დაცვა კაბინეტის კართან და კითხვები, რომლებზე პასუხსაც ოპოზიცია ბათუმის მერს სთხოვს

რა გააკეთა ბათუმის მერიამ სამარშრუტო ხაზების მფლობელების მიერ თვითნებურად გაძვირებულ ტარიფებთან დაკავშირებით? რატომ ვერ მიიღეს ბაღის აღმზრდელებმა იანვრის თვეში გაზრდილი ხელფასი და რას გეგმავს მერია ტბელ აბუსერიძის 29 ნომერში მდებარე ავარიულ სახლთან დაკავშირებით? რატომ ჩაიბარა მერიამ მე-13 ბაღის მშენებლობა, როცა ის უხარისხოდ იყო შესრულებული და აპირებს თუ არა საგამოძიებო უწყებებს მიმართოს – ეს არის იმ …

რატომ იხარჯება ქვაფენილის აყრაში 8 მილიონი, როცა ადლიაში კანალიზაცია არ აქვთ – ჩიქოვანი განმარტავს

„მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად ნაწილდება,“ – გვიპასუხა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, როცა მას ვთხოვეთ განემარტა, როგორ ანაწილებს პრიორიტეტებს, როცა ქალაქში ქვაფენილის აყრასა და ხელახლა ასფალტის დაგებაში 8 მილიონი იხარჯება, ხოლო ქალაქის დასახლებებში – ადლიაში, აეროპორტის უბანში, კახაბერში, მახვილაურში, გონიოში, კვარიათში – კანალიზაციის სისტემაც კი არ აქვთ?  მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს ადლიაში ან ანგისაში არ მოუთხოვია კანალიზაციის სისტემა? …

70 თეთრი – ბათუმში თვითნებურად გაზრდილი მგზავრობის ფასი და უმოქმედო საკრებულო

ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებში მგზავრებს 50-ის ნაცვლად ისევ 70 თეთრს ახდევინებენ. ტარიფის თვითნებურად გაზრდისთვის მიმდინარე წლის იანვარში ნებართვის მფლობელი კომპანიები მთლიანობაში 46-ჯერ დააჯარიმეს. „მარშუტკით მგზავრობისას თუ 50 თეთრი მაქვს, ვიხდი და ხშირად მძღოლები არაფერს ამბობენ, მაგრამ თუ მაგალითად ერთლარიანი ან სხვა თანხა მივაწოდე, 70 თეთრს მახდევინებენ. რამდენჯერმე ისეთ უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რომ ახლა არაფერს ვეუბნები მძღოლს. …

ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებზე ქვაფენილს აყრიან – წელს დაიხარჯება 4,5 მილიონი

ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებზე [გრიბოედოვიდან ბარათაშვილამდე მონაკვეთში] ქვაფენილებს აყრიან და მის ნაცვლად ასფალტ-ბეტონის საფარს დააგებენ. ჯერჯერობით უცნობია, რაში გამოიყენებს მერია აყრილ ქვაფენილს. ამავე მონაკვეთში ქვაფენილებს შეცვლიან ასევე გორგასალსა და გორგილაძის ქუჩებს შორის, იმ ქუჩებზე, რომლებიც ფარნავაზ მეფის ქუჩას კვეთენ [ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია ფერადი ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობა]. საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 4 …

„ფული გადავიხადეთ, ჩვენი ბინები წლებია არ აშენდა“ – აქცია ბათუმის მერიასთან

„ფული წლების წინ გადავიხადეთ, მაგრამ ბინები არ აშენდა,“ – ამბობენ ადამიანები, რომლებმაც დღეს, 3 თებერვალს ბათუმის მერიასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მერიას სთხოვენ აუქციონზე გაიტანონ წლების განმავლობაში გაჩერებული, მშენებარე საცხოვრებელი კორპუსები და ბინა მესაკუთრეებმა მიიღონ. „პრეცედენტი რადგან არსებობს, ამიტომ მოვიდნენ ეს ადამიანები აქ. ამ ინვესტორებმა ვერ შეასრულეს მერიასთან და ამ ადამიანებთან აღებული ვალდებულებები. 200-მდე ასეთი …

10.6 მილიონი ლარი გმირთა ხეივანში ხეივნის მოსაწყობად

ბათუმში, ქობულეთში, ქედასა და ხულოში „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება პროექტები, რისთვისაც ხელშეკრულება კერძო კომპანიასთან 20 მილიონ ლარზეა გაფორმებული. ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ თანხით ოთხივე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების მხოლოდ პირველი ეტაპი უნდა დასრულდეს. შესაბამისად, სამუშაოების ღირებულება შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს. კომპანია „საბა კონსტრაქშენში“, რომელიც სამუშაოებს ახორციელებს, „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ ხელშეკრულება პირველი ეტაპის სამუშაოებს ითვალისწინებს, დეტალების დასაზუსტებლად …

როდის განათდება ბათუმის ჩაბნელებული ქუჩები – სია, რომელიც მერიამ მოგვაწოდა

ბათუმის ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს 29 მილიონ 800 ათასი ლარი დაიხარჯება ახალი გარეგანათების დამონტაჟებაზე. მერიის ინფორმაციით, გარეგანათების ძველი სანათები LED სანათებით ჩანაცვლდება. შეიცვლება 14 555 ერთეული სანათი. 31 იანვარს, „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა იმ 15 ქუჩის ჩამონათვალი, სადაც გარეგანათება თვეების განმავლობაშია გამორთულია, ან ნაწილობრივ არის განათებული. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ბათუმელებმა“ ზუსტად 23 ქუჩის მცხოვრებლებისგან მიიღო ანალოგიური შეტყობინება, რომ …

„მერს როგორ არ უნდა შეეძლოს შეუღოს ოპოზიციას კარები და დაელაპარაკოს“ – ენმ-ს წევრი საკრებულოში

ბათუმის მერიის ცენტრალურ შესასვლელში ისევ პოლიციის კორდონი დგას. მერის კაბინეტთან მისვლის უფლებას არ აძლევენ საკრებულოს ოპოზიციის წევრებს, რომლებიც რამდენიმე დღეა მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რეზო ხარაზი ამბობს, რომ არჩილ ჩიქოვანი საკრებულოს წევრებს პოლიციის კორდონით ესაუბრება. ოპოზიციის წევრები რამდენიმე დღეა მერთან შეხვედრას ითხოვენ ქალაქში არსებულ სხვადასხვა პრობლემაზე, თუმცა კარებთან პოლიცია დგას და …

რატომ ბნელდება ბათუმი? – განათების პრობლემა ბულვარსა და ქუჩებში

„არჩევნების მერე რომ ჩაქრა გარეგანათება, ისევ ბნელში ვართ,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ჯამბულ ბერიძე. ადამიანები ბათუმის სხვადასხვა ქუჩიდან, დაახლოებით 15 მისამართიდან, გვწერენ გარეგანათების პრობლემის შესახებ. ჩაბნელებულია ბათუმის ბულვარის დიდი ნაწილიც. გარეგანათება სხვადასხვა ადგილზეა გამორთული, როგორც ძველ, ისე ახალ ბულვარში. ჯამბულ ბერიძე ბათუმში, კახაბრის ქუჩაზე ცხოვრობს და გვიყვება, რომ გარეგანათების სისტემა 2019 წელს მოაწყვეს, თუმცა პერიოდულად …

რას ითხოვენ საკრებულოს წევრები „ოცნებიდან“, როცა ბათუმის მერი ენმ-ის წევრებს არ ხვდება

„კანონის ჩარჩოს გასცდნენ ეს ადამიანები და, აბა, როგორ გინდათ ახლა?“ – ასე აფასებს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი, თენგიზ აფხაზავა დღევანდელ ინციდენტს ბათუმის მერიაში – დღეს, 31 იანვარს, ბათუმის მერთან შეხვედრა საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა სცადეს. მათ არჩილ ჩიქოვანი არ შეხვდა. ოპოზიციონერები სათათბირო ოთახიდან გამოაძევეს. საკრებულოს წევრები რომ მერს ვერ ხვდებიან, ამასაც ოპოზიციას აბრალებს საკრებულოს …

