„არის ერთი ნიუანსი“ ნიკო ნერგაძის და თიბისის ერთობლივი YouTube პოდკასტი დაიწყო

„მთავარია გჯეროდეს“ – გჯეროდეს, რომ ცოდნის ძიება არასდროს მთავრდება, გჯეროდეს, რომ კითხვების დასმა და ნიუანსებზე დაკვირვება უკეთეს პასუხებამდე მიგიყვანს. სწორედ ამიტომ თიბისიმ, განათლების პროგრამის ფარგლებში, ნიკო ნერგაძესთან ერთად YouTube პოდკასტების სერია „არის ერთი ნიუანსი“ დაიწყო.

პოდკასტის კონცეფცია მომდინარეობს ავტორის პირადი ცნობისმოყვარეობიდან სწრაფი პასუხების მიღმა არსებულ კითხვებსა და კონტექსტის კვლევაზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სოციალურ მედიაში გავრცელებული „იცით თუ არა რომ“ ტიპის ინფორმაციებმა შეიძლება აუდიტორია შეცდომაში შეიყვანოს.

ვიდეო სერიების მიზანია ისეთ თემებზე საუბარი, რომლებიც ხშირად ზედმეტად მარტივდება საჯარო დისკუსიებში. რეალურად კი სიღრმისეულ ანალიზს, კონტექსტს და ნიუანსურ მიდგომას მოითხოვს.

პროექტის ხედვა ემყარება იდეას, რომ ჭეშმარიტება იშვიათადაა შავ-თეთრი. ავტორებისთვის მთავარი სწრაფი პასუხები არ არის პირიქით, მათ სურთ აჩვენონ, რას ამბობს თანამედროვე მეცნიერება, როგორ მიდიან მკვლევრები დასკვნებამდე, რა რჩება უპასუხოდ და რა ნიუანსები არსებობს თითოეულ თემაში.

„ჩვენს ვიდეოებში „სწრაფი პასუხები“ ნამდვილად არ გვაინტერესებს. ჭეშმარიტება იშვიათად არის შავ-თეთრი; ყოველთვის არის ნიუანსი, ყოველთვის არის კონტექსტი. სწორედ ეს ხდის საკითხს საინტერესოს. ჩვენი ამოცანა არ არის, ვინმეს ვუთხრათ, რა როგორ იფიქროს. ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ: „აი, რა აქვს ნათქვამი მეცნიერებას, აი, როგორ მივიდნენ მკვლევრები ამ დასკვნამდე, აი, რა კითხვები რჩება ჯერ კიდევ უპასუხოდ“ და „აი, ასეთი ნიუანსი არსებობს“ – ნიკო ნერგაძე, ჟურნალისტი, ვიდეო სერიების ავტორი.

YouTube პოდკასტის პირველ ეპიზოდში საუბარია ძალადობასა და ვიდეოთამაშებზე; განხილულია თუ რა როლს ასრულებს გენეტიკა და აღზრდა ქცევაზე, როგორ ყალიბდება კვლევების შედეგები, რა ახდენს გავლენას თავად მეცნიერებზე და რატომ შეიძლება 10 წლის წინანდელი კვლევაც კი დღეს მოძველებულად ჩაითვალოს.

„არის ერთი ნიუანსის“ ახალ ეპიზოდებში, ორ კვირაში ერთხელ, ნიკო ნერგაძე სხვადასხვა სამეცნიერო და სოციალური თემის სიღრმისეულ განხილვას შესთავაზებს აუდიტორიას.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საგანმანათლებლო პლატფორმების მხარდაჭერა, რომლებიც საზოგადოების ინტერესს, კრიტიკულ აზროვნებასა და კვლევით კულტურას აძლიერებს.

„ოცნების“ შემწირველი ბათუმში ისტორიულ სახლებს ანგრევს – ნებართვა მერიამ გასცა

ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე ისტორიულ სახლებს ანგრევენ. შპს „ეკოლაინი“ აქ ახალი მრავალბინიანი კორპუსის აშენებას გეგმავს. კომპანიის წილების ასი პროცენტი შპს „ბათმშენს“ ეკუთვნის, რომლის მფლობელიც „ოცნების“ შემწირველი როინ დუმბაძეა. 2023-2025 წლებში როინ დუმბაძემ მმართველ პარტიას 118 000 ლარი შესწირა.

ახალი პროექტი ჰაიდარ აბაშიძის ქუჩის #38, 38ა,40, 42-ში მდებარე სივრცეს მოიცავს, ქუჩის ამ ნაწილს მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული ჰქონდა ძველი იერსახე, ორსართულიანი სახლებით და ღია აივნებით, რომლებსაც შიდა მხარეს საერთო ეზო ჰქონდა. რეესტრის ამონაწერის მიხედვით, აქ 13 შენობა უნდა დაანგრიონ.

ჰაიდარ აბაშიძის #38-ში სახლების შემოღობვა დაიწყეს, შიდა ეზოში არსებული შენობების ნგრევა კი უკვე დაწყებულია.
ფოტო: „ბათუმელები“

ადგილზე გვითხრეს, რომ ეზოს ნაწილში ძირითადად ე.წ. ბარაკები იყო განთავსებული, გზის პირას მდებარე ორსართულიანი სახლები კი დაძველდა და დაიბზარა:

„რა თქმა უნდა, მერჩივნა სახლი, მაგრამ დაძველდა, დაბზარულია უკვე. არ მქონდა შესაძლებლობა, რომ გამერემონტებინა, ინვესტორმა კარგი პირობები შემოგვთავაზა, კმაყოფილი ვარ“.

აქ ერთიანი სამშენებლო ფართობის მოსაწყობად შპს „ეკოლაინმა“ რამდენიმე საკადასტრო ერთეული გააერთიანა და მშენებლობისთვის 2738 კვ.მეტრი მიიღო. სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით შპს „ეკოლაინი“ 30-სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. შენობის სიმაღლე 101.2 მეტრი იქნება, მშენებლობის ნებართვა 2024 წლის 26 ივლისით თარიღდება.

შეცვლის თუ არა ბათუმის ახალი მერი ქალაქის განაშენიანების პოლიტიკას, ჯერ არ ვიცით. ამ დროისთვის ქალაქს ჯერ ისევ არ აქვს განაშენიანების გენერალური გეგმა და არც კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებია დამტკიცებული.

ბათუმის მერიაში კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცების პროცედურის დაწყება, 2016 წელს მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს დააანონსეს. 2021 წელს კი ამ საკითხზე მივიღეთ მორიგი განმარტება, რომ დამცავი ზონების დამტკიცებაზე მერია მას შემდეგ დაიწყებს ზრუნვას, როცა ქალაქს გენგეგმა ექნება.

თუმცა როდის ექნება ქალაქს გენგეგმა, ეს საკითხი ახლაც ისევე გაურკვეველია, როგორც ბოლო ოცი წლის განმავლობაში.

ქობულეთის შემოვლით გზაზე მაქსიმალური სიჩქარე 70 კმ/საათამდე შეამცირეს

ქობულეთის შემოვლით გზაზე მოძრაობის დასაშვები მაქსიმალური სიჩქარე 90 კმ/საათიდან 70 კმ/საათამდე შეამცირეს.

რატომ შემცირდა სიჩქარის მაქსიმუმი ქობულეთის შემოვლით გზაზე? – ამ ერთადერთი კითხვით „ბათუმელები“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში გვითხრეს, რომ ოფიციალურად, წერილობით უნდა მივმართოთ.

დასაშვები სიჩქარის შემცირების მიზეზი, ჩვენი ვარაუდით, შეიძლება იყოს ამ გზაზე გახშირებული ავარია და/ან დაზიანებული ადგილები სავალ ნაწილზე.

ქობულეთის შემოვლით გზაზე დასაშვები მაქსიმალური სიჩქარე 90-დან 70 კმ/საათამდეა შემცირებული / 1.11.2025

ქობულეთის შემოვლით გზაზე, მაგალითად, დაზიანებულია სადეფორმაციო ნაკერი, რაც ავტომობილების მოძრაობისთვის საფრთხის შემცველია.

გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ დაახლოებით ერთი თვის წინ უთხრეს, რომ დაზიანებული კონსტრუქციის შესახებ ინფორმირებულნი არიან და ის მთლიანად უნდა შეიცვალოს, მანამდე კი, გზის მოვლის სამუშაოები ტარდება, ამასთან, ეს ადგილიც ზედამხედველობის ქვეშაა.

მოვლას რაც შეეხება, რკინის კონსტრუქციის დაზიანებულ ნაწილებს პერიოდულად ერთმანეთთან ადუღებდნენ, ამ დროისთვის კი, სადეფორმაციო ნაკერზე ლითონის სქელი ფურცელია მთელ სიგრძეზე დამაგრებული.

სადეფორმაციო ნაკერი ადრე[ზემოთ] და ახლა [ქვემოთ] – ქობულეთის შემოვლით გზაზე

სადეფორმაციო ნაკერი არის აუცილებელი ელემენტი, რომელიც ხიდის/ესტაკადის ცალკეულ სექციებს შორის მოძრაობის საშუალებას იძლევა და ამით მის სტრუქტურულ მთლიანობას ინარჩუნებს. ასეთი ლითონის ელემენტები იცავს ბეტონის კონსტრუქციას დაბზარვისგან და ხიდს აძლევს მოქნილობას ტემპერატურის ან დატვირთვის ცვლილების დროს.

ქობულეთის შემოვლითი გზა, რომელიც ორზოლიანია, შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად უსაფრთხო არ არის.

საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და „ბათუმელების“ მონაცემებით, მთლიანობაში, 2018 წლიდან 2025 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ქობულეთის შემოვლით გზაზე 105 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 35 და დაშავდა სულ ცოტა 221 ადამიანი [მხოლოდ 2025 წლის ზაფხულში ამ გზაზე ავარიის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 15-მდე დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვანებიც]. ამ გზაზე 2014 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში მომხდარი ავარიების შესახებ კი მონაცემები არ გვაქვს.

ეს გზა, ისევე როგორც ბათუმის შემოვლითი გზა, არ არის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი [ავტობანი]. არის ორზოლიანი და სავალ ზოლებს შორის არ აქვს გამყოფი ბარიერი.

ქობულეთის შემოვლითი გზის საერთო სიგრძე დაახლოებით 31,3 კმ-ია. ამ გზის პირველი მონაკვეთი [ოზურგეთის სოფელ შეკვეთილიდან – ქობულეთის სოფელ გვარამდე] 2013 წელს გაიხსნა, ხოლო მეორე მონაკვეთი [ქობულეთის სოფელ გვარადან – მახინჯაურის გვირაბამდე] – 2018 წელს.

თავის მხრივ ქობულეთის შემოვლითი გზა გრიგოლეთი-ქობულეთის 4-ზოლიანი ავტობანის გაგრძელებაა. ეს ავტობანი, სადაც მაქსიმალური დაშვებული სიჩქარე 110 კმ/საათია, სოფელ შეკვეთილთან უერთდება ორზოლიან ქობულეთის გზას, სადაც ახლა უკვე დაშვებულია მაქსიმუმ 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა.

გრიგოლეთი-ქობულეთის[ჩოლოქი] ავტობანი
ქობულეთის შემოვლითი ორზოლიანი გზის ოთხზოლიანად გადაკეთებაზე მუშაობა გზების დეპარტამენტმა ამ გზის სრულად გახსნიდან 5 წლის შემდეგ, 2023 წელს დაიწყო.

პროექტი ქობულეთის შემოვლითი გზის პარალელურად დამატებითი ორზოლიანი გზის მოწყობას ითვალისწინებს [ასაშენებელი გზა მიუყვება არსებულ ორზოლიან გზას პარალელურად თითქმის მთლიან სიგრძეზე მარცხენა მხრიდან და მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში გადადის არსებული გზის მარჯვენა მხარეს, მრუდების გაუმჯობესების მიზნით.]

ქობულეთის შემოვლითი გზის პარალელური ახალი გზის სიგრძე 30.37 კილომეტრი იქნება.

გათვალისწინებულია ორი დამატებითი კვანძის მოწყობა და არსებული გვირაბების პარალელურად 2 ახალი, ორზოლიანი გვირაბის მშენებლობა. გვირაბები აშენდება სოფ. ქვედა აჭყვასთან და დაბა ჩაქვთან. პირველი გვირაბის [ქვედა აჭყვასთან] სიგრძე შეადგენს 250 მეტრს, ხოლო მეორე გვირაბის [ჩაქვთან] – 164 მეტრს.

საპროექტო გზაზე მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე კი 120 კმ/სთ იქნება.

ამ თემაზე ვრცლად:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

პროკურატურამ დაარღვია კანონი, დასავლეთს მიანიჭა მტრული ქვეყნების სტატუსი – კომენტარი

ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ 6 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ ფაქტობრივად დაარღვია კანონი ოპოზიციური ლიდერებისათვის ახალი ბრალის წარდგენისას.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ. პროკურატურის სწორედ ამ განცხადებას ეხმიანება ირაკლი მელაშვილი და განმარტავს, რატომ დაარღვია კანონი თავად პროკურატურამ.

„ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ ირაკლი მელაშვილის ტექსტს.

„როდესაც სახელმწიფო თავის მოქალაქეს აბრალებს სხვა მტრულ სახელმწიფოსთან ურთიერთობას, თან ღია პოლიტიკურ ურთიერთობებზეა საუბარი და არა შპიონაჟზე, აქ რამდენიმე საკითხია აუცილებლად გასარკვევი.

პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, იურიდიულად რას გულისხმობს ტერმინ „მტრულ სახელმწიფოში“ პროკურატურა? ვინ დაადგინა ოფიციალურად, რომელია საქართველოსთვის მტრული სახელმწიფო? რომელი დოკუმენტის საფუძველზე? პროკურატურა არ არის უფლებამოსილი თავად, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ეს საკითხი.

დემოკრატიულ ქვეყნებში, ძირითადად, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტები და კონცეფციები განსაზღვრავს, რომელია მტრული სახელმწიფოები და რა კრიტერიუმებით ხდება ამ სიაში რომელიმე ქვეყნის შეყვანა. ამ დოკუმენტით მტრული სახელმწიფოების სიაში მოხვედრა არის უცხო ქვეყნისთვის ასეთი სტატუსის ოფიციალურად მინიჭების ერთადერთი საკანონმდებლო საფუძველი.

უსაფრთხოების პოლიტიკურ დოკუმენტებში, როგორც წესი, მითითებულია, თუ რა მიზეზებით ენიჭება სახელმწიფოს ეს სტატუსი. მაგალითად: დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია [NSS 2025] პირდაპირ საუბრობს „მტრულ სახელმწიფოებზე” (hostile states) და „მოწინააღმდეგეებზე” [adversaries]. აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია [NSS] გამოყოფს მტრულ სახელმწიფოების ორ ძირითად ჯგუფს, ევროკავშირის სტრატეგიული კომპასი [Strategic Compass, 2022 წელი] და სხვა დოკუმენტები [მაგ., ევროპული უსაფრთხოების სტრატეგია] ასევე მოიცავს მტრული სახელმწიფოების თემას.

დავძებნე და საქართველოს არცერთ პოლიტიკურ დოკუმენტში დასავლეთის ქვეყნები არ არის შეყვანილი „მტრული სახელმწიფოს“ რიგებში. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტში კი აშშ [7.1 პუნქტი], ევროკავშირი [5.2] და უკრაინა [7.2] არათუ მტრულ სახელმწიფოებად, არამედ სტრატეგიულ მოკავშირეებად მოიხსენიებიან. ეს დოკუმენტი ძალაშია და არავის გაუქმებია.

მეორე საკითხია, რომ მთავრობას, თუნდაც ოფიციალურად ჰქონდეს დადგენილი მტრული სახელმწიფოების სია, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს საკუთარ მოქალაქეებს, რათა მოქალაქე ინფორმირებული იყოს ასეთ სახელმწიფოსთან მისი ურთიერთობის დაუშვებლობაზე. თუ არცერთი არსებობს და არც მეორე, მაშინ რის საფუძველზე წარუდგენენ ბრალს ნებისმიერ მოქალაქეს „მტრულ სახელმწიფოებთან ურთიერთობაზე”, თუ ბრალის წარდგენის დღისათვის სახელმწიფოს არც ერთი ოფიციალური აქტით არ იყო დადგენილი ასეთი სახელმწიფოების არსებობა?

რას ნიშნავს ტერმინი „თანამშრომლობა სხვა სახელმწიფოსთან?”

მაგალითად, მე ღიად და საჯაროდ ვაკრიტიკებდი როგორც შევარდნაძის, ასევე სააკაშვილის ხელისუფლებებს, კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევის თუ სხვა პოლიტიკური საკითხებისადმი ჩემი განსხვავებული შეხედულებებიდან გამომდინარე. ამას ვაკეთებდი, როგორც ქართველებთან, ასევე უცხოელებთან ურთიერთობაში, მედიაში, პირისპირ საუბრებში თუ კონფერენციებზე, მათ შორის, მოვითხოვდი, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს მიეღოთ ზომები იმ თანამდებობის პირების მიმართ, ვინც ჩართული იყო კორუფციასა და საქართველოს მოქალაქეების უფლებების მასობრივ შელახვაში.

თუ ეს ვინმეს აზრით „სხვა სახელმწიფოსთან თანამშრომლობაა”, გილოცავთ, თქვენ სსრკ-ში დარჩენილხართ. ეს იყო საბჭოთა პრაქტიკა, როცა უცხოელებთან მშობლიური სსრკ-ს კრიტიკა იკრძალებოდა და რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში აღორძინდა, მაგალითად, რუსეთსა და ბელარუსში.

ინფორმაციისათვის, 1975 წლიდან მოყოლებული, როდესაც ჰელსინკიში ხელი მოეწერა ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის დოკუმენტს, ადამიანის უფლებების, თავისუფალი არჩევნების, სიტყვის თუ მედიის თავისუფლებების დაცვის საკითხები უკვე აღარ არის ქვეყნების მხოლოდ საშინაო საქმე, იგი წევრი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მონიტორინგს ექვემდებარება. საქართველო კი, ამ დოკუმენტს მიერთებულია, ანუ იურიდიული ვალდებულება აქვს შეასრულოს მისი მოთხოვნები.

„დასავლეთის იმპერიალისტურ, მტრულ ქვეყნებთან” თანამშრომლობის მოტივით საქართველოში ბოლო გასამართლებულები იყვნენ: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და სხვა ქართველი დისიდენტები, გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში. ისინი მაშინდელი ხელისუფლების და პროკურატურის აზრით, მტრულ არხებს სსრკ-ზე, საბჭოთა სისტემასა თუ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე მადისკრედიტირებელ ინფორმაციას აწვდიდნენ და ეწეოდნენ ანტისაბჭოთა აგიტაცია – პროპაგანდას. მე-20 საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან ამას სსრკ-ც აღარ შვრებოდა.

დემაგოგიის თავიდან ასაცილებლად სპეციალურად ხაზს ვუსვამ, მე მაშინდელ დისიდენტებს არ ვადარებ ახლანდელ ოპოზიციონერ ლიდერებს, ძალიან კარგად ვიცი, რომ ცა და დედამიწაა სხვაობა, მაგრამ ეს არ ცვლის ხელისუფლებების ქმედებებისადმი ჩემს დამოკიდებულებას. მე ვადარებ მაშინდელი და ახლანდელი ხელისუფლების პოლიტიკას ამ კუთხით, ვინაიდან სსრკ-ს დროს, ოფიციალური პროპაგანდა განსხვავებულად მოაზროვნეებს, ვინც იბრძოდა სსრკ-ს პოლიტიკის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად მოიხსენიებდა „დასავლეთის აგენტებად“.

აგრეთვე, ვაფასებ იმ ხალხის რეაქციას, ვინც დღეს ამართლებს პროკურატურის მიერ ოპოზიციის ლიდერების მიმართ მტრულ ქვეყნებთან თანამშრომლობის მოტივით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.

საზოგადოების ამ ნაწილის რეაქცია და არგუმენტები ანალოგიურია სსრკ-ს დროინდელი ტელევიზიით შრომითი კოლექტივების წარმომადგენლების გამოსვლებისა, რომლებიც მკაცრად გმობდნენ დისიდენტების, შემდეგში კი ეროვნული მოძრობის ლიდერების „ანტისახელმწიფოებრივ”, „ექსტრემისტულ” საქმიანობას და „იმპერიალისტურ ქვეყნებთან მათ თანამშრომლობას”.

შეგიძლიათ მაშინდელ არქივებს გადახედოთ და დარწმუნდებით, რომ ერთი ერთშია მაშინდელი და ახლანდელი ქოცების არგუმენტები. (როგორც ჩანს, მაშინაც ესენი იყვნენ)ასე რომ, Back in the USSR!“ – წერს ფეისბუქზე ირაკლი მელაშვილი.

ამავე თემაზე: 

8 ოპოზიციური ლიდერის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

„მშობლები გვიან მიხვდებიან, რომ ეს სიჩუმე მათი შვილების სასარგებლოდ არ იყო“ – მასწავლებელი

„ადამიანები გვიან მიხვდებიან, რომ ეს სიჩუმე მათი შვილების სასარგებლოდ არ იყო“ – ამბობს ხელოვნების მასწავლებელი, გიორგი ლიპარიშვილი „ბათუმელებთან“. მას ვესაუბრეთ „ოცნების“ მიერ დაანონსებულ „განათლების რეფორმაზე“, რომელიც, სპეციალისტების შეფასებით, კატასტროფული და უკან გადადგმული ნაბიჯია.

  • ბატონო გიორგი, რადგან „ოცნების“ ხელისუფლება აპირებს სკოლებში მე-12 კლასის გაუქმებას, გვინდა ვიცოდეთ მასწავლებლების აზრი ამ თემაზე. რას ფიქრობთ ამ ცვლილებაზე, რას კარგავს ამით მოსწავლე, სკოლა და თუნდაც, მასწავლებელი?

ეს მარტო მე-12 კლასის გაუქმება ხომ არ არის, ერთობლივად დაანონსდა განათლების რეფორმები, ხომ?! უნივერსიტეტების შემცირება, პროფესორების შემცირება და ეს ყველაფერი გამოიწვევს უმუშევრობასაც.

ქალაქი სტუდენტებისგანაც დაიცლება, რადგან ბევრი ვერ შეძლებს სხვა ქალაქში გადასვლას საცხოვრებლად და ის ამბავიც, რომ თითქოს ნებისმიერს შეეძლება მე-12 კლასი ევროპაში დახუროს და გააგრძელოს, ესეც ხომ სიყალბე და ტყუილია, არა?!

ევროპაში მე-12 კლასის დამთავრება კი არა, სკოლებში საჭმლის პრობლემაა და ის ვერ მოგვარდა ჯერ. სანიტარული პრობლემები მოუგვარებელია და ახლაც ბევრ სკოლაში მუნია გავრცელებული. რატომ გავრცელდა, იქნებ წყალი არ არის ისევ სკოლებში და ამაზე ილაპარაკოს ვინმემ.

აქ მთავარი ამბავი არის ის, რომ ნაკლები გასასვლელი ჰქონდეთ ახალგაზრდებს ევროპაში და ევროპულ ღირებულებებთან ბმა იყოს უფრო ნაკლები. ამიტომ მიაბეს ამ ყველაფერს უნივერსიტეტების „რეფორმა“, რომ ბევრი სტუდენტიც ვეღარ გახდეს.

ერთდროულად ამდენი მოსწავლე რომ დაამთავრებს მომავალში სკოლას – ახლანდელი მე-12 და მე-11 კლასი, რას იზამენ, სად მიჰყავთ ეს ადამიანები. ან მე-12 კლასი თუ იყო პრობლემა, აქამდე რატომ არ ვლაპარაკობდით, ახლა რატომ გახდა სალაპარაკო.

  • სინამდვილეში მე-12 კლასია პრობლემა თუ სხვა რამ, რომლის აღიარებაც არ უნდა სახელმწიფოს?

პრობლემა არის განათლებული ადამიანი ქვეყანაში. რაც ნაკლებად განათლებული ადამიანი იქნება ქვეყანაში, უფრო მარტივია მისი მართვა, მისი დასაქმება დაბალი ანაზღაურებით, მისი როგორც გინდა ისე გადასროლა და მის გონებაში უფრო მარტივად შეღწევა, რადგან აქ განვითარების გაქრობაზეა საუბარი.

გახსოვთ, წინა წელს რაღაც ნაწარმოებები ამოიღეს აბიტურიენტის მასალებიდან, ახლა იმასაც გააქრობენ, რაც დარჩა, თუ მე-12 კლასს გააუქმებენ. ყველაფერს მე-11-ში ხომ ვერ ჩატენიან.

მოსწავლე თუ ვერ ხვდება, მოსწავლის მშობელი ხომ ხვდება, მაგრამ დუმს ან ფიქრობს – „ადრეც ხომ იყო 11 წელი სწავლა“.

ადრე ამდენი შესაძლებლობებიც არ იყო. არც უნივერსიტეტის დიპლომის აღიარება იყო. ადრე ისიც იყო, რომ ევროპულ ჯილდოს ვერ აიღებდი, ევროპაში სამოგზაუროდაც კი ვერ მიდიოდი და ახლა ეს ყველაფერი ერთმანეთს ებმება.

ჩემი აზრით, ეს არ არის განათლების, უფრო გაუნათლებლობის რეფორმაა, რომ განათლებამ უკან დაიხიოს. წარსულისკენ, უკუსვლისკენ უფროა მიმართული ეს ნაბიჯი.

სავარაუდოდ, რამდენიმე სკოლას ამის უფლებას დაუტოვებენ, რომ მე-12 კლასი ჰყავდეს, მაგრამ მერე ალბათ ამაზე დაიწყება ჩაწყობა, ან ძვირადღირებული იქნება იქ სწავლა და ყველას შვილი მაინც ვერ ივლის. თავიანთი შვილების ტოტს არ მოჭრიან ამ შემთხვევაში.

  • მათი შვილები ისედაც ევროპულ სკოლებში სწავლობენ და ალბათ არ დასჭირდებათ.

ისეთ სკოლებში, რომელთაც ისედაც აქვთ აკრედიტაცია და შეეძლებათ სწავლა ევროპულ უნივერსიტეტებში გააგრძელონ.

ადამიანები გვიან მიხვდებიან, რომ ეს სიჩუმე მათი შვილების სასარგებლოდ არ იყო, აღმოჩნდება, რომ ხელისუფლება თავის ტოტს კი არ ჭრის, ჩვენ გვიჭრის ტოტს, რომ ვერ განვვითარდეთ, ვერ მივაღწიოთ იმ კენწერომდე, რომელიც ტკბილია.

თან ვინ აკეთებს რეფორმას, ესეც ხომ მნიშვნელოვანია? განათლების მკვლევარია, ექსპერტია, რამდენად იცის განათლების პროცესები, სასკოლო მიდგომები, აქვს თუ არა უცხოეთის გამოცდილება, ევროპული ღირებულებები განათლებაში და ასე შემდეგ, ხომ? ამ შემთხვევაში ასე არ ხდება.

მეც მქონდა შესაძლებლობა ცოტა ხნით ევროპულ სკოლაში მემუშავა და საოცრება ხდება იქ. ბავშვები ველოსიპედებით დადიან, ირჩევენ განათლებას, პროფესიულ განათლებასაც ეუფლებიან, ჯერ იმდენი სახელოსნო აქვთ ბავშვებს სკოლაში… ჩვენთან კი რა ხდება, საერთოდ გათიშეს განათლება, სპორტი და ხელობა ერთმანეთისგან. თითქოს სპორტი ზედმეტია. მეორადი გახადეს და ახლა თიშავენ განათლებისგანაც, რომ ადამიანმა განათლებით, აზროვნებით არ დაიცვას თავი, არ იფიქროს. უნდათ, რომ მიმყოლები ვიყოთ, მდინარის დინება საითაც წაგვიყვანს, მხოლოდ იქით წავიდეთ და არა ის, რომ იალქნიანი გემით შევცუროთ სწავლაში, განათლებაში და განვითარებაში.

  • რას ფიქრობენ თქვენი კოლეგები ამ ყველაფერზე. არსებობს შიგნით წინააღმდეგობა, რომ არ მიიღონ ეს თავსმოხვეული რამ?

ამაზე ხმაური არ ჩანს, თითქოს ელოდებიან, რა მოხდება. ჩვენ ეგ გვჭირს ხოლმე, რომ ხშირად ვერ ვიყენებთ სიბრძნებს, როგორც მაგალითს, როგორც გამოცდილებას. ხომ ვიცით სიბრძნე – ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდება, მაგრამ მაინც ურმის გადაბრუნებას ველოდებით და მერე, შეიძლება გვიანი იყოს. მერე ასე მარტივად აღარ ხდება ცვლილება.

მართლა ასე ხომ არ არის, წილხვედრი ერი ვართ და მაინც გადავრჩებით, რომ ვიძახოთ. თუ განათლება არ გვექნება, თუ ბრძოლის უნარი აღარ გვექნება, ფიქრის უნარი არ გვექნება და ძალა აღარ გვექნება, რა გადაგვარჩენს?

ერთხელ გადაგვარჩინა ხომ? როცა რუსული ტანკების პირისპირ იდგა ენა და ადამიანი. მაშინაც ადამიანების ერთობამ იხსნა ეს ყველაფერი, როცა უნდოდათ, რომ რუსული ენა გავრცელებულიყო ყველგან – სკოლაში, სასამართლოში, ბაღში და ბეწვზე გადავრჩით მაშინ. ის ადამიანები ახლაც ცოცხლები არიან და მოვუსმინოთ, გავიგოთ, გავიაზროთ, რა ხდებოდა, რომ იმავე საფრთხის წინაშე ვართ ახლაც.

ეს არ არის მხოლოდ ის, რომ „მე-12 კლასი იყოს თუ არა“ ან „უნივერსიტეტს ჰქონდეს ან არ ჰქონდეს შენობა“, უფრო დიდი გამოწვევის წინაშე ვართ.

მაშინ, როცა სტუდქალაქებს უნდა აშენებდე, მეტ სივრცეს უნდა უთმობდე უნივერსიტეტებს, შენ აკლებ ამ სივრცეებს, უპატარავებ სტუდენტებს არეალს და რატომ?! რატომ ცლი ქალაქს სტუდენტებისგან?! – იმიტომ, რომ გეშინია, არ გაიღვიძონ და არ დაუპირისპირდნენ რეჟიმს.

სტუდენტს არჩევანს უზღუდავ, მოსწავლეს უზღუდავ, რისთვის ამზადებ მაშინ? დაკეტილი კარებიდან როგორ გააღწიოს და ბნელი ოთახიდან როგორ გავიდეს.

  • თქვენ ამბობთ, რომ ცოდნის გამოყენებას ვერ ვახერხებთ ცხოვრებაშიო. მასწავლებელს ხომ არ აკლია ცოდნა, სხვას გადასცემს, ხომ? მაშინ რატომ ხდება, რომ იმას, რასაც სხვას ასწავლის, მასწავლებელი თავად ვეღარ იყენებს კრიტიკულ მომენტში. თავადაც ელოდება ურმის გადაბრუნებას?

ისევ გაუნათლებლობისკენ მივდივართ…

  • მაგრამ ამ ადამიანებს ხომ არ აკლიათ განათლება?

მხოლოდ ცოდნა საკმარისი არ არის, გვჭირდება სწორი აზროვნებაც. თუ ადამიანი უარყოფს ყველაფერს, რისგანაც ადამიანი შედგება; უარყოფს თანაგრძნობას, უარყოფს სხვა ადამიანის აღიარებას, უარყოფს თანასწორობას, აღარ გამოდის ადამიანი, ხომ?!

ამიტომ, ბავშვებს მარტო კონკრეტული საგანი კი არ უნდა ვასწავლოთ, ფიქრო უნდა ვასწავლოთ, რომ კითხვები გაუჩნდეთ. ცეცხლის ანთებას უნდა ჰგავდეს სწავლა, რომ მოსწავლემ იცოდეს, როგორ გათბეს ამ ცოდნით, როგორ გამოიყენოს ეს ცოდნა საჭირო დროს და განათლებული ადამიანი კი არ იყოს მხოლოდ, არამედ მოაზროვნე ადამიანი იყოს, სწორი ღირებულებებით და გარჩევა იცოდეს თეთრის და შავის.

მოქალაქეებად უნდა ვაქციოთ ადამიანები, რომ ნათელი და ბნელი არ აერიოთ ერთმანეთში და არ გაჩუმდნენ, როცა ხედავენ, რომ თავზე ქვეყანა ექცევათ, განათლებაც ექცევა და ყველაფერი.

  • ბოლო დროს „ოცნების“ ხელისუფლებამ ბევრი შემზღუდავი კანონი მიიღო. ისეთი კანონებიც, რომლებიც ზღუდავს მასწავლებელსაც და ხდის მთლიანად ხელმძღვანელზე დამოკიდებულს. რას მივიღებთ საბოლოო ჯამში, თუ მათი ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანეს?

თუ ასე გაგრძელდება, ჩვენ მივიღებთ საოცარ სიჩუმეს, რომელიც დაემსგავსება ქარიშხლის წინ დასადგურებულ სიჩუმეს. მივიღებთ დიდ უკუსვლას, რადგან ეს კანონები ხომ კონტროლის, დაშინების, გაჩუმების და კიდევ უფრო „ჩუმად იყავის“ ნაწილია – „შენ არაფერი დაგეგმო, შენ არაფერი გააკეთო უჩემოდ, ყველა ნაბიჯი უნდა ვიცოდე შენი“…

ან დამატებითი სამუშაოს გარეშე რამდენი ადამიანი იარსებებს ამ ქვეყანაში? ეს ხელფასების გაზრდაც დაახლოებით იმას ჰგავს, ცოტა ხნის წინ ვითომ რომ გაზარდეს საათების მიხედვით.

ან საათებით როგორ გავზრდით ხელფასს, როცა სოფლები იცლება ბავშვებისგან, სკოლები იცლება. ერთი სკოლა ვნახე, სადაც 16 ბავშვი და 25 მასწავლებელია. როგორ უნდა გაეზარდოს იმ მასწავლებელს ხელფასი, როცა ერთი მე-12 -კლასელი ჰყავს. ეს ხომ აბსურდია.

  • ტოტალური კონტროლისკენ მივდივართ?

კი, 1984-სკენ [ჯორჯ ორუელის დისტოპიური რომანი] მივდივართ. ყველაფერს უნდა ვხედავდეთ და ვაკონტროლებდეთ.

იმ დღეს მეგობარმა გამახსენა, ადრე თქვი, წიგნებს კი არა, ერთმანეთს აღარ ვკითხულობთო და ზუსტად ეს დაგვემართა, რომ აღარც ერთმანეთის მოკითხვით ვართ დაკავებული და აღარც წიგნებს ვკითხულობთ, რომ თეთრი და შავი გავარჩიოთ.

თუ ჩვენ ისტორია დავივიწყეთ, მაშინ გამოდის, რომ თავიდან უნდა დავიწყოთ მტერთან ურთიერთობა და ის იმავეს გაგვიკეთებს, რასაც ადრე გვიკეთებდა, იმავე მეთოდებით, როგორც 21 წლის ოკუპაციის მერე, რომ არ განვითარებულიყო ქვეყანა და ადამიანები.

ავთო ვარაზის მამა, რომელიც ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი, ვერც კი წავიდა. ოთარ ჭილაძე სხვა ქვეყანამ წარადგინა ნობელის პრემიაზე, საქართველომ ვერც კი გაბედა, რომ წარედგინა. ეს ხომ სიყალბეა, რომ თითქოს მერაბ კოსტავას პატივს მივაგებთ, ვითომ მის სახლ-მუზეუმს ვხსნით და ამავე დროს ევროპულ განათლებას ვებრძვით. აქ ხომ კავშირებია მნიშვნელოვანი. თუ ამ ყველაფერს დავივიწყებთ, მომავალი როგორ ავაშენოთ.

ეს დაახლოებით იგივეა, სახლს საძირკველი მოაჭრა და მეორე სართულიდან აშენო. აშენდება? ხე ხომ ვერ გაიხარებს ფესვების გარეშე. ეს ფესვებია ჩვენი ისტორიაც.

დღეს კი წყალში გადასროლა, გადარეცხვა გამოდის ჩვენი ისტორიის, გონებიდან და მეხსიერებიდან და მალე – წიგნებიდანაც.

რას ედავება პროკურატურა რვა ოპოზიციონერ ლიდერს

6 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს  სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში დასდო ბრალი.

რვა ლიდერიდან სამს, ელენე ხოშტარიას, ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეს პროკურატურა ედავება, რომ „ოცნების“ ლიდერებსა და სხვა პირებს სანქციები მათი წყალობით დაუწესდათ.

  • რომელ ლიდერს რას ედავება პროკურატურა

ელენე ხოშტარიას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ელენე ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ზურაბ ჯაფარიძეს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გიორგი ვაშაძეს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ნიკა გვარამიას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნიკა გვარამიას 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ნიკა მელიას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნიკა მელიას 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მამუკა ხაზარაძეს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამუკა ხაზარაძეს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამავე თემაზე:

8 ოპოზიციური ლიდერის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

ბახმაროში კოტეჯების უკანონოდ მშენებლობის გამო 2 პირი დააკავეს

სუს-ის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბახმაროში, სახელმწიფო მიწაზე კოტეჯების უკანონო მშენებლობის გამო 2 პირი დააკავეს.

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, ასევე სხვა საკურორტო ზონებში, ხშირია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თვითნებურად დაკავების, თვითნებურად გასხვისებისა და მშენებლობის შემთხვევები. აღნიშნულთან დაკავშირებით, დაკავებულია 2 პირი.

გამოძიებით დადგენილია, რომ დაბა ბახმაროში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის სარგებლობაში გადაცემისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე, კოტეჯების მშენებლობის სანაცვლოდ, ამავე ტერიტორიაზე კოტეჯების უკანონო მშენებლობაში ჩართულმა ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს 11 000 აშშ დოლარი მოსთხოვა და აღნიშნული თანხიდან მოითხოვა 7 ათასი დოლარის წინასწარ გადაცემა.

მისი დაპირებით, თანხის გადაცემის შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა კოტეჯის უკანონოდ აშენება, რის გამოც, მშენებლობის პროცესში, ასევე, მისი დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მხრიდან მოქალაქეს პრობლემა არ შეექმნებოდა.

2025 წლის 5 ნოემბერს, მოთხოვნის შესაბამისად, მოქალაქემ ბრალდებულს წინასწარ გადასცა 7 ათასი დოლარი. თანხის გადაცემის შემდეგ ბრალდებული შეხვდა აიპი კურორტ ბახმაროს დირექტორის მოადგილეს, რომელიც საქმის კურსში იყო დანაშაულებრივი ქმედების შესახებ.

მას შესთავაზა სახელმწიფო ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ თანხის ნაწილის გადაცემა. თუმცა, „ბახმაროს“ დირექტორის მოადგილემ ვეღარ გაბედა თანხის აღება, მიზეზად კი მუნიციპალიტეტის ახალი ხელმძღვანელობა დაუსახელა.

მასთან დაშორების შემდეგ, „ბახმაროს“ დირექტორის მოადგილემ სამართალდამცავებს არ შეატყობინა მისთვის მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ.

საქმეზე ჩატარებულია ფარული საგამოძიებო მოქმედებები და მოპოვებულია დანაშაულის ამსახველი აუდიო-ვიდეო მტკიცებულებები“-აცხადებს სუს-ი.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსსკ-ის 19/180-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს და სასჯელის სახით 6-იდან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

157 906 ლარის მითვისების ფაქტზე ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალი წარუდგინეს

ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომართვის საფუძველზე დაიწყო.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ისარგებლა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და 2019-2024 წლებში როგორც საკუთარ, ასევე ახლობლის საბანკო ანგარიშებზე თანამდებობრივი სარგოს, მივლინებისა და სხვა დანიშნულებებით, ზედმეტად ჩარიცხა და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 157 906 ლარი, რის შედეგადაც ფოთის მერიას დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა“ – აცხადებს პროკურატურა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმში არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 30 წლის კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში დააკავეს 30 წლის კაცი არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით. ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მცირეწლოვანი გოგონას მიმართ სქესობრივი ხასიათის დანაშაული ჩაიდინა,“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137 -ე მუხლის მე–4 ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, დაკავებულს 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ელოდება.

 

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 ნოემბრის 21 საათიდან 8 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 19 – 24 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
    ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 1-2 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +17 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 8-9 ნოემბერს აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 148 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 330 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 23 543 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 34 301 ერთეული [+13]
  • MLRS – 1 535 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 238 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 78 678 ერთეული [+248]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 918 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 66 723 ერთეული [+65]
  • სპეცტექნიკა – 3 993 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 95 376 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 635 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 889 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 609 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 134 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 46 064 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ტრამპი პუტინზე: მათ სანაპიროსთან გვყავს მსოფლიოში უდიდესი ბირთვული წყალქვეშა ნავი

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

Multi-Billion Dollar Project Eagle Hills Contract Classified as Commercial Secret

The investment agreement signed with Eagle Hills, under which major development projects are to be carried out in Tbilisi and Adjara — including the creation of new residential and tourism infrastructure — has been classified as a commercial secret.

This is stated in a decree issued by the Government of Georgia on October 22.

According to Georgia’s General Administrative Code, a commercial secret is information of commercial value related to a plan, formula, process, method, or any other data used in the production, preparation, or processing of goods or in the provision of services, and/or representing an innovation or a significant result of technical creativity, as well as other information whose disclosure could harm a person’s competitiveness.

The text of the agreement has been requested by Netgazeti and Batumelebi through the public information procedure. However, the classification of the document as a commercial secret means that the agreement signed with the Arab investment group will not be made public.

Projects with a total value of 6.6 billion USD are to be implemented in Tbilisi and Batumi.

According to Irakli Nadareishvili, Deputy Minister of Economy, under the agreement signed on October 22, the state will hold a 33% share in the Georgian subsidiary of Eagle Hills.

“The final documentation has been signed, establishing a joint venture through which the state and the investor enter into a partnership. This concludes a crucial phase of negotiations where all commercial terms and obligations of both the state and the investor are outlined. The project now moves to the next stage — by next summer, we expect to complete the processes of obtaining necessary permits, approving the master plan, and conducting environmental assessments. It’s quite a lengthy list of approvals and documents. Construction is set to begin next summer. The state’s contribution to the project will be in the form of land, while the investor’s contribution will consist of financing and management,” Nadareishvili said.

According to him, the state will participate in the project with 260 hectares in Gonio and 590 hectares near Tbilisi, while the investor is responsible for preparing the architectural design and securing the capital required for its implementation.

Georgian Dream Promotes Prosecutors Involved in Mzia Amaglobeli’s Politically Motivated Case

According to information provided to Batumelebi, the prosecutors handling Mzia Amaglobeli’s case have been promoted: Tornike Gogeshvili has been appointed Deputy Chief Prosecutor of Batumi, while Shota Chkhaidze has become Deputy Chief Prosecutor of Ozurgeti District.

The Prosecutor’s Office press center did not respond to Batumelebi’s inquiry about these personnel changes on November 6.

Several well-informed sources confirmed to Batumelebi that Tornike Gogeshvili was appointed Deputy Chief Prosecutor of Batumi about a week ago, while Shota Chkhaidze has held the position of Deputy Chief Prosecutor of Ozurgeti for about two months.

Tornike Gogeshvili, one of the prosecutors in Mzia Amaghlobeli’s case, was sanctioned by Lithuania and Estonia on March 3, 2025.

Since July 2025, the Chief Prosecutor of Batumi has been Irakli Gachechiladze, and Giorgi Tskhovrebadze has served as the Chief Prosecutor of the Adjara region since the same period.

Until recently, the position of Deputy Chief Prosecutor of Batumi was held by Aleksandre Dzirkwadze, who, according to Batumelebi’s information, has been transferred to the State Security Service of Georgia (SSSG) to take up another position.

Yesterday, November 5, Archil Antadze — a police officer who testified falsely in Mzia Amaglobeli’s case — was appointed Director of Batumi Boulevard. Earlier, Irakli Dgebuadze, the former head of Batumi Police and a key figure in Amaglobeli’s case, was transferred to Tbilisi to head the unit of police attachés.

Likewise, after giving false testimony in the same case, Grigol Beselia — former Director of the Adjara Police Department — was appointed Deputy to Teimuraz Kupatadze, Director of the Central Criminal Police Department.

Mzia Amaglobeli is the co-founder and director of Batumelebi and Netgazeti. She has been unlawfully imprisoned for ten months.

On October 22, 2025, Mzia Amaglobeli received the European Union’s highest human rights honor — the Sakharov Prize for Freedom of Thought. The award is presented by the EU to individuals, groups, or organizations that have made an exceptional contribution to the defense of freedom of expression and human rights.

მზია ამაღლობელს გერმანიაში თავისუფალი მედიის ჯილდო გადაეცა

დღეს, 6 ნოემბერს, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, მზია ამაღლობელი გერმანიაში, ჰამბურგში, თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა – Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა.

„მინდა იცოდეთ, რომ ეს პრიზი მარტო მე კი არა, ეკუთვნის ჩემს კოლეგებს, ყველა იმ ქართველ ჟურნალისტს, რომლებიც რეპრესიების პირობებში იცავენ და იბრძვიან სიტყვის თავისუფლებისთვის“ – ასეთია მზია ამაღლობელის მოკლე გზავნილი, რომელიც დაჯილდოების ცერემონიალზე წაიკითხეს დღეს ჰამბურგში. 

მზია ამაღლობელი დააჯილდოვეს ჟურნალისტური ეთიკისა და სიმართლის მიმართ 25-წლიანი ერთგულებისთვის.

„ამ პერიოდში მან შექმნა ორი ყველაზე პოპულარული და სანდო პლატფორმა ქვეყანაში — ბათუმელები და ნეტგაზეთი. ჟურნალისტური საქმიანობის გამო იგი არაერთხელ დაუპირისპირდა ხელისუფლებას. 2025 წელს მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რასაც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. ის პირველი ქალი ჟურნალისტია, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დააპატიმრეს“, — ნათქვამია განცხადებაში.

Fritt Ord Foundation და ZEIT Stiftung Bucerius აღნიშნავენ, რომ მზია ამაღლობელი გახდა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სახე საქართველოში და იგი დაჯილდოებულია ჟურნალისტური ეთიკისა და სიმართლის მიმართ 25-წლიანი ერთგულებისთვის.

დაჯილდოების ცერემონია, ჰამბურგი, 6 ნოემბერი
დაჯილდოების ცერემონია, ჰამბურგი, 6 ნოემბერი
დაჯილდოების ცერემონია, ჰამბურგი, 6 ნოემბერი

პრემია გადაეცა ექვს დამოუკიდებელ მედიასაშუალებასა და ჟურნალისტს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპიდან, როგორც მათი მამაცი საგამოძიებო ჟურნალისტიკის აღიარება უკიდურესად რთულ პირობებში.

თავისუფალი მედიის წლევანდელი ლაურეატები არიან:

  • მედიაპლატფორმა Gwara Media (უკრაინა)
  • ჟურნალისტი და მედიის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი (საქართველო)
  • საგამოძიებო ონლაინმედია Direkt 36 (უნგრეთი)
  • ფოტოგრაფი და ფოტოჟურნალისტი ალექსანდრა ასტახოვა (რუსეთი)
  • მედია არხი Belarusian Investigative Center (ბელარუსი)
  • ჟურნალისტი ნარგიზ აბსალამოვა (აზერბაიჯანი)

თავისუფალი მედიის კონფერენცია ჰამბურგში, 5 ნოემბერს გაიმართა, ხოლო დაჯილდოების ცერემონია დღეს, 6 ნოემბერს შედგა „პრესის თავისუფლების კვირეულის“ ფარგლებში, რომელიც 2-8 ნოემბერს იმართება.

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის უკვე 10 თვეა უკანონო პატიმრობაშია.

2025 წლის 22 ოქტომბერს მზია ამაღლობელმა ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო – სახაროვის პრემია მიიღო. ეს პრემია აზრის თავისუფლებისთვის ევროკავშირის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გაწეული საქმიანობისთვის გადაცემული უმაღლესი ჯილდოა და მას გადასცემენ ადამიანებს, ჯგუფებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს აზრის თავისუფლების დაცვაში.

„ოცნება ამით ევროკავშირს ეუბნება: მე მყავს მძევლები, უარესად ვიმოქმედებ“ – ინტერვიუ

„ის, რაც დღეს გააკეთა „ოცნებამ “ პროკურატურის გადაწყვეტილების სახით, პრაქტიკულად არის ევროკავშირის პროვოცირება, ევროკავშირმა თქვას, რომ ხურავს ნებისმიერ ურთიერთობას საქართველოსთან, მაგრამ ეს სურს რუსეთსაც, მოახდინოს პროვოცირება და გეოპოლიტიკურადაც კი ჩაკეტოს საქართველო,“ – მიიჩნევს პოლიტიკის ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი. მას ვესაუბრეთ „ოცნების“ პროკურატურის მორიგ გადაწყვეტილებაზე  ოპოზიციონერ ლიდერებს ახალი ბრალი წარუდგინეს.

