ბათუმის ძველ ბულვარში საღამოობით რესტორნებში ჩართული მუსიკის ხმა ერთმანეთს ფარავს და გაუსაძლის ვითარებას ქმნის – ეს განსაკუთრებით შესამჩნევია აგვისტოში, ტურისტული სეზონის პიკზე.
ძველ ბულვარში, პრომენადის გასწვრივ განლაგებული რესტორნებიდან პერიოდულად მუსიკის გამაყრუებელი ხმა ისმის, ზოგან ცოცხალი შესრულებაც არის. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ რესტორნების მეპატრონეები და მენეჯერები ცდილობენ ერთმანეთის სივრციდან გამომავალი ხმა გადაფარონ.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში ამ საკითხთან დაკავშირებით გვითხრეს, რომ ხმის რეგულაცია ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის კონტროლის საგანია და თავად ვერ ჩაერევიან.
მუნიციპალურ ინსპექციაში განმარტეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეებისგან პრეტენზია არ დაფიქსირებულა და რეაგირების უფლება მხოლოდ მაშინ აქვთ, როცა პრეტენზია ოფიციალურად დაფიქსირდება, საკუთარი ინიციატივით კი ვერ ჩაერევიან.
ხმაურზე მონიტორინგის შედეგების ზოგადი სტატისტიკა ინსპექციამ ბოლოს 6 აგვისტოს გამოაქვეყნა. ამ სტატისტიკის მიხედვით ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტზე მიმდინარე წელს 69 შეტყობინება დაფიქსირდა, მათ შორის 16 სუბიექტი დაჯარიმდა.
ბათუმში ხმაურის ნორმების გადაჭარბების შემთხვევაში უნდა დარეკოთ ნომერზე – 598 85 15 20.
ინსპექცია ასევე განმარტავს, რომ აკუსტიკური ხმაურის მონიტორინგი არ ვრცელდება დღის საათებში, დილის 07:00 საათიდან 23:00 საათამდე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებსა და თვითმმართველობასთან შეთანხმებულ ღონისძიებებზე.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერდა.
„სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, სააგენტომ, ინდივიდუალური მეწარმის ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფარში, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა.
ცხოველთა თავშესაფარი ოზურგეთში
ინსპექტირების პროცესში გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევა:
ინსპექტირებისას ამოღებულია ვადაგასული პრეპარატები, მათ შორის, ფსიქოტროპული საშუალებები და გამოსაყენებლად უვარგისი ცოფის ვაქცინები.
თავშესაფრის ტერიტორიაზე აღმოჩენილია დაუდგენელი მიზეზით მკვდარი ცხოველები.
დადგენილი წესების შესაბამისად არ ხორციელდებოდა ქირურგიული და სხვა ვეტერინარული მომსახურება.
არ არის დაცული ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ყველა არსებული პრინციპი, არ ხდებოდა ავადმყოფი და ჯანმრთელი ცხოველები ერთმანეთისგან იზოლირება, ცხოველების მკურნალობის შესახებ ჩანაწერები არ არის სრულყოფილად წარმოებული.
ვერ იქნა წარმოდგენილი ვოლიერებში არსებული ცხოველების მიკვლევადობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.
ჰიგიენური ნორმების დარღვევა, მათ შორის, დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად არ ტარდებოდა ინსტრუმენტებისა და მოწყობილობების დასუფთავება, დეზინფექცია და სტერილიზაცია.
თავშესაფრის კლინიკას, სადაც ხორციელდებოდა ცხოველთა სტერილიზაცია/კასტრაცია და სხვა ვეტერინარული მანიპულაციები, დარღვევების გამოსწორებამდე საქმიანობა შეუჩერდა.
პრეპარატები დაილუქა და შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ცხოველის საკვების ნიმუშები“- წერს სურსათის ეროვნული სააგენტო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოზურგეთში კაცმა ცოლი მოკლა.
გურიის პოლიციამ ოჯახის წევრის, მეუღლის, 1969 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს. მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1956 წელს დაბადებული ზ.რ. დააკავა.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დღეს, 22 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენა მეუღლეს, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა.
2025 წლის პირველი სექტემბრიდან, აფხაზეთში, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები რუსეთიდან, 5 ათასი რუბლის ოდენობის ხელფასის დანამატს მიიღებენ. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი წერს.
„2025 წლის 1 სექტემბრიდან დაწესდეს ყოველთვიური დანამატები აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისა და ლექტორების განაკვეთებსა და ხელფასებზე, 5 ათასი რუბლის ოდენობით“, – ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის განკარგულებაში
აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ დელბას თქმით, ეს გადაწყვეტილება აფხაზეთის პრეზიდენტ ბადრა გუნბასა და რუსეთის ხელმძღვანელობას შორის მიღწეული შეთანხმებების შედეგია და მიზნად ისახავს რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების მხარდაჭერას.
გარდა ამისა, აფხაზეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ყოველთვიურ დანამატს მიღებენ აფხაზური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები და ლექტორებიც, თუმცა მათთვის დამატებითი ანაზღაურება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოიყოფა; ხოლო რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის – რუსეთის ფინანსური დახმარებიდან.
ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რუსული ენის მასწავლებელი უფრო მეტია, ვიდრე აფხაზური ენისა და ლიტერატურის.
„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. ის ამ თანამდებობაზე ეკატერინე ხუციშვილმა შეცვალა.
შუკაკიძე ცენტრის დირექტორად, 2018 წლიდან მუშაობდა.
ახალი დირექტორი ეკატერინე ხუციშვილი დღეს, 22 აგვისტოს წარადგინეს. ხუციშვილი 2017 წლიდან მუშაობს განათლების სამინისტროში, ზოგადი განათლების პოლიტიკის მიმართულებით.
წლების განმავლობაში მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე მილიონობით ლარი იხარჯებოდა ბიუჯეტიდან, თუმცა მასწავლებლების დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოხატავდა ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტების მიმართ, რადგან მათი თქმით, ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს ხშირ შემთხვევაში, ფორმალური დანიშნულება ჰქონდა და არ იყო მასწავლებლის რეალურ საჭიროებებზე მორგებული.
ამ წლების განმავლობაში არაერთი ცვლილება შევიდა მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემაში, რაც ასევე კრიტიკას იწვევდა მასწავლებლების მხრიდან.
მასწავლებლის ხელფასი ბოლო წლების განმავლობაში ამ კარიერულ სქემაზე იყო მიბმული და პედაგოგების ანაზღაურებას განსაზღვრავდა სტატუსი.
მენტორი და წამყვანი სტატუსის მქონე პედაგოგები შედარებით მაღალ ხელფასს იღებდნენ, პრაქტიკოსი პედაგოგები კი შედარებით ნაკლებს, რაც ასევე იწვევდა მასწავლებლების ნაწილის უკმაყოფილებას.
განათლების ერთ-ერთმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, კარიერული განვითარების სქემით მიღებული სტატუსები 2024 წელს გააუქმა და სახელფასო ანაზღაურება საათობრივ ბადეს დაუკავშირა, რამაც ახალი უკმაყოფილების ტალღა ააგორა სკოლებში.
„ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ახალი სასწავლო წლისთვის ასევე აანონსებს განათლების სისტემის რეფორმას, თუმცა კონკრეტული გეგმა არ წარმოუდგენია.
განათლების სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სფეროს წარმომადგენლების გარეშე მიღებული პარტიული გადაწყვეტილებები, განათლების სისტემას მხოლოდ ზიანს მოუტანს და არა განვითარებას.
__________________
მთავარ ფოტოზე: ეკატერინე ხუციშვილი და ბერიკა შუკაკიძე.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამეგრელოში ორი მეწარმე სუბიექტის მიმართ, რომლებიც საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილი რძის პროდუქტების მიწოდებისას, ბიუჯეტიდან თაღლითურად დაეუფლნენ დაახლოებით 20 000 ლარს, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2025 წელს, მათ დაქვემდებარებაში არსებული კომპანიების სახელით, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები გააფორმეს.
„მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული რძის პროდუქტებისა, ბრალდებულების მიერ, სამეგრელოს რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში მდებარე საბავშვო ბაღებისთვის ხდებოდა დაბალკალორიული და იაფფასიანი რძის ნაწარმის მიწოდება, რა გზითაც მოტყუებით დაეუფლნენ დაახლოებით 20 000 ლარს“ – წერს საგამოძიებო სამსახური.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს და სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დღეს, 22 აგვისტოს, სინდისის პატიმარს, 29 წლის არჩილ მუსელიანცს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ გავრცელდა არჩილ მუსელიანცის წერილი, რომელიც მან განაჩენამდე, წინასწარ დაწერა.
„მინდა ყველას უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ცხოვრების რთულ ეტაპზე გვერდში დგომისთვის.
ამ წერილს წინასწარ ვწერ იმიტომ, რომ ვიცი მომისჯიან. მაინც შეასრულებენ ამ დავალებას.
ჩემს სამომავლო პატიმრობის განცდას რაც შეეხება, გეტყვით, საერთოდ არ განვიცდი, რადგან საპირისპიროდ ქვეყანაა და მისი მომავალი. 6 წელიც რომ მომისაჯონ, მე მზად ვარ მოვიხადო უსამართლო სასჯელი იმიტომ, რომ სამშობლოა ჩემთვის ღირსება.
ერთს გთხოვთ მხოლოდ — იბრძოლეთ!
წარმოიდგინეთ, როგორ საქართველოში ვიცხოვრებდით თუკი გენერალი მაზნიაშვილი დანებდებოდა?
და ილია ჭავჭავაძე?
როგორი საქართველო იქნებოდა, რომ არა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ბრძოლა?
როგორ საქართველოში ვიცხოვრებდით, რომ არა შინდისის გმირების სულისკვეთება?
და როგორი იქნებოდა საქართველო გიორგი ანწუხელიძის გარეშე?
ისინი ლამაზი, ბედნიერი და დამოუკიდებელი საქართველოსთვის იბრძოდნენ. ჩვენც ამისთვის ვიბრძვით და ამას აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენ ამას შევძლებთ!
მიყვარხართ ყველა თქვენგანი. მეამაყებით ყოველი თქვენგანი. გაუფრთხილდით ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი, სამშობლო ხომ სიყვარულია. სამშობლო ყოველივე თქვენგანია.
შევხვდებით რუსთაველზე — იქ ვიზეიმებთ გამარჯვებას, სადაც ყველაფერი დაიწყო“, — ნათქვამია წერილში, რომლის ბოლოს საქართველოს დროშა ხატია.
არჩილ მუსელიანცს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურება, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.
პროკურატურა მას ედავებოდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერის კაბელებისთვის ცეცხლის წაკიდებას.
ჯერ კიდევ დეკემბერში, მუსელიანცისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ადვოკატმა დიმიტრი ვარდიაშვილმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ პოლიციელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, აიძულებდნენ, დაესახელებინა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, როგორც წამხალისებლები და დავალების მიმცემები.
„ამ ადამიანს არც ცოლი ჰყავს, არც შვილი ჰყავს, არც დედ-მამა – არავინ არ აბადია დედამიწის ზურგზე. საბოლოო ჯამში, გამოვიდა, რომ ვერ გამოიყენეს, რისთვისაც სჭირდებოდათ … შეიძლება არც დაეკავებინათ სისხლით, თუკი მიაღწევდნენ იმ გარკვეულ მიზანს და გაეშვათ, მაგრამ, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, თუ იმას წამოეგებოდა, რასაც ეუბნებოდნენ, მაგ შემთხვევაში ციხეც შერჩებოდა და პლუს, ამის ჩვენებასაც გამოიყენებდნენ რომელიმე პარტიის ლიდერის წინააღმდეგ. ეს იყო ამის დაკავების ერთადერთი მიზანი. მეტი არაფერი“.
წელს არჩილ მუსელიანცმა ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა და სტუდენტი გახდა.
Prisoner of conscience Archil Museliantsi, who was arrested in connection with pro-European rallies and has reported police abuse and a forced confession, was sentenced to four years in prison. The decision was handed down by Judge Giorgi Arevadze. Notably, while in pre-trial detention, Museliantsi took the Unified National Exams and was admitted to a four-year bachelor’s degree program in law, mirroring the length of his sentence.
Before the verdict was announced, defense attorney Dimitri Vardiashvili delivered his closing statement, in which he questioned the conclusions of the prosecution’s forensic examination. He also drew attention to the fact that Museliantsi was initially detained under administrative procedure, but after the 48-hour detention period expired, he was charged under the Criminal Code. According to Vardiashvili, investigative actions were carried out before the formal charges were filed, and the case was “stitched together with white thread” [i.e., poorly fabricated].
Museliantsi was charged under Article 187, Part 2 of the Criminal Code, which concerns the damaging or destruction of another person’s property by means of arson, explosion, or other methods considered generally dangerous.
Prosecutor Ani Khubejishvili accused him of setting fire to surveillance camera cables on Rustaveli Avenue, near the Parliament building.
Back in December, shortly after Museliantsi was first placed in pre-trial detention, his lawyer told Netgazeti that police officers had beaten him and tried to force him to name opposition politicians as the ones who incited him and gave him orders.
“This man has no wife, no children, no parents — he has nobody at all in the world. In the end, it turned out they couldn’t use him for the purpose they wanted … Maybe they wouldn’t even have prosecuted him if they had managed to achieve their goal and then released him. But as practice shows, if he had gone along with what they demanded, he would have still been left in prison, and on top of that, his testimony would have been used against some party leaders. That was the only reason he was arrested. Nothing more,” Dimitri Vardiashvili said in the first months of Archil Museliants’ detention.
“The prosecutor claims that the [protocol] signatures were voluntary. But after what I went through, God forbid — you wouldn’t just sign, you’d even confess to Kennedy’s assassination,” Archil Museliantsi told the prosecutor.
He has repeatedly stated that he was subjected to violence and pressure after his arrest.
Museliantsi also pointed to violence and falsification of case materials in his closing statement.
“As for the signatures on the protocols, I confirm that they are indeed mine. With those signatures, they got exactly what they wanted. I wasn’t a lawyer, but I did know that these testimonies would have no legal force in court. I signed just so they would leave me alone. Another key piece of evidence that doesn’t exist — where are the clothes? Every place I set foot in was searched. When Levan Chkhikvadze couldn’t find a way out, he wrote down that Archil Museliantsi himself had said he burned his clothes… Apparently, I was walking around Rustaveli naked. From 6 p.m. on November 29 until 3 a.m. on November 30, before I was arrested, I was on Rustaveli Avenue wearing the same clothes that were put into evidence. But the top I was wearing — the one stained with blood — wasn’t included, because the blood came from the beating I endured. As for the torture and abuse I went through, I won’t go into detail again, since I’ve already explained how they obtained my signatures, how they blackmailed me, threatened me, and intimidated me,” said Archil Museliants.
“I want to sincerely thank everyone for standing by me during this difficult stage of my life.
I am writing this letter in advance because I know I will be sentenced. They will fulfil this order regardless.
As for my feelings about future imprisonment, I can tell you that I do not worried at all, because the country and its future are at stake. Even if I am sentenced to six years, I am ready to serve this unjust punishment because for me, the homeland is dignity.
I ask only one thing — fight!
Imagine what Georgia would be like if General Mazniashvili had surrendered?
And Ilia Chavchavadze?
What kind of Georgia would there be without the struggle of Zviad Gamsakhurdia and Merab Kostava?
How would we live in Georgia if it weren’t for the spirit of the heroes of Shindisi?
And what would Georgia be like without Giorgi Antsukhelidze?
They fought for a beautiful, happy, and independent Georgia. We fight for the same, and we will achieve it. We can do it!
I love every one of you. I am proud of every one of you. Take care of each other, love each other — the homeland is love. The homeland is each one of you.
We will meet at Rustaveli — there we will celebrate victory, where it all began,” – reads the letter written by Archil Museliantsi. At the end of the letter, the Georgian flag is drawn.
What is Happening in Georgia
In late fall 2024 and the beginning of winter, massive daily protests erupted across Georgia. The demonstrations were sparked by the ruling Georgian Dream party’s November 28 announcement to “postpone” the country’s EU integration bid until the end of 2028.
By that time, the ruling party had already been accused of massive electoral fraud during the October 26, 2024 parliamentary elections and of unconstitutionally forming a parliament boycotted by all opposition parties. The one-party parliament then proceeded to elect the government and appoint the president — all widely regarded as Georgian Dream-appointed, underscoring their perceived illegitimacy.
The protests, often referred to as the “Georgia Protests,” were met with violent crackdowns. Numerous journalists and citizens sustained physical injuries, and hundreds reported inhumane treatment at the hands of police and in detention, including cases amounting to torture. Journalists were attacked by uniformed, unidentified law enforcement officers during live broadcasts — none of which have been investigated.
Amidst police impunity and tightening repressive legislation, over 60 people have been jailed on criminal charges widely viewed as trumped-up and politically motivated attempts to silence dissent.
Since the late spring of 2025, eight opposition leaders were jailed for refusing to participate in a parliamentary commission purportedly formed to investigate crimes committed by the previous government, which left office in 2012. This commission has been widely criticized as a tool aimed at banning opposition parties. Notably, most opposition leaders summoned had never held high-ranking positions during the previous government’s rule, reinforcing suspicions that the commission’s true goal is to suppress the current opposition rather than investigate past crimes.
One of the main opposition figures, Giorgi Gakharia — who previously served as Interior Minister and Prime Minister under Georgian Dream — has been abroad “on an international business trip” since June, 2025. Meanwhile, an investigation is underway into his role in opening a checkpoint during his tenure as Interior Minister. The investigation involves criminal charges including sabotage, attempted sabotage under aggravating circumstances, aiding hostile activities on behalf of a foreign organization or one under foreign control, and mobilizing funds for actions directed against Georgia’s constitutional order and national security.
These are serious charges that carry potential prison sentences ranging from 7 to 15 years.
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდა. ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდა მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები, რომელმაც წელს საქართველო პირველად წარადგინა ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI) პეკინში.
პეკინში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადიდან, სადაც საქართველოს ეროვნულმა AI ნაკრებმა პირველად მიიღო მონაწილეობა, ნაკრების წევრი – თემიკო მაჭავარიანი, ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.
„ამხელა საერთაშორისო ასპარეზზე ქართული სიტყვის თქმა, ალბათ, ყველა ქართველისთვის ძალიან დიდი ოცნება და პასუხისმგებლობაა. ყოველ საათში, როდესაც ორგანიზატორები ოლიმპიადის დარჩენილ დროს აცხადებდნენ, თავს ვუმეორებდი, რომ ამას ვაკეთებდი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი ქვეყნისთვის და ეს არაამქვეყნიურ ენერგიას მაძლევდა” – აღნიშნავს თემიკო მაჭავარიანი.
60-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე მონაწილესთან ერთად ასპარეზობდნენ ქართველი მოსწავლეებიც, რომლებმაც პეკინში გამგზავრებამდე ინტენსიური მოსამზადებელი კურსები გაიარეს. GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მონაცემთა მეცნიერების გუნდის პროფესიონალები კურსის მენტორები იყვნენ და მოსწავლეებს აქტიურად უჭერდნენ მხარს ოლიმპიადისთვის მომზადებაში.
„ოლიმპიადის დავალებები საკმაოდ საინტერესო იყო და მოულოდნელიც. ამოცანების ფურცელი როგორც კი გადავშალე, მივხვდი, რომ აქ ჩემით, ადგილზე უნდა შემექმნა „რაღაც სხვაც“. დავალებების კეთებისას, მახსენდებოდა მოსამზადებელ ლექციებზე რა ხრიკებს და ხერხებს ვიყენებდით, მენტორებთან ერთად, სხვადასხვა სიტუაციის გადასაჭრელად, რაც ფიქრშიც მეხმარებოდა და ამოცანებსაც მიმარტივებდა. მჯერა, რომ ყველა წარმატებული ადამიანის უკან, ძლიერი გუნდის მხარდაჭერა დგას. ნაკრების მწვრთნელების გულით და სულით გაზიარებული ცოდნა და გამოცდილება, ოლიმპიადაზე გადამწყვეტი აღმოჩნდა“ – ამბობს თემიკო.
ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ მოსწავლეებს, უკვე მეორე წელია აერთიანებს. საქართველოში გამართული ოლიმპიადის ორგანიზატორია საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA). მხარდამჭერები არიან თიბისი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.
თიბისი განათლებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ქმნის და ახალგაზრდებს, რომლებსაც სჯერათ, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლიათ, მათ სხვადასხვა მიმართულებით განათლების პროგრამებს სთავაზობს.
დღეს, 23 აგვისტოს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან „თავისუფლების მოედანი“ გამართავს დისკუსიას ლუსტრაციის კანონთან დაკავშირებით.
საჯარო განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოსთან 20:00 საათზე დაიწყება.
„თავისუფლების მოედნის“ განცხადებით, ეს იქნება პირველი ინიციატივა, რომელსაც ისინი წარუდგენენ ახალ, დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტს.
ლუსტრაციის კანონი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიიღეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა. კანონის მიზანი იყო გამოეაშკარავებინა ყველა ის პირი, რომელიც ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.
„ლუსტრაციის მიზანია არასდროს განმეორდეს ის, რაც ხდებოდა მაშინ და რაც ხდება დღეს.
იმიტომ, რომ დღესაც სპეცსამსახურები მონაწილეობენ საქართველოს მოქალაქეების დაშინებაში. ისინი განსაზღვრავენ დღევანდელი მასწავლებლების, სკოლის დირექტორების, უნივერსიტეტის პროფესორების, ხელოვანების, ჩვეულებრივი მშრომელების ბედს. ისინი წყვეტენ, ვინ დაწინაურდება და ვინ არა და ა.შ. ეს ჯაჭვი უნდა გაწყდეს“- თქვა სიმონ ჯანაშიამ, „თავისუფლების მოედნის“ წევრმა კანონპროექტზე საუბრისას „ნეტგაზეთთან“.
„თავისუფლების მოედანი“ მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას „ეროვნული მეხსიერების საბჭო“, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მთავრობის, პარლამენტის, სასამართლოსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებით.
საბჭომ უნდა შეისწავლოს არქივები და გამოავლინოს ადამიანები, რომლებიც ტოტალიტარული სისტემის განმტკიცებას ემსახურებოდნენ.
კანონის მიღების შემთხვევაში, მათ დროებით ან სამუდამოდ აეკრძალებათ პოლიტიკური თანამდებობების დაკავება, საჯარო სამსახურში დასაქმება, საგანმანათლებლო და კვლევით ორგანიზაციებში მუშაობა, სახელმწიფო შესყიდვებსა და ტენდერებში მონაწილეობა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 აგვისტოს 21 საათიდან 23 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:
დღისით: 28 – 33 გრადუსი სითბო
ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, 24 აგვისტოს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 25 აგვისტოს კი აჭარაში იწვიმებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ოზურგეთი – გომისმთას საავტომობილო გზის 29-ე კილომეტრზე კლდოვანი მასა ჩამოწვა, რის შედეგადაც ჩაიკეტა გზის სავალი ნაწილი.
„შესაბამისი სამუშაოების გატარებამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“ – იუწყება დეპარტამენტი დღეს, 22 აგვისტოს.
განახლებული ინფორმაცია: გზების დეპარტამენტის ცნობით, 22 აგვისტოს 13:00 საათის მდგომარეობით, გზაზე მოძრაობა აღდგა.
შსს-ს ინფორმაციით, „დარიალთან“ მყოფი უკრაინის 65 მოქალაქე ჩარტერული რეისით უკრაინაში დაბრუნდა.
„უკრაინულ მხარეს შორის ხანგრძლივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალთან“ მყოფი უკრაინის 65 მოქალაქე სამშობლოში ნებაყოფლობით, ჩარტერული რეისით, მესამე ქვეყნის გავლით დაბრუნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო უკრაინის მოქალაქეთა გადმოყვანა სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალიდან“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მოხდა მათი უკრაინის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის გადაცემა. თავის მხრივ, მათ უზრუნველყვეს უკრაინის მოქალაქეთა ბორტზე განთავსება და ჩარტერული რეისით მგზავრობისას მათი თანხლება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვართან კვლავ რჩება იმ პირთა გარკვეული ნაწილი, რომელთა სამშობლოში ორგანიზებულ, უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე ქართული მხარე ინტენსიურად განაგრძობს მოლაპარაკებებს უკრაინულ მხარესთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან“-აცხადებს შსს.
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ქართულ გამშვებ პუნქტ „დარიალსა” და რუსულ გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსს“ შორის ათობით უკრაინელი იმყოფებოდა გაუსაძლის პირობებში. ისინი რუსეთმა ჯერ დაადეპორტა, შემდეგ კი საქართველოს საზღვართან მიიყვანა და იქ დატოვა.
მათ არ აქვთ უფლება რუსეთში დაბრუნდნენ, თუმცა არც სხვაგან აქვთ წასასვლელი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 074 320 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +790]
ტანკი – 11 124 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 23 160 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 31 835 ერთეული [+46]
MLRS – 1 472 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 210 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 52 787 ერთეული [+318]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 598 ერთეული [+33]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 59 426 ერთეული [+110]
სპეცტექნიკა – 3 944 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
665 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
78 728 უპილოტო საფრენი აპარატი
625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
24 697 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 588 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
28 772 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
40 095 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„საზოგადოებაში მოლოდინების გაზრდა და საერთოდ თამასის უმაღლეს დონეზე აწევა ახასიათებს ოპოზიციას, შემდეგ კი, ამ თამასას თვითონვე ვერ სწვდებიან და ზარალდება. ზარალდება შესაბამისად საპროტესტო მუხტი,“ – მიიჩნევს ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარი გიორგი ბილანიშვილი. მას 4 ოქტომბრის არჩევნებზე ვესაუბრეთ და იმ საპროტესტო აქციაზე, რასაც ოპოზიციური პოლიტიკური ძალები აანონსებენ.
ანალიტიკოსის აზრით, ამ ეტაპზე უმთავრესი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კოორდინაცია და თანმიმდევრული მოქმედებებია, რაც ჯერ არ ჩანს:
„4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს ნამდვილად უნდა ჰქონდეთ სწორი გათვლები: თუ ეს აქცია არ იქნება მასშტაბური და „ჩავარდება“, ეს დააზიანებს, როგორც ოპოზიციურ პარტიებს, ასევე საზოგადოების განწყობას. ამ მოლოდინებს აჩენენ ისევ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეს იქნება ძალიან მასშტაბური აქცია და „ოცნების“ დასასრულის დასაწყისი.
ოპოზიციური პოლიტიკური ძალების აქტიური მოქმედების გარეშე შეიძლება „ქართული ოცნება“ ერთ დღესაც ჩამოიშალოს, მაგრამ ეს არის „შეიძლება“: შეიძლება მოხდეს, შეიძლება – არა,“ – გვიყვება გიორგი ბილანიშვილი.
„ბათუმელებმა“ ინტერვიუ გიორგი ბილანიშვილთან ჩაწერა, ის საგარეო პოლიტიკის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარია.
ბატონო გიორგი, თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანი თარიღია წინააღმდეგობის პროცესისთვის 4 ოქტომბერი? ამ თარიღზე აკეთებს სწორებას ოპოზიციის ნაწილი და მიიჩნევს, რომ დასავლეთის თვალში ამ დღეს უნდა გამოჩნდეს პროტესტის მასშტაბი.
„ქართულმა ოცნებამ“ ყველა წითელი ხაზი უკვე გადალახა და დასავლეთში მათზე მკაფიო წარმოდგენა არსებობს, თუ რას წარმოადგენს ის. არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით ეჭვები, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ყურადღებით აკვირდება, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში, მათ შორის ოპოზიცია როგორ მოახერხებს მობილიზებას და ხალხში არსებული პროტესტის გარდასახვას პოლიტიკურ დივიდენდებში.
გიორგი ბილანიშვილი
ამიტომაც, 4 ოქტომბრის არჩევნები ერთ-ერთი ეტაპია, ეს მნიშვნელოვანია და ბუნებრივია, რომ მას დააკვირდებიან: რომელი პარტია როგორ მოიქცევა და ეს დაგეგმილი საპროტესტო აქციები რა შედეგებს გამოიღებს. ჩემი აზრით, ყველაფერი უნდა გაითვალისწინონ ოპოზიციურმა პარტიებმა და ძალიან ფრთხილად, ყურადღებით უნდა იყვნენ თავიანთი ქმედებების განსაზღვრისას, რომ საკუთარი თავი, ასევე ერთმანეთი არ დააზიანონ. ნებისმიერი ქმედება, რასაც ოპოზიცია გეგმავს, უნდა იყოს თანმიმდევრული და არა მყისიერ შედეგზე გათვლილი.
ის გეგმები, რაც ახლა ჟღერდება, არა მგონია მაინცადამაინც სწორი იყოს და შედეგზე ორიენტირებული.
რომელ გეგმას გულისხმობთ? ოპოზიციის ნაწილი არჩევნებში მონაწილეობს, ნაწილი აანონსებს ხალხმრავალ აქციას რუსთაველზე და მშვიდობიან რევოლუციას, ნაწილი კი, საარჩევნო უბნებთან მობილიზებას აპირებს…
ჩემი აზრით, ჯობდა, რომ ამ არჩევნებში არავის არ მიეღო მონაწილეობა, ან თუ ასე გადაწყვიტეს, ყველას უნდა მიეღო მონაწილეობა. ორმა პარტიამ გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება, დანარჩენებმა – უარი თქვეს. ახლა ერთმანეთის მიმართ ტალახის სროლა არ მიმაჩნია სწორად – ორივე მხარე ზარალდება.
4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს ნამდვილად უნდა ჰქონდეთ სწორი გათვლები: თუ ეს აქცია არ იქნება მასშტაბური და „ჩავარდება“, ეს დააზიანებს, როგორც ოპოზიციურ პარტიებს, ასევე საზოგადოების განწყობას.
მშვიდობიან რევოლუციასაც აანონსებს, მაგალითად, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი – ლევან ხაბეიშვილი.
თუ ამ განცხადებებს არ მოჰყვება სათანადო გაგრძელება, ეს იქნება დამაზიანებელი.
როცა გვესმის განცხადებები, რომ რაღაც ძალიან მასშტაბური იქნება და ეს იქნება „ქართული ოცნების“ დასასრულის დასაწყისი – დაახლოებით ამ შინაარსის განცხადებები ისმის, თუ ამას არ მოჰყვება სათანადო გაგრძელება, ბუნებრივია, ეს ისევ დამაზიანებელი იქნება პროტესტისთვის.
საზოგადოებაში მოლოდინების გაზრდა და საერთოდ თამასის უმაღლეს დონეზე აწევა ახასიათებს ოპოზიციას, შემდეგ კი, ამ თამასას თვითონვე ვერ სწვდებიან ხოლმე და ზარალდებიან. ზარალდება შესაბამისად საპროტესტო მუხტი. ამ თვალსაზრისით ეს არასწორია.
მეორეა „ქართული ოცნება“, რომელშიც არ ვგულისხმობ მარტო პარტია „ქართულ ოცნებას“ – ვგულისხმობ კოლექტიურ „ქართულ ოცნებას“, რომელსაც აქვს მედია რესურსი, საექსპერტო და პროპაგანდის რესურსები, ასევე იყენებს სპეცსამსახურებს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად – ამ ყველაფერს გამოიყენებს, ბუნებრივია, საკუთარი ინტერესების შესაბამისად, რომ გაიძლიეროს საკუთარი პოზიციები და კიდევ უფრო დაასუსტოს ოპოზიცია.
ეს უნდა ჰქონდეს გათვალისწინებული ყველას, როგორც ამ აქციის ორგანიზატორებს, ისე მთლიანად ოპოზიციას, რომელიც გეგმავს თავის ქმედებებს.
ოპოზიცია საეტაპო თარიღად ნიშნავს 4 ოქტომბერს. თქვენი დაკვირვებით, კონკრეტულად ამ დღეს ამა თუ იმ ფორმით გამოხატულმა პროტესტმა რა შეიძლება შეცვალოს?
მე არ ვუყურებ ასე, რომ ეს არჩევნები არის რაღაც საეტაპო, არა მგონია მაინცდამაინც მნიშვნელოვანი იყოს ის, ამ არჩევნებზე როგორ აჩვენებს თავს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც არ მონაწილეობს არჩევნებში.
ამას არჩევნები კი ჰქვია, მაგრამ ეს არ არის არჩევნები, რომელიც თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ტარდება. ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ხომ? ეს არჩევნები ტარდება ძალიან მძიმე გარემოში. ასევე ძალიან მძიმე გარემოში ჩატარდა წინა არჩევნები, მასშტაბური გაყალბებებით, სადაც პირდაპირ იყო, მაგალითად, ხმების ყიდვა. ეს შედარებით ახალი პრაქტიკაა მასშტაბების გაზრდის თვალსაზრისით და ამას მარტო საქართველოში არ ვხედავთ, ეს იყო იგივე მოლდოვასა და უკრაინაში. ეს ყველაფერი რუსეთის ხელწერაა.
ამიტომაც ალოგიკური იქნება ვინმეს ეს მოლოდინი ჰქონდეს, რომ ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს, ან დამთავრებულია ყველაფერი.
არსებობს რისკი, რომ არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობა „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენოს თავის სასარგებლოდ. ამას ის ყველა ვარიანტში ეცდება, მაგრამ მგონია, რომ იმდენად აღარ არსებობს კითხვის ნიშნები „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით ქვეყნის გარეთ, არა მგონია, ამ არჩევნებში მონაწილეობით, ან არმონაწილეობით, ვინმეს წარმოდგენა შეეცვალოს.
ერთადერთი, რაც სამწუხაროდ არჩევნებმა შეიძლება აჩვენოს, არის ეს: ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს რესურსი და მყარად დგას ფეხზე. ეს არა იმდენად საგარეო შედეგისთვის, არამედ საპროტესტო მუხტისთვის იქნება დამაზიანებელი.
4 ოქტომბრის აქციის მასშტაბს შესაძლოა ჰქონდეს გავლენა იმაზე საქართველოს შეუჩერებენ თუ არა უვიზო მიმოსვლას, ან გააძევებენ თუ არა ევროსაბჭოდან?
„ქართული ოცნება“ ამ შედეგის მისაღწევად ყველაფერს აკეთებდა აქამდე და გააგრძელებს ამ კურსს. თუ ის დარჩება ხელისუფლებაში, მიაღწევს კიდეც ამ შედეგს, რადგან ეს შედის რუსეთის ინტერესში – „ქართული ოცნება“ არის რუსეთის ინტერესების პირდაპირი გამტარი საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკაში. „ქართულმა ოცნებამ“ აიძულა ევროკავშირი, რომ შეეჩერებინა ჩვენი გაწევრიანების პროცესი – საერთოდ აღარ არსებობს ნატოში ინტეგრაციის თემა. თავად გააქრო დღის წესრიგიდან, ასევე სხვა მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური საკითხები.
„ქართული ოცნება“ არ შეცვლის და ვერც შეცვლის ამ კურსს, იმდენად არის რუსეთზე დამოკიდებული. ასე რომ, „ოცნების“ ამოცანაა შეწყდეს უვიზო მიმოსვლა და აღარ ჰქონდეს საქართველოს ევროპასთან არანაირი ურთიერთობა.
ამ ვითარებაში რის გაკეთება შეიძლება იყოს სწორი 4 ოქტომბერს, თქვენი აზრით?
ოპოზიციური პარტიები უნდა მოქმედებდნენ საერთო ჩარჩოს ფარგლებში – არ უნდა აზიანებდნენ ერთმანეთს, უნდა მოქმედებდნენ თანმიმდევრულად და აძლიერებდნენ წნეხს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. მე არ ვიძახი, რომ ყველა უნდა გაერთიანდეს, მაგრამ კოორდინაციის ძალიან მაღალი ხარისხი უნდა იყოს, რომ რა რესურსებიც გააჩნიათ, ისინი ეფექტურად, ერთმანეთის დასაზიანებლად კი არ გამოიყენონ, არამედ ხელისუფლების წინააღმდეგ.
ეგ არ ჩანს და როცა ეს არ ჩანს, რა სტრატეგიაზეა საუბარი? ვის რა სტრატეგია შეიძლება ჰქონდეს? შეიძლება, ერთი ერთს ფიქრობდეს, მეორე მეორეს ფიქრობდეს და საბოლოო ჯამში, არც ერთი არ იყოს, ასე ვთქვათ, გამართლებული ბოლომდე და ასეთი დაქსაქსულობის პირობებში – გამართული.
„ქართული ოცნებას“ აქვს სათანადო რესურსები: ადამიანური რესურსი, მატერიალური, პროპაგანდის, ფინანსური. სამწუხაროდ, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხარდაჭერაც. ისე არ არის, რომ მისი რეიტინგი ნულს უტოლდება.
„ქართულ ოცნებას“ აქვს სერიოზული მხარდაჭერა კრემლის სახით, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს როგორ იმოქმედოს, რომ ეს პროტესტი ჩაშალოს – ეს იქნება რუსეთის ფედერაციაში თუ, მაგალითად, ბელარუსში.
ოპოზიციას კი, ეს რესურსები არ აქვს. ამას ემატება ერთმანეთს შორის გათიშულობა და დაქსაქსულობა. ამ პირობებში წარმატება ძალიან ძნელად მისაღწევი იქნება, თუ შეუძლებელი არა.
რუსეთს ზურგი აქციეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა. ეს მოცემულობა არაფერს ცვლის?
ჩვენს რეგიონში განვითარებული პროცესები გულისხმობს რუსეთის პოზიციების შესუსტებას სომხეთსა და აზერბაიჯანში, რაც დამაიმედებელია. ფართო სურათში რომ შევხედოთ, „ქართული ოცნებისთვის“ დამაიმედებელი დიდად არაფერი არ ჩანს. ის, რომ სანქციები მის წინააღმდეგ მოქმედებს და რუსეთს პრობლემები ექმნება – რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, აუცილებლად აისახება საქართველოზე. ეს დამატებითი პრობლემა იქნება „ქართული ოცნებისთვის“.
ქვეყნის შიდა და საგარეო ფლანგზე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა უფრო ეფექტურად, კოორდინირებულად და დახვეწილად უნდა იმუშაონ ამ მოცემულობაში, რაც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს – ხელისუფლების შენარჩუნების და გადარჩენის საკმაოდ მაღალი შანსი. თუ ოპოზიცია იმუშავებდა უფრო აქტიურად და კოორდინირებულად, ვერ ვიტყოდი, რომ „ოცნების“ ეს შანსები განულდებოდა, მაგრამ იგი მნიშვნელოვნად შემცირდებოდა.
მზა რეცეპტი, ბუნებრივია, არ მაქვს.
დღეს რამდენად შეიძლება ეს მოლოდინი გვქონდეს ოპოზიციისგან, როცა ლიდერების დიდი ნაწილი ივანიშვილის რეჟიმმა ციხეში გამოამწყვდია?
