ქუთაისში ისტორიული შენობა დაანგრიეს – დარჩა მხოლოდ ფასადი

ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, 1860 წელს აგებული ისტორიული შენობა დაანგრიეს და მისგან მხოლოდ წინა ფასადი დატოვეს. ათწლეულების განმავლობაში დავით აღმაშენებლის მოედნის პირველ ნომერში მდებარე ისტორიულ შენობაში ქუთაისის ეთნოგრაფიული მუზეუმი იყო განთავსებული. 2012 წელს მუზეუმი და იქ განთავსებული სამუზეუმო ფონდი სხვაგან გადაიტანეს, შენობა კი უფუნქციოდ დარჩა. ქუთაისის მერიის დაკვეთით, მუზეუმის ყოფილი შენობის ადგილას მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე …

თამარის ციხეს გამაგრება სჭირდება, ბათუმის მერია კი ტურისტულ ინფრასტრუქტურას აწყობს 

ბათუმში, „თამარის ციხისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის“ ქალაქის ბიუჯეტიდან 1 549 937 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები, ძირითადად, ციხის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. მათ შორის საპროექტო ტერიტორიაზე არსებული 35 ძირი ხის გადაბელვას – ტოტების აჭრას. „თამარის ციხე“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ძეგლთან ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს აქვს გამოცხადებული, სადაც წინადადებების მიღება …

6 კადრი ბათუმის ისტორიიდან | ფოტოამბავი

ეს ბათუმში, სხვადასხვა წლებში გადაღებული ფოტოებია ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ფოტომატიანიდან. ფოტოების ელექტრონული ვერსიები საქართველოს პარლამენტის ციფრული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე ინახება.

ბათუმი 1960 წელს – აქამდე უცნობი ფოტოები

„1960 წლის მარტი“ – ასეა დათარიღებული ფოტოები, რომელიც საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელმა, ფოტოკოლექციონერმა შოთა გუჯაბიძემ შეიძინა ელექტრონულ აუქციონზე. ეს გასული საუკუნის 60-იანი წლების ბათუმის ცხოვრების ამსახველი, აქამდე უცნობი ფოტოებია, რომელიც ქალაქის ქუჩებშია გადაღებული. შოთა გუჯაბიძე ამბობს, რომ 60-იანი წლების ბათუმის ამსახველი ფოტომასალა საკმაოდ მწირია, ამიტომაც არის ეს ფოტოები განსაკუთრებით საინტერესო. „სავარაუდოდ, რუსეთიდან ჩამოსული ადამიანის გადაღებულია. ტურისტი …

5 კადრი ბათუმის ისტორიიდან | ფოტოამბავი

ეს 5 ფოტო ბათუმში სხვადასხვა წელსაა გადაღებული და ყველა მათგანი ქალაქის განვითარებისა და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს ასახავს. ამ ადგილს იოლად იცნობთ – ამჟამინდელი მემედ აბაშიძისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთა. 1960-იანი წლები.  ეს ფოტო 1930 წლის 5 სექტემბერსაა გადაღებული ბათუმის პლაჟზე და მასზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის სტუდენტები არიან გამოსახული. ფოტოს მფლობელი ირაკლი ვართაგავაა.  …

ისტორიული სახლი, რომლის გადასარჩენადაც მერიამ ფული დახარჯა და ახლა ლპება

ბათუმში, გამსახურდიას #11-ში მდებარე ისტორიულ სახლს, რომლის ნაწილიც 9 წლის წინ დაიწვა, ისევ აწვიმს. არა და სახლის ნაწილი მერიამ სწორედ გადარჩენის მიზნით გამოისყიდა კერძო პირებისგან. ბათუმში დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც  ისტორიული სახლი თუ ძეგლიც კი, უსახურავობის გამო „გახდა არამდგრადი“ და შემდეგ ის დაანგრიეს. ნანგრევებზე კი მაღლივი კორპუსები ააშენეს. მშენებელი კომპანიები, რომლებიც მომავალში მშენებლობის მიზნით კვარტალურ …

ბათუმის ბულვარი კოლონადების რესტავრაციას გეგმავს

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია კოლონადების რესტავრაციას გეგმავს. რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას კი, ბულვარი ტენდერით შეისყიდის, რისთვისაც ბიუჯეტიდან 20 ათას 550 ლარია გამოყოფილი. ბათუმის ძველ ბულვარში არსებული კოლონადები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ტექნიკური დავალების მიხედვით, პროექტირებისას, სხვადასხვა დეტალების გათვალისწინების პარალელურად, უნდა მომზადდეს: არქიტექტურული ანაზომები ლოკალურ დაზიანებათა დატანით; საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, ტექნიკური ანგარიშის, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება [გრუნტების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების …

ხულოსა და ქედაში რამდენიმე ობიექტს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე რამდენიმე ობიექტს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს ობიექტებია: „თამარ მეფის  წყარო“ – ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი პირველი მაისი – XI-XIII საუკუნეები; სახეობა – არქიტექტურის / არქეოლოგიური: შუა საუკუნეების წყარო – ქედის  მუნიციპალიტეტი, სოფელი კოლოტაური (ჯინისის უბანი) – განვითარებული შუა საუკუნეები; სახეობა …

მთავრობა 14 სანატორიუმს ყიდის წყალტუბოში – ივანიშვილს აინტერესებს

წყალტუბოს მალე ახალი მფლობელი ან მფლობელები ეყოლება. დიდი ალბათობით უფრო მფლობელი, რადგან ერთადერთი ბიზნესმენი, ვისაც ბალნეოლოგიური კურორტის შეძენის სურვილი საჯაროდ აქვს გამოხატული, ეს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილია. 4 აგვისტოს, სახელმწიფომ, გასაყიდად, მიწის 12 ნაკვეთი, ჯამში, 66 ჰექტარი გაიტანა თავისი შენობებით და მათივე დამხმარე ნაგებობებით. ამ ქონების საწყისი გასაყიდი ღირებულება მთლიანობაში 38 მილიონი ლარია. ამ შენობებს  გარდა …

ხულოში, ხიხანის ციხესთან, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

ხულოში, სოფელ ზემო თხილვანას მახლობლად, ხიხანის ციხის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაა დაგეგმილი. საპროექტო ტერიტორია დაახლოებით 2 ჰექტარია. ადგილობრივმა საკრებულომ მერიის მიერ წარდგენილი „განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია [დავალება] უკვე დაამტკიცა. ამ დავალების საფუძველზე კი, როგორც „ბათუმელებს“ ხულოს მერიაში უთხრეს, „განაშენიანების დეტალურ გეგმას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობის ჯგუფი მოამზადებს“. მიზანი, როგორც დოკუმენტშია …

მთავრობა სანატორიუმ „იმერეთს“ წყალტუბოში აუქციონზე ყიდის – საწყისი ფასი 3 მილიონი ლარია

ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში, ჩახრუხაძის ქუჩა N6-ის მიმდებარედ, სანატორიუმ „იმერეთის“ შენობებს და მასზე დაქვემდებარებულ ოთხ ჰექტარს [41 150 კვ.მ] პირობიანი აუქციონის წესით ყიდის. ქონების საწყისი ფასი 3 მილიონ 124 500 ლარია, ბიჯი – 10 000 ლარი. ეს შენობა 1961 წელს არის აშენებული და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შენობის ფართობი 132 493 კვ. მეტრია. …

