რას ცვლის შუახევიჰესი

 

ერთ-ერთი მასშტაბური ჰიდროენერგეტიკული პროექტის – „შუახევიჰესის“ მშენებლობის მესამე ფაზის დაფინანსების ხელშეკრულებას 19 მარტს ოფიციალურად მოეწერა ხელი. ცერემონიას სასტუმრო „შერატონში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოსული კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რა სარგებელს მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობა 400-მილიონიანი პროექტიდან, რომელიც 2016 წელს უნდა დასრულდეს და რამდენით გაიზრდება თვითმმართველი ორგანოების ბიუჯეტი? „ბათუმელების“ კითხვებს შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ იურიდიულმა მრჩეველმა თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა. 

თბილისელი პიტერ პენი

 

მაღალი, სუსტი, მხრებში მოხრილი, ჟღალწვერიანი ბიჭი ხშირად თავჩაქინდრული დადის ყოფილი იპოდრომის გზაზე. ხანდახან საკუთარ თავს ელაპარაკება, ცაში იხედება, თითებზე რაღაცებს ითვლის, ან გამვლელებს ესალმება და საკუთარ თავზე რაღაცას უყვება, თუმცა მას ყველა არ უსმენს. ეს ბიჭი გიგი ნინიძეა, როგორც ის ამბობს 26 წლამდე უნდა იყოს, წლამდე, რადგან არც ახსოვს როდის დაიბადა. არც მის მშობლებს ახსოვთ, ან იქნებ ახსოვდათ, მაგრამ გიგის მშობლები ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ, როდესაც ის სულ 5 თვის იყო.

ლაზური ქორწინების ისტორიები

 

ძველად ლაზები შუამავლების მეშვეობით ქორწინდებოდნენ. მკაცრად ექცეოდა ყურადღება, რომ ლაზი ლაზზე დაქორწინებულიყო. სარფში დღესაც კი, თუ ლაზს ჰკითხავ: „თქვენ ლაზი ხართ?“, დადებითი პასუხის შემდეგ აუცილებლად დააყოლებს, რომ სუფთა ლაზია. „სუფთა ლაზში“ იგულისხმება, რომ დედაც და მამაც ლაზი ჰყავს. ყველაფერი ბავშვობიდან იწყებოდა. „ახთი ოხვენუ“, – ასე ჰქვია ლაზურად ქალის დანიშვნის რიტუალს.  ლაზები შვილებს აკვანშიც ნიშნავდნენ. 

რას ითხოვს სახელმწიფოსგან სახარების რწმენის ეკლესია

 

„იყო შემთხვევა, როცა ცოლ-ქმარი იმიტომ დააპიტიმრეს, რომ ორმოცდაათიანელები იყვნენ. ხუთი შვილის დედას ჩამოართვეს დედობა და ბავშვები ბავშვთა სახლში ჩააბარეს. ციხიდან რამდენიმე წელში გამოვიდნენ, მაგრამ ორი ბავშვი გარდაცვლილი დახვდათ“, – ამ ამბავს ლელა ხონელიძე გვიამბობს. ეს 1951 წელს მოხდა, სტალინური რეპრესიების დროს, როცა სახარების რწმენის, იგივე ორმოცდაათიანელთა ეკლესიის ასობით წევრი ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლი გახდა. მიუხედავად დოკუმენტური მასალების არსებობისა, სახელმწიფო საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლად მხოლოდ ოთხ რელიგიურ გაერთიანებას მიიჩნევს, მათ შორის არ არის ორმოცდაათიანელთა ეკლესია. „ჩვენ არ ვითხოვთ მატერიალური ზარალის ანაზღაურებას, ეკლესია იდევნებოდა საბჭოთა რეჟიმის დროს და სახელმწიფომ ეს უნდა აღიაროს“, – ამ მოთხოვნით სახარების რწმენის ეკლესია საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის სახელმწიფოს. 

მეგობრები თავშესაფრიდან

 

ფოტორეპორტაჟი მომზადებულია ბათუმში მდებარე ცხოველთა თავშესაფარში “უტყუარი მეგობარი”. 