დაპატიმრება, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული პრობლემაა. თუ ისინი აბსოლუტურად უკანონოდ არიან დაპატიმრებულები, ეს რეჟიმის ავტორიტარიზმის ხარისხს უსვამს ხაზს, მაგრამ ჩემი აზრით, ოპოზიციის შიგნით პრობლემები „ქართული ოცნების“ გარეშეც არსებობს.
უშვებთ, რომ შესაძლოა გააძლიეროს კრემლმა ზეწოლა „ოცნების“ არალეგიტიმურ მთავრობაზე?
რუსეთის ხედვით პოსტ-უკრაინის მერე, პოსტ-საბჭოთა სივრცეში უნდა ჩამოყალიბდეს ახალი რეალობა. იმ ახალ რეალობაში ისეთი კვაზი-სუბიექტები, როგორიც არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, იმ სტატუსს ვერ შეინარჩუნებენ და დაიწყება „სიტუაციის გადალაგება“.
ამ სიტუაციის გადალაგების პროცესში, რას მოსთხოვენ „ქართულ ოცნებას“, ან როგორი კონფიგურაცია იქნება, ამაზე მიჭირს მსჯელობა – ჯერ არ ჩანს კარგად კონტურები, თუ როგორ დასრულდება ომი.
თქვენი აზრით, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგზე და მხოლოდ გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული საქართველოს ბედი?
არა. გარეთ შეიძლება ყველაფერი დალაგდეს „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ და ქართული საზოგადოების სასარგებლოდ, მაგრამ თუ შიგნიდან არ გამოვიყენებთ ამას, ყველაფერი წყალში ჩაიყრება.
თუ ოპოზიციას არ ექნება სტრატეგია და თანმიმდევრული მოქმედება, ძალიან მცირე შანსია გადარჩენის. ოპოზიციური პოლიტიკური ძალები არსებობენ იმისთვის, რომ ხელისუფლების პრობლემები გამოიყენონ, ასე ვთქვათ, საკუთარი რეიტინგის, პოლიტიკური დივიდენდების გასაზრდელად. თუ ამას არ გააკეთებენ ოპოზიციური ძალები, მაშინ ძალიან გაჭირდება სიტუაციის შეცვლა.
ავტორიტარიზმი ნიშნავს იმას, რომ რეჟიმი ანადგურებს, ასუსტებს პოლიტიკურ ოპოზიციას. ამ ვითარებაში საზოგადოების ორგანიზებას და წინააღმდეგობას, თქვენი აზრით, არ შეუძლია პოლიტიკური სიტუაციის შეცვლა?
რა თქმა უნდა, ავტორიტარიზმი ამას ნიშნავს და ჩვენ მყარად ვდგავართ ავტორიტარიზმის გზაზე. ამიტომაც ასეთ პირობებში მნიშვნელოვანია, ოპოზიციური ძალები კოორდინირებულად მოქმედებდნენ: ცალ-ცალკე მათი განადგურება, ბევრად უფრო მარტივი იქნება „ქართული ოცნებისთვის“.
ოპოზიციური პოლიტიკური ძალების აქტიური მოქმედების გარეშე შეიძლება რაღაც მოხდეს – „ქართული ოცნება“ ერთ დღესაც ჩამოიშალოს, მაგრამ ეს არის „შეიძლება“: შეიძლება მოხდეს, შეიძლება – არა.
„რუსეთი ავად არის ტერიტორიებით. ეს არის ქვეყანა, რომელსაც სჭირს მიწის ავადმყოფობა. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, სად არის ეს მიწა, რა კავშირი აქვს მასთან“, – ამბობს ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა „ბათუმელებთან“.
მას ვთხოვეთ რუსეთის საგარეო მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების შეფასება – ლავროვმა თქვა, რომ „კრემლის მიზანი არ ყოფილა რომელიმე ტერიტორიის მიტაცება“, არამედ რუსეთის მიზანი „რუსი ხალხის დაცვა“.
ქალბატონო ლელა, ალბათ არავის სჯერა იმის, რომ რუსეთს მხოლოდ რუსების დაცვა აინტერესებს სხვის ტერიტორიაზე. რა მოიაზრება ლავროვის ამ განცხადების უკან რეალურად?
სინამდვილეში, რუსეთი არის სახელმწიფო, რომლისთვისაც ღირებულია მიწა და ხალხი არის მხოლოდ საშუალება. მას რუსი ხალხის ბედი რეალურად არ აწუხებს, თორემ მთელი რუსეთი მოსკოვის, პეტერბურგის და ეკატერინბურგის მიღმა რა მდგომარეობაშია, ეს არავისთვის არ არის დაფარული.
ის, რომ ამ სამი წლის განმავლობაში სხვისი მიწების დასაპყრობად მან გაწირა მილიონობით რუსი მოქალაქე, ეს ხომ ყველასათვის თვალსაჩინოა. მისთვის რუსი ხალხი, თავის ტერიტორიაზე თუ სხვის ტერიტორიაზე, მხოლოდ საშუალებაა მისი ავადმყოფური მიდრეკილების, რომ რაც შეიძლება მეტი მიწა დაიპყროს.
ამიტომ ლავროვის ეს წინადადება, რომ თითქოს არ ყოფილა არასოდეს ტერიტორიების დაპყრობა მიზანი, აბსოლუტურად მტკნარი სიცრუეა.
ერთი შეხედვით ჩვენ შეიძლება ეს გავიგოთ, როგორც თავის მართლებაც, რომ სხვის ტერიტორიაზე კი არ შეიჭრნენ, არამედ რუს ხალხს იცავენ, ისე როგორც საქართველოში კი არ შემოიჭრნენ თურმე, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მოსახლეობას იცავდნენ.
ლელა ჯეჯელავა
აფხაზი და ოსი მოსახლეობა რომ არ ადარდებს ამაზე მეტყველებს გაჩანაგებული ქალაქები და სოფლები, რომელიც ოკუპირებული აქვს…
აფხაზეთზე კი არა, რუსეთზეც კი არ ზრუნავს კრემლი. რუსულ ქალაქებზე, რუსულ სოფლებზე არ ზრუნავს. ეგრეთ წოდებული „გლუბინკა“, რასაც ეძახიან რუსეთში, წარმოუდგენელ სიდუხჭირეში ცხოვრობს. შემთხვევითი კი არ იყო 2008 წლის ომის დროს უნიტაზები რომ მიჰქონდათ რუს ჯარისკაცებს საქართველოდან – მათთვის ეს არის ფუფუნება. ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა მათთვის.
ძალიან უხერხულია ამაზე საუბარი, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ რუსეთში გავრცელებული მაღალი ალკოჰოლიზმის ფონზე, ასობით ადამიანი სიცოცხლეს ამთავრებს ე.წ. ჩეჩმაში. მაგრამ ეს ცნობილი ფაქტია და ამაზე თავად რუსი ბლოგერები წერენ.
ამიტომ აფხაზეთზე და ოსეთზე ზრუნვა კი არა, რუსეთი ავად არის ტერიტორიებით – ეს არის ქვეყანა, რომელსაც სჭირს მიწის ავადმყოფობა. მისთვის არა აქვს მნიშვნელობა, სად არის ეს მიწა და რა კავშირი აქვს მასთან.
ეს დაავადება რუსული იმპერიალიზმიდან მოდის თუ სხვა რამეაკიდევ?
საქმე იმაშია, რომ რუსეთი ისტორიულადაც ეთნიკური და რელიგიური თვალსაზრისით არ არის ჰომოგენური სახელმწიფო. ძალიან სპეციფიკური სახელმწიფოა. თუმცა, ამ ეტაპზე რუსეთი არის სამართალმემკვიდრე საბჭოთა იმპერიისა, რომელსაც მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ ბოროტების იმპერია უწოდა. პრაქტიკულად, რასაც დღეს რუსეთი აკეთებს, არის იმ ბოროტების იმპერიის კონვულსიები.
რასაკვირველია, მცდელობაა საბჭოთა იმპერიის აღდგენის, თუმცა ეს აბსოლუტურად ილუზორულია და უტოპიური – მე ძალიან ხშირად ვამბობ საჯარო გამოსვლებშიც, რომ ვერავინ ვერ დაასახელებს ვერც ერთ ისტორიულ ეპოქაში და ვერც ერთ გეოგრაფიულ გარემოში, რომ დამხობილი იმპერია ოდესმე აღმდგარა.
იმპერიების შექმნას, განვითარებას და შემდეგ გაქრობას აქვს თავისი კანონზომიერებები. შესაბამისად, ის არ უშვებს იმას, რომ იმპერია კვლავ აღდგეს.
100 წლის წინ მოვლენებმა ხომ გვაჩვენა, რომ გაქრა ოსმალეთის იმპერია. ახლა რუსეთის იმპერიის ჯერია – საბჭოთა კავშირის დაშლით არ დასრულებულა ბოროტების ღერძი, რადგან ეს როლი თანამედროვე რუსეთმა იტვირთა.
იმპერია შესაძლოა ვერ აღდგეს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთი ცდილობს პატარა ქვეყნების ჩაგვრის ხარჯზე შეინარჩუნოს გავლენა სხვის მიწებზე, რესურსებზე და ასე შემდეგ. ამის მცდელობა ხომ აქვს საქართველოშიც.
ეს რისკები რასაკვირველია არსებობს, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ ესეც დროებითი მოვლენაა, რადგან იმ პოსტსაბჭოთა სივრციდან, რომელზედაც გავლენას ავრცელებდა რუსეთი, ძალიან ცოტა ქვეყანაა დარჩენილი, რომელიც ნებაყოფლობით შეიძლება დათანხმდეს მისი გავლენის ქვეშ ყოფნას.
სამწუხაროდ, ეს შესაძლებელი ხდება მხოლოდ კოლაბორაციონისტული ხელისუფლებების ხარჯზე, ისეთი, როგორიც ჰყავს ბელარუსს, საქართველოს, რომლებიც მზად არიან საკუთარ ძალაუფლებას უმსხვერპლონ ამ ქვეყნების სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესები.
მაგრამ ვხედავთ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე სხვა პროცესებსაც და გარდა ამისა, თვით რუსეთშიც არის უამრავი ნაღმი. რაც უფრო მეტხანს გააგრძელებს რუსეთი უკრაინაში ომს, რომელშიც იფიტება როგორც ეკონომიკურად, ასევე ადამიანური რესურსით და ბევრი სხვა ნიშნითაც, მით უფრო გაიზრდება არსებული უკმაყოფილება რეგიონებში.
ეს გახლავთ მაგალითად თათრეთი, ჩრდილო კავკასია და ციმბირი, სადაც პრაქტიკულად რუსეთის გავლენები უკვე იმდენად შემცირებულია, რომ ვერც კი ვიტყვით, რომ ეს რუსული სახელმწიფოს ორგანული ნაწილია.
ვიცით, რომ ჩინეთის დომინაციაა ციმბირში ძალიან დიდი და ვხედავთ, რომ ამ ომის ფონზე რუსეთი ნელ-ნელა ხდება ჩინეთის პროქსი სახელმწიფო. რუსეთს აღარასოდეს აღარ ექნება და არც ამ ეტაპზე აქვს უკვე შესაძლებლობა იყოს შეერთებული შტატების, ჩინეთის და ევროკავშირის თანასწორი სუბიექტი.
ძალიან ხშირად, დასავლეთის მიდგომები რუსეთის მიმართ ცოტა ნაივური იყო, როცა მათ ჰქონდათ იმედი, რომ რუსეთისგან ოდესღაც დადგებოდა დემოკრატიული სახელმწიფო. მაგრამ ამ ფორმით, როცა რუსეთი კვლავ წარმოადგენს სრულიად განსხვავებული კულტურული, რელიგიური, სრულიად განსხვავებული მსოფლაღქმის მქონე ხალხების არანებაყოფლობით ერთობას, შეუძლებელია, მისგან დემოკრატიული სახელმწიფო დადგეს.
თუ ჩინეთიც მის დასუსტებას ელის და მხოლოდ ამიტომ გულშემატკივრობს ამ ომში, რატომ არ წყვეტს უკრაინაში ომს, ამას ვერ აანალიზებს?
პუტინი არის ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ადამიანი და ასე ხდება ავტორიტარულ ქვეყნებში, როცა საკუთარ ძალაუფლებას ბევრად მეტი ფასი აქვს, ვიდრე ქვეყნის ინტერესებს. თორემ, რუსეთის ინტერესები დღეს რომ არის შელახული, ასე არ ყოფილა არასდროს, ისტორიულად.
პუტინმა მთლიანად დაკარგა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი, პეტრე პირველის მიერ გაჭრილი ფანჯარა ევროპაში და გავლენები ბალტიის ზღვაზე, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რაც ახლა ხდება კავკასიაში, სადაც უკვე მკაფიოდ გამოიკვეთა ამერიკის გეოსტრატეგიული ინტერესები ზანგეზურის დერეფანში – რუსეთი პრაქტიკულად კარგავს გავლენას სამხრეთ კავკასიაზე და უკრაინის ომიც მას ეკონომიკურად ფიტავს. ძალიან სერიოზული დეფიციტი აქვთ ბიუჯეტში უკვე.
თქვენ იცით, რომ უკრაინის ომის შემდეგ რუსეთის ძალიან ბევრი მოქალაქეა შემოსული ქვეყანაში და ვხედავთ, როგორ მოიკიდეს მათ ფეხი თითქმის ყველა ქალაქში. აქვთ სალონები, რესტორნები, კაფეები, სოციალური სივრცეები, საბავშვო ბაღები და საერთოდ არ ცდილობენ ინტეგრაციას. არ სწავლობენ ქართულს და არ გამოხატავენ პატივისცემას ჩვენი სახელმწიფოებრიობის მიმართ. რა ტიპის საფრთხეს უქმნიან ისინი ჩვენს ქვეყანას?
მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ხვალ ეს ადამიანები რუსეთმა არ გამოიყენოს საქართველოს წინააღმდეგ. თქვენ გახსოვთ, რა უძღოდა აფხაზეთში და ოსეთში რუსეთის შეჭრას. რუსული პასპორტების დარიგებით დაიწყო ხომ ეს პროცესი. უნდა იცით, რომ ამ ტიპის პასპორტებით დღეს საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანი ცხოვრობს.
ეს მძლავრი იარაღია რუსეთისთვის, რომელიც ნებისმიერ დროს შეუძლია ყველგან აამოქმედოს. აქედან გამომდინარე, ლავროვის გზავნილი ჩვენთვის პრობლემაა. მით უმეტეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, რომელიც კოლაბორაციაშია რუსეთთან. ძალიან სერიოზულად უნდა დაგვაფიქროს და დაგვანახოს ის რისკები, რომლის წინაშეც ნებისმიერ მომენტში შეიძლება დადგეს საქართველო.
გარდა ამისა, თითოეული მოქალაქის შეგნებაზეა დამოკიდებული, რომ არ შევიდეს კომუნიკაციაში რუსებთან და არ ელაპარაკოს მათ ენაზე, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ენა ბევრმა იცის საქართველოში. ასეთ შემთხვევაში იძულებული გახდებიან მიიღონ ის მოთხოვნები, რასაც ყველა ნორმალური ქვეყანა უყენებს რეზიდენტებს და ჩვენც უნდა მოვიქცეთ ასე. აბა ჩაბრძანდით სომხეთში და ნახავთ რუსულ ენაზე თუ გიპასუხებთ ვინმე.
მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში ელაპარაკებიან რუსებს რუსულად. თუმცა ისინი უკვე იმდენად ბევრნი არიან, კომუნიკაციის გარეშეც შეუძლიათ ცხოვრება.
ქართული ენა ნებისმიერ შემთხვევაში დასჭირდებათ სახელმწიფოსთან ურთიერთობისას. მაგალითად, აფთიაქში, სუპერმარკეტებში, კლინიკებში.
ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ობიექტებშიც რუსულად ესაუბრებიან მათ.
ბანკებში, აფთიაქებში რუსულ ენაზე რომ დაიწყეს ქვითრების ამორტყმა, აი ეს არის კოლაბორაცია და ეს არის სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფა.
აბა ნახეთ ახალგაზრდობა თუ შედის კომუნიკაციაში რუსულად? არა. არც ერთ შემთხვევაში. მათ უფრო ჰყოფნით მოქალაქეობრივი შეგნება და ბევრად უკეთ წარმოადგენენ ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. საშუალო თაობას, რომელსაც საბჭოთა კავშირში ცხოვრების გამოცდილება აქვს, ჯერ კიდევ ვერ ამოუღია ცნობიერებიდან, რომ რუსული ენა იყო დომინანტი და ყველასთვის სავალდებულო პოსტ-საბჭოთა სივრცეში.
საქართველოში აქამდე არ გვყოლია „ბიდლოს“ ცნობიერების ფენა, რასაც დღეს ვხედავ, სამწუხაროდ. ბოლო პერიოდში ფორმირდება საზოგადოების ასეთი ნაწილი და ეს არის ძალიან შემაშფოთებელი – ამ ტიპის საზოგადოება პატივს სცემს მხოლოდ შიშველ ძალას. ამ ტიპის საზოგადოებას დაკარგული აქვს საკუთარი თავის პატივისცემა, ქვეყნის ინტერესებზე ლაპარაკი ზედმეტია, საკუთარი ინტერესების დაცვის უნარი არ აქვს.
„ქართული ოცნება“ ხომ ამ პოლიტიკას ეწევა ბოლო წლებია – აკნინებენ სამშობლოსთვის ბრძოლას, გმირობას. ეს არის მიზეზი თუ სხვა რამეა კიდევ?
როგორც ჩანს, ჩვენმა საზოგადოებამ დაიწყო მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტით ცხოვრება და ჩათვალა, რომ მეტი არ არის საჭირო. სწორედ აქედან მოდის ის ძალიან დიდი აგრესია, დაუფარავი ზიზღი მათ მიმართ, ვინც ჯერ კიდევ საკუთარი თავის პატივისცემა შეინარჩუნა და წარმოუდგენელი სიძულვილი იმათ მიმართ, ვინც ქვეყნის ინტერესებზე ფიქრობს და ლაპარაკობს.
პრორუსებიც გვყოლია, ევროსკეპტიკოსებიც ქვეყანაში, მაგრამ ამ ტიპის ცნობიერება ადრე არ შემიმჩნევია. ამ 13 წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ რეალურად შეძლო ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის მენტალური ოკუპაცია.
გარდა იმისა, რომ დიდი ალბათობით ვკარგავთ ვიზალიბერალიზაციას, შესაძლოა დავკარგოთ კანდიდატის სტატუსიც და ევროსაბჭოდანაც კი შეიძლება გამოგვაძევონ. ასეთი იზოლაციის პირობებში, რუსული პროპაგანდით და რუსული ხელისუფლებით, რამდენად შევძლებთ სახელმწიფო ინტერესების დაცვას?
იმ საზოგადოებას, რომელსაც ჯერ კიდევ შეგვრჩა აზროვნების უნარი და საკუთარი თავის პატივისცემა, უნდა გავიაზროთ, რომ ის ნაწილი, რომელზედაც ახლა ჩვენ ვსაუბრობდით, არასოდეს არ შეწუხდება იმით, რომ საქართველოს გამოაგდებენ ევროსაბჭოდან. პირიქით, ჩათვლის, რომ ამით საქართველო გახდა უფრო მეტად დამოუკიდებელი, რადგან ეს პროპაგანდით მოწამლული, ინტოქსირებული ადამიანები არიან, ოკუპირებული ტვინებით და მათი შეცვლა ამ ეტაპზე შეუძლებელი მგონია.
