მთავარი,სიახლეები

ბათუმში 9 კორპუსის უკანონოდ აშენებაზე ღარიბაშვილი კითხვებს არ პასუხობს | VIDEO

11.10.2021
ბათუმში 9 კორპუსის უკანონოდ აშენებაზე ღარიბაშვილი კითხვებს არ პასუხობს | VIDEO

დღეს, 11 ოქტომბერს, ბათუმში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა საკათედრო ტაძარში, სადაც 26 მაისის ქუჩაზე ბინის ნგრევის შედეგად დაღუპულები იყვნენ დასვენებულები.

პანაშვიდიდან გამოსულმა პრემიერმა განაცხადა, რომ სამშენებლო ნებართვების პროცედურები გამკაცრდება. „ჩვენ ვგეგმავთ, რომ იმდენად გავამკაცროთ რეგულაციები… საერთოდ, ნებართვის გაცემის პროცედურები გაკონტროლდეს მკაცრად და ასეთი შეცდომა მეორედ არ უნდა იქნეს დაშვებული,“ – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იქედან გამომდინარე, რომ ბათუმში სამშენებლო ნებართვის მიღება ისედაც საკმაოდ რთული პროცედურაა რიგითი მოქალაქეებისთვის, „ბათუმელებმა“ სცადა ირაკლი ღარიბაშვილისგან მიეღო პასუხი კითხვაზე, როცა ქალაქის მერი არ რეაგირებს უკანონო მშენებლობაზე, როცა 9 კორპუსი უკანონოდ შენდება, ვის უნდა მიმართოს მოსახლეობამ თავის დასაცავად?

ირაკლი ღარიბაშვილს ეს კითხვა რამდენჯერმე დავუსვით, თუმცა მისგან პასუხი  ვერც ერთხელ ვერ მივიღეთ.

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ვრცლად ისაუბრა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე. მათ შორის დეტალურად განიხილა, საპატიმრო დაწესებულებაში მყოფმა სააკაშვილმა რამდენი ქილა თაფლი იყიდა.

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, უკანონოდ აშენებული 9 კორპუსის და ბათუმის ბულვარში „ამბასადორის“  უკანონოდ აშენებული ერთი სართულის შესახებ დღეს ჟურნალისტებმა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურსაც ჰკითხეს. შს მინისტრმა თქვა: „თქვენ დაზუსტებული ინფორმაცია გაქვთ? მე არ მაქვს ინფორმაცია. ნებართვა იქნება გაცემული“.

___

ამავე თემაზე:

„ჩვენ ვიცით რა შენდება“ – რიჟვაძე ბათუმში 7 კორპუსის უკანონოდ აშენებაზე

____

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: