3 დეკემბერს ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომის ჩატარება ბათუმის მერიას ბიუჯეტიდან დამატებით 1000 ლარი დაუჯდა. ეს თანხა დაცვის პოლიციას უნდა გადაუხადონ. „არსებობდა სხდომის ხელოვნურად ჩაშლის საფრთხე“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის განაცხადში, რითაც მერია შესყიდვების სააგენტოს თხოვს თანხმობას, რომ ქალაქის ბიუჯეტიდან დაცვის პოლიციას 1 000 ლარი გადაუხადოს – „გადაუდებელი აუცილებლობით“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. „მიმდინარე წლის 3 დეკემბერს …
Tag Archives: ბათუმის მერია
დაბზარული კედლები – კორპუსი ბათუმში, სადაც ადამიანებს ცხოვრების ეშინიათ
ბათუმში, ხოფის ბაზრობასთან ახლოს, 12-სართულიანი კორპუსი დგას. ლეონიძის ქუჩა №6ბ – ეს ამ სახლის მისამართია. 12-სართულიან კორპუსს ბოლო სართულზე მცხოვრებმა მეცამეტე სართული დააშენა, კორპუსს პირველსა და მეორე სართულზეც აქვს მიშენებები. სახლის სარდაფში საკანალიზაციო, დიდი მილები ერთმანეთსაა აცდენილი და სარდაფი ფეკალური მასებითაა სავსე. როგორც კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, უკვე 10 წელია ასეა. თუმცა სარდაფი ამ კორპუსის ერთადერთი …
Continue reading “დაბზარული კედლები – კორპუსი ბათუმში, სადაც ადამიანებს ცხოვრების ეშინიათ”
ბათუმის ბიუჯეტი 49 მილიონი ლარით გაიზარდა
2022 წლის ბათუმის ბიუჯეტი დღეს, 26 ნოემბერს, ბათუმის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ ოპოზიციის პროტესტის ფონზე მიიღო. ბოლო წლებში ეს პირველი შემთხვევაა, როცა უკვე ნოემბრის ბოლოს ბათუმის საკრებულომ ბიუჯეტი დაამტკიცა – მაგალითად, გასულ, 2020 წელს საკრებულომ ბიუჯეტი 21 დეკემბერს დაამტკიცა, 2019 წელს – 25 დეკემბერს, 2018 წელს – 27 დეკემბერს და ა.შ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის …
Continue reading “ბათუმის ბიუჯეტი 49 მილიონი ლარით გაიზარდა”
ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის განმარტება გაზრდილ ხელფასებზე
ბათუმის ახალარჩეულ მერს დღეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ მიმართა საკრებულოს ხელფასების გაზრდის ინიციატივით – ბათუმის საკრებულომ დღეს დაამტკიცა ბიუჯეტი, რითაც პირადად არჩილ ჩიქოვანის ხელფასი 1000 ლარით გაიზარდა და 5 500 ლარი იქნება. ხელფასები ეზრდებათ ბათუმის მერიის თანამშრომლებს და ბათუმის საკრებულოს თანამშრომლებსაც. ამ საკითხზე არჩილ ჩიქოვანის განმარტებას, რომელსაც ბათუმის მერია ავრცელებს, გთავაზობთ სტილის დაცვით: „მოგახსენებთ, რომ სახელმწიფოს, …
Continue reading “ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის განმარტება გაზრდილ ხელფასებზე”
მირდატ ქამადაძემ საკრებულოს სხდომაზე მძაფრსუნიანი ხსნარი დაღვარა – სხდომა შეჩერდა
„ხელთ მიჭირავს შპრიცი, რომელშიც არის ნივთიერება სრულიად უწყინარი, უბრალოდ აქვს ძალიან ისეთი სუნი, აქ ვეღარ გაჩერდებით… მე ვრჩები აქ“, – განაცხადა დღეს, 26 ნოემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, მირდატ ქამადაძემ და შპრიციდან ხსნარი დაღვარა დარბაზში. მირდატ ქამადაძე თანამოაზრეებთან ერთად მიიჩნევს, რომ ბათუმის ძველი საკრებულო ქალაქის ახალ ბიუჯეტს არ უნდა ამტკიცებდეს. საკრებულოს სხდომა დროებით …
Continue reading “მირდატ ქამადაძემ საკრებულოს სხდომაზე მძაფრსუნიანი ხსნარი დაღვარა – სხდომა შეჩერდა”
ხელფასებს ბათუმის საკრებულოშიც იზრდიან- თავმჯდომარის ხელფასი 5060 ლარი იქნება
ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს თანამდებობის პირები გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ, ამაზე ჯერ კიდევ მოქმედი საკრებულო იზრუნებს. შესაბამისი განკარგულების პროექტი ხვალ, 26 ნოემბერს, ჩანიშნული სხდომის დღის წესრიგში შეიტანეს. განკარგულების პროექტის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 5060 ლარამდე გაიზრდება, მისი მოადგილის ხელფასი კი 3400 ლარი იქნება. ცვლილების პროექტის მიხედვით, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების ანაზღაურება 2900 ლარია, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის …
Continue reading “ხელფასებს ბათუმის საკრებულოშიც იზრდიან- თავმჯდომარის ხელფასი 5060 ლარი იქნება”
ბათუმის ახალმა მერმა მუშაობა დაიწყო – როგორ აპირებს ჩიქოვანი ენმ-სთან თანამშრომლობას
„მომავალი წლის ბიუჯეტი კანონმდებლობის და რეგლამენტის სრული დაცვით იქნება მიღებული ისეთი სახით, როგორსაც ამას მხარს უჭერს ჩვენი ქალაქის უმრავლესობა და მოსახლეობა,“ – აღნიშნა დღეს, 22 ნოემბერს, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან. ის დღეს შეუდგა უფლებამოსილების შესრულებას, როგორც არჩეული მერი. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს იმაზეც, რომ ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას წინა მოწვევის საკრებულო აპირებს. ბათუმის ახალი …
ბათუმის საკრებულომ სხდომა 25 ნოემბერს ჩანიშნა
25 ნოემბერს ბათუმის საკრებულომ სხდომა ჩანიშნა, თუმცა საკრებულოში ამ დროისთვის არ აზუსტებენ, განხილული იქნება თუ არა სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი. როგორც საკრებულოში ამბობენ, პროექტი ჯერ ისევ კომისიებში განიხილება. დღეს, 19 ნოემბერს, ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია განიხილავს, საბოლოო დასკვნას პროექტის ვიზირებაზე სწორედ ეს კომისია ამზადებს. „ეს იქნება შემაჯამებელი განხილვა, ყველა შენიშვნა აქ მოიყრის …
Continue reading “ბათუმის საკრებულომ სხდომა 25 ნოემბერს ჩანიშნა”
„არ შეიძლება ის, როგორც ექცევიან პრეზიდენტს“, – ბათუმის მერიის მოხელემ სამსახური დატოვა
ბათუმის მერიის შიდა აუდიტის სამსახურში რეკომენდაციების მონიტორინგის განყოფილების უფროსმა, როსტომ ძნელაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც როსტომ ძნელაძე „ბათუმელებს“ განუცხადა, მან სამსახურიდან წამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება ორი დღის წინ მიიღო და თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა. „არ მომწონს ის, რაც ქვეყანაში ხდება მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით. აქ ვგულისხმობ, როგორც მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას, ასევე სამართლიანი და ობიექტური სასამართლოს უფლებასაც“, …
ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ქვაფენილს აყრიან და ასფალტს დააგებენ – დაიხარჯება 8 მილიონი
ბათუმში, ცენტრალურ ქუჩებზე ქვაფენილს აყრიან და ისევ ასფალტს დააგებენ. ბათუმის მერია გეგმავს, რომ მომავალი წლისთვის დააგოს ასფალტის საფარი ფარნავაზ მეფის, ასევე ვახტანგ გორგასლის ქუჩებზე, ბარათაშვილის ქუჩიდან გრიბოედოვამდე მონაკვეთში, ასევე ამ ქუჩების დაერთებებზე გორგილაძის ქუჩამდე. ამ სამუშაოებისთვის მერია ბიუჯეტიდან დაახლოებით 8 მილიონ ლარს დახარჯავს. მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ამის შესახებ ბათუმის ბუჯეტის პროექტში წერია. ბათუმის მერიაში თვლიან, …
ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტს მოქმედი საკრებულო განიხილავს – რატომ?