ვფიქრობ, იმ ნაწილმა ვისაც ჯერ კიდევ შეგვრჩა პატივისცემა საკუთარი თავის, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ხელისუფლება უნდა გაუშვათ და ეს უნდა გახდეს ჩვენი არსებობის მთავარი ამოცანა. ამის გარეშე არაფერი გამოვა.
ხალხის ამ ნაწილს, ვისზეც საუბრობთ, აქვს „ოცნების“ გაშვების საკმარისი რესურსი?
ადამიანს, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება, ხომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავი გადაირჩინოს. ადამიანი, რომელიც ავადაა, ყველაფერს მიმართავს – ტრადიციულ მედიცინას, არატრადიციულს, ყველაფერს იყენებს იმისთვის, რომ სიცოცხლე გადაარჩინოს.
ან ცეცხლი რომ უკიდია, რა ჭურჭელიც აქვს ხელში, იმით იწყებს წყლის დასხმას, ხომ? ამიტომ ახლა ზუსტად ამ ტიპის აზროვნება გვჭირდება.
არც იმაზე ფიქრის დროა, ეს პოლიტიკოსები მოგვწონს თუ არა. ვინ კარგია და ვინ უკეთესია, ვინ ცუდი. ყველა, ვისაც წარმოგვიდგენია ის საფრთხე, რაც ამ ქვეყანას ემუქრება, ის, რომ რეალურად იფერფლება ეხლა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, თავისუფლება, – ყველაფერი, ამას არ გვაპატიებს შთამომავლობა.
ეს შეგვიძლია პროტესტით, უწყვეტი პროტესტით. არა ისე, 200 კაცი რომ დგას მოედანზე, არამედ ძალიან მძლავრი პროტესტით უნდა შევძლოთ. მჯერა, რომ ეს შესაძლებელია, თუ მოვიკრებთ ძალებს და ბოლომდე გავაცნობიერებთ რა საფრთხე გვემუქრება. ვფიქრობ, სანამ ბოლომდე არ გადაეკეტება ადამიანებს ჟანგბადი და სუნთქვის შესაძლებლობა აქვთ, მანამდე ვერ აცნობიერებენ ამ საფრთხეებს.
ჟანგბადის გადაკეტვა რა იქნება ამ ქვეყნისთვის?
თუნდაც ის, რომ პოლონეთში ვეღარ წავლენ სამუშაოდ, როცა სამუშაო ვიზების გაცემა შეწყდება.
ეს იქნება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც. ვფიქრობ, ევროპის ქვეყნების მკაცრ საემიგრაციო პოლიტიკას აუცილებლად ექნება შედეგი. უნდა გაგრძელდეს რუსეთის სანქციები და „მეგობარი აქტი“, რომელსაც დიდი იმედით ვუყურებ, ბრიტანეთის მიერ დაანონსებული სანქციებიც უნდა ამუშავდეს და არ უნდა მიეცეს რეექსპორტის შესაძლებლობა რუსეთს.
ავტომანქანების რეესპორტი თუ აღარ ექნებათ რუსეთში, საქართველოს ეკონომიკა ძალიან მძიმე დღეში აღმოჩნდება. მგონი, საკუთარი სტომაქი მაინც აიძულებს მასას, გააცნობიეროს, რომ რაღაც ისე ვერ არის.
თბილისში პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მის მობილურ ტელეფონში, ფოტო და ვიდეო მასალის სახით, უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის მქონე პირადი ცხოვრების საიდუმლოს, რაც მიმდინარე წლის 19 აგვისტოს უკანონოდ გაავრცელა სოციალურ ქსელ Tik-tok-ში, ხოლო 20 აგვისტოს instagram-ის მეშვეობით გადაუგზავნა დაზარალებულის ძმას.
„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და მეორე ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება ინტერნეტის, მათ შორის სოციალური ქსელის მეშვეობით) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – წერს პროკურატურა.
ოფიციალური კიევის ცნობით, უკრაინამ წარმატებით გამოსცადა შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტა „ფლამინგო“.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს განცხადება ჟურნალისტებთან 20 აგვისტოს, კიევში გააკეთა, როდესაც რაკეტების პროგრამის მიმდინარეობის შესახებ საუბრობდა.
„ჩატარდა წარმატებული გამოცდა და ჯერჯერობით ეს რაკეტა ყველაზე წარმატებულია იმ რაკეტებს შორის, რომლებიც ჩვენ გვაქვს – ის სამი ათას კილომეტრს დაფრინავს“, – ციტირებს „დოიჩე ველე“ უკრაინის პრეზიდენტს.
ზელენსკის თქმით, დეტალები მანამ არ გახმაურდება, სანამ „ასობით რაკეტის გამოყენების შესაძლებლობა არ იქნება“.
მისი თქმით, „ფლამინგოს“ მასობრივი წარმოება უნდა დაიწყოს 2026 წლის ბოლოს.
„ფლამინგოს“ ფოტო Facebook-ზე გამოაქვეყნა „ასოშიეითედ პრესის” უკრაინელმა ფოტოჟურნალისტმა ეფრემ ლუკაცკიმ. მისი ცნობით, ის „Fire Point“-ის მიერ არის წარმოებული. საუბარია სახმელეთო რაკეტაზე.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, IDFI-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი ეხმიანება „ოცნების“ მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას რუსეთის მოქალაქეებთან აქვს ბიზნესი.
გიორგი კლდიაშვილი პროსამთავრობო მედიის ინფორმაციას ორკესტრირებულ, ცილისმწამებლურ და მადისკრედიტირებელ კამპანიას, უწოდებს, რომელიც მიმართულია მისი, როგორც IDFI-ს დამფუძნებლის და დირექტორის საქმიანობის წინააღმდეგ.
„მსურს გავაკეთო რამდენიმე განმარტება, არა რეჟიმისთვის, ან მისი პროპაგანდისთვის, არამედ საზოგადოებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ჩემი საქმიანობის გამო ქოცი პროპაგანდისტები აწუხებენ უსაფუძვლო და უაზრო კითხვებით.
ქოცნება და ქოცპროპაგანდა აქტიურად ცდილობს დამაბრალონ მე ის, რასაც თვითონ აკეთებენ, კავშირი რუსებთან და რუსულ კაპიტალთან.
მე ჩემს ქართველ პარტნიორებთან ერთად მაქვს ლეგალური ბიზნესი, რომელიც არის ქართული ტურიზმის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი სახე. ის შეიქმნა 2020 წელს სრულად ქართული კაპიტალით – საქართველოს ბანკიდან აღებული სესხით, „აწარმოე საქართველოს“ სესხის სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით და ევროკავშირის და EBRD-ს ფინანსური დახმარებით.
არანაირი რუსულ კაპიტალს კავშირი არ აქვს და არ ექნება სასტუმრო “ქვევრებთან” – ეს არის ქოცპროპაგანდის მიერ მოგონილი ნარატივი.
ჩემს პარტნიორებს აბრალებენ რუსობას, ადამიანებს, რომლებიც არიან ქართველები, საქართველოს მოქალაქეები, ცხოვრობენ საქართველოში და ჩართული არიან საოჯახო ბიზნესში, რომელიც სრულად ქართული კაპიტალით შეიქმნა. მათზე რუსობის დაბრალება არის სრული სიბეცე და ტყუილი. ჩემი პარტნიორები არიან ქართველები სულით და ხორცით და საქართველოში აკეთებენ ქართულ საქმეს.
აქვე მინდა ვისაუბრო „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის შესახებ, რომლითაც ისარგებლა სასტუმრო „ქვევრებმა“. „აწარმოე საქართველოს“ პროგრამა 2020 წელს საშუალებას იძლეოდა, მსოფლიო ბანკიდან აღებული სესხის საშუალებით, ხელი შეეწყო ტურისტული ბიზნესისთვის, კონკრეტული სტანდარტების და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში – სასტუმროს მშენებლობა, ოთახების მინიმალური რაოდენობა, დასაქმებული ადამიანები და სხვა.
მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ეს ტურისტული ობიექტი უნდა ყოფილიყო საქართველოში არსებული რომელიმე კომერციული ბანკიდან აღებული სესხით აშენებული, რაც საქართველოს ბანკიდან ავიღეთ. სასტუმროს განვითარებისთვის, ასევე ჩვენს ბიზნესს მიღებული აქვს ევროკავშირის და EBRD-ს ფინანსური მხარდაჭერა. სასტუმრო ქვევრებმა სრულად დააკმაყოფილა სუბსიდირების მისაღებად საჭირო ყველა მოთხოვნა, შეასრულა ყველა ვალდებულება და შექმნა უნიკალური, ქართულ ტრადიციების პოპულარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესი ტურისტული ობიექტი, დასაქმებული ჰყავს ათობით ადგილობრივი თანამშრომელი და მიუხედავად ბევრი სირთულეებისა, სასტუმრო ვითარდება და არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა საქართველოში.
ამავდროულად, სასტუმროს უკვე გადახდილი აქვს ბიუჯეტში გადასახადების სახით უფრო მეტი თანხა, ვიდრე სასტუმრომ სუბსიდირების სახით მიიღო.
არასოდეს არანაირი ინტერესთა კონფლიქტი და ფინანსური გადაკვეთა IDFI-ს და სასტუმრო ქვევრებს შორის არ ყოფილა.
ვაცხადებ, რომ ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული, თუ რა რისკი შეიძლება მოჰყოლოდა და მოჰყვეს ჩემთან დაკავშირებულ ბიზნესს, ჩემს პირად და ოჯახის უსაფრთხოებას, ჩემი საქმიანობის, აქტივობის და განცხადებებს გამო, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერის და სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც, პირადად და IDFI-ს საქმიანობით, როგორც ჩანს, დიდ დისკომფორტს უქმნის პრორუსულ რეჟიმს.
ასე, რომ ჩემთვის არ არის მოულოდნელი ის, რაც ქოც პროპაგანდამ დაიწყო და აგრძელებს ვითომ ჩემი და IDFI-ს დისკრედიტაციის მიზნით. სხვა არაფერი დარჩენიათ, რომ თავად პრორუსებმა ქართველებს გვეძახონ პრორუსები!
ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიმდინარე და მოსალოდნელ რეპრესიებს არასდროს გადაუწონია ქვეყნის ინტერესები. ეს ცილისმწამებლური კამპანიაც, სწორედ აღნიშნულის დასტურია“ – წერს გიორგი კლდიაშვილი ფეისბუქზე.
საჯარო რეესტრის თანახმად, სასტუმრო „ქვევრებს“ ხუთი მეწილე ჰყავს, გიორგი კლდიაშვილის ჩათვლით. ორ მეწილეს, გიორგი როჩიკაშვილსა და დავით სპარსიაშვილს, რეესტრის თანახმად, ორმაგი, საქართველოს და რუსეთის მოქალაქეობა აქვთ, თუმცა „ოცნების“ პროპაგანდისტულის მედიის, „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, ისინი მოხსენიებულნი არიან როგორც მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები და არ არის მითითებული, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან.
ცალ-ცალკე ქოცებზე მეტი ხმა არც ერთს არ აგიღიათ. უმრავლესობა მხოლოდ მაშინ ხართ, როცა ოთხივე ერთიანდებით. ერთის გამოკლებაც კი ნიშნავს, რომ საერთო მთავრობას ვეღარ ქმნით და მაშინ,
რომელი ახალი მთავრობის მოსაყვანად მოგვიწოდებთ, რომ ქუჩაში გამოვიდეთ და თავი გავწიროთ? იმ მთავრობის, რომელსაც თქვენვე ვერ აყალიბებთ?
დღეს, 21 აგვისტოს, 20 წლის სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის წერილი გავრცელდა.
წერილს ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს.
წერილის შინაარს გთავაზობთ უცვლელად.
„სამწუხაროდ, ოპოზიცია ერთობის ეტალონი არასდროს ყოფილა, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, ძალიან მძიმეა…
ვხედავთ ოპოზიციის შიგნითვე განსხვავებული აზრი როგორ იდევნება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ არ გაგვაჩნია პოლიტიკური კონსტრუქციულობის კულტურა (რაც ჩვენთვის, პოლიტიკურ პარტიებს თავიანთი მაგალითით უნდა ესწავლებინათ).
როგორც მოქალაქეს, მიჩნდება მნიშვნელოვანი შეკითხვა – შესწევს ძალა ოპოზიციას, რომ შექმნას სიცოცხლისუნარიანი კოალიციური მთავრობა?
ქუჩაში გამოსული, როდესაც ვითხოვდი მთავრობის ცვლილებას, არსებული ხელისუფლების ალტერნატივად წარმომედგინა კოალიციური მთავრობა. მწამდა, რომ არსებულ ხელისუფლებას ნებისმიერი სხვა მთავრობა აჯობებდა და მწამდა, რომ ქვეყანაში არსებული უკიდურესად მძიმე სიტუაცია აიძულებდა ოპოზიციას, გაერთიანებულიყო (ამ უკანასკნელში კი მძიმედ შევცდი).
მაშინ, როდესაც მთლიანი ოპოზიციის არსებობა კითხვითი ნიშნის ქვეშ დგას, საქართველოს სუვერენიტეტს კი საფრთხე ემუქრება, ოპოზიცია ახერხებს, რომ მტერი საკუთარ რიგებში ეძიოს – ოთხი ოპოზიციური ცენტრი ორ ნაწილად იყოფა და ჯანსაღი დისკუსიის ნაცვლად ერთმანეთს ლანძღავს, თუმცაღა არც ერთ მათგანს სრულფასოვანი სამოქმედო გეგმა არ წარმოუდგენია.
ამ ორად გაყოფილი ცენტრებიდან ერთ-ერთმა საკუთარი თავი მარტივ მამრავლებადაც კი დაშალა, რომ უფრო მეტნი გამოჩენილიყვნენ, მაგრამ თავად ეს მარტივი მამრავლებიც ვერ თანხმდებიან ერთმანეთში და კონკრეტული თარიღის თაობაზე ჩხუბობენ.
ჩემთვის, როგორც ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქისთვის, ეს უკიდურესად შეურაცხმყოფელია. ერთობის არარსებობაშიც თითოეული თქვენგანი სხვას ნებისმიერს დაადანაშაულებს, მაგრამ არა საკუთარ თავს. პასუხისმგებლობა კი ყველას ერთნაირად გეკისრებათ.
მიპასუხეთ ერთ კითხვაზე – ცალ-ცალკე ქოცებზე მეტი ხმა არც ერთს არ აგიღიათ. უმრავლესობა მხოლოდ მაშინ ხართ, როცა ოთხივე ერთიანდებით. ერთის გამოკლებაც კი ნიშნავს, რომ საერთო მთავრობას ვეღარ ქმნით და მაშინ, რომელი ახალი მთავრობის მოსაყვანად მოგვიწოდებთ, რომ ქუჩაში გამოვიდეთ და თავი გავწიროთ? იმ მთავრობის, რომელსაც თქვენვე ვერ აყალიბებთ?
ჩემი ციხეში ყოფნა მხოლოდ და მხოლოდ ჩემს პასუხისმგებლობად მიმაჩნია, მაგრამ რას იტყვით იმ 19-20 წლის ბავშვებზე, რომლებიც მხოლოდ იმიტომ სხედან ციხეში, რომ ოპოზიციური პარტიები არ ერთიანდებიან საერთო მტრის წინააღმდეგ. გრძნობთ პასუხისმგებლობას ამ ადამიანების ბედზე?“, – წერს სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე.
„მადლობა ღმერთს, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები გორში შემოვიდნენ, თორემ მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ“, – თქვა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ „ნიუ-იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში.
რას ფიქრობენ აგვისტოს ომისგან დაზარალებული გორელები საკრებულოს პრორუსი თავმჯდომარის განცხადებაზე ამერიკულ მედიასთან?
„ბათუმელებმა“ დავით რაზმაძის განცხადების შეფასება გორელ მურაზ რომელაშვილს სთხოვა – მისი ორი შვილი, ტანკისტი ძმები – გიორგი და გელა რომელაშვილები 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაიღუპნენ.
„ჩემთვის ეს არის მიუღებელი!
ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის, არა?! მოსწონს ამ კაცს რუსები და რა გავაკეთო. მან ძალიან კარგად იცის, რაც მოხდა და როგორც მოხდა“, – ამბობს მურაზ რომელაშვილი „ბათუმელებთან“.
ამ თემაზე ვესაუბრეთ ლია ჩლაჩიძესაც, ერგნეთის ომის მუზეუმის დამაარსებელს, რომელსაც რუსმა ოკუპანტებმა სახლ-კარი გადაუწვეს.
„არ ვიცი რა ვთქვა, თავზარდამცემი იყო ეს ჩემთვის, როცა ვნახე საკრებულოს თავმჯდომარის ინტერვიუ და წუხელვე მივწერე.
დავით რაზმაძე საკრებულოს თავმჯდომარეა უკვე მესამედ თუ მეოთხედ. ყოველთვის ჰქონდა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, მაგრამ ასე ღიად პრორუსული განცხადებები აქამდე არ მომისმენია. ახლა რა დაემართა, არ ვიცი. ალბათ კიდევ უნდა საკრებულოს თავმჯდომარეობა და თავს აწონებს პატრონებს.
თუ ასეთი განწყობა აქვს რუსების მიმართ, რომ „მშვიდობისმყოფელები“ დაუძახოს, მე რაღა ვთქვა მაშინ, როდესაც 9 აგვისტოს სახლში დავბრუნდი და დაფერფლილი დამხვდა სახლ-კარი, ყველაფერი. ზუსტად ეს მივწერე დავით რაზმაძეს წუხელ, მაშინ ჩემი სახლი და მთელი სოფელი რომ გადაწვეს რუსებმა, ისინი „მიშას ხულიგნები“ იყვნენ თუ რუსი „მშვიდობისმყოფელები“-მეთქი.
მისი თქმით, გორის საკრებულოს თავმჯდომარე განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გააქტიურდა რუსული ნარატივების გავრცელებაში.
„ამ ბოლო დროს, ძალიან დაიწყო „ქართული ოცნების“ ნარატივების გაჟღერება სხვადასხვა ფორმით და ეს მე არ მომწონდა. დღეს გამოუქვეყნეს უამრავი რაღაც, რაც მანამდეც უთქვამს თურმე და ესეც დავალება იყო „ოცნების“ თუ რა იყო, არ ვიცი.
მეც ვიყავი „ოცნების“ წევრი თავის დროზე, მაგრამ ბევრი დარტყმა მივიღე მათგან, როგორც მორალურად, ასევე სხვა მხრივ, რადგან ვხედავდი მათ პრორუსულ განწყობებს და წამოვედი მათგან.
დავით რაზმაძე არ არის მართალი. როგორ შეიძლება ამაზე არ გქონდეს ადეკვატური პასუხი, გორელი იქნები თუ სამტრედიელი, არ აქვს მნიშვნელობა.
ლია ჩლაჩიძე
ევროპის ყველა სასამართლომ გაამართლა საქართველო და თქვეს, რომ ომი დაიწყო რუსებმა. ჩვენ რატომ ვიდანაშაულებთ თავს, წულუკიანის კომისიის არ იყოს, არ ვიცი.
როგორ შეიძლება ისე გძულდეს შენი ქვეყანა, რომ მთელი მსოფლიო ოკუპანტს ეძახის რუსეთს და შენ „მშვიდობისმყოფელი“ ეძახო.
წნევამ ამიწია, ეს რომ წავიკითხე.როგორ შეიძლება გმირების გაუფასურება.
მე ეროვნულ მუზეუმში საპატიო ადგილზე მაქვს ანწუხელიძის სურათი და ცრემლებით ვყვები ამ კაცის გმირობის ამბავს. როგორ შეიძლება ანწუხელიძე გამოიყვანო დამნაშავედ ამ ომში.
არ შეიძლება ამის მშვიდად ყურება. ესენი უნდა წავიდნენ, წაშავდნენ. როგორმე უნდა მოიყაროს ერთად თავი ეროვნულმა ადამიანებმა, რომლებიც საქართველოს მომავალს არ დაუკარგავენ.
აი, ასეთი ხალხი კი, 50 წლით კიდევ უკან გვხევენ“, – ამბობს ლია ჩლაჩიძე.
„ბათუმელები“ ესაუბრა გორის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარეს, ბექა ქორჩილავას.
გორის საკრებულოს წევრი, „ნაციონალური მოძრაობიდან“.
მისი თქმით, საკრებულოს ოპოზიცია ამ განცხადებების გამო, დავით რაზმაძის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებს.
„ეს არის მორიგი ანტისახელმწიფოებრივი და სამარცხვინო განცხადება, საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარისგან. რასაც იძახის ბიძინა ივანიშვილი, კობახიძე და „ქართული ოცნების“ სხვა ჩინოვნიკები, იმას ახმოვანებენ დღეს გორის მუნიციპალიტეტში. ერთ-ერთი მთავარი გამხმოვანებელია დავით რაზმაძე, რომელიც 2008 წლის ომში ადანაშაულებს ჩვენს სამხედროებს, ჩვენს გმირებს, ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებს.
ეს არის სამარცხვინო რამ და გორელების შეურაცხყოფაა.
ამიტომ, ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დავიწყეთ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პროცედურული საკითხები, დავით რაზმაძის იმპიჩმენტთან დაკავშირებით“, – ამბობს ბექა ქორჩილავა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოწვევის საკრებულო მალე დაასრულებს მუშაობას, პროცედურულად მაინც შესაძლებელია თავმჯდომარის იმპიჩმენტის დაწყება.
„შემდეგ სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისია იმსჯელებს, ანუ პროცედურულად შესაძლებელია. „ქართული ოცნების“ პირობებში, ძნელია, ზოგადად, სამართალს მიაღწიო, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ეს სირცხვილი ჩამოვირეცხოთ გორმა და გორელებმა.
ეს კაცი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოები აქვს დალეული.
მერე, როცა ხელისუფლება შეიცვალა, რაზმაძემაც შეცვალა „პლასტინკა“, როგორც იტყვიან და გახდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი.
2017 წლიდან გორის საკრებულოს წევრი ვარ და ეს კაცი მუდმივად იყო დაკავებული წინა ხელისუფლების ლანძღვით და ზოგადად, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები ამ ადამიანის მხრიდან პირველი შემთხვევა არ არის.
ლანძღავდა ევროკავშირს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე ჰქონდა დიდი განცხადებები, „ევროკავშირი დაინგრესო“ ამბობდა და ზოგადად, ევროპულ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციის მომხრე არ იყო.
მე შინდისიდან ვარ. ძალიან მტკივა გული იმაზე, რომ აგვისტოს კვირეულზე ამოდიან სოფელ შინდისში, იქ მოჩვენებითად ცრემლებს ღვრიან და იქიდან, მემორიალიდანვე განცხადებას აკეთებენ, რომ ჩვენმა სახელმწიფომ დაიწყო ომი.
ეს არის სამარცხვინო და მინიმუმ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ამ ადამიანმა და დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა.
ასეთი ადამიანები არიან დღეს „ქართული ოცნების“ სახეები იმ ქალაქში, სადაც ათობით ადამიანი დაიღუპა და ათობით რუსული ბომბი ჩამოცვივდა“, – ამბობს ბექა ქორჩილავა.
დღეს, 21 აგვისტოს, გორში საკრებულოს თავმჯდომარის განცხადების საპასუხოდ საპროტესტო აქცია იგეგმება გორის საკრებულოსთან.
„მოგიწოდებთ! ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, როგორც ადგილობრივს, ისე ცენტრალურს, სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, აქტივისტებს, დღეს ყველას გელოდებით გორში! ეს არ არის მხოლოდ გორის სირცხვილი ეს ყველაფერი საქართველოს ღირსებაზე გადის! მნიშვნელოვანია რომ საჭირო და დროული პასუხი გაეცეს ამ არარაობას!“ – ნათქვამია ღონისძიების გვერდზე, ფეისბუქზე.
დღეს, 21 აგვისტოს, „ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა გორის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით რაზმაძეს, რომელმაც თქვა, რომ მასთან ინტერვიუს დიდი ნაწილი არასწორადაა გაშუქებული და „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატია, რომელიც ომის კორესპონდენტის, სკოტ ანდერსონის მომზადებულია, ცილისწამებაა. ამავე დროს, რაზმაძემ „ნეტგაზეთთან“ დაადასტურა, რომ ომის პროვოცირებაში სააკაშვილი დაადანაშაულა.
გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე 2023 წელსაც მოექცა მედიის ფოკუსში. რაზმაძემ მაშინ იმ შემთხვევებთან დაკავშირებით, როცა რუსი ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეებს იტაცებენ ან კლავენ, თქვა,რომ „მოსახლეობა არ ექვემდებარება ამ ყველაფერს“ და „ვიღაცა რამდენიმე ჭიქას დალევს, მოუნდება იქით [ოკუპირებულ ტერიტორიებზე] გააგრძელოს ქეიფი, ილოცოს … არ შეიძლება!“
რაზმაძის განცხადება ფაქტობრივად მიემართებოდა რუსი ოკუპანტების მიერ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თამაზ გინტურის მკვლელობას – 2023 წლის 6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მცხოვრები თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. შემთხვევა ლომისის ეკლესიასთან მოხდა.
2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში 216 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად.
ამავე პერიოდში ავტოავარიაში დაშავდა 3816 ადამიანი.
ასეთია შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემები 2025 წლის პირველ ორ კვარტალში.
დაღუპულთაგან სამი 6 წლამდე ბავშვი იყო, 11 კი 17 წლამდე ასაკის მოზარდი.
ავტოავარიაში დაღუპული 216 ადამიანიდან 79 ქვეითი იყო, ისინი ავტომანქანით არ გადაადგილდებოდნენ.
ყველაზე მეტი ადამიანი წელს ავტოავარიის შედეგად თბილისში დაიღუპა [50], მეორე ადგილზეა იმერეთი [45], ხოლო მესამეზე – აჭარა [30].
შსს-ს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2025 წლის პირველ ორ კვარტალში ავარიების ყველაზე ხშირი სავარაუდო მიზეზები იყო: მოხვევის მანევრი; შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; ქვეითის მიერ გადასასვლელით არასათანადო სარგებლობა; დისტანციის დაუცველობა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება; მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში და ა.შ.
გასულ, 2024 წელს საქართველოში ავტოავარიით 444 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 101 ქვეითი იყო.
________________
ფოტოზე: 20 აგვისტოს მომხდარი ავტოავარია ქობულეთის ავტობანზე, რომელსაც 4 ზუგდიდელი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. კადრი ვედეომასალიდან.
ავტოავარია მოხდა ქედის მუნიციპალიტეტში, დღეს, 21 აგვისტოს.
სავალი გზიდან მსუბუქი ავტომანქანა გადავარდა, რის შედეგადაც ერთი კაცი დაიღუპა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, სამი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ს 276-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 21 აგვისტოს, ღამეს, ზაკარპატიის ოლქში, ქალაქ მუკაჩევოში მდებარე ამერიკულ სამოქალაქო საწარმოზე რუსეთმა რამდენიმე ფრთოსანი რაკეტით განახორციელა შეტევა.
„ამ ღამეს რუსეთის არმიამ თავისი ერთ-ერთი გიჟური ანტირეკორდი დაამყარა. მათ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის საწარმოები, საცხოვრებელი შენობები, ჩვენი ხალხი დაბომბეს. ძალიან მრავლისმეტყველია. საწარმოში ჯერ ისევ აქრობენ ხანძარს.
მაშველები ასევე მუშაობენ სხვა რეგიონებში – ზაპოროჟიედან ვოლინამდე. სულ, ღამით, უკრაინის წინააღმდეგ 574 დრონი და 40 რაკეტა გამოიყენეს. მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოგდება შევძელით, სამწუხაროდ, არა ყველას.
რუსებმა ეს დარტყმა ისე განახორციელეს, თითქოს საერთოდ არაფერი შეცვლილა. თითქოს მსოფლიოს მხრიდან არანაირი ძალისხმევის გაწევა არ ხდება ამ ომის შესაჩერებლად. ამაზე რეაგირებაა საჭირო. მოსკოვისგან ჯერ კიდევ არ არის სიგნალი, რომ ისინი ნამდვილად აპირებენ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დაწყებას და ამ ომის დასრულებას. ზეწოლაა საჭირო. მკაცრი სანქციები, მკაცრი ტარიფები“ – წერს ზელენსკი ტელეგრამზე.
ოფიციალური კიევის ცნობით, მუკაჩევოში რუსული დარტყმის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. რუსულ მხარეს ამერიკულ საწარმოზე თავდასხმის შესახებ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 073 530 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +830]
ტანკი – 11 120 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 23 157 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 31 789 ერთეული [+41]
MLRS – 1 471 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 209 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 52 469 ერთეული [+315]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 565 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 59 316 ერთეული [+114]
სპეცტექნიკა – 3 944 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
665 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
78 728 უპილოტო საფრენი აპარატი
625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
24 697 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 588 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
28 772 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
40 095 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„თუ ევროსაბჭოს წევრები აღარ ვიქნებით, ევროსაბჭოსთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების მექანიზმები, რაც არსებობს, ყველაფერი გაჩერდება, მათ შორის, ევროსასამართლო,“ – ამბობს უფლებადამცველი გიორგი ბურჯანაძე, მას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის დეკლარაციაზე ვესაუბრეთ, სადაც საუბარია საქართველოს გაძევებაზე.
„…თუ საქართველო ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის, ჩვენ დავაყენებთ საკითხს საქართველოს დელეგაციის მანდატების გამოწვევის შესახებ არსებითი საფუძვლებით და მოვუწოდებთ ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს, დაიწყონ საქართველოს გაძევების პროცესი ევროპის საბჭოს წესდების 3-ე მუხლში ნახსენები ძირითადი პრინციპების სერიოზული დარღვევისთვის”, – ნათქვამია 51 დეპუტატის დეკლარაციაში.
„ეს იქნება უდიდესი რეპუტაციული დარტყმა, როცა ქვეყანა გაძევებულია ევროსაბჭოდან, ან როცა ქვეყანას ამით ემუქრებიან,“ – მიიჩნევს გიორგი ბურჯანაძე.
რომელი ქვეყანა გაუძევებია ამ დრომდე ევროსაბჭოს? – „ბათუმელებმა“ გიორგი ბურჯანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, ის „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ სამართლებრივი მრჩეველია.
ბატონო გიორგი, რა გზავნილია საქართველოსთვის დეკლარაცია, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატი ავრცელებს? საუბარია საქართველოს ევროსაბჭოდან გაძევების პროცესის დაწყებაზე: „რეპრესიების ამ გზით საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა, არღვევს თავის ვალდებულებებს და ლახავს ასამბლეის ავტორიტეტს,“ – ვკითხულობთ დეკლარაციაში.
ევროსაბჭოში საქართველო გაწევრიანებულია 1999 წლიდან, შევარდნაძის დროს, როცა ზურაბ ჟვანიას ცნობილი სიტყვები გაჟღერდა. მას შემდეგ ევროსაბჭოს მეშვეობით საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით ბევრი რამ შეიცვალა – უმეტესად ევროსაბჭოს ეგიდით და ფარგლებში არის მიღებული უამრავი სხვადასხვა დოკუმენტი და დეკლარაცია. დემოკრატიაში და ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოს თუ რამე მიღწევა აქვს, ამაში ევროსაბჭოს ძალიან დიდი დამსახურებაა.
ბოლო რამდენიმე წელიწადია, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა მხოლოდ უარესდება, არანაირი პროგრესი და წინსვლა არ გვაქვს. წელს ევროსაბჭომ მიიღო ორი რეზოლუცია საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებაზე. ევროსაბჭოს ბევრი მოწოდება ჰქონდა ადამიანის უფლებების გაუმჯობესებაზე, მაგრამ სამწუხაროდ, არაფერი გაუმჯობესება არ ყოფილა. პირიქით, გაუარესება მიდის
51 დეპუტატის განცხადება სწორედ იმისკენ არის მიმართული, რომ თუ არ იქნება გაუმჯობესება, ისინი მზად არიან უფრო მეტად მკაცრი ღონისძიებები მიიღონ, რაც მათ ხელშია. უშუალოდ საპარლამენტო ასამბლეის ხელში არის ის, რომ მათ შეუძლიათ მხოლოდ უფლებამოსილების არაღიარება. ეს არის ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება გააკეთონ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ არიან წარმოდგენილი, თუმცა ხვალ და ზეგ მათ კიდევ შეიძლება წარადგინონ წარმომადგენლები. დღევანდელ დეკლარაციაში მითითებულია, რომ რომც მოხდეს ახლიდან წარმოდგენა, ისინი არ აღიარებენ „ქართული ოცნების“ რწმუნებებს და უფლებამოსილებებს საპარლამენტო ასამბლეაში.
ამის გარდა, საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები დამატებით საუბრობენ იმაზე, რომ მზად არიან განიხილონ შესაძლებლობა: მიმართონ მინისტრთა კომიტეტს, რომ საქართველო გაძევებული იქნას ევროპის საბჭოდან.
ეს პირველი შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში: 26 წელია საქართველო ევროსაბჭოს წევრია და პირველად ემუქრებიან საქართველოს გაძევებით. ეს არის კარგი ინდიკატორი იმის, რომ ბოლო 26 წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა ისე გაუარესებული არასდროს ყოფილა, როგორც დღეს. ასეთი მუქარა არასდროს მოგვისმენია.
ეს ნიშნავს, რომ ევროსაბჭოს დეპუტატების შეფასებით, საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე პერიოდში დემოკრატია ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია დღეს?
კი, ყველაზე მძიმე მდგომარეობა არის ახლა და სწორედ ამის გამო კეთდება პირველად ასეთი განცხადება – ჯერ არ მოუწოდებენ, მაგრამ მათ შეუძლიათ, რეზოლუცია მიიღონ, სადაც ამას ჩაწერენ. ასეთი რამ მიღებულია რუსეთთან მიმართებით – 2022 წლის მარტში მინისტრთა კომიტეტმა რუსეთი გააძევა. ამას უძღოდა საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული ასეთი მოწოდება კომიტეტის მიმართ რუსეთის გაძევებაზე. ასე რომ, ამის პრეცედენტი არსებობს.
რუსეთის გარდა სხვა რომელიმე ქვეყანა ევროსაბჭოს ამ დრომდე გაუძევებია?
საბერძნეთი გასული საუკუნის 70-იან წლებში. მაშინ საბერძნეთში იყო ხუნტა, რომელიც შემდეგ დამარცხდა და საბერძნეთი დაუბრუნდა დემოკრატიულ რელსებს. საბერძნეთი შემდეგ ევროსაბჭოშიც გაწევრიანდა და ევროკავშირშიც.
ევროსაბჭოში 46 წევრი სახელმწიფოა, როგორ მიიღება გადაწყვეტილება ქვეყნის გაძევებაზე?
ამ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრთა კომიტეტი – 46 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები. მინისტრთა კომიტეტის ორი-მესამედია საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად.
51 დეპუტატი, ვინც ხელს აწერს ამ დეკლარაციას, 24 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელია. ეს ძალიან დიდი რიცხვია. ამას დაუმატეთ ისიც, რომ აქ არის წარმოდგენილი 4 დიდი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც წარმოდგენილი საპარლამენტო ასამბლეაში.
ასე რომ, ეს ძალიან რეპრეზენტატული და დიდი წარმომადგენლობის მქონე განცხადებაა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ დეკლარაციის ავტორი არის „ალდეს“ ლიდერი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში – იულიან ბულაი, რომელიც იყო საქართველოში ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ოქტომბრის არჩევნებზე.
რა სახის მანიპულაცია იყო „ოცნების“ არალეგიტიმური პრემიერის, ირაკლი კობახიძის პასუხი საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების მიმართ: „ითხოვენ ისეთი სტატუსის შეჩერებას, რომელიც ჩვენ გვაქვს შეჩერებული“?
ეს არის პროპაგანდა. ჯერ ერთი, „ქართულ ოცნებას“ თავისით კი არ მიუღია ეს გადაწყვეტილება, არამედ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უთხრა, რომ ახალი არჩევნები დანიშნეთ და პოლიტპატიმრები გამოუშვით, თორემ შეგიწყვეტთ უფლებამოსილებასო. იმის გამო, რომ მათ არ დანიშნეს არჩევნები და პოლიტპატიმრები არ გამოუშვეს – თითქოს რაღაც ღირსეული ნაბიჯი იყო მათი მხრიდან და თვითონ დატოვეს. რეალურად ეს იმიტომ გააკეთეს, რომ იცოდნენ, საპარლამენტო ასამბლეა აპრილში მათ შეუწყვეტდა უფლებამოსილებას. ამიტომ თვითონვე შეიწყვიტეს ეს უფლებამოსილება.
რაც ამ წერილში წერია, არის, რომ თვითონ ხვალ და ზეგ, აი ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სესიის წინ, „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება ხელახლა გააგზავნოს დეპუტატების სია და თქვას, რომ მათი უფლებამოსილება ცანიო. ეს დეკლარაცია სწორედ იმისთვის არის, რომ მომავალში, ხვალ და ზეგ, „ქართულმა ოცნებამ“ რომ სცადოს პოლიტიკურ ჯგუფებთან დღის წესრიგები დაალაგოს და გადაწყვეტილებები მიიღოს, აი ეს თავიდან იქნას აცილებული.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ხელთ არსებული ბერკეტი სწორედ ეს არის. ამიტომაც, ისინი ახსენებენ „ქართულ ოცნებას“, რომ თუ უფლებამოსილების ცნობის საკითხი დადგება ხვალ და ზეგ, მათ ხელთ არსებულ ყველაზე მძიმე იარაღს „ქართული ოცნების“ მიმართ კვლავ გამოიყენებენ.
გარდა იმისა, რომ საქართველოს აღარ ჰყავს წარმომადგენლობა საპარლამენტო ასამბლეაში და „ოცნების“ მთავრობას ვეღარც ეყოლება, ამ დეკლარაციაში საუბარია კიდევ უფრო უარეს შედეგზე – გაძევებაზე.
დიახ, დეპუტატები წერენ ორ რამეს: ერთია ის, რომ თუ ხვალ და ზეგ შენ წარმოადგენ სიას და ეცდები, რომ კიდევ გახდე საპარლამენტო ასამბლეის წევრი – ჩვენ ამას არ ვცნობთ. მეორე საკითხია, რომ ევროსაბჭოდან გაგაძევებთო, ოღონდ ამაზე გადაწყვეტილებას თვითონ საპარლამენტო ასამბლეა ვერ იღებს და მინისტრთა კომიტეტს მოუწოდებს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს.
როგორ აისახება ეს საქართველოზე, ჩვენზე, მოქალაქეებზე, თუ საქართველოს ევროსაბჭოდან გააძევებენ? გაძევების შემთხვევაში საერთოდ ვეღარ მივმართავთ, მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოს?
ეს იქნება უდიდესი რეპუტაციული დარტყმა, როცა ქვეყანა გაძევებულია ევროსაბჭოდან, ან როცა ქვეყანას ამით ემუქრებიან. ეს ნიშნავს, რომ მათ სერიოზული ადამიანის უფლებების პრობლემები აქვთ.
თუ ევროსაბჭოს წევრები აღარ ვიქნებით, ევროსაბჭოსთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების მექანიზმები, ყველა გაჩერდება, მათ შორის, ევროსასამართლო. ასევე, ციხეების მონიტორინგის უფლებამოსილების მქონე ორგანო წამების პრევენციის კომიტეტი, ასევე რასიზმის და შეუწყნარებლობის კომიტეტი, ვენეციის კომისია, კორუფციის საკითხებზე მომუშავე გრეკო და სხვები.
ყველაზე ხელშესახები და პრობლემური ევროსასამართლო იქნება, სადაც გაძევების შემთხვევაში ახალი საქმეები საქართველოდან ვეღარ შევა. გაძევებამდე ევროსასამართლოში შესული საქმეების განხილვას კი, დაასრულებენ, როგორც ეს ხდება რუსეთის შემთხვევაში.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ევროსაბჭოს ასამბლეაში არ არიან ქართველი დეპუტატები [ასამბლეა ირჩევს ევროსასამართლოს მოსამართლეებს], ასამბლეა ქართველი დეპუტატების გარეშე აირჩევს საქართველოს მიერ წარგზავნილ მოსამართლეს, თუ იგი დააკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს.
ევროსასამართლოს მოსამართლეებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არჩევს. როცა ჩვენ ამ ეტაპზე არ გვყავს წარმომადგენლობა ასამბლეაში, როგორ შეარჩევენ მოსამართლეს საქართველოდან?
ლადო ჭანტურიას [მოსამართლე საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში] თუ არ ვცდები, მომავალი წლის იანვარში გასდის ვადა, ამ ეტაპზე ასამბლეიდან ორი გაძევებული ქვეყანა ვართ: საქართველო და აზერბაიჯანი. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ ორი ქვეყნის წარმომადგენლების გარეშე.
ასევე, ვენეციის კომისიას კი ჰყავს ევროსაბჭოს არაწევრი ქვეყნებიც, მაგრამ წევრობა ავტომატურად განაპირობებს იმ ბენეფიტს, რომ შეგიძლია, ამ შემთხვევაში, ამით ისარგებლო.
თქვენი დაკვირვებით, რაზეა გათვლილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების გზავნილი გაძევებაზე? ივანიშვილის არალეგიტიმური ხელისუფლება ვხედავთ, რომ არ ითვალისწინებენ ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციებს.
ეს არის გათვლილი იმაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ადამიანის უფლებები. იმის გამო, რომ ვიღაც ამას არ ასრულებს, არ ნიშნავს იმას, რომ მათ თავიანთი საქმე არ უნდა აკეთონ, არ მოუწოდონ და არ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული მექანიზმები.
შეიძლება, ვიღაც ამას არასერიოზულად უყურებდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ – საერთაშორისო და ადგილობრივი წნეხის გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში, ერთ დღესაც მოუწევს ყველას შეასრულოს ვალდებულებები, რომელიც საქართველოს აქვს ადამიანის უფლებების კუთხით.
რეალურად უშვებთ, რომ უახლოეს მომავალში საქართველო გააძევონ ევროსაბჭოდან?
მგონია, რომ ეს ნაადრევი ეტაპია, ეს არის პირველადი ეტაპი. გადაწყვეტილებას იღებს მინისტრთა კომიტეტი. ეს არის გაფრთხილება, რომელიც ყურადღებით უნდა იქნას მიღებული.
მაგრამ არაკონსტიტუციური მთავრობა არც იმ პირობებს ასრულებს, რაც უნდა შეესრულებინა აგვისტოს ბოლომდე უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესანარჩუნებლად. ამ კუთხით რას ელით?
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე გადაწყვეტილებას იღებს ევროსაბჭო და მას სჭირდება უბრალო უმრავლესობა.
საქართველოს მთავრობას დედლაინი ჰქონდა აგვისტოს ბოლომდე, შემდეგ მომზადდება ანგარიში და სავარაუდოდ ოქტომბერში უნდა იყოს ამ საკითხზე მსჯელობა.
რუსეთის ФСБ-მ 18 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარი გადაკვეთა მანქანამ, რომელიც „მძლავრი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით იყო დატვირთული“.
„მანქანა უკრაინიდან შევიდა რუსეთში რამდენიმე ქვეყნის გავლით და გადაკვეთა ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსში“, – აცხადებს ФСБ-ე. რუსეთის სპეცსამსახურების თქმით, საქართველოდან შეტანილი ბომბით უკრაინა ყირიმის ხიდის აფეთქებას გეგმავდა.
ამ განცხადებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან მხოლოდ მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „შეიძლება მართლაც რაღაცა გაიპარა საქართველოდან ან არ გაიპარა, არავინ არ იცის ეს“.
რატომ დასჭირდა რუსეთს საქართველოს ამ კონტექსტში მოხსენიება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსს, გიორგი შაიშმელაშვილს ესაუბრა.
ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ, რა მიზანი აქვს ФСБ-ს ამ განცხადებას?
ჩვენ, როდესაც თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტში, გამომდინარე ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან, ვმსჯელობდით რაღაც ტიპის საფრთხეებზე, სცენარებზე, რომელიც რუსეთს შეეძლო გამოეყენებინა ჩვენ წინააღმდეგ, რაღაც ტიპის სამხედრო პროვოკაციისთვის მათ შორის, პრეტექსტად, სულ ტრიალებდა ერთი სცენარი, როდესაც რუსები ბრალს გვდებენ ტერორისტული საქმიანობის ან ირიბ მხარდაჭერაში ან ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემაში და ასე შემდეგ.
თავის დროზე, იცით, რომ პანკისის ხეობასთან მიმართებით პერიოდულად რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებდა ამ ტიპის განცხადებებს და იმუქრებოდნენ წერტილოვანი საჰაერო დარტყმებით. ერთხელ განახორციელეს კიდევაც.
შევარდნაძის პერიოდი იყო მაშინ, 11 სექტემბერი დაემთხვა და მაშინაც პუტინმა ყველაფერი თავის სასარგებლოდ გამოიყენა – ჩრდილო-კავკასიური წინააღმდეგობა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საერთო ჩარჩოში ჩასვა.
პუტინი იყო პირველი, ვინც მაშინ პრეზიდენტ ბუშს დაურეკა და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში დახმარება აღუთქვა. შედეგად მოხდა ის, რომ ჩრდილო-კავკასიური წინააღმდეგობა და სხვადასხვა ტიპის სეპარატისტული მოძრაობა, მთლიანად მონათლა ტერორიზმად და ასე გადატეხა ეს წინააღმდეგობა.
აქედან მოყოლებული, ჩვენი უსაფრთხოების პრობლემა არ გამქრალა ამ ნაწილში.
ახლა, უბრალოდ, ცვლადი არის ის, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც, პირდაპირ რომ ვთქვათ, რუსულ ინტერესებს ატარებს, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში და ამავე დროს რაღაცნაირად სიმპატაიზერია რუსეთის ომისა უკრაინაში, სხვადასხვა მიზეზის გამო.
ამ ფონზე, როცა ასეთი განცხადება გვესმის, აქ შემოდის ორი ვარიანტი. ერთი ის, რომ რუსებს არ მოუხსნიათ დღის წესრიგიდან საქართველოს წინააღმდეგ ამ ფორმით ზეწოლის განხორციელების სცენარები, მაგრამ არა მგონია, რომ „ქართული ოცნების“ ზეწოლისთვის სჭირდებოდეთ. უფრო მგონია მეორე ვარიანტი, როცა რუსეთი ამ ძველი სცენარით ცდილობს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას.
ანუ, რაღაც ტიპის კოორდინაცია არსებობს მოსკოვსა და თბილისს შორის იმისათვის, რომ გაამყარონ „ქართული ოცნების“ მთავარი ნარატივი იმის თაობაზე, რომ „არსებობენ ძალები, რომლებიც საქართველოს ომში ჩართვას ცდილობენ“.
პროპაგანდის გასაძლიერებლად სჭირდებათ მხოლოდ?
მგონი ეს ასეა. ვფიქრობ, ამით „ქართული ოცნება“ ცეცხლს ეთამაშება. იმიტომ, რომ ამით მართლა ხელ-ფეხს უხსნის რუსეთს საქართველოში.
წარმოიდგინეთ, როგორი ამბავია, თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ ლარსის გამშვები პუნქტი გადალახა მანქანამ, რომელიც სავსე იყო ასაფეთქებლით. გამოდის, რომ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ტერიტორიას, საფრთხეს ვუქმნით მეზობელს, რომელიც ომშია ჩართული. შესაბამისად, ამ მეზობელს ხელ-ფეხი ეხსნება იმისთვის, რომ გითხრას – შენ თუ ვერ აკონტროლებ რაღაცას, მაშინ თვითონ გააკონტროლებს.
მამუკა მდინარაძის განცხადებამ გამიჩინა განცდა, რომ ჩვენ ვნახავთ განვითარებას ამ ამბების.
მაშინ გამოდის, გაძლიერდება ნარატივი იმის თაობაზე, რომ, თითქოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება უნდოდა ვიღაცას იმისთვის, რომ რუსეთისთვის შეექმნა პრობლემა და ის, რომ ეს ყველაფერი გადაზრდილიყო მეორე ფრონტში.
როცა ამბობენ, მანქანა „უკრაინიდან შევიდა რუსეთში რამდენიმე ქვეყნის გავლით“, რომელ ქვეყნებს გულისხმობენ თქვენი აზრით. რამდენად მოიაზრება ამათში ვთქვათ იგივე აზერბაიჯანი, რომელიც აღარ ავლენს ბოლო პერიოდში რუსეთის მიმართ სიმპათიას?
ვფიქრობ, თუ ეს ყველაფერი კოორდინირებულია „ქართულ ოცნებასთან“, ისინი ვერ გაბედავენ სომხეთის და აზერბაიჯანის ღიად დადანაშაულებას ამ საკითხში. იმიტომ, რომ ეს ძალიან ურთულებს მათ ადგილზე საგარეო პოლიტიკურ პოზიციებს. ვიცით, რომ მათ ისედაც ძალიან შეზღუდული აქვთ საგარეო პოლიტიკური მანევრის შესაძლებლობა და ორად ორი ქვეყანაა სამეზობლოში, ვისთანაც რაღაც ურთიერთობები შემორჩათ, ხომ?!
„ოცნებას“ აწყობს, რომ ეს დაუკავშირდეს რომელიმე დასავლურ ქვეყანას, რომელსაც ზღვის გავლით უნდა შემოეტანა ტვირთი საქართველოდან და გაეტანა ლარსის გამშვებ პუნქტზე.
„ოცნებას“ საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის სჭირდება, რომ ეს იყოს დასავლეთი, დასავლური ქვეყანა და შეიძლება არც კი დაასახელონ, კონკრეტულად რომელი.
მაგრამ, თუ ეს ყველაფერი რუსებმა „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების გარეშე გააკეთეს, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შემდგომ პროვოკაციებს უნდა ველოდოთ.
რა შეიძლება იყოს ეს?
მიზანი შეიძლება რუსეთს ჰქონდეს ბევრი. მაგალითად, ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის გახსნა საქართველოს ტერიტორიაზე, რომელსაც ჯერ კიდევ 2004 წელს ითხოვდნენ, მაშინ, როცა რუსული ბაზები გადიოდა ქვეყნიდან. მაშინ ეს არ გამოვიდა. ამიტომ შემდგომი ზეწოლის ფორმა შეიძლება იყოს ეს, რომ ადგილზე გააჩინონ რაღაც ტიპის წარმომადგენლობა, რუსი ოფიცრების შემადგენლობა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საზღვრის კონტროლში, ან „ანტიტერორისტულ ოპერაციაში“.
შეიძლება იყოს კიდევ უფრო შორს მიმავალი გეგმა, როგორიც არის რომელიმე რეგიონის დაკავება სამხედრო გზით.
ამ ქვეყანაში რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის საფრთხე მოიხსნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გავხდებით დასავლური სამყაროს ნაწილი.
„ოცნება“ უბრალოდ გვატყუებს ახლა, რომ თითქოს, თვითონ არიან უსაფრთხოების გარანტია. უბრალოდ, უახლოეს პერიოდში, ანუ სანამ რუსეთი უკრაინის ომშია ჩართული, რაღაც ტიპის სამხედრო მანევრებს არ ველოდები, მაგრამ მოთხოვნები, სხვადასხვა ფორმით ზეწოლა შეიძლება იყოს.
8 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ზახაროვამ თქვა, რომ ელოდებიან საქართველო-აფხაზეთი – დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს შორის სამართლებრივი დოკუმენტის გაფორმებას, რომლის თანახმადაც საქართველო აღიარებს ძალის გამოუყენებლობას ამ რეგიონებზე. ფიქრობთ, რომ ამ პროცესის ზეწოლისთვის შეიძლება სჭირდებოდეთ თუნდაც ეს ბოლო განცხადება?
რუსეთს მთელი ასორტიმენტი აქვს ჩვენს წინააღმდეგ. ეს არის ერთ-ერთი არეალი, სადაც ისინი შეიძლება მოქმედებდნენ.
განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც თბილისში შეიქმნა წულუკიანის კომისია, რომელიც ღიად სდებს ბრალს საქართველოს აგვისტოს ომის დაწყებაში. ამით ამყარებს რუსულ ნარატივს, რ საბაბითაც მათ დაიწყეს ინტერვენცია 2008 წელს.
წულუკიანის კომისიით რუსეთის ინტერვენციას ვამართლებთ, რადგან ინტერვენციის შედეგი იყო არა მხოლოდ რუსეთის საოკუპაციო ძალების ყოფნა ჩვენს ტერიტორიაზე, არამედ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. და თუ ეს აღიარება იქნება ლეგიტიმური, ანუ შენივე ე.წ. პარლამენტის დასკვნით გამყარებული, მაშინ შემდეგი ნაბიჯია ის, რომ ამ „დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან“ შენ უნდა გააფორმო ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმება.
გიორგი შაიშმელაშვილი
ეს ლოგიკა აქვს რუსეთს 2008 წლიდან მოყოლებული. ჟენევაში ყოველდღე აყენებდნენ იმ საკითხს. იმის გამო, რომ ჩვენ ჟენევაში ასე თუ ისე მყარად ვიყავით, გვყავდა იქ პარტნიორები, დასავლელი მეგობრები, რომლებიც იცავდნენ ჩვენს ამ პოზიციას, რუსეთი ამ ზეწოლას ვერ ახორციელებდა ჩვენზე.
დღეს კი, როდესაც ქვეყანა დაუცველია, ზურგს აქცევს დასავლელ პარტნიორებს, თვითონვე ამყარებს რუსეთის ამ ნარატივს კომისიის დასკვნით… რუსებისთვის ბუნებრივი გაგრძელება იქნება გააძლიერონ ჟენევაში ჩვენზე ზეწოლა.
მათ იციან, რომ ისეთივე ენთუზიაზმით ვეღარ დაგვიცავენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ჩატეხილია ხიდები ამჟამად და არავინ მოიკლავს თავს ჟენევაში ჩვენ დასაცავად.
ეროვნული ინტერესების მთელი კასკადი დგას დარტყმის ქვეშ წულუკიანის კომისიის შექმნით და თუ „ოცნება“ აპირებს, რომ დარჩეს ხელისუფლებაში და აშკარაა, რომ აპირებს, მაშინ მას სჭირდება ძლიერი მოკავშირე და ეს მოკავშირე ირიბი მხარდამჭერი ვეღარ იქნება. დიპლომატიური კავშირები ვერ აღდგება იმ დროს, როცა ტერიტორიული პრობლემები ღია ჭრილობად გვაწევს – ქვეყანაში არის ოკუპაცია.
ამიტომ, „ოცნებას“ ჩასატარებელი აქვს რაღაც ღონისძიება, რის შედეგადაც ტერიტორიული პრობლემების საკითხი უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან. ეს შეიძლება მოხდეს ორი გზით – ერთი შეიძლება იყოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, რომელიც ალბათ ძალიან გაუჭირდებათ. მაგრამ, ჩემი აზრით, ამ იდეასაც დატესტავენ.
მაშინ შემდეგი სატყუარა იქნება, ის ქიმერა, რომელსაც ჰქვია კონფედერაცია აფხაზეთს-ცხინვალსა და თბილისს შორის. ამ იდეაზე ჯერ საჯაროდ არ ლაპარაკობს „ოცნება“, მაგრამ მგონია, რომ შემდეგი სატყუარა, რომელსაც საზოგადოებას შემოუგდებენ, იქნება ეს.
ეს ხომ ქართული სახელმწიფოს ღალატი გამოდის?
თავისთავად. ამის შედეგად საქართველოს მოუწევს თავის საგარეო არჩევანზე საბოლოოდ უარის თქვას, ანუ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ის მთლიანად ჩამოეკიდევა რუსეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.
ჩვენ დავკარგავთ საგარეო პოლიტიკურ სუვერენიტეტს, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გასაღები იქნება მოსკოვში და როცა რუსეთი მოისურვებს, ჩვენს სახელმწიფოებრიობას მაშინ ჩამოშლის.
დღეს საქართველო დგას ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის წინაშე, შეიძლება ამას მიჰყვეს კანდიდატის სტატუსიც. ევროსაბჭომაც კი დასვა საქართველოს გაძევების საკითხი… რა ელის ამ ქვეყანას, როგორ გადარჩება?
ამიტომაც არის „ქართული ოცნების“ გასტუმრება აუცილებელი. ეს არ არის რაღაც პოლიტიკური გემოვნების საკითხი, არამედ ეგზისტენციალური საკითხია ჩვენთვის, ყველასთვის.
ეს არის ეროვნული უსაფრთხოების, იდენტობის, დამოუკიდებლობის საკითხი. თუ ამას ვერ შევძლებთ, პროექტი, რომელსაც ერქვა დამოუკიდებელი სახელმწიფო, უბრალოდ, დაამთავრებს არსებობას.
ადამიანის უფლებები ბევრ ქვეყანაში იზღუდება, მაგრამ ღიად ანტიდასავლურ რიტორიკაში დიქტატორული რეჟიმებიც კი არ ერთვებიან, მაშინ როცა „ქართული ოცნება“ დღეს ღიად არის ჩართული ამაში.
ჩემი აზრით, იმაზე მეტი განზრახვა აქვს „ქართულ ოცნებას“, ვიდრე ჩვენ გვგონია. ეს განზრახვა არის ფორმალურ, საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში შესვლა რუსეთთან. ეს ნიშნავს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვას.
ფორმალურ ურთიერთობებში შესვლა იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, ნიშნავს იმას, რომ შენ ირიბად აღიარებ ამ ტერიტორიებს, როგორც დამოუკიდებელ სუბიექტებს.
„საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა აქ საკუთარი ტურისტული სააგენტოები გახსნეს და ერთგვარი „დამოუკიდებლობა“ მოიპოვეს. იქირავეს სასტუმროები, რესტორნები, აღარ სარგებლობდნენ ადგილობრივი სერვისებით.
მეტაფორულად რომ ვთქვათ, სათავისოდ შექმნეს ერთგვარი კომფორტული კუნძული, რომელიც ადგილობრივ სინამდვილეს მოსწყდა,“ – ასე აღწერს კულტურის კვლევების დოქტორი, „ქართული გასტრონომიული კულტურის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, ესმა კუნჭულია ქართულ ტურისტულ და სამომხმარებლო სფეროში არსებულ სიტუაციას.
