განათლება,მთავარი,სიახლეები

თსუ და სტუ აღარ გაერთიანდება – კობახიძე

09.02.2026
თსუ და სტუ აღარ გაერთიანდება – კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერ- მინისტრის განცხადებით, თსუ და სტუ აღარ გაერთიანდება.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან“- განაცხადა კობახიძემ.

ეს განცხადება მან დღეს, 9 თებერვალს გააკეთა.

დღეს, 15:00 საათზე ირაკლი კობახიძეს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ კობახიძემ განაცხადა, რომ უნივერსიტეტების გაერთიანება აღარ მოხდება.

„გარდა ამისა, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი პრინციპის შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად, შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „მომდევნო სასწავლო წლისთვის, ტექნიკურ უნივერსიტეტში აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, შესაბამისად, აღნიშნული პროგრამები დარჩება მილევად რეჟიმში“.

უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ განცხადება „ოცნებამ“ 29 იანვარს გაავრცელა, რასაც თსუ-სა და სტუ-ს მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

რამდენიმე დღის წინ, „ოცნების“ განათლების მინისტრი და მისი მოადგილე აცხადებდნენ, რომ უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო და საკითხი არ გადაიხედებოდა. თავის მხრივ, უნივერსიტეტების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ არ ეთანხმებოდნენ გადაწყვეტილებას და ბრძოლას გააგრძელებდნენ.

_____________________

ამ თემაზე:

„მოუწევთ უკან დახევა ან საერთოდ წასვლა“ – პროფესორი ლევან გორდეზიანი უნივერსიტეტების გაერთიანებაზე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: