პრიგოჟინი ევროპარლამენტს „სისხლიან“ უროს უგზავნის

„ვაგნერის“ მფლობელი ევროპარლამენტისთვის „სისხლიანი“ უროს გაგზავნას აპირებს. ასე ევგენი პრიგოჟინი პასუხობს ცნობას, რომ ევროპარლამენტმა „ვაგნერი“ შესაძლოა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს. 22 ნოემბერს გამოცემა Politico-მ დაწერა, რომ ევროპარლამენტის დეპუტატებს „ვაგნერის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება სურთ. იმავე დღეს „ტელეგრამში“ ევგენი პრიგოჟინის კომენტარი და სამხედრო ბლოგერებისადმი მიმართვა გამოქვეყნდა. „დღეს თათბირი მქონდა „ვაგნერის“ მეთაურებთან და ეს სამწუხარო ამბავიც ვაცნობე. არ ვიცი, …

რუსეთმა საჰაერო-სადესანტო ძალები ხერსონიდან დონბასში გადაიყვანა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო ორ კვირაში რუსეთმა თავისი საჰაერო-სადესანტო ძალების ძირითადი ელემენტები დონეცკისა და ლუგანსკის ფრონტზე გადაიყვანა. „საჰაერო-სადესანტო ძალების დანაყოფების ყველაზე დასუსტებული ნაწილები სექტემბრიდან ოქტომბრამდე, ხერსონში, მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროს დაცვაზე იყვნენ მიმაგრებულნი. ახლა მათი გარკვეული დანაყოფები, სავარაუდოდ, მობილიზებული რეზერვისტებით გააძლიერეს,“ – წერს უწყება 24 ნოემბრის რელიზში. დაზვერვის შეფასებით, ცუდად გაწვრთნილი პერსონალი არათუ გააძლიერებს, …

კრემლი უკრაინაში საკუთარი მიზნების შენიღბვას დასავლეთის დასაბნევად ცდილობს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) დასკვნით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, უკრაინაში საკუთარი მიზნები არ შეუცვლია. ის ამ მიზნებს უბრალოდ ნიღბავს და აგრესიული და შედარებით გაწონასწორებული რიტორიკის დაბალანსებას ცდილობს, რაც რუს ნაციონალისტთა წრეებში უკმაყოფილებას იწვევს. „კრემლს არ უთქვამს უარი თავის მაქსიმალურ მიზნებზე უკრაინაში, ის მხოლოდ ამ მიზნების გაბუნდოვანებას ცდილობს, რათა დასავლეთის ქვეყნები შეცდომაში შეიყვანოს და უკრაინას …

ბათუმში კაცს, რომელიც ბენზინს ასხამდა, ცეცხლი გაუჩნდა სიგარეტის მოკიდების შემდეგ

ბათუმში, ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩაზე დღეს, 23 ნოემბერს, საღამოს, სასწრაფო დახმარების სამსახური და საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა. პირველადი ინფორმაციით, ქუჩაში მყოფმა კაცმა, რომელიც ბენზინს ასხამდა მანქანაში, სიგარეტს მოუკიდა და ცეცხლი წაეკიდა. სავარაუდოდ, მას საწვავი ხელზე ჰქონდა გადასხმული. ავტომანქანას ცეცხლი არ გასჩენია. იგი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა გადაიყვანა, სადაც „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ შემთხვევის ადგილიდან 30 წლამდე კაცი გადაიყვანეს. კაცს, …

„ამოიგდე თავიდან, რომ შეიძლება შვილი გააჩინო“ – ცხოვრება ფსიქიკური დაავადების დიაგნოზით

რუსო 23 წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა და სრულიად მარტო დარჩა. მერე ჰალუცინაციები დაეწყო. ერთხელ განსაკუთრებულად გამოეწყო, დედის სამკაულები გაიკეთა და შუაღამისას ქუჩაში გავიდა. წარმოედგინა, რომ ქალაქის დიდ მოედანზე თვითმფრინავით მისი შეყვარებული უნდა დაშვებულიყო და ელოდებოდა. რუსო მეზობლებმა იპოვეს და სახლში დააბრუნეს, მის ნათესავებს დაურეკეს. მისი თქმით, მოვიდნენ ნათესავები და არწმუნებდნენ, რომ აუცილებელი იყო ასათიანის …

ჯონსონი ჰყვება, რას ამბობდნენ ევროპელი ლიდერები რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი CNN Portugal-თან ინტერვიუში იხსენებს, რა რეაქცია ჰქონდათ ევროპული ქვეყნების ლიდერებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერსპექტივაზე. ჯონსონის თქმით, სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ ევროპული ქვეყნები უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ და დღემდე უდიდეს დახმარებას უწევენ, თუმცა 24 თებერვლამდე ამ თემისადმი დამოკიდებულება სხვადასხვაგვარი იყო. „ფრანგები ბოლო მომენტამდე უარყოფდნენ ამ შესაძლებლობებს,“ – ამბობს ჯონსონი. – „ეს ყველასთვის …

რუსეთის ხელშეწყობისთვის უკრაინაში 33 სასულიერო პირი დააკავეს – NY

The New York Times-ის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 33 სასულიერო პირი დააკავეს რუსეთისთვის ინფორმაციის შეგროვებისა და მიწოდების ბრალდებით. გამოცემა ინფორმაციის წყაროდ უკრაინის ოფიციალურ პირებს ასახელებს, თუმცა არ აკონკრეტებს, რომელ ეკლესიას მიეკუთვნებოდნენ დაკავებული სასულიერო პირები – მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიას, ავტოკეფალიურ ეკლესიას, თუ რომელიმე სხვა კონფესიას. The New York Times-ი წერს, რომ რუსეთის უკრაინაში …

რუსეთს დრონების მარაგიც ეწურება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთმა თითქმის ამოწურა ცალმხრივი თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატების მარაგი. უწყების ცნობით, 17 ნოემბრის შემდეგ ამგვარი დრონების შეტევის შესახებ საჯაროდ აღარ გამოცხადებულა. „სექტემბრიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში, სავარაუდოდ, ირანული წარმოების ასობით ლეტალური უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ეს აპარატები ცალმხრივი თავდასხმის დრონებისა და უფრო ტრადიციული მრავალჯერადი შეიარაღების სისტემების ნაზავს წარმოადგენს. ეს იარაღი რუსეთმა ფართოდ …

კრემლის პროპაგანდის მტკიცებით, უკრაინა რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, აპირებს შეჭრას – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის ბელგოროდის ოლქზე ე.წ. False-Flag თავდასხმისთვის კრემლი საინფორმაციო წინაპირობებს ქმნის. False-flag ოპერაცია იმგვარად მოწყობილი სამხედრო ქმედებაა, რომელიც კონფლიქტის მეორე მხარეს ბრალდება. ანალიტიკოსების დაკვირვებით, მოსკოვი საინფორმაციო სივრცეში აძლიერებს ჰიპოთეზებს, თითქოს უკრაინის არმია ბელგოროდის ოლქში შეჭრას აპირებს. ISW-ის ცნობით, ამგვარ ვარაუდებს ბოლო დღეებში კრემლის პროპაგანდისტები გამოთქვამენ, სხვა რუსული წყაროები კი ამტკიცებენ, …

რუსეთს 3 მასშტაბური შეტევისთვის საკმარისი რაკეტების მარაგიღა დარჩა – „უკრაინსკა პრავდა“

უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ ბოლო მასშტაბური სარაკეტო შეტევის შემდეგ რუსეთს რაკეტების არსენალი მხოლოდ სამი მსგავსი თავდასხმისთვის ეყოფა. გამოცემის ცნობით, ასეთი ინფორმაცია მის ჟურნალისტებს ძალოვანი ბლოკის მაღალჩინოსნებმა მიაწოდეს. „პრავდას“ წყაროების თქმით, ნოემბრის შუა რიცხვების მდგომარეობით, რუსეთის სარაკეტო არსენალი 15 ნოემბრის მსგავსი მხოლოდ სამი მასშტაბური სარაკეტო შეტევისთვის იქნება საკმარისი. წყაროები დასძენენ, რომ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა …

რუსეთმა ნავთობის მთავარი ევროპული ბაზრის 90% დაკარგა – Bloomberg

რუსულ ნავთობზე ევროკავშირის ემბარგო ორ კვირაში შევა ძალაში, თუმცა როგორც ირკვევა, რუსეთმა უკვე დაკარგა თავისი ნავთობის ბაზრის 90% ევროკავშირის ჩრდილოეთ ქვეყნებში. Bloomberg-ის ცნობით, ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ნიდერლანდებში, როტერდამის პორტში, რუსეთი დღეში მხოლოდ 95 ათას ბარელს ტვირთავს. შედარებისთვის: თებერვლის დასაწყისში ევროპულ პორტებში რუსეთიდან ყოველდღიურად 1,2 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი შედიოდა. ისეთმა სახელმწიფოებმა, როგორებიცაა: ლიეტუვა, საფრანგეთი …

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, წყალი შეწყდა

დღეს, 22 ნოემბერს, წყლის მიწოდება შეეზღუდათ ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მცხოვრებ აბონენტებს. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალი ამ ქუჩაში 00:00 სთ-მდე შეწყდა. კომპანიის ცნობით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაოები გახდა. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე წყალი ხშირად წყდება, რისი მიზეზიც, „ბათუმის წყლის“ ცნობით, მილის ავარიული დაზიანება ხდება.

რატომ ვითხოვთ სარჩელის ფორმების გამართვას უსინათლოებისთვის – ესმა გუმბერიძე

ავტორი: ესმა გუმბერიძე, იურისტი  _________________ სასამართლო სხდომაში მონაწილეობა გამორჩეული გამოცდილებაა. მათ შორის მხარედ ყოფნა. ყველა ცხოვრებისეულ განცდას, ფიქრს, აზრს მართლა იმ სასამართლო დარბაზის კარს უკან ტოვებ. ის საათ-ნახევარი, დარბაზის კარის დახურვიდან და სხდომის დაწყებიდან დასრულებამდე სხვა არაფერზე მიფიქრია. ალბათ ასეთივე განცდაა დიდ სპორტში რომელიმე ჩემპიონატზე თამაში. მთლიანად გათქვეფილი ვიყავი თანამოსარჩელეს, ჩვენი ადვოკატის, მოპასუხის, მოსამართლეების მოსმენაში, …

რუსები თავიანთი სამხედროების ცხედრებს ნაგავსაყარზე წვავდნენ – The Guardian

ხერსონში, ქალაქის განაპირას მდებარე ნაგავსაყარზე, რუსი სამხედროები თავიანთი მებრძოლების ცხედრებს წვავდნენ – ეს ინფორმაცია ბრიტანულ The Guardian-ს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიაწოდეს. ხერსონის რამდენიმე მცხოვრები, რომლებსაც გამოცემა ესაუბრა, ამბობს, რომ ცხედრები საკუთარი თვალით არ უნახავთ, თუმცა რამდენჯერმე დაინახეს, როგორ მივიდა ნაგავსაყართან რუსული სატვირთო მანქანა, საიდანაც პოლიეთილენის შავი ტომრები გადმოტვირთეს და დაწვეს. ადგილობრივების თქმით, ჰაერში ამის შემდეგ შავი …

უკრაინის უშიშროება კიევ-პეჩორის ლავრას ჩხრეკს

უკრაინის უშიშროების სამსახური დღეს კიევ-პეჩორის ლავრაში შევიდა. უწყების ცნობით, ეროვნულ პოლიციასა და გვარდიასთან ერთად, სამონასტრო კომპლექსში მიმდინარეობს „კონტრდაზვერვის ღონისძიებები უკრაინაში რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობის წინააღმდეგ“. „რუსეთის სამხედრო აგრესიის გათვალისწინებით, იზრდება ტერორისტული აქტების, დივერსიების, მძევლების აყვანის რისკები, განსაკუთრებით მოქალაქეთა თავშეყრის ადგილებში,“ – ნათქვამია უშიშროების სამსახურის განცხადებაში. უწყების ცნობით, „ოპერაციის მიზანია“ არ დაუშვან ლავრის გამოყენება „რუსული სამყაროს“ თავშესაფრად; გაარკვიონ, …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 ნოემბრის 21 საათიდან 23 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – ზოგან მცირე წვიმა, მაღალ მთაში – თოვა. დღისით, 23 ნოემბერს კი, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება: დღისით: 17 – 23 …

შავ ზღვაში რუსეთის სადესანტო ხომალდებს ახალი საფრთხე დაემუქრა – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსული და უკრაინული საინფორმაციო წყაროებოს ცნობით, 18 ნოემბერს, თავდასხმა მოხდა ნოვოროსიისკის პორტის ნავთობტერმინალზე, რომლის სიახლოვესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უმსხვილესი ბაზაა. დაზვერვის ცნობით, რუსეთის ფლოტმა თავისი საზღვაო ოპერაციების დიდი ნაწილი ნოვოროსიისკში მას შემდეგ გადაიტანა, რაც ზაფხულში, ოკუპირებულ ყირიმში მდებარე სევასტოპოლის ბაზას უკრაინელემა დაარტყეს. „რუსეთის სარდლობა, სავარაუდოდ, შეშფოთებული იქნება იმ საფრთხი გამო, რომელიც ნოვოროსიისკში განლაგებული სადესანტო …

კრიტიკის მატების გამო კრემლი ქვეყანაში ინტერნეტის სრულ კონტროლს გეგმავს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანგარიშის თანახმად, რუსეთის საინფორმაციო სივრცეში რუსი სამხედროების კრიტიკა კიდევ უფრო იზრდება. ამ ფონზე ხელისუფლება კონტროლის გამკაცრებას განაგრძობს. ანალიტიკოსებს მაგალითად მოჰყავთ კრემლისტურ მედიაში გაჩენილი ცნობები, რომელთა მიხედვითაც რუსეთის სახელმწიფო დუმა ონლაინსივრცის რეგულაციაზე კანონის მიღებას განიხილავს. კანონი ხელისუფლებას საშუალებას მისცემს გამორთოს სპეციფიკური ალგორითმები რუსეთის სივრცეში, დაარეგულიროს სოციალური ქსელები, ონლაინ კინოთეატრები, ძებნის სისტემები, …

კრემლი შესაძლო სახელმწიფო გადატრიალებისთვის ემზადება – The Insider

მოსკოვის ცენტრში 26 ოქტომბერს სამხედრო ტექნიკა და შეიარაღებული ხალხი გამოჩნდა. დაცვის ფედერალურ სამსახურში განმარტეს, რომ მიმდინარეობდა „ტაქტიკური სწავლება ტერორიზმის საფრთხის განეიტრალებისა და ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ობიექტების დასაცავად“. რუსულმა გამოცემა The Insider-მა გამოარკვია, რომ დაცვის ფედერალური სამსახური გადატრიალებისთვის ემზადება, ეს ტაქტიკური სწავლებები კი მხოლოდ ნაწილია იმ სპეცღონისძიებების, რომელთა გატარებაც მაშინ უნდა დაიწყოს, თუ დაცვის ფედერალური სამსახური …

ამ ორ რამეს ვერავინ წაგვართმევს – ზელენსკიმ უკრაინას ღირსებისა და თავისუფლების დღე მიულოცა

21 ნოემბერს უკრაინა ღირსებისა და თავისუფლების დღეს აღნიშნავს. ეს დღე უკრაინის მოქალაქეებს პრეზიდენტმაც მიულოცა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დღეს ხალხი კიევის მთავარ მოედანზე შეიკრიბება, იმ ადგილას, სადაც წლების წინ „ნარინჯისფერი“ და „ღირსების რევოლუციები“ დაიწყო და იმავე ადგილას, სადაც მშვიდობიანი უკრაინა ერთ დღეს აუცილებლად იზეიმებს გამარჯვებას. „დღეს ჩვენ ღირსებისა და თავისუფლების დღეს აღვნიშნავთ. დღესასწაულს, რომელიც აჩვენებს, რას …

ბაირაქტარმა პირველი უპილოტო სამხედრო თვითმფრინავი გამოუშვა უკრაინული ძრავით

თურქული კომპანია Baykar-ის უპილოტო სამხედრო თვითმფრინავმა Bayraktar Kızılelma-მ გამოცდა წარმატებით გაიარა. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა სააგენტო Anadolu-ს უთხრეს, Kızılelma პირველი თურქული უპილოტო გამანადგურებელი თვითმფრინავი იქნება, უკრაინული მედიის ინფორმაციით კი, მას უკრაინული წარმოების ძრავები აქვს. კვირის დასაწყისში თვითმფრინავმა პირველი გამოცდა დამზღვევი ტროსების დახმარებით გაიარა, 20 ნოემბერს კი – უკვე ტროსების გარეშე. გამოცდის პროცესის ვიდეო კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა სელჩუკ …

რუს მეთაურებს უჭირთ თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციების ერთად წარმოება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ლუგანსკის ოლქის ერთ-ერთი მსხვილი დასახლებული პუნქტის, სვატოვოს შენარჩუნებამ რუსეთისთვის პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა. უწყების ცნობით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში სვატოვოს სექტორში არ შეწყვეტილა საარტილერიო ბრძოლები. რაც შეეხება ფრონტის სხვა მონაკვეთებს, იქ რუსეთი თავდაცვითი პოზიციების მოწყობას განაგრძობს და ამის გაკეთებას ცუდად აღჭურვილი და ასევე ცუდად მომზადებული მობილიზებულების ხარჯზე ცდილობს. „ახლა, როდესაც რუსეთისთვის უფრო …

რუს სამხედრო ბლოგერებს პირადად პუტინი მფარველობს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) დღევანდელი ანგარიშის მთავარი თემა რუსი სამხედრო ბლოგერები არიან. ანალიტიკოსების შეფასებით, ბლოგერების ჯგუფს პირადად ვლადიმერ პუტინი მფარველობს. შესწავლილ მასალებზე დაყრდნობით, ექსპერტები წერენ, რომ ქვეყანაში დამყარებული მკაცრი ცენზურის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო ბლოგერები არაერთხელ დაიცვა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თავდასხმებისგან. „რუსი სამხედრო ბლოგერები უბრალოდ კი არ უჭერენ მხარს ომს, არამედ ყალიბდებიან ჯგუფად, რომელსაც …

ევროპის მოედანზე სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ მიმდინარეობს | ფოტო

დღეს, 20 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ მიმდინარეობს. წელს ფესტივალის მთავარი თემა აჭარული ნაქარგებია, რომელთა დეკორაციებითაც გაფორმდა ევროპის მოედანი. სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ 2015 წლიდან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა. ფესტივალი 2020-2021 წლებში არ ჩატარებულა კორონავირუსის პანდემიის …

ბათუმში თბილი, უნალექო დღეებია მოსალოდნელი | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 ნოემბრის 21 საათიდან 21 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება: დღისით: 17 – 23 გრადუსი ღამით: 8 – 13 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 8 – 13 გრადუსი ღამით: 1 …