„ეს არის გზავნილი, რომ მე მყავს მძევლები და როგორც კი შენ ზედმეტ კრიტიკას დაიწყებ, მე უარესად ვიმოქმედებ… ეს მეთოდია, რომ ადამიანები ჩასვა ციხეში და შემდეგ ევაჭრო ევროკავშირს, შესაძლოა, შეერთებულ შტატებსაც, რომ აი, გამოვუშვებ, ოღონდ შემირბილეთ სანქციები.

ევროკავშირიც ხედავს: თუ საქართველო მოქცეულია რუსეთის გავლენის ქვეშ, მას არ უნდა კრას ხელი იმისთვის, რომ მთლიანად არ შეაგდონ ქვეყანა რუსეთის ხახაში.

ევროკავშირისთვის ქვეყანა, პირველ რიგში, ხალხია და არა მთავრობა. „ქართული ოცნება“ კი თვლის, რომ პირველ რიგში, მთავრობაა ქვეყანა,“- ამბობს კახა გოგოლაშვილი.

„ბათუმელებმა“ პოლიტიკის ანალიტიკოსთან, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორთან, კახა გოგოლიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო კახა, თქვენი აზრით, რას უკავშირდება ივანიშვილის მორიგი სვლა ევროკავშირის მწვავე შეფასების შემდეგ – ახალი ბრალდება ოპოზიციის 8 ლიდერის მიმართ?

თითქოს ჰგავს რაღაც კონტრდარტყმის მცდელობას – ფაქტია, რომ დაემთხვა ევროკავშირის ძალიან მძიმე ანგარიშს საქართველოს შესახებ. ერთის მხრივ ასეა, თუმცა იმაზეც ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან მწყობრი გეგმა და მოქმედებენ ამ გეგმის მიხედვით, იშვიათად აკეთებენ სპონტანურ ნაბიჯებს, მათ შორის, ემოციურს.

არის კიდევ ერთი მოსაზრება, რომელსაც აქვს უფლება, იარსებოს: მკაცრ სანქციებს ელიან ევროკავშირიდან, ამიტომაც, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება უნდათ გახადონ გარკვეულ სავაჭრო საგნად.

დაახლოებით ასე მოქმედებდა პუტინი ამერიკასთან, როცა, ასე ვთქვათ, გაცვალა თავისი აგენტები დისიდენტების სანაცვლოდ, იმ ხალხის სანაცვლოდ, რომელიც დემოკრატიული ბრძოლის გამო თავის დროზე ჩასვა ციხეში.

ეს მეთოდია, რომ ადამიანები ჩასვა ციხეში და შემდეგ ევაჭრო ევროკავშირს, შესაძლოა, შეერთებულ შტატებსაც, რომ აი, გამოვუშვებ, ოღონდ შემირბილეთ სანქციები.

ამას აკეთებდა პრინციპში ლუკაშენკოც – გამოუშვა პოლიტიკური პატიმრების საკმაოდ დიდი რაოდენობა იმის სანაცვლოდ, რომ დასავლეთმა განაცხადა, რომ ლუკაშენკოსთან აღარ გვაქვსო დიდი პრეტენზიებიო, მას სანქციები შეუმცირეს… „ოცნება“ ყველაფერს სწავლობს ბელორუსებისგან და რუსებისგან. ამიტომაც იქცევიან ზუსტად ისე, როგორც ისინი იქცევიან.

  • კონტრდარტყმა, როგორც ეს თქვენ ახსენთ, რა სარგებელია „ოცნებისთვის“ ქვეყნის შიგნით? 

პირველ რიგში, შიდა მოხმარებაც აქვს ამას: ევროკავშირთან აიგივებენ ოპოზიციას და ააქტიურებენ გზავნილს იმაზე, რომ აი, არ გვეშინია, ევროკავშირის აგენტებს ვურტყამთ და მათ მომხრეებს.

მეორე მხრივ, ეს რაღაცნაირად ევროკავშირს აფიქრებს იმაზეც, თუ რა გააკეთოს, როგორ მოუაროს ამ რეჟიმს, რომ აიძულონ რაღაც მოლაპარაკებებზე წამოვიდეს.

ეს არის გზავნილი, რომ მე მყავს მძევლები, როგორც კი, შენ ზედმეტ კრიტიკას დაიწყებ, მე უარესად ვიმოქმედებ. ეს ანგარიში ქვეყნის შიგნით აღიქვეს, როგორც „ოცნების“ დასუსტების მცდელობა, ანუ „ოცნება“ შეარცხვინეს თავისივე ამომრჩეველთან. ამიტომაც, „ოცნება“ ამბობს: რადგან თქვენ გინდათ ჩვენი დასუსტება, ჩვენც გასუსტებთ.

ამ ნაბიჯით „ოცნება“ ეუბნება ევროკავშირს, რომ არ აინტერესებს მისი შეფასებები და შეუძლია კიდევ უფრო ბრუტალურად იმოქმედოს, აქ ჩვენ ვართ და ვაკონტროლებთ სიტუაციასო.

  • ანუ „ოცნება“ საკუთარ სუვერენიტეტს იცავს სახელმწიფოს ევროპული პერსპექტივის განადგურების ხარჯზე?

დიახ, ზუსტად ასეა: „ოცნება“ იცავს არა ქვეყნის, არამედ საკუთარ სუვერენობას.

„ქართული ოცნება“ არის სუვერენი ამ ტერიტორიაზე და თუ რაღაც სჭირდებათ, ხელი უნდა აწიონ და ისე დაელაპარაკონ.

  • ევროკავშირი გაფართოების ახალი ანგარიშში მწვავე კრიტიკის მიუხედავად მაინც შანსს უტოვებს „ქართულ ოცნებას“ თანამშრომლობისთვის. „შეწყვიტეთ ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების და თქვენგან განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების ციხეში ჩასმა და ამის შემდეგ შეგვიძლია საუბარი“ – განაცხადა ევროკომისარმა მარტა კოსიმ. ეს რაზე მიანიშნებს?

ევროკავშირი არ აპირებს საქართველოსთან ურთიერთობის გაწყვეტას, გზების ჩაჭრას და ჩახერგვას. ასე რომ იყოს, მაშინ უბრალოდ ანგარიშში არ შეიყვანდა საქართველოს და იტყოდა, რომ არავითარი ურთიერთობა არ გვაქვს საქართველოსთან, როცა გამოსწორდებიან, შემდეგ დავიწყებთ საქართველოს შესახებ ანგარიშების წერასო.

ვიცი, რომ ამაზეც იყო ლაპარაკი, ფიქრობდნენ, ანგარიშში შეეყვანათ საქართველო თუ არ შეეყვანათ. თუ არ შეიყვანენ საქართველოს გაფართოების ანგარიშში, ეს იქნებოდა უკვე სიგნალი, რომ საქართველო აღარ არის კანდიდატი სახელმწიფო. აღარ არის საქართველო გაფართოების პაკეტში. ეს იქნებოდა კატასტროფული დამოკიდებულება.

საბოლოოდ, დაიჭირეს კონსტრუქციული დამოკიდებულება: ცდილობენ, გვაჩვენონ შეცდომები და თუ დაიწყებთ გამოსწორებას, გავაგრძელებთ დიალოგს, თუ არადა, არ გვექნება არანაირი დიალოგიო.

ამის საპასუხოდ „ქართულმა ოცნებამ“ პირიქით, კიდევ უფრო ჩაკეტა კარი ევროკავშირთან.

ევროკავშირი ამ დამოკიდებულებით ცდილობს გვაჩვენოს, რომ არ მიუტოვებია ქართველი ხალხი. ისინი კარგად ხედავენ, ჩვენთან როგორ მოხდა ხელისუფლების უზურპაცია.

ევროკავშირისთვის ქვეყანა, პირველ რიგში, ხალხია და არა მთავრობა. „ქართული ოცნება“ კი, თვლის, რომ პირველ რიგში, მთავრობაა ქვეყანა. ეს არის კონცეპტუალური განსხვავება.

  • თქვენი დაკვირვებით, ევროკავშირში რა მოლოდინი აქვთ „ოცნებისგან“? გაფართოების ანგარიშამდე რამდენიმე დღით ადრე ევრონესტის რეზოლუციაში, მაგალითად, „ოცნების“ მთავრობას „თვითგამოცხადებული“ უწოდეს

მოგეხსენებათ, ევრონესტი პოლიტიკური ორგანოა, რომელსაც არ აქვს აღმასრულებელი ფუნქციები. ეს არის ევროპარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნების ფორუმი. იქ მონაწილეობენ პოლიტიკოსები და არა სახელმწიფო მოხელეები. ისინი ამზადებენ თავიან პოლიტიკურ პოზიციას, რომელსაც არ აქვს პირდაპირი გავლენა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. აქვს გავლენა, მაგრამ ეს არ არის პირდაპირი ეფექტი.

რაც შეეხება ევროკავშირის ინსტიტუტებს, როგორიც არის გაფართოების გენერალური დირექტორატი, ან საგარეო ქმედების სამსახური, მათ სიტყვას აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა. ამიტომაც, ისინი თუ პირდაპირ დაადანაშაულებენ „ქართულ ოცნებას“, რომ არჩევნები გაყალბებულია და ეს ხელისუფლება არალეგიტიმურია, ჩაიკეტება ნებისმიერი მოლაპარაკების გზა ევროკავშირსა და საქართველოს შორის.

ევროკავშირი არის დიდი ძალა. ის ცდილობს, რომ პოლიტიკური და რბილი მეთოდებით დასვას ეს ხალხი მოლაპარაკებების მაგიდასთან და მიაღწიოს კონსენსუსს. ეს კონსენსუსი, პირველ რიგში, უნდა იყოს მიმართული და არის მიმართული იქითკენ, რომ ავტორიტარულმა რეჟიმმა თავისი მარწუხები შეარბილოს, გაათავისუფლონ ხალხი და ქვეყანა დააბრუნოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამიტომაც, მისი მოქმედება არის უფრო დიპლომატიური, თუმცა საკმაოდ ხისტი.

  • სიხისტის ჩვენება ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის დაჯგუფება უნდა ელოდეს დასანქცირებას? 

აქ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რადგან „ქართული ოცნება“ წავიდა ასეთ დრაკონულ ნაბიჯებზე, ესე იგი, რუსეთის წილი „ოცნების“ გადაწყვეტილებებში მართლაც ძალიან დიდია.

ნებისმიერი მთავრობა, რომელიც საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს წარმოადგენს, ასე არ გაწირავს საკუთარ ქვეყანას, თუ მას არ აქვს გარედან ძალიან დიდი წნეხი. მე მგონია, რომ აქ არის რუსეთიდან ძალიან ძლიერი წნეხი, ან შეგულიანება – გაწირეს პრაქტიკულად საქართველო ევროკავშირიდან დისტანცირებისთვის.

ამას ევროკავშირიც ხედავს: თუ საქართველო მოქცეულია რუსეთის გავლენის ქვეშ, მას არ უნდა კრას ხელი იმისთვის, რომ მთლიანად არ შეაგდონ ქვეყანა რუსეთის ხახაში.

ის, რაც გააკეთა „ოცნებამ “ დღეს პროკურატურის გადაწყვეტილების სახით, პრაქტიკულად არის ევროკავშირის პროვოცირება – ევროკავშირმა თქვას, რომ ხურავს ნებისმიერ ურთიერთობას საქართველოსთან, მაგრამ ეს სურს რუსეთსაც, მოახდინოს პროვოცირება და გეოპოლიტიკურადაც კი ჩაკეტოს საქართველო.

ვგულისხმობ იმას, რომ მხოლოდ პერსპექტივა კი არ ჩაუკეტოს რუსეთმა საქართველოს ევროპასთან ურთიერთობის, არამედ გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური პროექტებიც კი, რაც საქართველოზე გადის და ევროპა-აზიას აერთებს ცენტრალურ აზიასთან, ეს პროექტებიც ჩაიკეტოს, გესმით?!

ამ დროს საქართველოს მთავრობა იტყვის, რომ აი, თქვენ არ გინდათ ურთიერთობა და კარგად იყავით. შეიძლება, ეს დერეფანი დარჩეს, მაგრამ სრულიად რუსეთის გავლენის ქვეშ – რუსეთის გადაწყვეტილებებით იმართოს, რაც ევროკავშირის ინტერესებს დააყენებს, რა თქმა უნდა, რისკის და საფრთხის ქვეშ.

ამას ხედავს ევროკავშირი და ცდილობს, რომ სხვადასხვა მეთოდებით, დიპლომატიური, დაბალანსებული პოლიტიკით ამ პროვოკაციას არ წამოეგოს, რომ არ დააზიანოს ქართველი ხალხი, საქართველო, როგორც ქვეყანა და ევროკავშირის ინტერესები, მათ შორის, გეოპოლიტიკური ინტერესები.

  • ანუ გეგმის ბოლომდე მიყვანის საშუალებას არ აძლევს „ოცნებას“ ევროკავშირი?

დიახ, ზუსტად ასეა.

  • ამ მოცემულობაში რა შეიძლება იყოს ივანიშვილის შემდეგი ნაბიჯი ლოგიკურად?

ეს ძალიან ძნელი სათქმელია – აქ ხომ მარტო ივანიშვილის ტვინი არ მოქმედებს, რუსებთან ერთად მუშაობენ მიზნების განხორციელებაზე.

უნდა ველოდოთ ალბათ საქართველოში დემოკრატიის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას, რათა ევროკავშირს აღარ დაუტოვონ სხვა შესაძლებლობა, თუ არა საქართველოს მიტოვება.

ივანიშვილის და არც რუსეთის ინტერესებში არ არის, რომ სრულად ჩაიკეტოს ეს დერეფანი. რუსეთის ინტერესებშია დერეფანზე კონტროლი ჰქონდეს მას. ეს კი იქნება ევროკავშირის შანტაჟის საშუალება: თუ კარგად არ მოიქცევი, დერეფანს ჩაგიკეტავ! მაგალითად, საქართველოს პორტებს დავხურავ შენი გემებისთვის.

  • ამისთვის მას სჭირდება პროტესტის ბოლომდე ჩახშობა საქართველოში?

შეიძლება, პროტესტი გარკვეული, პატარა დოზით აწყობთ კიდევაც.

ეს აწყობთ იმიტომ, რომ, მაგალითად, უფრო მარტივად დააბრალონ ოპოზიციას რაღაც. 4 ოქტომბრის აქციაზე აბსურდია ხომ სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, მაგრამ ამ აბსურდმა ხელი შეუწყო „ოცნების“ რიტორიკას: ხომ ხედავთ, გადატრიალებას გვიპირებდნენ, მტრები გვყავს, ვალდებულები ვართ, რომ მივიღოთ ზომები სუვერენიტეტის დასაცავად და სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

ამიტომაც, მცირე დოზის პროტესტი „ოცნებას“ შესაძლოა აწყობდეს კიდეც.

„ოცნებას“ სჭირდება ის, რომ ოპოზიციური ძალების მთელი სპექტრის დისკრედიტაცია მოხდეს, ტელევიზიები უნდა დაიკეტოს, მაგალითად, თქვენნაირი მედიასაშუალება, უნდა დაიკეტოს.

ასეთ შემთხვევაში თვლიან, რომ ხალხი დაემორჩილება უკვე მთლიანად იმ ინფორმაციულ ნაკადებს და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც მიიღებს „ქართული ოცნება“.

ვისაც გვიცხოვრია საბჭოთა კავშირში, ვიცით როგორ მუშაობს ცალმხრივი ინფორმაცია. მაგალითად, მე ბავშვობიდან ვუსმენდი „ამერიკის ხმას“, მაგრამ მეც კი არ მქონდა სრულფასოვანი წარმოდგენა დასავლეთზე.

ეს ხდება რუსეთსა და ბელარუსში. არაფერი ახალი არ ხდება. სანამ მთლიანად ამ პროცესს დაასრულებენ და დაახურავენ ხუფს თავზე საქართველოს, მანამდე სჭირდებათ პატარ-პატარა პროტესტის ქონა, რომ დააჭირონ, ციხეში გაუშვან, გაანეიტრალონ… ეს ყველაფერი ნელ-ნელა უნდათ რაღაცნაირად კონტროლის ქვეშ აიყვანონ.

საბჭოთა კავშირშიც არსებობდა დისიდენტური მოძრაობა, მაგრამ დასუსტებული და სუსტი, შეეძლოთ მათი განადგურება, მაგრამ ეს აწყობდათ კიდევაც: შეხედეთ, აი, მტრები გვყავს, ამიტომაც გვაქვს პრობლემები, იმიტომ ყველაფერს ვერ ვაკეთებთ, როგორც გვინდა, შიდა მტრები გვყავს, გარედან იმართებიან…

  • ამ დროს სანქციები არის რეალური ბერკეტი, რომ შეჩერდეს ამ გზაზე ქართული ოცნების მთავრობა?

მხოლოდ სანქციები, რა თქმა უნდა, საქმეს ვერ უშველის. თუ ვიღაცას ჰგონია გულუბრყვილოდ, რომ ივანიშვილს დაუწესებენ სანქციებს და ამით დამთავრდება „ოცნება“, უცებ გადმოყირავდება – ასე არ ხდება.

ავტორიტარული რეჟიმები ბოლომდე იზოლაციამდეც კი მიდიან. ბელარუსს რამდენი სანქცია დაუწესეს? ამის მაგალითია ალბანეთიც – ათწლეულების განმავლობაში ეს ქვეყანა იყო სრულ იზოლაციაში, უღარიბესი ქვეყანა იყო ევროპაში, მაგრამ რეჟიმი არსებობდა. ვიდრე მთლიანად დემოკრატიამ არ გაიმარჯვა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში და ბალკანეთში, რეჟიმი არსებობდა.

ჩრდილოეთ კორეაც სრულად იზოლირებული ქვეყანაა. ვენესუელაც იზოლირებულია პრაქტიკულად, ნავთობის გაყიდვის საშუალებას არ აძლევს ამერიკა, მაგრამ არსებობს.

ავტორიტარული მენტალიტეტი კიდევ სხვა ფსიქოფენომენია: რატომ უნდა გინდოდეს შენი ქვეყანა გადააქციო პრაქტიკულად კონცენტრაციულ ბანაკად და როგორ უნდა იყო ბედნიერი? შესწავლა სჭირდება ამას, როგორი ტიპები არიან  ფსიქოლოგიურად, მაგრამ რეჟიმი ემყარება ლოიალურად განწყობილ ადამიანებს, რომლებიც კარგად ცხოვრობენ. მათთვის მთავარი მატერიალური კეთილდღეობაა.

  • ამ მოცემულობაში რა რესურსი რჩება წინააღმდეგობას?

არ ვიცი, არ არის საკმარისი რესურსი. საკმარისი რესურსი რომ ყოფილიყო, შეცდომას არ დაუშვებდნენ და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს არ მოაწყობდნენ.

ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დგანან, გმირები არიან, კი ბატონო, მაგრამ 300 სპარტელი რომ დაიღუპა თერმოპილეში – მათ მოწინააღმდეგის წინსვლის შეფერხება გამოიწვიეს, შემდეგ მოხდა დიდი ბრძოლა და გამოვიდა, რომ 300-მა სპარტელმა დიდი როლი ითამაშა.

ასე რომ, ქუჩის პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ძირითადი ბრძოლა სხვაგან უნდა გაიმართოს. ჩემი აზრით, გენერალური ბრძოლა არჩევნებზე უნდა მომხდარიყო. ოპოზიციას რომ ქალაქებში მოეგო, დამთავრებული იქნებოდა ეს  ყველაფერი. აქ უკვე სხვა გზა არ დარჩებოდა „ქართულ ოცნებას“, ან პირდაპირ ჯარი უნდა გამოეყვანა ხალხის წინააღმდეგ…

საქართველო როგორმე უნდა შეძვრეს ევროკავშირში. შეძვრეს იმიტომ ვამბობ, რომ შესვლას ვერ ახერხებს. ევროკავშირიდანაც გვიყურებენ უკვე ალმაცერად. ცოტაა პროგრესული პოლიტიკური პარტია. ფიქრობენ, რომ არ ვიცით, რომელია უფრო სახიფათო: ესენი თუ „ქართული ოცნება“. ესენი რას იზამენ, არ ვიცით, მთლად ნორმალურები არ ჩანან.

ევროკავშირში ყოფნა არის საშუალება, რომ არ დაუშვებენ დემოკრატიული სივრცის მითვისებას: უნგრეთში ძლიერი ავტორიტარული დინების მიუხედავად ხერხდება დემოკრატიული ჩარჩოს შენარჩუნება. საშუალება რომ ჰქონდეს, ორბანი დიდი სიამოვნებით დაამყარებდა უარეს დიქტატურას, ვიდრე ივანიშვილს აქვს.

  • ეს ჩარჩოა ერთგვარი გარანტი, რომ რეპრესიული კანონები ვეღარ მიიღოს ხელისუფლებამ? ევროკავშირის ქვეყნებს შორის მხოლოდ უნგრეთმა მიიღო რუსული კანონის ანალოგი, მაგრამ ევროკავშირის სასამართლომ იგი მალევე გააუქმა.

დიახ, უნგრეთმა მიიღო 2015 წელს ეს კანონი და გააუქმა ევროკავშირის სასამართლომ. მერე კიდევ მიიღო მსგავსი კანონი, იფიქრა, გამოსავალს მივაგენიო, მანიპულაციურად გვერდს ავუვლიო, მაგრამ მიუხვდნენ და ისიც გააუქმეს.

იმიტომაც, რომ ევროკავშირშია, უნგრეთში ხალხს აქვს საშუალება, რომ არჩევნები გამართოს და, როგორც ჩანს, გაზაფხულზე უკვე ორბანს დაემშვიდობებიან თავისი პარტიით.

რუსულენოვან პროგრამებზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 662 სტუდენტი სწავლობს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რუსულენოვანი პროგრამები 2012 წლიდან მოქმედებს.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და სთხოვა იმ პროგრამების ჩამონათვალი, რომლებიც რუსულ ენაზე ისწავლება.

თავდაპირველ ჩამონათვალში 8 საბაკალავრო და ორი სამაგისტრო პროგრამაა მითითებული, თუმცა მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტს ვთხოვეთ მოეწოდებინა დამატებითი ინფორმაცია პროგრამების შესახებ, ასევე სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც ამ პროგრამებზე სწავლობენ, პროგრამების ჩამონათვალი შეიცვალა და 10 პროგრამის ნაცვლად, 8 პროგრამის შესახებ მივიღეთ ინფორმაცია.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, რუსულენოვან პროგრამებზე 662 სტუდენტი სწავლობს და მათგან 363 სტუდენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. რომელი ქვეყნებიდან არიან ეს სტუდენტები, დაზუსტებული არ არის.

საბაკალავრო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც სწავლა რუსულ ენაზე მიმდინარეობს:

ჟურნალისტიკა – ფუნქციონირებს 2012 წლიდან. დღევანდელი მდგომარეობით პროგრამაზე ირიცხება უცხო ქვეყნის 12 მოქალაქე;

არქიტექტურა – ფუნქციონირებს 2012 წლიდან, პროგრამაზე ირიცხება საქართველოს 63 მოქალაქე და უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე;

საერთაშორისო ურთიერთობები – ასევე ფუნქციონირებს 2012 წლიდან. დღევანდელი მდგომარეობით პროგრამაზე ირიცხება 78 სტუდენტი. მოწოდებულ ინფორმაციაში დაზუსტებული არ არის, სტუდენტები უცხოელები არიან, თუ საქართველოს მოქალაქეები;

ბიზნესის ადმინისტრირება – ფუნქციონირებს 2012 წლიდან, პროგრამაზე ირიცხება 106 უცხოელი სტუდენტი, 36 სტუდენტი კი საქართველოს მოქალაქეა;

საჯარო მმართველობის რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა – ფუნქციონირებს 2014 წლიდან, დღეის მდგომარეობით პროგრამაზე ირიცხება 17 უცხოელი სტუდენტი;

რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა – ინფორმატიკა, ხორციელდება 2012 წლიდან. პროგრამაზე ირიცხება 155 უცხოელი და 102 საქართველოს მოქალაქე სტუდენტი;

ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიებს რუსულ ენაზე სწავლობს 22 უცხოელი და 19 საქართველოს მოქალაქე, პროგრამა ფუნქციონირებს 2012 წლიდან;

რაც შეეხება მაგისტრატურას, პროგრამაზე – „ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები“, რომელიც 2022 წლიდან ამოქმედდა ტექნიკურ უნივერსიტეტში, სწავლობს 6 უცხოელი და 1 საქართველოს მოქალაქე.

ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან მოგვწერეს, რომ რუსულენოვანი პროგრამების დანერგვის საფუძველი „ბაზრის კვლევა“ გახდა.

„რუსულენოვანი პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი დაკავშირებულია შრომის ბაზრის კვლევებთან, არამარტო რუსულენოვან, არამედ ინგლისურენოვან  და ქართულენოვან პროგრამებთან მიმართებაშიც“ – მოგვწერა ადმინისტრაციამ.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო, საქართველოში რუსეთის ასიათასობით მოქალაქე შემოვიდა. ბოლო სამი თვის მონაცემებით კი –  567 ათასი.

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 2361 პირს რუსეთიდან. ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ევროკავშირის გაფართოების წლიურ ანგარიშშია ნათქვამი.

რუსეთი, რომელსაც საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული, საოკუპაციო ხაზთან აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას.

„ოცნებას“ სახელმწიფო და მთლიანად საზოგადოება მძევლად ჰყავს აყვანილი” – დიმიტრი ცქიტიშვილი

„ოცნებას“ სახელმწიფო და მთლიანად საზოგადოება მძევლად ჰყავს აყვანილი – ზუსტად ისე, როგორც ამას ჩიხში მოქცეული ტერორისტები აკეთებენ,“ – წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დიმიტრი ცქიტიშვილი.

ყოფილი პარლამენტარი ხსნის, თუ რას ნიშნავს „ქართული ოცნების“ მიერ დაპატიმრებული პოლიტიკოსების მეორედ დაპატიმრება.

„რას ნიშნავს პოლიტიკური რეპრესიების ახალი ეტაპი?

ეს არის ესკალაციის სტრატეგიის ტიპიური მაგალითი, რომელიც პრაქტიკულად ერთადერთი ინსტრუმენტია „ოცნების“ არსენალში საერთაშორისო არენაზე.

რას გულისხმობს „ოცნების“ ესკალაციის სტრატეგია?

ყველა იმ ნაბიჯზე, რასაც „ოცნება“ მიიჩნევს მის მიმართ ზეწოლად (რაც სინამდვილეში პარტნიორების მხრიდან დემოკრატიული ღირებულებების დაცვას წარმოადგენს), ის პასუხობს სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვით და ცდილობს, ამ გზით ევროკავშირი, აშშ-ის ადმინისტრაცია, გერმანიის მთავრობა და სხვები აიძულოს უკან დაიხიონ, აღიარონ არსებული სტატუს-კვო და გადავიდნენ „ოცნებასთან“ ტრანზაქციულ ურთიერთობაზე.

„ოცნებას“ სახელმწიფო და მთლიანად საზოგადოება მძევლად ჰყავს აყვანილი – ზუსტად ისე, როგორც ამას ჩიხში მოქცეული ტერორისტები აკეთებენ.

„ოცნება“ თავისდა უნებურად უკვე შევიდა ესკალაციის ისეთ სპირალში, საიდანაც მისთთვის სასარგებლო გამოსავალი უკვე ნაკლებად სავარაუდოა.

რატომ?

განსხვავებით „ოცნების“ რეჟიმისგან, დემოკრატიული სახელმწიფოები არ მოქმედებენ ერთი ლიდერის ან ლიდერთა ჯგუფის პერსონალური გადაწყვეტილებების შესაბამისად.

დემოკრატიული სახელმწიფო მოქმედებს ინსტიტუციური დემოკრატიის ფარგლებში დადგენილი წესებით და მკაფიოდ განსაზღვრული პროცედურებით.

ამიტომ ვერანაირი შანტაჟის პირობებში ვერ შეძლებს „ოცნება“ აიძულოს ბრიუსელი, ვაშინგტონი, ბერლინი ან სხვა დემოკრატიული ქვეყნის დედაქალაქი გადადგას მათი პრინციპებისა და დადგენილი პროცედურების საწინააღმდეგო ნაბიჯები.

უფრო მეტიც – „ოცნების“ ასეთი ანტიდემოკრატიული ქმედებები უკუკრეაქციას უფრო იწვევს. ამ გზით „ოცნება“ კიდევ უფრო აღრმავებს საკუთარ იზოლაციას და საერთაშორისო ასპარეზზე შესაძლოა მალე „კეთროვანიც“ კი გახდეს, მათ შორის შესაძლოა რუსეთისთვისაც.

რუსეთსაც კი ისეთი რეჟიმი სჭირდება საქართველოში, რომელიც მათი შავი/სანქცირებული ფულის გათეთრებაში დაეხმარება, დასავლურ ფინანსურ ბაზრებზე დაკავშირებულობით.

არავის სჭირდება ყველასგან მოძულებული რეჟიმი, რომელმაც თავისი ქვეყანა ნაცრისფერ ზონად აქცია და რომელთან ურთიერთობასაც არანაირი პრაქტიკული სარგებელი არ მოაქვს.

ხოდა არის ეს დამდგარი ტოტალიტარიზმი თუ უხეირო დიქტატურის კონვულსიები თავად განსაჯეთ!“ – წერს დიმიტრი ცქიტიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი იყო მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი „გახარია საქართველოდან“. ამჟამად ის არც ერთი პარტიის წევრი არ არის.

ინსულინი, რომელსაც „ნოვო ნორდისკი“ აწარმოებს, ქვეყანაში აღარ შემოდის – მიხეილ სარჯველაძე

„ქართული ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დღეს, 6 ნოემბერს, კომენტარი გააკეთა ინსულინის დეფიციტთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც მოქალაქეები აქტიურად წერდნენ ფეისბუქში.

მაგალითად, ერთ-ერთი მშობელი გუშინ წერდა, რომ ინსულინი, რომელსაც მისი შვილი მოიხმარს, ქვეყანაში არ არის შემოტანილი და ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრომაც გვაცნობა.

„ოცნების“ მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აღიარებს, რომ ინსულინი, რომელსაც დანიური კომპანია „ნოვო ნორდისკი“ აწარმოებს, ქვეყანაში არ შემოუტანიათ.

მისი თქმით, დეფიციტის მიზეზი ის არის, რომ კომპანიამ ხელშეკრულების პირობები დაარღვია და მედიკამენტი, რომელსაც ბევრი პაციენტი მოიხმარს საქართველოში, არ მოგვაწოდა.

„3 ნოემბერს უნდა ჩამოსულიყო მედიკამენტი, მაგრამ სამწუხაროდ არ შესრულდა ეს პირობა. ამიტომ, მარაგები ამოწურვის პირასაა“ – ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

ამის მიუხედავად, მიხეილ სარჯველაძე მოქალაქეებს ადანაშაულებს მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში.

„მცდარი ინფორმაცია გავრცელდა დიაბეტის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით, დიაბეტის მქონე პაციენტები და მათ შორის ბავშვები სრულად არიან უზრუნველყოფილი ფრანგული კომპანიის „სანოფე ავენტისის“ წარმოებული ინსულინით და ამ თვალსაზრისით რაიმე პრობლემა არ არსებობს.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ საშუალების რაიმე შეფერხების რისკი პაციენტების უზრუნველყოფაში არ შექმნილა, არც დღეს არსებობს და არც შეიქმნება ახლო მომავალში“ – თქვა სარჯველაძემ.

მისი თქმით, მცდარი ინფორმაციის გავრცელება გამოიწვია იმან, რომ მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ „ნოვო ნორდისკის“ მიერ წარმოებულ ინსულინს და ამ მედიკამენტის მიწოდებაზეა შექმნილი პრობლემა.

„ამ დანიურ კომპანიასთან წელს, 14 აპრილის ხელშეკრულება გვაკავშირებს, სამწუხაროდ კომპანიამ პირველ ჯერზეც, ყოველგვარი ახსნის გარეშე დაარღვია ხელშეკრულება და მოგვაწოდა დაგეგმილთან შედარებით ბევრად ნაკლები პრეპარატი და ისიც დაგვიანებით.

დღემდე მათი მხრიდან ეს ვალდებულება შეუსრულებელია. მათ მიერ შემოთავაზებულ ყველა ვარიანტს განვიხილავდით, თუმცა ეს კომპანია დღემდე უხეშად არღვევს ნაკისრ ვალდებულებებს.

ჩავთვალეთ, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მენეჯმენტის დაბალი რგოლის მიზეზით გამოწვეული, რადგან ისინი უფრო ხშირად „ოზემპიკის“ რეალიზაციით არიან დაკავებული, ამიტომ კომუნიკაცია გვქონდა კომპანიის მაღალი რგოლის ხელმძღვანელობასთანაც, პირადად გავემგზავრე და შევხვდი მათ ოქტომბერში და დაგვპირდნენ, რომ ნოემბრის დასაწყისში მოხდებოდა მარაგის შევსება, დღესაც იწერებიან და ამბობენ, რომ მოხდება დარჩენილი რაოდენობის მოწოდება. თუმცა, პირობას არ ასრულებენ.

ჩვენ ვითვალისწინებთ მათი პროდუქციის მიმართ ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტების კეთილგანწყობას და ამიტომ ვცდილობთ არ მივიღოთ რაიმე ხისტი გადაწყვეტილება.

თუმცა დღეს საქართველოში არც ერთი ბავშვი არ არის დარჩენილი ინსულინის გარეშე, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ ზოგიერთები. რისკიც კი გამოირიცხება ასეთი.

მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ინფორმირებული არიან მშობლები და „სანოფის“ მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის რისკი არ ემუქრებათ. მედიკამენტის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით ყველა ექიმი მზად არის ჩაერთოს მართვაში და იციან, რომ საუბარია მაღალი ხარისხის მედიკამენტზე. ამის მიუხედავად ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ინსულინის მიწოდება შეწყვიტა სახელმწიფომ.

ეს არის დეზინფორმაცია“ –  განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, თუ ვინმეს დასჭირდება ექიმის კონსულტაცია მედიკამენტის ცვლილებასთან დაკავშირებით, ამისთვისაც სახელმწიფო წინასწარ მომზადებულია. „არავის მსგავსი პრობლემა არ შეექმნება“ – ამბობს ის.

„ბათუმელებმა“ ჯანდაცვის სამინისტროს ასევე ჰკითხა, შემოიტანეს თუ არა მედიკამენტი „პრეგაბალინი“, რომელიც ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია, თუმცა საკითხის არაერთგზის დასმის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრომ ამ კითხვაზე არ გვიპასუხა.

აღნიშნული მედიკამენტი  რომ დიდი ხანია არ შემოუტანიათ ქვეყანაში, ამის შესახებ თავად პაციენტი მოგვიყვა, რომელიც ამბობდა, რომ საშინელი ტკივილისგან იტანჯებოდა იმის გამო, რომ მისთვის აუცილებელ მედიკამენტს ვეღარ იღებდა.

დღევანდელ კომენტარში კი მიხეილ სარჯველაძე ამ თემას ზოგადად შეეხო.

„გარკვეულ მედიკამენტებზე არსებობდა დეფიციტი, ამის მიუხედავად ყველა ეს პრობლემა გადაწყვეტის რეჟიმშია და არ დარჩენილა პრობლემა, რომელიც მიუხედავია და ამ მხრივ რაიმე ნაკლოვანებას ადგილი არ აქვს“ – თქვა მან.

ომბუდსმენმა „ბათუმელების“ საქმეზე ბათუმის მერიას დარღვევა დაუდგინა

„სახეზეა ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის წერილში, რომელიც „ბათუმელების“ ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის შეზღუდვას ეხება.

საუბარია 2025 წლის 12 თებერვალს მომხდარ შემთხვევაზე: უსახლკაროების საკითხზე ბათუმის მერიაში გამართულ შეხვედრაზე „ბათუმელები“ არ დაუშვეს. ამ შეხვედრას ესწრებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია.

„წინამდებარე საქმეში, 2025 წლის 12 თებერვალს, „ბათუმელების“ ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეს შესაძლებლობა არ მიეცა, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში განეხორციელებინა პროფესიული საქმიანობა, კერძოდ, დაეფიქსირებინა უწყებაში მიმდინარე სამუშაო შეხვედრის მიმდინარეობა, აგრეთვე მიეღო ინფორმაცია მისი მიზნისა და მის ფარგლებში განსახილველი საკითხების შესახებ იმგვარად, როგორც ეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებმა შეძლეს.

ამასთან, მერიისგან მიღებული განმარტება მოწმობს, რომ მითითებულ შეხვედრაზე განიხილებოდა მნიშვნელოვანი სოციალური საკითხი, რომლის მიმართ საზოგადოების ინტერესი მაღალი იყო.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა. თუმცა აქვე მნიშვნელოვანია შეფასდეს ჩარევის სამართლებრივი ხასიათი.

ინტერნეტ გამოცემის ჟურნალისტის მიერ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხების შესახებ ინფორმაციის მოძიება და მოპოვება, მათ შორის, საჯარო დაწესებულებაში ფიზიკური დაშვების გზით, წარმოადგენს მისი პროფესიული საქმიანობის შემადგენელ ნაწილს, რაც დაცულია გამოხატვის თავისუფლებით,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის შეფასებაში.

სახალხო დამცველმა ბათუმის მერიას უკვე მიმართა წინადადებით დისკრიმინაციის თავიდან აცილების და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე:

„თანასწორუფლებიანობის უზრუნველმყოფი, განჭვრეტადი და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე, შემუშავდეს შიდა სამართლებრივი აქტი, რომელიც ნორმატიულად მოაწესრიგებს მედიის წარმომადგენელთა მოწვევის, დაშვებისა და უწყებაში მათი საქმიანობის განხორციელების საკითხებს, მათ შორის, დახურული ფორმატის სამუშაო შეხვედრებთან მიმართებით;

შეიქმნას და სამომავლოდ დაინერგოს შიდა პროცედურული რეგულაციები, რომელიც დაარეგულირებს მედიასთან ურთიერთობის სტანდარტებს, მათ შორის, უკუკავშირისა და გასაჩივრების ეფექტური მექანიზმის ასახვა,“ – წერს სახალხო დამცველი ბათუმის მერს, გიორგი ცინცაძეს.

ამავე წერილში ომბუდსმენი განმარტავს, რომ მართალია, გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის, თუმცა მისი შეზღუდვა მხოლოდ კანონის შესაბამისად შეიძლება მოხდეს  „დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

მითითებული მოწესრიგების საფუძველზე, უფლებაში ჩარევის კანონიერება მოწმდება შემდეგი სამ-საფეხურიანი სქემის შესაბამისად: 1. ჩარევა გათვალისწინებულია კანონით; 2. ჩარევა ემსახურება ზემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე ლეგიტიმური მიზნის/ინტერესის დაცვას; და 3. ჩარევა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.

ასეთი სტანდარტი ასახულია ასევე „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის წერილში.

ომბუდსმენისთვის მანამდე ბათუმის მერიას მიუწერია, რომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უსახლკარო ადამიანების საკითხებზე საჯარო არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას ესწრებოდა აჭარის ტელევიზია. ბათუმის მერიას ომბუდსმენისთვის განუმარტავს, რომ „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმირება წინასწარ მოხდა, შეხვედრის დაწყებამდე,  „ბათუმელებმა“ კი, მერიის პრესცენტრს შეხვედრის დაწყების შემდეგ მიმართა – მას შემდეგ, როცა ამ შეხვედრის შესახებ „ბათუმელების“ ჟურნალისტს ერთ-ერთმა უსახლკარო პირმა აცნობა.

სახალხო დამცველი ბათუმის მერიის კრიტიკული მედიის მიმართ დამოკიდებულებით ყურადღებას ამახვილებს „მსუსხავი ეფექტის“ გაძლიერების საფრთხეზე:

„მუნიციპალურ ორგანოთა საქმიანობის გაშუქების პროცესში, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ხელი შეუწყონ მედიასაშუალებათა თანაბარ ჩართულობას, როგორც რელევანტური შიდა საკანონმდებლო მოწესრიგების, ისე პრაქტიკაში განმტკიცების გზით, სხვაგვარად, მუნიციპალურ მმართველობაში ინსტიტუციური მექანიზმების და წერილობითი რეგულაციის არ არსებობა მედია-საშუალებებთან მიმართებით, სამომავლოდ უკავშირდება შემდეგ გამოწვევებს: „მსუსხავი ეფექტის“ გაძლიერება – მედიის წარმომადგენლებმა სამომავლოდ შეიძლება თავი შეიკავონ თვითმმართველობის საქმიანობის გაშუქებისგან, იმ დაშვების გამო, რომ მომავალშიც შეეზღუდებათ ინფორმაციაზე წვდომა. ეს გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჟურნალისტებზე, არამედ საზოგადოების უფლებაზე მიიღოს მრავალფეროვანი ინფორმაცია,“ – აღნიშნავს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი მიუთითებს „სუბიექტურ გადაწყვეტილებათა მიღების საფრთხეზეც“:

„ნორმატიული წესების არარსებობისას, მედია-საშუალებათა წვდომის უზრუნველყოფა დამოკიდებულია კონკრეტული თანამდებობის პირის ფართო დისკრეციაზე, რაც ქმნის რომელიმე მედიის მხოლოდ გაშუქების შინაარსის, პოლიტიკური დამოკიდებულებების ან სხვა სუბიექტური საფუძვლით შეზღუდვის საფრთხეს,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის წერილში.

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით

სტუდენტობის წლები მნიშვნელოვანი აღმოჩენების, დაუვიწყარი თავგადასავლების და ახალი მეგობრების შეძენის პერიოდია. თიბისი ცხოვრების ამ გზაზე ახალი თაობის გვერდით დგას და მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებებით, დატვირთულ რუტინას უმარტივებს.

18-დან 23 წლამდე სტუდენტებს, რომლებსაც გაქვთ ახალი თიბისი ბარათი, შეგიძლიათ დაზოგოთ თანხა ისეთ ადგილებში, რომლებსაც ხშირად სტუმრობთ.

დეკემბრის ბოლომდე, შერჩეული უნივერსიტეტების კაფეტერიებში, ახალი თიბისი ბარათით გადახდისას (18-23 წლის მფლობელები), 20%-იანი ქეშბექ შეთავაზებით ისარგებლებთ (თვეში ჯამში მაქსიმუმ 20 ლარი).

თიბისის შეთავაზებას ლუკა პოლარეშიც შეხვდებით, სადაც 28 დეკემბრის ჩათვლით, ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას- 15%- მომენტალურად დაიბრუნებთ (თვეში ჯამში მაქსიმუმ 20 ლარი).

აღნიშნული შეთავაზებები ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ ობიექტებში, თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდისას.

აიღე, ახალი თიბისი ბარათი დღესვე და ისარგებლე შენს სტუდენტურ საჭიროებებზე მორგებული, მრავალფეროვანი შეთავაზებებით.  ბარათის აღება სრულიად უფასოა და ფილიალში მისვლის გარეშე, 1 წუთში, მობაილბანკიდან შეგიძლია.

Prosecutor’s Office Launches Criminal Proceedings Against Eight Opposition Leaders for “Crimes Against the State”

The Prosecutor’s Office has launched criminal proceedings against eight opposition leaders, charging them with crimes against the state.

The announcement was made today, November 6, by the Prosecutor General of Georgia, Giorgi Gvaramidze, at a press briefing.

According to him, criminal prosecution has been initiated against Mikheil Saakashvili, Giorgi Vashadze, Nika Gvaramia, Nikanor Melia, Zurab “Girchi” Japaridze, Elene Khoshtaria, Mamuka Khazaradze, and Badri Japaridze.

Specifically, opposition leaders are being charged with sabotage, assisting a foreign state in hostile activities, financing actions directed against Georgia’s constitutional order and national security, and inciting the violent overthrow of the constitutional system and government.

“Following the start of war actions in Ukraine, in order to avoid a potential military confrontation with the Russian Federation, the Georgian government, guided by national security interests, chose a policy of not imposing economic sanctions against the aggressor country and maintaining peace in the country.

Because of this decision, several opposition leaders — Elene Khoshtaria, Zurab Girchi Japaridze, and Giorgi Vashadze — acting to the detriment of Georgia’s state interests, sought to create an artificial pretext for international sanctions by providing foreign state representatives with information about fuel imports to Georgia and about real or fabricated situations in the country’s defense sector. They also spread false information claiming that Georgia’s airspace was being used to deliver Iranian combat drones to the Russian Federation.

In addition, Khoshtaria, Japaridze, and Vashadze periodically handed over information and documentation — including lists of public servants — to representatives of foreign states for the purpose of sanctioning them. As a result, approximately 300 Georgian citizens, including political officials, public servants, and several business figures, were sanctioned by various countries.

In October 2024, after opposition parties lost the parliamentary elections, Zurab Japaridze, Giorgi Vashadze, Elene Khoshtaria, Nika Gvaramia, Nikanor Melia, Mamuka Khazaradze, and Badri Japaridze began active efforts to radicalize street protests under the pretext of alleged election fraud. These individuals publicly called for revolution, the overthrow of the government, the collapse of state authority, the blockade of government buildings, and physical confrontation with law enforcement officers.

At the same time, the former president of Georgia, Mikheil Saakashvili, using his personal social media pages and video messages disseminated by mass media, publicly urged his supporters to engage in unlawful and violent acts, calling for ‘struggle’ and ‘aggressive resistance.’ In his statements, he also encouraged supporters to seize government buildings and ‘bring down the regime.’

The rallies that began near the Parliament building quickly escalated beyond the limits defined by law. There were multiple incidents of organized and targeted confrontations with police, during which protesters threw Molotov cocktails and other flammable materials at law enforcement officers. The violent actions were coordinated with the aforementioned politicians. Violent groups acted in concert, maintaining communication through so-called ‘radios,’ which, along with other items, were seized during searches of opposition party offices — including those of the United National Movement, Droa, and Girchi – More Freedom.

On November 28, 2024, at the opposition leaders’ urging, the violent confrontation between protesters and police near the Parliament building lasted six days. As a result, 158 law enforcement officers were injured, several of them seriously. Protesters set fire to rooms inside the Parliament building, causing significant damage, as well as to police vehicles and other state and private property along Rustaveli Avenue.

In parallel, financial and material resources were being collected and distributed to violent groups. Non-governmental organizations and specially created ‘funds’ were actively involved in this process alongside the politicians, and these funds reportedly received financing from international donors.

Based on the evidence gathered during the investigation, the following charges have been filed:

  • Mikheil Saakashvili — under Article 317 of the Criminal Code of Georgia, for public calls to overthrow the constitutional order or government by force;
  • Zurab Girchi Japaridze and Giorgi Vashadze — under Article 318(1) and Article 319, for sabotage and assisting a foreign state in hostile activities;
  • Elene Khoshtaria — under Article 318(1), Article 319, and Article 321¹(1), for sabotage, providing material resources for such crimes, and assisting a foreign state in hostile activities;
  • Nika Gvaramia, Nikanor Melia, Mamuka Khazaradze, and Badri Japaridze — under Article 318(1), for sabotage.

“The Prosecutor’s Office will apply to the court within the statutory time frame to request bail for Mamuka Khazaradze and Badri Japaridze, and to set a pre-trial hearing date for the other defendants,” Giorgi Gvaramidze said.

 

 

 

 

არჩილ კონცელიძე მუნიციპალური ინსპექციის უფროსი აღარ არის – საკადრო ცვლილებები ბათუმის მერიაში

ბათუმის მერიაში საკადრო ცვლილებებია – მუნიციპალური ინსპექციის უფროსს, არჩილ კონცელიძეს ხელმძღვანელის პოსტი დაატოვებინეს და ბათუმის გამწვანების სამსახურის უფროსად დანიშნეს.

არჩილ კონცელიძე მუნიციპალურ ინსპექციაში ხელმძღვანელად 2019 წელს დაინიშნა, მაშინდელი მერის, ლაშა კომახიძის დროს. მან თანამდებობა არჩილ ჩიქოვანის მერობის დროსაც შეინარჩუნა.

არჩილ კონცელიძე მერიაში სამუშაოდ მისვლამდე ურეხის პოლიციის უფროსი იყო.

მუნიციპალური ინსპექცია 2019 წელს შეიქმნა და მასში ბათუმის მერიამ ყველა საზედამხედველო ფუნქცია გააერთიანა. მათ შორის: მშენებლობების ზედამხედველობა და მონიტორინგი.

„ბათუმელების” ინფორმაციით, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ახალი უფროსის თანამდებობაზე დავით მჭედლიძის კანდიდატურა განიხილება.

ცვლილებებია ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაშიც. ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა მიქელაძე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელად გადაიყვანეს, ხოლო მის ადგილას მზია ამაღლობელის საქმის ფიგურანტი, ცრუ მოწმე პოლიციელი არჩილ ანთაძე დანიშნეს.

ამავე თემაზე:

პოლიციელ არჩილ ანთაძეს ადვოკატმა „აიძულა“ საკუთარი თავი ამოეცნო კადრებში – კიდევ 1 ცრუ მოწმე

8 ოპოზიციური ლიდერის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ – ამის შესახებ დღეს, 6 ნოემბერს განაცხადა გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე.

„სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, კერძოდ საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ“ – განაცხადა გვარაკიძემ.

„ოცნების“ პროკურატურა აცხადებს, რომ:

„ოპოზიციური პარტიის ლიდერები – ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ, საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით, უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის, ასევე საქართველოს სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ, ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად.

გარდა აღნიშნულისა, ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, ინფორმაციას და დოკუმენტურ მასალას, მათ შორის, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს, პერიოდულად სანქციების დასაწესებლად აწვდიდნენ უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს. შედეგად, სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან, სანქციები დაუწესდა მთლიანობაში საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს“.

ამავე დროს, პროკურატურა აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ოპოზიციის დამარცხების შემდგომ, თითქოსდა არჩევნების გაყალბების საბაბით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, გიორგი ვაშაძემ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა გვარამიამ, ნიკანორ მელიამ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დაიწყეს აქტიური მოქმედება ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის. დასახელებული პირები საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციის, ხელისუფლების დამხობის, ხელისუფლების ჩამოშლის, სახელმწიფო შენობების პიკეტირების და სამართალდამცავთა წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირებისკენ“.

ამავე ნაწილში პროკურატურა ახსენებს პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს –  „ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადი სოციალური გვერდის გამოყენებით, ასევე ვიდეომიმართვებში, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ვრცელდებოდა, მხარდამჭერებს საქვეყნოდ მოუწოდებდა კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისკენ, რომ საჭირო იყო ბრძოლა და აგრესიული წინააღმდეგობა. განცხადებებში ასევე მოუწოდებდა მხარდამჭერებს სამთავრობო შენობების დაკავებისკენ და „რეჟიმის ჩამოშლისკენ“.

პროკურატურა აცხადებს, რომ პარლამენტის შენობის მიმდებარედ დაწყებული აქციები „გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს“ და „მოძალადეთა მოქმედებები კოორდინირებული იყო ზემოხსენებულ პოლიტიკოსებთან.“

„ძალადობრივი ჯგუფები მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებულად და ერთმანეთთან კომუნიკაციას სისტემატურად ინარჩუნებდნენ ე.წ. ,,რაციების“ საშუალებით, რაც სხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა ოპოზიციური პარტიების ოფისებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „დროას“ და ,,გირჩი-მეტი თავისუფლების“ ოფისებიდან“ – წერს პროკურატურა.

ამავე დროს, პროკურატურა გამოძიების კონტექსტში ახსნებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფონდებს:

„კოორდინირებულად ხდებოდა ფინანსური სახსრების და მატერიალური რესურსების შეგროვება და მიწოდება ძალადობრივი ჯგუფებისთვის, რაშიც პოლიტიკოსებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები და სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ე.წ. „ფონდები“, რომლებიც თავის მხრივ დაფინანსებას იღებდნენ საერთაშორისო დონორებისგან“.

პროკურატურის ცნობით:

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე;

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე;

ელენე ხოშტარიას ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე;

ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის ფაქტზე.

გვარაკიძის განცხადებით, პროკურატურა, აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

„საქმეზე გამოძიება გრძელდება“ – განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

შარშან საქართველოს მოქალაქეობა 2361 რუსეთის მოქალაქეს მიენიჭა – ევროკომისიის ანგარიში

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 2361 პირს რუსეთიდან – ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ევროკავშირის გაფართოების წლიურ ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს საქართველოს მოქალაქეობა სულ 3587-მა პირმა მიიღო, აქედან უმრავლესობა იყო რუსეთიდან.

„2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 3587 პირს, რომელთაგან უმეტესობა იყო რუსეთიდან (2361), გერმანიიდან (251) და უკრაინიდან (175) – რაც 2023 წელთან შედარებით 476-ით მეტია. ამავე პერიოდში მოქალაქეობა დაკარგა 1592-მა პირმა, ძირითადად, რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო (802 შემთხვევა),” – ვკითხულობთ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2025 წლის გაფართოების ანგარიშში.

იქვე დეტალურადაა განმარტებული, თუ როგორ ხდება მოქალაქეობის მიღება:

„საქართველოს მოქალაქეობის მიღება შეიძლება დაბადებით, ნატურალიზაციით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მოქალაქეობის აღდგენის, შვილად აყვანის ან წარმომავლობის საფუძველზე.

საქართველო, ზოგადად, არ იძლევა ორმაგ მოქალაქეობას, თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევებში პრეზიდენტს შეუძლია გასცეს ორმაგი მოქალაქეობის შენარჩუნების ნებართვა. მოქალაქეობის საკითხებს განიხილავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

საქართველო უცხოეთის მოქალაქეებს არ სთავაზობს ფორმალურ, გარანტირებულ მოქალაქეობას ინვესტიციით ან „ოქროს პასპორტის“ პროგრამას, თუმცა ქვეყანა უცხოელებს საშუალებას აძლევს, ინვესტიციის გზით მიიღონ დროებითი ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა,“ – წერია ანგარიშში.

4 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა 2025 წლის გაფართოების ანგარიში, რომელიც მოიცავს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი 10 კანდიდატი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ყოველწლიურ შეფასებას.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა.

ამავე თემაზე:

„საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს“ | გაფართოების ანგარიში

ოპოზიციის აკრძალვის სარჩელში „ოცნება“ ახსენებს „ბათუმელების“ ჟურნალისტს, გამოცემას – არა

სარჩელში, რომლითაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითხოვს, საუბარია ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზეც, თუმცა სარჩელში „ოცნებამ“ გამოტოვა რამდენიმე მედიასაშუალება და სარჩელის ავტორებმა მედიაგამოცემების დასახელებას, მხოლოდ ჟურნალისტის მითითება ამჯობინეს.

„ოცნების“ მიერ მომზადებული სარჩელის მიხედვით, ენმ-ს აკრძალვის მოთხოვნის ერთ-ერთი საფუძველია ისიც, რომ ეს პარტია ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჟურნალისტებს არასათანადოდ ეპყრობოდა.

„ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ცალკე შეიძლება დასახელდეს მასობრივი ინფორმაციის მთელი რიგი საშუალებები, რომელთა წინააღმდეგაც, ან რომელთა წარმომადგენელთა მიმართაც 2004-2012 წლებში ჩადენილ იქნა არასათანადო მოპყრობის კონკრეტული შემთხვევები“, – აღნიშნულია სარჩელში. აქვე ჩამოთვლილია კონკრეტული მედიასაშუალებები, მაგალითად, „იმედი“, რუსთავი 2“, „ობიექტივი 2“ … სულ 42 მედიასაშუალება.

ამავე ჩამონათვალში შეგხვდებათ ჩანაწერი: „ჟურნალისტი ნათია როყვა“, მაგრამ არა „ბათუმელები“, რომლის ჟურნალისტიც იყო ნათია როყვა 2008 წელს. „ოცნებამ“ სარჩელში არ დაასახელა ის მედიასაშუალება, რომლის დამფუძნებელი და დირექტორია მზია ამაღლობელი უკვე 10 თვეა უკანონო პატიმრობაშია. 

„ქართული ოცნების“ სარჩელში ასევე მოხსენიებულია ჟურნალისტი ნათია დანელიშვილი, რომელიც იმ დროს „კახეთის საინფორმაციო ცენტრში“ მუშაობდა. „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ დამფუძნებელი ჟურნალისტი გელა მთივლიშვილია. „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი გელა მთივლიშვილის მედიასაშუალებაც სარჩელში დასახელებული არ არის.

საგულისხმოა, რომ მედიასაშუალებები, რომელიც „ოცნებამ“ სარჩელში არ ახსენა, კრიტიკული პოზიციებით გამოირჩეოდნენ წინა ხელისუფლების დროსაც, მათ წინააღმდეგ ჩადენილი სხვადასხვა დანაშაული კი, „ოცნების“ ხელისუფლებას არ გამოუძიებია. „ოცნების“ ხელისუფლებას არ გამოუძიებია, როგორც წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების დროს ჟურნალისტებზე ძალადობის, ან პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის რომელიმე საქმე.

პირიქით, „ოცნების“ პარლამენტმა მიიღო რუსული, რეპრესიული კანონები, რომელიც, პირველ რიგში, კრიტიკული მედიის განადგურებას ისახავს მიზნად.

„როგორ ბედავთ, რომ საკონსტიტუციო სარჩელში მტკიცებულებებად იხმობთ ჩვენს თავს გადამხდარ მძიმე ამბებს? „ქართული ოცნება“ 13 წელი სად იყავით? რატომ არ გამოიძიეთ არცერთი ფაქტი? მათ შორის, 2 საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლითაა აღძრული,“ – წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, რომლის მედიასაშუალებასაც ასევე აუარა გვერდი „ოცნებამ“, – „მართალია, სარჩელში ჩემს ხსენებას ვერ ბედავთ, მაგრამ შეგახსენებთ, რომ თუ ვინმეა ასაკრძალი, პირველ რიგში, ეს რეჟიმია. თქვენგან დევნისა და შევიწროების, მუდმივი სტრესის, მუქარების, თავდასხმების გამო ამ ზაფხულს ისეთმა ინფარქტმა მგლიჯა, სიკვდილს ძლივს გადავურჩი და დღემდე ინტენსიურ მკურნალობას გავდივარ. ბოლო 20 წლის განმავლობაში მედია ასეთ მძიმე მდგომარეობაში არასდროს ყოფილა; ამდენი ჟურნალისტი არასდროს წასულა ემიგრაციაში; ამდენი ჟურნალისტი არასდროს ყოფილა ნაცემი და დაზარალებული; ამდენ მედიას არასდროს შეუწყვეტია არსებობა; ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად გვყავს ჟურნალისტი ქალი პატიმარი,“ – წერს გელა მთივლიშვილი.

„ოცნების“ პარლამენტის 88 დეპუტატი სამი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ითხოვს: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია-მელია, გირჩი, დროა“. სარჩელში დაზუსტებულია, რომ „ოცნება“ ამ კოალიციაში შემავალი პარტიებიდან მხოლოდ „ახალის“ აკრძალვას ითხოვს. „ელენე ხოშტარია − დროა“, „გირჩი − მეტი თავისუფლება“, რომლებიც სინამდვილეში „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“ შემადგენლობაში არიან, თუმცა, ფორმალურად, დამოუკიდებელ პარტიებადაც არიან რეგისტრირებული, აგრეთვე „კი ევროპას − სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო − მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები.  ვინაიდან მათ ამჟამად პოლიტიკაზე არსებითი გავლენა და საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ“ – აღნიშნულია სარჩელში.

სარჩელის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს. პირველი კოლეგიის წევრები ასევე არიან მოსამართლეები: ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე, გიორგი თევდორაშვილი და ვასილ როინიშვილი. ვასილ როინიშვილი ამ კოლეგიის თავმჯდომარეა.

ვასილ როინიშვილი აჭარის მთავარი პროკურორი იყო, როცა ენმ იყო ხელისუფლებაში და ბათუმში სერჟანტი როინ შავაძე მოკლეს. 2020 წელს ევროსასამართლომ, „როინ შავაძის საქმეზე“ სახელმწიფოს მხრიდან ევროკონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. „როინ შავაძის საქმეზე“ პროკურორი ვასილ როინიშვილი გამოძიებამ 2023 წლის სექტემბერში გამოჰკითხა. ის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა 2020 წლიდან და ერთ-ერთი მაღალჩინოსანია მათ შორის, ვისაც სერჟანტის სასტიკი და ჯგუფური მკვლელობის საქმე უნდა გამოეძიებინა. პასუხის მოთხოვნის ნაცვლად, ვასილ როინიშვილი დააწინაურეს. ვასილ როინიშვილი განიხილავს სარჩელს, სადაც წერია, რომ „როინ შავაძის საქმის“ გამოც უნდა აიკრძალოს

დღეს „როინ შავაძის საქმის“ ყოფილი პროკურორი – ვასილ როინიშვილი ერთ-ერთი მოსამართლეა, რომელმაც უნდა განიხილოს „ოცნების“ სარჩელი, ხოლო ამ სარჩელის მიხედვით, ენმ-ს აკრძალვის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ „როინ შავაძის საქმეა“.

ამ თემაზე:

„ყველამ 3-3-ჯერ ვესროლეთ“ – კიდევ რა თქვეს სპეცრაზმელებმა სერჟანტ შავაძის მკვლელობის საქმეზე

„ოცნებამ“ მზია ამაღლობელის საქმის პროკურორები დააწინაურა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მზია ამაღლობელის საქმის პროკურორები დააწინაურეს: თორნიკე გოგეშვილი ბათუმის პროკურორის მოადგილე გახდა, შოთა ჩხაიძე – ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილე.

საკადრო ცვლილებებზე დღეს, 6 ნოემბერს, „ბათუმელებს“ პროკურატურის პრესცენტრში არ უპასუხეს.

„ბათუმელებს“ რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, თორნიკე გოგეშვილი ბათუმის პროკურორის მოადგილედ დაახლოებით ერთი კვირის წინ დანიშნეს, შოთა ჩხაიძე კი, უკვე ორი თვეა ოზურგეთის პროკურორის მოადგილეა.

მზია ამაღლობელის საქმის პროკურორი თორნიკე გოგეშვილი ლიეტუვამ და ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირეს.

ბათუმის პროკურორი 2025 წლის ივლისიდან ირაკლი გაჩეჩილაძეა. ამავე პერიოდიდან აჭარის პროკურორი გიორგი ცხოვრებაძეა.

ბათუმის პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე ამ დრომდე ალექსანდრე ძირკვაძე მუშაობდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით ის სუს-ში გადაიყვანეს ერთ-ერთ თანამდებობაზე.

გუშინ, 5 ნოემბერს, მზია ამაღლობელის საქმის ცრუ მოწმე პოლიციელი არჩილ ანთაძე ბათუმის ბულვარის დირექტორად დანიშნეს. მანამდე კი ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელიც მზია ამაღლობელის საქმეში მთავარი ფიგურაა, თბილისში გადაიყვანეს და პოლიციის ატაშეების ხელმძღვანელი გახდა.

ასევე, მზია ამაღლობელის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის მოადგილედ დანიშნეს.

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის უკვე 10 თვეა უკანონო პატიმრობაში რჩება.

2025 წლის 22 ოქტომბერს მზია ამაღლობელმა ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო – სახაროვის პრემია მიიღო. ეს პრემია აზრის თავისუფლებისთვის ევროკავშირის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გაწეული საქმიანობისთვის გადაცემული უმაღლესი ჯილდოა. პრემიას გადასცემენ ადამიანებს, ჯგუფებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს აზრის თავისუფლების დაცვაში.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდი პოლონეთში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს წარადგენს

საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი პოზიციების გამყარების მიზნით, „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ დელეგაცია, პოლონეთის სამ ქალაქში – ვარშავაში, ვროცლავსა და კატოვიცეში – პროექტისა და საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით, საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. აღნიშნული აქტივობა კომპანიის ფართომასშტაბიანი საინვესტიციო სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ევროპულ ბაზრებზე საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის სათანადოდ წარმოჩენას ისახავს მიზნად.

პოლონელი პარტნიორების, Exclusive Poland-ის ორგანიზებითა და BNI (Business Network International), Inter-Car Silesia Mercedes-Benz, Cashify და FEN ჩართულობითა და Strefa Nieruchomości-ს და Business Insider-ის მედია მხარდაჭერით დაგეგმილი ღონისძიებები მნიშვნელოვან პლატფორმას ქმნის პოლონეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან, მაღალი რანგის შეხვედრებისა და კავშირების დამყარებისათვის. აღსანიშნავია, რომ BNI მსოფლიოსა და პოლონეთში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ქსელურ ბიზნეს ორგანიზაციას წარმოადგენს.

აღნიშნული მასშტაბური კამპანია წლევანდელი წლის ივნისში, ქალაქ ვარშავაში უკვე დაწყებული სტრატეგიის გაგრძელებაა, რომელმაც პოლონელი ინვესტორების მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია და ამჯერად ქალაქ ვროცლავში გაგრძელდა, სადაც გამართულ შეხვედრას 70-ზე მეტი დაინტერესებული პირი ესწრებოდა, ხოლო ოქტომბრის დარჩენილ ღონისძიებებზე მონაწილეთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდაა მოსალოდნელი.

ქალაქ ვროცლავში „ამბასადორი აილენდის” პროექტის წარდგენას საქართველოს საპატიო კონსული ვროცლავში, ვოიჩეხ ვრუბელი ესწრებოდა.

ქართულ და პოლონურ მხარეებს შორის ამგვარი თანამშრომლობა ორმხრივი, მტკიცე და გრძელვადიანი ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებისაკენ გადადგმულ მორიგ მტკიცე ნაბიჯს წარმოადგენს.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი შავი ზღვის აკვატორიაში, 84 ჰექტარზე, ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ფორმირებას ისახავს მიზნად. პროექტი „ამბასადორი ჯგუფისა“ და სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის კოლაბორაციით ხორციელდება, ჭკვიანი ქალაქისა და მდგრადი განვითარების უმაღლესი პრინციპების დაცვით. პროექტს, როგორც ტურისტული, ასევე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანიშნულება გააჩნია, რაც ბათუმსა და ზოგადად საქართველოს, მსოფლიოს ახალ საინვესტიციო რუკაზე მოახვედრებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველი ფაზა, 26 ჰა მიწის ფართობი უკვე მიღებულია ექსპლუატაციაში.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 147 740 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 329 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 23 541 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 34 288 ერთეული [+15]
  • MLRS – 1 535 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 237 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 78 430 ერთეული [+172]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 918 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 66 658 ერთეული [+84]
  • სპეცტექნიკა – 3 991 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 95 320 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 635 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 874 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 609 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 113 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 46 000 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ტრამპი პუტინზე: მათ სანაპიროსთან გვყავს მსოფლიოში უდიდესი ბირთვული წყალქვეშა ნავი

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რუსთაველზე გადასვლა ერთობის, თავგანწირვის ნაწილი გახდა – ლანა ღოღობერიძე

რეჟისორი ლანა ღოღობერიძე ფეისბუქზე ეხმიანება თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტ პროტესტს, რომლის მონაწილეებსაც უკვე მეორე კვირაა ყოველდღიურად აკავებენ გზის გადაკეტვის საბაბით. რეჟისორი წერს, რომ სიტყვა „გადასვლამ“ უკვე სხვა, სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინა.

„ნამდვილად არ მეგონა, რომ ასეთ საბედისწერო დროს მოვესწრებოდი…

როცა 1999 წლის 27 აპრილს, ჩვენი დროშა ნელ-ნელა მიიკვლევდა ადგილს ევროპის ცაზე საფრანგეთისა და გერმანიის დროშებს შორის, ის გზა სამუდამოდ გაკვალული მეგონა. მართლა ძალიან ბედნიერები ვიყავით, ყველა! რადგანაც გვჯეროდა, რომ აღარასდროს დაბრუნდებოდა ჩვენი ისტორიულად დეტერმინირებული მარტოობა…

დღეს თითქოს უკან დავბრუნდით და იმავე ბრძოლაში ვართ. შედეგად ყველაზე ადვილია მივეცეთ სასოწარკვეთილებას და დავყაროთ ფარ-ხმალი. მაგრამ ასეთი ძველი და მდიდარი გენეტიკური მეხსიერების მქონე ერისათვის ეს არ მოხდება. მან თავისთავად იცის, რომ ისტორიისთვის არ არის უცხო ასეთი საბედისწერო შემობრუნებები! მთავარია, გავიაზროთ ჩვენი ისტორიული გზა და გავაკეთოთ დასკვნები. იმავე ბრძოლაში ვართ, ოღონდ მეტი გამოცდილებით, რაც მთავარია – თავისუფლების და დამოუკიდებლობის გამოცდილებით. მეტი აქტიური მონაწილით. იმედია, მეტი სიბრძნით.

და ადამიანთა თავგანწირვის ისეთი საოცარი მაგალითებით, რომ გამარჯვება გარდუვალია.

და ახლა მომინდა გაგიზიაროთ ჩემი ერთი პატარა დაკვირვება, თუ განცდა:

დღეს, ჩვენ თვალწინ, ერთი ჩვეულებრივი ქართული სიტყვა იძენს სულ სხვა, ღრმად სიმბოლურ მნიშვნელობას.

ასეთი სიტყვაა „გადავიდა“ …

ის უცებ ისეთი ტევადი გახდა! და იმდენ რამეს მოიცავს! გადავიდა, ანუ გაიაზრა, ან ემოციურად შეიგრძნო, რომ დღეს საჭიროა დათმოს ყველაფერი პირადი საერთო მიზნის მისაღწევად, რომ არის იმ დიდი ერთობის ნაწილი, რასაც სამშობლო ჰქვია, რომ მზად არის თავი გასწიროს მისთვის…

მე, მხრებზე მოკიდებული თითქმის ასი წლით დამძიმებული, ქედს ვიხრი ყველას წინაშე, ვინც გადავიდა… ან გადავა. და იმათ წინაშეც, ვინც ყოველ საღამოს დგას რუსთაველზე და „გადასულებს“ მთელი არსებით უჭერს მხარს. და იცის, რომ ხვალ, თუ საჭირო იქნება, მისი ჯერიც დადგება.

და, რა თქმა უნდა, ვინც გადავიდა და ამიტომ დღეს გისოსებს მიღმაა. და მათ ასევე არნახულად თავგანწირულ მშობლებს.

გარწმუნებთ, ეს არ არის განწირულის სულისკვეთება.

ეს იმედის და გამარჯვების სულისკვეთებაა.

და კიდევ ერთი დიდი ბრძოლა თავისუფლების, სამართლიანობის, კეთილდღეობის, და სიხარულისა და ბედნიერების უფლების მოსაპოვებლად“ – წერს ლანა ღოღობერიძე.

From Prosecuting for the UNM Government to Banning UNM: Former Prosecutor Chairs Constitutional Court Panel

The ruling Georgian Dream party is invoking the murder case of Sergeant Roin Shavadze and past violations of journalists’ rights as arguments to ban the United National Movement and other opposition parties. The constitutional complaint has been assigned to the same judge who, as a prosecutor, oversaw the original investigation of Shavadze’s case during the UNM government. Most of the journalists and media outlets cited in the complaint — including Batumelebi — are now facing unprecedented repression under the Georgian Dream’s rule.

The ruling party Georgian Dream has filed a constitutional complaint seeking to ban opposition political parties — a case assigned to a collegium chaired by a judge who previously served as a Chief Prosecutor of Adjara during the rule of the United National Movement (UNM), the party requested to be banned.

The case on banning opposition political parties is being examined by the First Collegium of the Constitutional Court of Georgia. The panel includes judges Eva Gotsiridze, Giorgi Kverenchkhiladze, Giorgi Tevdorashvili, and Vasil Roinishvili, who chairs the collegium.

Vasil Roinishvili served as Chief Prosecutor of Adjara when the UNM was in power and when Sergeant Roin Shavadze was killed in Batumi.

In 2020, the European Court of Human Rights found that Georgia had violated the right to life guaranteed by the European Convention in the “Roin Shavadze case.”

Roinishvili was questioned by investigators in September 2023 regarding this case. He was among the senior officials responsible for investigating the brutal, group murder of the sergeant. Instead of being held accountable, Roinishvili was promoted – he has served as a Constitutional Court judge since 2020.

In their constitutional complaint, Georgian Dream MPs cite the “Roin Shavadze case” as one of the grounds for banning the UNM party. This means the case could be reviewed by Judge Vasil Roinishvili — the same person who was Chief Prosecutor at the time of Shavadze’s killing.

The “Georgian Dream” constitutional complaint reads:

“During its time in power [2004–2012], the United National Movement created and developed a system of murder and other forms of violence. During that same period, it committed numerous violent acts involving torture and violations of the right to life, engaging in manifestly unconstitutional activities that went beyond isolated incidents and took on a systemic character.

All this is confirmed by facts and evidence reflected in the report of the Temporary Investigative Commission, as well as by other relevant sources.

