უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ხერსონის რეგიონში ანტონოვსკის ხიდის დაბომბვას ეხმიანება. პოდოლიაკი ხერსონში მყოფ ოკუპანტებს მიმართავს, რომ მათ ან „მდინარე დნეპრის გადაცურვა უნდა ისწავლონ ან მანამდე დატოვონ ხერსონი, სანამ ეს შესაძლებელია“.
„შეგიძლიათ ანტონოვსკის ხიდს რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალება უწოდოთ, რომელიც ყველა უკრაინულ რაკეტას იჭერს, მაგრამ რეალობას ვერ გაექცევით – ოკუპანტებმა მდინარე დნეპრის გადაცურვა უნდა ისწავლონ ან დატოვონ ხერსონი, სანამ ეს შესაძლებელია. მესამე გაფრთხილება შესაძლოა აღარ იყოს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი.
You can call the Antonivsʹkyy bridge a mean of ru-air defense that intercepts all ua-missiles, but you cannot escape the reality – occupiers should learn how to swim across the Dnipro River. Or should leave Kherson while it is still possible. There may not be a third warning.
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) July 27, 2022
დღეს, 27 ივლისს, უკრაინამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების კონტროლირებადი ხერსონის საკვანძო ხიდი უკრაინის ძალების სარაკეტო დარტყმების შემდეგ ჩაიკეტა.
ანტონოვსკის ხიდი მდინარე დნეპრზე გამავალი ორი გზიდან ერთ-ერთია, რომლითაც რუსეთს შეუძლია მოამარაგოს ან გაიყვანოს თავისი ძალები ტერიტორიიდან, რომელიც მდინარის აღმოსავლეთით აქვს ოკუპირებული.
მდინარის სიგანე ამ მონაკვეთში 1000 მეტრია.