რა უნდა ასწავლონ მედრესეში

 

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან წელს აჭარის მთავრობას ერთი მილიონი დოლარი და ორი მილიონ 263 ათასი ლარი გამოეყო. ამ თანხით აჭარის მთავრობამ ბათუმში, ანგისის დასახლებაში, სამუფთო სამმართველოს ორი შენობა შეუსყიდა. ერთი შენობა მედრესესთვისაა განკუთვნილი, მეორე შენობაში კი, აჭარის სამუფთო სამმართველოს რეზიდენცია განთავსდება. აჭარის მთავრობა აპირებს სამუფთოსთვის შენობების მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთიც შეისყიდოს. რა არის მედრესე, რატომ ხედავენ ქართველი მუსლიმები მისი გახსნის აუცილებლობას და რა განათლებას მისცემს ის მოზარდებს? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ დასავლეთ საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე საუბრობს.

დაავადება, რომელიც გაზაფხულზე მწვავდება

 

თუ თქვენ გაქვთ გულის რევის შეგრძნება, გაწუხებთ ბოყინი, შებერილობა ან გულძმარვა აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს – ეს სიმპტომები კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულზე მიანიშნებს. იმ შემთხვევაში, თუ დროულად არ მიმართავთ ექიმს, შესაძლოა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე დამძიმდეს, რომ ქირურგის დახმარება დაგჭირდეთ. რა იწვევს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს და როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა – ”ბათუმელების” კითხვებს ექიმმა გასტროენტეროლოგმა ლუიზა კალანდაძემ უპასუხა. 

პოლიციელების ცვლილებებით გამოწვეული მოლოდინი აჭარაში


აჭარის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს. დავით მამულაშვილი აჭარაში იმერეთიდან გადმოიყვანეს, მისი წინამორბედი თემურ კუპატაძე კი მცხეთა-მთიანეთში დანიშნეს საპატრულო პოლიციის უფროსად. აჭარაში ახალი შეფი ჰყავს პოლიციის მთავარ სამმართველოსაც.

რა არის ტყვიაზე ძლიერი?

 

გასულ კვირას, მურმან დუმბაძე ორჯერ იყო იარაღის მაღაზიაში. ორივეჯერ კამერების თანადასწრებით, პირველად შეარჩია და შემდეგ თანაგუნდელებთან ერთად იყიდა. კაცი, რომელიც ამბობდა, რომ ორივე ხელისუფლება აჭარაში თავად შეცვალა, ახლა იარაღს ყიდულობს, რომ დაიცვას ცოლი, შვილები და კერძო საკუთრება.

რატომ არის საშიში მუსიკის ხმამაღლა მოსმენა ყურსასმენებით


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით (ჯანმო), მუსიკისა თუ სხვა ხმების ხმამაღლა მოსმენის გამო, 1.1 მილიარდი ახალგაზრდა სმენის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამის მიზეზია ის, რომ თინეიჯერებისა და ახალგაზრდების დაახლოებით 50% მუსიკას პერსონალურ აუდიომოწყობილობებში (მპ3 პლეიერებსა და სმარტფონებში) სახიფათო დონის სიმაღლეზე უსმენს.

გვიანი ორსულობის დადებითი და უარყოფითი მხარეები

 

თუ ათი-თხუთმეტი წლის წინ 30 წლის ქალის ორსულობა დაგვიანებულად მიიჩნეოდა, დღეს ეს ზღვარი ხუთი წლით გადაიწია: „მას შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა ადამიანების ცხოვრება და მათი სოციალური ქცევა. ქალები გვიან თხოვდებიან, იწყობენ კარიერას და თუ ადრე მიიჩნეოდა, რომ 30 წლის ქალი უკვე ასაკოვანია პირველი მშობიარობისთვის, ახლა ეს ასე აღარ არის, დღეისთვის ბევრი 35 და 40 წლის ორსული გვყავს“, – ამბობს მეან-გინეკოლოგი კობა ქამაშიძე.

 

ნადირობა დელფინებზე – ლაზური ისტორიები

 

განთიადისას ლაზი მეთევზე უნისლო ზღვაზე ბადეს შლის და სათევზაოდ ემზადება. თუ ბადეს თევზი მოჰყვება, გემრიელი სადილიც იქნება. ჯერ კიდევ უხსოვარ დროს ანდეს ზღვას საკუთარი ბედი ლაზებმა. ზღვა აძლევდათ საკვებს, ლაზები იყვნენ კარგი ნაოსნები და სავაჭრო ურთიერთობებიც კარგად ჰქონდათ განვითარებული. 

სკოლა მოსწავლის პირად ცხოვრებაში

 

 

თემო 12 წლის იყო, როცა მასწავლებელმა მთელი კლასის თანდასწრებით „აღმზრდელობითი გაკვეთილი“ ჩაუტარა იმაზე, თუ რატომ არ უნდა გაებუტოს მამას, რომელიც მასთან ერთად აღარ ცხოვრობს. შემთხვევებს, როცა პედაგოგები უხეშად იჭრებიან მოსწავლის პირად სივრცეში, ხშირად აქვს ადგილი. როდის ეკრძალება მასწავლებელს მოსწავლის პირად ცხოვრებაში ჩარევა და რა შემთხვევებშია სკოლა ვალდებული რეაგირება მოახდინოს ფაქტებზე? 

 

რამაზ ხალვაშის სამოქმედო გეგმა: ერთად ვაშენოთ მომავლის უნივერსიტეტი

 

უნივერსიტეტის მართვა ავტონომიურობის შეზღუდული ხარისხის პირობებში არაეფექტურია. ავტონომიურობა უნივერსიტეტს აძლევს თავისუფლად მოქმედების საშუალებას და ზრდის მის კონკურენტუნარიანობას. მაგრამ დამოუკიდებლობა არ უნდა გავიგოთ, როგორც უპასუხისმგებლობა: უნივერსიტეტების ავტონომიურობის პარალელურად უნდა არსებობდეს ანგარიშვალდებულების მექანიზმებიც. უნივერსიტეტები პასუხისმგებლები არიან არა (მარტო) სახელმწიფოს, არამედ საზოგადოების წინაშე.

ქალის შრომის ფასი საქართველოში

 

ირმა ნაკაშიძე ბაღის დირექტორია. მის დაქვემდებარებაში 50 თანამშრომელი და ასზე მეტი აღსაზრდელია. დირექტორის პოსტზე თავდაპირველად მისი  ხელფასი 30 ლარი იყო. „როცა ასი ლარი გახდა, ძალიან მიხაროდა“, – გვეუბნება ის. ირმას თანამდებობრივი პასუხისმგებლობის გარდა ოჯახზე ზრუნვაც უწევდა. მისი შრომის ანაზღაურებამ 500 ლარს სულ ახლახან მიაღწია. 

ბსუ-ს რექტორობის კანდიდატის – მარინე გიორგაძის ექვსწლიანი სამოქმედო გეგმა

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების სამოქმედო გეგმა (2015-2021 წწ)

 

საზოგადოების კეთილდღეობის, სტაბილური პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების, საერთაშორისო სივრცეში ჰარმონიული ინტეგრირების აუცილებელი პირობაა ქვეყანაში განათლების მაღალი დონე, ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა. აღნიშნულის მისაღწევად აუცილებელი პირობაა ინოვაციების სწრაფად ათვისება და დანერგვა, ტექნოლოგიების  განახლება, მუდმივად განვითარებად და ცვალებად საერთაშორისო გარემოსთან ადაპტაცია. 

ბსუ-ს რექტორობის კანდიდატის – როსტომ ბერიძის სამოქმედო გეგმა

 

„გაზეთი ბათუმელები“ ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის რვავე კანდიდატს სთავაზობს, საზოგადოებას მოსაზრების ფორმატში გააცნოს უნივერსიტეტის სტარტეგიული განვითარების მისეული ხედვა. როსტომ ბერიძემ საზოგადოებამდე თავისი სათქმელის მიტანის ფორმად აირჩია პრეზენტაციის ფორმატი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობის ოთხი კანდიდატი

 

ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის რექტორობისთვის რვა კანდიდატი იბრძვის. „ბათუმელებმა“ ოთხი მათგანის – მარინა გიორგაძის, რამაზ ხალვაშის,  ირაკლი ბარამიძისა და მალხაზ ნაკაშიძის მოსაზრებები უნივერსიტეტის განვითარებაზე უკვე შემოგთავაზათ. ამჯერად რექტორობის კიდევ ოთხი კანდიდატის მოსაზრებას გაგაცნობთ თემაზე: როგორ უნდა განვითარდეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი. რექტორის არჩევნები უნივერსიტეტში 2015 წლის 16 მარტს ჩატარდება. რექტორს აკადემიური საბჭოს 9 წევრი აირჩევს ოთხი წლის ვადით. 

მანუჩარ ლორია: რატომ უნდა ამირჩიონ უნივერსიტეტის რექტორად

 

 

9 მარტს, ორშაბათს, 16:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, გაიმართება დისკუსია უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატებს შორის. დისკუსიამდე ორგანიზაციის მოხალისეები ამზადებენ ვიდეორგოლებს რექტორობის კანდიდატების შესახებ.

რა აფერხებს გვამურ ტრანსპლანტაციას საქართველოში

 

საქართველოში თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიის გამო ხელოვნურ თირკმელთან 1000-ზე მეტი პაციენტია მიერთებული, ხოლო ღვიძლის გადანერგვა ყოველწლიურად მინიმუმ 50 ახალ პაციენტს ესაჭიროება. ამ ადამიანებისთვის ორგანოების გადანერგვა საქართველოში მხოლოდ გენეტიკურ ნათესავს, მეუღლეს ან მეუღლის ახლო ნათესავს შეუძლია. საქართველოს კანონმდებლობით გვამიდან აღებული ორგანოების გადანერგვა, 15 წელია ნებადართულია. ამისათვის აუცილებელია გარდაცვლილის ოჯახის წევრთა თანხმობა. მიუხედავად აღნიშნულისა დღემდე საქართველოში არც ერთი გვამური ტრანსპლანტაცია არ განხორციელებულა.

ბათუმში პატიმრების სავარაუდო წამებაზე პროკურატურამ ძიება დაიწყო

 

ბათუმის ციხიდან პატიმრები წერილებს რედაქციაში ისევ აგზავნიან. მსჯავრდებულები საპყრობილეში უჰაერობაზე, წყლის გრაფიკით მიწოდებაზე, ტკივილგამაყუჩებლის არ არსებობაზე ჩივიან და ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის  მიყენაბაში ადანაშაულებენ. როგორც ამბობენ, მათი მთავარი მიზანია ინფორმაცია ციხეში არსებულ რთულ პირობებზე საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტს მიაწვდინონ. 

არჩევანი პანსიონსა და სიღატაკეს შორის [ვიდეო]

 

„მთავარია ბავშვების სწორად აღზრდა, 18 წლის რომ გახდება და უკვე დამოუკიდებელ ცხოვრებაში უნდა შეაბიჯოს, მას უნდა ჰქონდეს ის უნარ-ჩვევები და მოცემულობა, რომ იცხოვროს ისე, როგორც ღირსეულმა მოქალაქემ“, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პანსიონში მცხოვრები ბავშვების მისამართით. რას სთავაზობს სახელმწიფო პანსიონებში მცხოვრებ ბავშვებსა და მათ ოჯახებს; რა არჩევანის წინაშე დგანან ოჯახები საქართველოში და რაში ხედავენ მშობლები გამოსავალს – „ბათუმელები“ პანსიონში მცხოვრებ რამდენიმე ბავშვის ოჯახს ეწვია და სახელმწიფო პოლიტიკაზე მშობლების პოზიცია მოისმინა. 

შესაძლო ცვლილებები მასწავლებლებისთვის ახალდამტკიცებულ რეგულაციებში

 

მასწავლებლებისთვის ახალდამტკიცებულ რეგულაციებში, რასაც „ბათუმელებთან“ საუბარში ზოგიერთი პედაგოგი მათი უფლებების შეზღუდვის მექანიზმად აფასებდა, შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირებმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 35 000 პედაგოგს აერთიანებს, „მასწავლებლის დისციპლინური წარმოების წესში“ კონკრეტული პუნქტები გააპროტესტა და განათლების სამინისტროს, ამ დებულების დახვეწის მიზნით, რეკომენდაციები შესთავაზა.

