მოსკოვი არ წყვეტს ბრძოლებს ბახმუტისთვის, თუმცა ქალაქი ალყაში ვერ მოაქცია – ISW-ის მიმოხილვა

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) რუსეთ-უკრაინის ომში 5 დეკემბერს მომხდარ მოვლენებს მიმოიხილავს. ანალიტიკოსების ყურადღების ცენტრში ბახმუტთთან, ავდეეკვასთან, სვატოვო-კრემინნას ხაზზე მიმდინარე ბრძოლები, უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მორიგი შეტევა და ორ რუსულ ავიაბაზაზე თავდასხმაა. ISW-ის ცნობით, მოსკოვი კვლავაც არ წყვეტს ბრძოლებს ბახმუტისთვის. რუსეთის არმია გუშინაც განაგრძობდა მცირედ წინსვლას ბახმუტის გარშემო, თუმცა ქალაქის ალყაში მოქცევა ვერ შეძლეს. ანალიტიკოსების შეფასებით, …

პუტინმა ყირიმის ხიდზე მანქანით გაიარა – კრემლისტური მედია

კრემლისტური მედიით ვრცელდება ინფორმაცია და ვიდეო, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყირიმის ხიდზე იმყოფებოდა. მან ხიდზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. რუსული პროპაგანდისტული საიტები ხაზს უსვამენ, რომ პუტინი Mercedes-Benz-ის საჭესთან თავად დაჯდა და ხიდის შეკეთებულ ნაწილზე გაიარა, გზად კი ვიცე-პრემიერ მარატ ხუსნულლინისგან ხიდის აღდგენითი სამუშაოების შესახებ ანგარიშს ისმენდა. „ჩვენ ახლა მივდივართ მარჯვენა მხარეს. ხიდის მარცხენა ნაწილი, როგორც …

ყირგიზული მედიის მხარდასაჭერად – ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია სივრცე კავკასია“ ყირგიზული მედიის მხარდასაჭერად განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ხელს ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აწერენ. განცხადების ავტორები და ხელმომწერები მოუწოდებენ „საერთაშორისო პარტნიორებს, მხარდაჭერა გამოხატონ ყირგიზული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, არა მხოლოდ თავისუფალი, კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დასაცავად, არამედ ასევე უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი „დაკავშირებულობის“/სატრანზიტო შესაძლებლობების დასაცავად”. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 60-მდე მედიაორგანიზაციამ …

ზელენსკის მოდა – რა აცვია ომის პრეზიდენტს და რა ღირს მისი ცნობილი მაისურები

უკრაინის პრეზიდენტი პირველი უკრაინელი ლიდერია, რომელმაც უარი თქვა ოფიციალურ კოსტიუმებზე და ომის დაწყების შემდეგ საკუთარ სტილს ამკვიდრებს – „ზელენსკის მოდას“ – უკრაინის სიმბოლიკიანი სამხედრო მწვანე მაისურებით, ჟაკეტებით, ქურთუკებით, სპორტული შარვლებითა და მოსახერხებელი, ნაკლებად ძვირადღირებული ფეხსაცმლით. ის ასე ხვდება მსოფლიო ლიდერებს, ერთვება ონლაინკონფერენციებს, წერს ვიდეომიმართვებს, დადის უკრაინის ქალაქებში და აჯილდოებს უკრაინის გმირებს. ინტერნეტსაიტებსა და სოციალურ ქსელებში …

მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული კუ 190 წლისაა – მას დაბადების დღე გადაუხადეს

წელს, დეკემბრის პირველ შაბათ-კვირას, მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული კუს დაბადების დღე აღნიშნეს წმინდა ელენეს კუნძულზე. სეიშელის გიგანტურ კუს ჯონათანი ჰქვია და მეცნიერების ვარაუდით, იგი 1832 წელსაა დაბადებული. შესაბამისად, ჯონათანი ახლა დაახლოებით 190 წლისაა. მის სიცოცხლეში მოხდა 2 მსოფლიო ომი, ელექტროფიკაცია, გამოიგონეს თვითმფრინავი, ინტერნეტი, ადამიანი გაფრინდა კოსმოსში და ა.შ.   გიგანტური კუ დაახლოებით 50 წლის იყო, როცა …

პრიგოჟინი Google-ისა და YouTube-ის დასჯას „სიცრუის გავრცელების გამო“ ითხოვს

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი გენერალურ პროკურატურას მიმართავს და სთხოვს, შეაჩეროს „არასანდო ინფორმაციის“ გავრცელება Google-ისა და Youtube-ის საშუალებით და ამ უკანასკნელის წინააღმდეგ „უმკაცრესი ზომებიც“ მიიღოს. „აუცილებელია სასწრაფოდ შევაჩეროთ არაზუსტი, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება, რაც საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი დარღვევის საფრთხეს ქმნის. ასევე ინფორმაციის, რომელიც მიმართულია რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ორგანოების დისკრედიტაციისკენ. აუცილებელია შეიზღუდოს წვდომა აღნიშნულ …

სიმტკიცის განსახიერება – ზელენსკი Financial Times-მა წლის ადამიანად დაასახელა

ბრიტანულმა გამოცემა Financial Times-მა წლის ადამიანის ტიტული უკრაინის პრეზიდენტს მიაკუთვნა. „თებერვლის სამხედრო აგრესიამდე უკრაინელთა ნაწილი მას დილეტანტად აღიქვამდა, ადამიანად, რომელიც ცდილობდა თავისი მაღალი თანამდებობის მოთხოვნებისთვის როგორმე ეპასუხა. 44 წლის ზელენსკიმ ისტორიაში ადგილი დაიმსახურა ლიდერობის თავისი არაჩვეულებრივი უნარით და სულის სიძლიერით… ზელენსკი იქცა უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და სიმტკიცის განსახიერებად რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში. სწორედ ამ მიზეზების გამო შეარჩია …

როდის გამოიდარებს? – გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5-6 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, ხოლო 7-8 დეკემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ 8 დეკემბრამდე შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ზოგან თოვლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით 0, -5 გრადუსი იქნება, დღისით – 0, …

რატომ შემცირდა უკრაინაში რუსეთის ავიაციის აქტივობა – ბრიტანეთის დაზვერვის შეფასება

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო თვეებში უკრაინაში რუსეთის ტაქტიკური ავიაციის ფრენები მნიშვნელოვნად შემცირდა. „ახლა რუსული თვითმფრინავები, სავარაუდოდ, ახორციელებენ დღეში ათობით გაფრენას, მაშინ, როდესაც 2022 წლის მარტის მაქსიმუმი დღეში 300 ფრენა იყო,“ – წერს უწყება 5 დეკემბრის რელიზში. დაზვერვის ცნობით, რუსეთმა ომში უკვე 60-ზე მეტი ფიქსირებულფრთიანი საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა და ამ დანაკარგს, სავარაუდოდ, გასულ კვირაში კიდევ …

პუტინმა ომის დანაშაულებისთვის პასუხი უნდა აგოს – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამო პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ემანუელ მაკრონმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ამერიკულ CBS-ს, რომელშიც ჟურნალისტ ბილ უიტაკერთან რუსეთის სამხედრო აგრესიაზე, უკრაინისადმი დასავლეთის დახმარებისა და პუტინთან კავშირის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა. ემანუელ მაკრონი: ამ წლის 24 თებერვალს რუსეთმა ომის დაწყება გადაწყვიტა. ვფიქრობ, მათ უდიდესი, უდიდესი შეცდომა …

ISW ზამთარში უკრაინელთა წარმატების წინაპირობებს ასახელებს

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, უკრაინა ბრძოლაში უპირატესობის შენარჩუნებას და ოპერატიულ წინსვლას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ზამთრის განმავლობაში თანმიმდევრულ კონტრშეტევებს გააგრძელებს. ინსტიტუტის ცნობით, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა უკვე განაცხადეს, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები ზამთრის გამო ოპერაციების შეჩერებას არ აპირებენ, ეცდებიან, გაიმაგრონ ახლანდელი პოზიციები და არ მისცენ საშუალება რუსეთს, ინიციატივა ხელში ჩაიგდოს. თუმცა ISW-ის ექსპერტების აზრით, …

თურქეთმა სამედიცინო ტურიზმიდან 1,6 მილიარდი დოლარი მიიღო 9 თვეში

თურქეთის საერთაშორისო ჯანდაცვის სერვისების ორგანიზაციის მონაცემებით, ქვეყანამ 2022 წლის პირველ ცხრა თვეში 1,6 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა სამედიცინო ტურიზმიდან. იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში, სამედიცინო მომსახურების მისაღებად თურქეთში თითქმის 870 000 უცხოელი ჩავიდა. საერთაშორისო პაციენტები ყველაზე ხშირად შემდეგი სპეციალობის ექიმებს მიმართავდნენ: გინეკოლოგია, შინაგანი დაავადებები, ოფთალმოლოგია, ონკოლოგია, ზოგადი ქირურგია, სტომატოლოგია, ორთოპედია და ტრავმატოლოგია, ინფექციური დაავადებები. ორგანიზაციის შეფასებით, სამედიცინო ტურიზმი …

ბახმუტის აღება რუსეთის პოლიტიკურ ამოცანად იქცა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ბახმუტის დაკავებამ მოსკოვისთვის უკვე არა ოპერატიული, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა. უწყების ცნობით, თავისი საბრძოლო ძალისხმევისა და ცეცხლის დიდ ნაწილს რუსეთი კვლავაც ბახმუტის გარშემო ფრონტის 15-კილომეტრიანი მონაკვეთისკენ მიმართავს. „ბოლო დღეებში, რუსეთის არმიამ, სავარაუდოდ, მცირედით წაიწია წინ ამ მიმართულებაზე და ახლა ცდილობს მდინარე ბახმუტკის გარშემო ჭაობიან ადგილას გამაგრდეს,“ – წერს დაზვერვა 3 დეკემბრის …

კრემლი მოლაპარაკებისთვის აყენებს პირობებს, რომლებიც დასავლეთის კაპიტულაციას უდრის – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტს ომის დასასრულებლად უკრაინასთან მოლაპარაკებები არ აინტერესებს. პუტინის რიტორიკა მიუთითებს, რომ ის თავის მაქსიმალურ მიზნებზე უარს არ ამბობს და მოლაპარაკებების გარშემო შექმნილი ბუნდოვანებით დასავლეთის მოტყუებას ცდილობს. ISW-ის უახლეს ანგარიშში ნათქვამია, რომ 2 დეკემბერს ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი შედგა რუსეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის. ამ საუბრისას პუტინი ამტკიცებდა, …

რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო შემადგენლობის 15% დაკარგა ომში – მედია

24 თებერვლამდე რუსეთის შავი ზღვის ფლოტი 275 ხომალდს ითვლიდა, მათგან მხოლოდ 58 იყო საბრძოლო, თუმცა საპატრულო კატერების ჩათვლით, საერთო ჯამში, რუსეთი შავი ზღვის ფლოტში 74 საბრძოლო ერთეული შედიოდა. როგორც რუსული გამოცემა „პროექტი“ წერს, ომის დაწყების შემდეგ, შავი ზღვის ფლოტის 12 ხომალდი და კატერი ჩაიძირა ან დაზიანდა. ჟურნალისტების შეფასებით, რუსეთისთვის ეს ძალიან სერიოზული დანაკარგია. „თუ შევაჯამებთ …

მაყურებელს უფასოდ შეუძლია დაესწროს „დინამო ბათუმისა“ და „ტორპედოს“ შეხვედრას

ხვალ, 3 დეკემბერს, ბათუმში მაყურებელს უფასოდ შეეძლება დაესწროს „დინამო ბათუმისა“ და „ქუთაისის ტორპედოს“ შეხვედრას. მატჩი ბათუმის სტადიონზე 13:30 საათზე დაიწყება. ამის შესახებ „დინამო ბათუმის“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ. კლუბი „დინამო ბათუმი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა დააჯარიმა და შეხვედრა „ტორპედოსთან“ მაყურებლის გარეშე უნდა გამართულიყო, თუმცა „დინამო ბათუმმა“ საფეხბურთო დავების განმხილველ ტრიბუნალში გაასაჩივრა …

