ცენტრსა და რეგიონს შორის საბიუჯეტო ურთიერთობების კუთხით, წლების განმავლობაში არსებულ ტრადიციულ გამყინვარებას, ვარდების რევოლუციამ თავისი დაღი დაასვა. ყინულმა ლღვობა დაიწყო – რევოლუციურ ტალღაგადავლილ დედაქალაქში აჭარიდან თანხები დაიძრა. ბოლო დროს ტრადიციად ისიც იქცა, რომ წლის ბოლოს ქვეყნის ბიუჯეტის შეუსრულებლობა ხშირად აჭარას ბრალდებოდა. „აჟიტირება უკეთდებოდა ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ვალების ქონას. ახლა, საკითხის განხილვისას აღმოჩნდა, რომ ჩვენი 370 …
Author Archives: ბათუმელები
„აფსაროსი“ ახალგაზრდული ფორუმის შექმნის იდეით გამოდის
აჭარაში პოლიტიკურ სპექტრში ახალი სახეები და ორგანიზაციები ჩნდებიან. ერთ-ერთი ასეთია ახალგაზრდული ორგანიზაციაა „აფსაროსი“. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მირდატ ქამადაძის განცხადებით „აფსაროსი“ იატაკქვეშეთში ჯერ კიდევ 2 ნოემბრამდე შეიქმნა. „ჩვენ არჩევნებში კომისიის წევრების სტატუსით სხვადასხვა პარტიის მეშვეობით ვღებულობდით მონაწილეობას. როდესაც ქვეყანაში მშვიდობიანი რევოლუცია მოხდა გამოვაჩინეთ ჩვენი სახე. არასდროს გვქონია თვითმიზნად სახალხოდ გამოსვლა, მთავარი იყო საქმე გვეკეთებინა. ახლახანს ჩამოყალიბდა ორგანიზაციები …
Continue reading “„აფსაროსი“ ახალგაზრდული ფორუმის შექმნის იდეით გამოდის”
რევოლუციური გამოსვლების შემთხვევაში პოლიცია გაისვრის
გუშინ „ჩვენი აჭარას“ მიერ გამართული პრესკონფერენციის მთავარი თემა რამდენიმე დღის წინ დაკავებული მოძრაობის აქტივისტებისათვის წართმეული ორგანიზაციის წევრთა სიები იყო. პოლიციის მიერ დაკავებულ ძმებ ჩხეტიებსა და „ჩვენი აჭარას“ ბათუმის ორგანიზაციის გამგეობის წევრს დავით ბაციკაძეს მხარდამჭერთა 3 500 ხელმოწერა წაართვეს. „ჩვენი აჭარას“ ერთ-ერთი ლიდერის, თამაზ დიასამიძის განცხადებით, პოლიციელები ამ სიების მიხედვით აქტივისტებს სახლში აკითხავენ და აშანტაჟებენ. დიასამიძე …
Continue reading “რევოლუციური გამოსვლების შემთხვევაში პოლიცია გაისვრის”
დათო ხალვაში – ოქრუაშვილის პირველი მსხვერპლი აჭარაში
ბოლო დროს საქართველოში ყველაზე პოპულარული კითხვა – ვინ იქნება ოქრუაშვილის მორიგი მსხვერპლი – აჭარისთვისაც გახდა აქტუალური. აჭარაში გენპროკურორის პირველი მსხვერპლი ასლან აბაშიძის დაცვის უფროსი დათო ხალვაში, იგივე „ქელფეთა“ აღმოჩნდა. გენერალურმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 26 იანვარს აღძრა, თუმცა პრესამ ეს ე.წ. პოლიციის კვირეულის დაწყებისას შეიტყო. საქმე ეხება დათო ხალვაშის ავტომანქანების ბიზნესს, რომელსაც ის …
Continue reading “დათო ხალვაში – ოქრუაშვილის პირველი მსხვერპლი აჭარაში”
მითები, რომელსაც ქმნიდნენ აჭარაზე, ნელ-ნელა იმსხვრევა
რამდენად მტკივნეულია ის პროცესები, რომელიც დღეს აჭარაში მიმდინარეობს. საერთოდ, რა ფენომენია ასლან აბაშიძე და რა მითები დაემსხვრა მას. ამ თემებზე აშშ მყოფ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელს, ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორს, ფილოსოფოს გია მასალკინს ვესაუბრეთ. ბატონო გია, რით ახსნით იმ ფაქტს, რომ აჭარაში სხვადასხვა ორგანიზაციის გააქტიურების მიუხედავად, საზოგადოების ძირითადი ნაწილი მაინც პასიურია… ეს განპირობებულია შიშით, რაც სამსახურის …
Continue reading “მითები, რომელსაც ქმნიდნენ აჭარაზე, ნელ-ნელა იმსხვრევა”
გიგა ბოკერია: „ერთადერთი კონსენსუსი აბაშიძის პოლიტიკიდან წასვლაა“
ბოლო პერიოდში აჭარაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს აკეთებს „თავისუფლების ინსტიტუტის“ აქტიური წევრი გიგა ბოკერია: შეუძლებელია იმ ძვრების შეჩერება, რომელიც დაიწყო საქართველოში და გავრცელდა აჭარის ტერიტორიაზე, ანუ როგორც ეს მოხდა დანარჩენ საქართველოში. ხელისუფლებაში მოვა ის კაცი, რომელიც ხალხს სურს. იმისათვის, რომ ეს პროცესი დემოკრატიულად განხორციელდეს, უნდა მოიხსნას ის შეზღუდვები, რომელიც დღემდე აქვს აბაშიძის რეჟიმს, – შეზღუდვა პოლიტიკური …
Continue reading “გიგა ბოკერია: „ერთადერთი კონსენსუსი აბაშიძის პოლიტიკიდან წასვლაა“”
გაეხვევა თუ არა ბათუმი რკინიგზაში მომხდარ სკანდალში
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის დანაშაულებრივ ქმედებებს დღითი დღე ახალი ცოდვები ემატება. როგორც ჩანს, ჩხაიძეს ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა და სავარაუდოდ, თავისუფლებაზე დიდი ხნით გამომშვიდობებაც. ყოველივე ამის პარალელურად კი კულუარებში, საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ბათუმის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ნუგზარ ვარშანიძის შესაძლო პასუხისმგებლობის თაობაზეც დაიწყეს საუბარი. თავად ვარშანიძე „გაზეთ ბათუმელებთან“ მისი პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს გამორიცხავს და …
Continue reading “გაეხვევა თუ არა ბათუმი რკინიგზაში მომხდარ სკანდალში”
ხელმოწერები აჭარაში დემოკრატიული ცვლილებების დასაჩქარებლად
აჭარაში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ახალი მოძრაობა „ნათელი მომავლისათვის“ წამოიწყეს. მოძრაობაში ათ NGO-სთან ერთად, ფიზიკური პირებიც არიან გაერთიანებული. ისინი, როგორც თავად აცხადებენ, იბრძვიან იმისათვის, რომ აჭარაში განხორციელდეს დემოკრატიული ცვლილებები. მათი ბრძოლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ხელმოწერების შეგროვება – სხვადასხვა მოთხოვნებით მინიმუმ 50 ათასი ხელმოწერა სჭირდებათ. „გაზეთი ბათუმელები“ ერთ-ერთი ინიციატორი ორგანიზაციის, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის „ინტელექტი“ თავმჯდომარეს ლევან გობაძეს ესაუბრა: …
Continue reading “ხელმოწერები აჭარაში დემოკრატიული ცვლილებების დასაჩქარებლად”
ჩხაიძეს მილიონების მითვისებაში ადანაშაულებენ
შპს. „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს აკაკი ჩხაიძის შსს-მ გადასახადების დიდი ოდენობით დამალვის გარდა, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და სახელმწიფო ქონების განადგურება – მითვისების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზებაშიც წაუყენა ბრალი. როგორც ჟურნალისტებს შს სამინისტროში აცნობეს, საუბარი ეხება შს საგამოძიებო ორგანოებში, საექსპლუატაციოდ ვარგისი 996 ვაგონის დაჭრისა და ამ გზით 4 403 599 ლარის მითვისების ფაქტზე აღძრულ სისხლის …
Continue reading “ჩხაიძეს მილიონების მითვისებაში ადანაშაულებენ”
რუსეთის ბაზაში ყველაფერი საბრძოლო მზადყოფნაშია
როგორც ცნობილია, ბათუმში დისლოცირებული მე-12 რუსულ ბაზაში ხელშეკრულებით მომუშავე ქართველი ჯარისკაცები რუსეთში გაჰყავთ. „გაზეთი ბათუმელები“ ერთ-ერთ მათგანს დაუკავშირდა, რომელმაც თავისი ვინაობის საჯაროდ დასახელებისაგან თავი იმ მოტივით შეიკავა, რომ ეს მისთვის სარისკოა. თუმცა, ამ ცვლილების შესახებ რაც იცოდა, ყველაფერი გაგვანდო და საკუთარი სახელმწიფოს უსუსურობით გულნატკენმა დასძინა: იძულებულნი ვართ დავემორჩილოთ აღნიშნულ ბრძანებას: – ორი თვის წინ ჩამოვიდა …
Continue reading “რუსეთის ბაზაში ყველაფერი საბრძოლო მზადყოფნაშია”
აჭარაში ამომრჩეველთა სიებს აზუსტებენ
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბათუმელთა ოჯახებში კვლავ გამოჩნდნენ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ჯგუფები. შობა-ახალწელს მშვიდობიანად შეგებებულ-გამოვლილი ადამიანების სიმყუდროვე, აღწერის მომდევნო ეტაპის მიმდინარეობით, კიდევ ერთხელ დაარღვიეს. უნიკალურ დონეზე თითქმის აგერ-ახლა აღწერილ ადამიანებს, პირადობის მოწმობების ხელახალმა მოთხოვნამ და ფოტოგრაფირებამ ცოტა-არ იყოს ეჭვებიც გაუჩინა… „გაზეთი ბათუმელები“ ამასთან დაკავშირებით აჭარის იუსტიციის საბჭოს მდივნის როსტომ გუნთაიშვილის კომენტარს გთავაზობთ: – ხელახალი აღწერა არ …
მალე აჭარაში ხალხმრავალი გამოსვლები დაიწყება
უკანასკნელ პერიოდში აჭარის ხელისუფლების ოპონირებაში პოლიტიკური პარტიები და ინტელიგენციის წარმომადგენლები ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ „ჩვენ აჭარას“ კარები ყველასათვის ღია ჰქონდა, აჭარის ხელისუფლების შეცვლისა და რეგიონში დემოკრატიული პროცესების დამკვიდრების სურვილით უამრავი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა. მათ შორის გამორჩეული მდგომარეობა „დემოკრატიულმა აჭარამ“ და „ერთიანობის დარბაზმა“ დაიჭირეს. პირველს ედვარდ სურმანიძე ხელმძღვანელობდა. მან „ბურჯანაძე-დემოკრატების“ ინტერესების დასაცავად აჭარიდან …
Continue reading “მალე აჭარაში ხალხმრავალი გამოსვლები დაიწყება”
წაბლანის სტიქიას გადარჩენილი
სოფელ წაბლანაში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ 15 წელი გავიდა. 1989 წლის 19 აპრილს დატრიალებული ტრაგედიის დროს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ გადარჩენილი სოფლის მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია მოახდინა და ისინი ბათუმისა და მწვანე კონცხის დასასვენებელ სახლებში მოათავსა. მაშინ ზემოაჭარის მცხოვრებლებზე უზარმაზარი კრედიტი გამოიყო, მაგრამ ეს დახმარება მთავარ დაზარალებულებს არ შეხებიათ. „გაზეთ ბათუმელებს“ მწვანე კონცხზე მცხოვრებმა წაბლანელმა პენსიონერმა ნიაზ შაინიძემ …
არასამთავრობო ორგანიზაცია „ძმობისა და მეგობრობის კავშირი“
ამ ეტაპზე აჭარა პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრშია, შესაბამისად, იქმნება ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური ძალების კურსის გამტარებლები არიან. სულ ახლახანს ბათუმში შეიქმნა ორგანიზაცია „ძმობისა და მეგობრობის კავშირი“, რომელსაც ორი დევიზი აქვს: „მტერს მტრულად დავხვდებით, მოყვარეს მოყვრულად შევეგებებით“ და „მოღალატეს დამმარხველი არა ჰყავდეს“. ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტივისტის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, მათ არანაირი კავშირი პოლიტიკურ ძალებთან არ გააჩნიათ: „ჩვენ არავისგან …
Continue reading “არასამთავრობო ორგანიზაცია „ძმობისა და მეგობრობის კავშირი“”
ქონების ჩამორთმევა პოლიტიკური მიზნით ხდება
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე მოსახლეობის უმეტესობა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოელის. ერთ-ერთი კანონი, რომელიც მოქმედმა პარლამენტმა მიიღო, დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევას ეხება. დღევანდელი ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ამ გზით მოსპობს ჩრდილოვან ეკონომიკას. ექსპერტები კი ირწმუნებიან, რომ ჩინოვნიკებისთვის ჩამორთმეული ქონება ბიუჯეტის შევსებაში წაადგება ხელისუფლებას და 2 წლის განმავლობაში დეფიციტი აღარ ექნება. უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში, როცა კორუფცია მძვინვარებს, …
Continue reading “ქონების ჩამორთმევა პოლიტიკური მიზნით ხდება”
ეპარქიას კიდევ ერთი ეკლესია შეემატა
ბათუმ-სხალთის ეპარქიას კიდევ ერთი სალოცავი, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი შეემატება, რომელიც გოროდოკის დასახლებაში შენდება. კომუნისტების პერიოდში ეს შენობა სამხედრო შტაბს ექვემდებარებოდა. დიდი ხნის განმავლობაში, დღის წესრიგში იდგა შენობის ეპარქიისადმი გადაცემის საკითხი. საბოლოოდ, გასულ წელს, აჭარის უზენაესი საბჭოს განკარგულებით სალოცავი ბათუმ-სხალთის ეპარქიას გადაეცა. ტაძრის მშენებლობას დახმარებას უწევს ქალაქის მერია. ამჟამად, მიმდინარეობს ტაძრის სარეკონსტრუქციო და ეკლესიის ეზოში …
ხელისუფლების მიერ კანონების იგნორირება ოპოზიციის შანსებს ზრდის
ახალი პრეზიდენტის ხელისუფლებაში მოსვლის ეიფორიის ფონზე, გაჩნდა საშიშროება, რომ ახალი პარლამენტი ერთპარტიული იქნება. ოპოზიცია ალბათ ნაციონალებისა და დემოკრატების რიგებში შესაძლო განხეთქილების შედეგად გაჩნდება. ეს აზრი ქართულ პოლიტიკურ წრეებში დიდი ხანია მუსირებს. თუმცა, სახელისუფლო ძალის გარდა სხვა პარტიის პარლამენტში მოხვედრის აუცილებლობაზე ხელისუფლებაც საუბრობს. ზოგიერთი ექსპერტის აზრით მათ ოპონირებას მემარჯვენე ძალები გაუწევენ. არადა გაერთიანება ვერც მემარჯვენეებმა მოახერხეს. …
Continue reading “ხელისუფლების მიერ კანონების იგნორირება ოპოზიციის შანსებს ზრდის”
ჟვანიას „სარგო“ კანონები უკანონოდ იკერება
სახელისუფლო „ტრიუმვირატის“ ინიციატივით საქართველოს პარლამენტი მალე საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს. საქართველოში შემოღებული იქნება პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი. როგორც წინასწარ ცნობილია, ნანატრ პოსტს სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია დაიკავებს. ამ ფაქტის გამო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა კობა დავითაშვილმა პროტესტის ნიშნად პარტია დატოვა. „არ შეიძლება კონსტიტუცია მორგებული იქნას ერთი ადამიანის ნება-სურვილს“ – განაცხადა მან. არასამთავრობო ორგანიზაცია მოსახლეობის ინტერესების დაცვის კავშირის …
Continue reading “ჟვანიას „სარგო“ კანონები უკანონოდ იკერება”
დამწვარი შენობის ადგილზე სკვერი აშენდება
1 თებერვალს ბათუმ-სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის რეზიდენციის იმ ნაწილს, სადაც ცხოვრობდნენ სასულიერო პირები, სასულიერო სემინარიის სტუდენტობა და რამდენიმე ოჯახი, ხანძარი გაუჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ეპარქიის წარმომადგენლის მათე ტაკიძის აზრით დაძველებული ელექტროსადენებია. „სხვა მიზეზი არ არსებობს. გავრცელებული ინფორმაცია უნიკალური ბიბლიოთეკის განადგურების შესახებ, სინამდვილეს არ შეესაბამება. დამწვარია წიგნების ის ნაწილი, რომელიც ყოველდღიურად ესაჭიროებოდათ იქ მცხოვრებთ. ასევე, დაიწვა ხატების …
მედიის მხარდამჭერი აქცია თბილისში
„არის მომენტები, როცა სხვადასხვა, კონკურენტი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენელთა ერთად დგომა უბრალო სოლიდარობის, მეტიც აუცილებლობის გამო არსებობს“ – მიიჩნევს საქართველოში მომუშავე ჟურნალისტთა ის ნაწილი, ვინც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობასთან აქცია გამართა. საპროტესტო აქციის მიზეზი, ბოლო დროს აჭარაში მას-მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები გახდა. საქართველოში მომუშავე ჟურნალისტები ამ გარემოების გამო აშკარა შეშფოთებას გამოთქვამენ და როგორც ავტონომიის …
რა მისია აკისრია რუსეთის ჯარს აბაშიძის პოლიტიკაში
ბათუმი, გარდა იმისა, რომ გაძლიერებულია ქალაქის ქუჩებში პატრულირება, ბოლო რამდენიმე დღეა, სამხედრო ვერტმფრენებითაც კონტროლდება. ეს, საერთო სტაბილურობისათვის შეიძლება აუცილებელიც იყოს, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში, ადამიანების საერთო ნერვულ სისტემაზე ნეგატიურად რომ აისახება, ფაქტია. სხვა-თაშორის, არსებობს ისეთი ფაქტებიც, რომლებიც მტკიცებას არა, მაგრამ ახსნა-განმარტებას მაინც საჭიროებენ. ასეთ ახსნა-განმარტებას კი დღეს დალაგებულად ვერავინ იძლევა… როგორც ცნობილია, რუსეთი, თავისი ჯარის საქართველოდან …
Continue reading “რა მისია აკისრია რუსეთის ჯარს აბაშიძის პოლიტიკაში”
ქონების ჩამორთმევა სარფში
რამდენიმე წლის წინ აჭარის ხელისუფლებამ ბათუმი-სარფის გზის მონაკვეთზე არსებული უსახური ნაგებობები აიღო. მაშინ ბევრი კაფე-ბარი დაანგრიეს და ამაში გასაკვირიც არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება. ზოგიერთმა ოჯახმა დაზოგილი თანხებით აამოქმედა აღნიშნული ტიპის დაწესებულება და ისე დაუნგრიეს, არანაირი კომპნსაცია მათთვის არ მიუციათ. სოფელ კახაბერის მკვიდრი ჯემალ ლორთქიფანიძე ერთ-ერთი დაზარალებულთაგანია. მას ადლიის საბაჟო ტერმინალთან პატარა კაფე-ბარი ჰქონდა, …
კიდევ ერთი საზარელი მკვლელობა ბათუმში
გასულ კვირას საზარელი მკვლელობა მოხდა. პუშკინისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში, დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ხელვაჩაურში, აღმაშენებლის ქ.#40ა-ში მცხოვრები ბადრი დიასამიძე და მუცლის არეში სხეულის დაზიანება მიაყენა მის მამას ჯებრაელ დიასამიძეს, რომელიც მოთავსებულია რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მამა ამ თავდასხმის შემდეგ გადარჩა, თუმცა მისი მდგომარეობა ჯერ კიდევ არ არის სტაბილური და არ იძლევა დაკითხვის საშუალებას. რა …
პედაგოგები გაფიცვით იმუქრებიან
ხელვაჩაურის რაიონის პედაგოგები გაფიცვით იმუქრებიან. მიზეზად პედაგოგებისათვის დაპირებული 30%-იანი დანამატის გაუცემლობა სახელდება. 30%-იანი დანამატის ერთჯერადი გაცემა 2004 წლის იანვრის ხელფასზე მოახერხა ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ეტაპზე თანხები საკმარისი აღარ არის. „გვპირდებოდნენ, რომ 2003 წლის დანამატსაც მივიღებდით“, – აცხადებენ პედაგოგები და იქვე დასძენენ, რომ დაპირება დაპირებად დარჩა. ხელვაჩაურის რაიონის საბიუჯეტო სამსახურის მთავარი ბუღალტერი ნანა …
გარემოვაჭრეებს ბათუმშიც დაერივნენ
ბაზრის პოლიციელების აზრით, მოვაჭრეებს ბაზარში შესვლა არ უნდათ – „ცარიელი ადგილები არის, მაგრამ გარეთ დგომა ურჩევნიათ. შიგნით 1 ლარია გადასახადი, გარეთ – არა. გარეთ კლიენტებიც უფრო მეტია“. ამ დღეებში წერეთლის ქუჩის მოვაჭრეები მე-9 მიკრორაიონის პოლიციამ გააფრთხილა, გარე ვაჭრობის აკრძალვის თაობაზე მათ ადგილის გამოყოფასაც დაპირდნენ. გარემოვაჭრეები, რა თქმა უნდა, შეაშფოთა მიღებულმა ბრძანებამ და დაიწყო მოთქმაც „შვილებს …
აბაშიძის მხარდამჭერები ვართ და არა მისი დამცველები
ბათუმში „კმარას“ პროკლამაციები, დღისით-მზისით თუ ბევრს ქალაქის ქუჩებში არ უნახავს, ურნებს, რომლებიც „კმარელებისთვისაა“ განკუთვნილი, ყველა შეამჩნევდა. შეამჩნევდა აგრეთვე სხვადასხვა წარწერას, რომლებიც ქუჩებშია გამოკრული, მათ შორის ასეთი შინაარსისაც „აგრესიას ვუპასუხოთ სიყვარულით“. სწორედ ასე ჰქვია ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომლის პრეზენტაციაც ამ დღეებში მოხდება და რომლის წევრებსაც ეკუთვნით აღნიშნული ურნების დადგმისა, თუ წარწერების გამოკვრის ინიციატივა. როგორც ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, …
Continue reading “აბაშიძის მხარდამჭერები ვართ და არა მისი დამცველები”
„კმარელების“ ოფისი ბათუმში „საჯარო“ გახდა
„კმარას“ დევნა-შევიწროება აჭარის ძალოვანებისთვის პრიორიტეტული რომ აღარაა, ეს თვალნათლივ ჩანს. მათ აღარ სდევნიან. ბათუმში 3 თებერვალს ორგანიზაცია „კმარა“-ს აქტივისტებმა საჯაროდ გახსნეს ოფისი, რომლის წინაც ხუთჯვრიან დროშასთან ერთად, „კმარას“ დროშაც გამოფინეს. გუშინ ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა დროშის ჩამოგლეჯა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და მხოლოდ მუქარას დასჯერდნენ: „ასი კაცით დავბრუნდებით და დაგარბევთო“. მიუხედავად ამისა, „კმარას შტაბბინა“ გუშინ …
Continue reading “„კმარელების“ ოფისი ბათუმში „საჯარო“ გახდა”
ასანიძის საჩივარზე გადაწყვეტილება თებერვალში გამოქვეყნდება