ქალები სამკერვალო ფაბრიკიდან

 

ტექსტილის ფაბრიკა  BTM Textile-ში 350-მდე ადამიანი მუშაობს, მომუშავეთა 95% ქალია. ტანსაცმლის ფაბრიკაში ძირითადად ქალის ტანსაცმელს კერავენ, რომელიც შემდეგ ევროპისა და აზიის ქვეყნებში იყიდება. 

 

სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში

 

ქალაქ ბათუმში 29-31 იანვარს, ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის“ ორგანიზებით, საერთაშორისო პროექტის  – Black Sea Network forSustainable Tourism-Strategies for joint tourism marketing and development inthe Black Sea region (BS NST) ფარგლებში გაიმართა სამდღიანი ტრენინგი/ვორქშოფი „PPP-Public Private Partnershipin Tourism/კერძო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობა ტურიზმის სექტორში.“

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მრავალრიცხოვანი და წარმატებული ფაკულტეტია.

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალით, ფაკულტეტზე არჩეულია 70 პროფესორი.

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ამჟამად 1200-მდე სტუდენტი სწავლობს, მათ შორის უცხოელი სტუდენტებიც.

განათლების ახალი პროგრამა მასწავლებლობის მსურველთათვის

 

მასწავლებლობის მსურველთათვის ახალი საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ამოქმედება იგეგმება. ახალი კონცეფცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თსუ-ს მეცნიერთა ჯგუფმა შეიმუშავა.  კონცეფციის მიხედვით, დაგეგმილია ორი პროგრამის ამოქმედება: საბაკალავროსთან შერწყმული (300 კრედიტიანი) სამაგისტრო პროგრამა და 60-კრედიტიანი ერთწლიანი პროგრამა. ეს უკანასკნელი განკუთვნილია მათთვის, ვისაც უკვე აქვს უმაღლესი განათლება, მაგრამ არა პედაგოგიური კუთხით. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის განცხადებით, რეგიონებში მასწავლებლის კარგად მომზადება ბევრად უფრო პრობლემატურია, ვიდრე დღეს თბილისში. რატომ გახდა ახალი კონცეფციის შემუშავება საჭირო და რა შედეგს მიიღებს ქვეყნის განათლების სისტემა? – საკითხზე „ბათუმელები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, განათლების სკოლის ხელმძღვანელს, სოფიკო ლობჟანიძეს ესაუბრა, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული კონცეფციის შემუშავების პროცესში. 

„თამარის ხიდები“ აჭარაში

ზემო აჭარაში, სხალთის ხეობისკენ რომ მიდიხარ, გზად მდინარე აჭარისწყალზე გადებული ფურტიოს ქვის თაღოვანი ხიდი უნდა გაიარო. ამ ორი საუკუნის წინ აჭარაში დიდი წყალდიდობა ყოფილა. მთიდან ჩამოტანილ უზარმაზარ ლოდებს მოაგორებდაო აჭარისწყალი. მთელს ხეობაში ისმოდა თურმე მდინარის ღრიალი. გზად ყველაფერი გაუნადგურებია, ჩამოურეცხავს მთის ფერდობები, მოუთხრია ხეები, წაუღია სახლები, მაგრამ ფურტიოს ხიდისთვის ძვრაც ვერ უყვია. დაუმუშავებელი ქვითა და …

„გამოუვალი მდგომარეობა“ ბათუმში კონცერტს გამართავს

 

 

4 მარტს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ კონცერტს გამართავს. ჯგუფი ბათუმში ფესტივალ „ბათუმური ზამთარის“ ფარგლებში ჩამოდის. 

ირაკლი ბარამიძე: რატომ უნდა ამირჩიონ უნივერსიტეტის რექტორად

 

9 მარტს, ორშაბათს, 16:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, გაიმართება დისკუსია უნივერსიტეტის რექტორის კანდიდატებს შორის. 

„ლაბორატორია 1918“ ორი წლის შემდეგ

 

„სისტემა უნდა დაინგრეს!“, „ქალაქი ამბობს!“ „თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა!“, „არა ძალადობას!“ – ეს ის სლოგანებია, რომლითაც სტუდენტურმა მოძრაობამ „ლაბორატორია 1918“ საზოგადოებას თავი დაამახსოვრა. მოძრაობა, რომელმაც ორი წლის წინ საზოგადოებრივი სოლიდარობის მუხტი ქვეყანაში საგრძნობლად აწია, დაიშალა. როდის ხდებიან სტუდენტები სოლიდარულები და რაში ხედავენ „ლაბორატორიის“ აქტივისტები ცვლილებების აუცილებლობას?

