რა იწვევს თირკმლის უკმარისობას

 

საქართველოში ნეფროლოგიურ კლინიკებში პაციენტების მიმართვიანობის მიხედვით, ყოველწლიურად თირკმლის ქრონიკული დაავადების (თქდ) 480-520 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, რაც 1 მილიონ მოსახლეზე 120-160 პაციენტს შეადგენს. ნეფროლოგი დოდო  ხაბაძე ამბობს, რომ შესაძლოა თირკმლის უკმარისობა არ გამოვლიდეს კლინიკურად და გამომჟღავნდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ძალიან დაგვიანებულია, ამიტომაც მნიშვნელოვანია აღნიშნული დაავადება ადრეულ სტადიაში იქნას გამოვლენილი. თირკმლის პათოლოგიების რისკჯგუფში მყოფმა ადამიანებმა წელიწადში ორჯერ მაინც უნდა ჩაიტარონ შესაბამისი გამოკვლევა.

შიდსით ინფიცირებულთა სტატისტიკა

 

მსოფლიო სტატისტიკით საქართველო აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს მიეკუთვნება. ინფექციური პათოლოგიებისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ცნობით, შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 6000-ს უტოლდება. ეს კი მათივე ცნობით, ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საკმაოდ სოლიდური რიცხვია.

დაბინძურებული მუნიციპალური ტრანსპორტი ბათუმში [ფოტო]

 

ბათუმში  ყოველდღიურად 107 ავტობუსი გადის სამუშაოდ სამარშრუტო ხაზზე. ავტობუსების სალონები ხშირად მოუწესრიგებელია, რაც მგზავრებს დისკომფორტს უქმნის. „ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორ და რა ინტენსივობით ხდება ავტობუსების სანიტარული დასუფთავება. გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელთან, პაატა დუმბაძესთან. 

რატომ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნება

 

სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. „მოსწავლე უნდა გასცდეს მასალის უბრალოდ დამახსოვრება-გაზეპირებას. კერძოდ, მან ცოდნის დაგროვებასთან ერთად უნდა შესძლოს ამ ცოდნის გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და ბოლოს, შეფასება. ამ დროს მოსწავლე არა მხოლოდ ფლობს ინფორმაციას, არამედ მას შეუძლია ქმედება. საინტერესოა, რომ რაიმეს სწავლა სწორად აზროვნების შედეგია. აზროვნების ამოქმედების დროს ადამიანი გააზრებულად სწავლობს და ხდება უფრო გამჭრიახი,“ – ვკითხულობთ ქართველ ავტორთა მიერ შედგენილ წიგნში „როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება“. მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს ერთ-ერთმა ავტორმა, განათლების საკითხების მკვლევარმა სიმონ ჯანაშიამ „ბათუმელების“ შეკითხვებს უპასუხა.

ცხოვრება მაგისტრალზე

 

„წვიმაში, ქარში, თოვლსა და სიცხეში სულ აქ ვართ. ზამთარში გვცივა, ზაფხულობით კი მტვერი გვახრჩობს. ხმაური გვღლის, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ჩვენი არსებობის წყარო ეს მაგისტრალია“ – ამბობენ ციხისძირში, ცენტრალურ მაგისტრალზე სავაჭროდ გამოსული ადამიანები. 

სასჯელი განაჩენის შეუსრულებლობისთვის

 

მოქალაქე ზ.ს-ს  განაჩენის საფუძველზე აკრძალული ჰქონდა მანქანის ტარება, ის კი პატრულმა მაშინ შეაჩერა, როცა ავტომანქანას მართავდა. იმის გამო, რომ მოქალაქემ ძალაში შესული განაჩენი არ შეასრულა, მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა. პროკურორი ბრალდებულისთვის  მკაცრი სასჯლის გამოყენებას ითხოვა, ადვოკატმა კი იმ არგუმენტთ, რომ ბრალდბულის ქმედებას ზიანი არ გამოუწვევია, არის „შეჭირვებული ოჯახიდან, არ მუშაობს“ ნაკლება მძიმე სასჯელის გამოყენება სთხოვა მოსამართლეს. 