Among these, particular note should be made of the following facts and specific cases: the murder of Sergeant Roin Shavadze.”

Another detail: in the constitutional complaint seeking to ban opposition parties, Georgian Dream MPs also refer to cases of mistreatment of journalists between 2004 and 2012. Among the names listed is journalist Natia Rokva, who at the time worked for Batumelebi. Unlike dozens of other cases cited in the complaint, Batumelebi itself is not mentioned in this section, as if Rokva were a journalist with no media affiliation.

The complaint also mentions journalist Natia Danelishvili, who at the time worked for the Kakheti Information Center, founded by journalist Gela Mtivlishvili.

A total of 88 Georgian Dream MPs are demanding the banning of three political parties:

  • “Unity – United National Movement”
  • “Coalition for Change – Gvaramia, Melia, Girchi, Droa”
  • “Strong Georgia – Lelo for the People, for Freedom”

“The purpose of the aforementioned political parties’ activities is to overthrow and violently alter Georgia’s constitutional order, undermine its independence, and violate its territorial integrity. We therefore request that the activities of these political parties be declared unconstitutional, the parties be banned, and their registrations canceled,” the Constitutional Complaint concludes.

„მოსწავლეები კითხვებს სვამენ და ძალიან განიცდიან“ – მასწავლებელი მე-12 კლასის გაუქმებაზე

„საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების უმეტესობას ისე მოაქცევენ, რომ გახდიან თავიანთ გულშემატკივრებად. სკოლები გამოუშვებენ არა განათლებულ ახალგაზრდობას, არამედ გვეყოლება პროპაგანდით ნაკვები თაობა, რომელსაც რასაც ეტყვიან, იმას დაიჯერებენ. ფიქრის საშუალებას წაართმევენ და უნარი აღარ ექნებათ კრიტიკულად განსაჯონ“ – ამბობს ინგლისურის მასწავლებელი გიორგი კვიკვინია „ბათუმელებთან“.

მასწავლებელს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ სასკოლო რეფორმაზე ვესაუბრეთ, რომელიც მე-12 კლასის გაუქმებას ითვალისწინებს.

  • ბატონო გიორგი, როგორც პედაგოგი, რა ტიპის პრობლემას ხედავთ იმაში, რომ შესაძლოა გააუქმონ მე-12 კლასი. რას დაკარგავენ ამით მოსწავლეები?

რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრობლემა იქნება, რადგან ეს ხელს შეუშლის ახალგაზრდებს განათლება მიიღონ უცხოეთის უნივერსიტეტებში.

მე სადაც ვმუშაობ, იქაც ყოველთვის ორიენტირებული ვარ იმაზე, რომ მოსწავლეებმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთში მიიღონ განათლება და ხელს ვუწყობთ მათ, რომ წავიდნენ ამერიკაში ან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სასწავლებლად და ეს შანსი ან ცვლილების შემთხვევაში დაეკარგებათ.

  • თქვენი რამდენი მოსწავლეა წასული უცხოეთში სასწავლებლად?

საკმაოდ ბევრი. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების 40%-ზე მეტი უცხოეთში მიდის ხოლმე და წელსაც, მე-12 კლასელთა დაახლოებით 70% გაემგზავრება უცხოეთში.

  • სხვათა შორის, „ქართული ოცნება“ ამ მონაცემებს იყენებს და ამბობს, რომ აი, მიდიან უცხოეთში და აღარ ბრუნდებიან, ჩვენ კი გვინდა ახალგაზრდობა ქვეყანაში დარჩესო. თუმცა იმაზე არ საუბრობენ, რას სთავაზობენ ამ ქვეყანაში ახალგაზრდებს. რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში მოუნდეთ ახალგაზრდებს განათლების მიღება და არა სხვაგან?

პირველ რიგში, მე-12 კლასის გაუქმების მოტივი ძალიან მარტივია. „ქართულ ოცნებას“ გეზი აქვს აღებული არა ევროპისკენ არამედ რუსეთისკენ და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაგვაშოროს ევროკავშირს და ყველა ფორმით ჩაკლას ეს შესაძლებლობა.

ამ მიზანს „ოცნება“ ფუთავს ისე, რომ თურმე ახალგაზრდებზე ზრუნვით აკეთებს ამას და პროპაგანდის ქვეშ მყოფი ადამიანების ნაწილს ალბათ დააჯერებს კიდეც.

თუმცა, ისეთ ადამიანებსაც ვიცნობ, ვინც, შესაძლოა, „ოცნებას“ მხარს უჭერს, მაგრამ ამ ცვლილებას არ ეთანხმება და მიაჩნიათ, რომ ეს იქნება ძალიან ცუდი გადაწყვეტილება არა რაღაც გარკვეული წრეებისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის.

ჯერ ერთი, უცხოეთში განათლება მიღებული მოსწავლეები ბრუნდებიან ქვეყანაში, ყველა არ რჩება და მიღებულ ცოდნას იყენებენ ამ ქვეყნის განვითარებისთვის.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც ხომ აქვთ ევროპაში განათლება მიღებული და თუ მაშინ არ იყო ეს მათთვის ცუდი, ჩვენი შვილებისთვის რატომ არის ცუდი?! თვითონ რატომ მიდიოდნენ, ან თვითონ ხომ დაბრუნდნენ, რატომ ჰგონია, რომ სხვა არ ჩამოვა?!

მეც ევროკავშირის დაფინანსებით მაქვს განათლება მიღებული, გადამზადების კურსებიც გავლილი მაქვს ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, დიდ ბრიტანეთშიც და ანტიეროვნული არაფერი მისწავლია. დავბრუნდი და რაც ვისწავლე, ყველაფერი მოვახმარე ბავშვებს.

ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ ხარისხიანი განათლება მიიღონ და თუ აქ არ სთავაზობ ხარისხიან განათლებას ახალგაზრდებს, რატომ არ უნდა წავიდნენ.

მასწავლებელსაც უნდა ჰქონდეთ ღირსეული ხელფასი და სამუშაო პირობები და იმ ახალგაზრდებსაც, რომელიც თითქოს „გარბიან“ ქვეყნიდან. მაშინ აქ შეუქმენი კარგი სამუშაო პირობები და 17 000 ლარი ხელფასი უდიპლომოებს კი არ უნდა ჰქონდეთ, დიპლომიან და განათლებულს უნდა ჰქონდეს რეალურად, მაგრამ მათი პროპაგანდისტული ტელევიზიებით ისე ფუთავენ ამ საკითხს, რომ ხალხს საპირისპირო დააჯერონ.

  • ევროპული განათლებისკენ სწრაფვა უცხო არ არის ქართველი ხალხისთვის და წინა საუკუნეებშიც გვაქვს ამის გამოცდილებაც…

კობახიძემ განაცხადა, ვინმეს თუ უნდა მე-12 კლასში სწავლა, წავიდეს ევროპაში და იქ დაამთავროსო, მაგრამ ესეც თავიანთი გადმოსახედიდან თქვა, ალბათ. პრივილეგირებული ოჯახების გადმოსახედიდან, რომლებსაც აქვთ ამის ფინანსური შესაძლებლობა.

მათ შვილებს არ ექნებათ ამის პრობლემა, სხვა ახალგაზრდებს კი ამის შესაძლებლობა აღარ ექნებათ, მით უმეტეს მაშინ, თუ უვიზო მიმოსვლაც დავკარგეთ.

  • თქვენი აზრით, რეალურად, ეს მიზანია აქ ჩადებული, რომ შესაძლებლობები წაართვან ახალგაზრდობას?

გარდა იმისა, რომ შესაძლებლობებს წაართმევენ, ნახეთ როგორ მიმდინარეობს „რეფორმები“.

რეალურად, საჯარო სექტორში, საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების უმეტესობას ისე მოაქცევენ, რომ გახდიან თავიანთ გულშემატკივრებად. რაღაც ნაწილი ახლაც ასეთია.

მერე წავა ისეთი სწავლება, რომელიც მორჩილებას გაზრდის ახალ თაობაშიც. შესაძლოა მასწავლებლებსაც გაუზარდონ ხელფასები და ამ წახალისების სანაცვლოდ ბევრი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რასაც ხელისუფლება დაუკვეთს.

სკოლები გამოუშვებენ არა განათლებულ ახალგაზრდობას, არამედ გვეყოლება პროპაგანდით ნაკვები თაობა, რომელსაც რასაც ეტყვიან, იმას დაიჯერებენ. ფიქრის საშუალებას წაართმევენ და უნარი აღარ ექნებათ კრიტიკულად განსაჯონ.

  • ახალგაზრდები თუ სვამენ კითხვებს ამ საკითხზე?

სვამენ და ძალიან განიცდიან.

მქონდა საუბარი მე-11 კლასელებთან, რომელიც უკვე ემზადებიან ამერიკაში სწავლის გასაგრძელებლად და შიში აქვთ იმის, არ გაუუქმონ მე-12 კლასი.

ისინიც ძალიან ნეგატიურად უყურებენ ამ ყველაფერს და ხშირად მეკითხებიან, რა უნდა გავაკეთოთ ამის წინააღმდეგ.

გამოფხიზლება სჭირდება საზოგადოებას, მაგრამ რაღაცნაირად ისეა აწყობილი ყველაფერი, რომ თითქოს შედეგი არაფერს აქვს.

ხარისხიანი განათლება რომ გქონდეს ქვეყანაში, უნივერსიტეტებშიც პროგრესულად მოაზროვნე ლექტორები უნდა გვყავდეს, რეალური სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას კარგი პირობებით და კარგი ანაზღაურებით, რადგან ბევრს რომ იშრომებ და მერე 1 200 ლარი გაქვს ხელფასი, მაშინ სხვაგან წასვლაც მოგინდება.

ამიტომ, ადამიანს კარგი ხელფასის და სამუშაო პირობების გარდა, აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს და არა ისეთი გარემო, სადაც ადამიანებს რაღაც ნიშნებით დაყოფენ და ცხვრებივით არ გარეკავენ ერთი ადგილიდან მეორეზე.

„ნელი ტემპით მიდის“ – რას ამბობენ აბასთუმანში რეაბილიტაციის პროექტზე

ოქტომბრის მიწურულს აბასთუმანში დამსვენებელს ნაკლებად შეხვდებით. კომერციული ობიექტების უმეტესობა, რომელიც ზაფხულში მომხმარებელს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობდა, დაკეტილია ან შეზღუდულად მუშაობს.

აბასთუმანში რესტავრირებული სახლების უმეტესი ნაწილი ღამის საათებში ჩაბნელებულია, ახალ რესტავრირებულ პარკში კი თითქმის არავინაა, მხოლოდ სტადიონზე თუ ნახავთ ბავშვებს.

ერთადერთი მიზიდულობის ცენტრი შემოდგომაზე აბასთუმნის ობსერვატორიაა.

ობსერვატორია ახლა, როცა დამსვენებელი არ არის, ძირითადად სასკოლო ექსკურსიებს ემსახურება. აქ მისასვლელ სამანქანო გზაზე ხშირად შეხვდებით სამშენებლო მასალებით დატვირთულ მანქანებსაც.

ერთ-ერთი ტურისტული ობიექტის მენეჯერი გვიყვება, რომ წელს აბასთუმანი დამსვენებლისგან აგვისტოს ბოლოს სრულად დაიცალა: „გვქონდა იმედი, რომ სექტემბერშიც იქნებოდა მოთხოვნა და ვიმუშავებდით, მაგრამ ასე არ მოხდა“ – გვითხრა მან.

სასტუმროს მენეჯერები, რომლებიც ცდილობენ მომხმარებელი შემოდგომაზეც მიიზიდონ, „ბათუმელებთან“ საუბრისას ამბობენ, რომ კურორტის განვითარება ნელი ტემპით მიდის, რაც მათ ხელს უშლით განახორციელონ რიგი პროექტები კურორტზე საშემოდგომო აქტივობების დასაგეგმად.

აბასთუმნის ცენტრი- რესტავრირებული სახლები
აბასთუმნის ცენტრი – რესტავრირებული სახლები

აქ ამბობენ, რომ ის ინვესტორები, ვინც აღებული ვალდებულება დროულად შეასრულეს, ზარალდებიან მათ გამო, ვინც პროექტებზე სამუშაოები წლების განმავლობაში გაწელა და დღესაც არ დაუსრულებია:

„ხარჯები ძალიან დიდია, სტაფი უნდა შევინარჩუნოთ მთელი ზამთრის განმავლობაში, სერვისებიც უნდა შევინარჩუნოთ. ვალდებულება გვაქვს, რომ ზამთარში არ დავიკეტოთ, მაგრამ დამსვენებელი რეალურად აღარ გვყავს. დიდი პროექტები რომ დასრულებულიყო – აბანოები, სასტუმროები – კურორტი უფრო ამუშავდებოდა. არც გზის მშენებლობაა დასრულებული“ – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მენეჯერმა.

ეს შენობა სახელმწიფოს ბალანსზეა – რესტავრირებულია მხოლოდ ფასადი

სასტუმროები, რომლებსაც მუშაობა არ შეუჩერებიათ, ახლა სპეციალური შეთავაზებით ცდილობენ მომხმარებლის მიზიდვას, თუნდაც მოკლევადიანი ვიზიტების შეთავაზებით.

რაც შეეხება საცხოვრებელ სახლებში გასაქირავებელ ბინებს – რამდენიმე მეპატრონეს სოციალურ ქსელში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე დავურეკეთ და ბინების/ოთახების გაქირავებაზე ვკითხეთ. მათ გვითხრეს, რომ სეზონი დასრულებულია, გამორთულია გათბობა და აღარ არის პირობები, რომ ბინა გაქირავდეს. მესაკუთრეების ნაწილი ძირითადად ახალციხეში ცხოვრობს და ზამთარს იქ ატარებს, აბასთუმანში კი ზაფხულის სეზონის მოახლოებისას ბრუნდებიან.

აბასთუმანი – რესტავრირებული სახლები
რესტავრირებული სახლი აბასთუმანში

ოთახის დაქირავება რესტავრირებულ სახლშიც შეიძლება, თუმცა რესტავრირებული ხშირად აქ მხოლოდ ფასადია. ამ სახლებში შესვლას ან ფანჯრებიდან შეხედვას თუ მოახერხებთ, უმეტესწილად დაგხვდებათ ძველი საბჭოთა ინტერიერი, ზოგან რეალურად იმ დროინდელი, შემორჩენილი საღებავით და ძველი კარით.

აბასთუმანში ერთი ღამით ბინის დაქირავების ფასი კერძო ბინებში არასაკურორტო სეზონზე 120 ლარიდან იწყება, სასტუმრო სექტორში – 170 ლარიდან, ამაში სხვა მომსახურება, მაგალითად საუზმე არ შედის. ზაფხულში კი სტანდარტული ნომრის ფასი 250 ლარიდან იწყება.

გაზრდილია ქონების გასაყიდი ფასიც. შენობაზე გამოკრული ბანერის მიხედვით იყიდება აფთიაქის ცნობილი შენობა აბასთუმნის ცენტრში – ერთი კვ.მეტრის ფასი აქ 2500 დოლარიდან იწყება. რესტავრირებულია მხოლოდ შენობის ფასადი.

აფთიაქის შენობა

ჯერ ისევ დასრულებული არ არის ფასადების რესტავრაცია- რეაბილიტაციის პროცესი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „საბა კონტრაქშენი“ აწარმოებს, ადგილზე გვითხრეს ისიც, რომ შესრულებული სამუშაოები რიგ შემთხვევებში დაიწუნეს და კომპანიას ხარვეზების გამოსწორებაზე დამატებითი ძალისხმევის გაღება მოსთხოვეს.

კურორტ აბასთუმანში ბოლო წლებში სახელმწიფო და კერძო ქონება იყიდეს და მშენებლობის ნებართვები მიიღეს ასევე „ოცნებასთან“ დაახლოებულმა კომპანიებმა. ამ კომპანიების დამფუძნებლები „ოცნების“ მხარდაჭერას მსხვილი ფულადი შეწირულობითაც გამოხატავენ.

აბასთუმანში, ყოფილ სანატორიუმ „ცისარტყელას“ ტერიტორიაზე 2 ჰექტრამდე [18 545 კვ მეტრი] ფართობზე სასტუმროს შპს „ცისარტყელა“ აშენებს. კომპანია ტურიზმის განვითარების ფონდს ეკუთვნის, რომლის ასი პროცენტიც ფონდ „ქართუს“ საკუთრებაა. „ქართუ“ ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულია.

როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, შპს „ცისარტყელამ“ ყოფილი სანატორიუმის ტერიტორია 2018 წელს უპირობო აუქციონით იყიდა და 1,8 ჰექტარ ფართობზე სასტუმრო „პარაგრაფ აბასთუმანს“ აშენებს. ამ პროექტზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა.

მშენებარე პროექტი

აბასთუმანში შპს „სანაპიროს ხედის“ უკვე თითქმის დასრულებული პროექტის მიმდებარედ მიწის ნაკვეთები შეისყიდა და მშენებლობა დაიწყო შპს „ემერალდმა“ – ამ კომპანიის ასივე პროცენტი „ქართუ ჯგუფს“ ეკუთვნის.

„ემერალდი“ 2018 წელს ირაკლი კაცაძეს დაუფუძნებია, მალევე მან კომპანია „ქართუ ჯგუფს“ სიმბოლურ ფასად, 100 ლარად მიჰყიდა, მანამდე კი ელექტრონულ აუქციონზე აბასთუმანში შეისყიდა მიწის ნაკვეთი სამშენებლოდ, რომლის ფართობიც 3000 კვ.მეტრზე მეტია.

ივანიშვილმა აბასთუმანში სახლიც აშენა, რომლის შესასვლელშიც ხელოვნური კლდე მოაწყო, ამ სახლს და ეზოს შემოვლებული აქვს მაღალი ღობე, რომლის გამოც გზიდან სახლის ფასადის ფოტოს გადაღება ვერ შევძელით.

ხელოვნური კლდე ბიძინა ივანიშვილის სახლის შესასვლელთან

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანიები აბასთუმანში 2 სამშენებლო პროექტს ასრულებენ. შპს „სასტუმრო პოექტი“ აბასთუმანში, ასათიანის ქუჩაზე სასტუმროს აშენებს, კომპანიის საკუთრებაშია 7823 კვ. მეტრი ფართობი. გარდა ამისა, აბასთუმანში ლაშა პაპაშვილის სხვა კომპანია -„სამეფო აბასთუმანი“ ამავე ქუჩაზე კიდევ ერთ კომპლექსს ასრულებს – აქ პაპაშვილის კომპანია 8374 კვ.მეტრ ფართობს ფლობს.

ლაშა პაპაშვილის კიდევ ერთი კომპანია შპს „აღობილი“ აბასთუმანში, „აღობილის დასახლებაში“ 7 ჰექტარზე, მრავალფუნქციური ობიექტის გახსნას გეგმავს. მშენებლობა თითქმის დასრულებულია.

ლაშა პაპაშვილი არის ბიზნესმენი, რომელსაც უკავშირდება „სკინტლის სკანდალი“ – პაპაშვილის საწარმო „ყვარლის ბაგაში“ ძროხებს ქათმის ნაკელით კვებავდა. მის საწარმოში ყიდულობდნენ რძეს კომპანიები: „აგროჰაბი“, „სანტე“, „სოფლის ნობათი“. ამ საქმეზე ჟურნალისტური გამოძიება „რადიო თავისუფლებამ“ მოამზადა.

ლაშა პაპაშვილის მშენებარე პროექტთან ახლოს, ასათიანის #2-ში 6168 კვ მეტრ ფართობს ფლობს თემურ ბიწაძე, „ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებლის გია ბიწაძის შვილი და „ალიანს ჯგუფთან“ დაკავშირებული რამდენიმე კომპანიის მფლობელია. თემურ ბიწაძე, ისევე როგორც ამავე კომპანიის პარტნიორები, „ოცნების“ შემწირველია.

რესტავრირებული სახლი აბასთუმანში
აბასთუმანი

აბასთუმანში რიგი სახლების რესტავრაცია ახლაც მიმდინარეობს.

ამავე თემაზე: 

ვინ და როგორ გაინაწილა აბასთუმანი

მწყობრიდან გამოსული, ჩაუბარებელი და გაჭიანურებული პროექტები, რომელშიც მილიონები დაიხარჯა

მუნიციპალური განვითარების ფონდი ბათუმში მრავალმილიონიან, მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს, რამდენიმე პროექტი უკვე დაასრულა, თუმცა რიგი გამოწვევები ამ პროექტებთან დაკავშირებით ჯერ ისევ დღის წესრიგშია.

ძველ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ისტორიული შენობების ფასადების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესი დაწყებულია და ჯერ არ დასრულებულა.  ამავე ფონდმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე ბათუმში რეაბილიტირებული ხეივანი პომპეზურად, პრემიერ-მინისტრის თანდასწრებით გახსნა, 2025 წლის ზაფხულში კი ხეივნის ინფრასტრუქტურა უკვე მწყობრიდან გამოსული იყო; ახალი ბულვარიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე მოწყობილ ზღვისგან დამცავ ნაგებობას კი, რომლის მშენებლობაც 2022 წელს დასრულდა, ბათუმის მერია დღემდე არ იბარებს.

„ბათუმელებმა“ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ადგილზე შეისწავლა ფონდის კიდევ ერთი პროექტის, კურორტ აბასთუმნის რეაბილიტაცია- რესტავრაციის პროცესი, რომელიც 2019 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

ოთხივე პროექტს მუნიციპალური  განვითარების ფონდი ახორციელებს ან ახორციელებდა. ამ პროექტებისთვის ბიუჯეტიდან ასობით მილიონი ლარი იხარჯება. რამდენად ეფექტურია სამუშაოების მიმდინარეობის, ხარისხის და ხარჯვის კონტროლი? –  ამაზე კითხვები „ბათუმელებს“ ადრეც ჰქონდა, თუმცა პასუხებს ვერ ვიღებდით.

2025 წლის ოქტომბერში, უკვე ოფიციალურად გავიგეთ, რომ საქმე არც ისე კარგად მიდიოდა.

„ოცნების“ მთავრობაში ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება 1 მილიარდ ლარს აღემატება, პრობლემური იყო. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა.

რამდენიმე კვირის წინ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ  დირექტორს, დავით ტაბიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 300 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.

30 ოქტომბერს კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კობა გაბუნია დააკავეს. ის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი იყო. გამოძიების ფარგლებში პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა ჩატარდა დაკავებულ კობა გაბუნიას, რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის და სხვა პირების სახლებში – 20 სხვადასხვა ობიექტზე.

ამ ფონზე „ბათუმელები“ კიდევ ერთხელ დაინტერესდა იმ პროექტებით, რომლებსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

  • გმირთა ხეივნის მოწყობის პროექტი

2024 წლის 5 ივნისს საქართველოს მთავრობამ საზოგადოებას ამცნო, რომ ბათუმში 2021 წელს დაწყებული პროექტის, ჟიული შარტავას სახელობის გმირთა ხეივნის სრული რეაბილიტაცია და საფეხმავლო სახიდე გადასასვლელების მშენებლობა დასრულდა. გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ „ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მთავრობის სხვა წევრები.

ამ პროექტისთვის ბიუჯეტიდან 25 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა.

მთავრობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სარწყავი სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, კომერციული და მოსასვენებელი სივრცეები, შადრევნები, ველოსადგომები, დამონტაჟდა სხვადასხვა სახის დეკორატიული სანათები.

ასევე, დასრულდა ხეივნის მონაკვეთების დამაკავშირებელი 3 ლითონკონსტრუქციის საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის მშენებლობა. შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის ხიდებზე განთავსდა ლიფტები.

გახსნიდან ერთი წლის შემდეგ გმირთა ხეივნის ინფრასტრუქტურა გამართული არ არის და არც უსაფრთხოა, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის. შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტები, რომლითაც მათ ხიდზე ასვლა უნდა შეეძლოთ, დაკეტილია.

ამ თემაზე ბათუმელებმა ვრცელი სტატია 2025 წლის 30 ივლისს გამოაქვეყნა, ამის შემდეგ არაფერი შეუცვლიათ.

  • ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროექტი

ძველი ბათუმის ფასადების რეაბილიტაცია-რესტავრაციის 200-მილიონიანი პროექტი 2023 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ისე დაიწყო, რომ პროექტი, რომლის მიხედვითაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო, რეალურად არავის უნახავს. „ბათუმელებს“ რამდენიმე სხვადასხვა ობიექტზე დასაქმებულმა პირმა დაუდასტურა, რომ რესტავრატორი არ არის.