საქმე ისე მიდის, 2022 წლის ბათუმის ბიუჯეტის პროექტს მოქმედი საკრებულო დაამტკიცებს, ანუ ის საკრებულო, რომელიც ძირითადად ყველაფერს ამტკიცებდა, რასაც მერია ითხოვდა. უარი თითქმის არ გვახსენდება, თუმცა იყო ასეთი შემთხვევებიც – თითებზე ჩამოსათვლელი. მათ შორის, ერთ-ერთია ავარიული სახლებიდან მოქალაქეების გამოსახლების პროგრამა, რომელიც საკრებულომ 2018 წელს უარგუმენტოდ ჩააგდო, შემდეგ კი არ მოუკითხია, რა ბედი ეწია ამ პროგრამას …
Continue reading “ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტს მოქმედი საკრებულო განიხილავს – რატომ?”
ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა ამხანაგობის თავმჯდომარეებთან
დღეს, 17 ნოემბერს, ბათუმში სამ მისამართზე განიხილეს ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი. მერიას ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას კანონი ავალდებულებს. „ბათუმელები“ ერთ-ერთ ასეთ შეხვედრას ინასარიძის №29-ში დაესწრო, საზღვაო სასწავლებლის, „ანრის“ საკონფერენციო დარბაზში. საბავშვო ბაღების აშენება და საცხოვრებელი კორპუსების უსაფრთხოების შემოწმება – ეს ის ორი თემაა, რაზეც ბიუჯეტის განხილვის დროს ინასარიძისა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა ყველაზე …
Continue reading “ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა ამხანაგობის თავმჯდომარეებთან”
ავარიულობა 3 წლის წინ დადგინდა, მერია ისევ ექსპერტიზას ითხოვს – კორპუსი რურუას ქუჩაზე
ბათუმში, რურუას ქუჩის პირველში საცხოვრებელი კორპუსი ადამიანებმა, 72-მა ოჯახმა, თითქმის სრულად დაცალეს, რომლებიც წლებია მერიისგან ყურადღებას და დახმარებას ითხოვდნენ. ეს კორპუსი რომ ავარიულია, 2018 წელს დაადგინა ბათუმის მერიამ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, თუმცა მას შემდეგ ამ მისამართზე არაფერი შეცვლილა. დღეს, 16 ნოემბერს, ბათუმის მერიამ ისევ ექსპერტიზის ბიუროს მიმართა. ადამიანებმა რურუას პირველში მდებარე კორპუსში, საკუთარ ბინებში დაბრუნებაზე …
რას სთავაზობს ბათუმის მერია იმ ოჯახებს, რომელთა კორპუსის ფასადზეც ბათქაში ჩამოიშალა
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა სურმანიძის თქმით, ისინი ამაღამვე გაიყვანენ რურუას ქუჩის #1-ში არსებული კორპუსის მცხოვრებლებს სასტუმროებში. გრძელვადიანად კი, კორპუსს ჩაუტარებენ ექსპერტიზას. „კორპუსის მდგომარეობის შეფასება და დაიგეგმება შემდეგი რა ღონისძიებები გატარდება კორპუსთან მიმართებაში. ექსპერტიზის მიხედვით გადაწყდება კორპუსზე გამაგრებით სამუშაოები ჩატარდება, თუ მდგომარეობა უფრო მძიმეა და ჩატარდება დემონტაჟი. 10 დღის წინ მერიის ინფრასტრუქტურის თანამშრომლებმა ვიზუალურად დაათვალიერეს …
ბათუმში, ერთი კორპუსის ფასადზე ბათქაში ჩამოიშალა – ოჯახები სასტუმროებში გადაჰყავთ – Video
ბათუმში, რურუას ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ფასადზე ბათქაში ჩამოიშალა – ოჯახები სასტუმროებში გადაჰყავთ, ამის შესახებ „ბათუმელებს“ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ განუცხადა. უკვე თითქმის ერთი საათია, ბათუმში, რურუას ქუჩის # 1-ში მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ამბობენ, რომ საცხოვრებელი კორპუსი სიცოცხლისთვის საშიშია. კორპუსში მცხოვრებლებს ამ წუთებში [11:00] ბათუმის მერიის წარმომადგენლები ხვდებიან და ადგენენ იმ ოჯახების …
კუთხემოხეული ბიულეტენის ამბავი – რა ჩანს ცესკოს ვიდეოში
ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა საჩივარი, რომლითაც საია ყუაგადახეული ბიულეტენის გაბათილებას ასაჩივრებდა, ამ ბიულეტენში არჩევანი ბათუმის მერობის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის სასარგებლოდ იყო გაკეთებული. ბიულეტენი 50-ე საუბნო-საარჩევნო კომისიამ მხოლოდ იმის გამო გააბათილა, რომ მას კიდე ჰქონდა მოხეული. 79-ე ოლქში საჩივრის განხილვისას საუბნო კომისიის თავმჯდომარეს ტელეფონით დაუკავშირდნენ. ამ ბიულეტენის პრობლემურობაზე საუბრისას მან განმარტა, რომ ბიულეტენი ყუთში კონვერტის …
Continue reading “კუთხემოხეული ბიულეტენის ამბავი – რა ჩანს ცესკოს ვიდეოში”
პოლიციამ ბათუმში 79-ე ოლქთან მისასვლელი ქუჩები გადაკეტა
პოლიციამ ბათუმში 79-ე საარჩევნო ოლქთან მისასვლელი ქუჩები გადაკეტა. ამ დროისთვის პოლიციას გადაკეტილი აქვს დემეტრე თავდადებულისა და მემედ აბაშიძის ქუჩების გზაჯვარედინი და ასევე დემეტრე თავდადებულისა და გორგილაძის ქუჩების გადაკვეთა. დღეს, 30 ოქტომბერს, ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება 20 ოლქში – ბათუმი ირჩევს ქალაქის მერს. მერობისთვის იბრძვის ორი კანდიდატი – არჩილ ჩიქოვანი [ქართული ოცნება] და …
Continue reading “პოლიციამ ბათუმში 79-ე ოლქთან მისასვლელი ქუჩები გადაკეტა”
12 პერსონალური ასისტენტი 12 შშმ პირისთვის – რას მოიცავს საპილოტე პროგრამა
მომავალი წლიდან ბათუმში სრულად ამოქმედდება პილოტური პროგრამა – პერსონალური ასისტენტების სერვისი შშმ პირებისთვის. პროგრამა პილოტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი 12 თვეზეა გათვლილი. ამ ხნის განმავლობაში სერვისით დაახლოებით 12 ბენეფიციარი ისარგებლებს. საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ: პერსონალური ასისტენტის სერვისი − სერვისი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უწევს სათანადო დახმარებას დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის …
Continue reading “12 პერსონალური ასისტენტი 12 შშმ პირისთვის – რას მოიცავს საპილოტე პროგრამა”
9 კორპუსის უკანონო მშენებლობა ბათუმში – რა წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში
„ეს არის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. მოსამართლეს ჰქონდა სრული საფუძველი შუამდგომლობა არ დაეკმაყოფილებინა და შეეჩერებინა მშენებლობა,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი, მირზა მამულაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოზე, რომელმაც გოგოლის ქუჩაზე 9 კორპუსის უკანონო მშენებლობის შეჩერებაზე უარი თქვა. ბათუმში, გოგოლის 11-ში, უკანონო მშენებლობას, სადაც 7 კორპუსს კიდევ 2 დაემატა, ხელისუფლება არ აჩერებს. ოფიციალურად ბათუმის მერია და ხელისუფლების სხვა პირები აცხადებენ, …
Continue reading “9 კორპუსის უკანონო მშენებლობა ბათუმში – რა წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში”
არც ერთმა მერიამ არ მოგვაწოდა ბიუჯეტის პროექტი – შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
„2022 წლის ბიუჯეტის პროექტი არც ერთმა მუნიციპალიტეტმა არ მოგვაწოდა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ შშმ პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის, „შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ კონსულტანტი დეა ერემაშვილი. ბიუჯეტის პროექტის შესწავლა ორგანიზაციას საშუალებას მისცემს, ბიუჯეტის შემუშავებისას უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული შშმ პირთა ინტერესები. „წესით, ჩვენ მარტიდან უკვე უნდა ვყოფილიყავით ჩართული ახალი ბიუჯეტის პროექტის სამუშაო პროცესში. როგორც საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, …
არჩილ ჩიქოვანის განმარტება მეგის ქარდავასთან ერთად მუშაობაზე
„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი, არჩილ ჩიქოვანი, მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს გამოეხმაურა. ბრიფინგზე, რომელსაც აჭარის ხელისუფლება თითქმის მთელი შემადგენლობით ესწრებოდა, მან ჟურნალისტებს საქართველოს პროკურატურიდან გამოთხოვილი ინფორმაცია წარუდგინა იმის დასადასტურებლად, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის. „დღეს გავასაჯაროებთ ინფორმაციას, რითაც საბოლოოდ ჩავხურავთ ფეიკნიუსებს. როგორც კი ყველა ჩანაწერი გაჟღერდა მძიმე ბრალდებებით ჩემი მისამართით, თითქოს …
Continue reading “არჩილ ჩიქოვანის განმარტება მეგის ქარდავასთან ერთად მუშაობაზე”
ჩამონგრეული კორპუსის მეზობლად მდებარე შენობას გამაგრება სჭირდება – ბათუმის მერია
ბათუმში, მემედ აბაშიძის #56 ში მდებარე შენობას გამაგრება სჭირდება და საჭიროა გადაუდებელი სამუშაოები – ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა სურმანიძემ განაცხადა დღეს, 19 ოქტომბერს. ლელა სურმანიძის თქმით, სამუშაოების დასრულებამდე მოსახლეობის ალტერნატიულ სივრცეში ცხოვრების ხარჯებს მერია დაფარავს. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელ კორპუსში მცხოვრები ოჯახები სასტუმროებში 16 ოქტომბერს გადაიყვანეს. ევაკუაცია გვიან საღამოს, …
Continue reading “ჩამონგრეული კორპუსის მეზობლად მდებარე შენობას გამაგრება სჭირდება – ბათუმის მერია”
ძაღლების თავშესაფრისა და იპოდრომისთვის ბათუმი დახარჯავს არა 9, არამედ 15 მილიონს
ჩაქვში ძაღლების თავშესაფრის, იპოდრომისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბათუმის ბიუჯეტიდან 9,7 მილიონი ლარის ნაცვლად 16 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი, 15 985 599 ლარით, ხელახლა გამოაცხადა. წინა ტენდერი, სადაც სატენდერო თანხა თითქმის 6 მილიონი ლარით ნაკლები – 9 723 999 ლარი იყო, იმ მიზეზით არ შედგა, რომ მასში …
Continue reading “ძაღლების თავშესაფრისა და იპოდრომისთვის ბათუმი დახარჯავს არა 9, არამედ 15 მილიონს”