წლიდან წლამდე სახელმწიფო საწარმოებში მოგება მცირდება

 

საქართველოს კანონმდებლობა არ კრძალავს სახელმწიფომ დააფუძნოს სამეწარმეო სამართლის იურიდიული პირი ან არაკომერციული იურიდიული პირი, თუმცა ერთია, უფლების მინიჭება და მეორეა, როგორ იყენებ ამ უფლებას. როდესაც ძალიან დაბალია ამ კომპანიების ანგარიშვალდებულების ხარისხი დამფუძნებლების წინაშე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მათი საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის, სახელფასო ფონდის, უბრალოდ შესყიდვების შესახებ, რა თქმა უნდა, ეს არის სერიოზული გამოწვევა. ეს გამოწვევა არის იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც ბაზარზე არსებობენ როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ სახელმწიფო კომპანიას განსაკუთრებულ პირობებს უქმნიან. მაგალითად, შესყიდვების კანონმდებლობის საქართველოს ფოსტა (სახელმწიფო ფლობს წილების 100%-ს) შეღავათებით სარგებლობს. ანუ ორი გამოწვევა გვაქვს – არათანაბარ პირობებში მყოფი კერძო კომპანიები და მეორე მხრივ, მათი ფინანსური, შინაარსობრივი საქმიანობა.

არაგონივრული ხელფასები სახელმწიფო საწარმოებში

 

საქართველოში 344 სახელმწიფო საწარმო არსებობს, რომელთა ქონების საერთო ღირებულება ასეულობით მილიარდი ლარია. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი საქართველოს რკინიგზაა, საშუალო სიმდიდრის კი, პირობითად, – შპს „სავაჭრო ცენტრი 2009“, ხოლო ღარიბი,  ასევე პირობითად, – შპს სსარფი შიპინგი“. ამ ტიპის საწარმოების ანგარიშებზე ასეულობით მილიონი ლარი მოძრაობს, მაგრამ მათი წილი ბიუჯეტის შევსებაზე ყოველწლიურად მცირდება. ზოგიერთი მათგანი ბიუჯეტიდან ფინანსდება კიდეც. ამის მიუხედავად, ინფორმაცია, თუ ვინ, რატომ, რა მიზნით ხარჯავს სახელმწიფო საწარმოებში მილიონებს, საზოგადოებისთვის დახურულია. 

Soundspring 2015 დასრულდა [ფოტო, ვიდეო]

 

10 მაისს, ელექტრონული, ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი Soundspring-ი დასრულდა. ფესტივალის ბოლო დღე განსაკუთრებული აღმოჩნდა მსმენელისთვის. ქართველი მუსიკოსის კოკა ნიკოლაძის პერფორმანსმა მსმენელები აღაფრთოვანა. თითოეული კომპოზიციის დასრულების შემდეგ აპლოდისმენტები არ წყდებოდა. 

 

კოკა ნიკოლაძის შემდეგ ფესტივალზე სანდრო კოზმანაშვილი და TeTe Noise  გამოვიდნენ. ფესტივალი მსმენელს ერთი წლით დაემშვიდობა. 

ეფენდელა, ქორი ნენეი და სხვა ხალხური თამაშები აჭარიდან

 

ადრიანი გაზაფხულის ცივ საღამოს ბუხრის პირას ხუთიოდე ბავშვი იყო შეკრებილი. ბუხარში მშრალი შეშა ტკაცუნობდა, ცეცხლის ალი კი ზუსტად ისე ლოკავდა ბუხრის კედლებს, როგორც ბავშვები ილოკავდნენ თითებს. ის-ის იყო უგემრიელესი ფხალლობიოს ჭამას მორჩენილიყვნენ და ახლა რამე გასართობს ეძებდნენ. 

შფოთვითი აშლილობის მიზეზები

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო 65 წლის განმავლობაში მსოფლიოს მოსახლეობაში ნევროზის ანუ შფოთვითი დარღვევების რაოდენობა 24-ჯერ გაიზარდა. ფსიქიატრი სალომე ვაშალომიძე ამბობს, რომ მიუხედავად შფოთვითი დარღვევების ხშირი შემთხვევებისა, საქართველოში თავისი ნებით ფსიქიატრთან ცოტა თუ მიდის და მაშინაც კი, როცა ადამიანებს ნევროზის ფიზიკური სიმპტომები აღენიშნებათ, დიაგნოზის ძიებაში ხშირად შეცდომით მიმართავენ ექიმ თერაპევტებს, ნევროლოგებს, კარდიოლოგებსა თუ სხვადასხვა პროფილის ექიმებს. გამოკვლევები არანაირ ორგანულ დაავადებას არ ავლენს – შფოთვითი დარღვევების მიზეზი მოუგვარებელ შინაგან კონფლიქტში იმალება.

წამებაში ბრალდებულები და დაზარალებულები

 

ამ სასამართლო პროცესს პირველად ესწრებოდნენ დაზარალებულების ოჯახის წევრები. დაზარალებულები ამ შემთხვევაში პატიმრები არიან. მათი ჩვენების მიხედვით, ბათუმის ციხეში გიორგი ვეკუას დირექტორობის დროს პატიმრებს ხელკეტებითა და წიხლებით სცემდნენ. დარბაზში მოსამართლემ სამი გაფრთხილება გასცა – ერთხელ დაზარალებულის დედა გააფრთხილა, როცა ის შვილის მიერ წამების დეტალებს აღწერის დროს ხმამაღლა აქვითინდა, მეორე და მესამე გაფრთხილება დაზარალებულმა მიიღო. 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: სტატუსით ბოროტად ვსარგებლობ

 

რისი გაკეთება შეეძლო დეპუტატის სტატუსით თავისი ამომრჩევლისთვის და როგორ მოახერხა ”ქართულ ოცნებაში” დარჩენა მას შემდეგ, რაც კოალიციის წევრის გადაყენებზე მხარდაჭერის მიზეზით  ფრაქციიდან  მისი კოლეგა გარიცხეს? – გასულ კვირას  აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა სვესტლანა კუდბამ ”ბათუმელების” კითხვებს უპასუხა.  

8 მაისს თანამედროვე მუსიკის ფესტივალი „SoundSpring“ იწყება

 

 

ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი საუნდსფრინგი ბათუმში 8 მაისს იწყება და 10 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

 

ყოველწლიური, თანამედროვე მუსიკის ფესტივალი წელს მეორედ ტარდება. ფესტივალზე დასწრების მსურველებს საშუალება ექნებათ რვა მაისს,  საღამოს 5 საათიდან   ლექციებსა და ვორქშოფებს დაესწრონ, ხოლო 7 საათიდან ქართველ და უცხოელ შემსრულებელებს მოუსმინონ.

„ევექსის“ ხელმძღვანელი: ბიჭის სიკვდილი იმასთან კავშირში არ არის, რომ ევექსი საყოველთაო დაზვევის პროგრამებიდან გამოვიდა

 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, შუახევში კორპორაცია „ევექსის“ კლინიკაში ქირურგი და ანესთეზიოლოგი ადგილზე არიან. „ჩვენი ინფორმაციით, რომელიც გადავამოწმეთ როგორც ადგილზე, ასევე „ევექსის“ ხელმძღვანელობასთან, ქირურგი და ანესთეზიოლოგი შუახევის საავადმყოფოში იმყოფებიან. დღეს ორ საათზე გვაქვს შეხვედრა ამ კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილესთან და გადაწყდება ეს საკითხი, ისე რომ არ მოხდეს, როგორც მაშინ – ჯერ რომ დატოვეს ექიმები და მერე რომ არ აღმოჩნდნენ. კონკრეტულ გრაფიკს გავწერთ, ვინ როგორ იმუშავებს რაიონულ საავადმყოფოში“. 

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: „ევექსს“ ვადა დღეს, დღის ბოლომდე მივეცით

 

გუშინ შუახევში, „ევექსის“ კლინიკაში მისული დაჭრილის გარდაცვალებას იმის გამო, რომ კლინიკაში ქირურგი არ იმყოფებოდა, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყება სწავლობს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ლევან გორგილაძის თქმით, „ევექსს“ დღეს დღის ბოლომდე მისცეს ვადა გაუქმებული სერვისების აღსადგენად. „ხელშეკრულებაში ყოველთვის არის მუხლი, რომელიც ხელშეკრულების პიროების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოშლას ითვალისწინებს. მე არ ვამბობ, რომ ეს ასე მოხდება“, – ამბობს მინისტრის მოადგილე, რომელთანაც ამ საკითხზე ვრცელ ინტერვიუს გთავაზობთ. 

არაოფიციალური სტატისტიკით საქართველოს 1 607 744 ემიგრანტი ჰყავს

 

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის არაოფიციალური მონაცემებით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების რაოდენობა დაახლოებით 1 607 744 ადამიანს შეადგენს. მათ შორის, ყველაზე მეტი ქართველი – რუსეთის ფედერაციაში (800 000), ყველაზე ნაკლები კი ავსტრალიაში (20) ცხოვრობს.

მოგონებები სახელწიფოზე, რომელიც აღარ არსებობს

 


ქაოსი ასევე  შესაძლებლობაა

სუნ ძი


ყოველდღიური ცნობები ,,ისლამური სახელმწიფოს“,  ტერორისტების არაადამიანური ქმედებების შესახებ დამთრგუნველია. ეს განსხვავებულ ფიქრებსა და  ემოციებს  იწვევს. მათი სისასტიკე არ უნდა ტოვებდეს გულგრილს არც ერთ საღად  მოაზროვნე ადამიანს, მით უმეტეს ქრისტიანს. 


რატომ არის ვაქცინაცია მნიშვნელოვანი

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 24-30 აპრილს მსოფლიო იმუნიზაციის კვირეულს აცხადებს, რომლის მიზანიც მოსახლეობისათვის იმუნიზაციის პროგრამის მნიშვნელობის შეხსენება და ინფორმირებაა. მსოფლიოში 20 წლის განმავლობაში ვაქცინაციით ყოველწლიურად თავიდან აცილებულია ბავშვთა სიკვდილის სულ ცოტა 3 მილიონი შემთხვევა. ”ამას გარდა, ნახევარ მილიონზე მეტი ბავშვია გადარჩენილი სიბრმავის, ინვალიდობის, გონებრივი ჩამორჩენილობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე დარღვევებისაგან” – ამბობს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მარო ჩხაიძე.

ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალი

 

გუშინ „ოჯახში დამზადებული ღვინის ბათუმის მე-8 ფესტივალი“ დასრულდა, რომელზეც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 160-მდე მევენახემ საკუთარი ხელით დამზადებული ღვინო წარმოადგინა. 

კონსულტაცია ცნობილ ექიმებთან კლინიკა ინ ვიტროში

 

1,2,3  მაისს თბილისიდან  ჩამოსული ექიმთა  ჯგუფი ბათუმში, კლინიკა “ინ ვიტროში” გაგიწევთ შემდეგი სახის კონსულტაციას: 

ბიზნესის სასწავლო ცენტრი აცხადებს საბუთების მიღებას სასწავლო პროგრამებზე

 

თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტ “გორგასალთან” არსებული ბიზნესის სასწავლო ცენტრი აცხადებს საბუთების მიღებას სასწავლო პროგრამებზე, დასაქმების პერპექტივით:

ჭადრაკი: საქართველო-ინდოეთი 2,5:1,5

 

„მე-7 ტურში ჩვენმა გოგონებმა ინდოეთის ძლიერი გუნდი 2,5:1,5 დაამარცხეს! ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე საქართველო მეორე ადგილზე მყოფ რუსეთს 2 ქულით უსწრებს!“ – ამ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესცენტრი ავრცელებს. საქართველოს ქალთა ნაკრები ჩინეთში, ჩენდუში მიმდინარე მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატში მონაწილეობს. 

საზღვარგარეთ სტაჟირების პროგრამები მასწავლებლებისთვის

 

საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებს შანსი აქვთ საზღვარგარეთ სტაჟირების პროგრამის მონაწილეები გახდნენ. პროგრამები, ჯერჯერობით, მხოლოდ ფრანგული, გერმანული, ინგლისური ენებისა და ფიზიკის მასწავლებლებისთვის არის ხელმისაწვდომი. ახლახან დასრულდა კონკურსი ფრანგული ენის პედაგოგებისთვის, რომელიც საფრანგეთში აკრედიტებულ სასწავლო ცენტრში მოკლევადიან პედაგოგიურ სტაჟირებას ითვალისწინებდა. მომავალში მსგავსი კონკურსები სხვა საგნების პედაგოგებისთვისაც არის დაგეგმილი. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლები იმისათვის, რომ ამა თუ იმ სტაჟირების პროგრამაში მოხვდნენ.

შვიდი კონკურსი და ორი შედეგი

 

ბათუმში, წელს ორი – სელიმ ხიმშიაშვილისა და მერაბ კოსტავას სკულპტურა დაიდგმება. ქანდაკებების ესკიზებზე კონკურსი გასულ წელს სამჯერ გამოცხადდა. გარდა აღნიშნული ორი კონკურსისა, მერიას კიდევ ხუთ ნამუშევარზე ჰქონდა კონკურსი გამოცხადებული, თუმცა კომისიამ ვერც ერთ მათგანში გამარჯვებული ვერ გამოავლინა.  

როდის უნდა გაკეთდეს საკეისრო კვეთა

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის [ჯანმო] ცნობით, საკეისრო კვეთის სიხშირის მაჩვენებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილია და იგი ხშირად სამედიცინო ჩვენებების გარეშე კეთდება, რაც ქალებსა და ბავშვებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების წარმოქმნის საფრთხის წინაშე აყენებს. სწორედ ამიტომ ჯანმოს რეკომენდაციით საკეისრო კვეთა მხოლოდ მკაცრი ჩვენების საფუძველზე უნდა ჩატარდეს.  საკეისრო კვეთის ჩვენებასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ”ბათუმელებს” მეან-გინეკოლოგი, პროფესორი ჯუმბერ უნგიაძე ესაუბრა. 

„სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ დირექტორი: მოუწიათ წუნდებული სამუშაოს გამოსწორება

 

14 აპრილს ბათუმში „სოკარ ჯორჯიას“  ქვეკონტრაქტორ კომპანია „ჯორჯიან გაზ პროჯექტის“  თანამშრომლების მიერ გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას კომპანიის რეგიონალური ოფისის დირექტორი გამოეხმაურა. გთავაზობთ ბლიცინტერვიუს დავით ლეკიშვილთან: 

„მოდი გავიქცეთ…” – ბათუმელი ქალისა და ბერძენი მწერლის საბედისწერო შეხვედრა

 

სტატია წიგნიდან “მოგზაურობა ძველ ბათუმში” 

 

“საღამოს ბათუმისკენ გამოვემგზავრეთ. შუადღის პირს დავინახეთ გადანათებული, გადაბრწყინებული, მობობოქრე შავი ზღვა. გადავიარეთ ბაღი მოფენილი დიდი ნიჟარებით და ბანანის სქელქერქიანი ხეებით, გავწექით სანაპიროზე. ძლიერი ქარი ქროდა, ზღვის მარილიანი სურნელი იდგა, მოგორავდნენ ტალღები და რკალებად იხრებოდნენ აქაფებულნი, ვითარცა ჰომეროსის თეთრი რაშები…” – ეს ნაწყვეტი ცნობილი ბერძენი მწერლის, ნიკოს კაზანძაკისის წერილიდანაა. მწერალი ბათუმში პირველად 1919 წელს ჩამოვიდა საგანგებო მისიით.

გეოგრაფიული ასპექტები ,, დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაში “

 

დავით ბაკურიძე

შპს განათლება – სკოლა ,,იმედის”  XII კლასის მოსწავლე


ნაწილი I


კონსტანტინე გამსახურდიას რომანი ,,დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა” მე-12 კლასში ისწავლება და მიუხედავად მოსწავლეების დიდი ინტერესისა, საკმაოდ რთული შესასწავლია. გარდა ნაწარმოების მხატვრულ-ისტორიული მხარისა, მიგვაჩნია, რომ აუცილებლად გამოსაყოფი და გულდასმით შესასწავლია გეოგრაფიული ასპექტებიც.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ შესწავლის პროცესი ბევრად უფრო გაადვილდებოდა, ამ ნაწარმოების გეოგრაფიული რუკა რომ არსებულიყო. ასეთი რუკის არსებობა გაუიოლებდა მოსწავლეებს (მასწავლებლებსაც), წარმოედგინათ ის გეოგრაფიული გარემო, რომელშიც რომანი იშლება. მკითხველს ხვდება თვალში ციხეებისა და ეკლესიების სიჭარბე. იმდენად მრავალრიცხოვანია მათი სახელები, წარმოუდგენელია, გვერდი აუარო თითოეულ მათგანს. ამიტომაც მასწავლებელს, მოსწავლეებთან ერთად, ხშირად უწევს ინტერნეტის, ენციკლოპედიების, ტოპონიმთა ლექსიკონის გამოყენება. ამასთან აუცილებელია გეოგრაფიის მასწავლებლის კონსულტაციებიც.