ადგილზე ტენდერში გამარჯვებული „საბა კონსტრაქშენი“ მუშაობდა. სამუშაოების შესრულება კომპანიას Design-Build მეთოდით ევალებოდა. ამ საკითხზე მუშაობისას ჩვენ „საბა კონსტრაქშენსაც“ დავუკავშირდით, თუმცა აქ გვითხრეს, რომ ყველა კითხვით დამკვეთისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის უნდა მიგვემართა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩვენს კითხვებს არ უპასუხა – ინფორმაცია წერილობით გამოითხოვეთო. წერილის პასუხი მივიღეთ, თუმცა ფონდიდან არასრულად გვიპასუხეს, თან ისე, რომ თავი აარიდეს მთავარ კითხვას, თუ კონკრეტულად ვინ, რომელმა სპეციალისტებმა მოამზადეს ძეგლების რეაბილიტაციის პროექტი.

ფონდის პასუხი

ბათუმში, სადაც ძეგლების დასაცავად მოქალაქეები აქციებს მართავდნენ, მათ გადასარჩენად კი სასამართლოში რამდენიმე მიმდინარე დავა აქვთ, არ ვიცით, ვინ მოამზადა ძველი ბათუმის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი, რა გამოცდილება აქვთ და სარგებლობენ თუ არა პროექტის ავტორები საზოგადოების ნდობით.

  • ნაპირგამაგრება

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ბათუმში კიდევ ერთი მრავალმილიონიანი პროექტი განხორციელდა. საუბარია ახალი ბულვარიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე მოწყობილ ზღვისგან დამცავ ნაგებობაზე, რომლის მშენებლობაც 2022 წელს დასრულდა.

ამ ნაგებობის მოწყობასა და მიმდებარე სანაპირო ზოლის აღდგენაში ქვეყნის ბიუჯეტიდან 56,9 მილიონი ლარი დაიხარჯა.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი 3 წლის წინ დასრულდა, ნაგებობის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობას არცერთი სახელმწიფო თუ მუნიციპალური ორგანო არ იღებს.

ამ მრავალმილიონიან ნაგებობას ბათუმის მერია არ იბარებს – ფონდის მიერ შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტს ბათუმის მერია ხელს არ აწერს.

რატომ არ იყო კოორდინაცია უწყებებს შორის თავის დროზე და ვინ არის ამ ნაგებობის მოვლაზე პასუხისმგებელი ? – „ბათუმელები“ ამ საკითხებით არაერთხელ დაინტერესდა.

ამ საკითხზე 2024 წელს „ბათუმელების“ შეკითხვების პასუხად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მოგვწერეს:

„საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, ფონდის დაკვეთით, 2020 წლის თებერვლის თვეში [2022 წლის თებერვლის თვეში ასევე დასრულდა ე.წ. „დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი“] დასრულდა ბათუმის ნაპირ-დაცვისა და სანაპირო ზოლის ნაწილის მოწყობის სამუშაოები. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პერიოდის შემდეგ ფონდის უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას სცილდება ობიექტის ფლობასთან, სარგებლობასთან, ექსპლუატაციასთან, მოვლა-პატრონობასთან ან/და მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები“.

მიღება-ჩაბარების აქტის ის [შესწორებული] ვარიანტი, რაც „ბათუმელებს“ აქვს, 2022 წლის 7 დეკემბრით თარიღდება და გადაგზავნილია ბათუმის მერთან ხელმოსაწერად, თუმცა მას ხელს მხოლოდ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი აწერს.

ამ აქტის მიხედვით, დამცავი ნაგებობის საბალანსო ღირებულება 56 960 486 ლარია და ფონდი ამ ობიექტს ბათუმის მუნიციპალიტეტს გადასცემს ბალანსიდან-ბალანსზე, უსასყიდლოდ, გრანტის სახით.

ფონდიდან ბათუმის მერიაში გადაგზავნილ წერილებზე, ბათუმის მერიას, როგორც ჩანს, პასუხები არ გაუცია. ჩვენ გასულ წელს აღნიშნული წერილების პასუხები ბათუმის მერიისგანაც გამოვითხოვეთ და მუნიციპალური განვითარების ფონდიდანაც, თუმცა ეს წერილები არცერთი უწყებიდან არ მიგვიღია.

აღნიშნული ობიექტი არც დღევანდელი მონაცემებით აქვს ჩაბარებული ბათუმის მერიას. ეს საჯარო რეესტრის მიხედვით დგინდება იმით, რომ მუნიციპალური ფონდის აღნაგობის უფლება სანაპირო ზოლზე მოხსნილი არ არის, ანუ 2022 წლის შემდეგ ახალი ამონაწერი არ გაკეთებულა და ის ტერიტორია, რომელიც ბათუმის საკუთრებაშია და დამცავი ნაგებობაა მოწყობილი – აღნაგობის უფლებით კვლავ მუნიციპალური განვითარების ფონდზე გადაცემულად ფიქსირდება.

ამ თემაზე: დაუცველი სანაპირო ბათუმში და დამცავი კედელი, რომელსაც ზღვა შლის | ფოტო

  • აბასთუმანი

მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით აბასთუმანში მას შემდეგ დაიწყო, რაც კურორტით ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა. 2018 წლიდან დღემდე საჯარო უწყებებმა აბასთუმანში ინფრასტრუქტურული პროექტები ასობით მილიონი ლარით დააფინანსეს, ამ პროექტებთან დაკავშირებული შესყიდვების ფარგლებში სამუშაოების შესრულებაზე კონტრაქტების უმეტესობა კი „ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა  კომპანიებმა მიიღეს.

კურორტის  რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი ისევ მიმდინარეობს. ჯერ არ დასრულებულა ე.წ. შემოვლითი გზის მშენებლობის სამუშაოები. აბასთუმანი–ბაღდათის გზის მშენებლობა შეაჩერეს მას შემდეგ რაც აქ „ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ჩავიდა. პროექტის შეჩერება ახსნეს ახალი პროექტით, რომლის მიხედვითაც სატრანსპორტო გზამ კურორტზე აღარ უნდა გაიაროს. ივანიშვილი ამბობდა, რომ აბასთუმანში ელექტრომობილებს შეიყვანდა.

აქ ჯერ ისევ მიმდინარეობს ისტორიული სახლების რეაბილიტაციის პროცესი.

ამის პარალელურად თავდაპირველი ვადების მიხედვით ვერ დასრულდა ძველი სანატორიუმების აღდგენის პროცესი.

ამავე თემაზე: 

ვინ და როგორ გაინაწილა აბასთუმანი

 

„რეპეტიტორობაც არ შეიძლება უფროსის თანხმობის გარეშე“ – კონტროლის ახალი მექანიზმი კანონში

რა საფრთხეს უქმნის საჯარო სექტორს კორუფციის შესახებ კანონში  ცვლილება, რომელიც საჯარო მოხელეებს პარალელურად სხვა სამსახურში დასაქმებას უზღუდავს ან უფროსის წერილობით თანხმობას ითხოვს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ იურისტს ნიკა სიმონიშვილს ესაუბრა.

  • ბატონო ნიკა, როგორც ვიცით, კორუფციის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილება ითვალისწინებს იმასაც, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ პირს სჭირდება ხელმძღვანელის თანხმობა იმისათვის, რომ სხვა სამსახურშიც დასაქმდეს. სინამდვილეში, რისთვის დასჭირდათ ეს ცვლილება?

მოდით დავიწყოთ ჯერ იქიდან, საერთოდ რას გულისხმობს ეს ახალი საკანონმდებლო ცვლილება, რაც უფრო კარგად დაგვანახებს მთლიან სურათს.

აქ ორი მიმართულება უნდა დავინახოთ, ძირითადად. ერთი ეხება პროფესიულ საჯარო მოხელეებს, რომლებიც საჯარო სამსახურში არიან დასაქმებულნი და მათ პარალელური დასაქმება პრინციპში აქამდეც ეკრძალებოდათ, ახლა კი, მთლიანად აკრძალული იქნება მათთვის.

აქამდე მათთვის არსებობდა გამონაკლისები, რაც გულისხმობდა საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სახელოვნებო სფეროში დასაქმებას და ამისთვის არავის თანხმობა არ სჭირდებოდათ, მაგრამ ახლა დასჭირდებათ დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობა იმისთვის, რომ მაგალითად, უნივერსიტეტში ლექციები წაიკითხონ.

რაც შეეხება მეორე მიმართულებას – ეს ეხება მთლიანად საჯარო სექტორში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს და ეს შეიძლება იყოს მუნიციპალური ორგანოები, სახელმწიფო ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, სახელმწიფო ან მუნიციპალური ა(ა)იპ-ები ან სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შპს-ები.

ყველა ამ პირთან მიმართებით ერთი ძირითადი პრინციპი შემოდის, რომ ნებისმიერი პარალელური დასაქმებისთვის მათ სჭირდებათ დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობა.

ხოლო თუ პირი ორ საჯარო დაწესებულებაში უნდა დასაქმდეს, ან უკვე საქმიანობს, ასეთ შემთხვევაში, უბრალოდ თანხმობა აღარ არის საკმარისი. ამ შემთხვევაში ორი წინაპირობაა საჭირო. ერთი ის, რომ დაწესებულების ხელმძღვანელმა უნდა მისცეს თანხმობა და მეორე, ეს პროფესია გამონაკლისად უნდა იყოს შეტანილი მთავრობის დადგენილებაში.

  • ამ გამონაკლისებში არ შედის, მაგალითად, საბავშვო ბაღები და სკოლები, არც უნივერსიტეტები. გამოდის, აქ დასაქმებულ პირებს, ყველას დასჭირდება უფროსის თანხმობა, სხვაგანაც რომ იმუშაონ?

დიახ. მაგალითად, საჯარო სკოლის მასწავლებელი ორ საჯარო სკოლაში ვერ ასწავლის, ვერ დასაქმდება. კერძო სკოლაში თუ მოუნდება დასაქმება, თანხმობა სჭირდება დირექტორის და ასევე, თვითდასაქმების ფარგლებში თუ რამე შემოსავალს მიიღებს, ამისთვისაც თანხმობა არის საჭირო. მაგალითად, რეპეტიტორობა.

  •  ანუ რეპეტიტორობასაც ვეღარ შეძლებენ დირექტორის ნებართვის გარეშე?

ასეა. რეპეტიტორობაც არ შეიძლება დირექტორის თანხმობის გარეშე.

  •  კერძო საქმიანობას როგორ გააკონტროლებს დირექტორი?

აქამდე მივდივარ ზუსტად, რომ ამას იდეაში ვერავინ ვერ გააკონტროლებს და ფაქტობრივად, გაუკონტროლებელი საქმიანობა იყო ყოველთვის და ასეც იქნება, მაგრამ არც სჭირდებათ ამის გაკონტროლება, რადგან ეს ძალიან დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს პედაგოგებში.

აქ სხვა რამეს უფრო ვხედავ. ერთ დღესაც თუ დასჭირდებათ, ადამიანის დაშანტაჟება, მაგალითად, წინასაარჩევნოდ, იქ შეიძლება გაუხსენონ, რომ თანხმობა არ ჰქონდა მიღებული რეპეტიტორობისთვის და ამის გამო შეიძლება სამსახურიც კი დაკარგოს.

ეს ზეწოლის ახალი ბერკეტია მმართველი პარტიის ხელში.

  • ურჩ მასწავლებლებს გაუხსენებენ, მაგრამ მორჩილებს – არა, ასე გამოდის?

კი ბატონო. ძალიან მარტივი იქნება ამ ბერკეტით ნებისმიერ ადამიანზე ზეწოლა.

ზოგადად რომ შევაფასოთ, პროფესიული საჯარო მოხელეების შემთხვევაში ამ ცვლილების მიზეზად ხარჯების ოპტიმიზაცია დაასახელეს. ანუ „ოცნება“ ცდილობს ყოველთვის ისეთი მიზეზი გამონახოს, რომელიც, ერთი შეხედვით, თითქოს ნორმალურია.

ანუ ლექტორობა დასაშვებია, მაგრამ საჯარო სამსახურის ხარჯზე ეს არ უნდა მოხდეს – ასე ამბობენ. მაგრამ მეორე მხარეს შევხედოთ – ეს არ არის ისეთი პრობლემა, რომელიც აფერხებს საჯარო სექტორის მუშაობას. საჯარო სამსახურისთვის კარგიც უნდა იყოს, რომ ეს ადამიანი სამეცნიერო თვალსაზრისით უფრო მეტად ვითარდება, აკადემიურ საქმიანობას ეწევა და აქამდე არასდროს დასახელებულა ეს, როგორც პრობლემა.

ახლა, როცა უფროსის თანხმობაზე დამოკიდებულს ხდიან საჯარო მოხელეებს, ეს კიდევ უფრო მეტად ამყარებს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი სწორედ პოლიტიკური ლოიალობის მოსაპოვებლად არის გათვალისწინებული.

ვისაც უნდათ, მისცემენ თანხმობას და ვისაც უნდათ – არ მისცემენ თანხმობას. თუ ვინმე საჯარო დაწესებულებაში თავის საქმეს არ აკეთებს და იმ დროში დადის სხვა სამსახურში, ამის გამო შეუძლიათ გაათავისუფლონ თანამშრომელი და ამას საერთოდ არ სჭირდებოდა ახალი კანონის მიღება. ამიტომ, მათი ეს არგუმენტიც უვარგისია.

თუ საჯარო სამსახურში ხელფასები საკმარისი არ არის, მოდი აქედან დავიწყოთ ჯერ. მუნიციპალიტეტებში 300-400-ლარიან სამსახურებზე რომ მუშაობენ ადამიანები, ამ ხელფასად როგორ წარმოუდგენიათ რომ იარსებოს ადამიანმა დღევანდელ რეალობაში? ეს ხომ შეუძლებელია. ამ ადამიანებს ორ და სამ სამსახურში მუშაობა კი არ ეხალისებათ, უბრალოდ იძულებულები არიან იმუშაონ.

  • თუ ხარჯების ოპტიმიზაციას აპირებენ, მაშინ ხელფასებს როგორ ზრდიან, თანაც ისე, რომ არავინ შეამცირონ? არ ფიქრობთ, რომ ეს დაპირებაც ტყუილი გამოდის?

ასე გამოდის. თუ ასეთ რაღაცას აკეთებ და იმაზე არ ფიქრობ, რომ ხელფასები გასაზრდელი გაქვს, ეს მეორე პრობლემაა კიდევ. მაგრამ ჯერ უნდა იზრუნო ხელფასების სათანადოობაზე და ამის შემდეგ უნდა თქვა, რომ ორ და სამ სამსახურში მუშაობის შესაძლებლობას არ მოგცემო.

აქ კიდევ ერთი მომენტია ძალიან საინტერესო – თუ ხარჯთეფექტიანობაზე საუბრობენ, ჩვენ მთავრობის დადგენილებას თუ ჩავხედავთ, იმდენი გამონაკლისი წერია იქ, რომ რეალურად არც გამოდის ხარჯთეფექტიანობა.

ამიტომ ხარჯთეფექტიანობაც აქ არაფერ შუაში არ არის.

ყველაზე მნიშვნელოვანი აქ მაინც ის არის, რომ ეს ცვლილებები იმ დროშია მიღებული, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ანტიკონსტიტუციური ცვლილები შეიტანა ზოგადად საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც ძალიან მარტივად შეუძლიათ ადამიანების სამსახურიდან გაშვება, ე.წ. რეორგანიზაციის ჩატარების მოტივით.

ეს ბოლო ცვლილებაც, ამ ყველაფერთან ერთად, ერთ პაკეტში შეგვიძლია განვიხილოთ.

ფაქტობრივად, სარჩელის შეტანასაც აზრი დაუკარგეს, რადგან რომც უჩივლო დამსაქმებელს, ვერ მოიგებო – გეუბნებიან.

  • გარდა დასაქმებულის უფლებების შეზღუდვისა, აქ სხვა პრობლემაც იჩენს თავს და ეს იქნება კადრების საკითხი, არა? საგანმანათლებლო სფეროში ან თუნდაც იმ სკოლებში, სადაც კვალიფიციური კადრები არ ჰყავთ, ხომ დასჭირდებათ პროფესიონალები. რას იზამენ ამ შემთხვევაში?

თუ ამ თანხმობას არ გასცემენ და გაურთულებენ ამ ადამიანებს სხვაგან დასაქმებას, მაშინ უბრალოდ სამსახურში აღარ გაჩერდება არავინ და მოძებნის კერძო დამსაქმებელს, რომელიც უკეთეს ანაზღაურებას გადაუხდის. ეს ნიშნავს, რომ გადინება იქნება კადრების და როგორ გინდა, რომ გადინებული კადრები შეავსო? ანუ ასე ჰაერიდან ხომ ვერ მოიყვან ახალ კადრებს.

შეიძლება მეც დავიბრალო ექიმი ვარ-მეთქი, მაგრამ ხომ ვერ შევასრულებ ამ საქმეს?! ანუ პროფესიონალიზმის მოძებნა, თან იმ ანაზღაურებაზე, რომელზეც წინა კადრი აღარ გაგიჩერდა იმის გამო, რომ არ მიეცი ორმაგი მუშაობის შესაძლებლობა, რთული იქნება.

  • ან მოუწევთ დაბალკვალიფიციური კადრების დანიშვნა?

ნაკლებკვალიფიციურს თუ მოიყვანენ, ეს ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოსგან სერვისს იღებენ, მიიღებენ დაბალხარისხიან სერვისს, ხომ?! რამაც შეიძლება ეს ადამიანები დააზიანოს კიდევაც. კადრები ჰაერიდან ხომ არ მოდის, კრიზისი შეექმნებათ.

ვფიქრობ, ეს ცვლილებები არ იყო გააზრებული ნორმალურობის კონტექსტში და მხოლოდ იმისთვის გაკეთდა, რომ თანხმობაზე დამოკიდებული გაეხადათ საჯარო სექტორში დასაქმება, რომ ვისთვისაც უნდოდათ თანხმობა მიეცათ და ვისთვისაც არ უნდოდათ – არ მიეცათ თანხმობა. ამის გვერდით ეფექტებზე, რა თქმა უნდა, არ უფიქრიათ. იმიტომ, რომ მათი მიზანი არ ყოფილა ნორმალურობის ფარგლებში შეეფასებინათ ეს ყველაფერი, მათი მიზანი იყო ის, რომ მაქსიმალურად მორჩილი გაეხადათ საჯარო სამსახური.

ამ პერსპექტივით შეხედეს, დაინახეს და გააკეთეს კიდევაც, მაგრამ ამას რა შედეგები მოჰყვება, სულ არ აინტერესებთ „ქართულ ოცნებაში”.

  • თუმცა ამ საკითხსაც პროპაგანდისტულად აწვდიან საზოგადოებას, ისევე როგორც უნივერსიტეტების შემთხვევაში თქვეს, რომ 10 000 ლარი ექნება პროფესორს, მაგრამ ამის იქეთ რა ზიანდება, არავინ საუბრობს.

ეს იმ კატეგორიის დაპირებებიდანაა, 100 მოგუგუნე ქარხანა რომ უნდა აეშენებინათ, ჩემი აზრით. მაგრამ ეს ცვლილება არის კონტროლის მექანიზმი.

თუ შენ გინდა, რომ ადამიანს გადაუხადო 1 500 იქნება თუ 2 000 ლარი საჯარო სამსახურში, 300 ლარის ნაცვლად, მაშინ ჯერ ეს უნდა გააკეთო და ამის შემდეგ წამოუყენო პირობა, რომ ორ და სამ ადგილას აღარ იმუშაოს.

  • არც იმაზე საუბრობენ, ხელფასებს თუ გაზრდიან, ვთქვათ, ეს გამოიწვევს თუ არა დასაქმებულების რაოდენობის შემცირებას.

ეს ეკონომიკის ნაწილია და ამაზე კვალიფიციურად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ თუ ხელფასს გაზრდიან ისე, რომ ამას არ მოჰყვება შემცირებები, ეს კიდევ უფრო მეტად გააუფასურებს ლარს, რადგან ხელფასების მატება ასე არ ხდება, რომ დაბეჭდო და მისცე ფული. ეს იწვევს ინფლაციას. ეს ეკონომიკის ზრდის შესაბამისად ხდება.

ამიტომ, რეალურად თუ შევხედავთ, დღეს ყველაზე დიდი პრობლემა ავტორიტარულ რეჟიმშია და არა თავად კანონში, რადგან თუ „ქართული ოცნება“ ან მისი მსგავსი რეჟიმები იქნება ქვეყანაში, ამ კანონს ყველა საჯარო სექტორის კონტროლისთვის გამოიყენებს. ასეთი ცვლილებები კარგად არის ჩაშენებული ავტორიტარიზმში.

  • ფიქრობთ, რომ ეს ცვლილება კიდევ უფრო გააჩუმებს საჯარო სექტორს და მორჩილს გახდის რეჟიმის მიმართ?

კი, რა თქმა უნდა. „კარგად მოვიქცევი და მომცემს უფროსი თანხმობას, არ მოვიქცევი კარგად და არ მომცემენ თანხმობას“ – ასე დაიწყებენ ფიქრს.

ბათუმის ბულვარის დირექტორად დანიშნეს მზია ამაღლობელის საქმის ცრუ მოწმე პოლიციელი

არჩილ ანთაძე, მზია ამაღლობელის საქმის ცრუ მოწმე პოლიციელი, ბათუმის ბულვარის დირექტორის თანამდებობაზე დანიშნეს.

ინფორმაცია ამის შესახებ დღეს, 5 ნოემბერს გახდა ცნობილი.

არჩილ ანთაძე მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე 2025 წლის 14 აპრილს დაკითხეს. ცრუ მოწმე პოლიციელს მზია ამაღლობელის ადვოკატმა სასამართლოზე აჩვენა კადრები, სადაც ჩანს, როგორ იფურთხება ის დაკავებული ქალის მიმართულებით, რომელიც ფეხშიშველი მიჰყავთ პოლიციელებს.

მას შემდეგ, რაც პოლიციელი იძულებული გახდა საკუთარი თავი ამოეცნო კადრებში, თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართულებით არ იფურთხებოდა.

ამას გარდა, ცრუ მოწმე პოლიციელმა არჩილ ანთაძემ სასამართლოზე ცრუ ჩვენება სხვა ეპიზოდზეც მისცა. ის ამტკიცებდა, რომ შეესწრო, როგორ ესაუბრებოდა მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს. მან ამ საუბრის დეტალებს მოჰყვა კიდეც სასამართლო სხდომაზე და თქვა, რომ „მზია ამაღლობელი გამოხატავდა აგრესიას დგებუაძის და პოლიციის მიმართ“.

კადრებში კი, რომელიც სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა არჩილ ანთაძეს აჩვენა, ჩანს, რომ მაშინ, როცა მზია ამაღლობელი ირაკლი დგებუაძეს ელაპარაკებოდა, არჩილ ანთაძე მოშორებით, დგებუაძისა და ამაღლობელისკენ ზურგშექცევით იდგა და აქციის მონაწილეებთან კამათობდა.

არჩილ ანთაძე იმ ცრუმოწმე პოლიციელებს შორისაა, რომლებიც ლიეტუვამ დაასანქცირა მზია ამაღლობელის საქმეზე მიცემული ცრუ ჩვენებების გამო.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბათუმის ბულვარის აწ უკვე ყოფილი დირექტორი, ლაშა მიქელაძე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნა.

ლაშა მიქელაძე ბათუმის ბულვარის დირექტორად 2022 წლიდან მუშაობდა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ზაზა შავაძე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.

ამავე თემაზე:

პოლიციელ არჩილ ანთაძეს ადვოკატმა „აიძულა“ საკუთარი თავი ამოეცნო კადრებში – კიდევ 1 ცრუ მოწმე

 

 

„ვიდრე შენ არ გეხება, ამჯობინებ დუმილს. ასე დამყარდა საბჭოთა ტერორიც“ – ინტერვიუ 

„როგორც ჩანს, ანესთეზია ძალიან საფუძვლიანად გაკეთდა,“ – საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს მწერალი ნინო ხარატიშვილი, რომელსაც წინააღმდეგობაზე ვესაუბრეთ, კონკრეტულად კი, იმ ადამიანებზე ვკითხეთ, რომლებიც საპროტესტო აქციებში არ მონაწილეობენ საპროტესტო განწყობის მიუხედავად. რის გაკეთება შეუძლიათ მათ?

„მესმის ტოტალური დაღლა. როდესაც მთელ ცხოვრებას ამ პროცესში ატარებ: სულ რევოლუციაა და გადატრიალება, მუდმივად ცვლილების მოლოდინია. გასაგებია, რომ ადამიანი იღლება. ყველას ერთი ცხოვრება გვაქვს და გვინდა, ეს ცხოვრება ღირსეულად გავატაროთ, მაგრამ დგება ისეთი მომენტი და ახლა ცალსახად ეს მომენტია, სადაც შენ უბრალოდ არა გაქვს უფლება, დანებდე, მიჰყვე დინებას. ხვალ შეიძლება გაიღვიძო და ისეთ დინებაში აღმოჩნდე, რომ მერე უკვე მართლა დაიხრჩო…

სხვა დიქტატორული რეჟიმებისგან, ბელარუსისგან ან რუსეთისგან, განგვასხვავებს ის, რომ შიში ჯერ არ არის ტოტალურად გამეფებული. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოში, ვინც სიცილით, იმედით, თავისუფალი აზრის გამოხატვის სურვილით გამოდის ქუჩაში, სოციალურ ქსელებში აფიქსირებს თავის პოზიციას. მე მგონი, აი, ზუსტად ამაზეა ახლა დამოკიდებული ჩვენი ბედი. ასეთი განცდა მაქვს, რომ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი. ეს თუ დავთმეთ და ეს თუ გაქრა, მაშინ გასაგებია, რომ უკვე იქ ვართ, სადაც არ გვინდა ყოფნა,“ – ამბობს ნინო ხარატიშვილი.

„ბათუმელებმა“ მწერალსა და დრამატურგთან ნინო ხარატიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ქალბატონო ნინო, რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც არ ან ვერ მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში, მაგრამ აქვთ პროტესტი. რის გაკეთება შეუძლიათ?

ყველანაირი სახის პროტესტი, მგონია, რომ ამ ეტაპზე არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მანიშნებელია აზრის თავისუფლად გამოხატვა. ამაში შედის დემონსტრაციის გამართვის უფლება. ჩვენ თუ ეს უფლება წაგვერთვა და დავკარგეთ – ამის მაგალითია ჩრდილოეთით ჩვენი მეზობელი – უკვე ოფიციალურად ვცხადდებით დიქტატურად.

მესმის, რომ ყველას შეიძლება არ ჰქონდეს საპროტესტო აქციაზე გასვლის საშუალება, მილიონი მიზეზი არსებობს, რის გამოც იგი ქუჩაში ვერ გამოდის, მაგრამ გაჩუმება და ამ ყველაფრის არ შემჩნევა ან არ დანახვა არის საშიში.

ყველამ, რა სახითაც შეუძლია და რაზეც მიუწვდება ხელი, ისე უნდა გამოხატოს პროტესტი: თუნდაც გამოელაპარაკოს ქუჩაში ვინმეს, ელაპარაკოს მეზობელს ან თანამშრომელს, შევიდეს, ვთქვათ, დისკუსიაში. ყველაფერს აქვს აზრი.

შეიძლება, რაღაცნაირად უსუსურად ვგრძნობდეთ თავს და განცდა გვქონდეს, რომ ასე მაინც ვერაფერს შევცვლით, მაგრამ ესეც საბჭოთა გადმონაშთია. საბჭოთა კავშირში ნამდვილად ასე იყო: ყოველთვის ზედა ინსტანცია არსებობდა, ვთქვათ, კრემლი და ინდივიდის, მოქალაქის აზრს არ ითვალისწინებდნენ. ყველა ცხოვრობდა რაღაცნაირ, კოლექტიურ ანესთეზიაში, როგორც მე მას ვეძახი.

დღეს, საბედნიეროდ, ჯერჯერობით ასეთი სიტუაცია არ არის. ყოველთვის ამას ვიმეორებ, სადაც ხმა მიმიწვდება, პრესა იქნება თუ მკითხველთან შეხვედრისას, რომ ჩვენ სხვა დიქტატორული რეჟიმებისგან, ბელარუსისგან ან რუსეთისგან, განგვასხვავებს ის, რომ შიში ჯერ არ არის ტოტალურად გამეფებული. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოში, ვინც სიცილით, იმედით, თავისუფალი აზრის გამოხატვის სურვილით გამოდის ქუჩაში, სოციალურ ქსელებში აფიქსირებს თავის პოზიციას. მე მგონი, აი, ზუსტად ამაზეა ახლა დამოკიდებული ჩვენი ბედი, ჩვენი მომავალი.

ეს თუ დავთმეთ და ეს თუ გაქრა, მაშინ გასაგებია, რომ უკვე იქ ვართ, სადაც არ გვინდა ყოფნა.

  • თუმცა ძლიერდება ნიჰილისტური განწყობები. მაგალითად, ქუჩის გამოკითხვის დროს ადამიანები არ ამბობენ, რომ „ოცნების“ პოლიტიკა მოსწონთ ან ეშინიათ, მაგრამ მიიჩნევენ, რომ მაინც არავინ მოუსმენს, ან კიდევ პასუხობენ – „პოლიტიკა არაა ჩემი საქმე“.

„პოლიტიკა არაა ჩემი საქმე“ – ძალიან სასაცილო გამონათქვამია, აბსურდია, მით უმეტეს საქართველოში. როგორ შეიძლება ჩვენი წარსულის გათვალისწინებით ჩათვალო, რომ პოლიტიკა, რომელსაც შენ ადევნებ თვალს, აბსტრაქტულია და შენ არ გეხება? პოლიტიკა არ არის მარტო პოლიტიკოსები, პარლამენტი, მართლმსაჯულება. პოლიტიკა არის ყველანაირი საზოგადოების კოლექტიურად თანაარსებობის მოდელი. ყველაფერი პოლიტიკურია. პირადი ურთიერთობაც პოლიტიკურია.

როცა იგივე ხელოვანები ამბობენ: „მე აპოლიტიკური ვარ“ – ესეც აბსურდია. სიყვარულზეც რომ წერ, ის სიყვარულიც პოლიტიკურია, იმიტომ, რომ ყველაფერი არსებობს კონტექსტში. ყველაფრის დანახვა საჭიროა კონტექსტის, ეპოქის, იმ დროის, მოვლენების გათვალისწინებით. არაფერი არ არის ასე დამოუკიდებელი, ჩვენ ხომ განყენებულად, კუნძულზე არ ვცხოვრობთ?!

პოლიტიკის ასეთი აღქმა და გაცნობიერება, განყენებულად დანახვა, ჩვენი წარსულიდან გამომდინარეობს: სად გავატარეთ წინა საუკუნე და იმას მერე რა მოჰყვა ბოლო 36 წელი.

მესმის ტოტალური დაღლა. როდესაც მთელ ცხოვრებას ამ პროცესში ატარებ: სულ რევოლუციაა და გადატრიალებაა, მუდმივად ცვლილების მოლოდინია. გასაგებია, რომ ადამიანი იღლება. ყველას ერთი ცხოვრება გვაქვს და გვინდა, ეს ცხოვრება ღირსეულად გავატაროთ, მაგრამ დგება ისეთი მომენტი და ახლა ცალსახად ეს მომენტია, სადაც შენ უბრალოდ არა გაქვს უფლება, დანებდე, მიჰყვე დინებას. ხვალ შეიძლება გაიღვიძო და ისეთ დინებაში აღმოჩნდე, რომ მერე უკვე მართლა დაიხრჩო.

ჩემთვის ძალიან უცხოა, როცა ადამიანები არ გამოხატავენ პროტესტს, მაგრამ არც იმის მომხრე არა ვარ, რომ ადამიანები, რომლებიც ჩემს აზრს არ იზიარებენ, ვაბულინგო და ვლანძღო. არც ამის დროა, მგონი.

ეს არ არის მარტო ქართული ფენომენი. მგონი, მთელ მსოფლიოში იგივე ხდება: ამერიკას რომ გადავხედოთ, თუნდაც ევროპაში რა ტენდენციებია, ასეთი განცდა მაქვს, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე, ძალიან დემოკრატიულ საზოგადოებაშიც კი, ძალიან დიდი გარღვევა მოხდა – რაღაც უფსკრული გაჩნდა და ამ უფსკრულის მარჯვენა და მარცხენა მხარეს დარჩა საზოგადოების ორი ნაწილი. ეს რამ გამოიწვია და რატომ გახდა შესაძლებელი, ამას, ალბათ, ისტორიკოსები თუ სოციოლოგები გვეტყვიან, ეს გამოსაკვლევია. იგივე ლიბერალური საზოგადოების ბევრი შეცდომაც ჩანს, მაგრამ ახლა არ არის ამის დრო.

ახლა არის მოცემულობა, რომ მართლაც უფსკრულისკენ მიგვექაჩებიან. ჩვენ ორ საზოგადოებას შორის უნდა მოვახერხოთ, რაოდენ ძნელი არ უნდა იყოს, ხიდი ავაგოთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უტოპიურად ჟღერს ეს აზრი, მაინც მგონია, რომ ჩვენთვის, ყველასთვის, ამ შემთხვევაში, საქართველოსთვის, გამოსავალი ისაა, რომ ჩვენ გავხდეთ უმრავლესობა და ის ხალხი, ვინც მეორე ნაპირას დარჩა, გადმოვიბიროთ როგორმე. ჩვენ მათ უნდა მივაწვდინოთ ხმა.

  • არ ფიქრობთ, რომ სინამდვილეში „ოცნებას“ საზოგადოების მცირე ნაწილი უჭერს მხარს? მაგალითად, ამომრჩეველი მასობრივად არ მივიდა არჩევნებზე, ასევე „ოცნების“ ცესკოს მონაცემებით, კახი კალაძე თბილისში ამომრჩევლების 20 %-მა აირჩია… მკაფიოა საზოგადოებაში კრიტიკული განწყობა. 

მეც არ მგონია, რომ ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ამ ეტაპზე „ოცნების“ ამომრჩევლები იყვნენ. ჩემი აზრით, ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა არის რაღაცნაირად შუაში გაჩხირული, პასიური, გაჩუმებული ადამიანები, რომელიც საკმაოდ დიდი მასა აღმოჩნდა.

ძალიან ცოტა ადამიანს ვიცნობ ჩემს გარშემო, ვინც ხმალამოღებული იბრძვის, მაგალითად, „ოცნების“ ფასეულობებისთვის, მაგრამ ბევრია ისეთი, ვინც თვლის, რომ ეს მას არ შეეხება, ან კიდევ – „ეს რომ ჩამოინგრევა, სხვა ვინ მოვა?“ – პასიური და ცოტა ნიჰილისტური დამოკიდებულება აქვთ.

მე არ ვარ ფსიქოლოგი და არც ისტორიკოსი, მაგრამ ჩემი აზრით, დიალოგს ყოველთვის აქვს აზრი. იმ სამ წელიწადში, როდესაც ისევ არჩევნების დრო მოვა, შეიძლება, არჩევნების უფლება აღარ არსებობდეს ფიზიკურად. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაუქმებით, რაღაც ახალი კანონებით, რომელსაც გაუთავებელ რეჟიმში იღებს „ოცნება“, ხომ უკვე ცალსახად თვალშისაცემია, საითაც მიექანება ქვეყანა.

ამ ყველაფრის არ შემჩნევა დღესდღეობით ყველაზე დიდი საფრთხეა.

  • შემჩნევა რას ცვლის? ვთქვათ, თუ დაწერს მოქალაქე სოციალურ ქსელში რომელიმე აბსურდზე, მაგალითად, „ოცნების“ სარჩელს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ განიხილავს მოსამართლე, რომელიც ენმ-ს ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო იმ საქმის პროკურორი, რომლის გამოც ივანიშვილის დაჯგუფება ენმ-ს აკრძალვას ითხოვს – რა შეიცვლება?

შემჩნევას შეიძლება კონკრეტულ მომენტში არ ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ როდესაც მოქალაქე დაინახავს პრობლემას, მერე გააცნობიერებს და მოუნდება, რომ ქუჩაშიც გამოვიდეს, მოუნდება, რომ გაემიჯნოს ამ სისტემას.

ადამიანების დიდი ნაწილი ეგოისტური არსებები ვართ: ვიდრე მე არ შემეხება, მაქვს ფუფუნება, რაღაცას წავუყრუო, გავიშტერო თავი, არ შევიხო და ჩემი ყოფა ჩვეულებრივად გავაგრძელო, მით უმეტეს, რომ ამ ყოფაში რაღაც პრივილეგიები მაქვს, დამოკიდებული ვარ ამა თუ იმ ფორმით მმართველობაზე, ამიტომაც შემიძლია საკმაოდ დიდხანს, აი, ფატალურად დიდხანს, ავიფარო ყურებზე ხელი, თვალებზეც.

ეს არ არის მარტო ქართული ფენომენი: როგორ გახდა შესაძლებელი, ვთქვათ, გერმანიაში ფაშიზმი? როგორ დამყარდა საბჭოთა კავშირის დროს ტოტალური ტერორი, როგორ გახდა ეს შესაძლებელი? ახლა რაც ხდება, ეს ამის მაგალითია. ასე გახდა შესაძლებელი, იმიტომ, რომ ადამიანის ბუნებაა – ვიდრე მას პირადად არ შეეხება, ამჯობინებს დუმილს.

მესმის, რომ ოპოზიცია არ გვყავს, ვერ მოხდა კოალიციის შექმნა, გაერთიანება ასეთ ვითარებაშიც კი, რაც ცალსახად სამწუხაროა, მაგრამ ახლა ის სიტუაციაა, რომ ჯერ ეს უნდა მორჩეს, ეს უნდა დამთავრდეს, რომ მერე უკვე, როგორც საზოგადოება ჩამოვყალიბდეთ, შევიკრათ, შევთანხმდეთ ფასეულობებზე.

დღეს პრიორიტეტულია ის, რომ ხვალ დიქტატურაში არ გავიღვიძოთ, რომ მართლა არჩევნები აღარ გვქონდეს. ისედაც უკვე მაგ გზას ვადგავართ და ისედაც ტოტალური აგონიაა დაწყებული. სრული განუკითხაობაა, რაც ხდება. აბსოლუტურად ყველა მოქალაქე საფრთხეშია: ნიღბის გამო თუ ქუჩის გადაკეტვის გამო შეიძლება დაგაპატიმრონ.

განათლების რეფორმაც საქართველოში კიდევ უფრო მეტად ფატალურ შედეგს გამოიწვევს. ფაქტობრივად, არცერთი სოციალური დარგი არ დარჩა – სამედიცინოდან დაწყებული, აგრარულით დამთავრებული, სადაც ამ ყველაფერს გავლენა არ ექნება.

როგორც ყველა დიქტატურაში ხდება, ეს დიქტატურაც საკუთარი ხალხის განადგურებასაც იწყებს. ეს დაწყებულია, ამასაც ვუყურებთ.

სამწუხაროდ, არ ვიცი, კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ მართლა საზოგადოების ყველა ფენას შეეხოს, ყველამ გაიგოს, რასთან გვაქვს საქმე. როგორც ჩანს, ეს ანესთეზია ძალიან საფუძვლიანად გაკეთდა და პროპაგანდამაც, ალბათ, ძალიან კარგად იმუშავა: „ცოცხების პერიოდში“ რაზეც საუბრობდნენ, სამჯერ უფრო დიდი ტრაგედია ტრიალდება ახლა.

  • თქვენ ახსენეთ პროპაგანდის გავლენა. „აბა, ომი გინდა?“ – რუსული პროპაგანდის ეს გზავნილი დღესაც მუშაობს, რადგან რუსეთი მეზობელია, ოკუპანტია და განაგრძობს ომს უკრაინაში. თქვენ როგორ პასუხობთ მსგავს პროპაგანდისტულ გზავნილებს? 

„აბა, ომი გინდათ“ – ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მდაბიო ნარატივია, რაც კი „ქართულ ოცნებას“ შემოუგდია. სამწუხაროდ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველაზე ეფექტურია. უკაცრავად და გულისრევის შეგრძნება მქონდა, როდესაც წინასაარჩევნო პლაკატი დავინახე თბილისში: ჩამონგრეული ეკლესია უკრაინაში და აშენებული საქართველოში.

არ ვიცი, ამაზე დაბლა როგორ შეიძლება ადამიანი დაეცეს. ფაქტია, რომ ეს შესაძლებელია.

ჩვენ მრავალგზის გამოვცადეთ ძალადობა და ომი. მესმის, რომ ადამიანებს მართლაც ტვინში აქვთ ეს ტრავმა. ჩვენთვის ომი არ არის რაღაც ისეთი, რაზეც ჩვენი წინაპრები ჰყვებიან. ძალიან ბევრ ჩვენგანს აქვს ეს ტრავმული გამოცდილება, მაგრამ რუსეთთან თანამშრომლობა, ან რაღაც სახით კეკლუცობა, მათი დამშვიდება და მათთვის კომფორტის შექმნა რომ მშვიდობასთან მოგიყვანს იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიის 20% მავთულხლართით აქვს შემოსაზღვრული, აბსურდია.

მარტო ბოლო 100-წლიანი გამოცდილებით, მხოლოდ ძალადობა და მხოლოდ დიქტატურა გახსოვს რუსეთისგან. ამ დროს როგორ შეიძლება მშვიდობის იმედი გქონდეს ქვეყანასთან, რომელიც დაუსრულებელ რეჟიმში ომებს აწარმოებს, საბჭოთა კავშირის დროს და ახლაც.

ვფიქრობ იმაზე, რომ მეოთხე მთავრობაა და ვერ მოვახერხეთ სოციალურად დაუცველი ფენებისთვის პირობების გაუმჯობესება. თუ ჩვენი საზოგადოება ერთიანდება და მრავალი ათასი ადამიანი გამოდის, თუნდაც ევროპის გამო ქუჩაში, მაღაროელის გამო გამოდის 100 კაცი. ეს ნიშნავს, რომ სოლიდარობა, რაც რეალურად უნდა გვქონდეს, დღემდე შეუძლებელია. ესეც, ალბათ, საბჭოთა გადმონაშთია, იმიტომ, რომ დღესაც კი, გაჭირვება ასოცირდება სირცხვილთან: თითქოს ეს რაღაც სასირცხვილოა, თითქოს დანაშაულია. ე.წ. საშუალო ფენა, რომელიც საქართველოში რეალურად არც გვყავს – ის საშუალო ფენაც მინიმუმზე ცხოვრობს და მუშაობს – მისთვისაც კი, რაღაცნაირად შეუძლებელია და არ არის სასურველი, გაჭირვებულ, სოციალურად დაუცველ ადამიანთან ასოცირდებოდეს ან მის გვერდით დადგეს.

ამ სოციალურმა უთანასწორობამ გამოიწვია ისიც, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ფენა ამ ნარატივის გარეთ დარჩა: სადღაც სოფელში ცხოვრობს და მისი რეალობა არ შეცვლილა ბოლო 30 წლის მანძილზე, ან თუ შეიცვალა, ეს იყო რაღაც მინიმალური. შესაბამისად, ის არ თვლის, რომ მას ეს პრობლემები ეხება, ევროპის ნაწილი იქნება თუ არ იქნება, მის წარმოდგენაში ეს არაფერს არ იცვლის. მან ზუსტად იცის, რომ მისი 400 ლარით მაინც ვერ მოახერხებს პარიზში გაფრენას ან რომის დათვალიერებას.

ამანაც ძალიან, ხელი შეუწყო, ჩემი აზრით, ამ გახლეჩვას, უფსკრულის გაჩენას.

  • თქვენი აზრით, დღეს რას შეიძლება დაეფუძნოს ერთობა? როგორც საზოგადოება, ისე პოლიტიკური ოპოზიცია, ძლიერი დაკვეთის მიუხედავად, ვერ ახერხებს გაერთიანებას. 

ძალიან ბევრი კარგი მაგალითი გვაქვს. მთელმა უბედურებამ, რაც ჩვენს თავს ტრიალებს, სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერება ბევრად გაამყარა.

ჩვენ უდიდესი სოლიდარობის აქტის მომსწრე ვხვდებით ძალიან ბევრი მიმართულებით – დაწყებული პატიმრებისთვის ფულის შეგროვებით, დამთავრებული ხელიხელ ჩაკიდებული ქუჩის გადაკეტვით.

  • თქვენი დაკვირვებით, რამდენად შესაძლებელია საბჭოთა კავშირის მოცემულობა დაუშვას ისევ ჩვენმა საზოგადოებამ? საბჭოთა კავშირის ლეში, რომელიც არც დაუმარახავთ, თითქოს გაცოცხლდაო – ერთ-ერთ ინტერვიუში უთხარით „ბათუმელებს“…

ამ თემაზე ვცდილობ ყველგან ვისაუბრო საქართველოში, დასავლეთშიც ვილაპარაკო, იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს არა აქვს ჯერ აღქმული და შეცნობილი, რა იყო ეს.

რომ გადავხედოთ სერბეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს – რაღაცნაირად მაზუთივით იღვრება და შედის ყველა ღრიჭოში, აღწევს იდეოლოგიური ომი, რაშიც ჩვენ დღესაც ვიმყოფებით. უბრალოდ, „რკინის ფარდა“ აღარ არსებობს და ილუზია გაქვს, რომ გახსნილია საზღვრები.

ძალიან დიდი ტკივილია, როცა იმასაც ვერ იტყვი, რომ აი, რუსი მოვიდა კალაშნიკოვით. საკუთარი ხელით იღებ შენს სისხლით და ოფლით შეკოწიწებულ ყველანაირ დემოკრატიულ სტრუქტურას, რისთვისაც იომე და იწვალე, ამდენი ადამიანი შეეწირა, დევნილი გახდა, სახლი დაკარგა. ამ ყველაფერს იღებ საკუთარი ხელით და გაგაქვს სანაგვეზე. ეს არის ჩემთვის კიდევ უფრო უპატიებელი, ვიდრე ის, რომ მართლა პირდაპირ რუსს გაეკეთებია. გასაგებია, რომ ამის უკან რუსეთი დგას, მაგრამ, ვისი ხელით ხდება?!

ჩვენ რეალურად არასოდეს არ გაგვისწორებია თვალი საკუთარი წარსულისთვის. ლუსტრაციის კანონი არ არსებობს, არქივებზე წვდომა არ არის.

მთელი ჩემი ბავშვობა მესმოდა, რომ აი, ადამიანები დააპატიმრეს… მიჩნდებოდა კითხვა: ეს ადამიანები ვინ დააპატიმრა, ისინი რატომ არასდროს არ არსებობენ? იმათი არც გვარები ვიცით, არც სახელები. რატომ?

გერმანიაში, გდრ-ის დანგრევის შემდეგ და დღესაც შეგიძლია შეხვიდე არქივში და ნებისმიერი მონაცემი ნახო. მეც ძალიან არ მესიამოვნებოდა იმის გაგება, რომ ბაბუაჩემი იჭერდა, ან ჩემი წინაპარი იყო წითელი ტერორის თანამონაწილე, მაგრამ ამ მტკივნეულად გადაფასების და თვალის გასწორების გარეშე რეალურად ვერ წავალთ წინ.

ოკუპაციის მუზეუმი რომ გაიხსნა, მახსოვს, ძალიან გამიხარდა, მაგრამ იქაც არავინ საუბრობს იმაზე, რომ ჩვენ მაშინაც სამოქალაქო ომის სიტუაცია გვქონდა – ძალიან ბევრი ქართველი იყო წითლების რიგში. რა თქმა უნდა, წითელი არმია შემოვიდა და ჩვენ დაგვიპყრეს, მაგრამ ახლა რაც ხდება, დაახლოებით ისეთი სიტუაცია იყო მაშინაც: გახლეჩილი იყო საზოგადოება და გახლეჩვის დროს ყოველთვის უფრო მარტივია დაამონო ხალხი, ასეთი სტრუქტურა ჩამოაყალიბო.

იმისთვის, რომ ჩვენ ამისგან დაცულები ვიყოთ, უნდა ვიცოდეთ, საიდან მოვდივართ.

ის ადამიანები, დღეს რომ ნიღბები უკეთიათ თუ ტიტუშკებს ეძახიან, უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ.

გერმანიაში, მაგალითად, ბავშვიც არ არის, არ იცოდეს იგივე ჰოლოკოსტი და ფაშიზმის დროს რა მოხდა. ვერ გაიზრდები ამ ქვეყანაში, გერმანიაში ისე, რომ ისტორია არ იცოდე. ქუჩა შეგხვდება სადღაც იმგვარად მოპირკეთებული, ფეხს წამოჰკრავ და იმ ქვაზე ებრაელი მსხვერპლების სახელი და გვარები აწერია. გინდა, არ გინდა, დაინტერესდები, ისე როგორც ჩემი პატარა შვილი, მაგალითად, რომელმაც ამას წინათ მკითხა, ეს რა არისო.

Exit mobile version