საქართველოს საელჩო ისრაელში, ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის, ვისაც ქვეყნის დატოვება სურს, საინფორმაციო გზამკვლევს აქვეყნებს.
1-ელი მარტის მონაცემებით, ისრაელის საჰაერო სივრცე დახურულია, ამიტომ ისრაელის დატოვება მსურველებს მხოლოდ სახმელეთო გზით შეუძლიათ.
საქართველოს საელჩოს რეკომენდაცია საქართველოს მოქალაქეებისადმი ასეთია:
„ქვეყნის დატოვების მსურველებს შეუძლიათ ისრაელის სახელმწიფოს დატოვება სახმელეთო გზით – ეგვიპტის ან იორდანიის გავლით.
- ეგვიპტის შემთხვევაში: მოქალაქეს შეუძლია გადაკვეთოს Menachem Begin – Taba border crossing – 24/7 მოქმედი სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტით, რომელიც მდებარეობს ეილათთან.
სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მისვლა შესაძლებელია მანქანით და/ან ავტობუსი/მატარებლით. https://www.egged.co.il/homepage.aspx
ეგვიპტეში შესასვლელად საჭიროა ვიზა და ქვეყნის ტერიტორიაზე გადასაადგილებელი ნებართვა, რომლის აღებაც შესაძლებელია ეგვიპტის საზღვარზე:
- ვიზის სტიკერი ღირს 25 დოლარი.
- ქვეყნის ტერიტორიაზე გადასაადგილებელი ნებართვა ღირს 21 დოლარი.
- საზღვრიდან შარმ ელ-შეიხის მიმართულებით მოძრაობს ტაქსი/სამარშრუტო ტაქსი – მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათი და 30 წუთია.
შარმ ელ-შეიხიდან შესაძლებელია თვითმფრინავით გამგზავრება საქართველოში/არის პირდაპირი რეისები.
სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან შესაძლებელია მისვლა ტაქსით და/ან ავტობუსი/მატარებლით. https://www.egged.co.il/homepage.aspx
საჭიროების შემთხვევაში ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია: +20 10 97966074.
თუ ქვეყნის დატოვება გსურთ იორდანიის გავლით:
Yitzhak Rabin Crossing მგზავრებისთვის ღიაა 08:00-20:00 საათამდე, ხოლო – ავტომობილებისთვის 19:00 საათამდე. საჭიროების შემთხვევაში, გადავა 24/7 რეჟიმზე.
ისრაელის დატოვებისას მოქალაქე იხდის ქვეყნიდან გასვლის მოსაკრებელს – 122 შეკელს.
რიგში დგომის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მოსაკრებლის წინასწარ გადახდა – https://www.iaa.gov.il/land-border…/yitzhak-rabin/fees/
იორდანიაში შესასვლელად საჭიროა ვიზა, რომლის მიღებაც შესაძლებელია იორდანიის საზღვარზე.
ვიზის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 70 აშშ დოლარს.
სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მისვლა შესაძლებელია ტაქსით და/ან ავტობუსი/მატარებლით.
https://www.egged.co.il/homepage.aspx
The Yitzhak Rabin Crossing საზღვრიდან ამანის მიმართულებით მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 4 საათია.
ამანიდან შესაძლებელია თვითმფრინავით მგზავრობა მესამე ქვეყნის გამოყენებით.
საჭიროების შემთხვევაში იორდანიაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია: +962 797 299 799
ამ ეტაპზე ყველა სხვა სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაკეტილია.
გთხოვთ, გამგზავრებამდე გადაამოწმოთ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის სტატუსი შემდეგ გვერდზე: https://www.iaa.gov.il/
ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს შემდეგ ნომრებზე:
+972 526 919092; ცხელი ხაზი 24/7






