როდესაც თვალებიდან წითელი ნაჭერი მოხსნეს, იგორი უზარმაზარი ორმოს წინ იდგა. ცხედრებს მიწა ჰქონდათ მიყრილი, თუმცა აქა-იქ მაინც ხედავდა სხეულის ნაწილებს – თავებს, ხელებს, ფეხებს. „გინდა ამათთან?“ – ჰკითხა ერთ-ერთმა სამხედრომ. ყოფილი ჟურნალისტი იგორ ბონდარენკო რუსებმა მაშინ შეიპყრეს, როდესაც ყირიმის გავლით ოკუპირებული ხერსონის დატოვებას ცდილობდა. 45 წლის იგორს 15 დღე სცემდნენ, აშიმშილებდნენ და აწამებდნენ. ის თავის …
Author Archives: ბათუმელები
ოდესის ცენტრიდან ეკატერინე II-ის ძეგლს აიღებენ
ოდესის მერია ქალაქის ცენტრიდან ეკატერინე II-ის ქანდაკების აღებას დათანხმდა. „ძალიან კარგი ამბები ოდესიდან,“ – წერს უკრაინელი პოლიტიკოსი, რადის დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო ტელეგრამზე. – „ოდესის საქალაქო საბჭომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას ეკატერინეს ძეგლის დემონტაჟისა და გადატანის შესახებ. როგორც იქნა! უკრაინულ ოდესაში „რუსკი მირის“ ადგილი არ არის“. დეპუტატის ცნობით, გადაწყვეტილებამ კენჭისყრაზე 43 ხმა მიიღო, წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია. …
Continue reading “ოდესის ცენტრიდან ეკატერინე II-ის ძეგლს აიღებენ”
ევროკომისიის პრეზიდენტის გამოსვლიდან ამოიღეს ფრაზა 100 ათას დაღუპულ უკრაინელ სამხედროზე
ევროკომისიის პრეზიდენტის ვიდეომიმართვიდან ამოღებულია ის ნაწილი, რომელშიც ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობდა, რომ „უკრაინაში უკვე დაახლოებით 20 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და 100 ათასზე მეტი სამხედრო დაიღუპა“. ევროკომისიის პრეზიდენტის მიმართვა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დღეს გამოქვეყნდა, თუმცა ის ძველ ბმულზე აღარ იძებნება. ურსულა ფონ დერ ლაიენის გვერდზე გამოქვეყნებულია ახალი პოსტი უკვე დარედაქტირებული ვიდეოთი და შესაბამისი ტექსტით. …
ომში უკვე 100 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა – ევროკომისიის პრეზიდენტი
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 20 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და 100 ათასზე მეტი სამხედრო დაიღუპა, ომით გამოწვეულმა ზიანმა კი 600 მილიარდ ევროს მიაღწია. „რუსეთის სამხედრო აგრესიამ მოიტანა სიკვდილი, განადგურება და ენით აღუწერელი ტკივილი. ჩვენ ყველას გვახსოვს ბუჩის საშინელება. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს თავისი სასტიკი დანაშაულებისთვის,“ – …
Continue reading “ომში უკვე 100 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა – ევროკომისიის პრეზიდენტი”
სანამდე იქნება ბათუმში უნალექო დღეები | ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 ნოემბრის 21 საათიდან პირველი დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 6 – 11 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 5 – 10 გრადუსი ღამით: 0 …
Continue reading “სანამდე იქნება ბათუმში უნალექო დღეები | ამინდის პროგნოზი”
რუსეთში უკვე „უცხო ქვეყნის აგენტების“ მისამართებსაც გამოაქვეყნებენ – ბრიტანეთის დაზვერვა
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის დღევანდელი რელიზის ყურადღების ცენტრში რუსეთის რეპრესიული მანქანაა. პირველი დეკემბრიდან ძალაში შედის ცვლილებები „უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ“ კანონში, რომელიც რუსეთში წლებია რეჟიმის მოწინააღმდეგეთა დევნისთვის გამოიყენება. „ეს 2012 წლის კანონი „უცხო ქვეყნის აგენტად“ განსაზღვრავს როგორც ფიზიკურ პირებს, ისე ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ. ცვლილებების თანახმად, „აგენტთა წრე“ ფართოვდება და მასში იგულისხმება ის მოქალაქეებიც, რომლებიც …
რუსეთი იძულებულია უკრაინაში ცუდად ორგანიზებულ დროებით ფორმირებებს დაეყრდნოს – ISW
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) დასკვნით, რუსეთის არმია უკრაინაში ცუდად მომზადებული და ორგანიზებული დროებითი ფორმირებების იმედად დარჩა, რადგან უარი თქვა ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის კონცეფციის გამოყენებაზე. ინსტიტუტის ანალიტიკოსები უახლეს ანგარიშში ეყრდნობა დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობებს, რომელთა თანახმადაც, ბოლო სამი თვეა, რაც რუსეთმა საკუთარი არმიის ამ ფორმით დაკომპლექტება და ფრონტზე განლაგება შეწყვიტა. ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის კონცეფციაზე უარის …
Continue reading “რუსეთი იძულებულია უკრაინაში ცუდად ორგანიზებულ დროებით ფორმირებებს დაეყრდნოს – ISW”
iPhone 14-ის საყიდლად თურქები ბათუმში მიდიან – მედია
თურქული მედია წერს, რომ თურქეთის მოქალაქეები საქართველოში საგანგებოდ მიდიან iPhone-ის ახალი მოდელის შესაძენად, რომელიც საქართველოში უფრო იაფი ღირს, ვიდრე თურქეთში, რადგან თურქეთის მოქალაქეებს საზღვრის კვეთის დროს უკან უბრუნდებათ გადასახადები [tax]. თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ ამ ტენდენციას „სატელეფონო ტურიზმს“ უწოდებს. გამოცემის ცნობით, სარფის საზღვარს არა მარტო თურქეთ-საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეები კვეთენ „აიფონის“ შესაძენად, არამედ საქართველოში …
Continue reading “iPhone 14-ის საყიდლად თურქები ბათუმში მიდიან – მედია”
ხვალიდან ძლიერი ქარია მოსალოდნელი შავი ზღვის სანაპირო რაიონებში | სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ. სააგენტოს ცნობით, 30 ნოემბერს და 1-2 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +14, +19 გრადუსი იქნება.
რუსეთი გაზაფხულზე უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავდა – Newsweek
უკრაინაში რუსეთის არმიის პირველი მარცხის შემდეგ, ძალაუფლების მქონე პირები კრემლში რუსეთის მხრიდან უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას განიხილავდნენ. ამერიკული Newsweek-ის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურიდან გაჟონილ წერილებშია ლაპარაკი. გამოცემის ცნობით, ФСБ-ს საიდუმლო ინფორმაციის შემცველი წერილები დათარიღებულია 17 მარტით, 21 მარტით, 12 აპრილით და ისინი ФСБ-ს აგენტმა გაუგზავნა ადამიანის უფლებადამცველ რუს აქტივისტს, ვლადიმირ ოსეჩკინს, რომელიც …
Continue reading “რუსეთი გაზაფხულზე უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავდა – Newsweek”
თუ NATO იარაღის წარმოებას არ გაზრდის, ჩვენ ამ ომს ვერ მოვიგებთ – კულება
29-30 ნოემბერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები ბუქარესტში იკრიბებიან. ეს წელს NATO-ს ბოლო მინისტერიალია. ბუქარესტის შეკრებაზე კიევი, სავარაუდოდ, კვლავაც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას მოითხოვს. როგორც მინისტერიალამდე ორი დღით ადრე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გამოცემა Politico-ს უთხრა, „თუ NATO იარაღის წარმოებას არ გააფართოებს, უკრაინა რუსეთთან ომში ვერ გაიმარჯვებს“. კულება ხაზს უსვამს, რომ საჭიროა მომდევნო …
Continue reading “თუ NATO იარაღის წარმოებას არ გაზრდის, ჩვენ ამ ომს ვერ მოვიგებთ – კულება”
გორის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა 6 საათით იკრძალება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 30 ნოემბრის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 06:00 სთ-დან 09:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. „საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის …
Continue reading “გორის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა 6 საათით იკრძალება”
უშიშროება ეკლესიების ჩხრეკაზე: ამოვიღეთ ლიტერატურა, რომელიც უკრაინელ ერს უაყოფს
უკრაინის უშიშროების ცნობით, დიდი რაოდენობით ანტიუკრაინული ლიტერატურა აღმოაჩინეს პოჩაევის სასულიერო სემინარიასა და ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიაში. უწყება, უკვე მეორე კვირაა, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ობიექტებში შემოწმებასა და დაკითხვებს განაგრძობს. როგორც უშიშროების სამსახურის განცხადებაში აღნიშნული, ამოიღეს ლიტერატურა, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა, უარყოფილი უკრაინელი ერის, მისი ენის არსებობა და უკრაინის უფლება სახელმწიფოებრიობაზე. „ბროშურები და …
Continue reading “უშიშროება ეკლესიების ჩხრეკაზე: ამოვიღეთ ლიტერატურა, რომელიც უკრაინელ ერს უაყოფს”
კიევის დელეგაცია რაკეტსაწინააღმდეგო სისტემაზე სამუშაოდ ისრაელში ჩავიდა – მედია
ამ დღეებში ისრაელში უკრაინის დელეგაცია ჩავიდა. ვიზიტის მიზანი ისრაელის თავდაცვის არმიის (ცახალი) წარმომადგენლებთან შეხვედრა და ისეთი სისტემის შექმნაზე მუშაობაა, რომელსაც სარაკეტო დარტყმების შესახებ წინასწარ შეტყობინება შეუძლია. ინფორმაციას ტვიტერზე ისრაელელი ჟურნალისტი მორია ასრაფ უოლბერგი აქვეყნებს. „დელეგაცია კიევიდან, მის შემადგენლობაშია უკრაინის არმიის მაღალჩინოსანიც, „ცახალის“ ოფიციალურ პირებთან შესახვედრად ისრაელში ჩავიდა. შეხვედრების მიზანი უკრაინისთვის სარაკეტო თავდასხმების გამაფრთხილებელი სისტემის შექმნაში …
Continue reading “კიევის დელეგაცია რაკეტსაწინააღმდეგო სისტემაზე სამუშაოდ ისრაელში ჩავიდა – მედია”
რუსეთმა უკრაინაში ბატალიონების ტაქტიკურ ჯგუფებად განლაგება შეწყვიტა – ბრიტანეთის დაზვერვა
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის დაკვირვებით, ბოლო სამი თვეა, უკრაინაში რუსეთის არმიამ თავისი ძალების ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფებად დაკომპლექტება შეწყვიტა. ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი – ეს არის არმიაში შექმნილი ფორმირება, რომელიც იქმნება ბატალიონის ბაზაზე ბრძოლის საწარმოებლად და მოიცავს სატანკო, მოტომსროლელ, ტანკსაწინააღმდეგო, სადაზვერვო, საინჟინრო, ზურგისა და სხვა დანაყოფებს. უწყების შეფასებით, ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის კონცეფცია, ბოლო 10 წელია, მნიშვნელოვან როლს ასრულებს …
რუსების განცხადებები ბახმუტთან სამხედრო წარმატებაზე გადაჭარბებულია – ISW
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსების ბოლოდროინდელი განცხადებები ბახმუტთან სერიოზულ ტერიტორიულ წინსვლაზე გადაჭარბებულია და ქალაქის ალყაში მოქცევის საფრთხე არ დასტურდება. როგორც ინსტიტუტის დღევანდელ ანგარიშშია ნათქვამი, სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ რუსეთის არმიამ სავარაუდოდ დაიკავა სოფელი ოზარიანოვკა, რომელიც ბახმუტიდან სამხრეთ-დასავლეთით, 15 კილომეტრში მდებარეობს. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ჯერჯერობით ღია წყაროებში არ გამოჩენილა არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რუსებმა …
Continue reading “რუსების განცხადებები ბახმუტთან სამხედრო წარმატებაზე გადაჭარბებულია – ISW”
ჩემი შვილი დიდია და ოჯახი ჰყავს – რატომ არ იბრძვის რუსეთის ელჩის შვილი უკრაინაში
მინდა გკითხოთ, თქვენი შვილი იბრძვის უკრაინაში? ჩემი შვილი უკვე დიდია. მას ოჯახი ჰყავს და ის არ იბრძვის უკრაინაში. და როგორ იგრძნობდით თავს, ფრონტის წინა ხაზზე რომ აღმოჩენილიყო? ამ მომენტში მე ეგეთ შესაძლებლობას ვერ ვხედავ, რადგან მას სამხედრო სწავლება არასოდეს გაუვლია. მას შესაბამისი პროფესია არ აქვს, მაგრამ ცხადია, ასეთი რამ თეორიულად შეიძლებოდა მომხდარიყო. ესე იგი, შეიძლება …
Continue reading “ჩემი შვილი დიდია და ოჯახი ჰყავს – რატომ არ იბრძვის რუსეთის ელჩის შვილი უკრაინაში”
უკრაინაში შეჭრამდე რუსეთი იაპონიაზე თავდასხმას აპირებდა – Newsweek
2021 წლის ზაფხულში, უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსეთი იაპონიაზე თავდასხმას აპირებდა – Newsweek-ის ცნობით ამის შესახებ ლაპარაკია წერილში, რომელმაც რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურიდან გამოჟონა. გამოცემის ცნობით, წერილი, რომელშიც რუსეთის განზრახვაა აღწერილი, ФСБ-ს აგენტმა 17 მარტს გაუგზავნა ადამიანის უფლებათა დამცველ რუს აქტივისტს, ვლადიმირ ოსეჩკინს, რომელიც ამჟამად საფრანგეთში იმყოფება და იქიდან მართავს ცნობილ ანტიკორუფციულ ვებსაიტს – …
Continue reading “უკრაინაში შეჭრამდე რუსეთი იაპონიაზე თავდასხმას აპირებდა – Newsweek”
ეს არ მოხდება – პესკოვი ზაპოროჟიეს ატომური სადგურიდან რუსების შესაძლო გასვლაზე
ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან რუსეთის არმია არავითარ შემთხვევაში არ გავა. „არაა საჭირო რაღაც ნიშნების ძებნა იქ, სადაც ისინი არ არის და ვერც იქნება,“ – ასე უპასუხა პესკოვმა შეკითხვას იმის შესახებ, ემზადება თუ არა რუსეთის ჯარი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად. პესკოვს ეს შეკითხვა მას შემდეგ დაუსვეს, რაც გუშინ უკრაინული სახელმწიფო …
Continue reading “ეს არ მოხდება – პესკოვი ზაპოროჟიეს ატომური სადგურიდან რუსების შესაძლო გასვლაზე”
ბათუმში კვირის ბოლომდე მზიანი დღეებია მოსალოდნელი | ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 ნოემბრის 21 საათიდან 29 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 6 – 11 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 5 – 10 გრადუსი ღამით: …
Continue reading “ბათუმში კვირის ბოლომდე მზიანი დღეებია მოსალოდნელი | ამინდის პროგნოზი”
ხერსონზე ერთ დღეში 54 საარტილერიო შეტევა განხორციელდა – ბრიტანეთის დაზვერვა
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, 27 ნოემბერს ქალაქ ხერსონზე 54 საარტილერიო შეტევა განხორციელდა. უწყების ცნობით, რუსეთის არმია ქალაქზე თავდასხმისთვის ძირითადად ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, კერძოდ კი BM-21 „გრადს“ იყენებს. „ხერსონი უკრაინის არმიამ 11 ნოემბერს გაათავისუფლა, თუმცა ქალაქი მას შემდეგ თითქმის ყოველდღიურად იბომბება რუსული არტილერიით. მხოლოდ 24 ნოემბერს 10 ადამიანი დაიღუპა,“ – წერს დაზვერვა 28 ნოემბრის რელიზში. …