რას პასუხობს არჩილ ჩიქოვანი აუდიტს, რომელმაც მერიაში დარღვევები დააფიქსირა

ბათუმის მერია დღეს, 31 იანვარს, სახელმწიფოს აუდიტის დასკვნას წერილობით გამოეხმაურა. ვრცელი განცხადების მხოლოდ ბოლო ნაწილი ეხება უკანონო მშენებლობებს ქალაქში, რაზეც სახელმწიფო აუდიტმა დაწერა, რომ „ბათუმის მერია ისევ ვერ უზრუნველყოფს უნებართვო მშენებლობების ეფექტურ კონტროლს.“ სახელმწიფო აუდიტის დასკვნა ბათუმის საკრებულოს და მერიის 2019-2020 წლების საქმიანობას აფასებს. არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერის მოვალეობას 2020 წლის ივლისიდან ასრულებს. 2021 წლის …

ავტობუსის გაჩერებები მოსაცდელების გარეშე ბათუმში

ბათუმში, მუნიციპალური ავტობუსების გაჩერებებზე მოსაცდელი ჯიხურების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. უკვე რამდენიმე თვეა მოსაცდელები არაა დამონტაჟებული იმ გაჩერებებზეც, სადაც მოსაცდელები ადრე იდგა, თუმცა ზოგი ახლის ჩანაცვლების მიზნით აიღეს, ზოგი კი დაზიანდა. „ქალაქის ტერიტორიაზე არსებული მოსაცდელების მოვლა-პატრონობის ფარგლებში რეგულარულად ხორციელდება მონიტორინგი და დაზიანებული მოსაცდელების რეაბილიტაცია. გრძელდება ავტობუსების მოსაცდელების ახლით ჩანაცვლების პროცესი, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა დასრულდეს.“ – …

ბათუმის საკრებულოს თანამშრომლებზე დასაბუთების გარეშე 107 051 ლარი გასცეს – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს, რომ ბათუმის მერიაში არ ფუნქციონირებს ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა. გარდა ამისა, მერიას შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული ჰყავს პირები მუდმივი ამოცანების შესასრულებლად, მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება კი დოკუმენტურად არ დასტურდება. „აღნიშნული გარემოება შრომის ანაზღაურების სახით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან მიმართებით, არსებული კონტროლის მექანიზმების არსებით სისუსტეზე მიუთითებს და …

როგორ შევხვდეთ ბათუმის მერს

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ხშირად აქვეყნებს  მოქალაქეებთან შეხვედრის ამსახველ ვიდეოკადრებს. ამ კადრებში ჩანს ასევე, რომ შეხვედრებს ესწრებიან სამსახურების უფროსები. „ბათუმელები“ დაინტერესდა, სად უნდა დარეგისტრირდეს მოქალაქე, თუ მას პრობლემა აქვს და მერთან შეხვედრა სურს? ასევე დაახლოებით რა ვადაში ახერხებენ დაინტერესებული მოქალაქეები არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრას? სპეციალური ვებგვერდი – „ვიზიტი ბათუმის მერთან“, რომელიც ყოფილმა მერმა …

რატომ გადაკეტეს აბუსერიძის ქუჩა ისევ – მოძრაობა შეზღუდულია კარფურიდან რესპუბლიკურამდე

ბათუმში ტბელ აბუსერიძის ქუჩა „კარფურიდან“ რესპუბლიკურ საავადმყოფომდე მონაკვეთში ცალმხრივად ისევ გადაკეტეს. ქუჩის გადაკეტვის მიზეზი, როგორც ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, ქალაქის საკანალიზაციო სისტემაში შექმნილი პრობლემაა. აბუსერიძის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში 2019 წელს მოძრაობა რამდენიმე თვით იყო ჩაკეტილი – მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის გამო. „სავარაუდოდ, საკანალიზაციო სისტემის პრობლემაა, ძველი მილი უნდა იყოს გაჭედილი, რის გამოც აბუსერიძე-ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში და მის …

