ბარცხანის ხიდისა და გოგოლის ქუჩის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

ბათუმის მერიის ცნობით, ბარცხანის ხიდის რეკონსტრუქციისა და გოგოლის ქუჩისა და ხიდის რეაბილიტაციის ფარგლებში, სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია ბარცხანის ხიდისა და გოგოლის ქუჩის მიმართულებით. შეზღუდვის ფარგლებში, თამარის გზატკეცილით მოძრავი ავტომობილების მძღოლები სვლას განაგრძობენ ცენტრალურ მაგისტრალზე, ქალაქის მიმართულებით. მერიის ინფორმაციით, ქალაქში შემომავალი სატვირთო ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელია გოგებაშვილის ქუჩაზე არსებულ შუქნიშნამდე, შემდეგ კი, მარცხნივ, რკინიგზის გადაკვეთით, მაიაკოვსკის ქუჩისა და …

მერია ტროტუარებს გადასცემს რესტორნებს პირდაპირი წესით და შემცირებული ფასით

ბათუმის მერიამ გადაწყვიტა, პანდემიის პირობების გათვალისწინებით, ქალაქში არსებულ კომერციულ ობიექტებს საქმე გაუადვილოს და საზოგადოებრივი სივრცეების ათვისების შესაძლებლობა აუქციონისა და ზედმეტი სირთულეების გარეშე, პირდაპირი წესით მისცეს. ეს სიახლე ძირითადად იმ მაღაზიებს, რესტორნებს, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეხება, რომლებიც გარე ვაჭრობით ან სხვადასხვა ტიპის მომსახურების გაწევის მიზნით ტროტუარებს იყენებენ. გარდა იმისა, რომ ტროტუარების ათვისებას დაინტერესებული პირები …

ჩვენს ეზოში აშენებენ კორპუსს, რომლის ქვეშ მდინარემ ამოხეთქა – მოქალაქეები

„ვიძახდით, აქ მშენებლობა არ გამოვა, არა-მეთქი, მაგრამ მოგისმინა ვინმემ?“ – უკმაყოფილობას და გაოცებას ვერ მალავს თამარის დასახლებაში მცხოვრები რუსუდან კომახიძე. ის 1937 წელს აშენებულ 5-სართულიან კორპუსში ცხოვრობს, რომლის გვერდითაც, სკოლასთან მისვლამდე, გაჩერებული მშენებლობაა. „ეს მშენებლობა ერთ წელზე მეტია გაჩერებულია, რადგან საძირკველში მდინარე ამოვიდა, ვეღარ გააჩერეს… მდინარე აქ ადრეც იყო. მშენებელი საერთოდ აღარ ჩნდება, მოსახლეობას კი, …

გოგოლის ქუჩისა და ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციისთვის 2,5 მილიონი დაიხარჯება

გოგოლის ქუჩისა და ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციისთვის ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველომ ხელშეკრულება შპს „ბომონდი-2009“-სთან 2 582 697 ლარზე გააფორმა. ამ ხელშეკრულების ფარგლებში უნდა შესრულდეს გოგოლის ქუჩის მონაკვეთის [წმ. დიაკონი სევერიანე აჭარელი აღმსარებლის (ყოფილი მაიაკოვსკის) ქუჩიდან ი. ნონეშვილის ქუჩამდე] კეთილმოწყობის სამუშაოები, გოგოლის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში არსებული ხიდისა და ე.წ. „ბარცხანის ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოების შესრულების ვადაა …

როდის გადაიკეტება ბაგრატიონის ქუჩის ერთი მონაკვეთი ცალმხრივად

ბათუმში ბაგრატიონის ქუჩა, ვაჟა-ფშაველასა და მელიქიშვილის ქუჩებს შორის, ამავე მიმართულებით, ცალმხრივად ორშაბათს, 19 აპრილს გადაიკეტება. ბაგრატიონის ქუჩის სრული რეაბილიტაციისთვის ხელშეკრულება კომპანია „ზიმო-7“-თან 8 646 623 ლარზეა გაფორმებული. ბათუმის მერიამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაგრატიონის ქუჩის აღნიშნული მონაკვეთი 15 აპრილს გადაიკეტებოდა. „ვინაიდან ახლოს იყო შაბათ-კვირა, გადავწყვიტეთ ქუჩის ეს მონაკვეთი 19 აპრილს გადავკეტოთ“ – უთხრეს …

მერიის ხელახალი კონკურსი ბათუმის გენგეგმის შედგენაზე 2,1 მილიონი ლარით

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის“ შემუშავებაზე მერიამ კონკურსი ხელახლა გამოაცხადა. ბათუმის გენგეგმის მომზადებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 2 118 640 ლარია გამოყოფილი. კონკურსში წინადადებების მიღება 2021 წლის 12 მაისს დაიწყება და 17 მაისს დასრულდება. საკონკურსო დოკუმენტაცია სრულად შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე თავდაპირველად გამოცხადებული ტენდერი მერიამ 2021 წლის 26 თებერვალს შეწყვიტა. ბათუმის გენგეგმასთან დაკავშირებული …

ქალი, რომელსაც სახლი დაეწვა: მესამე თვეა არავინ დამეხმარა

„სახლი როცა დაიწვა, მაშინ თქვეს, 25 ათასი ლარით დაგეხმარებითო. 25 თეთრიც კი არ მიუცია ვინმეს ჩემი შვილებისთვის. მესამე თვეა ღია ცისქვეშ ვართ, პასუხი არსაიდან არ ჩანს,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები თამილა ჯოყილაძე. მისი სახლი 7 თებერვალს დაიწვა. თამილა ქმართან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ნათესავთან ცხოვრობს. მას ქირის ფულსაც არ უხდიან. თამილა ჯოყილაძეს დახმარებაზე უარი …

ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა 2 თვით ცალმხრივად შეიზღუდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბაგრატიონის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების გამო საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად, ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან მელიქიშვილის მიმართულებით, 15 აპრილიდან 2 თვის განმავლობაში შეიზღუდება. „შესაბამისად, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები დროებით შეიცვლება. გადაადგილება შესაძლებელი იქნება გურამიშვილისა და ჩოლოყაშვილის ქუჩებით. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ბაგრატიონის ქუჩა ეტაპობრივად გადაიკეტება და სამუშაოები 15 თვის ვადაში დასრულდება,“- აცხადებს მერია. მერიის …

ტროტუარი, რომელიც ხესთან მიგიყვანს [ფოტოამბავი]

ბათუმში, თამარის დასახლებაში, ქალაქის ბიუჯეტიდან რამდენიმე ქუჩას აწესრიგებენ. კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ძმები ნობელებისა და გრიშაშვილის ქუჩებზე. ერთ-ერთ მონაკვეთში ტროტუარის მოწყობა უკვე დასრულებულია – ეს ტროტუარი ჭადრის ხესთან მიდის. ამ გზით ქვეითები სარგებლობენ, რომლებიც ნობელებისა და გრიშაშვილის ქუჩებიდან ლესელიძის ქუჩაზე, რკინიგზის ხაზის გადაკვეთით გადადიან. ტროტუარი რკინიგზაზე გადასასვლელთან მისასვლელი გზის მხოლოდ ერთ მხარესაა მოწყობილი. რატომ გააკეთეს  ტროტუარი …

სახლი ძველ ბათუმში, რომლის 1 კვ/მეტრს 4 968 ლარად ყიდის მერია  

ბათუმის იახტკლუბთან ახლოს, ჭილაძის #4-ში, მერია უპირობო აუქციონის წესით გაასხვისებს 245.25  კვ.მ  ფართობს ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე. შენობის საწყისი ფასი 1 მილიონ 217 176 ლარია. შესაბამისად, მერია ძველ ბათუმში სახლის 1 კვ/მეტრს 4 968 ლარად ყიდის. ბათუმის მერია მახინჯაურში, სარეკრეაციო ზოლში, 557 კვ.მ. მიწის ნაკვეთს უპირობო აუქციონის წესით გაყიდის, 1 კვ.მეტრის ფასი 557 ლარია. საერთო …

„იაფი სახლის“ აპლიკანტ ოჯახებს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია შეისწავლის

„ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ბენეფიაციარებისთვის საცხოვრებელი ბინების გადაცემის მიზნით, აპლიკანტი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ა[ა]იპ „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“ შეისწავლის. ბათუმის მერიამ ასოციაციასთან ხელშეკრულება 26 500 ლარზე გააფორმა. ანუ ერთი ოჯახის მდგომარეობის შესწავლაში მერია 53 ლარს გადაიხდის. ტენდერი 48 000 ლარით იყო გამოცხადებული. სხვა პრეტენდენტები მერიას მომსახურებას გაცილებით ძვირად სთავაზობდნენ: ააოპ „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ – …

ბათუმში ოთხსართულიანი სახლის სართული ჩამოინგრა, არავინ დაშავებულა

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის #29ა-ში ოთხსართულიანი კორპუსის მეოთხე სართული ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, როგორც ადგილზე გვითხრეს, სახლი საცხოვრებლად უვარგისია და ამას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც ადასტურებს. კორპუსში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს. აქ მცხოვრებლების ინფორმაციით, მერია მათ ბინების დაქირავებას დაჰპირდა. რას უპირებს მერია ავარიულ სახლს, ნამდვილად დაუქირავებს თუ არა ბინებს ოჯახებს და რამდენი ხნით? – ამ …

დედა, როდის წამიყვან ბაღში? – 4 წლის ენრიკე რიგში 58-ეა, რატომ არ შენდება ახალი ბაღები

„ხომ გავხდი ოთხი წლის, ბაღში რატომ არ მიგყავარ?“ – ამ კითხვას ხშირად უსვამს დედას 4 წლის ენრიკე, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ხედავს, როგორ მიჰყავთ ან მოჰყავთ ბაღიდან მშობლებს მეზობელი ბავშვები. ენრიკე ისევ თავის რიგს ელის. ის ოჯახთან ერთად ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. ენრიკეს მსგავსად თავის რიგს საბავშვო ბაღში ბათუმში 1659 ბავშვი ელოდება. ენრიკეს დედამ, ნათია …

როდის დაიწყება ფრიდონ ხალვაშის გამზირის სრული რეაბილიტაცია

ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გეგმავს. დეპარტამენტში სამუშაოების დაწყების თარიღს ვერ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ რეაბილიტაცია დამთავრდება ბათუმის შემოვლითი გზის დასრულების პერიოდში. ეს „პერიოდი“ კი, თუ თარიღები კვლავ არ შეიცვალა, 2022 წელია. დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე იგეგმება მხოლოდ გზის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. ეს მონაკვეთი ანგისიდან, ხელვაჩაურის მიმართულებით, დაახლოებით მახვილაურის ქუჩის კვეთამდე …

ბათუმისთვის ბულვარის დაბრუნებაზე კონსულტაციები დაწყებულია

ბათუმის მერიასა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის დაწყებულია კონსულტაციები ბულვარის მერიისთვის გადაცემაზე. მერია ბოლო 7 წელია უარს ამბობდა ბულვარის დაბრუნებაზე. ამჯერად კი, როცა ბულვარში უკანონო მშენებლობას თუ პლაჟის გასხვისებას მოქალაქეები აქტიურად აპროტესტებენ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამინისტროს დაავალა, რომ ბულვარი მუნიციპალიტეტს დაუბრუნონ. თორნიკე რიჟვაძემ იგივე თხოვა მუნიციპალიტეტსაც. „კონკრეტულად როდის და რა მექანიზმებით განხორციელდება ბულვარის …

ვინ გადაიხდის დაზიანებული ავტომანქანების ხარჯს – წყლის ამოხეთქვა ჭავჭავაძის ქუჩაზე

