ზუგდიდელ აქტივისტს მზია ამაღლობელის სტენსილის დახატვის გამო აჯარიმებენ

როსტევან ზარანდია არტისტი და ზუგდიდელი სამოქალაქო აქტივისტია, რომელიც სხვადასხვა შინაარსის სტენსილებს ხატავს შენობის კედლებზე. არტისტის თქმით, ეს მისთვის სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ზარანდიას ეკუთვნის მზია ამაღლობელისა და სხვა პოლიტპატიმრების სტენსილები ზუგდიდში. აქტივისტს დღეს, 17 თებერვალს, სახლში მიუტანეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მას 150-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას ედავებიან, რაც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის …

„ჩვენ გვჭირდება მაგარი ქალები. მადლობა მზია“ – სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელზე

„მინდა განსაკუთრებულად მივმართო მზია ამაღლობელს, მას ვუთხრა დიდი მადლობა, იმისთვის რაც მან გააკეთა, იმისთვის, რაც დღეს გააკეთა, როცა შეწყვიტა შიმშილობა. იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება ლიდერები, ჩვენ გვჭირდება მაგარი ქალები, ჩვენ გვჭირდება მაგარი პიროვნებები ცოცხალი. არ გვჭირდება მსხვერპლი. ჩვენ გვჭირდება გამარჯვების სული და ეს მოგვცა მზია ამაღლობელმა, ეს შემართება გაიტანა საზღვრებს მიღმა. ძალიან ბევრი ადამიანი მას …

ბათუმში ქალს ავტომობილი დაეჯახა – დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

ბათუმში დღეს, 18 თებერვალს, ბაგრატიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, რომელიც ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაშია გადაყვანილი. “პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია”, – მოგვწერა პრესსამსახურმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით. ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.          

ბათუმში „თანასწორობის კუთხის“ გახსნაზე მწერალი ნესტან ნენე კვინიკაძე ქალთა უფლებებზე ისაუბრებს

2025 წლის 20 თებერვალს, ბათუმში, „თავისუფალ სივრცეში“ გაიხსნება „თანასწორობის კუთხე“ ინიციატივის – „დაე იკითხოს თავისუფლებამ“ – ფარგლებში.  გახსნის ღონისძიებაზე, „თავისუფალ სივრცეში“, ზვიად გამსახურდიას 6 ნომერში, 20 თებერვალს, 15 საათზე, გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე,  ქალების და გოგოების გაძლიერებასა და უფლებებზე ისაუბრებს მწერალი ნესტან ნენე კვინიკაძე. ღონისძიების მოდერატორი გამომცემლობა „ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი და  გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის …

„ბათუმში მერია რომ ქალაქის იერსახის დამახინჯებას დაგაბრალებს“ – რას წერენ საჯარიმო ოქმებში

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინეს – მათ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ქალაქის იერსახის დამახინჯებას ედავება. მოქალაქეებს ამის შესახებ დღეს, 13 თებერვალს შეატყობინეს. მათ შორის ერთ-ერთია ბათუმელი სტუდენტი, მათე ცენტერაძე. მისი თქმით, უკვე მიიღო უწყება, სადაც ნათქვამია: „გაცნობებთ, რომ თქვენს მიმართ ა[ა]იპ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება 2025 წლის 31 იანვარს …

„ციხეში რომ შევხვდით, მითხრა, რომ იყო ამაყი“ – რას ჰყვებიან თემურ ქათამაძეზე მეგობრები

ბათუმის აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე 27-ე დღეა რაც პროტესტის ნიშნად შიმშილობს ციხეში. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც მის ინტერესებს იცავს სასამართლოში, ბოლო განცხადება მედროშის შესახებ გუშინ, 11 თებერვალს გაავრცელა. „მიუხედავად იმისა, რომ საიამ არაერთხელ მოითხოვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, შესაბამისი უწყებები ამ ინფორმაციას არ გვაწვდიან“ – წერს საია. შეძახილი – „თავისუფლება მედროშეს!” ყოველ დღე …

ნახეთ ხუთი ამბავი სტუდენტებზე ხელოვნების უნივერსიტეტის ფოიეში – ანონსი

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები 6 თებერვალს, საღამოს 20:00 საათზე, უნივერსიტეტის ფოიეში „თეატრის ენით სტუდენტების პრობლემებზე“ მოჰყვებიან. სტუდენტები ამბობენ, რომ ელიან ყველას, ვისთვისაც ახალგაზრდები, სტუდენტები და მათი სათქმელი მნიშვნელოვანია. „ეს სპექტაკლი არ დაიდგმება მხოლოდ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში, ამ სპექტაკლს დავდგამთ ყველა იმ უნივერსიტეტის ფოიეში, სადაც სტუდენტებს დაკავებული აქვთ ფოიე. ყველას შეუძლია მოვიდეს და დააკავშიროს ჩვენი …

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები შენობაში რჩებიან ანრი კაკაბაძის გათავისუფლებამდე

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ მანამ, სანამ არ გათავისუფლდება სტუდენტი ანრი კაკაბაძეც, რომელიც დღეს, 28 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. „ბათუმელებს“ სტუდენტებმა უთხრეს, რომ დღეს მე-13 ღამეს გაათევენ უნივერსიტეტის ფოიეში. „აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენს მშვიდობიან პროტესტს, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, სანამ არ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი, სანამ არ გათავისუფლდება ანრი …

კვირას ბათუმში ხულოელების პროევროპული მსვლელობა იგეგმება

ხულოელები ბათუმში საპროტესტო მსვლელობას აანონსებენ. პროევროპული მსვლელობა 26 იანვარს, კვირას, 18 საათზე დაიწყება. შეკრების ადგილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტია, ბულვარის მხრიდან. “მსვლელობით უნივერსიტეტიდან “ბათუმელების” ოფისთან გადავინაცვლებთ რეჟიმის პატიმრის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, საბოლოოდ კი საკონსტიტუციო სასამართლოსთან მივალთ, სადაც უკვე ორი თვეა უწყვეტად მიმდინარეობს საპროტესტო აქცია. მსვლელობის მონაწილეები ვუერთდებით ქართველი ხალხის მოთხოვნებს: საქართველოში ჩატარდეს ხელახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები; …

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს 30 იანვარს აირჩევენ

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები 2025 წლის 30 იანვარს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. არჩევნების თარიღი 22 იანვარს გამოცხადდა. ხელოვნების უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ახლა ინგა ხალვაშია. “მე ვარ რექტორის მოადგილე, რომელსაც ასეთი ფორსმაჟორული სიტუაციის დროს აქვს უფლება გასწიოს რექტორის მოვალეობის შესრულება ორი კვირის ვადით”, – თქვა ინგა ხალვაშმა “ბათუმელებთან”. როგორც უნივერსიტეტის ვებგვერდზე ვკითხულობთ, კანდიდატებს …

ბათუმის აქციაზე დაკავებულთაგან 5 მოქალაქე გაათავისუფლეს

16 იანვრის საღამოს ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს: ვაჟა დარჩია, გოდერძი ფრანგიშვილი, მალხაზ ირემაძე და მათე ცენტერაძე. მათთან ერთად გაათავისუფლეს თემურ ქათამაძეც, ბათუმის აქციების მთავარი მედროშე, რომელიც გათავისუფლებიდან მალევე სამტრედიის იზოლატორთან ისევ დააკავეს. ამ ამბიდან მალევე ბათუმელმა აქტივისტმა, ციალა ქათამიძემ დაწერა, რომ ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ მას, როცა დაკავებული იყო, უთხრა, რომ ბათუმის მედროშეს ქვეყნიდან „გააგდებდა“. …

