„ვაპროტესტებთ ბავშვებთან ერთად“ – მშობლები საჩუქრის გამო მასწავლებლის გათავისუფლებაზე

ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლაში თითქმის ერთი კვირაა მოსწავლეები მათი დამრიგებლის, ნატალია თურქაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ და გაკვეთილებს პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან.

ნატალია თურქაძე კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელია, რომელიც 24 თებერვალს, სკოლის დირექტორმა „ეთიკური ნორმების“ დარღვევის მოტივით გაათავისუფლა, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დისციპლინურ საბჭოს ამ ნორმების დარღვევა არ დაუდგენია.

„ბათუმელები“ მთელი კვირაა ცდილობს სკოლის დირექტორთან, ეკატერინე დოლიძესთან დაკავშირებას, თუმცა ის ჩვენს ზარებს და შეტყობინებებს არ პასუხობს.

დაკავშირება ვცადეთ ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელთან მაია ცქიტიშვილთანაც. ზარებს არც მან უპასუხა და მხოლოდ რამდენიმე სიტყვიანი შეტყობინებით შემოიფარგლა – „სამუშაო შეხვედრაზე ვარ, შევხმიანდეთ ოთხშაბათს“- მოგვწერა მაია ცქიტიშვილმა.

„ბათუმელები“ ესაუბრა ერთ-ერთი გაფიცული მოსწავლის მშობელს, ვერიკო რუსიძეს, რომელიც ამბობს, რომ ერთკვირიანი პროტესტის მიუხედავად, სკოლის დირექტორი არც მშობლებს დაკავშირებია და არც რაიმე ზომები მიუღია ბავშვებთან დიალოგისთვის.

„ჩვენ, მშობლებსაც გვაქვს, რა თქმა უნდა, პროტესტი ნატალია თურქაძის გათავისუფლების გამო და დემონსტრაციულად დავტოვეთ სკოლა მშობლებმაც და ჩვენმა შვილებმაც მას შემდეგ, რაც ნატალია თურქაძე გაათავისუფლეს. 25-ივე მშობელი ვართ პროტესტში ბავშვებთან ერთად. თითქმის ერთი კვირაა ბავშვები სკოლაში არ დადიან და არც არავინ შეწუხებულა და შეგვხმიანებია, რატომ არ დადიხართ ან გამოცხადდითო. არც რესურსცენტრი და არც განათლების სამინისტროდან გამოჩენილა ვინმე“- ამბობს ვერიკო რუსიძე.

როგორც მასწავლებელმა ნატალია თურქაძემ გვითხრა, ის სკოლის დირექტორმა სამსახურიდან იმიტომ დაითხოვა, რომ ყოფილი მოსწავლეებისგან საჩუქრად იტალიის საგზური მიიღო. მისი თქმით, ეს იყო სიურპრიზი და ამის შესახებ, გამოსაშვები კლასის ბანკეტზე გაიგო.

შემთხვევა გასული წლის ივნისში მოხდა, როცა მე-12 კლასელებს სკოლა უკვე დასრულებული ჰქონდათ.

უნდა მიეღო თუ არა მასწავლებელს ასეთი საჩუქარი თუნდაც ყოფილი მოსწავლეებისგან, რას ფიქრობთ ამ თემაზე? – ვკითხეთ ვერიკო რუსიძეს. მისი თქმით, სისტემაში ნამდვილად არის რაღაცები შესაცვლელი, „თუმცა, საჩუქრის გამო მასწავლებლის სკოლიდან ამ ფორმით გაშვება, სწორი არ იყო“- გვითხრა მან.

„მე, როგორც მშობელი, ვიტყვი, რომ არის რაღაცები ნამდვილად შესაცვლელი, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ საჩუქრის აღება მასწავლებელს ჩაუთვალონ დანაშაულად, თან ასე საჯაროდ გამოაცხადონ, რომ სკოლის იმიჯი შელახა, სრულიად მიუღებელია მორალურადაც და სამართლებრივადაც, ჩემი გადმოსახედიდან.

შეიძლება ასეთ დროს გამოიყენო გაფრთხილება, უთხრა მასწავლებელს, რომ არ იყო სწორი ამ საჩუქრის მიღება, შეგეშალა. შვიდი თვე გავიდა და მერე გაახსენდათ, რომ მასწავლებელი არასწორად მოიქცა? მე ვფიქრობ, აქ სხვა ინტერესებია ალბათ“ – ამბობს ვერიკო რუსიძე.

მისი თქმით, დღესასწაულებზე თავად მშობლები წყვეტენ, რომ საჩუქარი გაუკეთონ თავიანთი შვილების მასწავლებლებს და ამით ცდილობენ გამოხატონ ყურადღება:

„თუმცა, თუ უნდათ, რომ ეს ტრადიცია მოისპოს, მაშინ მიდგომა უნდა იყოს ერთიანი. ხუთი შვილის დედა ვარ და ვფიქრობ, ყველას სიამოვნებს ყურადღების გამოხატვა მის მიმართ. ზოგადად, ნატალია თურქაძე, როგორც მე ვიცი, არასდროს იღებდა საჩუქრებს და ამიტომ გაუკეთეს სიურპრიზად ბანკეტზე. ზუსტად ამან გამოიწვია აჟიოტაჟი, რომ ჩუმად მოიფიქრეს კურსდამთავრებულებმა.

ძალიან თბილი, ყურადღებიანი მასწავლებელია და ამიტომ უყვართ მოსწავლეებს. ამ წლების მანძილზე არ ყოფილა შემთხვევა რომელიმე მშობელს ან მოსწავლეს პრეტენზია ჰქონოდა მის მიმართ.

ამიტომ, თუ საჩუქრის მიღებაზე შეზღუდვა ან აკრძალვა იქნება, ეს უნდა იყოს საყოველთაო და არა ისე, რომ ის დაისაჯოს მხოლოდ, ვინც საჯაროდ გამოხატა მადლიერება საჩუქრის გამო“- ამბობს ვერიკო რუსიძე.

მისი თქმით, ახლა 36-ე სკოლაში გაფიცულია ნატალია თურქაძის სადამრიგებლო მეხუთე „ა“ კლასი, თუმცა, პროტესტს სხვა კლასელებიც გამოხატავენ.

„ჩაივლის დასვენების დღეები და იმედი მაქვს, მოსწავლეების და მშობლების პროტესტი შედეგს გამოიღებს. თუ არ გამოიღო, როგორც ვიცი, ნატალია თურქაძე აპირებს სამართლებრივად იბრძოლოს და ამ ბრძოლაში ჩვენც გვერდით დავუდგებით. ხელმოწერებსაც ვაგროვებთ და ვაპირებთ გავაგზავნოთ განათლების სამინისტროში, რომ ამ ყველაფერზე ჰქონდეთ სამართლიანი რეაგირება“- ამბობს ვერიკო რუსიძე.

„ბათუმელები“ კიდევ ერთ მშობელს, ნონა გოგიბერიძეს ესაუბრა. ისიც მიიჩნევს, რომ ნატალია თურქაძის მიმართ გამოტანილი სასჯელი, არაპროპორციულია.

„არ არის სამართლიანი ეს გადაწყვეტილება. ამიტომ, როცა ეს ამბავი გავიგეთ, ყველა მშობელი გამოვცხადდით სკოლაში.

ბავშვები ძალიან აღელვებულები იყვნენ, ტიროდნენ, ცრემლიანები დაგვხვდნენ და პროტესტის ნიშნად ყველამ დავტოვეთ სკოლა.

ზოგადად, არ ვთვლი ლამაზ საქციელად, როცა რაღაცის სანაცვლოდ ჩუქნი ადამიანს რაღაცას, მაგრამ ნატალიას შემთხვევაში ეს ასე არ ყოფილა, რადგან ეს ყველაფერი მოხდა სკოლის დამთავრებიდან ერთი თვის შემდეგ.

ეს იყო ნებაყოფლობითი საჩუქარი, რომელიც სიყვარულით გააკეთეს ყოფილმა მოსწავლეებმა და არ ყოფილა ქრთამი, როგორც ზოგიერთმა გააჟღერა“ – ამბობს ნონა გოგიბერიძე.

მასწავლებლების საჩუქრებისთვის ფულის აგროვების შესახებ არაერთი მშობლისგან და მოსწავლისგან გვსმენია. რამდენად გამართლებულია ეს, თქვენი აზრით? – ვკითხეთ მას. მშობლის თქმით, საჩუქარი მაშინაა პრობლემა, თუ ამას ვალდებულების სახე აქვს.

„საჩუქარი არ უნდა იყოს ვალდებულებითი, ვიღაცას არ უნდა ავალდებულებდეს პირდაპირ თუ ირიბად. სკოლის გარეთ კი, როცა ადამიანები ერთმანეთს რაღაცას აჩუქებენ, ამის განსაზღვრა რთულია“-ამბობს ნონა გოგიბერიძე.

ის იმედს იტოვებს, რომ მოსწავლეების და მშობლების პროტესტს ექნება შედეგი და „ზემდგომი პირები მაინც მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას“.

„იქნებ გაფრთხილებით შემოიფარგლონ და დააბრუნონ მასწავლებელი. არ იმსახურებს ერთი ხელის მოსმით სკოლიდან გაგდებას, რადგან ძალიან დიდი ამაგი აქვს ამ სკოლაში და მის მიმართ თანადგომაც ამაზე მეტყველებს“ – ამბობს ნონა გოგიბერიძე.

ამავე თემაზე: 

„საბჭომ დარღვევა არ დაადგინა, დირექტორმა კი მაინც გამათავისუფლა სკოლიდან“ – მასწავლებელი

თიბისიმ მარტში პარტნიორ ობიექტებთან ერთად, განსაკუთრებული შეთავაზებები მოგიმზადათ

თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ქმნის და ავითარებს, ისეთ პროდუქტებსა თუ სერვისებს, რომლებიც მაქსიმალურად მორგებულია მათ საჭიროებებზე და უმარტივებს ყოველდღიურობას.

გაზაფხულის დადგომასთან ერთად, თიბისიმ მომხმარებლების სურვილები და საჭიროებები ამჯერადაც გაითვალისწინა და მათ მარტის თვეში (2,3,7,8 მარტი) პარტნიორ ობიექტებთან ერთად, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა.

შეთავაზებებით ისარგებლებენ, როგორც ახალი თიბისი ბარათის და ახალი კონცეპტ ბარათების, ისე – ერთგული საკრედიტო ბარათის მფლობელები.

შეთავაზებების პირობები და დეტალები ხელმისაწვდომია ბმულზე.

ახალი თიბისი ბარათი, რომელიც უკვე მილიონ მომხმარებელს აერთიანებს, მრავალი უპირატესობით გამოირჩევა და მოიცავს:

  • წვდომას ასობით განსაკუთრებულ შეთავაზებაზე, რომელიც მუდმივად ახლდება;
  • ქეშბექის მომენტალურ დაბრუნებას ერთგულ ყულაბაში და მის მარტივ, შეუზღუდავ გამოყენებას;
  • უფასო განაღდებას საქართველოში ნებისმიერი ბანკის ბანკომატიდან ლარში, ლიმიტის ფარგლებში;
  • მობაილბანკიდან კომუნალურ გადახდებს საკომისიოს გარეშე, უფასო გადარიცხვასა და სხვა შეღავათებს.
  • გაუმჯობესებული პირობებით- სამმაგი დაგროვებით, სამოგზაურო და სხვა უპირატესობებით სარგებლობის შესაძლებლობას ახალი თიბისი კონცეპტ და კონცეპტ 360 ბარათებით.

ახალი თიბისი ბარათების აღება შესაძლებელია წამებში, მობაილბანკიდან, ფილიალებში მისვლისა და ზედმეტი დროის ხარჯვის გარეშე.

Georgian Dream Condoles Iran Over Deaths of Leaders and Citizens, Israel Over Civilian Victims — Silent on U.S. Casualties

On the third day after the launch of US–Israel strikes on the Islamic Republic of Iran, the Georgian Dream government issued a statement expressing condolences to the Iranian people and the Islamic Republic for the deaths of Ayatollah Ali Khamenei, other political leaders, “innocent civilians, and dozens of children”. The statement also extended condolences to Israel for civilian casualties and affirmed full solidarity with the Arab countries of the Gulf. Notably, the statement made no mention of U.S. casualties, including soldiers killed and wounded in action, five of whom remain in serious condition.

“The Government of Georgia is closely and deeply concerned about the ongoing military activities in the Middle East, which threaten the security and well-being of every country in the region without exception.

We extend our condolences to the Iranian people and the Islamic Republic of Iran, where the ongoing military activities have claimed the lives of many individuals, including the Supreme Leader, other political leaders, numerous innocent civilians and dozens of children.

We also express our condolences to our friend – the Jewish people – and to Israel over the loss of civilian lives as a result of the military actions.

The Government of Georgia expresses its full solidarity with the Arab Gulf countries, with whom Georgia maintains distinguished partnerships.

We hope that peace will soon be restored in the Middle East and that military actions will be replaced by diplomacy and political dialogue.

The Government of Georgia will take all necessary measures to ensure the safety of our citizens in the region and to protect their interests.,” the statement reads.

On the evening of February 28, Georgia’s Ministry of Foreign Affairs released a brief statement noting it was closely monitoring developments and emphasizing the importance of diplomacy. On Sunday, Georgian Dream Prime Minister Irakli Kobakhidze—who in 2024 attended both the Iranian president’s funeral and inauguration—posted on X about a phone call with the President of the United Arab Emirates, in which he expressed solidarity. 

Just two weeks earlier, on February 11—the anniversary of the Islamic Revolution—Tbilisi’s TV tower was illuminated in the colors of the Iranian flag, and an official reception attended by the Deputy Foreign Minister and other Georgian Dream officials took place. The gesture drew widespread criticism, particularly from Israel, whose ambassador emphasized that it represented support not for the Iranian people, but for the Iranian regime.

თსუ-ს პროფესორების განცხადება – „ახალ სემესტრს ადმინისტრაცია სრულად მოუმზადებელი ხვდება“

დღეს, 2 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების ჯგუფმა განცხადება გაავრცელა.

მათი თქმით, უნივერსიტეტში ახალი სემესტრი იწყება, თუმცა ადმინისტრაცია სრულად მოუმზადებელი ხვდება ამ პროცესს „ქართული ოცნების“ ე.წ. რეფორმის გამო.

„უნივერსიტეტი სრულიად მოუმზადებელი შეხვდა სასწავლო პროცესის განახლებას, რაც გამოწვეულია განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებით. უნივერსიტეტში სტუდენტთა მისაღები რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება წლიური ბიუჯეტი, რაც თავის მხრივ განაპირობებს სწავლა-სწავლების ხარისხს.

ჩვენთვის, აკადემიური საზოგადოებისთვის, არ არის ცნობილი, რა პრინციპებზეა დაფუძნებული დაფინანსების ახალი მოდელი. თუ აქამდე თითოეულ სტუდენტზე წლიური დაფინანსება 2250 ლარს შეადგენდა, ხოლო სხვადასხვა ფაკულტეტის პროფესორთა ანაზღაურება სტუდენტთა რაოდენობას უკავშირდებოდა, დღეს, საგრანტო სისტემის გაუქმების პირობებში, გაურკვეველია რა ოდენობის დაფინანსება განისაზღვრება თითოეულ სტუდენტზე.

აქედან გამომდინარე, თსუ-ს 2026 წლის საბოლოო დაზუსტებული ბიუჯეტი აკადემიური პერსონალისთვის უცნობია“ – აცხადებენ პროფესორები.

მათი თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობის 2026 წლის 26 თებერვლის დადგენილებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გაუქმდა ისტორიულად არსებული ტრადიციული მიმართულებები, ხოლო სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სპეციალობებზე დრამატულად შემცირდა სტუდენტთა რაოდენობა.

„სტუდენტთა მისაღები კვოტების განსაზღვრა წარმოადგენს უნივერსიტეტის აკადემიური თვითმმართველობის კომპეტენციას და არა აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების უფლებამოსილებას. საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ“ 21-ე მუხლისა და მე-10 პრიმა მუხლის შესაბამისად, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო არის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებზე.

იგივე პრინციპი აისახება თსუ-ს წესდების მე-8 მუხლის „ბ“ ნაწილშიც. შესაბამისად, პროგრამებზე მისაღები კვოტების ცენტრალიზებული განსაზღვრა მთავრობის ან სამინისტროს დონეზე ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის აკადემიური ავტონომიის პრინციპს და ქმნის სამართლებრივად პრობლემურ პრაქტიკას.

ამგვარად, კვოტების დადგენა და სრული დაფინანსება არის სახელმწიფოს მხრიდან უნივერსიტეტების მართვის იარაღი, რომელსაც პოლიტიკის მეცნიერებაში „რბილ ძალას“ უწოდებენ. ამ რბილი ძალის გამოყენებით სახელმწიფო არღვევს უნივერსიტეტის ავტონომიას“- აცხადებენ პროფესორები.

ხელისუფლების ლეგიტიმურობა ვერ დამყარდება სისხლის სამართლის მექანიზმებით – საიას შეფასება

„ქართული ოცნების“ მცდელობა, ხელისუფლების ლეგიტიმურობის დაცვის მიზნით გამოიყენოს სისხლის სამართლის მექანიზმები, კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში არსებულ ადამიანის უფლებების კრიზისზე… აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ქმნის რისკს, რომ სისხლის სამართალი გამოყენებული იქნება არა კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად, არამედ ოპოზიციური აზრის დევნისა და მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური ლეგიტიმაციის გასამყარებლად, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული რესპუბლიკის ფუნდამენტურ პრინციპებს,“- აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ექსტრემიზმთან“ დაკავშირებით ინიციირებული ცვლილებების შესახებ საიამ შეფასების დოკუმენტი მოამზადა. შეფასების დოკუმენტი „ქართული ოცნების“ მიერ 2026 წლის 21 იანვარს ინიციირებულ კანონპროექტს ეხება.

  • სიხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი შინარსის მქონე მუხლი 316¹ – „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ,“ რაც გულისხმობს საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად საჯაროდ მოწოდებას, ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად, საჯაროდ და სისტემატურად წარმოჩენას, ან ამავე პირის მიერ ჩადენილ სხვა სისტემატურ მოქმედებას, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე აღნიშნული ქმედება მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შექმნის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს.

„შემოთავაზებული ახალი მუხლი კი, რომელიც ხელისუფლების არაღიარებასთან, არალეგიტიმურობის აღქმის დამკვიდრებასთან ან მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ სისტემატურ მოწოდებასთან დაკავშირებული ქმედებების კრიმინალიზებას ახდენს, აჩენს ნორმატიული დუბლირების და სისხლისსამართლებრივი რეპრესიის გაფართოების რისკს.

თუ ხსენებული ქმედებები არ შეიცავს ძალადობის რეალურ, უშუალო და კონკრეტულ საფრთხეს, მათი კრიმინალიზაცია სცდება სახელმწიფოს უსაფრთხოების კლასიკურ დაცვას და გადადის პოლიტიკური გამოხატვის რეგულირების სფეროში.

  • განსაკუთრებით პრობლემურია ისეთი შეფასებითი და ფართო კატეგორიების მითითება, როგორებიცაა „არალეგიტიმურობის აღქმის დამკვიდრება“ ან „სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება“, რადგან ისინი არ აკმაყოფილებს სამართლებრივი განსაზღვრულობის მოთხოვნას. სისხლის სამართლის ნორმა უნდა იყოს მკაფიო, პროგნოზირებადი და ვიწროდ განსაზღვრული, რათა არ შეიქმნას მისი შერჩევითი ან პოლიტიკურად მოტივირებული გამოყენების საფრთხე.

ისეთი ცნებები, როგორებიცაა „ინტერესების დაზიანება“, „არალეგიტიმურობა“ ან „სისტემატური მოქმედება“, სამართლებრივად ღია ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობის მქონე ფორმულირებები მეტად არის დამახასიათებელი საბჭოთა სამართლის მოდელისთვის.

ამასთანავე, პოსტსაბჭოთა პრაქტიკაში პოლიტიკური ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ხშირად აღიქმებოდა, როგორც „ანტისახელმწიფოებრივი ქმედება“, – აღნიშნულია საიას შეფასებაში.

საია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ხელისუფლების არაღიარება ან მისი ლეგიტიმაციის საჯაროდ ეჭვქვეშ დაყენება დემოკრატიულ სახელმწიფოებში პოლიტიკური დისკურსის ნაწილია და გამოხატვის თავისუფლებით არის დაცული, ვიდრე იგი არ გადაიზრდება ძალადობრივ, ან კონსტიტუციური წყობილების ძალისმიერი დამხობისკენ მიმართულ ქმედებაში.

„არსებული სისხლის სამართლის მექანიზმები უკვე უზრუნველყოფს რეალურ საფრთხეებზე სამართლებრივ რეაგირებას. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა. დემოკრატიულ რესპუბლიკაში კი სახელმწიფოს ლეგიტიმურობა ვერ დამყარდება სისხლის სამართლის მექანიზმებით – იგი უნდა ეფუძნებოდეს კონსტიტუციურ წესრიგს, არჩევნებსა და საზოგადოების ნდობას.

არაღიარების კრიმინალიზაცია ქმნის საფრთხეს, რომ პოლიტიკურმა დისკურსმა და ოპოზიციურმა აქტივობამ გადაინაცვლოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სფეროში, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპს – პლურალიზმს,“ – ვკითხულობთ საიას შეფასებაში.

 

„ქართული ოცნების“ მთავრობამ ირანსა და ისრაელს მიუსამძიმრა

„ქართული ოცნების“ მთავრობა ირანელ ხალხს, ირანის ისლამურ რესპუბლიკას, ებრაელ ხალხს და ისრაელს სამძიმარს, ხოლო ყურის არაბულ ქვეყნებს სოლიდარობას უცხადებს.

სამძიმრის წერილი მთავრობის ფეისბუქზე დღეს, 2 მარტს გამოქვეყნდა.

„საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას.

სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.

სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს და ისრაელს საომარი მოქმედებების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო.

საქართველოს მთავრობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს.

გამოვთქვამთ იმედს, რომ ახლო აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში აღდგება მშვიდობა, რისთვისაც საომარი მოქმედებები დიპლომატიამ და პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა ჩაანაცვლოს.

საქართველოს მთავრობა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას რეგიონში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად,“ – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ამავე თემაზე:

რა ხდება ირანში – მოკლედ

„ამბასადორი“ ხელოვნური კუნძულისთვის ბეტონის ქარხანას „ბენზეში“ აშენებს

ბათუმში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბეტონის ქარხანას აწყობს.

ეს ქარხანა ხელოვნური კუნძულის ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო, მაგრამ კომპანიამ გეგმები შეცვალა.

როგორც „ამბასადორი“ განმარტავს, კომპანიას იჯარით აღებული აქვს დაახლოებით 34 ჰექტარი მიწა, საიდანაც „საწარმოო დანიშნულებით მხოლოდ ნაწილი იქნება გამოყენებული“. ბეტონის ქარხანა კი სწორედ ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის არის საჭირო.

საპროექტო და საწარმოო დანიშნულებით ასათვისებელი საზღვრები / ფოტო სკრინინგის განცხადებიდან.

„საპროექტო ტერიტორიაზე საწარმოო დანიშნულების ინფრასტრუქტურა და ყველა შესაბამისი ტექნიკა დანადგარები უკვე განთავსებულია“- წერს „ამბასადორი“ სკრინინგის განცხადებაში, რომლითაც კომპანიამ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის 25 თებერვალს მიმართა.

სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] ჩატარება იმ საქმიანობაზე, რომელიც „ამბასადორს“ უკვე დაწყებული აქვს.

„ინფრასტრუქტურის მოწყობამდე ტერიტორია გაიწმინდა ბუჩქნარისგან და დაიფარა ინერტული მასალის რამდენიმემეტრიანი ფენით. ზემოთ ჩამოთვლილი ინფრასტრუქტურა განთავსებულია სწორედ ინერტული მასალის მოსწორებულ ფენაზე“ – წერია განცხადებაში.

საწარმოო ზონაში არსებული საფარველი / ფოტო სკრინინგის განცხადებიდან

„სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი სამსხვრევ-დამხარისხებელი საწარმოს ექსპლუატაციის სკრინინგის განცხადებაზე“ თანდართული დოკუმენტებით ირკვევა, რომ „ამბასადორთან“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საიჯარო ხელშეკრულებები 2024 და 2025 წლებში აქვს გაფორმებული სხვადასხვა ნაკვეთზე.

იჯარის ვადა 7 და 6 წელია.

„ამბასადორი“ სკრინინგის განცხადებაში წერს, რომ 34-მდე ჰექტარი ტერიტორია იჯარით აქვს აღებული, თუმცა ამავე განცხადებაში უთითებს, რომ გარკვეული ტერიტორიის [რომელიც „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებაშია] იჯარით აღების საკითხი დასრულებული არ არის:

„კომპანიამ მიმართა სს „საქართველოს რკინიგზას“ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებიდან, იჯარის უფლებით ჯამში 6 343 კვადრატული მეტრი ფართობის გადმოცემის თაობაზე, რაზეც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება“.

„გაცნობებთ, რომ ზემოთ ხსენებულ ნაკვეთებზე იჯარის უფლებით სარგებლობა გვესაჭიროება 12 წლის ვადით,“ – წერს „ამბასადორი“ საქართველოს რკინიგზას.

„ამბასადორის“ განცხადებით, ობიექტის ფუნქციონირების მიზანს წარმოადგენს ბეტონისა და სხვადასხვა ფრაქციის ინერტული მასალის დამზადება, რომელიც გამოყენებული იქნება ხელოვნური კუნძულის სამშენებლო მიზნებისთვის:

„საწარმოში დამონტაჟდა MB-K145 მოდელის სასაქონლო ბეტონის დანადგარი, რომელიც, საპროექტო მაჩვენებლებით, უზრუნველყოფს საათში 140 კუბური მეტრი [333,2 ტ/სთ] ბეტონის მიღებას. ბეტონის წარმოება გულისხმობს ცემენტის, ინერტული მასალის [ღორღი და ქვიშა], ქიმიური დანამატის და წყლის შესაბამისი პროპორციით შერევას ბეტონშემრევ დანადგარში“.

სკრინინგის განცხადება მოიცავს მოკლე ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის შესახებ; ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის მახასიათებლების თაობაზე, აგრეთვე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საქმიანობისა და შესაძლო ზემოქმედების თაობაზე.

„საწარმოს ტექნოლოგიური პროცესი სრულად ავტომატიზირებულია და მისი მართვა ხორციელდება სპეციალური საკონტროლო კაბინიდან ოპერატორების მიერ.

ინერტული მასალა დატვირთული იქნება ხალას და კვირიკეს კარიერებიდან სატვირთო მანქანებზე და გადაიტანება ბენზეს სამსხვრევ-დამახარისხებელ საწარმოში. გადაზიდვები დღის განმავლობაში განხორციელდება მაშინ, როცა სატრანსპორტო მოძრაობა ხელსაყრელია, ხოლო გადატვირთულ დროს – ღამით. მიღებული ნედლეული შეინახება მარაგების ტერიტორიაზე. ქარხანა იმუშავებს ძირითადად დღის ცვლაში, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა,“ – წერია სკრინინგის განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, „ხელოვნური კუნძულის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიშით თავდაპირველად გათვალისწინებული იყო ბეტონის კვანძის განთავსება უშუალოდ კუნძულის სამშენებლო ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების უზრუნველყოფის მიზნით. მიმდინარე ეტაპზე აღნიშნული ინფრასტრუქტურა გადატანილია უკვე არსებულ სამრეწველო ზონაში – ბენზეს ტერიტორიაზე. აღნიშნული ცვლილება წარმოადგენს უფრო ხელსაყრელ ალტერნატივას, ვინაიდან შემცირებულია ზღვის აკვატორიასა და სანაპირო ეკოსისტემებზე პირდაპირი ზემოქმედების რისკები“.

„ამბასადორის“ ინფორმაციით, საპროექტო ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია საცხოვრებელი ბანაკი დასაქმებული პერსონალისთვის [ამ ბანაკში კი განთავსდება როგორც სამსხვრევ-დამხარისხებელი საწარმოს პერსონალი, ასევე ხელოვნური კუნძულის მშენებლობისათვის საჭირო პერსონალი] და საოფისე შენობა – ნაგებობა.

უშუალოდ სამსხვრევ-დამახარისხებელ საწარმოში სულ დასაქმებული იქნება 12 ადამიანი.

„სოციალური და ეკონომიური თვალსაზრისით, საწარმოს საქმიანობა შეიძლება შეფასდეს როგორც დადებითი. საწარმოს ექსპლუატაციის ეტაპზე 12 ადამიანი იქნება დასაქმებული. მოცემული ციფრი ქვეყნის ან რეგიონის ეკონომიკის ჭრილში სერიოზულ ეკონომიკურ ცვლილებებს ვერ გამოიწვევს, თუმცა გარკვეული პერიოდით დასაქმებული პერსონალის ეკონომიკური პირობები გაუმჯობესდება.

გარდა აღნიშნულისა, საწარმოს ფუნქციონირება ხელს შეუწყობს ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თანხების მობილიზებას, საწარმოს ფუნქციონირებისას გადასახადების სახით ბიუჯეტში შევა გარკვეული რაოდენობის თანხები“ – წერს „ამბასადორი“ სკრინინგის განცხადებაში.

გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოსალოდნელ ზემოქმედებას რაც შეეხება, სკრინინგის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რადგან საპროექტო ტერიტორიაზე წარმოებისათვის საჭირო ძირითადი ინფრასტრუქტურა უკვე მოწყობილია, მოსალოდნელი ზემოქმედება შეფასდება წარმოების პროცესისთვის…“ ამ შეფასებას კი გარემოს სააგენტო შეისწავლის.

განცხადებაში ასევე წერია, რომ ყოველდღიურად დაახლოებით 50 სატრანსპორტო ოპერაციაა მოსალოდნელი [იგულისხმება ინერტული მასალის შემოტანის და დამუშავებული მასალის ტერიტორიიდან გატანის პროცედურები], რამაც შესაძლოა ზემოქმედება იქონიოს ბათუმის სატრანსპორტო ნაკადების ზრდაზე და გადაადგილების შეზღუდვაზე.

„განსაკუთრებით საყურადღებოა ტურისტული სეზონი, როდესაც ქალაქ ბათუმში სატრანსპორტო ნაკადების იზრდება და ადგილი აქვს გადაადგილების სერიოზულ შეზღუდვებს. წარმოების პროცესში, მასალების ტრანსპორტირების გეგმა შედგენილია იმგვარად, რომ არიდებული იყოს სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების შეზღუდვა. მასალების ტრანსპორტირება, გარდა აუცილებელი შემთხვევების, არ ხორციელდება პიკის საათებში.

ასევე, საჭიროების შემთხვევაში იგეგმება ალტერნატიული მარშრუტები. საპროექტო ტერიტორიის საწარმოო დანიშნულებით შერჩევის ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ სატრანსპორტო ნაკადების და სიახლოვის პრინციპის გათვალისწინება გახდა. საწარმოო ობიექტი მასალებით ამარაგებს ბათუმის ხელოვნური კუნძულის სამშენებლო სამუშაოებს, ხელოვნური კუნძულის ტერიტორია რამდენიმე ასეულ მეტრშია წარმოდგენილი. არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სატრანსპორტო ნაკადებზე უარყოფითი ზემოქმედება დაბალი მნიშვნელობისაა“ – წერს „ამბასადორი“.

1 – ხელოვნური კუნძულის საპროექტო ტერიტორია ზღვაში. 2 – ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორია სადაც „ამბასადორი“ ბეტონის ქარხანას აწყობს [ამ ტერიტორიებს შორის რკინიგზა („ბათუმი ცენტრალი“) და ბათუმი-მახინჯაურის ავტომაგისტრალია].

„დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2026 წლის 11 მარტის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150, 0112, ან ელ/ფოსტით: eia@mepa.gov.ge [გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს]“ – წერს სააგენტო.

ბათუმში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დემონტაჟი 22 წლის წინ დაიწყო.

მოგვიანებით, ყოფილი ბნქ-ს [ე.წ. „ბენზე“] ტერიტორიით სამომავლო სარგებლობის ოთხი სავარაუდო სცენარიდან უპირატესობა მის საცხოვრებელი დანიშნულებით სარგებლობის ფორმას მიენიჭა.

ამ თემაზე ვრცლად:

ბათუმში ტერიტორია, სადაც 93 000 კუბ/მ სახიფათო ნარჩენია, საცხოვრებელ ზონად განიხილება

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 2 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 267 730 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 713 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 24 111 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 37 795 ერთეული [+74]
  • MLRS – 1 665 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 313 ერთეული [+5]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 348 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 153 169 ერთეული [+1 810]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 384 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 29 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 80 757 ერთეული [+247]
  • სპეცტექნიკა – 4 078 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საელჩო გზამკვლევს აქვეყნებს

საქართველოს საელჩო ისრაელში, ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის, ვისაც ქვეყნის დატოვება სურს, საინფორმაციო გზამკვლევს აქვეყნებს.

1-ელი მარტის მონაცემებით, ისრაელის საჰაერო სივრცე დახურულია, ამიტომ ისრაელის დატოვება მსურველებს მხოლოდ სახმელეთო გზით შეუძლიათ.

საქართველოს საელჩოს რეკომენდაცია საქართველოს მოქალაქეებისადმი ასეთია:

„ქვეყნის დატოვების მსურველებს შეუძლიათ ისრაელის სახელმწიფოს დატოვება სახმელეთო გზით – ეგვიპტის ან იორდანიის გავლით.

  • ეგვიპტის შემთხვევაში: მოქალაქეს შეუძლია გადაკვეთოს Menachem Begin – Taba border crossing – 24/7 მოქმედი სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტით, რომელიც მდებარეობს ეილათთან.

სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მისვლა შესაძლებელია მანქანით და/ან ავტობუსი/მატარებლით. https://www.egged.co.il/homepage.aspx

ეგვიპტეში შესასვლელად საჭიროა ვიზა და ქვეყნის ტერიტორიაზე გადასაადგილებელი ნებართვა, რომლის აღებაც შესაძლებელია ეგვიპტის საზღვარზე:

  • ვიზის სტიკერი ღირს 25 დოლარი.
  • ქვეყნის ტერიტორიაზე გადასაადგილებელი ნებართვა ღირს 21 დოლარი.
  • საზღვრიდან შარმ ელ-შეიხის მიმართულებით მოძრაობს ტაქსი/სამარშრუტო ტაქსი – მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათი და 30 წუთია.

შარმ ელ-შეიხიდან შესაძლებელია თვითმფრინავით გამგზავრება საქართველოში/არის პირდაპირი რეისები.

სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან შესაძლებელია მისვლა ტაქსით და/ან ავტობუსი/მატარებლით.  https://www.egged.co.il/homepage.aspx

საჭიროების შემთხვევაში ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია: +20 10 97966074.

თუ ქვეყნის დატოვება გსურთ იორდანიის გავლით:

Yitzhak Rabin Crossing მგზავრებისთვის ღიაა 08:00-20:00 საათამდე, ხოლო – ავტომობილებისთვის 19:00 საათამდე. საჭიროების შემთხვევაში, გადავა 24/7 რეჟიმზე.

ისრაელის დატოვებისას მოქალაქე იხდის ქვეყნიდან გასვლის მოსაკრებელს – 122 შეკელს.

რიგში დგომის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მოსაკრებლის წინასწარ გადახდა – https://www.iaa.gov.il/land-border…/yitzhak-rabin/fees/

იორდანიაში შესასვლელად საჭიროა ვიზა, რომლის მიღებაც შესაძლებელია იორდანიის საზღვარზე.

ვიზის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 70 აშშ დოლარს.

სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მისვლა შესაძლებელია ტაქსით და/ან ავტობუსი/მატარებლით.

https://www.egged.co.il/homepage.aspx

The Yitzhak Rabin Crossing საზღვრიდან ამანის მიმართულებით მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 4 საათია.

ამანიდან შესაძლებელია თვითმფრინავით მგზავრობა მესამე ქვეყნის გამოყენებით.

საჭიროების შემთხვევაში იორდანიაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია: +962 797 299 799

ამ ეტაპზე ყველა სხვა სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაკეტილია.

გთხოვთ, გამგზავრებამდე გადაამოწმოთ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის სტატუსი შემდეგ გვერდზე: https://www.iaa.gov.il/

ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს შემდეგ ნომრებზე:
+972 526 919092; ცხელი ხაზი 24/7

ბათუმის აეროპორტიდან ისრაელის მიმართულებით 1-2 მარტს ფრენები გაუქმდა

ბათუმიდან ისრაელის მიმართულებით 2 მარტის ჩათვლით, ყველა ფრენა გაუქმებულია.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გაუქმებულია ბათუმი – თელ-ავივის  რეისები პირველ და ორ მარტს, ასევე გაუქმებულია თელ-ავივი – ბათუმის რეისები 2 მარტს.

ფრენების გადადება გუშინ, 28 თებერვალს ირანში დაწყებულ ოპერაციას უკავშირდება, რა დროსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა შეტევა მიიტანეს ირანის სხვადასხვა ობიექტებზე.

დაბომბვის შედეგად მოკლეს ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და სხვა მაღალი ოფიციალური პირები.

ირანში განვითარებული მოვლენების გამო ფრენები შეაჩერა ავიაკომპანია ვიზეარმაც. 7 მარტამდე შეჩერებულია ყველა რეისი ისრაელის, დუბაის, აბუ-დაბის და ამანის [იორდანია] მიმართულებით.

ამავე თემაზე:

რა ხდება ირანში – მოკლედ

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-ელი მარტის 21 საათიდან 2 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო
  • ღამით: 9 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 3-4 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 3 მარტს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, 4 მარტს მოსალოდნელია წვიმა, მთაში – თოვა.

“თაღლითური გეგმის მიხედვით, 123 800 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ” – შსს-მ ორი პირი დააკავა

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში, თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე – 1995 წელს დაბადებული ს.ო. და 1989 წელს დაბადებული ლ.ა. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული თაღლითური გეგმის მიხედვით, 1997 წელს დაბადებულ მ.მ.-ს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 123 800 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ს.ო. და ლ.ა. ბრალდებულების სახით დააკავეს,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 1-ელ მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 266 770 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +870. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 709 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 24 108 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 37 721 ერთეული [+58]
  • MLRS – 1 662 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 308 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 348 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 151 359 ერთეული [+1 722]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 384 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 29 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 80 510 ერთეული [+181]
  • სპეცტექნიკა – 4 075 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რა ხდება ირანში – მოკლედ

28 თებერვალს, ირანის დროით დაახლოებით 10 საათისათვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანში მდებარე სხვადასხვა ობიექტები დაბომბა. შეტევა განხორციელდა როგორც თეირანში, ისე ირანის სხვა ქალაქებში მდებარე შენობებზე.

დაზუსტებული ინფორმაციით, დაიბომბა ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის რეზიდენცია.

უცნობია, დაბომბვის მომენტში ხამენეი რეზიდენციაში იმყოფებოდა თუ არა.

ალი ხამენეის რეზიდენცია, სატელიტიდან გადაღებულ ფოტოზე ჩანს, რომ რეზიდენცია განადგურებულია და შავი კვამლი ამოდის, 28 თებერვალი, 2026 წელი

ბოლო ცნობები, ირანში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ასეთია:

  • ისრაელის სამხედრო ძალები აცხადებენ, რომ ბომბავენ ირანში რაკეტების გამშვებ ობიექტებს.
  • როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდასხმების შედეგად, სავარაუდოდ დაიღუპა ირანის თავდაცვის მინისტრის და რევოლუციური გვარდიის მეთაური.
  • ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კომენტარი გააკეთა ამერიკულ არხ NBC News-თან და თქვა „შესაძლოა რამდენიმე მეთაური დავკარგეთ, მაგრამ ეს დიდი პრობლემა არ არის“.

ირანმა მასზე მიტანილი იერიშის საპასუხოდ სარაკეტო დარტყმები განახორციელა სხვადასხვა ობიექტებზე ბაჰრეინში, ქუვეითში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.

  • ირანმა რაკეტები და დრონები გაუშვა ისრაელის მიმართულებითაც.
  • აშშ-ის საჰაერო თავდაცვამ ერბილის აეროპორტთან ახლოს მდებარე აშშ-ის ბაზის თავზე დრონი ჩამოაგდო.
  • ძლიერი აფეთქება იყო აბუ-დაბიში.
  • საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ ირანი თავს დაესხა მის დედაქალაქ ერ-რიადსა და აღმოსავლეთ რეგიონს.

გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა დაგმეს ირანის თავდასხმები რეგიონის ქვეყნებზე და განაცხადეს, რომ ირანმა თავი უნდა შეიკავოს განურჩეველი სამხედრო დარტყმებისგან და განაახლოს მოლაპარაკებები.

  • გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა, დაგმო ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმები ირანზე, ასევე ირანის საპასუხო დარტყმები და განაცხადა, რომ საბოლოო ფასს მშვიდობიანი მოსახლეობა გადაიხდის.

აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ მისი დეპარტამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ვალდებულებას, თვალი ადევნოს ირანის ფარგლებს გარეთ გადაადგილებული ყველა უკანონო თანხის მოძრაობას და ეს თანხა ირანელ ხალხს დაუბრუნოს.

სკოტ ბესენტი რამდენიმე კვირის განმავლობაში აცხადებდა, რომ ირანელ ოფიციალურ პირებს ქვეყნიდან თანხები გაჰქონდათ.

ოთხ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით როიტერსი წერს, რომ ზოგიერთმა მსხვილმა ნავთობკომპანიამ შეაჩერა ნედლი ნავთობისა და საწვავის გადაზიდვები ჰორმუზის სრუტით, აშშ-სა და ისრაელის ირანზე მიმდინარე თავდასხმებისა და თეირანის საპასუხო ქმედებების ფონზე.

ჰორმუზის სრუტე ომანსა და ირანს შორის მდებარეობს. სრუტე აკავშირებს მის ჩრდილოეთით მდებარე ყურეს სამხრეთით მდებარე ომანის ყურესთან და მის იქით მდებარე არაბეთის ზღვასთან.

მსოფლიოში ნავთობის მოხმარების დაახლოებით მეხუთედი ჰორმუზის სრუტეში გადის.

  • ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად სამხრეთ ირანში მდებარე გოგონათა დაწყებით სკოლაში 85 ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ირანზე განხორციელებულ შეტევას „პრევენციული თავდასხმა“ უწოდა. ისრაელში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, დახურულია საჰაერო სივრცე სამოქალაქო რეისებისთვის. ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, არ შევიდნენ არცერთ აეროპორტში. აკრძალულია საგანმანათლებლო და სამუშაო სივრცეების გახსნა, გარდა აუცილებელი ეკონომიკური სექტორებისა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 28 თებერვლის დილას, თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციისას თქვა, რომ აშშ ირანში „მნიშვნელოვან საბრძოლო ოპერაციას“  ახორციელებს.

ტრამპის თქმით, აშშ-ის მხრიდან დარტყმების მიზანია ირანის საზღვაო ფლოტისა და რაკეტების განადგურება. პრეზიდენტმა გააფრთხილა მოსახლეობა და თქვა, რომ შესაძლოა იყოს მსხვერპლი აშშ-ის მხრიდანაც.

ირანში მიმდინარე მოვლენებს ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა.

„კრიტიკულად მნიშნელოვანია ბირთვული უსაფრთხოება და ნებისმიერი იმგვარი ქმედების თავიდან აცილება, რამაც შეიძლება სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს. ევროკავშირმა მიიღო ფართომასშტაბიანი სანქციები ირანის მკვლელი რეჟიმისა და რევოლუციური გვარდიის საპასუხოდ, ასევე მხარს ვუჭერთ დიპლომატიურ ძალისხმევას ბირთვული და ბალისტიკური პროგრამების საკითხის გადასაჭრელად,“ – ნათქვამია ევროკავშირის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.

——————————-

ირანში მიმდინარე მოვლენების მიმოხილვა მომზადებულია საერთაშორისო სააგენტო როიტერსზე დაყრდნობით.

როიტერსს არ აქვს წარმომადგენლობა ირანში. ირანის მთავრობა მკაცრად აკონტროლებს უცხოური და სხვა მედია საშუალებების მუშაობას ირანში. მკაცრი კონტროლის ქვეშაა ადგილობრივი მედიაც.

როიტერი განმარტავს, რომ ამ შეზღუდვის მიუხედავად, „როიტერი“ მუდმივ კონტაქტშია ირანის შიგნით არსებულ სხვადასხვა წყაროსთან, აკონტროლებს ირანულ მედიას, იკვლევს ინტერნეტსა და სოციალურ მედიას მასალების მოსაძებნად. ამ მასალების სიზუსტეს კი ყურადღებით ამოწმებს ვიზუალურ და ტექსტურ რეპორტაჟებში გამოყენებამდე.

ამასთან, ინფორმაციის გამოქვეყნებამდე, აუცილებლად ითხოვენ კომენტარს მთავრობისა და სხვა ოფიციალური პირებისგან.

ბათუმში ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ  ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორმა ლ.ფ.-მ, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ათეულობით მოქალაქის კუთვნილი თანხა თაღლითურად მიითვისა.

ბრალდებული მოქალაქეებს საზღვარგარეთ ტურების დაგეგმვას დაჰპირდა, რაც არ შეასრულა. მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 218 427 ლარი შეადგინა.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ფ. ბრალდებულის სახით დააკავეს,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“პირადი ნივთები ტრაქტორის ქვეშ ვეძებოთ – ეს სამართალი არ არის” – მუნიციპალური გოგებაშვილზე კაფეებს ანგრევს

დღეს, 28 თებერვალს, გამთენიისას, ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთი კაფე დაანგრიეს, სხვა კაფეების მეპატრონეებს კი დრო მისცეს მათ დასანგრევად.

კაფეებს მუნიციპალური ინსპექცია ანგრევს.

„მეზობელმა დაგვირეკა, ობიექტი ინგრევაო. პიჟამოებით გამოვიქეცით, ვერაფერი ვერ გადავარჩინეთ – ინვენტარი, კომპიუტერი, დოკუმენტაცია, აბსოლუტურად ყველაფერი არის განადგურებული. ფიზიკურად საშუალება არ მოგვცეს, რომ ჩვენი პირადი ნივთები მაინც აგვეღო.

ასე არ შეიძლება, ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში, ვემორჩილებით კანონს, მაგრამ ასე სიცივეში, წვიმაში, პიჟამოებით გამოვიქცეთ სახლიდან და ჩვენი პირადი ნივთები ტრაქტორების ქვეშ ვეძებოთ – ეს სამართალი არ არის,“- უთხრა „ბათუმელებს“ თამუნა თურმანიძემ, რომელიც გოგებაშვილის #28-ში მდებარე დანგრეული კაფეს მეპატრონეა.

თამუნა თურმანიძის თქმით მას კაფე შპს „ფრონტიერასგან“ 5 წლიანი კონტრაქტით ნაქირავებ ფართში ჰქონდა გახსნილი.

როდესაც მუნიციპალური ინსპექციიდან გაფრთხილება მიიღო, დაუკავშირდა ფართის მეპატრონეს, თემურ ჟღენტს, რომელმაც უთხრა, რომ ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა.

გოგებაშვილის ქუჩაზე კაფე დაანგრიეს

გოგებაშვილის #28-ში მდებარე ფართობი თემურ ჟღენტს ეკუთვნის.

თემურ ჟღენტი „ბათუმელებთან“ საუბარში ბარბაროსობას უწოდებს გამთენიისას კაფის დანგრევას და ამბობს, რომ სასამართლოში იჩივლებს.

„2005 წლიდან არის აქ კაფე-ბარი. ყველა ნებართვა მქონდა. ახლანდელ ნებართვაზე ორი წელი მაქვს კიდევ დარჩენილი. არავითარი დარღვევა არ გვქონდა.

მოვიდნენ… ჩაწერეს, თითქოს რაღაც დარღვევები იყო. მე ვთხოვე, სპეციალისტი მოეყვანათ, გავრკვეულიყავით კარგად, რა იყო დარღვევა და რა არ იყო დარღვევა. არ მაცალეს.

გუშინ საღამოს მოვიდნენ და მოიტანეს რაღაც ქაღალდი. მე ვუთხარი – „ეს ქაღალდი ჩემთვის არ არის, მე ამას სასამართლოში შევიტან და კანონიერებას დაადგენს სასამართლო-მეთქი“.

წავედით სახლში გვიან, პირველ საათზე. ღამის ორ საათზე მოიყვანეს ეს ტრაქტორები, ტექნიკა, გატეხეს შენობა და მთლიანად დაანგრიეს. აბსოლუტურად კანონიერი შენობა. დღესაც შემიძლია ვაჩვენო ყველას მთელი დოკუმენტაცია, რაც წარმოადგენდა ჩვენი კაფე. იყო თანამედროვე, ევროპული დონის მომსახურება და არავითარი დარღვევები და არავითარი გადაცდომები ჩვენთან არ იყო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თემურ ჟღენტმა, შპს „ფრონტიერას“ ხელმძღვანელმა. სწორედ ამ შპს-ს სახელზე იყო ფართი, რომელზე მდებარე კაფეც დაანგრია მუნიციპალურმა.

თემურ ჟღენტის თქმით, მის საიჯარო ხელშეკრულების ნებართვას კიდევ ორი  წელი ჰქონდა დარჩენილი ვადა. ის სასამართლოში აპირებს დავის დაწყებას.

„ჩვენ არაფერი არ დაგვირღვევია. მოვიდნენ და ბარბაროსულად დაანგრიეს. აი, ნახეთ, რას დაამსგავსეს. თან არ გვაცალეს, რომ დაგვეშალა და გაგვეტანა. აი, დაანგრიეს, დაშალეს უზარმაზარი ქონება,“ – უთხრა თემურ ჟღენტმა „ბათუმელებს“.

მუნიციპალური ინსპექცია გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეების დასანგრევად გამთენიისას მივიდა

შპს „ფრონტიერას“ გვერდით კიდევ ორი კაფეა. გოგებაშვილის ქუჩაზე მისულ „ბათუმელებს“ ამ კაფეებზე გამოკრული გაფრთხილების ფურცელი დახვდა. მეპატრონეები თავად შლიდნენ კაფეების კონსტრუქციებს, მაშინ როცა მათ გვერდით მდებარე კაფეს მუნიციპალური ინსპექციის ტრაქტორი ანგრევდა.

„ბათუმელებმა“ კომენტარი სთხოვა მუნიციპალურ ინსპექციას. მაშინ როცა სხვა კაფეების მეპატრონეებს მისცეს საშუალება, თავად დაეშალათ კონსტრუქციები, რატომ  ვერ ისარგებლა იგივე უფლებით შპს „ფრონტიერამ“ და მისმა მეპატრონემ.

„ხელშეკრულების ვადები სამივე ობიექტს ამოწურული აქვს.  სამივე ობიექტის მეპატრონე  დემონტაჟის შესახებ მუნიციპალური ინსპექციის მიერ იყო გაფრთხილებული.