როგორც საინფორმაციო წყაროებიდან გახდა ცნობილი, სტრასბურგის სასამართლო თენგიზ ასანიძის საჩივარზე გადაწყვეტილებას თებერვლის პირველ ნახევარში გამოაქვეყნებს. თენგიზ ასანიძის შვილის დავით ასანიძის თქმით, განაჩენის გამოქვეყნების ზუსტი რიცხვი ცნობილი არაა, თუმცა, ეს პროცესი დიდხანს არ უნდა გაჭიანურდეს, რადგან სასამართლოს განაჩენი უკვე არსებობს. „მხოლოდ მისი ოფიციალურად გაფორმება და საქართველოს ხელისუფლებისათვის გამოგზავნაა საჭირო“, – აცხადებს დავით ასანიძე. ამასთან, როგორც ასანიძე …
Continue reading “ასანიძის საჩივარზე გადაწყვეტილება თებერვალში გამოქვეყნდება”
ჩემი უსუსურობა იქნებოდა, რომ ვინმეს კანდიდატურამ შემაშფოთოს
დღეს, ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური, ასლან აბაშიძე ჟურნალისტების ჯგუფს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე გამოიკვეთა, ის აჭარაში არსებულ სიტუაციას უარყოფითად აფასებს, თუმცა, ყველაფერში ისევ ცენტრალურ ხელისუფლებას ადანაშაულებს. დღეს ბათუმში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მოსახლეობაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იმან, რომ გავრცელდა ხმები, სხვადასხვა სახის საბრძოლო იარაღის სამოქალაქო პირებზე დარიგების შესახებ. აქცენტი ძირითადად, რატომღაც ქობულეთის გამგებელზე კეთდებოდა. ასლან აბაშიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას …
Continue reading “ჩემი უსუსურობა იქნებოდა, რომ ვინმეს კანდიდატურამ შემაშფოთოს”
როდის გავა საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზები
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან კოლინ პაუელთან მოლაპარაკებებზე არ განხილულა საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შესაძლო დაფინანსების საკითხები, იტყობინება პრაიმ-ნიუსის კორესპონდენტი მოსკოვიდან. როგორც სერგეი ივანოვმა ოთხშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რუსული მხარე თვლის, რომ „სტამბულის ყველა შეთანხმება, რომლებიც რუსეთმა 1999 წელს ეუთო-ს სამიტზე აიღო, შესრულებულია“. ამ შეთანხმებათა რეალიზაციის ფარგლებში, რუსეთმა ქართულ მხარეს …
Continue reading “როდის გავა საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზები”
„კმარელების“ მიმართ პოლიციამ ტაქტიკა „შეცვალა“
მიხეილ სააკაშვილის ბათუმში ვიზიტმა აქაური „კმარელები“ ერთგვარად გამოაცოცხლა. ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელმა და არაორგანიზებულმა ჯგუფმა, ძალისმიერ „შავრაზმულ კატაკლიზმებს“ ვერ გაუძლო და სტიქიურად დაიშალა. დღეს ორი საათისთვის „კმარას“ ორმოცდაათამდე აქტივისტი ისევ შეიკრიბა და „კმარასა“ და საქართველოს დროშებით ქუჩებში მსვლელობა დაიწყეს. ისინი სხვადასხვა შინაარსის პროკლამაციებსაც ავრცელებდნენ: „კმარა უმოქმედება“, „კმარა დიქტატურა“, „დემოკრატია და თავისუფლება აჭარის მოსახლეობას“. ცოტა ხნით …
Continue reading “„კმარელების“ მიმართ პოლიციამ ტაქტიკა „შეცვალა“”
სტრასბურგში საქართველოს ახალი სახელმწიფო დროშა აღიმართა
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოთხშაბათს სტრასბურგში, ევროპის საბჭოში საქართველოს ახალი სახელმწიფო დროშა – ხუთჯვრიანი დროშა აღმართა. დროშის აღმართვის ცერემონიის დროს მიხეილ სააკაშვილს ხელში ვარდი ეჭირა – საქართველოში გასული წლის ნოემბერში განხორციელებული „ხავერდოვანი რევოლუციის“ სიმბოლო. როგორც პრეზიდენტმა სტრასბურგში ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ისტორიული მომენტია, სტრასბურგში ხუთჯვრიანი დროშის აღმართვა ნიშნავს ქართული ხალხის უფლებას იწოდებოდეს უძველეს ქრისტიანულ და ევროპელ ერად. …
Continue reading “სტრასბურგში საქართველოს ახალი სახელმწიფო დროშა აღიმართა”
ჯემალ ინაიშვილს ლიკვიდაციით ემუქრებიან
სახალხო მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ ერთ-ერთ ლიდერი, ფოთის პორტის დირექტორი ჯემალ ინაიშვილი აცხადებს, რომ მას ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებიან, რაც მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული. როგორც ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა, მისი აქტიურობა „ჩვენი აჭარის“ ეგიდით, რომელიც აჭარის ავტონომიის მეთაურის ასლან აბაშიძის გადადგომას ითხოვს, უკმაყოფილებას იწვევს. ინაიშვილი აცხადებს, რომ ის არ შეწყვეტს მოქმედებას აჭარაში დემოკრატიის დამყარებამდე. …
ხელისუფლება დაინტერესებულია ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობის დადგენით
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა ოთხშაბათს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას. პრეზიდენტის თქმით, საბჭოთა კავშირის არსებობის დროს ამომრჩეველთა რაოდენობა საქართველოში ბევრად მეტი იყო, ამჟამად კი მხოლოდ მიახლოებითი ციფრი არსებობს. სააკაშვილის განცხადებით, საქართველოდან ძალიან ბევრი ადამიანია გასული, ამიტომ 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ხელისუფლებამ საშუალება მისცა მოსახლეობას გაევლოთ წინასწარი რეგისტრაცია. მისი თქმით, …
Continue reading “ხელისუფლება დაინტერესებულია ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობის დადგენით”
რისთვის ემზადება აჭარა?
შს მინისტრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ მათ ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, აჭარის მოსახლეობაში ცრემლსადენი და მომწამლავი გაზი, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა რიგდება. როგორც ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ბარამიძემ განაცხადა, ამგვარი ქმედებების არანაირი საჭიროება არ არსებობს და, ბუნებრივია, ხელისუფლება იქ სისხლისღვრას და ძალადობრივ ქმედებებს არ დაუშვებს. თუ აჭარის მოსახლეობა გადაწყვეტს შეცვალოს ხელისუფლება, ის ამას მშვიდობიანი მეთოდებითა …
საქართველოს ამბიცია ევროკავშირში გაერთიანებაა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოთხშაბათს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ამბიცია ევროკავშირში გაერთიანებაა. მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას გააკეთა მიმართვა, რომ „სცნონ საქართველოს წევრობა უფრო ფართო ევროპის ფარგლებში“. სააკაშვილის განცხადებით, გასული წლის ნოემბერში საქართველოში მომხდარი „ვარდების რევოლუცია“ იყო ქვეყნის „პირდაპირი მანიფესტაცია ევროპული ფასეულობის და ლიბერალური დემოკრატიის, რაც საქართველოს თვითმყოფადობის და კულტურის საფუძველს …
Continue reading “საქართველოს ამბიცია ევროკავშირში გაერთიანებაა”