„დავიცვათ განათლება“ – ილიას უნივერსიტეტთან აქცია იგეგმება

ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა დღეს, 12 თებერვალს, აქციას აანონსებს, ილიას უნივერსიტეტის „ა“ კორპუსთან, 19 საათზე.

„ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, თუ რას უპირებს სახელმწიფო უნივერსიტეტებს და ამ ჩამონათვალში შეიტანა ილიაუნიც. ზემოხსენებული დეკუმენტის მიხედვით ილიაუნს მხოლოდ პედაგოგიკის მიმართულებები რჩება, რაც ამ მრავალმხრივ წამყვანი უნივერსიტეტისთვის დანგრევის ტოლფასია.

ჩვენ უახლოეს წარსულშიც ვნახეთ, რომ ერთიან აკადემიურ წინააღმდეგობას ნამდვილად აქვს აზრი. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენს ლექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალსა და სტუდენტებს, ერთად შევეწინააღმდეგოთ ამ დამანგრეველ ცვლილებებს.

არ გვაქვს უფლება დავთმოთ მრავალწლიან ისტორია, ღირებულებები და ხანგრძლივი შრომით მოპოვებული წარმატებები.

შემოგვიერთდით, ერთად დავიცვათ განათლება!“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

„ქართულმა ოცნებამ” დღეს, 12 თებერვალს, გამოაქვეყნა მონაცემები იმის შესახებ, რომელ სახელმწიფო უნივერსიტეტს რომელ მიმართულებებზე ექნება სტუდენტების მიღების შესაძლებლობა.

„ოცნების” გადაწყვეტილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება შეეძლება მხოლოდ პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე.

„უმაღლესი განათლების დანგრევას, საერთაშორისო რეიტინგებით ყველაზე წარმატებული დარგების მოსპობას, ცოდნის ეკონომიკის ნაცვლად ბიზნესის მომარაგებას იაფფასიანი მომსახურე პერსონალით და გამოთავისუფლებული შენობების გაყიდვას არ დასჭირდა განათლების ექსპერტების ჩართვა პროცესში, ისე მოაგვარეს.

გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის – არა მხოლოდ ახლა! p.s. საბჭოები ახლა იკრიბებიან”, – ასე გამოეხმაურა ილიას უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე „ოცნების“ გადაწყვეტილებას.

ბათუმში ერთი დღით შეიზღუდება მოძრაობა ავტობანის ხიდიდან მაიაკოვსკის ქუჩამდე

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 13 თებერვლის 00:00 საათიდან 14 თებერვლის 00:00 საათამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ნადიმ ნიჟარაძის ქუჩაზე, ავტობანის ხიდიდან მაიაკოვსკის ქუჩამდე მონაკვეთში.

მერიის ცნობით, შეზღუდვის მიზეზი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რაც ითვალისწინებს გზის სავალი ნაწილის განახლებას.

მერია ბათუმელებს აფრთხილებს, რომ შეზღუდვის პერიოდში №2 და №2ა მუნიციპალური ავტობუსები თაბუკაშვილისა და ნიჟარაძის ქუჩების კვეთაში დაასრულებს მოძრაობას.

ბსუ და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურობას – მიქანაძე

დღეს, 12 თებერვალს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტა დაამტკიცა.

კვოტებთან დაკავშირებით განცხადება „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გააკეთა.

მისი თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტებზე მისაღები კვოტები განაწილდება „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ საფუძველზე, უნივერსიტეტების „ტრადიციული პროფილის“ გათვალისწინებით.

თსუ-ში მიღება გამოცხადდება ისეთ მიმართულებებზე როგორიცაა: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერები პედაგოგიკის გამოკლებით, სამართალი, ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები;

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟნრო ტექნიკურ დისპიცლინებზე;

სამედიცინო უნივერსიტეტში მიღება გამოცხადება მედიცინის სპეციალობებზე;

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – პედაგოგიკის პროგრამებსა და აბეტ აკრედიტაციის მქონე სტემ სპეციალობებზე;

სოხუმის უნივერსიტეტში – აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზურ ენასა და ლიტერატურაზე, პედაგოგიკის სპეციალობებზე;

სახელოვნებო უნივერსიტეტები სტუდებტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე;

ბსუ და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას;

ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე. 

მიქანაძის თქმით, „წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტების ჩარიცხვა შრომის ბაზრის მოთხოვნებს დაეფუძნება.

ამასთან, მკვეთრად რომ არ შემცირდეს სტუდენტების მიღება სხვადასხვა სპეციალობაზე კონკრეტულ შემთხვევებში, მაგალითად, სამართალზე, წელს ჩასარიცხი სტუდენტების რაოდენობა შუალედური კონტინგენტით განისაზღვრება.

ყველა უნივერსიტეტს უნარჩუნდება თავისი უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამა, ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც ამ ეტაპზე იქნა დაშვებული, არის საერთაშორისო აკრედიტაციის, ერთობლივი ან ორმაგი ხარისხის პროგრამების სრულად შენარჩუნება.

შარშან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 19 311 სტუდენტი ჩაირიცხა, წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი დაახლოებით 2000 სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება. 

ამას დაემატება პროფესიულ პროგრამებზე მისაღები დაახლოებით 10 000 სტუდენტი, რომლებიც განათლებას უფასოდ მიიღებენ“.

გივი მიქანაძის თქმით, აგრარული მიმართულება დროებით რჩება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაბამისად, მიღება გამოცხადდება ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით.

„უახლოეს დღეებში დაიწყება რეორგანიზაციის პროცესი, რომლის საფუძველზეც, რამდენიმე თვეში, აგრარული მიმართულება გადაინაცვლებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში. შესაბამისად, 2026-2027 სასწავლო წელს ახლად მიღებული სტუდენტები აგრარულ ფაკულტეტზე სწავლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყებენ.

დადგენილ კვოტებზე სტუდენტის მიღება შესაძლებელი იქნება გამონაკლისის სახით იმ შემთხვევაში, თუ ეროვნულ გამოცდებზე ბოლო ადგილზე მოხვდა თანაბარი ქულების მქონე ორი ან მეტი სტუდენტი. ან თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები განაცხადებენ სწავლის სურვილს ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე“ – თქვა მიქანაძემ.

მისივე განცხადებით, გასული 5 წლის განმავლობაში სხვადასხვა უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტებზე საშუალოდ 3 598 სტუდენტი აბარებდა, ხოლო სწავლას საშუალოდ 2 047 სტუდენტი ამთავრებდა, იურისტებზე საშუალო წლიური მოთხოვნა კი 700-ზე ნაკლებია. „შესაბამისად, არასწორი პრაქტიკა იურიდიულ ფაკულტეტებზე ჩარიცხულ 3 600-დან 2 900 სტუდენტს იმისთვის სწირავდა, რომ ისინი მომავალში იურისტად ვერასოდეს დასაქმდებოდნენ.

მისივე თქმით, ანალოგიური ვითარებაა, მაგალითად, ეკონომიკისა და სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების შემთხვევაში. კერძოდ: ეკონომიკის შემთხვევაში, ჩარიცხვის საშუალო მაჩვენებელი 1 053 სტუდენტია, სწავლას საშუალოდ 662 სტუდენტი ამთავრებს, ხოლო შრომის ბაზრის მოთხოვნა 150-ს შეადგენს.

„სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით ჩარიცხვის საშუალო წლიური მაჩვენებელი 4 916 სტუდენტია, აქედან სწავლას 2 591 სტუდენტი ამთავრებს, ხოლო შრომის ბაზრის მოთხოვნა დაახლოებით 400 კურსდამთავრებულზეა.

ამის საპირისპიროდ, მკვეთრი დეფიციტი აღინიშნება საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებით, სადაც გასული 5 წლის განმავლობაში უნივერსიტეტებში წელიწადში საშუალოდ 2 225 სტუდენტი ჩაირიცხა, ხოლო სწავლა 1 200-მა დაასრულა, როდესაც შრომის ბაზრის მოთხოვნა 1 800 კურსდამთავრებულზეა.

მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მოთხოვნა საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებით წლიდან წლამდე გაიზრდება.

შრომის ბაზრის მოთხოვნებს ვერ პასუხობს სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელი საექთნო და სამეანო საქმის სპეციალობაზე“ – ამბობს მიქანაძე.

მისი თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტებზე მისაღები კვოტები განაწილდება „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ საფუძველზე, უნივერსიტეტების „ტრადიციული პროფილის“ გათვალისწინებით. თუმცა დღეს გამართულ ბრიფინგზე მიქანაძემ მაინც არ დაასახელა, თუ რომელი უნივერსიტეტისთვის რამდენი კვოტა განისაზღვრა სტუდენტების მისაღებად.

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების რაოდენობის შემცირება „ქართული ოცნების“ ე.წ რეფორმის ნაწილია. კობახიძემ ჯერ კიდევ 2025 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ თბილისში სტუდენტების რაოდენობა 60%-ზე უნდა ჩამოსულიყო.

„დანარჩენი 40% უნდა გადანაწილდეს სხვა ქალაქებზე. ეს არის კონცეფციის მთავარი მიმართულება“- ამბობდა კობახიძე.

„ოცნების“ განათლების რეფორმას მწვავედ აკრიტიკებენ საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულები.

ამავე თემაზე:

„რეფორმა“ ანუ ტოტალური კონტროლი უმაღლეს განათლებაზე

„ოცნების ქალაქის“ მშენებლობისთვის „ანაგი“ ქედაში ხრეშს ულიცენზიოდ მოიპოვებს – ახალი განკარგულება

„ოცნების“ მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც „ოცნების ქალაქში“ მშენებლობისთვის შპს „ანაგი“ ქვიშა-ხრეშს ულიცენზიოდ მოიპოვებს.

„ანაგის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი 2026 წლის 6 თებერვალს მოაწერა.

ამ განკარგულებით „ანაგი“ სამი თვის ვადით გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცა უფლება, მოიპოვოს 13 567 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში ქედის მუნიციპალიტეტში, დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე.

ქვიშა-ხრეშის მოპოვების ადგილი [9 045 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია] მდინარე აჭარისწყლის კალაპოტში, სოფელ არსენაულთან მდებარეობს.

ამონარიდი მთავრობის განკარგულებიდან

ამავე განკარგულებით „ანაგი“ ვალდებულია მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ „ოცნების ქალაქის“ მშენებლობისთვის. ამასთან, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში უზრუნველყოს 17 696 ლარის გადახდა.

„ოცნების ქალაქში“ „მეორე ფაზის“ მშენებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტენდერი 110 057 000 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა. გამარჯვებულად გამოავლინეს „ანაგი“, რომელთანაც ხელშეკრულება 129 346 880 ლარზე გააფორმეს დღგ-ს გათვალისწინებით [ხოლო 109 616 000 ლარი დღგს გარეშე].

ტენდერის ფარგლებში „ანაგმა“ 9 კორპუსი უნდა ააშენოს არაუგვიანეს 2028 წლის 5 თებერვლის ჩათვლით პერიოდში.

მშენებლობა „ოცნების ქალაქში“ / 12.02.2026

შესყიდვების პორტალის მიხედვით ბიუჯეტიდან „ანაგზე“, 2026 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით, უკვე გადარიცხულია 45 940 752 ლარი.

„ოცნების ქალაქში“ მეორე ეტაპის სამუშაოების დაწყება 2025 წლის 8 თებერვალს „სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ღონისძიებით“  აღნიშნეს, რომელსაც „ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძეც დაესწრო. ამ ღონისძიებისთვის მაშინ ბიუჯეტიდან 209 ათასი ლარი დაიხარჯა.

ამ ღონისძიების ჩატარებიდან რამდენიმე დღეში კი „ოცნების ქალაქში“ ტრაგედია დატრიალდა – 2025 წლის 15 თებერვალს, 4 და 6 წლის ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩაცვივდნენ და დაიღუპნენ.

ამ თემაზე ვრცლად: უსაფრთხოების ღობე „ოცნების ქალაქში“ კობახიძის დასაცავად, მხოლოდ ერთი დღით იყო

კობახიძე ირწმუნება, რომ „იგლ ჰილსმა“ 267 ბინა გაყიდა კრწანისის პროექტში

„ოცნების“ პრემიერი, ირაკლი კობახიხე ირწმუნება, რომ „იგლ ჰილსმა“ წინასწარი გაყიდვები დაიწყო კრწანისის პროექტში და უკვე 267 ბინა გაყიდა.

„გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა იყიდეს ქართველებმა და 110 ბინა იყიდეს უცხოელებმა“ –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს, 12 თებერვალს მთავრობის სხდომაზე.

კობახიძის თქმით, 1 კვ.მეტრის ფასი 1650 დოლარი იყო.

კობახიძემ  ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა მხოლოდ რვა ბინა შეიძინეს:

„ყველაზე მასშტაბური ინვესტიციაა „იგლ ჰილსის“ ინვესტიცია, ბინების წინასწარი გაყიდვები დაიწყო  კრწანისში. თქვენ იცით, რომ ოპოზიციას დაანონსებული ჰქონდა 15 000 -დოლარიანი ფასი, მათ იცოდნენ ინვესტორზე უკეთ რა ფასით გაიყიდებოდა ბინები და სახლები კრწანისის ტერიტორიაზე, თუმცა ოპოზიციის ანონსის საწინააღმდეგოდ საწყისი ფასი გარემონტებულ ბინებზე იყო 1650 დოლარი, დაახლოებით ათჯერ ასცდნენ იმ რეალობას, რომელიც სინამდვილეში იყო დაგეგმილი, შესაბამისად ეს ბინები საშუალო ქართველი მყიდველისთვისაც იყო ხელმისაწვდომი – ჩვენ მოგვაწოდეს სტატისტიკური ინფორმაცია.

გახსოვთ რამხელა კამპანია იყო აგებული ამ თემასთან დაკავშირებით. ცნობილი არაბიზაციის ტერმინი შემოიტანეს და ასე შემდეგ. აცხადებდნენ, რომ პრაქტიკულად ქართველები ვერ იყიდდნენ ბინებს და მთლიანად გაიყიდებოდა არაბებზე, სტიგმატიზაციის მცდელობა ჰქონდათ.

არაბეთის მოქალაქეებმა მხოლოდ რვა ბინა შეიძინეს.

გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა იყიდეს ქართველებმა და 110 ბინა იყიდეს უცხოელებმა. რომ არა ის ისტერიული კამპანია, რომელსაც ოპოზიციონერები აწარმოებენ, დარწმუნებული ვარ ქართველების წილი უფრო მაღალი იქნებოდა, დარწმუნებული ვარ მომავალში ეს წილი გაიზრდება. დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას“ – თქვა კობახიძემ.

ხელისუფლების ვერსიით, არაბულმა კომპანია Eagle Hills-მა საქართველოში [თბილისსა და ბათუმში] 6,6 მილიარდი აშშ დოლარის დეველოპერული პროექტები უნდა განახორციელოს. Eagle Hills-თან გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას კი, კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული.

რეესტრის  მონაცემების მიხედვით, კომპანია „იგლ ჰილს საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად ფიქსირდებიან საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი და თორნიკე ზირაქიშვილი – სსიპ „აწარმოე საქართველოს“ დირექტორის მოადგილე.

კომპანიის 33.33% პროცენტი საქართველოს ეკუთვნის, 66,67 პროცენტი კი – „იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგ ლიმიტედს“.

„Eagle Hills-თან“ თანამშრომლობის ფარგლებში აჭარის მთავრობამ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა გონიოსთან, ზღვისპირას მდებარე ჯამში 2,57 მილიონი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები, მათ შორის ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაც.

______________________

ფოტოზე: „იგლ ჰილსის“ გონიოს პროექტის ესკიზი.

ამავე თემაზე: 

 

ბობოყვათის რეზიდენცია საპატრიარქოს და დაცვის გარეშე დარჩენილი არქეოლოგიური ძეგლები

 

 

აჭარაში კრიტიკული დარღვევები გამოავლინეს 7 არარეგისტრირებულ ობიექტზე

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აჭარაში სხვადასხვა პროფილის 7 არარეგისტრირებული ობიექტი გამოვლინდა, რომლებიც სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდნენ.

„ფიზიკური პირი ფ. ტ. (ხელვაჩაური, სოფელი მახო ) – ფრინველთა სასაკლაოზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, ფრინველი იკვლებოდა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, დაილუქა საეჭვო წარმომავლობის ფრინველის ხორცი;

ფიზიკური პირი დ. ა. (ხელვაჩაური, ფანასკერტელ-ციციშვილის N 29 ) – ფრინველთა სასაკლაოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები;

ფიზიკური პირი დ. მ. (ბათუმი, დაუდ ასამბაძის 3 ა) – ცხოველთა სასაკლაოზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, აგრეთვე ხორცი ჯანმრთელობის

ნიშანდების გარეშე, რომელიც დაილუქა;

შპს „ბაკური“ (ბათუმი სევერიან აჭარელის ქ.N 4-აგრარული ბაზარი) – ქათმის სარეალიზაციო სივრცეში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები; ბიზნესოპერატორი, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების სრული დარღვევით, დაკვლის ადგილზევე უწევდა რეალიზაციას ფრინველის ხორცს;

ფიზიკური პირი ნ. ს. (ქობულეთი თავისუფლების ქ. N 17 ) – ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, დაილუქა საეჭვო წარმომავლობის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.

ინდმეწარმე ი. კ. – (ქობულეთი რუსთაველის ქ. 168) – საქმიანობდა ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე, ხორცპროდუქტების საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები.

ფიზიკური პირი მ. გ.- (ბათუმში, ბარცხანის დასახლება, ცაბაძის ქუჩა N 5) ცხოველთა არალეგალური სასაკლაოზე გამოვლინდა სხვადასხვა შეუსაბამობები, დაილუქა ხორცი ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე“.

სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლენილ დარღვევებისთვის ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

ფოთის საზღვაო ნავსადგურმა გასულ წელს 73 864 ავტომობილი მიიღო

ფოთის საზღვაო ნავსადგურმა გასულ წელს 73 864 ავტომობილი მიიღო, 2024 წელს კი – 73 783 ავტომობილი.

კომპანიის ინფორმაციით, გასულ 2025 წელს „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ რეკორდული რაოდენობის საკონტეინერო ტვირთი დაამუშავა.

რაც შეეხება 2026 წლის იანვრის მონაცემებს, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით მაჩვენებელი 15 პროცენტით არის გაზრდილი.

„2026 წლის იანვარში „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 54 527 TEU კონტეინერი დაამუშავა. 2025 წლის იანვარში 47 265 TEU, ხოლო 2024-ში – 42 588 კონტეინერი“ – ნათქვამია „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

ტერმინალის ინფორმაციით, იანვრის თვეში 34 პროცენტით გაიზარდა საკონტეინერო გემების მიღებაც: მიმდინარე წლის იანვარში „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 35 საკონტეინერო გემი მიიღო, 2024-2025 წლების იანვრის თვეში კი 26-26 საკონტეინერო გემი.

რაც შეეხება 2025 წლის 12 თვის მონაცემებს,„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 2025 წელს 362 საკონტეინერო გემი მიიღო, ხოლო 2024 წელს – 313 საკონტეინერო გემი. 

ამასთან, 2025 წელს დამუშავდა 636 466 TEU კონტეინერი, 2024 წლის 12 თვეში 545 297 TEU კონტეინერი, ხოლო 2023-ში 592 589 TEU კონტეინერი.

„ამ რაოდენობის ტვირთი ფოთის საზღვაო ნავსადგურს სხვა წლებში არ დაუმუშავებია,“ – აცხადებს „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“.

კომპანიის მიერ დამუშავებული გენერალური ტვირთების მონაცემები კი ასეთია:

2025 წელს 243 048 ტონა ტვირთი დამუშავდა, რაც 1%-ით დაბალი მაჩვენებელია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში.

2024 წელს დამუშავებული გენერალური ტვირთების რაოდენობა 245 748 ტონას შეადგენდა, 2023-ში კი – 302 763 ტონას.

გასულ წელს მომატებული იყო საბორნე გზით მიღებული ტვირთების ოდენობაც.

2025 წელს „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ საბორნე გზით 164 631 ტონა ტვირთი მიიღო, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 157 894 ტონა, 2023 წელს კი 96 434 ტონა.

შენიშვნა: TEU (ოცი ფუტის, ანუ ≈6,1 მეტრის ეკვივალენტური ერთეული) წარმოადგენს გლობალური კონტეინერების გადაზიდვის სტანდარტულ საზომ ერთეულს.

„ქოცებს, ყოფილ თანამდებობის პირებს განვიხილავ პოლიტპატიმრებად” – ნიკა გვარამიამ ციხე დატოვა

დღეს, 12 თებერვალს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ, რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულება დატოვა.

ციხიდან გამოსულ პოლიტიკოსს მეგობრები, ახლობლები, თანაპარტიელები ციხის წინ დილის რვა საათიდან ელოდებოდნენ.

ციხიდან გამოსულმა პოლიტიკოსმა განცხადება გააკეთა ჟურნალისტებთან.

„შერეული ემოციები მაქვს, ყველას ნახვა მიხარია, პირველ რიგში, ჩემი ცოლ-შვილის, მაგრამ უხერხულად ვგრძნობ თავს, რომ ადამიანები იქ რჩებიან კიდევ. არა მხოლოდ ამ ციხეში, არამედ გვერდით, ქალთა ციხეში – უამრავი ადამიანი გლდანის ციხეში, რუსთავში კიდევ საბა [სხვიტარიძე].

უხერხულობა მალე გარდაიქმნება იმად, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ მათ აქედან გამოსაყვანად…

აქ არის ნიკა [მელია], ელენე [ხოშტარია], მიშა [სააკაშვილი], მურთაზი [ზოდელავა], ხაბე [ლევან ხაბეიშვილი], მზია [ამაღლობელი] ბრმავდება გვერდით, ქალთა ციხეში. საბა [სხვიტარიძე] აწამეს. უამრავი ადამიანი ზის ციხეში ბრძოლისთვის და სამშობლოს სიყვარულისთვის. ეს ქვეყანა ვერასდროს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო, მათ დაჭერამდე. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ხალხის გარეშე გამარჯვებაც გაგვიჭირდება, თუ საერთოდ შესაძლებელია, ამიტომ ძალიან მალე ისინი უნდა გამოვიყვანოთ ციხიდან,“ – თქვა ციხიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ.

მან ისაუბრა ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე და თქვა:

„ჩემთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია სიტყვების შინაარსი. მე ვიცი ერთი რამ – ერთად უნდა გვხედავდნენ, ერთად უნდა ვმუშაობდეთ და ერთად უნდა მოვიტანოთ ეს შედეგი, იმიტომ, რომ სხვანაირად შეუძლებელია. ამ ყბადაღებულ სიტყვა „ერთობას“ არ გამოვიყენებ, მე არ ვიცი, ამის უკან, ვინ, როგორ, რას მოიაზრებს, ყველა სხვადასხვა რამეს, ერთ პოლიტიკურ სუბიექტს, სალაპარაკო პლატფორმას თუ ასე შემდეგ. ჩემთვის მნიშვნელოვანია მოქმედების პლატფორმა როგორია,“ – თქვა ნიკა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, ის აპირებს ბრძოლას, საქართველოს თავისუფლებისთვის, ევროკავშირის წევრობისთვის და როცა ეს მოხდება, მერე სურს „ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვროს“.

„მეც მინდა, რომ ჩვეულებრივი ცხოვრებით ვიცხოვრო, თუნდაც სრულიად არაპოლიტიკით, მაგრამ, მას მერე, რაც ეს ქვეყანა იქნება თავისუფალი, ნამდვილად ქართული და ევროკავშირის წევრი იმიტომ, რომ ყველამ ბედნიერად ვიცხოვროთ, მათ შორის ქოცებმაც.

აქ ვინც ქოცები არიან ახლა [რუსთავის ციხეში], თუ უკვე აღარ არიან ქოცები, მაგრამ მათი ყოფილი თანამდებობის პირები, მაგრამ მე ამ ხალხს პირდაპირ გეტყვით, რაც არ უნდა მოჰყვეს ახლა ამ ჩემს ნათქვამს და ვიცი რომ მოჰყვება აუცილებლად, მე მათ განვიხილავ პოლიტიკურ პატიმრებად… იმიტომ, რომ პოლიტიკური პატიმრობა იზომება არა იმით, ადამიანმა ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება, ან ჩვენ გვგონია, რომ ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა, პოლიტიკური პატიმრობის მთავარი საზომი არის ის, რომ ადამიანს არ ღირსებია და არც ეღირსება ამ ხელისუფლების პირობებში თავისუფალი სასამართლო.

აქ მჯდომ ქოცებსაც არ ღირსებიათ თავისუფალი სასამართლო და არც ეღირსებათ, ვიდრე ქოცები არიან ხელისუფლებაში,“ – თქვა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ განცხადება გააკეთა „8 ოპოზიციონერის დევნის საქმეზეც“ და მისთვის წარდგენილ ხელახალ ბრალზეც.

„არ მაღელვებს, რატომ წამიყენეს ეს ბრალდება. პირიქით, გეუბნებით, რომ უხერხულად ვგრძნობ თავს მაშინ როცა ნიკა, მურთაზი, მიშა, ხაბე, ბაჩო გამოგონილი ბრალით, წარმოუდგენელი იყო რაც ანისთან [ბაჩო ახალაიას მეუღლესთან] დაკავშირებით აკეთეს, არც მე და არც ბაჩოს, რომელმაც ყველაზე დიდი ვადა მოიხადა ამ ციხეში, ეს არავის არ უკვირს, მაგრამ ჩვენი ოჯახების თავს რაც ხდება….

თუმცა არც ეს არ უნდა გვიკვირდეს, იმიტომ, რომ საკუთარი თანამდებობის პირების ოჯახებს რას უშვრებიან, გაშავებას, კატასტროფულს, რომ არ იკადრებ არასდროს, უბრალოდ ნაცნობსაც კი.

ბოლო წვეთი ჩემთვის იყო, როდესაც ბატონი ანზორი ვნახე, ნიკა მელიას ბრალის მერე „ფორმულას“ ეთერში, ეს მართლა ბოლო წვეთია, რაღაცა საზღვრები ალბათ ადამიანური არსებობს, მაგრამ ქოცებისთვის აღარავისთან დაკავშირებით აღარ არსებობს ეს საზღვრები.

ნიკას ვიღა დაეძებს ამ შემთხვევაში, საკუთარ ოჯახის წევრებად რომ ჰყავდათ, მათ ცოლებთან და დედებთან რომ დადიოდნენ სავახშმოდ, კვირაში ერთხელ, იმ ცოლებს და დედებს, ვინც სუფრებს უშლიდათ, იმათ აშავებენ და საშინელებებს წერენ მათზე. ისიც არ გამიკვირდება, რომ ეს ოჯახის წევრები დაიჭირონ.

მე დარწმუნებული ვარ ვინც აქ ბრალი აღიარა და ზის, იმიტომ აღიარა, რომ მათი დაჭერით ემუქრებოდნენ. ამაში ვარ 100 %-ით დარწმუნებული,“ – თქვა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია 2025 წლის ივლისში დააკავეს ე.წ. წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გაასამართლეს, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.

ნიკა გვარამია არ გამოცხადდა „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერების საქმიანობის შემსწავლელ კომისიის სხდომაზე, რომელ კომისიასაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა.

მსგავსი ბრალდებით ასევე დაკავებული იყვნენ ოპოზიციის სხვა ლიდერებიც, რომელთა ნაწილმაც ასევე დატოვა ციხე. ყველა მათგანს ახალი ბრალდება აქვს წაყენებული.

ამავე თემაზე:

სასამართლომ ოპოზიციის რვა ლიდერის დევნის საქმის განხილვა დაიწყო

„გამოდის, რომ ქვეყანაში იკრძალება პოლიტიკური საქმიანობა“ – ადვოკატი 8 პოლიტიკოსის დევნის საქმეზე

„პოლიტიკური განცხადებები, პოლიტიკური აქციების ხელმძღვანელების აქტივობა ვიღაცამ თუ შეაფასა, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური ნაწილია და პროკურატურის შეფასება არასწორია.

თუ ამაზე განაჩენი დადგა, ეს იქნება ცალსახა პოლიტიკური დევნა. გამოდის, რომ ამ ქვეყანაში იკრძალება პოლიტიკური საქმიანობა და პოლიტიკა საერთოდ,“ – ამბობს ადვოკატი ზვიად კორძაძე, რომელიც ე.წ. საბოტაჟის, 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დევნის საქმეზე ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ინტერესებს იცავს.

10 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ეს საქმე არსებითად განიხილოს.

რა ჩანს საქმის მასალებიდან? – „გვეუბნებიან საბოტაჟიო, მაგრამ არ გვეუბნებიან, რაში გამოიხატება ეს: მიტინგზე ყოფნაში, განცხადებაში, კიდევ რამე ქმედებაში? – ეს არსად არაა იდენტიფიცირებული. ამხელა საბოტაჟის საქმეზე ერთგვერდიანი დადგენილება არსებობდეს? ცოტა რთული დასაჯერებელია, რასაც ახლა გეუბნებით, მაგრამ ასეა,“ – ამბობს ზვიად კორძაძე.

  • ბატონო ზვიად, სასამართლო პროცესზე ამბობდით, რომ რაც ახლა ხდება ოპოზიციის ლიდერების საქმეზე, „არამხოლოდ არასამართლებრივია, არამედ საშიშია“. რა გახდა თქვენი ამ შეფასების მთავარი მიზეზი? 

ამ საქმის არსი არის ამ შემთხვევაში ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის მიტინგზე ყოფნა, როგორც ფაქტი და მათი საჯარო გამოსვლები არის წარმოდგენილი მტკიცებულებად საქმეში. საბოტაჟის დამადასტურებელი ეს არაა, მაგრამ სხვა მტკიცებულება საქმეში არ არის.

10 თებერვალს სხდომაზე ზუსტად ეს მოვითხოვეთ: ამ მტკიცებულებიდან რა იყო ბრალის დამადასტურებელი? პროკურატურას გამოეკვეთა ეს ამბავი და თან გამოეკვეთა 41 ტომიდან, რომელიც ეხება არამარტო ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს, არამარტო საბოტაჟის ბრალდებას, არამედ სხვა ბრალდებებსაც სხვა პირების მიმართ, რომლებიც ამ საქმეში არიან.

  • ჯამში 8 ოპოზიციონერი ლიდერის საქმე ერთად განიხილება და ყველგან გაურკვეველია, კონკრეტულად რას ედავება პროკურატურა პოლიტიკოსებს?

დიახ.

დღემდე უცნობია, რას მიიჩნევს ბრალდება უშუალოდ ჩვენი ბრალის დამადასტურებლად ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში. ჩვენ ვთვლით, რომ პოლიტიკოსების საჯარო გამოსვლები, რომლებიც ძალადობის მოწოდებას არ შეიცავს, საბოტაჟის მტკიცებულებად გამოიყენა პროკურატურამ.

საბოტაჟის განმარტებაში წერია, რომ ის არის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის დასუსტების მიზნით ჩადენილი ქმედებები – მიზანი უნდა გქონდეს საბოლოო ჯამში ის, რომ რასაც აკეთებ, იმან დაასუსტოს საქართველო. უნდა დასტურდებოდეს, ჯერ ერთი, ქმედება და მერე, რომ ეს მიზანი გქონდა. არცერთი დასაბუთება ამ საქმეში არ დასტურდება.

ეს იყო ჩვენი პოზიცია, რომ არ არსებობს მტკიცებულებები და რაც არის, ის არ არის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ თუნდაც ბრალი ყოფილიყო წარდგენილი.

ამ კონკრეტულ საქმეზე ბრალის დადგენილება არის ერთი გვერდი. ამხელა საბოტაჟის საქმეზე ერთგვერდიანი დადგენილება არსებობდეს? ცოტა რთული დასაჯერებელია, რასაც ახლა გეუბნებით, მაგრამ ასეა.

  • პროკურატურას რა დასაბუთება აქვს, როგორ შეიძლება დავუკავშიროთ პოლიტიკოსის საჯარო გამოსვლა საბოტაჟს? 

არ წერია ეს ბრალის დადგენილებაში, რომელ განცხადებებზეა საუბარი. ბრალის დადგენილებაში წესით უნდა ეწეროს, რომელ განცხადებებს ეხება ბრალდება, რომელ ქმედებას ეხება, მაგრამ ეს არ არის იდენტიფიცირებული. მხოლოდ წერია ზოგადი ფრაზები ერთ გვერდზე. ვითხოვდით: კონკრეტულად გვითხარით მომენტი, თვე, რიცხვი, როდის, რა მტკიცებულებებით დასტურდება?

ასეთი უცნაურობაა – არსად არ წერია, რომ ამა და ამ რიცხვში შენ რომ ეს ქენი, ეს არის საბოტაჟი. ასეთი რამ არ წერია.

  • რა კონტექსტშია მოყვანილი პოლიტიკოსების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები? 

არ ვიცი. საქმეში არის 41 ტომი, რომლებიც საჯარო გამოსვლებს, საჯარო აქტივობებს, საზღვარგარეთ ვიზიტებს ეხება, უცხოელი პოლიტიკოსების ვებგვერდებია ამობეჭდილი, მაგრამ ვის რა ეხება, არ წერია. არც არის ეს ყველაფერი შეკრული რაღაც ერთიანი ფაბულით, გესმით?

ყველაზე საინტერესო ამ საქმეში ის არის, რომ ეს მუხლი [საბოტაჟი] არც ჯგუფურ დანაშაულს არ ითვალისწინებს. აი, ჯგუფმა ჩაიდინაო – ეს არ არის ნათქვამი.

  • მაშინ რა სამართლებრივი ლოგიკით არის გაერთიანებული ამ 8 ლიდერის საქმე? 

არ ვიცი. ეს კითხვა დავაყენე: რა ლოგიკით არის გაერთიანებული საქმე?

მაგალითად, როდესაც საქმე ეხებოდა პარლამენტის კომისიაზე არ მისვლას, მაშინ როცა საერთო რაღაც მაინც ჰქონდათ პოლიტიკურ ლიდერებს. ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის პროცესებიც ცალ-ცალკე ჰქონდათ. აქ რა ლოგიკით არის გაერთიანებული საქმეები, ვერ ვხვდები.

პირდაპირ საპროცესო კოდექსი მოითხოვს ამ ყველაფრის დაცვას, რაზეც გესაუბრებით. კოდექსში წერია, მაგალითად, რომ ბრალდების დადგენილება უნდა შეიცავდეს, იქ წერია ორწერტილი და ჩამოთვლილია: როდის რა სად მოხდა და რა მტკიცებულებებითაა გამაგრებული?

  • გარდა იმისა, რომ სამართლისა და კანონის პრობლემაა, რატომ არის პოლიტიკური ოპონენტების საბოტაჟის მუხლით გასამართლება საშიში, თქვენი აზრით? 

საშიშია იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში თუ ასეთივე განაჩენი დადგა, მაშინ განაჩენში უნდა ჩაიწეროს, რომ პოლიტიკოსებმა გააკეთეს საჯარო განცხადებები და ეს არის საბოტაჟიო. ეს კლავს პოლიტიკურ სივრცეს მთლიანად. თუ საბოტაჟად სხვა რამ მიაჩნიათ, მაშინ უნდა გვითხრას პროკურატურამ, რომ ეს მიმაჩნია საბოტაჟად.

თუ ეს მიაჩნიათ, რაზეც მე ახლა ვამბობ, მაშინ ეს ძალიან საშიში ტენდენციაა.

  • განცხადებები, როგორც ვიცი, ეხებოდა „ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლების დასანქცირების მოთხოვნას. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ თხოვნა, რომ დაგვეხმარონ დემოკრატიის გადარჩენის პროცესში, რა დასაბუთებით შეიძლება იყოს საბოტაჟი? 

გიორგი ვაშაძეს აქვს ეგ და კიდევ სხვა პირებს. მაგაშია საქმე, რომ სხვადასხვა ბრალდებაა. ჩვენ შემთხვევაში კი, საუბარი არის არა სანქციებზე, არამედ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებთან დაკავშირებულ აქტივობებზე. გიორგი ვაშაძეს აქვს სხვა მუხლი, რომელიც ეხება უცხოური ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და ასე შემდეგ. არც მასთან მიმართებაში არ არის იდენტიფიცირებული ბრალდება. არც მისი ბრალის დადგენილებაში არ წერია, რომ მაინცადამაინც ეს ითვლება საბოტაჟად.

ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში არ არსებობს განცხადება, სადაც არის ძალადობისკენ მოწოდება. არცერთი დაკითხული პოლიციელი არ ადასტურებს რაიმე ძალადობრივ მოწოდებას მათი მხრიდან. განცხადებებში, რომელიც წარმოდგენილია საქმეში, არ წერია ბრალში, რომ აი, ამ განცხადების გამო ვთვლით, რომ ეს არის საბოტაჟი. მე არ მაქვს თავის გამართლების ვალდებულება, ბრალდებამ უნდა დამიმტკიცოს, რომ რაღაც დავაშავე და მე უნდა ვუპასუხო – დავაშავე თუ არა. გვეუბნებიან საბოტაჟიო, მაგრამ არ გვეუბნებიან, რაში გამოიხატება ეს: მიტინგზე ყოფნაში, განცხადებაში, კიდევ რამე ქმედებაში? – ეს არსად არაა იდენტიფიცირებული.

  • ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკურ დევნასთან გვაქვს საქმე? 

პოლიტიკური განცხადებები, პოლიტიკური აქციების ხელმძღვანელების აქტივობა ვიღაცამ თუ შეაფასა, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური ნაწილია და პროკურატურის შეფასება არასწორია. თუ ამაზე განაჩენი დადგა, ეს იქნება ცალსახა პოლიტიკური დევნა.

გამოდის, რომ ამ ქვეყანაში იკრძალება პოლიტიკური საქმიანობა და პოლიტიკა საერთოდ.

  • სასამართლომ არსებითად განსახილველად უკვე მიიღო ეს საქმე. გამოჩნდა, რომ სასამართლო ამ შემთხვევაშიც მონაწილეობს „ოცნების“ პოლიტიკური მიზნის შესრულებაში? 

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული. ჩვენ გვქონდა შუამდგომლობა არგადაცემაზე, მაგრამ სასამართლო ფორმალურად მიუდგა, როგორც წესი. არ მიუდგა არსებითად ისე, რომ ამ ეტაპზევე [წინასასამართლო სხდომა] გარკვეულიყო ეს საკითხები. ახლა რომ გითხრათ, რომ იმედი მაქვს, რომ რამე შეიცვლება – არა. მაგრამ რაც არის ჩვენს ძალებში და სამართლებრივად, იმას გავაკეთებთ.

სამართლებრივად გამორიცხულია, რომ აქ რაიმე არგუმენტი იყოს გამამტყუნებელი განაჩენისთვის. ფაქტობრივად, გამორიცხული იყო, მაგალითად, იგივე პარლამენტში არმისვლის საფუძველზე გამტყუნება, მაგრამ პატიმრობაშიც იყო ეს ხალხი. ასე რომ, ფაქტობრივი მოცემულობა სხვა გვაქვს, სამართლებრივი მოცემულობა – სხვა. უკვე დიდი ხანია, სამწუხაროდ, ასეა.

აქ არ მთავრდება ეს საქმეები და საბედნიეროდ მიდის სტრასბურგში. თუ ამოვწურავთ აქ ყველანაირ რესურსს, მერე მივმართავთ ისე, როგორც მიმართული გვაქვს წინა განაჩენთან დაკავშირებით და იხილავს უკვე ევროსასამართლო.

თუ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, ეს იქნება სიგნალი, რომ პოლიტიკური აქტიურობა საქართველოში შეიძლება დამთავრდეს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 12 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 12 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 250 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +770. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 662 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 24 025 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 37 213 ერთეული [+65]
  • MLRS – 1 641 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 299 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 132 153 ერთეული [+1 442]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 270 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 78 141 ერთეული [+172]
  • სპეცტექნიკა – 4 070 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 12 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 113 737 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 650 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 620 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 664 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 234 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 54 176 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ზელენსკი 24 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის შესახებ განცხადებას გეგმავს – მედია

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ვერ ვხედავ შიშების მოტივს“ – ინტერვიუ სტუ-ს ვიცე-რექტორთან

თსუ და სტუ აღარ გაერთიანდებიან – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 9 თებერვალს განაცხადა. თუმცა დასძინა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად“ გარდაიქმნება და მომავალში მხოლოდ ის დისციპლინები შენარჩუნდება, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა.

რამდენი პროგრამა გაუქმდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და გამოიწვევს თუ არა ამ სპეციალობების გაუქმება აკადემიური პერსონალის შემცირებასაც? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, თამარ წერეთელს ესაუბრა.

  • ქალბატონო თამარ, რამდენი პროგრამა გაუქმდება სტუ-ში და თქვენი აზრით, რამდენად მტკივნეული პროცესი იქნება ეს? ეთანხმებით თუ არა ამ გადაწყვეტილებას?

პირველ რიგში დავაფიქსირებ იმას, რომ პრემიერთან შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესურის და აკადემიური საბჭოსი იყო ძალიან პროდუქტიული. ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვილაპარაკეთ. პრემიერმა ნათლად დაინახა ჩვენი აკადემიური პერსონალის პოზიცია საინჟინრო დარგებთან მიმართებაში და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება საინჟინრო მიმართულებების კერა საქართველოში.

განვავითარებთ ინჟინერიას, იმ ტექნოლოგიურ პროცესებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

  • გამოდის, სტუ დათანხმდა ცალკეული პროგრამების გაუქმებას. შეგიძლიათ ჩამოგვითვალოთ ის პროგრამები, რომლებიც გაუქმდება?

არ უნდა დათანხმებულიყო? 30 წელია ამ ქვეყანაში უმაღლესი განათლების რეფორმა არ ჩატარებულა…

ბიზნესადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა, საჯარო მმართველობა, სასტუმრო მომსახურება, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალი – გადავა მილევად რეჟიმში. ის სტუდენტები, რომლებმაც ჩვენთან სწავლის უფლება მოიპოვეს ამ პროგრამებზე, დაასრულებენ სწავლას, მაგრამ წელს ამ პროგრამებზე მიღება აღარ გამოცხადდება.

ეს არის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, რომლებსაც ტექნიკური უნივერსიტეტი განახორციელებს მილევად რეჟიმში. ის აკადემიური პერსონალი, რომლებიც ამ მილევადი პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობდნენ, ასევე ჩართულნი არიან ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო პროგრამებში და შესაბამისად, პერსონალი შენარჩუნდება. ამიტომ, ვერ ვხედავ რაიმე შიშების მოტივს.

  • ეს პროგრამები, რომლებიც ჩამოთვალეთ და რომელთა გაუქმებასაც აპირებს „ოცნება“, არ იყო წარმატებული, არ ამზადებდა პროფესიონალ კადრებს, თუ რატომ დათანხმდით მათ გაუქმებას?

მე არ ვიტყვი, რომ არ მომწონდა.

ჩვენმა პროგრამებმა გაიარა აკრედიტაცია, ყველას ჰქონდა დადებითი შეფასება ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან. თუმცა მე ვერ ვხედავ იმაში პრობლემას, რომ ეს პროგრამები თსუ-ში განხორციელდება.

  • მაგრამ თსუ-საც ხომ ექნება მსგავსი პროგრამები და მაშინ, ერთ-ერთი უნივერსიტეტის უნდა გაუქმდეს…

თუ დუბლირებული პროგრამები იქნება, გაერთიანდება. ამისთვის არსებობს აკადემიური სივრცე, ამისთვის არსებობს აკადემიური თავისუფლება. გარდა ამისა, დარგის სპეციალისტები, ვისი შექმნილიცაა ეს პროგრამები, დასხდებიან და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.

სტუდენტების კონტინგენტი არ შემცირდება, ანუ თსუ-ს სტუდენტებთან გაერთიანდებიან ჩვენი სტუდენტები და გააგრძელებენ სწავლას. თუმცა ამ პროგრამების განსახორციელებლად საჭირო იქნება სტუ-ს აკადემიური პერსონალის გამოყენებაც, მარტო თსუ-ს პერსონალი ხომ ვერ გასწვდება ამას.

  • როცა ითქვა, რომ თსუ-ში გადავა ეს პროგრამები, აქ იგულისხმება ისიც, რომ ახლანდელი სტუდენტებიც თსუ-ს აუდიტორიებში გადავლენ?

ამ წუთას, მილევად პროგრამებზე ვინც გვყავს სტუდენტები, ყველა დაამთავრებს ტექნიკურ უნივერსიტეტში და აიღებენ ტექნიკური უნივერსიტეტის დიპლომს. 2026-2027 სასწავლო წელს გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებში ტექნიკურ უნივერსიტეტს აღარ ექნება აღნიშნული პროგრამები მითითებული.

  • პროგრამების შემცირება გამოიწვევს კვოტების შემცირებასაც მომავალში, როგორც ამას „ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილე ამბობდა – შრომის ბაზრის მოთხოვნების მიხედვით განისაზღვრება კვოტებიო. აქედან გამომდინარე, რამდენი ადგილი შეიძლება დააკლდეს სტუ-ს, მაგალითად?

საუბარი არ მიდის სტუდენტების კვოტის შემცირებაზე.

შრომის ბაზრის კვლევა ახალი არ არის, ყველა პროგრამის აკრედიტაციის წინ სტანდარტი ითვალისწინებს იმას, რომ სანამ პროგრამას გააკეთებს აკადემიური პერსონალი, გამოიკვლიონ შრომის ბაზარი და ნახონ, როგორი მოთხოვნაა. აბსოლუტურად ყველა პროგრამას, რომელიც საქართველოში აკრედიტებულია, აქვს თავისი შრომის ბაზრის კვლევა განხორციელებული.

პროგრამის ინიციირება როცა ხდება, აკადემიური პერსონალისგან მას აქვს აკრედიტაცია-ავტორიზაციის შესაბამისი სტანდარტები, რომელიც ამ პროცესებთან ერთად უნდა განახორციელოს. ამიტომ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის შრომის ბაზრის კვლევა.

  • თუ თქვენმა პროგრამებმა იმიტომ მიიღო აკრედიტაცია, რომ შრომის ბაზარზე იყო მოთხოვნა, მაშინ რატომ გიუქმებენ და რატომ ამბობს „ოცნება“, რომ პროგრამებს შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე დააფინანსებენ?

გულწრფელად გითხრათ, მე არ გამიგია მსგავსი განცხადებები.

  • პირველად, როცა ირაკლი კობახიძემ კრიტიკულად დაიწყო უნივერსიტეტებზე საუბარი, მაშინ თქვა – „ჩვენი ამოცანაა, ქვეყანაში არსებობდეს ორი განსაკუთრებული საგანმანათლებლო კერა, თსუ და ქუთაისის უნივერსიტეტის სახით“. ნიშნავს ეს იმას, რომ მაშინ უკვე ჩაფიქრებული იყო ტექნიკური უნივერსიტეტის დასუსტება?

მე არ მახსოვს ასეთი განცხადება, მაგრამ ამ შეხვედრამ [კობახიძესთან] დიდი მოლოდინები გაგვიჩინა ჩვენ და ქუთაისშიც რომ განვითარდეს ტექნიკური უნივერსიტეტი, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.

ჩვენ დაგვპირდნენ და გვითხრეს, რომ ის მატერიალური ბაზა, რომელიც დღეს გვაქვს, უფრო გამდიდრდება საჭიროებების მიხედვით და სახელმწიფო ამაში გვერდში დაგვიდგება.

მოგეხსენებათ, რომ საინჟინრო დარგს და ზოგადად ტექნოლოგიურ დარგს სასწავლო პროცესი ბევრად განსხვავებული აქვს, პრაქტიკაზე, ლაბორატორიულ კვლევებზეა დაფუძნებული სასწავლო პროცესი და ამაზე გვქონდა საუბარი, რომ აუცილებლად იქნება დამატებითი დაფინანსებაც ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი.

  • რადგან ინფრასტრუქტურა ახსენეთ მინდა გკითხოთ, ტექნიკური უნივერსიტეტის შენობების გასხვისების თემა არაერთხელ გაჟღერდა. ხომ არ დასმულა ეს საკითხი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზეც?

შემიძლია გითხრათ, რომ ამაზე საუბარი ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს რამდენიმე ისეთი შენობა და თუ მათ მაგივრად ჩვენ გვექნება ახალი, თანამედროვე ტიპის სასწავლო კამპუსები, პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან „ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება“ ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, რადგან ჩვენ ვართ სახელმწიფო უნივერსიტეტი და ეს ქონება მთლიანად ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.

სტუ-ს აქვს 198 ათასი კვ.მ ფართობი და აქედან სასწავლო პროცესისთვის გამოიყენება 120 ათასი კვ. მეტრი, რომელიც აღჭურვილია ლაბორატორიებით, აუდიტორიებით და სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებით, მაგრამ ეს არ არის ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება. ჩვენ ვართ სახელმწიფო უნივერსიტეტი.

  • ავტონომიური უფლებები ხომ გაგაჩნიათ?

ავტონომიური უფლებები ტექნიკურ უნივერსიტეტს შენარჩუნებული აქვს. გვყავს აკადემიური ორი მმართველი ორგანო – აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭო და ჩვეულებრივად ვაგრძელებთ სამუშაო პროცესს და მივდივართ იქითკენ, რომ სასწავლო პროცესი გავაუმჯობესოთ.

  • ქართული უნივერსიტეტების დილემა სტუდენტური საცხოვრებლების არარსებობაა. არ ფიქრობთ, რომ იმ ფართობში, რომელზეც ამბობთ, რომ ვერ იყენებთ, სტუდენტური საცხოვრებელი შეგიძლიათ გააკეთოთ?

რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი არის ის, რომ მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურა გაკეთდეს და აშენდეს. შესაბამისად, სახელმწიფო ზრუნავს ამაზე, რომ აშენდეს კამპუსები.

დაფინანსების ის სქემა, რომელიც აქამდე იყო, რადიკალურად შეიცვლება და სახელმწიფო ზრუნავს იმაზე, რომ ააშენოს კამპუსები. 2250 ლარით უნივერსიტეტები დამოუკიდებლად ამის გაკეთებას ვერ მოახერხებდა.

  • თუმცა ფაქტია, რომ სახელმწიფომ ეს საკითხი წლებია ვერ მოაგვარა.

რეფორმაც არ ყოფილა აქამდე ასე დაანონსებული და ასე აქტიურ ფაზაში. შესაბამისად, აუცილებლად იქნება თანამედროვე კამპუსები სტუდენტებისთვის, მე ამისი მწამს.

  • ისეთ დეტალებს თუ ხედავთ „ოცნების“ რეფორმაში, რაც გიჩენთ, ვთქვათ, კითხვებს და ფიქრობთ, რომ შეიძლება დამაზიანებელი იყოს სამომავლოდ უნივერსიტეტებისთვის?

ვფიქრობ, ძალიან გახსნილია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამასთან მიმართებაში. ახლახან ძალიან პროდუქტიული სამუშაო შეხვედრა გვქონდა მინისტრის მოადგილესთან და არანაირი კითხვები არ გამჩენია ამ რაღაცებთან მიმართებაში.

  • მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ, ისიც თქვა, რომ თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანება გადაწყვეტილიაო, მაგრამ აღარ გააერთიანეს…

ბატონი ზვიადი პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გააკეთებდა, თუმცა გიდასტურებთ, რომ ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა მასთან გუშინ. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები კონკრეტულ დეტალებზე, პროცესის განვითარებაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს მილევად რეჟიმში პროგრამების გადაყვანა მარტივად.

  • პროფესორების ანაზღაურებაზეც ხომ არ გისაუბრიათ? ეთანხმებით იმას, რომ მხოლოდ წამყვან პროფესორს უნდა ჰქონდეს 10 000 ლარი ხელფასი?

არ ყოფილა ასე, რომ „მხოლოდ ერთი პროფესორი მიიღებს“. დარგების მიხედვით იქნებიან წამყვანი პროფესორები. გამოცხადდება ღია კონკურსი.

საინჟინრო დარგებში ტექნიკურ უნივერსიტეტს ისედაც ჰყავს ა კატეგორიის პროფესორები, რომლებსაც ბევრად უფრო სხვა ფუნქციები და ბევრად მაღალი ანაზღაურება აქვთ.

  • რამდენია ასეთი პროფესორის ხელფასი დღეს, შეგიძლიათ გვითხრათ?

ვერაფერს გეტყვით, მგონია, რომ ამის თქმის უფლება არ მაქვს. ამ თემებზე საუბარი ჩემს კომპეტენციას სცილდება. რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესია, რომ 10 000 ლარი ჰქონდეს პროფესორს, მაგრამ ვიღაცას 10 ექნება, ვიღაცას 7 ექნება, ვიღაცას 5 000 ლარი ექნება. რა, ცუდია 5 000 ლარი ხელფასი?

  • თქვენ თქვით, რომ კითხვები არ გაქვთ „ოცნების“ რეფორმაზე. იმაზე რას ფიქრობთ, აკადემიური წლები რომ შეამცირეს და ამით ჩვენი განათლება სისტემა დააშორეს ბოლონიის პროცესს?

ვერ დაგეთანხმებით, რადგან მეთორმეტე კლასის პრინციპი არ იშლება. როგორც დაანონსებულია, სურვილის შემთხვევაში აბიტურიენტს შეუძლია მე-12 კლასში ისწავლოს.

  • თუმცა ეს არ იქნება საყოველთაო, შერჩევითი იქნება.

მთელ ევროპაში, ამერიკაში შეგიძლიათ ნახოთ სამწლიანი საბაკალავრო პროგრამები. ბოლონიის პროცესში არსად არ წერია, რომ ბაკალავრიატი უნდა იყოს 4 წელი. არ არის ასეთი კატეგორიული მოთხოვნა. ეს არის სურვილი.

მაქვს შემთხვევები, როდესაც სწავლების მეოთხე წელზე წასულა სტუდენტი და წარმატებით დაუსრულებია სასწავლო წელი.

  • ჩვენ ბევრ ადამიანს ვესაუბრეთ სხვადასხვა უნივერსიტეტში და ითქვა, რომ „რეფორმა“ ხელს შეუშლის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს.

მე არ ვფიქრობ, რომ „ერაზმუსის“ გაცვლით პროცესებს შეუშლის ეს ხელს. 162 უნივერსიტეტთან გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული და შესაბამისად, ყველა სტუდენტის სასწავლო ბარათი ვიცით. გუშინაც იყო „ერაზმუსის“ გასაუბრება და ყველა კომპონენტში ჩართული ვართ.

ყულევის პორტი სანქცირების რისკის ქვეშ – რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის?

ევროკავშირმა, მეოცე სასანქციო პაკეტის ფარგლებში, შესაძლოა, ყულევის პორტი დაასანქციროს.

ინფორმაცია ამის შესახებ საერთაშორისო მედიაში გავრცელდა.

ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვლიდან დღემდე 19 სასანქციო პაკეტს მოიცავს. ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოიცავს როგორც ინდივიდუალურ, ისე ეკონომიკურ და სექტორულ შეზღუდვებს.

სანქციები დაწესდა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების პასუხად და ამ სანქციების ძირითადი მიზანი რუსეთის მთავრობასა და მის ეკონომიკაზე ზეწოლის გაძლიერებაა.

ცნობისათვის, ყულევის ნავთობტერმინალს ფლობს და მართავს აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანიის შვილობილი კომპანია „შავი ზღვის ტერმინალი“.

„რადიო თავისუფლების“ მიერ მოპოვებულ დოკუმენტში, ყულევის პორტის სანქცირების საჭიროება ასეა დასაბუთებული:

„[ყულევის პორტი] გამოიყენება ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც წარმოებულია რუსეთში ან ექსპორტირებულია რუსული გემებით, რომლებიც იყენებენ არარეგულარულ და მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკას“.

რა გავლენას მოახდენს ქვეყნის უსაფრთხოებაზე ის ფაქტი, თუკი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე რომელიმე ინფრასტრუქტურული ობიექტი დასანქცირდება? – ამ თემაზე “ბათუმელები” საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტს, მეგი ბენიას ესაუბრა.

  • აქამდე ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ დაასანქცირეს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები. პირველი შემთხვევაა, როცა მნიშვნელოვან ეკონომიკურ ობიექტზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ დასანქცირების რისკი დგას. რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის?

პირველ რიგში მიუთითებს იმაზე, რომ შეიძლება ასეთი ტიპის აქტივობა არსებობდეს, მაგალითად, სახელმწიფოს ცოდნის მიღმა.

ვუშვებ, რომ შეიძლება მართლა არსებობდეს რაღაც ისეთი, როცა რაღაც გამორჩათ. მაგრამ აქ შემოდის მეორე საკითხი – როგორ იქცევიან სახელმწიფო სტრუქტურები, როდესაც ფაქტს გამოავლენენ ან რაღაც ეჭვი უჩნდებათ.

სახელმწიფო სტრუქტურებს ევალებათ მკაცრი რეაგირება მოახდინონ, დაიწყონ გამოძიება და დასავლელ პარტნიორებთან, ამ შემთხვევაში ევროკავშირთან ითანამშრომლონ ამ საკითხთან დაკავშირებით.

უნდა გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა არ გახდეს ასე ვთქვათ „შავი ხვრელი“, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას რუსეთისთვის ან რუსეთთან დაკავშირებული პირების ან ორგანიზაციების მიერ სანქციების გვერდის ავლისთვის.

პირველ რიგში, რეპუტაციულად ეს არის დიდი დარტყმა, რადგან გამოდის, რომ იმდენად სუსტი ხარ, ვერ ახერხებ გააკონტროლო შენს ტერიტორიაზე არსებული აქტივობები, მოაქციო სამართლებრივ ჩარჩოში და გქონდეს სწორი, სამართლებრივი რეაგირება.

რაც შეეხება საერთაშორისო განზომილებას. ჩვენ ისედაც საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ვართ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით, ეს ფაქტი კი, ალბათ, უფრო გაართულებს ამ მდგომარეობას, განსაკუთრებით რეგიონული უსაფრთხოების და შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით. ეს მიმართულება ამ ეტაპზე ფაქტობრივად გაჩერებულია, სანქცირება კიდევ ერთი ნეგატიური დამატება იქნება.

და მაინც, თუ ეს მოხდა, ეს იქნება დადასტურება იმის, რომ ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს გამართულად მომუშავე სახელმწიფო ინსტიტუტები.

  • როგორ და რატომ ჩნდებიან პორტები სანქცირებულთა სიაში?

ეს არის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის თემა.

რუსეთი ცდილობს, რომ სანქციების გვერდის ავლით მოახერხოს საკუთარი პროდუქციის – ნავთობის, თხევადი გაზის რეალიზაცია და ამას აკეთებს ჩრდილოვანი ფლოტის გამოყენებით.

საჯარო წყაროების მიხედვით, ამ სქემაში ჩართულია როგორც ჩინური, ასევე ირანული მხარე. ნავთობტანკერებს უცვლიან სახელს, არეგისტრირებენ ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნების დროშების ქვეშ და ისე ოპერირებენ. ის პორტი, რომელიც ასეთ სქემაში ჩართულ გემებს მიიღებს ან მოემსახურება, ბუნებრივია, შეიძლება აღმოჩნდეს სანქციების საფრთხის ქვეშ.

კიდევ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. თუ დასაწყისში, როდესაც რუსეთი ცდილობდა, ჩრდილოვანი ფლოტი გამოეყენებინა, რთული იყო ამ გემების იდენტიფიცირება, დღესდღეობით არსებობს სხვადასხვა გემები თავისი კლასიფიკაციებით, საზღვაო სპეციალისტებმა უფრო კარგად იციან ეს ყველაფერი. რადგანაც მოხდა ამ გემების იდენტიფიცირება, შესაბამისად, არსებობს სანქციათა სხვადასხვა პაკეტები.

  • თქვენი აზრით, როგორ მივიდა ყულევის ნავსადგური სანქციების რისკამდე და თქვენი დაკვირვებით, ამას რამე ობიექტური მტკიცებულება თუ უძღოდა წინ?

იმაზე მეტი ინფორმაცია და მტკიცებულება, რაც მედიაში ვრცელდება, არც სხვამ იცის. რაც შეეხება თვითონ პროცედურას და მტკიცებულებების საკითხს, მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირი საკმაოდ ბიუროკრატიული ორგანიზაციაა. მინიმალურია ალბათობა, რომ კარგი გამოძიებისა და შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე მოხდეს გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, სახელობითად რომელი ობიექტი ან სუბიექტი შეიძლება მოხვდეს სანქციების ქვეშ.

ევროკავშირის ბუნებიდან გამომდინარე, თითქმის წარმოუდგენელია, რომ ეს არ ყოფილიყო ხანგრძლივი დაკვირვების შედეგი.

ასევე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჯერ არ ვიცით, ნამდვილად მოხვდება თუ არა ყულევის ნავსადგური სანქციების ქვეშ, მაგრამ თუ დადასტურდა, დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდება შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე.

თუმცა რა არის ეს მტკიცებულებები და კონკრეტულად რა ტიპის აქტივობაში არის ჩართული ყულევის პორტში არსებული ინფრასტრუქტურა, ეს კიდევ ცალკე საკითხია და იმედია, ამაზე უფრო მეტს გავიგებთ.

  • ახლა რას უნდა აკეთებდეს „ქართული ოცნების“ მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო იმისათვის, რომ პორტი არ დასანქცირდეს?

რთულად პასუხგასაცემი კითხვაა, რადგან ასეთ მოცემულობაში ჩვენ, როგორც ქვეყანა, აქამდე არასოდეს ვყოფილვართ. მე არც მახსენდება და დარწმუნებული ვარ, ჩემს უფროს კოლეგებსაც არ გაახსენდებათ ალბათ მსგავსი.

ნორმალურ ვითარებაში ეს ჩაითვლებოდა ერთ-ერთ კრიზისულ სიტუაციად, საიდანაც გამოსავლის ძიებაში აუცილებელი არის უწყებათაშორისი კოორდინაცია, რაც უნდა განხორციელდეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ. ეს ორგანო ჩვენ დღეს არ გვაქვს საქართველოში, იმიტომ, რომ გააუქმეს.

სახელმწიფო უწყებები რომ მოქმედებენ ისე, როგორც საჭიროა და ფუნქციონირებდნენ ისე, როგორც საჭიროა, სანქცირების რისკი არ დადგებოდა. დარწმუნებული ვარ ყულევის ინტერესი არავის არ ჰქონდა ასე კონკრეტულად. სწორედ ესაა – თუ სახელმწიფო უწყებები მუშაობენ სწორად, კოორდინირებულად, გამართულად, ასეთი რაღაც არ ხდება.

მე რომ ვიყო სტრატეგიული გადაწყვეტილების მიმღები პროცესის ნაწილი სახელმწიფო სტრუქტურაში, ვიცოდე, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ და უცებ დაფიქსირდა ასეთი ლაფსუსი, ჩავთვლიდი, რომ ეს არის კრიზისი, კრიზისული სიტუაცია და ვირეაგირებდი შესაბამისად. სამწუხაროდ, ასეთი მოლოდინი, ამ ეტაპზე, სახელმწიფო უწყებების მიმართ არ მაქვს.

  • თუ დავუშვებთ, რომ ევროკავშირის სანქციებში მოექცევა ყულევის ტერმინალი, ეს სანქციები როგორ მოახდენს გავლენას შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაზე? რა შეიცვლება NATO-ს წევრ ქვეყნებთან, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ან კრიზისის მართვის ოპერაციების კუთხით?

რაც შეეხება წმინდად უსაფრთხოების თემას, სამწუხაროდ, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად თანამშრომლობითი მექანიზმები ნულოვან ნიშნულამდეა დასული შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. თუ არ ჩავთვლით იქ რაღაც კონკრეტულ ინიციატივებს, რაც იყო ანტისანაღმო გაერთიანებასთან დაკავშირებით. ეს ნაკლებად ეხებოდა ხოლმე ქართულ მხარეს. ვგულისხმობ – ომის მიმდინარეობის დროს.

ამაში ჩართული იყვნენ ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი, უკრაინა, ნაწილობრივ – საქართველო, მაგრამ შემდგომ უკვე – აღარ, პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე.

მეტად საინტერესოა თავად ევროკავშირის პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონის მიმართ. გასული წლის გაზაფხულზე ევროკავშირმა მიიღო შავი ზღვის სტრატეგია, რომელიც იყო უპრეცედენტო დოკუმენტი, იმიტომ, რომ თუ არ ჩავთვლით ამერიკის შეერთებულ შტატებს, არც ერთ სხვა დასავლურ ორგანიზაციას არა აქვს შავი ზღვის სტრატეგია.

ეს სტრატეგია გულისხმობდა მაქსიმალურ ეკონომიკურ ჩართულობას, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ასევე მის პარტნიორ ქვეყნებს შორის.

ამ სტრატეგიაში იყო დათქმა, რომ ის თანამშრომლობა და სარგებელი, რომელიც შეიძლება ამ პროექტებმა მოიტანოს, საქართველოს შეეხება მაშინ, როდესაც ის დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას.

ახლა წარმოიდგინეთ პორტი, რომელიც მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე, რომ მოხვდეს ევროკავშირის სანქციების ქვეშ, რამდენად ჩამოშორდება საქართველო დასავლურ ორბიტას და დასავლურ ხედვას რეგიონის მიმართ.

რას ნიშნავს პრაქტიკულ დონეზე სანქცირებული პორტი? ეს ნიშნავს რომ ევროკავშირი ამ პორტს ვერ იყენებს, ვერ ოპერირებს. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირს განსაკუთრებული ჩართულობა არ ჰქონია საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენ წლების განმავლობაში ვცდილობდით, დასავლეთის სახელმწიფოებს, ნატოს, ამერიკას გაეზარდა ჩართულობა შავ ზღვაში, უფრო მეტი ყურადღება მიექცია შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის.

ახლა გამოდის, რომ ფაქტობრივად დასავლეთის სახელმწიფოებს აიძულებ თავი აარიდოს შენი საზღვაო, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გამოყენებას.

რუკას რომ დახედო – გაქვს ოკუპირებული პორტი [ოჩამჩირე], ყულევი რომ დასანქცირდეს, გექნება სანქცირებული პორტი. ეს ყველაფერი როგორ აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე? ბათუმის პორტიდან ყულევის პორტამდე 90-100 კილომეტრია. ფოთიდან ყულევამდე – დაახლოებით 30 კმ საზღვაო გზით. მეეჭვება რომელიმე ინვესტორმა ან ეკონომიკური ინტერესების მქონე ქვეყანამ, სუბიექტმა, ორგანიზაციამ დაინტერესება გამოთქვას ბათუმში ან ფოთში რაიმე ტიპის მომსახურების მიღებაზე იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას ექნება დასანქცირებული პორტი ყულევის სახით.

საქართველოს არა აქვს ამის ფუფუნება. ჩვენ გვაქვს ლიმიტირებული შესაძლებლობები და ამ ლიმიტირებულ შესაძლებლობებში მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ, რასაც, სამწუხაროდ, ახლა არ ვაკეთებთ.

ამავე თემაზე: 

რა ხდება ახლა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში – ნავთობი რუსული კვალით

„სუს-ის მშრალი ინფორმაცია ბევრ კითხვას აჩენს“ – ინტერვიუ მდინარაძის აშშ-ში ვიზიტზე

„საუბარი აუცილებლად იქნებოდა მდინარაძის ანტიამერიკულ რიტორიკაზე, არა მხოლოდ პარლამენტის ტრიბუნიდან, არამედ უკვე სუს-ის უფროსის თანამდებობიდან და არანაირი საუბარი ამ შემთხვევაში რაღაც სტრატეგიული პარტნიორობის განახლებაზე არ შედგებოდა.

უსაფრთხოების საკითხებზე იქნებოდა მსჯელობა, მით უფრო იმ ფონზე, რაც ირან-ამერიკას შორის მოლაპარაკებების კუთხით ხდება ომანში და იმ სამხედრო ტექნიკის მოძრაობის კუთხით შეერთებული შტატების მხრიდან, რაც ირანის კრიზისიდან გამომდინარეობს,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია. მას „ოცნების“ სუსის უფროსის, მამუკა მდინარაძის აშშ-ში ვიზიტზე ვესაუბრეთ – რა იცვლება საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებში, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა აშშ-მ თავისი ინტერესები სამხრეთ კავკასიაში მკაფიოდ გამოხატა?

„ის, რომ ამერიკას ხელი აქვს საქართველოზე ჩაქნეული, ამას არ ვეთანხმები – ამერიკა კიდევ უფრო მძლავრად შემოვიდა რეგიონში და რუსეთის გავლენები ისევე, როგორც ირანის გავლენები, შეასუსტა.

ივანიშვილი აკვირდება, რას იზამს ამერიკა ერთის მხრივ რეგიონში, რა მოხდება უკრაინაში და აქედან გამომდინარე იმოქმედებს.

„ოცნებას“ მოლოდინი აქვს, რომ რახან საქართველო რუკაზე შუა დერეფნის კუთხით მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, გეოგრაფიის გამო მიიღებენ ისეთად, როგორიც არიან. ეს ასე რომ არ ხდება, ამაში კიდევ უფრო მეტად დარწმუნდება ივანიშვილი ახლო მომავალში. მან უნდა გააკეთოს ის, რაც უთხრეს ამერიკიდან და შეცვალოს ის, რაც უთხრეს, ან გაგრძელდება სტრატეგიულად უმნიშვნელო მდგომარეობა და ჩიხი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს აწყობს,“ – მიიჩნევს თეონა აქუბარდია.

„ბათუმელებმა“ თეონა აქუბარდიასთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი პარლამენტის ყოფილი წევრი და უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილეა.

  • ქალბატონო თეონა, სუს-ის ინფორმაციით, მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო, კოლეგებმა მიიწვიესო. დამაჯერებელია სუს-ის ეს განცხადება, რომ „შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა“? 

დამაჯერებელი არის ის, რომ უსაფრთხოების საკითხებს შეეხებოდა მისი ვიზიტი, თუმცა აქ არის მთავარი პრობლემა: ჩვენ გვახსოვს მამუკა მდინარაძის სუს-ის სავარძლიდან გაკეთებული ანტიამერიკული განცხადება, რასაც მოჰყვა ელჩის – ტალიაშვილის დაბარება სახელმწიფო დეპარტამენტში. ამას უარყოფდა თავიდან ირაკლი კობახიძე, მაგრამ შემდგომ შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რის გამოც დაიბარეს ტალიაშვილი, რომ დაგმეს მამუკა მდინარაძის განცხადება.

  • ეს შეეხებოდა მამუკა მდინარაძის ცნობილ განცხადებას? სუს-ის უფროსმა მამუკა მდინარაძემ 2025 წლის პირველ ოქტომბერს განაცხადა, რომ „გაშიფრეს“ სხვადასხვა არხი, რომლითაც საქართველოში რევოლუციური მიზნები ფინანსდება, მაგალითად, ტაილანდიდან ერთ-ერთი დიდი საელჩოს „ანტიჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში და სინამდვილეში, დაახლოებით 95-98%-ის შემთხვევაში ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალებს, რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს, დადგმებს“.