ბათუმის მერია ყიდის მიწას, რომელიც სხვა ნაკვეთთან მისასვლელს კეტავს

26 იანვარს დასრულდება ელექტრონული აუქციონი, რომელზეც ბათუმის მერიას გასაყიდად 1 134 კვ.მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი აქვს გამოტანილი. 1 კვ.მ-ის გასაყიდი საწყისი ფასი 677 ლარია. მთლიანი ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი კი – 767 718 ლარი. საგარანტიო თანხა/ბე – 383 859 ლარი. ნაკვეთის გაყიდვის შემთხვევაში იზღუდება მომიჯნავედ რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი, ამიტომ, ტენდერის პირობაში აღნიშნულია, რომ „მყიდველი …

ბათუმი წელს 46,4 მილიონს გადაუხდის KfW-ს და EBRD-ს სესხის ძირსა და პროცენტში

ბათუმის ბიუჯეტიდან სესხის ძირი თანხისა და პროცენტის დასაფარად 2022 წლის განმავლობაში 46 446 900 ლარი დაიხარჯება. ამ თანხას მერია ორ ნაწილად გადაიხდის – ივნისსა და დეკემბერში. მერია გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) მიღებული სესხების მომსახურებას ფარავს. აღნიშნული 46,4 მილიონი ლარის გადახდის შემდეგ ვალის ნაშთი 2022 წლის ბოლოსთვის 301 …

8 ადგილი ბათუმში, სადაც სკვერი მოეწყობა – ტენდერები 3 მილიონი ლარით

ბათუმში რვა მისამართზე სკვერის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 3 117 981 ლარია გამოყოფილი. სკვერების მოსაწყობად მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს სამი ტენდერი აქვს გამოცხადებული. სკვერები უნდა მოეწყოს შემდეგ მისამართებზე:  [checklist] თამარ მეფის გზატკეცილზე – რელიგიის მუზეუმის მიმდებარედ თამარ მეფის გამზირი N20 აბუსერიძის ქ.N23-ის მიმდებარედ დ. აღმაშენებლის ქ. N8-10-12-ის მიმდებარედ ბაგრატიონის ქ.N214-ის მიმდებარედ ივანე მესხის …

მგზავრობის ფასის თვითნებური გაზრდისთვის კომპანიები წელს 36-ჯერ დავაჯარიმეთ – ინსპექცია

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, ქალაქის სამარშრუტო ხაზებზე მოძრავ მიკროავტობუსებში, მგზავრობის ტარიფის თვითნებური მატებისთვის, პასუხისმგებელი შპს-ების დაჯარიმება ყოველდღიურად ხორციელდება და 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 14 იანვრამდე პერიოდში, სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტზე, უკვე 36 სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი. ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობა ოფიციალურად ისევ 50 თეთრი ღირს. თუმცა, ბევრი მძღოლი მგზავრებს 70 თეთრს ახდევინებს. — სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობის …

„დღეს მოვედით მერთან შეხვედრაზე და გვითხრეს, რომ მერი შვებულებაშია“ – რეზო ხარაზი

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია მერიასთან ერთად სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომელიც მოამზადებს საკითხებს საკრებულოს სხდომისთვის. საკრებულოს ენმ-ს წევრები აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშაონ ასეთ ჯგუფში და დღეს მერთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა მერი არ შეხვდათ. ოპოზიციონერი საკრებულოს წევრის, რეზო ხარაზის თქმით, მერი შვებულებაში გასულა. არჩილ ჩიქოვანის შვებულებაში გასვლას ბათუმის მერიის პრესსამსახურშიც ადასტურებენ. …

2,4 მილიონი ლარი „მაკდონალდსთან“ ახალი სკვერის მოსაწყობად ბათუმში

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, „მაკდონალდსის“ მიმდებარედ, მერია ახალ სკვერს მოაწყობს. სკვერის მოსაწყობად ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტიდან 2 497 388 ლარამდე დაიხარჯება. აღნიშნული თანხით ელექტრონული ტენდერი სამუშაოების შესყიდვაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. სკვერის მოწყობა, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 5 თვეში უნდა დასრულდეს. სკვერში შადრევანი და საბავშვო ატრაქციონებიც განთავსდება. ტენდერში წინადადებების მიღება 2022 …

სახურავები, ლიფტები, კანალიზაცია ეზოებში – რომელ სახლებზე გეგმავს ბათუმის მერია სამუშაოებს

ბათუმის ბიუჯეტში 2022 წელს პროგრამისთვის – „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება“ – 6 246 022 ლარია გათვალისწინებული. აქედან, 25 122 ლარი იქნება ამხანაგობების მიერ გადასახდელი თანხა თანადაფინანსების ფარგლებში, ხოლო დანარჩენი უშუალოდ ბიუჯეტის სახსრებია. ამ პროგრამის ფარგლებში რემონტდება მრავალბინიანი სახლების სახურავები, ფასადები, ლიფტები, კანალიზაციის სისტემები ეზოებში და ასევე ტარდება საერთო ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები. პროგრამას …

მგზავრობის 70 თეთრამდე გაზრდისთვის ბათუმში 6 შპს დავაჯარიმეთ – მუნიციპალური ინსპექცია

მგზავრობის ტარიფის თვითნებურად გაზრდისთვის ბათუმში 2022 წელს ის 6 კომპანია დააჯარიმეს, რომლებსაც ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვა აქვს. „ექვსივე შპს დავაჯარიმეთ 100-100 ლარით. გაფრთხილებულებიც არიან და თუ გააგრძელებენ მგზავრებისთვის 70 თეთრის გადახდევინებას, ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად“, – გვითხრეს დღეს ბათუმის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში. ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობა ოფიციალურად ისევ 50 თეთრი ღირს. თუმცა, ბევრი მძღოლი …

ძველ ბათუმში 245 კვ.მ ფართობს მერია 1,2 მილიონ ლარად უპირობო აუქციონზე ყიდის

ძველ ბათუმში, ოთარ ჭილაძის [ყოფილი ელიავას] ქუჩაზე მდებარე სახლში, 245 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართობს მერია აუქციონზე უპირობოდ ყიდის. ელექტრონული აუქციონი გასულ წელსაც იყო გამოცხადებული, თუმცა არ შედგა. მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. ქონების [არასაცხოვრებელი ფართობისა და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთის] საწყისი გასაყიდი ფასი უცვლელია – 1 217 176 ლარი, ბიჯი – 35 000 ლარი. აუქციონი დაწყებულია …

ეკლესია ბათუმში 1926 კვ/მეტრ მიწას ითხოვს, რეესტრი მერიის დასტურს

მართლმადიდებელი ეკლესია ბათუმში, ბესიკის ქუჩაზე მდებარე 1926 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთის საკუთრებში დარეგისტრირებას ითხოვს. თუმცა, საჯარო რეესტრმა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მოითხოვა. რეესტრი ასევე ითხოვს ბათუმის მერიისგან, დაადასტუროს თავისი პოზიცია ეკლესიისთვის აღნიშნული ქონების საკუთრებაში გადაცემაზე. საჯარო რეესტრი თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ „დაინტერესებული პირის [ანუ ეკლესიის] მიერ არ არის წარმოდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი …

მერია: ავტობანის მშენებლობის გამო დაზარალებულებს ავარიული სახლების პროგრამაში ჩავრთავთ

შემოვლითი გზის მშენებლობის გამო დაზარალებულ ოჯახებს, რომლებსაც სახლები დაებზარათ, მერია ავარიული სახლების პროგრამაში ჩართავს. ამის შესახებ ლევან დავითაძემ დღეს, 31 დეკემბერს, უთხრა „ბათუმელებს“. მოსახლეობა კი აცხადებს, რომ დაპირება ბევრჯერ მიიღეს, თუმცა უშედეგოდ. ამავე თემაზე: „ჩვენი სახლები დაზიანდა“ – აქცია ავტობანის მშენებლობის წინააღმდეგ მახვილაურში ვიცე-მერის ინფორმაციით, მერიამ სამშენებლო ტერიტორიის მიმდებარედ არსებული სახლების მდგრადობა შეისწავლა და ოჯახები …

