ბათუმში ღამის თავშესაფრის რეაბილიტაცია იგეგმება – სად გაათევს ღამეს 50 უსახლკარო

ბათუმში, ურეხში მდებარე მუნიციპალური ღამის თავშესაფრის ბენეფიციარებს დროებით „კარიტასი“ შეიფარებს. საუბარია 50 ადამიანზე, რომელიც ღამეს ამ თავშესაფარში ათევს. სექტემბრის ბოლოდან ურეხში მდებარე შენობის რეკონსტრუქცია უნდა დაიწყოს, რომელიც 2022 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება. „მოლაპარაკებები გავმართეთ ორგანიზაცია „კარიტასთან“, რომელსაც აქვს ასეთი თავშესაფარი ბათუმში. დაგვთანხმდნენ მიიღონ ჩვენი ბენეფიციარები – კვება ჩვენი იქნება და ფართობით თვითონ დააკმაყოფილებენ. ასე, რომ საკმაოდ …

ეკლესიასთან სკვერში ბათუმის მერია მიწის ნაკვეთს იჯარით გასცემს

ბათუმის მერია საკათედრო ტაძრის მიმდებარე სკვერში [ზუბალაშვილისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაში] 80 კვ/მ ტერიტორიას 5-წლიანი იჯარით გასცემს. მომავალმა მოსარგებლემ იჯარით აღებულ ნაკვეთზე უნდა მოაწყოს ბავშვთა გასართობი სივრცე/ატრაქციონები, მათ შორის კომერციული მიზნითაც, ნაკვეთის მიმდებარე სკვერში კი – უფასო სასრიალო და საქანელები. აუქციონში გამარჯვებული ნაკვეთის სარგებლობისთვის ვალდებული იქნება ქალაქის ბიუჯეტში წლიურად 7 600 ლარი შეიტანოს, თუმცა ეს …

კიდევ ერთი ტროტუარი ბათუმში, სადაც კონსტრუქციას ამონტაჟებენ | ფოტო

ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ფარნავაზ მეფისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების გზაჯვარედინზე, კაფე „ტერასა საფერავმა“ გამსახურდიას ქუჩის მხრიდან, მცენარეების ქოთნებით სრულად გადაკეტა ტროტუარი, ფარნავაზ მეფის ქუჩის მხრიდან კი კომპანია სულაც რკინის კონსტრუქციას ამონტაჟებს. „ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას იმის გასარკვევად, აქვს თუ არა კომპანიას ნებართვა, აითვისოს ტროტუარი კომერციული დანიშნულებით. უწყებაში გვითხრეს, რომ „აღნიშნულ მისამართზე ობიექტის მეპატრონე …

საია და TI “ოცნებას” უჩივის ბათუმში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გამო 

„ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ბათუმის #79-ე საარჩევნო ოლქში საჩივარი ორმა ორგანიზაციამ შეიტანა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და საია ცალ-ცალკე ასაჩივრებენ სამართალდარღვევის შესაძლო ფაქტს. „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციაში წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენების ფაქტი „ბათუმელებმა“ 16 აგვისტოს გამოაქვეყნა. კომპანია „ბათუმის წყალმა“ მმართველი პარტიის ოფისში საკუთარი ავტომობილით სკამები მიიტანა. ბათუმის #79-ე  საარჩევნო ოლქის ხელმძღვანელი ციალა შავაძე …

რატომ შემოღობეს ბათუმში გმირთა ხეივანი

ბათუმში, შარტავას ქუჩაზე მდებარე გმირთა ხეივანს ღობავენ. ამ ეტაპზე ხეივანი მთლიანად შემოიღობება ფიროსმანის ქუჩიდან იმ ადგილის ჩათვლით, სადაც ჟიული შარტავს მემორიალია. ტერიტორიის შემოღობვის შემდეგ, შარტავას გამზირის აღნიშნულ მონაკვეთში ქვეითად მოსიარულეები ტროტუარის გარეშე რჩებიან და მათ ავტომობილების სავალ გზაზე მოუწევთ გადაადგილება. ბათუმის მერიაში დღეს „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. ადგილზე კი, მუშებმა გვითხრეს, რომ „ამ ადგილზე, …

ბათუმის მერია „სტრატეგიულ ადგილას“, ჭავჭავაძის ქუჩაზე სერვისცენტრს ყიდის

ბათუმის მერია ყიდის ფართობს, სადაც მერიის სერვისცენტრი ფუნქციონირებს. ქალაქის ცენტრში, როგორც ბათუმის საკრებულოს წევრებმა უწოდეს „სტრატეგიულ ადგილზე“, 107,30 კვ.მეტრ ფართობს პირობიანი აუქციონის წესით ყიდიან. მერია აცხადებს, რომ ბათუმში, ჭავჭავაძის #75-ში მდებარე შენობა „მოძველებულია, არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს“ და ახალ შენობას სერვისცენტრის მოსაწყობად სხვაგან ააშენებენ. მერიაში ასევე განმარტეს, რომ ამ უძრავი ქონების პრივატიზებით ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში  …

ბათუმში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება – ბიუჯეტიდან 4 მილიონია გამოყოფილი

ბათუმში ახალი საბავშვო ბაღი ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიაზე, მდინარე ჩაქვისწყლის მიმდებარედ უნდა აშენდეს. ბაღის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტში 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მშენებლობა, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2022 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს. ტენდერი ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით საბავშვო ბაღის შენობის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა …

ბათუმში ხმაურის ნორმის გადაჭარბების 11 ფაქტი გამოვლინდა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, აკუსტიკური ხმაურის ნორმების გადაჭარბებაზე შეტყობინებით, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას წელს 34-მა პირმა მიმართა. ცხელ ხაზზე შესული შეტყობინების სპეციალური აპარატით გაზომვის შედეგად სამართალდარღვევის 11 ფაქტი გამოვლინდა. „სამართალდამრღვევს ფაქტის დაფიქსირების შემდეგ პირველ ეტაპზე ეძლევა გაფრთხილება. განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი 150, იურიდიული პირი კი 500 ლარით ჯარიმდება; განმეორების შემთხვევა 300/1000 ლარის საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს“ – …

ბათუმში ექვს ადგილას მეწყერი ჩამოწვა, ჩაინგრა სავალი გზა

ბათუმში, თევდორე მღვდლის ქუჩის #8-10- ში უხვი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა და გზის სავალი ნაწილი დააზიანა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, აქ მეწყრის სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დასრულდა, გაიწმინდა გზა და აღდგა მოძრაობა. მერიაში ასევე განმარტეს, რომ თევდორე მღვდლის ქუჩაზე კაპიტალური სამუშაოების განსახორციელებლად, ხვალ, 28 ივლისს,  ჩატარდება გეოდეზიური სამუშაოები, მოამზადებენ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას. რაც შეეხება პეტრე იბერის, ნაჭყებიას, ასევე …

ბათუმში დაიტბორა ქუჩები და ეზოები, ცხელ ხაზზე 100-ზე მეტი შეტყობინება შევიდა

ბათუმის მერიის ცნობით, ცხელ ხაზზე 100-ზე მეტი შეტყობინება შევიდა ძლიერი წვიმის შემდეგ. დაიტბორა ბათუმის ქუჩები და ეზოები. გონიო-კვარიათისა და კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულებში განვითარდა მეწყრული პროცესები. მერიის ცნობით,  დაზარალებულების მდგომარეობას შეისწავლიან და შესაბამისი დახმარება კომისიური წესით განხორციელდება. მერიის ცნობით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს „ბათუმის წყალი“, რომელიც ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებს, იწმინდება სანიაღვრე ჭები და ზღვაში გამსვლელი არხები.

„ბათუმის ღია ცის ქვეშ“ – აგვისტოს კონცერტებში მერია 250 ათას ლარს დახარჯავს

ბათუმის კულტურის ცენტრი, პროექტ „ბათუმის ღია ცის ქვეშ“ ფარგლებში ჩასატარებელ ღონისძიებებში, 250 ათას ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. ღონიძიებები 2021 წლის 4 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით ინტერვალში, ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარედ ღია სივრცეში ჩატარდება და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. „ბათუმის ღია ცის ქვეშ“ იქნება სანახაობრივად საინტერესო და მრავალფეროვანი, მორგებული ყველა თაობის ადამიანის გემოვნებაზე. ღონისძიების სტუმრებს …

ურეხის ღამის თავშესაფარი შესაძლოა საპატრიარქოს გადაეცეს, შენობის რემონტზე 2,7 მლნ გამოიყო

ბათუმში, ურეხის ყოფილი ინტერნატის შენობის „ხანდაზმულთა ცენტრად რეკონსტრუქცია-ადაპტაცია“ იგეგმება, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტში 2,7 მილიონი ლარია გათვალისწინებული. შენობაში დღეს ბათუმის ღამის თავშესაფარია განთავსებული. რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც სამსართულიან შენობაზე ერთი სართულის დამატებას ითვალისწინებს, რამდენიმე წელია მზადაა. 4 წლის წინ კი, საუბარი იყო შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემაზეც და იქ სათნოების სავანეში მყოფი ხანდაზმულების გადაყვანაზე. „ურეხის ყოფილი ინტერნატის მზრუნველობამოკლებულ ხანდაზმულთა …

დავა 2-მილიონიანი გენგეგმის შესყიდვაზე – კომპანია ბათუმის მერიას უჩივის

ბათუმის განაშენიანების გეგმის [გენგემა] დოკუმენტთან დაკავშირებულ ტენდერს შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭო შეისწავლის. კონკურსში მონაწილე კომპანიამ ბათუმის მერიას უჩივლა. შპს „ნიუ სითი დეველოფმენთი“ საკონკურსო კომისიას ტენდენციურ მიდგომაში ადანაშაულებს და კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს. საუბარია 2-მილიონიან შესყიდვაზე, რომლითაც ბათუმის მერია სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტს ყიდულობს. ეს დოკუმენტი ბათუმის გენგეგმის ძირითადი ნაწილი იქნება. კონკურსში მონაწილე კომპანია შპს „ნიუ სითი …

„ცეროდენასთან“ ცენტრალურ პარკში სავალი ბილიკი მოღობეს – მერიაში არაფერი განმარტეს

ბათუმის ცენტრალურ პარკში, კაფე „ცეროდენასთან“ სავალ ბილიკზე გავლას ვეღარ შეძლებთ. აქ იმ შემთხვევაში მოხვდებით, თუ კაფეს მომსახურებით ისარგებლებთ და საზოგადოებრივი სარგებლობის ბილიკზე განთავსებულ მაგიდასთან დაჯდებით. რატომ არ რეაგირებს ბათუმის მერია, მერიასთან ახლოს, ქალაქის ცენტრში სავალი ნაწილის მისაკუთრებაზე? – ბათუმის მერიის პრესცენტრს დღეს დილით მივმართეთ, თუმცა ამ დრომდე პასუხი ვერ მივიღეთ. მერიის პრესცენტრს ვუთხარით ისიც, რომ …

ბათუმის მერია აგრძელებს მუსლიმების უფლებების დარღვევას – მეჩეთის მშენებლობის საქმე

ორი არასამთავრობო ორგანიზაციის, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტისა  [TDI] და სოციალური სამართლიანობის ცენტრის [ყოფილი EMC] შეფასებით, ბათუმის მერია აგრძელებს მუსლიმი თემის რელიგიური უფლებებისა და საჭიროებების უგულებელყოფას და ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე ორი ინსტანციის სასამართლოს ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის დაცვაზე მიმართული გადაწყვეტილების შემდეგაც პროცესის გაჭიანურებას ცდილობს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება, რომელმაც ბათუმში …