ბულვარისთვის შეუსაბამო „ამბასადორის“ გენგეგმიდან ამოღებაზე საკრებულო იმსჯელებს

ბათუმის საკრებულო ორშაბათს, 22 აგვისტოს, „ბათუმის ბულვარის დაცვისა და განვითარების [განაშენიანების] გეგმის დამტკიცების შესახებ“ პროექტს განიხილავს. საკრებულოს იმ გადაწყვეტილების მიღებაც მოუწევს – ამოიღოს თუ არა გენგეგმიდან ჩანაწერი, რომ „ამბასადორის პროექტი“ ბულვარისთვის შეუსაბამოა. არის ასევე მოლოდინი, რომ გენგეგმის დოკუმენტს სახელიც შეუცვალონ და ისე დაამტკიცონ, რაც სამართლებრივად უკვე აღარ იქნება სავალდებულოდ შესასრულებელი, არამედ იქნება, როგორც სარეკომენდაციო ხასიათის. …

ქედაში ძენწმანის მეჩეთს რეაბილიტაციას ჩაუტარებენ

ქედის სოფელ ძენწმანში ხის მეჩეთის [ჯამეს] რეაბილიტაცია იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 188 ათასი ლარით გამოაცხადა. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ტენდერში გამარჯვებულმა მეჩეთზე სამუშაოები უნდა განახორციელოს სააგენტოს მიერ მომზადებული პროექტის შესაბამისად, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს თან. ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 19 აგვისტოს დაიწყება და 24 აგვისტოს დასრულდება. მეჩეთის რეაბილიტაცია …

ბათუმის მერიამ ბულვარის გენგეგმა გამოაქვეყნა – 2 დღეში კი საჯარო განხილვა დაგეგმა

ბათუმის მერიამ ბულვარის განაშენიანების გეგმა გამოაქვეყნა – მერიის ფეისბუქის გვერდზე წერენ ასევე, რომ დოკუმენტის საჯარო განხილვა დაგეგმილია ორ დღეში, 29 ივლისს, 11:00 საათზე, მერიის ადმინისტრაციულ შენობაში [ლუკა ასათიანის ქ. #25]. „შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია და ხელმისაწვდომია საზოგადოების ნებისმიერი ჯგუფისთვის.“ ბულვარის გენგეგმა საკმაოდ ვრცელი დოკუმენტია და მის შესწავლა-დაზუსტებას ბულვარის ადმინისტრაციამ რამდენიმე თვე მოანდომა. დოკუმენტის მეორე ვარიანტი საზოგადოებისთვის …

რამდენ ახალ კორპუსს აშენებენ ისტორიულ ბათუმში – დაგვჭირდება გენგეგმა თუ ოდესმე დაამტკიცებენ?

ბოლო პერიოდში აღარავის უხსენებია ბათუმის გენგემა, რომელმაც ქალაქში ქაოსური მშენებლობები და „ფულის კეთების დრო“ უნდა დაასრულოს. აღარავის სჯერა, რომ ბათუმის მშენებლობის დამკვიდრებულ სტრატეგიას – „ახალი ძველის ნგრევის ხარჯზე“, თუნდაც ეს ისტორიულ განაშენიანებას ეხებოდეს, რაიმე დოკუმენტი ან სხვა მექანიზმი შეაჩერებს. სასამართლოც კი უფრთხილდება მსხვილბიუჯეტიანი კომპანიების ფულის ძალას და კანონიერების გამორკვევამდე მშენებელს საქმის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს, დიდი …

ბათუმის მერს k2-ის გაზრდა შეეძლება – ცვლილება სპეციალურად ბათუმისთვის

ბათუმში სამშენებლო პროექტების სიმაღლეებს ისევ გაზრდიან, ამ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ბათუმის მერს ექნება, მთავრობამ ეს  შესაძლებლობა სპეციალურად ბათუმისთვის დაუშვა. დაუშვებს პარლამენტიც, თუ სამშენებლო კოდექსში შესაბამის ცვლილებას მხარს დაუჭერს. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, რომლის დამტკიცებასაც საქართველოს მთავრობა დაჩქარებული წესით ითხოვს, სამშენებლო კოდექსში ცვლილება უნდა შევიდეს. ამ ცვლილების შემდეგ ბათუმში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს [k2 ] სამშენებლო კოდექსი აღარ …

რეაბილიტირებული მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე ბათუმში [ფოტო]

ბათუმში,  გამსახურდიას #37 -ში მდებარე ორსართულიანი შენობა, მისი დახვეწილი ფასადით ყოველთვის იქცევდა აქ გამვლელების ყურადღებას. შენობას ხშირად უღებენ ფოტოებს ტურისტები. გასულ წელს მოსაწავლე ახალგაზრდობის სასახლეს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარეს. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე XX საუკუნის დასაწყისით თარიღდება. სპეციალისტების დახასიათებით  შენობის მთავარი, ქუჩისკენ გამავალი ფასადი უხვადაა შემკული კლასიცისტურ-ბაროკული სტილის ნაძერწი ელემენტებით. ნაგებობა …

რა წერია „ამბასადორზე“ და სხვა შეუსაბამო შენობებზე ბულვარის გენგეგმაში

ბათუმის ბულვარის გენგეგმაში ჩაწერეს, რომ შეუსაბამო ნაგებობაა „ამბასადორის“ პროექტი, 19-სართულიანი სასტუმრო კომპლექსი. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში გადაწყვეტილების მიმღებმა ამ შენობასთან მიმართებაშიც იგივე მიდგომა უნდა გამოიყენოს, როგორიც  ბულვარისთვის შეუსაბამოდ მიჩნეული სხვა ნებისმიერი ნაგებობის მიმართ. დოკუმენტში მსგავსი ჩანაწერის გაჩენას ეწინააღმდეგებოდნენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლთა დაცვის საბჭოს წევრები – აკაკი ძნელაძე [აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე] და ვიქტორია …

რატომ ყიდულობს ბათუმის მერია საკრებულოსთვის ახალ ინვენტარს

ბათუმის მერია ქალაქის საკრებულოს სხდომათა დარბაზისათვის ახალი ინვენტარის [საკონფერენციო მაგიდები, სავარძლები) შეძენას გეგმავს, რისთვისაც 28 880 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. მერია ამჯერად 22 სავარძელს და 12 ცალ საკონფერენციო მაგიდას იყიდის. მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის განაცხადით უკვე მიმართა. მერიის განმარტებით, ინვენტარის შეძენის აუცილებლობა განაპირობა იმან, რომ საკრებულოს სხდომათა დარბაზში ინვენტარის დიდი ნაწილი ჩამონგრეულმა ბათქაშმა დააზიანა, …

ხინოწმინდაში ძეგლზე ეკლესიას ააშენებენ, აჭარის ბიუჯეტიდან 750 ათასი ლარი დაიხარჯება

ხინოს ნაეკლესიარს, რომლის კონსერვაციაშიც სამი წლის წინ ბიუჯეტიდან 100 ათასამდე ლარი დაიხარჯა, რკინა-ბეტონის კონსტრუქციას დააშენებენ. ნანგრევებზე, ფაქტობრივად, ახალი ეკლესიის დაშენებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან ამჯერად 750 ათასი ლარი დაიხარჯება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხინოწმინდაში შემორჩენილი ეს ნაეკლესიარი არქეოლოგიური ძეგლია. ერთია ძეგლის კონსერვაცია და მეორე ის, რომ სპეციალისტები გადაჭრით დღემდე ვერ ადგენენ, თუ როგორი იყო თავის დროზე ეს ეკლესია …

გელათზე დროებითი სახურავის შეცვლას წირვის რიტუალები და წვიმაც უშლის ხელს – სააგენტო

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის – „გელათის მონასტრის“ მთავარი ტაძრის დასავლეთ მკლავის ფერდებზე ძველი დროებითი სახურავის მოხსნა, ახალი დროებითი მსუბუქი კონსტრუქციის საფარის მოწყობა და ამჟამინდელი კრამიტის საფარის მოხსნა, 2022 წლის 31 მაისი ჩათვლით უნდა დასრულებულიყო. თუმცა ვერ დასრულდება. ამ სამუშაოებში 205 675 ლარზე, ტენდერის გარეშე იხარჯება. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შპს „კაპიტელინჟინერინგისთან“ 2022 წლის 3 …

