რას ნიშნავს ქართულ კულტურაში, როცა ქალი სილას აწნის კაცს? – ამ და მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებულ სხვა კითხვებზე საკუთარი მოსაზრების გაზიარება „ბათუმელებმა“ მწერალ დათო ტურაშვილს სთხოვა. დათო ტურაშვილი: „არა მარტო ქართულ, არამედ სხვა ხალხის ხელოვნებასა და მითუმეტეს ლიტერატურაშიც, ძალიან ხშირად, ქალის მიერ კაცისთვის გაწნული სილა იყო და არის სასოწარკვეთილი პასუხი კაცების მხრიდან ძალადობასა და შეურაცხყოფაზე. …
Author Archives: ნინო ართმელაძე
„პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში გავხდებით მეორე ჩეჩნეთი, არავითარი ბელარუსი“ – აქტივისტები თელავიდან
როგორც ბევრ სხვა პატარა ქალაქში, თელავშიც უწყვეტი პროევროპული აქციები აქვთ მოქალაქეებს. მოთხოვნები აქაც იგივე და უცვლელია – გაათავისუფლონ რეჟიმის ტყვეები და სამართლიან გარემოში ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. როგორ აქ აქციის მონაწილეებმა გვითხრეს, თელავში უწყვეტი პროტესტი 30 ნოემბრის ღამეს დაიწყო, ირაკლი კობახიძის განცხადებიდან ორი დღის შემდეგ, როცა თქვა, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს …
მზიას მხრიდან სილის გაწვნა იყო რეაქცია შეურაცხყოფაზე – თამთა მელაშვილი
რას ნიშნავს ქართულ კულტურაში, როცა ქალი სილას აწნის კაცს? თქვენი აზრით, რატომაა მზია ამაღლობელი სინდისის პატიმარი და მისი უკანონო პატიმრობით, რისი მცდელობა აქვს რეჟიმს? – ამ კითხვებზე საკუთარი მოსაზრების გაზიარება „ბათუმელებმა“ სთხოვა მწერალ თამთა მელაშვილს. თამთა მელაშვილი: „ქართულ კულტურაშიც და ყველა კულტურაშიც, მეტ-ნაკლებად ყველა კონტექსტში, ქალისგან კაცის სილის გაწვნა, მე მგონია, რომ ერთნაირად იკითხება. როგორც წესი, …
Continue reading “მზიას მხრიდან სილის გაწვნა იყო რეაქცია შეურაცხყოფაზე – თამთა მელაშვილი”
„ყველაზე კარგი ქუთაისი ჩემთვის აქციაზე დგას“ – უწყვეტი პროტესტი ქუთაისში
„ბათუმელები“ ამ სტატიაში ქუთაისის პროტესტზე გიამბობთ. ქუთაისში მოქალაქეები რუსთაველის ქუჩაზე, მერიის წინ იკრიბებიან და ასე უერთდებიან ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეების საერთო მოთხოვნებს – გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და სამართლიან გარემოში ჩატარდეს ხელახალი, საპარლამენტო არჩევნები. ქუთაისის პროტესტის აქტიური მონაწილე, საბავშვო ლიტერატურის მასწავლებელი, მიშიკო მუმლაძე ამბობს, რომ ქუთაისის პროტესტის გამორჩეულობა მისი უწყვეტობაა, რადგან პროტესტის ეს ფორმა აქამდე არ ახსოვს …
Continue reading “„ყველაზე კარგი ქუთაისი ჩემთვის აქციაზე დგას“ – უწყვეტი პროტესტი ქუთაისში”
სილა რეჟიმს, რომელიც გვგუდავს – ზვიად რატიანი მზია ამაღლობელზე
რას ნიშნავს ქართულ კულტურაში, როცა ქალი სილას აწნის კაცს? თქვენი აზრით, რატომაა მზია ამაღლობელი სინდისის პატიმარი და მისი უკანონო პატიმრობით, რისი მცდელობა აქვს რეჟიმს? – ეს და კიდევ რამდენიმე შეკითხვა „ბათუმელებმა“ დაუსვა პოეტ ზვიად რატიანს. იგი მიიჩნევს, რომ სინდისის პატიმრები ივანიშვილისთვის ტყვეებია, რომლითაც, საჭიროების შემთხვევაში, ვაჭრობას აპირებს. ზვიად რატიანი: „არც კი ვიცი, რამდენად დროული და …
