გერმანია უკრაინას 100 თვითმავალ ჰაუბიცს მიჰყიდის – მედია

გერმანული Der Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანიის მთავრობა თანახმაა, უკრაინას 100 ერთეული თვითმავალი საარტილერიო ჰაუბიცა Panzerhaubitze 2000 მიჰყიდოს.

გამოცემის ცნობით, გარიგების ღირებულება 1,7 მილიარდი ევროა. ჰაუბიცების მწარმოებელი კომპანია Krauss-Maffei Wegmann-ის განცხადებით, შეიარაღების წარმოება დაუყოვნებლივ დაიწყება, თუმცა პაკეტის დასრულებას რამდენიმე წელი დასჭირდება.

Настоящее Время-ს ცნობით, უკრაინამ გერმანიისგან უკვე მიიღო ზალპური ცეცხლის სამი რეაქტიული სისტემა MARS-II და სამი თვითმავალი საარტილერიო ჰაუბიცა Panzerhaubitze 2000. გერმანია ასევე აპირებს, უკრაინაში გაგზავნოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები IRIS-T და სამი სარემონტო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა.

გერმანიის ხელისუფლება არაერთხელ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ უკრაინას დაპირებულზე ნაკლებ შეიარაღებას აწვდის. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ამ კრიტიკას „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში უპასუხა.

„ჩვენ მიგვაჩნდა და გვჯეროდა, რომ ევროპაში მშვიდობა იქნებოდა, ამიტომაც წარსულში, ჩვენ გაცილებით ნაკლებს ვხარჯავდით საკუთარი თავდაცვის საჭიროებებისთვის. ამაზე ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს ფაქტი და რეალობაა,“ – ამბობს მინისტრი. – „ჩვენს მარაგებში 50 წლის წინანდელი ტექნიკაა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ აღარასოდეს მოგვიწევდა ტანკების წარმოება. ვერც კი წარმოიდგინეთ, როგორი ცუდი ტანკები აქვს ჩვენს არმიას დანარჩენ ევროპასთან შედარებით. ევროპა მომართული იყო, რომ მშვიდობიანი ცხოვრებით იცხოვრებდა, ამიტომაც ჩვენი იარაღის მარაგები, ნამდვილად არაა ისეთი, როგორიც უნდა იყოს“.

Krauss-Maffei Wegmann-ის წარმოების PzH 2000, რომელიც ბუნდესვერმა 1998 წელს მიიღო, ბოლო 24 წლის განმავლობაში, ამ ტიპის შეიარაღებაში ეტალონად მიიჩნევა.

ის NATO-ს სტანდარტებით, 155 მმ კალიბრისაა და გრძელ 55-კალიბრიან ლულას იყენებს. PzH 2000-ის სროლის მაქსიმალური მანძილი სტანდარტული ჭურვებით 30 კმ-ია, რეაქტიული ჭურვებით 40-47 კილომეტრს აღწევს, აქტიურ-რეაქტიულით კი – 67 კილომეტრს.

PzH 2000 განსაკუთრებული სწრაფი სროლითაც გამოირჩევა – წუთში 10-12 ჭურვი. ეს კი იმის ხარჯზე მიიღწევა, რომ ჰაუბიცა ავტომატური დამტენით იტენება.

სწრაფმსროლელი და შორსმოქმედი გერმანული ჰაუბიცები ძალიან ეფექტურად ასრულებს საარტილერიო „ილეთს“, რომლის დროსაც ერთი დანადგარი აკეთებს გასროლის სერიას ისე, რომ ყველა ჭურვი ერთსა და იმავე სამიზნეს ერთდროულად ხვდება. ამ დროს, ყოველი ჭურვი სხვადასხვა ტრაექტორიითა და სიჩქარით გაისროლება – პირველი ყველაზე შორს მიფრინავს, უკანასკნელი კი ყველაზე სწრაფად.

PzH 2000-ის გადაადგილების სიჩქარე 67კმ/საათია, მისი ფასი კი დაახლოებით 3,4 მლნ. ევრო.

მთავარი ფოტო: თვითმავალი ჰაუბიცა PzH 2000/ფოტო: უკრაინის თავდაცვის მინისტრის ფეისბუქგვერდიდან

ხერსონში უკრაინელთა კონტრშეტევა ძლიერდება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი ინფორმაციით, ხერსონის ოლქში უკრაინელთა კონტრშეტევა ძალას იკრებს. 28 ივლისის რელიზში უწყება აღნიშნავს, რომ უკრაინის ძალებმა პლაცდარმი მოიწყვეს მდინარე ინგულეცის სამხრეთ ნაპირზე, რომელიც თავის მხრივ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონთან ჩრდილოეთ საზღვარს ქმნის.

„რუსეთის 49-ე არმია, რომელიც განლაგებულია დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე, ამ ვითარებაში ძალიან დაუცველად გამოიყურება,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

უწყება აღნიშნავს, რომ უკრაინამ თავისი შორსმოქმედი არტილერიით დააზიანა დნეპრზე არსებული სამი ხიდიდან ერთ-ერთი, რომლის საშუალებითაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავის დანაყოფებს ამარაგებს.

„1000 მეტრიანი ანტონოვკის ხიდი ხერსონთან გასულ კვირაში დაზიანდა. უკრაინამ ხიდს კიდევ ერთხელ 27 ივლისს დაარტყა, რის შემდეგაც ის, დიდი ალბათობით, უკვე უმოქმედოა,“ – აღნიშნავს ბრიტანეთის დაზვერვა და დასძენს, რომ ხერსონი, პოლიტიკურად მნიშვნელოვანი დასახლებული ცენტრია, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული. ის ახლა, ფაქტობრივად, მოწყვეტილია სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებს. მისი დაკარგვა კი სრულიად ჩაშლის რუსეთის გეგმას, ოკუპაცია წარმატებად წარმოაჩინოს.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება ყურადღებას ამახვილებდა სერგეი ლავროვის აფრიკაში ვიზიტზე და აღნიშნავდა, რომ „რუსეთი, სავარაუდოდ, ამ ვიზიტებისას ეცდება მსოფლიო სასურსათო კრიზისში დასავლეთი დაადანაშაულოს და მოიპოვოს აფრიკის იმ სახელმწიფოების მხარდაჭერა, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიისადმი ნეიტრალურ დამოკიდებულებას ინარჩუნებდნენ“.

ომში სულ ლიკვიდირებულია 40 ათასზე მეტი რუსი სამხედრო – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 28 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 40 230 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +160]
  • ტანკი – 1 742 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 3 979 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 894 ერთეული [+11]
  • MLRS – 258 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 117 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 222 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 190 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 729 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 174 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 854 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 75 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღესგავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 28 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 260 თვითმფრინავი
  • 145 ვერტმფრენი
  • 1 625 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 359 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 172 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 764 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 207 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 515 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ვამაყობ, რომ „აზოველი“ ვარ – რუსი მებრძოლი, რომელიც მარიუპოლში დაიჭრა

როგორ აღნიშნეს ბათუმში ბელარუსის მოქალაქეებმა დამოუკიდებლობის დღე

დღეს, 27 ივლისს ბათუმში შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის წინ ბათუმში მცხოვრებმა ბელარუსის მოქალაქეებმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.

ბათუმში ბელარუსის ათასობით მოქალაქე ცხოვრობს. მათი ნაწილი ლუკაშენკოს რეჟიმს გამოექცა საქართველოში. ბელარუსის მოქალაქეები ბათუმში ხშირად მართავენ აქციებს და უერთდებიან უკრაინის სოლიდარობის აქციებსაც.

დამოუკიდებლობის დღე ბელარუსის მთავარი სახელმწიფო დღესასწაულია, რომელიც 1991 წლიდან აღინიშნება.  ამ დღეს მიიღეს დეკლარაცია ბელარუსის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ. თეთრ-წითელი დროშა და გერბი ცხენოსანი მხედრით ბელარუსის სუვერენული, დემოკრატიული რესპუბლიკის ოფიციალურ ატრიბუტებად იქცა.

ბათუმში შეკრებილი აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ლუკაშენკას რეჟიმი თავიდანვე მტრულად იყო განწყობილი ბელარუსის სუვერენიტეტის მიმართ და 1995 წელს ეროვნული გერბი და დროშა საბჭოთა ანალოგებით შეიცვალა.

1996 წლის რეფერენდუმის შემდეგ, რომელსაც „საკონსტიტუციო გადატრიალებასაც“ უწოდებენ, ბელარუსში გაუქმდა დამოუკიდებლობის დღესასწაულიც – იგი საბჭოთა დღესასწაულით, 3 ივლისით ჩანაცვლდა (მინსკის განთავისუფლების დღე), რასაც ბათუმში დღეს შეკრებილი ბელარუსის მოქალაქეები და ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეები დღესასწაულად არ აღიარებენ.

დღეს, 27 ივლისს ბათუმში შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის წინ ბელორუსის მოქალაქეებმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.

ტატიანა სუხოდსკაია, ბათუმში გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ბელარუსის დამოუკიდებლობის დღედ 27 ივლისს მიიჩნევს:

„ბელარუსში ახლაც ყველაფერი არც ისე მარტივადაა. მაგალითად, გვაქვს ასეთი დამოუკიდებელი, „გაერთიანებული სამოქალაქო პარტია“ (УГП). ამ პარტიის წევრების ძებნაა გამოცხადებული და აკავებენ, დღევანდელ დღეს ნორმალური ბელარუსები ზეიმობენ, ასეთი რამ ხდება ჩვენთან, ეს საშინელებაა. არ ვიცი ამას რა უნდა ეშველოს. ახალი ამბებით გავიგე, რომ ამ პარტიის ახლანდელი თავმჯდომარე დააკავეს“ – ამბობს ტატიანა სუხოდსკაია.

ტატიანა სუხოდსკაია, ბელორუსის მოქალაქე

ანდრეი მილევსკი ბელარუსიდან დევნილი ჟურნალისტია. მან გვითხრა, რომ თითქმის ერთი წელია ბათუმში ცხოვრობს:

„მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დღე, რომელსაც აღვნიშნავთ, სახელმწიფო დღესასწაული იყო 1996 წლამდე, 1996 წლის რეფერენდუმის შემდეგ კი ეს დღე ჩვეულებრივ დღედ იქცა.

რადიოში ვმუშაობდი, 2021 წლის აგვისტოში ქვეყნის დატოვება მომიხდა, რადგან ერთი დღის განმავლობაში ჩემთან ხუთი სხვადასხვა სპეცსამსახურის თანამშრომელი მოვიდა

საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო მაშინ, სადაც წამოსვლა შეიძლებოდა. ჩემი ოჯახი დარჩა ბელარუსში. ძალიან რთულია ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტად მუშაობა, რადგან შენს მიერ ნათქვამი, სპეცსამსახურების აზრით „რაღაც ისეთი“ ნებისმიერი სიტყვის გამო შეიძლება დაგაპატიმრონ“ – ამბობს ჟურნალისტი.

ანდრეი მილევსკი გვეუბნება, რომ მისი კოლეგა ჟურნალისტი უკვე 500 დღეა პატიმრობაშია და მისთვის ბრალი ჯერ კიდევ არ წარუდგენიათ:

ანდრეი მილევსკი, ბელორუსის მოქალაქე

„ჩემი კოლეგის მსგავსად ახლა ბელარუსის დამოუკიდებელი მედიის 30 თანამშრომელია ციხეში. ჩვენ არც კი ვიცით, რამდენ ხანს ისხდებიან ისინი იქ“ – ამბობს ანდრეი.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე, იგორი, გვარის დასახელებისგან თავს იკავებს. მისი თქმით, ყველა თავისუფალი ბელარუსი 27 ივლისს ზეიმობს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს მთელ მსოფლიოში, ბელარუსში მყოფებს კი არ შეუძლიათ საკუთარი აზრის გამოთქმა და მხოლოდ შინ ზეიმობენ დღესასწაულს, ოჯახებში:

„ბელორუსში დიდი რეპრესიებია, მათ შორის მეც რეპრესიების გამო მომიწია ბელორუსის დატოვება. პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული ჩემს წინააღმდეგ, ეს ნონსენსია, მშვიდობიანი მარშით გადავადგილდებოდით ბელორუსში და დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, რადგან ვეხმარებოდით სხვა ადამიანებს“.

იგორი, ბელორუსის მოქალაქე

იგორი განმარტავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხო ქვეყნებში მცხოვრებმა ბელარუსებმა გამოთქვან საკუთარი აზრი და  ბელარუსში მყოფი თანამოქალაქეების აზრიც, რადგან მათ იქ  თავისუფალი თვითგამოხატვის უფლება შეზღუდული აქვთ.

ამავე თემაზე:

ბელარუსში 8 წელი მიუსაჯეს ჟურნალისტს, რომელმაც აქციის დარბევა გააშუქა

იღებ დიპლომს, რა ხდება შემდეგ? – რას ჰყვებიან ბაკალავრები

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაზაფხულის სემესტრი გასულ კვირას დამთავრდა. მეოთხე კურსელებმა ჩაიცვეს მანტიები და ბევრი ფოტოც გადაიღეს უნივერსიტეტის სხვადასხვა სართულსა და ეზოში.

ბსუ-ს კურსდამთავრებულებს, ანა ვარშანიძესა და მარიამ ფუტკარაძეს ვკითხეთ, თუ რა ხდება უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ. ანა ამბობს, რომ პროფესია ჯერ არ აქვს, მიუხედავად იმის, რომ მან ახლახან ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრიატი დაასრულა.

  • „დიპლომის გარდა სხვა უნარები უნდა გქონდეს, რომ დაიწყო სამსახური“

ანამ გვითხრა, რომ უნივერსიტეტში ჩაბარების მოტივაცია არ ყოფილა დიპლომის აღება, მისი მოტივაცია სწავლა და განვითარება იყო. მაგ პროფესია თავად აირჩია, მშობლების და ოჯახის წევრების ჩარევის გარეშე, როგორც ზოგჯერ ხდება ხოლმე.

„ვფიქრობ, ჩვენ ქვეყანაში, ზოგადად, დიპლომის ქონა მნიშვნელოვანია. ასეთი ფრაზაც არსებობს – „დიპლომი უნდა გეგდოს“. ამ ფრაზაში ჩანს საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნა რაც არის.

დიპლომის გარეშე დასაქმება ძალიან ძნელია, თუმცა, ჩემი აზრით, ფორმალურია დიპლომის ქონა. დიპლომის იქით სხვა უნარები უნდა გქონდეს, რომ დაიწყო სამსახური“, – ამბობს ანა.

ანას თქმით, მისთვის რთულია პასუხის გაცემა იმაზე, მისცა თუ არა უნივერსიტეტმა ის „სხვა უნარები“, რომელთა ქონაცაა მნიშვნელოვანი სამსახურის დასაწყებად.

ის ფიქრობს, რომ სტუდენტებს ამ მხრივ სჭირდებათ ფსიქოლოგის კონსულტაციები – უფრო მეტი საუბარი, მაგალითად, თავდაჯერებულობაზე, რათა მეტად გაიხსნან და საჭირო უნარების გამომუშავება შეძლონ. ანას თქმით, ამისთვის მხოლოდ ბევრი წიგნის წაკითხვა საკმარისი არ არის.

ანა სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაში ინგლისური ლიტერატურის მიმართულებებით გეგმავს. სურს, რომ სხვა ქვეყანაში ისწავლოს, რათა ამ ენის შესწავლა კიდევ უფრო კარგად შეძლოს.

ის ამბობს, რომ კონკრეტულად მისი ფაკულტეტით კმაყოფილია და მას კარგი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიდნენ, რომელთა გაზიარებული ცოდნა მისთვის ღირებულია, თუმცა ზოგიერთი სტუდენტები სხვა ფაკულტეტიდან, მისი კურსელები, არ არიან კმაყოფილები.

„სტუდენტების პრობლემა ის არის, რომ ყველა აბარებს უნივერსიტეტში უნდა თუ არ უნდა. ოჯახი აიძულებს, რომ უეჭველად უნდა ჩააბარონ. ამის გამო, ფაქტობრივად, ვისაც სწავლა უნდა ის სტუდენტიც იჩაგრება. მისთვის უინტერესო ხდება სწავლის პროცესი, რადგან ელემენტარულის ახსნაზე ჩერდება პროცესი, მაშინ, როცა ვისაც სწავლა უნდა, უფრო მეტი მოთხოვნები აქვს“, – ამბობს ანა.

ანას თქმით, იმის გამო, რომ ერთი სემესტრით სტატუსი ჰქონდა შეჩერებული, ბევრ სხვადასხვა კურსის სტუდენტთან ჰქონდა შეხება.

ის ფიქრობს, რომ არ არის აუცილებელი ყველამ უნივერსიტეტში ჩააბაროს.

„რაც ვიცი, ჩემი კურსელების უმეტესობას არ უნდოდა უნივერსიტეტში ჩაბარება და იძულებული გახდნენ ოჯახის გამო. არადა საერთოდ სხვა პროფესიაში ხედავენ თავს. რაღაც ნაწილი უშუალოდ პედაგოგიკას მიყვება, ზოგიერთი კი უკვე დასაქმებულია“, – გვითხრა ანამ.

იგი ამბობს, რომ სწავლის და სამსახურის ერთმანეთთან შეთავსება ძალიან ძნელია – „ან ერთს ან მეორეს, რაღაცას აკლებ. ჩემი პროფესიით არ ვყოფილვარ აქამდე დასაქმებული, თუმცა ზაფხულში მუშაობით დამიგროვებია სწავლის ფული, რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის“.

ანას უნივერსიტეტში 50% – იანი გრანტი ჰქონდა. როგორც ის ამბობს, ამის გარეშე გაუჭირდებოდა და ზაფხულში დაგროვებული თანხაც აღარ იქნებოდა საკმარისი.

„[სწავლის გადასახადი] ბაზარზე არსებულ ფასებსა და, ზოგადად, ცხოვრების დონის მიხედვით, ძვირია. [მიღებულ ცოდნასთან] შესაბამისობას რაც შეეხება, ზოგიერთი კურსი არასაჭირო საგნებითაა გაბერილი, ამიტომ ის ფული წყალში გადაყრილად შეიძლება ჩაითვალოს.

საერთოდ, ბაკალავრზე [4 წლის განმავლობაში] რასაც ვსწავლობთ, 3 წელზეც შეიძლება განაწილდეს, ჩემი აზრით“, – გვითხრა ანამ.

ანას სწავლის გასაგრძელებლად ფულის დაგროვებას გეგმავს. უნდა, რომ დასაქმდეს, თუმცა მისთვის ძნელია შესაბამისი სამსახურის პოვნა.

„იძულებული ხარ სხვა რაღაცას დასთანხმდე ანაზღაურების გამო, რაც საერთოდ არაფერ შუაშია შენს პროფესიასთან. არ ვიცი რა იქნება. ეს ძალიან პარადოქსული ამბავია. შესაძლოა, ჭკვიანი ადამიანი იყო, მაგრამ ვერ გამოიყენო ეს ცოდნა. ძირითადად, ვისაც აქვს ცოტა ცოდნა, მაგრამ ბევრი მოხერხება, ის უფრო საქმდება, ის უფრო პოულობს თავს საზოგადოებაში და საერთოდ, ის უფრო კარგად ცხოვრობს, ვიდრე ინტელექტუალური ადამიანი.

ასე ხდება, სამწუხაროდ – ვისაც ბევრი ცოდნა აქვს, მას მოხერხებულობა აკლია, ვისაც ცოტა ცოდნა აქვს, ის კარგად იყენებს ამ ცოტა ცოდნას. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნის გამოყენებაა“ – “, – გვითხრა ანამ.

ანა ვარშანიძე
  • „ჩემთვის, ამ 4 წლის განმავლობაში, ყველაზე რთული ონლაინ რეჟიმზე გადასვლა იყო“

მარიამ ფუტკარაძე უნივერსიტეტში ფინანსებს სწავლობდა. ის გვიყვება, რომ ბავშვობაში ერთი სული ჰქონდა, როდის ჩააბარებდა უნივერსიტეტში და ამ სურვილს მშობლებისგან, სხვებისგან ხშირად მოსმენილი ფრაზაც ამძაფრებდა, რომ „სტუდენტური ცხოვრება დაუვიწყარია“.

მარიამის თქმით, ბაკალავრზე სწავლის დასრულება დიდად არ გახარებია, რადგან პანდემიის გამო ვერ შეძლო სტუდენტობის პერიოდის მაქსიმალურად გამოყენება.

როგორც ის ამბობს, დიპლომის ქონა, როცა დასაქმებაზე მიდგება საქმე, არ არის დიდი პლუსი – დიპლომს ზოგიერთი დაწესებულება არც კი ითხოვს.

„შესაძლოა დაასრულო პროფესიული კოლეჯი ან რამე მსგავსი, იყო შრომის მოყვარე, პასუხისმგებლიანი და უფრო მარტივად დასაქმდე, დიპლომიანზე მეტი შემოსავალი გქონდეს, კარიერულ განვითარებასაც მიაღწიო, ვიდრე გქონდეს 2 დიპლომი, შემოდო თაროზე და დაიწყო ტაქსისტობა“, – გვითხრა მარიამმა.

მარიამი სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაზე ისევ ბსუ-ში აპირებს. მისი თქმით, ბსუ-ში ბაკალავრზეც თავისი სურვილით ჩააბარა, იმის მიუხედავად, რომ სხვა უნივერსიტეტშიც შეეძლო ესწავლა.

მარიამი გვიყვება, რომ პანდემიის გამო სახლში გაჩერების გარდა არ ახსენდება რაიმე სხვა გარემოება, რამაც მისთვის განათლების მიღება დააბრკოლა უნივერსიტეტში.

„ჩემთვის, ამ 4 წლის განმავლობაში, ყველაზე რთული ონლაინ რეჟიმზე გადასვლა იყო. როცა გავიცანი უნივერსიტეტი, მეგობრები, ლექტორები, მივეჩვიე ამ გარემოს და ვცდილობდი თავის დამკვიდრებას, ვირუსი სწორედ მაშინ დამატყდა თავს. შეიძლება ითქვას, იმ ადგილზე დამაბრუნა, საიდანაც დავიწყე“.

მარიამი თვლის, რომ ონლაინ სწავლის ხარისხი არ იყო ისეთი, როგორიც უნივერსიტეტში, პირდაპირი კომუნიკაციის დროს. გაგვიმხილა, რომ როცა იცოდა, გამოცდების ონლაინ ჩაბარება შედარებით მარტივად შეეძლო, მეცადინეობასაც მოუკლო – „უფრო მეტს შევძლებდი უნივერსიტეტში, ვიდრე ეს გავაკეთე ონლაინ“.

მარიამის თქმით, მისი კურსელების ნაწილი თვლის, რომ არასწორი არჩევანი გააკეთეს და ამ პროფესიაში ვერ ხედავენ თავს.

„ერთ-ერთი ჩემი კურსელი ძალიან აქტიური იყო, მაგრამ ვერცერთ ლექციაზე საკუთარ სათქმელს ვერ გადმოსცემდა. ერთხელ თქვა, რომ მისი ოჯახის წევრებს უნდოდათ გამოსულიყო ფინანსისტი, შემდეგ ბანკში ან მერიაში რომ ემუშავა. მე არ მინდა, მაგრამ ხათრი გავუწიე ოჯახის წევრებსო“.

მარიამის გამოცდილებით, საქართველოში საკუთარი პროფესიით დასაქმება ძალიან რთულია. მისი მიზანია, საკუთარი პროფესიით დასაქმდეს, აქამდე არსად არ უმუშავია.

მარიამი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამით სარგებლობდა და სწავლის საფასურს არ იხდიდა. უნივერსიტეტში სწავლის დროს პრაქტიკა ბათუმის მერიის საბიუჯეტო განყოფილებაში გაიარა. ფიქრობს, რომ პრაქტიკული ნაწილის მიღების შესაძლებლობა ყველა უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს.

მარიამ ფუტკარაძე

ბათუმის მერიამ ბულვარის გენგეგმა გამოაქვეყნა – 2 დღეში კი საჯარო განხილვა დაგეგმა

ბათუმის მერიამ ბულვარის განაშენიანების გეგმა გამოაქვეყნა – მერიის ფეისბუქის გვერდზე წერენ ასევე, რომ დოკუმენტის საჯარო განხილვა დაგეგმილია ორ დღეში, 29 ივლისს, 11:00 საათზე, მერიის ადმინისტრაციულ შენობაში [ლუკა ასათიანის ქ. #25].

„შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია და ხელმისაწვდომია საზოგადოების ნებისმიერი ჯგუფისთვის.“

ბულვარის გენგეგმა საკმაოდ ვრცელი დოკუმენტია და მის შესწავლა-დაზუსტებას ბულვარის ადმინისტრაციამ რამდენიმე თვე მოანდომა. დოკუმენტის მეორე ვარიანტი საზოგადოებისთვის ამ დრომდე ხელმისაწვდომი არ ყოფილა.

ბათუმის მერიამ საჯარო განხილვა მისი გამოქვეყნებიდან 2 დღეში ჩანიშნა, ეს დრო სპეციალისტებისთვისაც კი არ არის საკმარისი, რომ დოკუმენტი შეისწავლონ.

ბულვარის დამცველები მიიჩნევენ, რომ ეს განხილვა დოკუმენტის საჯაროობას, რაც კანონით სავალდებულოა, ვერ უზრუნველყოფს და ის ფორმალურია.

„სამწუხაროდ, საზოგადოების ჩართულობა, ბოლო პერიოდში, ნაკლებადაა მერიისთვის მნიშვნელოვანი. ცოტა ხნის წინ ძალიან დაჩქარებული წესით, გონივრული ვადების გარეშე, ბევრი გადაწყვეტილება მიიღეს: ეს იყო ჯერ ცვლილება კანონში, შემდეგ ავარიული სახლების პროგრამის განხორციელების წესი და ასე შემდეგ.

ოთხი სხვადასხვა აქტია მიღებული და როდესაც ამის ანალიზს ვაკეთებდით, ერთ-ერთი პუნქტი დავუთმეთ იმას, თუ ამაში რამდენად იყო უზრუნველყოფილი საზოგადოების ჩართულობა, იყო თუ არა კონსულტაციები ექსპერტებთან, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ასე შემდეგ… არცერთი არ მომხდარა.

ჩვეულებრივი ამბავი გახდა, როცა ქალაქის არჩეული თვითმმართველობა, ისე იღებს გადაწყვეტილებას, არ ეკითხება ბათუმელებს. საკრებულოს კომიტეტებში კი ერთკვირიანი ვადა მაინც აქვთ საკითხების შესასწავლად“, – ამბობს თამარ მამეიშვილი. ის „ბათუმის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი და ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ერთ-ერთი აქტიური დამცველია.

ბათუმის მერიის ურბანული პოლიტიკისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, მამუკა რამიშვილი აცხადებს, რომ ბულვარის განგეგმა მერიამ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ერთი თვის წინ გამოაქვეყნა: „გარდა ამისა ბულვარში დიდი ბილბორდი გამოვაქვეყნეთო.“

თუმცა არც ინფორმაცია და არც დოკუმენტი მერიის ვებგვერდზე არ იძებნებოდა.

როგორ ცხოვრობს თბილისიდან ჩამოსული ლილი დიმში, სოფლის მაშენებელ ქალებთან ერთად

ლილი ფულარიანი ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალია. პრემია „კატო მიქელაძის“ ფინალისტი,  ილიაუნის და ჯიპას ყოფილი ლექტორი. ლილიმ ერთი წლის წინ დატოვა თბილისი და საცხოვრებლად ბაღდათში, სოფელ დიმში გადავიდა, სადაც დასთან ერთად აღადგინა 120 წლის ხის ძველი მშობლიური ოდა „ნინოსეული“.

ლილის მიზანი „სოფლის შენებაა“, რაც მისთვის სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერებით იწყება. ლილი „ბათუმელებთან“ სოფელში გადასახლების ერთი წლის ამბებს ჰყვება: რას აკეთებს, როგორ ეხმარება ქალებს, რა მოასწრო ერთი წლის განმავლობაში და რას გეგმავს სამომავლოდ, როგორ უყურებენ მის აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას სოფელში და ა.შ.

  • ლილი ფულარიანი

კი, ასეა. ჩემი სოფელში დაბრუნების მიზანი აქ მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერება და მათი გააქტიურება, დახმარებაა. ციფრული ტექნოლოგიები ჩემი პროფესიაა და მინდა ეს საქმე მათ სამსახურში ჩავაყენო, ცოდნა, უნარები გავაზიარო და რითაც შემიძლია აქაურობას დავეხმარო.

გადმოსვლისას მინდოდა TEDx-ის პლატფორმა დაგვეარსებინა ქუთაისში, დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ქალებისთვის ერთმანეთის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა რომ გაჩენილიყო. პანდემიამ ეს გეგმა ჩაშალა და ვერ გავრისკეთ ბევრი ხალხის ერთად შეკრება ამ რთულ დროში.

მერე გაჩნდა სოფლის სახლის რესტავრაციის იდეა და ხის ძველ ოდას ვაახლებ, რაშიც ჩემი და მეხმარება. მინდა ქალებისთვის ეს სახლი „საკუთარი ოთახი“ იყოს, სადაც ფემინისტურ თემებზე ვისაუბრებთ, იდეებს პროექტებად ვაქცევთ და ერთგვარ საგანმანათლებლო სივრცეს შევქმნით, ერთმანეთის იდეებს მხარს დავუჭერთ, სურვილების რეალობად ქცევის გზებს ერთად მოვძებნით.

ლილის 120 წლის ოდა „ნინოსოული“ სოფელ დიმში

სოფელსაც ხომ აქვს ურთიერთდახმარების დაუწერელი ტრადიცია: თუ ბევრი სტუმარი გყავს, მეზობელი მოდის და გეკითხება: ჭურჭელი, თეფშები გყოფნის სტუმრებისთვის? ყველა მოთავსდება შენთან? ზოგი თუ გინდა ჩემთან მოვასვენოთ და ა.შ. გვინდა ეს ურთიერთდახმარების ტრადიციები კიდევ სხვა სიმაღლეზე ავიყვანოთ.

დიმელი ქალები, ნინო, ლილი და თამუნა, სხვა თანასოფლელებთან ერთად იმერული სოფლის, და არამარტო, კეთილდღეობისთვის მოხალისეობრივად შრომობენ.

ხშირად ქალებს სოფლად აქვთ მეურნეობა, მაგრამ ნაკლებად აქვთ წარმოდგენა, როგორ გაყიდონ საკუთარი პროდუქტი, ან აქვთ ერთი პროფესია, მაგრამ სოფელში არ არის ამ პროფესიით დასაქმების შანსი და სჭირდებათ სხვა მიმართულებით ცოდნის შეძენა. საქართველოში უწყვეტი სწავლის კულტურა არ გვაქვს: ამთავრებ სკოლას, უნივერსიტეტს და საქმდები. აქ წყდება სწავლის ციკლი ძირითადად. ამის იქით საგანმანათლებლო პროცესი მთავრდება.

მივხვდი, რომ სხვადასხვა მიმართულებით საგანმანათლებლო აქტივობა გვჭირდებოდა. ფონდ „ტასოს“ სააპლიკაციო ფორმა შევავსე, შემდეგ ეს ფონდი ჩამოვიდა ჩვენს სოფელში, ცამეტმა დიმელმა ქალმა მოისმინა მათი სემინარები. მერე მათგან სამმა ქალმა ხუთი ათას ლარამდე მცირე გრანტიც მიიღო. ერთმა საოჯახო სასტუმროს მოსაწყობად, მეორემ მარნის და მეღვინეობისთვის, მესამემ ფერმერობისთვის.

ვმუშობდი მაღაზიაში soplidan.ge, სადაც თავი მოვუყარეთ ინდივიდუალურ მეურნეებს, მწარმოებლებს სოფლებიდან და მათი პროდუქტი სოფლებიდან ქალაქში ჩადის, შეკვეთა ონლაინაცაა შესაძლებელი. ვებგვერდზე soplidan.ge შესაძლებელია თითოეული პროდუქტის მწარმოებლის ფოტოებისა და მეურნეობის ისტორიის ნახვა.

დიმის პროდუქტი ამ ონლაინ პლატფორმაზეც იყიდებოდა და შემოდგომაზე ისევ შეძლებენ ადამიანები თბილისსა და ქუთაისში დიმელი ქალების მიერ წარმოებული პროდუქტის შეძენას.
ვებგვერდი, სადაც დიმელი ქალების პროდუქტი იყიდება

ახლა ძირითადად ჩემი სოფლის გაძლიერებაზე ვმუშაობ და ხშირად მსაყვედურობენ, კარგი იქნებოდა მთელ ბაღდათზე ვრცელდებოდეს შენი საქმეებიო, მაგრამ მე მოხალისე ვარ. ყველაფერს მოხალისეობრივად ვაკეთებ და რთულია მთელი მუნიციპალიტეტი მოიცვა შიშველი ხელებით.

სოფელში ხშირად არ სჯერათ საზოგადოებრივ საქმეში მოხალისეობის. არ არსებობს ამის პრაქტიკა. სოფელში მეზობელი მეზობელს შეიძლება დაეხმაროს მოსავლის აღებაში უსასყიდლოდ და ესეც მოხალისეობაა, მაგრამ ამის მიღმა მოხალისეობის პრაქტიკა საერთო საქმეში არ არსებობს.

სამმა გოგომ კინოთეატრის გაკეთება რომ მოვინდომეთ და ფულის შეგროვება დავიწყეთ მოხალისეობრივად, არავის სჯეროდა, რომ შევძლებდით. ზოგი იმასაც გვეუბნებოდა, ერთი ნეტა თქვენ, როგორმე კინოთეატრის გარეშეც გავძლებთო. არ სჯეროდათ არც ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებს იდეის: ვის რად უნდა დიმში ღია კინოთეატრიო, მეუბნებოდნენ.

რომ შეგროვდა თანხა და მიზანსაც მივაღწიეთ, მერე ყველას ყველაფერი მოეწონა.

კინოთეატრი სოფელ დიმში

„ნეტა რა უნდათ ამათ?“ – ასეც ხშირად გვიყურებენ ხოლმე სოფელში აქტიურ ქალებს და უკვირთ, რატომაა ჩვენი ძალისხმევა მიმართული ქალთა გაძლიერებაზე. არ მეზარება და ყველას სათითაოდ ვუხსნი, რომ გადაწყვეტილების მიმღებ ოფიციალურ პირებს შორის ქალები ნაკლებად არიან. მოხალისეობრივი საქმიანობები სწორედ მათ ეკონომიკურ გაძლიერებაზე უნდა იყოს მიმართული, რადგან ქალებს გააქტიურების გზაზე გაცილებით მეტი ბარიერის გადალახვა უწევთ საქართველოში, ვიდრე კაცებს.

გარდა ამისა, პირად ნიუანსსაც ვახსენებ, რატომაა ქალების გაძლიერების იდეა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი: შინაგანად დიდი პროტესტი მაქვს. დედაჩემი ჩემს ბავშვობაში საზღვარგარეთ წავიდა, ბევრი სირთულის გადალახვა მოგვიწია. ნახევრად დედის გარეშე გავიზარდე. არ მინდა სხვა ბავშვებმაც გამოცადონ დედის ემიგრაცია.

მომავალზე ვსაუბრობდით მე და ერთი ჩემხელა გოგო. ჩემი შვილები სკოლას რომ დაამთავრებენ, მეც უცხოეთში მომიწევს წასვლაო, მითხრა. ცივი წყალი გადამესხა. ჩემხელა გოგო ამბობდა ამას. დედაჩემის მომდევნო თაობაც სოფლიდან უცხოეთში მომვლელად გადახვეწისთვისაა განწირული და არაფერი იცვლება.

ხშირად მეუბნებიან, აქ რა გინდოდა, სადმე თბილისთან ახლოს გაგეკეთებინა რამე პროექტებიო. ვფიქრობ, აქ, სადაც უკვე ნდობა მაქვს მოპოვებული, სადაც გავიზარდე და სადაც მიცნობენ – აქ უფრო მნიშვნელოვანია ინფორმაცია, რაც სოფლისთვის მომაქვს.

ორმაგ შრომაში ვარ ჩაბმული. დილის ცხრა საათიდან საღამოს ოთხამდე სახლის საქმეებს ვაწესრიგებ, ოჯახის წევრებს ვუვლი, ოთხი საათიდან ონლაინლექციებს ვატარებ და ხანდახან ღამის ორამდე ვუზივარ ლეპტოპს, რომ ყველაფერი მოვასწრო.

ინტელექტუალურ შრომაშიც ვარ ჩართული, ციფრულ ტექნოლოგიებს ვასწავლი სტუდენტებს დისტანციურად და სოფლის შრომასაც ვეწევი.

უცნაურია, რომ როცა ასე თუ ისე შემდგარი ქალი ხარ, გიყურებენ როგორც უპრობლემო, მოსვენებულ ადამიანს, სინამდვილეში კი ამის უკან ქანცგამწყვეტი შრომა დგას.

როგორი მძიმე დღეც არ უნდა მქონდეს, დილას მაინც ახალი მიზნებით და იმედებით ვიღვიძებ. მგონი ეს დაუძლეველი ოპტიმიზმი წყევლასავითაა.

განტვირთვა ჩემთვის სოფლის ქალებთან ერთად ახალი იდეების დამუშავება, საერთო საჭიროებებზე საუბარი, დისკუსიები და შეხვედრებია. რახან მეგობრებთან შეხვედრას ვერ ვახერხებ, საერთო საქმით გაერთიანებული ერთგვარი ამხანაგობა იქცა ჩემს სამეგობრო წრედ და თანამოაზრეთა სივრცედ.

სამაგისტრო ნაშრომში სოფლად მცხოვრებ ქალებთან დაკავშირებული ერთი პატარა კვლევა მქონდა, ძირითადად დიმში ჩავატარე გამოკითხვა და ქალების უმრავლესობამ ისაუბრა მიზეზებზე, თუ რატომ არ აქტიურობენ ქალები საზოგადოებრივ ასპარეზზე თუნდაც მაშინ, როცა უმაღლესი განათლებაც აქვთ და პროფესიაც.

ქალების უმრავლესობამ თქვა, რომ აქ აქტიურ ქალებს პირდაპირ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს ეძახიან. ქალებს პირადი ცხოვრებით აკონტროლებენ და აქტიურ ქალებს ხელის შემშლელებად მოიაზრებენ, რომლებიც მათ საქმეებში ერევიან.

ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის.

ქალები ამბობდნენ, რომ სოფლის კრებაზე წასვლა და რაღაც საკითხის დასმაც კი, პრობლემური ამბავია. შეიძლება ჩვენ არავინ არაფერი გვითხრას, მაგრამ მამას ეტყვიან ან ქმარს: არ გრცხვენია შენი შვილი კაცებთან რომ დგას და რაღაც საქმეებს განიხილავსო?

ეს მაგალითები და ამბები ჩემთვის სახეში სილის გაწვნასავით იყო: რეებზე ვფიქრობ, რას ვგეგმავ და რა რეალობა დგას.

წარმოგიდგენიათ? ქალები სახლიდან ვერ გამოდიან – შეიძლება მათ ამის გამო ხელით არ შეეხონ, მაგრამ იმდენად მძიმე ტვირთია „ცუდი გოგოს“ იარლიყი, რომ ბევრს წინააღმდეგობის გაწევა არ სურს.

როცა სოფელში ცხოვრობ და გინდა პატივს გცემდნენ „კარგი გოგოს“ სტატუსი უნდა გქონდეს. „კარგი გოგოობა“ კი აქტიურობას გამორიცხავს.

შეიძლება ითქვას, რომ აქტიური ქალის როლი შევითავსე სოფელში. რაც უნდათ ის მეძახონ-მეთქი, ეს პოზიცია მაქვს ყველასთან.

ჩემთვის სულერთია, ვინ რას იფიქრებს ჩემზე. განათლებამ მომცა ეს თავისუფლება. რაღაცებს რომ სწავლობ და იკვლევ, მერე კიდევ მეზობელ ნარგიზას უნდა დაუჯერო ან ჯემალს, რომ ლილი სწორად არ იქცევა?

ქალებმა დიმში დაინახეს ჩემი ეს დამოკიდებულება. დაინახეს, რომ შემიძლია ვიყო სოფელში და თან არ მაინტერესებდეს სხვები ჩემზე რას ამბობენ. დაინახეს, რომ ამით ჩემს „კარგ გოგოობას“ არაფერი აკლდება, მათაც მიეცათ ძალა.

ეს ერთიანობა ბევრს ნიშნავს, ჩვენ ვართ ქალების ამხანაგობა, ვისაც არ ეშინია თუნდაც გიჟურ იდეებზე საუბრის, ვიცით ამ ამხანაგობაში, რომ ყველა ყველას მხარს დაუჭერს, მოუსმენს და გაითვალისწინებს მის გეგმებს, სურვილებს.

ჩვენთვის გიჟური იდეა არც არსებობს, ნებისმიერ რეალურ იდეას ვწერთ პროექტად, მერე განხორციელების დროს გავწერთ და მთელი წელი ასეთი იდეები გვაქვს გაწერილი პროექტებად.

ყველაფერზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ერთ-ერთი ასეთი იდეაა სოფელ დიმის გაციფრულება.

რა საინტერესო ადგილიც კი არსებობს დიმში, უნდა აღვნუსხოთ რუკაზე ციფრულად და მათზე ინფორმაციაც დავიტანოთ გუგლში. ზოგ მარანს, მაგალითად, საკუთარი გვერდიც არ აქვს, ან საოჯახო სასტუმროს.

ძალიან კარგი ღვინის საოჯახო მარნებია დიმში და გვინდა ყველა მათგანს დავურეგისტრიროთ ობიექტები გუგლში და ტრიპედვაიზერზე, ისე, რომ ყველაფერი იძებნებოდეს მათ შესახებ.

ციფრული ტექნოლოგიებია ჩემი პროფესია და ამ ხალხს შემიძლია გამოვადგე. საოცარი მარნებია დიმში: 200 წლის საწნახელი რომ აქვთ მაგალითად და ისევ ამ საწნახელში რომ წურავენ საოჯახო ღვინოს.

ძალიან მინდა ბაღდათის მასშტაბით გავაკეთოთ ეს ყველაფერი, მაგრამ მხოლოდ ჩვენი რესურსით და მოხალისეობრივად ამას ვერ გავაკეთებთ – სამი დიმელი გოგოს რესურსით.

ჩვენი მიზანია, როცა ვინმე იფიქრებს, სადმე სოფელში წავიდოდიო, პირველად დიმი გაახსენდეთ. დიდი მიზნები გვაქვს, ერთ და ორ წელიწადში ვერ ვიზამთ ყველაფერს, მაგრამ ვამბობთ, რომ 10 წელიწადში ეს სოფელი აშენდება.

სოფელში ცხოვრება არ უნდა ნიშნავდეს კულტურული ცხოვრებისა და განათლებისგან მოწყვეტას. ჩვენს მაგალითზე ვაჩვენებთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება. ვინც წამოგვყვება ამისგან დიდ ხეირს ნახავს, რადგან ჩვენი მიზანი სოფლის ეკონომიკური გაძლიერებაა, ფინანსების გარეშე წარმოუდგენელია სოფელში ცხოვრება გიხაროდეს. თუ გშია ყველა პრიორიტეტი უკან იწევს.

საზღვარგარეთ წასული ქალების სახლებში მეურნეობაც იშლება – ოჯახის მხოლოდ პირველადი საჭიროებები კმაყოფილება.

ასევე ვგეგმავთ, რომ ძველი ამბები გავაცოცხლოთ: ბებიაჩემის კარ-მიდამოს მაგალითად ერქვა „ნინასოული“: ჩვენი ოჯახის პირველი ფემინისტი ქალი იყო ნინა ბებო ჩემი აზრით. ყველა ქალი უნდა იყოს განათლებული და ჰქონდეს სამსახური, თავისი შემოსავალიო, სულ ამას იმეორებდა ნინა ბებია.

ბანერი „რუსულ გემზე“ – ბათუმის ერთი ეზოს სოლიდარობა უკრაინას | ფოტო

ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი სახლის ეზოში, ფანჩატურზე ბანერია გამოფენილი საქართველოსა და უკრაინის დროშებით და ცნობილი წარწერით – „Русский военный корабль, иди на х*й“.  ეს ფრაზა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლის და წინააღმდეგობის სიმბოლოა.

ეზოში ბანერის გარდა სხვადასხვა ქვეყნის დროშებიცაა გამოფენილი, სოლიდარობის და რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის პროტესტის ნიშნად.

როგორც აქ მცხოვრებმა ზურაბ გორგილაძემ გვითხრა, ბანერი და დროშები ერთგვარად კორპუსის მაცხოვრებლების პროტესტს გამოხატავს უკრაინაში მიმდინარე ომზე.

ფოტო: „ბათუმელები“/ევა ართმელაძე
ბათუმი, აბუსერიძის ქუჩა. ფოტო/მარიკა ბოლქვაძე
ბათუმი, აბუსერიძის ქუჩა
ბათუმი, აბუსერიძის ქუჩა
ბათუმი, აბუსერიძის ქუჩა

 

ამავე თემაზე: 

რატომ უნდა გამოვრთოთ რუსული მუსიკა – ინტერვიუ კამპანიის ორგანიზატორთან

 

ვამაყობ, რომ „აზოველი“ ვარ – რუსი მებრძოლი, რომელიც მარიუპოლში დაიჭრა

„აზოვში“, რომელსაც რუსული პროპაგანდა ნაცისტურს უწოდებს, ბევრი რუსი მებრძოლია. ერთ-ერთია „ბარსიკი“, რომელიც უკრაინისთვის 2014 წლიდან იბრძვის. „ბარსიკი“ Hromadske-ს უყვება, როგორ მივიდა „აზოვში“, როგორ შეაღწია თანამებრძოლებთან ერთად ოკუპირებულ მარიუპოლში და რატომ არ აქვს უკრაინის მოქალაქეობა.

  • როგორ მოხვდით უკრაინაში და რატომ გადაწყვიტეთ აქ ბრძოლა?

რუსეთში, კომის რესპუბლიკაში, ქალაქ სიკტივკარში დავიბადე. 2013 წელს, როდესაც უკრაინაში რევოლუცია დაიწყო, აქტიურმა ახალგაზრდებმა მხარი დაუჭირეს მაიდანს. 2014 წლის 24 სექტემბერს, უკრაინის დროშებით, უკრაინის მხარდასაჭერი აქციაც მოვაწყვეთ. ამის შემდეგ, დაიწყო ხელისუფლებისგან ზეწოლა: დაკითხვები, ეჭვები „მემარჯვენე სექტორთან“ თანამშრომლობაზე, ბრალდებები, რომ ჩვენ თითქოს „ერთიანი რუსეთის“ რომელიღაც ხელმძღვანელი ვცემეთ და ადამიანებს ვაწამებდით. ასეთი აბსურდი დაიწყო!

მივხვდი, რომ უკრაინაში წასვლის დრო იყო. მაშინ უკვე ვიცოდი „აზოვზე“. პოლკის მოხალისეებს მივაგენი, ვკითხე, იღებდნენ თუ არა უცხოელებს. მიპასუხეს, რომ კი. ასე გადავწყვიტე უკრაინაში გადასვლა, თუმცა აქ არც ნაცნობი მყავდა და არც ნათესავი.

2014 წლის ნოემბერში უკვე „აზოვში“ ვიყავი, იანვრის ბოლოს  – „ურზუფის“ ბაზაზე და პოლკის საქმიანობაში აქტიურად ვმონაწილეობდი. 2017 წლამდე ვიმსახურე, მერე წამოვედი და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩავები – მსურველებს ომისთვის ვამზადებდით. „აზოვში“ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პირველივე დღეს დავბრუნდი.

  • სამხედრო გამოცდილება თუ გქონდათ, როდესაც უკრაინაში მოდიოდით?

არა, არანაირი. ჯარში არ მიმსახურია, თუმცა ყოველთვის მინდოდა, სამხედრო ვყოფილიყავი. რუსეთში ეს არ გამოვიდა. ეს კარგიცაა, რადგან გამიმართლა და სწორედ „აზოვში“ მოვხვდი. ყველაფერი იქ ვისწავლე, პოლკმა შესანიშნავად გამწვრთნა.

  • სად იყავით, რა ნახეთ?

2014-2017 წლებში ვმონაწილეობდი ოპერაციებში შიროკინოში, ლებედინსკოეში, ვოდიანოეში, პავლოპოლში, მარინკაში. იმ ომის ახლანდელთან შედარება რთულია: იქ იყო სანგრების ომი, შედარებით დუნე ომი. მაშინ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში არ ვმონაწილეობდი. გავდიოდი დაზვერვაზე, ზოგჯერ სროლაშიც ვხვდებოდი, მაგრამ 24 თებერვალს დაწყებული ომი სულ სხვაა.

ამისთვის წინასწარ ვემზადებოდით – 2021 წლის აგვისტოდან მოხალისეებს ვაგროვებდით, ვატარებდით წვრთნებს. ვასწავლიდით სამოქალაქო მედიცინას, პარამედიცინას, იარაღის მოხმარებას, შენობებზე შეტევას, ასეთი წვრთნებით ვეხმარებოდით ტერიტორიული თავდაცვის ძალებს.

სრულმასშტაბიანი ომის პირველი დღეს „ატეკის“ ქარხანაში, სამხედრო შეკრების პუნქტში მივედი. 24 თებერვლიდან ვმონაწილეობდი ბრძოლებში ბუჩაში, მოშჩუნსა და მარიუპოლში. პირველი რამაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე – დამწვარი ტექნიკის მთები იყო. თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი მომენტები მაინც მარიუპოლს უკავშირდება. ორი ოცნება მქონდა: სამხედრო ვერტმფრენით მეფრინა და სერიოზულ ქუჩის ბრძოლებში მიმეღო მონაწილეობა – ჩემი ორივე ოცნება ამ ქალაქში ახდა. იქ ბიჭებმა მართლა ბევრი გმირობა ჩაიდინეს.

  • როდის ჩაფრინდით მარიუპოლში?

მარტის 20-ის მერე. მეთაურობამ მარიუპოლის დებლოკადის ოპერაციისთვის წასვლა შემოგვთავაზა. მხოლოდ მოხალისეებს იღებდნენ: უკიდურესად სარისკო ოპერაცია იყო. დავთანხმდი. სამი კვირის შემდეგ დაგვიძახეს და გვითხრეს, რომ ოპერაცია ორმაგად სარისკო გახდა. ალყაშემორტყმულ მარიუპოლში უნდა შევსულიყავით და თავდაცვა გაგვეძლიერებინა. მხოლოდ სამხედრო გამოცდილების ხალხი სჭირდებოდათ, ფიზიკურად ძლიერები და ამტანები. რა თქმა უნდა, მეც და სხვებიც დავთანხმდით, თუმცა ყველას გვესმოდა, რომ ეს შეიძლებოდა მხოლოდ ერთი გზის ბილეთი ყოფილიყო.

მარიუპოლში ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები ჩავიტანეთ და „აზოვსა“ და სხვა დანაყოფებს უნდა დავხმარებოდით ქალაქის დაცვაში. როდესაც ქალაქამდე მივაღწიეთ, მებრძოლებს ძალიან გაუხარდათ! არ სჯეროდათ, რომ ჩავფრინდებოდით, ვიდრე არ დაგვინახეს. მაშინ მარიუპოლის გარეუბნებში მიდიოდა ბრძოლები. არავინ წუწუნებდა, ყველა თავის მოვალეობას ასრულებდა.

  • იყო რამე ისეთი, რამაც შოკში ჩაგაგდოთ?

ვიდრე მარიუპოლში გავფრინდებოდით, წინასწარ აგვიხსნეს, რა ხდებოდა იქ – ყველა მხრიდან ისვრიან, ისვრიან გაუჩერებლად, ქუჩაში გვამებია. ბრძოლა შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაიწყოს, ნებისმიერი ფანჯრიდან. საკმაოდ მშვიდად შევხვდი ამ ყველაფერს. როდესაც პოზიციაზე მივდიოდი, ვხედავდი დანგრეულ სახლებს, აფეთქებული ნაღმებისგან დასახიჩრებულ სხეულებს… მაგრამ შოკი არაფერს გამოუწვევია: ეს ომია და ომში ასეთ რამეს უნდა ელოდე.

  • რამდენ ხანს იყავით მარიუპოლში?

რვა დღე. 24 მარტს ჩავფრინდით და 31-ში დაჭრილი გამომიყვანეს.

  • როგორ მოხდა ეს?

30-ში დამჭრეს. ჩვენ ჯგუფს ჭურვი ესროლეს. ნამსხვრევები მოგვხვდა. ოთხნი დავიჭერით. სადარბაზოში შევვარდით და ტურნიკეტები დავიდეთ, პოზიცია შევიცვალეთ და დახმარებას დაველოდეთ.

დაჭრილები ექიმთან გაგვგზავნეს. ექიმმა თქვა, რომ ევაკუაცია იყო საჭირო. მე დარჩენა მინდოდა, მძიმე ჭრილობა არ იყო, თუმცა ექიმმა თავისი გაიტანა.

  • მშვიდობით გამოფრინდით?

ჩვენ კი. ჩვენამდე, ჩამოაგდეს ვერტმფრენი, რომელსაც დაჭრილები მიჰყავდა. ზოგი დაიღუპა, 1-2 ადამიანი კი ტყვედ ჩავარდა. ჩვენც გვესროდნენ, თუმცა აგვაცილეს.

  • ფეხი როგორ გაქვთ?

ორი ნამსხვრევი დამრჩა. ვერ ამოიღეს, ძალიან ღრმად იყო – მითხრეს, რომ თუ აღარ შემაწუხებს, ასე სიარულიც შეიძლება.

ორ კლინიკაში ვიწექი, ორი ოპერაცია გამიკეთეს, რეაბილიტაციაც გავიარე. ჭრილობა შეხორცდა, თუმცა ტერფის ნაწილს ახლაც ვერ ვგრძნობ.

“ბარსიკი” სარეაბილიტაციო ცენტრში/ფოტო: Hromadske.ua
  • რა მშვიდად ჰყვებით ამ ყველაფერზე, „აზოვში“ ყველა ასეა?

პანიკაში არავინ ჩავარდნილა, როგორ რთულ ვითარებაშიც უნდა ყოფილიყვნენ. შეიძლება მე ისეთი ფიზიკური და ტაქტიკური მომზადება არ გამივლია, როგორც სხვა „აზოველებს“, მაგრამ ომის სტიქია ჩემთვის რაღაცნაირად მშობლიურია. შინაგანი რწმენაა, რომ ყველაფერს სწორად აკეთებ.

  • აზოვსტალში“ დარჩენილ მებრძოლებთან გქონდათ კონტაქტი?

იყო რამდენიმე ადამიანი, რომელიც კავშირზე გამოდიოდა ხოლმე. ახლა ისინი ტყვეობაში არიან. პანიკა არ ყოფილა: ამბობდნენ, რომ ყველაფერი რიგზე იყო, რომ იდგნენ, უძლებდნენ. ბოლო მომენტამდე მქონდა კავშირი „აზოვსტალში“ მყოფ ნაცნობ გოგოსთანაც, რომელიც სამწუხაროდ, ნანგრევებში დაიღუპა. მათი ბუნკერი დაბომბეს.

ყველას ესმოდა, რა სიტუაციაშიც იყვნენ – გამოსვლა შეუძლებელი იყო, თუმცა სულიერად არ დაცემულან.

რამდენი ტალახი ესროლეს „აზოვს“, მაგრამ ხომ ნახეთ, რამდენ ხანს იცავდნენ ქალაქს შეზღუდული რესურსებით და დახმარების გარეშე! აკავებდნენ რუსეთის ძალებს, რომ წინ არ წასულიყვნენ და არამხოლოდ  „აზოვი“, მოხალისეები, რომლებიც მარიუპოლში იყვნენ, საზღვაო ქვეითები. ეს მათ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. ვამაყობ, რომ „აზოველი“ ვარ.

  • „აზოვის“ იმ მებრძოლებთან თუ გაქვთ ურთიერთობა, ვინც ტყვეობიდან დაბრუნდა?

ერთთან, რომელიც დაჭრილი იყო და გაცვალეს. შევხვდით კიდეც, საავადმყოფოში მოვინახულე. მითხრა, რომ ჯერ კიდევ არ შეუძლია ყველაფრის მოყოლა, რაც იქ ხდებოდა, მაგრამ თავს ნორმალურად გრძნობს. დაბრუნებული ტყვეები არაფერს ჰყვებიან – ჯერ ადრეა, ჯერ კიდევ ბევრია ტყვეობაში.

  • როგორ აეწყო თქვენი ურთიერთობა თანამებრძოლებთან?

ჩემამდეც იყვნენ რუსები „აზოვში“, თუმცა როდესაც პირველად მივედი შეკრების ადგილას, მაინც ყველას გაუკვირდა. კარგად შემხვდნენ.

„აზოვში“ ჩემ გარდა კიდევ ბევრი უცხოელი იყო – ბერძნები, ფინელები, რუსები და ბელორუსები. იმის გამო, რომ რუსეთიდან ვარ, არავის ჩემ მიმართ სიძულვილი არ გამოუხატავს.

უკრაინულის სწავლა ჯერ ვერ მოვასწარი, თუმცა მოქალაქეობის მისაღებად უკრაინული ენის გამოცდის ჩაბარება მომიწევს, ასე რომ, გადავწყვიტე, აუცილებლად ვისწავლო.

ძალიან კარგად მესმის უკრაინული, უბრალოდ, ლაპარაკი მიჭირს. ჩემ გარშემო ძირითადად რუსულად ლაპარაკობდნენ. „აზოვში“ ჩემს ასეულში 100-დან მხოლოდ ორი ადამიანი ლაპარაკობდა უკრაინულად.

  • რადგან „აზოვში“ ბევრი მებრძოლი აღმოსავლეთ უკრაინიდანაა?

დიახ ასეა. ბევრია დონეცკიდან, ლუგანსკიდან, ზაპოროჟიედან და კიევიდან. დასავლეთ უკრაინიდან ჩემთან მხოლოდ ორი ადამიანი იყო, თუმცა შესანიშნავად ვეწყობოდით და ვუგებდით ერთმანეთს.

  • მოქალაქეობასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც მოგვიყევით.

პირველად მოქალაქეობაზე მაშინ შევიტანე მოთხოვნა, როდესაც მოხალისეთა შესახებ კანონი მიიღეს. მთელმა ჯგუფმა შევიტანეთ. მაშინ უარი გვითხრეს იმის გამო, რომ რუსეთის მოქალაქეობა გვქონდა: უარი უნდა გვეთქვა მასზე. მაგრამ ეს რომ გაგვეკეთებინა, რუსეთის საელჩოში უნდა მივსულიყავით და განცხადება დაგვეწერა. იქ რომ მივსულიყავით, უკან ვეღარასოდეს გამოვიდოდით.

ახლახან ცვლილებები შევიდა კანონში, თუ პოლიტიკური მოტივებით გდევნიან ან უკრაინის წინაშე რაიმე დამსახურება გაქვს, შეგიძლია მოქალაქეობა მოითხოვო. უკვე დოკუმენტებიც მოვაგროვე, მაგრამ ვეღარ მოვასწარი შეტანა, ომი დაიწყო.

ახლა მოქალაქეობაზე დოკუმენტების შეტანა, ცოტა არ იყოს, პრობლემურია. ბევრი უწყება არ მუშაობს. ამიტომაც მინდა დავწერო წერილი, ავტობიოგრაფიასთან ერთად, დავაკრა დოკუმენტებს და პრეზიდენტის ოფისში გავგზავნო.

მე რომ ტყვედ ჩავვარდე, სავარაუდოდ, ვერ გამცვლიან, რადგან უკრაინის მოქალაქე არ ვარ. კარგ შემთხვევაში, რუსეთში გამგზავნიან, ცუდ შემთხვევაში – იქვე ჩამმარხავენ. რომ მოვკვდე, ვინ ამოიცნობს ჩემს ცხედარს? გაფორმებული არ ვარ, მოქალაქეობა არ მაქვს, ფაქტობრივად არ ვარსებობ აქ. მარტო მე არ ვარ ასე, ბევრნი ვართ ვისაც ეს პრობლემა გვაქვს – რუსები, ბელორუსები, ქართველები…

მეგობარი გოგო მყავს, ისიც რუსეთიდანაა. ხელს ვერ ვაწერთ. ქორწინების რეგისტრაციაზე უარს გვეუბნებიან, რადგან მე საერთაშორისო პასპორტი არ მაქვს. ამიხსნეს, რომ ასეთი პასპორტის გარეშე უცხოელთა ქორწინებას ვერ დაარეგისტრირებენ, მაგრამ პასპორტის გაკეთებაც არ შემიძლია – რუსეთის საელჩო უკრაინაში არ მუშაობს. თუ მომავალ წელიწად-ნახევარში მოქალაქეობას ვერ მივიღებ, ჩემს რუსულ პასპორტსაც ვადა გაუვა. აი, ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში ვარ.

„უცხოურ ლეგიონში“ ვინც არის, ვინც უკრაინისთვის იბრძვის, 2014 წლიდან აქაა, ისინიც მსგავს სიტუაციაში არიან.

  • რა უნდა გაკეთდეს?

პეტიციას შეეძლო ეშველა, თუმცა მან საკმარისი ხმები ვერ მოაგროვა. საზოგადოება ჯერჯერობით ამ საკითხს არ აყენებს.

ასეულში, რომელშიც მე ვმსახურობ, შვიდი უცხოელია. უკრაინის შეიარაღებული ძალებმა სამი თვის წინ დაიწყო ოფიციალურად უცხოელების გაფორმება, თუმცა ახლა ეს პროცესიც შეჩერებულია. მიზეზი არ ვიცი.

შეიძლებოდა, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს შეემოწმებინა ის ხალხი, ვინც დიდი ხანია უკრაინისთვის იბრძვის და თუნდაც შემოწმების შემდეგ მიენიჭებინა მოქალაქეობა. ჯერჯერობით ასეც არ ხდება.

ოკუპირებულ მელიტოპოლში 13 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს – მედია

უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლის პარკში მოზარდი გოგოს ცხედარი იპოვეს. როგორც უკრაინული გამოცემა РИА „Мелитополь“ წერს, პარკში ძაღლმა აღმოაჩინა, რომელსაც პატრონი ასეირნებდა, ხელი ამოთხარა.

„ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, რომლის როლს ჩვენს ქალაქში ოკუპანტების პროტეჟეები ასრულებენ. აღმოჩნდა, რომ ცხოველების გასასეირნებელ ადგილზე 13 წლის გოგოს ცხედარი იყო დამარხული. ის ერთი თვის წინ დაიკარგა სახლიდან გასვლის შემდეგ“ – წერს გამოცემა.

სავარაუდოდ, საქმე ეხება მელიტოპოლის მცხოვრებს, სოფია სტავიცკაიას, რომელიც 3 ივლისს დაიკარგა.

გამოცემის ცნობით, დაღუპული გოგოს ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ სიკვდილის წინ მოზარდი გააუპატიურეს, ცემეს და ცხედარზე ამის კვალი ჯერ კიდევ არის.

__________________

ფოტო: РИА „Мелитополь

ბსუ ჯანდაცვის ფაკულტეტისთვის ცალკე კორპუსს ააშენებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმში, ლეონიძის ქუჩა N15-ში, სამედიცინო მიმართულების სასწავლო კორპუსის მშენებლობას გეგმავს, რისთვისაც ამჯერად დეტალურ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეისყიდის.

პროექტის შესაძენად ბსუ-მ ტენდერი 100 ათასი ლარით გამოაცხადა.

სატენდერო დავალების მიხედვით, „საპროექტო შენობა-ნაგებობა გათვალისწინებულია ბსუ-ს სამედიცინო მიმართულების სასწავლო კორპუსისთვის, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ავტორიზაციის სტანდარტებს.

სამშენებლო მოედანი მდებარეობს ბათუმში, ლეონიძის ქუჩა N15-ში. ტერიტორიის საერთო ფართობია 64 074 კვ.მ, საიდანაც სამშენებლო მოედნისთვის განკუთვნილი ფართობი უნდა განისაზღვროს პროექტზე მუშაობის დროს. აღნიშნულ ტერიტორიაზე დღეს 2 შენობაა განთავსებული [მათ შორის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი].

პროექტი უნდა მოიცავდეს ზოგად ინსტრუქციებსა და რეკომენდაციებს მომავალი კონტრაქტორებისთვის შენობის სამშენებლოდ, ისევე როგორც დეტალურ სპეციფიკაციებს გამოყენებული მასალის, მუშაობის მეთოდებისა და ხარისხის გასაკონტროლებლად.“

დავალების მიხედვით, უნდა დაპროექტდეს შენობა, რომელიც ფუნქციურად 2 ნაწილად იქნება დაყოფილი [შესაძლოა 2 დაკავშირებული კორპუსის დაპროექტებაც], კერძოდ ძირითადი სასწავლო კორპუსი და კორპუსი, სადაც განლაგდება სპორტული დარბაზი, სასადილო, ბიბლიოთეკა [კონკრეტული ფართობები უნდა შეუთანხმდეს ბსუ-ს].

ბსუ-ს სამედიცინო მიმართულების სასწავლო კორპუსში იფუნქციონირებს ჯანდაცვის ფაკულტეტი შემდეგი მიმართულებებით:
– მედიცინა;
– მედიცინა (ინგლისურენოვანი);
– სტომატოლოგია;
– ფარმაცია;
– სამედიცინო რეაბილიტაცია;

შენობები მოემსახურება ჯამში არაუმეტეს 1500-სტუდენტს.

დასაპროექტებელი შენობა სავარაუდოდ 4-სართულიანი იქნება, ხოლო შენობის საერთო ფართობი სულ ცოტა 7 500კვ.მეტრი

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის პირველ აგვისტოს დაიწყება და 3 აგვისტოს დასრულდება.

 

პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ დახურვის საფრთხის წინაშეა

პრორუსული ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურაბ მახარაძე აცხადებს, რომ „ალტ ინფოს“ დახურვა ემუქრება ფინანსური პრობლემების გამო.

„ალტ-ინფო დახურვის საფრთხის ქვეშაა. ამერიკის ელჩის განცხადებების, ევროკავშირის 12-პუნქტიანი მოთხოვნების გამოგზავნისა და ჩვენს მიერ 2 ივლისს ჩატარებული გრანდიოზული აქციის შემდეგ, უპრეცედენტო შეტევა დაიწყო ჩვენს ფინანსურ რესურსებზე. ჩვენ თქვენი დახმარება გვჭირდება. ვაგროვებთ თანხებს ტელევიზიისთვის“, – აცხადებს მახარაძე ვიდეომიმართვაში, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა.

„ალტ-ინფო“ ტელევიზიაა, რომლის ორგანიზებითაც ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისს აქცია, სადაც 51 ჟურნალისტზე იძალადეს. აქციის მიმდინარეობისას სცემეს „ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.

„ალტ-ინფოსთანაა“ დაკავშირებული პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“, რომელიც 2021 წლის 20 ნოემბერს დააფუძნეს. პარტიამ, მისი ლიდერების განცხადებით, საქართველოს 62-ზე მეტ ქალაქში გახსნა ოფისი.

„ალტ ინფოს“ პარტია აცხადებს, რომ მზად არიან რუსეთთან „პარტნიორული ურთიერთობებისთვის“. რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, 2022 წლის 14 მარტს „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ პარტია სრული შემადგენლობით გეგმავს რუსეთში ვიზიტს.

გასულ წლის ნოემბერში, „სოციალისტური მოძრაობის“ დამფუძნებელი კრების შემდეგ, ზურაბ მახარაძემ „ალტ-ინფოს“ ეთერში ისაუბრა რუსული ჯარის საქართველოში დაბრუნებაზე, კონკრეტულად კი, გონიოში.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში „ალტ-ინფოს“ პარტიის მიმართ უკმაყოფილება მეტად ხილული გახდა. მისი ოფისების გახსნა მოქალაქეებმა არაერთ ქალაქში სხვადასხვა ფორმით გააპროტესტეს, ზოგიერთ შემთხვევაში კი „კონსერვატიულ მოძრაობას“ ოფისი ი დაატოვებინეს. ასე მოხდა მესტიაში, ხულოსა და შუახევში, ბათუმში პრორუსული „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისს საღებავი შეასხეს, მარნეულში პარტიის ოფისის ფანჯრები უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით მოხატეს და ა.შ.

2022 წლის ივლისში საქართველოს სახალხო დამცველმა „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ აკრძალვის მიზნით კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა.

როგორც ომბუდსმენი აცხადებს, აღნიშნული პარტია 2021 წლის 5 ივლისის უკანონო ქმედებების და ფართომასშტაბიანი ძალადობის ორგანიზატორებმა შექმნეს, რომელთა მრავალი წინარე და შემდგომი განცხადება კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნიშნებს შეიცავს, აღვივებს სხვადასხვა ტიპის შუღლს, ახალისებს ძალადობას ან თავად შეიცავს ძალადობის ნიშნებს და წარმოადგენს ომის პროპაგანდას.

______________

ფოტოზე: ჭიათურაში პრორუსული „ალტ-ინფოს“ პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისს „პუტინის ოფისი“ დააწერეს.

ისრაელში გამოიგონეს დეპრინტერი, რომლითაც ქაღალდზე მრავალჯერადი ბეჭდვაა შესაძლებელი

ყველას, ვინც ოფისში დოკუმენტებთან მუშაობს, ერთხელ მაინც ჰქონია შემთხვევა, როდესაც ამობეჭდა ხელშეკრულება, ან რაიმე საჭირო ტექსტი და მხოლოდ შემდეგ აღმოაჩინა შეცდომა. ასეთ დროს ტექსტში შესწორების შეტანა მარტივია, თუმცა მის თავიდან ამობეჭდვას კიდევ უფრო მეტი ფურცელი ხმარდება, რითაც იზრდება ქაღალდის მოხმარება, რაც, გარდა იმისა, რომ ხარჯებთანაა დაკავშირებული, გარემოსთვის საზიანოა.

წარმოიდგინეთ, რომ ეს ასე აღარ იქნება და შეძლებთ ერთი და იგივე ქაღალდი ოფისში ათჯერ გამოიყენოთ. ეს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრი არ გეგონოთ, უკვე არსებობს მსგავსი მოწყობილობა, რომელიც ქაღალდიდან მელანს შეიწოვს და ერთის მხრივ შესაძლებელს ხდის ფურცლის ხელახლა მოხმარებას, ხოლო მეორე მხრივ – აგროვებს მელნის პიგმენტს, რომელიც პრინტერის – საბეჭდი მოწყობილობის მელნის დასამზადებლად გამოიყენება.

ეს მოწყობილობა, ე.წ. „დეპრინტერი“ ისრაელში, კომპანია Reep Technologies-ში გამოიგონეს და მისი შესაძლებლობები BBC-ის გარემოს დაცვის ანალიტიკოსმა როჯერ ჰარაბინმა გამოსცადა.

დეპრინტერის ხრიკის სპეციალურად დამუშავებულ ქაღალდში მდგომარეობს, რომელიც ქაღალდში მელნის შეწოვას აჩერებს, ხოლო ძლიერი ლაზერი აორთქლებს მელანს.

კომპანიის წამყვანი დეველოპერი, ბარაკ იეკუტიელი BBC-ისთან ინტერვიუში ამას ციკლურ ბეჭდვას უწოდებს და ამბობს, რომ კომპანია გეგმავს დეპრინტერი გახადოს ყველა ოფისის ყოველდღიურობის ნაწილი. მისი თქმით, ერთ დღესაც, შეიძლება ისევე იდგეს დეპრინტერი ოფისებში, როგორც დღეს პრინტერები გვხვდება.

„თუ გვადარდებს პლანეტა, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ამდენი ხის მოჭრა“, – განაცხადა იეკუტიელიმ.

_________

ფოტოზე: დეპრინტერის მუშაობის პროცესი; კადრი BBC-ის ვიდეოსიუჟეტიდან.

ვინ ისარგებლებს ბათუმში პროგრამით, რომელიც გულზე კვლევებს 50%-ით აფინანსებს

2022 წლის აგვისტოში ბათუმის მერია იწყებს გულის ან კორონარული არტერიების გეგმური ანგიოგრაფიის და მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული კვლევების თანადაფინანსებას.

ბათუმის მერიის თანადაფინანსება განკუთვნილია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც აღნიშნულ მომსახურებას ვერ იღებენ ვერცერთი სახელმწიფო პროგრამით. ბათუმის მერის მოადგილის, ლელა სურმანიძის განმარტებით, ამ პროგრამის ბენეფიციარები არიან ბათუმში რეგისტრირებული 60 წლის ასაკამდე ქალები და 65 წლის ასაკამდე კაცები, რომელთა შემოსავალი არის თვეში 1000 ლარზე ნაკლები. 

ბათუმის მერის მოადგილის, ლელა სურმანიძის განმარტებით, ბათუმის მერია მოქალაქეების ინდივიდუალური დახმარების პროგრამაში დააფინანსებს ორ ახალ ღონისძიებას – კორონაროგრაფიულ გამოკვლევებსა და მაღალტექნოლოგიურ კვლევებს – კომპიუტერულ და მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიას. ეს კვლევები დაფინანსდება გადასახდელი თანხის 50 პროცენტის ფარგლებში.

გარდა ამისა, მიმდინარე წლიდან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ აჭარის სამედიცინო დაწესებულებში დაიწყო გულის და გულის სისხლძარღვების კატე კორონაროგრაფიის დაფინანსება.

„გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში სამინისტრო ასევე ფარავს კარდიოქირურგიული ოპერაციების თანაგადახდას, გულის გეგმური ან/და კორონალური არტერიების ანგიოგრაფიას სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, მარი ზანაქიძის განმარტებით, კატე კორონაროგრაფია მაღალტექნოლოგიური კვლევაა, რომელიც ნაკლებინვაზიურია და ექიმს საშუალებას აძლევს ადრეულ ეტაპზე დაადგინოს დაავადების სირთულე და დროულად გაუწიოს პაციენტს საჭირო სამედიცინო დახმარება.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამები, ისე მერიის ახალი პროგრამები ვაუჩერული პრინციპით დაფინანსდება და პაციენტს მომსახურების მიღება მისთვის სასურველ კლინიკაში შეეძლება.

კარდიოლოგიურ პაციენტებს მაღალტექნოლოგიურ მომსახურება და კარდიოქირურგიული ოპერაციები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში უფინანსდებათ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გულის დამატებითი ქირურგიის ქვეპროგრამის ფარგლებში ახორციელებს ოპერაციების თანადაფინანსებას და იმ მომსახურებების დაფინანსებას, რომლებიც სხვა პროგრამებით არ იფარება.

უკრაინელების 84% რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის წინააღმდეგია – გამოკითხვა

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 84% წინააღმდეგია რუსეთის სასარგებლოდ ნებისმიერი ტერიტორიული დათმობის, ომის გაგრძელებისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეების შემთხვევაშიც კი.

სატელეფონო გამოკითხვა უკრაინაში 6-დან 20 ივლისის ჩათვლით ჩატარდა.

მაისში ჩატარებული ბოლო გამოკითხვის შემდეგ, უკრაინელების რაოდენობა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ტერიტორიულ დათმობას, გაიზარდა 2%-ით. უკრაინის იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ტერიტორიული დათმობებისთვის მზად არიან, სტაბილურად 10 პროცენტია.

აღმოსავლეთ უკრაინაშიც კი, სადაც ახლა ინტენსიურ ბრძოლები მიმდინარეობს, 77% ტერიტორიული დათმობის წინააღმდეგია (მხოლოდ 16% არის მზად დათმობისთვის), ხოლო სამხრეთელებს შორის – 82%  (მხოლოდ 10% არის თანახმა ტერიტორიის დასათმობად) – აღნიშნულია კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის პრესრელიზში.

გამოკითხვა არ ჩატარებულა ანექსირებული ყირიმის და დონბასის ტერიტორიებზე.

_______________

ფოტო: უკრაინის დროშები ქალაქ ჩერნიგოვის სასაფლაოზე. ჩერნიგოვი ერთი თვის განმავლობაში იბომბებოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ. ქალაქი პირველ აპრილს გაათავისუფლეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა. ფოტო: EPA-EFE/STR

რუსეთის პატრიარქ კირილს ლიეტუვაში შესვლა აეკრძალა

პატრიარქ კირილს, რომელიც ღიად უჭერს მხარს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში, ლიეტუვაში შესვლა აეკრძალა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით, რუსეთის პატრიარქი ქვეყნისთვის არასასურველ პირთა სიაში ჯერ კიდევ 23 ივნისს შეიყვანეს, თუმცა ლიეტუვის საგარეო უწყებამ ინფორმაცია მედიას დღეს დაუდასტურა.

გადაწყვეტილების მიზეზი პატრიარქ კირილის განცხადებები და გამოსვლებია, რომლებშიც ის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უარყოფს და რუსეთის სამხედრო აგრესიას ამართლებს.

„პატრიარქი კირილი შეგნებულად უარყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ამართლებს და მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის აგრესიულ მოქმედებებს, რომლებიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს,“ – აღნიშნავს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო და დასძენს, რომ პატრიარქი, რომელიც ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის წევრია, „პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებში უკრაინის მცხოვრებლებს მოიხსენიებს „ნაცისტური რეჟიმის მონაწილეებად“, რომელთა დეპორტაცია ან განადგურება აუცილებელია“.

ლიეტუვაში შესვლის აკრძალვა რუსეთის პატრიარქისთვის 2027 წლის 23 ივნისამდე იმოქმედებს.

პატრიარქი კირილი დიდი ბრიტანეთისა და კანადის სანქცირებულთა სიაშიცაა.

თურქეთში გაიხსნა ცენტრი, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულის გატანას გააკონტროლებს

დღეს, 27 ივნისს, სტამბულში გაიხსნა ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც შეიქმნა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის გასაკონტროლებლად.

„მარცვლეულის დერეფნის“ შეთანხმებას ხელი 22 ივლისს სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თანდასწრებით მოეწერა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს უკრაინის, რუსეთის, გაეროს და თურქეთის წარმომადგენლებმა.

ცენტრის მეშვეობით იგეგმება შავი ზღვის უკრაინის სამი პორტიდან (ოდესა, ჩორნომორსკი, იუჟნი) მარცვლეულის ექსპორტში ჩართული გემების შემოწმება. ცენტრის მიზანია უზრუნველყოს უკრაინიდან ექსპორტირებული მარცვლეულის ტრანსპორტირება და განაწილება. გემების მოძრაობას მონიტორინგს და მთელ პროცესს კოორდინაციას გაუწევს გაერო და შეთანხმების მონაწილე მხარეები.

საკოორდინაციო ცენტრის გახსნას ესწრებოდა თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი. თურქული სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, მან ცენტრის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე ხაზი გაუსვა უკრაინული მარცვლეულის მიწოდების მნიშვნელობას იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც ეს სჭირდებათ.

მისი თქმით, მარცვლეულის უწყვეტი მიწოდების ორგანიზება მსოფლიოში სურსათზე ფასებს შეამცირებს და სასურსათო კრიზისს აღმოფხვრის.

„მარცვლეულის დერეფნის შეთანხმებით საზღვაო ზონების გასუფთავება არ არის საჭირო. უკრაინის პორტებში მარცვლეულის მიწოდებისთვის მზადება გრძელდება“, – ციტირებს „ანადოლუ“ თავდაცვის მინისტრს.

აკარმა ასევე თქვა, რომ მარცვლეულის დერეფნის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა 120 დღის ვადით და საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულება შეიძლება გაგრძელდეს. მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეები შეასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებებს.

 

უკანონო მშენებლობების ბუმი ბათუმში – მუნიციპალური ინსპექციის უფროსს საკრებულოში იბარებენ

რატომ ვერ აკონტროლებს მერია უკანონო მშენებლობებს ბათუმში, როგორ ხდება, რომ შესაბამის რეაგირებას მერიის სამსახურები  ხშირად მას შემდეგ ახდენენ, როცა კონკრეტულ შემთხვევაზე მოქალაქე, აქტივისტი ან მედია ავრცელებს ინფორმაციას? – ამ საკითხებზე პასუხების მისაღებად ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ურბანული პოლიტიკისა და ქალაქმშენებლობის სამსახურების უფროსების დაბარებას გეგმავს საკრებულოს სხდომაზე.

ამ სამსახურის უფროსი არჩილ კონცელიძეა.

გუშინ, 26 ივლისს, საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, რეზო ხარაზმა ბათუმში მორიგი უკანონო მშენებლობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

„როგორც კი დავდე ფოტოები, ამას მოჰყვა გამოხმაურება ზედამხედველობის სამსახურიდან, თითქოს რაღაც საქმის წარმოება დაიწყეს. მანამდე არანაირი საქმის წარმოება არ იყო დაწყებული და ამაზე ვერანაირ დოკუმენტს ვერ მაჩვენებენ“, – აცხადებს საკრებულოს წევრი.

ოპოზიცია აპირებს ასევე შესაბამის სამსახურებს მოსთხოვოს საკრებულოს მათი საქმიანობის ანგარიში წარუდგინონ, რომელშიც იქნება სრული ინფორმაცია სამსახურის საქმიანობაზე – ოპოზიცია ითხოვს სტატისტიკურ მონაცემებს, როგორც უკანონო მშენებლობებზე, გაცემულ ნებართვებზე, უკანონოდ აშენებულ ფართობებზე და ასე შემდეგ.

„აუდიტმა ორჯერ დაწერა ამ პრობლემაზე, შესაბამისი მონაცემებით და ათეულობით მაგალითით, მაგრამ არაფერი შეიცვალა. სამაგიეროდ ბიუჯეტი გავუზარდეთ მუნიციპალურ ინსპექციას, რომ კონტროლი იყოს ეფექტური“.

აჭარაში კოვიდის 1317 ახალი შემთხვევაა – გასული კვირის მონაცემები

გასული ერთი კვირის განმავლობაში, 18 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსის 10 253 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 74 245 კვლევა ტესტით.

გასულ ერთ კვირაში საქართველოში კოვიდით გარდაიცვალა 5 პაციენტი.

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 13.81 პროცენტი.

ერთ კვირაში კოვიდის ყველაზე მეტი –5 904 ახალი  შემთხვევა თბილისში დადასტურდა, მეორე ადგილზეა აჭარა – 1317 ახალი შემთხვევა, მესამეზე კი იმერეთი – 1001 ახალი შემთხვევა.

ემზარ პაქსაძე აჭარის კმდს-ში მოადგილე აღარ არის – „ოჯახური პირობების გამო წავედი“

უკვე 9 თვეა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მართავს. ბოლო ორი თვეა სააგენტოს არც მოადგილე ჰყავს – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ემზარ პაქსაძემ თანამდებობა დატოვა.

„ოჯახური პირობების გამო წამოვედი. ეს ჩემი, პირადი გადაწყვეტილება იყო… ადვოკატურას დავუბრუნდი,“ – უთხრა ემზარ პაქსაძემ „ბათუმელებს“ და უარყო სხვა მიზეზი, უთანხმოება, ან კონფლიქტი აჭარის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან.

ემზარ პაქსაძე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილედ 2022 წლის იანვარში დანიშნეს.

მანამდე იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსად მუშაობდა 2020 წლიდან.

ცოტა უფრო ადრე და ამ პერიოდშიც აჭარის ტელევიზიის რედაქციას ჩამოაშორეს არაერთი ჟურნალისტი და რედაქტორი, რომლებმაც სასამართლოს მიმართეს.

სასამართლომ, მაგალითად, უკვე უკანონოდ მიიჩნია აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, შორენა ღლონტის გათავისუფლება.

ეს პროცესი არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ შეაფასა, როგორც პოლიტიკური ზეწოლა მაუწყებელზე.

ზაურ ახვლედიანი კი, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობას 2021 წლის ნოემბრიდან ასრულებს.

დაჭრილ უკრაინელ სამხედროებს აშშ-ის სამხედრო ჰოსპიტალში უმკურნალებენ, გერმანიაში

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა მოიწონა გეგმა, რომელიც გერმანიაში, ამერიკულ სამხედრო ჰოსპიტალში უკრაინელი სამხედროების მკურნალობას ითვალისწინებს.

როგორც CNN-წერს, გეგმის მიხედვით, ლანდშტულის რეგიონულ სამედიცინო ცენტრში, სადაც ბრძოლებში დაჭრილ ამერიკელ სამხედროებს უწევენ სამედიცინო მომსახურებას, ერთდროულად 18 უკრაინელი ჯარისკაცის მიღება იქნება შესაძლებელი.

ზეპირი თანხმობა უკრაინელი სამხედროების გერმანიაში გადაყვანაზე, ლოიდ ოსტინმა ჯერ კიდევ 26 მაისს განაცხადა, 29 ივნისს კი გაფორმდა შესაბამისი ბრძანება და მემორანდუმი სახელწოდებით – „უკრაინელი სამხედროების მკურნალობის დირექტივები“.

თავდაცვის მდივნის თქმით, მემორანდუმის მიზანია გაამარტივოს ის ბიუროკრატული ბარიერები, რომლებიც ამ პროცესს ანელებს.

CNN-ის ცნობით, ლანდშტულის ჰოსპიტალს, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 1 000 კილომეტრში მდებარეობს, ჯერჯერობით არცერთი უკრაინელი სამხედრო არ მიუღია.

მთავარი ფოტო: ლანდშტულის სამედიცინო ცენტრი/ფოტო: US Army

უფასო სასწავლო კურსი ბათუმში გაყიდვების ტექნიკის შესასწავლად, დასაქმების პერსპექტივით

კოლეჯი „გოლდენ სიი“, კომპანია Georgian Real Estate and Management LLC-თან თანამშრომლობით, აცხადებს მიღებას მოკლევადიან სასწავლო კურსზე გაყიდვების სპეციალისტებისთვის.

სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პერიოდში კურსის მონაწილეები ისწავლიან გაყიდვების სპეციალისტისთვის საჭირო ძირითად ტექნიკას, მოლაპარაკების ხელოვნებას, მომხმარებელთან ურთიერთობას და პრაქტიკასაც ადგილზევე გაივლიან.

კურსის მიზანია გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება და დასაქმება.

metro point

პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის უპირატესობად ჩაითვლება თუ ისინი ჩვენს რეგიონში (აჭარა) მოქმედი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტები არიან და ფლობენ რომელიმე უცხოურ ენას.

სასწავლო პრაქტიკას და თეორიას სტუდენტები გაივლიან Georgian Real Estate and Management LLC -ის პარტნიორ კომპანიებში.

წარმატებული სტუდენტები ადგილზე დასაქმდებიან.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 190 653; 599 523 403

მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: batumigoldensea@gmail.com

ან შეავსეთ განაცხადის ფორმა : https://bit.ly/3wxsHJZ

ოკუპანტებმა ან ისწავლონ დნეპრის გადაცურვა ან დატოვონ ხერსონი, სანამ შესაძლებელია – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ხერსონის რეგიონში ანტონოვსკის ხიდის დაბომბვას ეხმიანება. პოდოლიაკი ხერსონში მყოფ ოკუპანტებს მიმართავს, რომ მათ ან „მდინარე დნეპრის გადაცურვა უნდა ისწავლონ ან მანამდე დატოვონ ხერსონი, სანამ ეს შესაძლებელია“.

„შეგიძლიათ ანტონოვსკის ხიდს რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალება უწოდოთ, რომელიც ყველა უკრაინულ რაკეტას იჭერს, მაგრამ რეალობას ვერ გაექცევით – ოკუპანტებმა მდინარე დნეპრის გადაცურვა უნდა ისწავლონ ან დატოვონ ხერსონი, სანამ ეს შესაძლებელია. მესამე გაფრთხილება შესაძლოა აღარ იყოს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი.

დღეს, 27 ივლისს, უკრაინამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების კონტროლირებადი ხერსონის საკვანძო ხიდი უკრაინის ძალების სარაკეტო დარტყმების შემდეგ ჩაიკეტა.

ანტონოვსკის ხიდი მდინარე დნეპრზე გამავალი ორი გზიდან ერთ-ერთია, რომლითაც რუსეთს შეუძლია მოამარაგოს ან გაიყვანოს თავისი ძალები ტერიტორიიდან, რომელიც მდინარის აღმოსავლეთით აქვს ოკუპირებული.

მდინარის სიგანე ამ მონაკვეთში 1000 მეტრია.

მანქანების მითვისების და თაღლითობის ბრალდებით შსს-მ 12 პირი დააკავა

ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობისა და მანქანების მითვისების ფაქტზე შსს-მ 12 პირი დააკავა თბილისში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარის რეგიონში. დაკავებულთაგან 6 პირს ბრალი წარუდგინეს.

„ბრალდებულები, დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 20-მდე ავტომანქანას, სალიზინგო კომპანიას კი 200 000 ლარამდე მატერიალური ზიანი მიაყენეს…

ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით ერთმანეთზე გააფორმეს ლიზინგის ხელშეკრულებები, შეცდომაში შეიყვანეს სალიზინგო კომპანიის წარმომადგენლები, შემდეგ კი, არც ერთი გადახდა არ განუხორციელებიათ კომპანიის მიმართ და არც მანქანები დაუბრუნებიათ სალიზინგო კომპანიისთვის,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე საქმეზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინა კიდევ 6 პირს.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას და მითვისებას, რამაც დიდ ოდენობით ზიანი გამოიწვია.

ხერსონში რუსებმა საკუთარი სამხედრო ვერტფრენი ჩამოაგდეს – უკრაინის გენშტაბი

„კეთილი ნების გამოვლინება“ დამპყრობლებისგან – ასე უწოდა ინციდენტს უკრაინის გენშტაბმა, რომელმაც თავის ფეისბუქგვერდზე შემთხვევის დეტალები გამოაქვეყნა.

„სამი რუსული Ka-52 ხერსონის რეგიონში ჩვენს დანაყოფებზე თავდასხმას აპირებდა, თუმცა საკუთარ ძალებს დაარტყეს. ოკუპანტებს რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ „მეგობრული“ ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საჰაერო თავდაცვა დიდი სიზუსტით არასდროს გამოირჩეოდა, შესაბამისად, რუსებმა თავისი სამი ვერტმფრენიდან მხოლოდ ერთი ჩამოაგდეს. რა სამწუხაროა…“ – წერს უკრაინის გენშტაბი.

მსგავსი შემთხვევის შესახებ 2 ივლისს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩიც ჰყვებოდა.

„საინტერესო ახალი ამბავი გვაქვს, ეს ესაა რუსულმა ავიაციამ ააცილა და ხერსონის ოლქში საკუთარი პოზიციები დაბომბა, ძალიან ზუსტადაც გაარტყა“, – თქვა არესტოვიჩმა Фейгин Live-ის ეთერში.

რუსეთს რეფერენდუმამდე უკრაინის მეტი ტერიტორიის დაპყრობა სურს – ISW

რუსეთი ცდილობს, შემოდგომაზე დაგეგმილ რეფერენდუმამდე, უკრაინის რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიპყროს, თუმცა საეჭვოა, რომ რუსეთის ძალებმა, ამ ვადამდე მოახერხონ დამატებითი რაიონების დაკავება – წერს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი.

ინსტიტუტის მკვლევრები იხსენებენ დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ რუსეთი დონეცკის მთელ ოლქზე კონტროლის მოპოვებას აგვისტოს ბოლომდე გეგმავს.

ოკუპირებულ ხერსონში რუსეთთან შეერთების მოთხოვნით რეფერენდუმის ჩატარებას, კრემლი სექტემბრის პირველ ნახევარში აპირებს, სავარაუდოდ 11 სექტემბერს, რომელიც რუსეთის ფედერაციისთვის არჩევნების უნიფიცირებული თარიღია. ომის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, სწორედ ამ ვადის გამო უყენებენ მსგავს ამოცანას სამხედროებს რუსეთის ხელისუფლება და მის მიერ მხარდაჭერილი საოკუპაციო ხელისუფლებები.

თუმცა მკვლევრები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ძალები, სავარაუდოდ, ვერ შეძლებენ შემოდგომის დასაწყისისთვის დამატებითი ტერიტორიების დაპყრობას.

სხვა მნიშვნელოვანი ცნობები აშშ-ის ომის ინსტიტუტის უახლესი რელიზიდან:

  • რუსებმა დაიკავეს შუალედური ტერიტორიები ბახმუტის ჩრდილო-აღმოსავლეთით და ქალაქის აღმოსავლეთითა და სამხრეთით ბრძოლებს განაგრძობენ.
  • რუსეთის არმიამ შეუტია იზიუმის ჩრდილო-დასავლეთ და დონეცკის სამხრეთ-დასავლეთ რაიონებზე, ზაპოროჟიეს ოლქის საზღვართან.
  • რუსეთის ძალები კონცენტრირებული არიან ოკუპირებული ტერიტორიების დაცვაზე.
  • კრემლი უკრაინაში გასაგზავნად მოხალისეთა რეგიონულ ბატალიონებს ქმნის.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებას ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში ინსტიტუტის მკვლევრები აღნიშნავდნენ, რომ რუსეთის არმიამ უმნიშვნელო ტერიტორიულ წარმატებებს მიაღწია ბახმუტის სამხრეთით.

რისთვის სჭირდება რუსეთს აფრიკის მხარდაჭერა – ბრიტანეთის დაზვერვის შეფასება

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი რელიზის ყურადღების საგანი სერგეი ლავროვის აფრიკაში ვიზიტია.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავისი ოთხდღიანი ტურნე აფრიკის სახელმწიფოებში 24 ივლისს დაიწყო და ის ეგვიპტის, ეთიოპიის, უგანდისა და კონგოს რესპუბლიკის ხელისუფლებებს ხვდება.

„რუსეთი, სავარაუდოდ, ამ ვიზიტებისას ეცდება მსოფლიო სურსათის კრიზისში დასავლეთი დაადანაშაულოს და მოიპოვოს აფრიკის იმ სახელმწიფოების მხარდაჭერა, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიისადმი ნეიტრალურ დამოკიდებულებას ინარჩუნებდნენ“, – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა და დასძენს, რომ რუსეთს აფრიკის ქვეყნების მხარდაჭერა თავისი „უძლიერესი სახელმწიფოს“ იმიჯის გასამყარებლადაც სჭირდება.

„კიდევ ერთი მიზანი, სავარაუდოდ, სავაჭრო შეთანხმებების მიღება და აფრიკის სახელმწიფოების დარწმუნებაა, საერთაშორისო ფორუმებზე ხმა რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მისცენ.“

უწყება ხაზს უსვამს, რომ 2014 წლის შემდეგ, რუსეთმა დიდი ძალისხმევა გასწია აფრიკაში გავლენის მოსაპოვებლად და ამისთვის ხშირად თავის საყვარელ იარაღს – „ვაგნერსაც“ იყენებდა.

დაზვერვის ცნობით, უკრაინაში, აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონაში, გარკვეულ ტაქტიკურ წარმატებებს მიაღწია სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“, კერძოდ უგლეგორსკის თბოელექტროსადგურისა და მისი მიმდებარე სოფლის, ნოვოლუგანსკის გარშემო. უწყება წერს, რომ უკრაინული ძალების ნაწილი ამ ზონიდან, სავარაუდოდ, უკვე გაყვანილია.

m²-ის სპეციალური შეთავაზება მეზღვაურებისთვის

m² მეზღვაურებს შესაძლებლობას აძლევს, სპეციალური შეთავაზებით ისარგებლონ და კომპანიის ოთხივე მიმდინარე პროექტში სახლი მათზე მორგებული, გადახდის სასურველი პირობით შეიძინონ.

აქცია მთელი ზაფხულის განმავლობაში, 1 სექტემბრამდე გაგრძელდება და მეზღვაურები მიმდინარე პროექტებში: m³ საბურთალოზე, m² ჭყონდიდელზე, m² მირცხულავასა და m² ნუცუბიძეზე 2-ში მათზე მორგებული გადახდის პირობებით შეძლებენ სარგებლობას, როგორც ერთიანი გადახდით, ისე შიდა უპროცენტო განვადებით.

  • ერთიანი გადახდის შემთხვევაში, მეზღვაურები მიიღებენ ფასდაკლებას, ხოლო ღირებულებას დაფარავენ 2 ნაწილად: დასაწყისში გადაიხდიან მხოლოდ 50%-ს, ხოლო დარჩენილ 50%-ს 1 წლის შემდეგ;
  • 0%-იანი შიდა განვადებით სახლის შეძენის შემთხვევაში, მეზღვაურები გადაიხდიან 10% თანამონაწილეობას, მშენებლობის დასრულებამდე ეტაპობრივად დაფარავენ სახლის ღირებულების 50%-ს, ხოლო დარჩენილ 40%-ს – მშენებლობის დასრულებისას.

სპეციალური შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია m²-ის ცხელ ხაზზე – (032) 2 444 111, ასევე ვებ-გვერდზე – www.m2.ge. უცხოეთიდან Viber | WhatsApp-ით, ნომერზე – (+995) 577 35 77 33

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 ივლისის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 27 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 40 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
  • ტანკი – 1 738 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 3 971 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 883 ერთეული [+3]
  • MLRS – 258 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 117 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 222 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 190 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 726 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 174 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 847 ერთეული [+12]
  • სპეცტექნიკა – 75 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაციას ანახლებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 27 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 260 თვითმფრინავი
  • 145 ვერტმფრენი
  • 1 622 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 358 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 167 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 763 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 203 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 494 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]რუსები ხერსონსა და ზაპოროჟიეში უკრაინის კონტრშეტევისთვის ემზადებიან – ISW[/yellow_box]

ამავე თემაზე:

რისთვის სჭირდება რუსეთს აფრიკის მხარდაჭერა – ბრიტანეთის დაზვერვის შეფასება

 

 

 

იაპონიის საელჩომ ქედას აჩუქა ეკო-მოკროავტობუსი, რომელიც დაბაში უფასოდ ივლის

ქედის მუნიციპალიტეტს ოფიციალურად გადაეცა იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში შეძენილი საზოგადოებრივი ეკო-ავტობუსი. ტექნიკის გადაცემის ღონისძიებას, 25 ივლისს, იაპონიის ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა ესწრებოდა. გრანტის მოცულობა 77 235 აშშ დოლარია.

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე ადაპტირებული, ენერგოეფექტური მიკროავტობუსის შეძენით, პროექტის მიზანია გააუმჯობესოს ადგილობრივი მოსახლეობის მობილობა, რათა გაიზარდოს ხელმისაწვდომობა პროდუქტებზე, სერვისებსა და კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე. ამასთან, სოფლად ელექტროავტობუსის დანერგვით, ეს პროექტი ქმნის კარგ პრეცედენტს, ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და მავნე სათბურის გაზების ემისიების შესამცირებლად“, – აღნიშნულია იაპონიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საელჩოს განცხადებით, „ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა ეხმარება შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და სიღარიბის დაძლევა. 1998 წლიდან დღემდე ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში დაფინანსდა 200-ზე მეტი პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 25 მილიონ აშშ დოლარამდე შეადგინა.“

მთავარი ფოტო: იაპონიის ელჩი ქედაში/იაპონიის საელჩოს ფოტო

ამავე თემაზე:

რას ითხოვენ ქალები შუახევში – ორი პეტიცია საკრებულოსა და უმაღლეს საბჭოში

 

რამდენი ბინა იყიდეს რუსეთის მოქალაქეებმა ბათუმში – 23 კორპუსის მონაცემი

„კომუნიკაციას ვახერხებთ, ვცდილობთ, შევასწავლოთ ქართული, თუ ვერ იგებს, უნდა გააგებიო, როგორმე, რა უნდა ქნა?“ – ამბობს ბათუმელი გიგა ქამადაძე. ის ლერმონტოვის ქუჩაზე ახალი საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეა და ამხანაგობის შეკრებებზე თანამობინადრე რუსეთის მოქალაქეების აზრის მოსმენა, ან მათთვის ინფორმაციის მიწოდება რუსულ ენაზე უწევს.

ამ მისამართზე მცხოვრები კიდევ ერთი მოქალაქის, აჩიკო კახაძის თქმით კი, მათ კორპუსში, ბინის 90 მესაკუთრიდან 60 რუსულენოვანია და ამხანაგობის კრებები, ისე როგორც ჩატის მიმოწერები, ძირითადად, რუსულ ენაზეა. ამ კორპუსის მონაცემები საჯარო რეესტრში სრულყოფილად არ არის ასახული.

რუსეთის მოქალაქე მესაკუთრეების რაოდენობა, განსაკუთრებით ახალ საცხოვრებელ კორპუსებში, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ  იზრდება.

რამდენ ბინას ყიდულობენ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში? – ამ კითხვაზე სხვადასხვა ვერსიას მოისმენთ, რადგან ცნობილია, რომ იზრდება რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაჩვენებელი, თუმცა უცნობია კონკრეტული ციფრი: რამდენი მათგანი ყიდულობს უძრავ ქონებას?

აქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, წელს ივნისში საქართველოს საზღვარი რუსეთის 90 239-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, რაც 38 678-ით მეტია წინა თვესთან შედარებით. მაისში კი, რუსეთის 51 561 მოქალაქე შემოვიდა საქართველოში.

„ბათუმელებმა“ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ბათუმში, 23 სხვადასხვა მისამართზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მონაცემები შეისწავლა საჯარო რეესტრზე დაყრდნობით. ეს რაოდენობა აჩვენებს მიახლოებით ტენდენციას, რამდენად გაიზარდა რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ბათუმში უძრავი ქონების შეძენის ინტერესი, რამდენად მზარდია ეს ინტერესი და რომელ ადგილებში ყიდულობენ ბინებს რუსეთის მოქალაქეები?

საცხოვრებელი კორპუსები ქალაქის სხვადასხვა ზონაში შევარჩიეთ: ზღვისპირას, ქალაქის ცენტრში, ე.წ. „ჭაობში“, „ძველ ბათუმში“. თუმცა, ძირითადად, ზღვასთან ახლოს და ბოლო წლებში აშენებული კორპუსების მონაცემებს გავეცანით – უძრავი ქონების აგენტების ინფორმაციით, ყველაზე ხშირად, ზღვასთან ახლოს, ან „ძველ ბათუმს“ ირჩევენ რუსეთის მოქალაქეები, როცა ისინი ბინას ყიდულობენ ბათუმში.

ძირითადად უნდათ ძველი ბათუმი, გასულ წელთან შედარებით, მინიმუმ 20 %-ით გაზრდილია მოთხოვნა“ 

„ომამდელ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 20 – 30 პროცენტით არის გაზრდილი მოთხოვნა რუსეთის მოქალაქეების მხრიდან,“ – გვიყვება თამთა წურწუმია, ის კომპანია „Discover Batumi“-ის მენეჯერია და ამბობს, რომ, მაგალითად, ივლისში მისი ჩართულობით რუსეთის ოთხმა მოქალაქემ იყიდა ბინა.

„ჩვენი მონაცემებით, ძირითადად სურთ ძველი ბათუმი, მათ შორის, ბინა ძველ კორპუსებში. ოთხივე ბინა, მაგალითად, რაც ახლა გავყიდეთ, იყო 60 ათას დოლარს ზევით. ეს იყო ზუბალაშვილის ქუჩა, მაზნიაშვილი…

უნდათ უფრო ზღვასთან ახლოს და ძველ ბათუმში, რადგან აქ მათთვის მისაღები რესტორნებია, ასე ამბობენ თვითონ. დაინტერესებული არიან ასევე კომერციული ფართობების იჯარით აღებით.

რა ირკვევა 23 საცხოვრებელი კორპუსის მაგალითზე – რუსეთის რამდენ მოქალაქეს უყიდია ბინა?

ქალაქის სხვადასხვა მისამართზე 23 საცხოვრებელი კორპუსის საჯარო რეესტრის ჩანაწერების გაცნობით ეს სურათი მივიღეთ [საჯარო რეესტრის მონაცემები ხშირად არ არის განახლებული. შესაბამისად, ზოგიერთ შემთხვევაში არ აჩვენებდეს ზუსტ მდგომარეობას]:

  • გორგილაძის 121-ში 528 ადამიანია, მათ შორის, 52 რუსეთის მოქალაქეა
  • ნგისის მეორე ჩიხის #11-ში 252 მესაკუთრიდან 55 რუსეთის მოქალაქეა. ეს კორპუსი ახალ ბულვართან ახლოსაა
  • შარტავას ქუჩა #16-ში რუსეთის 35 მოქალაქეა მესაკუთრე, კორპუსში მთლიანად 191 მესაკუთრეა
  • 836 მესაკუთრე ჰყავს კორპუსს კობალაძის 8 ა-ში, მათგან 62-ია რუსეთის მოქალაქე
  • ბელ აბუსერიძის ქუჩა #73/კობალაძის 15 – ამ მისამართზე სულ 253 მესაკუთრეს აქვს ბინა, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეა 10
  • ინასარიძის 21-ში, ეს ადგილიც ახალ ბულვარის სიახლოვესაა, აქ საკმაოდ მაღალია რუსეთის მოქალაქე მესაკუთრეების რაოდენობა – აქ სულ 34 ადამიანია მესაკუთრე, მათ შორის, 14 რუსეთის მოქალაქეა
  • კაჩინსკების #5-ში 304 მესაკუთრიდან, რუსეთის მოქალაქეა 29
  • ტბელ აბუსერიძის 55-ში 332 მესაკუთრიდან რუსეთის მოქალაქეა 13
  • ინასარიძის 13-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში სულ 88 მესაკუთრეა, მათ შორის, 4 რუსეთის მოქალაქეა
  • ტბელ აბუსერიძის #5-ში 33 მესაკუთრეა რუსეთის მოქალაქე, ამ კორპუსში სულ 477 მესაკუთრეა
  • შერიფ ხიმშიაშვილის #15 გ-ს მონაცემსაც გადავხედეთ, ეს „ორბის“ ზღვისპირას მდებარე სამი კორპუსიდან ერთ-ერთია. აქ რუსეთის 28 მოქალაქე ვიპოვეთ ბინის მესაკუთრე, მთლიანად კი, კორპუსში 287 მესაკუთრეა
  • ფიროსმანის #16 ა – ში სულ 429 მესაკუთრეა, მათ შორის, 52 რუსეთის მოქალაქეა
  • ფიროსმანის 18-ში 889 მესაკუთრიდან 85 რუსეთის მოქალაქეა
  • ინასარიძის # 7-ში 164 მესაკუთრეა და 4 რუსეთის მოქალაქე
  • ჭავჭავაძის #32 ა – ში, 182 მესაკუთრეს შორის, მესაკუთრეა რუსეთის 10 მოქალაქე
  • ერთი კორპუსის მონაცემს ე.წ. ჭაობის უბანში ვნახეთ – ლერმონტოვის 76-ში 63 მესაკუთრიდან 16 რუსეთის მოქალაქეა
  • ვნახეთ მახინჯაურში მდებარე ერთი ახალი საცხოვრებელი კორპუსის მონაცემებიც. მახინჯაურში, თამარ მეფის 14-ში, სულ 33 მესაკუთრეა, მათ შორის 3 რუსეთის მოქალაქეა

გადავხედავთ მონაცემებს ძველ ბათუმშიც. აქაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შევარჩიეთ ბოლო წლებში ექსპლუატაციაში შესული რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი.

  • ნინოშვილის #2-ში სულ 220 მესაკუთრეა და, მათ შორის, 24 რუსეთის მოქალაქე
  • ზვიად გამსახურდიას #42-ში კი, 82 მესაკუთრეს შორის 8 არის რუსეთის მოქალაქე
  • რუსთაველის 19/თავდადებულის 4 – აქ სულ 28 მესაკუთრეა, მათ შორის, 8 რუსეთის მოქალაქეა
  • რუსთაველის ქუჩა #15/7-ში სულ 93 მესაკუთრიდან 16 რუსეთის მოქალაქეა
  • რუსთაველის #22-ში 45 მესაკუთრეს შორის 5 რუსეთის მოქალაქეა
  • ზუბალაშვილის #37-ში რუსეთის 19 მოქალაქე არის მესაკუთრე, სულ ამ მისამართზე 161 ადამიანს აქვს უძრავი ქონება.
რამდენი ახალი ბინა შენდება ბათუმსა და თბილისში? 

„ბათუმელები“ გაეცნო ოფიციალურ სტატისტიკასაც, თუ რამდენი ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდა ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, თბილისსა და ბათუმში. სტატისტიკის ეროვნული სამსახური ამუშავებს მსგავს მონაცემს და ეს მონაცემიც აჩვენებს, რამდენად გაიზარდა ინტერესი საქართველოში უძრავი ქონების შეძენაზე.

ქვეყნის მასშტაბით, 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, 1 მილიონ 516 534 კვადრატული მეტრი ფართობის აშენებაზეა გაცემული ნებართვა. ეს სულ 2 229 ობიექტია. ამავე პერიოდში უკვე დასრულდა 545 939 კვადრატული მეტრის და 552 ობიექტის აშენება.

წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ნებართვა თბილისში გაიცა – 1181 ობიექტი და 967 315 კვადრატულ მეტრი. თბილისში უკვე დასრულდა 185 ობიექტის მშენებლობა – 421 496 კვადრატულ მეტრზე.

2022 წლის პირველ კვარტალში ბათუმში 85 ობიექტის აშენებაზე გაიცა სამშენებლო ნებართვა [114 333 კვადრატული მეტრი]. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, ბათუმში, წლის პირველ კვარტალში მხოლოდ 4 ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში [7 843 კვ. მეტრი].

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2 229 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.4 პროცენტით მეტია.

გასულ 2021 წელს კი, სულ 7 მილიონ 434 470 კვადრატული მეტრის აშენებაზე გაიცა ნებართვა, აქედან თბილისი – 5 მილიონ 041 55 კვადრატული მეტრი, ბათუმი – 456 573  კვადრატული მეტრი. 2021 წელს ჯამში 1 მილიონ 759 779 კვ. მეტრი აშენდა.

2020 წელს 5 მილიონ 206 256 კვადრატულ მეტრის აშენებაზე გაიცა ნებართვა, მათ შორის, თბილისი 2 მილიონ 307 402, ბათუმი – 1 მილიონ 395 123 კვადრატული მეტრი. 2020 წელს ჯამში – 1 მილიონ 694 301 კვ. მეტრი აშენდა.

2019 წელს 7 მილიონ 538 398 კვადრატულ მეტრზე გაიცა მშენებლობის ნებართვა, მათ შორის, თბილისი – 2 მილიონ 779 877, ბათუმი – 2 მილიონ 446 228 კვ. მეტრი. 2019 წელს ჯამში 2 მილიონ 547 924 კვ. მეტრი აშენდა.

„შესაძლოა, მესაკუთრე ერთი იყოს, მაგრამ მას სინამდვილეში 80 ბინა ჰქონდეს“ 

ეს ერთ-ერთი კომპანიის კონკრეტული მონაცემია. ამ სამშენებლო კომპანიაში, ოფიციალურად ბინა შეძენილი აქვს რუსეთის 175 მოქალაქეს. კომპანიის შიდა დოკუმენტებით კი ჩანს, რომ მინიმუმ 80 ბინა ეკუთვნის რუსეთის ერთ მოქალაქეს. ეს ბინები საჯარო რეესტრში საქართველოს მოქალაქეზეა დარეგისტრირებული.

მინიმუმ ორ კომპანიაში გვითხრეს, რომ ამ პრაქტიკას რუსეთის მოქალაქეები საკმაოდ ხშირად იყენებენ.

შესაბამისად, ვერც საჯარო რეესტრის მონაცემები ასახავს ვითარებას ზუსტად.

რუსეთი საფრთხის შემცველია და ამას გრძნობს სამშენებლო ბაზარიც“

„ჩანს, რომ სამშენებლო სექტორი ცდილობს ახალი ბაზრების მოძიებას,“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი, რომელიც ბათუმში რამდენიმე სამშენებლო კომპანიას უწევს სამართლებრივ მომსახურებას. – „რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ინტერესი მზარდია, მაგრამ გაიზარდა შესყიდვები პოლონელების მხრიდან, დადებითი დინამიკაა ასევე ესპანეთიდან,“ – ამბობს ის.

სამშენებლო სექტორის დაკვირვებით, გარდა იმისა, რომ რუსეთი, ზოგადად, ქვეყნისთვის საფრთხეა, რუსული ბაზრის მსყიდველუნარიანობა საკმაოდ დაბალია.

„რუსეთის და, ზოგადად, დსთ-ს ქვეყნების მიმართ ინტერესს განაპირობებს ის, რომ ნაცნობი ბაზარია და შედარებით იაფი, მაგრამ სამშენებლო სექტორი ამჩნევს, რომ მაგალითად, ბოლო დროს ძვირადღირებულ ბინებს უფრო ყიდულობენ ადამიანები ისრაელიდან, ესპანეთიდან.

ცნობადობის გაზრდას და სანდოობის მოპოვებას სჭირდება აქტიური მუშაობა და წლები, რაშიც უნდა დაეხმაროს მთავრობა სამშენებლო სექტორს,“ – მიიჩნევს გიორგი ხიმშიაშვილი. მისი აზრით, თუკი სამშენებლო სექტორს მაღალი მოტივაცია ექნება, შესაძლებელია, რუსეთის ბაზრის სხვა ბაზრებით ჩანაცვლება.

გიორგი ხიმშიაშვილის დაკვირვებით, სამშენებლო სექტორში მიდგომა უკვე შეცვლილია.

„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ უძრავი ქონების შეძენამ რუსეთის მოქალაქეების მხრიდან შესაძლოა შეცვალოს საფრთხის ნიშნული. რუსეთი საფრთხის შემცველია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ეს რისკი ისტორიულად იყო და არის…

ჩემი აზრით, იყო პერიოდი, როცა ყველა კომპანია მუდმივად ცდილობდა დსთ-ს, განსაკუთრებით კი, რუსეთის და უკრაინის ბაზრებზე შესვლას, მაგრამ ეს მიდგომა 2020 წლიდან შეიცვალა და არანაკლები წილი მოდის უკვე სხვა ქვეყნებზე. ეს დადებითი დინამიკა შესამჩნევია,“ – გვითხრა გიორგი ხიმშიაშვილმა.

