17 წლის მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში შუახევიდან

17 წლის ანრი ფუტკარაძე შუახევიდან მსოფლიო ჩემპიონი გახდა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 71 კგ. წონით კატეგორიაში. ჩემპიონატი რომში 28 ივლისს გაიმართა. ანრიმ ჯამში 5 მეტოქე დაამარცხა. როგორც თვითონ გვითხრა, ყველაზე დაძაბული შეხვედრა ფინალურ ტურში ჰქონდა, სადაც აზერბაიჯანელი მეტოქე, დავით მამედოვი ანგარიშით – 3:1 დაამარცხა. ანრი 9 წლის ასაკიდან ჭიდაობს. მისი თქმით, მსოფლიო ჩემპიონატისთვის 6 თვის განმავლობაში …

„ტერიტორია საფრთხის შემცვლელია“ – რა წერია სამხარაულის დასკვნაში წაბლანის მეწყერზე

ხულოში, სოფელ წაბლანაში, ის ადგილი, სადაც სკოლის აშენება იგეგმებოდა, მეწყერსაშიშია. ამ ადგილას ახალი სკოლა ვეღარ აშენდება, მეტიც, საფრთხის შემცველია სკოლის მიმდებარე ის ტერიტორიაც, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს. ამას ამბობს სამხარაულის ბიუროს დასკვნა, რომელიც 2022 წლის მაისის ბოლოს მოამზადეს სპეციალისტებმა. კერძოდ, დასკვნაში ვკითხულობთ: „წაბლანაში საცხოვრებელი სახლებისა და საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია მდებარეობს გეოდინამიკური პროცესების მუდმივი წარმოქმნა/განვითარების მაღალი …

ხულოში მარტოხელა დედები სექტემბრიდან თვეში 100 ლარს მიიღებენ

ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე 13 დედა სექტემბრიდან ყოველთვიურ 100-ლარიან დახმარებას მიიღებს. ხულოს საკრებულოს წევრის, ნარგიზ დეკანაძის თქმით, პროგრამის ასამოქმედებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ელოდებიან, რაც აგვისტოში უნდა მოხდეს. „როცა პროგრამა ამოქმედდება, მერე უკვე მომართვიანობაც გვექნება. შესაძლოა გაიზარდოს როგორც ბენეფიციართა რაოდენობა, ასევე, ყოველთვიური დახმარება“, – გვითხრა ნარგიზ დეკანაძემ. ნარგიზ დეკანაძე ამბობს, რომ ხულოს …

„საწვავი არ უნდა, დღეში 5 ლარი სჭირდება“ – როგორ მუშაობს ქედაში ელექტრო-მიკროავტობუსი

„საწვავი არ უნდა ამ მანქანას, მთელი დღე დადიხარ 5 ლარად“, – გვითხრა ქედის მუნიციპალიტეტის ელექტრო-მიკროავტობუსის მძღოლმა, გენადი ბერიძემ, რომელიც 4 თვეა მიკროავტობუსის მძღოლად მუშაობს. ქედის ელექტრო-მიკროავტობუსში რვა სავარძელი და ასევე, ადაპტირებული სივრცეა შშმ პირებისთვის. მიკროავტობუსი დაბა ქედის 4 ძირითად ქუჩაზე მოძრაობს: რუსთაველის, აღმაშენებლის, ტბელ აბუსერიძისა და 9 აპრილის ქუჩებზე. აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ეს პირველი, ადაპტირებული …

„ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი ურმის გზაა“ – მძღოლი ხულოდან

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური გზის ბევრი მონაკვეთი წლებია დაზიანებულია და წლიდან წლამდე მდგომარეობა  უარესდება. ამ თემასთან დაკავშირებით ბათუმის ავტოსადგურში „ბათუმელები“ აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების ათამდე მძღოლს ესაუბრა. ყველა მათგანი ამბობს, რომ აღნიშნული გზა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, რის გამოც გზაზე გადასაადგილებლად საჭიროზე გაცილებით მეტი საწვავი და დროა საჭირო. ხშირად ზიანდება ავტომანქანებიც. თემურ ბოლქვაძე 37 წელია მძღოლია. ეს პროფესია მისი …

