გასული ერთი კვირის განმავლობაში, 18 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსის 10 253 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 74 245 კვლევა ტესტით.
გასულ ერთ კვირაში საქართველოში კოვიდით გარდაიცვალა 5 პაციენტი.
7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 13.81 პროცენტი.
ერთ კვირაში კოვიდის ყველაზე მეტი –5 904 ახალი შემთხვევა თბილისში დადასტურდა, მეორე ადგილზეა აჭარა – 1317 ახალი შემთხვევა, მესამეზე კი იმერეთი – 1001 ახალი შემთხვევა.