მისი თქმით, რუსული კაპიტალის უკონტროლოდ შემოსვლამ და რეგულაციების არ არსებობამ განაპირობა ე.წ. „კუნძულოვანი ეკონომიკის“ შექმნა, სადაც ყველა რგოლში უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან ჩაბმული.
კერძოდ, რუსეთის მოქალაქეები თავად ქმნიან ბიზნესს, შესაბამისად არიან დამსაქმებლები, ობიექტებზე დასაქმებული ჰყავთ ასევე რუსეთის მოქალაქეები, მათი მომხმარებლების დიდი წილი მოდის რუსეთის მოქალაქეებზე და პროდუქციაც, უმეტეს წილად შემოაქვთ რუსეთიდან.
„ბათუმელები“ ესმა კუნჭულიას ესაუბრა.
ქალბატონო ესმა, როგორც ვიცით, „ქართული გასტრონომიული კულტურის ინსტიტუტი“ დიდი ხანია ტურისტულ და სარესტორნო ბიზნესში დამოუკიდებელ კვლევებს ატარებს.რა შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ბათუმის რეალობიდან – როგორი ტურისტული სეზონი აქვს ბათუმსწელს?
„ქართული გასტრონომიული კულტურის ინსტიტუტი“ 2010 წლიდან იკვლევს გასტრონომიულ კულტურასა და გასტროტურიზმს. ჩვენი ექსპერტების ბოლო მონაცემებით, პანდემიის შემდგომ პერიოდში ვითარება საგრძნობლად შეიცვალა. შეიძლება ითქვას, რომ 2022 წლიდან საქართველოში ტურიზმი „გადასხვაფერდა“.
მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურების ოპტიმისტური ოფიციალური სტატისტიკისა, რეალური სურათი სულ სხვაა და ბევრად რუხი ფერისაა. სახეზეა ინფლაციური წნეხი: საკვები პროდუქტების მკვეთრმა გაძვირებამ გაზარდა, როგორც რესტორნების, ასევე სასტუმროებისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების ფასები.
შედეგად, გასტროტურიზმი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიმართულება, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდა.
თუ დღეს მთავრობაში მოკალათებული ჩინოვნიკები საქართველოს რეგიონებს ვარდისფერი სათვალის გარეშე მოივლიან, აუცილებლად დაინახავენ სამწუხარო ვითარებას. საკურორტო ზონებში თვალშისაცემად იმატა სასტუმროებსა და რესტორნებზე გამოკრულმა აბრებმა – „ქირავდება“ ანდა „იყიდება“.
მაგალითად, ახალციხეში, რაბათის მიმდებარედ, რამდენიმე სასტუმრო დროებით ან სრულად გაჩერებულია, ბათუმშიც არაერთი დახურული ობიექტია.
მეპატრონეებთან საუბარში გამოიკვეთა, რომ მათი ნაწილი ბაზარზე ვერ უმკლავდება გაზრდილ ხარჯებსა და შემცირებულ ტურისტულ ნაკადს. რაც მთავარია, ვერ უმკლავდება ე.წ. „კუნძულოვან ეკონომიკას“, რაც 2022 წლიდან ხილულად გაჩნდა ქართულ ბაზარზე.
ესმა კუნჭულია, კულტურის კვლევების დოქტორი, „ქართული გასტრონომიული კულტურის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი
თქვენი დაკვირვებით, რა არის ბათუმში არსებულ ტურისტულ და კვების ობიექტებში მთავარი პრობლემა?
რაზეც ახლა ვსაუბრობთ, მხოლოდ აჭარის ზღვისპირეთის პრობლემა არ არის, თუმცა აქაური მაგალითი ბევრად მკაფიოა. ჩავრთოთ youtube და დავუკვირდეთ რეკლამებს. პირველ 10 წუთში აღმოაჩენთ, რომ აჭარაში ბევრი ლამაზი გრანდიოზული კორპუსი შენდება და იყიდება და ამ ყველაფერს რეკლამები „რუსულ ენაზე“ ყიდიან… მხოლოდ რამდენიმე სამშენებლო კომპანიის რეკლამა შეგხვდებათ ინგლისურ ენაზე.
იგივე ხდება ინსტაგრამზე. სარეკლამო ტურისტული ვიდეოების 99% რუსულ ენაზეა. მგონი, აღარ უნდა გაგვიკვირდეს, სად გაქრა ევროპელი ტურისტი?
დიახ, ევროპელი ტურისტი გამქრალია. ქუჩებში, სანაპიროზე, რესტორნებში, ყველგან… ამიტომ რამდენადაც არ უნდა გაავარდისფერონ ეკონომიკური თუ ტურისტული სამთავრობო სტატისტიკა, ბათუმის ქუჩებში მოწყენილი სახით დადის რეალობა.
2022-2025 წლებში საქართველოში ჩამოყალიბებული ერთგვარი „კუნძულოვანი ეკონომიკა“, განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს ტურიზმისა და სარესტორნო სექტორებში.
ბათუმში კი კიდევ უფრო ნათლად ჩანს ეს ერთგვარი „ჩაშენებული“ ტურიზმი, რომელიც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ მასშტაბურ მიგრაციას მოჰყვა.
მაგალითად, ჯერ კიდევ ორი წლის წინათ, ქართველ გიდებთან ჩატარებული ინტერვიუებისას, ჩანდა ტენდენცია, რომ საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა აქ საკუთარი ტურისტული სააგენტოები გახსნეს და ერთგვარი „დამოუკიდებლობა“ მოიპოვეს. ისინი აღარ სარგებლობდნენ ადგილობრივი სერვისებით, იქირავეს სასტუმროები და რესტორნები, გააჩაღეს საკუთარი ბიზნესი თავიანთი მომხმარებლისთვის.
მეტაფორულად რომ ვთქვათ, შექმნეს ერთგვარი სათავისოდ კომფორტული კუნძული, რომელიც ადგილობრივ სინამდვილეს მოსწყდა.
ეს პროცესი 3 წლის წინ ეტაპობრივად დაიწყო – პირველ ეტაპზე, მიგრაციის ტალღამ მკვეთრად გაზარდა უძრავ ქონებაზე მოთხოვნა, რასაც ქირის ფასების უპრეცედენტო ზრდა მოჰყვა. თანდათან ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორია მაღალსართულიანი სახლებით გადაიჭედა, მყიდველთა 80% კი უცხოელია (უმთავრესად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები).
ეს მხოლოდ ციფრები ხომ არ არის, ამ ციფრების უკან დგანან ადამიანები, რომლებიც აქვე აწარმოებენ საკუთარ ბიზნესს. აშკარაა, რომ ადგილობრივი ბიზნესი ვერ უძლებს ამ არასტანდარტულ კონკურენციას და უწევთ ბაზრის დატოვება.
წესით ამას სამთავრობო სექტორიც უნდა განიცდიდეს და ცდილობდეს ვითარების დალაგებას.
რუსული კაპიტალი, როგორც ე.წ. კუნძულოვანი ეკონომიკის შემქმნელი – როგორ შეცვალა ამ პარალელურმა ეკონომიკამ სიტუაცია ადგილობრივი ბიზნესისთვის?
როგორც უკვე გითხარით, 2022 წლამდე რუსეთის ფედერაციიდან და, ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრციდან ჩამოსული ვიზიტორები, აქტიურად სარგებლობდნენ ადგილობრივი ტურისტული სერვისებით. ბოლო ერთი წელია კი, მათმა ნაწილმა სრული „დამოუკიდებლობა“ მოიპოვა.
ადგილობრივი გიდებისა და კერძო სატრანსპორტო მომსახურების მომწოდებლების ინფორმაციით, მათ სერვისებზე მოთხოვნა დაახლოებით 50%-ით შემცირდა. ჩვენი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ „პარალელური ეკონომიკა“ მძიმე ტვირთად აწვება ადგილობრივ ბიზნესს, მიზანმიმართულად გაზრდილი ფასები კი მოქალაქეებს. და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უკონტროლოა.
მაგალითად, ძველ ბათუმში ქართული რესტორნებისა და კაფეების მეპატრონეებმა გვითხრეს, რომ რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსული მოქალაქეები, ვინც აქ ცხოვრობს და ტურიზმით არის დაკავებული, მათ „წილის“ სანაცვლოდ სთავაზობენ ტურისტთა მიყვანას ან სხვა შეღავათებს.
აქ აუცილებლად უნდა დავსვათ კითხვა: როგორ რეაგირებენ სახელმწიფო ინსტიტუტები და ვინ იცავს ადგილობრივი მეწარმის უფლებებს? სამწუხაროდ, არავინ… სახელმწიფო სტრუქტურები თვალს ხუჭავენ ბევრ საკითხზე, რასაც ბოლო პერიოდში აჭარის მთავრობაში მომხდარი შოკისმომგვრელი ამბებიც მოწმობს.
რა საფრთხეს შეიცავს ეს ე.წ. „კუნძულოვანი ეკონომიკა“ ქვეყნისთვის, ადგილობრივი ტურისტული ბაზრისთვის?
ერთი შეხედვით, უცხოური კაპიტალის ტრიალი სასარგებლო უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ასე არ არის. რუსეთის ფედერაცია საქართველოსთვის არ განიხილება „ჩვეულებრივ“ ანდა „ნეიტრალურ“ სახელმწიფოდ.
ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის პოლიტიკის შედეგად არის ოკუპირებული, ხოლო რუსეთის კაპიტალზე დაფუძნებული „კუნძულოვანი ეკონომიკა” აუცილებლად უნდა ჩაითვალოს ჰიბრიდული გავლენების შემადგენელ ნაწილად.
ჩვენ უნდა გავუსწოროთ თვალი რეალობას, ერთ დღეს შესაძლოა, ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მობრუნდეს, როგორც აქამდე არაერთხელ მობრუნებულა. რუსეთის მთავრობებს სჩვევიათ საქართველოს მიმართ მოულოდნელი რისხვის გადმოფრქვევა და სადამსჯელო მოქმედებები, გავიხსენოთ ქართული ღვინისა თუ სხვა ქართული პროდუქტების ემბარგოები, საქართველოს მოქალაქეების საჩვენებელი დეპორტაციები და ა.შ.
საქართველო ბუნებით ტოლერანტი ქვეყანაა, ჩვენ არ ვუპირისპირდებით ადამიანებს, ჩვენი კულტურა, ლიტერატურა, ისტორია სავსეა მტრის დანდობის ეპიზოდებით, მაგრამ ჩვენივე ტოლერანტობა არ უნდა გვექცეს ჩვენივე საწინააღმდეგო „იარაღად“. ამას გრძნობს და განიცდის საზოგადოება, გადახედეთ სოციალურ ქსელებს, ადამიანები ხმამაღლა აკრიტიკებენ არსებულ ვითარებას.
და რა უნდა ვქნათ?
აუცილებელია სიტუაციის შესწავლა, მეწარმეების მოსმენა, რეგულაციების დაწესება, სტრატეგიული რისკების გათვლა, გამჭვირვალობის გაზრდა, უცხოური კაპიტალით დაფუძნებული ბიზნესების სრული მონიტორინგი.
სახელმწიფომ უნდა დაიცვას ადგილობრივი მეწარმეები და მოქალაქეები.
და ბოლოს, ეკონომიკაც და ტურიზმიც ისეთ ქვეყანაში ყვავის, სადაც სამშობლოს სიყვარულისთვის ადამიანებს არ აპატიმრებენ.
მე მზია ამაღლობელის ბოლო სამ სასამართლო სხდომას დავესწარი ბათუმში და მინდა კიდევ ერთხელ გავუგზავნო მას ჩემი და ჩემი მეგობრების სიყვარული „ბათუმელების“ გვერდებიდან.
საქართველო, აუცილებლად მალე გახდება წარმატებული ეკონომიკისა და ევროპული სტანდარტების ქვეყანა.
ბათუმში მიუსაფარი/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ამოქმედების შესახებ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, თუმცა პროგრამის დეტალების შესახებ სააგენტო „ბათუმელების“ შეკითხვებს ამ დრომდე არ პასუხობს.
შეკითხვებს არ პასუხობს არც ბათუმის მერია, რომელიც საპილოტე პროგრამაშიცაა ჩართული და თავის მხრივ ცალკე ანალოგიურ მუნიციპალურ პროგრამასაც ახორციელებს.
საპილოტე პროგრამის ფარგლებში ბათუმისთვის 335 500 ლარია გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან [მთლიანი ბიუჯეტი 4,8 მილიონი ლარია], მუნიციპალურ პროგრამას კი ქალაქის ბიუჯეტიდან 496 600 ლარით აფინანსებენ.
ორივე პროგრამის ძირითადი მიზანი ფაქტობრივად ერთი და იგივეა – ქუჩაში ცხოველების [ძაღლი, კატა] აყვანა, თავშესაფარში დროებით გადაყვანა, ვაქცინაცია, კასტრაცია-სტერილიზაცია და სხვა, შემდეგ კი ცხოველების აყვანის ადგილებში დაბრუნება.
რატომ გადაწყდა საპილოტე პროგრამის განხორციელება ბათუმში, სადაც უკვე მოქმედებს ანალოგიური მუნიციპალური პროგრამა? – ამ კითხვაზე პასუხი „ბათუმელებმა“ ამ დრომდე ვერც სურსათის ეროვნული სააგენტოდან [სეს] მიიღო და ვერც ბათუმის მერიისგან.
ორი პროგრამის მიმდინარეობის პარალელურად, ფეისბუქზე ცხოველთა უფლებებისდამცველები ავრცელებენ არაერთ ფოტო და ვიდეომასალას, რომელიც, მათივე თქმით, ასახავს ქუთაისის თავშესაფარში მიუსაფარი ძაღლების არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. აჭარის ცხოველთა უფლებებისდამცველებმა განცხადებითაც კი მიმართეს სეს-ს, რომ პროცესი მიმდინარეობს გაუმჭვირვალედ და „დაფიქსირდა ცხოველებზე და მოხალისეებზე არასათანადო მოპყრობის ფაქტები — მათ შორის, უკვე გასტერილებული ცხოველები ღია, სისხლმდენი ჭრილობებით დაბრუნდნენ“.
ამავე დროს, სურსათის ეროვნული სააგენტო, რომელიც ელემენტარულ კითხვებს არ პასუხობს, „პროგრამის მაქსიმალური ეფექტიანობისა და პროცესის გამჭვირვალობისთვის, მოსახლეობასა და მოხალისეებს ჩართულობისკენ მოუწოდებს“.
„ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია დატოვოს შეტყობინება აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში [საპილოტე პროგრამა მხოლოდ აღნიშნულ რეგიონებს მოიცავს] უპატრონო ცხოველების ადგილმდებარეობის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიან ცხელ ხაზზე 1501;
ითანამშრომლოს პროგრამის ფარგლებში შექმნილ სპეციალურ ეკიპაჟებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ ცხოველების აყვანას და გადაყვანას პროგრამით განსაზღვრულ თავშესაფრებში, სადაც ცხოველებს ჩაუტარდებათ კასტრაცია-სტერილიზაცია, დიაგნოსტიკური ტესტირება, ცხოველის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობის მიზნით, თავშესაფარში დაყოვნება, საჭიროების შემთხვევაში, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია.
ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების შემდეგ სპეციალურად შექმნილი ეკიპაჟები უზრუნველყოფენ ცხოველის ბუნებრივ არეალში დაბრუნებას“ – აღნიშნულია სეს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის განხორციელების მიზნით, შეიძინეს „20 ავტომანქანა, რომლებიც აღჭურვილია სავენტილაციო სისტემით, გალიებით, შესაბამისი პრეპარატებით და ინვენტარით. პროგრამის განხორციელებისთვის დამატებით აყვანილია 40 თანამშრომელი, რომლებიც 20 ეკიპაჟად მუშაობენ“.
უპატრონო/მიკედლებული ცხოველების [ძაღლი, კატა] პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა „ოცნების“ მთავრობამ 2025 წლის 26 ივნისს დაამტკიცა.
26 ივნისიდან 20 აგვისტომდე კი, სახელმწიფო შესყიდვების პორტალის მიხედვით, სურსათის სააგენტოს მხოლოდ 14 ავტომობილი აქვს შეძენილი ჯამში 758 286 ლარად.
2025 წლისთვის საპილოტე პროგრამის დასაფინანსებლად 4 833 500 ლარია გამოყოფილი საიდანაც 1 256 600 ლარი იმ სამ მუნიციპალიტეტს [გურჯაანი, ქუთაისი, ბათუმი] გადაეცემა, სადაც პროგრამა განხორციელდება.
პროგრამა ითვალისწინებს:
„სააგენტოს მიერ კახეთის, იმერეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საორიენტაციოდ, ჯამურად, 9 000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის დაჭერასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანას;
სააგენტოს მიერ თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების თავშესაფრის მიერ იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაციას/სტერილიზაციას, საჭიროების შემთხვევაში, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ აუცილებელ ღონისძიებებს;
ამ ღონისძიებების შემდგომ, სააგენტოს მიერ ცხოველების გარემოში დაბრუნებას.
ღონისძიებების განხორციელებისთვის საჭირო სპეციალისტების შრომის დასაფინანსებლად და შესყიდვების განსახორციელებლად, გამოყოფილია:
375 600 ლარი – გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის;
545 500 ლარი – ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვის;
335 500 ლარი – ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის.“
აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს ასევე უნდა გადაეცეს „ინსინერატორები, საყურე ნიშნები, ცოფის ვაქცინები, დიაგნოსტიკური ტესტები, ნემსები, შპრიცები და დასაძინებელი შპრიცსასროლი მოწყობილობები. გაუხარჯავი ფულადი თანხები მუნიციპალიტეტებმა სააგენტოს უკან უნდა დაუბრუნოს“.
კითხვები, რომელზე პასუხებსაც „ბათუმელები“ სურსათის ეროვნული სააგენტოსგან ელოდება:
დაწყებულია თუ არა ბათუმში უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის განხორციელება? როდის დაიწყო? პროგრამა მოიცავს მხოლოდ ქალაქ ბათუმს, თუ მთლიანად აჭარის რეგიონს?
რამდენი ეკიპაჟი მუშაობს ბათუმში? რომელ დღეებში და როგორია მათი სამუშაო გრაფიკი [ანუ, რომელ საათებში მუშაობს ეკიპჟ(ებ)ი]?
ბათუმის მერიის რომელი სამსახურია ჩართული აღნიშნული საპილოტე პროგრამის განხორციელებაში?
ტერიტორიულად სად ხდება ბათუმში აყვანილი ცხოველების გადაყვანა, რომელ თავშესაფარში?
რა შემთხვევაში ხდება აყვანილი ცხოველის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია?
როგორ ხდება იმის დადგენა – ბათუმში აყვანილ ცხოველს აქვს თუ არა გაკეთებული ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა? [ბათუმში წლებია მოქმედებს ანალოგიური პროგრამა მუნიციპალურ დონეზე და ხდება ცხოველების ვაქცინაციაც და კასტრაცია-სტერილიზაციაც, მათ შორის, ეს პროგრამა გრძელდება მიმდინარე წელსაც]
რატომ გადაწყდა საპილოტე პროგრამის განხორციელება ბათუმში, სადაც უკვე მოქმედებს ანალოგიური მუნიციპალური პროგრამა?
რაც შეეხება მუნიციპალურ პროგრამას.
ბათუმის მერიას 2024 წლის დეკემბერში ჰქონდა ტენდერი გამოცხადებული უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებების მომსახურებაზე, 496 600 ლარით, რომელშიც ტრადიციულად ერთი კომპანია იმარჯვებს: შპს „რესიკაბ“ [ყოფილი „სევერ“].