გონიოში უკანონოდ აშენებული კაფე დაანგრიეს, რატომ არ შლიან უკანონო კორპუსებს – მერიის პოლიტიკა

რა ნიშნით შეარჩია ბათუმის მერიამ უკანონოდ აშენებულ შენობებს შორის ერთი კაფე, რომელიც დაანგრიეს? – ეს კითხვა უპასუხოდ დატოვეს ბათუმის მერიასა და მუნიციპალურ ინსპექციაში, სადაც დღეს, 28 დეკემბერს, გაავრცელეს ინფორმაცია გონიოში, სახელმწიფო მიწაზე აშენებული ერთი კაფეს დემონტაჟის შესახებ. „მუნიციპალური ინსპექცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქალაქის ტერიტორიაზე ყოველთვის ახდენს რეაგირებას მსგავს სიტუაციებზე,“ – ამბობს მუნიციპალური ინსპექციის მიერ გავრცელებულ …

მოქალაქემ ბათუმის მერიას დავა სააპელაციოშიც მოუგო – „ბილაინის“ ანტენა სახურავზე

ბათუმის მერიის მეზობლად მცხოვრებმა ნანა ბერიძემ მერიას სასამართლო დავა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო. დავის საგანი კომპანია „ვიონი საქართველოს“ [ბილაინი] ანტენაა, რომელიც იმ კორპუსის სახურავზეა განთავსებული, სადაც ნანა ბერიძე ცხოვრობს. კომპანიამ ფარნავაზ მეფის 77-ში საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე მცხოვრები მესაკუთრისგან ბინა იქირავა და სახურავზე ანტენა დაამონტაჟა. ნანა ბერიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როცა ბათუმის …

რატომ ცვლიან ბათუმში ქვაფენილს ასფალტის საფარით – მერიის არგუმენტები

„ძალიან ძვირი და შრომატევადია“ – ამ არგუმენტით მერია ქვაფენილს ბათუმის ქუჩებში ასფალტის საფარით ცვლის. ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება. ამ სამუშაოებისთვის სავარაუდოდ 8 მილიონი ლარი დაიხარჯება. „ეს არ არის სერიოზული ხარჯი ამ ფართობისთვის,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ აკაკი ბერიძე, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი. ის განმარტავს, რომ ქვაფენილს გრიბოედოვის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე აყრიან, ასევე …

ახალი და ძველი უფროსები – საკადრო ცვლილებები ბათუმის მერიაში

ბათუმის მერიაში საკადრო ცვლილებებია. ბათუმის ვიცე-მერის პოსტზე ლევან დავითაძე დანიშნეს და შეიცვალა რამდენიმე სამსახურის ხელმძღვანელი. საკადრო ცვლილებების შესახებ დღეს, 13 დეკემბერს, ისაუბრა ბრიფინგზე ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა. საკადრო ცვლილებების თანახმად: „ბათუმის წყლის“ დირექტორი ალექსანდრე მჟავანაძე იქნება, რომელიც აქამდე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი იყო. ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს აკაკი ბერიძე უხელმძღვანელებს, რომელიც ამავე სტრუქტურაში …

ბათუმის ვიცე-მერად ლევან დავითაძე დანიშნეს

ბათუმის მერიაში საკადრო ცვლილებებია. დღეს, 13 დეკემბერს, ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა, ისაუბრა ბრიფინგზე ამ ცვლილებების შესახებ. ბათუმის ვიცე-მერი ლევან დავითაძე გახდა, რომელიც აქამდე შპს „ბათუმის წყალს“ ხელმძღვანელობდა. ლევან დავითაძე „ბათუმის წყლის“ დირექტორად 2021 წლის თებერვალში არჩილ ჩიქოვანმა დანიშნა, რომელიც მაშინ მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ბათუმელებმა“ „ბათუმის წყლის“  მიერ ადმინისტრაციული რესურსის …

მივდივარ, რატომ მაწვებით – საკრებულოს წევრები მერის კაბინეტიდან პოლიციამ გაიყვანა