საუკუნის სახლი ბათუმში, რომლის დანგრევასაც აპირებენ [ფოტო]

 

ბათუმში მე-19 საუკუნეში აშენებული სახლის დანგრევას აპირებენ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს ჯერ მშენებლობის ნებართვა არ გაუცია, თუმცა ვაჟა-ფშაველას #13 მდებარე სახლი მობინადრეებისგან უკვე დაცლილია.  შპს „სლავა 2015“ გადაწყვეტილი აქვს ამ ადგილას რვასართულიანი კორპუსი ააშენოს. კომპანიის ხელმძღვანელი მურმან ჯინჭარაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს რომ სახლი ავარიული იყო და რესტავრაციას არ ექვემდებარებოდა. მისივე თქმით ამის დამადასტურებელ დოკუმენტაციას ხვალ, 22 აპრილს წარმოადგენს.  

“ოცნების სახლი” საოცნებო რემონტისთვის

 

სახლში რემონტის გაკეთებას გეგმავთ და არ იცით როგორ შეარჩიოთ ფასისა და ხარისხის მიხედვით სარემონტო მასალები? გირჩევთ, კონსულტაციისთვის პირველ რიგში „ოცნების სახლს“ ეწვიოთ, სადაც კვალიფიციური კონსულტანტების დახმარებით შეძლებთ თქვენი ბიუჯეტის, დროისა და ენერგიის დაზოგვას. მრავალფეროვანი არჩევანი, საცალო პროდუქცია საბითუმო ფასად და მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული სერვისი – სწორედ ამ მიზეზების გამო ირჩევენ „ოცნების სახლს“. აქ ფასები დოლარის კურსის ცვლილების მიუხედავად სხვა მაღაზიებთან შედარებით სტაბილურია. “ოცნების სახლში” შესაძლებელია განვადებაც.

ვაკანსია გამოცდილი და ახალბედა მკერავებისთვის

 

სამკერვალო ფაბრიკა სამუშაოდ იწვევს გამოცდილ მკერავებსა და მკერავ-მოსწავლეებს საქმის  ადგილზე შესწავლით.  

 

.

ძიძის ვაკანსია კომფორტულ პირობებში სამუშაოდ

 

სამუშაო ადგილი: ქობულეთი

კანდიდატი მზად უნდა იყოს ადგილმონაცვლეობისა და მივლინებისთვის.

დაგვიკავშირდით მხოლოდ ქობულეთის, ბათუმის, ქუთაისისა და ფოთის მცხოვრებლები.

სამუშაო გრაფიკი: ცხოვრება სრული კვირის განმავლობაში ოჯახთან ერთად, გამოსასვლელი

დღე შეთანხმებით, კვება ოჯახის ხარჯზე. სამედიცინო დაზღვევა.

ხელფასი: 500-დან 700 დოლარი – დამოკიდებულია გასაუბრების შედეგზე.

გამოსაცდელი ვადა: 2 თვე. უმაღლესი განათლებით.

დამლაგებლის ვაკანსია კერძო ვილაზე

 

სამუშაო ადგილი: ქობულეთი;

სამუშაო გრაფიკი: დილის 9 საათიდან 18 საათამდე. კვირაში ერთი დასვენების დღე.

ხელფასი: ანაზღაურება დამოკიდებულია შესრულებულ სამუშაოზე – 250-350 დოლარის ფარგლებში;

გამოსაცდელი ვადა: 1 თვე;

ასაკი: 30-დან 42 წლამდე ქალი;

საცხოვრებელი ადგილი: ქობულეთი (აუცილებელია);

სამუშაო გამოცდილება და უმაღლესი განათლება მისასალმებელია.

Thalasso Bretagne – იგრძენი თავი ახალგაზრდად ყველა ასაკში

 

გამოცადეთ ზღვის ენერგია თქვენს ცხოვრებაში!

პირველად ბათუმში, თქვენ შეგიძლიათ სახის მოვლის კოსმეტიკური პროცედურები ჩაიტაროთ საფრანგეთში წარმოებული, ატლანტის ოკეანეში მოპოვებული ზღვის წყალმცენარეებისა და მინერალებისგან დამზადებული პროდუქციით!


 


პრიორტეტების კომისია და მთავრობის მუშაობის კონტროლი

 

აჭარის მთავრობის „პრიორიტეტების კომისია“ რეგიონში სამთავრობო დაწესებულებების მუშაობის ანგარიშებს აანალიზებს, წერს დასკვნასა და რეკომენდაციებს, თუ სად არის პრობლემა. რა დასკვნები დადო და როგორ იმუშავა კომისიამ ბოლო ორი წლის განმავლობაში? – „ბათუმელების“ კითხვებს კომისიის თავჯდომარემ რამაზ ბოლქვაძემ უპასუხა. ის ამავდროულად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეა. 

Exit mobile version