკის სახლს – მერიის პასუხი

რა ელის ხულოს სოფელ დიდაჭარაში 1985 წელს აგებულ ჭადრაკის ხის სახლს, რომელიც დაზიანებულია? – ხულოს მერიის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მათთვის ცნობილია დიდაჭარის ჭადრაკის სახლის ამორტიზებული მდგომარეობის შესახებ. „ჩვენს გვყავს დიდაჭარაში წარმომადგენელი, შესაბამისი სამსახურიც ინფორმირებულია და ვიცით, როგორც წარმომადგენლისგან, ასევე მოსახლეობისგან ჭადრაკის სახლის მდგომარეობა. ჩვენც არაერთხელ ვნახეთ ეს შენობა. ხულოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში არ …

პირველი ადგილი მაგიდის ჩოგბურთში – ქედელი სტუდენტის კიდევ ერთი წარმატება

ბსუ-ს სტუდენტმა ლინდა ჩიკვაიძემ 7 ნოემბერს I ადგილი მოიპოვა „საქართველოს უნივერდიადა 2022“-ზე, მაგიდის ჩოგბურთის ინდივიდუალურ თამაშში. „საქართველოს უნივერდიადა 2022“ საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებული შეჯიბრია. ლინდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის მე-3 კურსზე სწავლობს. მან გვითხრა, რომ „საქართველოს უნივერდიადა 2022“-ში მონაწილეობის მიღება უნივერსიტეტში შესთავაზეს. „რა თქმა უნდა, დავთანხმდი, რადგან დიდი ხანია არ მიმიღია …

„არის ხალხი ზევიდან რომ გიყურებს, რაც ვართ, ჩვენ ვართო“ – მძღოლების დამხმარე ბათუმიდან

„ასე თუ გააჩერებ, 50 ლარით დაგაჯარიმებენ, არ შეიძლება“, – ეუბნებოდა 59 წლის გიორგი ჩხეიძე მძღოლს, როცა მას შევხვდით. გიორგი ბოლო 5 წელია, რაც ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ე.წ. „სტაიანშიკად“ მუშაობს. თუმცა მას სიტყვა „სტაიანშიკი“ კატეგორიულად არ მოსწონს: „რუსულად იძახით „სტაიანშიკიო“ – ეს მაღიზიანებს. „სტაიანშიკი“ რანაირი სათქმელია, თითქოსდა სალანძღავი სიტყვაა. ხომ შეიძლება, ქართულად ბოლოს და ბოლოს [მანქანების] …

რა ისტორია აქვს და რა ელის დიდაჭარის ჭადრაკის სახლს ხულოში

ხულოში, სოფელ დიდაჭარაში, ჭადრაკის სახლი 1985 წელს აშენდა. ეს შემთხვევითი არ ყოფილა, ამ სოფელში ჭადრაკს გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან თამაშობდნენ. როგორ გადაწყდა სოფელში ჭადრაკის სახლის აშენება, ვინ შეაყვარა ჭადრაკის თამაში დიდაჭარლებს და რა მდგომარეობაშია დიდაჭარის ჭადრაკის სახლი ახლა – ამ და სხვა ამბებს 82 წლის დიდაჭარელი, როსტომ წულუკიძე გვიყვება. ის თავადაც მონაწილეობდა ჭადრაკის სახლის მშენებლობაში. …

როცა მშობლის ქონება ბიჭს რჩება: რას ფიქრობენ ერთი ოჯახის 3 თაობის კაცები

როგორ ნაწილდებოდა მშობლების ქონება და ვის ეკუთვნის ის, ბიჭს თუ გოგოს? ეს კითხვა ამჯერად ერთი ოჯახის სამი თაობის კაცებს დავუსვით – ბაბუა თამაზს, შვილ – ზურას და შვილიშვილ – მამუკას. სტატიიდან გაიგებთ, როგორია მათი განწყობები და რას ფიქრობენ სქესის მიხედვით ქონების განაწილებაზე – გოგოს მისცემენ მშობლების ქონებას, თუ ის ისევ მხოლოდ ბიჭს ეკუთვნის? 69 წლის …

Exit mobile version