უცხოელს საქართველოში ბინის შეძენის დროს ბარიერი არ აქვს

„კანონმდებლობა ამ კუთხით სრულად ლიბერალურია, შეზღუდვა ეხება მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენას,“ – ამბობს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი, თუმცა წესით შესაბამისი საგამოძიებო ორგანოები უნდა ადგენდნენ: ხომ არ გვაქვს საქმე ფულის გათეთრებასთან?

მეორე საკითხია ბინადრობის უფლება, რაზეც, მაგალითად, უძრავი ქონების აგენტმა გაამახვილა ყურადღება, როცა ის ირანელებთან დაკავშირებულ ტენდენციაზე გვესაუბრა.

ბინადრობის პრობლემა შეუქმნეს ამ წყვილსაც ესპანეთიდან, რომელმაც ბათუმში იყიდა ბინა 2019 წელს. ამ შემთხვევაში პრობლემა უკვე მოგვარდა და ისინი პერიოდულად ბათუმში ცხოვრობენ.

„როცა უცხოელი ყიდულობს უძრავ ქონებას, რომლის ღირებულებაც 100 ათასი დოლარია, ეს ითვლება ინვესტირებად და შეუძლია გააკეთოს განაცხადი ბინადრობაზე, მას შეუძლია მიიღოს ბინადრობა ერთი წლის ვადით. თუმცა არის შემთხვევები, როცა ყიდულობენ ბინებს და ვერ იღებენ ბინადრობის უფლებას,“ – დასძინა იურისტმა გიორგი ხიმშიაშვილმა.

იურისტი განმარტავს, რომ ბინადრობის მისაღებად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ასევე დასჭირდება ლიცენზირებული აუდიტორის მიერ გაცემული დასკვნა, რაც დაადასტურებს იმას, რომ მის მიერ შეძენილი ქონება საქართველოში მინიმუმ 100 ათასი ამერიკული დოლარია.

„თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე იძენს უძრავ ქონებას, რომელიც არ აღემატება 100 ათას დოლარს, ის ვერ მოითხოვს ბინადრობას და სარგებლობს იმ ზოგადი წესით, რაც აქვს საქართველოს დადგენილი სხვა ქვეყნებთან“, – აღნიშნა გიორგი ხიმშიაშვილმა.

ხუთწლიან ბინადრობას კი ის პირები იღებენ, რომლებიც არანაკლებ 300 ათას დოლარს გადაიხდიან უძრავი ქონების შესაძენად საქართველოში, ან ამავე ოდენობის ინვესტიციას განახორციელებენ. ერთჯერადად 5 წლით ბინადრობის მიღების შემდეგ, პირს შეუძლია მუდმივი ბინადრობის უფლებაც მოითხოვოს.

„ჩვენ ყველანი თავისუფლებისთვის დავიბადეთ“ – წიგნის პრეზენტაცია ბათუმში

„ჩვენ ყველანი თავისუფლებისთვის დავიბადეთ“ – ბათუმში ამ სახელწოდების საბავშვო წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ილუსტრირებული ვერსიაა.

წიგნის პრეზენტაცია ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა. პრეზენტაციას აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე, კრის ანდერსონი ესწრებოდა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალი, რთულ დროს შავი ზღვის რეგიონში. მაგრამ ფესტივალი, მუსიკა და წიგნი არის ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობებისთვის.

წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოსა და ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი დიპლომატიური თანამშრომლობა, მაგრამ ასევე გვაქვს ძალიან ბევრი გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა კულტურის სფეროში – კულტურა და მუსიკა არის ძალიან კარგი ხიდი ამერიკასა და საქართველოს შორის“, – თქვა აშშ-ის კულტურის ატაშემ კრის ანდერსონმა.

მან აუდიტორიას ქართულ ენაზე მიმართა.

„ჩვენ ყველანი თავისუფლებისთვის დავიბადეთ”  ინგლისურიდან გვანცა ჯობავამ თარგმნა, ხოლო გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა.

წიგნი აშშ-ის საელჩოს გრანტების პროგრამის ფარგლებში ითარგმნა. პროგრამის ფარგლებში ითარგმნება გამოჩენილი ამერიკელი მწერლები, სასწავლო სახელმძღვანელოები და თანამედროვე ლიტერატურა.

„2008 წლიდან საქართველოში აშშ-ის საელჩომ 162 პროექტი დააფინანსა, როგორც უნივერსიტეტებისთვის, ისე საგამომცემლო სახლებისთვის. ამით ჩვენ გამოვხატავთ მხარდაჭერას როგორც საგამომცემლო, ასევე აკადემიური სფეროს მიმართ,“ – თქვა წიგნის პრეზენტაციაზე ანა ხარიბეგაშვილმა, საქართველოში აშშ-ის საელჩოს გრანტების მენეჯერმა.

რამდენ ახალ კორპუსს აშენებენ ისტორიულ ბათუმში – დაგვჭირდება გენგეგმა თუ ოდესმე დაამტკიცებენ?

ბოლო პერიოდში აღარავის უხსენებია ბათუმის გენგემა, რომელმაც ქალაქში ქაოსური მშენებლობები და „ფულის კეთების დრო“ უნდა დაასრულოს. აღარავის სჯერა, რომ ბათუმის მშენებლობის დამკვიდრებულ სტრატეგიას – „ახალი ძველის ნგრევის ხარჯზე“, თუნდაც ეს ისტორიულ განაშენიანებას ეხებოდეს, რაიმე დოკუმენტი ან სხვა მექანიზმი შეაჩერებს.

სასამართლოც კი უფრთხილდება მსხვილბიუჯეტიანი კომპანიების ფულის ძალას და კანონიერების გამორკვევამდე მშენებელს საქმის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს, დიდი ფულის კეთებაში ხელი რომ არ შეუშალოს. „შესაძლოა ამან გამოიწვიოს ფინანსური ზარალი“ – წერენ მოსამართლეები განჩინებებში, რომლითაც მომჩივანს სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, მშენებლობის შეჩერების მოთხოვნაზე უარს ეუბნებიან.

არ ვიცით, ამ ვითარებაში დასჭირდება თუ არა ბათუმს გენგეგმა [განაშენიანების გენერალური გეგმა], როცა მას მოამზადებენ და ბოლოს და ბოლოს დაამტკიცებენ კიდეც – შესაძლოა მის არსებობას აზრი აღარც ჰქონდეს იმის გადასარჩენად, რაც არქიტექტურული თვალსაზრისით ბათუმის მთავარი ღირებულებაა.

საინტერესოა, დოკუმენტს – გენგეგმას, რომელში თითქმის 2 მილიონი ლარი გადაიხადეს, თაროზე ხომ არ შემოდებენ და დაივიწყებენ, ისევე, როგორც ბათუმის დამცავი ზონების დოკუმენტს? 

გაცემული ნებართვების მიხედვით, გეგნგეგმის დამტკიცებამდე ბათუმის კიდევ ბევრი ქუჩა ან კონკრეტული კვარტალი შეიცვლის იერ-სახეს ძეგლის დაცვის ზონაში. მათ შორისაა, მაგალითად, ვაჟა-ფშაველას ქუჩა, განსაკუთრებით კი მემედ აბაშიძიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთი.

ვაჟა-ფშაველასა და კლდიაშვილის ქუჩების კვეთაში 2-სართულიანი სახლის რეკონსტრუქცია იმგვარად იგეგმება, რომ ამ სახლს 6 სართული უნდა დააშენონ -ასეა მერიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით.

ბათუმში დამკვიდრებული პრაქტიკით კი, ნებართვის მიღების შემდეგ, მსგავს სახლებს ანგრევენ და ახალს აშენებენ – ბოლოს ასე მოხდა მაგალითად ბარათაშვილის ქუჩაზე, როცა ყოფილი „საოჯახო მედიცინის ცენტრის“ შენობა დაანგრიეს.

ბარათაშვილის #30. ფოტო: „ბათუმელები“/ევა ართმელაძე

დოკუმენტების მიხედვით, ამ შემთხვევაშიც, ვაჟა-ფშაველასა და კლდიაშვილის ქუჩების კვეთაზე, #14-ში, სავარაუდოდ, ახალი რვასართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავენ არსებულის დემონტაჟის ხარჯზე.

ამ სახლის გვერდით, #14ა-ში კიდევ ერთი ისტორიული სახლია, რომელსაც თავდაპირველი იერ-სახე აქვს. მის მესაკუთრეებს სახლის შენარჩუნება სურთ, თუმცა მათი საცხოვრებლის გვერდით ახალი 8-სართულიანი სახლის აშენების შემდეგ [დაგეგმილია], ისინი ბევრად განსხვავებულ საცხოვრებელ პირობებში აღმოჩნდებიან: მათი სახლის მეორე მხარეს – #16-ში უკვე აშენდა იგივე მასშტაბის კორპუსი.

ვაჟა-ფშაველას #14ა

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 358 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა [287.57 კვ.მ.] უკვე შპს „ჯი ემ ბილდ“-ს შეუძენია. კომპანიას მამუკა კუნჭულია და გიორგი ოვჩარენკო ფლობენ.

დაგეგმილი პროექტის მომიჯნავედ, კლდიაშვილის ქუჩის მხრიდან, კიდევ ერთ მრავალბინიან კორპუსს შპს „ინვესტი“ აშენებს, აქაც ისტორიული სახლი დაანგრიეს.

kldiashvilis 11
ბათუმი კლდიაშვილის ქუჩა # 11 – ეს სახლი დაანგრიეს და აქ რვასართულიანი კორპუსი ააშენეს.

მოპირდაპირე მხარეს კი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე, ვაჟა-ფშაველას #13-ში მრავალბინიანი კორპუსს უკვე აშენებენ.

ვაჟა-ფშაველას #13
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ბათუმში მგზავრობის ფასი უნდა გაძვირდეს 70 თეთრამდე? – ინტერვიუ მძღოლთან

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბათუმში მიკროავტობუსით მგზავრობა ისევ 50 თეთრი ღირს. რეალურად კი მგზავრებს მძღოლები 70 თეთრს ახდევინებენ. სატრანსპორტო კომპანიების განცხადებით, მაშინ, როცა ქვეყანაში გაძვირდა ყველაფერი, მათ შორის მატარებლით მგზავრობა, საწვავი, პირველადი საჭიროების პროდუქტები, შეუძლებელია მძღოლებმა ძველი ტარიფით გააგრძელონ მუშაობა.

მძღოლების თქმით, მაშინ როცა ბათუმის საკრებულომ მგზავრობის ტარიფად 50 თეთრი განსაზღვრა, 1 ლიტრი საწვავი 1,60 ლარი ღირდა, ახლა კი 4,60 ლარი ღირს.

ამის მიუხედავად, ბათუმის ადგილობრივი ხელისუფლება ჯიუტად არ იმჩნევს პრობლემას და მგზავრობის ტარიფს „არ ზრდის“. შესაბამისად, მძღოლები კანონს არღვევენ. მძღოლები, რომლებსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობენ, რომ ასე მუშაობის გაგრძელება შეუძლებელია.

თემურ დიასამიძე 45 ნომერ სამარშრუტო ხაზზე მუშაობს. „ბათუმელებს“ ის პრობლემების შესახებ ესაუბრა, რასაც ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მომუშავე მძღოლები ყოველდღიურად აწყდებიან:

45 ნომერ სამარშრუტო ხაზზე ვმუშაობ. დილას რვის-ნახევარზე იწყება ჩემი სამუშაო გრაფიკი. მოვდივართ ურეხიდან, ჩავდივართ ბონში, ბაზართან, იქიდან ჭავჭავაძის გავლით ხოფის ბაზრობაზე და ვბრუნდებით იგივე მარშრუტით უკან. დაახლოებით 16 კილომეტრია ეს მონაკვეთი.

თუ დილიდან საღამოს რვამდე ვიმუშავე, 20 ლიტრი საწვავი მჭირდება. თუ გვიან, თორმეტამდე გავაგრძელე მუშაობა, უფრო მეტი მჭირდება. როცა გვიანობამდე მიწევს მუშაობა, დაახლოებით 100-110 ლარის საწვავს ვწვავ დღეში. ახლა მგზავრობის ოფიციალური ღირებულება 50 თეთრია. ეს ტარიფი დაამტკიცეს მაშინ, როდესაც 1,65 ლარი ღირდა საწვავი. დღეს ყველაზე დაბალი ხარისხის საწვავი რომ ჩაასხა, 1 ლიტრი 4,60-4,70 ლარი ღირს.

წესით დღეში 22-23 მანქანა უნდა მუშაობდეს, მაგრამ დღეს გვაქვს რეალობა, რომ ვმუშაობთ 10-12 მანქანა.

ბევრი მძღოლი იყო, ვისაც მანქანა ჰყავდა ნაქირავები. ოჯახს არჩენდნენ, მანქანის მეპატრონეს ქირასაც უხდიდნენ. ეს ხალხი გაჩერდა, ვეღარ მუშაობს. მეპატრონეს რომ გადაუხადოს, მას არაფერი არ რჩება. ტყუილად მუშაობა უწევთ. საწვავის ფასის გაზრდამ ძალიან რთულ დღეში ჩაგვაგდო.

ვითომ იმედი გვაქვს, რომ დღეს-ხვალ საკრებულო რამე გადაწყვეტილებას მიიღებს. ოფიციალურად გაზრდიან ამ თანხას, რომ საწვავში შეგვეხიდოს.

მაგრამ რასაც ვუყურებ, გაჩერებულები არიან: 50 თეთრს აწვებიან და ასე არ ხდება. უბრალო, ბაზარში შეხვალ თუ აფთიაქში, ნებისმიერი რამე რომ იყიდო, ყველაფერი გაძვირებულია.

ჩვენც როგორ ვმუშაობთ იცით? გამოსავალი არ გვაქვს. არც სხვაგან წასასვლელი გვაქვს და იმიტომ ვმუშაობთ ხაზებზე, რომ ხაზები შევინარჩუნოთ.

იქნება დღეს გამოსწორდება, იქნება – ხვალ. მე ჩემი საკუთარი მანქანა მყავს, მაგრამ მეც კი არ მიღირს ამ მანქანით მუშაობა. უბრალოდ იმედი მაქვს, რომ [სიტუაცია] გამოსწორდება. ასე გაჭირვებაში ვართ.

  • დღეში საშუალოდ რა თანხას გამოიმუშავებთ – საწვავის და სხვა ხარჯის გარდა, საღამოს სახლში წასაღები თანხა რა გრჩებათ?

ყოფილა დღეები, დილიდან საღამომდე მიმუშავია და არაფერი წამიღია სახლში. ყოფილა დღე წამიღია 12-15 ლარი. 3-4 ცალი პური რომ იყიდო და შვილიშვილს ნაყინი მივუტანო სახლში, ეგ ფულია ჩემი მთელი დღის, 12 საათის ნამუშევარი.

დღეს მეტი აღარ რჩება. თუ 20 ლარი გააკეთე და თუ რამე შეკვეთა აიღე, ეს უკვე სხვა საქმეა. ხაზს რომ დაეყრდნო, 20 ლარს არ ასცდება. ეს მაშინ, როცა იმდენს გამოვიმუშავებდით, მანქანასაც ვუვლიდით და ჩვენც კმაყოფილი ვიყავით. ახლა შემოდგომისკენ ტენდერი გვექნება. მანქანებს მოწესრიგება უნდა. არ გექნება მოწესრიგებული, ტენდერზე ვერ გაივლი. გასაჭირში ვართ. თხოვნაა ჩვენი, ვისაც აქედან მივწვდებით, ჩვენი პრობლემები გაითვალისწინონ.

რამდენიმე ხაზი საერთოდ გაუქმდა. დაიშალა 20-21 ნომრები. აღარ ფუნქციონირებს.

  • რატომ დაიშალა?

აღარ ჰქონდათ შემოსავალი. ყველა წავიდა. ტყუილად რამდენ ხანს უნდა იმუშაონ? ჩვენც გაჭირვებით ვმუშაობთ, იმის იმედზე, რომ იქნება რამე გამოსწორდეს. ამ იმედით ვიჭირვებთ დღეს.

  • როგორც ვიცი, საკრებულოს მიმართეს სატრანსპორტო კომპანიებმა. თქვენი აზრით, რატომ დატოვა ასე ღიად საკრებულომ ეს საკითხი, რატომ დატოვა 50 თეთრი მგზავრობის საფასური?

არ ვიცი. ალბათ ეგენი კაბინეტებიდან გარეთ არ გამოდიან და არ უყურებენ ცხოვრებას. მე არ ვიცი. შპს-ებს მიმართული აქვთ ამ თანხის გაზრდაზე, მაგრამ არაფერი არ ხდება. გვპირდებოდნენ ერთი პერიოდი. სანამ არჩევნები ჩატარდებოდა, ყველაფერი ჩატარდებოდა, ვემსახურეთ, რა ვიცი, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, რომ გვერდში დავდგომოდით. ჯერ თვეები ვერ ჩამოყალიბდა საკრებულო, როცა ჩამოყალიბდა, ზურგი გვაქციეს. რა ქნან ამ სატრანსპორტო კომპანიებმაც?

ჩვენ მძღოლები ვართ და გვესმის. არ გამოგვდის არაფერი. ჩვენ ვერ ვივლით 50 თეთრში. ალბათ რაღაცა გამოსავალი ჩვენით უნდა ვიპოვოთ. დამაჯარიმებს თუ არ დამაჯარიმებს, მე ოჯახს მშიერს ვერ დავტოვებ.

თვითნებურად გავზრდით თანხას და ვივლით. ჯარიმებს თუ დაწერენ, ჩვენ ვერ გადავიხდით. მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ მოგვხედავენ.

  • სხვა მძღოლებისგან მომისმენია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მგზავრობის ფასს ხალხის უკმაყოფილების შიშით არ ზრდის. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?

რა ვიცი, თუ ხალხის არ გაღიზიანება… ამ 20 თეთრით თუ რამეს აკეთებენ ეგენი. თუ ამ 20 თეთრის არ გაზრდით ხალხის გაღიზიანებას ერიდებიან… მაშინ სხვა რამეებს მიხედონ.

ამდენი რამე რომ ძვირდება, მაშინ ისიც გააკონტროლონ. საწვავი რომ მოდის, საიდან მოდის, რამდენი ჯდება, ამას არ აკონტროლებენ?

თუ საწვავის შემოტანა ძვირი ჯდება, ჩვენ რატომ არ გვიმატებენ?

ჩვენ რატომ არ გვიყურებენ? არ ვიცი, ალბათ რაღაცა ჩადებული აქვთ გულში.

  • რამდენად ყიდულობთ 1 ლიტრ საწვავს?

რეგულარს, 1 ლიტრ დიზელს 4,60 ლარად ვასხამ. ერთი წრე რომ გავაკეთო, სადღაც 3 ლიტრი საწვავი მინდა, ეს დაახლოებით 14 ლარია. მე იმ წრეზე შეიძლება 14 ლარი ვერ ვიშოვო. აღარაფერს ვამბობ საბურავზე, მანქანის ნაწილზე, აკუმულატორზე. თუ რამე პრობლემა გვექნება, ვსესხულობთ, ბანკიდან გამოგვაქვს, ერთჯერადი ყოველდღიური გადასახადი გამოგვაქვს და ასე ვწვალობთ. ყველა მძღოლი არის ბანკში.