ამ კომპანიასთან ბათუმის მერიას ხელშეკრულება ზემოთ აღნიშნულ თანხაზე აქვს გაფორმებული 2024 წლის დეკემბრის ბოლოს. მომსახურება კი „რესიკაბ“-მა 2025 წლის განმავლობაში უნდა გასწიოს:
მომსახურება, რომელიც შპს „რესიკაბ“-მა ბათუმში 2025 წლის განმავლობაში უნდა გასწიოს / წყარო: ხელშეკრულება
„ბათუმელები“ დაუკავშირდა „რესიკაბ“-ის დირექტორს, ჯემალ გოგიტიძეს, რომელმაც ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ იანვრიდან მუშაობენ ჩვეულებრივად, ხელშეკრულების ფარგლებში და ახალი [საპილოტე] პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვს.
„ჩვენთან ცხოველი რომელიც მოგვყავს, იცრება ცოფზე და ასევე იცრება კომპლექსური ვაქცინით. მაგის გარეშე ჩვენგან ცხოველი ვერ გავა, გამორიცხულია. ცხოველს უკეთდება ნიშანი [ბირკა], რომელზეც არის ნომერი, ფიქსირდება ჩვენს ბაზაში და ამ ბაზის მეშვეობით ვამოწმებთ შემდგომ“ – გვითხრა ჯემალ გოგიტიძემ.
ვთქვათ, საპილოტე პროექტის ფარგლებში ქუჩიდან აყვანილი ძაღლი არის დაბირკული. სჭირდება თუ არა მას ხელახლა აცრა, ვთქვათ, ცოფზე, ან როდის უწევს ვაქცინაცია, ეს ყველა შემთხვევაში კომპანია „რესიკაბ“-თან უნდა გადამოწმდეს, ვინაიდან ბათუმში დაბირკულ ძაღლებზე ეს მონაცემები მხოლოდ ამ კომპანიას აქვს. ჯემალ გოგიტიძე „ბათუმელებთან“ ამბობს რომ მათ ამ დროისთვის არავინ დაკავშირებია.
ბათუმში მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებით საპილოტე პროექტის ფარგლებში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 1501 [გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიანი ცხელი ხაზი]
ასევე დარეკოთ „რესიკაბ“-ის ცხელ ხაზზე: 579 74 22 88 [დილის 10:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე, შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა]
„ბათუმელები“ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად სამინისტროს ცხელ ხაზს [1501] დაუკავშირდა. ოპერატორმა [დაახლოებით 6 წუთის შემდეგ] გვიპასუხა, რომ ბათუმში საპილოტე პროგრამა უკვე მოქმედებს:
„სამინისტროს ცხელ ხაზზე ოპერატორები იღებენ ინფორმაციას ცხოველის ადგილსამყოფლის [კონკრეტული რეგიონი და მისამართი], სტატუსის [მიკედლებულია თუ არა] და სხვა დეტალების შესახებ. მიღებული ინფორმაცია გადაეცემა სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სამსახურს, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის აყვანას და ვეტერინარულ კლინიკაში გადაყვანას.
საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ბათუმიდან აყვანილი ცხოველები შესაძლოა გადაიყვანონ სხვა ქალაქების, მათ შორის ქუთაისისა და ოზურგეთის თავშესაფრებში. აღირიცხება ინფორმაცია, თუ სად უნდა დაბრუნდეს ცხოველი პროცედურების შემდეგ – თავშესაფარში დარჩეს თუ თავდაპირველ მისამართზე, საიდანაც წაიყვანეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მას ჰყავს პატრონი ან მიკედლებულია.“
ცხელ ხაზზე ასევე გვითხრეს, რომ „პროგრამა საზოგადოებაში დიდი ინტერესით სარგებლობს, რაზეც მომართვიანობის მაღალი მაჩვენებელი მეტყველებს. ამასთან, არსებობს გარკვეული გამოწვევებიც. ზოგიერთი ცხოველთა მოყვარული მოქალაქე გამოთქვამს პრეტენზიებს და ითხოვს ცხოველების გადაყვანის განსხვავებულ პროცედურებს. ასევე, აქტიურად განიხილება პროგრამაში მოხალისეების ჩართვის საკითხი“.
დამატებით შეკითხვებთან დაკავშირებით კი ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ ინფორმაციას სეს-ს გადასცემენ და დაგვიკავშირდებიან.
მოგვიანებით სამინისტროდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო „ბათუმელების“ კითხვებთან დაკავშირებით პასუხს წერილობით უმოკლეს დროში მოგვაწვდის.
ბათუმში ბოლო ხუთი წელია მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლება სხვადასხვა პროგრამებს და თავშესაფრის [ძაღლთსაშენის] მშენებლობას აანონსებს, თუმცა არცერთი მათგანი არ განხორციელებულა.
2020 წლის თებერვალში ბათუმის ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ მერია იწყებდა საპილოტე პროგრამა „კუპატას“ განხორციელებას, რომლის ფარგლებში, პირი, რომელიც ქალაქიდან აღრიცხულ უპატრონო ძაღლს აიყვანდა და მას შესაბამის პირობებში მოუვლიდა, წელიწადში 720 ლარს მიიღებდა. მერია ამ პროგრამით ქალაქში უპატრონო ძაღლების პრობლემის გადაჭრას აპირებდა, თუმცა პროგრამა არ დაწყებულა.
ჩაქვში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრისა და სარეკრეაციო სივრცის მოწყობაც 2020 წელს დააანონსეს.
„გამოვდივარ ინიციატივით, რომ ცხოველთა ახალი თავშესაფარი ატარებდეს ყველაზე პოპულარული ჩვენი ოთხფეხა მეგობრის „კუპატას“ სახელს…“ – განაცხადა მაშინ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ.
2021 წელს კი, მერიამ კერძო კომპანიასთან 12 788 480 ლარზე ხელშეკრულებაც გააფორმა – დაპროექტებასა და მშენებლობაზე, თუმცა ეს ხელშეკრულება შეწყვიტა და ხელახალი ტენდერი უკვე მხოლოდ პროექტირებაზე გამოაცხადა.
მერიის სამმართველომ შერჩევა-შეფასების ეტაპზე პროექტირების ტენდერიც შეწყვიტა, რომელიც 700 ათასი ლარით იყო გამოცხადებული [ერთ-ერთი პრეტენდენტი მერიას პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას 490 ათას ლარად სთავაზობდა].
ხელახალი ტენდერი კი, სამმართველომ ისევ 700 ათასი ლარით გამოაცხადა. საბოლოოდ ხელშეკრულება დეტალურ პროექტირებაზე შპს „აჭარკაპმშენთან“ მერიის სამმართველომ 587 ათას ლარზეგააფორმა.
ჩაქვში ძაღლების თავშესაფრის [ასევე პოლიგონის და სხვა ინფრასტრუქტურის] აშენებაზე 32,9 მილიონი ლარით ხელახალი ტენდერი 2023 წელში გამოაცხადეს, თუმცა, ის სამმართველოს სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. ოქმში აღნიშნული იყო, რომ საპროექტო დოკუმენტაცია საჭიროებდა დაზუსტებას [წინა ტენდერი კი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო].
2025 წლის ივლისის ბოლოს [„ოცნების“ მიერ ჩანიშნული 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ] ბათუმის მერიას კიდევ ერთხელ „გაახსენდა“ მიუსაფარი ძაღლები და ჩაქვში თავშესაფრის მშენებლობისთვის ამჯერად 1 მილიონი ლარი გაწერეს ქალაქის ბიუჯეტში.
მერიამ განმარტებაც დაურთო, რომ „ჩაქვის ტერიტორიაზე, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მოწყობა, მრავალწლიანი პროექტია [2025-2026 წწ.], რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 14 მილიონ ლარს“, თუმცა უშუალოდ ეს პროგრამა 2025 წლის ბიუჯეტის პროგრამების ჩამონათვალში არ არის.
„ბათუმელები“ ელოდება სურსათის ეროვნული სააგენტოსგან, ასევე ბათუმის მერიისგან პასუხებს და აღნიშნულ საკითხს კვლავ დაუბრუნდება.
2025 წლის პირველ ორ კვარტალში, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში რუსეთის ფედერაციის 770 714 მოქალაქე შემოვიდა – ასეთია შს სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა.
2025 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან საქართველოში 271 988 საზღვრის კვეთა დაფიქსირდა, მეორე კვარტალში კი – 498 726.
სტატისტიკის თანახმად, ამავე პერიოდში, რუსეთის 535 048 მოქალაქემ დატოვა საქართველოს საზღვარი.
საქართველოში უცხო ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზე წელსაც რუსეთის ფედერაციაა. მეორე ადგილზეა თურქეთი [573 088 მოქალაქე], ხოლო მესამე ადგილზე – სომხეთი [547 112 მოქალაქე].
საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა 2022 წლის თებერვლის ბოლოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა უკრაინას და ომი დაიწყო.
სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს საქართველოში შემოვიდა რუსეთის 1 459 541 მოქალაქე და ეს იყო 401-პროცენტიანი ზრდა 2021 წელთან შედარებით, 2023 წელს საქართველოში რუსეთის 1 856 237 მოქალაქე შემოვიდა და 1 887 223 – გავიდა, ხოლო გასულ, 2024 წელს კი საქართველოში რუსეთის 1 882 981 მოქალაქე შემოვიდა და ეს იყო რუსეთის ფედერაციიდან საზღვრის კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში.
ბოლო ოთხი წელია, საზღვრის კვეთის მაჩვენებლების მიხედვით, რუსეთი არის ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი ხორციელდება.
_______________________
ფოტოზე: ლარსი, საქართველო-რუსეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტი. 2022 წელი. ფოტო: EPA-EFE/ზურაბ ქურციკიძე
ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის შედეგად დაშავებული 3 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევა დღეს, 20 აგვისტოს მოხდა. ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.
შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.
თვეში ერთხელ LIB.Ge აკადემია ბათუმში, სწორედ ამ სივრცეში გამართავს ლექცია-სემინარებსა და დისკუსიებს.
LIB.GE აკადემია არის არაფორმალური განათლების სივრცე და ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომლის ერთ-ერთი მთავარი პროექტია ონლაინ სკოლა საქართველოში მცხოვრები და ემიგრაციაში მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელიც გიორგი კეკელიძემ დააფუძნა.
აკადემიაში რეგისტრაცია მიმდინარეობს, გაკვეთილებს საქართველოში საუკეთესო მასწავლებლები (მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები და ხუთეულის წევრები) გაუძღვებიან.
აღსანიშნავია, რომ Lib.ge – აკადემიის ბრენდის ელჩი ევროპაში ქალბატონი ინგა თოფურია იქნება.
ბათუმის მერის ყოფილი მოადგილის, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრისა და კიდევ სხვა პირების კომპანია, შპს „ცენტრალ სითი ლაინი“, ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის #8- ის მიმდებარედ, ცათამბჯენს აშენებს.
შპს „ცენტრალ სითი ლაინის“ დირექტორი და 38 პროცენტის მფლობელი ზურაბ ბერიძეა, ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი. კომპანიის 38 პროცენტს გიორგი ზოიძე ფლობს, დარჩენილი 24 პროცენტი შპს „უან პროჯექტის“ საკუთრებაა, რომლის 50-5- პროცენტსაც ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის შოთა ფუტკარაძის კომპანია და ლუკა გერეხელიას კომპანიები ინაწილებენ.
ამ მშენებლობას მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა აპროტესტებს. „დაგვპირდა თქვენს კორპუსსაც ავიღებო და აღარ აპირებს“ – ამბობენ ისინი.
დღეს, 20 აგვისტოს, მოქალაქეებმა საპროტესტო აქციაც გამართეს.
მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ მათი საცხოვრებელი სახლები მასშტაბური ცათამბჯენების მშენებლობის შემდეგ უსაფრთხო ვეღარ იქნება. მშენებლობის ნებართვის ნებართვის მიღებამდე მშენებელი მათ დაჰპირებია, რომ ჩანაცვლებას მათაც შესთავაზებდა, ამიტომაც თავის დროზე აქ 50-სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას არ შეეწინააღმდეგენ.
ამ სამშენებლო პროექტზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა როცა მერიის ინიციირებით ბათუმის საკრებულომ მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა. იგივე კვარტალში კიდევ ერთი ცათამბჯენის მშენებლობას სხვა კომპანია – „ბლექ სი თაუერი“ გეგმავს, ამიტომაც კომპანიებმა ბათუმის მერიას ერთობლივი განაშენიანების დეტალური გეგმით მიმართეს.
დოკუმენტის მიხედვით ბათუმში, გორგილაძის ქუჩის ბოლოს [N113] პოლიტექნიკური ინსტიტუტის მიმდებარედ, ფიროსმანის ქუჩა N10-ში გეგმარებითი ერთეული მოიცავს 7 სამშენებლო მიწის ნაკვეთს და მათი ფართობი შეადგენს 8003 კვ.მეტრს, მათ შორის საპროექტო მიწის ნაკვეთების საერთო ფართობია 4194 კვ.მეტრი.
თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზების ფარგლებში, 22 აგვისტოს, სითი მოლის საბურთალოს და გლდანის ფილიალების 60-მდე შერჩეულ ობიექტში, თიბისი კონცეპტის Visa სადებიტო ბარათებით გადახდისას, 30%-იანი ქეშბექი ულიმიტოდ დაგიბრუნდებათ.
შეთავაზება იმოქმედებს მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში, თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდისას.
22 აგვისტოს ქეშბექ აქცია გავრცელდება თიბისი კონცეპტ Visa Signature და Visa Platinum-ის, როგორც ძველ, ისე ახალ ბარათებსა და მათ ციფრულ ანალოგებზე.
გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, შეთავაზება იმოქმედებს შერჩეული ობიექტების სრულ კოლექციაზე, მათ შორის, ფასდაკლებულ ნივთებზეც. დაბრუნებული თანხა კი, ერთგულ ყულაბაში მომენტალურად აგესახებათ.
შეთავაზების ფარგლებში, Jo Malone-სა და Aromateque-ში 30%-ის ნაცვლად, 25%-იანი ქეშბექით ისარგებლებთ.
შერჩეულიობიექტებისკატეგორია და ჩამონათვალიტრადიციულად მრავალფეროვანია:
ტანსაცმელიდაფეხსაცმელი
Sense Concept Store, Calzedonia, Intimissimi, The North Face, Diesel, Napapijri, Scotch & Soda, Magellan, Lee Cooper, Under Armour, Shoes Loft, Crocs, Skechers, Top Sport , Adidas, Puma, Timberland, Dressarium Kids, Dan John, Karl Lagerfeld, Marc O’Polo, Lion Of Porches, Yamamay, Giordano, Petit Bateau, Hackett, BOSS, HUGO, Paul & Shark.
დღეს, 20 აგვისტოს, აქტივისტი თამარ კურატიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მარიანა ფომაევამ 2000 ლარით დააჯარიმა.
სამოქალაქო აქტივისტი მზია ამაღლობელის სტენსილის გამო დააჯარიმეს.
6 აგვისტოს საღამოს, იმ დღეს, როცა მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელ ჭიშკარზე გაჩნდა მზია ამაღლობელის სტენსილი – „სილა რეჟიმს“.
შსს-მ გარე სათვალთვალო კამერები ამოიღო და ასე დაადგინა სტენსილის ავტორი.
თამარ კურატიშვილმა დღეს არ უარყო, რომ სტენსილი მისი გაკეთებული იყო, თუმცა იქვე განმარტა, რომ რაც გააკეთა, ყველაფერი ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლებაში.
სასამართლოზე თამარ კურატიშვილი მარტო, ადვოკატის გარეშე მივიდა და თქვა, რომ სტენსილები ნამდვილად მან გააკეთა, თუმცა მოქმედებდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.
„სილა რეჟიმს“ – ეს სტენსილები არის ჩემი გაკეთებული. მე მიმაჩნია, რომ ეს ჯდება ჩემი გამოხატვის თავისუფლებაში. ეს წარწერები გაკეთდა 6 აგვისტოს, იმ დღეს როცა მზია ამაღლობელს განაჩენი გამოუტანეს. ეს სტენსილები იყო ბრაზი, რომლის გამოხატვაც მინდოდა.
მე ვარ აქტივისტი და ჩემი აქტივისტობის განმავლობაში ყოველთვის ვჯდებოდი კანონის ფარგლებში, ოღონდ კანონის, რომელიც ადამიანის უფლებებს არ ზღუდავს.
მე წარწერები გავაკეთე იმ შენობის ღობეზე, სადაც დააკავეს მზია ამაღლობელი“, – თქვა თამარ კურატიშვილმა სასამართლო სხდომაზე.
შსს-ს წარმომადგენელმა თეა ლაღაძემ და თენგიზ კვირკველიამ სასამართლოზე მოიტანეს ვიდეო კამერების ჩანაწერები, სადაც ჩანს როგორ აკეთებს აქტივისტი წარწერებს.
თენგიზ კვირკველიამ თქვა, რომ ამ სტენსილების შესახებ მედიასაშუალებებიდან შეიტყო, შემდეგ დასქრინა და ოქმი შეადგინა.
თუმცა საქმის მასალების მიხედვით ჩანს, რომ სოციალურ ქსელში განთავსებული სტენსილის ფოტოები ვინმე დანო დუმბაძემ დასქრინა და არა პოლიციელმა თენგიზ კვირკველიამ.
„იკვეთება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი დანაშაული“, – თქვა თეა ლაღაძემ და აქტივისტის დაჯარიმება მოითხოვა. მანვე თავის დასაბუთებაში სცადა მტკიცება, რომ აქტივისტის მიერ სტენსილის გაკეთება პოლიციის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
„პოლიციის დისკრედიტაცია არ ყოფილა ჩემი მიზანი, არასდროს მიცდია. არ ვეთანხმები ამ ბრალდებას. მეორეც, ვამბობ, რომ ჩემი გაკეთებულია ეს სტენსილები და მე არ უარვყოფ ამას, მაგრამ ეს ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში.
მინდოდა რომ ეს გზავნილი – „სილა რეჟიმს“ დარჩენილიყო იმ შენობის ფასადზე, სადაც უსამართლობა მოხდა მზია ამაღლობელის მისამართით.
რაც შეეხება ამ პროცესს, ვფიქრობ, რომ ჩემს მიმართ დაწყებულია დევნა შინაარსის გამო და არა ფორმის. ებრძვიან სტენსილების შინაარსს.
რამდენი სტენსილია ბათუმის ქუჩებში? ქალბატონო მოსამართლევ, საინტერესო იქნება სტატისტიკის ნახვა, განყოფილებებიდან რამდენი მოგმართავთ იმ წარწერების გამო აი, კედლებზე რომ წერია – „გიორგი სად ხარ? „მეტალიკა“, „ნათია მიყვარხარ“.
როცა კონკრეტული შინაარსი ენიჭება ამ სტენსილებს, მხოლოდ მაშინ იწყება დევნა,“ – თქვა თამარ კურატიშვილმა საკუთარ სასამართლოზე.
„თუ იდენტიფიცირება ვერ მოხდა, როგორ მივმართავთ. ქმედებაა დარღვევა და არა შინაარსი,“- განმარტა შსს-ს წარმომადგენელმა თეა ლაღაძემ.
მოსამართლემ საბოლოოდ შსს-ს პოზიცია გაიზიარა და თამარ კურატიშვილი 2000 ლარით დააჯარიმა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 აგვისტოს 21 საათიდან 21 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში ელჭექის ხასიათის წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან – 15-17 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:
დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 3-4 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით,22-23 აგვისტოს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.