უკრაინის საელჩოებს 6 ქვეყანაში ცხოველების თვალები გაუგზავნეს ამანათით

ესპანეთში უკრაინის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქებიდან რამდენიმე დღეში უკრაინის საელჩოებმა და საკონსულოებმა ექვს ქვეყანაში სისხლიანი გზავნილები მიიღეს – ამანათებში ცხოველების თვალები ეწყო. ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქგვერდზე უკრაინის საგარეო უწყების სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ დაწერა: „უკრაინის საელჩოები და საკონსულოები კვლავაც იღებენ მუქარის შემცველ გზავნილებს. ესპანეთში ტერაქტის შემდეგ სისხლიანი ამანათები მიიღეს უნგრეთის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ხორვატიის, იტალიის საელჩოებმა, გენერალურმა …

კრემლი მზად არ არის – პესკოვის პასუხი ბაიდენს უკრაინიდან ჯარების გაყვანაზე

„თქვენ მხოლოდ ფრაგმენტულად გადმოეცით ჯო ბაიდენის განცხადება. სინამდვილეში, ის კიდევ რამდენიმე წინადადებას შეიცავდა. მან თქვა, რომ პირველი – პუტინი უნდა გავიდეს უკრაინიდან. ის მიიჩნევს, რომ ესაა მოლაპარაკებებისთვის მზაობის დემონსტრირებაა. კრემლი ამისთვის მზად არ არის, სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება. შეერთებული შტატები კვლავაც არ აღიარებს რუსეთის ახალ ტერიტორიებს და ცხადია, ეს არსობრივად ართულებს დიალოგისთვის საფუძვლის პოვნას,“ – …

რუსეთში დაისჯება ყველა, ვინც ჟანგიან ავტომატებზე, ტანსაცმლის, საკვების არქონაზე ისაუბრებს – ФСБ

ФСБ-ს ბრძანება №547, რომელიც პირველი დეკემბრიდან ძალაშია, ფაქტობრივად, კრძალავს რუსეთის არმიის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას. ბრძანება ადგენს რუსეთის ფედერაციის სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ იმ ინფორმაციას, რომელიც უცხო ქვეყნის წყაროებმა შესაძლოა ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ გამოიყენონ. ასეთ ცნობებად კი დოკუმენტი რუსეთის არმიის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას განსაზღვრას. როგორც Север.Реалии წერს, ბრძანება შეეხება მობილიზებულების ნათესავებსა და ოჯახის წევრებსაც, …

რუს სამხედროებს დონეცკში შამანებსა და იურტებს უგზავნიან

როგორც Сибирь.Реалии წერს, ბურიატიიდან დონეცკში, სტარობიშევსკის რაიონში, გაგზავნიან შამანებს და ჩაიტანენ სამ იურტას, რომლებშიც სამხედროებს შამანური რიტუალის ჩატარება და დასვენება შეეძლებათ. ადგილობრივი ფონდის წარმომადგენლის თქმით, მსგავსი იურტები ჯერ კიდევ 16 საუკუნის წინ გამოიყენებოდა საბრძოლო ლაშქრობებში. ოლეგ ბულუტოვი ამბობს, რომ შამანები და ბარიაშინები (ქიროპრაქტიკოსები) დაჭრილი სამხედროებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევასაც შეძლებენ. იურტების დადგმას სამხედრო მოქმედებების ზონასთან ახლოს …

საბრძოლო მასალების დეფიციტის გამო რუსეთს შეტევების წარმოება უჭირს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთმა ხერსონის ოლქში არსებული ლოგისტიკური კვანძები, მათ შორის სარკინიგზო გადაცემის პუნქტები, უფრო შორს, სამხრეთისა და აღმოსავლეთისკენ გადაიტანა. „გასულ თვეში დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროდან რუსეთის ჯარების გასვლამ უკრაინის არმიას შესაძლებლობა მისცა, დაარტყას რუსეთის დამატებით ლოგისტიკურ და საკომუნიკაციო კვანძებს,“ – ამ გარემოებით ხსნის უწყება რუსეთის ქმედებას, თუმცა დასძენს, რომ მიღებული ზომების მიუხედავად, რუსეთის არმიის …

უკრაინა რუსეთის გავლენის ცენტრებთან აფილირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს კრძალავს

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭო რუსეთის გავლენის ცენტრებთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვას ითხოვს. საბჭომ უკვე დაავალა მინისტრთა კაბინეტს, მოამზადოს და უმაღლეს რადას წარუდგინოს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება. „დღეს შედგა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა. სხდომა, რომელზეც ჩვენ განვიხილეთ უკრაინაში არსებული რელიგიური წრეების აგრესორ-ქვეყანასთან კავშირების არაერთი ფაქტი,“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის საღამოს ვიდეომიმართვაში. …

რატომ ალაპარაკდა ლუკაშენკო ბელარუსზე თავდასხმის საფრთხეზე – ISW-ის შეფასება

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო NATO-სგან მომავალ საფრთხეზე განცხადებებით ცდილობს, ხაზი გაუსვას ბელარუსის ჯარის ქვეყანაში დატოვების საჭიროებას და უკრაინასთან ომში ჩაბმა აიცილოს თავიდან – მიიჩნევენ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები. ლუკაშენკომ განაცხადა, რომ NATO ბელარუსზე თავდასხმისთვის ემზადება, რომ ალიანსი აძლიერებს საბრძოლო მზადყოფნას მეზობელ ქვეყნებში და ალიანსი და უკრაინა ბელარუსულ-უკრაინული საზღვრის სიახლოვეს პროვოკაციებში დაადანაშაულა. მისი თქმით, …

რუსეთის საერთო დანაკარგი ომში 200 ათასი სამხედროა – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთის დანაკარგი უკრაინასთან ომში დაახლოებით 200 ათასი სამხედროა. „ჩვენი მონაცემებით, რომლებსაც გენშტაბი და სამხედრო დაზვერვა გვაძლევს, დღეისთვის დაახლოებით 90 ათასი რუსი სამხედროა დაღუპული. ეს რიცხვი ცხადია, დამრგვალებულია. გამოუსწორებელი დანაკარგებია ასევე დაჭრილები, ამპუტირებულები, მძიმედ დაავადებულები, ტყვეები, უგზო-უკვლოდ დაკარგულები – ეს რიცხვი 200 ათასს უახლოვდება,“ – ამბობს პოდოლიაკი. მისი თქმით, რუსეთი …

თურქეთში დააკავეს ყალბი „პოლიციელები“, რომლებიც ფულს ჰპარავდნენ მოქალაქეებს

თურქული მედიის ცნობით, სტამბოლში დააკავეს ორი პირი, რომლებიც თავს პოლიციელებად ასაღებდნენ და მოქალაქეებს ფულს ჰპარავდნენ. 2022 წლის ნოემბერში სტამბოლის პოლიციაში ორი საჩივარი შევიდა. ერთ შემთხვევაში პოლიციას ტაჯიკეთის მოქალაქემ მიმართა, რომლის თქმითაც, იგი ქუჩაში ორმა პირმა გააჩერა, თავი პოლიციელებად გააცნეს და საბუთების შემოწმების პროცესში საფულიდან 3700 დოლარი მოიპარეს. იდენტური იყო მეორე შემთხვევაც – უკრაინის მოქალაქეს იმავე …

შვეიცარიამ რუსებს $7,95 მილიარდის აქტივები გაუყინა

შვეიცარიამ 7,5 მილიარდი შვეიცარიული კრონის (დაახლოებით $7,95 მილიარდი) ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. ამის შესახებ ეკონომიკის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს (SECO) ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ რელიზშია ნათქვამი. 2022 წლის 3 ივლისის მდგომარეობით, სამდივნოსთვის ცნობილი იყო რუსეთის მოქალაქეების, ფიზიკური ან იურიდიული პირების დეპოზიტების შესახებ 46, 1 მილიარდი ფრანკის ოდენობით. 25 ნოემბრის მდგომარეობით, შვეიცარიაში უკვე გაყინულმა აქტივებმა 7,5 მილიარდ ფრანკს …

რუსეთის სტრატეგია არ მუშაობს და არც იმუშავებს – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, პუტინმა მთელი თავისი „რისხვა და ცეცხლი“ უკრაინის მოქალაქეებისკენ მიმართა, თუმცა რუსეთის ახლანდელი სტრატეგია მიზანს მაინც ვერ მიაღწევს. „გათბობა, წყალი, ელექტროენერგია… პრეზიდენტ პუტინის ახალი სამიზნეებია და ძალიან ძლიერად ურტყამს მათ,“ – თქვა ბლინკენმა ბუქარესტში NATO-ს ორდღიანი სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, პუტინი ცდილობს, კიევს მოკავშირეები ჩამოაშოროს და აიძულოს დასავლეთი, …

ნიგერიელმა მიგრანტებმა ტანკერის საჭეზე 11 დღე გაატარეს და კანარის კუნძულებამდე მივიდნენ

ესპანეთის სანაპირო დაცვამ გადაარჩინა სამი მიგრანტი, რომლებიც 11 დღე ტანკერის რუმპელზე ისხდნენ და ნიგერიიდან კანარის კუნძულებამდე მიაღწიეს. ფოტოზე, რომელიც ესპანეთის სანაპირო დაცვამ ტვიტერზე გაავრცელა, ნავთობტანკერის, Alithini II-ის რუმპელზე მსხდომი სამი კაცი ჩანს. მალტის დროში ქვეშ მცურავმა Alithini II-მა ნიგერიის ქალაქ ლაგოსიდან გრან-კანარის ლას-პალმასამდე  2700 საზღვაო მილი გაიარა. ესპანეთის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, მიგრანტები კლინიკაში გადაიყვანეს, რადგან …

რუსეთი სავარაუდოდ მორიგი მასშტაბური სარაკეტო დაბომბვისთვის ემზადება – Der Spiegel

უკრაინაზე მორიგი მასშტაბური სარაკეტო თავდასხმისთვის მზადებას გერმანული Der Spiegel-ის ცნობით, სარატოვის რუსული აეროდრომის სატელიტური ფოტოები ადასტურებს. ფოტოებზე დაახლოებით ორი ათეული გამანადგურებელი Ту-95 და Т-160 ჩანს. „აქტივობა ბაზაზე ძალიან მაღალია,“ – ამბობს გამოცემასთან სამხედრო ანალიტიკოსი არდა მევლუთოღლუ. მისი თქმით, კადრებზე ასევე ჩანს ცისტერნები საწვავით, ყუთები საბრძოლო მასალებით, სატრანსპორტო საშუალებები და სარემონტო მასალები. გარდა ამისა, „ბევრი სატვირთო …

რუსეთის სარაკეტო დარტყმების ეფექტი სუსტდება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი სარაკეტო კამპანიის ეფექტიანობა იკლებს, რადგან მოსკოვმა თითქმის ამოწურა შესაბამისი რაკეტების მარაგი. უწყება აღნიშნავს, რომ ოქტომბრის შემდეგ რუსეთი გამუდმებით ბომბავს უკრაინის ინფრასტრუქტურას და ამისთვის ძირითადად ფრთოსან რაკეტებს იყენებს. „ეს არის პირველი მაგალითი იმისა, როგორ ცდილობს რუსეთი განახორციელოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქსელების განადგურების სტრატეგიული ოპერაცია, რომელიც ბოლო წლებში მის მიერ მიღებული …

პენტაგონი უკრაინისთვის გადასაცემ 6 NASAMS-ში 1,2 მილიარდს იხდის

სააგენტო Reuters-ის ცნობით, პენტაგონმა უკრაინისთვის ექვსი NASAMS-ის გადასაცემად $ 1,2 მილიარდის კონტრაქტი გააფორმა. საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს კომპანია Raytheon Technologies აწარმოებს. შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 8 საზენიტო-სარაკეტო სისტემა NASAMS-ის გადაცემაზე ჯერ კიდევ ოქტომბრის ბოლოს გამოაცხადა. NASAMS – ეს არის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელსაც დაბალ და საშუალო სიმაღლეზე მყოფი ნებისმიერი საჰაერო სამიზნის განადგურება შეუძლია, იქნება ეს რაკეტა, თვითმფრინავი თუ დრონი. …