  • ახლახან მატარებლით მგზავრობის ფასი გაიზარდა. მძღოლებს რა რეაქცია გქონდათ, როდესაც, ერთი მხრივ, სახელმწიფო თავის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე ფასებს ზრდის და მეორე მხრივ კერძო სექტორმა ძველი ტარიფით უნდა იმუშაოს?

თბილისში გაძვირდა მგზავრობა, მატარებელი გაძვირდა. თბილის-ბათუმის ხაზზე მომუშავე სამარშრუტო ტაქსები გაძვირდა – ჩვენ დავრჩით მარტო. ამაზე პასუხი არ მაქვს. ალბათ ხალხის გული უნდათ რომ მოიგონ – ჩვენ ვიაროთ 50 თეთრში. ამას გარდა, ალბათ თავადაც აქვთ ინტერესი.

მაშინ, როცა 23-25 მანქანა მუშაობდა, ახლა დავრჩით 12. მერე გეტყვის მთავრობა, ამ ხაზს ეს მარშრუტები არ ჰყოფნის, ჩვენი უნდა ჩავამატოთ, ვიღაცა მოვა, მოიყვანს თავიანთ „მარშუტკებს“, როგორც თბილისში. ალბათ აი ეს აქვთ ჩადებული, რომ ეს უნდათ გააკეთონ.

  • როგორ ფიქრობთ, სადამდე შეძლებთ ასე მუშაობის გაგრძელებას?

ჩვენი შპს-ების უფროსებს განაცხადი აქვთ შეტანილი მაგ თემაზე, რომ ფასი გაზარდონ. ახლა საკრებულოში პირველი სხდომა რომ ჩატარდება, იქ უნდა განიხილონ ჩვენი საქმე. თუ უარყოფითად განიხილეს, ჩვენ იძულებული ვიქნებით, თვითნებურად დავამატოთ თანხა და ვიაროთ. თუ დაგვაჯარიმებენ, მთელი აჭარის მასშტაბით გაჩერდება სამარშრუტო ტაქსები.

ყველაფერზე გაიზარდა ფასები. ეს მძღოლებზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ყველას თითქმის ბანკის ვალი აქვს. ასევე მძღოლებისთვის ყოველდღიური სესხებია. მაგალითად, გამოიტან 400 ლარს და ყოველდღიურად შეგაქვს 20 ლარი. ჩვენ ბოლო დროს ბანკის შესატანი ის 20 ლარი აღარ გვრჩება. უკან კი ოჯახია. ძალიან გაჭირვებაში ვართ.

  • ახლა მგზავრობის ფასი ოფიციალურად 50 თეთრია, მაგრამ სამარშრუტო ტაქსებში გამოკრულია 70 თეთრი. თქვენი გამოცდილება რომ მოგვიყვეთ, მგზავრები თუ აპროტესტებენ გაზრდილ ტარიფს, რა თანხას იხდიან?

უმეტესობა იხდის 70 თეთრს. არ აპროტესტებენ. მცირე რაოდენობა ლარიანს დებს და ხურდა არ მიაქვს უკან. არის 2 %, რომელიც 50 თეთრს დებს და მიდის. იქ არც მძღოლი არაფერს არ ამბობს. არავინ აპროტესტებს მაინცდამაინც. ყოფილა შემთხვევები, ერთეულ მგზავრებს გაუპროტესტებიათ, მაგრამ ისევ „მარშუტკაში“ მყოფ ხალხს დაუცვია მძღოლი.

ძალიან მინდა ყველას ვთხოვო, თუ ვინმე ჩემს გულისტკივილს მოუსმენს, ვთხოვ ყველას, რომ მოგვაქციონ ყურადღება. რადგან ვართ გაუსაძლის პირობებში. ასე ცხოვრება შეუძლებელია. მთელი დღე გასული ვარ სახლიდან, საღამოს ბავშვს ნაყინს რომ ვერ უყიდი, რა უნდა ქნა? ძალიან მძიმეა ეს ემოციურად.

როცა გავრილოვის ღამის შემდეგ კობახიძის დაცვა „ოცნებას“ ისევ უწევს – ინტერვიუ მკვლევართან

როცა ირაკლი კობახიძეს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა უკრაინელი პოლიტიკოსის, დავით არახამიას განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ ირაკლი კობახიძის მამა კგბ-ს აგენტია, ამის საპასუხოდ კობახიძემ ჟურნალისტი სიტყვიერად შეურაცხყო. „კობახიძემ სახე დაკარგა“ – ასე შეაფასა საზოგადოების ნაწილმა მისი რეაქცია. დღეს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომელსაც ასე ასრულებს: „დეპოლარიზაცია ბოლშევიკებთან და პავლიკა მოროზოვებთან მორიგებით ვერ მიიღწევა“. ეს მაშინ, როცა ევროკავშირი, კანდიდატის სტატუსის მისაღებად, 12 პუნქტის შესრულებას ითხოვს, აქედან ერთ-ერთი სწორედ დეპოლარიზაციაა და ასევე მედიისთვის პლურალისტური გარემოს შექმნაა.

[პავლიკ მოროზოვი საბჭოთა „გმირი“ ბავშვი იყო, რომელმაც კულაკი მამა დააბეზღა პარტიის სასარგებლოდ, რის გამოც საბჭოთა პროპაგანდამ იგი საკულტო ფიგურად აქცია].

რას ნიშნავს კობახიძის და „ქართული ოცნების“ რეაქციები? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ასისტენტ-მკვლევარს, ფსიქოლოგ დავით ჯინჭარაძეს ესაუბრა.

  • დავით, როგორც ვიცით, დეპოლარიზაცია ევროკომისიის იმ ვალდებულებების ჩამონათვალშია, რომელიც ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი რომ მიიღოს. თუმცა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ დღე ეს გამორიცხა, როცა დაწერა – „დეპოლარიზაცია ბოლშევიკებთან და პავლიკა მოროზოვებთან მორიგებით ვერ მიიღწევა“. მისთვის ასეთია პოლიტიკური ოპონენტები და კრიტიკულ მედიაც. რაზე მეტყველებს ეს განცხადება?

„ქართულ ოცნებას“ ახალი სტრატეგია აქვს არჩეული და ყველას, ვინც მას არ ეთანხმება, ბოლშევიკებად ნათლავს. თუმცა, ეს მხოლოდ ქართული ფენომენი არ არის, მაგალითად, უნგრეთშიც ასე აკეთებს მმართველი პარტია და ამერიკაშიც, ძალიან კონსერვატორ „რესპუბლიკელებს“ თუ რაღაც ლიბერალური იდეა არ მოეწონებათ, ყველაფერს ბოლშევიზმს ეძახიან. ეს იმიტომ, რომ ადამიანს უჩნდება ასოციაცია იმ რაღაც ცუდთან, რასაც წლების წინ დააღწიეს ქვეყნებმა თავი და ამ შიშებზე და პრიმიტიულ იმპულსებზე მუშაობენ.

კობახიძესაც ჰგონია, რომ თუ ვიღაცას ბოლშევიკს დაუძახებს, ამის გამო ხალხი იფიქრებს, რომ მართლა ბოლშევიკია.

დეპოლარიზაციაში მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი ამისკენ. მაგრამ რას ვხედავთ ჩვენ? ჟურნალისტის კითხვაზე საშინელი აგრესიას და ლანძღვას. ევროკომისიის მითითებებში, მედია გარემოს გაუმჯობესებაზეც არის საუბარი. ბუნებრივია, ასეთი თავდასხმები ჟურნალისტებზე ამ პუნქტის შესრულებას ხელს არ უწყობს.

ის, რაც გუშინ ვნახეთ, არ განსხვავდება სხვა შემთხვევებისგან, როცა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს არგუმენტები არ აქვთ, ღიზიანდებიან და გადადიან აგრესიაზე.

კობახიძეც გაღიზიანდა კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მამამისს კავშირი რუსეთის კგბ-სთან. ადამიანს, რომელსაც არაფერი აქვს დასამალი, არ ეშინია საკუთარი წარსულის, არც ასეთი მძაფრი რეაქცია ექნება, ზოგადად. შეიძლება ჩვეულებრივად გასცე კითხვას პასუხი, რომ „სისულელეა“, „მოგონილია“… და არა ემოციურად თავს დაესხას კითხვის ავტორს, რადგან პირადს შეეხო.

როცა კობახიძე არ ცდილობს კითხვას უპასუხოს არგუმენტებით, ეს კიდევ უფრო მეტ ეჭვს აჩენს.

  • ელენე ხოშტარიას შემთხვევაში, „ოცნება“ თავად ცდილობდა რუსული კავშირების თემა წამოეწია, არა?  

ელენე ხოშტარიას როცა ჰკითხეს რუსულ ფულზე, ხომ არ ჩავარდა ისტერიკაში? უბრალოდ, დადო საბუთები და თქვა, საიდან არის ეს ფული რეალურად. ირაკლი კობახიძეს კი არანაირი მცდელობა არ ჰქონია, რომ ფაქტით გაემყარებინა. ჰქონდა მხოლოდ ემოციური ისტერიკა, რაც, ზოგადად, მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანს რაღაც ნამდვილად აქვს დასამალი.

ჩვენ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ძალიან ბევრ ადამიანს აქვს საბჭოთა წარსული, იმ სისტემაში გავლენის და რეპუტაციის მოპოვების ერთადერთი საშუალება იყო საბჭოთა სტრუქტურებში მუშაობა. მაგრამ, როცა ასეთი რეაქცია გაქვს ამ თემაზე, მინიმუმ ეჭვის საფუძველი არსებობს და საზოგადოებაც მიხვდება ალბათ, ვინ შეიძლება იყოს დაკავშირებული რეალურად რუსეთთან და ვინ არა.

კარგი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ მიხვდება, რომ რაც მეტად დადგამს შოუს, მით უფრო მეტი კითხვის ნიშანს გააჩენს.

შესაბამისად, დეპოლარიზაციას ეს რიტორიკა არ უწყობს ხელს. აქ ჰგონიათ, რომ ევროკავშირი რაღაცებს ვერ ხედავს და უნდათ ყველაფერი ისე წარმოაჩინონ, რომ „ისინი არიან ნაციონალები“, ეს იყო პროვოკაცია და ამ პროვოკაციას უპასუხეს.

რეალურად კი, ეს ასე არ არის. ჩემი აზრით, ახლო მომავალში დადგება მომენტი, როცა ევროკავშირი და მისი წარმომადგენლები აღარ იტყვიან, რომ „ორივე მხარეს მოვუწოდებთ დეპოლარიზაციისკენ“, რადგან კონკრეტულად ხელისუფლება არ უწყობს ხელს დეპოლარიზაციას. რაც მეტი ასეთი განცხადება იქნება, მით უფრო იოლად დაინახავენ ბრიუსელიდანაც, რომ ამ ყველაფერს ერთი ავტორი ჰყავს და ეს არის ხელისუფლება.

  • კობახიძე ასევე თქვა, რომ დეპოლარიზაცია „დეპავლიკიზაციით არის შესაძლებელი, რასაც 2024 წლამდე მთელ ჩვენ ყურადღებას დავუთმობთო“. ეს არის პირდაპირი განცხადება იმაზე, რომ „ოცნება“ არ აპირებს 12 პუნქტის შესრულებას და კიდევ ორი წელი ამ რეჟიმში იქნება?

გამოდის, „ოცნებას“ ეს დავალება ასე ესმის, რომ თუ არ იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, თუ არ იქნება კრიტიკულად განწყობილი მედია, თუ არ იქნება ის ხალხი, ვინც მათ არ უჭერს მხარს, მაშინ არ იქნება დეპოლარიზაცია. მათი გაგებით, თუ ყველას ერთი აზრი ექნება ქვეყანაში, პოლარიზაციაც აღარ იქნება.

ევროკავშირის დავალება არ არის, რომ საპირისპირო აზრი გააქრონ, არამედ ის, რომ საქართველო ლიბერალურ დემოკრატიას დაუბრუნდეს და ჩამოსცილდეს ისეთი აზრები, რაც ჩვენს ევროინტეგრაციას დააზარალებს.

„ოცნების“ 12 პუნქტი კი, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ ყველა, ვინც არ იზიარებს და არ ეთანხმება მათ, გააქრონ პოლიტიკური ველიდან. ასეთ პირობებში გამორიცხულია კანდიდატის სტატუსის მიღება.

  • გამოუვათ ეს?  

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოებაც იმპულსურია. 20-24 ივნისის და 3 ივლისის აქციები როცა იყო, საზოგადოება ძალიან გაბრაზდა, ბევრი ადამიანი გამოვიდა, მაგრამ დღეს რა ხდება? ვერც კონკრეტულ გეგმას ვხედავთ, პარალელურად კი „ქართული ოცნება“ ასეთ პროცესებში გვამყოფებს.

დაიდო არჩევნების გაყალბების დოკუმენტები, ანრი ოხანაშვილმა ხელი დაარტყა ჟურნალისტს, აგერ კობახიძემ გამოლანძღა ჟურნალისტი, ანუ ყოველ მეორე დღეს, რაღაც ახალ შოკებს გვთავაზობს „ოცნება“, თუმცა მათი პასუხისმგებლობის საკითხები არ დგას დღის წესრიგში.

ჩემი აზრით, „ოცნების“ სტრატეგიაა, ეს 6 თვე და მეტი ასე გავიდეს, რომ ადამიანებს ჰქონდეთ სანახაობა ტელევიზიით, ყოველ მეორე დღეს ხან ერთ ჟურნალისტს დაარტყამენ, ხან მეორეს, ბოლოს იტყვიან, ჩვენ კი ვეცადეთ კანდიდატის სტატუსის მიღებას, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეგვიშალა ხელიო.

  • „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო სოლიდარობის კამპანია სოციალურ ქსელებში კობახიძის მხარდასაჭერად. ეს მეორე შემთხვევაა, გავრილოვის ღამის შემდეგ, როცა „ოცნებას“ კობახიძის დაცვა უწევს. როგორ ფიქრობთ, რით შეიძლება დასრულდეს ეს?

რთული სათქმელია. მაგრამ თუ შევხედავთ იმას, რომ კობახიძის და ღარიბაშვილის პოლიტიკური ფასი მხოლოდ ივანიშვილისადმი ერთგულებაშია, მანამდე დაიცავენ მათ, სანამ ისინი ივანიშვილს სჭირდება.

თუმცა ფაქტია, რომ მათ აქვთ რადიკალიზაციის კურსი არჩეული და ახლა მხოლოდ მათი მსგავსი სახეები სჭირდებათ.

„ოცნება“ რომ რაიმე ცვლილებაზე ფიქრობდეს, შემობრუნდებოდა და იტყოდა, როგორც ადრე, რომ „ვმუშაობთ გამოსწორებაზე“ და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა ვხედავთ პირდაპირ ბრალდებებს. აშშ-ის დეპარტამენტიდან როცა მოგმართავენ და ევროკავშირს უწევს განმარტების გაკეთება, რომ ელჩის ასე შეფასება დაუშვებელია, ვფიქრობ ცვლილებებზე საუბარი უკვე გვიანია.

  •  თქვენ ფიქრობთ, რომ „ოცნების“ მთავარი მამოძრავებელი მხოლოდ ივანიშვილის დაცვაა და არა სახელმწიფო ინტერესები? მაშინ რა აზრი აქვს იმის ლოდინს, რომ 12-პუნქტიანი გეგმა შესრულდება?

ჩემი აზრით, ხელისუფლებისთვის დროის მიცემა არანაირ შედეგს არ მოიტანს. მე, პირადად, გამოსავალს ვხედავ ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ საერთაშორისო სანქცირებაში. ახლა მედიის, საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების მთელი ყურადღება აქეთკენ უნდა იყოს მიმართული, რათა სანქციები 2-3 წლის შემდეგ კი არ დაიწყოს, არამედ უფრო სწრაფად უნდა მოხდეს ამ ხალხის ფინანსურ მხარეზე ფოკუსირება.

თუ დასანქცირდება ივანიშვილი, მაშინ ჩაინიშნება ვადამდელი არჩევნები და შესაძლებელია კოალიციას ჰქონდეს მოგების შანსი. რადგან „ქართული ოცნების“ მთავარი ინტერესი არის ფული, მაშინ უნდა დავაყენოთ ისინი არჩევანის წინაშე: ვფიქრობ, ისინი ფულს აირჩევენ და ქვეყანას ექნება ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობა.

დასანქცირება არის გამოსავალი, რადგან თუ არ დასანქცირდა ივანიშვილი და „ოცნება“, მაშინ შეექმნებათ განწყობა, რომ ესე იგი, ევროსტრუქტურებში არც თუ ისე არაკომფორტულად არიან მათ მიმართ და მინიმუმ კიდევ ორი წელი, 2024 წლამდე მოგვიწევს ლოდინი. შესაბამისად, არც ცვლილებები იქნება. ამასობაში კი ძალიან დაგვიანდება ყველაფერი და მაშინ უკვე თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა იქნება ის, რომ არაფერი გავაკეთეთ ამ ქვეყნის გადასარჩენად.

რუსეთი ოკუპანტია, ნუ მოუსმენ რუსულ ესტრადას – ახალი ბილბორდი ბათუმში

„რუსეთი ოკუპანტია, ნუ მოუსმენ რუსულ ესტრადას“ – ამ შინაარსის ბილბორდი ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე გამოჩნდა. ბანერი კომპანია „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიის ნაწილია, რომელიც ახალ საგზაო ნიშნებს უკავშირდება.

„ჩვენი კამპანიის ფარგლებში შევქმენით ახალი საგზაო ნიშნები და განვათავსეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. „რუსეთი ოკუპანტია, ნუ მოუსმენ რუსულ ესტრადას“, ეს კონკრეტული ნიშანიც არის საგზაო მოძრაობის კულტურის ჭრილში გამოყენებული. ეს არის მანკიერი ქცევების აღმნიშვნელი საგზაო ნიშანი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მისი თქმით, ეს საგზაო ნიშანი მოუწოდებს საზოგადოებას არ მოუსმინოს რუსულ ესტრადას.

„მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, არ უნდა გვხვდებოდეს ქუჩაში მანქანები, საიდანაც ბოლო ხმაზეა ჩართული რუსული სიმღერები“, – ამბობს ნათიკა ბერძული.

მისი თქმით, საგზაო მოძრაობის კულტურასთან დაკავშირებული კამპანია გრძელვადიანია.

„ნუ მოუსმენ რუსულ ესტრადას“ – გარდა ამ ბილბორდისა, კამპანიის ფარგლებში სხვა მანკიერ საგზაო ქცევებზეც არის ყურადღება გამახვილებული, მაგალითად, ახალი საგზაო ნიშნები შეეხება ისეთ ქცევებს, როგორიცაა ავტომანქანიდან ნაგვის გადაყრა, ხმამაღალი, არასაჭირო სიგნალი, საბავშვო სავარძლების (ქარ სითების) არ გამოყენება ავტომანქანებში, გენდერულად დისკრიმინაციული სტიკერების განთავსება მანქანებზე და სხვა.

ამ დროისთვის კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა ქალაქში, 20-მდე ბილბორდია ამ თემაზე განთავსებული.

___

ფოტო: ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებული ბანერი

_______________

მსგავს თემაზე:

რატომ უნდა გამოვრთოთ რუსული მუსიკა – ინტერვიუ კამპანიის ორგანიზატორთან

Exit mobile version