ზაფხულის ბოლო კვირას ძველი ბათუმის ეზოები ახალ ცხოვრებას დაიწყებენ. ბათუმში „ბათუმის ეზოს ამბებისათვის“ მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო. წელს ეზოს ამბებს ქართველი, პოლონელი, იაპონელი და უკრაინელი არტისტები შექმნიან. 12 არტისტი პროექტზე 10 დღის მანძილზე იმუშავებს, ზაფხულის ბოლო სამ დღეს, 29, 30 და 31 აგვისტოს კი „ბათუმის ეზოს ამბები“ გაიმართება.