კი ბატონო. სახელმწიფო დეპარტამენტს შესაბამისი რეაგირება უნდა გაეკეთებინა სუს-ის უფროსის ამ განცხადებაზე.

ჩვენ გვახსოვს გრიგოლ ლილუაშვილის საიდუმლო ვიზიტი, მათ შორის, შეერთებულ შტატებში, ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდში, 2024 წელს. მაშინ გახარიამ განაცხადა, რომ ის იყო ივანიშვილის შიკრიკი და ურთიერთობების დალაგების მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ეს ყველაფერი წარმატებით არ დამთავრდა.

მეორეს მხრივ, არის სუს-ის ვებგვერდზე ინფორმაცია გომელაურის, რომელიც იმ დროს სუს-ის უფროსი იყო, შეერთებულ შტატებში ვიზიტზე, როცა ის ემზადებოდა ამ შეხვედრისთვის: ვის უნდა შეხვედროდა, რა შეხვედრა იმართებოდა, ამ შეხვედრის დეტალები. თუ მდინარაძე მიდიოდა შეერთებულ შტატებში, ეს წინასწარ შეეძლო ეთქვა, ისევე, როგორც გომელაურმა თქვა 2017 წელს. ეს არ მომხდარა.

თეონა აქუბარდია

ბუნებრივია, უსაფრთხოების საკითხებზე იქნებოდა მსჯელობა, მით უფრო იმ ფონზე, რაც ირან-ამერიკას შორის მოლაპარაკებების კუთხით ხდება ომანში და იმ სამხედრო ტექნიკის მოძრაობის კუთხით შეერთებული შტატების მხრიდან, რაც ირანის კრიზისიდან გამომდინარეობს.

თუ გავიხსენებთ ლაშა დარსალიას [„ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე] ვიზიტს შეერთებულ შტატებში, რაც ასევე სახელმწიფო დეპარტამენტისგან გავიგეთ და არა მაკა ბოჭორიშვილის კანტორიდან, იქაც საუბარი ეხებოდა ჩვენს რეგიონში არსებულ ვითარებას. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, აშშ-ში იქნებოდა საუბარი, მათ შორის, უსაფრთხოების საკითხებზე, მით უფრო, თუ გავიხსენებთ იმას, რომ სუს-ში გაერთიანდა დაზვერვის სამსახურის ფუნქციები. დაზვერვის სამსახურს აქტიური თანამშრომლობა ჰქონდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან წარსულში.

ვფიქრობ, რომ საუბარი აუცილებლად იქნებოდა მდინარაძის ანტიამერიკულ რიტორიკაზე, არა მხოლოდ პარლამენტის ტრიბუნიდან, არამედ უკვე სუს-ის უფროსის თანამდებობიდან და არანაირი საუბარი ამ შემთხვევაში სტრატეგიული პარტნიორობის განახლებაზე არ შედგებოდა.

  • ანტიამერიკული განცხადებები ჰქონდათ „ოცნების“ სხვა ლიდერებსაც. რატომ შეიძლება გამხდარიყო მამუკა მდინარაძის განცხადება აშშ-თვის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი? 

იმიტომ, რომ მდინარაძეს აქვს განსაკუთრებული თანამდებობა სუს-ის უფროსის სახელით. სუსი ყოველთვის იყო აქტიურ თანამშრომლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან, იქნებოდა ეს კონტრტერორიზმის საკითხები, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული უსაფრთხოების კუთხით, ერთობლივი სწავლებები მიმდინარეობდა სუს-ში, მათ შორის, ამერიკული მხარის ჩართულობით ამ მიმართულებით.

უკვე ტრადიციად იყო ჩამოყალიბებული შეერთებული შტატების თანამშრომლობა სუს-თან, რაც ბოლო პერიოდში აღარ შეინიშნებოდა – მას შემდეგ, რაც მდინარაძე დაინიშნა.

ვფიქრობ, რომ მდინარაძეს მოუწევდა ბოდიშის მოხდა მისი განცხადების გამო, რაც ტყუილი ინფორმაცია იყო და არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

დარწმუნებული ვარ, იქნებოდა საუბარი შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე რეგიონში, მათ შორის, ირანის საკითხზე. შეერთებული შტატები აცხადებს მესამე ქვეყნებისთვის სანქციების დაწესებაზე. ის, რომ ჩვენ ირანთან ვაჭრობა გვაქვს, ასევე, საკმაოდ კეთილმეზობლური ურთიერთობები ირაკლი კობახიძეს ირანის რეჟიმთან, ესეც სიახლეს არ წარმოადგენს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ საკითხებზე იქნებოდა საუბარი.

ამერიკა კიდევ უფრო აქტიურად შემოდის რეგიონში: სომხეთ-აზერბაიჯანთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობით და დიდი ინვესტიციებით, რომელიც ჩვენ ვნახეთ ჯეი დი ვენსის ვიზიტიდან გამომდინარე ერევანსა და ბაქოში.

  • რა იცვლება სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ინტერესის გააქტიურებით, სად არის საქართველოს ადგილი?

ამერიკას მოაქვს გრძელვადიანი მშვიდობა რეგიონში, იმ რეგიონში, სადაც რუსეთის აქტიური ჩარევით კონფლიქტები იყო და რომლის მოგვარებაც რუსეთის ჩარევით არ ხდებოდა.

სახელწოდება TRIPP ამას მოწმობს, რომ რუსეთს არანაირი ადგილი და როლი არ აქვს ახალ დერეფანში. იკვეთება ამერიკის გაძლიერებული ინტერესები ჩვენს რეგიონში. ეს არის განაცხადი, რომ ამ რეგიონში რუსეთის გავლენების ფეხის ამოსაძირკვად არის ეს ყველაფერი.

თუ აქამდე საქართველო იყო რეგიონში ამერიკის დასაყრდენი ძალა და დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ საქართველოს, ეს ამ შემთხვევაში გადავიდა სომხეთ-აზერბაიჯანზე. დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს სტრატეგიული პარტნიორობა აღარ გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ივანიშვილის „დამსახურებით“ და არანაირი მაღალი დონის კონტაქტები, საქართველოს მიმართ კვლავ იქნება შეერთებული შტატების გარკვეულწილად ინტერესი, აი, ამ ახალი ინიციატივებიდან გამომდინარე.

შუა დერეფნის პროექტში საქართველო რუკაზე არის. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს არის შესაძლებლობის ხელიდან გაშვება – გეოპოლიტიკური როლის და ფუნქციის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს.

ლუქსემბურგში ევროკავშირის ინიციატივით გაიმართა მოლაპარაკებები შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით, შემდეგ უკვე ტაშკენტში კონკრეტულად შუა დერეფნის განვითარებაში ინვესტიციებს განიხილავდნენ – აქაც იყო სომხეთი და აზერბაიჯანი, როგორც სატრანზიტო ქვეყნები, მაგრამ არ იყო საქართველო მიწვეული.

ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ თავისთავად გეოგრაფია არაფერს არ იძლევა, თუ არ იქნება შესაძლებლობა გამოყენებული.

ამ შესაძლებლობას სჭირდება სანდოობა, სჭირდება შესაბამისი ინსტიტუტები. არა – რიტორიკა, რომელიც დასავლეთის წინააღმდეგ არის ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან გამოყენებული, არამედ პარტნიორობაზე დაფუძნებული ურთიერთობები, რის ადგილიც აღარ არის ივანიშვილის პირობებში საქართველოში.

  • მდინარაძის ვიზიტი აშშ-ში, ფიქრობთ, რომ არ უკავშირდება ურთიერთობების გადახედვას? ყაველაშვილი ამბობდა, ვენსისგან ურთიერთობების გადატვირთვის დაპირება მივიღეო. 

ეს ჩვეულებრივი ტყუილია. ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ივანიშვილის რეჟიმს აქვს და ჰქონდა. გაგახსენებთ ელჩი დეგნანის განაცხადს, რომ სამი წინაპირობა იყო რუბიოს მხრიდან წამოყენებული იმისთვის, რომ ურთიერთობები განახლებულიყო. ერთ-ერთი ამ სამ პირობას შორის და უპირველესი იყო ანტიამერიკული პროპაგანდის შეწყვეტა, რაც მდინარაძემ არ გააკეთა და ივანიშვილის უარი ელჩთან შეხვედრაზე რუბიოს გზავნილების მოსასმენად.

ამიტომაც, ამერიკას თავისი წინაპირობები აქვს უკვე დაყენებული ივანიშვილის რეჟიმთან: როგორ უნდა მოიქცეს იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები განახლდეს.

  • ივანიშვილის „ოცნების“ წევრები გამოირჩევიან ანტიევროპული რიტორიკით, ანტიამერიკულით – ნაკლებად. ეს რატომ ხდება, თქვენი აზრით?

იცით რა არის? შეიძლება მამუკა მდინარაძე აღარ აბრალებს რევოლუციის მოწყობას შეერთებულ შტატებს, მაგრამ მეორეს მხრივ არსებობს ზაზა შათირიშვილი, რომელიც არის ივანიშვილის კარის ფილოსოფოსი. ის არათუ ამერიკას აბრალებს „დიფ სთეითობას”, არამედ უშუალოდ თავად პრეზიდენტ ტრამპსაც და ამბობს, რომ მშვიდობის კი არა, ომის კაცია.

მე ვერ ვხედავ, რომ ანტიამერიკულმა გზავნილებმა იკლო, შათირიშვილის, აი, ამ ცნობილი წერილების შემდგომ – მით უმეტეს.

  • შათირიშვილის ბოლო წერილით ჩანს, რომ ივანიშვილს აღარ აქვს ტრამპთან ურთიერთობების რაიმე ფორმით დალაგების იმედი?

დიახ. ყულევის ტერმინალის სანქცირების საკითხი ევროკავშირის მხრიდან და ირანთან დაკავშირებით შეერთებული შტატების განცხადება მესამე ქვეყნების სანქციებზე, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო აძლიერებს წნეხს, რომელიც არის ივანიშვილის რეჟიმზე…

სულაც არ არის სასარგებლო ვითარება ივანიშვილისთვის, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ირანთან მიმართებაში მიმდინარეობს მოლაპარაკება, საქართველო არის შეერთებული შტატებისთვის ინტერესის ქვეყანა. მე გაგახსენებთ ორი სამხედრო თვითმფრინავის დაჯდომის პრეცედენტს საქართველოში და იმას, რომ აზერბაიჯანი ამ შესაძლებლობაზე უარს ამბობს გამომდინარე მისი ინტერესებიდან. ბუნებრივია, სიტუაციურად, დაბალ დონეზე გარკვეული საუბრები მიმდინარეობს, რაც გასაგები და აბსოლუტურად ახსნადია.

  • ამიტომაც, საინტერესოა, როგორ ხედავს აშშ საქართველოს, თქვენი აზრით? რა შეიმჩნევა აშშ-ს პოზიციონირებით ჩვენს რეგიონში? 

ის, რომ ამერიკას ხელი აქვს საქართველოზე ჩაქნეული, ამას არ ვეთანხმები – ამერიკა კიდევ უფრო მძლავრად შემოვიდა რეგიონში და რუსეთის გავლენები ისევე, როგორც ირანის გავლენები, შეასუსტა. არანაირი „სამი პლუს სამი” ფორმატი აღარ არსებობს, სადაც ირანი და რუსეთი იყო. ეს ყველაფერი დამთავრდა. არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ამერიკული და დასავლური ინვესტიციები რეგიონში, განსხვავებით საქართველოსგან.

თუ გადატვირთვაზე არის საუბარი, ბუნებრივია, ამერიკა დაინტერესებულია, რომ საქართველო დაუბრუნდეს ძველ ხაზს და ამისთვის წინაპირობები გადაცემულია მისთვის. ამიტომაც, ბურთი არის ივანიშვილის მოედანზე.

  • თქვენი აზრით, ამერიკას მოლოდინი აქვს, რომ ივანიშვილი შეასრულებს რომელიმე მოთხოვნას? 

არა, ამერიკას არ აქვს ეს მოლოდინი. ეს მოლოდინი რომ ჰქონდეს, დღეს ელჩი მაინც გვეყოლებოდა შეერთებული შტატების საქართველოში, მაგრამ ბურთი არის ივანიშვილის მოედანზე ცალსახად და ჩვენ ამის შესახებ გავიგეთ ყოფილი ელჩი დეგნანისგან, რომელმაც თქვა, თუ რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ურთიერთობები განახლდეს.

ივანიშვილმა უარი თქვა ამ გზავნილების მოსმენაზე.

  • რა გამოდის, ასე შეიძლება გაგრძელდეს: აშშ სამხრეთ კავკასიაშია და არ იმჩნევდეს საქართველოს, სადაც ამდენი რესურსი დახარჯა? 

კი, შეიძლება ასე გაგრძელდეს და უმაღლეს დონეზე არ იყოს არანაირი კონტაქტი. დაბალ დონეზე, დარწმუნებული ვარ, კომუნიკაცია მიმდინარეობს, მათ შორის ირანთან დაკავშირებით და ლაშა დარსალიას ვოიაჟიც ამას მოწმობს.

  • ჰელსინკის კომისიაში დღეს საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება განსხვავებული აზრის დევნის გამო. რა მოლოდინი გაქვთ? 2026 წლის იანვარში ჰელსინკის კომისიამ მკაცრად გააკრიტიკა „ოცნება“ – „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე უარეს კრიზისში ჩაითრიაო“. 

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად ცრუ მოლოდინებს ქმნის ივანიშვილის რეჟიმი ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვის კუთხით, ხოლო ჰელსინკის კომისიის განხილვას ფარატინა ქაღალდს უწოდებს, რა თქმა უნდა, ეს არის მისთვის ძალიან მძიმე.

ერთის მხრივ, ეს არის ორპარტიული განხილვა ამერიკის მხრიდან, მით უფრო მაშინ, როდესაც კიდევ უფრო მეტი რეპრესიები გრძელდება ოპონენტების წინააღმდეგ, ფუნდამენტური უფლებები ფეხქვეშ ითელება და აბსოლუტურად დრაკონული კანონები საბჭოთა კავშირში აბრუნებს საქართველოს.

არ ვფიქრობ, რომ ჰელსინკის კომისიის განხილვა მათთვის არ არის საინტერესო, მით უფრო, როდესაც რეგიონში ვენსი იყო ჩამოსული, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს გვერდი აუარა.

ამას ექნება მძიმე შედეგები რეჟიმისთვის, თუმცა საქართველოსთვისაც აქვს მძიმე შედეგები, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში – ქვეყანა ძალიან ბევრ შესაძლებლობას უშვებს ხელიდან, მათ შორის, შუა დერეფნის პოტენციალის გამოყენებას მაშინ, როდესაც საჭირო ინფრასტრუქტურა საქართველოს არც კი მოუმზადებია, იქნება ეს ანაკლიის პორტი, რომელიც არასდროს არ ააშენა ივანიშვილის რეჟიმმა, თუ სხვა ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, რისი ვალდებულებაც ჰქონდათ.

  • ამ შესაძლებლობების გამოუყენებლობა და იზოლაცია რატომ აწყობს ივანიშვილს? თქვენი აზრით, ივანიშვილს სჯერა, რომ რუსეთი, რომელიც დღითიდღე სუსტდება, მხარს დაუჭერს ავტორიტარული რეჟიმის შენარჩუნებაში? 

თუ ვლაპარაკობთ ანაკლიის პორტზე, გვითხრეს ჩვენ, რომ ჩინეთის სახელმწიფო კომპანიასთან კონტრაქტი ფორმდებოდა, შემდეგ შევიტყვეთ, რომ ამ ჩინური კომპანიის შვილობილი კომპანია იყო დასანქცირებული ამერიკის მხრიდან. შემდგომ ვიგებთ მარიამ ქვრივიშვილისგან, რომ ჯერჯერობით არ არის დასრულებული შეთანხმება ჩინეთთან. ეს აჩენს გარკვეულ ვარაუდებს, რომ შეერთებული შტატების პოზიციიდან გამომდინარე ეს ყველაფერი გაჩერებულია.

ვფიქრობ, ივანიშვილი აკვირდება, რას იზამს ამერიკა ერთის მხრივ რეგიონში, რა მოხდება უკრაინაში და აქედან გამომდინარე იმოქმედებს. „ოცნებას“ მოლოდინი აქვს, რომ გეოგრაფიულად რახან საქართველო რუკაზე შუა დერეფნის კუთხით მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, გეოგრაფიის გამო მიიღებენ ისეთებად, როგორებიც არიან. ეს ასე რომ არ ხდება, ამაში კიდევ უფრო მეტად დარწმუნდება ივანიშვილი ახლო მომავალში.

მან უნდა გააკეთოს ის, რაც უთხრეს ამერიკიდან და შეცვალოს ის, რაც უთხრეს, ან გაგრძელდება სტრატეგიულად უმნიშვნელო მდგომარეობა და ჩიხი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს აწყობს.

  • ცვლის რამეს ივანიშვილი საგარეო პოლიტიკაში? მიუნხენის კონფერენციაში საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღებს მონაწილეობასო. 

არა, აბსოლუტურად არაფერს არ ცვლის მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის კონფერენციაზე. თუ მოწვევა იყო ირაკლი კობახიძეზე გამოგზავნილი, მაშინ ირაკლი კობახიძემ უნდა გასცეს პასუხი, რატომ არ მიდის მიუნხენის კონფერენციაზე, მით უფრო მაშინ, როდესაც 50 ქვეყნის მეთაური ესწრება ღონისძიებას და მას ექნებოდა პლატფორმა, იქიდან რაღაც წამოეღო.

კობახიძემ იცის, რომ ის არის კაცი, რომელსაც ხელს არავინ ართმევს და არავინ არ ელაპარაკება. ამიტომაც, არ მიდის იქ და აგზავნის მაკა ბოჭორიშვილს, სურათი რომ გადაიღოს და შემდგომ გაყიდოს, რომ რაღაც პატარა მიღწევა აქვს.

მით უფრო, ასეთი გეოპოლიტიკური ცვლილებებია. ის აბსოლუტური მონოპოლია, რომელიც საქართველოს ჰქონდა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტიდან გამომდინარე, დღეს რადიკალურად შეიცვალა, აშშ-მა მშვიდობა მოიტანა რეგიონში, რუსეთს მოუწია გასვლა სომხეთ-აზერბაიჯანიდან… ირაკლი კობახიძეს არაფრის რესურსი არ აქვს, ის არის კაცი, რომლის გუნდისთან ერთად საქართველოს აქვს მხოლოდ და მხოლოდ მარცხი საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების ასპარეზზე. მე ამით ვხსნი, რომ ის იქ ვერ მიდის და არ მიდის.

ირაკლი კობახიძე ორი წელია თავის თავს უწოდებს პრემიერს. ჯერ კიდევ 2024 წელს, როდესაც იგი პრემიერად დანიშნა ივანიშვილმა, არც მაშინ არ წასულა უსაფრთხოების კონფერენციაზე, იქ იყო სალომე ზურაბიშვილი. შარშან, ბუნებრივია, იმ სისხლიანი დარბევების შემდგომ, რომელიც მათ მოაწყვეს საქართველოში, თავი რომ დავანებოთ ქიმიური მოწამვლის ამბავს, ისინი იქ უბრალოდ ვერ გამოჩნდებოდნენ და წელს მაკა ბოჭორიშვილის ხელის ჩამორთმევის ფოტოთი აპირებს გაყიდოს რაღაც ილუზია.

  • მამუკა მდინარაძემ რატომ არ გამოაქვეყნა, თქვენი აზრით, აშშ-ში ვიზიტის ამსახველი ფოტო? 

გამომდინარე უსაფრთხოების საკითხებიდან, შესაძლებელია ფოტო არ ყოფილიყო, მაგრამ იგივე სუსის სტანდარტით, მაგალითად, გომელაურის შემთხვევაში, მან წინასწარ დააანონსა ვიზიტი, მათ შორის, ის, თუ ვის ხვდებოდა, რა თანამდებობის პირებს და რა საკითხებზე ისაუბრებდნენ. ამიტომაც, ეს არის მათი სტანდარტის გაუარესება.

ბევრ კითხვას აჩენს ის მშრალი ინფორმაცია, რაც სუს-მა დღეს წარმოადგინა.

მნიშვნელოვანია, რომ როცა 4 თებერვალს გასაჯაროვდა, რომ მდინარაძე იყო ამერიკაში, სუს-მა უარყო ეს ინფორმაცია და ახლა თქვეს, კი, 7-დან 10-მდე იყო და არა 4-შიო. ირაკლი კობახიძეც უარყოფდა, რომ ტალიაშვილი ამერიკაში არ დაიბარეს და მერე ამერიკამ თქვა, კი, დაბარებული იყო და რაც თქვა, ისიც საჯაროდ დადო.

  • ივანიშვილს ფსონი აქვს ისევ რუსეთის მოგებაზე? 

რა თქმა უნდა. ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ვითომ საწარმო, რომელიც არ აშენებულა, სწორედ ამას მოწმობს, რომ რუსული სანქცირებული ნავთობის შემოტანით გამდიდრება არის ერთი ამოცანა. მეორეა: რუსეთის ომის გაძლიერება და დახმარება უკრაინის წინააღმდეგ.

როცა ოკუპანტ სახელმწიფოს ეხმარები შენი სტრატეგიული პარტნიორის წინააღმდეგ, ეს, რა თქმა უნდა, რუსეთის მხარეს თამაშს ნიშნავს და შენი ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მოქმედებას. აქ სხვა მარტივ ჭეშმარიტების არანაირი შანსი არ არსებობს. ყველას გაგახსენებთ, რატომ არის ივანიშვილი სანქცირებული ამერიკის მხრიდან – რუსეთის სასარგებლო ქმედებების გამო.

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე

მთავარია გჯეროდეს საკუთარი ძალების, მიზნების და იმისა, რომ ცნება „შეუძლებელი“ მხოლოდ დროებითი საზღვარია. სწორედ ამ რწმენამ, სხვადასხვა ეპოქაში, სამი ქართველი ქალის ისტორია უშბის მწვერვალზე ერთი იდეით გააერთიანა – ქალებს შეუძლიათ მწვერვალების დაპყრობა, მაშინაც კი, როცა გზა რთული, გარემო კი სტერეოტიპებით სავსეა.

11 თებერვალს, ლეგენდარული ქართველი მთამსვლელი ქალის და ქართული ალპინიზმის ფუძემდებლის, ალექსანდრა ჯაფარიძის დაბადების დღეა. ამ თარიღის ირგვლივ თიბისიმ, სიმბოლურად, სხვადასხვა ეპოქის სამი ქალის – ალექსანდრა ჯაფარიძის, მარიამ გელაშვილისა და მაია სიჭინავას ისტორიები გააერთიანა. მათ შეუპოვრობით, მიზნისა და საკუთარი თავის დაჯერებით შეუძლებელი შეძლეს და უშბის მწვერვალებზე ავიდნენ.

1934 წელს ალექსანდრა ჯაფარიძემ ისტორია დაწერა – ეს გახდა მსოფლიო მასშტაბის მოვლენა, კარი ახალი თაობისთვის ქართული ალპინიზმის მომავალში, რადგან ალექსანდრა იყო პირველი ქალი, ვინც უშბის მწვერვალზე შედგა ფეხი.

„გინდა აჯობო ამ კლდეებს, აჯობო შენს თავსაც. მაშინ თითქოს სხვად იქცევი, და უფრო კარგი ხარ, უფრო ძლიერი“ – აღნიშნავდა ალექსანდრა ჯაფარიძე.

ალექსანდრა ჯაფარიძის დაწყებული გზა, 90 წლის შემდეგ, 2024 წელს ალპინისტებმა მარიამ გელაშვილმა და მაია სიჭინავამ განაგრძეს – პირველი ქართველი ქალები, რომლებმაც უშბის ჩრდილოეთ მწვერვალს დამოუკიდებლად მიაღწიეს. თიბისის ახალი ვიდეორგოლში  მარიამი და მაია, ალექსანდრას მუდმივი შთაგონებით, მოგვითხრობენ:

„უშბაზე ასვლა საკუთარ თავზე გამარჯვებას ჰგავს. არც ზედმეტი სითამამე უყვარს, არც მარტივად გიღებს, თუმცა თუ მიგიღო – სამუდამოდ მისი ერთგული რჩები“ – მაია სიჭინავა.

„უშბამ ბევრი დაბრკოლება დაგვახვედრა გზად, მაგრამ თან ყველაზე მნიშვნელოვანი – მიზნისკენ ჯიუტად სვლა გვასწავლა. ის, რისიც ცხოვრებაში ასე ძალიან გჯერა, რისკენაც ასე შეუპოვრად მიდიხარ, შეუძლებელია არ გამოგივიდეს. ამ გზაზე, ხან საკუთარი თავის უნდა დაიჯერო და წინ იარო, ხანდახან კი, უნდა გაჩერდე კიდეც, იმიტომ რომ, ზოგჯერ, მწვერვალი სწორედ მაშინ გამოჩნდება, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდები“ – მარიამ გელაშვილი.

ალექსანდრა ჯაფარიძის, მაია სიჭინავას და მარიამ გელაშვილის მიღწევები მაგალითია იმისა, თუ როგორ გარდაიქმნება რწმენა რეალურ ძალად, რომელიც მიუღწეველი მწვერვალების დაპყრობასაც კი შესაძლებელს ხდის.

ქალებისა და გოგოების გაძლიერება, საკუთარი მიზნებისკენ სვლის მხარდაჭერა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა თიბისისთვის ათწლეულებია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თიბისი თანმიმდევრულად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ქალებს აძლევს შესაძლებლობას, ირწმუნონ საკუთარი მიზნების, შესაძლებლობები და თამამად გადადგან ნაბიჯი წინ – სპორტში, ტექნოლოგიებში, განათლებასა თუ მეწარმეობაში.

ოზურგეთში ხორცის ორ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა – სააგენტო

სურსათის უვნებლობის სააგენტოს ცნობით, ოზურგეთში ორი ობიექტი გამოავლინეს, სადაც ხორცსა და ხორცპროდუქტებს კუსტარულად აწარმოებდნენ.

საუბარია არალეგალურ საწარმოებზე.

„ფიზიკური პირი ა. კ. (თაყაიშვილის N1) კუსტარულად მოწყობილ ობიექტზე, სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით აწარმოებდა ხორცს.

ხოლო ინდმეწარმე ზ. ა. (გურიის ქ. N35) ვეტერინარული ზედამხედველობისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა თვითნებურად მოწყობილ სასაკლაოში“ – წერს სურსათის უვნებლობის სააგენტო.

უწყების ცნობით,  ორივე ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, დაილუქა საეჭვო წარმომავლობის 135 კგ-ზე მეტი გოჭისა და ფრინველის ხორცი და გულ-ღვიძლი.

ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინონ სურსათი, განსაკუთრებით ხორცი და ხორცპროდუქტები, არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში და ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.

ბათუმის თოჯინების თეატრს ახალი დირექტორი ჰყავს

ბათუმის თოჯინების თეატრს რეჟისორი სალომე ჯიჯავაძე უხელმძღვანელებს.

ახალი დირექტორი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში დღეს, 11 თებერვალს წარადგინეს.

ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, სალომე  ჯიჯავაძეს დამთავრებული აქვს თბილისი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დრამის რეჟისურის სპეციალობით.

მისი რეჟისორობით დადგმულია სპექტაკლები ბათუმის დრამატულ და თოჯინების თეატრებში.

ბათუმის თოჯინების თეატრის დირექტორის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც თეატრის ხელმძღვანელი ირაკლი კიკვაძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად დანიშნეს.

 

 

ბათუმში ჯერ არ დაწყებულა ხიდის მშენებლობა, რომელიც უკვე უნდა გახსნილიყო

ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში, მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა 2026 წლის 16 თებერვლამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები არ დაწყებულა.

ამ მონაკვეთზე მოძრაობა უკვე 9 თვეა შეზღუდულია.

ხიდის მოწყობაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2 294 911 ლარის ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებული შპს Construction Serviceთან 2025 წლის 22 ოქტომბერს გააფორმა.

ტენდერი 2 553 386 ლარით იყო გამოცხადებული და მასში ხუთი კომპანია მონაწილეობდა.

გადაკეტილი ხიდი გოროდოკში / ფოტო: 8.02.2026

შპს Construction Service-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველო „უფლებას იტოვებს პროექტის ვადების მართვის მიზნით გაუგზავნოს მიმწოდებელს წერილობითი ფორმით დავალება, რომელიც უნდა შეიცავდეს სამუშაოების დაწყების და დასრულების კონკრეტულ ვადებს“.

„ბათუმელები“ ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ არ დაიწყო ხიდის მოწყობის სამუშაოები, როდის იგეგმება დაწყება და რა ვადაში დასრულდება პროექტი.

სამმართველოდან მიღებული პასუხის მიხედვით, სამუშაოების ვერდაწყების მიზეზი ხიდის ორივე მხარეს გამავალი გაზსადენი მილებია, რომელთა გადატანაც აუცილებელია. უწყებაში ზუსტ თარიღებს, როდის დაიწყება და დასრულდება ხიდის მშენებლობა, ამ ეტაპზე ვერ ასახელებენ.

„ხიდის მოწყობის სამუშაოების დაწყება შეფერხდა, ვინაიდან ხიდის ორივე მხარეს გადის გაზსადენი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალმთიანი აჭარისა და ქალაქის ნაწილის ბუნებრივი აირით მომარაგებას. აღნიშნული მილსადენის გადატანა ზამთრის სეზონის გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია.

„სოკარ ჯორჯია გაზიდან“ მიღებული ოფიციალური წერილის თანახმად, მილსადენის გადატანის სამუშაოები გაზაფხულის სეზონზე დაიგეგმება. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება ხიდის სამშენებლო პროცესის დაწყება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტის დასრულების ვადა შესაბამისად გადაიწევს,“ – მოგვწერეს ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოდან დღეს, 2026 წლის 11 თებერვალს.

გოროდოკის დასახლებაში ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ბათუმის მერიამ 2025 წლის მაისში აკრძალა. იმ პერიოდში ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შეზღუდვა მინიმუმ სამი თვით, იმავე წლის სექტემბრამდე გაგრძელდებოდა.

თუმცა ხიდის მოწყობაზე ტენდერი სამმართველომ მხოლოდ 2025 წლის 12 სექტემბერს გამოაცხადა. წინადადებების მიღება კი 3 ოქტომბრამდე გაგრძელდა.

ამგვარად, 2025 წლის მაისიდან ოქტომბრამდე ხიდზე მოძრაობა შეზღუდული იყო, თანხა გამოყოფილი და ტენდერიც გამოცხადებული, მაგრამ გაზსადენი მილების გადატანის სამუშაოები დღემდე არც დაწყებულა და არც დაგეგმილა.

ხიდის ჩაკეტვამდე მერიამ მდინარე ბარცხანის ნაპირსამაგრი სამუშაოებიც დაიწყო, თუმცა მაშინ ხიდის მდგრადობაზე საჯაროდ არავის უსაუბრია. როგორც ნაპირსამაგრი სამუშაოების, ისე, მოგვიანებით ახალი ხიდის მოწყობის პროექტი, მერიის სამმართველომ ერთსა და იმავე კომპანიას შეუკვეთა.

მდინარე ბარცხანას ნაპირგამაგრება – ავარიული ხიდის მიმდებარედ გოროდოკის დასახლებაში / ფოტო: 8.02.2026

ამ პროექტის მიხედვით „გათვალისწინებულია ახალი რკინაბეტონის ხიდის მოწყობა… გაბარიტებია 8 მეტრი – სამანქანო ზოლი, 1.5 მეტრი – საფეხმავლო ზოლი ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს – 0,5 მეტრი. ხიდის სიგანე შეადგენს 11.2 მეტრს. ხიდის მთლიანი სიგრძე კი – 26,1 მეტრს“.

პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ „მშენებლობის შეუფერხებლად წარმოების მიზნით პროექტით გათვალისწინებულია კალაპოტის ფორმირება წყლის მიმართულების შესაცვლელად და გრუნტის ჯებირის მოწყობა, რომელიც საბოლოოდ უნდა დაიშალოს და ამოღებული გრუნტი გაიზიდოს ნაყარში“.

ამ თემაზე:

სად შეიზღუდა მუნიციპალური ავტობუსის მოძრაობა ბათუმში ხიდის დაზიანების გამო

 

ომიდან დაბრუნებული მამა 3 შვილთან ერთად დაიღუპა რუსეთის თავდასხმის შედეგად – ტრაგედია ხარკოვში

უკრაინაში 11 თებერვალს, ღამით, ხარკოვის ოლქში მდებარე პატარა ქალაქ ბოჰოდუხოვში, ხუთსულიანი ოჯახის სახლზე რუსული დრონის აფეთქების შედეგად ოჯახის ოთხი წევრი დაიღუპა.

„დარტყმის შედეგად სახლი მთლიანად განადგურდა და ცეცხლში გაეხვა, ოჯახი კი ნანგრევების ქვეშ მოყვა“, – წერს ხარკოვის პროკურატურა.

უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, დაიღუპა 34 წლის კაცი და მისი სამი შვილი, ორი, 1 წლამდე ასაკის ბიჭი და 2 წლის გოგონა.

ხარკოვის პროკურატურის ცნობით, მაშველებმა ოჯახის მხოლოდ ერთი წევრის, ბავშვების დედის გადარჩენა მოახერხეს. ის 35 კვირის ორსულია. ქალს აფეთქების შედეგად მიყენებული ჭრილობა, ტვინის ტრავმული დაზიანება და თერმული დამწვრობა აღენიშნება.

უკრაინული გამოცემა „სუსპილნე“ წერს, რომ 34 წლის კაცი, ბავშვების მამა, ომიდან იყო დაბრუნებული. „მამა იბრძოდა. ის ომიდან ინვალიდი დაბრუნდა, ფეხის ნახევარი აკლდა და პროთეზი ჰქონდა“, – წერს „სუსპილნე“ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

მისი თქმით, ოჯახი ახალ სახლში დაახლოებით ერთი კვირის წინ გადავიდა საცხოვრებლად, მანამდე ისინი ხარკოვის ოლქის სხვა სოფელში ცხოვრობდნენ, რომელიც ევაკუაციის გამო იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ.

__________

ფოტო: უკრაინის ნაციონალური პოლიცია

 

ზელენსკი 24 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის შესახებ განცხადებას გეგმავს – მედია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 24 თებერვალს რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის გეგმების შესახებ განცხადებას გეგმავს – ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი წერს წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ოფიციალური კიევი არჩევნებისა და რეფერენდუმის ერთდროულად ჩატარების შესაძლებლობას განიხილავს.

2026 წლის 24 თებერვალს ზუსტად ოთხი წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ არჩევნები გადაიდო ქვეყანაში გამოცხადებული ომის გამო, უკრაინის კონსტიტუციის თანახმად.

„ფაინენშელ თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინული მედიაც ავრცელებს. „უკრაინსკა პრავდა“ ასევე წერს, რომ უკრაინაში ჩატარებული ყველა ბოლოდროინდელი გამოკითხვა აჩვენებს, რომ უკრაინელების უმრავლესობა არჩევნების წინააღმდეგია მანამ, სანამ საბრძოლო მოქმედებები არ დასრულდება.

გარდა ამისა, გამოკითხულ უკრაინელთა უმრავლესობა კატეგორიულად უარყოფს შესაძლებლობას, რომ მთელი დონბასი რუსეთის კონტროლის ქვეშ გადავიდეს აშშ-სა და ევროპისგან უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ.

ამავე დროს, გამოკითხულ უკრაინელთა უმრავლესობა – 55% – მხარს უჭერს რუსეთთან ომის დასრულების სამშვიდობო შეთანხმების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას, ხოლო 32% – ეწინააღმდეგება.

„თეატრის დირექტორმა შემომითვალა, რომ თურმე „მაღლა“ ზარი იყო შესული“ – რეჟისორი გაუქმებულ სპექტაკლზე

რეჟისორი გეგა გაგნიძე, რომლის სპექტაკლიც ბათუმის დრამატული თეატრის ადმინისტრაციამ გააუქმა, თეატრის გადაწყვეტილებას ფეისბუქზე ეხმიანება.

პოსტში, რომელიც 10 თებერვალს, გვიან საღამოს გამოქვეყნდა, გეგა გაგნიძე თეატრის დირექტორის გადაწყვეტილებას „უმეცრებას და უგუნურებას“ უწოდებს.

გეგა გაგნიძე

„დრო-ჟამი ამას გვიქადის… რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”

ბათუმის დრამატული თეატრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გამოწვეულია უმეცრებითა და უგუნურებით.

ასე ხდება მაშინ, როცა საჯარო თანამდებობაზე ხელდასხმული ადამიანი პასუხისმგებელია მის ხელდამსხმელთან და არა საზოგადოების წინაშე (იხილეთ საქართველოს უახლესი ისტორია).

ამ უგუნურ და უმეცარ გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციასთან ერთად თანაბრად პასუხისმგებელია თეატრის სამხატვრო საბჭო. მათ შორის საბჭოს ის წევრები, რომლებიც მხოლოდ საზოგადოების რეაქციის შემდეგ აღშფოთდნენ და გაემიჯნნენ თეატრის ადმინისტრაციის განცხადებას. ამას ფლიდობა ეწოდება.

ამ უგუნურების ჩადენამდე, (უკაცრავად ტავტოლოგიისთვის) ერთი დღით ადრე თეატრის დირექტორმა შემომითვალა, რომ თურმე „მაღლა“ ზარი იყო შესული და თუ სპექტაკლში პოლიტიკური ნარატივი დარჩებოდა, პრემიერა ვერ შედგებოდა.

იმ ერთ ცხოვრებას რა ვუთხარი, ჩემს შემოქმედებაში ვინმეს მაამებლად რაიმეს ვიტყვი, ან რაიმეზე დავდუმდები.

ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელობას და საბჭოს წევრებს გირჩევთ, ლაფის ჩამოსაწმენდად, სატელევიზიო საინფორმაციო ბადეებსა და თეატრის დერეფნებში მტკნარი ტყუილებისა და მოგონილი ბრალდებების საკენკად დაყრას შეეშვათ.

მე მართალი ვარ შემოქმედებით ჯგუფთან, რომელთან ერთადაც 2 თვეზე მეტი ვიშრომე!

მართალი ვარ თეატრის წინაშე.

მართალი ვარ ბათუმელებთან;

გათენებულ ღამეებთან,

საკუთარ პროფესიასთან;

საკუთარ სინდისთან და სამოქალაქო პოზიციასთან.

გულითად მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვინც უხილავი შრომისთვის გაისარჯა.

მადლობა სცენის მემანქანეებს, მკერავებს, სადადგმო ნაწილის ხელმძღვანელს, თანაშემწეს, დამლაგებლებს, დაცვის თანამშრომლებს, კოსტიუმების ჩამცმელებს, გამხმოვანებლებს, გამნათებელს, ადმინისტრატორს, კაპელდინერებს, რომელთა გაცნობაც არ დამცალდა; უნიჭიერეს მსახიობებს შესანიშნავი რეპეტიციებისთვის; ანუშკა ჩხეიძეს – არაჩვეულებრივი მუსიკისთვის; მარიამ ძმანაშვილს – საოცარი კოსტიუმებისთვის და სცენოგრაფიისთვის; ამიკოს და ზაზას – ვიდეო საოცრებებისთვის; მოზგის – აუდიორეაქციული განათებისთვის; რეზის – მხატვრული განათებისთვის; სამხატვრო საბჭოს ერთადერთ წევრს, კახა კობალაძეს, ღირსეული პოზიციისთვის!

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გამომრჩა.

მადლობას ვუხდი, მეგობრებს, კოლეგებსა და უცნობ ადამიანებს მხარდაჭერისთვის“- წერს გეგა გაგნიძე ფეისბუქზე.

ის აქვე დასძენს, რომ არსად წასვლას არ გეგმავს და საქართველოში რჩება.

„არსად წასვლად არ ვაპირებ, არც პოლიტიკური თავშესაფარი მჭირდება, არც „რეპრესირებული ხელოვანის“ სტატუსი. ვრჩები ჩემს სამშობლოში და ვაგრძელებ ჩემი საყვარელი საქმის კეთებას. იქ, სადაც „მოსალოდნელ სუბიექტურ პოლიტიკურ აქტად“ არ მომინათლავენ სცენებს სპექტაკლიდან, უხილავი სპექტაკლიდან, სათვალთვალო კამერებში ნანახი სპექტაკლიდან“ – წერს გეგა გაგნიძე.

ბათუმის დრამატული თეატრის ადმინისტრაციამ სპექტაკლის DARK WEB-ის პრემიერის ჩვენების გაუქმების შესახებ 6 თებერვალს გააკეთა განცხადება.

ადმინისტრაციის განცხადებით, სპექტაკლის გაუქმების მიზეზი პოლიტიკურია.

„თეატრის ადმინისტრაციისთვის ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი გეგა გაგნიძე თეატრის დიდ სცენაზე, სპექტაკლში გეგმავდა სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელებას“- ეწერა ოფიციალურ განცხადებაში.

აღნიშნული ფაქტი სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებმა ცენზურად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი პრეცედენტი შემაშფოთებელია.

ფოტოზე: სპექტაკლ DARK WEB-ის რეპეტიცია

________________

ამ თემაზე:

„პოლიტიკის და ხელოვნების გამიჯვნა შეუძლებელია. „ოცნება“ ცენზურას უკვე აღარ მალავს “- ინტერვიუ

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 11 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 249 380 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +820. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 661 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 24 020 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 37 148 ერთეული [+59]
  • MLRS – 1 638 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 298 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 130 711 ერთეული [+1 551]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 270 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 77 969 ერთეული [+235]
  • სპეცტექნიკა – 4 070 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 11 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 113 526 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 650 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 596 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 662 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 201 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 54 092 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინაში დედა დაიღუპა 11 წლის შვილთან ერთად

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ინციდენტი ბათუმში, თაყაიშვილის ქუჩაზე – შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

დღეს, 10 თებერვალს, საღამოს, ბათუმში, თაყაიშვილის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული.

პირველადი ინფორმაციით, კორპუსის ეზოში დაპირისპირება მოხდა.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 126-ე მუხლით – ძალადობა. დაკავებულის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილზე იმყოფებოდა გამოცემა „აჭარა თაიმსი“, რომელიც პირდაპირ ეთერში აშუქებდა პოლიციის მობილიზებას. გამოცემის წყაროების ცნობით, თაყაიშვილის ქუჩაზე იარაღიდან გაისროლეს, რის შედეგადაც დაიჭრა ადამიანი, თუმცა „ბათუმელებს“ ეს ინფორმაცია შს სამინისტროში არ დაუდასტურეს.

„ბათუმელები“ ინფორმაციას აზუსტებს.

_________________

ფოტოზე: კადრი „აჭარა თაიმსის“ პირდაპირი ჩართვიდან

“Sabotage” Case Against Eight Opposition Politicians Moves Forward – Court Report

A so-called pre-trial hearing was held in court in the case concerning the prosecution of opposition politicians, allegedly on the grounds of crimes committed against the state – “sabotage case”.

The court deemed all evidence submitted by the prosecution admissible and moved the case to the merits stage.

The case concerns the so-called “sabotage” charges, with defendants including Mikheil Saakashvili, Giorgi Vashadze, Nika Gvaramia, Nika Melia, Zurab “Girchi” Japaridze, Elene Khoshtaria, Mamuka Khazaradze, and Badri Japaridze. Melia, Khoshtaria, and Khazaradze did not attend the hearing. Khazaradze is not currently in Georgia, while Melia and Khoshtaria, according to their lawyers, refuse to take part in what they describe as a political farce.

At the pre-trial hearing, the court considers whether evidence is admissible. If the court concludes – after hearing arguments from both sides – that there are sufficient grounds, the case then proceeds to substantive hearings, where evidence is examined. This is the procedure established by law. However, in ongoing and already concluded politically motivated cases, judge ignored all arguments put forward by lawyers representing political prisoners/defendants and have fully satisfied all motions submitted by the prosecution.

During the pre-trial hearing, both the accused politicians and their lawyers protested against the prosecution because the case materials fail to clearly specify which evidence relates to which defendant. Moreover, the defense argued that the evidence presented by the prosecution is entirely irrelevant to the case. Lawyers say this severely restricts their ability to defend their clients, as it remains unclear which evidence they should challenge as inadmissible, how such motions should be substantiated, or how the judge is expected to make an informed decision.

“People are being tried for their political activities. The case file contains every interview Badri Japaridze and Mamuka Khazaradze have ever given. This is treated as part of the indictment and supposedly as elements of sabotage. Witness statements by Nana Kakabadze and Vato Shakarashvili are submitted as evidence. What exactly are their opinions evidence of? I’ll leave that as a rhetorical question. […] As evidence, the prosecution has submitted records of viewing Zelenskyy’s website and Arakhamia’s website. I cannot connect this to the case – not legally, not even logically. I don’t have that much imagination.

[…] We’ve reached the point where political statements by politicians can serve as grounds for prosecuting them for sabotage. This is not only unlawful  – it is dangerous,” said lawyer Zviad Kordzadze, who represents Mamuka Khazaradze.

Lawyer Ketevan Chomakhashvili, who represents Nika Gvaramia, requested that the entire body of case materials be ruled inadmissible. She argued that most of the materials have “no connection whatsoever to Nika Gvaramia.” As for the remaining two witness interview records – where Gvaramia’s name is merely mentioned – she said they constitute “indirect testimony, which is not direct evidence.” Accordingly, indirect testimony cannot be used as a basis for bringing charges or issuing a verdict.

Nika Gvaramia also addressed the court in two separate episodes. Below are the main points from his statements:

“This case consists of more than 40 volumes, doesn’t it? I searched and searched but couldn’t find ‘Nika Gvaramia’ — a clearly identified defendant accompanied by any informant saying, ‘Here is what Nika Gvaramia did.’

It should say: ‘This harmed the country.’ It caused this and that. This and that person committed these acts, at this time, in these circumstances, through these actions. None of that exists in the indictment. A criminal statute is cited, types of evidence are listed, and it simply says that this “proves” Nika Gvaramia’s guilt. If, instead of my name, the name Valerian Bugianishvili [the judge] were written there, nothing would change. There is nothing about me personally in the indictment – neither in the charges nor in the evidence.

At least before, I knew what I was accused of – putting my wife in a service car and refusing to go to Tsulukiani (Commisson). Here, I have no idea.

In 40 volumes, there are exactly two sentences where I’m mentioned. Two police officers – Kakha Lamazoshvili and Nika Namelashvili – say that five or six people were standing there, and one of them might have been Nika Gvaramia, talking about something, though they couldn’t hear what he was saying.

On what basis are you supposed to assess anything in such a multi-unknown equation? I haven’t even been interrogated so that I might have said something you could use. What if I deny that I was even there? Doesn’t that matter? What if I wasn’t even in Tbilisi? Since you don’t know the date, you decided not to write it down – perhaps because I truly wasn’t in Tbilisi. I even doubt these police officers exist at all.

I don’t know whether I’ve been to court more often as a lawyer or as a defendant. I’ve promised myself many times never to say ‘I’ve never seen anything like this before,’ but I’m breaking that promise now. I truly have never seen anything like this.

I don’t mind defending myself. Whether it makes any sense is another matter. Give me the text where I am mentioned. Why are you making me read Ekaterine Gigauri’s and Nanuka Zhorzholiani’s testimonies? What exactly am I supposed to prove – that I didn’t do something? […] A dead cat has the same connection to this case as Ekaterine Gigauri’s testimony,” Gvaramia said.

According to lawyer Keti Chomakhashvili, “What we are dealing with is political statements and a show the prosecution wanted to stage – and what is now being legalized here is the idea that any political statement by a politician can become grounds for criminal prosecution.”

The prosecution claims that opposition leaders, “acting against Georgia’s state interests and with the aim of artificially creating grounds for international sanctions,” supplied information to foreign states, resulting in sanctions being imposed on “around 300 individuals, including political officeholders, public servants, and certain businessmen.” These allegations concern Zurab Japaridze, Giorgi Vashadze, and Elene Khoshtaria.

This was the main focus of the arguments presented by the lawyers for Zurab Girchi Japaridze and Giorgi Vashadze – Irakli Chomakhashvili and Omar Purtseladze. The lawyers told the court that the countries which imposed sanctions on representatives of Georgian Dream are sovereign states and Georgia’s partners, not hostile states such as Russia. They said the sanctions were directed not at Georgia as a state, but at individual members of the ruling party and people associated with them, in response to specific actions. The lawyers argued that approving the prosecution’s motions would amount to recognizing that sanctions imposed on former Prosecutor General Otar Partskhaladze — who renounced Georgian citizenship, adopted the surname “Romanov,” and is currently on trial on charges of organizing a murder — could be used as grounds to prosecute politicians on sabotage charges.

Lawyer Omar Purtseladze also emphasized that to prove claims that politicians allegedly called, after the October 2024 elections, for “radicalization of the process” in the streets – revolution, overthrow of the government, collapse of state authority, picketing of government buildings, and physical confrontation with law enforcement – the prosecution would have to rely on the same law enforcement officers who testified in the cases of the “8 and 11 prisoners of conscience,” where they told the court it was dark and they couldn’t see anything. Yet in the case against eight politicians, those same officers would need to claim they recognized politicians and knew the content of their conversations from several hundred meters away.

“Forty-five volumes of complete nonsense have been written. The goal was to seat all more or less prominent political leaders here together. The main objective is to sever every remaining thread connecting this country to the civilized world. When the war in Ukraine ends, Russia should be met by a Georgia left without defense and without friends,” said Zurab Japaridze.

Both the prosecutors and the judge maintained that evidence cannot be assessed at this stage and that such matters must be examined during the substantive hearings. They rejected the defense’s argument that while evidence may be examined at the next stage, the court cannot rule on admissibility without evaluating it.

The court denied the lawyers’ motions to declare the evidence inadmissible, as well as their request to terminate the criminal prosecution altogether for lack of legal grounds.

The case will continue at the merits stage on February 23.

Of the eight opposition leaders involved in this case, none has been remanded into custody as a preventive measure. Bail has been imposed on Giorgi Vashadze (30,000 GEL), Zurab Girchi Japaridze (30,000 GEL), Mamuka Khazaradze, and Badri Japaridze (one million GEL each).

The remaining four politicians are already in detention in connection with other cases. The issue of preventive measures for them has not yet been considered in this case. However, Nika Gvaramia is expected to be released from prison in the coming days.

The pre-trial hearing was presided over by Judge Valerian Bugianishvili. The prosecution in the case against the opposition leaders is represented by Lasha Kotrikadze and Ani Khubejashvili.

Mikheil Saakashvili also delivered an extended address to the court, making a general political statement and requesting in advance that he not be interrupted for 10 minutes.

“Everyone understands why I am in prison. I am here because I did not hand over Tbilisi (to Russia) at the time, did not flee, and did not accept the offer to leave the country. Together with my people and comrades, we built a state. I am a citizen of Ukraine and have done many things for Ukraine as well.

Representatives of different parties are present here. We may disagree on how to assess past events, but it is impossible not to agree on what the future should be. Our differences are so small compared to the magnitude of the challenge that only through such unity will we find our way out.

They are adding an additional sentence to me – three more years- bringing it to up to 16 years. More than what pedophiles receive. I am never supposed to see my children again. Never supposed to walk in fresh air.

The reasons for my misfortune lie in my childhood. In kindergarten in Saburtalo, a shark bit my toe, and since then I can’t stand that sea creature. Consider this: I dreamed that we were walking up Sololaki Hill, caught a shark  –  it was wriggling, but we killed it, chopped baobab trees, lit a fire, and roasted the shark there. Then we invited the entire population of Sololaki to this party.

We must realize what idiocy and absurdity we are living in. What could possibly come after this?

First the country, then ourselves – or any party, personal ambitions, all old grievances and new quarrels.

Now, with your permission, I will leave – I have a basketball game to play,” Saakashvili said.

Saakashvili’s lawyer, Beka Basilaia, noted that this criminal case against Saakashvili and the other opposition leaders is exactly analogous to adding new charges today based solely on what Saakashvili said during the hearing. “But the prosecutors do not have such an assignment today,” Basilaia said.


  • Mikheil Saakashvili — under Article 317 of the Criminal Code of Georgia, for public calls to overthrow the constitutional order or government by force;
  • Zurab Girchi Japaridze and Giorgi Vashadze — under Article 318(1) and Article 319, for sabotage and assisting a foreign state in hostile activities;
  • Elene Khoshtaria — under Article 318(1), Article 319, and Article 321¹(1), for sabotage, providing material resources for such crimes, and assisting a foreign state in hostile activities;
  • Nika Gvaramia, Nikanor Melia, Mamuka Khazaradze, and Badri Japaridze — under Article 318(1), for sabotage.

The U.S. State Department also responded to the charges against the opposition leaders, stating that Washington is concerned about any actions by Georgian Dream that “undermine fundamental freedoms.”

“You cannot obtain a democratic mandate by censoring or imprisoning your opponents, nor can you win by disregarding your core electorate on issues such as who should be part of our shared society,” the State Department statement said.

„რუსეთმა დაკარგა სამხრეთ კავკასია, საქართველო რჩება რუსეთის ჰოლდინგში“ – ინტერვიუ

„თუ კიდევ წინ წაიწია სომხეთის და აზერბაიჯანის ურთიერთობის მოლაპარაკება, რუსეთი რეალურად კარგავს სამხრეთ კავკასიას. გამოდის, რომ საქართველო რჩება მხოლოდ რუსეთის, ასე ვთქვათ, ჰოლდინგში. ეს რამდენიმე წლის წინ უტოპიურად ჩანდა, დღეს ძალიან საწყენია, მაგრამ ასეა.

ამ შეხვედრებს განსაკუთრებული პოლიტიკური წონა და მნიშვნელობა აქვს. ეს არის ძალიან სერიოზული განაცხადი იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიაშია,“ – ამბობს კავკასიოლოგი გიორგი მჭედლიშვილი. მას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტზე ვესაუბრეთ.

ჯეი დი ვენსმა ხელი მოაწერა აზერბაიჯანსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას, ფაშინიანს კი, ვენსმა მხარდაჭერა გამოუცხადა მოახლოებულ არჩევნებში.

რა იცვლება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის სამხრეთ კავკასიაში ვიზიტით? – „ბათუმელებმა“ გიორგი მჭედლიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია და საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი, მუშაობს სამხრეთ კავკასიის და პოსტსაბჭოთა სივრცის საკითხებზე.

  • ბატონო გიორგი, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სომხეთს და აზერბაიჯანს სტუმრობს. ის არ ჩამოვა საქართველოში, რომელიც აქამდე სამხრეთ კავკასიაში ლიდერ ქვეყნად მოიაზრებოდა. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ვიზიტში? 

ვიზიტი გუშინ დაიწყო. სომხეთში ჩავიდა ვენსი, დღეს აზერბაიჯანშია და იქაც ექნება რამდენიმე შეხვედრა. შეხვედრებს განსაკუთრებული პოლიტიკური წონა და მნიშვნელობა აქვს. ეს არის ძალიან სერიოზული განაცხადი იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიაშია.

როდესაც გაჟღერდა ტრამპის საგარეო პოლიტიკის დოქტრინა, ბევრი ეჭვი გაჩნდა იმაზე, რომ შედარებით იზოლაციონისტური პოზიცია ექნებოდა შეერთებულ შტატებს, ნაკლები ინტერესი სხვა რეგიონებში. იყო ვერსია, რომ აი, ძირითადად მხოლოდ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას მიხედავს, მხოლოდ დასავლეთ ნახევარსფეროთი იქნება შემოსაზღვრული ტრამპის ინტერესებიო, მაგრამ არ გამოდის ასე. ტრამპის დერეფნის, სამხრეთ კავკასიის ე.წ. შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილის, მნიშვნელოვანი რგოლის განვითარება არის შეერთებული შტატების ინტერესი და ეს არის კარგი გზავნილი დასავლური სივრცისთვის, ცივილიზებული სამყაროსთვის, ჩვენი რეგიონისთვის მთლიანად და, რა თქმა უნდა, ცუდი გზავნილი, პირველ რიგში, რუსეთისთვის, რომელიც კარგავს ბერკეტებს სამხრეთ კავკასიაში.

შეერთებული შტატები ეხმარება სომხეთს 9 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს ტრამპის ადმინისტრაციისგან, რომელიც ითვლება, რომ ნაკლებად უხვია ფულის გაცემის თვალსაზრისით – ყურადღებით ითვლის ყოველ დახარჯულ დოლარს. აშშ სომხეთს 9 მილიარდით ეხმარება იმისათვის, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება განავითაროს, რომ გახდეს რუსეთისგან დამოუკიდებელი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერი პოლიტიკური ნაბიჯია. ათწლეულების მანძილზე სომხეთს ხშირად ეშინოდა პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა, რადგან მეტწილად ეკონომიკურად და ენერგეტიკულად დამოკიდებული იყო რუსეთზე.

  • ეს მკაფიო პოლიტიკური განაცხადის გარდა, სომხეთისთვის არის გრძელვადიანად თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების შესაძლებლობა? აშშ შევიდა ბირთვული თანამშრომლობის სფეროში – აქამდე სომხეთს ბირთვული ელექტროსადგურისთვის საჭირო ტექნოლოგიას მხოლოდ მოსკოვი აწვდიდა…  

დიახ. რამდენიმე დღის წინ იყო შეხვედრა სომხეთის და რუსეთის წარმომადგენლებს შორის. ეს ნაბიჯი ძალიან მკაცრი განაცხადია: სომხეთი მკვეთრად, 100%-ით არის ორიენტირებული შეერთებულ შტატებზე და არა რუსეთზე. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია.

ყველაფერი ეს სომხეთს ხდის სუვერენულ და დამოუკიდებელ, რეალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ეს არის დღევანდელი სომხეთის ლიდერშიპის ხელმძღვანელობის მიზანი. ისიც გასაგებია, რომ ეს მიზანი მარტივად მისაღწევი არაა. სამწუხაროდ, 20 წლის მანძილზე ისეთი მთავრობები, ისეთი ხელმძღვანელობა ჰყავდა სომხეთს, რომლებიც პირდაპირ არ ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთის იმპერიულ ზრახვებს და ბევრი რამ მიჰყიდეს რუსეთს. ახლა ეს ყველაფერი იცვლება არამხოლოდ რიტორიკულად, არამედ პრაქტიკულად.

ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯია და რეალურად სამხრეთ კავკასიას მეტი შანსი ეძლევა. რეალურად სომხეთი ხდება ნამდვილად დამოუკიდებელი სახელმწიფო, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია და საშუალებას მისცემს მას, დამოუკიდებელი პოლიტიკა ატაროს. რამდენჯერმე ვნახეთ წარსულში, როცა სომხეთის მმართველები ცდილობდნენ, მაგალითად, თურქეთთან, ან აზერბაიჯანთან ურთიერთობის დალაგებას. ამ დროს რუსეთი ყოველთვის იყო ე.წ. სპოილერი. სომხეთის მთავრობას ამ თვალსაზრისით მეტი შანსი აქვს, გახდეს დამოუკიდებელი.

  • ამ მოცემულობაში რეალურად გავლენის რა ბერკეტები რჩება რუსეთს სამხრეთ კავკასიაში?  

რამდენჯერმე ინდივიდუალურად გაჟღერდა გადაცემებში – ლავროვის პრესპიკერი ზახაროვა ამბობდა, რომ სომხეთს და აზერბაიჯანელ მეგობრებს ვურჩევდი, უფრო ყურადღებით იყვნენ და გაარჩიონ, ვინ არის ნამდვილი მეგობარიო.

გასაგებია, რომ რუსეთს ძალიან არ მოსწონს, რაც ხდება ახლა სამხრეთ კავკასიაში. დღევანდელი შეხვედრების შემდეგ ეს ტონი იქნება უფრო ალბათ მკაცრი და მძაფრი.

გიორგი მჭედლიშვილი
  • სიტუაციის სხვაგვარად დაძაბვის შანსი რუსეთს აღარ აქვს? მაგალითად, სომხეთში, გიუმრიში ისევაა რუსული სამხედრო ბაზა.

პრინციპში შეუძლია, მაგრამ იცით რა არის: მთელი რუსეთი იმდენად ჩაეფლო და მიბმულია უკრაინასთან თავის აგრესიაზე, რომ ამის ნაკლები ბერკეტები აქვს. რაც ხდება სომხეთს და აზერბაიჯანს შორის და სამხრეთ კავკასიაში, იმის შედეგია, რომ რუსეთს ახლა უკვე ხელი აღარ ეწიფება, როგორც წინათ, ითამაშოს თავისი ჩვეული როლი – „გაყავი და იბატონე“.

რეალურად იგივე ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთი მხარს არ უჭერდა სომხეთს, ან აზერბაიჯანს, ის უჭერდა მხარს კონფლიქტს, რომ ყოფილიყო დაძაბულობა, რადგან ეს იყო რუსეთისთვის ძალიან ძლიერი ბერკეტი. ახლა რუსეთს ეს ბერკეტი ხელიდან ეცლება.

  • რამდენად განვითარდა სომხეთს და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება, რასაც 2025 წლის ზაფხულში ვაშინგტონში მოაწერეს ხელი? გამოსვლადია, მაგალითად, ის, რომ სომხეთმა თურქეთთან საზღვარი გახსნას? 

ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, როგორო ჩაივლის არჩევნები სომხეთში – ივნისამდე 4 თვეა დარჩენილი. თუ არჩევნებში გაიმარჯვა სომხეთის მმართველმა პარტიამ, შეიძლება ჩაითვალოს, რომ პრობლემა გადალახულია. რუსეთი ალბათ ძალას იკრებს ივნისისთვის. უკვე დანიშნეს სპეცარმომადგენელი – კირიენკო, რომელმაც უნდა მოაქციოს სომხეთი ისევ რუსეთის ორბიტაში.

მართალია, სომხეთში დიდი მხარდაჭერა არ აქვს დღევანდელ მთავრობას, მაგრამ დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს კიდევ უფრო ნაკლები მხარდაჭერა აქვთ. დღევანდელი გადასახედიდან ასე ჩანს: ხვალ რომ იყოს არჩევნები, მმართველი პარტია ალბათ გაიმარჯვებდა, თუმცა 4 თვე დიდი დროა. რუსეთი გაცილებით უფრო ფრთხილად არის და ისე ადვილად ვერ აფუჭებს საქმეს, როგორც წინათ, თუმცა, რა თქმა უნდა, ბერკეტები მაინც გააჩნია, ყოველ შემთხვევაში, კუნთების თამაში შეუძლია – იგივე გიუმრის ბაზის გამოყენების შანტაჟი და ასე შემდეგ.

რეალურად თუ კიდევ წინ წაიწია სომხეთის და აზერბაიჯანის ურთიერთობის მოლაპარაკება, რუსეთი რეალურად კარგავს სამხრეთ კავკასიას. გამოდის, რომ საქართველო რჩება მხოლოდ, რუსეთის, ასე ვთქვათ, ჰოლდინგში. ეს რამდენიმე წლის წინ უტოპიურად ჩანდა, დღეს ძალიან საწყენია, მაგრამ ასეა.

  • ვენსის ვიზიტი არის დემონსტრაცია იმის, რომ აშშ-ს ინტერესი სამხრეთ კავკასიაში არსებობს, თუ ამავდროულად ახალ ეტაპზე გადადის ეს ურთიერთობები? 

ყველა ადმინისტრაციას, ყველა პრეზიდენტს რაღაც ახალი იდეები უჩნდება. ერთი არის ის, რომ სამხრეთ კავკასია არის მნიშვნელოვანი აშშ-თვის – მნიშვნელოვანი რგოლი ევრაზიის დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის და მეორე შეიძლება იყოს უსაფრთხოების საკითხი.

მნიშვნელოვანია ის, რომ რუსეთის პოზიციები სუსტდება რეგიონში და ამერიკის ძლიერდება.

  • რას ნიშნავს ამ დროს საქართველოსთვის ის, რომ ტრამპი სამხრეთ კავკასიაში საქართველოს ვეღარ ხედავს? 

დიახ, რადარზე არ არის საქართველო.

წინა ადმინისტრაციასთან შედარებით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მთავრობის კრიტიკა ძალიან შერბილდა, მაგრამ იგნორის რეჟიმია, ჯერჯერობით არ ფიგურირებს აშშ-ს ინტერესებში საქართველო. არ ვიცი, ასე რატომ არის: ხელი ჩაიქნიეს უკვე საქართველოზე, თუ კიდევ შეეცდება აშშ-ი, რომ რამე გაარკვიოს.

  • საქართველოს ვერ უშველის გეოპოლიტიკური უპირატესობა? შუა დერეფნის ახალი განშტოებები შეიძლება წარმოვიდგინოთ საქართველოს გარეშე? 

ამ დერეფანს დრო დასჭირდება. საქართველო ბოლომდე თავის როლს არ დაკარგავს. ევროკავშირსაც სჭირდება აღმოსავლეთზე გასვლა. მით უმეტეს, საქართველოში აშენებულია უკვე შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამიტომაც, შეიძლება, მოცულობამ დაიკლოს და განაწილდეს, მაგრამ საქართველო არსად არ მიდის. ის იქნება ისევ რგოლი დასავლეთ-აღმოსავლეთ შორის.

თუმცა საქართველოსთვის მხოლოდ ეს საკმარისი არ არის.

  • თუ ჩვენ არ გვექნება დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, აღარ ვიქნებით საინტერესო დასავლეთისთვის? ისინი აღარ იქნებიან ჩვენი პარტნიორები? 

დიახ, ზუსტად ასეა. ჩვენ არ ვართ ცენტრალური აზიის ქვეყანა, ან ზოგიერთი სხვა ქვეყანა, რომელსაც არ აინტერესებს ევროპული გზა.

რა თქმა უნდა, საქართველოს, როგორც წინა ათწლეულებში და ახლაც გამოადგება მისი ადგილმდებარეობა, მაგრამ ამას სჭირდება ჭკვიანურად გამოყენება იმისათვის, რომ მოხდეს პოლიტიკური განვითარება, კონტაქტები და ურთიერთობები, რომელიც საქართველოს გააჩნია სხვა ქვეყნებთან წმინდა ეკონომიკური, ენერგეტიკული პროექტების სახით. საქართველომ ამას უნდა დაუმატოს პოლიტიკური რეფორმები და პოლიტიკური წინსვლა. საქართველო უნდა გადაიქცეს ევროპულ ქვეყნად.

მხოლოდ ეკონომიკა არაა საკმარისი. ჩვენ არ ვართ აზერბაიჯანი. არ ვაკნინებ აზერბაიჯანს – ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა, მაგრამ აზერბაიჯანს არ აქვს ზრახვები, წავიდეს ევროპისკენ, გახდეს ევროპული ქვეყანა. აზერბაიჯანი თანაბრად დაშორებულია დასავლეთისგან და აღმოსავლეთისგან და აწყობს ეს მდგომარეობა. ჩვენთვის კი, მხოლოდ ის, რომ ჩვენს ტერიტორიაზე გაიაროს რაღაც დერეფანმა და რკინიგზამ, ნავთობსადენმა, გაზსადენმა, კარგია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპული ქვეყანა. ჩვენი საზოგადოების ეს დაკვეთა ბოლოს და ბოლოს ამ ხელისუფლების მიერ არის შეტანილი კონსტიტუციაში.

ჩვენ არ გვაქვს, მაგალითად, ნავთობრესურსები. ამიტომაც, ჩვენი პოლიტიკური განვითარება არის ჩვენი ძალიან სერიოზული გარანტია. შეიძლება, ბევრი ვიკამათოთ იმაზე, თუ როგორ ეხმარება დასავლეთი უკრაინას, მაგრამ დღეს უკრაინა დგას, როგორც სახელმწიფო იმიტომ, რომ ის დასავლეთისგან იღებს სერიოზულ დახმარებას. რა თქმა უნდა, უკრაინა დგას უკრაინელი ხალხის და მისი ხელისუფლების სიმამაცის გამო, მაგრამ ასევე, დასავლეთის დახმარებით.

ამიტომაც, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია არის დემოკრატიული, ევროპული გზით წასვლა.

  • „ოცნების“ პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, ვენსისგან ურთიერთობის გადატვირთვის პირობა მივიღეო. რამდენად შესაძლებელია, თქვენი აზრით, აშშ-ს და საქართველოს ურთიერთობების შეცვლა „ოცნების“ რეჟიმის პირობებში? 

ეს შეხვედრა მოხდა ოლიმპიადის გახსნაზე, სადაც ყველა ქვეყნის ლიდერი იყო. რაღაც შეხვედრა იყო, ხელი ჩამოართვეს ვენსის და რამოდენიმე წუთი დაელაპარაკებოდა უბრალოდ დიპლომატიური პროტოკოლის და თავაზიანობის გამო. ამის აღქმა, როგორც სერიოზული შეხვედრა, ცოტა გადაჭარბებულია. ეს გამოჩნდება უახლოეს თვეებში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი პრეტენზია მაქვს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, მოხარული ვიქნები, თუ ურთიერთობა აშშ-თან გადაეწყობა. კარგი იქნება, თუ ამერიკა იქნება ჩვეულებრივად, კონსტრუქციულად კრიტიკული, მაგრამ ამავდროულად  კიდევ მისცემს რაღაც შანსს საქართველოსს, გახდეს სანდო პარტნიორი.

„ქართული ოცნების” დიდი იმედი იყო ის, რომ აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაცია აბსოლუტურად თვალს დახუჭავდა დემოკრატიულ განვითარებაზე.

დემოკრატიის განვითარებაზე შედარებით ნაკლებად არის ორიენტირებული დღევანდელი ადმინისტრაცია, დავუშვათ, ბაიდენთან შედარებით, მაგრამ დღის წესრიგში ეს მაინც არის. ამიტომაც, საგრძნობლად უნდა გაუმჯობესდეს დღევანდელი მმართველობა იმისათვის, რომ ამერიკისთვის გახდეს საინტერესო პარტნიორი.

არავის არ მოსწონს საქართველოს დღევანდელი ვითარება, მაგრამ ისიც  არ მესმის როცა ზოგიერთს უხარია: ნახეთ, როგორ დაისაჯა ხელისუფლებაო. რეალურად ხელისუფლება კი არა მთელი საქართველო ისჯება ამით, რომ ქვეყანა სცილდება პროცესებს, იზოლაციაში ექცევა. ყველასთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ვითარება შეიცვალოს.

  • თუმცა რომ ჩამოსულიყო ვენსი საქართველოში, ვის უნდა შეხვედროდა? როცა „ოცნების“ ხელისუფლებას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, ეს შეკითხვაც არსებობს. უშვებთ, რომ აშშ-მ შესაძლოა დაიწყოს ურთიერთობა „ოცნების“ მთავრობასთან? 

ეს უახლოეს თვეებში გამოჩნდება: რამდენად აღიარებს შეერთებული შტატები დღევანდელ ხელისუფლებას. თუ უახლოეს თვეებში მოხდება მაღალჩინოსნების ვიზიტი – ვგულისხმობ მსგავს შეხვედრებს, როგორიც ვენსთან იყო – ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ამერიკას ნაკლებად ადარდებდეს ლეგიტიმურობა და უფრო ადარდებდეს საქართველოს პოტენციალი.

  • ბოლოს ირანზე მინდა გკითხოთ: საითკენ მიდის პროცესი ირანში? ირანში მომხდარი ამბები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამხრეთ კავკასიაზე 

რა თქმა უნდა, ირანი ძალიან ართულებს მთელ ამ განტოლებას რეგიონში, მეორეს მხრივ, ეს ასევე ხაზს უსვამს სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობას.

ჩვენ გვახსოვს, როდესაც იყო 12-დღიანი ომი ირანში, რამდენი თვითმფრინავი დაფრინავდა – რეალურად მთელი სამხრეთ კავკასია იყო შევსებული, იმდენი ფრენა იყო. ეს იმის მანიშნებელია, რომ არასტაბილური, არაპროგნოზირებადი ირანის პირობებში – ასევე, ცხადია, დღევანდელი რუსეთის პირობებში –  სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა იზრდება.

ირანი ძალიან დიდი ქვეყანაა, ძალიან რთული გეოპოლიტიკით. ამიტომაც არ ვიცი, რას მოიტანს პოტენციური გარე ჩარევა. ჯობია, სიტუაცია განიმუხტოს, დადებითად გადაწყდეს ფართომასშტაბიანი ომის გარეშე.

ირანში მოსახლეობა 90 მილიონია. თუ რაღაც სერიოზული სოციალური რღვევა მოხდა ამ საზოგადოებაში, გასაგებია, რომ იქნება მილიონობით ადამიანი, რომელიც დატოვებს ირანს. ძალიან უნდა ვუთანაგრძნოთ ამ ადამიანებს, მაგრამ ეს შეუქმნის პრობლემა სომხეთს და აზერბაიჯანს, ასევე საქართველოს, რომელიც საკმაოდ ახლოს არის ირანთან. წარმოიდგინეთ, 80-მილიონიან თურქეთს გაუჭირდა 4 მილიონამდე სირიელის ინტეგრაცია საზოგადოებაში.

ირანი იმ დონეზე ჩაკეტილი საზოგადოებაა, რომ ვერ იტყვი ზუსტად, რა ხდება დღეს ქვეყანაში. უცნობია, ჩახშობილია თუ შენარჩუნებულია საპროტესტო მუხტი.

ვნახოთ, უახლოესი პროცესები გვიჩვენებს, რა იქნება.

თსუ-სა და სტუ-ს კურსდამთავრებულები – „ჩვენი უნივერსიტეტები განადგურების პირასაა“

თსუ-სა და სტუ-ს კურსდამთავრებულები გეგმავენ შეხვედრა-დისკუსიას „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ ცვლილებებზე, რომელიც უმაღლეს განათლებას უკავშირდება.

შეხვედრა თბილისში, 14 თებერვალს, 17:00 საათზე, „ტერმინალში“ გაიმართება.

„ჩვენი უნივერსიტეტები, ადგილი სადაც გავიზარდეთ, პიროვნებებად ჩამოვყალიბდით და მეგობრები შევიძინეთ – განადგურების პირასაა!

„ქართული ოცნება” ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე აპირებს საქართველოს ორი უძველესი, საუკუნოვანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტის ძალადობრივ რეფორმირებასა და შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია. გადაწყვეტილების მიღებამდე არ შემდგარა დისკუსიები საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან. თსუ-სა და სტუ-ს პროფესურა თუ სტუდენტები ხელისუფლების ახალი იდეებისა და მიზნების შესახებ მედიით იღებენ ინფორმაციას. განათლების სამინისტრო კონსულტაციებს პოსტ-ფაქტუმ მართავს ხოლმე.

„მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“, მოძრაობა „საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს“, „თავისუფლების მოედანი“ და „განათლება საფრთხეშია“ მიიჩნევს, რომ თსუ-სა და სტუ-ს განვითარებაზე ჩვენი ქვეყნის მომავალია დამოკიდებული.

საუნივერსიტეტო ერთობის ნაწილი მხოლოდ მოქმედი სტუდენტები და თანამშრომლები არ არიან, თსუ-სა და სტუ-ს განსაცდელი, კურსდამთავრებულების განსაცდელიცაა“- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს, 10 თებერვალს გავრცელდა ფეისბუქით.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, უნივერსიტეტების პროტესტის ფონზე, ჯერ-ჯერობით უკან წაიღო გადაწყვეტილება თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებაზე. თუმცა მიუხედავად ამისა, განათლების სფეროს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს.

მოლაპარაკებების შემდეგ გაირკვა, რომ სტუ-ს ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტები არ შეუნარჩუნდება და ამ ფაკულტეტებზე არსებული სპეციალობები მილევად რეჟიმში გადავა.

„სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა“ – გიგა ავალიანის დედა

მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე პროკურატურის განცხადებას, რომლის თანახმადაც ავალიანის საქმის ფიგურანტი ახალგაზრდები: ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი სხვა ადამიანებზეც ძალადობდნენ და ამ ფაქტებს ვიდეოზე აფიქსირებდნენ, ფეისბუქზე, ვიდეომიმართვით გამოეხმაურა გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე.

„შოკი მაქვს, ხალხნო, მადლობა პროკურატურას.

რატომ ითმენდით ამას?

სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა.

…იმ დალეწილი ხალხის მშობლებო, რატომ გეძინათ? თქვენმა სიჩუმემ მოკლა ჩემი სპეტაკი შვილი.

მე ვიცოდი როგორი შვილი მყავდა, ამიტომ არ დავიხიე უკან. მე გადავარჩინე ჩემი ყვირილით თქვენი შვილები და ხალხნო, მადლობა თანადგომისთვის, მაგრამ მათ რატომ არ იყვირეს, ხომ გადარჩებოდა ჩემი გიგა?“ – სვამს კითხვას ეკა კუპატაძე ვიდეომიმართვაში.

28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს 2025 წლის პირველ ოქტომბერს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ.

ის 24 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა.

ამავე თემაზე: 

გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტები სხვა ადამიანებზეც ძალადობდნენ და თან იღებდნენ – პროკურატურა

 

თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო – „ქოლგა თბილისი ფოტოს“

მთავარია გჯეროდეს – ახალი შესაძლებლობების, საკუთარი გზის და შემოქმედებითი ძალის. სწორედ საკუთარი შესაძლებლობების გამოხატვის საშუალებაა საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა თბილისი ფოტო“, რომელიც თიბისის მხარდაჭერით, წელს 25-ედ გაიმართება.

2026 წლის 10 თებერვლიდან ქოლგა თბილისი ფოტოს ფარგლებში ოფიციალურად გამოცხადდა საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა“. რეგისტრაციის დასრულების თარიღია 15 მარტი. ფოტო კონკურსის გამარჯვებულებს ტრადიციულად საერთაშორისო ჟიური გამოავლენს შემდეგ ნომინაციებში:

  • დოკუმენტური სერია
  • რეპორტაჟი
  • კონცეპტუალური ფოტოპროექტი
  • საუკეთესო ერთი კადრი/Single Image/
  • მობილური ფოტო

კონცეპტუალურ სერიაში ასევე დაშვებული იქნება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი პროექტების მონაწილეობაც. კონკურსის პირობებს და დამატებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე: Kolga

„ქოლგა თბილისი ფოტოს” 2026 წლის ჟიურის წევრები არიან:

  • მანფრედ ცოლნერი /გერმანია/
  • თინა შელჰორნი /გერმანია/
  • კარინ დოლეკი /საფრანგეთი/
  • ფილიპო ვენტური /იტალია/
  • ჯეიმს უითლოუ დელანო /იაპონია/

წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულები გამოცხადდებიან 2026 წლის 1 მაისს. „ქოლგა თბილისი ფოტო” 1 მაისიდან უმასპინძლებს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს. თიბისისთან პარტნიორობით „ქოლგა“ გამოსცემს ფოტოგრაფ გურამ თიკანაძის საკოლექციო წიგნს და ამავე ინიციატივის ფარგლებში თიბისი კონცეპტ გალერეაში გაიმართება გურამ თიკანაძის გამოფენა.

„ქოლგა თბილისი ფოტო“ 2002 წლიდან ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუციაა, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს ფოტოგრაფიის აქტუალურ თემებზე.

„ქოლგა თბილისი ფოტოს“ მიზანია თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარება. თიბისისთვის ახალგაზრდა თაობის განათლება, მათი მხარდაჭერა და შთაგონება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომაც უკვე ორ ათწლეულზე მეტია თიბისი „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ერთგული მხარდამჭერია.

„გვაჩვენეთ ეროვნული სასწავლო გეგმა“ – განათლების სპეციალისტი „ოცნებას“ მიმართავს

„მოვითხოვთ, 2026 წლის 26 იანვარს დამტკიცებული „ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციისა“ და მასზე დაფუძნებული აქტივობების შეჩერებას. კერძოდ, ახალი სახელმძღვანელოების წერის პროცესისა და „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ მუშაობის შეჩერებას იმ დრომდე, ვიდრე:

  • არ გასაჯაროვდება ახალი კონცეფციის შესაბამისი ეროვნული სასწავლო გეგმა;
  • არ იქნება ახსნილი, როგორ წარიმართება ახალი რეფორმის ფარგლებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და სკოლის განვითარების პროცესი“.

ამ მოთხოვნის ავტორი განათლების სპეციალისტი ნიკო სილაგაძეა, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი.

მან განცხადების ტექსტი დღეს, 10 თებერვალს გამოაქვეყნა და საჯარო სკოლების მასწავლებლებს სთხოვა, გამოხატონ თავიანთი პოზიცია ამ განცხადებაზე ხელის მოწერით.

რას შეცვლის თუნდაც ამ განცხადებაზე ხელის მოწერა, მხოლოდ წერილობითი კომუნიკაცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან, რომელმაც სწორედ ამ კითხვებზე პასუხების გარეშე დაამტკიცა ზოგადი განათლების ეროვნული კონცეფცია და რამდენად მოსალოდნელია ამ საკითხზე ისეთივე წინააღმდეგობა სკოლების მხრიდან, რაც აჩვენა თუნდაც თსუ-სა და სტუს-ს გაერთიანების წინააღმდეგ პროტესტმა? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ნიკო სილაგაძეს.

ნიკო სილაგაძის აზრით, სანამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ წარმოადგენს კონცეფციით გათვალისწინებულ ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმას, განათლების სასკოლო რეფორმა უნდა გაჩერდეს.

„ორი მთავარი პრობლემაა აქ. ერთი ის, რომ ამ დოკუმენტით, კონცეფციას, რომ ეძახიან და სინამდვილეში არ არის კონცეფცია, არამედ რაღაც განცხადებების კრებულია, მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ უნდა გაძლიერდეს ე.წ ფუნდამენტური საგნები. რა ელოდება სხვა საგნებს, ამის შესახებ არაფერი ვიცით.

მაგალითად, თუ ვარ ქართულის, ფიზიკის, გეოგრაფიის ან სხვა რომელიმე საგნის მასწავლებელი, ხომ უნდა ვნახო, რა იცვლება ჩემს საგანში ამ კონცეფციის მიხედვით, როცა მე-12 კლასი გაუქმდება? როგორ შევაფასო ამ რეფორმის ძლიერი და სუსტი მხარეები, თუ არ ვნახე წინასწარ ეროვნული სასწავლო გეგმა, სადაც წერია, რომელ საგანს რამდენი საათი დაეთმობა კლასში და რომელ კლასებში? ან რა შინაარსით ისწავლება ესა თუ ის საგანი?

ვთქვათ, სამოქალაქო განათლება ისწავლებოდა მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასებში მოქმედი სასწავლო გეგმით. ახლა ვიცი, რომ მე-12 კლასი აღარ არის სკოლის ნაწილი, არის არჩევითი. მე-11 კლასი ასევე აღარ არის სკოლის ნაწილი იმ გაგებით, რომ რეპეტიტორიუმია და იქ მარტო იმ საგნებს ასწავლიან, რაც უმაღლესში სჭირდებათ.

დარჩა მხოლოდ მე-7, მე-8, მე-9 კლასები და მე-10, რომელიც ვითომ საშუალოა ჯერ კიდევ.

ამის პარალელურად ანონსდება რიგი საგნების – მათემატიკის, ფიზიკის და ქართულის, როგორც ფუნდამენტური საგნების გაძლიერება. ხელოვნების მასწავლებელს ხომ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რამდენი საათით მცირდება მისი საგანი, ან რა იცვლება შინაარსში?

თუ საათები მცირდება, მაშინ ამდენი შინაარსი სად წავიღო, საათობრივ ბადეს რა ვუყო. ამ ყველაფერს მაშინ დავინახავთ, როცა წარმოადგენენ ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომელიც არ გვინახავს და არ წარმოუდგენიათ, მიუხედავად იმისა, რომ 26 იანვარს დაამტკიცეს ახალი კონცეფცია.

მეორე პრობლემაა ის, რომ ამ კონცეფციის სახელით ბევრი მავნებლობა კეთდება. დაამტკიცეს როგორც სკოლის პოლიტიკური კონტროლის მექანიზმი, წიგნების წერის წესი შეცვალეს, ფორმები შემოიტანეს სკოლაში, მაშინ როცა არაფერი ვიცით, რას ცვლიან შინაარსში“- ამბობს ნიკო სილაგაძე.

მისი თქმით, დღეს სკოლას არ ჰყავს ლიდერთა ჯგუფი, რომელიც სწორ მიმართულებას მისცემდა უკმაყოფილებას, რაც სკოლაში დაგეგმილი ცვლილების გამო არსებობს.

„სწორედ ამიტომ შევქმენი ეს კითხვარი და ჩამოვწერე ის ძირითადი მოთხოვნები, რაზეც უნდა გასცეს განათლების სამინისტრომ პასუხი. ამ კითხვარზე ხელის მოწერით მასწავლებელმა უნდა მიიღო პასუხები იმაზე, თუ რა ელოდება მათ საგნებს, რეფორმის პირობებში.

„მაჩვენე ეროვნული სასწავლო გეგმა, რომ დავინახო ეს ყველაფერი“ – ეს არის მთავარი მოთხოვნა ახლა. სქემას რომ მიანონსებ, რაში გამომადგება, რაში წამადგება მე ან სახელმწიფოს სქემაში დაწინაურება? – ხომ უნდა მიიღონ მასწავლებლებმა ამ კითხვებზე პასუხი. თუ არ იქნება ამაზე ნათელი წარმოდგენა, შემდეგ პროტესტი გახდება ხელშესახები და ძალიან დააზიანებს ეს სამინისტროს“- ამბობს ნიკო სილაგაძე.

დავუშვათ, დააყენეს ეს საკითხი სკოლებმა, შეხვდნენ სამინისტროს წარმომადგენლებს, მაგრამ სამინისტრომ შეაგება „დამამშვიდებელი“ ფრაზები, რომ „სკოლიდან არავინ წავა“, „ხელფასი არავის შეუმცირდება“ და ასე შემდეგ. რა იქნება შემდეგ, თქვენი აზრით?- ვკითხეთ ნიკო სილაგაძეს.

მისი აზრით, საათების შემცირების შემთხვევაში, თითქმის შეუძლებელია იგივე ანაზღაურება შეუნარჩუნდეთ მასწავლებლებს.

„ტყუილი იქნება ეს, რადგან ამის ნება და რესურსი სამინისტროს დღეს არ აქვს. რომც დაჰპირდნენ ამას, არგუმენტი ხომ მაინც რჩება, რომ „ჩემი საგანი ამ კლასიდან რატომ ამოაგდე“, „რატომ შეუმცირე შინაარსი“.

თავიანთი საგნის მიმართ მასწავლებლები ძალიან სენსიტიურები არიან და მარტო ხელფასით ვერ გადაწყდება ეს საკითხი. ვფიქრობ, მიიღებენ წინააღმდეგობას.

თუ ამ მოთხოვნებს მიიღებს სამინისტრო, ეს ნიშნავს, რომ პედაგოგიური საზოგადოება უნდა ჩაერთოს რეფორმის შინაარსში. შეიძლება მთლიანად არ შეაჩერონ პროცესი, მაგრამ ახლა მარტო ადმინისტრაციულ-ტექნო-პოლიციური რეჟიმით ხორციელდება ეს ყველაფერი და შემდეგ, შესაძლოა ჩაერთონ მასწავლებლებიც.

მსგავსი რამ, რაც ახლა ხდება, არც ერთი რეფორმის დროს არ მომხდარა საქართველოში. არც ლომაიას დროს, არც შაშკინის და ამილახვარის დროსაც კი. წიგნის წერას იწყებენ, რაღაცის დანერგვის პროცესებს იწყებენ ისე, რომ სასწავლო გეგმა არ გამოუქვეყნებიათ.

აქამდე ასე იყო, რომ ჯერ ეროვნული სასწავლო გეგმა ხდებოდა საჯარო და მერე იწყებოდა წიგნებზე მუშაობა. ესენი წიგნებზე ისე იწყებენ მუშაობას, რომ არც გვპირდებიან, რომ სასწავლო გეგმას მანამდე გვაჩვენებენ.

გასაგებია, დღეს რატომაც არ გვაჩვენებენ სასწავლო გეგმას, რადგან გამოჩნდება, რომ სადღაც ორი კლასი ამოვარდა, საათობრივი ბადე შემცირდა, საგნების შინაარსი გაფუჭდა. ეს გამოიწვევს დიდ უკმაყოფილებას და ამის ეშინიათ“ – ამბობს ნიკო სილაგაძე.

მისი თქმით, ამ განცხადებას სულ ცოტა 10 000 მასწავლებელი თუ მაინც მოაწერს ხელს, ეს იქნება ბერკეტი იმისთვის, რომ აქტიური ნაბიჯები გადაიდგას ეროვნული სასწავლო გეგმის გასაჯაროებაზე.

______________

მსგავს თემაზე:

„აპირებენ საათობრივი ბადიდან გააქრონ საგანი „მოქალაქეობა“ – ინტერვიუ

სახელმწიფო უძრავი ქონების გაცვლის წინაპირობები შეიცვალა – ახალი დადგენილება

„ოცნების“ მთავრობის ახალი დადგენილებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლა უკვე შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტიდან გამომდინარე“ უძრავ ნივთთან მიმართებით ადმინისტრაციული ორგანო გარკვეულ შეზღუდვებს დააწესებს.

საუბარია იმაზე, რომ თუ სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტი ხორციელდება [მაგალითად: გზა, რკინიგზა, პორტი, ელექტროგადამცემი ხაზი და ა.შ.], შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია კონკრეტულ უძრავ ქონებაზე დააწესოს შეზღუდვა.

ეს შეზღუდვა შეიძლება იყოს, მაგალითად: მშენებლობის აკრძალვა ან შეზღუდვა [სრულიად ან გარკვეული პარამეტრებით]; სიმაღლის ლიმიტი [მაგალითად, აეროპორტის სიახლოვეს]; გამოყენების ტიპის შეზღუდვა [სასოფლო-სამეურნეოდან სხვა დანიშნულებაზე ვერ გადაყვანა]; დაცვითი ზონის დაწესება [გზის, სანაპიროს, ინფრასტრუქტურის გარშემო]; გადაყვანის/გასხვისების შეზღუდვა გარკვეული ვადით და სხვა.

ანუ, შეზღუდვა ნიშნავს, რომ მესაკუთრე ვეღარ სარგებლობს ქონებით სრულად საკუთარი სურვილისამებრ, რადგან პრიორიტეტი ენიჭება საჯარო ინტერესს. შესაბამისად, მთავრობას ეძლევა უფლება, ეს ქონება მესაკუთრეს სხვა სახელმწიფო ქონებაში გადაუცვალოს.

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ახალ დადგენილებას ირაკლი კობახიძემ ხელი 2026 წლის 9 თებერვალს მოაწერა. დადგენილება 10 თებერვალს ამოქმედდა.

ცვლილებების გათვალისწინებით „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლის წინაპირობები“ დადგენილებაში შემდეგნაირად განისაზღვრა:

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლა შესაძლებელია, განხორციელდეს:

  • ა) თუკი ქონების გაცვლის საჭიროება გათვალისწინებულია შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ დამტკიცებული ქალაქთმშენებლობითი გეგმით;
  • ბ) ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი/საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, სახელმწიფოებრივი/საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით.
  • გ) სახელმწიფოებრივი/საზოგადოებრივი მნიშვნელობის განსახორციელებელი პროექტიდან გამომდინარე, კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უძრავ ნივთთან მიმართებით განსაზღვრული/მითითებული შეზღუდვის შემთხვევაში.“.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი წესით გაყიდვა ან/და გაცვლა 2026 წლის 12 იანვრიდან იმ „წინაპირობების საფუძველზე“ გრძელდება, რომელიც „ოცნების“ მთავრობამ დაადგინა. ეს „წინაპირობები“ კი საკმაოდ მოცულობითია.

არადა, 2025 წლის ივნისში „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა დასრულდა“, თუმცა, ამ წესით ქონების გასხვისებას მაინც აგრძელებდა.

სადაო პარლამენტმა, 2025 წლის 11 ნოემბერს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შეიტანა ცვლილებები, რომლითაც პირდაპირი მიყიდვის წესი კი არ გაუქმდა, არამედ დააკონკრეტეს, რომ სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვა ან/და გაცვლა შესაძლებელი იყო „მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში“.

ამ თემაზე:

ივანიშვილის კომპანია განმუხურში ვალდებულებებს აღარ შეასრულებს – კობახიძის განკარგულება 

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

 

რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინაში დედა დაიღუპა 11 წლის შვილთან ერთად

უკრაინაში, დონეცკის ოლქში, სლოვიანსკში, 10 თებერვალს, რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.

ოფიციალური ცნობებით, დაიღუპა დედა-შვილი, ახალგაზრდა ქალი და მისი 11 წლის ქალიშვილი.

დაშავებულებს შორის 7 წლის ბავშვია.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 10 თებერვლის ღამეს, რუსეთმა 125 დრონი გამოიყენა თავდასხმისთვის, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 110 დრონი გაანეიტრალა.

თავდასხმის შედეგად ოდესის რეგიონის სოფლები ნაწილობრივ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა – რუსული დრონების სამიზნე სწორედ ამ რეგიონში მდებარე ენერგოობიექტი იყო.

 

როდის გამოიდარებს ბათუმში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 თებერვლის 21 საათიდან 11 თებერვლის 21 საათამდე ბათუმში და სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან, შესაძლოა, წვიმა.

მაღალმთიან აჭარაში კვლავ მოთოვს.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 6 – 11 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1– 6 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში ხუთშაბათს, 12 თებერვალს გამოიდარებს და კვირის ბოლოს ჰაერი 18 გრადუსამდე გათბება.

ხელვაჩაურში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს

ხელვაჩაურსა და საჩხერეში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხელვაჩაურში ფრინველებს კლავდნენ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტექნოლოგიური პროცესის უხეში დარღვევით.

„შპს „ატო“ [მის: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, ფანასკერტელ-ციციშვილის 29] ფერმის ტერიტორიაზე ფრინველის დაკვლას ახორციელებდა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტექნოლოგიური პროცესის უხეში დარღვევით. ბიზნესოპერატორს არ ჰქონდა მინიჭებული სააგენტოს სავალდებულო აღიარება და საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.

კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა საჩხერეში, ინდმეწარმე ნ. ბ.-ს [მის: თამარ მეფის N15] ფრინველთა სასაკლაოზეც. ბიზნესოპერატორს არ ჰქონდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარება. ობიექტზე დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, ტექნოლოგიური პროცესისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით დაკლული 80კგ. ფრინველის ხორცი.