Continue reading “სილა რეჟიმს, რომელიც გვგუდავს – ზვიად რატიანი მზია ამაღლობელზე”
„მთავარი პატიმარი საქართველოა” – როგორია უწყვეტი პროტესტი გორში
„ბათუმელებმა“ უკვე გიამბოთ უწყვეტ, პროევროპულ პროტესტზე ჩხოროწყუში,ზუგდიდში, ახალციხეში, გურჯაანსა და მარტვილში. ამჯერად გიამბობთ, როგორია პროტესტი გორში. დღეს, 14 მაისს, საქართველოში უწყვეტი პროტესტის 168-ე დღეა, ხოლო გორში 95-ე დღეა, რაც უწყვეტად აპროტესტებენ საქართველოს პროევროპული კურსის ცვლილებას, ითხოვენ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. გორში პროტესტის მთავარი ადგილი გორის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაა. „უკანასკნელი 2 წლის მანძილზე, ჩვენ …
Continue reading “„მთავარი პატიმარი საქართველოა” – როგორია უწყვეტი პროტესტი გორში”
ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის ფოტოგამოფენა ბათუმის მთავარ მეჩეთში
ორგანიზაცია „სოლიდარობის თემი“ პარასკევს, 16 მაისს, ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის ფოტოგამოფენას გამართავს. ფოტოგამოფენა მეჩეთში დაიწყება პარასკევის ნამაზის შემდეგ, 14:00 საათიდან, ქუთაისის ქუჩაზე მდებარე მთავარ მეჩეთში და დღის ბოლომდე გაგრძელდება. „შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ ხით ხუროობის უნიკალური ნიმუშები – ხის მეჩეთები”, – აღნიშნულია „სოლიდარობის თემის“ ფეისბუქგვერდზე, ღონისძიების ანონსში. ________________ ფოტოზე: მეჩეთი მაღალმთიან აჭარაში. ფოტო: …
Continue reading “ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის ფოტოგამოფენა ბათუმის მთავარ მეჩეთში”
„ქალმა სილა გამაკრაო და ამაზე კაცი ჩივის. მორალური კატასტროფა“ – ნაირა გელაშვილი
მწერალმა ნაირა გელაშვილმა მაუწყებლის პოდკასტში ისაუბრა, რას ნიშნავს მისთვის ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სილა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისადმი და რაზე მიუთითებს დგებუაძის რეაქცია. „აი, წარმოიდგინეთ მზია ამაღლობელის შემთხვევა. ქალმა სილა გამაკრაო და ამაზე კაცი ჩივის… პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები. პირველ რიგში ხომ ადამიანი ხარ, მამაკაცი ხარ და რაინდი ხარ. ეს …
Continue reading “„ქალმა სილა გამაკრაო და ამაზე კაცი ჩივის. მორალური კატასტროფა“ – ნაირა გელაშვილი”
„აქ ასდღიანი პროტესტი ისტორიას არ ახსოვს“ – პროტესტის ხმა ახალციხეში
ყოველ საღამოს, 18:00 საათზე იკრიბებიან მოქალაქეები პროტესტის გამოსახატად ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან. აქ დღეს, 7 მაისს, უწყვეტი პროტესტის 113-ე დღეა. ახალციხეშიც მოქალაქეები უერთდებიან საპროტესტო მოძრაობის ორ მთავარ მოთხოვნას: გაათავისუფლონ სინდისის პატიმრები და ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. ამ სტატიაში წაიკითხავთ როგორია პროტესტის ახალციხეში და რა გზავნილები აქვთ აქციის მონაწილეებს სამცხე-ჯავახეთიდან. „დღეს ჩვენი მთავარი მოთხოვნა რეჟიმის ცვლილებაა. …
Continue reading “„აქ ასდღიანი პროტესტი ისტორიას არ ახსოვს“ – პროტესტის ხმა ახალციხეში”
უწყვეტი პროტესტი ჩხოროწყუში – „აქ ვართ, რომ არ დავკარგოთ სამშობლო“
საქართველოში საპროტესტო აქციები არა მხოლოდ ბათუმსა და თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს. უწყვეტი პროტესტი აქვთ მოქალაქეებს ჩხოროწყუშიც. „ბათუმელები“ ჩხოროწყუს აქციების აქტიურ მონაწილეებს ესაუბრა. ამ სტატიაში გაიგებთ, რა გზავნილები აქვთ მოქალაქეებს ჩხოროწყუდან, რატომ გამოდიან ქუჩაში საპროტესტო აქციაზე და როგორ და რატომ გადაწყვიტეს პროტესტის კერად თავიანთი მუნიციპალიტეტი ექციათ. სოფიო გოგოხია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, იგი მუდმივად …
Continue reading “უწყვეტი პროტესტი ჩხოროწყუში – „აქ ვართ, რომ არ დავკარგოთ სამშობლო“”
ფოტორეპორტაჟი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და მედიამენეჯერი 100 დღეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია. მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს, 28 აპრილს გაიმართა. პროცესზე აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელია დაკითხეს, რაც დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა. დღეს უნდა დაეკითხათ ბათუმის პოლიციის უფროსიც, ირაკლი დგებუაძე, თუმცა დაცვის მხარემ დგებუაძის დღეს დაკითხვაზე უარი თქვა. დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა აღკვეთი ღონისძიების …
Continue reading “ფოტორეპორტაჟი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან”
ქალი, რომელსაც პოლიციელმა სილა გააწნა: „დგებუაძის ლოყა ფასეულია და ჩემი ლოყა ნაკლებად ფასეული?“
„მზია ამაღლობელი ციხეშია სისხლის სამართლის წესით და მას [4-დან 7 წლამდე] პატიმრობა ემუქრება, იმისთვის, რომ ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა. მე მაქვს ძალიან მარტივი შეკითხვა – ირაკლი დგებუაძის ლოყა უფრო ფასეულია და ჩემი ლოყა ნაკლებად ფასეული, თუ როგორ არის ეს, როგორ ლაგდება, რატომ გვაქვს ამ საკითხზე არაერთგვაროვანი მიდგომა?“ – გვეკითხება თეონა ჭალიძე. ქალი გვიყვება, რომ მას …
ბათუმში გრძელდება აქციაზე დაჯარიმებულებისათვის თანხის შეგროვების კამპანია
ბათუმში გრძელდება საპროტესტო აქციებზე დაჯარიმებულებისათვის ჯარიმის თანხის შეგროვების კამპანია. ბათუმში საპროტესტო აქციების 36 მონაწილეა დაჯარიმებული. აქედან 4 ადამიანი 11-12 იანვრის ღამეს გამართულ საპროტესტო აქციაზე დააჯარიმეს, სხვები კი – „ზებრაზე გადასვლის საქმეზე“, 31 იანვარს. დაჯარიმებულთა უმრავლესობისთვის ჯარიმის დასაფარი თანხა სამოქალაქო აქტივისტების, ციალა ქათამიძისა და მალხაზ ჭკადუას ანგარიშებზე გროვდება. ციალა ქათამიძე „ბათუმელებთან“ აღნიშნავს, რომ 12 ადამიანი არ …
Continue reading “ბათუმში გრძელდება აქციაზე დაჯარიმებულებისათვის თანხის შეგროვების კამპანია”
აპრილის თოვლი ხულოში – ფოტოამბავი
15 აპრილს, ხულოს სოფლებში დილიდან თოვს. ადგილობრივების თქმით, თოვლის საფარის სიმაღლე დაახლოებით 15 სანტიმეტრია. ფოტოები გადაღებულია სოფელ ქვედა თხილვანასა და ბეღლეთში.
„საჯარო მოხელეებმა დამირეკეს, ხელზე რომ მოგიტანოთ ფულიო? ეს შიშის გამოა“ – დაჯარიმებულები ბათუმიდან
„ბათუმელები“ კვლავ გიამბობთ ბათუმში, საპროტესტო აქციაზე ზებრაზე გადასვლის გამო დაჯარიმებული მოქალაქეების შესახებ. მათ ნაწილს სასამართლო გადაწყვეტილება უკვე ჩაბარდა. სასამართლო მოქალაქეებს 5 000 ლარის გადახდას აკისრებს და ამისთვის ვადად გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთ კვირას უსაზღვრავს. დაჯარიმებულთა თქმით, 5 000 ლარის შეგროვება ისედაც დიდი გამოწვევაა მათთვის ამას კიდევ უფრო ართულებს ვადად განსაზღვრული 7 დღე. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 5 …
ერთი კაცის აქცია გურჯაანში – თორნიკეს პროტესტი სიღარიბის და უსამართლობის წინააღმდეგ
„პირველ რიგში სოლიდარობა მზიას, რომელიც ყოველთვის იბრძოდა ამ ქვეყანაში მოქალაქეების და მედიის თავისუფლებისთვის. ჩემი აზრით, ეთიკური, დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია მოქალაქეების ხმაა და „ბათუმელები“, რომელიც არის მზიას დაფუძნებული, ყოველთვის იყო არა მარტო ბათუმელების, არამედ საქართველოს ხმა. ჩემი, ერთი რიგითი მოქალაქის ხმაც იყო ტერორის წინააღმდეგ ყველა ხელისუფლების დროს. დიდი მადლობა მზიას და დიდი მადლობა „ბათუმელებს“ – …
„ვის აქვს 5 000 ლარი დღეს? პროტესტს მაინც ვერ ჩაახშობენ“ – ზებრაზე გადასვლისთვის დაჯარიმებულები
„ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს. სულ რაღაც ერთ კვირაში ოპერაცია მიტარდება, რომელიც საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. გარკვეული მიზეზების გამო, ოპერაცია არ მიფინანსდება. ოჯახს ვეღარ მოვთხოვ ჯარიმის გადახდის ნაწილშიც დამეხმაროს, იმიტომ, რომ მთელი ჩვენ ერთობლივი რესურსი ამ ოპერაციის ხარჯზეა გადანაწილებული“, – გვეუბნება 24 წლის მარიამ საგინაძე ბათუმიდან. ის დიზაინერია და ატელიეში მუშაობს. მარიამ საგინაძე ერთ-ერთია ბათუმში, 31 იანვრის …
„მიკროავტობუსი ისეთი გრაფიკით დადის, სამსახურში ვაგვიანებთ“ – რაზე წუხან სოფელ მახოში
ხელვაჩაურის სოფელ მახოში ამბობენ, რომ მათ სოფელში დაახლოებით ორი თვეა მუნიციპალური მიკროავტობუსი დაინიშნა ბათუმის მიმართულებით, თუმცა ადგილობრივებისთვის ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი მოუხერხებელია. აქ ამბობენ, რომ მახოს და სოფელ ონტოფოს მცხოვრებლებს ერთი მიკროავტობუსი ემსახურება, რომელიც დილის რვა საათზე სოფელ ონტოფოდან გამოდის, ჩაჰყავს მგზავრები ბათუმში და შემდეგ მიდის მახო-დავითაძეებში მგზავრების ასაყვანად. ადგილობრივების მთავარი წუხილი ის არის, რომ ვინც …
ბათუმში სტუდენტები ჯარიმის ფულს აგროვებენ – „ულუკმაპუროდ დაგვტოვეს, სწავლის უფლება წამართვეს“
ბოლო რამდენიმე თვეა საპროტესტო აქციაში მონაწილე მოქალაქეებს მასობრივად აჯარიმებენ. ჯარიმა გამოუწერეს ბათუმის საპროტესტო აქციის არაერთ მონაწილეს, მათ შორის, სტუდენტებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლში ცვლილებები შეიტანა და დემონსტრაციების დროს გზის სპონტანურად გადაკეტვისთვის ჯარიმა 10-ჯერ, 500 ლარიდან 5000 ლარამდე გაზარდა. როგორ მოახერხებენ სტუდენტები ჯარიმის გადახდას, როცა 5 000 ლარი მათთვის …
„მოითხოვეთ სამართალი თემურ ქათამაძისთვის“ – პეტიცია
დაკავებული ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის მხარდასაჭერად პეტიცია შეიქმნა. პეტიციის ხელმომწერები თემურ ქათამაძის ქვეყნიდან დეპორტაციის შეჩერებას და მისთვის საერთაშორისო დაცვის უზრუნველყოფას ითხოვენ. პეტიცია დღეს, 27 მარტს, საღამოს გამოქვეყნდა. „მოვუწოდებთ დემოკრატიულ მთავრობებს, ევროკავშირს, გაერთიანებულ ერებსა და ადამიანის უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს სასწრაფოდ ჩაერიონ და შეაჩერონ პოლიტიკური აქტივისტის, გაფფარ ილმაზის (თემურ ქათამაძის) დევნა და დეპორტაცია, რომელიც მის სიცოცხლესა და …
Continue reading “„მოითხოვეთ სამართალი თემურ ქათამაძისთვის“ – პეტიცია”
4-ჯერ დამაჯარიმეს, 15 000 ლარი მაქვს ჯარიმა – სტუდენტი ბათუმის აქციებიდან
21 წლის ნიკოლოზ მირცხულავა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი და ამ უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარეა ბათუმში. ნიკოლოზი იმ სტუდენტებს შორის იყო, რომლებიც ღამეს ათევდნენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტის ნიშნად, იგი აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში. სტუდენტს ამ დრომდე 4 ჯარიმა გამოუწერეს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისას სხვადასხვა მიზეზით, ჯამში – 15 500 ლარი. ნიკოლოზ მირცხულავა 29 ნოემბრის საპროტესტო …
Continue reading “4-ჯერ დამაჯარიმეს, 15 000 ლარი მაქვს ჯარიმა – სტუდენტი ბათუმის აქციებიდან”
ზუგდიდელ აქტივისტს ერთ დღეში 3 ჯარიმის ოქმი ჩააბარეს – „თითქოს ჯიბრში მიდგანან“
18 მარტს ზუგდიდელ აქტივისტს, მარიამ სიჭინავას ზუგდიდის სასამართლო შენობის ეზოში პოლიციამ ჯარიმის 3 ოქმი ჩააბარა. „დამირეკეს, რომ ზუგდიდის სასამართლო შენობაში მივსულიყავი ჯარიმების ოქმების ჩასაბარებლად, მაგრამ რადგან ჩემი პრინციპული გადაწყვეტილებაა, რომ პოლიციის შენობაში ჩემი ფეხით არ შევალ, თუ დაკავებული არ ვიქნები, რა თქმა უნდა, მოუწიათ, რომ ეს ოქმები გარეთ გამოეტანათ”, – უთხრა „ბათუმელებს“ მარიამ სიჭინავამ. აქტივისტის …
Continue reading “ზუგდიდელ აქტივისტს ერთ დღეში 3 ჯარიმის ოქმი ჩააბარეს – „თითქოს ჯიბრში მიდგანან“”
ხულოში ნაპრალები გაჩნდა ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე
ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე, კერძოდ, დაბა ხულოდან გზის დაახლოებით მეხუთე კილომეტრზე, ნაპრალები გაჩნდა. ეს გზა ორი წლის წინ შეაკეთეს. ადგილობრივების დაკვირვებით, ნაპრალები გზაზე საკმაოდ ღრმაა და შესაძლოა ის მეწყრის საფრთხეებზე მიანიშნებდეს, იმის გათვალისწინებით, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთთან ახლოს მეწყერი 2023 წელს ჩამოწვა. „ბათუმელები“ შეეცადა ხულოს მერიის პრესსამსახურიდან ინფორმაციის მიღებას – ხომ არ მიუმართავს მუნიციპალიტეტს შესაბამისი სამსახურებისთვის და …
Continue reading “ხულოში ნაპრალები გაჩნდა ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე”
ბათუმში 15 მარტს აქცია გაიმართება – „მივაწვდინოთ ხმა დევნის სამიზნედ ქცეულ აქტივისტებს“
შაბათს, 15 მარტს, საღამოს 19:00 საათზე, ბათუმში სოლიდარობის აქციაა დაგეგმილი. აქციის ანონსის თანახმად, „ეს შეკრება წინააღმდეგობის მორიგი მაგალითია ყველა ჩაგრული, უფლებაშელახული მოქალაქისთვის სოლიდარობის გამოსახატად“. აქციის მონაწილეები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შადრევანთან [ბულვარის მხარეს] შეიკრიბებიან. „მივაწვდინოთ ხმა თეატრალური უნივერსიტეტის რეპრესირებულ სტუდენტებს, უკანონოდ დაჯარიმებულებს, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს, დევნის სამიზნედ ქცეულ სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებს. ჩვენ 106 …
რა საფრთხეები არსებობს მთიან აჭარაში დიდთოვლობის შემდეგ – ინტერვიუ გეოლოგთან
მაღალმთიან აჭარაში წელს უხვი ნალექი მოვიდა. 2016 წლის შემდეგ პირველად ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლე ნახევარ მეტრს გასცდა. რა საფრთხეებს ქმნის უხვი ნალექი და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ მოსალოდნელ მეწყრულ პროცესებსა თუ სხვა გართულებებს მომზადებული შეხვდეს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ გეოლოგ ტარიელ ტუსკიას ესაუბრა. გეოლოგმა ინტერვიუს დასაწყისშივე მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა და დასძინა, რომ აჭარა ერთ-ერთი …
Continue reading “რა საფრთხეები არსებობს მთიან აჭარაში დიდთოვლობის შემდეგ – ინტერვიუ გეოლოგთან”
12 მარტს თბილისში „აჭარის მარში” გაიმართება