მემთეურების ცხოვრება ღომის მთაზე | ფოტოამბავი

შუახევში, ღომის მთაზე მზიანი ამინდია, თუმცა მაინც ცივა. ამ მთაზე ახლა მემთეურები ცხოვრობენ, ისინი, ვინც საქონელი გარეკა მთებში და მთელ ზაფხულს აქ ატარებენ, ხის პატარა სახლებში. მზიან ამინდში, ჩვეულებრივ, ნისლით ცნობილ მთაზე მემთეურებმა დრო იხელთეს – სარეცხი გაფინეს, ლეიბები გაამზეურეს, ბავშვები კი მინდვრებში გამოიფინნენ სათამაშოდ, სარბენად თუ ველოსიპედით სასეირნოდ. ფოტოები, რომელიც ღომის მთაზე ყოველდღიურ ცხოვრებას …

„ვეხები თემებს, რაც ხალხისთვის აქტუალურია“ – ბათუმელი ტიკტოკერი

ბათუმელი ტიკტოკრის, 20 წლის ლუკა ართმელაძის ვიდეოებმა ბოლო დროს ბევრის ყურადღება მიიქცია. ლუკას ვიდეოების გმირები ტიკტოკზე არიან: ახალბედა კონსულტანტი, რომლის მენეჯერი ცდილობს მის ზეგანაკვეთურ დასაქმებას; მკვეხარა ბიზნესმენი, რომლის შვილი „ჰარვარდში სწავლობს“, თავად კი ხილ-ბოსტნეულს ჰყიდის; ავტობუსის კონტროლიორი და ა.შ.  ლუკა ბათუმის შოთა რუსთველის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მე-4 კურსის სტუდენტია. „ჩემი მიმართულებაა ყველაფერი, რაც მართლა რეალურად ხდება, …

იღებ დიპლომს, რა ხდება შემდეგ? – რას ჰყვებიან ბაკალავრები

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაზაფხულის სემესტრი გასულ კვირას დამთავრდა. მეოთხე კურსელებმა ჩაიცვეს მანტიები და ბევრი ფოტოც გადაიღეს უნივერსიტეტის სხვადასხვა სართულსა და ეზოში. ბსუ-ს კურსდამთავრებულებს, ანა ვარშანიძესა და მარიამ ფუტკარაძეს ვკითხეთ, თუ რა ხდება უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ. ანა ამბობს, რომ პროფესია ჯერ არ აქვს, მიუხედავად იმის, რომ მან ახლახან ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრიატი დაასრულა. „დიპლომის გარდა სხვა უნარები …

ბანერი „რუსულ გემზე“ – ბათუმის ერთი ეზოს სოლიდარობა უკრაინას | ფოტო

ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი სახლის ეზოში, ფანჩატურზე ბანერია გამოფენილი საქართველოსა და უკრაინის დროშებით და ცნობილი წარწერით – „Русский военный корабль, иди на х*й“.  ეს ფრაზა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლის და წინააღმდეგობის სიმბოლოა. ეზოში ბანერის გარდა სხვადასხვა ქვეყნის დროშებიცაა გამოფენილი, სოლიდარობის და რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის პროტესტის ნიშნად. როგორც აქ მცხოვრებმა ზურაბ გორგილაძემ …

ქუთაისის „მართვე“ საქართველოს ჩემპიონი გახდა ქვიშის ფეხბურთში

დღეს, 22 მაისს, ბათუმში, ქვიშის ფეხბურთში ქალთა გუნდებს შორის საქართველოს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა გაიმართა ქუთაის „მართვესა“ და ხობის „კოლხეთს“ შორის. ფინალურ შეხვედრაში ანგარიშით – 12:10 – „მართვემ“ გაიმარჯვა. ფინალური მატჩი ბათუმში დაძაბულად მიმდინარეობდა. რამდენჯერმე ანგარიში გათანაბრდა. ბოლო, გადამწყვეტი გოლების გატანამდე უპირატესობა ხობის „კოლხეთს“ ჰქონდა, თუმცა გამარჯვება საბოლოოდ „მართვემ“ მოიპოვა. „მართვეს“ გუნდის წევრების თქმით, ისინი თამაშის დროს ყოველთვის …