„ვერ გვეუბნებიან პასუხს, ვერც იმას, რა უნდა ვქნათ, ვის მივმართოთ,“ – ამბობს ბათუმელი ლადო ხაბეიშვილი. ის ერთ-ერთია იმ მოქალაქეებს შორის, რომელიც 19 თებერვალს ჭავჭავაძის ქუჩაზე წყლის მოულოდნელი ამოხეთქვის დროს დაზარალდა. 19 თებერვლის შემდეგ ლადოს ავტომანქანა შემთხვევის ადგილიდან ვერ გაჰყავს და ვერც კომპენსაციას იღებს. წყლის ამოხეთქვის დროს ქუჩაში სულ 8 მსუბუქი ავტომანქანა დაზიანდა. ლადო ხაბეიშვილის თქმით, …

ბათუმში მაისიდან გარევაჭრობის ახალი წესი ამოქმედდება

ბათუმის საკრებულომ 30 მარტს ქალაქის ტერიტორიაზე გარევაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობე­ბის რეგულირების ახალი წესი დაამტკიცა, რომელიც 2021 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება. ახალი წესით, მერიას კვლავ რჩება უფლება გარევაჭრობის ადგილებად განსაზღვროს ერთი ან რამდენიმე ქუჩა ისე, რომ აღნიშნულ ქუჩებზე მთლიანად ან ნაწილობრივ აიკრძალოს ან/და შეიზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. დამტკიცდა ასევე ტროტუარის ან სხვა საზოგადოებრივი სივრცის ტერიტორიაზე სავაჭრო-სარეალიზაციო …

ბათუმში პლაჟის გასხვისებას აპროტესტებენ – ხმაური საკრებულოს სხდომაზე

დღეს, 30 მარტს, ბათუმის საკრებულოში დილიდან ხმაურია. საკრებულო სხვა საკითხებთან ერთად განიხილავს სასტუმრო „ლე მერიდიანის“ მფლობელი კომპანიისთვის ბულვარის გასწვრივ, „ლე მერიდიანის“ შენობის პირდაპირ, 3380 კვ.მ. ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის საკითხს. დილიდან მერიის შენობასთან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პლაჟების გასხვისებას. მათ საკრებულოს სხდომაზე დასწრება სურდათ, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს – საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს მიუხედავად …

თავდაცვის სამინისტრო ბათუმში მიწას ითხოვს

თავდაცვის სამინისტროს ბათუმში, ფიროსმანის #25-ში 1180 კვ.მ. მიწის ნაკვეთს გადასცემენ. შესაბამისი მოთხოვნით ბათუმის მერიას ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმართა. სააგენტო ბათუმის მერიისგან ნაკვეთს შემდგომში მისი თავდაცვის სამინიტროსთვის გადაცემის მიზნით ითხოვს. ბათუმის მერიამ უკვე მოამზადა განკარგულების პროექტი, რითაც ნაკვეთს გადასცემს ქონების ეროვნულ სააგენტოს. საკითხი საკრებულოს შემდეგი სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი დასამტკიცებლად. ბათუმის მერიის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრო გადაცემულ …

„იაფ სახლში“ 1 კვ/მეტრის ფასი 320 აშშ დოლარი იქნება – ბათუმის მერიამ ბინების ფასები დაადგინა

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ეგრეთ წოდებულ იაფ სახლში 1კვ.მ. – ის ფასი 1083 ლარი იქნება, რაც დაახლოებით 320 აშშ დოლარია – მერიამ „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამაში ცვლილებები შეიტანა და ზუსტად განსაზღვრა ბინების ფასი ფართობების მიხედვით. ასევე დაადგინა გადახდის ყოველთვიური ტარიფი. განკარგულების პროექტის მიხედვით, თითოეული ბინის ფასი და მისი ყოველთვიური გადასახადი ინდივიდუალურად დააზუსტა. შესაბამისი ინფორმაცია განკარგულების პროექტს თან …

სამარშრუტო მიკროავტობუსებს მერია გადასახადისგან ათავისუფლებს – ძვირდება თუ არა მგზავრობა

ბათუმის მერია სამარშრუტო მიკროავტობუსებს სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფასის გადახდისგან ათავისუფლებს. საქალაქო მარშრუტებზე მოძრავი მიკროავტობუსებისთვის ეს გადასახადი თვეში 20 ლარია ერთ მიკროავტობუსზე. გადასახადს არ გადაიხდის არც მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ქალაქში მოძრავ მუნიციპალურ ავტობუსებზე. დღევანდელი მდგომარეობით, ბათუმში მგზავრთა გადაყვანის ნებართვა 500 მიკროავტობუსზეა გაცემული. შესაბამისად, მათგან ქალაქის ბიუჯეტში ყოველთვიურად 10 ათასი ლარი შედიოდა. მერიის პროექტის მიხედვით, 9 …

სასტუმრო „ლე მერიდიანმა“ დაასწრო „ამბასადორს“ და 3380 კვ/მეტრ პლაჟს ითხოვს ბულვარში

სასტუმრო „ლე მერიდიანის“ მფლობელი კომპანია „ბათუმი თაუერი“ ბულვარის გასწვრივ, თავისი შენობის პირდაპირ, 3380 კვ.მ. ტერიტორიას ითხოვს გრძელვადიანი იჯარით, არანაკლებ 15 წლით. შესაბამისი მოთხოვნით კომპანიამ ბათუმის მერიას ოფიციალურად მიმართა. მერიაში საკითხი განიხილეს და შესაბამისი განკარგულების პროექტიც მოამზადეს. ამ პროექტის განმარტებით ბარათში მერია წერს, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია დაკმაყოფილდეს შპს „ბათუმი თაუერის“ განცხადება. „ლე მერიდიანთან“ ფუნქციურად დაკავშირებული სივრცის …

ბაგრატიონის ქუჩის სარეაბილიტაციოდ 8,6-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულებას, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო, კომპანია „ზიმო 7“-თან 8 646 623 ლარზე გააფორმებს. კომპანია ხელშეკრულების დასადებად სატენდერო კომისიამ უკვე მიიწვია. ხელშეკრულების გასაფორმებლად კი აუცილებელია „ზიმო 7“-მა საბანკო გარანტია 2021 წლის 27 მარტამდე წარადგინოს. ბაგრატიონის ქუჩის (შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე) რეაბილიტაციის სამუშაოებზე მერიის სამმართველოს ტენდერი 11 867 002 ლარით ჰქონდა …

„ყველაფერი ფერფლად იქცა“ – სახლის დაწვის შემდეგ 4-სულიან ოჯახს არავინ დაეხმარა

„მოულოდნელად გაჩენილი ხანძრისგან ჩემი ხის სახლი მთლიანად დაიწვა, ფერფლად იქცა ყველაფერი, ვერაფერი გადავარჩინეთ…“ – ამბობს თამილა ჯოყილაძე, რომლის სახლიც წელს, 7 თებერვალს დაიწვა. თამილა ჯოყილაძე ქმართან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად მულის ოჯახში ცხოვრობს. მას არც ქირის ფულს უხდიან და კომპენსაციაზეც უარს ეუბნებიან, რადგან სახლი, სადაც ოჯახი 6 წელი ცხოვრობდა, მისი კერძო საკუთრება არ იყო. …

რა დაემართა ბათუმის დამცავ ზონებს? – პასუხი არ არის

რა დაემართა ბათუმის დამცავ ზონებს? – კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში ამ კითხვაზე დაახლოებით ისეთივე რეაქცია აქვთ, როგორიც „ტომ სოიერის“ ამბის დასაწყისში – პასუხი არ არის. კულტურულ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელ ქვეყნის მთავარ სტრუქტურას, საქართველოს ქალაქების ისტორიული განაშენიანების დაუცველად დატოვებასა და რღვევაზე პასუხი არ აქვს. ბათუმის მერიაში კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცების პროცედურის დაწყება, 2016 წელს მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, 2018 …

ბათუმის მერია 1 მილიონი ლარით ვიდეოკამერებს იყიდის და ქუჩებში დაამონტაჟებს

ბათუმში ვიდეოსათვალთვალო კამერების შეძენა-მონტაჟისთვის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 1 199 160 ათასი ლარით გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით, საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში, ხოლო მონტაჟი-ინსტალაცია უნდა დასრულდეს 2021 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით. ამჯერად მერია სხვადასხვა ტიპის 210 სამეთვალყურეო კამერას იყიდის, რომლებსაც 81 ადგილზე დაამონტაჟებს [მერია ასევე შეისყიდის კამერის ავტოსატრანსპორტო საშუალების …

