მოვიპარე ერთხელ, ორჯერ… ვიპარავდი ტანსაცმელს, სხვა გამოსავალი არ მქონდა – 14 წლის გოგოს ისტორია

უნდა, რომ მისი ოთახის კედლები მწვანე ფერის იყოს. ისიც ზუსტად იცის, რომელ კუთხეში რომელ ნივთს დადგამს. საკუთარ ოთახზე ბევრი აქვს ნაფიქრი, თუმცა არასდროს ჰქონია. 14 წლისაა და ამდენივე წელია, რაც ქირით ცხოვრობს ბათუმში. თუ გაუმართლებდა, ნაქირავები ბინის მომცრო მისაღებ ოთახში ეძინა ბებიასთან ერთად. ახლაც ასეა. მისაღებში სძინავს და მწვანეკედლებიან ოთახსა და მომღერლობაზე ოცნებობს. კიდევ ბევრი …

„განდაგანას“ ცეკვა აჭარაში ყველა მესამემ იცის – „ბერმუხას“ 70 წლის თვითნასწავლი მოცეკვავე და მედოლე

თვითნასწავლი მედოლე, მომღერალი და მოცეკვავეა. 50 წელზე მეტია, რაც დოლზე უკრავს, იყო დრო მსახიობად მუშაობდა, შემდეგ ანსამბლში მღეროდა. საკუთარ თავს ხელოვანად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ვერ წარმოიდგინა საბოლოოდ ანსამბლ „ბერმუხას“ მოცეკვავე თუ გახდებოდა. დღეს 70 წლის გიორგი თაფლაძეზე გიყვებით, რომელიც რამდენიმე წელია, რაც „ბერმუხას“ შეუერთდა. „სხვათა შორის, ჩემი ცეკვა ყველას გაუკვირდა. მედოლე კაცმა ცეკვა რომ …

„ბერმუხას“ 103 წლის მოცეკვავე: ვფიქრობ იმდენი ვიცოცხლო, რომ ევროპაში შესვლა მომესწროს

დღეს 103 წლის მუხამედ ირემაძეზე გიამბობთ, რომელიც ანსამბლს „ბერმუხას“ ერთ-ერთი პირველი მოცეკვავეა. მუხამედ ირემაძე 42 წელია ანსამბლის წევრია. ეს ანსამბლი 1982 წელს შეიქმნა. „ბერმუხას“ პირველი მოცეკვავე მე ვიყავი და დღემდე ბერმუხაში ვარ. ანსამბლის წევრი თუ გავხდებოდი ვერ წარმომედგინა. სულ ვცეკვავდი, მაგრამ 15-20 წლის რომ შევიქმენი, მაშინ სხვანაირად ვიგრძენი ცეკვა, როგორ რა უნდა გამეკეთებინა. ანსამბლში რომ …

104 წლის ფატი გაზაფხულს ელის – „სოფელში უნდა წავიდე დათბება თუ არა“

დღეს 104 წლის ფატი პაქსაძეზე გიამბობთ, რომელიც ხულოს სოფელი პაქსაძეებიდან ჩამოვიდა ბათუმში, ახლა დროს ძირითადად ქსოვაში ატარებს და ასე ცდილობს ებრძოლოს მოწყენილობას, რომელიც, მისივე თქმით, სიბერეს ახლავს თან. ფატის მოქსოვილ წინდებს, ჟაკეტებს თუ მაგიდის გადასაფარებლებს კონკრეტული ადრესატი არ ჰყავთ: „ვქსოვ მათთვის, ვისაც ჩასაცმელი არ აქვს. შალი ჯანმრთელობისთვისაც კარგია“, – გვეუბნება ფატი. როგორც ქალი გვიყვება, სოფელ …

რა ღირს ხამსა – რეპორტაჟი ბათუმის ავტოსადგურიდან და ბაზრიდან

თუ ბათუმში დეკემბრის დასაწყისიდან თებერვლამდე ბაზრობაზე ან მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვდებით, აუცილებლად მოკრავთ ყურს ასეთ შეძახილებს: „ხამსა გაიყოლეთ, ზამთარს თევზი უხდება, სუპერი ხამსა იყიდება ჩვენთან“. ახლა ქაფშიას, იგივე ხამსას სეზონია. რა ღირს ხამსა? – „ბათუმელებმა“ ამ პოპულარული თევზის ფასი ბათუმში რამდენიმე ადგილას იკითხა. ვესაუბრეთ გამყიდველებსაც. თევზის გამყიდველების თქმით, 24 იანვრის მონაცემებით, ხამსას ფასი 3-დან 4 ლარის …

„არაფერს ვნანობ, მხოლოდ სიბერე მაწუხებს“ – 103 წლის ქალი ბათუმიდან

„დიდი ხნის ცხოვრება მაქვს. მეც დიდი ხნის ვარ. 103 წლის ქალი ვარ“, – ამბობს ულფეთ ფუტკარაძე და ხელებს ითბობს შეშის ღუმელზე. თან აკვირდება, თითქოს ცდილობს დარწმუნდეს, რომ ღუმელში შეშა საკმარისია. შავი ტანსაცმელი და წითელვარდებიანი წინდები აცვია, რომელზეც მოგვიანებით გვეტყვის, რომ შვილთაშვილმა აჩუქა. თავსაფარს ისწორებს, საიდანაც მოკლედ შეჭრილი, წითურად შეღებილი თმა მოუჩანს და დივანზე ჯდება. მტკიცედ …

აჭარაში ორ ქალს 110 წელი შეუსრულდა, 35-მა ადამიანმა კი საუკუნეს გადააბიჯა

აჭარაში მცხოვრებ ორ ქალს ნაქიფე დავითაძესა და ფატყუმე დიასამიძეს 110 წელი შეუსრულდათ. 35 მოქალაქემ კი, ვინც აჭარაში ცხოვრობს 100 წელს გადააბიჯა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ შორის 5 კაცი და 30 ქალია. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, „100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარების” პროგრამის ფარგლებში, აჭარის რეგიონში მცხოვრებ 100 წელს გადაცილებულ 35 მოქალაქეს 1000 – 1000 ლარი …

„პოსტი წაშალე“, – ამბავი სოფლებში ჩაკლულ პროტესტზე

საახალწლოდ სოფელში წავედი. ბავშვობაში ალბათ ყველაფერი წარმომედგინა, გარდა ჩემი უბნის დაცარიელებისა. ჩემს მშობლებს ერთი მეზობელი შერჩათ იქ და მალე ისინიც წავლენ.  შუქი ხშირად არ აქვთ ზამთარში. შიში მატანს, როცა ოჯახის წევრებს ვერ ვუკავშირდები. როცა იმ ერთადერთ მეზობელსაც ვერ ვუკავშირდები. რთულია თავში გაჭედილ აზრი – „იქნებ რა უჭირთ?“ ჰო, ყელში ამოვიდა ვერ გაგებული ამბავი ბებოზე, დედაზე, …

„მარტო ვერ დავდივარ, ყველა ნაბიჯზე ბარიერია“ – უსინათლო ქალი ბათუმიდან

ბათუმში დაიბადა და ყოველთვის ამ ქალაქში ცხოვრობდა. ძალიან უყვარს ბათუმი, მაგრამ ამ დროის განმავლობაში, არც ერთხელ უგრძნია თავი კომფორტულად ქუჩებში, ზებრა გადასასვლელებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში. „თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ამ ქალაქში ვდგამ, ჩემთვის ბარიერებითაა სავსე“, – გვეუბნება 28 წლის ნანა დუმბაძე. ის უსინათლოა. დღეს ნანასა და მის გამოწვევებზე გიამბობთ, ქალზე, რომელსაც ყველგან წასვლა …

შვილები, რომლებიც მშობლების კონტროლს ცდილობენ

ბევრჯერ მომისმენია – „ჩემი შვილი რას იტყვის“, „ამის ჩაცმის ასაკი აღარ მაქვს, ჩემს შვილებსაც არ მოეწონებათ“, „მე კი მინდა ვიყიდო, მაგრამ არ ვიცი ბავშვებს თუ მოეწონებათ“, „არ გამიშვა ბიჭმა, რა დროს ესააო“… სულ ვიცოდი, რომ ასეთი ფრაზების უკან კარგი არაფერი იდგა, მაგრამ ბოლო დრომდე მგონი, მაინც ვერ ვხვდებოდი, რამდენად ცუდი რამ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს. დაჰკვირვებიხართ, …

რა ღირს დასვენება კურორტ გოდერძსა და ახლო მდებარე სოფლებში

აჭარაში, კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად 20 დეკემბერს გაიხსნა. რა ღირს დასვენება წელს კურორტზე? გოდერძიზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასტუმრო „ამბასადორი გოდერძია“. ნომრების ღირებულების გასარკვევად სასტუმროს მიღება-განთავსების მენეჯერს, ირაკლი იაკობაშვილს ვესაუბრეთ. „საახალწლო პერიოდში, რა თქმა უნდა, ფასები გაზრდილია. ორადგილიანი ნომრის ღირებულება იწყება 250 დოლარიდან. ერთადგილიანი ნომრის ღირებულება საახალწლო პერიოდში 230 დოლარია, შარშან 170 დოლარი იყო. საახალწლო …

უშუქობა და უგზოობა – მაღალმთიან აჭარაში თოვს

მაღალმთიან აჭარაში გუშინ დილიდან გადაუღებლად თოვს. ადგილობრივების თქმით, თოვლის საფარი დღეს, 25 დეკემბერს, 1,5 მეტრამდე აღწევს. „ჩაკეტილია გზები. აღარც შუქი გვაქვს და აღარც კვალი. გუშინს შემდეგ უშუქობა გვაქვს”, – გვითხრა ხულოს სოფელ ბეღლეთის მკვიდრმა. „მაღალმთიან აჭარაში მოსულ უხვ ნალექს ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა არ გამოუწვევია. დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო დაზიანებულია რამდენიმე ელექტრო სადგური. მაგალითად, ვაშლოვნის, რიყეთისა …

გოდერძის უღელტეხილზე მაშველებმა თოვლში ჩარჩენილი 8 ადამიანი გამოიყვანეს

გუშინ, 17 დეკემბერს, გოდერძის უღელტეხილზე მიმავალი 8 ადამიანი ჩარჩა თოვლში. მოქალაქეები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა გამოიყვანეს. „უხვი ნალექის გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა სამი ავტოსატრანსპორტო საშუალება, სადაც იმყოფებოდა 8 ადამიანი. მეხანძრე-მაშველების მიერ ყველა შესაბამისი სპეცტექნიკის მობილიზების შედეგად, თოვლში ჩარჩენილი ავტომობილების თოვლის საფარიდან გამოთავისუფლება და მოქალაქეების უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხდა”, – იუწყება საგანგებო სიტუაციების …

რუმინეთში გემიდან ქართველი მეზღვაური გადავარდა და გაუჩინარდა – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

გუშინ, 13 დეკემბერს, რუმინეთში, ღუზაზე მდგომი გემიდან ქართველი მეზღვაური გადავარდა. მეზღვაურს ამ დრომდე ეძებენ. მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოშიც. „საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოსული ინფორმაციით, რუმინეთში, კონსტანტას ნავსადგურის აკვატორიაში, სანაპიროდან 60 საზღვაო მილის მოშორებით, ღუზაზე მდგომი გემიდან გადავარდა ქართველი მეზღვაური. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეკიპაჟი მაშინვე შეეცადა მას საკუთარი ძალებით დახმარებოდა, გადაუგდეს სამაშველო რგოლი, …

„არაფერი არ შეცვლილა“, – ზესტაფონელი ქალი მესამე დღეა შიმშილობს

მესამე დღეა, რაც ფატიმა ხიჯაკაძე ზესტაფონის მერიასთან შიმშილობს. ქალი აცხადებს, რომ ავტობანის მშენებლობამ საფრთხე შეუქმნა მის საცხოვრებელ სახლს, რომელიც ზესტაფონში, უზნაძის ქუჩაზე მდებარეობს. „[ღამით] მერიის შენობაში ვიყავი და მეძინა. დღეს არ ვიცი გამაჩერებენ თუ არა. არაფერი არ შეცვლილა. მე მგონი, დღეს საგზაო დეპარტამენტი ჩამოდის, ვისთანაც მაქვს დავა და შემახვედრებენ. მერმა გააჟღერა, რომ ჩამოდიან. ჩაერია მუნიციპალიტეტი, …

„მომატყუეს, ჩემი სახლი ინგრევა“ – მოქალაქე აცხადებს, რომ შიმშილობას იწყებს

დღეს, 11 დეკემბერს, ზესტაფონის მერიის წინ მოქალაქემ განაცხადა, რომ შიმშილობას იწყებს. ფატიმა ხიჯაკაძე აცხადებს, რომ ავტობანის მშენებლობა საფრთხეს უქმნის მის საცხოვრებელ სახლს, რომელიც ზესტაფონში, უზნაძის ქუჩაზე მდებარეობს. „დღეს დავიწყე შიმშილობა და გავაგრძელებ, სანამ ვიცოცხლებ. საგზაო დეპარტამენტმა გამომიტანა ტყუილი დასკვნები, გვირაბი გავიდა [სახლიდან] 16 მეტრში და სახლს ემუქრება დანგრევა. კომპენსაციას არ მაძლევს ჩინური კომპანია, რომელიც ავტობანზე …

სად არიან ქალები აჭარის მუნიციპალიტეტების მერიებსა და საკრებულოებში

აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერი კაცია, ისევე, როგორც ამ მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები. მერებს ჯამში 14 მოადგილე ჰყავთ და სამი მათგანია მხოლოდ ქალი. ხულოს, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ამ პოზიციაზე ქალს არ ვხვდებით. შუახევის მერს 3 მოადგილე ჰყავს და მათგან ერთი ქალია, 2 ქალი მოადგილე ჰყავს ბათუმის მერს, თუმცა ქალაქის ვიცე-მერის თანამდებობა კაცს უკავია. აჭარაში მუნიციპალიტეტების …

როგორ შეძლო ქალმა ხულოში საკონდიტროზე ოცნება რეალობად ექცია

„გარიგებით დავქორწინდი, მაგრამ, რა თქმა უნდა, შემდეგ შემიყვარდა ჩემი მეუღლე. სამი შვილი მყავს. ორი გოგო და უმცროსი ბიჭი, რომელიც 25 დღის იყო, როცა ჩემი ქმარი გარდაიცვალა. 16 წელია, რაც ქმარი აღარ მყავს. ძალიან რთულია, იყო მარტოხელა დედა. ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა აიღო, იტვირთო და აიტანო, რათა ოჯახი არჩინო“ – გვიყვება 45 წლის ეკა აბულაძე. ეკა …

„გამგებელი არც რიჟვაძესთან გვიშვებს“ – სოფელი, რომელსაც მეწყერი ემუქრება, დახმარებას ითხოვს

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ სოფელში მეწყრის საშიშროებაა. „სოფელი ბუთურაული არის სეისმურად აქტიური… დღითიდღე მატულობს მიწის გადაადგილება. ამასთან, ზამთრის თვეა და ესეც ხელს უწყობს მიწის გადაადგილებას. ხალხი პანიკასა და შიშში ცხოვრობს. გვჭირდება დახმარება, გვსურს საცხოვრებელი ადგილით დაკმაყოფილება, რათა მოხდეს ადამიანების სოფლის ტერიტორიიდან გაყვანა. არავინ იცის, როდის მოხდება ტრაგედია. ახლა გვჭირდება დახმარება… თუ …