კოვიდი და ფესტივალები ბათუმში, რომლებზეც 210 000 ლარია გამოყოფილი

დაახლოებით ერთი თვის წინ ბათუმის მერიამ „საერთაშორისო ფესტივალების მხარდაჭერისთვის გათვალისწინებულ თანხას ბიუჯეტში 55 000 ლარი დაამატა. ჯამში პროგრამის ბიუჯეტი 210 000 ლარია. წინასწარი ინფორმაციით, წელს ბათუმში მინიმუმ რვა საერთაშორისო ფესტივალი უნდა გაიმართოს, 5 ფესტივალი აგვისტო-სექტემბერში ჩატარდეს. მერიაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ საერთაშორისო ფესტივალების დაგეგმვა-ჩატარებასთან დაკავშირებული მთავარი სამუშაო უკვე დაასრულა. წარდგენილი განაცხადებიდან შეარჩიეს რვა პროექტი, რომელთა დამტკიცებაზეც …

52 მილიონად გამაგრებული ნაპირი ბათუმში, სადაც პლაჟის აღდგენას ჯერ არავინ აპირებს

ბათუმის ახალი ბულვარის გაგრძელებაზე სანაპირო ზოლი პლაჟის გარეშეა დარჩენილი. 52-მილიონიანი პროექტის ფარგლებში დამცავი კედლის გარდა, სასეირნო ბილიკი და პლაჟზე ჩასასვლელი კიბეებიც მოეწყო. კიბეებზე ჩახვალთ, მაგრამ პლაჟი არ დაგხვდებათ. მიუხედავად ამისა, აქ ადამიანები მაინც ბანაობენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ სანაპიროზე უზარმაზარი ლოდები ალაგია, რომელთა შორის ადვილი შესაძლებელია ადამიანი ჩავარდეს, ასევე იმას, რომ ლოდები ზღვაშიც ყრია – აქ …

ბათუმში 4 სოციალურ სახლს ააშენებენ – 8,3 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან

ბათუმის ბიუჯეტიდან 8 371 976 ლარია გათვალისწინებული ჯავახიშვილის ქუჩაზე 4 სოციალური სახლის მშენებლობისთვის. ხუთსართულიანი კორპუსები ჯავახიშვილის N82-ში [ორბელიანის ქუჩის კვეთაში] უნდა აშენდეს. ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ე.წ. „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში მერიამ 4 სახლი უკვე ააშენა. ეს პროგრამა მერიამ 2013 წელს დაიწყო, თუმცა ბინები ბენეფიციარებისთვის დღემდე არ გადაუცია. როდის დაიწყება ბინების გაცემა? – „ტექნიკური დეტალების დაზუსტება …

9,7 მილიონი ლარი ჩაქვში ძაღლების თავშესაფარისა და იპოდრომის მოსაწყობად

9 723 999 ლარია გათვალისწინებული ბათუმის ბიუჯეტიდან ჩაქვის დასახლებაში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის, იპოდრომისა და სხვადასხვა სახელმწიფო კომპანიის ოფისების ასაშენებლად. აქვე მოეწყობა სარეკრეაციო სივრცეც. მთლიანი ტერიტორიის ფართობი 12 000 კვადრატული მეტრია. მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, შენობების დეტალური პროექტის მომზადებასა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამუშაოები, მშენებლობის ჩათვლით, …

ბათუმის მერია ზღვასთან ახლოს მიწის 2 ნაკვეთს და შენობებს ყიდის

ბათუმის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას გასაყიდი ქონებები შეემატა – განახლებული ნუსხა  საკრებულომ დღეს დაამტკიცა. მერიამ გასაყიდი ქონებების ჩამონათვალში შეიტანა ბათუმში, ჯინჭარაძის #1ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთი [471კვ.მ.] და მასზე დამაგრებული შენობა ზღვასთან ახლოს [1224.70კვ.მ]. მერიის ინფორმაციით, ეს ქონება პირობიანი აუქციონის წესით გაიყიდება, საწყისი ფასი 252 000 ლარი იქნება, პირობა კი საპრივატიზებო საფასურის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში …

„მარშრუტკის“ მძღოლები ბათუმში მგზავრობის 20 თეთრით გაძვირებას ითხოვენ – რას პასუხობს მერია

დღეს, 12 ივლისს, ბათუმში მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილი გაიფიცა. ისინი ამბობენ, რომ ყველაფრის გაძვირების ფონზე ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე არსებული ტარიფი – 50 თეთრი, დაბალია და მგზავრობის გაძვირებას 20 თეთრით ითხოვენ. ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი ემზარ ქავჟარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მძღოლების მოთხოვნა ვერ იქნება გათვალისწინებული, რადგან გაფიცვით ეს საკითხი ვერ გადაწყდება. „შევხვდი მძღოლებს. ასე არ …

რატომ მოჭრეს ხე ბათუმის ცენტრში

„გვითხრეს, რომ ხე დაზიანებულია, მაგრამ ამის არავის სჯერა, უზარმაზარი და ჯანსაღი ხე იყო,“ – ამბობს გორგილაძის ქუჩაზე მცხოვრები თემურ ქავშბაია. გორგილაძის ქუჩის ბოლოში, „ბათუმი მოლის“ წინ, ხის მოჭრის ამსახველი ფოტოები მან დღეს, პირველ ივლისს ფეისბუქში გამოაქვეყნა. თემურ ქავშბაიას ვარაუდით ხე მოჭრეს იმის გამო, რომ ის „ბათუმი მოლის“ ფასადზე განთავსებულ სარეკლამო ბანერებს ეფარებოდა. „მეორე მხრივ, პარკირების …

„ნეტა, აქედან წავიდოდე“ – ადამიანები ბათუმის „შანხაიდან“

ბათუმში, „შანხაის დასახლებაში“, შავშეთის ქუჩაზე მდებარე სახლში ივნისის მცხუნვარე, მზიან ამინდშიც შეუძლებელია იმის გარკვევა, რა დროა გარეთ – დღეა თუ ღამე. ბნელ სახლში შესასვლელად ასევე ბნელი დერეფანი უნდა გაიარო, სადაც სველ კედლებს ნესტის სუნი ასდის, აქვე აშრობენ სარეცხს და იმ ნივთებსაც აქ ინახავენ, რომლებიც სივიწროვის გამო საცხოვრებელ სივრცეში არ ეტევა. ვიდრე მასპინძელი ნათურას აანთებს და …

„რომ შემოვედი და ბატონი არჩილი დავინახე, გამიხარდა“ – მადლობები მერს საკრებულოსგან

„რომ შემოვედი და ბატონი არჩილი დავინახე, გამიხარდა“, „დღეს შესანიშნავი დღეა“, „პანდემიის შემდეგ რაც ჩვენ გადავიტანეთ, მართლა კარგი დღე გვაქვს“, „მივესალმები ქალაქ ბათუმის მერს, შესანიშნავი დღე გვაქვს“ – ასე აღფრთოვანებით შეხვდნენ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს, არჩილ ჩიქოვანს დღეს, 25 ივნისს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. აღფრთოვანების მიზეზი გაზრდილი ბიუჯეტი იყო. გაზრდილი ბიუჯეტისთვის, ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის შესახებ დაწვრილებით …

სად აშენდება ბათუმში 3 ახალი საბავშვო ბაღი

ბათუმის ბიუჯეტში 25 ივნისს, დამტკიცებული ცვლილება სამი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას ითვალისწინებს. ამ დრომდე 2021 წლის ბიუჯეტში არც ერთი ბაღის მშენებლობა გათვალისწინებული არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ წელს ბათუმში ბაღის გარეშე 1 659  ბავშვი დარჩა. მშობლების უმეტესობამ ადგილების არარსებობის გამო არამხოლოდ თავის საცხოვრებელ უბანში, ქალაქის სხვა ბაღებშიც ვერ მიიყვანა ბავშვი. დედა, როდის წამიყვან ბაღში? – …

დიდი ფული, შეუსრულებელი ვალდებულებები და შეღავათები – შპს „ალმა“

პოლიტიკური პარტიების 2020 წლის წლიური დეკლარაციის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“  საპარალამენტო არჩევნებზე სარეკლამო ბილბორდების ბეჭდვა-განთავსებისთვის ჯამში 900 000 ლარზე მეტი დახარჯა. აქედან ნახევარი მილიონი ლარის დაკვეთა  შპს „ალმამ“  მიიღო, ხოლო 341 000 ლარი ბანერების ბეჭდვა-განათავსებაზე „აუთდორ ჯი“-მ. ორივე „ვისოლ ჯგუფთან“ დაკავშირებული კომპანიაა. მთავარი დაკვეთა კომპანიებს გასულ წელს, საარჩევნოდ, ძირითადად „ოცნებიდან“ ჰქონდათ. შპს „ალმა“ ბათუმის მერიის ერთ-ერთი …