ბათუმის საკრებულოს წევრები ოპოზიციიდან მერის კაბინეტიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით, მიწოლით, გაიყვანა. რეზო ხარაზი იმყოფება მერის კაბინეტის კართან და პოლიციას მიმართავს. ის აცხადებს, რომ „კაბინეტში კორუმპირებული ჩინოვნიკები ზიან“ და პოლიციისგან ითხოვს რეაგირებას: „იქ შეიარაღებული ჩინოვნიკები ზიან, მერს ველაპარაკებოდი და პოლიცია მომიყვანა, რა უნდა ელაპარაკო.“ ნახეთ: ბიზნესმენის თქმით, 2 ათას დოლარად ღირებულ 1 კვადრატს, მერიის მოხელე ხუთასად …

იარაღით უნდა ირბინოს მერიის თანამშრომელმა? – ოპოზიცია მერიაში აქციას მართავს

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია მერიაში აქციას მართავს. საკრებულოს წევრები მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილისა და ბიზნესმენს შორის დაპირისპირების შემდეგ მერისგან რეაგირებას ითხოვენ. „იარაღით უნდა ირბინონ მერიის თანამშრომლებმა – მიიღე გადაწყვეტილება?“ – მიმართეს საკრებულოს წევრებმა მერს. ამ წუთებში საკრებულოს წევრები მერის კაბინეტში იმყოფებიან. ოპოზიციის წევრებმა მერიაში მიიტანეს გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობის ფოტოები. გარდა ამისა, საკრებულოს წევრებმა მერს …

ბიზნესმენი ამბობს, რომ ბათუმის მერიის მაღალჩინოსანი იარაღით დაემუქრა – გამოძიება დაიწყო

გამოძიება დაიწყო მუქარის მუხლით – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში შემთხვევაზე, რაზეც ბათუმელი ბიზნესმენი, მერაბ ფარტენაძე საუბრობს. ბიზნესმენის თქმით, მას ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ბესო ცეცხლაძე იარაღით დაემუქრა. ბიზნესმენი ამ დროისთვის საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზეა. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრის განმარტებით, „აეროპორტის გზატკეცილზე 259ბ-ში პროექტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობაზე მონიტორინგის მიზნით გასულ მუნიციპალური ინსპექციის ჯგუფს მოქალაქეთა …

ბათუმის რამდენიმე ქუჩა ახალ წელს გარეგანათების გარეშე შეხვდება

ბათუმში, 9 მარტისა და „პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქეების თქმით, ორ კვირაზე მეტია გარეგანათება გამორთულია. ქალაქის კეთილმოწყობის სამმართველოს გარეგანათების მოვლა-ექსპლუატაციაზე ხელშეკრულება შპს „აჭარგანათებასთან“, აგვისტოში, 2 მილიონ 60 ათას ლარზე აქვს გაფორმებული. „უკვე 2 კვირაზე მეტია ბათუმი პლაზას მიმდებარე ქუჩებზე [9 მარტის ქუჩა, წერეთლის შესახვევი, ზურაბ ბერიძის ქუჩა და ზურაბ ბერიძის შესახვევი] არ არის გარეგანათება [არცერთი ლამპიონი …

„არ გადადო“ – აქცია ავარიული სახლების შესწავლის მოთხოვნით ბათუმის მერიასთან

დღეს, 8 დეკემბერს, მოძრაობა „არ გადადოს“ წევრებმა ბათუმის მერიასთან აქცია პერფორმანსით ავარიული სახლების შესწავლა მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა ბათუმის მერიის შესასვლელთან ავარიული სახლების ფოტოები გამოფინეს და გამოიტანეს  აუდიომასალა, სადაც ავარიულ სახლებში მცხოვრებლები ჰყვებიან, რა პირობებში უწევთ ცხოვრება. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა მაქსიმალურად მოკლე დროში დატოვონ შენობები სიცოცხლისათვის სახიფათო სახლებში მცხოვრებმა ადამიანებმა. „ჩვენ ვითხოვთ, მომზადდეს ავარიული სახლების ექსპერტიზის …

Exit mobile version