ქალი ხულოდან, რომელიც სოკოს მოყვანას გეგმავს – „მიყვარს ბრძოლა“

დღეს 43 წლის გულნარა ლაბაძეზე გიყვებით. ის ხულოს სოფელ უჩხოში ცხოვრობს. გულნარას შვილები თბილისსა და ბათუმში ცხოვრობენ, მან კი სოფელში დარჩენა ამჯობინა და მარტო ცხოვრობს. ქალის თქმით, ხულოს მკაცრი ზამთრის პირობებში მარტო ცხოვრება ძალიან რთულია. „ხშირად ვგრძნობ დაღლას, მაგრამ არ მინდა, რომ ამას შევეგუო. 43 წლის ვარ. რა დროს დაღლაა ჯერ?“ – ამბობს გულნარა. გულნარა …

100 წლის ქეთოს ამბები – „ოდესიდან რუმინეთამდე 400 კილომეტრი ფეხით გავიარე“

„ნუ მეძახი ქალბატონს, უბრალოდ ქეთო დამიძახე“ – მითხრა ბათუმელმა ქეთევან ლორიამ საუბრისას. ქეთევანი, იგივე ქეთო, 100 წლისაა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი და ყოფილი მასწავლებელია. მას ომში გატარებულ წლებზე, სტუდენტობაზე, მასწავლებლობის წლებზე და ახლანდელ სურვილებზე ვესაუბრეთ. ქეთევანს სახლში ვსტუმრობდით. იგი კართან შეგვეგება. მოკლე, თეთრი თმა აქვს, ხშირი წარბები და ინტერესით სავსე მზერა. ხელით მანიშნა, რომელ ოთახში …

რატომ ვლაპარაკობთ მენსტრუაციაზე კოდური სიტყვებით – სტიგმები, როგორც სარეველა

მენსტრუაციის პერიოდი მაქვს. ეს ის დროა, როცა მთელი თვის განმავლობაში დაზოგილი ენერგია მეცლება, ჩემი მგრძნობელობა ცამდე ადის და მუშტების ბრახუნს იწყებს კიდევ უფრო შორს წასვლის წყურვილით. ხშირად მინდა მენსტრუალური მოვლენების ერთმანეთთან ჯახაჯუხზე ბევრი ვისაუბრო, ყველაფერი გამოვუშვა და ამ გზით ვცადო დამშვიდება, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ საკუთარ თავთან მაქვს ხანგრძლივი მონოლოგები, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ამ თემაზე …

მაღალმთიანი აჭარის რამდენიმე სოფელში დენი ისევ არ არის

ხულოსა და შუახევის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიწოდება. როგორც ხულოს სოფელ წაბლანას მკვიდრმა, ბეგლარ შაინიძემ გვითხრა, შუქი ამ დრომდე არ არის წაბლანასა და მეზობელ სოფლებში. მაღალმთიან აჭარაში გუშინ, 21 ნოემბერს, დილით დაიწყო თოვა, თუმცა ადგილობრივების თქმით, დღეს დილიდან გამოიდარა. „მაღალმთიან აჭარაში მოსულ უხვ ნალექს მასშტაბური ელექტროენერგიის გათიშვები არ გამოუწვევია. მცირე შეფერხებებია ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების …

მოსწავლის თვალით დანახული სოფლისა და ქალაქის სკოლა 

14 წლის მარი ართმელაძე ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა და სწავლობდა. მერე მისი ოჯახი ბათუმში გადმოვიდა საცხოვრებლად. მარის ახლა შესაძლებლობა აქვს, არაფორმალურ განათლებაში ჩაერთოს და სხვადასხვა ტრენინგსა თუ საჯარო შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა. 14 წლის გოგოს ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე შევხვდით. მარიმ იმ განსხვავებებზე ისაუბრა, რაც მაღალმთიანი აჭარის სკოლაში სწავლასა და ქალაქის სკოლაში სწავლას შორის დაინახა. მარი …

