ოქტომბრის თოვლი აჭარაში: სოფლების ნაწილს დენი არ მიეწოდება, ბევრგან ჩაკეტილია გზაც

დღეს, 21 ოქტომბერს, მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარმა 15-20 სანტიმეტრს მიაღწია. ხულოს სოფლების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ჩაკეტილია გზებიც. დაბა ხულოში, ადგილობრივების თქმით, მესამე დღეა არ მიეწოდებათ წყალი. მაღალმთიან აჭარაში ახლაც თოვს. ხულოს სოფლებში მოსახლეობის ნაწილს არ აუღია მთელი წლის მოსავალი. ბევრი მათგანის თქმით, ვერც თივის მომარაგება მოასწრეს პირუტყვის გამოსაზამთრებლად და ვერც შეშის. „ამ ეტაპზე ელექტროენერგია …

„ოცნების“ კანდიდატები ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე – არის ეს უკანონო აგიტაცია?

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატი „ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, 16 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებთან ერთად მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო ქობულეთში. ამ ღონისძიებაზე 30-ზე მეტი მასწავლებელი დააჯილდოვეს. შეხვედრის ამსახველი ფოტოები ცოტნე ანანიძემ თავადვე გამოაქვეყნა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე და იქვე აღნიშნა, რომ ღონისძიების ორგანიზატორი ქობულეთის მერია იყო. ცოტნე ანანიძე „ოცნების“ უმაღლესი საბჭოს სიაშია, წინასაარჩევნო კამპანიის …

„თამუნა ვერ დადის, ვერ საუბრობს… ხანდახან სასაფლაოს ვალაგებ“ – 15 წლის მოზარდის დედა

„თამუნა უკვე 15 წლისაა. ვერ დადის და ვერ საუბრობს. არაფერზე არ აქვს რეაქცია. ჩემი ხელით ვაჭმევ, ვუცვლი. ქმარს გაშორებული ვარ. მეუღლემ მიგვატოვა ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე. მთელი ეს წლები ვცხოვრობთ ქირაში და ყველაფერს ვუმკლავდები მარტო”, – გვეუბნება ქრისტინე გაბუნია, 33 წლის მარტოხელა დედა ქუთაისიდან. იგი გვეუბნება, რომ მათი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ბავშვის პენსიაა, 315 ლარი, თუმცა …

არჩევნებზე ხმის მისაცემად ოჯახთან ერთად მივდივარ – ბათუმელი სტუდენტი

22 წლის ანა ვარდმანიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის პირველ კურსზე სწავლობს. იგი ამბობს, რომ მოახლოებული არჩევნები მისთვის და მისი თანატოლებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ანა აქტიურად მონაწილეობდა რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე და როგორც თავად ამბობს, კარგად იცის, რა ძალა აქვს ახალგაზრდების გაერთიანებას. ანა არჩევნებზე ოჯახის წევრებთან ერთად მიდის და ცდილობს დაარწმუნოს ყველა მის გარშემო, რომ …

არჩევნებში ხმის მისაცემად 8 საათის გზაზე მივდივარ – სტუდენტი ბათუმიდან

წელს არჩევნებში მონაწილეობას პირველად მიიღებს 18 წლის ნათია ვანაძე. ის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო მმართველობის მეორე კურსზე სწავლობს. ნათიას არჩევნებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ. სტუდენტი ამბობს, რომ ერთი სული აქვს, როდის მივა არჩევნებზე. ნათია, რატომაა თქვენთვის არჩევნებზე წასვლა მნიშვნელოვანი? მინდა ეს მთავრობა დასრულდეს. ჩემი აზრით, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა არჩევნებზე წასვლა, რადგან ჩვენი ერთი ხმა ყველაფერს …

„კარგ ინტერნეტს ისევ დაგვპირდებიან, შერცხვებათ?“ – ინტერნეტის პრობლემა აჭარის სოფლებში

მაღალმთიანი აჭარის სოფლებში ინტერნეტის ხარისხზე წუხან. რამაზ ბოლქვაძე შუახევის სოფელ ბრილში ცხოვრობს. მას სახლში კომპანია SkyTel-ის ინტერნეტი აქვს. ბოლქვაძე ამბობს, რომ ინტერნეტი ხშირად ეთიშებათ: „ინტერნეტთან წვდომას აჩვენებს, თუმცა საერთოდ არ მუშაობს, რაც ინტერნეტის დაბალ ხარისხზე მიუთითებს. ინტერნეტის მოწოდების შეწყვეტას სისტემური ხასიათი აქვს. როცა სოფელში ვარ, ძირითადად დისტანციურად ვაკეთებ ჩემს საქმეებს, გასაუბრება იქნება ეს, ლექციაზე დასწრება …

რატომ მივდივარ არჩევნებზე – ბათუმელი სტუდენტები, რომლებიც არჩევნებში პირველად მონაწილეობენ

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება. ბევრი სტუდენტი წელს პირველად იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ისევე როგორც ჩვენი რესპონდენტები, რომლებიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. „ბათუმელებმა“ სტუდენტებს ჰკითხა, მიდიან თუ არა არჩევნებზე, როგორია მათი მოლოდინი და ყველაზე მეტად რა უნდათ, რომ შეცვალოს ამ არჩევნებმა. „ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ეს …

რატომ დაშალეს ძენწმანის მეჩეთი, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს

ქედაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ძენწმანის მეჩეთი დაშალეს. ეს მეჩეთის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის ნაწილია. ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების სარეაბილიტაციო პროექტები გაძვირდა. მეჩეთების რეაბილიტაციის სატენდერო თანხა 650 ათას ლარს შეადგენს. „ბათუმელები“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილეს, სოფიო სანიკიძეს ესაუბრა. მას ვკითხეთ, ძეგლის სრული დემონტაჟი იყო თუ არა შეთანხმებული სააგენტოსთან, როგორ მოხერხდება ძეგლის ავთენტური სახით …

ახალი მიკროავტობუსები ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე, მაგრამ არა ყველასთვის

ხელვაჩაური – ბათუმის გზაზე ახალი მუნიციპალური, სამარშრუტო მიკროავტობუსები მოძრაობს, მაგრამ კომფორტული და იაფი ტრანსპორტით სარგებლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც ეტლით გადაადგილდებიან, ვერ შეძლებენ. ახალი მიკროავტობუსები არაადაპტირებულია. პროფესიით არქიტექტორი, 27 წლის ნოდარ ქარცივაძე ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში ცხოვრობს და ბათუმში მუშაობს. ნოდარი ეტლით მოსარგებლეა და ეს პრობლემა მას უშუალოდ ეხება. 10 წელია ნოდარი ამ თემაზე საუბრობს, …

ირმა ზოიძე კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ ტოვებს

ჟურნალისტი, აქტივისტი ირმა ზოიძე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ტოვებს – ამის შესახებ მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა. ირმა ზოიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ის მალე აღარ იქნება კოალიციის აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიაშიც, რომელიც „ძლიერმა საქართველომ“ გუშინ, 26 სექტემბერს გამოაქვეყნა და ზოიძე მერვე ნომერს იკავებდა. როგორც მან გვითხრა, საარჩევნო სიიდან ამოსაწერად განცხადებას დღეს დაწერს. „ჩემი პოლიტიკური კარიერა …

„წადით არჩევნებზე… ემიგრანტებმა განსაკუთრებული სიტყვა უნდა ვთქვათ“ – უცხოეთში მცხოვრები ქართველები

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვე დარჩა. არჩევნების მოახლოების ფონზე უცხოეთში მცხოვრები ქართველები სულ უფრო ხშირად სვამენ კითხვებს, ცდილობენ გაცვალონ ინფორმაცია, ერთმანეთს შეახსენონ მნიშვნელოვანი თარიღები და ყველა გზა გამოიყენონ, რათა ბევრმა მათგანმა შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ფეისბუქჯგუფი „თაობები ქვეყნისთვის“. ემიგრანტები დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით მართავენ აქციებსაც. ასეთი ბოლო აქცია ემიგრანტებმა 23 სექტემბერს გერმანიის …

„პრობლემებზე არ საუბრობენ, ცდილობენ შექმნან მტერი“ – რა ხდება ხულოში არჩევნების წინ

