მთავარი,სიახლეები

„გამოავლინეს საწარმო, სადაც ე.წ. ყველს ამზადებდნენ. მავნე პროდუქტი განადგურდება“ – სააგენტო

09.02.2026
„გამოავლინეს საწარმო, სადაც ე.წ. ყველს ამზადებდნენ. მავნე პროდუქტი განადგურდება“ – სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტომ ქუთაისში კუსტარული საწარმო გამოავლინა, სადაც „ყველს“ ამზადებდნენ.

„ქუთაისში, ლერმონტოვის N10-ში რძისა და რძის პროდუქტების არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს.

ინდმეწარმე ბ. კ. სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტექნოლოგიური პროცესის უხეში დარღვევით აწარმოებდა ეგრეთ წოდებულ ყველს.

ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. მავნედ მიჩნეული რძის შემცველი პროდუქტი, ე. წ. ყველი დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება“ – წერს სააგენტო.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: