Batumelebi | 20 მისამართზე მეწყერია, კომისია განიხილავს ყველა შემთხვევას – ბათუმის მერია 20 მისამართზე მეწყერია, კომისია განიხილავს ყველა შემთხვევას – ბათუმის მერია – Batumelebi
RU | GE  

20 მისამართზე მეწყერია, კომისია განიხილავს ყველა შემთხვევას – ბათუმის მერია

ბათუმის მერიის ცნობით, ბათუმში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შემდეგ 112-ზე დაფიქსირდა 420 შეტყობინება, ხოლო მერიის ცხელ ხაზზე – 250 შეტყობინება.

20 მისამართზე დაფიქსირდა მეწყრული პროცესები, ჩამოიშალა ფერდსამაგრი და საყრდენი კედლები. მერია იუწყება, რომ პროცესში ჩართულები არიან გეოლოგები და მიმდინარეობს შესაბამისი შესწავლა.

„შესული შეტყობინებებიდან 50-ზე განხორციელდა შესაბამისი რეაგირება, 25 მისამართზე უკვე დასრულდა სამუშაოები, ხოლო 20 მისამართზე ამ დროისთვის მიმდინარეობს.

მუშაობა დაიწყო კომისიამ, რომელიც განიხილავს ყველა შემთხვევას და მომდევნო დღეებში მიღებული იქნება გადაწყვეტილება დაზარალებული ოჯახებისთვის მატერიალური დახმარების თაობაზე,“ – აცხადებს ბათუმის მერია.

ასევე, მერიის ცნობით, საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ბათუმის მერიის სერვისცენტრებს საცხოვრებელი მისამართის მიხედვით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com