სამი წელი უწყლოდ

 

რეპრესიების მსხვერპლი გახდა სამსონ მჟავანაძის მრავალსულიანი ოჯახი 1951 წელს. ისინი 24 დეკემბერს, დილის ექვს საათზე თოვლიან გზას გაუყენეს ფეხით. ისე, როგორც ყველა მსხვერპლს, სამსონ მჟავანაძესაც ახსოვს ის დღე: „ჯარისკაცები შემოიჭრნენ სახლში და ბარგის ჩალაგება გვიბრძანეს. მამა სახლში არ იყო, შვიდი მცირეწლოვანი ბავშვი და ფეხმძიმე დედა ზამთრის სუსხიან დილას საწოლებიდან წამოგვყარეს. ჩვენთან ერთად იმ დღეს კიდევ სხვა ოჯახებსაც შეეხო რეპრესიების სიმწარე“.

ბიზნესი და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა

საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს შესახებ “ბათუმელების” მიერ დასმულ შეკითხვებს გოჩა ირემაძემ, „ბათმშენი 2007″ -ის დამფუძნებელმა უპასუხა. ბატონო გოჩა, სახელისუფლებო ცვლილებების შემდეგ როგორ შეაფასებთ დღეს არსებულ ბიზნესგარემოს? როგორც ვმუშაობდით, ისე ვმუშაობთ, არც არაფერი გამოსწორებულა და არც გაუარესებულა. მე კერძო ბიზნესი მაქვს. ერთადერთი ცვლილება რაც არის, უკრაინელები ყიდულობენ ბინებს. ყაზბეგის ქუჩაზე, ჩემს აშენებულ სახლში, რომელიც ხელისუფლების ცვლილებამდე დავასრულე, …

გამოუვალი მდგომარეობა

 

 საქართველოში სექსმუშაკები ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფია. მათ მიმართ საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითი და მორალისტური დამოკიდებულება არსებობს და შესაბამისად მიჩნეულია, რომ მათი პრობლემები ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოების დანარჩენი ნაწილის.

მოსახლეობა, ელექტროგადამცემი ხაზი და სახელმწიფო

 

„მოგვიწევს თუ  არა განსახლება“, – ეს იყო მთავარი კითხვა, რომელსაც გასულ კვირას აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში მოქალაქეები „ახალციხე-ბათუმის 220 კვ-იან ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვაზე სვამდნენ. დოკუმენტი გასულ კვირას ხულოში, შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში განიხილეს. 


<!** Image 1 align="left" alt="ახალციხე-ბათუმის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვა ქედაში" sub="ახალციხე-ბათუმის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვა ქედაში" width="350" height="640" >

აკე და ანა ‘X ფაქტორიდან’

 

 

აკე პატარაია და ანა მალაზონია სამი თვის წინ დაქორწინდნენ, აკე და ანა მაყურებელმა “X ფაქტორიდან” გაიცნო, წყვილმა მაყურებლის სიმპათია მალევე დაიმსახურა.

ლაშქრობა ვერცხლის ტბაზე

 

სახელწოდება: ტობავარჩხილი, მყინვარული წარმოშობის გამჭვირვალე ტბები.

მდებარეობა: სამეგრელო, ეგრისის ქედი 

სიმაღლე ზღვის დონიდან: 2650 მეტრი, ალპური ზონა.

მარშრუტის მინიმალური ხანგრძლივობა: 12 კილომეტრი ფეხით, სამი დღე. 

 

 

მუსიკა როგორც პირადი დღიური

 

მისი სიმღერები მელანქოლიურია, ბოლო სიმღერას კი სულაც მელანქოლია ჰქვია. მუსიკით 14 წლის ასაკში დაინტერესდა. წერდა თავისთვის, მანამ სანამ ერთ დღეს ნიკო ნერგაძემ არ მოისმინა და ურჩია სხვებისთვისაც გაეზიარებინა. „მუსიკა პირადი დღიურივით იყო ჩემთვის“ – ამბობს მუსიკოსი თინათინ შურღაია. თინათინი – სწორედ ამ სასცენო სახელით იცნობენ მას საქართველოში. 

თოვლში დამარხული ხუთი შვილი

 

გადასახლება ოსმან ბუქიძის ექვსსულიან ოჯახს და მის მთელ სანათესაოს შეეხო. უფროს ძმას, რესულს ხუთი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა, ისინი სატვირთო ვაგონებში სიცივისა და შიმშილისგან დაიღუპნენ. „ხუთივე გზადაგზა, თოვლში დამარხა ჩემმა ძმამ“, – გვეუბნება ოსმან ბუქიძე და თვალებზე ცრემლს იწმენდს. ის ახლა 80 წელზე მეტი ხნისაა, თუმცა  14 წლის ასაკში გადატანილი ტრაგედია მის გულში დღემდე ცოცხალია. 

ჩაქვში ბავშვთა ნეირორეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა

 

17 ივლისს „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ საზოგადოებას მორიგი მასშტაბური და ამბიციური პროექტი წარუდგინა – ჩაქვში რეგიონის ყველაზე დიდი ბავშვთა ნეირორეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა. 

როცა ქალი მემკვიდრედ არ მიიჩნევა

 

„სად გაგიგონია გოგოს წილებს აძლევდნენ?“; „გათხოვდი და გექნება სახლი“, – ეს არის ოჯახის უფროსების პასუხი იმ გოგონების მოთხოვნაზე, რომლებიც ფიქრობენ, რომ მამის ქონებაზე ძმის მსგავსად წილი მათაც ეკუთვნით. არსებობს ფაქტები, როცა ქონების ნაწილი გოგონას სახელზეა რეგისტრირებული, თუმცა მისი ფაქტობრივი მფლობელი მაინც ბიჭი ანუ ძმაა. კანონმდებლობით შვილებს მშობლების ქონებაზე თანაბარი უფლება აქვთ, თუ ანდერძი არ არსებობს. კანონმდებლობით გამყარებული უფლებების მიუხედავად, საქართველოში ოჯახის მემკვიდრედ ბიჭი მიიჩნევა და არა – გოგო. ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე სახელმწიფოს იმ პასუხისმგებლობაზე საუბრობს, რამაც ქონების გადანაწილების საკითხში ქალთა დისკრიმინაცია უნდა აღმოფხვრას.

რატომ არ არის სასურველი ხორცზე უარის თქმა

 

მიიჩნევა რომ ვეგეტარიანიზმი და ვეგანიზმი – ცხოვრების ჯანსაღი წესის ნაწილია, თუმცა ფაქტია, რომ ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე უარის თქმა, ორგანიზმში სხვადასხვა საჭირო ნივთიერების დეფიციტს წარმოშობს. ენდოკრინოლოგი ნინო ჯიქურაულის თქმით, ამ დეფიციტის შევსება სხვა პროდუქტების ხარჯზე, სრულად ვერ ხერხდება.

საკრებულოს ახალი წევრების გამოცდილება და ქონება – ნაწილი მეორე

 

რა გამოცდილებით მოდის „ქართული ოცნების“ უმრავლესობა საკრებულოში, როგორია მათი შრომითი ბიოგრაფია და ქონებრივი მონაცემები. „ბათუმელები“ საკრებულოს ახალი მოწვევის წევრების მონაცემების შესწავლას აგრძელებს.

როგორ წავიდეთ თუშეთში

 

„გასულ წელს ვიყავი თუშეთში. არასოდეს დამავიწყდება ის შთაბეჭდილება, რაც იქ მივიღე. წელს სულმოუთქმელად ველოდები შვებულებას, რომ რამდენიმე დღით ისევ წავიდე. ბათუმიდან ტურისტული სააგენტოებს თუშეთის ტური არ აქვთ, მაგრამ ისე მინდოდა წასვლა, თბილისიდან ავიღე ტური“, –  ამბობს ბათუმელი მეგი ცეცხლაძე.  როგორ და რა ფასად შეიძლება წასვლა თუშეთში და რას ნახავს თუშეთში ჩასული ტურისტი?

ლილე იროელის ამბები

 

არის წიგნები, რომლების წაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო უკეთესი ადამიანი ხდები, ვიდრე იყავი. და არის ნატო დავითაშვილის წიგნები – პირდაპირ გამოწერილი რეცეპტები, როგორ გავხდეთ კეთილები, მამაცები და გაცილებით უკეთესები. როცა გვეკითხებიან, ბავშვს კითხვა რომელი წიგნით შევაყვაროთო, ძალიან ხშირად ვურჩევთ ლილე იროელის შესახებ დაწერილ ტრილოგიას – „ამბავი ლილე იროელისა“, „როცა  ფრთოსანი  ლომები დაბრუნდებიან“  და „ოთხი მხარე და ოთხი სვეტი“.

რა გზას გაივლის მეწარმე ევროპულ ბაზრამდე

 

 

ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საქართველოსთვის ევროპის ბაზარი ღიაა. შეთანხმება ხელმომწერი ქვეყნებიდან იმპორტის გადასახადის გაუქმებასაც გულისხმობს. ახლა საქართველოში დღის წესრიგში ხელშეკრულებით მოთხოვნილი რეგულაციები, პროდუქტის ხარისხი და ხარისხის დადასტურების ტექნიკური შესაძლებლობის საკითხები დგას. რა უნდა იცოდეს მეწარმემ ევროპის ბაზარზე მოსახვედრად? – ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელებს“ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პროტოკოლისა და ეკონომიკურ ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი თუთბერიძე ესაუბრა.

ოთხი დღე პოლონეთში

 

ქუთაისი-კატოვიცე-ქუთაისი – ასეთი იყო ქართველი ჟურნალისტების ავიარეისის განრიგი, რომელიც პოლონეთის ერთ-ერთი უმსხვილესი რეგიონის, სილეზიის მთავრობის მხარდაჭერით შედგა, აჭარასა და სილეზიას შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში. ოთხი დღის მანძილზე ქართველი ჟურნალისტები სილეზიის ღირსშესანიშნაობებს გავეცანით.  

ბათუმი დღეს [ფოტო]

 

ასე გამოიყურება ბათუმი დღეს, 13 ივლისს. ქარის და დიდი ტალღების მიუხედავად დამსვენებლები სანაპიროზე მაინც ირუჯებიან. 

აჭარის ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს ხულოში აპარატურა დაუზიანეს

 

აჭარის ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს პირდაპირი ეთერის წინ ჩართვის აპარატურა დაუზიანეს. როგორც ტელევიზიის ჟურნალისტი ჯენი კვანტალიანი ამბობს აპარატურა მისთვის უცნობმა პირმა დააზიანა.

ბათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი მიმდინარეობს

 

ბათუმში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. 

11 ივლისს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში მსმენელის წინაშე ალექსეი შადრინი, მედეა ალთუნაშვილი და ბრუნო მონსანჟანი წარსდგნენ. 

750 კილომეტრი წამლის ასაღებად

 

საქართველოში დაახლოებით ორასი თირკმელგადანერგილი პაციენტი ცხოვრობს, რომლებსაც ყოველდღიურად იმუნოსუპრესიული, ანუ იმუნიტეტის დამწევიმედიკამენტების გარკვეული რაოდენობა ესაჭიროებათ. წამლის თუნდაც ერთი მიღების გამოტოვების შემთხვევაში, ორგანიზმმა შეიძლება ტრანსპლანტატი მოიცილოს. ამ მედიკამენტებს პაციენტები სახელმწიფოსგან უფასოდ იღებენ, თუმცა მათ მისაღებად რეგიონებში მცხოვრებ პაციენტებს ყოველთვიურად თბილისში უწევთ ჩასვლა. ბათუმიდან თბილისამდე და პირიქით, პაციენტმა ან მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა 750-მდე კილომეტრი უნდა გაიაროს წამლის ასაღებად. 

9 წლის გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

 

10 წლის გოგონასთან გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირის დამყარებაში ბრალდებულის, 76 წლის მამაკაცის საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავს. მოსამართლემ გასულ კვირას პროცესი დახურა.