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე რა ხდება ხულოში? როგორია მოსახლეობის განწყობა? როგორ მუშაობს აქ მმართველი პარტია და ოპოზიცია? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ნესტან ანანიძეს ესაუბრა, იურისტს, აქტივისტსა და „სოლიდარობის თემის“ თანადამფუძნებელს. ნესტან, თქვენი დაკვირვებით, როგორ მუშაობს მმართველი პარტია ხულოში? ძირითადად, საჯარო კრიტიკას ერიდება ხალხი, თუმცა საზოგადოებაში აშკარაა, რომ მმართველი ხელისუფლების მიმართ დიდი უკმაყოფილება და იმედგაცრუებაა. აშკარაა …

„თბილისიდან მიწევს ჩამოსვლა ხმის მისაცემად“ – როგორ აპირებენ ახალგაზრდები არჩევნებში მონაწილეობას

26 ოქტომბრის არჩევნებამდე 38 დღე დარჩა. ქვეყანაში ათასობით ახალგაზრდაა, რომლებიც მათი რეგისტრაციის ადგილიდან მოშორებით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ, სწავლობენ ან მუშაობენ. „ბათუმელებმა“ გამოკითხა ის ახალგაზრდები, რომლებიც ამჟამად თბილისში ცხოვრობენ, თუმცა აჭარის მუნიციპალიტეტებში არიან ჩაწერილები. რატომაა მნიშვნელოვანი არჩევნებზე წასვლა? როგორ აპირებთ საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას? – ვკითხეთ მათ. „მინდა, რომ ქვეყანა ევროპულ კურსს დაუბრუნდეს და როცა მე …

როგორ ამზადებენ კარაქს მემთეურები – 72 წლის ნაზიკო გომისმთიდან

კარაქი, რომელსაც მემთეურები ამზადებენ, ძალიან განსხვავდება იმ კარაქისგან, რომელიც სუპერმარკეტებში იყიდება. მთაში მომზადებული კარაქი გემრიელი, უფრო ნოყიერი და ნატურალურია, მაგრამ მისი მომზადება საკმაოდ რთულია. კარაქის მომზადების ტექნოლოგიაზე „ბათუმელებს“ 72 წლის ნაზიკო ბერიძე ესაუბრა, რომელიც შუახევის სოფელ ცეკვაში ცხოვრობს და ზაფხულობით გომისმთაზე მემთეურობს. იგი 32 წელია მემთეურია. „მემთეურობაში ყველაფერი რთულია. ჯერ მხოლოდ ის, რომ საქონელი უნდა …

„მე არ ვთაკილობ, ქალის საქმეს ვაკეთებ თუ კაცის“ – მემთეური გომისმთიდან

ბევრჯერ მოგვიყოლია მემთეურ ქალებზე, მაგრამ არც ერთხელ – მემთეურ კაცზე, რომელიც თვეობით რჩება იალაღზე, უვლის ძროხებს და ყველიც ამოჰყავს. დღეს მემთეურ ილია ნაკაშიძეზე გიყვებით. ის ქედის სოფელ გეგელიძეებში ცხოვრობს და ზაფხულობით გომის მთაზე მემთეურობს. როგორც ილია გვიყვება, წველა რომ ისწავლა, დაახლოებით 35-40 წლის იყო: „თანდათან ვისწავლე ყველის ამოღებაც. ხუთი წელია მეუღლე დავკარგე და მარტო მიწევს …

ქალი 30 სული პირუტყვით მთაში – „გაყინვა მელის, არ მაქვს ბოსელი და არც სახლი“ | ვიდეო

„სიღარიბეში გავიზარდე და ვიცი, რომ ძალიან ძნელია სიღარიბე. როცა ბავშვები კანფეტს ჭამდნენ და ქაღალდს აგდებდნენ, ავიღებდი და ვყნოსავდი, რა კაი სუნი აქვს-მეთქი. ამის თავიდან აცილება მინდოდა. არ მინდოდა, რომ უბრალოდ მეარსება. მეც მინდოდა მქონოდა ის კანფეტი. სწორედ ამისთვის ვიბრძვი. ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ეს ყველაფერი მეთქვა. უბრალოდ, სხვა გზა არ მაქვს. წელს მე აქ …