ქუთაისსა და ახალციხეში მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

„თავისუფლება მზიას!“ – 16 იანვრის ღამეს ჟურნალისტებმა ქუთაისში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლის მხარდასაჭერი აქცია გამართეს. „მზია ამაღლობლის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას საფუძველი არ ჰქონდა და ეს რეალურად არა მოსამართლის, არამედ რეჟიმის გადაწყვეტილებაა” – აცხადებენ ჟურნალისტები. მზია ამაღლობლისa და აქციებზე დაკავებული ყველა პირის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა ახალციხეშიც. გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ …

ზუგდიდში მასწავლებელი მიკო მიქავაც დააკავეს

დღეს, 16 იანვარს, ზუგდიდში ფეიერვერკის გაშვების გამო დააკავეს არტისტი და სამოქალაქო აქტივისტი კერენ ესაბუა და მარიამ სიჭინავა, „დროას“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი. აქტივისტების დროებითი დაკავების იზოლატორში გადაყვანას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შენობასთან ხმაური მოჰყვა. შენობასთან დაკავებულების მხარდასაჭერად, სოლიდარობის ნიშნად მოქალაქეები მივიდნენ. სანამ კერენ ესაბუას და მარიამ სიჭინავას პოლიციის მანქანაში ჩასვამდნენ, ადგილზე ისმოდა მათი შეძახილები – “თავისუფლება რეჟიმის …

„დამაჯარიმეს 5 ათასი ლარით, რომლის გადახდასაც არ ვაპირებ“ – აქტივისტი ზუგდიდში

ზუგდიდელი აქტივისტი, მარიამ სიჭინავა სასამართლომ 5 ათასი ლარით დააჯარიმა. მარიამ სიჭინავა 13 იანვრის ღამეს, დაახლოებით 22:30 საათზე დააკავეს. „დამაკავეს 13 იანვრის ღამეს, პიროტექნიკის გამოყენებისთვის. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი აბშილავამ, გააერთიანა 30 დეკემბრიდან 13 იანვრამდე დაწერილ ოქმებზე საქმეები და განიხილა ჯამში 7 საქმე. მთლიანი სასამართლო პროცესი იყო ცირკი, დარბაზში მყოფი აქტივისტები ბრალდების მხარის ყველა სიტყვას …

სახის დაფარვის გამო ზუგდიდში აქტივისტებს მეორედ და მეოთხედ შეუდგინეს ოქმები – ვიდეო

საპროტესტო მოძრაობის ზუგდიდელი აქტივისტები აცხადებენ, რომ პრინციპულად არ ემორჩილებიან „ოცნების“ ახალ კანონს, რომელიც აქციის მონაწილეებს სახის დაფარვას უკრძალავს. 8 იანვარს ზუგდიდელ აქტივისტს, მარიამ სიჭინავას პოლიციამ მეოთხედ შეუდგინა ოქმი ბალაკლავის [ქუდი, რომელიც სახეს ფარავს] ტარების გამო, ხოლო კერენ ესებუას – მეორედ. „დაახლოებით 7 საათისთვის მივედით აქციაზე ბალაკლავით. შევამჩნიე, რომ ერთ ჯგუფად იდგნენ პოლიციის მაღალჩინოსნები, რომლებმაც ჩემი …

კაცი საქართველოს დროშით ბათუმის აქციებიდან – „ჩემი წინაპრები მუჰაჯირები იყვნენ ხინოდან“

„დაუღალავი მედროშე“ – ასე მოიხსენიებენ ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები 54 წლის თემურ ქათამაძეს, რომელიც უკვე ერთი თვეა ბათუმში ყველა აქციაზე დგას დროშით ხელში. ბათუმში პროტესტი და აქციები უკვე ყველასთვის წარმოუდგენელია მედროშის გარეშე. კაცი საქართველოს დროშით ყოველ საღამოს მიდის აჭარის მთავრობის სახლთან, რუსული რეჟიმის საწინააღმდეგო აქციებზე, არჩევს ნათელ ადგილს და მთელი ძალითა და მონდომებით აფრიალებს საქართველოს …

ხულოს სოფელ ჩაოში მეწყერი ჩამოწვა – „4 ოჯახს პირდაპირ გვემუქრება საფრთხე“

დღეს, 19 დეკემბერს, საღამოს, მეწყერი ჩამოწვა ხულოს სოფელ ჩაოში. „მეწყერი ამ საღამოს ჩამოწვა. სოფელში ჩაიკეტა ცენტრალური გზები. გადაუდებელი დახმარება რომ დასჭირდეს ვინმეს, სასწრაფო დახმარება ვერ მოვა. მე ახლა მეზობელთან ვარ. სახლში ვერ გავჩერდი. არ გაიჩერება, მეშინია. სხვა ოჯახებიც არიან, ვინც გამოვიდნენ სახლებიდან და მეზობლებთან ან ნათესავებთან აფარებენ თავს. ოთხი ოჯახი ვართ, ვისაც პირდაპირ გვემუქრება საფრთხე. …

ექთნები ხულოდან კლინიკის კარების გამოხურვით იმუქრებიან

ხულოს კლინიკაში დასაქმებული ექთნები საერთო მიმართვას ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, კლინიკის მენეჯმენტს სურს შეცვალოს ექთნების გრაფიკი. „15 დღის წინ გვითხრეს, რომ თქვენ ყოველ მეოთხე დღეს მორიგეობის ნაცვლად, უნდა გადახვიდეთ ყოველ მე-8 დღეს მორიგეობაზე. ჩვენ გვქონდა შეკითხვა, რატომ? ბევრი პაციენტი არ გვყავს და კომპანია ასე მუშაობაზე არ არის თანახმაო. აგიხსნით, როგორ უნდათ ყოველ მე-8 დღის მორიგეობაზე გადაგვიყვანონ. …

„გზა არ არის, შუქი არ არის, მომკითხავი კაცი არ არის“ – ხულოსა და შუახევში ზოგ სოფელს დენი არ მიეწოდება

დღეს, 19 დეკემბერს, ხულოში სოფლების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. შუქი პრობლემურად მიეწოდება შუახევის რამდენიმე სოფელსაც. „თუ იცით, თოვლის მოსვლას როგორ ვიგებთ? შუქი რომ ქრება, ვხვდებით, რომ მოსალოდნელია ცუდი ამინდი. ან უნდა გათოვდეს, ან იწვიმოს… გზა არ არის გახსნილი, ჯერ გზა უნდა გაიხსნას, რომ ნახონ რა პრობლემის გამო არ მოგვეწოდება დენი. შიდა სასოფლო გზა არ არის …

შუახევში ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა

შუახევში ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა ჩაიკეტა. შუახევის ცენტრთან ახლოს მეწყერი დღეს, 19 დეკემბერს, გამთენიისას ჩამოწვა. „განვითარებულია მეწყერი. გორაა ჩამოსული და მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. იწმინდება, ტექნიკა მისულია. ალბათ, საღამოსკენ აღდგება მოძრაობა, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან ძალიან დიდი მასაა ჩამოსული. ჩამოიტანა ხეებიც. ცენტრალურ გზაზეა საუბარი, როგორც კი შუახევის ცენტრს გაცდები. მეწყერი დღეს, გამთენიისას ჩამოწვა. საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია …

13 დეკემბერს მეზღვაურები ბათუმში მარშს აანონსებენ

ხვალ, 13 დეკემბერს, ბათუმელი მეზღვაურები საპროტესტო მარშს აანონსებენ. მარში 19:00 საათზე, ევროპის მოედნიდან დაიწყება. „დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, როგორც სხვა სფეროს წარმომადგენლები აკეთებენ ამას და ავირჩიოთ ნათელი და ევროპული მომავალი! ბათუმი საზღვაო ქალაქია, სადაც 18 000 მეზღვაური ცხოვრობს, სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ, ხვალ, საღამოს 19:00 საათზე გამოვიდეთ ყველა მეზღვაური, მეზღვაურთა ოჯახის წევრები, საზღვაო სფეროში და დაწესებულებებში დასაქმებულები …