ორივე ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი,“ – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დღეს, 10 თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთის მოქალაქის კომპანია ძველ ბათუმში 10-სართულიანი კორპუსის ჩადგმას გეგმავს

ბათუმში, ბარათაშვილისა და გორგილაძის ქუჩის კუთხეში მდებარე ისტორიული სახლის გვერდით კომპანია „ჯორჯიან გრანდ დეველოპმენტ გრუპი“ ათსართულიან სახლს აშენებს.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანახმად, „სამშენებლო საქმიანობა ნებართვის ფარგლებში ხორციელდება“.

თუმცა ბარათაშვილის #14, სადაც „ჯორჯიან გრანდ დეველოპმენტ გრუპი“ მრავალსართულიან კორპუსს აშენებს, ესაზღვრება გორგილაძის #2-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ე.წ. საათიან სახლს.

დაშორება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლსა და ახალ მშენებარე კორპუსს შორის 20 მეტრიც კი არაა.

კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ადგენს ძეგლის დაცვის ზონას.

კანონის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობასთან 50 მეტრის რადიუსში არ შეიძლება ისეთი სამშენებლო ნებართვის გაცემა ან სამშენებლო საქმიანობა, რომელიც გამოიწვევს ძეგლის დაჩრდილვას ან მის დაზიანებას.

დემონტაჟის სამუშაოები ბარათაშვილის #14-ში

ისტორიული სტატუსის მქონე „საათიანი სახლის“ ბინადრებს აქვთ სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს მიერ რამდენიმე წლის წინ გაცემული დასკვნა, რომლის მიხედვითაც, სახლის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებლად შეფასდა.

კერძოდ, ექსპერტის დასკვნით, სახლს სჭირდებოდა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, ფუძე-საფუძვლის გამაგრება, დაზიანებული მზიდი კონსტრუქციების გაძლიერება და სხვა არსებული ხარვეზების აღმოფხვრა.

„სახლის ერთი კუთხე ისე იყო გახლეჩილი, ლამის ევროპის მოედანი ჩანდა იმ ბზარიდან,“ – ასე აღწერს გორგილაძის #2-ში მდებარე ისტორიული სახლის მდგომარეობას ერთ-ერთი მცხოვრები, სალომე ხალვაში.

სახლს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, თუმცა განმეორებითი ექსპერტიზა – არა. ამიტომ სალომე ხალვაში შიშობს, რომ ჯერ დემონტაჟი და შემდეგ უკვე ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებისგან გამოწვეული ბიძგები ისედაც დაზიანებულ სახლს კიდევ უფრო დააზიანებს.

„ძველი ბათუმის გამგებელი დამპირდა, რომ სანამ ამ ისტორიული სახლის ახალ ექსპერტიზას არ გააკეთებენ, არ ნახავენ რამდენად გაუძლებს სამშენებლო ბიძგებს, მანამდე ხიმინჯების ჩასმას და მსგავს მძიმე სამუშაოებს არ ჩაატარებენ.

ვიცი, რომ ამ კორპუსის მშენებლობას არავინ გააჩერებს ჩვენ გამო. ამაზე არც ვდავობთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ისე ააშენონ, ჩვენი სახლი არ დააზიანონ. რამდენიმე დღის წინ დემონტაჟი რომ დაიწყეს, ზანზარებდა ყველაფერი. მერიას მივმართე, მუნიციპალური ინსპექცია გამოვიძახე.

კომპანიის წარმომადგენელსაც შევხვდი და დამპირდა, პირადად მივაქცევ ყურადღებასო.

ხედი რომ აღარ გვექნება და ჰაერი, მაგას თითქოს უკვე შევეგუე. ახლა ჩემი მოთხოვნაა, ჩვენს სახლს არ დაუზიანდეს არაფერი,“ – უთხრა სალომე ხალვაშმა „ბათუმელებს“.

პროექტის რენდერი, ხედი ბარათაშვილის ქუჩის მხრიდან. მარცხენა მხარეს, გორგილაძის ქუჩა #2-ში მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლი, რომლის მობინადრეებიც ფიქრობენ, რომ დაგეგმილი მშენებლობა მათ საცხოვრებელს საფრთხეს უქმნის.

ასე გამოიყურება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ე.წ. „საათიანი სახლი“ ამჟამად. ხედი ბარათაშვილის ქუჩის კუთხიდან 6/02/2026

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში ადასტურებენ, რომ მოქალაქის გამოძახების საფუძველზე იმყოფებოდნენ ბარათაშვილის #14-ში მიმდებარე მშენებლობაზე.

„კომპეტენციის ფარგლებში გადამოწმდა სამშენებლო საქმიანობა და ნებართვის ფარგლებში ხორციელდება.

რაც შეეხება მიმდებარედ მცხოვრებების საცხოვრებელი ფართობების დაზიანებას, არ მიეკუთვნება მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენციას,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ჯორჯიან გრანდ დეველოპმენტ გრუპის“ წარმომადგენელს.

დავინტერესდით, გამომდინარე იქიდან, რომ მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მიმდინარეობს, არსებობდა თუ არა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სპეციალური თანხმობა ამ კონკრეტული მშენებლობისთვის?

„რა თქმა უნდა, გვაქვს მშენებლობის ნებართვა. ირგვლივ მდებარე შენობებზე შეფასების აქტიც გვაქვს, ექსპერტიზაც გვაქვს.

რაც შეეხება გორგილაძის #2-ს, როგორც მე ვიცი, მერიას გამაგრების პროექტი აქვს მაგ [შენობაზე] და გამაგრებულიც არის ეგ სახლი. ჩვენ მაგ სახლთან საერთოდ შეხება არ გვაქვს არანაირი. მაგ ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ჩვენ გრუნტს ისე ვამაგრებთ, რომ ჩვენი მუშაობის [გამო] ზემოქმედება, საერთოდ ნულოვანია ირგვლივ მდებარე შენობებზე. არანაირი ზემოქმედება არ არის, ნულოვანია.

[კომპანიას] აქვს დემონტაჟის პროექტი, აქვს მშენებლობის პროექტი. მშენებლობის პროექტი, როგორც მოგეხსენებათ, მოიცავს კონსტრუქციულ ნაწილს. კონსტრუქციულ ნაწილში მითითებულია გრუნტი როგორ უნდა გავამაგროთ. ე.წ. ცემენტიზაცია კეთდება.

ცემენტიზაცია მოიცავს გრუნტის ბეტონით ჩანაცვლებას. მშენებლობა ცალკე სამუშაოა, რომელსაც ირგვლივ მდებარე შენობებზე ზემოქმედება ნულამდე დაჰყავს. ანუ აბსოლუტურად არავითარ ვიბრაციას, რხევას საერთოდ არ განიცდის გრუნტი ჩვენი ქვაბულის იქეთ. ამას [მშენებლობის მეთოდს] ფართოდ იყენებენ ევროპაშიც და ჩვენთანაც, საქართველოშიც შეგიძლიათ ნახოთ. გრუნტის ცემენტიზაცია ჰქვია. ეს გვიწერია ჩვენ პროექტში და უნდა გავაკეთოთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ედნარ ხიმშიაშვილმა, „ჯორჯიან გრანდ დეველოპმენტ გრუპის“ წარმომადგენელმა.

თავდაპირველად სწორედ ედნარ ხიმშიაშვილი ფლობდა კომპანია „ჯორჯიან გრანდ დეველოპმენტ გრუპის“ 100 %-იან წილს.

ამჟამად წილის 70% ჯულიანა იონახს ეკუთვნის, 30 % კი – იულია ლიტვინენკოს, რომელიც ედნარ ხიმშიაშვილის მეუღლეა.

  • რა ვიცით კომპანია „ჯორჯიან გრანდ დეველოპმენტ გრუპის“ შესახებ

„ჯორჯიან გრანდ დეველოპმენტ გრუპს“ ორი მფლობელი ჰყავს.

კომპანიის 70%-იან წილს ჯულიანა იონახი ფლობს, ხოლო 30%-იან წილს – იულია ლიტვინენკო.

ჯულიანა იონახი რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონეა, იულია ლიტვინენკო კი – უკრაინისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე.

„ჯორჯიან გრანდ დეველოპმენტ გრუპი“ 2020 წელს დაფუძნებული კომპანიაა. მისი დამფუძნებელი და 100%-იანი  წილის მფლობელი ედნარ ხიმშიაშვილი იყო.

2022 წელს კომპანიის დირექტორად ჯულიანა იონახი დაინიშნა. 2023 წლის ნოემბერში კომპანიის 70%-იანი წილი ედნარ ხიმშიაშვილმა ჯულიანა იონახს გადაუფორმა, მას კი 30% დარჩა.

კომპანიის წილის მფლობელი ბოლოს 2024 წლის 4 ოქტომბერს შეიცვალა. ედნარ ხიმშიაშვილმა კომპანიის კუთვნილი 30%-იანი წილი იულია ლიტვინენკოს გადაუფორმა.

საჯარო წყაროებში ხელმისაწვდომი დოკუმენტების თანახმად, კომპანიის ყოფილმა მფლობელმა ედნარ ხიმშიაშვილმა 70%-იანი წილი ჯულიანა იონახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაუფორმა. რაც შეეხება დარჩენილ 30%-იან წილს, ის იულია ლიტვინენკოს უსასყიდლოდ გადაუფორმა.

ედნარ ხიმშიაშვილი რამდენიმე სხვა კომპანიაშიც ფლობს წილს.

კომპანია „ჯორჯიან გრანდ დეველოპმენტ გრუპი“ ბათუმის გულში, მერიის წინ, ერთი კვარტალის ნაწილობრივ ათვისებას გეგმვას.

10-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მისამართი ოფიციალურად ასეა –  ბარათაშვილის ქუჩა #14/დემეტრე თავდადებულის ქუჩა #27.

დოკუმენტების მიხედვით, 10- სართულიანი კორპუსი ბარათაშვილისა და თავდადებულის ქუჩებს შორის, 1750 კვ.მ მიწის ნაკვეთზე უნდა აშენდეს.

შენობის სიმაღლე 36.40 მეტრი იქნება. -1 სართულზე მოეწყობა საპარკინგე სივრცე, პირველი სართული კომერციული ფართობებისთვის იქნება, მეორედან მეოთხე სართულამდე ნაწილობრივ კომერციული, ნაწილობრივ საცხოვრებელი, ხოლო მეხუთე სართულიდან მეათე სართულამდე სრულად საცხოვრებელი ბინები იქნება.

ისტორიულ ზონაში დაგეგმილი ათსართულიანი შენობის პროექტის ავტორი და არქიტექტორი თენგიზ ესიავაა.

იმ ადგილას, სადაც ახლა ათსართულიანი სახლი უნდა ააშენონ, ორსართულიანი განაშენიანება იყო.

თავდადებულის ქუჩის მხრიდან მდებარე სახლში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობა იყო განთავსებული. საოლქოს შენობის უკან ასევე ორსართულიანი განაშენიანება იყო, რომელიც ვიწრო გასასვლელით უკავშირდებოდა ბარათაშვილის ქუჩას. ახალი კორპუსიც ამ გასასვლელით დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 10 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 248 560 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 656 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 24 018 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 37 089 ერთეული [+33]
  • MLRS – 1 637 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 297 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 129 160 ერთეული [+1 198]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 270 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 77 734 ერთეული [+182]
  • სპეცტექნიკა – 4 070 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 10 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 113 068 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 650 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 575 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 661 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 176 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 54 013 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ოცნების ეს ნაბიჯი ნიშნავს ადვოკატურის დამოუკიდებლობის დემონტაჟს“ – ინტერვიუ

„დაუშვებელია იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერ-მინისტრთან იყოს ანგარიშვალდებული… ეს ნაბიჯი ნიშნავს ადვოკატურის დამოუკიდებლობის დემონტაჟს,“ – აცხადებს ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი. ის იურიდიული დახმარების სამსახურის პრემიერ-მინისტრზე დაქვემდებარებას აპროტესტებს.

ეს ის სამსახურია, რომელიც სოციალურად დაუცველ ადამიანებს სთავაზობს უფასო იურიდიულ დახმარებას.

„ადვოკატები უყურებენ, როგორ მიდიან ნელ-ნელა იუსტიციის სამინისტროსკენ… ყველაფერი დაახშეს და გაანადგურეს. რჩება მარტო ეს სეგმენტი – ადვოკატთა ასოციაცია. როგორც კი, იტყვი, მაგალითად, რომ მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური ნიშნით დაკავებული, იუსტიციის მინისტრი მეორე დღეს გაგრიცხავს,“ – ამბობს ზაზა ხატიაშვილი.

რატომ არის საფრთხე იურიდიული დახმარების სამსახურის პრემიერ-მინისტრთან ანგარიშვალდებულება? – „ბათუმელები“ ამ საკითხზე ადვოკატს, ადვოკატთა ასოციაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ზაზა ხატიაშვილს ესაუბრა:

  • ბატონო ზაზა, დღეს, 9 თებერვალს, კანცელარიასთან გამართულ ადვოკატების ბრიფინგზე აღნიშნეთ, რომ იურიდიული სამსახურის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადასვლა ნიშნავს „ადვოკატურის დამოუკიდებლობის დემონტაჟს“. რა საფრთხეს ხედავთ კონკრეტულად? 

იურიდიული დახმარების სამსახურში ყველა არის ადვოკატი, ხომ? ადვოკატი არის დამოუკიდებელი პროფესია, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად და მის საქმიანობაში ჩარევის უფლება არავის აქვს. ახალი საკანონმდებლო ცვლილებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს იურიდიული სამსახურის დირექტორს, ანუ, დამოუკიდებელი ადვოკატების დირექტორი უნდა დანიშნოს და გაათავისუფლოს პრემიერ-მინისტრმა.

აქამდე იურიდიული სამსახურის მონიტორინგის საბჭო ირჩევდა დირექტორს და ამ საბჭოს შემადგენლობაში ნახევარზე მეტი იყო არასამთავრობო სექტორი, ადვოკატთა ასოციაცია და სახალხო დამცველი. სახელმწიფო იქ ვერავის ვერ გაიყვანდა ვერასდროს. მონიტორინგის საბჭოს დაკომპლექტების წესიც იცვლება და იქ უკვე აბსოლუტურ უმრავლესობას გააკონტროლებს სახელმწიფო.

ადვოკატების ბრიფინგი კანცელარიასთან. 2026 წლის 9 თებერვალი
  • რატომ დასჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა, თქვენი აზრით, „ქართულ ოცნებას“? რას უპირებს „ოცნება“ ადვოკატებს? 

დღეს პარლამენტი არის მთლიანად „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში. ანგარიშვალდებულება პრემიერ-მინისტრის წინაშე იქნება თუ პარლამენტის წინაშე, ამით სამართლებრივად დიდი სასწაული არ ხდება. თუ რაღაც ჩანაფიქრი არ არის, ამ ნაბიჯზე რატომ წავიდოდნენ?

გაეროს პრინციპები ადვოკატის როლის შესახებ, რომელიც მიღებულია 1990 წელს ჰავანაში, ჩაწერეს, რომ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ის, რომ ადვოკატებმა თავიანთი საადვოკატო საქმიანობა განახორციელონ შიშის, ჩარევის და დაბრკოლების გარეშე. ეს დაცული იქნება, თუ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის კურაციის ქვეშ იქნებიან? ეს არის პირდაპირ კონვენციის დარღვევა, გაეროს პრინციპების ადვოკატთა როლის შესახებ. ამიტომაც, ამას მე კი არ ვამბობ მხოლოდ, ამას ამბობს საერთაშორისო კანონმდებლობა.

ადვოკატურა არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი. ამ დროს ადვოკატურის კონკრეტული სეგმენტი აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ გადადის, ანუ ანგარიშვალდებული ხდება პრემიერ-მინისტრის წინაშე. რა ხდება რუსეთში, ბელარუსში, ან ყაზახეთში, პოსტსაბჭოთა კიდევ რამდენიმე ქვეყანაში? – ადვოკატთა ასოციაცია არის იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში.

უკვე ორი კვირაა ვამბობ, რომ იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში გადადის ადვოკატთა ასოციაცია. ფაქტობრივად, ყველაფერი დაახშეს და გაანადგურეს. რჩება მარტო ეს სეგმენტი – ადვოკატთა ასოციაცია.

დაახლოებით 400 ადვოკატამდეა იურიდიული დახმარების სამსახურში…. საქართველოს ადვოკატთა კორპუსი თუ არ გამოფხიზლდა, ერთ დღეს გავიღვიძებთ იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში.

2016 წელს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვიყავი და ბრიუსელში მთხოვეს, დამეცვა ბელარუსი ადვოკატი, რომელიც ბელარუსის იუსტიციის მინისტრმა გარიცხა. იცით, რას ედავებოდნენ იმ ადვოკატს? – ლუკაშენკოს ერთ-ერთ არჩევნებში მოწინააღმდეგე ჰყავდა და მისი სამართლებრივი დაცვა გაბედა. ამ ადვოკატის ცოლი და დედაც ადვოკატები იყვნენ. სამივე გარიცხეს ადვოკატთა ასოციაციიდან ყოველგვარი განმარტების გარეშე. ადვოკატის ცოლმა როცა იკითხა, მე რა შუაში ვარო, უთხრეს: ქმარს თუ გაეყრები, აღგადგენთო. აი, ეს არის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლა.

ჩვენს შემთხვევაშიც ეს იქნება: როგორც კი, იტყვი, მაგალითად, რომ მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური ნიშნით დაკავებული, იუსტიციის მინისტრი მეორე დღეს გაგრიცხავს.

როგორც გამოცდილი ადამიანი და ყოფილი თავმჯდომარე, რისკს ვხედავ იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში გადაყვანის. ერთ დღეს გაიღვიძებს ადამიანი და იტყვის, რომ იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში უნდა გადავიდეთ. არის რამე შემაკავებელი ბერკეტი?

  • ფიქრობთ, რომ ამას ადვოკატები წინააღმდეგობას არ გაუწევენ?

არ ვიცი. ახლა მარტო ვყვირი და კიდევ დაახლოებით ათი ადამიანი. ასი ადვოკატი მილაიქებს ამ განცხადებას, 6000 ადვოკატს კი, სავარაუდოდ სძინავს. ხელისუფლება ამას უყურებს, ხომ?!

„ოცნებას“ თუ არ უნდა ადვოკატთა ასოციაციის გადაყვანა იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში, ეს ცვლილება რაში სჭირდებოდათ? პარლამენტში ხომ მათი აბსოლუტური უმრავლესობაა? ეს რომ გაბედეს და ამაზე ხმა არავინ არ ამოიღო, იმასაც მიაყოლებენ.

ეს პირველი ნაბიჯია, მოსინჯეს ნიადაგი — აღმოჩნდა, რომ მარტო ხატიაშვილი ყვირის და ერთი 30 კაცი უჭერს მხარს, უიმე, ადვოკატებს თურმე მოსწონთ ეს, რა კარგია. აი, ეს მომენტია.

  • რატომ არ ისმის თავად იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების ხმა? 

ისინი ჩემი კოლეგები არიან და ვერ ვისაუბრებ, თუმცა ფაქტია, რომ ყველაზე მეტი გამამართლებელი განაჩენი, მაგალითად, გამოაქვთ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებს.

გამამართლებელი განაჩენი ნიშნავს იმას, რომ ადვოკატმა პროკურატურას საქმე დაუნგრია და ზედმიწევნით ზეპირად იცოდა საქმე, თითოეულ ფურცელს ჩაჰკირკიტებდა.

  • თუმცა ბოლო ტენდენცია აჩვენებს, რომ მთლად ასეც არაა: მაგალითად, ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, რაც გამამართლებელი განაჩენების ძირითადი ნაწილია, ადვოკატები მოქმედებენ სქემით: მთავარია, დაზარალებულად ცნობილი ქალი გაჩუმდეს და ბრალდებულის გამართლება ხელში გაქვს…

მხოლოდ ოჯახში ძალადობას არ ვგულისხმობ. დამერწმუნეთ, იურიდიული დახმარების სამსახური საკმაოდ კვალიფიციური კორპუსია, საკმაოდ კვალიფიციურად ახორციელებენ დაცვას. უბრალოდ სახელმწიფომ ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო: ბევრი საქმე აქვთ ძალიან.

პროცესი მიდის იქითკენ, რომ ადვოკატთა ასოციაცია გახადონ იუსტიციის სამინისტროს შემადგენელი ნაწილი. თუ რომელიმე ადვოკატი იტყვის, რომ სინდისის პატიმარს იცავს, მეორე დღეს გარიცხავენ.

„გრანტების შესახებ“ კანონს ხომ იღებენ? – თუ იტყვი, რომ არალეგიტიმურია ხელისუფლება, ამის გამოც შეიძლება ჩაჯდე ციხეში. ადვოკატთა ასოციაცია რომ გადაიყვანონ იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში, ჭკუა დაუშლით, თუ გონება? ბოლო სეგმენტი რჩება ადვოკატთა ასოციაცია. დებილები ხომ არ არიან, რომ ეს დატოვონ?

ხელისუფლებამ დაიწყო ეს პროცესი სახაზინო ადვოკატებიდან. 18 მილიონი აქვთ წელიწადში დაფინანსება და „ჩვენ ვუხდით ფულსო“, წარმოგიდგენიათ? სახელმწიფო ბიუჯეტი ქირაობს ადვოკატებს, რომ კვალიფიციური იურიდიული მომსახურება გაუწიონ სოციალურად დაუცველ ფენას. „ქართული ოცნება“ არის ბიუჯეტი?

ადვოკატები უყურებენ, როგორ მიდიან ნელ-ნელა იუსტიციის სამინისტროსკენ და ეს ძალიან გულს მტკენს.

________________________________________________

ფოტოზე: ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი

ცხმორისში დამწვარ მეჩეთს აღადგენენ

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისში დამწვარ მეჩეთს აღადგენენ. მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ „ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ ცხმორისში მდებარე დამწვარი ხის ჯამეს აღდგენითი სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე“ ტენდერი 40 ათასი ლარით გამოაცხადა.

პროექტს თან უნდა ახლდეს ხარჯთაღრიცხვა, თუ რა თანხა დასჭირდება ძეგლის აღდგენას.

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 17 თებერვალს დაიწყება და ორ დღეში, 19 თებერვალს დასრულდება.

„პროექტი უნდა შემუშავდეს კვლევითი სამუშაოების შედეგების საფუძველზე. საპროექტო დოკუმენტაცია უნდა შედგეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და შეიცავდეს ყველა საჭირო დოკუმენტს, რომელიც აუცილებელია აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარებისათვის საჭირო ნებართვის მისაღებად.

წარმოდგენილ საპროექტო დოკუმენტაციას თანდართული უნდა ჰქონდეს სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაზე საექსპერტო დასკვნა, რომელიც დაადასტურებს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან.

ექსპერტიზის განმახორციელებელი ორგანო უნდა იყოს სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ან სხვა აკრედიტებული პირი“ – აღნიშნულია ტენდერში.

პროექტი 180 დღეში უნდა მომზადდეს.

ასე გამოიყურებოდა ცხმორისის მეჩეთი დაწვამდე ფოტო: აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

ისტორიული წყაროების მიხედვით, ცხმორისის მეჩეთი 1892-1893 წლებში უნდა იყოს აშენებული. საბჭოთა პერიოდში სალოცავი დაკეტილი და საწყობად გამოიყენებოდა.

ცხმორისის მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა.

ისტორიული მეჩეთი  2025 წლის 22 დეკემბერს, გვიან ღამით დაიწვა.

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ამავე თემაზე: 

ხულოში დაიწვა მეჩეთი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო

Exit mobile version