უკრაინული მედიის ცნობით, გასულ 24 საათში ჩერნიგოვის, სუმის, დონეცკისა და ხერსონის ოლქებში რუსული არტილერიის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და მინიმუმ 26 მოქალაქე დაშავდა.
9 თებერვალს, გამთენიისას, ხარკოვის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად ერთი ქალი და 10 წლის ბავშვი დაიღუპა, ოდესაში კი – 35 წლის მამაკაცი.
რეგიონის პროკურატურის ცნობით, რუსული დრონი საცხოვრებელ შენობას მოხვდა, რომელიც მთლიანად განადგურდა, გაჩნდა ხანძარი. მოგვიანებით, მაშველებმა ნანგრევებიდან ორი დაღუპულის, ქალისა და 10 წლის ბიჭის ცხედრები იპოვეს.
ასევე, 9 თებერვლის ღამეს, რუსული დრონები თავს დაესხნენ ხარკოვის რეგიონში მდებარე მალოდანილოვკას თემს. დარტყმების შედეგად დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, დაინგრა სახლები და დაზიანდა მანქანები.
___________
ფოტო: უკრაინის პროკურატურა/telegram