ბსუ-ს ლექტორების ნაწილი პროტესტს უერთდება

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 25-მდე პროფესორი და მოწვეული ლექტორი გაიფიცა. მათი თქმით, აცხადებენ პროტესტს და მიაჩნიათ, რომ „ახლა ქვეყნის ინტერესების დაცვის დროა!“ ლექტორები ახლა უნივერსიტეტის ეზოში არიან შეკრებილები. „გუშინ ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებისა და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, გამოცხადდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება, რაც არის საქართველოს ყველა პერსპექტივის და საერთოდ სახელმწიფოებრიობის გაუქმების მცდელობა. ქალაქ თბილისში, კონსტიტუციის …

„მე სიტუაციას არ ვუყურებ უიმედოდ”- ბათუმელი სტუდენტი

არჩილ ბერიძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი და მოძრაობა „გუშაგების“ წევრია. არჩილი მონაწილეობდა ბსუ-ს სტუდენტურ პროტესტში. მათ პროტესტი 14 ნოემბერს დაიწყეს და 9 ღამე გაათიეს უნივერსიტეტში, შემდეგ კი ზოგიერთი მათგანი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს შეუერთდა. არჩილ ბერიძეს ვკითხეთ, რას ფიქრობს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, როგორ ხედავს პროცესების განვითარებას და მის, როგორც მოქალაქის როლს. არჩილ, როგორ ფიქრობთ, …

„1121 წელს ქართველ მებრძოლებში შეიძლება არ იყო გამარჯვების იმედი, თუმცა იბრძოდნენ სამშობლოსთვის“ – სტუდენტები

დღეს, 24 ნოემბერს, დილიდან იმართება საპროტესტო აქციები თბილისში. მოქალაქეები ითხოვენ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს, დეოლიგარქიზაციას, გასულ საპროტესტო აქციებზე უკანონოდ დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებას…. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ  რუსულ, ეგრეთ წოდებულ ოჯახური სიწმინდის კანონსაც. აქციას უერთდებიან მოქალაქეები რეგიონებიდან. მათი ნაწილი უკვე თბილისშია. თსუ-ს წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიმართეს. „… დიდი ხანი ვიფიქრეთ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა, …

მხარს ვუჭერ სტუდენტების პროტესტს. სხვაგვარად არ მექნება ლექციაზე შესვლის მორალური უფლება – ინგა შამილიშვილი

ბსუ-ს პროფესორი, ინგა შამილიშვილი ამბობს, რომ ის მხარს უჭერს, როგორც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს, ასევე სტუდენტების საპროტესტო აქციებს თბილისში. „ბათუმელებმა“ ინგა შამილიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. პროფესორს ვკითხეთ, მისი აზრით, რა ძალა აქვს სტუდენტების პროტესტს და როგორ აფასებს მიმდინარე პროცესებს. ქალბატონო ინგა, როგორ ფიქრობთ, რა ძალა აქვს სტუდენტების პროტესტს და რას გვეტყვით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების …

აქტივისტი ნინოწმინდიდან: „არჩევნებზე აქ იყო ტოტალური კონტროლი“

ტიგრან თარზიანი ნინოწმინდელი აქტივისტია. ის გვიყვება, როგორი იყო წინასაარჩევნო პერიოდი და საპარლამენტო არჩევნების დღე ჯავახეთში – ნინოწმინდასა და ახალქალაქში, სადაც ძირითადად ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს. აქტივისტი ამბობს, რომ ნინოწმინდაში არჩევნები „ქართული ოცნების“ ტოტალური კონტროლის ქვეშ ჩატარდა. ტიგრან, მოდი დავიწყოთ წინასაარჩევნო პერიოდზე საუბრით. რა ხდებოდა ჯავახეთში არჩევნებამდე? მე არ ვიყავი დამკვირვებელი ან რომელიღაც პოლიტიკურ პარტიის წარმომადგენელი, …