რჩება მხოლოდ ფასადი – კიდევ 1 ძეგლის რეაბილიტაცია ბათუმში

ბათუმში, ჭავჭავაძის #22-ში არსებული სახლის ინტერიერი დაანგრიეს, დატოვეს მხოლოდ ფასადი ჭავჭავაძის ქუჩის მხრიდან. სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და სპეციალისტების შეფასებით, „მისი ფასადის მორთულობაში კლასიციზმისა და ბაროკოს სტილთა ნიშნები შეინიშნება“. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, ნებართვა გაცემულია ძეგლის რესტავრაციის პროექტზე, არ იზრდება შენობის სიმაღლე და არ იცვლება ფასადი. სახლის სხვა ნაწილების შენარჩუნება კი მისი მდგომარეობის …

ხულოს ქუჩაზე ყოფილი აბანოს შენობის რეაბილიტაციაზე 1,1 მილიონი დაიხარჯება

ბათუმში, ხულოს ქუჩაზე, N10-ში მდებარე ყოფილი აბანოს შენობის რეაბილიტაციისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 1 189 320 ლარია გამოყოფილი. შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სულიკო ჟღენტის ბათუმის კინოს მუზეუმი განთავსდება. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი სსიპ „აჭარის მუზეუმმა“ გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 15 მაისს დაიწყება და 20 მაისს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაოები უნდა დაიწყოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის …

ბულვარის ადმინისტრაცია აუქციონებს აცხადებს

ბათუმის ბულვარში კომერციული ფართობების საიჯარო წესით ასათვისებლად ბულვარის ადმინისტრაცია ელექტრონულ აუქციონებს აცხადებს. გასულ წელს, კოვიდვითარების გათვალისწინებით, ხელშეკრულებები მოქმედ მოიჯარეებს გაუგრძელეს. რამდენიმე სივრცის ათვისებაზე „ბულვარის ადმინისტრაციას“ პირობიანი აუქციონი უკვე გამოცხადებული აქვს, კერძოდ, აუქციონზე გაიტანეს სანაპირო ზოლზე არსებული ტერიტორია მელიქიშვილის ქუჩის გასწვრივ, სადაც კლუბი „სექტორი 26“ იყო განთავსებული. ქონების საწყისი ფასი 84 460 ლარია, ბიჯი – 2460. …

ბათუმის მოუწესრიგებელი ბულვარი | ფოტო

ბათუმის ბულვარში საკურორტო სეზონის მოახლოება უკვე იგრძნობა, ხალხმრავლობაა განსაკუთრებით დღის მეორე ნახევრიდან ღამის 12 საათამდე, თუმცა აქ ერთხელ გასეირნებითაც მიხვდებით, რომ ბულვარი სეზონისთვის ჯერ მზად არ არის. ძალიან ბევრ ადგილზე ინფრასტრუქტურა დაზიანებული, მცენარეები კი მოუვლელია. ბევრგან დაგხვდებათ ასევე დასაწყობებული სამშენებლო მასალები, ზოგან კი სარემონტო პროცესი მიმდინარეობს. ამ დრომდე გამწვანებულ ბილიკზეა დაყრილი რკინის კონსტრუქციები, რომლებიც რამდენიმე …

ინტურისტის გვერდით 8-სართულიანი ახალი სასტუმრო აშენდება

ბათუმში, რუსთაველის ქუჩის 20 ნომერში, 150-ნომრიანი სასტუმრო აშენდება. მშენებლობა დაგეგმილია „ინტურისტის“ გვერდით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ახალი შენობა, პროექტის მიხედვით, 8-სართულიანი [დამატებით ერთი სართული მიწის ქვეშ],  28 მეტრი სიმაღლის იქნება. მასში სასტუმროს ნომრებთან ერთად განთავსდება ასევე სასტუმროს ტიპის ბინები და კომერციული ფართობები. ბათუმის მერიამ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროების დასადგენად საქართველოს გარემოს დაცვისა და …

როცა ძეგლისგან მხოლოდ ფასადი რჩება – სააგენტოს გადაწყვეტილება

ბათუმში, ბარათაშვილისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში მდებარე ბელეტაჟისგან მხოლოდ ფასადი დატოვეს. სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და მას კანონი იცავს. სახლის რეაბილიტაციის პროექტზე ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა. რამდენად გულისხმობს რეაბილიტაციის პროექტი მხოლოდ ფასადის ნაწილის შენარჩუნებას, როცა საქმე ძეგლს ეხება და რამდენად კანონიერია, როცა ძეგლის ძირითადი ნაწილი ავთენტურობას ვერ ინარჩუნებს? – ამ …

ბათუმის ბულვარმა გენგენგეგმა ჩაიბარა – როდის გაასაჯაროვებენ დოკუმენტს

გრძელვადიანი გადამოწმება-შეთანხმების პროცესის შემდეგ, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ გენგეგმა ჩაიბარა, თუმცა დოკუმენტი საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ არ არის საჯარო. შესაბამისად არ ვიცით რა ცვლილებები შევიდა პირველად ვარიანტში.  ამის შესახებ ბულვარის ადმინისტრაციას რაიმე სახის განმარტება არ გამოუქვეყნებია. უკვე დასრულებული დოკუმენტი ბულვარის ადმინისტრაციამ მერიას, როგორც ქონების მესაკუთრეს უნდა გადაუგზავნოს, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია ის დასამტკიცებლად საკრებულოს წარუდგინოს. ბათუმის საკრებულო …

ბათუმში მოდერნის სტილის შენობის რეკონსტრუქციას გეგმავენ – ნებართვა გაცემულია

ბათუმში, კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ძველი შემნახველი სალაროს შენობა, სამშენებლო ღობით შემოღობეს. შენობის ახალი მესაკუთრე, სააქციო საზოგადოება „სოდი ინვესტმენტი“,  XIX საუკუნეში აშენებული, მოდერნის სტილის შენობის გადაკეთებას გეგმავს. პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან, ფონური ნაგებობის გვერდით ახალი შენობის აშენებასაც ითვალისწინებს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, პროექტზე ნებართვა ძეგლების საბჭოს ყველა წევრის თანხმობით გაიცა. …

რატომ არ დაიწყო ქობულეთში „მწვანე ქალაქის“ მშენებლობა

კომპანია „გრინ რეზორტმა“, რომელსაც ქობულეთში მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელების ვალდებულება აქვს, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ვერ მიიღო. კანონმდებლობის მიხედვით, ამ გადაწყვეტილების გარეშე კომპანია მშენებლობას ვერ დაიწყებს. „გრინ რეზორტს“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება სკოპინგის დასკვნიდან 2 წელში უნდა მიეღო. სკოპინგის დასკვნაზე მინისტრის ბრძანება კი, 2020 წელს გამოიცა. „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“, თუ კომპანია სკოპინგის დასკვნის დამტკიცებიდან …

ავარიული ისტორიული სახლები ბათუმში – რას გადაწყვეტს მერია

რა ბედი ეწევა ძეგლის სტატუსის მქონე შენობებს ან ისტორიულ სახლებს, რომლებიც ავარიული სახლების ნუსხაში მოხვდა ან მომავალში მოხვდება, რა ხედვა აქვს ამასთან დაკავშირებით ბათუმის მერიას ან აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს? – ამ კითხვებზე ჯერჯერობით დაზუსტებული პასუხი არ გვაქვს. მსგავს დეტალებზე არაფერი წერია არც იმ პროგრამაში, რომელიც საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თუ …

რა მოხდება, თუ ავარიული სახლი ისტორიული ღირებულების ან ძეგლის სტატუსის მქონეა

ჯერ კიდევ არ არსებობს საჯარო დოკუმენტი ან რაიმე სახის პირველადი მონახაზი, რომელსაც ბათუმის მერია სამომავლოდ ავარიული სახლების მართვის სტრატეგიად განიხილავს. ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, ისევ ამბობს, რომ ინფორმაცია მუშავდება და ხელშესახები დოკუმენტი მხოლოდ მას შემდეგ გვექნება, როცა კომისია მუშაობას დაასრულებს.  არც ის ვიცით, რა დრო დასჭირდება ავარიული სახლების პროგრამის კრიტერიუმებზე მომუშავე კომისიას იმისთვის, რომ მერიის …

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეკონომიკა, როგორც ქალაქის ისტორიის გადარჩენის გზა

რა დროს კულტურული მემკვიდრეობაა? – ასეთი რეაქცია აქვთ ძეგლების დამცველებსაც კი, ამ თემაზე საუბრის დაწყებისთანავე მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება უკრაინა-რუსეთის ომზეა მიპყრობილი, როცა ადამიანური დანაკარგი ყოველდღე დრამატულად იზრდება და არავინ იცის, როდის დასრულდება ეს ყველაფერი. ომით გამოწვეული შოკის პარალელურად არსებობს ვალდებულებები, რომლებიც ასეთ დროსაც კი გვახსენებს, რომ აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ, მაგალითად, მემკვიდრეობაზე. სწორედ ამაზე წერდა …

რა ბედი ეწია ბათუმის ბულვარის გენგეგმას

ბათუმის ბულვარის გენგეგმის საბოლოო ვარიანტი ჯერ ისევ არ არის მზად. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბოლოო ვარიანტი მზად უნდა იყოს თებერვლის ბოლოს. ამის შემდეგ დოკუმენტი უნდა გაასაჯაროონ. ამ ეტაპზე ბულვარის ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს, რა ცვლილებები შევიდა დოკუმენტის პირველად ვარიანტში. მხოლოდ ის გვითხრეს, რომ შენიშვნების ნაწილი შპს „ბაუ დიზაინმა“ [მიმწოდებელი კომპანია] გაითვალისწინა, რამდენიმე შენიშვნის შეტანაზე კი უარი თქვა. …

ბათუმში, მემედ აბაშიძის #44-ში, მესაკუთრე ძეგლზე სტატუსის მოხსნას ითხოვს

ბათუმის ურბანული მეხსიერებიდან შესაძლოა გაქრეს კიდევ ერთი შენობა, რომელიც ქალაქში ახსოვთ როგორც ცნობილი კომერსანტის – ნიკოლოზ ფანდეევის სახლი და საწარმო, შემდეგ კი საკონდიტრო მაღაზია „მინიონი“, რომელიც საბჭოთა პერიოდშიც მუშაობდა. მემედ აბაშიძის #44-ში მდებარე ერთსართულიანი შენობის მესაკუთრე ძეგლზე სტატუსის მოხსნას ითხოვს და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შესაბამის გადაწყვეტილებას სტატუსის მინიჭების თაობაზე, სასამართლოში ასაჩივრებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მესაკუთრეს ამ …

ბათუმში ავარიული ძეგლების სარეაბილიტაციოდ პროექტებს შეისყიდიან

ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ორი სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო საპროექტო დოკუმენტაციას შეისყიდის. სააგენტომ პროექტის შედგენაზე ტენდერი 70 ათასი ლარით გამოაცხადა. პროექტები 2022 წლის ივნისამდე უნდა მომზადდეს. ტენდერის ფარგლებში დაგეგმილია, ბათუმში: [checklist] მემედ აბაშიძის ქ. N4-ში მდებარე ძეგლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა. დემეტრე თავდადებულის ქ. N10-ში მდებარე ძეგლის ფასადის [გარე და …

Exit mobile version