ბათუმის მუნიციპალურ სასადილოებში პროდუქტს 6258 ბენეფიაცირს გადაცემენ

ბათუმის მერიის ინფორმაციით მუნიციპალურ სასადილოებში პროდუქტის გაცემის მორიგი ეტაპი 14 მარტს დაიწყება და 18 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. სასადილოების ბენეფიციარები მათთვის განკუთვნილი არამალფუჭებადი პროდუქტების ერთი თვის მარაგს მიიღებენ – მერიაში ჯერ არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია თუ როდის დაიწყებენ მუნიციპალური სასადილოები მუშაობას. პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ბათუმში მხოლოდ ერთი მუნიციპალური სასადილო მუშაობს, აქაც ბენეფიციარების მიღება შეზღუდულია. მერიის …

ვინ როდის მიიღებს ბინას „იაფ სახლში“ – ინტერვიუ ბათუმის მერის მოადგილესთან

ადამიანებმა, რომლებიც გუშინ დილით „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში აშენებულ კორპუსებში შეიჭრნენ, ტერიტორია დღეს, გამთენიისას დატოვეს. მანამდე ისინი პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოიყვანა შენობიდან… სოციალურად დაუცველი ადამიანები ამბობენ, რომ ისევ ეცდებიან ბინების თვითნებურად დაკავებას – მიიჩნევენ, რომ მათაც ეკუთვნით ბინები, რომლებიც ქალაქში 2013 წლიდან შენდება და უკვე ორი წელია აშენებული ბინები ცარიელია. სოციალურად დაუცველი ადამიანები აცხადებენ, რომ …

მერიამ „იაფ სახლში“ განაცხადების მიღების მეორე ეტაპი დაიწყო, აშენებული ბინები კი ჯერ არ გაუცია

„იაფ სახლში“ 40 ბინის გადაცემას ბათუმის მერია უახლოეს პერიოდში გეგმავს. დარჩენილი კიდევ 40 ბინის ბენეფიციარების შესარჩევად კი, განაცხადების მიღების მეორე ეტაპი გამოცხადებულია. განაცხადების მიღება 2021 წლის მაისის ჩათვლით გაგრძელდება. მეორე ეტაპზე შესული განაცხადებიდან ბენეფიციარებს მერია 2021 წლის დეკემბრამდე შეარჩევს, რისთვისაც 10 მარტს ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული შეისწავლის ასევე პირველ ეტაპზე შესული განაცხადებიდან შერჩეულ ბენეფიციარებსაც. ბინები …

როგორ აირიდა ბათუმის მერმა „დიდი სკანდალი“ – ინტერვიუ ქალაქის ყოფილ მთავარ არქიტექტორთან

ბათუმის გენგეგმასთან დაკავშირებული დოკუმენტის შესყიდვის ჩავარდნა მერიამ პანდემიის გამო კომისიაში სპეციალისტების ჩართულობის პრობლემით ახსნა. კონკურსის შეწყვეტასთან დაკავშირებით ოქმში ჩაწერეს, რომ კომისიის რამდენიმე წევრი, მათ შორის, დარგის სპეციალისტები ჯგუფიდან თავიანთი განცხადების საფუძველზე გავიდნენ. ოქმში არ ჩაუწერიათ, რომ რამდენიმე მათგანს ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა და მაღალი იყო რისკი, რომ კონკურსის ბოლო ეტაპზე ეს ყველაფერი სერიოზულ კონფლიქტში გადაიზრდებოდა. საქმე …

მოქალაქეებისგან დასაცავად „იაფი სახლის“ ფანჯრებზე ბათუმის მერია გისოსებს აწყობს

„ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ფარგლებში აშენებულ 4 საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე [ჯამში 121 კვ.მ] გისოსების მოწყობაზე ბათუმის ბიუჯეტიდან 6 500 ლარი დაიხარჯება. გისოსები სახლის ფანჯრებზე დამონტაჟდება. საცხოვრებელი სახლების „პირველი სართულის ღიობების რკინის გისოსებით შეფუთვის სამუშაოების შესრულება უმოკლეს ვადაში“, მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა დაავალა. საცხოვრებელ სახლებში 2021 წლის 14 თებერვალს მოქალაქეები …