მათ განემარტათ, რომ ან თავად დაეშალათ ან მუნიციპალური ინსპექცია მოახდენდა დემონტაჟს.

ორი ობიექტის მეპატრონემ განაცხადა, რომ თავად დაშლიდა ტერიტორიას და უკვე დაწყებული აქვთ გატანა.

მესამე ობიექტის მეპატრონემ კი განაცხადა, რომ არ დაშლიდა. რაც შეეხება პირადი მოხმარების ნივთებს, დემონტაჟამდე მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიტანეს და შეუძლია მეპატრონეს წაღება,“ – მოგვწერეს პასუხად ბათუმის მუნიციპალური ინსპექციიდან.

ბოლო ერთი თვეა ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ბათუმში მდებარე სხვადასხვა სახის ობიექტებს ანგრევს. როგორც მუნიციპალური ამტკიცებს, ყველა დანგრეული ობიექტი ან უკანონო იყო ან ქალაქის იერსახეს ამახინჯებდა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 265 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +770. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 707 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 24 102 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 37 663 ერთეული [+32]
  • MLRS – 1 661 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 305 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 348 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 149 637 ერთეული [+1 616]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 384 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 29 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 80 329 ერთეული [+149]
  • სპეცტექნიკა – 4 075 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

58-სართულიანი შენობები ჩაქვის სანაპიროზე – „ინვესტორი პლაჟს გვიკეტავს“

„დრიმლენდ ოზაისის“ ახალი პროექტი, „დრომლენდ ბოტანიკო“, ჩაქვის ზღვის სანაპიროზე 5 ჰექტრამდე ფართობის ათვისებას გეგმავს. მრავალფუნქციური ობიექტის პროექტი სანაპიროზე, ბათუმის ქუჩის #50-52-ში და მის გაგრძელებაზე, მეზღვაურთა ქუჩის 38-ში 58-სართულიანი შენობების მშენებლობას ითვალისწინებს.

„ამ მშენებლობის შემდეგ ჩვენთვის ზღვაზე გასასვლელი ჩაიკეტება, ფაქტობრივად პლაჟით ვეღარ ვისარგებლებთ. ნახეთ ამ კომპანიის მეორე პროექტი, როგორ აქვს ჩაკეტილი პლაჟი და დარწმუნდებით“ – გვითხრა მოქალაქემ სატელეფონო საუბარში და გვთხოვა „დრიმლენდ ოაზისის“ ახალი პროექტით დაინტერესება.

დოკუმენტებში ჩანს, რომ მოსახლეობას ახალი პროექტი მართლაც უკეტავს ზღვაზე გასასვლელს, თუმცა აქ მცხოვრებმა პირებმა, მიუხედავად პირადი წუხილისა, საჯაროდ საუბარი მაინც არ ისურვეს.

წითლად მონიშნულია სამშენებლო ტერიტორია
პროექტის რენდერი

ეს ადგილი 2022 წლამდე საჯარო სივრცე იყო, სანამ აჭარის მთავრობამ მშენებლობის პირობით არ გაყიდა.

განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით, რომელიც შპს „დრიმლენდ ოაზისმა“ ბათუმის მერიას წარუდგინა, კომპანია 195 მეტრი სიმაღლის, 58-სართულიან 2 კორპუსს, ორ 6-სართულიან კორპუსს და 2 ვილას ააშენებს. პროექტით გათვალისწინებულია პირსის და ვერტმფრენის დასაფრენი ადგილის მოწყობაც. 

განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით, პროექტი გააერთიანებს 12 000 მაცხოვრებელზე გათვლილ, საცხოვრებელ და დასასვენებელ ინფრასტრუქტურას.

მწვანედ მონიშნულია ადგილები, სადაც მცხოვრებ ოჯახებს პროექტი საცხოვრებელ გარემოს შეუცვლის. გარდა იმისა, რომ მათ აღარ ექნებათ ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი და მათი სახლების წინ კი პლაჟის დიდი ნაწილი ათვისებული იქნება, კომპანია გეგმავს ადგილი შეუცვალოს გზას, რომლითაც ამ დრომდე მოსახლეობა სარგებლობდა.
გენგეგმა

ბრძანება, პროექტისთვის გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმის დამუშავების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, ბათუმის მერს 2026 წლის 12 იანვარს გამოუცია.

საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გარდა კომპანიამ დაგეგმილი პროექტის განსახორციელებლად აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოყენებაზეც მიიღო თანხმობა.

საპროექტო ტერიტორიას ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან ესაზღვრება ზღვის სანაპირო, ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთ აღმოსავლეთის მხრიდან მხრიდან კი – დაბალი ინტენსივობის განაშენიანება.

 „ვინაიდან გეგმარებითი ერთეული მდებარეობს კვარტალურად მკაცრად ჩამოყალიბებულ გარემოში, გეგმარებითი ერთეულის საკვლევი არეალი დაზუსტდა და მოიცვა ირგვლივ განლაგებული ნაკვეთებიც, საერთო ფართით 21,6 ჰექტარი“- განმარტეს კვლევის ავტორებმა. 

განაშენიანების დეტალური გეგმა პროექტის საჭიროების დასაბუთებას ითხოვს. ამ შემთხვევაში გდგ-ს ავტორები გრანდიოზულ გეგმებზე წერენ:

„პროექტის განხორციელების შემდგომ დაბა ჩაქვი 2,1 კმ-იანი კეთილმოწყობილი ბულვარით დაუკავშირდება ბოტანიკურ ბაღს; მდინარე ჩაქვისწყლის მარცხენა ნაპირზე ზღვის შესართავთან ეროზიული პროცესებისგან თავდასაცავად მოხდება ნაპირის გამაგრება შესაბამისი ნაპირდამცავი ნაგებობის მეშვეობით, ნაპირდამცავი ნაგებობის გასწვრივ მოხდება ზღვისპირა მოედნის მოწყობა [7000კვ.მ]; მოედანზე განთავსდება საერთო მოხმარების გასართობი და ტურისტული ინფრასტრუქტურა.

საპროექტო კომპლექსი „დრიმ-ბოტანიკო“-ს განხორციელების შემდგომ მოიაზრება კომპლექსის დაკავშირება სამანქანე-საფეხმავლო ხიდით დაბა ჩაქვსა და „დრიმლენდ ოაზისის“ კომპლექსთან, რის შედეგადაც შეიქმნება ერთიანი ტურისტული კლასტერი, რომელიც გააერთიანებს ორივე კომპლექსში შემავალ ისეთ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა: აკვაპარკი, მრავალფუნქციური გასართობი კომპლექსები, სხვადასხვა ქვეყნის ეთნო სამზარეულო-რესტორნებს, საცურაო აუზებს, სპა და რელექს კომპლექს, სასტუმროებს შესაბამისი ინფრასტრუქტურით, როგორც დასვენებისთვის, ასევე საქმიანი შეხვედრებისთვის, კონფერენციებისთვის, შესაბამისი საკონფერენციო სივრცეებით, ვერტმფრენის ასაფრენ მოედანს და ნავსაყუდელს“.

განაშენიანების დეტალურ გეგმაში საკომპენსაციო ღონისძიებაზეც არის საუბარი.

საქმე იმაშია, რომ როცა კომპანიას ზონაში დადგენილი მშენებლობის პარამეტრების გადაჭარბება სჭირდება, ასეთ შემთხვევაში კანონი მაკომპენსირებელი ღონისძიების დაკისრებას ითვალისწინებს. ეს უნდა იყოს ღონისძიება, რაც მუნიციპალიტეტს სარგებელს მოუტანს.

განაშენიანების დეტალურ გეგმაში ვკითხულობთ, რომ კომპანიამ მერიას სკვერის მოწყობა შესთავაზა, თავისივე პროექტისთვის მომზადებულ მიწის ნაკვეთთან ახლოს. შეიძლება ითქვას, რომ ესეც დამკვიდრებული პრაქტიკაა, როცა კომპანია მერიას სკვერის მოწყობას თავისივე მშენებარე პროექტთან ახლოს სთავაზობს. ფაქტობრივად, კომპანია ამით თავისივე პროექტის საინვესტიციო ღირებულებას ზრდის, ისევ სახელმწიფოს ქონების ხარჯზე.

„დრიმლენდ ოაზისის“ ხელმძღვანელობას კერძო ინიციატივის ფარგლებში განსაზღვრული აქვს მოაწყოს თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე სკვერი, კერძოდ: მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, გაზონები, დასაჯდომი სკამები, განათებები, დაირგვება მოცემული ტერიტორიის კლიმატური პირობებისთვის შესაბამისი ხე-მცენარეები, რაც საშუალებას მოგვცემს გდგ კვლევის არეალში განლაგებულ დასახლებაში [კვარტალში] გავაჩინოთ საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე გამწვანებული ტერიტორია [სკვერი], სადაც თავშეყრის საშუალება ექნებათ ადგილობრივ მაცხოვრებლებს და სტუმრებს“ – ვკითხულობთ განაშენიანების გეგმაში.

დოკუმენტის მიხედვით, აჭარის მთავრობის ბალანზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე კომპანია გეგმავს პირსის მოწყობას საცურაო აუზით, და, ასევე მოაწყობს შადრევნებს, ველობილიკს, საფეხმავლო ბილიკს, ნაპირდამცავ ჯებირს და მდ. ჩაქვის წყალზე გადასასვლელ ხიდს.

გდგ-ს დოკუმენტის მიხედვით, კომპანია მერიას ჰპირდება, რომ 2500 სამუშაო ადგილს შექმნის, როგორც მშენებლობის ეტაპზე, ასევე მისი განხორციელების შემდგომ, სრულად პროექტის დასრულებისთვის კი 350 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

5 ჰექტრამდე ფართობი ჩაქვის სანაპიროზე აჭარის მთავრობამ 2022 წელს 16 მილიონ ლარად და ინვესტიციის განხორციელების პირობით გაყიდა.

მთავრობის პირობა იყო არანაკლებ 120 ნომრიანი სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სარეაბილიტაციო ცენტრის, ცალკე მდგომი, საზოგადოებრივი ან და სავაჭრო დანიშნულების ობიექტების, ღია აუზის, სპორტულ-სარეკრეაციო, გასართობი სივრცეების მოწყობა. ჩამონათვალში იყო ასევე სკვერი, პარკი, სპორტული მოედნები, ვილები, საცხოვრებელი სახლები და ა.შ.

შპს „დრიმლენდ ოაზისის“ 82 პროცენტი ავსტრიულ კომპანიას ეკუთვნის, 18 პროცენტი კი ნიკოლოზ გეგუჩაძის საკუთრებაა.

„რა სიმაღლის იყო მკვლელი?“- ხელვაჩაურში მკვლელობის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში

„რა სიმაღლის იყო მკვლელი?“ – ნაფიცი მსაჯულის ფურცელზე დაწერილი ერთ-ერთი შეკითხვა ამოიკითხა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა.

„არ ვიცი, მაგას ვერ გეტყვით,“ – მხრები აიჩეჩა ბალისტიკური საკითხების ექსპერტმა რომან ბერიძემ, რომელმაც დღეს, 27 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხელვაჩაურში ავტომატით ჩაცხრილვის საქმეზე ჩვენება მისცა.

მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. მსაჯულებმა უნდა გადაწყვიტონ, არის თუ არა დამნაშავე გოგი ბ. რომელიც დღესაც, მთელი პროცესის განმავლობაში, მდუმარედ იჯდა.

მას შემდეგ, რაც პროკურორი და ადვოკატი მოწმის დაკითხვას ასრულებს, მოსამართლე ნაფიცი მსაჯულების მიერ ფურცელზე ჩამოწერილ შეკითხვებს აჟღერებს. მსაჯულებს დღევანდელ სხდომაზე ბევრი შეკითხვა გაუჩნდათ.

საუბარია 2025 წლის 3 ივნისს ხელვაჩაურში მომხდარ მკვლელობაზე – სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით ღამის 3 საათზე, ავტომანქანაში მყოფი ბესო ბოლქვაძე ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს, ავტომანქანა კი მდინარეში გადააგდეს. 33 წლის ბესო ბოლქვაძეს 5 ტყვია ესროლეს.

2025 წლის 14 ივნისს მკვლელობის საქმეზე წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1989 წელს დაბადებული გოგი ბ. და 1993 წელს დაბადებული თამაზ შ. დააკავეს. გოგი ბ.-ს განზრახ მკვლელობის ჩადენა ედება ბრალად, და, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა. თამაზ შ.-ს კი გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ.

ბესო ბოლქვაძე ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში ცხოვრობდა და სოფელ აჭარისწყალთან – იქ, სადაც ჰესის მუშაობის შედეგად დაგუბებული წყალია – ტურისტებზე კატერს აქირავებდა. ერგეში მცხოვრებ ბესო ბოლქვაძეს მეზღვაურ ნიკა კოკობინაძესთან ერთად კატერების გასაქირავებელი ადგილი დაახლოებით 2 წლის წინ მოუწყვია. ამ პირებს ბიზნესი, ანუ ადგილი, სადაც კატერი ქირავდებოდა, დარეგისტრირებული არ ჰქონდათ. მოკლული კაცის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბესო ბოლქვაძე აპირებდა ბიზნესის რეგისტრაციას და მის გაფართოებას, რადგან საქმე მომგებიანი გამოდგა. დაღუპულის ოჯახის წევრების თქმით, მას ე.წ. „ქურდული სამყაროს“ ჩართულობით ბიზნესის დათმობას აიძულებდნენ.

  • რას ამბობს პროკურატურა მკვლელობის მოტივზე

„არ შემიძლია დღეს მტკიცებით ფორმაში გითხრათ, რომ ეს უკავშირდება ქურდულ გარჩევას, თუმცა არც ის შემიძლია, რომ ეს გამოვრიცხო.

აქ რამდენიმე მოტივაციაა: დაზარალებულს და ბრალდებულს ჰქონდათ კონფლიქტი მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. ეს სხვისი მიწის ნაკვეთი იყო, მაგრამ ბრალდებულს გააჩნდა ინტერესები. თანაც, ბრალდებულს, მენტალიტეტიდან გამომდინარე, პრეტენზია გააჩნდა, რომ გარჩევაში მონაწილეობა უნდა მიეღო. მოწმეები საუბრობენ იმაზე, რომ ის მომავალი ქურდი იყო,“- უთხრა „ბათუმელებს“ პროკურორმა გიორგი მუჯირმა ამ საქმის ერთ-ერთი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

  • რა თქვა დღეს ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე 

ბალისტიკური საკითხების ექსპერტის, რომან ბერიძის თქმით, მკვლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები ბესო ბოლქვაძეს.

ამ დროს ბესო ბოლქვაძე მსუბუქ ავტომანქანაში, საჭესთან იჯდა. მას ფანჯრის მინა ჩამოწეული ჰქონდა.

ექსპერტის თქმით, მკვლელმა ხუთივეჯერ ავტომანქანის ჩამოწეული მინის მიმართულებით გაისროლა.

ექსპერტის განმარტებით, მკვლელს ცეცხლსასროლი იარაღი ზევიდან ქვევით, დაახლოებით 30 გრადუსის დახრილობით ეჭირა ხელში. პირველი გასროლის შემდეგ მკვლელმა ერთი ნაბიჯი მარჯვნივ გადგა და ისე განაგრძო სროლა.

„ზევიდან ქვემოთ იყო მიმართული ყველა გასროლა. 5 გასროლა გვაქვს სახეზე,“ – თქვა მოწმემ და ხელი იმგვარად მოიმარჯვა ნაფიცი მსაჯულების მიმართულებით, როგორც, მისი დასკვნის მიხედვით, სავარაუდოდ მკვლელს ეჭირა ხელში იარაღი.

მნიშვნელოვანი დეტალი: ამ დრომდე მკვლელობის იარაღი არ არის ნაპოვნი. ექსპერტის, რომან ბერიძის თქმით, მას არ შეუძლია დაკონკრეტება, კონკრეტულად რომელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა გასროლა.

„დენთის კვალი სად შეიძლება დარჩეს?“ – ჰკითხა პროკურორმა გიორგი მუჯირმა ექსპერტს.

„ყველაზე ხშირად ტანისამოსზე და ხელზე რჩება,“ – თქვა მოწმემ.

„10 დღის განმავლობაში თუ რამდენჯერმე დავიბან ხელს, რა მოხდება?“ – პროკურორს არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ამ საქმის მასალების მიხედვით, დენთის კვალს პროკურატურამ ვერ მიაკვლია, მკვლელობაში ბრალდებული კაცი კი, მკვლელობიდან 10 დღის გასვლის შემდეგ დააკავეს.

„უმეტესწილად არ დარჩება,“ – თქვა მოწმემ და პაუზის შემდეგ დასძინა – 10 დღის კი არა, მეორე დღესაც არ დარჩენილა ზოგჯერ დენთის კვალიო.

პროკურორმა მოწმეს ასევე დააკონკრეტებინა, რას გულისხმობდა „ხელის დამუშავებაში“. ექსპერტის თქმით, საპნით ხელის დაბანითაც შეიძლება ჩამოირეცხოს დენთის კვალი ადამიანმა.

„შეგიძლიათ გვითხრათ, რა მანძილიდან მოხდა გასროლა?“ – ექსპერტს ამჯერად მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა, რამინ პაპიძემ მიმართა.

ექსპერტმა ადვოკატს უთხრა, რომ მანძილის დადგენაზე მას არ უმუშავია და არც მკვლელობის შემთხვევის ადგილის დათვალიერებას დასწრებია. ბალისტიკურ ექსპერტს დაცხრილული ავტომანქანა უკვე დალუქულ მდგომარეობაში დაუთვალიერებია – ხელვაჩაურის პოლიციის შენობის ეზოში.

„დამიზნებით ესროლა, თუ უმისამართოდ?“ – ნაფიცი მსაჯულის მორიგი შეკითხვა ამოიკითხა მოსამართლემ. მოწმემ თქვა, რომ ამის დაზუსტებით თქმა არ შეუძლია. მსაჯულებმა ბალისტიკის ექსპერტს ასევე ჰკითხეს, რა მანძილზე უნდა ისმოდეს ავტომატიდან გასროლის ხმა და ასევე ჰკითხეს – შეიძლებოდა ხმის ჩამხშობის გამოყენება?

საქმის მნიშვნელოვანი დეტალი: ღამის სამ საათზე ავტომატის სროლის ხმა არავის გაუგონია. მოკლული კაცის და მდინარეში გადაგდებული ავტომანქანა დილით ნახეს.

„მასრებით ვერ დაადგენ, ხმის ჩამხშობი იყო თუ არა გამოყენებული,“ – აღნიშნა მოწმემ და ხაზი გაუსვა იმას, რომ უშუალოდ იარაღის დათვალიერებაა საჭირო იმის დასადგენად, იყო თუ არა გამოყენებული ხმის ჩამხშობი.

ექსპერტის განმარტებითვე, გასროლის ხმის რადიუსის დაფარვა ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული, მათ შორის, ადგილმდებარეობასა და ქარის მიმართულებაზე.

მოგვიანებით პროკურორმა გიორგი მუჯირმა ექსპერტს ფურცელი მიაწოდა: იქნებ, დაუხატოთ მსაჯულებს, თქვენი დასკვნის მიხედვით, რა მიმართულებით ესროლეს ავტომანქანასო. ექსპერტი მსაჯულებს მიახლოვდა და მათ წინ, მაგიდაზე შეუდგა ესკიზის შედგენას.

„იქნებ თქვენც დახატოთ, თქვენი წარმოსახვით როგორ მოხდა ეს?“ – პროკურორს ირონიით მიმართა ადვოკატმა რამინ პაპიძემ.

„მე გოგისაც [ბრალდებული] მივახატავ და არ გირჩევთ“, – უპასუხა ადვოკატს პროკურორმა.

ამასობაში, ექსპერტმა თავისი ნახატი გადააწოდა მსაჯულებს.

ნაფიცმა მსაჯულებმა ფურცელს დაუწყეს თვალიერება. დარბაზში მსხდომებიც დაშორდნენ საზურგეებს, ოდნავ წინ გადაიხარნენ და ფურცელზე დახატული ესკიზისთვის თვალის შევლება სცადეს.

სასამართლო დარბაზის პირველ რიგში მოკლული კაცის დედა და და სხედან. ოჯახის წევრები და ახლობლები თითქმის მთლიანად იკავებენ მთელ რიგს. მეორე მხარეს კი, მკვლელობაში ბრალდებულის რამდენიმე ახლობელი ზის.

დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ ნაფიც მსაჯულებს ასევე წარმოუდგინა ამ საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული თამაზ შ.-ს მობილური ტელეფონის დათვალიერების ჩანაწერი, ასევე ჩანაწერები, რომლითაც ჩანს, სად გადაადგილდება მკვლელობის ღამეს თამაზ შ.

გამოძიების ვერსიით, თამაზ შ. – მ მკვლელობის ღამითვე დეტალურად იცოდა ჩადენილი მკვლელობის შესახებ.

„ნახეთ, ჩანს, რომ ყოველ 20 წუთში ერთხელ ათვალიერებს ამ გვერდებს და ეცნობა, რა ინფორმაცია ქვეყნდება… დასკვნა თქვენ თვითონ გააკეთეთ,“ – ნაფიც მსაჯულებს გახედა პროკურორმა გიორგი მუჯირმა და შემდეგ დეტალურად აღწერა, როგორ ეცნობოდა იმ დღეს მკვლელობის შესახებ გამოქვეყნებულ ყველა სიახლეს თამაზ შ. მათ შორის, ერთ-ერთი პირველი „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული ინფორმაციაა ხელვაჩაურში მომხდარი სასტიკის მკვლელობის შესახებ.

საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.

ამ თემაზე:

„წილის დათმობას სთხოვდა ქურდული სამყარო“ – ვერსია აჭარისწყალთან მომხდარ მკვლელობაზე

რა რისკს შეიცავს მეზღვაურისთვის ჩრდილოვან ფლოტში დასაქმება – ინტერვიუ

მეზღვაური რომ გემზე სამუშაოდ წავიდეს, ორი გზა აქვს, მიმართოს საკრუინგო კომპანიას, რომელიც მოუძებნის მისთვის შესაფერის ვაკანსიას, ან თავად, დამოუკიდებლად იპოვოს სამუშაო გემზე.

პირველ შემთხვევაში, მეზღვაურთან ერთად რისკებს საკრუინგო კომპანიაც ინაწილებს, მეორე შემთხვევაში, კი მთელი რისკი და პასუხისმგებლობა მეზღვაურზე მოდის.

მიმდინარე წლის იანვარში ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილად მიჩნეული ორი ნავთობტანკერი დააკავეს, რომლის ეკიპაჟშიც ქართველი მეზღვაურები იმყოფებოდნენ.

ნავთობტანკერის ქართველი კაპიტანი, ავთანდილ კალანდაძე, აშშ-ის მიერაა დაკავებული და სასამართლო პროცესებს ელოდება.

რატომ მიდიან ქართველი მეზღვაურები ჩრდილოვანი ფლოტის გემებზე, რა საფრთხეს უქმნის მათ კარიერას მსგავსი სამუშაო გამოცდილება და როგორ უნდა დაიზღვიონ თავი მეზღვაურებმა? – „ბათუმელებს“ ამ თემაზე შორეული ნაოსნობის კაპიტანი, სასწავლო ცენტრ „მერიდიანის“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი შარაბიძე ესაუბრა.

  • ბატონო ირაკლი, როგორ ხვდებიან მეზღვაურები „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებზე? რა როლი აქვთ მეზღვაურთა დასაქმებაში საკრუინგო კომპანიებს და რა როლს თამაშობ პირადი კავშირები?

მოდი დავსვათ საკითხი ასე – სამუშაოს ძიებისას, რა პრობლემის წინაშე დგას ქართველი მეზღვაური?

მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში, არ არსებობს მეზღვაურთა პროფესიული კავშირი. არსებობს მხოლოდ რაღაც „კანტორა“, რომელიც არის უფუნქციო, ვერაფერს ვერ აკეთებს, არაფერს არ აკეთებს და ეს არის პრობლემა.

იმ ქვეყნებში, სადაც მეზღვაურთა პროფკავშირები თავის დონეზეა, მეზღვაურთა დასაქმებაც ძალიან მაღალ დონეზეა.

რატომ?

როდესაც შედის ქვეყანაში გემთმფლობელი, პირველ რიგში თუ ის ნორმალური გემთმფლობელია, ხელშეკრულებას აფორმებს ადგილობრივ მეზღვაურთა პროფესიულ კავშირთან.

ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ქვეყნის მეზღვაური დასაქმდება ისეთ კომპანიაში, ისეთ გემზე, სადაც გარანტირებულად ხელფასი ექნება. კონტრაქტში გათვალისწინებული იქნება ყველაფერი – კვება, სამუშაო გარემო და უსაფრთხოება.

ამ მიმართულებით ვერ განვითარდა საქართველო. არ გვყავს ძლიერი პროფესიული კავშირი.

საქართველოში როგორ ხდება დასაქმება:

მეზღვაური არის თავისუფალი ადამიანი, რომელმაც დაამთავრა საზღვაო აკადემია თუ სხვა სასწავლებელი. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მისცა ამ მეზღვაურს ყველა საჭირო სერტიფიკატი, მიანიჭა შესაბამისი წოდებები, იქნება ეს კაპიტნის წოდება, უფროსი თანაშემწის, უფროსი მექანიკოსის თუ სხვა. ამ დოკუმენტების მიღების შემდეგ, მეზღვაური სამუშაოს არჩევაში თავისუფალია – ვერავინ ვერ შეზღუდავს, თუ სად წავა და ვისთან დასაქმდება.

