როგორია უკრაინაში ბელორუსის შეჭრის შანსები და პერსპექტივა – ISW შეფასება

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის დღევანდელ ანგარიშში განიხილავენ, რამდენად არსებობს ბელორუსის ომში ჩართვის შესაძლებლობა და რა შედეგს მოუტანს ეს ომის მონაწილე ქვეყნებს. ინსტიტუტის ანალიტიკოსების შეფასებით, ბელორუსის შეჭრა „ყველაზე უარეს შემთხვევაში აიძულებს უკრაინას, დროებით გადაანაწილოს ძალები“. „ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელორუსი შეიჭრას უკრაინაში. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მოხდება, ბელორუსის არმია ვერ მიაღწევს მნიშვნელოვან ოპერატიულ წარმატებას“, – …

დონბასში წარუმატებლობის გამო პუტინი მხარდაჭერას კარგავს – ISW

ვლადიმერ პუტინი რისკავს დაკარგოს ეგრეთ წოდებული დნრ-ის ყოფილი ლიდერებისა და ვეტერანების მხარდაჭერა იმის გამო, რომ მისმა ჯარისკაცებმა ვერ შეძლეს დონბასის „დაცვა“ – უკან ვერ დაახევინეს უკრაინის ჯარებს დონეცკის დასავლეთით. როგორც ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია აღნიშნული, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკვე საჯაროდ აკრიტიკებს ეგრეთ წოდებული დნრ-ის ყოფილი „თავდაცვის მინისტრი“ იგორ სტრელკოვ-გირკინი. მან ღიად გააკრიტიკა …

უკრაინის დამცველებმა ჩეჩნების მოსასვენებელი ბაზა და ოსების ქვედანაყოფი გაანადგურეს – მედია

10 დეკემბერს, გვიან ღამით, უკრაინის დამცველებმა ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში დაარტყეს ბაზას – „პრივალ ოხოტნიკა“, სადაც, სავარაუდოდ კადიროველებს დასასვენებელი ადგილი ჰქონდათ მოწყობილი. დაღუპულებს შორის სავარაუდოდ არის მურად საიდოვი – ოკუპირებული ზაპორჟიეს რეგიონის „ზედამხედველი“ რამზან კადიროვისგან. ოკუპირებული მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის თქმით, წუხელ, გვიან ღამით, მელიტოპოლში დაახლოებით 200 ოკუპანტი გაანადგურეს. ტელეგრამარხებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, ბაზაზე მყოფების უმრავლესობა …

ანკარა არ უნდა დაეხმაროს რუსეთს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლაში – ბორელი

ევროკავშირი თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, შეცვალოს სავაჭრო პოლიტიკა რუსეთთან და დაიცვას უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული დასავლური სანქციები. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჟოზეფ ბორელის Funke Group-ის მასალაში გამოქვეყნებულ ციტატებზე დაყრდნობით. „თურქეთის პოლიტიკა, არ შეუერთდეს ევროკავშირის შემაკავებელ ზომებს რუსეთის წინააღმდეგ, სულ უფრო მეტად იწვევს შეშფოთებას”, – განაცხადა ბორელმა …

რუსეთმა სავარაუდოდ მიიღო ირანული დრონების ახალი პარტია – ISW

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ყოველდღიურ ანგარიშში წერს, რომ  რუსეთმა უკვე მიიღო ან უახლოეს მომავალში ელოდება დრონების ახალ პარტიას ირანიდან. ISW-ის ცნობით, რუსულმა ძალებმა, სავარაუდოდ, განაახლეს ირანული ტექნიკის გამოყენება უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის სამი კვირის განმავლობაში პირველად – ISW-ის შეფასებით, 23 ოქტომბრის შემდეგ რუსეთის ძალებს არ გამოუყენებიათ ირანული დრონები უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის. სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 დეკემბრის 21 საათიდან 12 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი ღამით: 5 – 10 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 8 – 13 გრადუსი ღამით: …