რუსეთის სარდლობას წარსული ბრძოლებიდან დასკვნები ვერ გამოაქვს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) აზრით, რუსი სამხედროები ვერ სწავლობენ წარსული ბრძოლებიდან, ძალებს ნაკლებად სტრატეგიულ მიზნებზე ხარჯავენ და უდიდეს დანაკარგებს განიცდიან. „რუსეთის მცდელობები ბახმუტთან მიუთითებს, რომ რუსეთის არმიამ ვერ გამოიტანა დასკვნები წარსული კამპანიებიდან, რომელთა დროსაც ძალების დიდი ნაწილი კონცენტრირებული იყო შეზღუდული ოპერატიული ან სტრატეგიული მნიშვნელობის მიზანზე. მაისის შემდეგ რუსები მუდმივად ხარჯავენ საბრძოლო ძალას ბახმუტის გარშემო …

როგორ გაატარა 6 თვე რუსეთის ტყვეობაში უკრაინელმა მასწავლებელმა

25 წლის უკრაინელმა სკოლის მასწავლებელმა ვიქტორია ანდრუშამ 6 თვე და 4 დღე გაატარა რუსეთში, ტყვეობაში. გასულ დღეებში მან ბერლინში, ადამიანის უფლებადამცველთა კონფერენციაზე ისაუბრა, სადაც ვიქტორია გერმანულმა გამოცემა „დოიჩე ველემ“ ჩაწერა. ვიქტორია ჩერნიგოვის რაიონიდანაა და კიევის მახლობლად, სკოლაში მუშაობდა. ომის პირველ დღეებში ის მშობლებთან, სოფელში დაბრუნდა, სადაც მალე რუსული ჯარები შევიდნენ. „მე დავთანხმდი, დავხმარებოდი უკრაინის შესაბამის …

გიჩივლებთ, დამიბრუნეთ ჩემი შვილი – ტყვეობაში მყოფი რუსი ჯარისკაცის დედა პუტინს მიმართავს

უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროს დედა, ირინა ჩისტიაკოვა ვლადიმერ პუტინსა და სერგეი შოიგუს მიმართავს. ის ამბობს, რომ უკრაინელები უკეთ ეპყრობიან მის შვილს, ვიდრე რუსი მეთაურები. „უკრაინელებს მადლობას ვეტყვი, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნეს. მე ვთხოვ მათ, რომ ჩემი შვილი დამიბრუნონ, მაგრამ თქვენ კანონით ხართ ვალდებული, ის დამიბრუნოთ. თქვენ ჩემი შვილის უფლებები დაარღვიეთ, ჩემი უფლებებიც დაარღვიეთ და მე …

რა გაკეთდა ბათუმში ომსგამოქცეული უკრაინელებისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის ივლისში საქართველოში 60 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი იყო ჩამოსული. ომსგამოქცეული უკრაინელების ნაწილმა აჭარას მოაშურა. ლტოლვილების დაბინავება, მათთვის შესაბამისი სერვისების შექმნა, განათლებისა და ჯანდაცვის საკითხების მოგვარება რეგიონის გამოწვევად იქცა. სამოქალაქო და სახელისუფლებო სექტორი ერთად ცდილობს, მოაგვაროს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები, რაც უკრაინელ ლტოლვილებს აჭარაში აქვთ, მაგრამ დღემდე ბევრი საკითხია გადაუჭრელი და …

ჯიხვის მოკვლისთვის 2 ბრაკონიერი დააკავეს

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, რეინჯერებისა და სასაზღვრო პოლიციის ერთობლივი მუშაობით, დაკავებული იქნა ორი ბრაკონიერი, რომელთაც აღმოაჩნდათ მოკლული ჯიხვი. „ანტიბრაკონიერულ ღონისძიებაში ერთობლივად ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის რეინჯერები და სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის N5 სამმართველოს თანამშრომლები იყვნენ ჩართული. ამოღებულ იქნა არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და გლუვლულიანი სანადირო თოფი. დაცულ ტერიტორიებზე ნადირობა და იარაღით გადაადგილება იკრძალება …

Exit mobile version