Continue reading “ხერსონზე ერთ დღეში 54 საარტილერიო შეტევა განხორციელდა – ბრიტანეთის დაზვერვა”
რუსები ელიან, რომ უკრაინის არმია დნეპრს გადალახავს და კონტრშეტევას დაიწყებს – ISW
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის სარდლობა შიშობს, რომ უკრაინის არმია შეძლებს მდინარე დნეპრის გადალახვას, დაიწყებს კონტრშეტევას აღმოსავლეთ ხერსონში და დაემუქრება ქალაქ მელიტოპოლს და ყირიმიდან მომავალ სახმელეთო ლოგისტიკურ ქსელებს. ISW-ის ანალიტიკოსებმა გააანალიზეს სატელიტური ფოტოები, რომლებიც ცხადად აჩვენებს, სად და რა ფორმით ამაგრებენ რუსები თავდაცვის ხაზს აღმოსავლეთ ხერსონში. ექსპერტების შეფასებით, რუსეთის ჯარები არ ცდილობენ უკრაინის …
Continue reading “რუსები ელიან, რომ უკრაინის არმია დნეპრს გადალახავს და კონტრშეტევას დაიწყებს – ISW”
20 წლის ვაგნერელი „მეგობრებმა“ სანგრიდან გააგდეს, ის უკრაინას ტყვედ ჩაჰბარდა
„ვაგნერის“ 20 წლის მებრძოლი, ანდრეი ასტრახანიდან უკრაინელ ჯარისკაცებს მას შემდეგ დანებდა, როცა „თავისიანებმა“ სანგრებიდან გამოაგდეს. ჯარისკაცის მონათხრობი დასტურდება ვიდეო მასალით, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს. თავად მებრძოლი ღიად საუბრობს იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა უკრაინელთა ტყვეობაში. დატყვევებულ ჯარისკაცთან საუბრის ვიდეო 54-ე მექანიზებულმა დანაყოფმა გაავრცელა. დაქირავებულმა „ვაგნერელმა“ უკრაინელ ჯარისკაცებს უთხრა, რომ ის მხოლოდ 1,5 დღე იბრძოდა. „ვაგნერის“ მებრძოლის …
Continue reading “20 წლის ვაგნერელი „მეგობრებმა“ სანგრიდან გააგდეს, ის უკრაინას ტყვედ ჩაჰბარდა”
რუსეთი ბირთვულ რაკეტებს ქობინებს უცვლის და უკრაინაში ისე იყენებს – ბრიტანეთის დაზვერვა
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთი უკრაინაში მოძველებულ ბირთვულ რაკეტებს იყენებს. უწყების აზრით, რუსები რაკეტას ბირთვულ ქობინს (რაკეტის საბრძოლო თავი) აცლიან და ისე ისვრიან. „ღია წყაროებით გავრცელებულ ფოტოებში ჩანს ჩამოგდებული ფრთოსანი რაკეტის ნამსხვრევები, რომლებიც სავარაუდოდ საჰაერო ბაზირების AS-15 KENT-ისაა (რუსული სახელწოდება Радуга Х-55). ეს რაკეტა 1980-იან წლებში შეიქმნა, როგორც ბირთვული მიწოდების სისტემა. მისი ქობინი, სავარაუდოდ, ბალასტით …
ახალი დოკუმენტებით მოსკოვს ომის მოსაგებად 5 მილიონი სამხედროს მობილიზება სჭირდება – ISW
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რეზერვისტთა ოჯახების პროტესტის ფონზე რუსეთის ხელისუფლება მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება, რუსეთის თავდაცვა კი ცდილობს საინფორმაციო სივრცეში მისდამი კრიტიკა შეამციროს. ISW-ის დღევანდელი ანგარიშის თემები ომში რუსეთის მრავალმილიარდიანი ხარჯები და რუსეთის ხელისუფლების ახალი დოკუმენტიცაა, რომლის თანახმადაც, მოსკოვს უკრაინაში ომის მოსაგებად 5 მილიონი სამხედროს მობილიზება სჭირდება. ცნობები ცუდად აღჭურვილ და მომზადებულ მობილიზებულებზე კიდევ უფრო …
სასულიერო პირები ინსტრუქციებს მოსკოვიდან იღებდნენ – უკრაინის უშიშროება ჩხრეკას აგრძელებს
უკრაინის უშიშროების სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა ჩერნოვიც-ბუკოვინის ეპარქიაში, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ემორჩილება. უწყების ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ეპარქიის ხელმძღვანელობა რუსეთის მოქალაქეა; მოსკოვიდან მიღებული ინსტრუქციები, რომლებსაც საეკლესიო მსახურებისას იყენებდნენ და დიდი რაოდენობით კრემლისტური ლიტერატურა. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ეპარქიის სტრუქტურების ხელმძღვანელ პირთა ნაწილს რუსეთის მოქალაქეობა …
როდესაც მშობლები არ უჭერენ მხარს გოგოებს – ნაადრევი ქორწინება და ძალადობა
ავტორი: ხათუნა მურადოვი, XII კლასის მოსწავლე საქართველოში ნაადრევი ქორწინების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. თუმცა ფაქტია, რომ ოჯახის შექმნის მიზნით, 2015 წლის მონაცემებით, სკოლა 13 წლის – ერთმა, 14 წლის – 15-მა, ხოლო 17 წლის – 183-მა მოსწავლემ დატოვა. მონაცემები ასაკის მიხედვით იცვლება, მაგრამ სტატისტიკა ნამდვილად შემაშფოთებელია. სინამდვილეში სტატისტიკა მხოლოდ რიცხვებია, თითოეული ამ რიცხვის მიღმა დგას …
Continue reading “როდესაც მშობლები არ უჭერენ მხარს გოგოებს – ნაადრევი ქორწინება და ძალადობა “
როდის განახლდება წყლის მიწოდება თამარის დასახლებაში, ჩაისუბანსა და განთიადში
„ბათუმის წყლის“ ცნობით, დღეს, 25 ნოემბერს, წყალმომარაგება შეუწყდება ჩაისუბნის, განთიადისა და თამარის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს. წყალმომარაგება შეწყდება 21:00 საათამდე. „ბათუმის წყლის“ ცნობით, წყლის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაოებია.
ბათუმში გაავდრდება – როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 ნოემბრის 21 საათიდან 26 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით – ზოგან, დღისით კი უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში მოთოვს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი ღამით: 8 – 13 …
Continue reading “ბათუმში გაავდრდება – როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
რუსეთმა ქრონიკულად დაავადებული ბევრი რეზერვისტი გაგზავნა ომში – ბრიტანეთის დაზვერვა
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადებიდან ორი თვის შემდეგ ცხადად გამოიკვეთა ის პრობლემები, რომლებიც მობილიზებულ რეზერვისტთა თითქმის ყველა დანაყოფისთვის საერთოა. უწყების დასკვნით, ფრონტზე მობილიზებულების განლაგება ხშირად დაკავშირებულია სამართლებრივ გაუგებრობებთან, არაადეკვატურია მათი მომზადების დონე და პირადი აღჭურვილობის ხარისხი, დაბალია საბრძოლო განწყობა. „ყველას არა, მაგრამ მობილიზებულ რეზერვისტთა უმრავლესობას მანამდეც უმსახურია. არაერთი მაგალითი მიუთითებს იმაზე, რომ მობილიზებულთა …
დროის კარგვაა შემოთავაზება, რომელიც ყირიმის დეოკუპაციას არ ითვალისწინებს – ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა განიხილოს ყირიმის არასამხედრო გზით დაბრუნების ვარიანტები, თუმცა ყველას მოუწოდებს, ნუ დაკარგავენ დროს უკრაინისთვის ისეთი ვარიანტების შეთავაზებაზე, რომლებიც ნახევარკუნძულის დეოკუპაციას არ ითვალისწინებს. „მესმის, რომ ყველა შეშფოთებულია სიტუაციით და იმით, რა იქნება ყირიმთან დაკავშირებით. თუ ვინმე მზადაა, შემოგვთავაზოს ყირიმის არასამხედრო გზით დეოკუპაციის შესაძლებლობა, მე მხოლოდ გამიხარდება… თუმცა თუ გამოსავალი არ ითვალისწინებს დეოკუპაციას და ყირიმი …
უკრაინაში 15 ათასზე მეტი ადამიანია უგზო-უკვლოდ დაკარგული – ICMP