დასაქმებისთვის მან უნდა მიმართოს ან საკრუინგო კომპანიას, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს აღიარებული საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ან თავად, ინდივიდუალურად იპოვოს სამუშაო გემზე.

და აი, აქ იწყება ხშირად პრობლემა.

როდესაც მეზღვაური საქმდება საკრუინგო კომპანიის გვერდის ავლით, ხშირად არ ხდება კონტრაქტის შესაბამისად განხილვა. მეზღვაურთა ნაწილი არ ეცნობა ბოლომდე რა უწერია კონტრაქტში. მეზღვაურთა 50% კი რისკავს და ამ მთელ რისკს საკუთარ თავზე იღებს. იცის რა ელოდება, მაგრამ მაინც მიდის.

ეს არის და ეს დღევანდელი სიტუაცია.

  • რატომ მიდიან ქართველი მეზღვაურები „ჩრდილოვან ფლოტზე“? ფინანსური დაინტერესების გამო? დაბალი კვალიფიკაციის თუ რა არის მიზეზი?

მე ვერ ვიტყვი, რომ 100%-ით ყველა მეზღვაურმა იცის, რომ ჩრდილოვანი ფლოტის გემზე მიდის სამუშაოდ და გააზრებულად აყენებს რისკის ქვეშ თავის თავს.

შესაძლებელია, მეზღვაური ავიდეს გემზე – გინდ კაპიტანი, გინდ რიგითი, მნიშვნელობა არა აქვს, ორი-სამი თვე იმუშაოს და არ იცოდეს, რომ შესაძლოა, გემი დასანქცირდეს. შეიძლება ეს გემი ერთი წლით ადრე, ან უფრო ნაკლებით ყოფილიყო რუსეთის ან ჩინეთის რომელიმე პორტში, ჩაეტანა რაღაც და სანქციები მოვიდა გვიან.

თუმცა ნაწილმა იცის და გააზრებულად მიდის.

ზუსტად იმის თქმაც გამიჭირდება, ასე რატომ რისკავენ. რომ გითხრათ, რომ კარგი, პრესტიჟული კომპანიისა და სანქცირებული კომპანიის ხელფასებს შორის დიდი სხვაობაა – ასე არ არის. ხელფასი თითქმის ყველგან ერთნაირია. ხელფასის გამო ეს არ ხდება.

ზოგი მეზღვაური იმის გამო მიდის, რომ ლოდინის რეჟიმში ყოფნა არ უნდა ფინანსური პრობლემების გამო.

მაგალითად, მუშაობს კარგ კომპანიაში, უმთავრდება კონტრაქტი, ჩამოდის გემიდან, ბრუნდება სახლში, თავის კომპანიაში ეუბნებიან, რომ კიდევ სამი-ოთხი თვე უნდა დაელოდოს ახალ კონტრაქტს. მეზღვაური ფიქრობს, რომ ეს დიდი დროა, ფინანსური პრობლემები ვერ მოითმენს, ამიტომ ეძებს ახალ სამუშაოს, პოულობს და მიდის.

ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევაა, როდესაც მეზღვაურები კარგი კომპანიიდან ადიან სხვა გემებზე და ორ-სამ თვეში ეს გემი პრობლემებში ეხვევა. აღმოჩნდება, რომ რაღაც სანქცირებული ტვირთი წაუღია და პრობლემებშია.

  • აქ ვისი, რომელი უწყების პასუხისმგებლობა შემოდის? ვინ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მეზღვაურს, რომ გემი სანქცირების რისკის ქვეშაა?

მე არცერთ მხარეს არ ვიჭერ, ვისაუბრებ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, ჩემი გამოცდილების შესაბამისად და ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, რომელიც არის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანო, დღესდღეობით ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რაც საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად მოეთხოვება მეზღვაურის დასაქმებასთან მიმართებაში.

20 ათასამდე მეზღვაურია საქართველოში და შეუძლებელია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ყველა აკონტროლოს.

ვისაუბროთ საკრუინგო კომპანიებზე.

ბოლო ორი წლის განმავლობაში სააგენტო ძალიან მკაცრად უწევს ზედამხედველობას საკრუინგო კომპანიებს.

ჩემი ინფორმაციით, არცერთი საკრუინგო კომპანია, რომელიც აღიარებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, არ ასაქმებს მეზღვაურებს სანქცირებულ კომპანიებში და სანქცირებულ გემებზე.

ეს ძალიან მკაცრად რეგულირდება და რამდენადაც ვიცი, რამდენიმე საკრუინგო კომპანია დაჯარიმდა კიდეც.

ჯარიმა საკმაოდ მაღალია, შემდეგი ეტაპია დახურვა და ლიცენზიის ჩამორთმევა, რაც ჯერ არ მომხდარა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საკრუინგო კომპანიას აძლევს ლიცენზიას, ასე ვთქვათ, აღიარების სერტიფიკატს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს კომპანია ასაქმებს მხოლოდ და მხოლოდ პრესტიჟულ კომპანიებში მეზღვაურებს და არა სანქცირებულ კომპანიებში.

წარმოვიდგინოთ სიტუაცია – მეზღვაური წავიდა გემზე, სააგენტოს მიერ აღიარებული საკრუინგო კომპანიით. თუ გემი, რომელზეც ეს მეზღვაური წავიდა, დასანქცირდა, სააგენტოს აქვს უფლება მოიკვლიოს და ჰკითხოს საკრუინგოს, რატომ წავიდა ეს მეზღვაური იმ გემზე, რომელიც დასანქცირდა.

მეორე შემთხვევაში, როდესაც დამოუკიდებლად მიდის მეზღვაური, ინტერნეტში თავისით მოიძია კომპანია, დასაქმდა გემზე და მერე ეს გემი დასანქცირდა, აქ ვერავის ვერ მივმართავთ. ყველანაირი უფლება აქვს მეზღვაურს, რომ არავის არაფერი შეეკითხოს, ავიდეს, წავიდეს, დასაქმდეს სადაც უნდა.

სწორედ ამიტომ გვჭირდება მეზღვაურთა პროფკავშირი საქართველოში. მსგავსი ქეისების მართვა არის მეზღვაურთა პროფესიული კავშირის პირდაპირი ვალდებულება.

მაგალითად, ფილიპინებში ყველა გემთმფლობელი, რომელიც შედის ქვეყანაში, პირდაპირ მიდის და კითხულობს მეზღვაურთა პროფესიულ კავშირს, მასთან ალაგებს ამ სიტუაციას. საქართველოში მსგავსი ორგანიზაცია რომ არსებობდეს, მეზღვაური, რომელსაც დამოუკიდებლად სურს დასაქმება, საკრუინგოს გარეშე, მიაკითხავდა პროფკავშირს და სთხოვდა – აი, მივდივარ ამ კომპანიაში, გადამიმოწმეთ როგორი კომპანიაა, რამდენად სანდოა და ა.შ.

ირაკლი შარაბიძე
  • რა საფრთხე ექმნებათ სამომავლოდ მეზღვაურებს, რომლებიც სანქცირებულ გემებზე აღმოჩნდებიან?

ასობით გემია დასანქცირებული აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის და უკრაინის მიერ. მე ველოდები, რომ ამ გემების დასანქცირებიდან მალე გადავლენ პერსონალურ სანქციებზე.

ვფიქრობ, ძალიან მალე, რამდენიმე თვეში, გამოაქვეყნებენ სანქცირებული მეზღვაურების სიას.

მე არ ვამბობ, რომ მხოლოდ ქართველი მეზღვაურების სიას, არამედ ყველა იმ ქვეყნის მეზღვაურის სიას, რომლებიც არიან კავშირში ჩრდილოვან ფლოტთან და შეიძლება ეს მეზღვაურები შეიყვანონ ე.წ. „შავ სიაში“. როგორც არის ცალკე სია სანქცირებული გემებისა და კომპანიების, ასევე იქნება მეზღვაურების სია, რომლებიც მოხვდებიან სანქციებში.

ეს რას ნიშნავს ჩემი ხედვით? თუ ასეთი სია შედგა, გამოქვეყნდა და დაფიქსირდა, ამ მეზღვაურებს გაუჭირდებათ შემდეგ დასაქმება.

ყველა იმ ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაციები, რომელთა მეზღვაურებიც მოხვდებიან სანქცირებულთა სიაში, ინდივიდუალურად მიიღებენ ალბათ გადაწყვეტილებებს. შეიძლება შეუჩერონ კომპეტენციის სერტიფიკატები დროებით ან დიდი ხნით…

ჩვენი მაგალითი რომ ავიღოთ, ქართველი მეზღვაურები მუშაობენ სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე.

შეიძლება იმ დროშების ადმინისტრაციამაც მიიღოს გადაწყვეტილება, რომ სანქცირებულთა სიაში მყოფ მეზღვაურებს არ მისცეს მისი დროშის ქვეშ მცურავ გემზე მუშაობის უფლება.

ეს ძალიან დიდ დისკომფორტს შეუქმნის მეზღვაურებს, მათ არ ექნებათ დიდი არჩევანი, რომ დასაქმდნენ პრესტიჟულ და კარგ კომპანიებში. ეს არის ჩემი ხედვა, რა მოხდება შემდეგ თვეებში, რადგან დაიწყო პროცესი, გაჩნდა სანქცირებული გემები, სანქცირებული კომპანიები და ლოგიკურად ჩნდება მეზღვაურთა სანქცირების საკითხიც.

შეიძლება ეს სია არ იყოს ღია, რადგან პერსონალური მონაცემები მეტ-ნაკლებად დაცულია, მაგრამ გაუგზავნონ პირდაპირ იმ ქვეყნების საზღვაო ადმინისტრაციებს, რომელი ქვეყნის მოქალაქეებიც იქნებიან დასანქცირებული მეზღვაურები.

  • ქართველ კაპიტანს, ავთანდილ კალანდაძეს, აშშ-ში სასამართლო პროცესი ელის. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე აღმოჩნდება ქართველი მეზღვაური ჩრდილოვან ფლოტში საქმიანობის გამო. რა ელის მას? რა შეუძლიათ ქართულ ოფიციალურ უწყებებს გააკეთონ?

მე საზღვაო სამართლის სპეციალისტი არ ვარ და კომპეტენტურ ვერ ვიქნები, მაგრამ ვარ შორეული ნაოსნობის კაპიტანი, პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება მაქვს.

კაპიტანი იღებს ყველა გადაწყვეტილებას გემზე, მის გადაწყვეტილებაში არავის არ შეუძლია ჩარევა, ამიტომ ჰქვია მას გემის კაპიტანი.

მაგრამ არის ერთი რამ, კაპიტანი არ არის პასუხისმგებელი თუ რა ტვირთი გადააქვს. მე მესმის, რომ არის ტვირთი ესა და ეს, მაგრამ მოვიდა მიმართულება, გემი უნდა წავიდეს აი, ამ ნავსადგურში, კაპიტნის ვალდებულება არის უსაფრთხოდ ჩაიყვანოს გემი ამა თუ იმ ნავსადგურში, უსაფრთხოდ მოხდეს მისაბმელი ოპერაციები, უსაფრთხოდ განიტვირთოს გემი.

დანარჩენი კომერციული საკითხები, რა ღირს ტვირთი, ვინ არის ტვირთის მიმღები და ასე შემდეგ, ეს თავიდან ბოლომდე არის გემთმფლობელს ვალდებულება და პასუხისმგებლობა.

ჩემთვის ბოლომდე გაუგებარია, ის ქართველი კაპიტანი, რომელზეც მეკითხებით, რატომ მოხვდა ამ სიტუაციაში. დარწმუნებული ვარ, რომ ის არ არის დამნაშავე. ამას ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ვამბობ.

კაპიტნის ვალდებულება არის გემი იყოს უსაფრთხოდ, გემი გადაადგილდებოდეს უსაფრთხოდ, ეკიპაჟის წევრები იყოს უსაფრთხოდ, ტვირთი რაც ტვირთის მფლობელი არის გემზე ის გადაიტანოს უსაფრთხოდ და ასე შემდეგ. მან მიიყვანა გემი უსაფრთხოდ ნავსადგურში, გემი დაიტვირთა, გემი მიდიოდა იმ მიმართულების შესაბამისად, რაც მიიღო გემთმფლობლისგან.

ამიტომ კაპიტნის პასუხისმგებლობა კომერციულ საკითხებში და ასე შემდეგ, არ მესმის…

  • რას ურჩევდით ქართველ მეზღვაურებს, რატომ არ უნდა წავიდნენ ჩრდილოვანი ფლოტის გემებზე და როგორ უნდა შეამოწმონ გემი, ის ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაშია თუ არა?

პირდაპირ ვურჩევ ყველა მეზღვაურს, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს მსოფლიოში ძალიან რთული სიტუაციაა, განსაკუთრებით საზღვაო მიმართულებით – სამჯერ, ოთხჯერ, ათჯერ დაფიქრდით, სანამ დასაქმდებით. პანდემიის დროსაც კი არ იყო ასეთი სიტუაცია, როგორიც ახლაა.

განსაკუთრებით ახალგაზრდებს მოგიწოდებთ, ვისაც არა გაქვთ გამოცდილება, მაქსიმალურად გადაამოწმეთ, თუ სად მიდიხართ და სად საქმდებით.

ბევრი შემთხვევაა, როცა ისე მიდიან გემზე, კონტრაქტიც კი არ აქვთ წინასწარ ნანახი. მიდიან პირობით – „ამოხვალ გემზე, მოაწერ ხელს კონტრაქტს და ა.შ.“

მესმის, რომ ყველას ეჩქარება გემზე წასვლა, ყველას უნდა შემოსავალი, მაგრამ ამ სიჩქარით ძალიან დიდ პრობლემას უქმნით თქვენს თავს, თქვენს ქვეყანას.

იმიტომ, რომ შემდეგ ამ ყველაფრის გამოძიებაში ძალიან ბევრი ფინანსები და ადამიანური რესურსი იხარჯება.

დღე არ გავა, ერთი-ორი მეზღვაური არ დამიკავშირდეს, თავისი კონტრაქტი არ მაჩვენოს და არ მკითხოს რჩევა. პირდაპირ გეტყვით, 70-80%-ს ვეუბნები უარს, რადგან არ არის იქ ყველაფერი დაწერილი კარგად, არ არის ჩამოყალიბებული და არის შეუსაბამო კონტრაქტის პირობები. ძალიან ბევრი მეზღვაური, ასე ვთქვათ, გადავარჩინე პრობლემებს.

  • თუ მაინც ისე მოხდა, რომ გემზე ასულმა მეზღვაურმა აღმოაჩინა, რომ ჩრდილოვანი ფლოტში შემავალ გემზე დაიწყო მუშაობა, როგორ უნდა მოიქცეს? რა გამოსავალი აქვს?

თუ კაპიტანია, როდესაც ამას აღმოაჩენს, პირველივე ნავსადგურში, სადაც შევა გემი, უნდა მოითხოვოს გემიდან ჩასვლა.

თუ რიგითი მეზღვაურია, რიგით მეზღვაურს შუა ზღვაში არავითარი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. უნდა მიმართოს კაპიტანს და უთხრას, რომ პირველივე ნავსადგურიდან გაუშვან სახლში, რადგან სანქცირებულ კომპანიაში, სანქცირებულ გემზე ვერ დარჩება.

თუ კაპიტანი უარს ეტყვის, როდესაც გემი ნავსადგურში შევა, მეზღვაურმა უნდა მიმართოს საერთაშორისო საზღვაო პროფკავშირებს ITF-ას, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ნავსადგურშია, რომლებიც დაეხმარებიან და უზრუნველყოფენ მეზღვაურის მშვიდობიან რეპატრიაციას სახლში, საქართველოში.

თუ დასაქმებულია საკრუინგო კომპანიის საშუალებით, მაშინ უნდა დაეკონტაქტოს ჯერ საკრუინგო კომპანიას და თუკი საკრუინგო არ მიიღებს შესაბამის ზომებს, შემდეგ უკვე – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს.

მოკლედ, მეზღვაურმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მაქსიმალურად სწრაფად დასაბრუნებლად. მე ვფიქრობ, რომ სანქცირებულ გემებზე დასაქმების თემა ძალიან მალე დაიხურება. როგორც გემთმფლობელების და გემების შავი სია კეთდება, ვფიქრობ, ასე იქნება მეზღვაურებზეც. მე პირადად არავის არ ვუსურვებ ამ სიაში მოხვედრას.

__________________________

ჩრდილოვანი ფლოტის შესახებ:

ტერმინ „ჩრდილოვანი ფლოტის“, Shadow Fleet -ის ქვეშ მოიაზრება ნავთობტანკერებისა და სხვა გემების არაფორმალური ქსელი, რომლებიც მუშაობენ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით.

ჩრდილოვანი ფლოტი შედგება ძველი ან გადარეგისტრირებული გემებისგან, რომელთა მფლობელების შესახებ ინფორმაცია ძირითადად გაუმჭვირვალეა. გემები შემჩნეული არიან ტრანსპონდერის AIS – ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემის გათიშვაში და ღია ზღვაში ნავთობის „გემიდან გემზე“ [ship-to-ship] გადატვირთვაში.

ტერმინი ჩრდილოვანი ფლოტი გაჩნდა ადრეულ 2010-იან წლებში, როდესაც ირანი და ვენესუელა მათზე დადებული სანქციების მიუხედავად მაინც აგრძელებდნენ ნავთობის ექსპორტს.

2022 წელს, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა და განსაზღვრა ნავთობის ფასის ზედა ზღვარი. რუსეთმა სანქციებისგან თავის არიდების მიზნით შექმნა ასობით ტანკერისგან შემდგარი ფარული ქსელი, რომელსაც ჩრდილოვანი ფლოტის სახელით მოიხსენიებენ.

ჩრდილოვან ფლოტს დაეკისრა ფუქნცია, რუსული ნავთობი გადაეზიდათ ისე, რომ აერიდებინათ თავი სანქციებისთვის და ასევე გვერდი აევლოთ ნავთობის ფასის ზედა ზღვრისთვის.

 

„საბანკო ანგარიშზე წვდომა შეზღუდული მაქვს“ – რას წერს დასანქცირებული თამაზაშვილი დეკლარაციაში

„საბანკო ანგარიშზე წვდომა შეზღუდული მაქვს 2024 წლის დეკემბრის თვიდან“ – წერს აჭარის „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში.

2024 წლის 19 დეკემბერს სულხან თამაზაშვილი დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა.

2024 წელს სულხან თამაზაშვილის თბილისის პოლიციის უფროსი იყო. ამ პერიოდში პროევროპულ საპროტესტო აქციებზე პოლიციელები ადამიანებს სცემდნენ, ძალადობდნენ, არაადამიანურად ექცეოდნენ.

სულხან თამაზაშვილის მიერ 2025 წელს შევსებულ დეკლარაციაში არაა დაზუსტებული, რის გამო აქვს მას „საქართველოს ბანკის“ საბანკო ანგარიშზე წვდომა შეზღუდული.

ბოლო ქონებრივი დეკლარაცია სულხან თამაზაშვილმა 2025 წლის 30 ნოემბერს წარადგინა. ამ დეკლარაციაში თანამდებობის პირის 2024 წლის შემოსავლები და ხარჯებია ასახული. მაგალითად, როგორც თბილისის პოლიციის უფროსს, 2024 წელს, სულხან თამაზაშვილს ჯამაგირის სახით 105 206 ლარი მიუღია.

„საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე თამაზაშვილს ნაშთი დარჩენია – 5750 ლარი. სწორედ ამ სახელფასო ანგარიშზე აქვს წვდომა შეზღუდული სულხან თამაზაშვილს.

ახალი დეკლარაციის წარსადგენად სულხან თამაზაშვილს 2026 წლის დეკემბრამდე აქვს დრო.

სქრინი სულხან თამაზაშვილის 2025 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან

უკავშირდება თუ არა საბანკო ანგარიშის წვდომაზე შეზღუდვა ბრიტანეთის სანქციებს? აქვს თუ არა რომელიმე ბანკში ანგარიში სულხან თამაზაშვილს, რომელიც თანამდებობის პირია და ხელფასს ხელზე კანონით ვერ უნდა იღებდეს? – კითხვებზე პასუხის მისაღებად აჭარის მთავრობის პრესცენტრს მივმართეთ, თუმცა ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

2024 წლის 19 დეკემბერს სულხან თამაზაშვილის გარდა დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა მაშინდელი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, ასევე ალექსანდრე დარახველიძე, რომელიც დღემდე შს მინისტრის მოადგილეა, ზვიად ხარაზიშვილი – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშინდელი უფროსი და მილერი ლაგაზაური – „ხარებას“ მოადგილე.

2024 წლის 2 აპრილს დიდმა ბრიტანეთმა ასევე დაასანქცირა ქართველი მოსამართლეები, ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე.

2025 წლის 10 აპრილს სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორ გიორგი გაბიტაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძეს, გდდ-ს ხელმძღვანელის მოადგილე მირზა კეზევაძეს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს, კარლო კაციტაძეს.

2025 წლის 19 სექტემბერს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს და ბიზნესმენ ლევან ვასაძეს.

„ბათუმელებმა“ გადაამოწმა ბრიტანეთისგან დასანქცირებული იმ პირების ქონებრივი დეკლარაციები, რომლებიც დღემდე იკავებენ თანამდებობებს. 2025 წელს შევსებულ დეკლარაციებში არ არის მითითებული საბანკო ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვის შესახებ.

ამავე თემაზე:

სად მიდიან აშშ-ისა და UK-ის მიერ სანქცირებული ფიგურები

სარფში ცეცხლსასროლი იარაღის შემოტანის ფაქტზე, რუსეთის მოქალაქე დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში შემოტანის ფაქტზე, რუსეთის მოქალაქე დააკავეს.

რუსეთის მოქალაქეს იარაღი „სარფის“ სასაზღვრო გამშვები-პუნქტიდან შემოჰქონდა.

„ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის სპეციალური სკანერის საშუალებით დეტალური დათვალიერებისას, სხვადასხვა მოდელის 13 ცეცხლსასროლი იარაღი და 9 მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღო პოლიციამ.

ბრალდებულს იარაღი სპეციალურად მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული.

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარებისა და საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალდებით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული პირი“. – წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორ ეხმარება აიქეშის სავაჭრო პროგრამა მაღაზიებს მარაგების მართვაში

მაღაზიაში მარაგის კონტროლი ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესია: ზედმეტი რაოდენობა თანხას გიყინავს და ხშირად პროდუქტიც გასაყიდი გრჩება, ხოლო დეფიციტი პირდაპირ გაყიდვებს გაკარგვინებს – მომხმარებელი ვერ პოულობს სასურველ საქონელს და კონკურენტთან მიდის. პრობლემა კიდევ უფრო მძაფრდება მაშინ, როცა ნაშთები ხელით, სხვადასხვა ფურცელში ან რამდენიმე სისტემაშია გაბნეული: მონაცემები გვიანდება, შეცდომები ხშირდება და ზუსტი კონტროლი რთულდება.

აიქეშის cloud-ზე დაფუძნებული POS სავაჭრო პროგრამა მარაგების მართვას ერთ სისტემაში აერთიანებს. ეს ნიშნავს, რომ ნაშთები, მიღება-ჩაბარება და გაყიდვები ერთმანეთთან დაკავშირებულია, ხოლო შენ რეალურ სურათს ხედავ ნებისმიერ დროს, სწრაფად, მოწესრიგებულად და მონაცემებზე დაყრდნობით.

დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით, როგორ ეხმარება აიქეშის სავაჭრო პროგრამა მაღაზიებს მარაგების მართვაში.

მარაგის კონტროლი ყოველდღიურობაში

მაღაზიაში მარაგის სწორად მართვა პროდუქტის ერთ სისტემაში მოწესრიგებულად თავმოყრით უნდა დაიწყო. აიქეშის სავაჭრო პროგრამის საშუალებით, პროდუქტებს მარტივად ამატებ, კატეგორიებს აწყობ, ფასებს აკონტროლებ და საჭიროების მიხედვით, მონაცემებს ოპერატიულად აახლებ. როცა კატალოგი დალაგებულია, ყოველდღიური ოპერაციებიც უფრო სწრაფი და ზუსტი ხდება. მოლარეს აღარ უწევს ხელით ძებნა და ნაშთების გადამოწმებაზე დროის დაკარგვა.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი რეალური ნაშთებია: ნებისმიერ დროს ხედავ, რომელი პროდუქტი რამდენი დაგრჩა და რისი შევსებაა საჭირო. მინიმალურ ნიშნულზე ჩამოსვლის შემთხვევაში, სისტემა შეტყობინებას გიგზავნის, რათა დეფიციტი არ შეგექმნას და გაყიდვა არ დაკარგო. შედეგად, ზედმეტი მარაგი ნაკლებად გიგროვდება, თანხა უსარგებლო ნაშთებში არ იყინება და მომხმარებელს საჭირო პროდუქტი ყოველთვის ხვდება.

მიღება-ჩაბარება და დაბრუნებები

მარაგების მართვაში ყველაზე მეტი დრო ხშირად არა გაყიდვებზე, არამედ მიღება-ჩაბარებასა და დაბრუნებებზე იხარჯება. როცა ეს პროცესი სხვადასხვა ფურცელზე ინახება, შეცდომის დაშვება მარტივია, რადგან რაოდენობა ირევა, გადამოწმება რთულდება და დოკუმენტებზე მუშაობა ზედმეტ რესურსს მოითხოვს. აიქეშის POS პროგრამა მიღება-დაბრუნებას სისტემურად ალაგებს, რათა თითოეული ოპერაცია ერთ სივრცეში იყოს დაფიქსირებული და საწყობის სურათი რეალურად ასახავდეს მდგომარეობას.

მნიშვნელოვანი უპირატესობაა RS.GE-დან მიღება/დაბრუნების პროცესის გამარტივებაც, რადგან დოკუმენტაცია უფრო მოწესრიგებულია და ოპერაციები სწრაფად სრულდება. გარდა ამისა, თუ უკვე მუშაობდი სხვა პროგრამაში, აიქეში გაძლევს შესაძლებლობას მონაცემების იმპორტიც გააკეთო (პროდუქცია, მიღებები, აღწერები, მომწოდებლები), რათა გადასვლა გაგიმარტივდეს. შედეგად, საწყობი უფრო გამჭვირვალეა და მარაგის კონტროლი ბევრად სტაბილური ხდება.

ანალიტიკა, მიმწოდებლები და უკეთესი გადაწყვეტილებები

მარაგის მართვისას მნიშვნელოვანია იცოდე, რომელი პროდუქტი იყიდება ყველაზე სწრაფად, რომელი ნელა და სად შეიძლება ზედმეტი ნაშთი დაგიგროვდეს. აიქეშის სავაჭრო პროგრამაში გაყიდვებისა და მარაგის მონაცემები ერთმანეთთან არის დაკავშირებული, რაც ანალიზს ამარტივებს: ხედავ რეალურ სურათს და გადაწყვეტილებებს ინტუიციით კი არა, მონაცემებზე დაყრდნობით იღებ.

რეპორტებისა და სამართავი პანელის დახმარებით მარტივად აკონტროლებ ნაშთებს, ბრუნვებსა და მოთხოვნის დინამიკას დროის მიხედვით, რათა შევსება წინასწარ დაგეგმო. ამ პროცესში მნიშვნელოვანია მიმწოდებლების სიის მოწესრიგება, როცა ინფორმაცია სტრუქტურირებულია, შესყიდვებიც უფრო ზუსტი და დროული ხდება. cloud-ზე დაფუძნებული მართვა კი საშუალებას გაძლევს, მარაგები ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან გადაამოწმო. ეს ფუნქციონალი განსაკუთრებით კომფორტულია მაშინ, როცა ერთზე მეტი ობიექტი გაქვს.

შეჯამება

მარაგების მართვა მაღაზიაში ნიშნავს იმას, რომ დეფიციტი არ შეიქმნას და ზედმეტი ნაშთიც არ დაგიგროვდეს. აიქეშის cloud-ზე დაფუძნებული POS სავაჭრო პროგრამა ამ პროცესს ერთ სისტემაში უყრის თავს. ამგვარად, გაძლევს რეალურ ნაშთებს, ამარტივებს მიღება-ჩაბარებასა და დაბრუნებებს, მათ შორის RS.GE ოპერაციებსაც, ხოლო რეპორტებითა და ანალიტიკით გეხმარება, შევსება წინასწარ დაგეგმო. როცა მონაცემები მოწესრიგებულია და ყოველთვის ხელმისაწვდომია, მარაგის კონტროლი უფრო ზუსტი ხდება, დანაკარგი მცირდება და მომხმარებელს საჭირო პროდუქტი მუდმივად დახვდება.

ბათუმში სპეცოპერაცია მიმდინარეობს ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე

დღეს, 27 თებერვალს, ამ წუთებში [15:50 სთ] ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე, სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

ჩხრეკა, სავარაუდოდ, მიმდინარეობს მაღლივი კორპუსის მე-18-ე სართულზე. საჯარო რეესტრის თანახმად, კერძო ბინების გარდა, ამ შენობაში არაერთი კომპანიაა რეგისტრირებული. გარდა ამისა, რამდენიმე კომპანიას ფართობი იჯარითაც აქვს აღებული.

პირველადი ინფორმაციით, სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს, თუმცა სუს-ში „ბათუმელების“ ზარებს არ პასუხობენ.

„ბათუმელები“ ინფორმაციას აზუსტებს. მასალა განახლდება. 

შსს 400 მსუბუქ ავტომობილს იყიდის – კობახიძის განკარგულება

„ქართული ოცნების“ მთავრობის განკარგულებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კონსოლიდირებული ტენდერის გზით 400 მსუბუქ ავტომობილს შეისყიდის.

„2026-2027 წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საჭიროებისთვის ოპერატიული ავტოსატრანსპორტო საშუალებების [400 ერთეული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება] სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ჩატარდეს კონსოლიდირებული ტენდერ[ებ]ი“ – წერია განკარგულებაში, რომელსაც ირაკლი კობახიძემ ხელი 2026 წლის 23 თებერვალს მოაწერა.

ამ ეტაპზე უცნობია, რა თანხა გამოიყოფა ბიუჯეტიდან 400 ავტომობილის შესაძენად. თუმცა, დოკუმენტის მიხედვით, კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური 10 ათას ლარს შეადგენს.

„ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონსოლიდირებული ტენდერი შეწყდება ან დასრულდება უარყოფითი შედეგით, აღნიშნულიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში, იმავე შესყიდვის ობიექტზე განმეორებით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში, შეწყვეტილ ან უარყოფითი შედეგით დასრულებულ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისთვის სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური განისაზღვროს 1 000 ლარის ოდენობით“ – ვკითხულობთ განკარგულებაში.

შესყიდვების პროცესს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო წარმართავს, შსს კი ავტომობილებს უშუალოდ გამარჯვებული კომპანიისგან შეისყიდის.

განკარგულებით ასევე დამტკიცდა სატენდერო კომისიის შემადგენლობა და მისი საქმიანობის წესი.

ამ წესის თანახმად, კომისიას უფლება აქვს, 2027 წლის ბოლომდე ჩაატაროს ერთი ან რამდენიმე ტენდერი „ბაზრის კვლევის შედეგებზე, შესყიდვის თავისებურებებსა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის პრინციპებზე დაყრდნობით“.

სატენდერო კომისიას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს, ხოლო მისი მოადგილეები მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები იქნებიან.

კომისიის შემადგენლობაში ასევე შედიან რეგიონული განვითარების, იუსტიციის, ფინანსთა, თავდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, შინაგან საქმეთა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრების მოადგილეები და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე.

საქართველოს 2026 წლის ბიუჯეტში შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სულ 1 მილიარდ 547 მილიონი ლარია გათვალისწინებული [აქედან 1 მილიარდ 78 მილიონი ლარი 32 711 თანამშრომლის შრომის ანაზღაურებას მოხმარდება].

ბიუჯეტის მიხედვით, „საზოგადოებრივი წესრიგისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების“ მუხლში, კერძოდ „არაფინანსური აქტივების ზრდის“ პუნქტში, 87 მილიონ 730 ათასი ლარია მობილიზებული. სწორედ ამ თანხიდან შეუძლია შსს-ს 2026 წელს ავტოპარკის განახლება.

აღსანიშნავია, რომ კონსოლიდირებული ტენდერების გარდა, შსს ავტოსატრანსპორტო საშუალებებს საიდუმლო წესითაც ყიდულობს.

ამ შემთხვევაში ტრანსპორტის ტიპი კონფიდენციალურია და შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ კომპანიებს აქვთ, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის სპეციალურ ნებართვას ფლობენ.

ანალოგიური ფორმით ავტომობილების შესყიდვაზე შსს-მ განცხადება ბოლოს 2026 წლის 25 თებერვალს გამოაქვეყნა [სავარაუდო ღირებულება – 2 767 797 ლარი], მანამდე კი – 19 თებერვალს [სავარაუდო ღირებულება – 4,5 მილიონი ლარი].

ამ თემაზე:

შსს 4,5 მილიონი ლარის სატრანსპორტო საშუალებებს ყიდულობს – დეტალები გასაიდუმლოებულია

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

 

 

ქუთაისის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა ასტროარქეოლოგია პროგრამიდან ამოიღო

ქუთაისის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა ასტროენათმეცნიერება და ასტროარქეოლოგიის პროგრამა მისაღები პროგრამების სიიდან ამოიღო.

საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილება უკვე შევიდა – აღნიშნული პროგრამები სიაში აღარ იძებნება.

თავდაპირველ ვერსიაში, ქუთაისის უნივერსიტეტს ამ ორ პროგრამაზე 20 სტუდენტი უნდა მიეღო.

ქუთაისის უნივერსიტეტმა პროგრამიდან ასტროარქეოლოგია და ასტროენათმეცნიერება ამოიღო.

ცვლილებების შემდეგ, აღნიშნული პროგრამები, რომელსაც საზოგადოებაში ბევრი კითხვის ნიშანი მოჰყვა, მისაღები გამოცდების სიაში აღარ ჩანს.

მისაღებ პროგრამებში უკვე აღარ იძებნება ასტროენათმეცნიერება და სტროლინგვისტიკა.

„ქართული ოცნების“ მთავრობამ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ბოლო ცვლილება 26 თებერვალს შეიტანა.

______________

ფოტოზე: ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

200-მდე თანამშრომელმა ხელვაჩაურის სამკერვალო ქარხანაში მუშაობა განაახლა – ერთი პირობით

ხელვაჩაურში, სამკერვალო ფაბრიკა „ფასთ თრექ ტექსტილე“-ში დღეს, 27 თებერვალს, თანამშრომლები სამუშაოს დაუბრუნდნენ. ისინი დღის ბოლომდე ელოდებიან გენერალური დირექტორის პასუხს, რომელიც მათ ამ დილით შეხვდა.

სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლები ამბობენ, რომ ხელფასი შეუმცირდათ და სამუშაო პირობები გაუარესდა. ისინი განმარტავენ, რომ სამუშაოს მოცულობა გაიზარდა, ანაზღაურება კი, შემცირდა. სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლებმა გუშინ, 26 თებერვალს საპროტესტო აქცია გამართეს და მუშაობა მთელი დღით შეაჩერეს.

„დღეს დილითაც იყო პროტესტი, თანამშრომლებს შეხვდა გენერალური დირექტორი, რომელმაც თქვა, რომ მოთხოვნები გასაგებია, მაგრამ უნდა დაელაპარაკოს თავის პარტნიორებს. გენდირექტორმა თანამშრომლებს მოუწოდა, დაჰბრუნებოდნენ სამუშაოს დღის ბოლომდე, ვიდრე ის კომპანიის პოზიციას გააცნობს დასაქმებულებს. ამ პირობით განახლდა მუშაობა,“ – ამბობს ორგანიზაციის – „ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძე. ის სამკერვალო ფაბრიკაში დღეს გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლებმა გუშინვე მიმართეს შრომის ინსპექციას, თუმცა თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ ამ დრომდე ინსპექცია პრობლემით არ დაინტერესებულა.

„ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა შრომის ინსპექციას, თუმცა ჯერ პასუხი არ მიგვიღია. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

ამ თემაზე:

„800 ლარზე ვერ ვიმუშავებთ“ – პროტესტი ხელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკაში

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 თებერვლის 21 საათიდან 28 თებერვლის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მაღალ მთაში თოვა – ზოგან ძლიერი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, რომელიც ზოგან გაძლიერდება 17-22 მეტრ წამამდე.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო
  • ღამით: 9 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 4-5 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 1-2 მარტს მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 27 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 265 130 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 280. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 706 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 24 097 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 37 631 ერთეული [+17]
  • MLRS – 1 659 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 305 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 348 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 148 021 ერთეული [+883]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 384 ერთეული [+37]
  • გემი/ნავი – 29 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 80 180 ერთეული [+116]
  • სპეცტექნიკა – 4 075 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რა ელით რესტორნებს ბათუმის თევზის ბაზართან – „აქაურობა ჩვენ ვაქციეთ ცნობილ ადგილად“

„ეს ადგილი ჩვენი იყო კომუნისტების დროიდან, მეთევზეთა კავშირს ეკუთვნოდა. გვაქვს ძველი დოკუმენტები, ამიტომაც, მერიას ვერ ექნება იგივე მიდგომა ჩვენთან მიმართებაში, რაც გვერდით მშენებარე რესტორნის მიმართ“, – ამბობს ბათუმის სანაპიროზე მდებარე რესტორნის, „ლურჯი ტალღის“ მესაკუთრე, იორდან ბიკოვი.

ბათუმში მისი რესტორანი ე.წ. თევზის ბაზრობის უკან, სანაპიროზე, გამჭვირვალე შუშის შენობაში სტუმრებს უკვე მასპინძლობს. მართალია ჯერ, „საკურორტო სეზონის დაწყებამდე“, რესტორანში ხალხმრავლობა არ არის, მაგრამ სტუმრები მაინც არიან.

იმავეს ამბობს „ბათუმელებთან“ რესტორან „ზღვის ვარსკვლავის“ მესაკუთრე ამირან ბერიძე.

„აქაურობა ჩვენ ვაქციეთ ადგილად. გავასუფთავეთ, მოვაწყვეთ, დავასაქმეთ ადამიანები, ფაქტობრივად ინვესტიცია განვახორციელეთ. ჩვენს ამბავს ბულვარის მოიჯარეების ამბავს ნუ შეადარებთ, იქ სხვა ვითარება იყო“, – გვითხრა მან.

რესტორანი „ლურჯი ტალღა“. 2026 წლის 24 თებერვალი. ფოტო: „ბათუმელები“
რესტორანი „ლურჯი ტალღა“

კითხვაზე, თუ არსებობს დოკუმენტები, რაც საკუთრებას ადასტურებს, ასევე, რატომ არ იზრუნეს რესტორნების მესაკუთრეებმა, რომ მფლობელობა ოფიციალურად დაედასტურებინათ და რესტორნების საქმიანობა სამართლებრივ ჩარჩოში მოექციათ, იორდან ბიკოვი გვპასუხობს, რომ ეს მათ არ შეუძლიათ და დახმარებას სწორედ მერიისგან ელიან: „ჩვენ გვჯერა და იმედი გვაქვს, რომ ამას მოვაგვარებთ“.

იორდან ბიკოვის და ამირან ბერიძის ნაამბობით, წლების წინ, გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანებში, აქ მეთევზეების შენობა დაიწვა, მასთან ერთად განადგურდა დოკუმენტების ნაწილიც: „გადარჩა მხოლოდ ისინი, რომლებიც მეთევზეთა კავშირის თავმჯდომარეს სახლში ჰქონდა წაღებული“. 

იორდან ბიკოვმა გვაჩვენა მეთევზეების ძველი ჩანაწერების ჟურნალი და არქივიდან ამოღებული დოკუმენტი, რომელიც 1980 წლით თარიღდება. მისი ვერსიით, ეს ერთ-ერთია იმ დოკუმენტებს შორის, რაც ადასტურებს, რომ ადგილი „მეთევზეთა კავშირს“ ეკუთვნის.

ფოტო: „ბათუმელები“

ბათუმის სანაპიროზე უკანონო რესტორნების ამბავი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ამ რესტორნების გვერდით მშენებარე რესტორანი ბათუმის მერიამ დაშალა.

უკანონოდ მშენებლობის დაწყება, დასრულება, სართულების დაშენება, ამ შენობებში რესტორნების გახსნა, უკანონოდ აშენებული ფართობების გასხვისება პრობლემების გარეშე, ბათუმში წლებია დამკვიდრებული პრაქტიკაა. მართალია, ამას ყველა ვერ ახერხებს, მაგრამ ბევრს კარგად გამოსდის. „ბათუმელები“ არაერთ ასეთ შემთხვევაზე წერდა გასულ წლებში. 

ერთ-ერთ უკანონო რესტორანზე 25 თებერვალს, საკრებულოს წევრი „ლელოდან“, ვაჟა დარჩია საუბრობდა ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. მან რესტორანი „რუსთაველი“ ახსენა, რომელიც გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე უკანონოდ ააშენეს და დღესაც უპრობლემოდ მუშაობს.

ფაქტია, წლების დამკვიდრებულმა პრატიკამ ადამიანებს გაუჩინა განცდა, რომ თავადაც „შემდგომში შეძლებენ მოგვარებას“.

სანაპიროზე უკანონოდ მშენებარე რესტორნის ნგრევას, გვერდით მდებარე რესტორნებში დასაქმებულები ადევნებდნენ თვალს, მათ „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში ისაუბრეს იმის შესახებ, რომ სამსახურის დაკარგვის ვერ დაუშვებენ.

დასაქმებულებზე რესტორნის მფლობელებმაც გაამახვილეს ყურადღება:

„არის ხალხი, ვინც აქ 10 წელზე მეტ ხანს მუშაობს, მთლიანობაში ამ რესტორნებში 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული“, – გვითხრა იორდან ბიკოვმა.

„ჩვენ აქ ინვესტიცია განვახორციელეთ, ცნობილ ადგილად ვაქციეთ“, – ამბობს ამირან ბერიძე.

აქ, სანაპიროზე, რესტორნები რკინა-ბეტონის მცირე ზომის შენობებით, დიდი შუშის დარბაზებითა და ზღვაში გამავალი პირსებით, უკვე წლებია მუშაობს და თანდათან გაფართოვდნენ კიდეც. მიწის ნაკვეთები, სადაც ეს რესტორნები ფუნქციონირებს, სახელმწიფოს საკუთრებაშია.

არაოფიციალური საუბრისას უსამართლო მიდგომაზე საუბრობენ ისინი, ვისაც პლაჟზე ან პლაჟთან ახლოს საქმიანობისთვის საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით სოლიდური გადასახადი აქვთ დაკისრებული და გარკვეული პირობების შესრულებაც ევალება.

„ჩვენ ვართ კანონიერად, საიჯარო გადასახადს ვიხდით, ვცდილობთ არ გავჩერდეთ, თუმცა სახარბიელო მდგომარეობა არ გვაქვს, გამოწვევის წინაშე ვართ. სხვები გაფრთოვდნენ და საიჯარო გადასახადებსაც არ იხდიან. ეს სწორია?!“ – გულდაწყვეტით გვეკითხება ერთ-ერთი ობიექტის მესაკუთრე. 

2020 წელს ამ რესტორნებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მერიას უმოქმედობაში დასდო ბრალი.

აუდიტორი წერდა, რომ მერიამ დროულად არ გამოავლინა და არ აღკვეთა უნებართვო მშენებლობები, არ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება მშენებლობის შეჩერების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული 2 და 3-სართულიანი შენობების დემონტაჟის შესახებ, რის შედეგადაც ქალაქში გაჩნდა რვა შენობა „სივრცითი დაგეგმარების, კონსტრუქციული განაშენიანების, არქიტექტურული პარამეტრებისა და ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის გარეშე, თანამედროვე მოთხოვნებთან შესაძლო შეუსაბამო“.

აუდიტორის დასკვნაში დასახელებული რესტორნები: „ზღვის ვარსკვლავი“ , „ფიშლანდია“ , „ლურჯი ტალღა“ და „პონტო“, რომელსაც შემდეგ „ნეპტუნი“ დაარქვეს, დღესაც ფუნქციონირებს. აქედან ორ მათგანში სტუმრები დახვდა, სხვები კი საკურორტო სეზონის დაწყებამდე გაჩერებულია.

ფოტო: „ბათუმელები“
„ზღვის ვარსკვლავი“

როცა გარემოზე მიდგება საუბარი, რესტორნების მესაკუთრეები იხსენებენ, რა ძალისხმევა გასწიეს იმისთვის, რომ ზღვის სანაპიროს ეს კონკრეტული მონაკვეთი სარესტორნო ადგილებად ექციათ:

„ეს ადგილი ჩვენ გავხადეთ პოპულარული. აქედან მანქანებით გავზიდეთ ნაგავი, შემდეგ რეკონსტრუქცია გავუკეთეთ პირსს და მოვაწყვეთ. ვინ არ დადის აქ, უცხოეთიდანაც ჩამოდიან. გიდებს ჩამონათვალში უწერიათ, რომ სხვა ადგილებთან ერთად ჩვენი რესტორნებიც უნდა აჩვენონ ტურისტებს. ჩვენ ეს გავაკეთეთ“, – ამბობს იორდან ბიკოვი.

„არა მგონია ჩვენ აქ მუშაობით ვინმეს ხელს ვუშლიდეთ“, – აგრძელებს ამირან ბერიძე.

რესტორნების ირგვლივ დანაგვიანებულ ტერიტორიას ახლაც ნახავთ.

ირგვლივ სანაპირო დასუფთავებული ნამდვილად არ არის
ფოტო: „ბათუმელები“

აუდიტის 2020 წლის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში განმარტეს, რომ მერიამ რესტორნების მესაკუთრეებს ჯერ გააფრთხილა, შემდეგ კანონის შესაბამისად ორჯერ დააჯარიმა და სააღსრულებო ფურცელიც გამოსცა.

ეს გადაწყვეტილება რესტორნების მფლობელებმა სასამართლოში გაასაჩივრეს. დასრულდა თუ არა პროცესი და რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ ამაზე დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს. ამის შესახებ ვკითხეთ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას და მერიასაც, თუმცა ზუსტი პასუხი ვერ მივიღეთ. 

რესტორნების მფლობელების პოზიციას იზიარებს მეთევზეთა კავშირის თავმჯდომარე, რომან ჯიქიაც.

ის ამბობს, რომ ადგილი და ბალაგანები ფაქტობრივად მეთევზეების ტრადიციული საკუთრებაა:

„აქედან გადიან ნავები თევზჭერისთვის დღესაც. გარდა ამისა, ჩვენ იქ გვაქვს აფროსნობის კლუბი. ყოველთვის გვინდოდა, რომ ეს ყველაფერი კანონის შესაბამისად დარეგულირებულიყო, არაერთხელ მივმართეთ ბათუმის მერიას, როგორც ზეპირად, ისე – წერილობით.

რომ ვერ მივიღეთ პასუხები, მივმართეთ აჭარის უმაღლეს საბჭოსაც, რომ დაწყებულიყო ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ პასუხებს დღემდე ველოდებით. მე პირადადაც არაერთხელ მივმართე და კოლექტიური წერილებიც შევიტანეთ, მაგრამ არაფერი. პასუხი არ მიგვიღია“, – გვითხრა მან.

სტუმრებისთვის ამ რესტორნების მთავარი ხიბლი ზღვაზე გასასვლელი პირსებია
ფოტო: „ბათუმელები“

რატომ არ განიხილეს რესტორნების მფლობელების განცხადებები წლების განმავლობაში და რატომ არ შესთავაზეს მათ წინადადება პრობლემის გადასაწყვეტად? – „ბათუმელების“ ეს შეკითხვა ბათუმის მერიამ უპასუხოდ დატოვა. 

ამავე დროს, ფაქტია, რომ ამ რესტორნების ფუნქციონირებას წლებია ხელი არ შეშლია, გარკვეული შეთანხმების შემთხვევაში კი, შესაძლებელი იყო, მერიას ადგილზე გაცილებით ორგანიზებული, მოწესრიგებული და კანონს დაქვემდებარებული გარემო მიეღო, თუმცა ასე არ მოხდა. 

აუდიტორი თავის დასკვნაში ამტკიცებდა, რომ მერიამ უნებართვოდ აშენებულ შენობებთან დაკავშირებით ღონისძიებების გატარება მხოლოდ აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში დაიწყო, 2019 წელს. ანგარიშში წერდნენ იმასაც, რომ აქ მშენებლობა, სავარაუდოდ, 2016 წელს დაიწყეს.

Google Earth-ის ეს ფოტო, რომელი 2018 წელს არის გადაღებული, გვაჩვენებს, რა ვითარება იყო აქ 2018 წელს
იგივე ადგილი 2024 წელს

აუდიტის ანგარიშის გამოქვეყნებიდან მეექვსე წელს, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა. რა ბედი ელის რესტორნებს თევზის ბაზართან, აქ არ იციან.

როგორი იყო სანაპირო 2014 წელს. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

4 გმირის ამბავი 1921 წლიდან – „უთხარი დედას, რომ დავეცი ბრძოლის ველზე“

„ქართველებმა რამდენჯერმე მოიგერიეს შეტევა სანგარ ნომერ ოთხზე, თუმცა ნაშუადღევს ჩამოწვა ნისლი. ნისლით ისარგებლა მოწინააღმდეგემ…“ – ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით 1921 წლის იმ დღეს იხსენებს ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე, როცა თბილისში ჯერ არ ფრიალებდა წითელი დროშა. ამ დროს ქართველები საკუთარი სიცოცხლის ფასად ტაბახმელასთან ცდილობდნენ რუსი ოკუპანტების შეჩერებას.

იმ დღეს ტყვიამფრქვევს სხეულით გადაეფარა შალვა ერისთავი. მისი ბოლო სიტყვები ასეთი ყოფილა: „დადექ, ვინ ხარ?“

ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა პროპაგანდა ამ შეტაკებების დროს დაღუპული ადამიანების ისტორიებს მალავდა, აყალბებდა, ანადგურებდა… დღემდე უცნობია, რამდენი ადამიანი, ან კონკრეტულად ვინ ემსხვერპლა 105 წლის წინ დამოუკიდებელი საქართველოს ბრძოლას საბჭოთა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.

დიმიტრი სილაქაძე

1921 წლის საბჭოთა რუსული ოკუპაციის დროს დაღუპული ოთხი ქართველი გმირების შესახებ ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე გვესაუბრება, ისტორიის დოქტორი, თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. „ბათუმელებთან“ მის მიერ მოთხრობილი ეს ისტორიები საარქივო ცნობებს ეფუძნება.

  • იუნკერი შალვა ერისთავი

როდესაც თბილისს მოუახლოვდა მოწინააღმდეგე, თბილისის იუნკერთა სამხედრო სასწავლებელიც ფრონტის ხაზზე გავიდა. იუნკრებს შორის ერთ-ერთი იყო შალვა ერისთავი. ყოფილი ფეხბურთელი ამ დროს სავარაუდოდ 22-23 წლის იყო. იგი ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა ტაბახმელასთან.

რა ხდებოდა ამ დროს ბრძოლის ველზე?

ტაბახმელაში ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის იყო სიმაღლე 1046, რომლის აღება საკმაოდ რთული იყო მოწინააღმდეგისთვის. ეს სამზოლიანი სანგარი იყო და სანგრის უკან იყო ასევე განთავსებული იყო საარტილერიო ნახევარბატარეა ლეიტენანტ გოგი მესხიშვილის მეთაურობით. სრული ბატარეა იქ არ იყო.

ამ სიმაღლის აღებას 24 თებერვალს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: თუ სრულად დაეუფლებოდნენ, ფაქტობრივად, ეს იყო ერთგვარი გასაღები ფრონტის ამ სექტორში. თუ სრულად დაეუფლებოდნენ სიმაღლეს, იქიდან არტილერიით თბილისის ნებისმიერ წერტილს დაბომბავდნენ.

შალვა ერისთავი

24 თებერვალს ქართველებმა რამდენჯერმე მოიგერიეს შეტევა სანგარ ნომერ ოთხზე, თუმცა ნაშუადღევს ჩამოწვა ნისლი. ნისლით ისარგებლა მოწინააღმდეგემ – ნისლი რომ არ ყოფილიყო, სიმაღლიდან მოწინააღმდეგის შეტევა კარგად ჩანდა და საკმაოდ მარტივი დასაცავი იყო. ამ ადგილებში ისეთი ნისლი იცის, დაახლოებით ერთი-ორი მეტრის იქით არაფერი არ ჩანს, ზოგჯერ.

ამით ისარგებლეს და აიღეს სანგრის პირველი ზოლი, შემდეგ მეორე და მესამე ზოლი, გაიჭრნენ ლეიტენანტ გოგი მესხიშვილის ბატარეაზე, სადაც არტილერისტები უკვე ხელჩართულ ბრძოლაზე გადავიდნენ.

ამ დროს იუნკერთა სამი ოცეული დაიძრა კონტრშეტევაზე კაპიტან ჩოჩუას მეთაურობით, რომ დაებრუნებინათ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიმაღლე. რუსული არმიის ნაწილმა, რომელმაც აიღო ეს სიმაღლე, უკან დახევა დაიწყო, თუმცა სანგარი ჯერ ისევ მათ ხელში იყო. ის ადგილი, რაც ჰქონდათ დაკავებული, მოშიშვლებული ველია, ოდნავი სიმაღლეა მეორე მხრიდან – გადმოდგეს ტყვიამფრქვევი და ფაქტობრივად, ქართველებს წინსვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

ამის მიუხედავად, ქართველები მაინც გადავიდნენ კონტრშეტევაზე. შალვა ერისთავი ყოფილი ფეხბურთელი იყო და, როგორც ჩანს, ყველაზე მუხლმარდი, მოშიშვლებულ მინდორზე მან გაასწრო ყველას და მიეჭრა ტყვიამფრქვევის დამმიზნებელ ოფიცერთან, ხანჯალი ჩაარტყა, თვითონ, ფაქტობრივად, სხეულით გადაეფარა ამ ტყვიამფრქვევს საკუთარი სიცოცხლის ფასად.

კონტრშეტევაზე ვინც წავიდა, ფაქტობრივად, ყველანი გაცნობიერებულ სიკვდილზე წავიდნენ – მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის გარდა, მოწინააღმდეგეც ესროდა სანგრიდან, ხომ?! ყველანი წავიდნენ გაცნობიერებულ სიკვდილზე და შალვა ერისთავი წავიდა ყველაზე წინ – ყველას გაასწრო, ტყვიამფრქვევის ოფიცერი ხანჯლით მოკლა და თავადაც, ერთგვარად, სხეულით გადაეფარა ტყვიამფრქვევს. ამით მან მისცა საშუალება სხვებს, კონტრშეტევა გაეგრძელებინათ.

ქართველებმა მოახერხეს სანგარ ნომერი ოთხის დაბრუნება.

პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე, რომელიც მოგვიანებით პოლონური არმიის ბრიგადის გენერალი გახდა, იხსენებდა – მითხრეს, რომ სიკვდილის პირას მყოფი შალვა ერისთავის ბოლო სიტყვები იყო: „დადექ, ვინ ხარ?“

მოგვიანებით ალექსანდრე ჩხეიძე წერდა, რომ ამ ბრძოლებში იუნკრების რაინდობისა და მისი დიადი სიმამაცის სამარადისო, სიმბოლურ სურათად დარჩება ტყვიამფრქვევზე მწოლიარე, განგმირული შალვა ერისთავი.

მთლიანობაში, ამ კონტრშეტევის დროს სამი იუნკერი დაიღუპა: შალვა ერისთავი, ოთარ ლორთქიფანიძე და იოსებ ჯანდიერი. დაიჭრა სამი ოფიცერი და 15-მდე იუნკერი.

შალვა ერისთავმა 1920 წლის შემოდგომაზე ჩააბარა თბილისის იუნკერთა სამხედრო სასწავლებელში, რომელიც 1919 წელს გაიხსნა გენერალ კვინიტაძის მეთაურობით. რუსული სამხედრო სასწავლებელი მანამდე 50 წლით ადრე გაიხსნა. ეს იყო ქართული, საოფიცრო სკოლის დაფუძნების მცდელობა.

მაშინ ფეხბურთს სამოყვარულო ხასიათი ჰქონდა და შალვა ერისთავი, ვიდრე იუნკერთა სკოლის კურსანტი გახდებოდა, თამაშობდა თბილისის ერთ-ერთ გუნდში.

1918 წელს გახსნილი სამხედრო სკოლა ერთ წელიწადში ძალიან პოპულარული გახდა ქართველ ახალგაზრდებში, ვისაც საოფიცრო კარიერა სურდა და სამშობლოს დაცვაში მონაწილეობის მიღება. როგორც ჩანს ეს იყო შალვა ერისთავისთვისაც მთავარი მოტივაცია.

  • იოსებ ჯანდიერი – „უთხარი დედას, რომ დავეცი ბრძოლის ველზე, როგორც ამ ქვეყნის ერთგული“

იოსებ ჯანდიერიც იუნკერი იყო და იმ კონკრეტული კონტრშეტევის დროს დაიღუპა, სადაც დაიღუპა შალვა ერისთავი.

კიდევ ერთმა იუნკერმა, ალექსანდრე ხიმშიაშვილმა თავისი მოგონებებით შემოგვინახა იოსებ ჯანდიერის ბრძოლის წინა დღეს არსებული წინათგრძნობა. ის წერს ასეთ რამეს, რომ 23-24 თებერვლის ღამეს იოსებ ჯანდიერს ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა, მანამდე მსგავსი რამ არ განეცადაო. ცხადია, ისინი თანამებრძოლების გარდა, მეგობრებიც იყვნენ, ერთმანეთს თავის განცდებსაც უზიარებდნენ.

ალექსანდრე ხიმშიაშვილი წერს:

„4 თებერვლის ღამით მითხრა, თუ გადარჩი ცოცხალი, შეიძლება ნახო დედაჩემი და ჩემი პატარა ძმა, უთხარი, რომ დავეცი ბრძოლის ველზე, როგორც ამ ქვეყნის ერთგული, ეს ჯვარი მომხსენი და გადაეცი დედაჩემს, რომ ჩემ პატარა ძმას ჩამოჰკიდოს, ეს იყოს მისთვის მომავლის ერთგვარ სიმბოლოო…“

იოსებ ჯანდიერი

კონტრშეტევის დროს ხელჩართული ბრძოლა იყო. მხოლოდ ტყვიამფრქვევის გაუვნებელყოფით არ დამთავრებულა ის კონტრშეტევა, როდესაც შალვა ერისთავი დაიღუპა.

ალექსანდრე ხიმშიაშვილი ასეთ რამეს იხსენებს, რომ რუს ჯარისკაცს ხანჯალი გავუყარეო და მეც ძირს დავეციო, შემდეგ ვიღაც დამეცა კიდე თავზეო და გავითიშეო. რამდენიმე წუთში გონზე მოვედი და ფეხზე წამოვდექი, ჩემგან ორ ნაბიჯში დავინახეო იოსებ ჯანდიერის სისხლში მცურავი სხეული – გახელილი უძრავი თვალებითო. მის ირგვლივ ორი რუსი ჯარისკაცის სხეული ეგდო, სავარაუდოდ, ორივე ჯანდიერმა მოკლაო, ერთს თავი ჰქონდაო გაჩეხილი და მეორეს შუა კისერში ჰქონდა ხანჯალი გაყრილიო.

სავარაუდოდ, იოსებ ჯანდიერმა მოკლა ორივე კონტრშეტევის დროს, მაგრამ, როგორც ჩანს, თვითონაც ერთ-ერთისგან ან სხვა ჯარისკაცისგან დაზიანდა და დაიღუპა ბოლო კონტრშეტევის დროს.

ალექსანდრე ხიმშიაშვილმა პატარა მემუარები ბრძოლის შესახებ ემიგრაციაში ყოფნის დროს დაწერა. ამ მემუარებში ის ასევე იხსენებს, როგორ გაჰყავდათ მეტეხის ციხიდან 1923 წლის მაისში ქართველი გენერლები და ოფიცრები დასახვრეტად.

  • სტეფანე ახმეტელაშვილი, ტყვედ ჩავარდნილი ქართველი გენერალი

გენერალი სტეფანე ახმეტელაშვილი 1877 წელსაა დაბადებული. მან ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის არმიაში დაამთავრა კადეტთა კორპუსი, სწავლობდა სუმის [უკრაინა] სამხედრო სასწავლებელში. მეორე ვერსიით, მან თბილისის სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა. სტეფანე ახმეტელაშვილი რუსეთ-იაპონიის ომში, ასევე პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა, ომის ბოლო პერიოდში იყო პოლკის მეთაური, მას პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა.

სტეფანე ახმეტელაშვილი საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში გახდა გენერალი. მისი ძმა, სიმონ ახმეტელაშვილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

1921 წელს გენერალი სტეფანე ახმეტელაშვილი მეთაურობდა კახეთის მიმართულებას. მას ახასიათებდნენ, როგორ მამაც და კეთილ კაცს.

კახეთის მიმართულებაზე დიდი ჯარები ქართველებს არ ჰყავდათ. ეს იყო რეგულარული არმიის ერთი ბატალიონი, გვარდიის ერთი ბატალიონი. ამას ემატებოდა სიღნაღის სანაპირო რაზმი.

კახეთის მიმართულებიდან შემოიჭრა რუსული მე-18 ცხენოსანი დივიზია და კიდევ ორი პოლკი. ამ დაჯგუფებას ორი მიზანი ჰქონდა: ერთი, რომ კახეთის მცირერიცხოვანი ქართული დაჯგუფება დაემარცხებინა და რუსული დაჯგუფების მთავარი ძალა, რომელიც იყო მე-18 ცხენოსანი დივიზია, წამოსულიყო თბილისისკენ. ამ დივიზიამ თბილისის დაცემის პროცესში საკვანძო როლი ითამაშა. მოწინააღმდეგემ პრინციპში მოახერხა ის, რაც სურდა: 17 თებერვალს ლაგოდეხი დაიკავა, 18 თებერვალს – დედოფლისწყარო, თუმცა დედოფლისწყაროზე შეტევის დროს დაიღუპა ამ დაჯგუფების მეთაური, რუსეთის სამოქალაქო ომის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა – პეტრე კურიშკო.

ერთ-ერთი ვერსიით კურიშკო არა დედოფლისწყაროს დაკავებისას, არამედ მისი აღების შემდეგ მოკლა ადგილობრივმა, როცა იგი ქუჩაში ცხენით მიდიოდა. ყოველ შემთხვევაში ეს მეთაური რუსებმა დაკარგეს. საბჭოთა პერიოდში ამ კურიშკოს ძეგლი იდგა დედოფლისწყაროში, პროპაგანდა დიდ პატივს მიაგებდა მას.

სტეფანე ახმეტელაშვილი

19 თებერვალს რუსმა სამხედროებმა უკვე სიღნაღი დაიკავეს და მე-18 ცხენოსანი დივიზია თბილისისკენ წამოვიდა. რაც შეეხება იმ მცირერიცხოვან ქართულ ნაწილებს, მათ თელავისკენ დაიხიეს და გარკვეულ წინააღმდეგობას უწევდნენ მოწინააღმდეგის ორ პოლკს. თელავის დაცვის რესურსი რომ აღარ იყო, სტეფანე ახმეტელაშვილმა გადაწყვიტა, თიანეთის და არაგვის ხეობის გავლით უკან დაეხიათ თბილისისკენ.

მართლაც, დაიწყეს უკან დახევა. არაგვის ხეობაში როცა გავიდნენ, ეს ის დროა, როცა თბილისი დაცემულია და არაგვის ხეობა უკვე მოწინააღმდეგეს უკავია. ამ დროს მცირერიცხოვანი ქართული დაჯგუფება ტყვედ ჩავარდა. გენერალმა ახმეტელაშვილმა იარაღი ამოიღო და შუბლთან მიიდო. როგორც ჩანს, თვითმკვლელობას აპირებდა, მაგრამ ოფიცრები ეცნენ, არ მისცეს ამის საშუალება. ამ დაჯგუფებაში სტეფანე ახმეტელაშვილის ძმისშვილიც იყო. მან უთხრა გენერალს: ვალდებული ხარ ჩვენი ბედი გაიზიაროო. ტყვედ ჩავარდა გენერალი და ოფიცრებთან ერთად გაგზავნეს რუსეთში ტყვეობაში.

ტყვეების ძირითადი ნაწილი მალე გამოუშვეს – რიგითი ჯარისკაცები. საბჭოთა პროპაგანდა ამბობდა, რომ თითქოს ქართველების გასათავისუფლებლად მოდიოდნენ და ამ პროპაგანდისტული ნარატივის შემდეგ, ცხადია, ტყვეებთან ძალიან ცუდი მოქცევა მათივე ლოგიკას არღვევდა. რაც შეეხება ოფიცრებს, მათი ნაწილი რუსულ საკონცენტრაციო ბანაკებში და ციხეებში იყვნენ ზოგი – თვეების განმავლობაში, ზოგი – ერთი წლის განმავლობაში.

სტეფანე ახმეტელაშვილი კი რიაზანის სამხედრო ბანაკში გააგზავნეს, სადაც ის გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალური ვერსია არის ტიფი. თუმცა არაოფიციალურად არსებობს ეჭვი იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ეს ყოფილიყო ერთგვარი შურისძიება, ამ შემთხვევაში, კურიშკოს მკვლელობის გამო.

  • ავქსენტი ქურციკიძე – ოფიცერი, რომელიც წარმატებული კონტრშეტევის დროს დაიღუპა 

ჭიათურის მუშათა რაზმის მეთაური იყო ოფიცერი ავქსენტი ქურციკიძე.

ქართველი სოციალ-დემოკრატი და გვარდიის წევრი ვალიკო ჩუბინიძე იხსენებს ბრძოლას კოჯრის მისადგომებთან, როცა ქართველები მოწინააღმდეგეს ტყვიამფრქვევის სროლით პასუხობდნენ.

ეს 2021 წლის 22 თებერვალს ხდებოდა.

ერთ-ერთ მომენტში შეწყდა სროლა და ამ დროს სანგრიდან ამოვარდნილა ვალიკო ჯუღელი – ქართული გვარდიის მეთაური, ამოვარდა და ქანდაკებასავით დადგა, თავდამსხმელებს დაუყვირა: „ქართველი მუშები და გლეხები თავისუფალ სამშობლოს არ გაგანადგურებინებთო“. მერე უცებ მოტრიალდა სწრაფად, მოგვიწოდა იერიშზე გადასასვლელად. სიტყვა როგორც დაასრულა, თოფი გავარდა და ის დაეცაო.

ჩავთვალეთ, რომ მოკვდაო, მივირბინეთ და ვნახეთ, რომ სინამდვილეში მის ფეხქვეშ თოვლი ჩამოშლილაო. ვალიკოს არაფერი არ დამართნია და ჩვენ გადავედითო შეტევაზეო.

საკმაოდ დიდ შეტაკებას აღწერს ვალიკო ჩუბინიძე, სადაც გაიმარჯვეს, ასევე, გარკვეული რაოდენობის ტყვეები აიყვანეს და ტყვიამფრქვევებიც ჩაიგდეს ხელში.

სწორედ ამ კონტრშეტევისას, შეტაკების დროს დაიღუპა უშუალოდ მათი მეთაური, ოფიცერი ავქსენტი ქურციკიძე.

მასთან ერთად დაიღუპნენ გვარდიელები: ლავრენტი მიქაბერიძე, სამსონ ცერცვაძე, პეტრე ხვედელიძე, გრიგოლ ყიფშიძე, დომენტი მაჭარაშვილი, ლევან შეყილაძე, მიხეილ კერესელიძე და სანდრო სარალიძე.

  • რა არის ცნობილი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი გენერლების შესახებ

„საკმაოდ კვალიფიციური გენერალიტეტი ჰყავდა საქართველოს,“ – ამბობს ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე, – „მაგალითად, უმაღლეს გენერალიტეტს თუ დავასახელებთ, ომის პირველ ეტაპზე ოდიშელიძე იყო მთავარსარდალი, შემდეგ კვინიტაძე, გენერალური შტაბის უფროსი იყო ალექსანდრე ზაქარიაძე, სამხედრო მინისტრის პირველი მოადგილე – ალექსანდრე გედევანიშვილი. რუსეთის იმპერიაში მათ ჰქონდათ მიღებული ყველაზე მაღალი დონის სამხედრო განათლება.

იმ პერიოდში ოფიცერი რომ გამხდარიყავი, საოფიცრო სამხედრო სკოლა, ან იუნკერთა სასწავლებელი უნდა დაგესრულებინა. ამას გარდა, არსებობდა გენერალური შტაბის აკადემია, რომელიც იყო სამხედრო განათლების მწვერვალი იმპერიაში. გენერალური შტაბის აკადემიაში ჩაბარებას, ასევე მის დამთავრებას, ძალიან ცოტა ვინმე თუ ახერხებდა. მე ვინც ჩამოვთვალე ჩვენი უმაღლესი სარდლობიდან, ოთხივეს ჰქონდა დამთავრებული გენერალური შტაბის აკადემია.

გამოცდილებას რაც შეეხება, ამ ოთხეულიდან ყველაზე დიდი სამხედრო საბრძოლო სამეთაურო გამოცდილება ჰქონდათ ოდიშელიძეს და კვინიტაძეს, მაგრამ უშუალოდ რესპუბლიკის ჯარში შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამორჩეული იყო გიორგი კვინიტაძე, რომელსაც, გარდა განათლებისა, მთავარსარდლის ქარიზმა და ენერგია ჰქონდა.

სხვა ოფიცრები და გენერლებიც საკმაოდ კვალიფიციურნი იყვნენ პატარა ქართული ჯარის სამეთაუროდ და მის შესაქმნელად. ზოგმა მეტად გამოიჩინა თავი, მაგალითად, გენერალმა მაზნიაშვილმა, ან ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა, ზოგმა – ნაკლებად.

იყო შემთხვევები, როდესაც მაღალ თანამდებობებზე დაინიშნნენ ადამიანები, რომლებიც ნაკლებად შეეფერებოდნენ პოზიციას. ასეთი გამორჩეული შემთხვევა იყო იოსებ გედევანიშვილი, რომელიც ძალიან მალე დაწინაურდა სამხედრო წოდებაში და ამ ომის დასაწყისში სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტს მეთაურობდა. ეს ფრონტი ჩავარდა თავიდან ბოლომდე“.

  • რამდენი ადამიანი დაიღუპა 1921 წელს, რუსეთთან ანტისაოკუპაციო ბრძოლის დროს

ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე ამბობს, რომ 1921 წელს დაღუპულთა ერთიანი და დაზუსტებული სია არ არსებობს.

„შეჯამებული და ზუსტი მონაცემები, სამწუხაროდ, არ არსებობს. ვიკიპედიის სტატია რუსეთ-საქართველოს ომზე კონკრეტულ რიცხვებს ასახელებს იქითაც და აქეთაც, მაგრამ სრული დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არაფერს არ ეყრდნობა, საერთოდ. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ფრაგმენტული ცნობები დაღუპულთა შესახებ.

ყველაზე უკეთ დოკუმენტირებული არის იუნკერთა რაოდენობა და მათი დანაკარგები: თბილისის დამცველთა დაახლოებით ერთ პროცენტს შეადგენდნენ იუნკრები. 183 იუნკერი იყო და მათგან 170-მდე იბრძოდა, დაიღუპა 9, ასევე 2 ოფიცერი, 43, ან 44 – დაიჭრა. კონკრეტულ ქვედანაყოფზე გვაქვს მონაცემები, მაგრამ სხვა ქვედანაყოფზე მონაცემები არ გვაქვს, გვაქვს მხოლოდ გაბნეული ცნობები დაღუპულთა შესახებ,“ – ამბობს დიმიტრი სილაქაძე.

ისტორიკოსი ამბობს, რომ მთავარი პრობლემა, რის გამოც საქართველო 105 წლის წინ რუსეთთან ბრძოლაში დამარცხდა, საბრძოლო რესურსების ნაკლებობა იყო. პრობლემა იყო აჭურვილობა და მატერიალური რესურსები.

საბჭოთა პროპაგანდის გზავნილი ამ კუთხით იყო ის, რომ ქართველებს არ უბრძოლიათ, ხოლო მთავრობა ქვეყნიდან გაიქცა:

„მთელი ომის განმავლობაში დაახლოებით 40 ათასამდე ადამიანი იყო მობილიზებული სხვადასხვა ფრონტზე, მაგრამ ადამიანური რესურსი, რომელიც სამხედრო სამინისტროს აღრიცხული ჰყავდა, 150 ათას კაცს აჭარბებდა. ერთია ადამიანური რესურსი, მეორეა შენი ეკონომიკა. ასევე, შენს ხელთ არსებული იარაღი და საბრძოლო მასალები რამდენად იძლევა ამ ხალხის შეიარაღების საშუალებას. აი, ეს ბოლო ორი იყო კრიტიკულად პრობლემური ამბავი.

ამის გარდა, გარკვეული სამხედრო გათვლები ჩავარდა და მათ შორის სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის ჯარებმა პირველი ხუთი დღის განმავლობაში ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზე ძალიან დიდი შეცდომები დაუშვეს, რომლის გამოსწორება, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვეღარ მოხერხდა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, კავკასიის ფრონტის რუსული ჯარები არც იმდენად ძლიერი იყო. 100%-ით წინასწარვე გადაწყვეტილი არ იყო ის, რომ თებერვალ-მარტში  ისინი გაიმარჯვებდნენ,“ – აღნიშნა დიმიტრი სილაქაძემ „ბათუმელებთან“.

  • რას ამბობდა საბჭოთა პროპაგანდა 1921 წლის ოკუპაციაზე

„საბჭოთა პროპაგანდა საერთოდ გამორიცხავდა რუსეთ-საქართველოს ომის არსებობას, არ აღიარებდა ფაქტობრივ ანექსიას. საბჭოთა პროპაგანდა ამბობდა, რომ თითქოსდა ისინი აჯანყებული ქართველი ხალხის დასახმარებლად შემოვიდნენ, რაც თავიდან ბოლომდე ფიქციაა.

აბსოლუტურად ყველაფერი დაიგეგმა, გადაწყდა და განხორციელდა ორ ადგილას: ერთი ადგილი ეს იყო მოსკოვი, კრემლი, სადაც ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროში მსჯელობდნენ ამ საკითხების შესახებ, თუ როგორი საბრძოლო მოქმედებების წარმოება იქნებოდა, როგორი პოლიტიკური შეფუთვა იქნებოდა და ასე შემდეგ. მეორე ადგილი ეს იყო კავკასიის ფრონტის შტაბი, სადაც უშუალოდ განხორციელება ხდებოდა ამ ყველაფრის.

საქართველოში 1921 წლის თებერვალში არანაირი აჯანყება არ ყოფილა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქართველი ბოლშევიკების ლიდერი ფილიპე მახარაძე ომიდან რამდენიმე თვეში მოსკოვში გაგზავნილ საიდუმლო მოხსენებაში პირდაპირ ამბობდა იმას, რაც ფაქტი იყო – რომ საქართველოში არა თუ აჯანყება არ დაწყებულა, არამედ რუსული არმია როცა შემოიჭრა საქართველოში, ქართველმა ბოლშევიკებმაც კი, არაფერი არ იცოდნენ რა მოხდა.

საქართველოში არათუ აჯანყება არ ყოფილა და ამ აჯანყებას არ გამოხმაურებიან რუსები, არამედ ქართველმა ბოლშევიკებმა რუსული არმია რომ შემოიჭრა საქართველოში, რა ხდებოდა ვერ მიხვდნენ, საერთოდ.

ამას მე კი არ ვამბობ. თავად ფილიპე მახარაძე წერდა საიდუმლო მოხსენებაში,“ – გვიყვება ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე.

ამავე თემაზე:

რესპუბლიკის პირველი იუნკრები

რატომ არის საშიში „ოცნებისთვის“ ბრიტანეთის სანქციები – ინტერვიუ ყოფილ ელჩთან

„ივანიშვილია დასანქცირებული, რადგან ეს ტელევიზიები წარმოადგენენ ივანიშვილის საბრძოლო დანაყოფებს“, – ამბობს დიპლომატი გიორგი ბადრიძე. მას „ოცნების“ პროპაგანდისტული ტელევიზიების დასანქცირებაზე ვესაუბრეთ – რა პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობით გამოირჩევა დიდი ბრიტანეთის სანქციები?

„ჯერჯერობით არანაირი ნიშანი იმისა არ ჩანს, რომ ივანიშვილი აპირებს ამ სანქციების შედეგად რაღაცნაირად თავისი ქცევის შეცვლას. ივანიშვილის გადაწყვეტილებები ეფუძნება, მათ შორის, ერთგვარ პარანოიდულ ეჭვიანობას, რომელიც მას ახასიათებს, მაგრამ ეს გადაწყვეტილებები ძალიან ხშირად პირდაპირ ემთხვევა რუსეთის ინტერესებს საქართველოში,“ – ამბობს გიორგი ბადრიძე.

„ბათუმელებმა“ დიპლომატ გიორგი ბადრიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. გიორგი ბადრიძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.

  • ბატონო გიორგი, გაერთიანებული სამეფოს ელჩი, გარეთ უორდი დღეს, 26 თებერვალს დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტ ტივის“ სანქცირების გამო. რას ნიშნავს ეს ამბავი?

გრაფიკულადაც, უკვე სურათებითაც ვემსგავსებით რუსეთს და სხვა, მსგავს ავტორიტარულ რეჟიმებს, სადაც რეგულარულად ნახავთ ამგვარ მომენტებს, როდესაც საგარეო უწყებაში იბარებენ ყურის ასაწევად დემოკრატიული ქვეყნების წარმომადგენლებს.

ჩემი აზრით, არ უნდა უკვირდეს ამ რეჟიმს, რომ ბოლო წლების განმავლობაში მიზანმიმართული, აგრესიული, ანტიდასავლური, მათ შორის, კონკრეტულად ანტიბრიტანული რიტორიკა, პოლიტიკის გატარება საჯარო სივრცეში, უშუალოდ ტელევიზიების – „იმედისა“ და „პოსტ TV“-ის მეშვეობით, იწვევს მსგავს გარკვეულ რეაქციას ბრიტანეთის მხრიდან. ეს იყო ძალიან მოზომილი, შეზღუდული და ცოტა არ იყოს, კიდევაც დაგვიანებული, მაგრამ აბსოლუტურად ლოგიკურად გადადგმული ნაბიჯი.

  • რას ნიშნავს პრაქტიკულად ბრიტანეთის სანქციები? როგორ მიიღება მსგავსი გადაწყვეტილება და როგორია მისი პოლიტიკური მნიშვნელობა?

უნდა დაგარწმუნოთ, რომ ძალიან რთულად მიიღება მსგავსი გადაწყვეტილება, განსაკუთრებით ბრიტანეთში, სადაც ყველაფერი განიხილება არამარტო პოლიტიკურ, არამედ სამართლებრივ ჭრილში. მით უმეტეს განსაკუთრებულია ეს მიდგომა, როცა საქმე ეხება მედიასაშუალებებს, თუმცა ამ საშუალებებმა თავადვე დაარწმუნეს ყველა, რომ ისინი წარმოადგენენ პოლიტიკის ინსტრუმენტს პროპაგანდის ფრონტზე, ერთ-ერთ ქვედანაყოფს ივანიშვილის რეჟიმის ხელში.

შესაბამისად, შედეგი ძალიან სერიოზულია.

სულ ორ ქვეყანას აქვს უნარი – სხვებზე მეტად ყოველ შემთხვევაში – მის სანქციებს ჰქონდეს ქმედითი შედეგები სანქციების ობიექტისთვის. ესაა შეერთებული შტატები და მეორე, ამ თვალსაზრისით, არის გაერთიანებული სამეფო.

შეერთებული შტატები იმიტომ, რომ როდესაც აშშ სანქციებს აწესებს, ეს სანქციების ობიექტს უზღუდავს წვდომას მსოფლიოში ყველაზე დიდ ვალუტაზე – შეერთებული შტატების დოლარი არის მსოფლიო სავალუტო სარეზერვო ვალუტა. მსოფლიო ეკონომიკის დაახლოებით მეოთხედს წარმოადგენს შეერთებული შტატების ეკონომიკა. ძალიან ძნელია, რომ უშუალო და მძიმე შედეგები არ გამოიწვიოს სანქციებმა, რომელსაც აწესებს შეერთებული შტატები. ასევე, მსოფლიო საბანკო სფეროში შეერთებულ შტატებს უკავია ერთ-ერთი ყველაზე დიდი წილი.

მეორე ადგილზეა გაერთიანებულ სამეფო, იმიტომ, რომ ლონდონი წარმოადგენს მსოფლიოს მეორე უდიდეს ფინანსურ ცენტრს. მსოფლიო ფინანსური ინსტიტუტების დიდი რაოდენობაა თავმოყრილი ლონდონში. გარდა იმისა, რომ ბრიტანული ეკონომიკაც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია, ძალიან ძნელია წარმოიდგინოთ ბიზნესი საერთაშორისო ასპარეზზე ისე, რომ არ გადაიკვეთოს ბრიტანეთთან.

შესაბამისად, როდესაც გაერთიანებული სამეფო აწესებს სანქციებს, ბრიტანეთში რეგისტრირებულ, ან ბრიტანეთთან პირდაპირი და თუნდაც ირიბი ეკონომიკურ-ფინანსური ურთიერთობის მქონე სუბიექტები იძულებულები არიან შეწყვიტონ საქმიანობა სანქციების ობიექტთან.

უკვე ვიხილეთ, რომ ქართულმა ბანკებმაც კი, უკვე გააუქმეს – ყოველ შემთხვევაში იყო უკვე ცნობები – „იმედის“ ანგარიშები გაუქმებულია. ძალიან დიდი შეცდომა იქნება და მეეჭვება, რომ გააგრძელოს სხვადასხვა კომპანიამ „იმედში“ რეკლამის განთავსება – ეს ძალიან სერიოზულ რისკებს შეუქმნის მათ საქმიანობას.

  • მათაც შეიძლება შეეხოთ სანქციები მეორადი სანქციების სახით? 

აუცილებლად შეეხებათ. ნებისმიერ ეკონომიკურ სუბიექტს, იურიდიულ პირებს, ეკრძალებათ სანქცირებულ ორგანიზაციებთან რაიმე სახის ურთიერთობა. არ ვიცი, რამდენად უღირს კომპანიას ამხელა რისკის გაწევა.

ერთ-ერთი პირველი, რასაც შეეცდება რეჟიმი, იქნება მცდელობები, გამონახონ ამ სანქციების გვერდის ასავლელად საშუალებები. ამაში ალბათ მათ რუსი კოლეგები გაუზიარებენ გარკვეულ გამოცდილებას, რომელიც მათ დაუგროვდათ საკმაოდ უხვად 2014 წლიდან მოყოლებული, განსაკუთრებით კი, 2022 წლის შემდეგ.

თავად რუსეთის ეკონომიკას თუ გადავხედავთ, არ მგონია, ვინმეს მიაჩნდეს, რომ რუსეთმა წარმატებით აუარა დასავლურ სანქციებს გვერდი. კი, მისი ეკონომიკა ბოლომდე არ ჩამოშლილა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში განუხრელად იზრდება რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი, იზრდება კატასტროფულად იმის გამო, რომ მცირდება შემოსავლები მისი მთავარი წყაროდან – ნავთობის, გაზის გაყიდვიდან, რაც არის მისივე ქმედებების შედეგი.

რაც პუტინმა გაუკეთა რუსეთს, ჩემი აზრით, ეს არის ისტორიული დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ – რუსეთს ჰქონდა მსოფლიოში ყველაზე სტაბილური ბაზარი ევროპული ბაზრის სახით და მან ეს გადაჭრა თავისი იმპერიალისტური ფანტაზიის განხორციელების გამო.

საერთოდ, კონფლიქტში იშვიათია ხოლმე, როდესაც მარტო ერთი მხარეა მართალი და მეორე მხარე მთლიანად მტყუანი, თუმცა ეს დაპირისპირება „ოცნების“ რეჟიმსა და დასავლურ ქვეყნებს შორის, მართლად 100 პროცენტით „ოცნების“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ინიციირებული.

მე ყველას შევახსენებ, ვისაც ეჭვი ეპარება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას თავის დროზე აქტიურად მიესალმნენ დასავლური ხელისუფლებები, წლების განმავლობაში მხარდაჭერას უწევდნენ – პოლიტიკურს, გნებავთ ფინანსურს. აი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ასობით მილიონობით ევრო და დოლარი იქნა, ასევე ფუნტი მათ შორის, გაცემული ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან და ძალიან ხშირად უშუალოდ პირდაპირ ხელისუფლებისათვის.

როგორ უპასუხა ამას ივანიშვილმა?!

ამიტომაც, ეს არის ივანიშვილის არჩევანი. ეს არჩევანი განპირობებული იყო იმით, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა – დემოკრატიული რეფორმების გატარება, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა ევროსტრუქტურებში გაწევრიანებისათვის, საფრთხეს შეუქმნიდა მის პირად კონტროლს ძალაუფლების შტოებზე. ივანიშვილმა მეთოდურად, წლების განმავლობაში დაამყარა და ჩამოაყალიბა რუსული ყაიდის ძალაუფლების ვერტიკალი.

  • თქვენი აზრით, რატომ გადაწყვიტეს ბრიტანეთში დაესანქცირებიათ პროპაგანდისტული ტელევიზიები და არა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი? 

იმედი მაქვს, რომ არ არსებობს იმის შეგრძნება, რომ ცალკე ტელევიზიებზეა საუბარი – ივანიშვილია დასანქცირებული, რადგან ეს ტელევიზიები წარმოადგენენ ივანიშვილის საბრძოლო დანაყოფებს ქვეყნის შიგნით და მიმართული არიან ქართული საზოგადოებისადმი, მათ გონებაზე ზემოქმედების მოხდენის თვალსაზრისით.

გარდა შიდა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებისა, მრავალი წელია მათი თავდასხმის პირდაპირი ობიექტი არის დასავლური დემოკრატიები. მათ მიერ არის აქტიურად კულტივირებული „დიპ სთეითი“, რომელსაც თავიანთ მრევლს ვერც კი უხსნიან, რა არის, „გლობალური ომის პარტია“ და ასე შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ამ დასანქცირების უშუალო მიზეზი იყო რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარის დაკავება. მე ხაზი მინდა გავუსვა, რომ „იმედს“ და „პოსტ TV“-ს, ზოგადად, „ქართულ ოცნებას“ არ ედავებიან იმას, რომ ისინი აწარმოებენ ზოგადად ანტიდასავლურ და ანტიდემოკრატიულ კამპანიას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის მათი არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ – უკრაინის საწინააღმდეგოდ.

  • უნდა ველოდეთ, რომ მოხდება „ოცნების“ რეჟიმის სხვა წარმომადგენლების დასანქცირება ევროკავშირის მხრიდან, რასაც დიდი ხანია ითხოვენ პროევროპულ აქციაზე? 

მოვლენების ლოგიკა თავისთავად ამისკენ მიდის. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად სანქციები დაიწყო სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებით და შემდეგ ერთ-ერთი პირველი, ოფიციალური სანქცია პირადად ბიძინა ივანიშვილს დაედო. ეს იყო ერთგვარი გამაფრთხილებელ გასროლასავით, რადგან ის სანქცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს პირადად დაედო, არ ფარავდა მის ბიზნეს სუბიექტებს. მას თავისუფლად შეეძლო გაეგრძელებინა თავისი ქონების განკარგვა. ეს იყო უფრო სიმბოლური და გამაფრთხილებელი ქმედება შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის პირობებში.

ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ უფრო და უფრო სასტიკ რეპრესიებს ქვეყნის შიგნით. ჯერჯერობით არანაირი ნიშანი იმისა არ ჩანს, რომ ივანიშვილი აპირებს ამ სანქციების შედეგად რაღაცნაირად თავისი ქცევის შეცვლას.

  • სანქციები უკვე აღარაა ეფექტური საშუალება იმისთვის, რომ ივანიშვილმა უკან დაიხიოს?

შედეგი იქნება ძალიან კონკრეტული უშუალოდ „იმედისთვის“ და „პოსტ TV“-თვის.

დიდი ალბათობით, „იმედი“ და „პოსტ TV“ შეწყვეტს არსებობას იმ ფორმით, რაც აქამდე იყო და შეეცდებიან მათ გადალაგებას სტრუქტურულად. ივანიშვილის გადაწყვეტილებები ეფუძნება, მათ შორის, ერთგვარ პარანოიდულ ეჭვიანობას, რომელიც მას ახასიათებს, მაგრამ ეს გადაწყვეტილებები ძალიან ხშირად პირდაპირ ემთხვევა რუსეთის ინტერესებს, მათ შორის საქართველოში.

2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საქართველო, მისი მთავრობა არ აპირებს მოლაპარაკებების წარმოებას ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე, მოგეხსენებათ, მოჰყვა „ოცნებისთვის“ ყველაზე დიდი გართულება, რაც საერთოდ ბოლო წლებში ჰქონიათ. ხალხს ასეთი რეაქცია, ასეთი პროტესტი არ ჰქონია მოპარულ არჩევნებზე, როგორიც ჰქონდა ამ განცხადების მოსმენის შემდეგ.

ამ განცხადების გაკეთებას არანაირი პრაქტიკული საჭიროება რეჟიმისთვის და ივანიშვილისთვის არ ჰქონდა, ამით გამოიწვია მხოლოდ მეტი თავის ტკივილი საკუთარი თავისთვის. ერთადერთი, ვინც ამით ალბათ იხეირა, არის რუსეთი, რომელმაც თავის პრაქტიკულად სატელიტ რეჟიმს საქართველოში განაცხადებინა მისი არჩევანი უფრო ღიად.

მანამდე ივანიშვილი უფრო აქტიურად ლავირებდა დასავლეთსა და რუსეთს შორის, ისევე, როგორც ამას აკეთებდა წლების განმავლობაში ლუკაშენკო და შემდეგ ძალაუფლების სიხარბის გამო, როდესაც ლუკაშენკომ ძალით შეინარჩუნა წაგებული არჩევნების შემდეგ ძალაუფლება, ის სრულად დამოკიდებული აღმოჩნდა რუსეთზე. დღეს რუსეთი იყენებს ბელარუსს თავის ომში უკრაინის წინააღმდეგ, მისი ტერიტორიიდან დაიწყო ეს ომი, რაც პირდაპირ აუქმებს, აბათილებს ბელარუსის სუვერენიტეტს.

ლუკაშენკომ თავის დროზე გადაცვალა პირადი ძალაუფლების შენარჩუნება ბელარუსის სუვერენიტეტში. დაახლოებით ამ გზას ადგას უკვე კარგა ხანია ივანიშვილის რეჟიმი – პირადი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მათ საქართველოს სუვერენიტეტი პრაქტიკულად დაიყვანეს მინიმუმზე, მიუხედავად იმისა, რომ სუვერენიტეტი ერთ-ერთი მანტრაა, რომელსაც რეგულარულად გაიძახიან.

  • რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირის სანქციებს „ოცნების“ რეჟიმისთვის, რომელიც ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას ცდილობს? 

შედეგები ამას, რა თქმა უნდა, ექნება, მაგრამ არ ვამბობ, რომ ეს იმ წუთში გამოიწვევს რეჟიმის დაცემას.

მსოფლიოში იზოლირებული რეჟიმები არსებობენ, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეა რამდენი ათწლეული არსებობს.. ძალიან მიჭირს იმის წარმოდგენა, როგორ შეიძლება საქართველო იყოს ჩრდილოეთ კორეის გზაზე, რომელიც ეკონომიკურად და პოლიტიკურად იზოლირებულია.

იზოლაციის მაგალითია ბელარუსი. სამწუხაროდ, ბევრი მსგავსი რამ ხდება ბელარუსსა და საქართველოში უკვე წლებია, თუმცა მე მაინც მიმაჩნია, რომ ბელარუსისგან განსხვავებით, საქართველოში სტაბილური, ხანგრძლივი დიქტატურის დამყარება გაცილებით უფრო ძნელი იქნება.

არ ვამბობ, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ უფრო ძნელი იქნება, ვიდრე ბელარუსში, რამდენიმე მიზეზის გამო:

ბელარუსის ეკონომიკა ბევრად უფრო ღრმად და ყოვლისმომცველად არის ინტეგრირებული რუსულ ეკონომიკაში. მართალია, ამ მიმართულებით ივანიშვილის ხელისუფლებამ უკვე წლებია ნაბიჯების გადადგმა დაიწყო და საქართველო დღეს ეკონომიკურად ბევრად უფრო მეტად არის დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე იყო მანამდე, მაგრამ ეს ჯერ არ აღწევს ბელარუსის დონეს.

მეორე – თავად ბელარუსის ეკონომიკური ინფრასტრუქტურა ბევრად უფრო განვითარებულია, არსებობს ძლიერი სამრეწველო სექტორი, ბევრად უფრო განვითარებული სასოფლო-სამეურნეო სექტორი. საქართველო კი, უფრო მეტად არის დამოკიდებული გარე სამყაროსთან – რუსეთის გარდა გარე სამყაროსთან ეკონომიკური ურთიერთობებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ კლასიკური, ბელარუსის ტიპის დიქტატურის ხანგრძლივად ჩამოყალიბება ბევრად უფრო ძნელი იქნება საქართველოში.

ეს დამოკიდებულია, პირველ რიგში, მაინც ქართული საზოგადოების რეაქციაზე, მას შემდეგ, რაც დიდი ნაწილი გააცნობიერებს – რა მომავალს უქადის ეს ჩვენს ქვეყანას.

  • რამდენად შეიძლება გვქონდეს აშშ-ის გააქტიურების იმედი? ვხედავთ, რომ ტრამპს აქვს ინტერესი სამხრეთ კავკასიაში. უშვებთ, რომ შესაძლებელია ამ რეგიონის რუსეთის ორბიტიდან გამოსვლა საქართველოს გარეშე?

მე მგონია, რომ შეერთებულ შტატებში უკვე შეეგუენ, ყოველ შემთხვევაში, ამჟამინდელი ადმინისტრაცია არ ფლობს ძალიან დიდ ინტერესს საქართველოს მიმართ. ტრამპი თვლის, რომ სამხრეთ კავკასიის გამოყენება დერეფნის სახით სასურველია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ის უკვე აქტიურად მუშაობს ალტერნატიული დერეფნის მშენებლობაზე აზერბაიჯან-სომხეთის გავლით.

ეს ყველამ ვნახეთ და ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არ არის საქართველო ამ პროცესის მონაწილე, არის ის, რომ შეერთებულ შტატებში არანაირი ნდობა ამ რეჟიმის მიმართ არ არსებობს. რამდენიც არ უნდა იფიცონ „დიპ სთეითის“ მზე „ოცნებაში“ და სხვა ბოდვები გაიმეორონ, რომლითაც ცდილობენ ასიამოვნონ ტრამპის ადმინისტრაციას, ეს არ ჭრის ეს არანაირად.

ფაქტია, რომ ივანიშვილს არ აქვს არაფერი, რის შეთავაზებაც შეუძლია ტრამპისთვის.

ტრამპი, ვაღიაროთ, რომ არ ხელმძღვანელობს დემოკრატიული სტანდარტებით სხვა ქვეყნებთან მიდგომაში. ამიტომაც, უნდა არსებობდეს რაღაც კონკრეტული ინტერესი. აღმოჩნდა, რომ მთავარი ვალუტა, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ფასეულობა, რომელიც საქართველოს აქამდე ჰქონდა – მისი ადგილმდებარეობა, მისი უნარი დაეკავშირებინა კასპიის რეგიონი შავი ზღვის რეგიონთან – თურმე შეუცვლელი არ არის.

ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ დღეს აზერბაიჯანი და სომხეთი აღარ განიხილავენ საქართველოს იმ სანდო პარტნიორად, რომლის მეშვეობითაც ისინი დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან უკავშირდებოდნენ მათთვის სასიცოცხლო არეალს – აზერბაიჯანი თურქეთს და საერთაშორისო ბაზრებს, ხოლო სომხეთი – შავ ზღვას და რუსეთს.

ასე რომ, თეორიულად, კი ბატონო, სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თუ საქართველო, რომელსაც საკვანძო ადგილი ეჭირა ყოველთვის სამხრეთ კავკასიაში, მოიქცევა ისე, როგორც იქცევა ივანიშვილის რეჟიმი, არსებობს ალტერნატივებიც და ჩვენ, აი, ამის მშენებლობის დასაწყისს ვუყურებთ უშუალოდ შეერთებული შტატების ჩართულობით.

  • აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილია ახალი კანონპროექტი „საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის მოთხოვნის და სხვა მიზნებისთვის“. რას შეიძლება ველოდოთ? 

საქართველოს მიმართ ინტერესი ბოლომდე გამქრალი არ არის, პირიქით, იყო მცდელობები შეერთებულ შტატებში „მეგობარი აქტის“ მიღებისა, რაც ამ ინტერესის გამომხატველია. მთავარ დამაბრკოლებელ ძალად იქცა ამ რეჟიმის ერთადერთი ლობისტი, „ფრონტერას“ წარმომადგენელი, რომელიც შეერთებული შტატების კონგრესის წევრია.

არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ თუ ვინმეს სმენია „ფრონტერა“, იცის, რომ ათწლეულების განმავლობაში ის ჰპირდებოდა თავის აქციონერებს, რომ საქართველოში აღმოაჩენდა ნავთობის ოკეანეს და ასე შემდეგ. უკვე გაკოტრდა პრაქტიკულად უამრავი მოტყუებული აქციონერი ამის შედეგად, მაგრამ, აი, მათთან დაკავშირებულია ეს კონგრესმენი, რომელიც არის დღეს მთავარი შემაფერხებელი საქართველოსთან დაკავშირებული ინიციატივებისა.

ევროკავშირის სანქციებიც ძირითადად იბლოკება პრორუსული მთავრობების მიერ.

არც თუ სახარბიელო მოკავშირეები ჰყავს „ოცნების“ რეჟიმს შეერთებულ შტატებში, ან ევროპაში.

აპრილში უნგრეთში ტარდება საპარლამენტო არჩევნები და ძალიან დიდი ალბათობით, თუ ეს არჩევნები ჩატარდა სამართლიანად, ყველა წინასწარი მონაცემი აჩვენებს, რომ ვიქტორ ორბანის დღეები დათვლილია. ასე რომ, ვნახოთ, ძალიან საინტერესო წელი გველის წინ.

  • რა როლს იკავებს დღეს საქართველო ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში? ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი ადასტურებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების ფართო შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარების გაყვანასაც ითხოვს.

ესეც უცნაურად აღიზიანებს „ოცნების“ რეჟიმს.

დღე არ გავა, ევროკავშირს თავს არ დაესხნენ „ოცნების“ მოლაპარაკე თავები, მათ შორის, იმის გამო, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ევროკავშირი მთლიანად აგრძელებს საქართველოს ეროვნული ინტერესების მხარდაჭერას, მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. „ოცნებას“ უნდა, რომ ეს საკითხი ამოღებული იყოს საერთაშორისო დღის წესრიგიდან.

წლები დასჭირდა იმას, რომ ევროკავშირში მისულიყვნენ საბოლოო დასკვნამდე, რომ ევროპის ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, აქვს უფლება გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ბედის ირონიაა, რომ დღეს საქართველოში აღმოჩნდა პირველი ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ყველანაირი ძალით აქტიურად ეწინააღმდეგება.

ვიღაცას რომ ეთქვა სულხან-საბა ორბელიანისთვის, ან ილია ჭავჭავაძისთვის, ან ნებისმიერი ქართველი პატრიოტისთვის მეოცე საუკუნეში, რომ საქართველოს გაუჩნდა შესაძლებლობა, გახდეს ევროპის სრულფასოვანი, სუვერენული, დამოუკიდებელი წევრი, მაგრამ ამას ეწინააღმდეგება თბილისში არსებული უცნაური რეჟიმი, რუსეთიდან დესანტად გადმოსახლებული ძალა, ალბათ ძალიან გაუკვირდებოდათ და არ დაიჯერებდნენ ამას.

რეალობა ასეთია, რომ ევროკავშირი განიხილავს ევროპას, როგორც მთლიანს. როგორც იქნა, ამ მთლიან ევროპაში საქართველოც მოიაზრება და დღეს მთავარი დაბრკოლება ამ გზაზე არის რუსი ოლიგარქის კერძო ინტერესები.

  • ამ ვითარებაში რა მექანიზმები რჩება საიმისოდ, რომ საქართველოში დემოკრატია გადარჩეს? ევროპა გადართულია თავდაცვის გაძლიერებაზე აგრესორი რუსეთის პირისპირ, ტრამპს საქართველოს მიმართ ინტერესი არ აქვს, საქართველოში კი უკვე ტროტუარზე დგომისთვისაც აპატიმრებენ ადამიანებს…

ქვეყნის გარედან დემოკრატიის დამყარება ან აღდგენა შეუძლებლად წარმომიდგენია.

ცხადია, სხვადასხვა ტიპის სანქციებს თავისი როლი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ გადამწყვეტი შეიძლება იყოს მხოლოდ ქართული საზოგადოების მტკიცე წინააღმდეგობა, ერთიანობა, მათ შორის, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფებისა, რომელსაც ჩვენი საზოგადოება ჯერჯერობით მაინცდამაინც ვერ ხედავს.

ასე რომ, მთავარი ფაქტორია ჩვენი შიდა, ეროვნული პროცესები, სადაც საზოგადოებამ უნდა თქვას თავისი გადამწყვეტი სიტყვა.

რატომ არ აწყობს პუტინს ომის დასრულება?

4 წელი გავიდა, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, თუმცა ვერ აღწევს ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს. რა ლოგიკით აწყობს პუტინს ამ ომის გაგრძელება? – ამ საკითხზე საქართველოს ყოფილ ელჩს შეერთებულ შტატებში, დავით სიხარულიძეს და საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტს, პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრეთ.

  • რა ლოგიკით აწყობს პუტინს ამ ომის გაგრძელება?

„აშკარაა, რომ რუსეთს არ სურს ამ ომის დამთავრება. მას რომ ეს სურდეს, მის ხელშია ბერკეტი და შეაჩერებდა. ვფიქრობ, რამდენიმე მიზეზია,“ – გვიყვება დავით სიხარულიძე. – „პირველი, ეს გახლავთ თვითონ შიდა ძალაუფლების თემა. პუტინმა შიდაპოლიტიკურად იმდენად შორს შეტოპა, იმდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ამ ომს, ამდენი რესურსი, პრაქტიკულად ძალიან შორს არის წასული და ახლა ფიქრობს, რომ თუ ის ამ ომს შეწყვეტს, მის შიდა ძალაუფლებას და მას საფრთხე დაემუქრება.

დავით სიხარულიძე

პუტინს გააჩნია იმპერიალისტური ამბიციები, რაც დღევანდელ სამყაროში ძალიან არარელევანტურია. წარმატება არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მან წამოიწყო აგრესია თავისი მეზობლების წინააღმდეგ – ის წარმატებები, რომელიც თავისუფალ ერებს შეუძლიათ მიაღწიონ: თავისუფალ უკრაინას შეეძლო მიეღწია, საქართველოს 2008 წელს სწორედ იმიტომ დაგვესხა თავს, რომ თავისუფალ საქართველოს შეეძლო წარმატებების მიღწევა.

მისთვის ეს საფრთხის მატარებელია. ის თვლის, რომ წარმატებული დემოკრატიები, თავისუფალი ქვეყნები მის საზღვრებთან, საფრთხეა კლეპტოკრატიული, საკუთარი ქვეყნის მძარცველი რეჟიმისთვის. ამიტომ მას სურს, რომ გარშემო ჰყავდეს საკუთარი ხალხის მძარცველი რეჟიმები, რომლებიც მას დაექვემდებარებიან,“ – ამბობს დავით სიხარულიძე.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ამ საკითხზე თორნიკე შარაშენიძეს:

„რუსეთმა დაამტკიცა ის, რომ არ დაიხევს უკან, თუ რამეა ძალას გამოიყენებს. ეს სიგნალია, ბუნებრივია, ყველასთვის. ძალის გამოყენებაზე, ომის დაწყებაზე მას არ აქვს პრობლემა და იომებს ყველა ძალით, უკიდურესად.

ყირიმზე გაჭრა, სახმელეთო გზა მარიუპოლის აღებით… ამ ეტაპზე აკონტროლებს უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტს. დარჩა მისაღწევი ერთი საკითხი: ეს არის აიძულოს დასავლეთი და უკრაინა, რომ გამოცხადდეს უკრაინის ნეიტრალიტეტი, რაღაც უსაფრთხოების გარანტიებით. უკრაინა ითხოვს თავის მხრივ უსაფრთხოების გარანტიებს და ითხოვს, რომ უსაფრთხოების გარანტიები იყოს მის ტერიტორიაზე. ბრძოლა ახლა მიდის ამის გარშემო – რა უნდა იყოს უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ. ამიტომაც, სანამ ეს არ გაირკვევა, ომი გაგრძელდება, რა თქმა უნდა“, – ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

თორნიკე შარაშენიძე

თორნიკე შარაშენიძის აზრით, რუსეთს ჩაუვარდა „ბლიც კრიგის“ გეგმა, ანუ უკრაინაზე სრული კონტროლი მიზანი, მაგრამ „რუსეთი სანამ არ მიაღწევს უკრაინის ნეიტრალიზაციას და განიარაღებას, ომს გააგრძელებს“:

„ფიქრობდნენ [რუსები], რომ გამოვიდოდა „ბლიც-კრიგი“, მაგრამ ეს ჩავარდა. ახლა ვინმე ფიქრობს, რომ მთელი უკრაინა უნდა გააკონტროლონ? – ეს გამორიცხულია. უნდათ, უკრაინის დაახლოებით 80 პროცენტი, რაც გადაურჩა ოკუპაციას, იყოს ნეიტრალური. ნდობა არის ნული რუსეთსა და უკრაინას შორის და არც ისე მაღალი ნდობაა რუსეთსა და დასავლეთს შორის. ძალიან რთულია ისეთი ვარიანტის მიღება, ყველას აწყობდეს… რუსეთს უნდა, რომ მიიღო დემილიტარიზებული უკრაინა, რომელიც არ შედის ნატოში. ჯერჯერობით ამ მიზანს ვერ აღწევენ“.

თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, ამ მიზნის მიღწევის შემდეგ, არ არის გამორიცხული ხელახლა დაარტყას რუსეთმა უკრაინას.

„ცხადია, ესეც არ არის გამორიცხული. რახან ეგ ეჭვი არსებობს, ამიტომაც ვერ ხერხდება შეთანხმების მიღწევა,“ – ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

„სიტყვა „ნეიტრალიტეტს“ და ამ კონცეფციას, რომელსაც რუსულ პროპაგანდაში ვხვდებით, ეს არაფერი სხვა არ არის, თუ არა რუსეთის სურვილი, რომ ქვეყანას არ ჰყავდეს მოკავშირეები – იმ ქვეყანას, რომლის წინააღმდეგაც მას სურს აგრესია მოამზადოს,“ – აცხადებს დავით სიხარულიძე. – „ავსტრიის და შვეიცარიის ნეიტრალიტეტი განპირობებულია იმით, რომ მას პირდაპირი და აშკარა საფრთხე საზღვრებთან არ ემუქრება და მისი სამხედრო პოტენციალი გაცილებით დიდია, ვიდრე მისივე ზომის ევროკავშირის ან ნატოს წევრი ქვეყნის. ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს სამხედრო პოტენციალის შესუსტებას, პირიქით, გაზრდას ნიშნავს.

ამიტომაც, ნეიტრალიტეტზე როდესაც რუსეთი საუბრობს, ან მის მიერ მართული გარკვეული ძალები ამა თუ იმ ქვეყანაში სიტყვა „ნეიტრალიტეტით“ თამაშობენ, ეს ნიშნავს, რომ მათ სურთ, ეს ქვეყანა უსაფრთხოების თვალსაზრისით იზოლირებული იყოს, რომ რუსეთს როცა ექნება სამხედრო თვალსაზრისით შესაძლებლობა, იმ დროს დაესხას თავს.

რატომ არ დაესხა, ვთქვათ, ლატვიას? იმიტომ, რომ ის ნატოს წევრი იყო. მას სურს, რომ ეს „ნეიტრალიტეტი“ შეინარჩუნოს – უფლება, თავს დაესხას იმ ქვეყნებს, რომლებიც მისთვის ხელმისაწვდომია და არ სურს, რომ ეს ქვეყნები იყვნენ კოლექტიურ თავდაცვის ორგანიზაციაში.

თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნების მომავალი დაკავშირებულია კოლექტიური თავდაცვის კონცეფციასთან, რასაც თავის თავში ევროპაში განასახიერებს ნატო. თავისუფალ სამყაროში ქვეყნებს, თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყნებს, ნამდვილად არაკორუმპირებულ და არაავტორიტარულ ქვეყნებს, არავისთან არაფერი გასაყოფი არ აქვთ. ამიტომ მათთვის თავდაცვის უზრუნველყოფის საუკეთესო გზა არის კოლექტიური თავდაცვის სისტემა.

ვფიქრობ, ნეიტრალიტეტის პოლიტიკურად თამაში სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის მცდელობა და რუსული პროპაგანდა, აიძულოს სხვა ქვეყნები, არ შევიდნენ ალიანსში. ჩემი აზრით, უმძიმესი შეცდომა იყო, მათ შორის გერმანიისაც, რომ არ დაუჭირეს მხარი საქართველოსა და უკრაინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის – MAP-ის მიცემას 2008 წელს. ეს რომ მომხდარიყო, ჩვენ არ გვექნებოდა ევროპის კონტინენტზე ეს ომი,“ – მიიჩნევს დავით სიხარულიძე.

  • რა აჩვენა ოთხმა წელმა პოლიტიკურად, რამდენად შეცვალა სამყარო რუსეთ-უკრაინის ომმა? 

„ჯერ კიდევ არ ვიცით, ომი რომ დამთავრდება, ამას რა შედეგი ექნება, ძალიან რთული სათქმელია. შეიძლება ამას ჰქონდეს ძალიან უარყოფითი შედეგები ევროკავშირისთვის, თუ ეს ომი ისე მორჩა, როგორც ეს რუსეთს სურს,“ – გვიყვება თორნიკე შარაშენიძე. -„თუ რუსეთმა გაიტანა თავისი მიზნების უმეტესობა. ევროკავშირში მოსახლეობის ნაწილი იკითხავს, რისთვის ვიომეთ, თუ მაინც მიაღწია თავის მიზანს? ამიტომაც არის ევროკავშირი ძალიან ფრთხილად და რაღაცნაირად ცდილობენ, რომ რუსეთს ომი არ მოაგებინონ, არ დაასრულებინონ ეს სწრაფად.

ევროპის და ამერიკის კონსოლიდაცია მოხდა თავდაპირველად ძალიან სერიოზული, ბაიდენის მთავრობის დროს. ტრამპის პირობებში პირიქით – მოხდა დაშორიშორება. დავინახეთ, რომ ამერიკის პოზიცია შეიძლება შეიცვალოს. ომმა გამოავლინა განხეთქილება ევროკავშირის შიგნითაც და ეს არ არის მარტო უნგრეთის საკითხი – ჩეხეთის და სლოვაკეთის მაგალითზეც ვხედავთ ამას.

ნატო სამხედრო ალიანსია და მისი ლიდერი არის ამერიკა. ამერიკა თუ არ იქნება გადაბმული მჭიდროდ ევროპაზე, ის არ არის რუსეთის თვალში სერიოზული საფრთხე,“ – აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ „ბათუმელებთან“.

დავით სიხარულიძე, საქართველოს ყოფილი ელჩიო აშშ-ში:

„შეერთებული შტატების საკმაოდ დაჟინებული მოწოდებას, რომ თავდაცვის მიმართულებით ევროპამ დაიწყოს მეტის ხარჯვა. ეს მოწოდება დიდი ხანია არსებობს, უბრალოდ ტრამპის სტილია უფრო შემტევი და ხისტი. რას შეიძლება ამ მიმართულებით ველოდოთ? – ვფიქრობ, თავისუფალი სამყაროსთვის უკეთესი იქნება ეს, იმიტომ, რომ ევროპული ქვეყნები, ევროპული დემოკრატიები, ევროკავშირი ბრიტანეთთან ერთად [თუ ერთად დავთვლით ამ ეკონომიკას], ეს გახლავთ უფრო დიდი ეკონომიკა, ვიდრე შეერთებული შტატების ეკონომიკა.

მშპ-ს 4-5%-ზე თუ ავა თავდაცვის ხარჯები, ეს პრაქტიკულად ფუნდამენტურად თუ არა, გააორმაგებს თავისუფალი სამყაროს თავდაცვის პოტენციალს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შემაკავებელი როლი ითამაშოს უფრო ეფექტურად თავისუფალმა სამყარომ და ევროპულმა თავდაცვის სისტემამ.

არ მჯერა და არ არის მოსალოდნელი, რომ შეერთებულმა შტატებმა ნაკლები რესურსი გამოყოს ევროპული თავდაცვის კომპონენტისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს ევროპიდან შეერთებული შტატების გასვლას ან ტრანსატლანტიკური კავშირის შესუსტებას. ეს გამორიცხულია. ამაზე საუბარიც კი არ არის. ვფიქრობ, რომ ევროატლანტიკური კავშირი ისევე ძლიერია, როგორც ყოველთვის იყო, მიუხედავად იმისა, რა შეიძლება იყოს ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით უთანხმოებები. უსაფრთხოების კომპონენტი მაინც მუდმივად იქნება. ამიტომ ამ მიმართულებით ვერ ვხედავ, რომ რამე საფრთხე იყოს,“ – გვითხრა დავით სიხარულიძემ.

  • რეალისტურია მოლოდინი, რომ რუსეთი შეიძლება ნატოს წევრ ქვეყანასაც თავს დაესხას?

„უკრაინაში ომის შედეგად რუსეთის სამხედრო პოტენციალი ფუნდამენტურად შესუსტებულია. რუსეთი თუ ასეთ რამეს გააკეთებს, ეს კიდევ უფრო კატასტროფულ შედეგს მოიტანს მისთვის. უკრაინელებმა უზარმაზარი როლი ითამაშეს იმაში, რომ რუსული სამხედრო პოტენციალი, რომელსაც ის მუდმივად აგრესიისთვის იყენებდა – მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენეს – მნიშვნელოვნად შეასუსტეს. თუ გახსოვთ ის ავადსახსენებელი 58-ე არმია, რომელიც საქართველოში შემოიჭრა – ერთხელ გაანადგურეს და მეორედაც ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ კიდევ დასჭირდათ შევსება,“ – ამბობს დავით სიხარულიძე.

„პუტინის გარდა არავინ იცის, რას აპირებს რუსეთი. არ ვიცი, რამდენად რეალისტურია, რომ პუტინი ფიქრობდეს დაესხას თავს ევროპას? ნატოშია ევროპა. არ მგონია, რომ უკრაინის ომი დაასრულოს და მერე დაიწყოს კიდევ ახალი ომი, სადაც ნატოს წევრი ქვეყნებია.

ევროპა მიჩვეულია კარგ ცხოვრებას. ევროპა არის სამომხმარებლო საზოგადოება, რომელიც გადაეჩვია ომს. შენ რომ მთელი ევროპა გამოიყვანო შვებულებიდან, ეს გამორიცხული მგონია.

ევროპაში გრძნობენ საფრთხეს რუსეთისგან ბალტიისპირეთში, პოლონეთში, მაგრამ, აბა ჰკითხეთ იტალიელს, ესპანელს, საფრანგეთს – მოსახლეობას ვგულისხმობ და არა მთავრობას – ან პორტუგალიას. გრძნობენ რამე საფრთხეს რუსეთისგან? მათ არ იციან, რა ხდება, როგორ შეეხება საფრთხე მათ.

მთელი ევროპის მობილიზაცია, ერთიანი მუშტის შეკვრა, მიმაჩნია, რომ ძალიან გაზვიადებულია ეს პერსპექტივა. მით უმეტეს, ბევრი იქ ფიქრობს, რომ რუსეთი არ აპირებს დაესხას თავს ევროპას უკრაინის შემდეგ. მოსახლეობა კარგ ცხოვრებასაა მიჩვეული – უფასო ჯანდაცვას, უფასო სწავლას, ჯარში გაწვევა მარტივი არ იქნება.

გარდა ამისა, ერთია, რომ გაქვს კარგი ჯარი, მაგრამ მეორეა, გაგაჩნია თუ არა ამ ჯარის სადმე გაგზავნის პოლიტიკური ნება. რამდენად აქვს ევროპას ეს ნება? კი, შეიძლება, გყავს კარგი ტანკები, მაგრამ არ გინდა ომი. არ გინდა შენი ჯარის გაშვება. ეს მეორე თემაა,“ – მიიჩნევს თორნიკე შარაშენიძე.

  • რის იმედი აქვს პუტინს, რა გამოდის? 

„ის თვლის, რომ სხვა გამოსავალი არ აქვს. რა აიმედებდა 1945 წელს ჰიტლერს, როცა აგრძელებდა წინააღმდეგობას? რატომ არ ნებდებოდა? ალბათ თვლის, რომ შეიძლება რაღაც მოხდეს ისეთი, რომელიც მის ვითარებას გადაარჩენს. მაგრამ პრაქტიკულად წარმოუდგენელია იმ სტრატეგიული ამოცანების მიღწევა, რომელიც მან დასახა და რომელიც ასე პროპაგანდისტულად გაავრცელა,“ – გვიყვება დავით სიხარულიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში.

„სხვათა შორის, საქართველოშიც მისი „ფან-კლუბი“ ამ სისულელეს იმეორებდა… ახლა ცოტა დაუკლეს, მაგრამ მაინც იმეორებდნენ, რომ ისეთი დიდი სტრატეგიული ამოცანები აქვს მას, რომელსაც მიაღწევს. პრაქტიკულად ვერანაირ იმ სტრატეგიულ ამოცანებს ის ვერ მიაღწევს. ჩემი აზრით, თავისუფალი სამყაროს მთავარი ამოცანაა, მოახერხოს ისე, რომ ამ ომის შემდეგ რუსეთს გამოაცალოს შესაძლებლობები, აწარმოოს დაპყრობითი ომები. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ეს იქნება არა მხოლოდ თავისუფალი სამყაროს ინტერესში, არამედ თვითონ რუსი ხალხის ინტერესშიც.

რუსეთი როდესაც ომში მარცხდებოდა, იქ ჩნდებოდა რეფორმებისკენ იმპულსი. ასე იყო ყირიმის ომში დამარცხების შემდეგ – ბატონყმობა დაასრულეს. ასე იყო სხვა ომებში დამარცხების შემდეგაც,“ – აღნიშნა დავით სიხარულიძემ „ბათუმელებთან“.

აჭარის მთავრობა რემონტს საიდუმლოდ ატარებს – სამუშაოებისთვის 109 ათასი ლარია გათვლილი

აჭარის „ოცნების“ მთავრობა 109 ათასი ლარის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს, თუმცა კონკრეტულად რას და რომელ შენობაში, ამას ასაიდუმლოებს. შესაბამისად, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობა მხოლოდ იმ კომპანიებს შეუძლიათ, რომლებსაც სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის სპეციალური ნებართვა აქვთ.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა აჭარის მთავრობის აპარატმა საიდუმლო წესით სახელმწიფო შესყიდვაზე განცხადება გამოაქვეყნა.

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხა და შესყიდვების განხორციელების წესი“ საქართველოს მთავრობას 2016 წელს აქვს დამტკიცებული.

„შენობის დასრულების სამუშაოებზე“ მთავრობის აპარატმა განცხადება [შესყიდვის ელექტრონული პროცედურა – GEO] შესყიდვების პორტალზე 2026 წლის 25 თებერვალს გამოაქვეყნა. წინადადებების მიღება ამავე წლის 3 მარტს დაიწყება და ორ დღეში, 5 მარტს დასრულდება.

მთავრობის აპარატი შემდეგ სამუშაოებს შეისყიდის: „შენობის დასრულება, სადურგლო და სახუროო სამუშაოები, იატაკისა და კედლის საფარის დაგება, ღებვა და შემინვა, შენობის მოწყობის სხვა სამუშაოები“, რისთვისაც 109 300 ლარია გათვალისწინებული.

„პროცედურა არ წარმოადგენს ელექტრონულ ტენდერს. მითითებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება პირობითია და არ უკავშირდება რეალურ ფასს [რეალური ფასი დაზუსტდება დაინტერესებული პირის მიერ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში, რომელიც დაინტერესებულ პირს გადაეცემა საიდუმლო წესით], პროცედურით ვლინდება დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი, რომელთანაც საიდუმლო გრიფით გაფორმდება ხელშეკრულება“ – აღნიშნულია მთავრობის აპარატის განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, პრეტენდენტებმა, რომლებიც გამოხატავენ შესყიდვაში მონაწილეობის ინტერესს, აჭარის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ შენობაში [ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. N9], უნდა წარადგინონ ინტერესის გამოხატვის თაობაზე წერილი, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვასთან ერთად.

„პრეტენდენტის მიერ ინტერესის გამოხატვიდან არაუგვიანეს მომდევნო ერთი სამუშაო დღისა, შემსყიდველი უზრუნველყოფს დაინტერესებული პირისათვის შესყიდვის დოკუმენტაციის საიდუმლო წესით გადაცემას“ – წერია განცხადებაში.

ამავე თემაზე:

შსს 4,5 მილიონი ლარის სატრანსპორტო საშუალებებს ყიდულობს – დეტალები გასაიდუმლოებულია

ბათუმის მერია გეგმავს სამსახურიდან გაუშვას EU-ს პეტიციის ხელმომწერები – განცხადება

„დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ ეხმაურება ბათუმის მერიაში დაგეგმილ რეორგანიზაციის პროცესს.

ბათუმის მერია გეგმავს რეორგანიზაციის საბაბით სამსახურიდან გაუშვას საჯარო მოხელეები. უმეტესობა, ვისაც რეორგანიზაცია ეხება, ევროკავშირის მხარდამჭერი პეტიციის ხელმომწერია.

„დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ სამართლებრივ დახმარებას უწევს იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც პროფკავშირის წევრები არიან.

„რეორგანიზაციის პროცესი იწვევს სერიოზულ კითხვებს მის მიზნებთან და განხორციელების ფორმებთან დაკავშირებით.

ამის თქმის  საფუძველს გვაძლევს ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომებზე დამტკიცებული მერიის საშტატო ნუსხა და  ბათუმის მერიაში დასაქმებული, ჩვენი პროფესიული კავშირის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

ბათუმის მერიის რეორგანიზაციის საკითხს  ბათუმის საკრებულომ თებერვალში ორი რიგგარეშე სხდომა მიუძღვნა. მეორე რიგგარეშე სხდომაზე საკრებულომ გამოასწორა „შეცდომა“, ვინაიდან პირველ სხდომაზე დამტკიცებული საშტატო ნუსხით ერთი ხელმომწერი თანამშრომლის შტატის გაუქმება გამორჩა.

ფაქტია, რომ  36 გაუქმებული საშტატო ერთეული, სწორედ იმ თანამშრომლების პოზიციებს მოიცავს, რომლებიც   ევროიტეგრაციის პროცესის შეჩერებას განცხადებით გაემიჯნენ ან ღიად გამოხატეს მმართველი პარტიისგან განსხვავებული მოსაზრება.

დღეს ამ თანამშრომელთა დასაქმების საკითხი საკონკურსო კომისიის  გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის მერია ცდილობს, მიმდინარე რეორგანიზაცია წარმოაჩინოს უწყების ოპტიმიზაციისა და  ეფექტიანი მართვისთვის  მნიშვნელოვან ღონისძიებად, პროცესის მიმდინარეობა გვაძლევს საფუძვლიან ვარაუდს, რომ  აღნიშნული რეორგანიზაცია წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2024 წლის დეკემბერში დაწყებული რეპრესიების გაგრძელებას.

კიდევ ერთხელ, გვსურს მკაფიოდ  დავაფიქსიროთ, რომ მსგავსი ქმედება  ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, გამოხატვის თავისუფლებისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპებს,“ – ნათქვამია „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ განცხადებაში.

პროფკავშირი ბათუმის მერიაში დაგეგმილი რეორგანიზაციის პროცესს უწევს მონიტორინგს. პროფკავშირის განცხადებით, ისინი გამოიყენებენ ყველა სამართლებრივ მექნიზმს, რათა აღნიშნული რეორგანიზაცია კიდევ ერთხელ არ იქცეს საჯარო უყებებიდან  კრიტიკული აზრის დევნის ინსტრუმენტად.

„დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი მზად არის  თითოეულ დასაქმებულს გაუწიოს სამართლებრივი კონსულტაცია და  საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი ორგანიზაციის წევრების შრომითი უფლებები დაიცვას  სასამართლოში ან/და სხვა უწყებებში.

ამასთანავე,  მოვუწოდებთ ბათუმის მერიაში რეორგანიზაციის ფარგლებში შექმნილი საკონკურსო კომისიის წევრებს, უზრუნველყონ პროცესის გამჭვირვალობა, მიიღონ ობიექტური გადაწყვეტილებები და დაიცვან თითოეული საჯარო მოსამსახურის კონსტიტუციური და შრომითი უფლებები,“ – ნათქვამია პროფკავშირის განცხადებაში.

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ მერიაში კონკურსის გამოცხადების შესახებ ბრძანება 17 თებერვალს გამოსცა, რის მიხედვითაც მერიამ ღია და დახურული კონკურსები გამოაცხადა. მერიის თანამშრომლების თქმით, აუქმებენ იმ შტატებს, ვინც გასულ წელს ირაკლი კობახიძის განცხადებას გაემიჯნა ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერებაზე.

მთავარ ფოტოზე: ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე

ამავე თემაზე:

ვის უშვებს სამსახურიდან ბათუმის მერია – შტატს უუქმებენ EU-ს მხარდამჭერი პეტიციის ხელმომწერთა უმეტესობას

სახალხო დამცველმა ქალთა ციხეში პატიმრები მოინახულა, მათ შორის მზია ამაღლობელიც

საქართველოს სახალხო დამცველმა, დღეს, 26 თებერვალს,ქალი ბრალდებულები და მსჯავრდებულები მოინახულა.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ლევან იოსელიანმა №5 ქალთა სპეციალური დაწესებულებაში მყოფი ქალი პატიმრებისგან მოისმინა ინფორმაცია მათი განთავსების პირობებისა და უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ.

„სახალხო დამცველი დაწესებულებაში ასევე შეხვდა იქ განთავსებულ ელისო კილაძეს, მზია ამაღლობელს და ანასტასია ზინოვკინას, გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებს, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას,“ – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

აპარატის ცნობით, ლევან იოსელიანი შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და დაათვალიერა ციხის ინფრასტრუქტურა. გაეცნო პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ფსიქო-სოციალურ, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულთა ჩართულობის საკითხებს. ასევე მოინახულა დაწესებულებაში არსებული დედათა და ბავშვთა განყოფილება.

საქართველოს სახალხო დამცველი რეგულარულად ახორციელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს და პატიმართა უფლებებზე ზედამხედველობას.

Exit mobile version