ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ემზარ პაქსაძე აჭარის კმდს-ის დირექტორის მოადგილედ დანიშნეს

11.01.2022
ემზარ პაქსაძე აჭარის კმდს-ის დირექტორის მოადგილედ დანიშნეს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ემზარ პაქსაძე ამავე სააგენტოს დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

2020 წლიდან დღემდე ემზარ პაქსაძე „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსად მუშაობდა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მორიგი საკადრო ცვლილებები გასული წლის ნოემბერში დაიწყო – სააგენტოში ზაურ ახვლედიანი დააბრუნეს, როგორც მოვალეობის შემსრულებელი. მან ოლეგ ბოლქვაძე ჩაანაცვლა, რომელიც ოფიციალურად მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა, თუმცა სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა.

ემზარ პაქსაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მას უწყებაში მუშაობა ზაურ ახვლედიანმა შესთავაზა.

„ზაურთან ვმეგობრობ დიდი ხანია და ეს შემოთავაზება მისგან იყო. როგორც მითხრეს, მოადგილის თანამდებობა ბოლო რამდენიმე თვე ვაკანტური იყო.

რაც შეეხება ტელევიზიიდან წამოსვლას, მივიღე გადაწყვეტილება წამოსვლაზე, ვინაიდან ეს ერთგვარი გამოწვევაა ჩემთვის. მოადგილედ დანიშნული ვარ პირველი იანვრიდან და სააგენტოში პირველი სამუშაო დღე გუშინ, 10 იანვარს მქონდა“, – განაცხადა ემზარ პაქსაძემ.

2021 წლის ნოემბერში, აჭარის მთავრობამ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ზაურ ახვლედიანი დანიშნა. შედეგად ოლეგ ბოლქვაძე, როგორც მოვალეობის შემსრულებელი, ავტომატურად გათავისუფლდა თანამდებობიდან. გარდა ამისა, ხელმძღვანელის ცვლილების შემდეგ, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, ოლეგ ბოლქვაძემ ავტომატურად დატოვა მოადგილის თანამდებობაც.

მაშინ ოლეგ ბოლქვაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: