ბიზნესის სასწავლო ცენტრი აცხადებს კონკურსს პროფესიული მასწავლებლების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად, შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ბათუმელები
ბიზნესის სასწავლო ცენტრი აცხადებს კონკურსს პროფესიული მასწავლებლების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად, შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
სახელმწიფო ქონება, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირობით ან ყოველგვარი პირობის გარეშე გაიყიდა საბაზრო ფასებთან შედარებით მიზერულ თანხად, დღეს გაცილებით მაღალ ფასად იყიდება. ერთ-ერთი ასეთი ქონების – „ბათუმის საკურორტო პოლიკლინიკის“ გასაყიდი ფასი 5 მილიონი დოლარია. პოლიკლინიკა სახელმწიფოსგან ოფიციალურად რუსეთის მოქალაქემ იყიდა, არაოფიციალური მფლობელი კი მოქმედი დეპუტატი, ლევან ქარდავა გახდა.
10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების დაცვის დღეს, “პრესკაფეში” გაიმართა დისკუსია თემაზე – “ქსენოფობია და მისი გამომწვევი მიზეზები”. დისკუსიაზე შედგა ფილმის ჩვენებაც. “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მოხალისეები შეეცადნენ გაერკვიათ თუ რა არის ქსენოფობია და რა იწვევს მას ჩვენს საზოგადოებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ბაზაზე “თავისუფლების კლუბი” ჩამოყალიბდა, რომლის წევრებიც, 22 სკოლის მოსწავლე, სამოტივაციო წერილის საფუძველზე შეირჩა. კლუბის წევრები 6 თვის განმავლობაში მათ მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით გაივლიან სწავლებას ორი მიმართულებით: მოსწავლეები კინოჩვენებების, მუსიკალური საღამოების, წიგნების განხილვის, ისტორიული ექსკურსიების, საჯარო ლექციებისა და დისკუსიების მეშვეობით აიმაღლებენ საკუთარ ცოდნას დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, თავისუფლებისა და ლიბერალიზმის საკითხებში და მეორე მიმართულება – კლუბის წევრებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიღრმავონ ცოდნა ახალი მედიისა და ინტერნეტტექნოლოგიების სფეროში. კლუბის წევრებისთვის პერიოდულად გამოცხადდება სხვადასხვა კონკურსი. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები. ამჯერად კონკურსის – საუკეთესო ესეი – გამარჯვებულები გახდნენ თამთა კახაბერიძე და ანნა ტურიაშვილი.
ბათუმის ცენტრში დიდი მშენებლობები ინვესტორთა და ხელისუფლების ერთგვარი გარიგების შედეგად რძელდება. გარკვეული კრიტერიუმითა და ბუნდოვანი მოსაზრებებით ბათუმის მერიამ კომპანიები მოსაკრებლის გადახდისგან გაათავისუფლა, რის გამოც ქალაქის ბიუჯეტმა ასობით ათასი დოლარი უკვე დაკარგა. რატომ ჩადიან ბათუმიდან ინვესტორები პრემიერ-მინისტრთან, რა გარანტიებს იღებენ რის სანაცვლოდ და თბილისიდან მიღებული მითითებების შემდეგ რას პატიობს მშენებლებს აჭარის მთავრობა, უფრო კონკრეტულად კი, პრემიერ-მინისტრის რა დავალება შეასრულა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულომ გასულ კვირას?
ღვიძლის გადანერგვის პირველი წარმატებული ოპერაცია ერთი წლის განმავლობაში სპეციალურად გადამზადებული სპეციალისტების გუნდმა ჩაატარა. როგორ კეთდება ღვიძლის გადანერგვა, რა რისკები ახლავს მას და რა სჭირდება ღვიძლის ქირურგიის სრულყოფას საქართველოში. ამ და სხვა თემებზე გუნდის ხელმძღვანელი, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა ქაშიბაძე გვესაუბრა.
ბათუმის მე-12 საბავშვო ბაღში ამ დროისთვის სპეციალური საჭიროების მქონე ცხრა ბავშვი სწავლობს. ბაღის გამგე ამბობს, რომ წელს „განსაკუთრებით ცუდი წელი დაუდგათ“, რადგან ჰყავთ ბავშვები „ყველაზე მძიმე დიაგნოზით“. ბავშვების უმეტესობას სკამზე ჯდომა და სიარული არ შეუძლია, ამიტომ ისინი დროის დიდ ნაწილს საწოლში ატარებენ. როგორც საბავშვო ბაღის თანამშრომლები გვეუბნებიან, მათ ბავშვებთან მუშაობის სპეციალური პროგრამები არ აქვთ, „ყველაფერს მხოლოდ ჩვენი გამოცდილებითა და დაკვირვებით ვაკეთებთ.“
სქოლიოზით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი „ვიტა” ქ. ბათუმში სამი წლის წინ გაიხსნა. ცენტრი მდებარეობს ლერმონტოვის ქ. #107-ში. მნიშვნელოვანია ის, რომ მკურნალობა მიმდინარეობს ვარჯიშის გზით და გამორიცხავს ქირურგიულ ჩარევას, რა თქმა უნდა, თუ პაციენტები დროულად, დაავადების აღმოჩენისთანავე მიმართავენ ცენტრს. გარდა იმისა, რომ ცენტრი ჩართულია ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში, ასევე აქ შესაძლებელია მკურნალობის კურსის ინდივიდუალურად დაგეგმვა.
გასული წლის ბოლოს, საახალწლოდ, აჭარისა და ბათუმის რამდენიმე საჯარო უწყებაში დასაქმებული მოხელეების პრემიების გასაცემად 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ მოხელეებს იმდენივე ხელფასი ჰქონდათ, რამდენიც პრემია, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ გასული წლის ბოლოს კიდევ 1 მილიონი ლარი ამ ადამიანების ხელფასებშიც დაიხარჯა. მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, წელს პრემიები ამ სახით აღარ გაიცემა, მაგრამ ყოველთვიურად მაღალი თანამდებობის პირები დანამატის სახით მიიღებენ ხელფასის 75%-ს, რაც იმაზე მეტია, ვიდრე პრემიების გზით მიღებული შემოსავალი.
გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ 21 თებერვალს, ბათუმში, გამომცემლობის მიერ ნათარგმნი პირველი წიგნების პრეზენტაციას გამართავს.
WORLD PRESS PHOTO-მ 2014 წლის გამარჯვებულები გამოაცხადა. პირველი ადგილის მფლობელი დანიელი ფოტოგრაფი მადს ნისენი გახდა. ნისენის ფოტომ „ჰომოფობია რუსეთში“ საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. ფოტოზე აღბეჭდილია სანკტ-პეტერბურგელი გეი წყვილი ინტიმურ გარემოში.
ფოტო მნიშვნელოვანია იმითაც რომ რუსეთში ლგბტ ადამიანების ცხოვრება რთულია. ისინი მუდმივად განიცდიან დევნას და დისკრიმინაციას.
ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“საუკეთესო რომანტიკული ფილმების ათეულს აქვეყნებს. გთავაზობთ ამ ათეულს.
კიევის ყოფილი მილიარდელი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი უკრაინულ ტელეარხთან ინტევრიუში სახალისო ისტორიას ყვება, თუ როგორ ჩაეძირა ახლადშეძენილი ავტომობილი მაღალმთიან აჭარაში მდინარეში. ჟურნალისტის რეპლიკაზე რომ ლეონიდ ჩერნოვეცკი ქართველი ხალხის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს გრძნობს ის პასუხობს:
ლეონიდ ჩერნოვეცკი სიამოვნებით ყვება მის საქველმოქმედო ფონდზე რომელიც უკრაინული ფონდის მსგავსად საქართველოშიც დააფუძნა. ჩერნოვეცკი უკრაინაში 18 წლის განმავლობაში დაკავებული იყო საქვემოქმედო საქმიანობით ხოლო საქართველოში გადმოსვლის შემდეგ მან დაიწყო ამ სფეროში საქმიანობა.
კიევის ყოფილმა მერმა მილიარდელმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ, რომელიც ქობულეთში ცხოვრობს ვრცელი ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა უკრაინულ პირველ არხს სადაც ასევე ისაუბრა საქართველოზე და მის საქართველოში ცხოვრებაზე.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბოლო, 2012 წლის მონაცემებით, საქართველოში – 643 ქალაქსა და რაიონის ცენტრებში, 650 საჯარო ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს. მათ შორის ყველაზე ბევრი – 120 ბიბლიოთეკა სამეგრელო-ზემო სვანეთშია, რომელიც 9 რაიონს მოიცავს. ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ჯამური რაოდენობა კი, ამ რაიონში 239 ადამიანს შეადგენს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ცნობით, იოდის დეფიციტი ბავშვებში გონებრივი განვითარების შეფერხების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. ბათუმის 1-ლი პოლიკლინიკის ბავშვთა ენდოკრინოლოგ თამარ დუმბაძის თქმით, ხშირად იოდდეფიციტურ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ინტელექტუალური განვითარების საშუალო ინდექსი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე იმ მოსახლეობის, რომელიც იოდის საკმარის რაოდენობას იღებს. იოდდეფიციტური ქვეყნების რიცხვში საქართველოც შედის.
აჭარაში საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანები ხელფასებს საქართველოს, აჭარის, ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ბიუჯეტებიდან იღებენ. ადგილობრივი ბიუჯეტების მაგალითზე, თანაფარდობა ბიუჯეტების შემოსავლებსა და შრომის ანაზღაურებას შორის განსხვავებულია. როგორც სხვადასხვა საფინანსო სამსახურში ამბობენ, არ არსებობს მექანიზმი, რომელიც დაარეგულირებდა ამ თანაფარდობას.
უპირველეს ყოვლისა განვმარტავ, რომ არანაირი შეხება არ მაქვს პოლიტიკასთან, არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან. წინამდებარე წერილის მიზეზი კი გახლავთ ის, რომ დღეს საჯარო სამსახურებში ძლიერ ბნელა.
საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში სამი დიდი ზომის ბავშვთა სახლი და რამდენიმე პანსიონია, სადაც სოციალურად დაუცველი არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ. მსგავსი ტიპის დაწესებულებები აქვს საქართველოს სამუფთოსაც. მარტო აჭარაში 24 სკოლა-პანსიონი ფუნქციონირებს, სადაც მოზარდები 24 საათის განმავლობაში იმყოფებიან.
19 წლის სტუდენტი – ბათუმელი თამილა მახარაძე სიცოცხლისთვის იბრძვის. მას იშვიათი დაავადება 6 წლის წინ გამოუვლინდა. ამის მიუხედავად, მას არც სწავლა შეუწყვეტია და არც იმედი დაუკარგავს, რომ გადარჩება. ოჯახი მრავალი წლის განმავლობაში საკუთარი ძალებით ახერხებდა დაავადებასთან ბრძოლას. ახლა მათ 30 ათასი ევრო სჭირდებათ გადამწყვეტი ოპერაციის ჩასატარებლად. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 7 ათასი ევრო გამოუყო, აჭარის მთავრობა 10 ათასი ლარის გადარიცხვას ჰპირდება. ამ დროისთვის მახარაძეებმა ჯამში 17 ათას ევროს მოუყარეს თავი.
ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე „დედაბრული ხელით” შესრულებული ნამუშევრების შესაქმნელად ხელოვანებს იწვევს.
„დედაბრული ხელით“ შესრულებული ნამუშევრები წარმოადგენს ქალების მიერ შემუშავებული კოდირებული ალფავიტის მეშვეობით დაწერილ წერილებს. ზოგიერთი მათგანი ოჯახის წევრებს შორის მიმოწერას ასახავს, ზოგი ლოცვაა და ა. შ.
ბინის წინა კედელი ხელის შეხებაზე ირყევა, იატაკი დაწეულია, საყრდენი კედლები კი – დაბზარული. „ასეთ ოთახში სძინავთ ბავშვებსაც. ნევროზი მაქვს უკვე, მეშინია სახლი არ ჩავარდეს“, – ამბობს სახლის ერთ-ერთი მცხოვრები, მარინა ცხოიძე. გასულ კვირას კორპუსიდან ერთი ადამიანი გაასვენეს. დაკრძალვის ცერემონიალზე მარეგულირებელი ჭირისუფალთან კიბის ჩამონგრევის შიშით ოთხზე მეტ ადამიანს არ უშვებდა.
დედათა და ბავშვთა თავშესაფარი მახინჯაურში, ყოფილ ბავშვთა სახლშია განთავსებული. აქ ამჟამად 9 ქალი ცხოვრობს 11 ბავშვთან ერთად. თავშესაფარში უფასოა კვება, ყველა დედას კეთილმოწყობილი, საკუთარი ოთახი აქვს, სადაც, კანონის თანახმად, მხოლოდ ექვსი თვით შეუძლიათ დარჩენა. თუმცა დედათა და ბავშვთა ცენტრის დამფუძნებელი ნანა საყვარელიძე განმარტავს, რომ მარტოხელა დედების უმრავლესობას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული კომისიის თანხმობით, მომდევნო ექვსი თვით თავშესაფარში დარჩენის უფლებასაც აძლევენ, რადგან მარტოხელა დედებს წასასვლელი არსად აქვთ.
რა შემთხვევაში ემუქრება C ჰეპატიტით ინფიცირებული ადამიანის ოჯახის წევრებს ვირუსის გადადების საფრთხე და რა უნდა გაითვალისწინოთ სტომატოლოგისა თუ სტილისტთან ვიზიტისას? ამ და სხვა კითხვებს ექიმი-ინფექციონისტი მანანა ლომიძე პასუხობს.
ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებზე რეგისტრაცია 23 თებერვალს დაიწყება. მოქმედი რექტორის გადადგომის შემდეგ, არჩევნებისთვის რამდენიმე კანდიდატი უკვე ემზადება. ისინი ბსუ-ს ბოლო რექტორის მუშაობას დადებითად აფასებენ, მაგრამ მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტში ხარვეზები ისევ რჩება, რომელთა გამოსწორება უნივერსიტეტის განვითარებისთვის აუცილებელია. რას მიიჩნევენ უნივერსიტეტის ნომერ პირველ პრობლემად რექტორობის მსურველები და როგორია მათი ხედვა უნივერსიტეტის შემდგომ განვითარებაზე.
დღეს არსებული მონაცემებით აჭარის რეგიონში სულ 255 სკოლაა, ამათგან ყველაზე მეტი, 50-50 სკოლა ქობულეთისა და ხულოს მუნიციპალიტეტებშია. მეორე ადგილზე სკოლების რაოდენობით ბათუმი (45 სკოლა), მესამეზე კი შუახევის მუნიციპალიტეტია (44 სკოლა). რესურსცენტრების ინფორმაციით, დღეისთვის აჭარის რეგიონში საშუალოდ 53 795 მოსწავლე სწავლობს და 7 073 პედაგოგი ასწავლის.
„ქართული ოცნების“ რიგები აჭარის უმაღლეს საბჭოში კიდევ ერთმა დეპუტატმა – მედეა ვასაძემ დატოვა. ეს იმას ნიშნავს, რომ აჭარის საკანონმდებლო ორგანოში მმართველ პარტიას აღარ ჰყავს უმრავლესობა. დღეიდან 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში ყველაზე მეტი – 8 დეპუტატი პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ ეყოლება. რას შეცვლის ეს პოლიტიკური თვალსაზრისით და ხომ არ არის მოსალოდნელი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენებაც. „ბათუმელების“ კითხვებს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, დეპუტატმა სულხან ღლონტმა უპასუხა.
მაღალმთიან აჭარაში, წყანიშურის უბანში ერთი საფლავია. არაფრით იქნებოდა ეს საფლავი სხვა, ათასობით საფლავისგან გამორჩეული, რომ არა იმ კაცის ისტორია, რომელიც იქ განისვენებს. სელიმ ბეგ ხიმშიაშვილზე მოგითხრობთ, ადამიანზე, რომელმაც XVIII-XIX საუკუნის მიჯნაზე ზემო აჭარა გააერთიანა და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს გაერთიანებაც სურდა.
ხელვაჩაურის ყოფილ ე.წ. #53 სატანკო ბატალიონის ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და ეკომიგრანტების პრობლემებზე არასამთავრობოებმა საჯარო დისკუსია გამართეს. დისკუსიაზე ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა „ინტელექტმა“, დემოკრატიის ინსტიტუტმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და „ბორჯღალმა“ სამთავრობო კომისიების მიერ დღემდე ჩატარებული კვლევის მონიტორინგი წარმოადგინეს, რომელსაც ახალგაზრდა მეცნიერებათა კავშირი „ინტელექტი“ და ასოციაცია „ბორჯღალი“ აწარმოებდა.
<!** Image 1 align="left" alt="შეხვედრაზე" sub="შეხვედრაზე" width="300" height="512" >
რიგში დგომით გაწამებული ადამიანები, ხელოვნურად გაზრდილი ფასები, დამპალი მილებით აშენებული გაზგაყვანილობა, რაც მოსახლეობას შემდეგში პრობლემას შეუქმნის, – ეს არასრული ჩამონათვალია იმისი, რასაც კომპანია „სოკარს“ ედავებიან. ამის საპასუხოდ „სოკარში“ ამბობენ, რომ ბრალდებებს ერთადერთი საფუძველი აქვს – „ვიღაცას მათ აშენებულ სახლში ოთახი მოუნდა“.
<!** Image 1 align="left" width="300" height="512" >
ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის #8-ში, მრავალსართულიანი სახლის მეპატრონე ბათუმის ზედამხედველობის სამსახურმა მშენებარე სახლზე პროექტით გათვალისწინებულზე მეტი სართულების დაშენების გამო ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დააჯარიმა, თუმცა მშენებელს ჯარიმა, ათასი ლარი დღემდე არ გადაუხდია. როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის გარეშე აშენებული სართულები დემონტაჟს ექვემდებარება.
დღეს, საღამოს 7 საათზე ბათუმის დრამატულ თეატრში მარკ კამოლეტის ერთმოქმედებიანი პიესა, „ოჯახური იდილია“ იქნება წარმოდგენილი. სპექტაკლის რეჟისორია იური ცანავა. მონაწილეობენ: დავით წერეთელი, თათია თათარაშვილი, ქეთევან ეგუტიძე, ტიტე კომახიძე, დავით ჯაყელი, ინგა ღირდალაძე, მამუკა მანჯგალაძე, გიორგი ფირცხალაიშვილი და ზაზა ზოიძე.
ბილეთის ფასი:
უფრო მეტი მუსიკაზე დედაჩემი უკრავდა გიტარაზე და ფანდურზე, ამის შემხედვარემ მოვითხოვე მეც მომეცით გიტარა-მეთქი. სამი წლის ვიყავი, სათამაშო გიტარა მომიტანეს, ოთხსიმიანი, ჟღერადობა არ ჰქონდა, მაგრამ მე მაინც ვუკრავდი. დედაჩემმა ფანდურზე დაკვრა მასწავლა, მაგრამ ეს არ მაკმაყოფილებდა, რაღაც მეტი მინდოდა. დედაჩემის ძმასთან დავდიოდი სოფელ ხალაში, იქ ბავშვობის დიდი ნაწილი მაქვს გატარებული. მდინარეში ვთევზაობდი ხოლმე. …