სამარშრუტო ტაქსის მძღოლები ბათუმში მგზავრობის ფასის გაზრდას ითხოვენ | LIVE

დღეს, 2 მარტს, ბათუმის მერიის წინ სამარშრუტო ტაქსის მძღოლები შეიკრიბნენ. ისინი მოითხოვენ მგზავრობის ტარიფის გადახედვას, რადგან მიიჩნევენ, რომ ბათუმში არსებული ტარიფი – 50 თეთრი – უსამართლოა გაზრდილი ხარჯებისა და კრიზისის ფონზე. მძღოლები აცხადებენ, რომ სანამ ყურადღებას არ მიაქცევენ და მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ, სამუშაოდ არ გავლენ. მძღოლების თქმით, ბათუმში მგზავრობის ფასი 20-30 თეთრით უნდა გაიზარდოს. …

ბათუმის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით შემცირდა

ბათუმის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით შემცირდა, ეს თანხა ქონების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელს მოაკლდა, კლება პანდემიის პირობებში დაწესებულ შეღავათებს უკავშირდება. შესაბამისად შემოსავლების საპროგნოზო მოცულობა, რაც  151 მილიონით იყო განსაზღვრული, 145 მილიონ 992 ათას ლარამდე შემცირდა. როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის სამსახურის უფროსმა ედნარ ნატარიძემ განმარტა, ქონების გადასახადის სახით საპროგნოზო თანხა დაზუსტდა მოგვიანებით, 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცების შემდეგ: …

ცენტრალურ პარკში, „ცეროდენასთან“, სავალი ბილიკი გადაღობეს

ბათუმის ცენტრალურ პარკში მელიქიშვილის ქუჩიდან ბილიკით ვეღარ შეხვალთ – ბილიკი გადაღობილია რკინის კონსტრუქციით, რომელიც კაფე „ცეროდენამ“ მოაწყო. „ცეროდენას“ წინა წლებშიც ჰქონდა აქ ღია კაფე, თუმცა ბილიკზე გასასვლელს არ ხერგავდა. არის თუ არა გაცემული ნებართვა და რატომ გაიცა მსგავსი ნებართვა? – ამ კითხვით ბათუმის მერიის პრესცენტრს გუშინ საღამოს მივმართეთ, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია. „არ …

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ არ გვეტყვიან, რის სანაცვლოდ აწყობს DS Group-ი სკვერს

ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მიხედვით, მერია აუქმებს კონკრეტულ დაფინანსებას, რაც ლორიასა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში სკვერის აღდგენისთვის იყო გათვალისწინებული. პროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სამუშაოს კერძო კომპანია ვალდებულებების ფარგლებში შეასრულებს, ეკონომია 100 000-მდე ლარია. ვიცი, მაგრამ არ გეტყვი – დაახლოებით ასეთია ბათუმის მერიის პასუხი კითხვაზე, რა ვალდებულების ფარგლებში აპირებს კერძო კომპანია თავისი ხარჯით  …

რატომ არ მუშაობს ბათუმის მერიის ვებგვერდები

„ჩხაკ, გადაიღებ ფოტოს, რომელზეც ასახული იქნება შენი უბნის კონკრეტული პრობლემა და ატვირთავ ამ გვერდზე, მიუთითებ მისამართს და  ეს ინფორმაცია ავტომატურად მივა მერიაში ისე, რომ არანაირი მისვლა და წერილის მიწერა არ დაგჭირდება“, – ასე აუხსნა ბათუმის მოსახლეობას მერიის თანამშრომელმა ახალი ვებგვერდის დამატების აუცილებლობა და მოსალოდნელი სარგებელი. პრეზენტაციას მაშინდელი მერიც ესწრებოდა. ამავე  გვერდზე უნდა ყოფილიყო შესაძლებელი ინფორმაციის …

Exit mobile version