კიდევ 2 დაზიანებული მზიდი კედელი ბათუმში ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობლად
26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის გვერდით, ტრაგედიის დატრიალების და 9 ადამიანის დაღუპვის შემდეგ, ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკვე ორი მრავალბინიანი კორპუსის პირველ სართულებზე აღმოაჩინა, რომ კომერციული სივრცის მოწყობის პროცესში დაზიანებულია მზიდი კედლები. ეს შეიძლება იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს. ერთი კორპუსის შესახებ მერია გუშინ საღამოდან საუბრობს, მას აქეთ, როცა ექსპერტიზის წინასწარი დასკვნით, 40 ოჯახის …
Continue reading “კიდევ 2 დაზიანებული მზიდი კედელი ბათუმში ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობლად “
რა შუაშია სოფლის მეურნეობის მინისტრი ბულვართან? – ბათუმის მერიისა და მინისტრის მიმოწერა
2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა სურმანიძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს, გია სურმანიძეს ოფიციალური წერილით მიმართა. წერილის შინაარსი ბათუმის ბულვარში პირდაპირი წესით გასხვისებულ 14 მცირე ზომის ნაკვეთის საიჯარო ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას შეეხებოდა. მერის მოვალეობის შემსრულებელი მინისტრს სწერდა, შპს Georgian Industrial Asset Management Group-ი საიჯარო ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას ითხოვს და გავუგრძელო თუ არა, …
ბათუმში დაანგრევენ 7-სართულიან კორპუსს, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე 7-სართულიანი კორპუსი, რომლის სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა და 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მთლიანად ექვემდებარება დემონტაჟს. ამის შესახებ ბათუმის მერიაში აცხადებენ. სახლის დემონტაჟისთვის გამოყოფილია 500 ათასამდე ლარი. სპეციალისტების შეფასებით, კორპუსი უნდა დაიშალოს თანდათან, ამიტომაც გამოყოფილი თანხა 2 წელზე გადანაწილდება. არსებული ინფორმაციით, ბინების გადაცემა მოხდება მესაკუთრეებთან მოლაპარაკებით. შესაძლოა აქ აშენდეს ახალი კორპუსიც. …
Continue reading “ბათუმში დაანგრევენ 7-სართულიან კორპუსს, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა”
ბათუმში 9 კორპუსის უკანონოდ აშენებაზე ღარიბაშვილი კითხვებს არ პასუხობს | VIDEO
დღეს, 11 ოქტომბერს, ბათუმში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა საკათედრო ტაძარში, სადაც 26 მაისის ქუჩაზე ბინის ნგრევის შედეგად დაღუპულები იყვნენ დასვენებულები. პანაშვიდიდან გამოსულმა პრემიერმა განაცხადა, რომ სამშენებლო ნებართვების პროცედურები გამკაცრდება. „ჩვენ ვგეგმავთ, რომ იმდენად გავამკაცროთ რეგულაციები… საერთოდ, ნებართვის გაცემის პროცედურები გაკონტროლდეს მკაცრად და ასეთი შეცდომა მეორედ არ უნდა იქნეს დაშვებული,“ – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. …
Continue reading “ბათუმში 9 კორპუსის უკანონოდ აშენებაზე ღარიბაშვილი კითხვებს არ პასუხობს | VIDEO”
უკანონოდ აშენებულ 7 კორპუსს ბათუმში კიდევ 2 დაემატა – რას აკეთებს მერია