როგორ ემზადება ბათუმში ოპოზიცია არჩევნებისთვის

როგორ მუშაობს ოპოზიცია ბათუმში არჩევნებამდე ორი თვით ადრე? როგორია წინასაარჩევნო გარემო, დაიწყეს თუ არა ამომრჩევლებთან შეხვედრები, ყველაზე ხშირად რა ტიპის პრობლემები იკვეთება, როგორია ადგილობრივები მოქალაქეების პოლიტიკური განწყობები? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმში ოთხი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ესაუბრა. „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ ბათუმის ოფისში ამბობენ, რომ ყოველდღიური შეხვედრები მოსახლეობასთან მაისიდან დაიწყეს. „ივნისის თვეში დაახლოებით 60 შეხვედრა გვქონდა …

„აპირებენ ქობულეთი ბეტონის ჯუნგლებს დაამსგავსონ“ – როგორ მუშაობს ოპოზიცია ქობულეთში

როგორ მუშაობს ოპოზიცია ქობულეთში საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე? – „ბათუმელები“ აქ პარტიების – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლებს ესაუბრა. ქობულეთში ოპოზიციის წარმომადგენლებს ვკითხეთ, სრულად დაკომპლექტდა თუ არა მათი შტაბები, დაიწყეს თუ არა ამომრჩევლებთან შეხვედრები, რა პრინციპით ხვდებიან მოქალაქეებს, რაზე აკეთებენ აქცენტს ამ შეხვედრებისას, ყველაზე მეტად რა ტიპის პრობლემები იკვეთება, როგორია ადგილობრივები მოქალაქეების პოლიტიკური …

„ოცნების კოორდინატორიც კი იძახის, არ ვუჭერ ამათ მხარსო“ – როგორ ემზადება ოპოზიცია ხელვაჩაურში

როგორი ემზადება ოპოზიცია ხელვაჩაურში არჩევნებისთვის? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ესაუბრა. ოპოზიციის წარმომადგენლებს ვკითხეთ, დაიწყეს თუ არა ამომრჩევლებთან შეხვედრები, რაზე აკეთებენ აქცენტს ამ შეხვედრებისას, ყველაზე მეტად რა ტიპის პრობლემები იკვეთება და როგორ აპირებენ მუშაობას არჩევნების კიდევ უფრო მოახლოებისას. „თუ თქვენ გადახედავთ ჩვენს გვერდს ფეისბუქზე, ნახავთ, რომ შეხვედრები მოსახლეობასთან არც კი გაგვიწყვეტია. …

როგორ დავემგზავრე მემთეურ ქალებს ექსკურსიაზე

სოფელში გამიგია სკოლის მოსწავლეების, კურსდამთავრებულების, ბაღის თუ სკოლის თანამშრომლების ექსკურსიები, მაგრამ არასდროს – მემთეური ქალების. მთელი ცხოვრებაა ვუყურებ, როგორი მძიმე, რუტინული და მხუთავი შრომა აქვთ მემთეურ ქალებს. საკუთარ თავზეც გამომიცდია ეს. მოგვიანებით, როგორც ჟურნალისტმა, მოვამზადე არაერთი მასალა მემთეურების ცხოვრებაზე. ჩემთვის იქამდე უცნობ, ბევრ მემთეურ ქალთან მქონია ხანგრძლივი საუბარი, რამაც კიდევ უფრო მძაფრად დამანახა წარმოუდგენელი ჯაფა, …

„გლეხი შრომობს და მოსავლის გასაღებაც უჭირს“ – როგორ მუშაობს ოპოზიცია ქედაში არჩევნების წინ

როგორ ემზადებიან ოპოზიციური პარტიები არჩევნებისთვის ქედაში? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ქედის მუნიციპალიტეტში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ესაუბრა. ჩვენ მათ ვკითხეთ, დაიწყეს თუ არა ამომრჩევლებთან შეხვედრები, რაზე აკეთებენ აქცენტს ამ შეხვედრებისას, ყველაზე მეტად რა ტიპის პრობლემები იკვეთება და როგორ აპირებენ მუშაობას არჩევნებამდე. წინასაარჩევნო კამპანია დაახლოებით 3 თვის წინ დავიწყეთო, გვითხრა რამინ ბერიძემ, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელმა ქედაში. …