სამედიცინო კორპორაცია ევექსის მემორანდუმი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

 

წელს, 2 ივლისს, ქუთაისის სამედიცინო სასწავლო ტრენინგცენტრსა  და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

ჯვრები ქალაქში

 

ბათუმში, ტაბიძის ქუჩის ერთ პატარა სკვერში ორი ეკლესია თითქმის გვერდი-გვერდ დგას. სკვერში და მის მიმდებარედ კი ექვსი რკინის ჯვარია აღმართული – თითო ჯვარი თითო სახლის წინ. ჯვარზე ღამის განათებისთვის სადენებია შემოხვეული.  

ისინი მოგვითხრობენ დემოკრატიაზე

 

ხუთკვირიანი „თხრობითი პერფორმანსები” დასრულდა. ხუთი კვირის განმავლობაში „დემოკრატიის მთხრობელთა დასის“ წევრებისგან დაკომპლექტებული გუნდები (შვიდი გუნდი, თითოეულ გუნდში ხუთი მთხრობელი), მათ მიერ მოძიებულ და დამუშავებულ დემოკრატიის ისტორიებზე წარმოადგენდნენ თხრობით პერფომანსებს ე.წ. `”სთორითელინგს”. 

პატრული, რომელზეც „ლეგენდები დადის“

 

 

უკვე რვა წელია “ჯარიმა” მის სახელთან ასოცირდება. საპატრულო პოლიციის თანამშრომელ ნინო დუმბაძეს ბათუმში ბევრი მძღოლი იცნობს. დაუჯარიმებია გარემოს დაცვის მინისტრი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ქალაქის მერი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებიც. “როცა პატრულის ფორმას ვიცვამ, ავტომატურად სულ სხვა ადამიანად გარდავიქმნები ხოლმე, ჩემს ყველა ნაბიჯს ათასობით ადამიანი აკვირდება, ამიტომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია” – ამბობს ნინო.

ვინ და როგორ იზრუნებს მშობლების გარეშე დარჩენილ რვა ბავშვზე

 

22 მაისს ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში ქმარმა ცოლი მოკლა. მოგვიანებით კი ქმარი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილებს რვა შვილი ჰყავდათ – უმცროსი 9 თვისაა, უფროსი კი – 14 წლის. ბავშვები “სასწრაფოდ მინდობით აღზრდის პროგრამით” ორ ოჯახში გადაანაწილეს. იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო მისცემს უფლებას, სამომავლოდ ბავშვებზე საქველმოქმედო ფონდი “სოციალური პარტნიორობა” აპირებს იზრუნოს, თუმცა, შესაძლოა ფონდს ამის უფლება არ მისცენ.

იურისტი, რომელიც მოგონებებს აგროვებს

 

27 წლის ანა ბერძენიშვილი ბათუმში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტი უკვე შეყვარებულია ბათუმზე და ფიქრობს კიდეც, რომ სამუდამოდ აქ დარჩება: “ახლა ვფიქრობ აქამდე სხვაგან როგორ ვცხოვრობდი, ეს ჩემი ქალაქია, ჩემი სახლი, ყველა ქუჩა მიყვარს, შეიძლება ითქვას, ყველა კუნჭული.” 

რას გვკარნახობს ორგანიზმი

 

როგორ ამოიცნობა ამა თუ იმ ვიტამინის ნაკლებობა ორგანიზმში ანუ ჰიპოვიტამინოზი და როგორ შევივსოთ ეს დანაკლისი? ამ და სხვა კითხვებზე “ბათუმელებს” ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა ესაუბრა.

ქორწინების ტრადიციები

 

107 წლის ემილე შარაძეს ორი შვილი, რვა შვილთაშვილი და თხუთმეტი შვილთაშვილის შვილი ჰყავს.  საკუთარი ქორიწნების გახსენებისას ამბობს რომ ოჯახის შექმნის ტრადიცია ძველად კარგი არ იყო. გათხოვებამდე ქალი საქმროს არ იცნობდა. მან საკუთარი მეუღლე ქორწილიდან მეორე დღეს გაიცნო.  

 

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მოხალისეების მიერ მომზადებულ სიუჟეტში მოთხრობილია ქორწინების უძველესი ტრადიციების შესახებ. შეიმჩნევა თუ არა ტრადიციების გავლენა თანამედროვე წყვილების ურთიერთობაში ნახეთ სიუჟეტში. 

რა რეკომენდაციებს აძლევს დემოკრატიის ინსტიტუტი კომუნალური სერვისის მომწოდებელ კომპანიებს

 

დღეს დემოკრატიური ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტმა“, კომუნალური სერვისის მომხმარებელთა სამოქალაქო ინტერესების დაცვის კამპანიის ფარგლებში, საქართველოს 9 რეგიონში ჩატარებული კვლევების შედეგები და  რეკომენდაციები წარმოადგინა. 

დატყვევებული მურა დათვების გაურკვეველი მომავალი


მურა დათვი საქართველოს წითელ ნუსხაშია შეყვანილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახეობა განსაკუთრებული დაცვის ქვეშაა, ბრაკონიერობის საფრთხე მაინც დიდია. საქართველოში ხშირად მურა დათვი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რესტორნების ეზოებში გვხვდება. „ბათუმელები“ დაინტერესდა არსებობს თუ არა ხედვა ან გეგმა, როგორ უნდა დააბრუნონ დატყვევებული ცხოველები გარემოში. ამ საკითხის მოგვარება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოვალეობაშია.


<!** Image 1 align="left" alt="მურა დათვი, რომელიც ქობულეთის პლაჟზე დაყავდათ" sub="მურა დათვი, რომელიც ქობულეთის პლაჟზე დაყავდათ" width="300" height="512" > 

როგორ მოხდება ჟილინის არხის რეკონსტრუქცია

 

ბათუმში „ჟილინის არხის“ კაპიტალური რეკონსტრუქცია 2016 წლამდე უნდა დასრულდეს. რადგან არხი მიმდებარე ტერიტორიებისთვის ანტისანიტარიის ძირითად კერას წარმოადგენს, მიღებულია გადაწყვეტილება მისი დახურული სისტემით შეცვლის შესახებ. ამ გადაწყვეტილების განხორციელებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 6 მილიონ 323 ათასამდე ლარი დაიხარჯება.

 

<!** Image 1 align="left" alt="ჟილინის არხი ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე" sub="ჟილინის არხი ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე" width="300" height="576" >

„მე აქ ვიყავი“, – წარწერები ისტორიულ ძეგლებზე

 

„მე აქ ვიყავი“, „მიყვარხარ“, „გიო+თიკო“… – მსგავს წარწერებს თითქმის ყველა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კედლებზე შეხვდებით. წარწერები, ბასრი საგნებით ამოკვეთილი ნახატები და სხვადასხვა დეტალები შეგხვდებათ ვარძიის, დავით-გარეჯისა თუ სხვა ეროვნულ ღირსშესანიშნაობებზე. ბოთლები, საკვების ნარჩენები და ძეგლის ირგვლივ დანაგვიანებული გარემოც არ არის იშვიათობა. როგორია ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ ქართველების მგრძნობელობა და რამდენად სტერეოტიპულია დამოკიდებულება, რომ ქართველებს ისტორია განსაკუთრებულად გვიყვარს და პატივს ვცემთ?

როცა არტერიული წნევის ნიშნულები ერთმანეთს უახლოვდება

 

რამდენად საშიშია, როცა ზედა – სისტოლური და ქვედა – დიასტოლური წნევის მაჩვენებლები ერთმანეთს უახლოვდება, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და როგორ ვუმკურნალოთ მას? ამ თემაზე „ბათუმელებს“ მედიცინის დოქტორი თინა აბესაძე ესაუბრა.

ტურიზმი გზის გარეშე

 

 

აჭარაში ოთხი დაცული ტერიტორიაა: მტირალას ეროვნული პარკი, ისპანის ჭაობები ქობულეთში, კინტრიშისა და მაჭახლის დაცული ტერიტორია. აქედან ორ დაცულ ტერიტორიასთან – მტირალასა და კიტრიშთან მისასვლელი გზა მოუწესრიგებელია. კინტრიშის მიმართულებით ინფრასტრუქტურის მოწესრიგება არც წელს იგეგმება, მტირალასთან მისასვლელი ათკილომეტრიანი გზიდან კი, წელს მხოლოდ ორი კილომეტრი დაიგება. 

Exit mobile version