12 მარტს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, აჭარლები საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ თბილისში. შეკრების ადგილი მარჯანიშვილის მოედანია. მოქალაქეები ითხოვენ „გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და ჩატარდეს ხელახალი, სამართლიანი არჩევნები“. „ჩვენ, აჭარელი მოსახლეობა, არ ვეგუებით საქართველოში ჩამოყალიბებულ ავტორიტარიზმს, რომელმაც უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებები, აწამა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, უდანაშაულო ადამიანები ციხეში გამოამწყვდია და ყოველდღიურად აგრძელებს პროტესტის ჩახშობას მუქარებით, დაჭერებით, ჯარიმების გამოწერებით …
Continue reading “12 მარტს თბილისში „აჭარის მარში” გაიმართება”
თემურ ქათამაძე „ვივამედიდან“ მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში დააბრუნეს
ბათუმის აქციების მთავარი მედროშე, თემურ ქათამაძე [გაფარ ილმაზი] 6 მარტს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში დააბრუნეს. თემურ ქათამაძე კლინიკა „ვივამედში“ იყო მოთავსებული, სადაც არასრული ორი დღე გაატარა. ბათუმელი მედროშე კლინიკაში 4 მარტს გადაიყვანეს. მან შიმშილობა 48-ე დღეს შეწყვიტა. „პაციენტი გუშინ გაეწერა კლინიკიდან და დააბრუნეს მიგრაციის სამსახურის დაწესებულებაში. გუშინ, საღამოს საათებში გადაიყვანეს. პაციენტმა ჩვენს კლინიკაში …
Continue reading “თემურ ქათამაძე „ვივამედიდან“ მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში დააბრუნეს”
„თქვენ გავიწყდებათ, რომ ჩვენ აქ არც ერთი არ ვართ ნასამართლევი“ – ზვიად ცეცხლაძე მოსამართლეს
6 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროევროპული აქციების ფარგლებში ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ გამოაცხადა, რომელიც სამოსამართლეო საქმიანობას ორი თვეა, რაც შეუდგა, აქციის მონაწილეების საქმე კი გუშინ დაეწერა. მიუხედავად ამისა, შვანგირაძე ირწმუნებოდა, რომ 13-ტომიანი საქმის გაცნობა მოასწრო. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გადახედვის თაობაზე. მან …
8 მარტს ბათუმში ქალების მარში გაიმართება – „ქალები რეჟიმის წინააღმდეგ“
„ქალები რეჟიმის წინააღმდეგ“ – 8 მარტს, საღამოს 6 საათზე, ბათუმში ქალების მარში იგეგმება. მარშის მონაწილეები მსვლელობას გამოცემა „ბათუმელების“ ოფისიდან დაიწყებენ მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად. „ბათუმელი ქალები ვერთიანდებით რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ამ პროტესტს ქალის ხმა აქვს და ეს ხმა შენია! 2025 წლის 8 მარტს საქართველოში პირველად ვხვდებით ქალ პოლიტპატიმართან ერთად – მზია ამაღლობელი, ავტორიტარული რეჟიმის მსხვერპლი …
Continue reading “8 მარტს ბათუმში ქალების მარში გაიმართება – „ქალები რეჟიმის წინააღმდეგ“”
„უთავდებათ საკვები და მივდივართ ამ ოჯახებთან“ – როგორ მუშაობენ მოხალისეები გურიაში
გურიაში დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს მეექვსე დღეა ებრძვიან. მოქალაქეებს ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოხალისეები ეხმარებიან. „ბათუმელები“ რამდენიმე მოხალისეს დაუკავშირდა, რომლებიც დღეს, 27 თებერვალს, გურიაში არიან მოსახლეობის დასახმარებლად ჩასული. მოხალისეების უმრავლესობას აქვს სხვადასხვა სპორტული გამოცდილება. „მოვახერხეთ და ამოვედით ტრაქტორით. სამწუხაროდ, ყველაფერი ცენტრში დავტოვეთ, იმიტომ, რომ აზრი არ ჰქონდა არაფრის წამოღებას. ახლა გზა გავიყვანეთ და „ოფროუდის“ [ექსტრემალ …
ბათუმის ქუჩებში ურნებს ნაგვისგან ვერ ცლიან
ბათუმის ქუჩებში განთავსებული ნაგვის ურნები და მიმდებარე ტერიტორია ნაგვითაა გადავსებული. ქალაქში მეხუთე დღეა თოვლიანი ამინდია. ბოლო დღეებია დასუფთავების სამსახურს ნაგავი ვერ გააქვს. „ბათუმელები“ სანდასუფთავების სამსახურს დაუკავშირდა შეკითხვით – როდის დაიწყებენ ნაგვის ურნების დაცლას, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში მასალა განახლდება.
„შიდა სასოფლო გზები სრულიად პარალიზებულია“ – რა ხდება ლანჩხუთის სოფლებში
დიდთოვლობის გამო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების სოფლების უმრავლესობა იზოლირებულია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, გაუწმენდავია შიდა სასოფლო გზები და ვეღარ მოძრაობს ტრანსპორტი. „სასწაული ამბავი ხდება. არც სასწრაფოა, ვერც სამაშველო [მოძრაობს]. ვერაფერი ვერ გადაადგილდება. ამ მომენტში ეს მოცემულობაა. ცენტრალური მაგისტრალი გაწმინდეს მხოლოდ, ნაწილობრივ, მხოლოდ ერთი ზოლი – ოზურგეთი-ლანჩხუთის დამაკავშირებელი გზა. მხოლოდ აქ შეუძლია გადაადგილება მაღალი გამავლობის ტრანსპორტს. შიდა სასოფლო გზები …
Continue reading “„შიდა სასოფლო გზები სრულიად პარალიზებულია“ – რა ხდება ლანჩხუთის სოფლებში”
24 თებერვლის თოვლიანი დილა ბათუმში | ფოტორეპორტაჟი
დღეს, 24 თებერვალს, უკვე მესამე დღეა, რაც ბათუმში ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარის სიმაღლე, 24 თებერვლის დილის მონაცემებით, ნახევარ მეტრს აღემატება. 2016 წლის ზამთრის შემდეგ, წელს პირველი შემთხვევაა, როცა ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლემ ნახევარ მეტრს გადააჭარბა. ნახეთ, ფოტორეპორტაჟი თოვლიანი ბათუმიდან.
დითოვლობის გამო აჭარის სკოლებში სასწავლო პროცესი გადაიდო
დღეს და ხვალ, 24-25 თებერვალს, სკოლებში სასწავლო პროცესი გადაიდო აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში – ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში. სასწავლო პროცესის გადადების მიზეზი დიდთოვლობაა, უკვე მესამე დღეა აჭარაში თოვს. სინოპტიკოსების ცნობით, თოვლიანი ამინდი 26 თებერვლამდე შენარჩუნებდება.
შსს 14 ჟურნალისტს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება – ქარტია
პოლიცია 14 ჟურნალისტს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს და აქვე აზუსტებს, რომ არსებული სია განახლებადია. ქარტიის ინფორმაციით, შსს თოთხმეტივე ჟურნალისტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას ედავება, რაც თებერვალში შეცვლილი კანონმდებლობის მიხედვით ჯარიმას ითვალისწინებს 5 000 ლარის ოდენობით. „პოლიცია გზის …
Continue reading “შსს 14 ჟურნალისტს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება – ქარტია”
ბათუმში აქციის 26 მონაწილეს სასამართლოში ზებრაზე გადასვლისთვის იბარებენ
ბათუმში პროევროპული აქციების 26 მონაწილეს გზის გადაკეტვას ედავებიან და სასამართლოში იბარებენ. „ბათუმელებს“ ამის შესახებ ინფორმაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში დაუდასტურეს. აქციის მონაწილეებს ინტერესებს სასამართლოში სწორედ საია დაიცავს. საიას ცნობით, სასამართლოში დაბარებულ აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე მუხლის მეოთხე ნაწილით ედავებიან – „სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარება – …
Continue reading “ბათუმში აქციის 26 მონაწილეს სასამართლოში ზებრაზე გადასვლისთვის იბარებენ”