გიტარისტი ბათუმიდან ლკჯკლჯ

    უფრო მეტი მუსიკაზე დედაჩემი უკრავდა გიტარაზე და ფანდურზე, ამის შემხედვარემ მოვითხოვე მეც მომეცით გიტარა-მეთქი. სამი წლის ვიყავი, სათამაშო გიტარა მომიტანეს, ოთხსიმიანი, ჟღერადობა არ ჰქონდა, მაგრამ მე მაინც ვუკრავდი. დედაჩემმა ფანდურზე დაკვრა მასწავლა, მაგრამ ეს არ მაკმაყოფილებდა, რაღაც მეტი მინდოდა. დედაჩემის ძმასთან დავდიოდი სოფელ ხალაში, იქ ბავშვობის დიდი ნაწილი მაქვს გატარებული. მდინარეში ვთევზაობდი ხოლმე. …

მახოს სექსუალური სკანდალის შემდეგ

 

 

სოფელ მახოში მომხდარი სექსუალური სკანდალის შემდეგ ექიმბაშად შერაცხული დომენტი ქ.-ს დაჭრისთვის ბრალდებულ თემურ ქ.-ს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიება შეუფარდა: თემურ ქ-ს. 8-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, მაგრამ სოფლის მოთხოვნის შედეგად, როგორც დაკავებულის დედა ამბობს, ახლა მისი შვილი შეიძლება ერთი წლითა და 4 თვით დააპატიმრონ. სექსუალური სკანდალის მონაწილე ქალებს, რომლებსაც სკანდალის მთავარი ფიგურა, დომენტი ქ. სექსის დროს ვიდეოკადრებს უღებდა, არ უჩივლიათ. შესაბამისად, დომენტი ქ. საავადმყოფოდან პირდაპირ სახლში წავიდა. 

ქედის არჩეული გამგებელი: არ შეიძლება ჩემს ასაკში ტყუილის თქმა

 

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ყოფილი გამგებელი, 52 წლის დავით დუმბაძე, ქედის პირველი არჩეული გამგებელი გახდა. პროფესიით იურისტი დავით დუმბაძე 22 წლის მანძილზე „უშიშროების სამსახურში“ მუშაობდა. რის გაკეთებას გეგმავს დავით დუმბაძე ქედაში მისი გამგებლობის პერიოდში? მან „ბათუმელების“ შეკითხვებს უპასუხა.

 

ნავსადგური

  მცირე ზომის ნავმისადგომს მშენებლობას სანაპირო ზოლზე საქართველოს სასაზღვრო პოლიცია აწარმოებს,  თამარის დასახლების მცხოვრებლების პროტესტის მიუხედავად მშენებლობა გრძელდება, 

უმადობა ბავშვებში

 

რატომ შეიძლება თქვას უარი ბავშვმა საკვებზე, რა შემთხვევაშია საყურადღებო უმადობა ბავშვებში და როგორ დავაინტერესოთ საკვებით პატარები, ამის შესახებ გვესაუბრა ექიმი-პედიატრი ნინო ჯიმშელაძე.

VTD GROUP-ი პირველი კომპანია, რომელიც ჰაერის ნაცვლად დასრულებულ ბინებს ყიდის+

 

ბათუმში, სამშენებლო ბაზარზე, ხარისხზე ორიენტირებული  კომპანია VTD GROUP-ი შემოვიდა. კომპანია მომხმარებელს ბაზარზე გავრცელებული სერვისის ნაცვლად საკუთარ ხედვას სთავაზობს – მშენებლობის პროცესში არ ყიდის კარკასს და მყიდველს დასრულებულ ბინას სთავაზობს. ეს არის კომპანიის ნიშა და ხარისხის გარანტი. VTD GROUP-ი აქცენტს აკეთებს მშენებლობისა და გამოყენებული მასალების ხარისხზე, უსაფრთხოებასა და ერგონომიულობაზე.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამები – 2015

 

გულის ქირურგია

 

პროგრამა ითვალისწინებს იშემიური დაავადებების, სიმსივნის, თანდაყოლილი და შეძენილის მანკების კარდიოქირურგიულ მკურნალობას.


• მოსარგებლეები

18-წლისა და მეტი ასაკის მოსახლეობა, რომლებიც არ სარგებლობენ სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული გულის ქირურგიის პროგრამით.

 

• დაფინასების ფორმა

მკურნალობა დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით, დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფისა, შემდეგი პროპორციებით: 

100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები-90 %–ით;

ყველა სხვა კატეგორიის ბენეფიციარები-80 %–ით;

ვეტერანებს პროგრამით განსაზღვრული ტარიფის ფარგლებში უფინანსდებათ სრულად.                                                               

პაციენტი და დონორი და-ძმა ღვიძლის გადანერგვის შემდეგ

 

32 წლის ტატიანა მეგრელიშვილი პირველია, ვისაც საქართველოში, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ქართველმა და უცხოელმა ექიმებმა ჩაუტარეს. ორგანოს დონორი მისი ძმა, 27 წლის ვახო მეგრელიშვილი გახდა, რომელმაც დას თავისი ღვიძლის 65% გადაუნერგა. რა გზა გაიარეს მათ ოპერაციამდე, როგორ მიიღეს გადაწყვეტილება და როგორ გრძნობენ თავს დღეს? „ბათუმელების“ ამ და სხვა კითხვებს საქართველოში ღვიძლის პირველი ტრანსპლანტაციის დონორმა და რეციპიენტმა უპასუხეს.

ვაკანტური თანამდებობები აჭარის მთავრობაში

 

აჭარის მთავრობამ ახალი, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი შექმნა. მიზანი რეგიონის ეკონომიკური მდგრადობის შეფასება, ანალიზი, სტრატეგიული გეგმის მომზადება და მისი განხორციელების კოორდინაცია იყო. თუმცა  დეპარტამენტს მუშაობა აქამდე იმ მიზეზით არ დაუწყია, რომ ის არ დაუკომპლექტებიათ. მთავრობაში კიდევ რამდენიმე თანამდებობაა ვაკანტური. 

კრიმინალი ბათუმში


ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბათუმში ორი მოქალაქის ავტომანქანა დაწვეს22 იანვარს კი, საღამოს ათ საათზე, აფთიაქიდან გამოსულ ქალს თავს დაესხნენ, ჩანთა გასტაცეს და ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. რამდენად უსაფრთხოა ბათუმში ღამის საათებში გადაადგილება და რას უკავშირდება გახშირებული კრიმინალური შემთხვევები? „ბათუმელებთან“ ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“  ხელმძღვანელმა გენო გელაძემ ისაუბრა.

შოთა გუჯაბიძე კულტურულ მემკვიდრეობაზე: ხელისუფლება წინა მთავრობის პოლიტიკას აგრძელებს

 

ბათუმში, კულტურული მეკვიდრეობის ძეგლს, ბათუმის შუქურას მცირე ზომის შენობა-ნაგებობა მიაშენეს. როგორც ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსმა, ირაკლი ახალაძემ განმარტა, დამხმარე ნაგებობა ცალკე საკადასტრო ნაკვეთზე აშენდა და კანონი არ დარღვეულა. განსხვავებულად ფიქრობენ კულტურული მემკვიდრეობის დამცველები. „ბათუმელები“ საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელს, შოთა გუჯაბიძეს ესაუბრა. 

PROVIDER GROUP-ი საოფისე საქონელი და ინვენტარი ადგილზე მიტანით


PROVIDER GROUP-ი როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს სთავაზობს სრულიად ახალ და მოსახერხებელ სერვისს – საოფისე საქონლსა და ინვენტარს ადგილზე მიტანით, როგორც ბათუმში, ასევე მთელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.

რა იწვევს სახსრების ტკივილს

 

მოძრაობის შეზღუდვა, თითების, მაჯების, მუხლების ტკივილი – სიმპტომები, რომლებსაც პაციენტები აღწერენ როგორც სახსრების ტკივილს, ოსტეოართროზზე მიუთითებს და სხვადასხვა წყაროს მიხედვით იგი მოსახლეობის 25-30 პროცენტს აწუხებს, ყველაზე ხშირად – ხანდაზმულ ადამიანებს. ოსტეოართროზის მიზეზებსა და მკურნალობის გზებზე „ბათუმელებს“ რევმატოლოგი ნერიმან ცინცაძე ესაუბრა. 

რატომ არ შეიძლება ჯაფარას მოკვლა

 

ყველაზე რთული იმ წიგნებზე წერაა, რომელიც სულის შეგუბებამდე გიყვარს და რომლებმაც მართლა რაღაც შეცვალეს შენს ცხოვრებაში.  ეს ის წიგნებია, რომლებიც სულ გახსოვს, ძილშიც, ღვიძილშიც, გასაჭირშიც და უზომოდ ბედნიერებისასაც.

უცნაური დეტექტივების დედოფალი – “წიგნები ბათუმში“ გირჩევთ

 

დეტექტივი კიდევ ერთი, ჩვენში ძალიან დაუფასებელი ჟანრია. რამდენ ინტელექტუალს იცნობთ, რომელიც ცხვირს იბზუებს დეტექტივზე? ალბათ, ძალიან ბევრს. არადა, ალბათ არ არსებობს სხვა ისეთი ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელიც ამხელა ფანტაზიას, გასაქანს და ფაქტობრივ ცოდნას მოითხოვს.

იოგას გაკვეთილები და ქისა პროცედურა „შერატონ ბათუმი შაინ სპაში“

 

შერატონ ბათუმის გრანდიოზულმა გამაჯანსაღებელმა ცენტრმა  „შაინ სპა“  ქალაქში შემოიტანა  და დანერგა  ულამაზეს გარემოში  ფიზიკური განტვირთვის, სულიერი დასვენების და ჯანსაღი ცხოვრების წესის  კულტურა.  უკვე 5 წელია ის აოცებს სტუმარს თავისი მასშტაბებით, დახვეწილი გარემოთი,  უმაღლესი კლასის მომსახურებითა და განსხვავებული შემოთავაზებებით რითაც წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ მომხმარებელს იზიდავს და აერთიანებს  თავისი ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევართა კლუბში.

ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა ხანდაზმული ადამიანებისთვის

 

ფიზიკური უმოქმედობა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) ინფორმაციით, სიკვდილიანობის რისკფაქტორთა შორის მეოთხე ადგილზეა და ყოველწლიურად მსოფლიოში სამ მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალება სწორედ ამ პრობლემას უკავშირდება. მიიჩნევა, რომ ცხოვრების მჯდომარე წესი, ძირითადად, მოზარდებისა და ახალგაზრდების პრობლემაა, თუმცა ჯანმოს ინფორმაციით, ფიზიკური უმოქმედობა ხანდაზმული და მოხუცი ადამიანების ჯანმრთელობისთვისაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. 

როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს აჭარაში

 

საქართველოს ყველა კუთხეში ახალ წელს უმეტესად თანამედროვე ტრადიციებით აღნიშნავენ, თუმცა ყველა კუთხემ თავისთვის დამახასიათებელი უნიკალური ტრადიციებიც შემოინახა. ეთნოლოგ ინეზა ზოიძის თქმით, რამდენიმე უძველესი საახალწლო ტრადიცია აჭარის მაღალმთიანეთშიც დღემდე უცვლელადაა შემონახული.

როგორ ამოვიცნოთ ღვიძლის ჭია

 

ნაწლავური ჭიებით დასნებოვნება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ბავშვებში. პარაზიტებით უმეტესად ხუთ წლამდე ასაკის პატარები ავადდებიან. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში დღეისთვის ჭიებზე მკურნალობა 900 მილიონამდე ბავშვს ესაჭიროება. პარაზიტოლოგების თქმით, ჭიები ორგანიზმში გამოყოფენ ტოქსინებს და გარდა ნაწლავების შიგთავსისა, მასპინძლის ორგანიზმში არსებული საკვები ნივთიერებებით, მიკროელემენტებითა და ვიტამინებითაც იკვებებიან, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ბავშვის ზრდა-განვითარებას.

ახალი ნორმები – ჩამოწერილი დავალიანებები, საურავები და ჯარიმები

 

2015 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ახალი ნორმები, რომლითაც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ზოგიერთი საგადასახადო დავალიანება, საურავები თუ ჯარიმები ჩამოეწერება. ეტაპობრივად შემცირდება საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადა; შესაძლებელი ხდება დავალიანების დაფარვის  გადავადებაც გარანტიების წარდგენის გარეშე.

ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების სტატისტიკა [ინფოგრაფიკა]

ბათუმი ანბანის კოშკიდან [ფოტო]

 

ბათუმში მდებარე ანბანის კოშკის მშენებლობისათვის 64 მილიონი დაიხარჯა. ესპანელი არქიტექტორის ალბერტო დომინგო კაბოს მიერ დაპროექტებული შენობა ბათუმში 2011 წელს აიგო. კოშკი დღემდე უფუნქციოდაა დარჩენილი. გთავაზობთ ფოტოებს ანბანის კოშკიდან. 

რამდენი მუზეუმია საქართველოში [ინფოგრაფიკა]

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გასული წლის (2013) მონაცემებით, საქართველოს რეგიონებში სულ 191 მუზეუმია დაფიქსირებული, რომელთაგან ყველაზე მეტი თბილისში (41), კახეთსა (30) და იმერეთში (27) მდებარეობს.

 

მომავლის ბათუმი

 

განახლებულ ჟურნალ „ჭოროხში“ #64 2014 წ.  გამოქვეყნდა ცნობილი დისიდენტის, ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილის, მწერლისა და პოეტის რობერტ ნადირაძის ეპიკური პოემის დასაწყისი. მე დამაინტერესა შემდეგმა სტროფმა:

2014 წლის გახმაურებული საქმეები “ბათუმელებში“

 

გაზეთ ბათუმელების“ ბეჭდურ ვერსიაში, რუბრიკში – „ადამიანის უფლებები“- 2014 წელს ასამდე სტატია გამოქვეყნდა. გთავაზობთ გახმაურებული საქმეების ქრონიკას. 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები რეგიონებში [ინფოგრაფიკა]

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2013-2014 წლის მონაცემებით, საქართველოში 66 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელთაგან 19 სახელმწიფო და 47 კერძო ერთეულია.

“ბათუმი ცენტრალი“ – გაჩერება მომავლის ბათუმში

 

ოთხსართულიანი შენობა თანამედროვე დიზაინით, კეთილმოწყობილი და კომფორტული გარემო, სუპერმარკეტები, საერთაშორისო ბრენდის მაღაზიები, კაფეები, ბოულინგცენტრი, ბავშვთა გასართობი ცენტრი, რკინიგზისა და ავტოსადგურები – ეს არასრული ჩამონათვალია იმ რეალობისა, რომელსაც სულ მალე, უახლოეს თვეებში, როგორც ადგილობრივებს, ასევე, ბათუმში ვიზიტად ჩამოსულ სტუმრებს თამარის გზატკეცილზე აშენებული „ბათუმი ცენტრალი“ შესთავაზებს. ამ მასშტაბური პროექტის მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ „ბათუმი ცენტრალის“ დირექტორი გიორგი შარაშიძე გვესაუბრა. 

პრესკაფემ წიგნების გამოფენა-გაყიდვა ახალ მისამართზე განაახლა

 

25 დეკემბრიდან პრესკაფეს ერთ-ერთი სერვისი, წიგნების გამოფენა-გაყიდვა  ახალ მისამართზეა წარმოდგენილი. სტომატოლოგიური კლინიკა „ინდიგოს“ პირველ სართულზე, გორგილაძის ქუჩაზე, 29 ნომერში შეგიძლიათ მიბრძანდეთ და წიგნები შეიძინოთ. მსურველებს საშობაო ფასდაკლებით შეუძლიათ ისარგებლონ და  შეიძინონ როგორც საბავშვო, ისე მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა. 

კარტოფილი, სიმინდი და ვაშლი – შუახევი ციფრებში

 

შუახევის მუნიციპალიტეტმა გასულ წელს სოფლის მეურნეობის მიხედვით გარკვეული რაოდენობის პროდუქტი აწარმოა. როგორც მუნიციპალიტეტიდან მოწოდებული ინფორმაცია აჩვენებს, შუახევში ყველაზე მეტი ოდენობის კარტოფილი აქვთ წარმოებული. ერთწლიან კულტურებში მეორე ადგილი, მოწეული მოსავლის მიხედვით, სიმინდს უჭირავს – წელს შუახევში 1475 ტონა სიმინდი მოუყვანიათ.

Exit mobile version