მოსკოვი ირანულ რაკეტებს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის გამოიყენებს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, მოსკოვისა და თეირანის თანამშრომლობა თავდაცვით სფეროში სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. უწყება ვარაუდობს, რომ ირანის დახმარება რუსეთისთვის მომავალ თვეებში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება: მოსკოვი ცდილობს, მიიღოს მეტი შეიარაღება, მათ შორის ასობით ბალისტიკური რაკეტა. „უკრაინაში შეჭრის შემდეგ ირანი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მხარდამჭერი გახდა. დიდი ალბათობით, ამის სანაცვლოდ, რუსეთი ირანს უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო …

რატომ ლაპარაკობს პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებზე – ISW-ის შეფასება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს გამოიყენოს მოლაპარაკებების თემა, რათა ერთმანეთს დააშოროს კიევი და მისი დასავლელი პარტნიორები და საკუთარ ძალებს აღდგენის საშუალება მისცეს – ფიქრობენ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები. ინსტიტუტის დღევანდელ ანგარიშში ნათქვამია, რომ პუტინი წარმოაჩენს კიევს, როგორც „რეჟიმს“, რომელსაც კომპრომისზე წასვლა და მოლაპარაკებები არ სურს. დიპლომატიის შესახებ საუბრებს პუტინი იყენებს როგორც საშუალებას, უკრაინასა …

პუტინი ირწმუნება, რომ დასავლეთმა უკრაინა კოლონიად აქცია, მისი ხალხი კი საზარბაზნე ხორცად

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის გაჩაღებაში დასავლეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ დონბასში გენოციდი სწორედ დასავლეთმა წაახალისა, ახლა კი უკრაინას თვითმკვლელობისკენ უბიძგებს. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ლიდერებისადმი ვიდეომიმართვაში პუტინი ეკონომიკური სანქციების გამოც გამოთქვამს უკმაყოფილებას. მისი თქმით, დასავლეთი აწესებს „უკანონო ეკონომიკურ და სავაჭრო სანქციებს“, „აჩაღებს სამხედრო კონფლიქტებს მთელ მსოფლიოში“ და „ცდილობს …

უკრაინამ რუსეთში აეროდრომებს მოდიფიცირებული საბჭოთა დრონებით დაარტყა – Politico

ორ რუსულ სამხედრო ავიაბაზას – „დიაგილევოსა“ და „ენგელსს“ უკრაინამ 5 დეკემბერს მოდიფიცირებული საბჭოთა უპილოტო საფრენი აპარატებით – „სტრიჟებით“ დაარტყა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ წყაროების ცნობით, რუსულ ავიაბაზებზე თავდასხმისთვის უკრაინამ მის მარაგებში საბჭოთა დროიდან შემორჩენილი ოპერატიულ-ტაქტიკური სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატები Ту 141-ები გამოიყენა. როგორც Politico აღნიშნავს, ეს ხაზს …

რუსეთმა ირანიდან დრონების ახალი პარტია მიიღო – ბრიტანეთის დაზვერვის ვარაუდი

„ბოლო სამი კვირის განმავლობაში პირველად გაჩნდა ცნობები, რომ უკრაინაში კვლავ გამოჩნდა ირანული წარმოების ცალმხრივი თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატები,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 9 დეკემბრის რელიზში და დასძენს, რომ ამ ცნობებს ჯერ დადასტურება სჭირდება, თუმცა, სავარაუდოდ, რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატების მარაგი შეავსო. 6 დეკემბერს უკრაინის გენშტაბმა განაცხადა, რომ ჩამოაგდო 17 უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 დეკემბრის 21 საათიდან 10 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი ღამით: 5 – 10 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 5 – 10 გრადუსი ღამით: -2 …

მოსკოვთან სავაჭრო ცენტრი დაიწვა – ვიდეო

უკანასკნელი ინფორმაციით, მოსკოვის ოლქში, სავაჭრო ცენტრ „მეგა ხიმკიში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. რუსული მედიის ცნობით, ის სავარაუდოდ, ცენტრის დარაჯი იყო და მისი ცხედარი ცეცხლის ჩაქრობისას იპოვეს. სავაჭრო ცენტრში, რომელიც ქალაქ მოსკოვისა და ოლქის საზღვარზე, მოსკოვის წრიულ საავტომობილო გზასთან მდებარეობს, ცეცხლი დაახლოებით დილის 6 საათზე გაჩნდა. მედიის ინფორმაციით, ხანძარი თავდაპირველად სამშენებლო ჰიპერმარკეტის სახურავში გაჩნდა …

პუტინი ისევ გეგმავს უკრაინის სუვერენიტეტის სრულად განადგურებას – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით (ISW), რუსი ჩინოვნიკების განცხადებების მიუხედავად, კრემლი უკრაინაში თავის იმპერიალისტურ მიზნებზე უარის თქმას არ აპირებს. ISW-ის ექსპერტებს მაგალითად მოჰყავთ კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადება, რომლის თანახმადაც „მოსკოვის ახლანდელი ტერიტორიული მიზანი ოთხი ნაწილობრივ ოკუპირებული ოლქის სრულად დაკავებაა“. „პუტინის მხრიდან რუსული იმპერიული ისტორიის გახსენება და მისი კომენტარები რუსეთის როლზე, როგორც „უკრაინის სუვერენიტეტის გარანტზე“ …

რუსეთმა თავისი ელიტური სატანკო არმია სვატოვოში გადაიყვანა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის პირველი გვარდიის სატანკო არმია, სავარაუდოდ, ლუგანსკის ქალაქ სვატოვოში, თავდაცვის ხაზზე გადაიყვანეს. „ელიტურად მიჩნეულმა არმიამ ომში მძიმე დანაკარგები განიცადა, მათ შორის სექტემბერში, ხარკოვიდან უკან დახევისას. არმიის შემადგენლობა, სავარაუდოდ, ნაწილობრივ გააძლიერეს ახალმობილიზებული რეზერვისტებით, თუმცა შემადგენლობის რაოდენობა მაინც ბევრად ნაკლებია 25 ათას კაცზე – დამტკიცებულ ნორმაზე,“ – წერს უწყება 8 დეკემბრის რელიზში. დაზვერვის …

ბრძოლა ბახმუტისთვის – რა ხდება ფრონტის ყველაზე რთულ მონაკვეთზე

„ქვეყნის დაუმარცხებლობის სიმბოლო“, „ციხე-ქალაქი“, „გმირების ქალაქი“ – ბოლო კვირებია სწორედ ასე მოიხსენიებენ სოციალურ ქსელებში ბახმუტს, ერთ დროს 70-ათასიან ქალაქს, რომელსაც ახლა თითქმის ყველა მხრიდან უტევს რუსეთის ჯარი. ბახმუტზე რუსეთის არმია ჯერ კიდევ ივლისის შუა რიცხვებში, სევეროდენცკისა და ლისიჩანსკის აღების შემდეგ გადაერთო. დასავლელი ანალიტიკოსებიცა და უკრაინელი ჩინოვნიკებიც ამბობენ, რომ რუსეთი ქალაქის ალყაში მოქცევას ცდილობს. რა ხდება …

13 დეკემბრამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. უმეტესად უნალექო, მაგრამ შედარებით ცივი, ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით -4, +1, დღისით +5, +10 გრადუსი იქნება. …

თურქეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა – ძრავაში ჩიტები მოხვდნენ

თურქეთში, კონიის  პროვინციაში, ჩამოვარდა ე.წ. რეაქტიული აერობატიკის, საჰაერო მანევრების ჯგუფში შემავალი თვითმფრინავი. ოფიციალური ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ძრავაში ჩიტების მოხვედრა გახდა. თვითმფრინავში მხოლოდ ერთი პილოტი იმყოფებოდა, მან კატაპულტირება მოახერხა, თუმცა დაშავდა და კლინიკაშია გადაყვანილი. მედიის ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შემთხვევა 6 დეკემბერს მოხდა. ______________ ფოტო: „დეილი საბაჰი“/dailysabah.com

წლის „ევროპელი“ და წლის „ლუზერი“ – ზელენსკი და პუტინი Politico-ს რეიტინგში

გამოცემა Politico აქვეყნებს თავის ყოველწლიურ რეიტინგს, რომლის სათავეშიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკია – გამოცემის აზრით, 2022 წელს ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანი. „ევროპა იცვლება. იმის გაგებაც – რას ნიშნავს იყო ევროპელი. და ეს დიდწილად იმ უკრაინელი კომიკოსის დამსახურებაა, რომელიც პრეზიდენტი გახდა,“ – ამ სიტყვებით იწყებს Politico უკრაინის პრეზიდენტზე ტექსტს, რომლის სათაურიც ასე ჟღერს – „ვოლოდიმირ ზელენსკი …

სკოლა 29 მოსწავლით

მას შემდეგ, რაც ახალდაბის საჯარო სკოლაში ბოლო გაკვეთილის დამთავრების მაუწყებელი ზარი დაირეკა, მეექვსე კლასის საკლასო ოთახის ინტერიერი შეიცვალა. კლასი, სადაც 4 მერხი იდგა, დებატკლუბის სივრცედ იქცა. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, მალვინა ზოიძეს, კლასში თეთრი დაფა შემოაქვს, სკოლის ბიბლიოთეკარს, ნარგიზ ქათამაძეს – ლეპტოპი და პროექტორი. დაფას კედელზე ამაგრებენ, ცდილობენ პროექტორი გაასწრონ. ამასობაში პატარა ოთახი ბავშვებით …

პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი და მომქანცველი ომის წინაპირობებს ქმნის – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) დასკვნით, პუტინის ამ განზრახვაზე მისი გამოსვლები მიუთითებს. ანალიტიკოსები რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებს ეყრდნობიან. 7 დეკემბერს ვლადიმერ პუტინი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტმა სწორედ ამ შეხვედრაზე განაცხადა ერთ-ერთი კითხვის პასუხად, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია ხანგრძლივი პროცესია,“ ახალი ტერიტორიების დაკავება კი – მისი თვალსაჩინო შედეგი. ამ შეხვედრაზე …

კარიერის დაგეგმვისა და კონსულტირების სერვისების განვითარება – დისკუსია ბათუმში

ხშირად ადამიანები საკუთარ ცოდნასა და უნარებს ისეთ სამსახურში ხარჯავენ, რაც მათ თავდაპირველ მოლოდინს არ შეესაბამება. შედეგად დასაქმებულები კარგავენ დროს, რესურსს და უწევთ სამუშაო ადგილის ხშირი ცვლა, რაც ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული მეთოდია კარიერის დაგეგმვა და კონსულტაციების მიღება ამ სფეროს სპეციალისტებისგან მანამ, სანამ სამსახურის ძიებას შეუდგება დასაქმების მსურველი. საქართველოში ეს მიდგომა ახალია, თუმცა საკანონმდებლო …

თურქულმა კომპანიამ შესაძლოა უკრაინას დენი მცურავი ელექტროსადგურებით მიაწოდოს

მცურავი ელექტროსადგურების მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი, თურქული კომპანია Karpowership-ი მოლაპარაკებებს აწარმოებს უკრაინისთვის მოლდოვასა და რუმინეთის გავლით 400 მეგავატამდე ელექტროენერგიის მიწოდებაზე. ინფორმაციას თურქული მედიაკომპანიის აღმასრულებელი თანამდებობის პირზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსეთის სარაკეტო დარტყმებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვა. უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შესაძლოა მილიონობით ადამიანს ელექტროენერგიის მიწოდება მინიმუმ მარტის ბოლომდე შეუწყდეს. მიზეზი …

ცოდვა გამხელილი სჯობს, აზოვის ზღვა რუსეთის შიდა ზღვა გახდა – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ხანგრძლივი პროცესია, „ახალი ტერიტორიების გაჩენას“ კი ამ ოპერაციის „ღირებულ შედეგად“ მიიჩნევს. ასეთი განცხადებით ვლადიმერ პუტინი სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს შეხვედრაზე გამოვიდა. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია შესაძლოა ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ თქვენ ახალი ტერიტორიები ახსენეთ და ახალი ტერიტორიების გაჩენა ღირებული შედეგია რუსეთისთვის. ეს სერიოზული საკითხია. ცოდვა გამხელილი სჯობს …

რაკეტა რომ მომცენ, კრემლს დავცხებდი – უკრაინის გმირი, რომელიც ბახმუტთან იბრძვის

როგორია ზამთარი ფრონტზე? – იმეორებს ჟურნალისტის შეკითხვას მაიორი კირილო ვერესი, უკრაინის გმირი, „ოქროს ვარსკვლავის“ მფლობელი და ბოგდან ხმელნიცკის ორდენის სრული კავალერი. ვერესი 34 წლისაა და 54-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის საბრძოლო ჯგუფ K2-ს მეთაურობს. დანაყოფს, რომელმაც უკრაინაში სახელი ჯერ კიდევ დონბასის ბრძოლებიდან გაითქვა. სწორედ ამ ჯგუფის მებრძოლებმა დაატყვევეს 2015-ში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრები – ევგენი ეროფეევი …

კრემლი ეცდება, „ყალბ მშვიდობას“ მიაღწიოს დროის მოსაგებად – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის აზრით, რუსეთმა უკრაინასთან შესაძლოა „ყალბი მშვიდობის“ მიღწევა სცადოს, რათა კონფლიქტი გაყინოს, უკეთ მოემზადოს და ხელახალი შეტევა დაიწყოს. ბლინკენმა ამის შესახებ The Wall Street Journal-ის სამიტზე ისაუბრა. პირველი შეკითხვა სახელმწიფო მდივანს სწორედ რუსეთ-უკრაინის ომსა და რუსეთის აეროდრომებზე მომხდარ აფეთქებებზე დაუსვეს. მეთ მიურეი, The Wall Street Journal-ის მთავარი რედაქტორი: დღევანდელი დღე რუსეთის …

„ვაგნერის“ მებრძოლი აღმოჩნდა რუსი დეზერტირი, რომელმაც პოლიციელი დაჭრა

რუსეთის როსტოვის ოლქში დააკავეს დეზერტირი, რომელმაც 6 დეკემბერს ტყვიამფრქვევიდან გაუხსნა ცეცხლი პოლიციელს – მედიის ცნობით, ის „ვაგნერის“ გადაბირებული მებრძოლია, რომელიც საპატიმროდან ომში ჩართვის პირობით გამოიყვანეს. როსტოვის გუბერნატორის ინფორმაციით, თავდასმხმელი ქალაქ ნოვოშახტინსკთან დააკავეს. კრემლისტურმა გამოცემებმა მხოლოდ ის დაწერეს, რომ სამხედრო 38 წლისაა და სხვა ოლქის მცხოვრებია. ტელეგრამარხი „ბაზა“ კი იუწყება, რომ დაკავებული დეზერტირი პაველ ნიკოლინი სამხედრო …

წელს თურქეთმა 10 მილიონი აშშ დოლარის ხამსა გაიტანა ექსპორტზე

2022 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით თურქეთმა 10 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ქაფშია [ხამსა] გაიტანა ექსპორტზე. ამის შესახებ თურქული მედია წერს თურქეთის აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის ექსპორტიორთა ასოციაციაზე დაყრდნობით. თურქეთიდან ხამსა 26 ქვეყანაში გააქვთ. ყველაზე მსხვილი იმპორტიორები წელს არიან: საფრანგეთი, ბელგია და აშშ. სააგენტო „ანადოლუ“ წერს, რომ წელს თურქეთიდან პირველად დაიწყეს ხამსას ექსპორტი ყაზახეთში, სირიაში, კენიასა …

რუსეთი თავდაცვით ნაგებობებს აშენებს უკრაინის საზღვარზე – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ადასტურებს, რომ რუსეთი თავდაცვით პოზიციებს ქმნის უკრაინასთან საერთაშორისო საზღვრის გასწვრივ და ბელგოროდის ოლქის სიღრმეში. „6 დეკემბერს ბელგოროდის გუბერნატორმა გამოაცხადა, რომ ოლქი ადგილობრივი თავდაცვითი დანაყოფების ფორმირებას იწყებს. ბელგოროდში ტრანშეების თხრის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილიდან ჩნდებოდა, თუმცა ახლანდელი თავდაცვითი კონსტრუქციები გაცილებით უფრო რთული სისტემებია და განკუთვნილია მექანიზებული თავდასხმის შესაკავებლად,“ – წერს …

კომპიუტერისა და ინტერნეტის გარეშე – რა ხდება, როცა სოფელში სწავლობ

14 წლის თედო მჟავანაძე შუახევში, სოფელ წყაროთაში ცხოვრობს. ის წყაროთის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა. სკოლაში მის გარდა 39 ბავშვია. თედოს, ისევე, როგორც მისი თანასკოლელების უმრავლესობას, არ აქვს ლეპტოპი და არ მიუწვდება ხელი ინტერნეტზე. იმისათვის, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დავალებები მოამზადოს და ლეპტოპით ისარგებლოს, მეათეკლასელ თედოს საკმაოდ დიდი მანძილის გავლა უწევს მეგობრის სახლამდე. თედოს …