დამკვირვებელი იორმუღანლოდან: „გაყალბების მინიმუმ 20 მეთოდი გამოიყენეს”

აქტივისტი თოზუ გულმამედლი კახეთში, იორმუღანლოს თემში აკვირდებოდა წინასაარჩევნო პერიოდსა და საპარლამენტო არჩევნებს 26 ოქტომბერს. ეს თემი ეთნიკური აზერბაიჯანელებითაა დასახლებული. იორმუღანლოს თემში ოფიციალურად 9 სოფელია, სადაც ჯამში 13 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. არჩევნების დღეს თოზუ ყველა საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა. აქტივისტი „ბათუმელებს“ უზიარებს, რა დარღვევები გამოიკვეთა იორმუღანლოში არჩევნებამდე და უშუალოდ არჩევნების დღეს. თოზუ, რომ მოგვიყვე, როგორი იყო …

„არ ვჭამ ბევრს, მაგრამ ჭამა მაინც ხომ მჭირდება და წამლები“ – 65 წლის ქალი დახმარებას ითხოვს

65 წლის ბათუმელი ნანული ჯაშის ცხოვრება დაახლოებით 14 წლის წინ შეიცვალა, როცა შვილი დაეღუპა. „უკვე 9 წელი სრულდება, რაც ტვინში სისხლი ჩამექცა, ინსულტი მივიღე. წამალს ვსვამ მარცხენა ხელ-ფეხის შესანარჩუნებლად. ეს დამემართა შვილის დაღუპვის გამო, 21 წლის ბიჭი მომიკლა მანქანამ. ოთხი წელიწადი ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი. შემდეგ ნელ-ნელა, როგორღაც წამოვდექი. ეტლით დავდიოდი გარეთ, თავი რომ მერჩინა. მოწყალებით …

მტრული გარემო, ძალადობა და აგრესია – რატომ ხდებიან ჟურნალისტები სამიზნე არჩევნებზე

„მტრული და აგრესიული“ – ასე ახასიათებენ ქართველი ჟურნალისტები 26 ოქტომბრის არჩევნებზე გარემოს, რომელშიც ისინი მუშაობდნენ. ჟურნალისტები, ერთი მხრივ, არჩევნებზე დარღვევების გაშუქებას ცდილობდნენ, მეორე მხრივ კი, საარჩევნო უბნებთან მობილიზებული აგრესიული ჯგუფების მოგერიება უწევდათ, პოლიცია კი არ რეაგირებდა. ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 48 შემთხვევა დაფიქსირდა და დანაშაულებრივი ქმედებებით ზიანი …

„ბათუმელების“ მკითხველმა 97 742 ლარი შეუგროვა ნათიას – ქალი 30 სული პირუტყვით მთაში

ნათია აბულაძე, ქალი ხულოდან, რომელიც მარტო უვლის 30 სულ პირუტყვს და ოცნებობს ჰქონდეს პატარა მიწა, სადაც ცალკე სახლი და ბოსელი ექნება, „ბათუმელებმა“ მკითხველებს წელს, აგვისტოში გააცნო. „ბათუმელების“ სტატიას და ვიდეომასალას მკითხველების დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ნათიას დახმარების სურვილი ათასობით ადამიანმა გამოთქვა. ნათია აბულაძეს „ბათუმელების“ მკითხველმა, ჯამში, 97 742 ლარი შეუგროვა. ნათია იალაღიდან დაახლოებით 20 დღის …

“განქოცდი! არ დანებდე!“ – წარწერები ბათუმის ბსუ-სთან ბულვარის დირექტორის მოადგილემ წააშლევინა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან წარწერები გამოჩნდა – „ქოცობა ტეხავს! განქოცდი! არა რუსეთს! არ დანებდე! არა რუსულ ოცნებას!“ ეს და სხვა ანტირუსული წარწერები, „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბსუს-თან ახალგაზრდებმა დატოვეს, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და ამბობენ, რომ მათი ხმები მოპარულია. წარწერების წაშლა უნივერსიტეტთან მალევე დაიწყეს. ამ პროცესს პირადად ზედამხედველობდა ბათუმის ბულვარის დირექტორის პირველი მოადგილე ზაურ თურმანიძე. …