ვინ აღადგენს ჩავარდნილ ხიდს გოროდოკში – მერიაში კითხვას არ პასუხობენ

ვინ და როდის აღადგენს ხიდს, რომელიც ბათუმში 11 ივნისს ჩავარდა? – ბათუმის მერიაში კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. აჭარის გზების დეპარტამენტში კი გვითხრეს, რომ ამ ხიდის აღდგენა მათი საქმე არ არის. ხიდი გოროდოკის დასახლებაში, სვიშევსკის ქუჩაზე, იმ დროს ჩავარდა, როცა ზედ სატვირთო ავტომანქანა მოძრაობდა. ავტომანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „მსუბუქი ავტომანქანა ზოგიერთი გადმოდის …

მერია კვლავ ითხოვს ცნობის მიტანას ახალი ნომრის აღებისას, თუ არა – დაჯარიმდებით

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ახალი სანომრე ნიშნის აღებისას გადახდილი პარკირების საფასური ძველ სანომრე ნიშანზე რჩება. „შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსგან მიღებული ცნობა უნდა წარმოადგინოთ შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“, რათა მოხდეს ინფორმაციის ბაზაში შეყვანა და პარკირების საფასურის გადმოტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებით,“ – აღნიშნულია „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რატომ ვერ იღებს ამ მონაცემებს მერია ავტომატურ რეჟიმში და …

რა შედეგი მოიტანა მეგობრის მერიაში მონიტორად დანიშვნამ – არჩილ ჩიქოვანის პასუხი

რა შეცვალა ბათუმის მერიის მუშაობაში მონიტორმა, რომელიც წინა წლებში საერთოდ არ გვყავდა. ეს განყოფილება წელს შექმნა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა და მის უფროსად თავისი კლასელი და მეგობარი გიორგი ხარაზი დანიშნა. ამ თემაზე არჩილ ჩიქოვანს დღეს, 7 ივნისს, ვკითხეთ, როცა ის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ავსტრიული კუთხის გახსნას დაესწრო ავსტრიის ელჩთან ერთად. „ბათუმის მერია თავისი კომპეტენციის ფარგლებში …

აღმაშენებლის წრიულზე მოძრაობა შეიზღუდა – ტრანსპორტის გადაადგილების ახალი სქემა

ბათუმში, ტბელ-აბუსერიძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში არსებულ წრიულზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა ორი თვით. მერიის ცნობით, შეზღუდვის გამო სატრანსპორტო მოძრაობა შემდეგი სქემის მიხედვით ხორციელდება: [checklist] ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან აეროპორტის გზატკეცილისკენ მიმავალი ნაკადი იმოძრავებს შეუფერხებლად, თუმცა შეხვევას ვერ მოახერხებს კობალაძისა და აღმაშენებლის ქუჩების მიმართულებით; აღმაშენებლისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება და აღმაშენებლის ქუჩიდან მომავალი …

ბათუმის გენგეგმის შემუშავებაზე წინადადებების მიღება დაიწყო – კონკურსი 2,1 მილიონი ლარით

ბათუმის გენგეგმის შემუშავებაზე მერიის მიერ გამოცხადებულ კომკურსში წინადადებების მიღება დღეს, 27 მაისს დაიწყო. საკონკურსო წინადადებების მიღება 2021 წლის პირველი ივნისის 13:30 საათამდე გაგრძელდება. მერიამ კონკურსი ხელახლა, 14 აპრილს გამოაცხადა, ვინაიდან წინა ტენდერი შეწყვიტა. მერიამ ეს პანდემიის გამო კომისიაში სპეციალისტების ჩართულობის პრობლემით ახსნა და კონკურსის შეწყვეტასთან დაკავშირებით ოქმში ჩაწერა, რომ კომისიის რამდენიმე წევრი, მათ შორის, დარგის სპეციალისტები, …