კრემლი მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) აზრით, არსებობს ნიშნები, რომ ამ ფაქტის ოფიციალურად უარყოფის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლება მობილიზაციის მეორე ტალღისთვის ემზადება. დღევანდელ ანგარიშში ინსტიტუტის ანალიტიკოსები მიმოიხილავენ რუსეთის უმაღლესი პირების განცხადებებსა და რუსეთის საინფორმაციო სივრცეში გაჩენილ ტენდენციებს, რაც მათი აზრით, ამგვარი დასკვნის საფუძველს ქმნის. „რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მობილიზაციის მეორე ტალღის შესახებ არაოფიციალური წყაროებით გავრცელებულ ცნობებს პირდაპირ უარყოფს …

ინდონეზიაში ქორწინებამდე სექსი პატიმრობით დაისჯება

ინდონეზიის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც ქორწინების გარეშე სექსი ერთ წლამდე პატიმრობით დაისჯება. ახალი კანონი სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების ნაწილია. კანონი ძალაში სამი წლის შემდეგ შევა და პრეზიდენტის შეურაცხყოფისა და სახელმწიფო იდეოლოგიის წინააღმდეგ გამოსვლის აკრძალვასაც ითვალისწინებს. ცვლილება შეიცავს  „ზნეობის“ რამდენიმე კანონს, რომლებიც დაუქორწინებელ წყვილებს ერთად ცხოვრებას უკრძალავს. კანონი გავრცელდება როგორც ინდონეზიელებზე, ასევე ქვეყანაში მცხოვრებ …

აეროდრომებზე დარტყმები რუსეთმა სტრატეგიულ მარცხად უნდა განიხილოს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთი, სავარაუდოდ, თავის ბომბდამშენებს ენგელსის ბაზიდან სხვაგან, უფრო დაცულ აეროდრომებზე გადაიყვანს. უწყება სარატოვის ოლქში, ენგელსის საავიაციო ბაზაზე და რიაზანთან, დიაგილევოს აეროდრომზე მომხდარ აფეთქებებს იხსენებს. ინციდენტების დროს ენგელსის ბაზაზე ორი ბომბდამშენი – Tu-95 დაზიანდა და რუსული წყაროების ცნობით, 3 ადამიანი დაიღუპა, დიაგილევოს აეროდრომზე კი – ნავთობმზიდი აფეთქდა. „აფეთქებების მიზეზები ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ. …

8 ფაქტი უკრაინის არმიის შესახებ – დღეს უკრაინაში შეიარაღებული ძალების დღეს აღნიშნავენ

6 დეკემბერს უკრაინა თავისი შეიარაღებული ძალების დღეს აღნიშნავს. რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, ეს ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია. უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს უკრაინა 1993 წლიდან აღნიშნავს – 6 დეკემბერს, რადგან სწორედ 1991 წლის 6 დეკემბერს მიიღო უკრაინის რადამ კანონი ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ. ასევე, ეს დღე უკრაინის ისტორიაში 1917-1921 წლების ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის გადამწყვეტი თარიღია. 1919 წლის …

ბათუმში მთელი კვირა უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 დეკემბრის 21 საათიდან 7 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 5 – 10 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 3 – 8 გრადუსი ღამით: -2 …

ხანძარი კურსკში – აეროდრომს დრონით დაარტყეს

6 დეკემბერს, დილით, თავდასხმა მოხდა რუსეთის ქალაქ კურსკის აეროდრომზე. ოლქის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის ცნობით, აეროდრომს უპილოტო საფრენი აპარატით დაარტყეს. როგორც გუბერნატორი ტელეგრამზე წერს, თავდასხმის შედეგად აეროდრომთან ახლოს ნავთობშემგროვებელს გაუჩნდა ხანძარი. „დაშავებულები არ არიან. ხანძარს აქრობენ. ყველა სპეცსამსახური ადგილზეა“, – წერს გუბერნატორი. 5 დეკემბრის დილით  უცნობი საფრენი აპარატი ჩამოვარდა რუსეთის სარატოვის ოლქის აეროდრომის ასაფრენ ზოლზე, დიაგილევოს …

Exit mobile version