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, დაახლოებით ღამის 11 საათზე საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა. როგორც „ბათუმელებს“ ადგილზე გვითხრეს, ბინაში მხოლოდ ერთი ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე გვითხრეს ისიც, რომ მოქალაქე უკვე გადაყვანილია საავადმყოფოში. ის მეზობელმა გამოიყვანა ბინიდან და მანვე გამოიძახა სასწრაფო დახმარება. მეზობლების თქმით, სავარაუდოდ, მას მძიმე დამწვრობა არ მიუღია. ხანძარი ლიკვიდირებულია.

„ბოდიშს ვიხდი, რომ ხალხს ვაწუხებ“ – დედის ბრძოლა შვილის სიცოცხლისთვის

37 წლის თეონა ასლანიძე შვილის გადასარჩენად იბრძვის. თეონა გვიყვება, რომ მისი 6 წლის შვილი, ომარიკო, 2019 წლიდან ებრძვის იმუნოდეფიციტს: „მეორე დიაგნოზს ვერ ვიგებთ. არ ვიცით, რატომ უზიანდება ნერვული სისტემა. ვითარდება თავის ტვინის ატროფია. შარშანდელთან შედარებით უფრო გაუარესებულია მდგომარეობა. ლანდად ხედავს, სმენითაც ასე. ჯერჯერობით ვერ მივდივართ შედეგამდე. ვიბრძვით. ასეთი  პაციენტის მოვლა ძალიან რთულია და მიჭირს. მერიდება …

თოვლი და უშუქობა ერთად ხულოში – „ციდან ფიფქის ჩამოვარდნა და უშუქობა ერთია“

მაღალმთიან აჭარაში დღეს, 17 ნოემბერს, გამთენიისას გათოვდა და ახლაც თოვს. თოვლს მოჰყვა ელექტროენერგიის გათიშვაც. როგორც ხულოს სოფელ ბეღლეთის ერთ-ერთმა მკვიდრმა გვითხრა, ხულოში „ციდან ფიფქის ჩამოვარდნა და უშუქობა განუყრელია“. „ბათუმელებს“ „ენერგო პრო ჯორჯიაში“ დაუდასტურეს, რომ ბეღლეთსა და მის მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება დილიდან შეწყდა. „დაახლოებით ნახევარ საათში ჩართავენ. თოვლის გამო ხაზი დაზიანდა. დაზიანების ნაწილი ნაპოვნია და …

სანამ მთებში ჩამოთოვს – ხულოში მცხოვრები ოჯახის სამზადისი ზამთრის წინ

მართალია, თბილი ნოემბერია, მაგრამ მაღალმთიან აჭარაში ამბობენ ხოლმე – „აჭარის თოვლი ცაში არ დარჩებაო“. ახლა ათასობით ოჯახი აჭარის მთის სოფლებში ზამთრის თოვლიანი დღეებისთვის ემზადება, როცა გზებზე გადაადგილება და საჭირო პროდუქტების შეძენა ჭირს. ამ სტატიაში ხულოს სოფელ სხალთაში მცხოვრები 7-სულიანი ოჯახის ზამთრისთვის სამზადისზე მოგიყვებით, რომელიც, ოჯახის თქმით, 4 თვე გრძელდება. 36 წლის მზია და 44 წლის …

რატომ გჭირდებოდა საშვი ქედაში წასასვლელად – როგორ აკონტროლებდნენ აჭარას

აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლებში კარგად ახსოვთ ის დრო, როცა ბათუმში წასვლა-წამოსვლისას აუცილებლად თან უნდა ჰქონოდათ პასპორტი – წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც მუნიციპალიტეტს დატოვებდნენ და ვერც სახლში დაბრუნდებოდნენ. ბლოკპოსტებზე, რომლებიც ქედასა და ხელვაჩაურში იყო, მგზავრობით დატვირთულ ავტობუსში რუსი ჯარისკაცები ადიოდნენ და ყველას პასპორტს ამოწმებდნენ. ეს მოგონებებია საბჭოთა დროის აჭარაზე, როცა ქედის, ხულოს, ხელვაჩაურისა თუ შუახევის რომელიმე სოფელში …

„არ შეგეშინდეთ, მასწავლებლობა არ არის რთული“ – 98 წლის ესმა მასწავლებელი ქედიდან

„მასწავლებლობა არ არის რთული, არ შეგეშინდეთ – რკინის ბოძივით მყარად იყავით“ – გვეუბნება 98 წლის ესმა ბერიძე ქედიდან, სოფელ ზესოფლიდან, რომელიც 37 წელი ასწავლიდა სკოლასა და ბაღში. ესმა ბერიძეს 5 შვილი, 9 შვილიშვილი, 8 შვილთაშვილი და 4 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. მასწავლებელს დღემდე კარგად ახსოვს სკოლაში ჩატარებული პირველი გაკვეთილი და შთაბეჭდილებები. „მოსწავლეებს არასდროს ვარჩევდი ერთმანეთისგან. ყველა …

„ადამიანები მხოლოდ ვარდის სილამაზეს ხედავენ“ – ქეთის კენიური ვარდების ბაღი ქედაში

„ხშირად ადამიანები მხოლოდ ვარდის სილამაზეს ამჩნევენ და არ იციან, თუ რა დიდი შრომა სჭირდება მის გახარებას. ზოგადად, რასაც ადამიანი არ აკეთებს, ყველაფერი იოლი ჰგონია. მეგობრები, ნათესავები თუ სხვები ძალიან ხშირად მეუბნებიან: „ვაიმე, ვარდები რა ლამაზია, მათ მოყვანას რა უნდა, რა ბედნიერი ხარ, ვარდებთან რომ გაქვს შეხება“ და ა.შ. ერთი შეხედვით როგორც ჩანს, ასე ნამდვილად არ …

„ქალებს დააჯერეს, რომ მენსტრუალური ტკივილი ნორმაა“ – კვლევა მენსტრუალურ სიღარიბეზე

მენსტრუაციაზე და მის საჭიროებებზე საუბარი დღემდე ტაბუირებულია საქართველოში. ქალებს საჯაროდ საუბარიც უჭირთ მენსტრუალური სიღარიბის ფორმებზე. ამ საკითხის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობამ“ ვრცელი კვლევა მოამზადა სახელწოდებით – „მენსტრუალური სიღარიბე საქართველოში“. ტერმინით – მენსტრუალური სიღარიბე აღინიშნება სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ბარიერებით განპირობებული შეზღუდული წვდომა მენსტრუალურ პროდუქტებზე, განათლებაზე, წყლის/სანიტარიის ობიექტებსა და ნარჩენების მართვაზე. კვლევის ფარგლებში რესპონდენტები …

ახალგაზრდა მასწავლებლის ცხოვრება ღორჯომში – „მეც მინდოდა ბავშვობაში ფერადი კლასი“

დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის 25 წლის მასწავლებელზე, ლუიზა შანიძეზე უნდა გიამბოთ, რომელიც ხულოში, ღორჯომში, გორგაძეების საჯარო სკოლაში ასწავლის. ლუიზამ გორგაძეების სკოლაში წელს დაიწყო მუშაობა და საცხოვრებლად მაღალმთიან აჭარაში წავიდა. ახალგაზრდა მასწავლებელს უნდა, რომ ღორჯომის, ადგილობრივებისა და მათი ყოველდღიურობის თუ ტრადიციების შესახებ სხვებსაც მოუყვეს და ამიტომ ღორჯომში მისი ცხოვრების შესახებ „ტიკტოკზე“ ვიდეოების გადაღება დაიწყო. ლუიზას …

Exit mobile version