აჭარის პოლიციის შენობის ადგილას ცათამბჯენები აშენდება? – დეპარტამენტი ბარცხანაში გადადის

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, ზღვასთან ახლოს, ბარცხანის ხიდთან, ოდისეი დიმიტრიადის #11-ში, 11 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთს საკუთარი სტრუქტურული ერთეულისთვის შენობის ასაშენებლად ითხოვს. მშენებლობის შემდეგ კი სამმართველოს ამჟამინდელი 21 026 კვ.მეტრი ტერიტორია აბუსერიძის ქუჩაზე, თავისი შენობების ჩათვლით, ბათუმის მუნიციპალიტეტს გადაეცემა საკუთრებაში. როგორც განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში წერია, მერია მზადაა მიწის ნაკვეთი გადასცეს „პოზიტიური პირობით“. ჯერ არ …

მერია ბათუმისთვის 40 ახალი ავტობუსის შესაძენად ფასს ადგენს

ბათუმის მერია 40 ახალი საქალაქო ავტობუსის შესაძენად ფასებს აზუსტებს. ავტობუსები უნდა იყოს სიგრძით 10 მეტრი [16 ცალი] და 8,5 მეტრი [24 ცალი], დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავით – არანაკლებ Euro 5 და Euro 6 ემისიის სტანდარტის შესაბამისი. ავტობუსები უნდა იყოს ადაპტირებული, ამასთან, არანაკლებ 60 მგზავრზე გათვლილი. საქალაქო ავტობუსების შესყიდვის მიზნით ბაზრის კვლევა „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ გამოაცხადა. დაინტერესებული …

დაზიანებული შინდისის გმირების სკვერი – რას აპირებს მერია

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, შინდისის გმირების სახელობის სკვერი დაზიანებულია. ნარგავები შენარჩუნებულია, თუმცა დამტვრეულია სკამები და ბორდიურები. სკვერის გარშემო მცხოვრებთა თქმით, გვიან ღამით აქ გამოდიან დასალევად, შემდეგ კი ინფრასტრუქტურას აზიანებენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შინდისის გმირების სახელობის სკვერში ინფრასტრუქტურა ვანდალურად დააზიანეს. სავალალო მდგომარეობაშია ამ სკვერში არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშო. დაზიანებულია ასევე ურნები.   ბათუმი მერიის კეთილმოწყობის …

ვისარგებლებთ თუ ვერა ჯანდაცვის პროგრამებით 13 მაისამდე

როგორ მუშაობს ჯანდაცვის პროგრამები, ვის უნდა მივმართოთ მაშინ, როცა სამთავრობო უწყებები 12 მაისის ჩათვლით ისვენებენ და სახელმწიფო სერვისები მიუწვდომელია – ამ კითხვით „ბათუმელები“ ბათუმის მერიასა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა. მერიის ინფორმაციით, უწყება მთლიანად გაჩერებულია და 12 მაისის ჩათვლით ყველა სამსახური ისვენებს. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, მარინა რუხაძემ ჩვენს სატელეფონო ზარს უპასუხა. მარინა …

გამოაცხადებენ თუ არა აუქციონს ბათუმის, გონიოსა და კვარიათის პლაჟებზე

ბათუმის ბულვარის მიმდებარე პლაჟზე საპლაჟო ინფრასტრუქტურისთვის ნაკვეთების გასაცემად აუქციონი წელს არ გამოცხადდება. ყოფილ მოიჯარეებთან ბულვარის ადმინისტრაცია ახალ ხელშეკრულებებს პირდაპირი წესით გააფორმებს. რაც შეეხება გონიო-კვარიათის პლაჟებს, რა ფორმით გადაეცემა ის დაინტერესებულ პირებს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე მსჯელობენ. „პირდაპირი წესით იჯარის ხელშეკრულება გაფორმდება იმ მოიჯარეებთან, რომლებსაც პლაჟის კონკრეტული მონაკვეთები იჯარით 2020 …

Exit mobile version