ბათუმელი ახალგაზრდები თბილისში დაგეგმილ აქციას უერთდებიან – „არ ვეგუებით გაყალბებულ არჩევნებს“

დღეს, 28 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილ აქციას ბათუმელი ახალგაზრდების ნაწილიც შეუერთდება. ბათუმელი ახალგაზრდები, რომელთაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელი ბრიფინგისა და აქციაზე გამოსვლის მოწოდების შემდეგ თავადაც გადაწყვიტეს თბილისში, აქციაზე წასვლა. ზოგიერთი მათგანი უკვე თბილისშია. „ქართულმა ოცნებამ” საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ არჩევნებზე შედეგები გააყალბა. გააყალბა ხალხის ხმა და ჩაახშო სამართალი ღიად და სამარცხვინოდ, ყველა …

„ოცნების“ კანდიდატი ბსუ-ს დაფინანსებულ შეხვედრაზე – ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

23 სექტემბერს არჩილ ბერიძე – „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის წევრი ბათუმიდან, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებით ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო და სტუდენტებს მიმართა. შეხვედრა პროექტ „დებატები 2024“-ს ფარგლებში შედგა. არჩილ ბერიძე ამის შესახებ წერს და ფოტოებს აქვეყნებს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე. პოსტს უფინანსებს „ქართული ოცნება“. ამ გვერდს არჩილ ბერიძე წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებს და მისი ყველა აქტივობაც …

„ვითხოვთ, ცესკოს და უსკოს დაუყოვნებლივ რეაგირებას“, – ენმ-ს ბრიფინგი ბათუმში

დღეს, 23 ოქტომბერს, კოალიციამ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ბრიფინგი გამართა. „ქართული ოცნება არიგებს ბიულეტენებს სადემონსტრაციოდ, სადაც ძირითადი პროდასავლური ოპოზიციური პარტიები არის მოხსენიებული, როგორც ომის პარტია. ვითხოვთ ცესკოსგან და უსკოსგან მოახდინონ დაუყოვნებლივი რეაგირება. ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ეწევა ძალადობას პროპაგანდას, მოიხსნას რეგისტრაციიდან. ეს არის ჩვენი მოთხოვნა“, – გვეუბნება  „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა ქაშიბაძე. ქაშიბაძის …

ავარია ბათუმში – ერთმანეთს საქალაქო ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 22 ოქტომბრის დილით ბათუმში, ბაგრატიონისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში. ერთმანეთს მუნიციპალური ავტობუსი და სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება დაიწყო სს კოდექსის 276-ე მუხლით. შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოში ადგილზე გამოძახებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ჩანს, თუმცა პრესსამსახურის თქმით, გამოძახების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა ერთი პირი. _______ …

„ზოგს კარტოფილი არ აუღია, ზოგს შეშა არ აქვს“ – ხულოში ზამთარი ოქტომბერში დადგა

მაღალმთიან აჭარაში დღეს, 21 ოქტომბერს, თოვლის საფარი 50-55 სანტიმეტრს აღწევს. ხულოს ბევრ სოფელში ოჯახებმა ვერ მოასწრეს მოსავლის აღება და ზამთრისთვის მომზადება. „არის ოჯახები, რომლებმაც კარტოფილის ამოღება ვერ მოასწრეს. ყველასთვის მოულოდნელი იყო ეს ამინდი. მე პირადად შეშა ვერ მოვიმარაგე. ველოდებით გამოდარებას. იქნებ რამე მოვახერხოთ”, – გვეუბნება თეიმურაზ გაბაიძე, რომელიც ხულოს სოფელ ქვედა თხილვანაში ცხოვრობს. მისი თქმით, …

Exit mobile version