„ჩვენ არაფერი ვიცით,“ – შუა ქალაქში უკანონო კორპუსების მშენებლობაზე საუბარი აშინებთ ადამიანებს, რომლებიც გოგოლის ქუჩის მიმდებარედ, უკანონოდ აშენებული და მიმდინარე უკვე 9 კორპუსის სამეზობლოში ცხოვრობენ. მაშინ, როცა უკანონო მშენებლობა არათუ შეჩერდა, არამედ კიდევ 2 ახალი კორპუსი ემატება და ხელისუფლება იმასაც კი მალავს, თუ რა შენდება, მოქალაქეები თვლიან, რომ დუმილი სჯობს. დღემდე ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია …
Continue reading “უკანონოდ აშენებულ 7 კორპუსს ბათუმში კიდევ 2 დაემატა – რას აკეთებს მერია”
სახლები ბათუმში, რომლებიც მდინარეს მიაქვს
„სპეციალისტებიც არ მოსულან ჯერ, რომ შეესწავლათ რა დღეშიც ვართ,“ – ამბობს მურმან აბუსელიძე, რომლის სახლსაც მდინარე ბარცხანამ საძირკველი თითქმის გამოაცალა. ამ მდინარის ჩაყოლებაზე, გოროდოკის უბანში, სხვა სახლებშიც აღარ აპირებენ ღამის გათევას. აქ 6 ოჯახს ელოდება საფრთხე. მდინარე ბარცხანის ქვედა ნაწილში, ბარცხანის დასახლებაში მცხოვრები 5 ოჯახი კი, დაახლოებით ერთი წლის წინ გაიყვანეს ქირით. „გვიანი ღამე იყო, …
Continue reading “სახლები ბათუმში, რომლებიც მდინარეს მიაქვს”
20 მისამართზე მეწყერია, კომისია განიხილავს ყველა შემთხვევას – ბათუმის მერია
ბათუმის მერიის ცნობით, ბათუმში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შემდეგ 112-ზე დაფიქსირდა 420 შეტყობინება, ხოლო მერიის ცხელ ხაზზე – 250 შეტყობინება. 20 მისამართზე დაფიქსირდა მეწყრული პროცესები, ჩამოიშალა ფერდსამაგრი და საყრდენი კედლები. მერია იუწყება, რომ პროცესში ჩართულები არიან გეოლოგები და მიმდინარეობს შესაბამისი შესწავლა. „შესული შეტყობინებებიდან 50-ზე განხორციელდა შესაბამისი რეაგირება, 25 მისამართზე უკვე დასრულდა სამუშაოები, ხოლო 20 მისამართზე …
Continue reading “20 მისამართზე მეწყერია, კომისია განიხილავს ყველა შემთხვევას – ბათუმის მერია”
ბათუმის მერია არ ამხელს, ვინ აშენებს 7 კორპუსს უკანონოდ და რა იქნება გოგოლის #11-ში
ბათუმში, გოგოლის #11-ში, უკანონო მშენებლობა გრძელდება. აქ 7 კორპუსი აშენდა და მშენებლობა გრძელდება. ამას ადასტურებს ვიდეოკადრები, რაც დღეს, 20 სექტემბერს, ბათუმის მერობის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გაავრცელა. მასთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან ანთაძე და გაერთიანებული ოპოზიციის რამდენიმე მხარდამჭერი. ადგილზე გამოიძახეს მუნიციპალური ინსპექცია და პოლიციის ეკიპაჟი. აქ კომპანიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის აქტივისტებს შორის …
„ოცნების“ შემწირველის კომპანიას ბათუმის მერიამ 4 მილიონი დაუბრუნა
შპს „ალიანსი ფრივილიჯს“, რომელიც ბათუმის ცენტრში, რუსთაველის #42-ში ცათამბჯენს აშენებს, მერიამ ვალდებულების შესრულების პირობის დასაზღვევად გათვალისწინებული საბანკო გარანტია, 4 მილიონი ლარი დაუბრუნა. სანაცვლოდ კომპანია მერიას ამავე პროექტში იგივე ღირებულების ქონების გარანტიის სახით დატვირთვას დაჰპირდა. ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების კომპანიის სასარგებლოდ ბათუმის საკრებულომ გუშინ, 16 სექტემბერს მიიღო. საქმე იმაშია, რომ შპს „ალიანსი ფრივილიჯს“ პროექტის მასშტაბის …
Continue reading “„ოცნების“ შემწირველის კომპანიას ბათუმის მერიამ 4 მილიონი დაუბრუნა”
„მეზობელმა ქუჩაზე ასფალტი ამოტეხა და ღობეს ავლებს“ – გოროდოკში მცხოვრებლები
„მეზობელმა ახლადაგებული ასფალტი ჩამოჭრა, ღობეს აწყობს შუა გზაზე და უგზოდ დაგვტოვა,“ – ამბობენ ადამიანები, რომლებიც ბათუმში, სვიშევსკის პირველ შესახვევში ცხოვრობენ. აქ ასფალტი ბათუმის მერიამ დაახლოებით ერთი თვის წინ დააგო. გოროდოკის დასახლებაში, სვიშევსკის პირველ შესახვევში 17 ოჯახი თვითნებურად დაკავებულ ტერიტორიაზე დაახლოებით 20 წელია ცხოვრობს. ახალი მეზობელი მერაბ ანთაძე კი, აქ დაახლოებით 8 წლის წინ გამოჩნდა. მას …
Continue reading “„მეზობელმა ქუჩაზე ასფალტი ამოტეხა და ღობეს ავლებს“ – გოროდოკში მცხოვრებლები”
როგორ გამდიდრდა ბათუმის წყლის დირექტორი 4 წელში – 700 კვ.მ. სახლი და სხვა ქონება
შპს „ბათუმის წყლის“ დირექტორი, ლევან დავითაძე, საბიუჯეტო ორგანიზაციაში დაწინაურებიდან დღემდე სწრაფი ტემპით მდიდრდება. 2016 წელს, ბათუმის მერიის ა(ა)იპის ხელმძღვანელად დანიშვნის დროს, მას საკუთარი ბინა არ ჰქონდა. 2020 წლისთვის კი, რამდენიმე თანამდებობის ცვლილების პარალელურად, ორი ბინის და მიწის ნაკვეთის შეძენა მოახერხა, ასევე აიშენა 700 კვადრატული მეტრი სახლი ევრორემონტით ქალაქის გარეუბანში. ლევან დავითაძე ბათუმის წყლის დირექტორად 2021 …
Continue reading “როგორ გამდიდრდა ბათუმის წყლის დირექტორი 4 წელში – 700 კვ.მ. სახლი და სხვა ქონება”
ბარცხანის ხიდი 10 დღეში გაიხსნება, გოგოლის ქუჩაზე მოძრაობა განახლდა
ბათუმში ბარცხანის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დროზე ადრე დასრულდება. ბათუმის მერიის ცნობით, ამჟამად ხიდზე მოაჯირების მონტაჟი მიმდინარეობს და ხიდზე მოძრაობა დაახლოებით 10 დღის ვადაში აღდგება. მოძრაობა უკვე განახლდა გოგოლის ქუჩაზე. ბარცხანის ხიდის რეაბილიტაცია, ხელშეკრულების მიხედვით, 2021 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ ვადაზე ორი თვით ადრე დაასრულა სამუშაოები. გოგოლის ქუჩისა და ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციისთვის ბათუმის მერიის …
Continue reading “ბარცხანის ხიდი 10 დღეში გაიხსნება, გოგოლის ქუჩაზე მოძრაობა განახლდა”
რატომ არ მუშაობს ნაგვის მიწისქვეშა კონტეინერები? – ენმ-ს კითხვა მერიას
„ქალაქში მიწისქვეშა ნაგვის კონტეინერები არ მუშაობს, ანტისანიტარიაა, ნახეთ, ყველგან ქვებია ზემოდან დაწყობილი,“ – ამბობს რეზო ხარაზი, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს პარტიული საარჩევნო სიის მეორე ნომერი. მან დღეს ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე ნაგვის ერთ-ერთ კონტეინერთან ბრიფინგი მოაწყო. რეზო ხარაზის თქმით, მიწისქვეშა კონტეინერებისთვის ბოლო წლებში ასი ათასზე მეტი ლარი დაიხარჯა, მაგრამ მათი გამოყენება ვერ ხერხდება. „მაგალითად, 2015 წელს …
Continue reading “რატომ არ მუშაობს ნაგვის მიწისქვეშა კონტეინერები? – ენმ-ს კითხვა მერიას”