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო კომისიის (ICMP) ინფორმაციით, უკრაინაში ომის განმავლობაში 15 ათასზე მეტი ადამიანია დაკარგული. როგორც კომისიის დირექტორმა, მეთიუ ჰოლიდეიმ სააგენტო Reuters-ს უთხრა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რეალური მაჩვენებელი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს, რადგან უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, მხოლოდ მარიუპოლში დაკარგულია 25 ათასი ადამიანი. ჰოლიდეი მიიჩნევს, რომ დაკარგულთა საქმეების ძიება უკრაინაში წლების განმავლობაში გაგრძელდება, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგაც კი. …
Continue reading “უკრაინაში 15 ათასზე მეტი ადამიანია უგზო-უკვლოდ დაკარგული – ICMP”
ხარკოვის მერი ტელემარათონის ეთერში რუსულად ლაპარაკის გამო დააჯარიმეს
ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი 3400 გრივნით ($90) დააჯარიმეს იმის გამო, რომ ტელემარათონის ეთერით მან ხარკოველებს არა უკრაინულად, არამედ რუსულად მიმართა. გადაწყვეტილება მერის დაჯარიმების შესახებ ენის ომბუდსმენმა ტარას კრემინმა მიიღო. როგორც მისი ოფისის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხარკოვის მერმა სახელმწიფო ენის შესახებ კანონი დაარღვია, როდესაც ტელემარათონის ეთერში არასახელმწიფო ენაზე ილაპარაკა. „ხარკოვის მერიას ასევე მიეცა გაფრთხილება სახელმწიფო …
Continue reading “ხარკოვის მერი ტელემარათონის ეთერში რუსულად ლაპარაკის გამო დააჯარიმეს”
„ლიმონის“ აფიშა და მასტერკლასები – მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ბათუმში
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი „ლიმონი“ მიმდინარეობს, რომელზეც წარმოდგენილია მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები. წელს ფესტივალს დაემატა კიდევ ერთი საკონკურსო სექცია. კერძოდ, დაწესდა სადებიუტო-პროფესიული ფილმების საერთაშორისო კონკურსი. კინოფესტივალში მონაწილეობს 47 კონკურსანტი 27 ქვეყნიდან. კინოჩვენებები ხელოვნების უნივერსიტეტის დარბაზში მიმდინარეობს და მათზე დასწრება თავისუფალია. „ლიმონის“ აფიშა ასე გამოიყურება: 25 ნოემბერი სტუდენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსი …
Continue reading “„ლიმონის“ აფიშა და მასტერკლასები – მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ბათუმში”
ზელენსკი უნდა გაჩერდეს – ლუკაშენკოს მოწოდება
ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა შეჩერდეს და სამშვიდობო მოლაპარაკებებს დათანხმდეს, თუ სურს, რომ უდიდესი მსხვერპლი და უკრაინის სრული განადგურება აიცილოს თავიდან. „ახლა ყველაფერი უკრაინის ხელშია. იმიტომ კი არა, რომ მე ვცდილობ ეს თემა მთლიანად ზელენსკისა და უკრაინას გადავაბარო. არა, ნამდვილად, ყველაფერი უკრაინის ხელშია. თუ არ უნდათ დაღუპვა – ადამიანების უზარმაზარი მსხვერპლი. რთულია, …
Continue reading “ზელენსკი უნდა გაჩერდეს – ლუკაშენკოს მოწოდება”
როგორი ამინდი იქნება აჭარაში უახლოეს დღეებში | ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 ნოემბრის 21 საათიდან 25 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება: დღისით: 18 – 23 გრადუსი ღამით: 8 – 13 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 9 – 14 გრადუსი ღამით: …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება აჭარაში უახლოეს დღეებში | ამინდის პროგნოზი”