რუსეთს სამხედრო ხარჯებისთვის ისტორიაში ყველაზე დიდი ემისია დასჭირდა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, 16 ნოემბერს რუსეთმა სასესხო ვალდებულებების ემისია ჩაატარა და აქედან 820 მილიარდი რუბლი [13,6 მილიარდი დოლარი] მიიღო, რაც რუსეთის ისტორიაში ერთ დღეში განხორციელებული ემისიების ყველაზე მაღალი მონაცემია. „ეს მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რადგან სასესხო ვალდებულებების ემისია გადამწყვეტი მექანიზმია თავდაცვის ხარჯების დასაფარად, ეს ხარჯები კი უკრაინაში შეჭრის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა,“ – წერს უწყება 19 ნოემბრის …

კრემლს მობილიზაცია არ შეუწყვეტია და ახლა მორიგ ტალღას ელოდება – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) დასკვნით, რუსეთს მობილიზაციის ახალი ტალღა ელოდება, რადგან კრემლს მობილიზაცია არ შეუჩერებია და რეზერვისტების გაწვევას ამ ხნის განმავლობაში ფარულად განაგრძობდა. „ფარული მობილიზაციის გაგრძელება და მობილიზაციის მომდევნო ტალღისთვის მზადება, მიმდინარე საშემოდგომო გაწვევასთან ერთად, სავარაუდოდ, მძიმე ტვირთად აწვება რუსეთის შეიარაღებული ძალების ისედაც გადატვირთულ აპარატს,“ – წერს ISW. ექსპერტები იხსენებენ იმ ფაქტსაც, რომ „ნაწილობრივი მობილიზაციის“ …

რუსეთის ელიტა მიიჩნევს, რომ ომი წაგებულია – „მედუზა“

ხერსონიდან რუსული ჯარების გასვლა მტკივნეულ მოვლენად იქცა რუსული ელიტისთვის – მათ გააცნობიერეს, რომ „ნამდვილი ომი წაგებულია“. ამას რუსული ოპოზიციური გამოცემა „მედუზა“ რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. როგორ აღიქვა პუტინის გარემოცვამ ხერსონის მარცხი და როგორ იზრდება ომის გამო უკმაყოფილება რუს ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსებში. გამოცემის ერთ-ერთი წყაროს თქმით, ხერსონიდან უკან დახევა „ძალიან მტკივნეულად“ მიიღო რუსულმა …

23 ნოემბერს ბათუმში კინოფესტივალი „ლემონი“ გაიხსნება

23 ნოემბერს, 19:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალი LemON-ი გაიხსნება. კინოფესტივალის  ორგანიზატორია „არტ საზოგადოება ლიმონარიუმი“. პარტნიორები – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი და ბათუმის დრამატული  თეატრი. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები.  წელს ფესტივალს დაემატა ერთი საკონკურსო სექცია. კერძოდ, სტუდენტური ფილმების კონკურსთან ერთად  დაწესდა სადებიუტო-პროფესიული  ფილმების საერთაშორისო კონკურსი. ფესტივალი 23-28 ნოემბერს …

რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეში ოჯახი დახვრიტეს – უკრაინსკა პრავდა

„უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, 18 ნოემბრის ღამეს ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილში რუსმა სამხედროებმა მთელი ოჯახი დახვრიტეს – დედა, მამა და ორი შვილი. გამოცემის წყაროების ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქში, პოლოგივის რაიონში, პოჩტოვაიას ქუჩაზე, დახოცეს ალექსანდრ და ნატალია დარმობიდები და მათი ორი შვილი, ვლადისლავი და კირილი. ამ დროისთვის ქუჩა რუსეთის არმიის სამხედროებს აქვთ ალყაშემორტყმული. „უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ ინფორმაცია …

დიანოვმა მისთვის შეგროვებული ფულიდან 3 მილიონი „აზოვსტალში“ დაღუპულთა შვილებს გადაურიცხა

საზღვაო ქვეითმა მიხაილო დიანოვმა მისი მკურნალობისთვის შეგროვებული ფულის ნაწილი „აზოვსტალის“ დაღუპული დამცველების შვილებს გადასცა. როგორც დიანოვმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა, „აზოვსტალის“ დამცველთა ოჯახების ასოციაციის ანგარიშზე მან უკვე გადარიცხა 3 მილიონი გრივნა. „როგორც დაგპირდით, ვიწყებ შემოწირული თანხების იმ ადამიანებისთვის განაწილებას, ვისაც ეს სჭირდება. როგორც მანამდე ვთქვი, თქვენი ფული ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ორგანიზაციას, რომელსაც 3 მილიონი გრივნა გადავურიცხე, …

ნენსი პელოსი კონგრესში დემოკრატების ლიდერი აღარ იქნება – CNN

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აცხადებს, რომ პალატის ახალი შემადგენლობის პირობებში კონგრესის წევრად დარჩება, თუმცა დემოკრატების ლიდერი აღარ იქნება. „ეპოქის დასასრულს“ უწოდებს პელოსის გადაწყვეტილებას CNN-ი, რომელიც ამ ინფორმაციას ავრცელებს. „მე არ ვეცდები, მივაღწიო ხელახლა არჩევას დემოკრატების ლიდერის პოსტზე ახალ კონგრესში. დროა, ფრაქციას ახალი თაობა ჩაუდგეს სათავეში,“ – განაცხადა პელოსიმ წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე. ნენსი პელოსიმ …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 ნოემბრის 21 საათიდან 19 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება: დღისით: 18 – 22 გრადუსი ღამით: 8 – 13 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 8 – 13 გრადუსი ღამით: …

რუსეთი ფრონტის ხაზზე უკრაინელთა მორიგი გარღვევისთვის ემზადება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, დნეპრის დასავლეთ ნაწილიდან თავისი ჯარების გაყვანის შემდეგ რუსეთის სარდლობა პრიორიტეტს ანიჭებს ძალების გადაჯგუფებას, რეორგანიზაციას და ფრონტის დანარჩენ მონაკვეთებზე თავდაცვისთვის მზადებას. უწყების ცნობით, რუსეთის არმიამ სანგრების ახალი სისტემა მოაწყო ყირიმის საზღვართან და მდინარე სივერსკი დონეცთან, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს შორის. „ზოგიერთი ეს ადგილი ფრონტის ახლანდელი ხაზიდან 60 კილომეტრშია, რაც გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, …

უკრაინამ მიზანში ამოიღო რუსული არმიის თავშეყრის ადგილები აღმოსავლეთ ხერსონშიც – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსული ჯარები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ნაწილობრივ დაუცველები არიან, ამიტომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაძლოა მოახერხონ და დააზიანონ რუსეთის არმიის მომარაგების გზები და ამით ხელი შეუშალონ რუსების მცდელობებს, გაიმაგრონ თავდაცვითი პოზიციები ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში. „უკრაინის ძალებს, სავარაუდოდ, გაუჭირდებათ ისეთივე დრამატული შედეგების მიღწევა ხერსონის აღმოსავლეთ ნაწილში, თუმცა მაინც შესაძლებელია, ჩაშალონ რუსების …

მთელი უკრაინიდან რუსების განდევნა უახლოეს მომავალში ნაკლებსავარაუდოა – გენერალი მილი

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაური, გენერალი მარკ მილი მიიჩნევს, რომ ყირიმის სამხედრო გზით დაბრუნება უახლოეს მომავალში ნაკლებსავარაუდოა და ეს შესაძლოა უფრო მეტად პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგი იყოს. მისი თქმით, ახლა რუსეთს ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს უკრაინის დაახლოებით 20%. „უკრაინის სამხედრო გამარჯვების ალბათობა, უახლოეს მომავალში, ისე, რომ მთელი უკრაინიდან, მათ შორის, ყირიმიდანაც, განდევნონ რუსი სამხედროები, მაღალი არ …

Exit mobile version