როგორ აქცია მცენარეების სიყვარული შემოსავლის წყაროდ მუსიკის მასწავლებელმა

„როცა დავქორწინდი, მეზობლები მოვიდნენ და ყვავილები მაჩუქეს. მე დავიწყე – ვაიმე, არ მიყვარს, არ მინდა-მეთქი“, – გვიყვება 43 წლის მადონა ჩადუნელი, მუსიკის მასწავლებელი, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია მეყვავილეობითაა დაკავებული, 30 სახეობის მცენარეს ამრავლებს და ჰყიდის. მადონა ამბობს, რომ ზუსტად არასდროს დაუთვლია რამდენი მცენარეს ყიდის სეზონურად, თუმცა დაახლოებით 1000 ქოთნის მცენარის გაყიდვას მაინც უნდა ახერხებს. …

წაბლანაში ბილიკი დამეწყრილ გზაზე გააკეთეს – „ვუყურებდით, რამე არ წამოსულიყო ზემოდან“

სოფელ წაბლანაში ადგილობრივმა მოსახლეობამ დამეწყრილ ცენტრალურ გზაზე საფეხმავლო ბილიკი საკუთარი ძალებით მოაწყო. წაბლანელ ნოდარ დავითაძის თქმით, ცენტრალურ გზაზე ჩამოწოლილ მეწყრულ მასაში ხშირად საქონელი ეფლობა. „ფეხით გადასასვლელ ბილიკს ვაკეთებთ, რადგან პირუტყვი ვერ დადის, ამ ბილიკთან იკეტება და შემდეგ წრეს ვარტყამთ 12 კილომეტრზე. ჩვენი ძალით ბილიკი გუშინ გავაკეთეთ ისე, რომ ფეხით უკვე ადამიანიც გაივლის. ეს გზა ორ …

ხელსაქმე, როგორც ჰობი და შემოსავლის წყაროც – დიანა ხულოდან

28 წლის დიანა ჩოგაძე ხულოს სოფელი ელენიძეებიდანა. დიანა ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში იყო, როცა ხელსაქმით დაინტერესდა და მას შემდეგ არ შეუწყვეტია ეს საქმე. ამ დროის განმავლობაში დიანას ხელსაქმე უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა. დიანა დღეს უკვე ამზადებს სანათებს, სამზარეულოს ჭურჭელსა და სხვა დეკორატიულ ნივთებს. ასევე, ქსოვს და ქარგავს. მისი თქმით, ყველაზე მეტად ძველი ნივთების განახლება …

რა სჭირდება სტუდენტს, ბსუ-ს გაცვლითი პროგრამით რომ ისარგებლოს

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ერაზმუს +“ გაცვლითი პროგრამები 2015 წლიდან მოქმედებს. უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამებს 2020 წლიდან დაემატა პუნქტი, რომელიც სტუდენტებს საერთაშორისო გაცვლითი პრაქტიკის მიღებასაც სთავაზობს. გაცვლით პროგრამებსა და პრაქტიკაზე „ბათუმელები“ ნანა ყურშუბაძეს, ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ესაუბრა. როგორც ის ამბობს, „ერაზმუს +“ გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობა უნივერსიტეტის სამივე საფეხურის – ბაკალავრიატის, …

როგორ გავხდი ვეგანი – ხულოში მცხოვრები ქალის გადაწყვეტილება

„ვეგანობა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო“ – გვითხრა 30 წლის ნათია ვასაძემ. ნათია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში ცხოვრობს. ის დაახლოებით ერთი წელია რაც ვეგანია, მანამდე კი, დაახლოებით 11 წელი, ნათია ვეგეტარიანელი იყო. ნათია ხულოში მცხოვრებ სხვა ვეგანებს არ იცნობს, შესაძლოა ის ხულოში მცხოვრები ერთადერთი ვეგანი იყოს. მასთან ინტერვიუ იმაზე საუბრით დავიწყეთ, თუ როდის და …