„იმას ვნატრობ, არავინ დამჭირდეს გადაადგილებისთვის” – 65 წლის ქალს ელექტროეტლი სჭირდება

„დალხენილად არასდროს მიცხოვრია, არც ბედნიერი ვყოფილვარ, მაგრამ ჩემი ახლანდელი მდგომარეობა ყველაზე სევდიანი გამოდგა, თავს ძალიან უსუსურად ვგრძნობ“, – გვეუბნება ბათუმში მცხოვრები, 65 წლის ნაზი აბულაძე. უკვე 6 წელია, რაც ნაზი საერთოდ ვერ გადაადგილდება და მთელ დღეს საწოლში ატარებს. „ამ დასაწვავ დაავადებას რა დავარქვა აღარ ვიცი, წითელი ქარები დამიდგინეს ექიმებმა. იმას ვნატრობ, რომ არავინ დამჭირდეს გადაადგილებისთვის. …

რატომ ბლოკავენ ხულოს მერიის ფეისბუქის გვერდზე მოქალაქეებს? – რას ამბობენ მერიაში

მოქალაქეები საჯარო თუ პირად საუბარში ამბობენ, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ფეისბუქ გვერდებზე მათ ბლოკავენ. მათი თქმით, ზოგიერთმა მათგანმა იმის გასარკვევად, თუ რა გახდა დაბლოკვის მიზეზი და რამდენ ხანს გაგრძელდება მათთვის ინფორმაციის შეზღუდვა, ხულოს მერიის შესაბამის სამსახურს მიაკითხა. თუმცა, როგორც მოქალაქეები ამბობენ, მათ მცდელობას გაერკვიათ, რა ხდებოდა, შედეგი არ მოჰყოლია და ისინი დღემდე დაბლოკილები …

როგორ მუშაობს ოპოზიცია ხულოში არჩევნების წინ

როგორი ემზადება ოპოზიცია ხულოში არჩევნებისთვის და რას მოიცავს მათი აქტივობა? – „ბათუმელები” ხულოს მუნიციპალიტეტში იმ ოპოზიციურ პარტიებს ესაუბრა, რომელთაც წარმომადგენლები ჰყავთ საკრებულოში. „ლელოს“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ვკითხეთ, დაიწყეს თუ არა ამომრჩევლებთან შეხვედრები ხულოში, რაზე აკეთებენ აქცენტს ამ შეხვედრებისას, ყველაზე მეტად რა ტიპის პრობლემები იკვეთება და როგორ აპირებენ მუშაობას არჩევნების წინ. წინასაარჩევნო …

როგორ მუშაობს ოპოზიცია შუახევში არჩევნების წინ

როგორ ემზადებიან ოპოზიციური პარტიები არჩევნებამდე დაახლოებით 14 კვირით ადრე აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში? – „ბათუმელები“ ამჯერად შუახევის მუნიციპალიტეტში ესაუბრა იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომელთაც წარმომადგენლები ჰყავთ საკრებულოში. ოპოზიციონერებს ვკითხეთ, დაიწყეს თუ არა ამომრჩევლებთან შეხვედრები შუახევში, რაზე აკეთებენ აქცენტს ამ შეხვედრებისას, ყველაზე მეტად რა ტიპის პრობლემები იკვეთება და როგორ აპირებენ მუშაობის გაგრძელებას. ზვიად დიასამიძე შუახევის საკრებულოში პარტია „ლელოს“ …

8 წლის გიორგი გულის გადასანერგად ინდოეთში გადაიყვანეს – მას საზოგადოების დახმარება სჭირდება

8 წლის ბათუმელ გიორგი დოლიძეს გულის გადანერგვა სჭირდება. ეს მისი გადარჩენის ერთადერთი გზაა, ოპერაციისთვის კი 225 000 დოლარია საჭირო. გიორგი საქართველოში ჯო ენის ჰოსპიტალში მკურნალობდა დიაგნოზით: კარდიომიოპათია, გულის უკმარისობა, ღვიძლის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ოჯახმა გიორგი 19 ივლისს სპეციალური თვითმფრინავით გადაიყვანა ინდოეთში, სადაც საჭირო თანხის შეგროვებისთანავე ჩაუტარდება გულის ტრანსპლანტაცია. „ბათუმელები“ ესაუბრა 8 წლის გიორგი დას, …

„ტროტუარიც და ეს ქალაქი ჩვენ გვეკუთვნის“ – ინტერვიუ

ბათუმში მარტივად შესამჩნევია, თუ როგორ აქვთ კაფეებს მიტაცებული ტროტუარები, რაც ფეხითმოსიარულეებს, ეტლით მოსარგებლეებსა და ველოსიპედისტებს ხშირად უქმნის პრობლემებს. ზოგიერთი მოქალაქე პრობლემას არ იმჩნევს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარი ძალებით, აქტივიზმით ცდილობენ უფლებების დაცვას. მათ შორისაა ბათუმელი ანა ნიქაბაძეც. ანამ ტროტუარის მიტაცების ამსახველი ბოლო ფოტო 16 ივლისს გამოაქვეყნა ფეისბუქის პირად გვერდზე და ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას რეაგირებისკენ …

რუსული სიმღერა, როგორც „ნელი მოქმედების ნაღმი“ – ინტერვიუ

ბათუმში ბევრ ადგილას ისმის რუსული მუსიკა – ეს შეიძლება იყოს კაფე, ბარი, რესტორანი, ტაქსი, სამარშრუტო მიკროავტობუსი და ა.შ. ასეა საქართველოს სხვა ქალაქებშიც. ბევრი მოქალაქე ამბობს, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში ოკუპანტი ქვეყნის მუსიკა არ უნდა ისმოდეს, მით უფრო იმ პოლიტიკურ ფონზე, რაც დღეს ქვეყანაშია. რატომაა მნიშვნელოვანი უარი ვთქვათ რუსულ მუსიკაზე და სწორია თუ არა მოსაზრება, რომ „კულტურა …

ხულოში, შუახევსა და ქედაში აცხადებენ, რომ ახალმა ავტობუსებმა მოძრაობა დაიწყო

10 ივლისს, ანუ 2 დღის წინ, „ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ არ ემსახურებოდა მგზავრებს ახალი ავტობუსები ხულოში, შუახევსა და ქედაში. მას შემდეგ, რაც ამ კითხვით მუნიციპალიტეტის პრესსამსახურებში დავრეკეთ, რამდენიმე საათის შემდეგ სამივე მუნიციპალიტეტის ფეისბუქგვერდზე ერთმანეთის მიყოლებით გაჩნდა ჯერ ქარდები, სადაც მუნიციპალიტეტი ახალი ავტობუსების ხაზზე გასვლას აანონსებდა, შემდეგ კი მგზავრებით სავსე ავტობუსის ფოტოები გამოაქვეყნეს. დღეს, 12 ივლისს, მუნიციპალიტეტის …

რატომ არ ემსახურება მგზავრებს ახალი ავტობუსები ხულოში, შუახევსა და ქედაში

2024 წლის თებერვალში ხულოსთვის 2, შუახევსა და ქედისთვის კი თითო ახალი EURO 5-ი სტანდარტის შესაბამისი ავტობუსები შეისყიდეს, თუმცა ახალი ავტობუსები ხუთი თვის შემდეგაც არ ემსახურება ადგილობრივებს. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ არის ახალი ავტობუსები გაჩერებული. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტარიფზე მსჯელობა, რის შემდეგაც საკითხი მარშრუტის და ტარიფის დასამტკიცებლად გავა საკრებულოს სხდომაზე. მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი, უახლოეს პერიოდში, როცა შესაბამისი …

„სიმართლე არის ჩვენს მხარეს“ – საჯარო დისკუსია ბათუმში ევროპულ მომავალზე

7 ივლისს ბათუმში გაიმართა  საჯარო დისკუსია  „ევროპული მომავალი და საზოგადოება“, რომლის ორგანიზატორიც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“  (აჭარის რეგიონალური ჰაბი)  იყო. შეხვედრის პირველ ნაწილში ფილოლოგმა მაია ახალაიამ საბჭოთა იდენტობის და მის ჩამოყალიბებაში ლიტერატურის მნიშვნელობაზე ისაუბრა, სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა კი – პროპაგანდისტულ მესიჯებზე დასავლეთის წინააღმდეგ. შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალი იყო. „პოლიტიკა ისედაც განსაზღვრავს ადამიანის …

ხრამში გადავიჩეხეთ, მაგრამ ჩაგვსვეს გიფსებში და ეშელონით გაგვიშვეს ყაზახეთში – 90 წლის ქალი | ვიდეო

გულვარდი გობაძე ხულოს სოფელ დიდაჭარიდან, მე-8 კლასში იყო, როცა ოჯახთან ერთად, 1951 წლის 21 დეკემბერს, ყაზახეთში გაასახლეს. ქალი რამდენიმე დღის წინ გახდა 90 წლის, მაგრამ წლებმა ტკივილიან მოგონებებს ვერაფერი დააკლო. ინტერვიუს დასაწყისშივე მითხრა – ამ 90 წლის განმავლობაში რაც გადამხდა, ვნახე, ვიწვალე თუ ვეწამე, ყველაფერი 10 თითივით მახსოვს, შემეკითხე რაც გინდაო. ამბობს, გადასახლების გახსენება ხალხში …

„სახლის წინ ხეს შემოეხვია, დამთავრდა შვილებოო“ – მოგონებები რეპრესირებულ ბაბუაზე | ვიდეო

„მამაჩემი იტყოდა, რომ გამოვიყვანეთ, სახლის წინ დიდი ხე იდგა და იმას ხელებით შემოეხვია, თავი მიარტყა სამჯერ და თქვა – დამთავრდა შვილებოო. ესე იგი იცოდა, რომ ვეღარ დაბრუნდებოდა. უთხრეს, რომ დაკითხვაზე მიჰყავდათ და დაბრუნდებოდა. აღარ დაბრუნებულა“, – გვიყვება რეპრესირებული ყადირ ბოლქვაძის შვილიშვილი, ფატი ბოლქვაძე და იქვე სვამს კითხვას: „რატომ?! რისთვის?! [ახალგაზრდობისას] ვერ ვხვდებოდი. ძალიან დიდი უსამართლობის …

მთავრობა რთულ სიტუაციაში გვაგდებს ემიგრანტებს – ხულოდან ემიგრაციაში წასული მასწავლებელი

„საქართველოს მთავრობა საკმაოდ რთულ სიტუაციაში გვაგდებს ათასობით ემიგრანტს საზღვარგარეთ“, – ამბობს 47 წლის დარო ბოლქვაძე, მასწავლებელი, გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტი ქალი ხულოს სოფელ დეკანაშვილებიდან. „როგორც მე ვხედავ, საქართველოს მთავრობა დარჩენილ ქართველებზე კი არა, წამოსულ ქართველებზეც არ ფიქრობს. რასაც ამბობს ჩვენი მთავრობა, რომ ევროპა გვიქმნის საფრთხეს დავკარგოთ ენა, მამული და სარწმუნოება, მე ამის ძალიან მრცხვენია“ – ამბობს …

„გათლილი კარტოფილის კანს ვრეცხავდით და ვჭამდით, ისე ვიყავითო“ – გადასახლება ქედიდან ციმბირში

„დასხდებოდნენ ბიძაჩემები, მამიდაჩემი და მოჰყვებოდნენ მათ თავგადასავალს. ისეთი შეხვედრა მაგათ არ ჰქონიათ, გადასახლების პერიოდი რომ არ გაეხსენებინათ. ობლად დარჩნენ, მერე გადაასახლეს. ამის გახსენებისას მათ თვალებზე სულ ცრემლი იყო. სულ, სულ ტიროდნენ. რა ისტორიებიც ჩემი ოჯახის წევრებისგან მაქვს მოსმენილი, ისეთი დღე ღმერთმა ნურავის ნუ დაუწეროს. მე თვითონ არ ვყოფილვარ გადასახლებული, მაგრამ რომ მოჰყვებოდნენ, ისეთი იყო, გულზე …

Exit mobile version