ახალშობილი, რომელიც დედამ კლინიკა „მედინას“ საპირფარეშოში მარტომ გააჩინა, ისევ რეანიმაციაშია.
როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, დღეს ჩაატარეს კონსილიუმი სპეციალისტებთან თბილისში და დაგეგმილია რამდენიმე ოპერაციის ჩატარება.
„უმძიმესი მდგომარეობაა. ახლა გვქონდა ჩართვა თბილისში წამყვან სპეციალისტებთან, რამდენიმე სპეციალისტი ჩამოვა, მაგრამ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, თერმოდინამიკას წამლებით ვიჭერთ“ – თქვა კლინიკა „მედინას“ დირექტორმა, ჯუმბერ უნგიაძემ „ბათუმელებთან“.
მისი თქმით, ახალშობილს რამდენიმე ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, ეტაპობრივად.
„ახლა გვქონდა კონსილიუმი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ვცდილობთ, გამოვნახოთ ყველა გზა, რომ ახალშობილი გამოვიყვანოთ ამ მდგომარეობიდან“ – ამბობს ჯუმბერ უნგიაძე.
მისი თქმით, ახალშობილის დედაც კლინიკაში რჩება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ბათუმში, კლინიკა „მედინას“ თანამშრომელმა ფარულად იმშობიარა ტუალეტში და ახალშობილს, სავარაუდოდ, დაზიანებები მიაყენა.
შემთხვევის შესახებ გუშინ, 22 თებერვალს გახდა ცნობილი.
ჯუმბერ უნგიაძის თქმით, ბავშვის დედა რეანიმაციის განყოფილებაში, სანიტრის პოზიციაზე მუშაობდა.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის თანახმად, რაც ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
დღეს, 23 თებერვალს, ბათუმში 4028 აბონენტს ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება.
როგორც კომპანია „სოკარში“ გვითხრეს, ბუნებრივი აირის მიწოდება საგზაო სამუშაოების გამო შეწყდა.
„ავარიული დაზიანების გამო ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება 26 მაისის, მემედ აბაშიძის, ვაჟა-ფშაველას, კოტე მარჯანიშვილის, დავით კლდიაშვილის, რუსთაველის, ნინოშვილის ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტებს.
ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგება ეტაპობრივად 23 თებერვალს 13:00 საათიდან და დასრულდება დღის ბოლომდე“ – განაცხადეს „სოკარში“.
კომპანია აფრთხილებს აბონენტებს, რომ დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის ონკანები.
ბათუმში, ერთ-ერთ საწარმოში შუახნის კაცი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, მას სამუშაოს შესრულების დროს თავში მინა დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა წუხელ, ღამით მოხდა.
დაცული იყო თუ არა საწარმოში უსაფრთხოების ნორმები? – უსაფრთხოების ინსპექციის პრესცენტრში გვითხრეს, რომ საწარმოში ღამის საათებში გავიდნენ ინსპექტორები. ობიექტზე სამუშაოები შეჩერებულია. მიმდინარეობს მოკვლევა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 23 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 260 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +720. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 696 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 24 082 ერთეული [+13]
საარტილერიო სისტემა – 37 510 ერთეული [+40]
MLRS – 1 654 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 304 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 348 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 143 878 ერთეული [+1 765]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 347 ერთეული [+33]
გემი/ნავი – 29 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 79 636 ერთეული [+136]
სპეცტექნიკა – 4 073 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 23 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
116 804 უპილოტო საფრენი აპარატი
650 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 835 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 671 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 445 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 079 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ბათუმში, კლინიკა „მედინას“ თანამშრომელმა ფარულად, ტუალეტში იმშობიარა და ახალშობილს, სავარაუდოდ, დაზიანებები მიაყენა.
„ბათუმელები“ ესაუბრა „მედინას“ დირექტორს, ექიმ-გინეკოლოგ ჯუმბერ უნგიაძეს. მან გვითხრა, რომ ქალი მათთან მუშაობდა რეანიმაციის განყოფილებაში, სანიტრის პოზიციაზე და შემთხვევა წუხელ, შუაღამისას მოხდა.
„ღამით შესულა საპირფარეშოში, ჩაკეტილა, სანიტრები მიხვდნენ, რომ რაღაც ხდებოდა, ატეხეს ამბავი, კარს შევამტვრევთო და დახვდათ ეს მდგომარეობა, – ნამშობიარები ქალი და ახალშობილი, რომელსაც ყელზე ნაფლეთი ჭრილობა ჰქონდა“ – ამბობს ჯუმბერ უნგიაძე.
ამ დროისათვის ქალი და ახალშობილიც კლინიკაში რჩებიან.
ჯუმბერ უნგიაძის თქმით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„ყველაფერს ვაკეთებთ. ბავშვს მრავალი ოპერაცია დასჭირდება“ – გვითხრა მან.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ახალშობილი ბიჭია.
„მედინაში“ რჩება ახალშობილის დედაც. კლინიკამ ფსიქიატრი გამოიძახა და ქალის პალატასთან დაცვა დააყენა.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის თანახმად, რაც ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
აჭარის „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის სახელი მედიაში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან კავშირში გაჟღერდა.
22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წელს მოკლეს თბილისში. ამ დროს სულხან თამაზაშვილი თბილისის პოლიციის უფროსი იყო.
ახალგაზრდა კაცის მკვლელობიდან ერთ თვეში დააკავეს ორი პირი, რომელთაც უკვე პატიმრობა აქვთ მისჯილი, მაგრამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე 2026 წლის თებერვალში ისევ აქტუალური გახდა და საქმეში გამოჩნდა მოწმე, რომელიც ამბობს, რომ მაშინდელი თბილისის პოლიციის უფროსი, სულხან თამაზაშვილი იმ მაღალჩინოსნებს შორის იყო, რომელთაც მოისმინეს ნიკო კვარაცხელიას მკვლელის აღიარებითი ჩვენება, რომელშიც დასახელებული იყო მკვლელობის დამკვეთიც, თუმცა საქმეში მკვლელობის დამკვეთების ვინაობა მიჩქმალეს.
ვინ არის მოწმე, რომელიც თამაზაშვილს ასახელებს
მოწმე, რომელმაც სულხან თამაზაშვილი დაასახელა, როგორც პირი, რომელსაც ინფორმაცია ჰქონდა, თუ ვინ იყო ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთი, ყოფილი პოლიციელი, წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, დიმიტრი ქვაჭრელიშვილია.
სწორედ დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა დააკავა 2021 წელს აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე, რომლებსაც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობისთვის 17 და 16 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი.
დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ამჟამად პატიმარია. იგი 2024 წელს დააკავეს უფლებამოსილების გადამეტებისა და ქრთამის აღების ბრალდებით და 15-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ამჟამად მისი საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს.
ნიკო კვარაცხელიას საქმე მისი მკვლელობიდან 5 წლის შემდეგ, 2026 წლის თებერვალში ისევ გააქტიურდა. კერძოდ, პროკურატურამ განაცხადა, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემკვეთები ე.წ. კანონიერი ქურდის შვილები, ძმები კაკულიები და ბუსა ჟვანია [ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას შვილი] იყვნენ.
პროკურატურის ამ განცხადების შემდეგ დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა თქვა, რომ მზად იყო, გამოძიებისთვის მიეწოდებინა მის ხელთ არსებული ინფორმაცია ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე.
რას ჰყვება წყნეთის ყოფილი პოლიციის უფროსი
დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა 19 თებერვალს მისცა ჩვენება. 21 თებერვალს ტელეკომპანიებმა: „ფორმულამ“ და „პირველმა“მოამზადეს ვრცელი სიუჟეტები ამ ჩვენების შესახებ.
ამ სიუჟეტების თანახმად, ყოფილმა პოლიციელი გამოძიებას დეტალურად უამბო, რა ხდებოდა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების, აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის დაკავების ღამეს წყნეთის პოლიციის განყოფილებაში, 2021 წელს.
კერძოდ, დიმიტრი ქვაჭრელიშვილის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა „ტვ პირველს“ უთხრა, რომ როგორც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჰყვება, მკვლელობაში ბრალდებულების, ჭელიძისა და კავილაძის დაკავების დროს პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ და ბრალდებულების აღიარებითი ჩვენება პირადად მოისმინეს: სულხან თამაზაშვილმა – თბილისის პოლიციის მაშინდელმა უფროსმა; კახა მურადაშვილმა – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ; კახაბერ სირაძემ – თბილისის მკვლელობების მთავარი სამმართველოს უფროსმა და გელა ქურდაძემ – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს უფროსმა.
ადვოკატის თქმით, ქვაჭრელიშვილს, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებმა, დაკავების ღამეს, წყნეთის პოლიციაში, სამართალდამცავებს დეტალურად უთხრეს, რატომ მოკლეს ნიკო კვარაცხელია, სად იმალებოდნენ, რა იყო მათი ფინანსური სარგებელი და ა.შ. ადვოკატის თქმით, წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი ამბობს, რომ მის მიერ დაკავებულმა აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ თავიდანვე დაასახელეს ძმები კაკულიები და ბუსა ჟვანია და ეს მოისმინა სულხან თამაზაშვილმაც და მეტიც, მან აღიარებითი ჩვენების ვიდეოც გადაიღო.
ასევე, დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სულხან თამაზაშვილმა დაკავებულების აღიარებითი ჩვენება მოისმინა, ის სატელეფონო კავშირზე იყო ვინმე „ანზორიჩთან“.
ყოფილი პოლიციელი ვერ აკონკრეტებს „ანზორიჩის“ ვინაობას, თუმცა „შაბათის ფორმულა“ ვარაუდობს, რომ შესაძლოა საუბარია „ოცნების“ ყოფილ მთავარ პროკურორზე, ოთარ ფარცხალაძეზე, რომელსაც ამჟამად ეძებენ.
თუ ყოფილი პოლიციელის ჩვენება დადასტურდება, ეს ნიშნავს, რომ სულხან თამაზაშვილი ჯერ კიდევ 5 წლის წინ იყო ინფორმირებული, ვინ იყვნენ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთები და ეს მიჩქმალა, პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად.
რა უპასუხა სულხან თამაზაშვილმა ბრალდებას
21 თებერვალს, მას შემდეგ, რაც ქვაჭრელიშვილის ჩვენების შესახებ სიუჟეტების ანონსები ეთერში გავიდა, სხვა დროს სიტყვაძუნწმა სულხან თამაზაშვილმა საკმაოდ ვრცელი კომენტარი მისცა ჟურნალისტებს ამ თემაზე.
თამაზაშვილი კატეგორიულად უარყოფს, რომ კავშირი ჰქონდა ფარცხალაძესთან, ამბობს, რომ მას საერთოდ არ იცნობს, ხოლო წყნეთის პოლიციის ყოფილ უფროსს ცრუ მოწმეს უწოდებს. იგი მიიჩნევს, რომ „საკითხი ამოწურულია“.
„ჩვენებაში არის საუბარი, მე ვესაუბრე ოთარ ფარცხალაძეს. სრული პასუხისმგებლობით მინდა დავაფიქსირო, რომ მე ამ ადამიანს არ ვიცნობ, მეტიც, არასდროს არ შევხვედრივარ, არასდროს მქონია კომუნიკაცია ცხოვრებაში, არც სატელეფონო და არც პირადი.
ასევე, ზოგადად ამ მოვლენის მიმართ ჩვენების და მისი ავტორის, ეგრეთ წოდებულ ცრუ მოწმის მიმართ მაქვს ამბივალენტური დამოკიდებულება. მე მახსოვს ეს ადამიანი, იყო მართლაც წყნეთის პოლიციის უფროსი. ის, სამწუხაროდ, დააკავეს ქრთამის აღებისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. ერთი მხრივ, მის მიმართ მხოლოდ სიბრალულის ემოცია მაქვს, ხოლო მეორე მხრივ, ეს ცრუ ჩვენება გარდაცვლილის დედის მდგომარეობას ალბათ უფრო დაამძიმებდა, რასაც რეალურად განვიცდი.
შევეხები ზოგადად ამ სისხლის სამართლის საქმეს. კარგად მახსოვს, რა თქმა უნდა, ძალიან შემზარავი და მძიმე ფაქტი იყო, თუმცა დანაშაული მყისიერად გაიხსნა, დანაშაულის ჩადენის დღეს, იმ დღესვე დანაშაულის ჩამდენი პირები იყვნენ იდენტიფიცირებულები. მოგვიანებით, დაახლოებით ორი დღის შემდეგ ისინი მიეცნენ პასუხისგებაში და დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ისინი უკვე ძებნის სტატუსით იქნენ დაკავებულები.
მათმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დუმილის უფლება გამოაყენებინა, შესაბამისად გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს, თუმცა გამოძიება აქტიურად მუშაობდა დანაშაულის ორგანიზატორების გამოვლენის და მხილების მიზნით და საკმარისი, შესაბამისი მტკიცებულებები შექმნილი იყო იმ ეტაპზეც.
ასევე, მინდა გითხრათ, რომ ის პირები, ვისაც წარედგინათ ბრალი ამ დანაშაულის ჩადენის ორგანიზებისთვის [გულისხმობს ძმებ კაკულიებს], დაკავებული იყო სწორედ ჩემი ხელმძღვანელობის, ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელობის პერიოდში, სხვა დანაშაულის ჩადენისთვის. მკვლელობიდან დაახლოებით 7-8 თვის შემდეგ.
აქედან გამომდინარე, აქ დანაშაულის „ჩაფარცხვაზე“ და რაღაც „დახმარებაზე“ ლაპარაკი მე მგონი არასერიოზულია და ეს საკითხი მე ვთვლი, რომ ამოწურულია“, – თქვა სულხან თამაზაშვილმა.
რას ამბობს საქმის პროკურორი
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორი, გია შაიშმელაშვილი „შაბათის ფორმულასთან“ ამბობს, რომ ბუსა ჟვანიას შესახებ ჩანაწერები საქმეში ჯერ კიდევ 5 წლის წინ იყო, თუმცა საქმისთვის კლასიფიკაციის მიცემას – შეკვეთილი განზრახ მკვლელობა, დრო დასჭირდა.
მისივე თქმით, ბუსა ჟვანიას, რომელზეც ძებნა გამოცხადდა, ოფიციალურად საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთია.
პროკურორის განმარტებით, ჟვანიაზეა ჯერ შიდა ძებნაა გამოცხადებული, ხოლო თუ დარწმუნდებიან, რომ უცხოეთში იმყოფება, საერთაშორისო ძებნასაც გამოაცხადებენ.
„ჩვენი ინფორმაციით, მას საქართველოს საზღვარი დატოვებული არ აქვს, მაგრამ ყველა მიმართულებით მიმდინარეობს ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები მისი ადგილსამყოფლის დადგენის თაობაზე.
მას შემდეგ… თუ გამოიკვეთება, რომ იგი არ იმყოფება საქართველოში და მიმალულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თაობაზე”, – აცხადებს პროკურორი.
რაც შეეხება ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ კაკულიებს – ისინი სხვა დანაშაულის გამო პატიმრობაში არიან, მათ 9 წელი აქვთ მისჯილი. ძმები კაკულიები ნიკო კვარაცხელიას საქმეზე წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან.
რატომ განახლდა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე 5 წლის შემდეგ
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გააქტიურდა 2026 წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც მოკლული ახალგაზრდის დედამ, იზა ომაძემ, საჯაროდ განაცხადა, რომ ქუჩაში გამოდის სამართლის საძიებლად, რადგან მისი შვილის მკვლელობის ორგანიზატორები არ არიან დაკავებული.
მოკლული ახალგაზრდის დედის განცხადებიდან რამდენიმე დღეში პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალი წარუდგინაძმებს, დავით და გურამ კაკულიებს და ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას.
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა საქართველოში. ნიკო კვარაცხელია იყო 22 წლის ტექნოლოგიური მეწარმე, პირველი ქართული სოციალური პლატფორმის, Feedc-ის დამფუძნებელი. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ ტექნოლოგიების სფეროში.
მკვლელობა მოხდა 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე. ნიკო კვარაცხელიას საკუთარ ავტომობილთან ახლოს, დაახლოებით 10-ჯერ ესროლეს. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანდა, როგორ ელოდებოდა მკვლელი მსხვერპლს და როგორ დაცხრილა ის დღისით, ხალხმრავალ ადგილას. ნიკო კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 თებერვლის 21 საათიდან 23 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მაღალ მთაში – თოვა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 9 – 14 გრადუსი სითბო
ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში:
დღისით: 6 – 11 გრადუსი სითბო
ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
ღამით: 0- 5 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 24-25 თებერვალს აჭარაში მოსალოდნელია წვიმა, მთაში – თოვა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 22 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 259 780 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 694 ერთეული [+9]
ჯავშანტექნიკა – 24 069 ერთეული [+6]
საარტილერიო სისტემა – 37 470 ერთეული [+41]
MLRS – 1 652 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 303 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 348 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 142 113 ერთეული [+1 705]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 314 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 29 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 79 500 ერთეული [+205]
სპეცტექნიკა – 4 073 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
115 937 უპილოტო საფრენი აპარატი
650 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 790 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 670 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 400 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
54 938 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ბათუმის მერიას საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეაქვს კონსტანტინე ლესელიძის ქ. №24-ში მდებარე 1501 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი.
ბათუმის მერია ამ ნაკვეთის გაყიდვას ელექტრონულ აუქციონზე 1 მილიონ 352 800 ლარად გეგმავს. აუქციონზე ელექტრონული ვაჭრობისას გამოჩნდება, გაიზრდება თუ არა ეს ფასი.
ნაკვეთს ესაზღვრება შპს „ბელლა კოსტას“ შენობა, სადაც სასტუმრო და რესტორანია. საპრივატიზებოდ მომზადებულ მიწის ნაკვეთზე კი ამ სასტუმროს მიერ მოპირკეთებული ეზო და საცურაო აუზია.
გასაყიდად გამზადებული მიწის ნაკვეთის შეძენა სავარაუდოდ „ბელლა კოსტას“ სურს, შეიძლება მას კონკურენტიც არ ჰყავდეს, რადგან ნაკვეთი, ფაქტობრივად, მისი სასტუმროს ეზოა.
მიწის ნაკვეთი, სადაც სასტუმროს აუზია, 2016 წელს, ბათუმის მერიამ, საკრებულოს თანხმობით, სასყიდლიანი საიჯარო ხელშეკრულებით, პირდაპირი განკარგვის წესით, 20 წლის ვადით გაასხვისა. ქონებით სარგებლობის წლიური საფასური 20 000 ლარი იყო. გასულ წლებში ამონაწერში ფიქსირდებოდა, რომ მიწის ნაკვეთი საიჯარო წესით იყო გასხვისებული, ბოლო წლებში კი არ ფიქსირდება. რა მოხდა? – კომპანიამ საიჯარო ხელშეკრულებით დაკისრებული გადასახადი არ გადაიხადა და მას ჯერ ჯარიმები დააკისრეს, შემდეგ კი ხელშეკრულება შეუწყვიტეს.
მონიშნულია მიწის ნაკვეთი, რომელიც მერიამ საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანა
მოიჯარეები – ბიუზანდ ავეტისიანი და ხაჩატურ კარაპეტიანი იყვნენ.
ბათუმის მერის ძველ ბრძანებაში არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი:
„ბიუზანდ ავეტისიანმა და ხაჩატურ კარაპეტიანმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 ოთხი თვის ვადაში უზრუნველყონ სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ბათუმში, ლესელიძის ქ. N6-ში მდებარე მათი თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულ 753,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მოქმედ რესტორანსა და მშენებარე სასტუმრო კომპლექსთან ფუნქციონალურად დაკავშირებული, მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურთან შეთანხმებული პროექტით განსაზღვრული ისეთი ობიექტების [თანამედროვე იერსახის ღია კაფე-ბარი, ღია საცურაო აუზი და ა.შ.], ნაგებობებისა და არქიტექტურული კონსტრუქციების განთავსება, რომლებიც მიწასთან მყარად არ იქნება დაკავშირებული და არ წარმოადგენენ მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს“.
ეს იმას ნიშნავს, რომ 2016 წელს მერიამ იცოდა, რომ აქ სასტუმროს მფლობელებს აუზის მოწყობა სურდათ.
მიწის ნაკვეთი კი, სადაც სასტუმროა განთავსებული, 2011 წელს სიმბოლურ ფასად და პირდაპირი წესით გაყიდეს, პირობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში ლესელიძის #6-ში მდებარე შენობის რეკონსტრუქცია და „სლავური“ რესტორნის მოწყობა იყო, სადაც საქართველოს 10 მოქალაქეს დაასაქმებდნენ.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 2011 წელს ეს ქონება ელენა პოლიანიჩკომ დაირეგისტრირა.
ამონაწერში ფიქსირდებოდა ისიც, რომ მფლობელს ამ ქონების გასხვისების უფლება აჭარის მთავრობასთან შეთანხმების გარეშე არ ჰქონდა. იმავე წელს, იმავე პირობით, მფლობელმა ქონება არტურ მურადიანზე გაასხვისა, მან კი ქონება იპოთეკით დატვირთა.
ახლა უკვე ამ ქონებას ბიუზაბდ ავესტიანი და ხაჩატურ კარაპეტიანი ფლობენ.
„ბათუმელების“ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა ისიც, რომ კომპანიამ მერიასთან შეთანხმებული პროექტის სანებართვო პირობების დარღვევით ააშენა. შესაბამისად, მერიამ განუხილველად დატოვა განცხადება შენობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე. მერიას შენობა ექსპლუატაციაში ამ დრომდე არ მიუღია.
საგულისხმოა ისიც, რომ მერიის პასუხი 2026 წლის 12 თებერვლით თარიღდება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია (IAU) უცხადებს მხარდაჭერას.
მხარდაჭერის წერილი, რომელსაც ხელს უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი აწერს, ილიაუნმა გამოაქვეყნა დღეს, 21 თებერვალს. წელის ადრესატი ილიაუნის რექტორი, ნინო დობორჯგინიძეა.
„ძვირფასო ნინო დობორჯგინიძე,
იმ განსაკუთრებული გამოწვევების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აღმოჩნდა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმის პირობებში, მსურს გამოვხატო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის (International Association of Universities) მხარდაჭერა. ცოტა ხნის წინ გამოცხადებული ცვლილებები, მათ შორის მისაღები კვოტების მკვეთრი შემცირება და დასაშვები სასწავლო მიმართულებების შევიწროება საფრთხეს უქმნის უნივერსიტეტის ფართო აკადემიურ მისიას და მის შესაძლებლობას, მოამზადოს მომავალი თაობები.
ჩვენ ვიხილეთ, თუ როგორ გააერთიანა ამ გადაწყვეტილებებმა თქვენი პროფესორები, სტუდენტები და თანამშრომლები აკადემიური ავტონომიისა და ინსტიტუციური მთლიანობის დასაცავად. ეს არის ვითარება, რომელიც გამოცდის არა მხოლოდ თქვენი უნივერსიტეტის გამძლეობას, არამედ იმ საერთო ღირებულებებსაც – ღიაობას, კრიტიკულ აზროვნებას და აკადემიურ მრავალფეროვნებას – რომლებიც განსაზღვრავდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებას და მის გავლენას როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივნის რანგში მსურს, დავადასტურო, რომ IAU თქვენ გვერდით დგას. თქვენი ხელმძღვანელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები განასახიერებენ იმ პრინციპებს, რომლებიც უმაღლესი განათლების საზოგადოებრივი სიკეთის საფუძველს ქმნის, პრინციპს, რომლის დაცვასა და განვითარებასაც ჩვენი გლობალური ქსელის მეშვეობით ვემსახურებით.
გვსურს, იცოდეთ, რომ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს საერთაშორისო თანამშრომლობით, დიალოგითა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით, ასევე თქვენი ხმის გაძლიერებით იმ ფორუმებში, სადაც განიხილება უმაღლესი განათლების პოლიტიკა, ავტონომია და აკადემიური თავისუფლება.
საერთაშორისო უმაღლესი განათლების საზოგადოება დიდი პატივისცემით ადევნებს თვალს, თუ როგორი ღირსებითა და მიზანდასახულობით უპირისპირდებით ამ ზეწოლას.
დიდი სოლიდარობითა და პატივისცემით, Hilligje van’t Land. გენერალური მდივანი, უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია (IAU)“.
უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია 1950 წელს, იუნესკოს ეგიდით დაარსებული ორგანიზაციაა. ასოციაცია შეიქმნა მსოფლიოს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.
„ოცნების“ განათლების რეფორმით, ილიას უნივერსიტეტი პროგრამების დიდ ნაწილს და სტუდენტების 90%-ს დაკარგავს.
აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი ამბობს, რომ არ იცნობს ქვეყნის ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით და ქოლცენტრების საქმეზე იძებნება ამჟამად.
საქმე ეხება 2021 წელს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას, რომელზეც ჩვენება მისცა ამჟამად პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პოლიციელმა, დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა. ქვაჭრელიშვილი 2021 წელს, კვარაცხელიას მკვლელობის დროს, წყნეთის პოლიციის უფროსი იყო და სწორედ მან დააკავა აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე – ადამიანები, რომლებსაც კვარაცხელიას მკვლელობისთვის 17 და 16 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი.
„შაბათის ფორმულას“ ქვაჭრელიშვილმა ციხიდან მისწერა, რომ სულხან თამაზაშვილმა, რომელიც მაშინ თბილისის პოლიციის უფროსი იყო, ოთარ ფარცხალაძეს „ანგარიში ჩააბარა“ – ამის შესახებ „შაბათის ფორმულას“ ანონსშია ნათქვამი. გადაცემა დღეს, 21 თებერვალს გავა ეთერში.
დღეს, 21 თებერვალს, ჟურნალისტებთან ამ თემაზე სულხან თამაზაშვილმა ისაუბრა. მან კატეგორიულად უარყო, რომ ფარცხალაძეს იცნობს, ხოლო წყნეთის ყოფილ პოლიციის უფროსს, რომელმაც ნიკო კვარაცხელიას საქმეში ბრალდებული დააკავა, ცრუ მოწმე უწოდა.
„ჩვენებაში არის საუბარი, მე ვესაუბრე ოთარ ფარცხალაძეს. სრული პასუხისმგებლობით მინდა დავაფიქსირო, რომ მე ამ ადამიანს არ ვიცნობ, მეტიც, არასდროს არ შევხვედრილვარ, არასდროს მქონია კომუნიკაცია ცხოვრებაში, არც სატელეფონო და არც პირადი.
ასევე, ზოგადად ამ მოვლენის მიმართ ჩვენების და მისი ავტორის, ეგრეთ წოდებულ ცრუ მოწმის მიმართ მაქვს ამბივალენტური დამოკიდებულება. მე მახსოვს ეს ადამიანი, იყო მართლაც წყნეთის პოლიციის უფროსი, ის, სამწუხაროდ, დააკავეს ქრთამის აღებისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. ერთი მხრივ მის მიმართ მხოლოდ სიბრალულის ემოცია მაქვს, ხოლო მეორე მხრივ, ეს ცრუ ჩვენება ალბათ გარდაცვლილის დედის მდგომარეობას უფრო დაამძიმებდა, რასაც რეალურად განვიცდი.
შევეხები ზოგადად ამ სისხლის სამართლის საქმეს. კარგად მახსოვს, რა თქმა უნდა, ძალიან შემზარავი და მძიმე ფაქტი იყო, თუმცა დანაშაული მყისიერად გაიხსნა, დანაშაულის ჩადენის დღეს, იმ დღესვე დანაშაულის ჩამდენი პირები იყვნენ იდენტიფიცირებულები, მოგვიანებით, დაახლოებით ორი დღის შემდეგ, ისინი მიეცნენ პასუხისგებაში და დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ისინი უკვე ძებნის სტატუსით იქნენ დაკავებულები.
მათმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დუმილის უფლება გამოაყენებინა, შესაბამისად გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს, თუმცა გამოძიება აქტიურად მუშაობდა დანაშაულის ორგანიზატორების გამოვლენის და მხილების მიზნით და საკმარისი, შესაბამისი მტკიცებულებები შექმნილი იყო იმ ეტაპზეც.
ასევე, მინდა გითხრათ, რომ იმ პირებს, ვისაც წარედგინათ ბრალი, ამ დანაშაულის ჩადენის ორგანიზებისთვის, დაკავებული იყო სწორედ ჩემი ხელმძღვანელობის, ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელობის პერიოდში, სხვა დანაშაულის ჩადენისთვის. მკვლელობიდან დაახლოებით 7-8 თვის შემდეგ. აქედან გამომდინარე, აქ დანაშაულის „ჩაფარცხვაზე“ და რაღაც „დახმარებაზე“ ლაპარაკი მე მგონი არასერიოზულია და ეს საკითხი მე მიმაჩნია, რომ ამოწურულია“ – თქვა სულხან თამაზაშვილმა.
რა ხდება?
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული შემთხვევაა საქართველოში. ნიკო კვარაცხელია იყო 22 წლის ტექნოლოგიური მეწარმე, პირველი ქართული სოციალური პლატფორმის, Feedc-ის დამფუძნებელი. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ ტექნოლოგიების სფეროში.
მკვლელობა მოხდა 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე. ნიკოს საკუთარ ავტომობილთან ახლოს დაახლოებით 10-ჯერ ესროლეს. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანდა, როგორ ელოდებოდა მკვლელი მსხვერპლს და როგორ დაცხრილა ის დღისით, ხალხმრავალ ადგილას. ნიკო კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მკვლელობის შემდეგ სამართალდამცავებმა დაადგინეს ორი ეჭვმიტანილის ვინაობა: აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. ისინი შემთხვევის ადგილიდან ნაქირავები მანქანით მიიმალნენ. რამდენიმეკვირიანი ძებნის შემდეგ, პოლიციამ ისინი წყნეთში დააკავა.
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გააქტიურდა 2026 წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც მოკლული ახალგაზრდის დედამ, იზა ომაძემ, საჯაროდ განაცხადა, რომ ქუჩაში გამოდის სამართლის საძიებლად, რადგან მისი შვილის მკვლელობის ორგანიზატორები არ არიან დაკავებული. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალი წარუდგინა ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს, ასევე, გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვაჟს, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს ახალ პასპორტებთან დაკავშირებით.
კერძოდ, ბოლო დღეებია მოქალაქეები აცხადებენ, რომ ახალი პასპორტის აღების შემდეგ მათ იუსტიციის სახლიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ დოკუმენტი ხარვეზიანია და უნდა გამოცვალონ.
„გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ახალ პასპორტებში არსებული ხარვეზის გამო ათობით საქართველოს მოქალაქე საზღვრიდან მოაბრუნეს. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება, მსგავსი რისკები პასპორტების ხარისხთან დაკავშირებით არ არსებობს და მოქალაქეებს ამ მიზეზით გადაადგილების პრობლემები არ შეექმნებათ.
გავრცელებულ კონკრეტულ ერთეულ შემთხვევებს სააგენტო სხვა უწყებებთან ერთად იკვლევს და საჭიროების შემთხვევაში, იღებს შესაბამის ზომებს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სამუშაო პროცესის ფარგლებში, მუდმივად ახორციელებს მის მიერ გაცემული დოკუმენტების მონიტორინგს. იმ შემთხვევაში, თუ პროცესში, ან შემდგომ ეტაპზე გამოიკვეთება რაიმე სახის საჭიროება, სააგენტო ინდივიდუალურად უკავშირდება თითოეულ მოქალაქეს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს როგორც დოკუმენტების სიზუსტე და უსაფრთხოება, ისე მოქალაქეთა ინტერესების დაცვა.
მონიტორინგისა და პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად, სააგენტო ინდივიდუალურად დაუკავშირდა მოქალაქეებს ინფორმაციის დაზუსტების მიზნით და შესთავაზა იმავე დღეს, სრულიად უსასყიდლოდ დოკუმენტების ჩანაცვლება.
აღნიშნული პრაქტიკა სრულად შეესაბამება დოკუმენტების მართვისა და უსაფრთხოების დამკვიდრებულ საერთაშორისო სტანდარტებს და წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფის პროცესის შემადგენელ ნაწილს. მოცემული მიდგომა მიზნად ისახავს სერვისის მიწოდების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებასა და მოქალაქეებისთვის სანდო, მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევას“ – იუწყება სააგენტო.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 258 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 685 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 24 063 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 37 429 ერთეული [+42]
MLRS – 1 651 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 303 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 348 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 140 408 ერთეული [+1 527]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 314 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 29 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 79 295 ერთეული [+183]
სპეცტექნიკა – 4 073 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 20 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
115 765 უპილოტო საფრენი აპარატი
650 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 776 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 669 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 381 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
54 816 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლის დროს თქვა, რომ საქართველოში შობადობის კატასტროფული კლების მიზეზი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კი არა,„მსოფლმხედველობრივი მიზეზია“.
რას ამბობენ მოქალაქეები, მათი აზრით, რა ფაქტორების გამო იკლებს შობადობა? – ნახეთ „ბათუმელების“ ქუჩის გამოკითხვა.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა დაადასტურა გერმანიის ხელისუფლების ურყევი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვით ომში.
„ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ ყოველგვარი „თუ“-სა და „მაგრამ“-ს გარეშე“, – განაცხადა დღეს, 20 თებერვალს, შტუტგარტში, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის პარტიულ ყრილობაზე გამოსვლისას მერცმა.
ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გერმანიის კანცლერის თქმით, გერმანია არასდროს შეეგუება იმ ფაქტს, რომ „დანაშაულებრივი რუსული რეჟიმი სისტემატურად აწარმოებს ომს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის, მოხუცების, ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ“.
მერცმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიას თან ახლავს „აუტანელი ნაცისტური პროპაგანდა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ – ხალხის, რომლებიც იტანჯებოდნენ გერმანიისა და რუსეთის ტირანიის ქვეშ, როგორც მსოფლიოში თითქმის არავინ“.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში ლაკმუსის ტესტია ევროპული ღირებულებებისა და სიმტკიცისთვის.
ასევე, მერცმა განაცხადა, რომ ვინც დღეს „გულუბრყვილო პაციფიზმს“ მისდევს, ხვალინდელ ომებს უწყობს ხელს. „სიმშვიდე მშვიდობას არ ქმნის, ის მხოლოდ აგრესორს ამხნევებს“ – თქვა მერცმა.
„ფრიდრიხ მერცმა მოუწოდა პასუხის გაცემისკენ კითხვაზე, როგორ შეუძლია გერმანიას დაიცვას თავისი ღირებულებები, ინტერესები, თავისუფლება, უსაფრთხოება, კეთილდღეობა და სუვერენიტეტი. მისი აზრით, ეს პასუხი ევროპული სულისკვეთებით უნდა იყოს გაცემული, გერმანიის ყოფილი კანცლერების, კონრად ადენაუერის და ჰელმუტ კოლის ტრადიციისამებრ და „ღირებულებებით შეკრული რეალიზმის“ საფუძველზე. ამავდროულად, დაასკვნა მან, ევროპამ უნდა ისწავლოს „ძალის ენაზე საუბარი“ – წერს „დოიჩე ველე“.
______________
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/RONALD WITTEK
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიშა ბოლქვაძე ამბობს, რომ ორი დღეა შენიშნა, როგორ უთვალთვალებენ მის საცხოვრებელ სახლს უცხო ავტომანქანებიდან. ერთ-ერთი „შკოდას“ მარკის ავტომობილია სანომრე ნიშნით – 403. „მეორეს ნომერი არ მახსოვს“ – ამბობს მიშა ბოლქვაძე „ბათუმელებთან“.
მან თვალთვალის ვიდეოები ფეისბუქზეც გამოაქვეყნა და დაწერა: „ვერც თვალთვალით, ვერც მუქარით, ვერც დაშინებით ვერ გამტეხთ.
მიშა ბოლქვაძე სანამ ცოცხალი იქნება, არ შეწყვეტს ბრძოლას სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის. რაც არ უნდა მაბრკოლოთ, მბლოკოთ და საარსებო გზები მიხერგოთ, ამ ბრძოლას ჩვენ მოვიგებთ!“
როგორც მიშა ბოლქვაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, მის სახლთან არაერთხელ შეუნიშნავს მოთვალთვალეები, თუმცა ეს ძირითადად არჩევნების დროს ან დიდი საპროტესტო აქციების პერიოდში ხდებოდა.
„საარჩევნო პერიოდშიც ყოველთვის დამყვებოდნენ კუდში და ბოლოს, როცა უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით ვაკეთებდი განცხადებებს, რომ არ ვაპირებდი შესვლას, მაშინ იყვნენ გააქტიურებულები.
შემდეგ მსგავსი რამ აღარ შემიმჩნევია. თუმცა, გუშინ დილით შევამჩნიე „შკოდა“ ჩემი სახლის წინ, როცა ბავშვები წავიყვანე სკოლაში. სამი შვილი მყავს“, – ამბობს მიშა ბოლქვაძე „ბათუმელებთან“.
მისი თქმით, სახლის წინ უცხო ავტომანქანა შენიშნა მისმა მეუღლემაც და დაუკავშირდა.
„ერთი საათის შემდეგ ისევ განმეორდა, ახლა უკვე სხვა მანქანა იყო მოსული, მაგრამ 5-6 წუთი გაჩერდა მხოლოდ და მერე წავიდა. მერე კიდევ მოვიდა „შკოდა“, მეზობლის მხარეს გადააყენა ავტომანქანა, სახლს უყურებდა და იღებდა რაღაცას“, – ამბობს მიშა ბოლქვაძე.
რას უკავშირებთ ამ თვალთვალს? – ვკითხეთ მას. მიშა ბოლქვაძის აზრით, შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს იმ პროტესტს, რომელიც ქვეყანაშია.
„ყველამ იცის, რომ 11 წელია ბრძოლაში ვარ ოლიგარქის წინააღმდეგ და ახლაც, ყველა ვართ მოლოდინის რეჟიმში, რომ ეს საპროტესტო მოძრაობა განახლდეს და ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე. ოპოზიციაც იცით, რომ უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ერთმანეთთან და როგორც ადრე, ახლაც ისე ვიქნები პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, თუკი გააქტიურდება“.
მიშა ბოლქვაძე ამბობს, რომ უცხო მანქანებიდან თვალთვალის გამო პოლიციისთვის არ მიუმართავს.
„მე ახალშენის ცენტრალურ ქუჩაზე ვცხოვრობ და არჩევნების დროს ჩემს სახლში მქონდა საარჩევნო შტაბი. მაშინ პოლიციამ ვიდეოკამერები ზუსტად სახლის წინ დამიყენა, ჭიშკრებს უყურებს. წინა შემთხვევებზე არაერთხელ მივმართე პოლიციას, თუმცა რეაქცია არ ჰქონიათ. ამიტომ არ მივმართე ახლა.
ღამის საათებში არ დავკვირვებივარ, მაგრამ დღის საათებში რამდენჯერმე შევნიშნეთ ეს მანქანები. 6 ვიდეო მაქვს უკვე გადაღებული“, – ამბობს მიშა ბოლქვაძე.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა და ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა და არც აჭარის უმაღლეს საბჭოში, იყო მინიშნებები, რომ ქვეყანა დაეტოვებინა.
„მოვისმინე ასეთი „შინაურული“ საუბრები, რომ „ხომ არ ჯობდა შესულიყავი უმაღლეს საბჭოში“, „ახლა ჯობია წახვიდე ქვეყნიდან“, – მეუბნებოდნენ და დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანებიც მოგზავნილები იყვნენ.
არ უნდათ, რომ აქტიური იყო და პატრიოტული სულისკვეთების. თუ არ მიეყიდე, არ მოსწონთ“, – გვითხრა მიშა ბოლქვაძემ.
რა შეიძლება მოიმოქმედონ თქვენ წინააღმდეგ? – ვკითხეთ მას.
„კონფლიქტი არავისთან მქონია, არც ვსვამ და არც რაიმე საშუალებებს ვიყენებ. ზოგადად, პატიოსანი ცხოვრებით ვცხოვრობ და რა ვიცი.
უმაღლეს საბჭოში როცა არ შევედი, „ლეო გრანდში,“ კაზინოში ვმუშაობდი დაცვაში, მაგრამ იქიდანაც გამომიშვეს, არადა, 9 წელი ვიმუშავე ამ ადგილზე. პირდაპირ მითხრა მეპატრონემ, ხელისუფლებასთან პრობლემები არ გვინდაო. სადაც მივდივარ, ყველგან მეუბნებიან, რომ დაბლოკილი ვარ და უარს მეუბნებიან დასაქმებაზე.
რთულია, როცა სამი შვილით უმუშევარს გტოვებენ, ულუკმაპუროდ, მაგრამ მაინც არსად არ ვაპირებ წასვლას.
მამა შშმ პირია, პენსიონერი, ორივე ფეხი მოჭრილი აქვს და მე ვუვლი. მეხმარება სამეგობრო, საძმაკაცო, ხომ იცით, ჩვენთან როგორც ხდება. მეუღლე ბავშვთა საავადმყოფოში მუშაობს ექთანია და რაღაცნაირად გაგვაქვს თავი“, – ამბობს მიშა ბოლქვაძე.
მიშა ბოლქვაძე ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი იყო ოპოზიციური ერთობიდან, უფრო ადრე კი, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“.
მერია მახინჯაურში, ზღვის სანაპიროსთან 1266 კვ.მეტრ ფართობს გაყიდის. ეს ქონება მერიამ საკრებულოს თანხმობით საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანა. ქონების საწყისი ფასი 1 მილიონ 211 613 ლარია.
მონიშნულია გასაყიდი მიწის ნაკვეთი
ქონება აუქციონზე კონკურენტულ პირობებში უნდა გაიყიდოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ფასი შეიძლება გაიზარდოს. განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც ბათუმის საკრებულომ უკვე დაამტკიცა, მყიდველმა საპრივატიზებო საფასური 6 თვეში სრულად უნდა დაფაროს.
გასულ წლებში ამ ადგილზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილის მოწყობას გეგმავდა. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით 33 ათას 898 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. თუმცა პროექტი გააჩერეს, ხოლო ქონება საკუთრებაში დაუბრუნეს ბათუმის მუნიციპალიტეტს.
გარდა ამისა, მერიამ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხას დაამატა კონსტანტინე ლესელიძის ქ. №24-ში მდებარე 1501 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი. მერია ამ ნაკვეთის გაყიდვას ელექტრონულ აუქციონზე 1 მილიონ 352 800 ლარად გეგმავს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო 4,5 მილიონი ლარის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენას გეგმავს, თუმცა კონკრეტულად რა ტიპის ტრანსპორტს ყიდულობს უწყება ასაიდუმლოებს. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობა კი მხოლოდ იმ კომპანიებს შეუძლიათ, რომლებსაც სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის სპეციალური ნებართვა აქვთ.
შესყიდვის ელექტრონული პროცედურით [GEO] ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე განცხადება შსს-მ 2023 წლიდან დღემდე სულ 20-ჯერ გამოაცხადა, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 8 მილიონ 584 ათას 560 ლარია.
სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დაინტერესებულ პირს შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გადაეცემა ინტერესის გამოხატვიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში, ხელზე“.
შესყიდვა მთავრობის 2016 წლის დადგენილების საფუძველზე, საიდუმლო წესით ხორციელდება.
პირობის მიხედვით, დაინტერესებულმა პრეტენდენტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტში უნდა წარადგინონ წერილი ინტერესის გამოხატვის თაობაზე, რომელსაც უნდა დაურთონ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვის ასლი [ფორმა №4].
4,5 მილიონი ლარის ავტოსატრანსპორტო საშუალებების საიდუმლო წესით შესყიდვაზე განცხადება შსს-მ 2026 წლის 19 თებერვალს გამოაქვეყნა. წინადადებების მიღება კი 2026 წლის 25 თებერვალს დაიწყება და ორ დღეში, 27 თებერვალს დასრულდება.
სახელმწიფო შესყიდვების პორტალის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე განცხადება შსს-მ 2023 წლიდან დღემდე 23-ჯერ გამოაქვეყნა [ამაში არ შედის იმ ავტომანქანების შესყიდვა, რომლებსაც შსს კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ყიდულობს. კონსოლიდირებულ ტენდერს შესყიდვების სააგენტო აცხადებს და შსს შემდეგ ამ ტენდერში გამარჯვებულისგან ყიდულობს მანქანებს].
ზემოთ აღნიშნული 23 განცხადებიდან:
20 განცხადება იყო შესყიდვის ელექტრონული პროცედურა [GEO], ანუ საიდუმლო შესყიდვები, სადაც უცნობია თუ კონკრეტულად რა ავტოსატრანსპორტო საშუალება შეისყიდა სამინისტრომ.
ამ შესყიდვებში სავარაუდო ღირებულება კი ჯამში 8 584 560 ლარი იყო.
ხოლო 3 განცხადება იყო ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე [NAT], სადაც ცნობილია რა შეისყიდა სამინისტრომ. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 909 300 ლარი იყო.
ამ შემთხვევაში შესყიდულია:
10 ერთეული ოპერატიული დანიშნულების ავტომანქანა – 562 ათას ლარად, ჩანგლიანი დამტვირთველი – 48 262 ლარად და ოპერატიული დანიშნულების სატვირთო მიკროავტობუსი – 146 060 ლარად.
ზოგადად, შსს-ს ავტოსატრანსპორტო საშუალებებში შედის ყველა ტიპის ტრანსპორტი, რასაც სამინისტრო სხვადასხვა დანიშნულებით იყენებს. მათ შორის მსუბუქი ავტომობილები, ჯიპები, ავტობუსები, სპეცტექნიკა [მაგალითად წყლის ჭავლიანი მანქანები] და სხვა.
მთავარი ფოტო: თბილისი 13.05.2025 /„ბათუმელების“ არქივიდან
ფინანსთა სამინისიტროს საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე საწარმოს ხელმძღვანელი დააკავა.
უწყების ცნობით, შპს „ბატონოს“ ხელმძღვანელი დააკავეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადება-გასაღების ფაქტზე,
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2025 წელს, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 380 792 ლარის ღირებულების 24 177.3 კილოგრამი თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შპს „სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას“. აღნიშნული პროდუქცია განკუთვნილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებისთვის.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის საწარმოს ჩხრეკისას, ამოღებულია 17 241 ერთეული ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი. ასევე დადგინდა, რომ პროდუქციის დამზადებისა და ნედლეულის შენახვის პირობები კრიტიკულად არ შეესაბამებოდა სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს.
ამოღებულ პროდუქტებზე ჩატარებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, კონსერვი არ აკმაყოფილებს მიკრობიოლოგიურ სტანდარტებს და უვარგისია მოხმარებისთვის. რიგ შემთხვევებში ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
გარდა ამისა, დადგინდა, რომ კონსერვის შიგთავსი, თევზის ხორცის მასური წილითა და ენერგეტიკული ღირებულებით, არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს“ – წერს საგამოძიებო სამსახური.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„რუსი სამხედროს და იტარ-ტასის ჟურნალისტის [პროპაგანდისტის] შეურაცხყოფისათვის ვკრძალავთ პარტიასო… „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსი სამხედროს და პროპაგანდისტის შეურაცხყოფის გამო კრძალავენ. ეს ჩემი აზრი არა, უფრო ფაქტზე დაკვირვებაა,“ – ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე „ოცნების“ სარჩელს ფეისბუქსტატუსით ეხმაურება კონსტიტუციონალისტი გიორგი გოცირიძე. ის ხშირად წარმოადგენს სხვადასხვა მოსარჩელის ინტერესს საკონსტიტუციო სასამართლოში.
„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითხოვს. სარჩელი პარტიების აკრძალვაზე არსებითად განსახილველად ჯერ არ მიუღია საკონსტიტუციო სასამართლოს. ეს სარჩელი 2025 წლის 31 ოქტომბერს დარეგისტრირდა. ამ საქმის განსახილველად სასამართლოს 9-თვიანი ვადა აქვს.
მნიშვნელოვანია, რომ სარჩელს ოპოზიციის აკრძალვაზე განიხილავს მოსამართლე ვასილ როინიშვილიც, რომელიც ენმ-ს ხელისუფლებაში ყოფნის დროს პროკურორი იყო.
გიორგი გოცირიძე ყურადღებას ამახვილებს ვრცელი სარჩელის მხოლოდ ერთ მონაკვეთზე – „ოცნების“ ერთ-ერთ არგუმენტზე, თუ რატომ უნდა აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“:
„2006 წლის ივლისში, ქალაქ სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილი „დიდი რვიანის“ სამიტის გამართვამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გაჩერებულ იქნა დიპლომატიური დანიშნულების ავტომობილი, რომელში მყოფ რუსეთის სახმელეთო ძალების მეთაურის მოადგილისა და საქართველოში „იტარ-ტასის“ სპეციალური კორესპონდენტის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა განხორციელდა…,“ – აღნიშნულია სარჩელში.
„პოლიტიკურია სარჩელი თავიდან ბოლომდე, სამართლებრივი არგუმენტი ნულია. პოლიტიკურ ნაწილშიც საუბარი რუსი სამხედროს ან „იტარ ტასის“ ჟურნალისტის შეურაცხყოფაზე პარტიის აკრძალვის საფუძველი რატომ უნდა გახდეს?“ – კითხულობს გიორგი გოცირიძე.
სარჩელში „ოცნების“ მიერ ჩაწერილი ეს არგუმენტი ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნას ეყრდნობა. წულუკიანის კომისია კი, პირდაპირ და ობიექტურ მტკიცებულებას კი არა ეყრდნობა, გოგა ხაინდრავას მოუყოლია ეს ამბავი:
„არაერთ სხვა მაგალითთან ერთად, გოგა ხაინდრავამ მოიყვანა სახელმწიფო ინტერესის დამაზიანებელი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო შემთხვევა. 2006 წლის 15 ივლისს, სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილი „დიდი რვიანის“ შეხვედრის წინ, თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ბრძანებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გააჩერეს დიპლომატიური მანქანა, რომელშიც რუსეთის სახმელეთო ჯარების მეთაურის მოადგილე, სამშვიდობო ოპერაციების კურატორი, გენერალი ევნევიჩი, სამშვიდობო ძალების სარდალი რუსეთის მხრიდან, ეუთოს წარმომადგენელი და საინფორმაციო სააგენტოს, იტარ-ტასის სპეციალური კორესპონდენტი საქართველოში ნატაშა რატიანი იმყოფებოდნენ. მანქანას ალყა შემოარტყეს და მასში მყოფ ადამიანებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენდა.
ჟურნალისტმა აქტიურად გააშუქა ინციდენტი, რასაც საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა. მომხდარი ფაქტის გამო, საქართველოს საკითხი „დიდი რვიანის“ ფარგლებში, ბუში-პუტინის შეხვედრის ოფიციალური დღის წესრიგიდან მოიხსნა და საქართველოს შესახებ საუბარი მხოლოდ ცხინვალის რეგიონში შექმნილი დაძაბულობის კონტექსტში გაიმართა,“ – წერია „წულუკიანის კომისიის“ დასკვნაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 თებერვლის 21 საათიდან 21 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში:
დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 22 და 23 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
„თავდამსხმელი გირაოთი გაუშვეს, სასამართლო სხდომა რომ ტარდებოდა, არ მითხრა პროკურორმა, რომ დავსწრებოდი, დაზიანებები ახლაც მემჩნევა სახეზე, თვალი ჩალურჯებული მაქვს, ფეხებზე დაჟეჟილობა მაქვს. ესაა სამართალი? ეგ რომ გამოუშვეს, მე რით ვარ დარწმუნებული, რომ ხვალ არ დამესხმება თავს? ამაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას?“ – შეკითხვები აქვს ჯამბულ ირემაძეს. იგი მე-4 ხაზის მუნიციპალური ავტობუსის მძღოლია ბათუმში.
მძღოლს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მგზავრმა სცემა. შემთხვევა 2026 წლის 16 თებერვალს მოხდა. ფიზიკური ძალადობის ფაქტზე [სსკ-ის 126-ე მუხლი] იმავე დღეს დააკავეს ედუარდ შ.
დაზარალებული ჯამბულ ირემაძე გვიყვება, რომ სინამდვილეში ჯგუფურად იძალადეს მასზე: ერთმა პირმა გააკავა, მეორე პირმა კი, რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი და ფეხი.
ჯამბულ ირემაძე „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბრის დროს ხაზს უსვამს იმასაც, რომ ბრალდებული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და აქტივისტია.
„…მანამდე არ ვიცნობდი საერთოდ, არ მინახავს, მაგრამ ახლა როგორც გავარკვიე, ყოფილა თურმე „ქართული ოცნების“ აქტივისტი. შესაბამისად, ამიტომ გამოვიდა მესამე დღეს გარეთ,“ – ამბობს დაზარალებულად მიჩნეული მძღოლი.
მძღოლის ცემაში ბრალდებულ ედუარდ შ.-ს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო 10 ათასი ლარი 19 თებერვალს შეუფარდა მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
როგორც ჯამბულ ირემაძე გვიყვება, მას ორი მგზავრი ფიზიკურად მაშინ დაუპირისპირდა, როცა ბარათაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის მიმართულებით მოძრაობდა:
„გაჩერებაზე ჩავიდნენ მგზავრები და როცა ამოსვლა დასრულდა, დავხურე კარი, მოძრაობა როცა დავიწყე, ამ დროს აგრესიულად მომმართეს ბიჭებმა, მგზავრი დატოვეო. მე ის მგზავრი არ დამინახავს, თორემ რატომ დავუხურავდი კარს. დამიწყეს გინება და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ავუხსენი, რომ მოძრაობაში ვარ უკვე, არ დამინახავს და გაჩერების გარდა სხვა ადგილზე გაჩერების უფლება არ მაქვს. ადამიანურად ვთხოვე, ჩადით, დამანებეთ თავი-მეთქი და მართლაც ჩავიდნენ.
დავხურე კარი და იქვე მივუახლოვდი შუქნიშანს, გავჩერდი, რადგან წითელი იყო და ეს ბიჭი მოდის, ტელეფონით მიღებს გარედან, გავაღე წინა კარი და ვეუბნები, ახლა რაღა გინდათ-მეთქი. ისევ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს და ჩავედი. ერთ-ერთს ხელში ჩანთა ეჭირა, რაღაც მოძრაობა გააკეთა, ვიფიქრე, დანა ან რამე არ ჰქონდეს-მეთქი და მივბიძგე, რომ დავშორებოდი. მე ხელი არ დამირტყამს არცერთისთვის. ეს კამერებშიც ჩანს. ამის შემდეგ დაიწყო უკვე ფიზიკური აგრესია. ერთი მაკავებს და ბრალდებული ვინც არის, ის მირტყამს.
ტროტუარზე წავიქეცი, იქაც ჩამარტყა ფეხი.
შემდეგ მგზავრებმა გაგვაშველეს, მოვიდა პოლიცია, სასწრაფოც.
მინდოდა, დავსწრებოდი სასამართლო სხდომას, მაგრამ ამის საშუალება არ მომცეს, პროკურორი არ დამიკავშირდა. როცა გავიგე, ბრალდებული გაათავისუფლესო, მე თვითონ დავურეკე და არ მცალიაო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ჯამბულ ირემაძემ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 20 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 257 880 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 684 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 24 060 ერთეული [+6]
საარტილერიო სისტემა – 37 387 ერთეული [+3]
MLRS – 1 649 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 303 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 138 881 ერთეული [+551]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 314 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 29 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 79 112 ერთეული [+76]
სპეცტექნიკა – 4 073 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 20 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
115 765 უპილოტო საფრენი აპარატი
650 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 776 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 669 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 381 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
54 816 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„აქ იყო ივანიშვილის სურვილი და ამიტომაც უცებ გაუფორმეს საპროცესო საზღვრის კვეთაზე, ფინანსურ დანაშაულზეც, უცებ ჩატარდა სხდომაც, მაშინ, როცა ეს თვეობით იწელება… ივანიშვილმა საკუთარი სახლის სხვენად გადააქცია სასამართლო სისტემა. ეს უკვე კლანური მართვაც აღარ არის,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე. მას გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ვესაუბრეთ.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გუშინ, 18 თებერვალს გაათავისუფლეს.
„ბიძინა ივანიშვილის ეს მოქმედება მენტალურად რუსულ-ქურდული „კოზა ნოსტრას“ სინდიკატს არათუ წააგავს, არამედ ერთი-ერთშია,“ – ხატია დეკანოიძე ინტერვიუში გვიყვება, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე.
ქალბატონო ხატია, რა გამოჩნდა თქვენთვის გიორგი ბაჩიაშვილთან სისხლის სამართლის სამივე საქმეზე ერთდროულად გაფორმებული საპროცესო შეთანხმებით? მას ივანიშვილი ედავებოდა და საუბარი იყო მილიონობით აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინების მითვისებაზე.
ჩემთვის ეს არის ტერორის კიდევ ერთი გამოვლინება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი უწყობს ყველა იმ ადამიანს, რომელიც მის წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი, ფინანსურ კონტექსტში, გაბედავს წასვლას.
განსაკუთრებით ეს ეხება მის ყოფილ მომხრეებსა და გულშემატკივრებს.
მეორე, რაც გამოჩნდა, ეს არის შემზარავი ფაქტი: სასამართლოს და კრიმინალური იუსტიციის პრაქტიკულად ყველა რგოლის უმძიმესი და კატასტროფული მდგომარეობა. არ უნდა დაგვავიწყდეს ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებული დეტალები: როდესაც ეს ადამიანი განუდგა ბიძინა ივანიშვილს – არ ვიცი, რა ფული ვერ გაიყვეს კონკრეტულად – მოიტაცეს ეს კაცი, რასაც ჰქვია. გვახსოვს ასევე ძალიან კარგად, როგორ ჩართო ამაში ივანიშვილმა სახელმწიფო რესურსი, სუს-ს მისცა დავალება და მოიტაცეს ეს ადამიანი, ჩამოიყვანეს უშუალოდ ოხანაშვილის [სუსის მაშინდელი უფროსი] ჩართულობით. გვითხრეს, რომ ვითომ მწვანე ზოლზე დააკავეს და ეს იყო ტყუილი.
შემდეგ ციხეში ჩასვეს და იძალადეს ამ ადამიანზე იმისთვის, რომ ივანიშვილს მიეღო ფული.
პროკურატურის ვერსიით, გაითამაშა გიორგი ბაჩიაშვილმა მასზე ძალადობა და ამაში ციხის ადმინისტრაცია იყო ჩართული.
დიახ, მაგრამ ციხის დირექტორმა მოიკლა თავი ამის შემდეგ. ესეც ძალიან მძიმე ტერორის გამოხატულებაა.
სასამართლო სისტემაში ყოველთვის ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. ვამბობთ, რომ წინა ხელისუფლების დროსაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა იყო დიდი პრობლემა, მაგრამ ივანიშვილმა საკუთარი სახლის სხვენად გადააქცია სასამართლო სისტემა. ეს უკვე კლანური მართვაც აღარ არის. ეს არის პირდაპირ დამორჩილებული, დამონებული, დამოუკიდებელი აზროვნების უნარიც წაართვა ამ ადამიანებს.
ეს არის უმძიმესი პრობლემა, რომელიც პრაქტიკულად ყველა ადამიანს, რა თქმა უნდა, დაეწევა.
ხატია დეკანოიძე
ეს არის ბიძინა ივანიშვილის პარანოიდალური, ავადმყოფური სწრაფვა საკუთარი ფინანსური კეთილდღეობისთვის, რაც არის ძალიან დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის.
ბაჩიაშვილის სიცოცხლე რომ საფრთხეში იყო, ფაქტია. ახლა მან გადაწყვიტა, რომ ეს ფული უკან დაუბრუნოს ივანიშვილს. არ ვიცი, რა როგორ დაბრუნდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამას წინ არ უძღოდა შესაბამისი მოქმედებები. ივანიშვილმა დარეკა და კრიპტოვალუტების კოდები ალბათ მისცა ბაჩიაშვილმა. მანამდე კი, მას სრული ტერორი მოუწყო. ოჯახის წევრებზეც კი მოუწყო ტერორი, ყველაფერი დაუყადაღა, სპეციალურად მისთვის მიიღეს ახალი კანონები…
გულისხმობთ კანონს, რომლის მიხედვითაც ფინანსური დანაშაულისთვის ნასამართლევ პირებს 16 წლით ეკრძალებათ ქვეყნის დატოვება, თუ ზარალს არ აანაზღაურებენ? სუსის მოქმედმა უფროსმა და „ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა – მამუკა მდინარაძემ ამ საკანონმდებლო პაკეტის წარდგენის დროს დაადასტურა, რომ ცვლილებების ერთ-ერთი ინსპირატორი გიორგი ბაჩიაშვილი იყო.
დიახ, ქვეყნის დატოვების აკრძალვის გარდა, ფინანსური ზარალი შეიძლება აენაზღაურებინა არა მხოლოდ იმ ადამიანს, რომელსაც ადანაშაულებდნენ, არამედ იმას, ვინც ამ ადამიანთან ფინანსურად კავშირში იყო. ამიტომაც, ეს ძალიან ბუნდოვანი ჩანაწერია.
პრაქტიკულად, გიორგი ბაჩიაშვილი და მისი ოჯახი იყო განადგურების პირას.
ბიძინა ივანიშვილის ეს მოქმედება მენტალურად რუსულ-ქურდული „კოზა ნოსტრას“ სინდიკატს არათუ წააგავს, არამედ ერთი-ერთშია.
დაცულია, თქვენი აზრით, გიორგი ბაჩიაშვილის უსაფრთხოება დღეს? როგორც მისი ადვოკატი ლევან მახარაშვილი ამბობს, ის არ აპირებს ქვეყნის დატოვებას. გიორგი ბაჩიაშვილი კიდევ 3 თვე პირობითი მსჯავრის ქვეშ არის, მაგრამ სახელმწიფოსგან თანხმობის შემთხვევაში, მას შეუძლია დატოვოს ქვეყანა.
როგორც ჩანს, როდესაც ივანიშვილის ფულს შეეხები, ის პარანოიდალურად არის შეპყრობილი საკუთარი კეთილდღეობით და უსაფრთხოებით. გვახსოვს 2 მილიარდის ამბავი, რომელსაც ივანიშვილი ედავება გაკოტრებულ შვეიცარიულ ბანკს და მერე ამ მილიარდზე ტრამპს როგორი წერილი მისწერა? აქ ხომ ბაჩიაშვილზე არ არის საუბარი – პრეზიდენტ ტრამპზეა საუბარი. გამოვიდა ელჩი დანიგანი და თქვა, ასეთი წერილი არასდროს არ მინახავსო, არა მხოლოდ დიპლომატიურ არხებზე, არამედ, ზოგადად, წერილიო.
დიდი ხანია ვიცნობ ივანიშვილის მმართველობის სტილს – მის ოპოზიციაში ვარ პრაქტიკულად 14 წელი, მაგრამ ეს ადამიანი თავისი პარანოიდალური აკვიატებებით არის ძალიან საშიში არამხოლოდ ბაჩიაშვილისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის.
ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა და გიორგი ბაჩიაშვილმა ფინანსური კაპიტალი ერთად დააგროვეს. შემდეგ არ ვიცი, რა პროცენტს სთხოვდა ივანიშვილი, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც პროცენტს სთხოვდა, თანაც, ივანიშვილს როგორი „კანონიერი ქურდის“ მიდგომები აქვს. როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ქვეყანაში კრიმინალია გაზრდილი და ბანდები მართავენ ქვეყანას, უნდა გვესმოდეს, რომ „კანონიერი ქურდის“ მენტალობით ადამიანი ქვეყანას აზის თავზე და მას ქვეყანა აქვს მიტაცებული.
ანუ დამონებულია იუსტიცია და პრაქტიკულად დამონებულია სასამართლო, სადაც ერთეული მოსამართლეებიც კი აღარ არსებობენ, რომლებიც ამაზე ხმას ამოიღებენ და ასე ღამე გადაწყვიტეს საქმე – უცებ რაღაც კოდები გაიგო ივანიშვილმა და მერე გამოაშვებინა ბაჩიაშვილი. ეს არის თავიდან ბოლომდე უკანონობა და კანონის გარეშე მოქმედება, თარეში იმ ადამიანებისა, ვინც ბიძინა ივანიშვილის კაპრიზებსა და სურვილებს ასრულებს.
ბაჩიაშვილი როდესაც დააკავეს, მოიტაცეს და აქ ჩამოიყვანეს, მაშინაც ვთქვი, რომ ამ ადამიანის სიცოცხლე არ არის დაცული. შეუვარდა ვიღაც კრიმინალი საკანში და სცემა კიდევაც, ხომ? მას კოდებს სთხოვდნენ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მისი პირადი სურვილით არის პატიმრობაში, ამ ადამიანის სიცოცხლე დაცული არ არის. მას აქვს პარანოიდული, კონსპირაციული თეორიები მასონთა ლოჟებზე, დიპსტეიტებზე და ასე შემდეგ. იგი არ აზროვნებს კანონის უზენაესობის კონტექსტში. ის აზროვნებს, როგორც „კოზა ნოსტრა“, ჩვეულებრივი, მაფიოზი ადამიანი.
რა ფაქტორები აჩვენებს კონკრეტულად, რომ ივანიშვილის დაკვეთით მოქმედებს პროკურატურა, ან სასამართლო? პროკურატურას უფლება აქვს, გააფორმოს საპროცესო შეთანხმება, თან დანაშაულიც აღიარებულია და ზიანიც ანაზღაურებულიაო.
ივანიშვილი სთხოვდა ამ ფულს ბაჩიაშვილს და მას ჰქონდა პრეტენზია 40 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინზე. ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც უშუალოდ ჩართო სუსი ამ საქმეში. ამის გამო აუცილებლად ყველა ის ადამიანი პასუხს აგებს, როდესაც საქართველოში ობიექტური მართლმსაჯულება იქნება. როგორ შეიძლება სხვა სახელმწიფოდან მოიტაცო ადამიანი და უკანონოდ გადმოალახვინო საზღვარი თავზე ტომარაჩამოცმულს? ყველაზე უფრო დიდ ავტოკრატიებშიც ძალიან იშვიათად ხდება მსგავსი რამ.
აქ იყო ივანიშვილის სურვილი და ამიტომაც უცებ გაუფორმეს საპროცესო საზღვრის კვეთაზე, ფინანსურ დანაშაულზეც, უცებ ჩატარდა სხდომაც, მაშინ, როცა ეს თვეობით იწელება. 2012 წელს დაწყებული საქმეები ამ დრომდე არაა დამთავრებული და გამოძიებულიც კი…
ეს აჩვენებს კატასტროფულ ვითარებას, როგორც ჯანგველაძე-მიქაძეების კლანის დაპირისპირება სასამართლოში, ხელჩართული ბრძოლა ან ფარცხალაძის ქოლცენტრები. ეს ყველაფერი არის კრიმინალური სამყაროს ინფილტრაცია სახელმწიფოში.
ჩემი აზრით, უმძიმესი შედეგების მოწმეები ვიქნებით ძალიან მალე – 90-იანი წლების დაბრუნება, როდესაც მართლაც ორგანიზებული დანაშაული მართავს ყველა ფინანსური ნაკადის დინებას. ათასობით ახალგაზრდა ჩართულია ამ ორგანიზებულ, დანაშაულებრივ სქემაში, რაც აწყობს „ქართულ ოცნებას“. ეს საკითხი, რაც რეალურად ბაჩიაშვილს უკავშირდება და არა მხოლოდ მას, არის საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის უმძიმესი მდგომარეობის გამოხატულება.
რას ნიშნავს მოქალაქისთვის ეს ამბავი, მას როგორ შეეხება პრაქტიკულად?
ეს ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებს, ჩვენ, წაგვერთვას მოქალაქეობის მთავარი ფორმულის განხორციელების შესაძლებლობა – ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავიცვათ ჩვენი თავი, ჩვენი უფლებები. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მოიტაცოს კრიმინალურმა ავტორიტეტმა, გამოსასყიდი მოითხოვოს, კრიმინალური ბანდების თარეში იყოს, შეკვეთილი მკვლელობები იყოს, როდესაც კანონიერი ქურდები უპირისპირდებიან მეორე კრიმინალურ ბანდას.
ვფიქრობ, ეს არის მოქალაქისთვის ქაოსი და ძალადობა. მინდა ხაზი გავუსვა – ეს არ არის მშვიდობა. ეს არის მოქალაქეზე ძალადობა. კრიმინალური ინფილტრაცია ორგანიზებული დანაშაულის და თვითონ სახელმწიფოს მიტაცების კონტექსტში – ეს არის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ნაწილი, რომელსაც რუსეთი ძალიან აქტიურად იყენებს.
ყველამ ვიცოდით ყველაფერი, მაგრამ უფრო თვალსაჩინოდ დადასტურდა, რომ შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილის სხვენში გადაწყდეს მართლმსაჯულების ნებისმიერი ინსტანციის გადაწყვეტილება. ივანიშვილის სახლში დაშენებული სხვენია ეს. ამაზრზენია ეს ყველაფერი, რაც აქამდე შეიძლებოდა გვეგრძნო.
შეიძლება ივანიშვილის ზარით გადაწყდეს ნებისმიერი საკითხი, ნებისმიერი ადამიანის დაემუქრონ მოკვლით, სიცოცხლის მოსპობით ან ვთქვათ ფულის წართმევით ან გათავისუფლებით. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ძალიან კარგად ვიცოდი ეს ყველაფერი, მაინც შემზარავი იყო. ეს განსაკუთრებულად ივანიშვილის პიროვნებას უსვამს ხაზს.
On February 18, police in Tbilisi detained Eliso Kiladze, the founder and editor-in-chief of Qronika+. It later emerged that the journalist had been arrested in connection with a so-called fraudulent call center case.
According to the Prosecutor’s Office, Kiladze has been charged alongside several other individuals, including former Chief Prosecutor Otar Partskhaladze, brothers David and Giorgi Mikadzes (who are accused in the murder of Merab Jangveladz) and others. Eliso Kiladze faces charges under Articles 180 and 194 of Georgia’s Criminal Code, punishable by 9 to 12 years in prison.
For years, Kiladze frequently published information related to high-profile cases, claiming that her reporting was based on insider sources.
Kiladze denies the charges. In a letter published by CNews, a news agency founded by Qrokika+, she wrote that her arrest is linked to attempts to conceal “new details of a new case.” She also stated that this week she plans to speak publicly about the suicides of Soso Tsakadze, director of Gldani Prison and an employee of the State Security Service (SSG).
The Prosecutor’s Office Statement
“Criminal prosecution has been initiated against ten individuals on charges of fraud and money laundering committed by an organized group.
Charges have been brought in absentia against former Chief Prosecutor of Georgia Otar Partskhaladze, who is in hiding, as well as against members of his criminal group: David Mikadze, Irakli Sekhniashvili, and Mikheil Chokheli. The indictment will be formally served on Giorgi Mikadze, who is currently placed in a penitentiary institution in connection with another criminal case.
Within the framework of the same criminal case, a member of the organized criminal group, Eliso Kiladze, has been detained. Charges will also be brought against other members of the group — Givi Jibladze, Ben Anor, Tornike Janelidze, and Giorgi Kamladze — who cooperated with the investigation and not only admitted the crime committed but also substantially assisted in uncovering the transnational crime.
We remind the public that, as stated at a previous briefing, during 2020–2023, despite the state’s declared legal fight in this direction, several dozen fraudulent call centers were still operating in the country.
According to witness testimony, the vast majority of these call centers belonged to a group of individuals who financed various opposition media outlets from the proceeds received. A relatively smaller portion of the call centers was protected by Grigol Liluashvili and Otar Partskhaladze through members of their close circle.
The joint investigation conducted by the Prosecutor’s Office of Georgia and the Investigative Service of the Ministry of Finance established that during 2020–2023, an organized criminal group with an agreed structure and coordinated actions operated in Georgia under the protection of Otar Partskhaladze. Its purpose was to obtain material benefit unlawfully and subsequently launder the money.
Members of the organized group established several legal entities in Georgia, on the basis of which they set up fraudulent call centers in various locations in Tbilisi, with Russian-language, English-language, and German-language divisions.
Operators of the call centers, acting on instructions from managers, attracted customers to fake trading platforms, involved them in trading by promising profitable investments, and fraudulently took possession of large sums of money and cryptocurrency invested by the customers. Thereafter, they carried out the placement, layering, and integration of the illegal assets.
The functions of the organized group members included ensuring the proper operation and functioning of the criminal call centers; protecting the call centers’ illegal activities from law enforcement and other competing organizations; providing informational support in case of exposure; and, as necessary, ensuring the dismantling of the activities of so-called “disobedient competitors.”
In particular, Givi Jibladze, Ben Anor, Tornike Janelidze, and Giorgi Kamlade ensured the proper functioning of the call centers, made decisions regarding expansion or relocation, exercised active supervision over operational processes, kept records of revenues and expenses, issued salaries and bonuses, and calculated and distributed funds to partners and protectors.
Other members of the organized group — Giorgi Mikadze, David Mikadze, Irakli Sekhniashvili, and Mikheil Chokheli — through Otar Partskhaladze and his influence, ensured the protection of the criminal activities of the call centers, which included shielding them from interference by law enforcement and competing organizations. They also participated in the decision-making process regarding important matters necessary for the functioning of the call centers.
It should be noted that in the event of exposure of the call centers’ activities, or the existence of such risk, Eliso Kiladze ensured that the criminal activities were portrayed as lawful by disseminating relevant information on various media platforms. At the same time, for the purpose of exposing competing call centers that were not under their influence, Eliso Kiladze planned, threatened, or carried out the public dissemination of information regarding their locations and employees, and subsequently created appropriate conditions for their recruitment through blackmail.
For the services rendered, the influence and informational protectors received substantial monthly benefits from funds fraudulently obtained from non-resident individuals.
At this stage, the investigation has established that during 2020–2023, within the framework of the criminal activity, members of the organized group fraudulently took possession of cryptocurrency worth approximately 9.5 million US dollars belonging to more than 200 foreign citizens. For the purpose of legalizing the illegal income, the virtual assets fraudulently obtained from victims were fragmented and distributed through multiple transactions across various crypto wallets controlled by members of the organized group.
The cash obtained as a result of converting the virtual assets was used to cover the needs of the organized criminal group, including the payment of salaries and bonuses and the operating expenses of the call centers. Additionally, funds accumulated through criminal activity were used by group members, as though legally obtained income, to purchase movable and immovable property.
The charges brought under Articles 180 and 194 of the Criminal Code of Georgia against Otar Partskhaladze, Giorgi Mikadze, David Mikadze, Irakli Sekhniashvili, Mikheil Chokheli, Eliso Kiladze, Givi Jibladze, Ben Anor, Tornike Janelidze, and Giorgi Kamlade envisage a sentence of imprisonment from 9 to 12 years.
The Prosecutor’s Office of Georgia will apply to the court within the time limits established by law, requesting the imposition of pre-trial detention against Eliso Kiladze, Giorgi Mikadze, and the accused who are in hiding — Otar Partskhaladze, David Mikadze, Irakli Sekhniashvili, and Mikheil Chokheli — and, taking into account the degree of cooperation with the investigation, requesting bail as a preventive measure against Givi Jibladze, Ben Anor, Tornike Janelidze, and Giorgi Kamlade.
The investigation and international cooperation continue in order to identify other persons involved in the crime, additional victims, and to obtain new evidence”.
Eliso Kiladze’s Letter
“The case of Levan Jangveladze’s murder has collapsed. Every fabricated charge has been exposed by me, which is why a new accusation became necessary — and by arresting me, they are ensuring that the public does not learn the truth about new details in a new case.
As for cryptocurrency, I exposed the head of the State Security Service, Mamuka Mdinaradze, for holding 241 bitcoins in his electronic declaration. This week, I was planning to speak about the suicide of Soso Tsakadze, the director of Gldani Prison and an employee of the State Security Service.
As for the charges, of course I do not admit guilt. I am being accused in connection with exposing Kezerashvili’s call centers — allegedly for ‘destroying competitors.’ I do not know Otar Partskhaladze or Mikheil Chokheli. I met Giorgi Mikadze during court proceedings; I acknowledge being friends with Davit Mikadze.
No criminal group existed, and I was unaware of any call centers operating in the building. I am hearing about the companies named in the indictment for the first time. I do not intend to give up the fight. Frankly, under Georgian Dream’s rule, it is almost uncomfortable not to have been imprisoned.
To the journalists of my media outlet — we will fight to the very end. Strength to my family.”
ბათუმის მერი რესტრუქტურიზაციის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებს აზუსტებს და საკრებულოს ახალი საშტატო ნუსხის დამტკიცებას სთხოვს.
განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც საკრებულოში დასამტკიცებლად არის წარდგენილი, მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, მერიის საშტატო ნუსხა მცირდება.
მერიის განმარტებით, „მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპორტის განყოფილება განსაზღვრული იქნება განყოფილების უფროსისა და პირველი კატეგორიის ერთი უფროსი სპეციალისტის, მესამე კატეგორიის ერთი უფროსი სპეციალისტის და პირველი კატეგორიის ერთი უმცროსი სპეციალისტით, ნაცვლად განყოფილების უფროსის, ერთი პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტისა და ერთი მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტისა.“
საქმე ისაა, რომ ამ დრომდე განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური სამ განყოფილებას აერთიანებდა ჯამში 12 სპეციალისტით, ცვლილების შემდეგ სამსახურს ექნება 2 განყოფილება 10 სპეციალისტით.
მერია განმარტავს ასევე, რომ საშტატო ნუსხაში განყოფილებების დასახელებები შესაბამისობაში იქნება რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულ ახალ სტრუქტურასთან, კერძოდ, „მუნიციპალური ქონების მართვისა და განკარგვის განყოფილების“ დაარქმევენ „მუნიციპალური ქონების განკარგვის განყოფილება“, ხოლო „მუნიციპალური ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილებას“ – „მუნიციპალური ორგანიზაციების მართვის განყოფილებას“.
განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, საკრებულოს 2026 წლის 30 იანვრის დადგენილებით გათვალისწინებული ცვლილებები ძალაში შევა 2026 წლის 2 მარტიდან ამოქმედდება.
პროექტის მიხედვით, განსაზღვრულია 135 საშტატო ერთეული.
მოქმედი საშტატო ნუსხის და დებულების მიხედვით, ბათუმის მერიას ხელმძღვანელობს მერი, რომელსაც ჰყავს ვიცე-მერი და ორი მოადგილე. მერიას აქვს 8 პირველადი სტრუქტურული ერთეულია [სამსახური, ადმინისტრაცია].
პროექტის მიხედვით, მეორადი სტრუქტურული ერთეულები განსაზღვრულია 21 განყოფილებით.
ცვლილებების შედეგად მცირდება საშტატო და მეორადი სტრუქტურული ერთეულების რაოდენობა.
ცვლილების პროექტს თან ახლავს საშტატო ნუსხა, რომლის მიხედვითაც მერის ხელფასი 9600 ლარი, ვიცე-მერის ხელფასი 8000 ლარი, ხოლო მოადგილის ხელფასი 7200 ლარია. ადმინისტრაციის უფროსის ხელფასი 5 600 ლარი, მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის ხელფასი კი 4 480 ლარი იქნება.
ეს სტატია საქართველოს სამი მოქალაქის შესახებაა, რომლებიც ქართულმა სასამართლომ 2026 წლის 23 იანვარს გაასამართლა და თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე, ტროტუარზე დგომის გამო ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
25 წლის გრაფიკული დიზაინერი ზაქარია (ლუკა) ნაგლიაშვილი და 38 წლის იურისტი მიხეილ ზაქარეიშვილი 5-5 დღით დააპატიმრეს, 42 წლის ინფორმატიკის სპეციალისტი დიმიტრი ჯამბურია კი 4 დღით.
მათ მიერ ჩადენილი „სამართალდარღვევაა“ – რუსთაველის გამზირზე, ტროტუარზე დგომა.
რომელი კანონი დაარღვიეს პატიმრობამისჯილებმა?
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, 2025 წლის 17 დეკემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციაზე ზაქარია ნაგლიაშვილმა, დიმიტრი ჯამბურიამ და მიხეილ ზაქარეიშვილმა „შეუქმნეს დაბრკოლება და შეაფერხეს ხალხის გადაადგილება, რაც წარმოადგენს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის, კერძოდ, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დარღვევას“.
შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, სამივე მათგანს შეუდგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მიმართა სასამართლოს.
ლუკა ნაგლიაშვილსა და დიმიტრი ჯამბურიას ერთმა მოსამართლემ გაასამართლა – დავით მაკარაძემ, ხოლო მიხეილ ზაქარეიშვილის მოსამართლე ზვიად ცეკვავა იყო.
მიუხედავად იმისა, რომ საქმეები სხვადასხვა მოსამართლემ განიხილეს, სამივე პირის მიმართ გამოტანილი დადგენილების შინაარსი თითქმის იდენტურია.
„ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედების ჩადენაში და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა“, – ეს არის ტექსტი, რომელშიც მოსამართლეები მხოლოდ „სამართალდამრღვევების“ ვინაობა და მათთვის განსაზღვრული პატიმრობის დღეების რაოდენობა შეცვალეს.
რა სახის სამართალდარღვევას გულისხმობს ასკ-ს 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილი?
შესაბამისად, სავალდებულო გახდა „ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის პოლიციის 5 დღით ადრე გაფრთხილება.
„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხელი კანონს 12 დეკემბერს მოაწერა და სწორედ ამ დღიდან შევიდა ძალაში.
მიხეილ ზაქარეიშვილის საქმე
იურისტმა მიხეილ ზაქარეიშვილმა კანონი ზედმიწევნით დაიცვა. 2025 წლის 12 დეკემბერს შსს-ში განცხადება შეიტანა აქციის გამართვის შესახებ.
მიუხედავად ამისა, 5 დღის შემდეგ, 17 დეკემბერს, შსს-მ ზაქარეიშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და კანონის დარღვევაში დაადანაშაულა.
„შსს სასამართლო სხდომების დროს აცხადებდა, რომ აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული გაფრთხილება შსს-ში შესული არ იყო. სასამართლომ ეს პოზიცია არ გაიზიარა და დაადასტურა, რომ 12 დეკემბერს ჩემ მიერ შეტანილი გაფრთხილება კანონიერი იყო და 17 დეკემბერს გამართული აქციაც კანონიერი იყო.
ეს რეალურად ნიშნავდა იმას, რომ პარლამენტის წინ დგომის უფლება გვქონდა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვინმეს დაბრკოლებას შევუქმნიდით (არა განზრახ). ამის მიუხედავად, ზვიად ცეკვავამ მაინც 5 დღე მომისაჯა,“ – უთხრა მიხეილ ზაქარეიშვილმა „ბათუმელებს“.
მიხეილ ზაქარეიშვილმა „ბათუმელებს“ მოაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი ე.წ. სამართალდარღვევის ამსახველი კადრები.
ერთ ვიდეოში ჩანს, რომ 2025 წლის 17 დეკემბერს მიხეილ ზაქარეიშვილი ნამდვილად დგას რუსთაველის გამზირზე.
ტროტუარის ერთ ნაწილზე ხალხია შეგროვილი, თუმცა მოქალაქეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე იმ დროს გაივლიდა, შსს-ს კადრების მიხედვითვე ჰქონდა არჩევანი – გვერდი აევლო აქციის მონაწილეებისათვის და ისე გაეგრძელებინა გზა.
„2025 წლის 17 დეკემბერს, თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე მოქალაქე მიხეილ ზაქარეიშვილმა შეუქმნა დაბრკოლება/შეფერხება ხალხის გადაადგილებას, რითაც დაირღვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნები,“ – ეს არის ტექსტი ოფიციალური დოკუმენტიდან, სადაც აღწერილია შსს-ს მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევა, რის საფუძველზეც შსს-მ მიხეილ ზაქარეიშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და სასამართლოში მისი პატიმრობა მოითხოვა.
საქმე მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 2 პროცესზე განიხილა. შსს-ს ბუბა ნაჭყებია წარმოადგენდა.
მოსამართლემ სრულად გაიზიარა შსს-ს მიერ ე.წ. მტკიცებულებად წარდგენილი ვიდეოები და მიხეილ ზაქარეიშვილი 5 დღით დააპატიმრა.
„ჩემ პირველ სასამართლოზე შსს-მ დაადასტურა, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც დაბრკოლება შევუქმენი და შსს-ს წარმომადგენელმა, ბუბა ნაჭყებიამ ასევე განაცხადა, რომ არც არის აუცილებელი ასეთი ადამიანის არსებობა იმისათვის, რომ მე სამართალდამრღვევი ვიყო.
მეორე სხდომაზე შსს-მ მოიტანა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ აქციის მიმდინარეობის დროს რამდენიმე ადამიანი ბასლაინზე გადადის. შსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ მათ ტროტუარზე ვერ გაიარეს. არადა იმავე ვიდეოში ჩანს, რომ მინიმუმ 10 მეტრის სიგანის ტროტუარი ამ დროს ცარიელია“, – უთხრა მიხეილ ზაქარეიშვილმა „ბათუმელებს“.
მიხეილ ზაქარეიშვილის თქმით, სასამართლოზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია იყოფა ორ ნაწილად – ქვეითთა ბილიკად და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიად.
შსს-ს მტკიცებით, აქციის მონაწილეებს ქვეითთა ბილიკზე დგომის უფლება არ აქვთ და უნდა დადგნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
„სასამართლომ გაიზიარა შსს-ს ეს პოზიცია. მე მივიტანე სასამართლოში თბილისის მერიისა და მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს საიტებიდან ამოღებული ინფორმაცია, სადაც ჩანს, რომ ორივე ეს ტერიტორია იდენტურია. ორივეს იდენტური სტატუსი აქვს მინიჭებული და მათ შორის არანაირი განსხვავება არაა. ამ მტკიცებუელებებზე საბოლოო დადგენილებაში არაფერია ნახსენები.
ასევე მივიტანე მტკიცებულებები, საიდანაც ირკვევა, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეო გადაღება მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით. ადმინისტრაციული კანონმდებლობის თანახმად, თუ მტკიცებულება კანონის დარღვევითაა მოპოვებული, მას იურიდიული ძალა არ გააჩნია. მოსამართლემ ეს მკტიცებულებები საქმეს დაურთო, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების დროს არ გაითვალისწინა და არც დადგენილებაში ახსენა, სამაგიეროდ გაითვალისწინა კანონის დარღვევით მოპოვებული ვიდეო მტკიცებულებები,“ – უთხრა მიხეილ ზაქარეიშვილმა „ბათუმელებს“.
მან 5-დღიანი პატიმრობის ვადა, რომელიც ტროტუარზე დგომის გამო მიუსაჯეს, ზესტაფონის იზოლატორში მოიხადა.
სქრინი ზვიად ცეკვავას მიერ გამოტანილი დადგენილებიდან, რომლითაც მიხეილ ზაქარეიშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
დიმიტრი ჯამბურიას საქმე
42 წლის დიმიტრი ჯამბურია 20 წელი მუშაობდა გამოცდებისა და შეფასებისა ეროვნულ ცენტრში, საიდანაც ის გასული წლის 26 დეკემბერს პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს. მან მუშაობა კერძო სექტორში დაიწყო.
23 იანვარს, ახლადდაწყებული სამსახურიდან უხელფასო შვებულება აიღო, რადგან იცოდა, რომ დააპატიმრებდნენ.
მისი საქმე მოსამართლე დავით მაკარაძემ განიხილა. შსს-ს თეკლა კობახიძე და თინათინ კაჭკაჭიშვილი წარმოადგენდნენ.
შსს ამტკიცებდა, რომ დიმიტრი ჯამბურიამ 17 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე „შექმნა დაბრკოლება და შეაფერხა ხალხის გადაადგილება“.
საქმეში დევს ორი ვიდეო. ერთზე ჩანს დიმიტრი ჯამბურია, რომელიც ზურგით დგას კამერისკენ, შემდეგ კი ტრიალდება. მეორე კადრში ჩანს, როგორ დგას დიმიტრი ჯამბურია რუსთაველის ქუჩაზე, აქციაზე და აქციის სხვა მონაწილეს ესაუბრება. მათ ირგვლივ ხალხი დაუბრკოლებლად მოძრაობს.
არცერთ კადრში არ ჩანს, რომ დიმიტრი ჯამბურიას ტროტუარზე დგომა ვინმეს აბრკოლებს. ამის მიუხედავად, მოსამართლე დავით მაკარაძემ მას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
„დაზარალებული არავინაა არამარტო ჩემს საქმეში, არამედ სხვა საქმეებშიც არავინ დაზარალებულა. რის მიხედვით ამარჩიეს ვერ გეტყვით. თითქმის ყოველდღე რუსთაველზე ვდგავარ და გაჩერებას არ ვაპირებ.
ადვოკატმა გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, სასამართლომ სარჩელი არ განიხილა. ახლა ვემზადები სტრასბურგისათვის,“ – უთხრა „ბათუმელებს“ დიმიტრი ჯამბურიამ.
თუმცა ის, რომ საქმეს დაზარალებული არ ჰყავდა, სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა.
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში მითითებული სამართალდარღვევის დასადასტურებლად, ოქმის შემდგენი ორგანოს მიერ საქმეზე წარმოდგენილია ნეიტრალური მტკიცებულებები ვიდეოჩანაწერების სახით, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ 2025 წლის 17 დეკემბერს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ, რუსთაველის გამზირზე დიმიტრი ჯამბურიამ საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად, განზრახ შექმნა დაბრკოლება ხალხის გაადაგილებისთვის, რის გამოც მოქალაქეებს მოუწიათ ტრუტუარისთვის გვერდის ავლა და ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ე.წ. ბასლაინზე გადაადგილება, რაც წარმოადგენს მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილებისათვის დაბრკოლების განზრახ შექმნის კლასიკურ შემთხვევას.
ხოლო ის ნარატივი, რომ ზოგიერთმა ქვეითმა შეფერხებით შეძლო თავად აქციის მონაწილეთა შორის გავლა, ეს საერთო სურათს ვერ შეცვლის, ვინაიდან კანონის თანახმად, როგორც სრული, ისე ნაწილობრივ დაბრკოლების შექმნა ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ნაწილზე ქმედების კონკრეტული მუხლით კვალიფიკაციისთვის სავსებით საკმარისია. თუმცა, აღნიშნული საკითხი, გათვალისწინებული იქნება სამართალდამრღვევისათვის სახდელის ზომის განსაზღვრის ნაწილში,“ – დაწერა დადგენილებაში მოსამართლე დავით მაკარაძემ და დიმიტრი ჯამბურია 4 დღით დააპატიმრა.
სქრინი დავით მაკარაძის მიერ გამოტანილი დადგენილებიდან, რომლითაც დიმიტრი ჯამბურიას 4 დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
ზაქარია (ლუკა) ნაგლიაშვილის საქმე
17 დეკემბერს, ტროტუარზე დგომის გამო 5 დღით დააპატიმრეს ლუკა ნაგლიაშვილი. მისი მოსამართლეც დავით მაკარაძე იყო.
შსს-ს თეკლა კობახიძე წარმოადგენდა.
ლუკა ნაგლიაშვილის ბრალი სხვა მოქალაქეების მიმართ წაყენებული ბრალის იდენტურია – შსს მასაც „ხალხის გადაადგილებისათვის დაბრკოლების შექმნას“ ედავება.
შსს-ს მტკიცებით, ლუკა ნაგლიაშვილი რუსთაველზე საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად აბრკოლებდა ხალხის გადაადგილებას და არ დაემორჩილა პოლიციის მითითებას დაეტოვებინა ადგილი.
„რაც დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი არაერთი ვიდეო ჩანაწერით, რომლებზეც ასახულია კადრები, სადაც არაერთ მოქალაქეს უწევს საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე, ეგრეთ წოდებულ „ბასლაინზე“ გადასვლა და ამგვარად გადაადგილება დანიშნულების ადგილამდე,“ – ნათქვამია დადგენილებაში.
ლუკა ნაგლიაშვილის საქმეზე სამი სასამართლო სხდომა გაიმართა. პირველი პროცესი 2025 წლის 25 დეკემბერს იყო. ლუკა ამბობს, რომ არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მან რაიმე სახის სამართალდარღვევა ჩაიდინა, შსს-ს არ წარმოუდგენია.
მის საქმეში არ არსებობს არც ე.წ. დაზარალებული, ვინც დააბრკოლა და შეაფერხა.
მოსამართლე დავით მაკარაძეს გადაწყვეტილების გამოსატანად სამი სხდომა დასჭირდა. საბოლოოდ, 23 იანვარს, ლუკა ნაგლიაშვილი 4 დღით დააპატიმრა.
სქრინი დავით მაკარაძის მიერ გამოტანილი დადგენილებიდან, რომლითაც ზაქარია (ლუკა) ნაგლიაშვილს 5 დღიანი პატიმრობა შეეფარდა. სქრინზე წაშლილია პირის პირადი მონაცემები
„როდესაც სასამართლოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს იყენებენ, ასე ვთქვათ, არასასურველი ხმების ჩასახშობად, ეს ნიშნავს, რომ კანონი გამოიყენება არა წესრიგის დასაცავად, არამედ იმ ადამიანების დასაშინებლად, ვინც ხმამაღლა გამოხატავს მისაზრებას და აქტიურად არის პროტესტში ჩართული. ასეთ შემთხვევაში სამართალი ხდება ზეწოლის ინსტრუმენტი, ხოლო მშვიდობიანი პროტესტი – დასჯის მიზეზი,“ – უთხრა ლუკა ნაგლიაშვილმა „ბათუმელებს“.
„ქართული ოცნების“ ე.წ „რეფორმის“ შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტები 2026-2027 სასწავლო წლისთვის მთლიანობაში 21 300 სტუდენტს მიიღებენ საბაკალავრო საფეხურზე, 3 233 სტუდენტს კი – სამაგისტროზე.
გასულ წელს, როგორც „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრი გივი მიქანაძე აღნიშნავს, სახელმწიფო უნივერსიტეტებმა 19 311 სტუდენტი მიიღეს.
სად და რის ხარჯზე გაიზარდა სტუდენტთა მისაღები კონტინგენტი, როცა, მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს 92%-ით შეუმცირეს კვოტა, ასევე, რეგიონულ უნივერსიტეტებსაც მნიშვნელოვნად აქვთ კვოტები შემცირებული?
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დღევანდელი მონაცემებით ჰყავთ 17 300 აქტიური სტუდენტი. 2026-2027 სასწავლო წელს მიიღებს მხოლოდ 360 სტუდენტს – 300 საბაკალავრო საფეხურზე, 60 მაგისტრატურაზე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჰყავს 25 959 სტუდენტი. კვოტებით განესაზღვრა 7 300სტუდენტის მიღება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ჰყავს 21 000 აქტიური სტუდენტი. კვოტებით განესაზღვრა 3 880 საბაკალავრო საფეხურზე, 655 მაგისტრატურაზე.
ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჰყავს 980 სტუდენტი, კვოტებით განესაზღვრა 130 სტუდენტის მიღება.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ორივე საფეხურზე ჰყავს 1461 სტუდენტი, კვოტებით განესაზღვრა 410 საბაკალავროზე, 30 ადგილი მაგისტრატურაზე.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჰყავს 3000-მდე სტუდენტი, ახალი კვოტებით მიიღებს მხოლოდ 380 სტუდენტს.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჰყავს 9 000 სტუდენტი, ახალი კვოტით შეუძლია მიიღოს 2 250 სტუდენტი
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი
კვოტით მიიღებს 220 სტუდენტს. ამჟამად ყველა საფეხურზე ჰყავს 1819 სტუდენტი. გასულ წელს, ორ საფეხურზე მიიღო 365 სტუდენტი.
ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ამჟამად ჰყავს 7 364 აქტიური სტუდენტი, გასულ წელს ორივე საფეხურზე 2 085 ადგილზე ჰქონდათ გამოცხადებული მიღება, წელს 2 698 ადგილი ექნებათ. როგორც უნივერსიტეტში გვეუბნებიან, 635 ადგილი უკვე არსებულ პროგრამებს დაემატა.
ამ მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე დრამატულად, სწორედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუმცირა „ოცნებამ“ კვოტები და გაუუქმა ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამები, როგორიცაა დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, ეკოლოგია, ფიზიკა, ბიოლოგია.
ასევე ევროპა და ახლო აღმოსავლეთი, პოლიტიკის მეცნიერება, თავისუფალი მეცნიერებები, სოციოლოგია, კინომცოდნეობა, ფსიქოლოგია, სამართლის სკოლა და სახელოვნებო ფაკულტეტი.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ისე დაიწყო სახელმწიფო უნივერსიტეტებში პროგრამების განადგურება, რომ ჯერ ე.წ. შრომის ბაზრის კვლევა არ წარმოუდგენია და არც ის არის ცნობილი, საერთოდ ჩატარდა თუ არა ეს კვლევა, ვინ ჩაატარა და რა მეთოდოლოგიით.
„არავის უნახავს ეს კვლევა, არც ფორმალურად და არც არაფორმალურად“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თსუ-ს პროფესორი, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროები. ინფოგრაფიკა: ილიაუნი
მისი აზრით, შრომის ბაზრის კვლევა შესაძლოა ჩატარდა, მაგრამ არაკვალიფიციურად.
„ალბათ იმდენად არაკვალიფიციურად, ზედაპირულად, ყოველგვარი კვლევის სტანდარტების დარღვევით არის ჩატარებული, რომ უბრალოდ ამის ჩვენება არ უნდათ, თავი რომ არ შეირცხვინონ, რადგან უამრავი კარგი მკვლევარი გვყავს ამ ქვეყანაში და მაშინვე მიხვდებიან რა დოკუმენტთან გვაქვს საქმე.
ალბათ გამოჰკითხეს დიდი ბიზნესები, ჰკითხეს, თუ რამდენი სპეციალისტი მუშაობს თქვენთან სხვადასხვა მიმართულებით, შემდეგ ეს რაოდენობები შეკრიბეს და შეადარეს თითოეულ სპეციალობაზე საქართველოში კურსდამთავრებულთა რაოდენობას. მაგალითად, დაამთავრა ამდენმა იურისტმა და დასაქმებულია ამდენი იურისტი სხვადასხვა ბიზნესებში ან თუნდაც სახელმწიფო სტრუქტურებში და შემდეგ აი ეს ნაპრალი ნახეს და თქვეს, რომ აჰა, აქ უფრო მეტს დაუმთავრებია, ვიდრე დასაქმებულა“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.
მისი აზრით, ეს ის ბიზნესებია, რომელთა წარმომადგენლებსაც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ხვდებოდა.
„ვფიქრობ, ძირითადად ესენი არიან და კიდევ სახელმწიფო სტრუქტურები, სააგენტოები, სამინისტროები ან სამინისტროებთან დაკავშირებული სააგენტოები. ამათი მონაცემები აკრიბეს. თანაც, არ მგონია, რომ ძალიან დიფერენცირებულად შეესწავლათ სპეციალობები.
სულ ამას ვამბობ, რომ ჩვენს ქვეყანაში შრომის ბაზარი არის ძალიან ღარიბი და თითზე ჩამოსათვლელი პროფესიები და სპეციალობებია წარმოდგენილი – ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი, ფარმაცია, პროგრამისტები, აი ამით არის ძირითადად შრომის ბაზარი გაჯერებული და თუ ქვეყნის განვითარებაზე ფიქრობ, გაღარიბებული და დაბეჩავებული შრომის ბაზრის მოთხოვნები მოარგო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებს, ეს არასწორია.
პირიქით, შენ უნდა იზრუნო იმაზე, რომ შრომის ბაზარი განავითარო, რომ ახალი საქმიანობები გაჩნდეს, ახალი პროექტები გაჩნდეს.
უამრავი ადამიანი იყო დასაქმებული საერთაშორისო პროექტებში და განვითარების ნაცვლად ეს გზა გადაუკეტეს ადამიანებს. გააუქმეს ეს პროექტები.
ამას რომ თავი დავანებოთ, არსებობს კიდევ ერთი ფენომენი, რასაც ჰქვია ახალგაზრდის ინტერესი. როდესაც ახალგაზრდას აინტერესებს რაიმე დარგი, ის მაინცადამაინც არ ფიქრობს იმაზე, დასაქმდება თუ არა. აინტერესებს, მაგალითად, ფილოსოფია, ხომ? ის არ ფიქრობს იმაზე, ფილოსოფოსის ადგილს იპოვის თუ არა სადმე და ეს ინტერესები რატომ უნდა გახადონ ამ დაბეჩავებული შრომის ბაზრის მძევალი?“- ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.
„ქართული ოცნების“ რეფორმის მიხედვით, პრიორიტეტი ენიჭება აგრონომიას და ისეთ სპეციალობებს, რომლებზეც განსაკუთრებული მოთხოვნა აბიტურიენტების მხრიდან არასდროს ყოფილა. ამიტომ, რა მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვიტა „ოცნების“ ხელისუფლებამ, რომ აგრონომიის პროგრამა უნდა გაძლიერდეს უნივერსიტეტებში, უცნობია.
„გვაჩვენონ კვლევა! ამას ვითხოვთ. ზოგადად, შრომის ბაზრის კვალიფიციური კვლევა მნიშვნელოვანია, მაგრამ არსად არ ხდება ისე, რომ შრომის ბაზრის მოთხოვნებს ხისტად მიაბან სასწავლო პროგრამებში მისაღები სტუდენტების რაოდენობა. ასე პირდაპირ, მექანიკურად ეს არსად არ ხდება.
შეიძლება შრომის ბაზრის რეკომენდაციები გაითვალისწინო და ამაზე შემდეგ თავად იფიქრონ უნივერსიტეტებმა. შეცვალონ რაღაც პოლიტიკა, სტრატეგია და ასე შემდეგ.
რაზე დაყრდნობით გვითხრეს, რომ საქართველოს სჭირდება 30 სოციოლოგი და მეტი არა? წარმოიდგინეთ, 30 ადგილი განგვისაზღვრეს ამ პროგრამაზე და ამის სწავლება განისაზღვრა მხოლოდ თსუ-ში, სხვაგან არსად. მანამდე სოციოლოგია ისწავლებოდა ილიას უნივერსიტეტში, სოხუმის უნივერსიტეტი, ახლა ვეღარ ასწავლიან. აქამდე თსუ-ში 100 სტუდენტს იღებდნენ და ახლა გვეუბნებიან 30 უნდა მიიღოთო. საიდან მოვიდა ეს 30, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.
მისი თქმით, სანამ კვლევა არ გამოქვეყნდება, „ეს იქნება მინიმუმ არაკვალიფიციურობა და მაქსიმუმ თვითნებობა“.
რა ხდება მაშინ, თუ ხელისუფლების და აბიტურიენტების ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა და გამოყოფილ პროგრამებზე კვოტები არ შეივსო? შეუძლია თუ არა უნივერსიტეტს თავად მიიღოს ამ პროგრამის გაუქმებაზე გადაწყვეტილება? თუ არა, მაშინ რა შედეგს მოიტანს აუთვისებელი კვოტები. როგორ სურათს ვიღებთ უნივერსიტეტებში.
იაგო კაჭკაჭიშვილი
იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, როცა „ოცნების“ ხელისუფლება ამბობს, რომ სტუდენტების მისაღები კვოტები კი არ შეამცირეს, არამედ გაზარდეს, უბრალოდ ხრიკია.
„2000-ით გავზარდეთო როცა თქვეს, აქ ხრიკი იხმარეს. გაზარდეს კვოტები ისეთ სპეციალობებზე, რომლებზეც მოთხოვნა ისედაც არ იყო წლების განმავლობაში, შემოიღეს რაღაც უცნაური პროგრამები, მაგალითად ასტროლინგვისტიკა და ასტროარქეოლოგია და ასეთი მოგონილი, ხელოვნური პროგრამებით დაბერეს კვოტები. სამაგიეროდ, იმ სპეციალობებზე, რომლებზეც იყო მოთხოვნა, შეამცირეს. მაგალითად, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები. რა უნდა ამის გამოცნობას, შავით თეთრზეა ყველაფერი.
ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ კიდევ, რომ აქამდე ამ კვოტებს უნივერსიტეტი განსაზღვრავდა სახელმწიფოსთან კოოპერაციაში. „ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი“ ამოწმებდა, აქვს თუ არა უნივერსიტეტს, როგორც ტექნიკური, ასევე ინტელექტუალური რესურსი ამა თუ იმ პროგრამისთვის და აძლევდა აკრედიტაციას. ახლა ეს მოდელი უქმდება. ხარისხის ცენტრი საჭიროებაც იკარგება.
ისედაც დასუსტებული იყო ეს ცენტრი, რადგან გასულ წელს ცენტრმა დაკარგა ENQA-ის (განათლების ხარისხის განვითარების ევროპული ასოციაცია) წევრობა, რადგან დარღვეული იყო ავტონომიურობის მოთხოვნა, – ცენტრს არა დამოუკიდებელი, არამედ განათლების მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობდა.
თუ ეს ფუნქციაც დაეკარგება ამ ცენტრს, კიდევ ერთი ბარიერი იქნება ჩვენი განათლების სისტემისთვის დასავლეთთან ინტეგრაციის – ჩვენ გველის იზოლაცია ევროპულ სტრუქტურებთან და ბოლონიის პროცესთან თავსებადობაში. ეს პრობლემები უკვე შეიქმნა 3+1 მოდელის პირობებში, როცა არსებობს 11-წლიანი საშუალო განათლების სისტემა ევროპულ სისტემასთან შეუთავსებლობა კიდევ უფრო მეტად იზრდება.
ამას ემატება გრანტების შესახებ კანონიც, რომელიც კრძალავს ნებისმიერი ფულადი სახსრების მიღებას დონორებისგან და თუ ყველაფერი შეათანხმა მთავრობასთან, ეს არც აკადემიური თავისუფლებაა და არც არაფერი.
მთელი არასამთავრობო სექტორი ჩახსნილია და ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი სპეციალობა და სპეციალისტი იკარგება შრომის ბაზარზე. ამიტომ, იმის ნაცვლად, რომ შრომის ბაზარი გაიზარდოს, გამრავალფეროვნდეს, ესენი ამ ავტორიტარულ, გაუბედურებულ, დაბეჩავებულ შრომის ბაზარზე აბამენ აკადემიას“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.
„ქართული ოცნების“ ე.წ „რეფორმის“ შედეგად, მომავალს წელს სკოლას არა 40 000, არამედ 80 000 აბიტურიენტი დაამთავრებს, უნივერსიტეტში შემცირებული პროგრამების გამო, კონკრეტულ პროგრამებზე გაიზრდება კონკურენცია. ეს იმას ნიშნავს, რომ აბიტურიენტების ძალიან დიდი ნაწილი სასურველ უნივერსიტეტში, სასურველ პროგრამაზე ვეღარ მოხვდება.
რას სთავაზობს უნივერსიტეტის გარეთ დარჩენილ ათასობით აბიტურიენტს სახელმწიფო?
როგორც იაგო კაჭკაჭიშვილი გვეუბნება, ამის შემდეგ გაცილებით ნაკლები ახალგაზრდა მიიღებს უმაღლეს განათლებას, უმრავლესობა კი დარჩება ქუჩაში.
„საბოლოო ჯამში, განათლების მიღების სურვილის მქონე ახალგაზრდების დიდი ნაწილი დარჩება გარეთ, ქუჩაში, რადგან პროფესიული განათლებაც ცუდად არის განვითარებული.
ქუჩაში ყოფნა კი ნიშნავს ნარკომანიას, დანაშაულს და ასე შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ადგილები გაიზარდა, მაინც გაცილებით ნაკლები მიიღებს უმაღლეს განათლებას, რადგან მოთხოვნად სპეციალობებზე ადგილები შემცირდა. რეგიონულ უნივერსიტეტებს წაერთვათ მულტიპროფილური სტატუსი. მაგალითად, სოხუმის, ზუგდიდის, თელავის, ახალციხის უნივერსიტეტებს. ისინი გახდნენ პროფილურები.
რეგიონული უნივერსიტეტების მნიშვნელობა არსებითად დაიკარგა. ილიას უნივერსიტეტი ფაქტობრივად დაიხურა, რადგან პროგრამების 92% გაუქმდა. ეს ნიშნავს საზოგადოების გაუნათლებელი ნაწილის მნიშვნელოვან ზრდას. გაუნათლებლობა კი ნიშნავს სუსტ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა საკუთარი ძალებით აიშენოს კარიერა და ამ გზაზე, სახელმწიფოს და მთავრობას შეხედოს კრიტიკულად, რადგან განათლება არის კრიტიკული ხედვა“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების კვოტები 12 თებერვალს დაამტკიცა, შრომის ბაზრის კვლევა კი ჯერ კიდევ არ წარუდგენია საზოგადოებისთვის.
ავტორიტარული რეჟიმები ხშირად მიმართავენ პოპულისტურ რიტორიკას ფასების ზრდასთან დაკავშირებით: ხელისუფლება საზოგადოებას აჩვენებს, რომ იცავს მათ ინტერესებს, ხოლო ფასების ზრდის მიზეზად ხშირად „ხარბ“ ბიზნესმენებს ასახელებს.
მაგალითები მოწმობს, რომ მსგავსი ინიციატივები საზოგადოებრივი უკმაყოფილების განმუხტვას ისახავს მიზნად და უფრო მოკლევადიან ეფექტზეა ორიენტირებული, ვიდრე რეალურ და სისტემურ ცვლილებებზე.
პროდუქტების მაღალი ფასები საქართველოში დიდი ხნის გამოწვევაა, თუმცა პოლიტიკოსების დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემად, სულ ახლახან იქცა.
პოსტსაბჭოთა სივრცეში არაერთი მაგალითი არსებობს, სადაც ხელისუფლებები წლების განმავლობაში სწორედ ასეთ პოპულისტურ რიტორიკას იყენებდნენ.
ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ბელარუსია და მისი პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელიც წლებია ბელარუსში „სამართლიანი“ ფასების ფორმულის შემუშავების აუცილებლობაზე ლაპარაკობს.
ლუკაშენკოს საჯარო განცხადებები ბელარუსში მაღალი ფასების პრობლემებზე, 2011 წლიდან იძებნება, მისი უახლესი განცხადება ამავე საკითხზე 2026 წლის 17 თებერვლით – ლუკაშენკომ ტრადიციული მკაცრი ტონით მიმართა მინისტრებს და თქვა, რომ გასულ წელს ძირითად პროდუქტებზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ეს იმ პირობებში, როცა ზოგიერთმა ფერმერმა, არ იცოდა ბოსტნეული სად წაეღო.
„ყველაზე საგანგაშო და აღმაშფოთებელი ის არის, რომ ფასების ეს ზრდა, მოგეხსენებათ, ვიღაცის ჯიბეში მიდის“, – მიანიშნა მან ბიზნესმენებზე.
ლუკაშენკომ ყველაზე მასშტაბური „ომი მაღალ ფასებთან“ 2022 წელს გამოაცხადა, როცა ლუკაშენკოს ინიციატივით, მაღაზიებსა და სავაჭრო ქსელებს აეკრძალათ პროდუქტებზე ფასების ზრდა. იმავე წელს, ინფლაციის შეკავების საბაბით, ბელარუსში გამოიცა მთავრობის ახალი დადგენილება, რომლითაც ამოქმედდა ფასების რეგულირების სისტემა.
ლუკაშენკო: „რა მოხდა? ერთი მხრივ – სანქციები და ე.წ. იმპორტირებული ინფლაცია… მაშ, რატომ გაიზარდა ბელორუსული საქონლის ფასები? თავდაპირველად, სპეკულანტები ადვილად სარგებლობდნენ მყიდველებისგან მოგებით. ზოგიერთმა ვალუტის კურსის რყევების შემდეგ ფასები გაზარდა, მაგრამ როდესაც რუბლი გამყარდა, მათ დაავიწყდათ ფასის დაწევა. სხვები არ ყოყმანობდნენ საქონლის 300%-იანი ფასნამატით გაყიდვას“.
ამ დროს საცალო სავაჭრო ობიექტებს სამართალდამცავი ორგანოები ამოწმებდნენ და რეგულაციის დამრღვევებს აპატიმრებდნენ კიდეც.
2025 წლის არჩევნების შემდეგ, როცა ლუკაშენკო მეშვიდედ გახდა პრეზიდენტი, მან კვლავ მკაცრად გაკიცხა ჩინოვნიკები იმის გამო, რომ პროდუქტის ფასები ქვეყანაში ისევ მაღალია:
„ჩვენ გვიყურებს ხალხი, ჩვენ მხარს გვიჭერენ, ჩვენ აღფრთოვანებულები ვიყავით, რომ ჩვენ მოგვცეს ხმა ბოლო არჩევნებზე, ხალხმა დაგვიჯერა, ჩვენ კიდევ რა ვქენით? ჩვენ კიდევ როგორც საზიზღარი ტარაკნები – არჩევნებმა ჩაიარა და აბა მიდით! …გაფრთხილებთ, არავის ექნება უფლება ხალხი გაასულელოს. მე, პირადად, პირველი ავიღებ ამაზე პასუხისმგებლობას, შემდეგ მთავრობის წევრები და გუბერნატორები“, – თქვა მან.
ბელარუსში მაღაზიებში პროდუქტების ფასებს დღემდე პერიოდული რეიდებით კონტროლდება, დამრღვევებს კი ჯარიმებითა და ვაჭრობის უფლების აკრძალვით სჯიან.
ამავდროულად, საერთაშორისო კვლევები და საგამოძიებო მასალები მიუთითებს, რომ ბელარუსში ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფო აკონტროლებს და მსხვილი ბიზნესის ნაწილი პირდაპირ არის დაკავშირებული ხელისუფლებასთან. „კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრის“ (OCCRP) ანგარიშის თანახმად, ლუკაშენკო ბიუჯეტის ფულს, საკუთარ ოჯახთან დაკავშირებული ოლიგარქების წრისკენ მიმართავს.
„ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა, ფასები არ უნდა გაიზარდოს, განსაკუთრებით სოციალურად მნიშვნელოვან საქონელზე, ყაზახეთში წარმოებულ საკვებ პროდუქტებზე. მოგების მიზნით ფასები არ უნდა გაიზარდოს. ჩვენ დავიჭერთ და მკაცრად დავსჯით ასეთ ადამიანებს. მთავრობა ამას გააკონტროლებს“, – თქვა მან 2016 წელს ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
ამავდროულად ცნობილი იყო, რომ ყაზახეთი ეკონომიკას, პრეზიდენტ ნაზარბაევთან დაკავშირებული კლანების ქსელი აკონტროლებდა, მთავრობასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეთანხმება, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში, ქრთამს მოითხოვდა. თავად ნაზარბაევის აქტივების ღირებულება კი მინიმუმ 8 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ყაზახეთში დღემდე გრძელდება მკაცრი რიტორიკა „ოლიგოპოლიების“ წინააღმდეგ. პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი, რომელიც 2022 წელს ვადამდელი არჩევნების შედეგად მეორედ გახდა პრეზიდენტი 7 წლის ვადით, საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდის ერთ-ერთ მიზეზად ამ სექტორში არსებულ კორუფციას მიიჩნევს.
წლებია „ხელოვნურად მომატებულ ფასებზე“ ლაპარაკობს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკას თითქმის სრულად აკონტროლებენ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები, რიტორიკა მუდამ „ხარბი ბიზნესმენების“ დასჯაზეა ორიენტირებული. ალიევი შესაძლო კარტელურ გარიგებებზეც საუბრობს.
ალიევი: „მუდმივი ზედამხედველობა უნდა იყოს სამომხმარებლო ბაზარზე, რადგან არ არის გამორიცხული კარტელური გარიგებები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავუშვებთ ფასების ხელოვნურად აწევას. უნდა არსებობდეს ძალიან სერიოზული ზედამხედველობის მექანიზმი. ეს სფერო მუდმივად უნდა იყოს ყურადღების ცენტრში“.
ალიევი, 2016 წელს: „აზერბაიჯანში წარმოებული საქონლის ფასების ზრდა შეუძლებელია და არ უნდა მოხდეს… ვიცი, რომ ზოგიერთ უსინდისო ადამიანს, მოვაჭრეს სურს [მანათის] კურსის საკითხის ბოროტად გამოყენება. ეს უნდა დასრულდეს. ფასების ხელოვნური ზრდა უნდა შეწყდეს… პროკურატურა სერიოზულად უნდა ჩაერთოს ამ საქმეში. ძალიან მკაცრი სასჯელები უნდა იქნას გამოყენებული მათთვის, ვისაც სურს სიტუაციის საკუთარი სარგებლისთვის გამოყენება“.
სანამ ალიევი კარტელურ გარიგებებზე საუბრობს, საერთაშორისო საგამოძიებო მასალები მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის დიდი ნაწილი სწორედ მმართველ ელიტასთან არის გადაჯაჭვული. მაგალითად, Panama Papers-ის დოკუმენტები აღწერს ალიევის ოჯახის ოფშორულ აქტივებსა და კომპანიებს, „კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრის“ (OCCRP) ერთ-ერთი გამოძიება აჩვენებს, რომ მსხვილი კონგლომერატები, მათ შორის AtaHolding და Pasha Holding, მჭიდროდ არიან დაკავშირებული პრეზიდენტის ოჯახის წევრებთან და ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან.
პროკურატურის ინფორმაციით, შპს „სანდასუფთავების“ კომერციული შემოსავლების და ეკონომიკური მართვის სამსახურის უფროსს ბრალი წარუდგინეს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ ბათუმის მერიის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს „სანდასუფთავების“ კომერციული შემოსავლების და ეკონომიკური მართვის სამსახურის უფროსმა, კომპანიის ბალანსზე არსებული სატვირთო ავტომანქანების სისტემატურად, არაოფიციალურად გამოყენების სანაცვლოდ ქრთამის სახით აიღო ფულადი თანხა“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ბრალი წარუდგინეს ლაგოდეხის მერის წარმომადგენელსაც.
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, რომელსაც მსჯავრდებულის განაჩენით დადგენილი საზოგადოებრივი შრომის უზრუნველყოფა და კონტროლი ევალებოდა, სასჯელისთვის თავის არიდებისათვის მსჯავრდებულისგან ქრთამის სახით 1000 ლარი აიღო“.
დაკავებულებს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით [ქრთამის აღება], რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქსტატის თანახმად, 2026 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა, რაც ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის რეკორდული მატებითაა განპირობებული.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატის] მიხედვით, წინა წლის იანვრის თვესთან შედარებით მიმდინარე წლის იანვრის თვეში საქართველოდან ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტი 3 224 %-ით გაიზარდა.
კერძოდ, 2025 წლის იანვარში საქართველოდან 1 689 900 აშშ დოლარის ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები გავიდა ექსპორტზე, რაც ადგილობრივ ექსპორტში 0.9 % იყო.
2026 ის იანვარში კი საქართველომ 56 180 200 აშშ დოლარის ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები გაიტანა ექსპორტზე, რაც ადგილობრივი ექსპორტის 18 %-ს შეადგენს.
მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 51.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 16.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 24.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.7 პროცენტი).
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 480.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 65.1 პროცენტს შეადგენს.
აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 68.1 პროცენტით გაიზარდა და 312.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
აქ ასევე აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარში, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, შემცირებულია ყურძნის ნატურალური ღვინოების, მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი.
წყარო: საქსტატი
2026 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 74.5 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია:
ჩინეთი (64.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (49.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (34.8 მლნ. აშშ დოლარი).
მიღება-ჩაბარების აქტი 2026 წლის 13 თებერვალსაა გაფორმებული.
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ხუთ დღეში, განკარგულების პროექტის მიხედვით, ბათუმის მერიაში შევიდა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2026 წლის 18 თებერვლის წერილი, რომელიც ეხება რვა ერთეული [2025 წელს გამოშვებული] ავტობუსის ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემას შემდგომში, შპს „ქობულეთის ტრანსრეგულირებისათვის“ გადაცემის მიზნით.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცა 8 ერთეული ავტობუსი.
როგორც ცნობილია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტი არ არის უფლებამოსილი მის საკუთრებაში არსებული ქონება საკუთრებაში გადასცეს სხვა მუნიციპალიტეტს.
გამომდინარე აქედან, მიზანშეწონილია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული რვა ერთეული ავტობუსი შემდგომში, ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადასაცემად [შპს „ქობულეთის ტრანსრეგულირებისათვის“ საკუთრებაში გადაცემის მიზნით]“, – წერია განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში.
„ბათუმის ავტოტრანსპორტსა“ და otokar otomotiv ve savunma sanayi anonim sirketi-ს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტიდან / ეს ავტობუსები ბათუმმა ქობულეთს უნდა გადასცეს
საკრებულოს განკარგულების პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ ქობულეთისთვის გადასაცემი ერთი ავტობუსის საბალანსო ღირებულება – 341 ათასი ლარია.
„ცნობად იქნეს მიღებული, რომ თითოეული ავტობუსის საბალანსო ღირებულებიდან 200 ლარი შეადგენს მარეგისტრირებელ ორგანოში [„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“] ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრაციის საფასურს.
ეთხოვოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული ქონების მიღებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება“, – წერია განკარგულების პროექტში.
ბათუმი ქობულეთს 8 ახალ ავტობუსს იმ ფონზე გადასცემს, როცა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის დეფიციტია, ამასთან ბათუმში მგზავრობის ფასი მერიამ 30 თეთრიდან 70 თეთრამდე გაზარდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 256 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +830. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 682 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 24 054 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 37 384 ერთეული [+21]
MLRS – 1 649 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 302 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 138 330 ერთეული [+406]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 314 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 29 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 79 036 ერთეული [+117]
სპეცტექნიკა – 4 072 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
115 432 უპილოტო საფრენი აპარატი
650 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 768 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 668 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 376 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
54 769 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ქუთაისში საგუბერნიო, ისტორიული ციხე თითქმის დაანგრიეს. დასანგრევი დარჩა მხოლოდ ის ნაწილი, სადაც ეკლესია და ციხის სამლოცველო იყო განთავსებული.
ქუთაისის საგუბერნიო ციხის გადასარჩენად დაორგანიზებული მოქალაქეთა ჯგუფი ითხოვს, დროებით შეჩერდეს სამუშაოები ციხის იმ ნაწილში, სადაც მდებარეობდა ისტორიული სალოცავი, ჩატარდეს ექსპერტიზა და მოეწყოს საჯარო განხილვები.
ისტორიული სალოცავის გადასარჩენად მოქალაქეებმა მიმართეს საქართველოს საპატრიარქოს და ქუთაის-გაენათის ეპარქიასაც.
საგუბერნიო ციხის შესახებ ვრცელი განცხადება გააკეთა თავად კომპანიამაც და თქვა, რომ ძველი სალოცავის ნაცვლად დაგეგმილ კომპლექსში ახალ ეკლესიას ააშენებენ.
ქუთაისში, ტაბიძის ქუჩა #39-ში მდებარე ქუთაისის საგუბერნიო ციხე და მისი მიმდებარე ტერიტორია შპს „იბერია სტარ გრუპს“ ეკუთვნის.
„იბერია სტარ გრუპი“ ქუთაისის საკრებულოს წევრის, მაგდა კოსტავას მამის, დავით კოსტავას საკუთრებაა.
კომპანიამ და მისმა მენეჯმენტმა იმ დროისთვის კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.
შპს „იბერია სტარ გრუპმა“ საპასუხო განცხადება15 თებერვალს გაავრცელა. ვრცელ წერილში ციხის დანგრევასთან დაკავშირებით კომპანიამ პირველად გააკეთა საჯარო განმარტება.
„ე.წ. პირველი საგუბერნიო ციხის ტერიტორია არასოდეს ყოფილა არც არქიტექტურული და არც დანიშნულებით ისტორიული ან/და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.
ტერიტორია გასაყიდად, ყოველგვარი საინვესტიციო ვალდებულების გარეშე, 2016 წლიდან ჯამში 11-ჯერ იყო გამოტანილი საჯარო აუქციონზე;
2021 წლის მაისში, ტერიტორია მე-11 საჯარო აუქციონზე სახელმწიფოსგან შეისყიდა კომპანიის დამფუძნებელმა, იმ პერიოდისთვის ქუთაისის შესაბამის ზონაში დადგენილ კვოტირებულ ფასზე (კვ.მ — 125 ლარი) მნიშვნელოვნად მაღალ ფასად;
ტერიტორიიდან და მასზე მდებარე შენობებიდან, სახელმწიფოს მიერ წინასწარ, „გამოშიგვნის“ პრინციპით, სრულად იყო გამოტანილი არსებული მეტალი/რკინა. აღნიშნული პროცესი განხორციელდა ჩვენი კომპანიისა და მასთან დაკავშირებული პირების ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე, შესაბამისად, კომპანიის დამფუძნებელმა შეისყიდა მხოლოდ ტერიტორია და მასზე მდებარე არამდგრადი და არააღდგენადი ნანგრევები;
2021–2025 წლებში ჩვენი კომპანია აქტიურად თანამშრომლობდა როგორც მუნიციპალურ, ისე სახელმწიფო მარეგულირებელ უწყებებთან ტერიტორიის განაშენიანების პროექტის შესათანხმებლად;
შემუშავებულია პრემიუმ კლასის, მაღალხარისხიანი, დაბალი განაშენიანების უბნის პროექტი, რომელიც უნიკალური იქნება ქუთაისისთვის და ქალაქში დაახლოებით 42 მილიონი დოლარის ინვესტიციას მოიზიდავს;
2021 წლიდანვე შესაბამის საეკლესიო/სასულიერო სტრუქტურებთან შეთანხმებულია ტერიტორიაზე არსებული სალოცავი კუთხის დემონტაჟი და პროექტი ითვალისწინებს ამავე უბანში ახალი ეკლესიის მშენებლობას,“ – ნათქვამია განცხადებაში.
„იბერია სტარ გრუპის“ განცხადებით, ახალი უბანი, რომლის გაშენებასაც ციხის ტერიტორიაზე აპირებს, „გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და არქიტექტურული სტანდარტით“.
„დღესდღეობით ტერიტორია წარმოადგენს მხოლოდ საშიშ ნანგრევებს, რომლებიც ქმნის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკებს როგორც მიმდებარე მოსახლეობისთვის, ისე გამვლელთათვის. აღნიშნული საფრთხეების შემცირების მიზნით, კომპანიის მიერ პერიოდულად ხორციელდებოდა სადეზინფექციო სამუშაოები,“ – ნათქვამია „იბერია სტარ გრუპის“ განცხადებაში.
ასეთი იქნება კორპუსები, რომლის აშენებასაც კომპანია საგუბერნიო ციხის ადგილას აპირებს
„პირველ რიგში, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საკითხი არ ეხება კერძო საკუთრების უფლების უგულებელყოფას. საკუთრების უფლება კონსტიტუციით დაცულია, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება საზოგადოებრივ ინტერესსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულებას.
კომპანიის ტექსტის მთავარი პასუხი მისივე პირველ წინადადებაშია: „განცხადება ტაბიძის ქუჩის N39ა-ზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით“. როდესაც ყოფილი საგუბერნიო ციხე მხოლოდ რიგით მისამართად არის წარმოდგენილი, უკვე ცხადია დამოკიდებულება ისტორიისა და ქალაქის მეხსიერებისადმი.
მაღალი საჯარო ინტერესის გამო, აუცილებელია საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე:
ის ფაქტი, რომ კონკრეტულ ობიექტს ამ ეტაპზე არ ჰქონდა მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, არ ნიშნავს, რომ მას არ გააჩნია ისტორიული ან კულტურული ღირებულება.
მრავალ შემთხვევაში საქართველოში ძეგლის სტატუსი მინიჭებულია სწორედ საზოგადოების ჩართულობისა და საკითხის საჯარო აქტუალიზაციის შემდეგ.
ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს წლების განმავლობაში არსებულ არასწორ სახელმწიფო პოლიტიკას და მავნებლურ მიდგომებს ისტორიული ობიექტების მიმართ.
ქუთაისის საზოგადოებამ არაერთხელ ნახა, რომ ფორმალური სტატუსიც კი ვერ უზრუნველყოფს რეალურ დაცვას – ამის მტკივნეული მაგალითია – გელათი!
ამიტომ, სტატუსის არქონა ვერ იქნება განადგურების მორალური თუ საზოგადოებრივი გამართლების საფუძველი,“ – ნათქვამია სამოქალაქო საზოგადოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგუბერნიო ციხე თითქმის დანგრეულია. “იბერია სტარ გრუპს” დასანგრევი დარჩა მხოლოდ ის ნაწილი, რომელშიც სამლოცველოა განთავსებული ფოტო: არჩილ გეგენავა/ინფოქუთაისი
საგუბერნიო ციხის გადარჩენის მომხრე მოქალაქეები ამბობენ, რომ საგუბერნიო ციხის ტერიტორია წარმოადგენს ქალაქის ისტორიული მეხსიერების ნაწილს.
„ყოფილი საგუბერნიო ციხე იყო XIX საუკუნის ადმინისტრაციულ-საპატიმრო ინფრასტრუქტურის ნაწილი და უკავშირდება იმ პერიოდის პოლიტიკურ და სოციალურ ისტორიას.
აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული სალოცავი/ტაძარი წარმოადგენს სულიერი და ისტორიული მნიშვნელობის ობიექტს, რომლის დემონტაჟი საჭიროებს არა მხოლოდ კერძო შეთანხმებებს, არამედ ფართო საზოგადოებრივ და პროფესიულ შეფასებას.
ეკლესიის „დემონტაჟზე შეთანხმება“ ვერ ცვლის მისი ისტორიული ღირებულების საკითხს.
ტერიტორიაზე არსებობდა ეკლესია, რომელიც ათეული წლის მანძილზე მოქმედი იყო. მისი ბედი უნდა გადაწყდეს გამჭვირვალე, საჯარო და კანონით განსაზღვრული პროცედურების ფარგლებში – შესაბამისი ექსპერტიზით, არქიტექტურულ-ისტორიული შეფასებით და საზოგადოების ინფორმირებით.
სამლოცველოს საკითხი დღის წესრიგში სწორედ საზოგადოების აქტიურობის შედეგად დადგა. წარმოდგენილ პროექტში ეკლესია არ არის ასახული.
ძველი სალოცავის დანგრევის სანაცვლოდ ახალი ეკლესიის აშენება ვერ ჩაითვლება ისტორიული პასუხისმგებლობის შესრულებად. კულტურული მემკვიდრეობა არ არის ჩანაცვლებადი რესურსი – ის არის ავთენტური ისტორიული მატერიალური მეხსიერება.
ქალაქი არ უნდა შეეჩვიოს „ინდულგენციის“ მავნე პრაქტიკას, სადაც ძველის განადგურება ახლით კომპენსირდება,“ – ნათქვამია სამოქალაქო საზოგადოების განცხადებაში.
მოქალაქეები კომპანიას მიმართავენ და ახსენებენ, რომ ეკონომიკური ინვესტიცია ვერ ანაცვლებს კულტურულ დანაკარგს.
„ინვესტიციის მოცულობა, პროექტის მასშტაბი ან პრემიუმ კლასის სტატუსი არ შეიძლება გახდეს ისტორიული ობიექტის შესაძლო განადგურების არგუმენტი.
თანამედროვე ურბანული განვითარება წარმატებით აერთიანებს ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და ახალ მშენებლობას – ეს არ არის ურთიერთგამომრიცხავი პროცესები.
ევროპის განვითარებულ ქვეყნებში უამრავი მაგალითია ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების და შერწყმის, თანამედროვე ინფრასტრუქტურასთან და ხედვებთან.
ყოფილი საგუბერნიო ციხის ტერიტორიის მრავალჯერადი გატანა აუქციონზე ყოველგვარი კულტურული თუ სოციალური ვალდებულების გარეშე, კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფო პოლიტიკის პრობლემურობას.
ამასთან დაკავშირებით კითხვები და პრეტენზიები შესაბამის უწყებებს უკვე მიემართებათ და საზოგადოებას ეს საკითხი არ დავიწყებია,“- ვკითხულობთ განცხადებაში.
საგუბერნიო ციხის დემონტაჟი 15 თებერვალი, 2026 წელი, ფოტო: არჩილ გეგენავა/ინფოქუთაისი
კომპანია თავის განცხადებაში აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ „ტერიტორია წარმოადგენდა მხოლოდ საშიშ ნანგრევებს და კომპანიის მიერ იქ პერიოდულად ხორციელდებოდა სადეზინფექციო სამუშაოები“.
საგუბერნიო ციხის ტერიტორიაზე არსებულ ანტისანიტარიაზე და საფრთხეებზე საუბრობენ მოქალაქეებიც.
„თუ მესაკუთრე მართლაც ზრუნავდა ქალაქის განვითარებაზე, 5 წლის განმავლობაში შესაძლებელი იყო მინიმუმ უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ტერიტორიის მოწესრიგება, კულტურული კომპონენტის განადგურების გარეშე. ჩვენი პოზიცია მკაფიოა: ქალაქის განვითარება მნიშვნელოვანია, მაგრამ განვითარება არ უნდა ხდებოდეს ისტორიული მეხსიერებისა და იდენტობის დაკარგვის, განადგურების, წაშლის ფასად.
ბიზნესს აქვს უფლება განახორციელოს პროექტები, თუმცა ამ უფლების პარალელურად არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი და კულტურული პასუხისმგებლობა,“ – ვკითხულობთ სამოქალაქო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოქალაქეთა ჯგუფი ითხოვს დროებით შეჩერდეს სამუშაოები საგუბერნიო ციხის იმ ნაწილში, სადაც მდებარეობდა ისტორიული სალოცავი/ტაძარი;
ჩატარდეს დამოუკიდებელი ექსპერტიზა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაწილეობით და მოიძებნოს ისტორიული კომპონენტის შენარჩუნების ან ინტეგრირების შესაძლებლობის განხილვა მიმდინარე პროექტში;
მოქალაქეები, ასევე, ითხოვენ საზოგადოების ჩართულობით საჯარო განხილვის ორგანიზებას.
„ქალაქის განვითარება მნიშვნელოვანია, თუმცა განვითარება არ უნდა ხდებოდეს ისტორიული მეხსიერების ფასად. პასუხისმგებლობიანი ურბანული პოლიტიკა გულისხმობს ბალანსს ეკონომიკურ ინტერესებსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას შორის.
მოვუწოდებთ როგორც კომპანიას, ისე სახელმწიფო უწყებებს, იმოქმედონ გამჭვირვალედ, კანონმდებლობის სრული დაცვით და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით.
ქუთაისი მხოლოდ „მისამართების“ ერთობლიობა არ არის. ეს არის ისტორიული შრეებით ნაგები ქალაქი, რომლის თითოეული სივრცე ქმნის საერთო მეხსიერებას.
მეტიც, ქუთაისის ისტორია არ ეკუთვნის ინვესტორს, არამედ ეკუთვნის ხალხს და მომავალ თაობებს,“ – ნათქვამია საგუბერნიო ციხის გადასარჩენად დაორგანიზებული სამოქალაქო ჯგუფის განცხადებაში.
Giorgi Bachiashvili, the former head of Bidzina Ivanishvili’s Co-Investment Fund who had been sentenced to 11 years in prison in the high-profile “Bitcoin case,” has been released under a plea agreement after admitting guilt and reimbursing damages, the Georgian Prosecutor’s Office confirmed.
“He also fully cooperated with the investigation and compensated the damage, on the basis of which a plea agreement was concluded involving a suspended sentence and a fine,” the Prosecutor’s Office stated.
The Prosecutor’s Office did not specify the amount of damages Bachiashvili reimbursed.
According to Bachiashvili’s lawyer, Levan Makharashvili, Giorgi Bachiashvili received a one-year suspended sentence and a GEL 50,000 fine. Regarding the agreement with Bidzina Ivanishvili in the civil dispute, its terms remain confidential.
The lawyer also stated that all criminal prosecution against Bachiashvili and his parents has been dropped.
Bachiashvili had been found guilty by two court instances in the so-called “Bitcoin case,” according to which he embezzled a large sum of crypto currency from the founder of the Georgian Dream party, oligarch Bidzina Ivanishvili, and laundered the proceeds. He had been sentenced to 11 years in prison on this charge.
On September 30, pre-trial detention was imposed as a preventive measure on Bachiashvili’s parents, Marina Ramazashvili and Aleksandre Bachiashvili, on charges of assisting their son in the legalization of “illegally obtained income.” They did not attend the hearing, as they were not in Georgia at the time.
Giorgi Bachiashvili, former head of Bidzina Ivanishvili’s Co-Investment Fund, was found guilty by the Tbilisi City Court on March 10, 2025, in the cryptocurrency embezzlement case and was sentenced to 11 years in prison.
In this case, Bachiashvili was charged with embezzling a large sum of money and laundering illegal proceeds. The court found him guilty on both counts.
Bachiashvili is also charged in the Mtkvari HPP case. In both the Bitcoin and Mtkvari HPP cases, the complainant is Bidzina Ivanishvili.
In the Bitcoin case, the prosecution and Ivanishvili accused Bachiashvili of misappropriating a large amount of Bitcoin, valued at nearly $40 million. According to the charges, Bachiashvili had purchased the Bitcoin with investments made by Ivanishvili, but he didn’t share the profit with Ivanishvili. Bachiashvili, however, maintains that Ivanishvili had simply loaned him the money from his bank, which he returned, and that this was a loan rather than an investment — a claim supported by audio recordings of his phone conversations with Ivanishvili.
Shortly after the verdict, Ivanishvili, as the injured party, initiated a civil lawsuit against Bachiashvili. The Tbilisi City Court fast-tracked the case and ordered Bachiashvili to pay Bitcoin worth nearly $1 billion to Ivanishvili.
In the Mtkvari HPP case, Ivanishvili and the prosecution accused Bachiashvili of ignoring feasibility studies and failing to properly perform his duties as head of the Co-Investment Fund, resulting in the Mtkvari HPP — a project involving millions of dollars — still being unfinished. According to Bachiashvili and his lawyer, the statute of limitations has expired for this second charge. Levan Makharashvili stated that the disputed contract was signed in 2014 and the limitation period ended in 2020.
In a separate case of illegal border crossing, Bachiashvili had been sentenced to four years and six months in prison. He left the country in March 2025, but on May 27, the State Security Service announced his arrest. Bachiashvili claims that he was forcibly brought back to Georgia on Georgian Airways flight, on which the then-head of the State Security Service, Anri Okhanashvili, was also present. On July 11, he was reportedly beaten in Gldani prison.
Additionally, Bachiashvili’s parents — Marina Ramazashvili and Aleksandre Bachiashvili — were placed in pre-trial detention in absentia, as the prosecution accused them of helping their son launder illegally obtained income.