რას ნიშნავს გქონდეს ბიპოლარული აშლილობა – „არ დაკარგოთ იმედი, მწვავე პერიოდი გაივლის“

„ყველაზე რთული მუდმივი მერყეობაა. თითქოს უცებ ცაში აჭრა და მერე პირიქით, მიწაში ღრმად ჩაშვება“ – გვითხრა თინათინ შალამბერიძემ ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზზე. მას ეს დაავადება თავად ჰქონდა წლების განმავლობაში. თინათინი ექიმია პროფესიით. ახლა 40 წლისაა. ბიპოლარული აშლილობა მას 18 წლისას დაუდგინდა. ამ ხნის განმავლობაში თინათინს ჰქონდა 7-წლიანი სრული რემისია. შეიცვალა მისი დიაგნოზიც. მას ახლა შერეული ტიპის …

ბათუმში ახალგაზრდებმა 10 ათასი ლარი შეაგროვეს უკრაინელების დასახმარებლად

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, უკრაინელების დასახმარებლად 15-მა ახალგაზრდამ ბათუმში თანხის შეგროვება დაიწყო. ერთგვარ საინიციატივო ჯგუფს „იმედის სხივი“ დაარქვეს და საქმეს შეუდგნენ. „იმედის სხივის“ წევრები 27 თებერვლიდან ყოველდღე ბათუმში, ევროპის მოედანზე იკრიბებოდნენ და ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებდნენ. მოხალისეებმა დღემდე 10 000 ლარის შეგროვება შეძლეს. მათი შეგროვებული ფულით შეძენილი ჰუმანიტარული დახმარებით „იმედის სხივის“ წევრები მეორე დღეა ბათუმში მცხოვრებ …

ბათუმში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს აქტივისტებს, რომლებიც ფლაერებს არიგებენ

დღეს, 30 ივნისს, ბათუმში აქტივისტებს, რომლებიც თბილისში დაგეგმილი აქციის შესახებ – „შინ ევროპისკენ“ – ავრცელებდნენ ინფორმაციას და ფლაერებს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მათთვის ხელის შეშლა სცადეს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ „არ გადადოს“ აქტივისტმა, ნიაზ ჩიტიძემ უთხრა. „მოვიდნენ გარკვეული პირები, 3-4 ადამიანი, რომლებიც გვაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. გვეუბნებოდნენ – „თქვენ ხართ ომის პარტია“, „ომის ხალხი“… იხსენებდნენ ისეთ ადამიანებს, …

რატომ ამჯობინეს ჟოლოს მოყვანა კარტოფილს ხულოს სოფელ დიოკნისში

ხულოს სოფელ დიოკნისში, სადაც 70-მდე ოჯახი ცხოვრობს, ბოლო წლებია კარტოფილის მოყვანას ჟოლოს ბაღების გაშენებას ამჯობინებენ.  60 წლის თენგო შავაძემ კენკროვანი კულტურის მეურნეობაზე გადასვლა სამი წლის წინ, მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ნახა, რომ მეზობლების გაშენებული ჟოლოს ბაღები კარგ მოსავალს იძლეოდა და მისი მოვლა, კარტოფილის ნარგავებთან შედარებით, ნაკლებად შრომატევადი იყო. თენგომ ბაღის გაშენება ჟოლოს 200 ნერგით დაიწყო. …

კინო ღია ცისქვეშ ხულოში – ნათხოვარი ტექნიკა და მაკულატურით ნაყიდი 12 პუფი

ხულოელი ახალგაზრდების ჯგუფი უკვე ერთი წელია რაც დაბა ხულოში ღია კინოთეატრის გაკეთების იდეამ გააერთიანა. „აჭარული საღამოები ღია ცის ქვეშ“ – ასე უწოდეს ახალგაზრდებმა პროექტს. იდეის თანაავტორების, 18 წლის ნათია ჭელიძისა და 17 წლის დეა თავართქილაძის თქმით, კინოთეატრის მოწყობა ჯერ კიდევ მაშინ უნდოდათ, როცა ძალიან პატარები იყვნენ და ეს მათთვის ახდენილ ოცნებას ჰგავს. ხულოში კინოთეატრი უკვე …

„ჩვენი ხმა ევროკავშირს” – სტუდენტების მანიფესტაცია ბათუმში

დღეს, 24 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტური მანიფესტაცია – „ჩვენი ხმა ევროკავშირს“ გაიმართა. სტუდენტ ალექსანდრე აბუსელიძის თქმით, ღონისძიების გამართვის ინიციატივა 10 დღის წინ გამოთქვა და ბსუს თვითმმართველობის თავმჯდომარის, ლიკა დიასამიძის და თვითმმართველობის სხვა წევრების მხარდაჭერით დააორგანიზა. როგორც ალექსანდრე ამბობს, მანიფესტაცია სტუდენტების პოზიციის გამოხატულებაა, რომ მათ ევროპული მომავალი, განვითარებული და წარმატებული საქართველოს ხილვა …

17 წლის ევროპის ჩემპიონი ადიგენიდან – „ჭიდაობა ჩემი ცხოვრების ნაწილია“

17 წლის ანრი ხოზრევანიძე ადიგენის სოფელ ზანავიდან ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ფინალში აზერბაიჯანელი მოწინააღმდეგე ანგარიშით – 4:1 დაამარცხა. ანრიმ 51 კილოგრამ  წონით კატეგორიაში, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 15 ივნისს იასპარეზა. ანრი ახლა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს ჩემპიონატზე, რომელიც 17 ივლისს გაიმართება. „მსოფლიო ჩემპიონობა ძალიან მინდა და დიდი მოტივაციით ვემზადები. საკუთარ თავს ამ …

ხულოს 6, ხოლო შუახევის 9 სკოლაში პირველკლასელი არ ჰყავთ

აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში [ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი] წელს საჯარო და კერძო სკოლა ჯამში 2 382-მა მეთორმეტეკლასელმა დაამთავრა. ხუთივე მუნიციპალიტეტის სკოლებში, რესურსცენტრების ინფორმაციით, ამ დროისთვის ჯამში 2 091 პირველკლასელია დარეგისტრირებული. აჭარაში ახალი სასწავლო წლისთვის პირველკლასელი არ ჰყავს 15 საჯარო სკოლას. აქედან 6 სკოლა ხულოშია, 9 სკოლა კი – შუახევში.  ხულოსა და შუახევში, ბოლო ხუთი წლის …

108 წლის ქალები აჭარიდან – ნაქიფე და ფატყუმე

აჭარაში ყველაზე მხცოვანი ადამიანები ნაქიფე დავითაძე და ფატყუმე დიასამიძე არიან, ორივე მათგანი 108 წლისაა. ნაქიფე შუახევში, სოფელ ღორექეთში ცხოვრობს, ფატყუმე კი – ქობულეთში. ნაქიფე 1914 წლის 4 ივლისს დაიბადა. მას 5 შვილი, 19 შვილიშვილი, 43 შვილთაშვილი და 4 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. „დედაჩემი 120 წლის იყო, როცა გარდაიცვალა“- გვიყვება ნაქიფე, როცა მას თავისი წარსული ცხოვრების გახსენება …

„გმადლობთ, რომ მოხვედით“ – ევროპარლამენტარ გრეგოროვას მიმართვა თბილისის აქციაზე 

„ჩემთვის ესაა მომავალი (საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აჩვენებს). დღეს მოხვედით, რომ აჩვენოთ რა გსურთ მომავალში. ვფიქრობ, რომ იგივე გსურთ. გმადლობთ, რომ ზრუნავთ, გმადლობთ, რომ მოხვედით. მე სრულად გიჭერთ მხარს და ვიზრუნებ თქვენს ევროპულ მომავალსა და ევროპულ მისწრაფებაზე“, – ასე დაიწყო თავისი მიმართვის ტექსტი თბილისის აქციაზე – „შინ ევროპისკენ“ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ. „ნამდვილად ვფიქრობ, რომ თქვენ …

105 წლის ქალი ხულოდან, რომელიც ტკბილეულს არასდროს ჭამს

ხულოში მცხოვრები ერთ-ერთი ყველაზე მხცოვანი ადამიანი 105 წლის ყუდუს შავაძეა.  ის 1917 წელს დაიბადა და სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობს.  ყუდუს შავაძის ოჯახის წევრი გვიყვება, რომ ქალს ბოლო რამდენიმე წელია მეხსიერება ღალატობს, თუმცა იცის, რომ რომ ხულოში მცხოვრები ერთ-ერთი ყველაზე მხცოვანი ადამიანია და საუბარს სტუმრებთან მისი ასაკის აღნიშვნით იწყებს.  „დღეს აივანზე გასვლით, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვით იწყებს. დღის …

„მეშინია, გზაში ან უნივერსიტეტში არ ჩამეძინოს“ – სტუდენტები, რომლებიც ღამის ცვლაში მუშაობენ

საქართველოში არაერთი სტუდენტი მუშაობს ღამის ცვლაში. დღისით ისინი სწავლობენ, ღამით კი მუშაობენ, რომ სწავლის ან ყოველდღიური ცხოვრების ხარჯები დაფარონ. ამჯერად ორ ბათუმელ სტუდენტზე – მირანდასა და რამაზზე გიამბობთ. მათი სამსახური ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, თუმცა ორივე ღამის ცვლაში მუშაობს და იციან, რას ნიშნავს მუდამ გეძინებოდეს. „რამდენჯერმე უნივერსიტეტში ჩამეძინა. ყოფილა შემთხვევა, როცა მთელი დღე თვალს ვერ ვახელდი“ …

ხულოს იალაღების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ხულოში მემთეურების დიდი ნაწილი უკვე წავიდა იალაღებზე, თუმცა იალაღების ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. ხულოს მერიის ინფორმაციით, იალაღებზე, სადაც მოსახლეობა კომპაქტურად ცხოვრობს, ელექტროენერგიას მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში ჩართავენ, ხოლო იმ იალაღებზე, სადაც მოსახლეობა ჯერ ისევ არ ასულა, შესაძლოა შედარებით მეტი დრო დასჭირდეს დენის ჩართვას. „თხილვანასა და ბაკოს იალაღების მიმართულებით, ჩვენი ინფორმაციით, ჯერ არ არის  …

„საპატარძლო კაბა მეცვა და სწავლის გაგრძელებაზე ვფიქრობდი“ – ერთი ქალის ცხოვრება ხულოში

„მაშინაც, როცა საპატარძლო კაბა მეცვა და ქორწილი მქონდა, სწავლის გაგრძელებაზე ვფიქრობდი“, – ამბობს 35 წლის დარინა ცეცხლაძე. მას დღეს სამი შვილი ჰყავს და ხულოს სოფელ ოქრუაშვილებში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. დარინა სკოლის ასაკში მხოლოდ სწავლის გაგრძელებასა და ექიმობაზე ოცნებობდა. ცდილობდა კარგად ესწავლა, თუმცა ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც გეგმავდა. ერთ დღესაც დარინას ოჯახის წევრებმა უთხრეს, რომ …

21 წლის გოგო ქედიდან, რომელმაც მცენარეებზე ზრუნვა შემოსავლის წყაროდ აქცია

21 წლის ზოია ფარტენაძე ქედიდან, სოფელ აბუქეთადან, სხვადასხვა მცენარის ნერგს ამრავლებს და ინტერნეტით ყიდის. ზოიას მცენარეები ბავშვობიდან უყვარს. გვიყვება, რომ ბებო და დედა  ყოველთვის უვლიდნენ ქოთნის თუ ეზოს ბევრ მცენარეს. ჯერ კიდევ ძალიან პატარა ასაკში ეხმარებოდა დედას მცენარეების გადარგვასა თუ მორწყვაში. ზოია რამდენიმე წლის წინ დაქორწინდა. უნდოდა საკუთარი საქმე ჰქონდა. სცადა ბევრი რამ, საბოლოოდ კი …

14 წლის ანიტა, სმენის არმქონე შვილის დედა და სხვები – რას ითხოვდნენ ბათუმში აქციაზე

დღეს, 14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ბათუმში მსვლელობა გაიმართა. მსვლელობაში მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, მათმა მხარდაჭერებმა და ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებმა მიიღეს. „ერთად შევცვალოთ“ – ასე ერქვა აქციას, რომელიც დღის ოთხ საათზე, ევროპის მოედანზე დაიწყო და ბათუმის ცენტრალურ პარკში დასრულდა. აქცია ორგანიზაციების – „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის” და “კოალიცია დამოუკიდებელი …

„ბებია სულ მეუბნებოდა, ფიზიკაზე ჩააბარე, მომავლის პროფესიააო“ – ბსუ-ს სტუდენტის პროექტი

20 წლის ლანჩხუთელი მარიკა ცინცაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის სპეციალობაზე სწავლობს. იგი მეორეკურსელია. გასული წლის ოქტომბერში მარიკამ კონკურში, Social Impact Award-ში 2 000 დოლარი მოიპოვა, რითაც პროექტის განხორციელება დაიწყო. მის პროექტს „კიურის ლაბორატორია“ ჰქვია. მარიკა 8-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სამეცნიერო ყუთებს შექმნის, რის დახმარებითაც ბავშვებს მცირე ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ. სამეცნიერო ყუთებში …

Gather2gather – პროექტი, რომლის მიზანიც ბსუ-ს ინდოელი სტუდენტების ინტეგრაციაა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების, 20 წლის ნანა გვარიშვილისა და 22 წლის მარიკა ბროლაძის პროექტი – Gather2gather „ბსუს სტუდენტური იდეები 2022“-ის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. პროექტის მიზანია უნივერსიტეტის ქართველი და ინდოელი სტუდენტების უფრო მეტად დაახლოება. ავტორების თქმით, პროექტი ინგლისურენოვანი იქნება და თვე-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდება. ბიუჯეტი დაახლოებით 3500 ლარია. Gather2gather-ი ჯამში 40 მონაწილეს გააერთიანებს, რომელთაგან 20 …

ამბავი დედაჩემზე და სხვა მემთეურ ქალებზე

დედაჩემი გამხდარი, 42 წლის ქალია თავსაფრის ქვეშ შემალული წაბლისფერი თმით. გაცილებით მეტი ქალი, ვიდრე მხოლოდ 4 შვილის დედა. დედაჩემის დაბადების დღეს ვერ ვიტან. 29 მაისს, როცა 15 წლის ხდებოდა, ის ქორწილში იყო. დედაჩემს თეთრი, გრძელი კაბა ეცვა. დედაჩემი საკუთარ ქორწილში გახდა 15 წლის, როცა პატარძლობა დაევალა. არც მაშინ, არც იქამდე და არც მას შემდეგ არასდროს …

რატომ ვერ დასრულდა სოფელ ბეღლეთში სკოლის მშენებლობა დროულად

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა 8 თვის წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები დღესაც გრძელდება. სკოლის მშენებლობაზე ხელშეკრულება აჭარის განათლების სამინისტრომ „ბალავარი ჯგუფთან“ 2019 წლის 20 აგვისტოს გააფორმა 2 424 237 ლარზე. ხელშეკრულების მიხედვით, მშენებლობა 2021 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, დასრულდება თუ არა სკოლის მშენებლობა 2022 წლის სექტემბრამდე, ახალი სასწავლო …

დედის ბრძოლა 5 წლის შვილის გადასაჩენად

35 წლის თეონა ასლანიძეს ბოლო წლებია ერთი მთავარი საფიქრალი აქვს – როგორ გადაარჩინოს შვილის სიცოცხლე. თეონას ოჯახი სოციალურად დაუცველია და მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამაში ჩართულობისა, ოჯახს ხშირად უწევს ფულის სესხება, რომ 5 წლის შვილის, ომარიკოს ჯანმრთელობაზე იზრუნოს. ომარიკოს ოჯახი ქობულეთში, ჯიხანჯურში ცხოვრობს. ბავშვის დედის, თეონა ასლანიძის თქმით, ომარიკოს 2019 წლის ნოემბერში იმუნოდეფიციტი დაუდგინდა, ბავშვს უზიანდება …

Exit mobile version