ვინ უვლის გზებს აჭარაში

 

აჭარის ტერიტორიაზე გზებს, რომლებიც, დანიშნულების მიხედვით სამ კატეგორიად იყოფა, ოთხი პატრონი ჰყავს. ყველაზე უფრო სტრატეგიული, რთული და მოუწესრიგებელი მონაკვეთი გოდერძის უღელტეხილზეა. მთლიანობაში კი, რეგიონში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებიდან მხოლოდ 10 პროცენტამდეა მოასფალტებული.

სამუსიკო სკოლის პრობლემები

 

რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლა ძველ ბათუმში, გორგასალის ქუჩაზე მდებარეობს. შენობა, სადაც სასწავლებელია განთავსებული, 1917 წელს აშენდა. სკოლა კი 1976 წლიდან ფუნქციონირებს. დაახლოებით ათი წლის წინ ამ შენობაში სამხედრო კომისარიატიც ყოფილა განთავსებული, რის გამოც კედლებს მწვანე მაუდი გადააკრეს, რამაც კლასებში აკუსტიკა ჩაახშო. შენობაში სამუსიკო სკოლის დაბრუნების შემდეგ, კედლებს მაუდის ნაჭერი მოაშორეს და აკუსტიკაც აღდგა, თუმცა შენობა წლებია არ გარემონტებულა, მოძველებულია წიგნადი ფონდიც. 

18 პროფესია კოლეჯში

 

ქვეყნის მასშტაბით პროფესიულმა სასწავლებლებმა პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყეს. გამონაკლისია ბათუმის პროფესიული კოლეჯი „ბლექსი“, რომელმაც მისთვის გამოყოფილი კვოტა საშემოდგომო მიღებაზე სრულად აითვისა. აჭარის რეგიონში სულ ორი პროფესიული სასწავლებელია. რა განათლებას იღებენ პროფესიულ კოლეჯებში, რომელ სპეციალობაზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა და ახერხებენ თუ არა დასაქმებას სტუდენტები სწავლის დამთავრების შემდგომ – „ბათუმელები“ ამ თემით დაინტერესდა. 

გაწუხებთ წნევა? – იარეთ ფეხით

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ფეხით სიარული და მსუბუქი სირბილი საგრძნობლად ამცირებს ისეთი დაავადებების წარმოშობის რისკებს, როგორიცაა სწორი ნაწლავისა და სარძევე ჯირკვლის სიმსივნე, ჰიპერტონია, გულის იშემიური დაავადებები, ინსულტი და დიაბეტი. მათივე მონაცემებით არასაკმარისი ფიზიკური აქტივობით გამოწვეული დაავადებების გამო მსოფლიოში ყოველწლიურად 3,2 მილიონი ადამიანი იღუპება.

პოლიტიკა ბინძური საქმე არ არის

 

ხშირად გვესმის, რომ „პოლიტიკა ბინძური საქმეა“, ვერ გეტყვით ეს რამდენად ქართული ფენომენია, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებში პოლიტიკის ეს განსაზღვრება იმდენად ფეხმოკიდებულია, რომ ამას გეტყვის ბავშვიც და დიდიც.  ასეთად არის სახელდებული დღეს საქართველოში პოლიტიკური საქმიანობა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „სახელი საქმის ნახევარია“, ამ ლოგიკით ამ საქმის მიმართ უნდობლობა საფუძველშივე ძევს ამომრჩევლისთვის.  ამავე ლოგიკით ვინც პოლიტიკას აკეთებს, ამავე დროს აკეთებს „ბინძურ საქმეს“, ან რატომაც არ გააკეთებს, ის ხომ ასეთ პროცესში მონაწილეობს. ასეთ დროს გამოჩნდე განსხვავებული არის ძალიან რთული, მაგრამ შესაძლებელი. ეს არის წარმოდგენა, რომელიც უნდა შეიცვალოს და მისი შეცვლა ალბათ ჩვენი თაობის პოლიტიკოსების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. 

Exit mobile version