კვირის ამბები

როგორ ებრძვის სახელმწიფო ბავშვთა სიღარიბეს

04.06.2014 • 1698
როგორ ებრძვის სახელმწიფო ბავშვთა სიღარიბეს


გაეროს ბავშვთა ფონდის, იუნისეფის ერთერთი ბოლო კვლევის შედეგებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელმა დაიკლო, თუმცა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ბავშვთა რაოდენობა ისევ დიდია [27%]. თქვენ რა სტატისტიკა გაქვს დღეისთვის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ბავშვთა რაოდენობასთან?

 

დაახლოებით, 69 ათასი ბავშვია დღეს საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა.

 

 

საქართველოში მცხოვრებ ბავშვთა რამდენი პროცენტია ეს?

 

 

პროცენტულად რამდენია, სამწუხაროდ, არ შემიძლია გითხრათ. 18 წლამდე ბავშვი რამდენი არის, ამის ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს, ამას სამოქალაქო რეესტრი გეტყვით.

 

 

რა სტრატეგია და ღონისძიებები აქვს დაგეგმილი სახელმწიფოს ღარიბ ბავშვებთან დაკავშირებით?

 

 

ძირითადი ღონისძიება, ეს გახლავთ ოჯახების გაძლიერებისა და სხვა პრევენციული კომპონენტები, იგივე სოციალური დახმარებები,  არამატერიალური შეღავათები, რაც არის გაწერილი სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის პროგრამით.

 

არის დღის ცენტრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის, მათთვის სპეციალიზებული დღის ცენტრები. დღის ცენტრებში არის ორჯერადი კვება, სკოლამდელი აქტივობა, არაფორმალური განათლება, წრეები და ასე შემდეგ. წლინახევრამდე ბავშვებისთვის არის კვების ვაუჩერები თვეში 50 ლარის ოდენობით.

 

ჩვენს სააგენტოში არის დასაქმების დეპარტამენტი, სამუშაოს მაძიებელთა ბაზები, სადაც ხდება ყველას ონლაინრეგისტრაცია, მათ შორის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების, ანუ დასაქმების კომპონენტის გაძლიერება მიმდინარეობს. ეს დაიწყო 2013 წლიდან. ეს არის სპეციალური პორტალი ჯანდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ყველა ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი, დასაქმდეს. 

 

 

წელს ამუშავდა ახალი, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების პროგრამა. სიღატაკეში მყოფი ოჯახების საჭიროებები გამოიკვეთება და სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმება. 

იგივე იუნისეფის რეკომენდაციებში საუბარი იყო სპეციალურ ფინანსურ შეღავათებზე, რომელიც მიმართული იქნებოდა სიღარიბეში მცხოვრები ბავშვებისთვის. ამ მიმართულებით რა კეთდება?

 

 

ამაზე მუშაობს სამინისტრო, მუშა პროცესია.

 

 

ბავშვთა სიღარიბეზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს. ვიცით, რომ დაწყებულია ამ კუთხით მუშაობაც. რა შედეგები გაქვთ?

 

 

სახელმწიფომ ორი ტრანზიტული ცენტრი გახსნა ამ ბავშვებისთვის [მოიცავს 24- საათიან მომსახურების მიწოდებას, ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, ყოველ დღე სამჯერად კვებას, ინდივიდუალურ მუშაობას და ა.შ], გვაქვს კრიზისული ინტერვენციის ცენტრი და დღის ცენტრები. კონკრეტული შედეგებიც არის. ბევრს ავუღეთ პირადობის მოწმობა. არიან ბავშვები, რომლებიც დაბრუნდნენ ოჯახებში, მინდობით აღზრდაში და ა.შ.

 

 

მხოლოდ თბილისშია ასეთი დღის ცენტრები?

 

 

ჯერჯერობით, კი. ვაპირებთ გავხსნათ სხვა დიდ ქალაქებშიც.

 

პროგრამებით, რასაც ამ კუთხით სახელმწიფო ახორციელებს, რა შედეგის მიღწევა გინდათ? რაიმე მაჩვენებელი თუ გაქვთ?

 

 

ჩვენი სურვილია ბავშვების მაქსიმალურად მცირე რაოდენობა იყოს ქუჩებში და საბაზისო მოთხოვნები – ჯანმრთელობა, განათლება და ოჯახური გარემო ჰქონდეთ უზრუნველყოფილი. ამ წუთას რთულია რიცხვებზე საუბარი. მთავარი არ არის ციფრები, მთავარია ისე გაძლიერდეს ოჯახი, რომ ნაკლები ღატაკი ბავშვი იყოს ქვეყანაში.  

 

მუყაოს ქალაქი, დასახლება ხელვაჩაურში, სადაც ეკომიგრანტები ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ
მუყაოს ქალაქი, დასახლება ხელვაჩაურში, სადაც ეკომიგრანტები ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: