რას გეგმავს მთავრობა ბათუმის ბულვარში – 5.5 მილიონიანი კონკურსი ღარიბაშვილის განკარგულებით

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მოსამზადებლად კონკურსი გამოაცხადა. შესყიდვის საწყისი ღირებულება 5 მილიონ 500 000 ლარია. კონკურსის დოკუმენტებში არაფერია ნათქვამი გენგეგმასთან თანხვედრაზე, რაც ბულვარის მთავარი დოკუმენტია. მუნიციპალური განვითარების ფონდმა საკონკურსო დოკუმენტებთან ერთად ატვირთა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, 2023 წლის განკარგულება „ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“. …

როგორ ნადგურდება აკვარიუმის შენობა ბათუმში – კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც მერიამ თავი ვერ მოაბა [ფოტო]

ბათუმის აკვარიუმის შენობა ისევ სავალალო მდგომარეობაშია, 2024 წელს დაანონსებული განახლების პროექტი ჩავარდა. რუსთაველის ქუჩაზე, #51-ში მდებარე ორსართულიანი შენობის რეაბილიტაცია-რესტავრაციის სამუშაოების შესასრულებლად ბათუმის მერიამ 2 წლის წინ 6 მილიონ  700 000 ლარი გამოყო. შენობის, აკვარიუმის, აუზებისა და ღობის სრულ რეაბილიტაციაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. უშედეგოდ. იმის გამო, რომ  არცერთმა კომპანიამ მონაწილეობა არ …

ქუთაისში ისტორიული ციხის სამლოცველოს გადარჩენას ითხოვენ – რას პასუხობს კომპანია

ქუთაისში საგუბერნიო, ისტორიული ციხე თითქმის დაანგრიეს. დასანგრევი დარჩა მხოლოდ ის ნაწილი, სადაც ეკლესია და ციხის სამლოცველო იყო განთავსებული. ქუთაისის საგუბერნიო ციხის გადასარჩენად დაორგანიზებული მოქალაქეთა ჯგუფი ითხოვს, დროებით შეჩერდეს სამუშაოები  ციხის იმ ნაწილში, სადაც მდებარეობდა ისტორიული სალოცავი, ჩატარდეს ექსპერტიზა და მოეწყოს საჯარო განხილვები. ისტორიული სალოცავის გადასარჩენად მოქალაქეებმა მიმართეს საქართველოს საპატრიარქოს და ქუთაის-გაენათის ეპარქიასაც. საგუბერნიო ციხის შესახებ …

ბათუმში აფთიაქის ისტორიული შენობის რესტავრაცია ისევ ვერ დასრულდა

ბათუმში ევროპის მოედანზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ყოფილი #1 აფთიაქის შენობა ისევ მიტოვებულია და უფუნქციო, თუ არ ჩავთვლით 2-3 კომერციულ ობიექტს, რომელიც შენობის პირველ სართულზე მუშაობს. ძეგლის მესაკუთრე, სააქციო საზოგადოება [სს] ს „ჟასმინი“, ნაკისრ ვალდებულებებს ახალი მფლობელის პირობებშიც ვერ ასრულებს. პირველი აფთიაქის შენობის რესტავრაცია ამ დრომდე უნდა დასრულებულიყო. შენობა არსებული სახით უნდა აღედგინათ და სასტუმრო …

ბათუმში ძეგლის ფასადზე გამათბობლის მილი ჩასვეს – „ორბი“ გააფრთხილეს

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის #50-ში, ორსართულიან შენობაში, სადაც მსხვილი სამშენებლო კომპანია „ორბის“ ოფისი მდებარეობს, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ სამუშაოების პარალელურად შენობის ფასადზე შავი მილი გაჩნდა, რაც, პრაქტიკულად, ფასადს აზიანებს, თუმცა კომპანია ამბობს, რომ ფასადი არ გაუხვრეტია და აქ მილი ადრეც გადიოდა. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და მას კანონი იცავს, ძეგლის ხელყოფა ან დაზიანება …

ბათუმში ისტორიული სახლის გადარჩენის ოპერაცია დანგრევით დასრულდა – მერია დუმს

ბათუმში, გამსახურდიას #11-ში მდებარე ისტორიული სახლი ჯერ უსაფრთხოების ლენტით შემოსაზღვრეს, შემდეგ კი „მიწასთან გაასწორეს“. ასე გათავისუფლდა ადგილი ბათუმის ისტორიულ ზონაში სამშენებლოდ. ერთ კვირაზე მეტია, რაც „ბათუმელები“ მერიისგან ელოდება პასუხს კითხვებზე: ვინ გადაწყვიტა შენობის საბოლოოდ დანგრევა და რას ეყრდნობოდა ეს გადაწყვეტილება? არსებობს თუ არა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა? მერია კითხვებს არ პასუხობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მერია …

ძველი ბათუმის რეაბილიტაციაზე 179 მილიონი უკვე დაიხარჯა – რას აკეთებს მუნიციპალური განვითარების ფონდი

ძველ ბათუმში ფასადების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. შენობების დიდი ნაწილი ისევ ხარაჩოებშია ჩასმული. რამდენიმე ქუჩაზე პროცესი ნაწილობრივ დასრულებულია. ძველი ბათუმის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადება და შემდგომში ამ დოკუმენტის საფუძველზე სამუშაოების წარმოება მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წელს შეისყიდა. ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „საბა კონსტრაქშენთან“ 2023 წელს გააფორმეს. პროექტი, რომელშიც ბიუჯეტიდან 200 მილიონი იხარჯება, საჯარო …

„ოცნების“ შემწირველი ბათუმში ისტორიულ სახლებს ანგრევს – ნებართვა მერიამ გასცა

ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე ისტორიულ სახლებს ანგრევენ. შპს „ეკოლაინი“ აქ ახალი მრავალბინიანი კორპუსის აშენებას გეგმავს. კომპანიის წილების ასი პროცენტი შპს „ბათმშენს“ ეკუთვნის, რომლის მფლობელიც „ოცნების“ შემწირველი როინ დუმბაძეა. 2023-2025 წლებში როინ დუმბაძემ მმართველ პარტიას 118 000 ლარი შესწირა. ახალი პროექტი ჰაიდარ აბაშიძის ქუჩის #38, 38ა,40, 42-ში მდებარე სივრცეს მოიცავს, ქუჩის ამ ნაწილს მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული ჰქონდა …

აბანოს ყოფილი შენობის რეაბილიტაციაზე 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯა – ხარისხს სამხარაული ამოწმებს

ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობის რეაბილიტაციაში 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამ შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ბათუმის კინოს მუზეუმი უნდა გაიხსნას. სსიპ „აჭარის მუზეუმმა“ ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანია „ივერთმშენს“ უკვე გადაურიცხა 1 585 602 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 92 პროცენტი]. რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებს“ რეაბილიტირებული შენობის ინტერიერის რამდენიმე ფოტო მიაწოდეს. ამ ფოტოების მიხედვით კი, …

ბათუმში ყოფილი აბანოს მუზეუმად გადაკეთება დასრულდა – ახალი კონკურსი 211 ათასი ლარით

ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობის მორიგი „რეაბილიტაცია“ დასრულდა. ამ შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ბათუმის კინო-მუზეუმი ოფიციალურად, შესაძლოა, 4 ოქტომბრამდე გახსნან [ანუ, „ოცნების“ მიერ დანიშნულ არჩევნებამდე], თუმცა, ინტერიერის მოწყობასა და მუზეუმის კონცეფციაზე მუშაობა, როგორც ჩანს, გაგრძელდება. „აჭარის მუზეუმმა“ 3 სექტემბერს „ქ. ბათუმის კინო-მუზეუმის ინტერიერის დიზაინის და კონცეფციის შემუშავებაზე“ კონკურსი გამოაცხადა. შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება …

6,7 მილიონი ბათუმის აკვარიუმის შენობის რეაბილიტაციისთვის

ბათუმში აკვარიუმის შენობის სარეაბილიტაციოდ ქალაქის ბიუჯეტიდან 6,7 მილიონი ლარი გამოიყო. შენობის, აკვარიუმის, აუზებისა და ღობის სრულ რეაბილიტაციაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. პროექტის მიხედვით, ლითონის ღობეს, აკვარიუმსა და ეზოში მდებარე აუზებს დაშლიან და ხელახლა გააკეთებენ; რეაბილიტაცია ჩაუტარდება მთლიანად შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და უკვე წლებია სავალალო მდგომარეობაშია. რუსთაველის ქუჩის №51-ში …

ლაო ჯინ ჯაოს სახლის რეაბილიტაციისთვის 961 ათასი ლარია გამოყოფილი

ქობულეთში, დაბა ჩაქვში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – ლაო ჯინ ჯაოს საცხოვრებელ სახლს რეაბილიტაციას ჩაუტარებენ. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 910 ათასი ლარია გამოყოფილი. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] გამოაცხადა. ტენდერს თან ახლავს პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვითაც შენობაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოები უნდა ჩატარდეს. პროექტის მიხედვით რეაბილიტაცია ჩაუტარდება მთლიანად ორსართულიან შენობას, დამონტაჟდება …

ჩურუღა – რატომ ტოვებდნენ ძველ ბათუმში ზაფხულობით ქალაქს

ჩურუღა ან ჩურუღაი – ასე უწოდებენ აჭარაში დაახლოებით 15 ივლისიდან 15 აგვისტომდე პერიოდს, როცა ტენიანობის მაჩვენებელი, ასევე ჰაერის ტემპერატურა იზრდება და განსაკუთრებით ცხელა. სიტყვა აჭარულ დიალექტში თურქულიდან შემოვიდა. ჩურუღას პერიოდში აჭარაში ცდილობენ მაღალ მთაში წავიდნენ, თავი სიგრილეს შეაფარონ და ბარში მხოლოდ აგრილების შემდეგ დაბრუნდნენ. ზაფხულობით ქალაქის დატოვების ტრადიცია არსებობდა ძველ ბათუმშიც, რომელიც, მართალია, ზღვისპირა ქალაქია, …

ზვარეს და ძენწმანის მეჩეთების სარეაბილიტაციო პროექტი ისევ გაძვირდა – ტენდერი

ზვარეს და ძენწმანის მეჩეთების რეაბილიტაციაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] ტენდერი კიდევ ერთხელ გამოაცხადა. სატენდერო თანხა ამჯერად 150 ათასი ლარითაა გაზრდილი და ჯამში 650 ათასი ლარია. თავდაპირველი გათვლებით ორივე მეჩეთის რეაბილიტაციისთვის 370 500 ლარი იყო საჭირო, თუმცა ამ თანხით გამოცხადებული ორი ტენდერი არ შედგა. ანუ, ამ დროისთვის მეჩეთების სარეაბილიტაციო პროექტი 279 500 ლარით, 75,4 …

ბათუმში, რუსთაველზე 8-სართულიან კორპუსს აშენებენ, რომელსაც პარკინგი არ ექნება

ბათუმში, რუსთაველის #37-ში, სამშობიარო სახლის გვერდით, რვასართულიან მრავალბინიან კორპუსს ააშენებენ, დამატებით ერთი მიწისქვეშა სართულით. ნებართვა გაცემულია. პროექტი ავარიული სახლის ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში დაამტკიცეს. კომპანიამ კ2 კოეფიციენტის გაზრდა 6,0-მდე მოითხოვა. სამშენებლო ნაკვეთი ძეგლის დაცვის ზონაშია, მომიჯნავედ მდებარე სამშობიარო სახლს ძეგლის სტატუსი აქვს. დოკუმენტების მიხედვით, პროექტის დამტკიცებას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში დაეთანხმნენ. გარდა იმისა, რომ კორპუსი …

ქუთაისელი აქტივისტების ბრძოლა კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად

ქუთაისში, თეთრ ხიდსა და რუსთაველის ხიდს შორის, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე, მე-17 საუკუნით დათარიღებული იმერეთის მეფეთა სასახლე დგას, რომელსაც „ოქროს ჩარდახის“ სახელით იცნობენ. გასულ წელს ქუთაისის მერიამ იმერეთის მეფეთა სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესი ისე დაიწყო, მოქალაქეებმა პოსტფაქტუმ გაიგეს, თუ რის გაკეთებას აპირებდა მერია ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე. „ოქროს ჩარდახზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას მოქალაქეთა ნაწილის პროტესტი …

ზედმეტად გადახდილია 527 000 ლარი – აუდიტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შესყიდვებზე

„შერჩეული ხელშეკრულებების მიხედვით, შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვები ხელოვნურადაა გაზრდილი და შესაბამისად, სამუშაოთა შემსრულებლებისათვის ზედმეტად არის ანაზღაურებული ჯამურად 527 ათასი ლარი“ – აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შესყიდვებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტი. აუდიტმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 – 2020 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, ანგარიში კი ახლახანს გამოაქვეყნა. „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული …

სასტუმრო „ფრანციას“ 5 ფოტო ძველი ბათუმიდან

ძველი ბათუმი არასდროს უჩიოდა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული უცხოელების სიმცირეს და სასტუმროებზე დიდი მოთხოვნა იყო. ძველ ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმრო „ფრანცია“ იყო, იგივე HOTEL DE FRANCE, რომელიც, სავარაუდოდ, 1883-1884 წლებში აშენდა. სასტუმრო მიხეილის ქუჩაზე მდებარეობდა [ამჟამად ზვიად გამსახურდიას ქუჩა] და იგი 32-ნომრიანი იყო. ცნობილია ერთი დღე-ღამის აქ გატარების ფასიც – 1 მანეთი და 50 კაპიკი. …

ხიხანის ციხე [ფოტო]

ხიხანის ციხე შუა საუკუნეების [X-XI] ძეგლია ხულოს მუნიციპალიტეტში, რომელიც სოფელ ბაკოსთან მდებარეობს. ციხესიმაგრე მთის თხემზეა და იქ ასასვლელად ერთადერთი საცალფეხო ბილიკია. მთის ძირიდან ციხემდე მანძილი დაახლოებით 1 კილომეტრია. ციხეზე მისასვლელ ბილიკზე, შედარებით სახიფათო ადგილებში, დღეს რკინის კიბეებია მოწყობილი. ხიხანის ციხე დღეს: ხიხანის ციხესთან მისასვლელი ბილიკის მოწყობის სამუშაოების ორწლიან შესყიდვაზე ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ტენდერი 865 …

გადარჩება შენობა ბათუმში, სადაც „მონანიების“ კადრები გადაიღეს? – რესტავრაცია დაიწყო

ბათუმში, ნინოშვილის #23-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში მესაკუთრემ სარემონტო სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე შიდა სამუშაოებს ატარებენ. ადგილზე დასაქმებულების თქმით, შენობის ჭერი და კედლები მყარია. გასულ წლებში აქ დიდი ხნის განმავლობაში კვლევითი ინსტიტუტი ფუნქციონირებდა. შემდეგ შენობა სხვა ქონებასთან ერთად მთავრობამ გაყიდა. შენობისთვის იერ-სახის შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქისთვის, რომელმაც ბევრი ძეგლის სტატუსის მქონე შენობა უკვე დაკარგა. …

აჭარისწყალზე მე-19 საუკუნეში აგებული ხიდის რეკონსტრუქცია იგეგმება

მდინარე აჭარისწყალზე მდებარე რკინის ხიდის სარეაბილიტაციო პროექტის შედგენაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა. აღნიშნული ხიდი, რომელიც დღეს უფუნქციოა, მე-19 საუკუნის დასაწყისშია აგებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ნაგებობა, რომლის სიგრძე 50,3 მეტრია, საავტომობილო ხიდად არც რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შემდეგ განიხილება. „ის წარმოადგენდა საავტომობილო ხიდს, ცალმხრივი მოძრაობით. მიმდინარე ეტაპზე ფუნქციურად არაა დატვირთული. პროექტის ძირითადი მიზანია …

შენობების იერსახის შენარჩუნება სავალდებულო არ არის – რა იგეგმება ძველ ბათუმში 200 მილიონად

ბათუმის ისტორიულ უბანში საქართველოს მთავრობას სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება აქვს დაგეგმილი, თუმცა, რომელ ობიექტებზე – ამ დრომდე არ აკონკრეტებენ. პროექტით კი, სავალდებულო არ არის ობიექტების არსებული იერსახის შენარჩუნება და „საჭიროების შემთხვევაში“ ის შესაძლოა განაახლონ. სამუშაოებისთვის 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ძველ ბათუმში „ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში“ სამუშაოების ჩატარებაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულება შპს …

დამწვარი სახლი ძველ ბათუმში მერიას საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეაქვს

ბათუმის მერია გამსახურდიას #11 -ში მდებარე ისტორიული სახლის მონაცემებს აზუსტებს და საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეაქვს. შესაბამისი დოკუმენტები მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად გადაუგზავნა. საკითხს მომდევნო სხდომაზე განიხილავენ. განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში მერია არ აზუსტებს გამოჩნდა თუ არა დაინტერესებული ინვესტორი. „ბათუმელების“ ინფორმაციით მერიას გარკვეული წინადადებებით დაინტერესებულმა პირებმა მიმართეს, თუმცა მიღებულია თუ არა რაიმე გადაწყვეტილება  ჯერ არ ვიცით. ამ …

ბათუმის ბულვარში ენვერ ხაბაძის ქანდაკებას დადგამენ – ტენდერი 120 ათასი ლარით

ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარედ, ქორეოგრაფ ენვერ ხაბაძის ბრინჯაოს ქანდაკებას დადგამენ. ქანდაკება 185 სმ სიმაღლის იქნება. „საზაფხულო თეატრის მიმდებარედ ენვერ ხაბაძის მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) დამზადება-მონტაჟის სამუშაოებზე“ ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 120 ათასი ლარით გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 8 ოქტომბერს დაიწყება და 10 ოქტომბერს დასრულდება. სამუშაოს შესრულების ვადა, ტენდერში …

ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების სარეაბილიტაციო თანხა 500 ათასამდე გაიზარდა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ზვარესა და ძენწმანში მდებარე მეჩეთების სარეაბილიტაციო თანხა ნახევარ მილიონამდე გაიზარდა. პარალელურად, გადაიწია სამუშაოების დასრულების ვადაც. ზვარესა და ძენწმანის მეჩეთები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია და ისინი დღეს სავალალო მდგომარეობაშია. მათ რეაბილიტაციაზე ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] რამდენჯერმე გამოაცხადა, ჯამში 370 ათას 500 ლარით, თუმცა, ეს ტენდერები არ შედგა. ამჯერად კმდს-მ თანხა …

ბათუმში ისტორიული აბანოს შენობის ფანჯრები ბეტონის ბლოკებით ამოაშენეს

ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობის ფასადის ფანჯრები ბეტონის ბლოკებით ამოაშენეს. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამ შენობაში სულიკო ჟღენტის სახელობის ბათუმის კინოს მუზეუმის გახსნა იგეგმება. სამშენებლო სამუშაოებისთვის 1 მილიონ 733 ათას 333 ლარი დაიხარჯება. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი სსიპ „აჭარის მუზეუმს“ ჰქონდა გამოცხადებული, გამარჯვებული კი სამშენებლო კომპანია „ივერთმშენია“. ის ტენდერში ერთადერთი მონაწილე იყო და მასთან …

ბათუმში, საზაფხულო თეატრთან მოზაიკური ფილების დასაგებად 1,6 მილიონი დაიხარჯება

ბათუმის ძველ ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარედ არსებული ფილების შესაცვლელად ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 652 772 ლარია. პირობის მიხედვით, აქ არსებულ გრანიტის ფილებს ახალი მოზაიკური ფილებით ჩაანაცვლებენ. ფილების სამი დიზაინი ბულვარის ადმინისტრაციამ რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა და მოქალაქეებს მათთვის სასურველი ვარიანტისთვის ხმის მიცემა სთხოვა. 2023 წლის 11 მაისს, ბულვარის ადმინისტრაციამ გაავრცელე ინფორმაცია, რომ …

ბულვარში ლესია უკრაინკას და ტარას შევჩენკოს ძეგლებს გადააადგილებენ და სკვერს მოაწყობენ

ბათუმის ძველ ბულვარში, კოლონადებთან [ბამბუკების ხეივნის გასწვრივ] ბულვარის ადმინისტრაცია „სკვერის მოწყობას“ გეგმავს და სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 125 ათას 332 ლარით გამოაცხადა. სამუშაოები აქ არსებული ლესია უკრაინკას და ტარას შევჩენკოს ძეგლების ადგილმონაცვლეობას ითვალისწინებს. ძეგლებს ამავე არეალში მოსაწყობ სკვერში ახალი პროექტის მიხედვით განათავსებენ. „ახალი გეგმარების მიხედვით გადაწყდა, რომ ლესია უკრაინკას და ტარას შევჩენკოს ძეგლს ჩაუტარდეს დემონტაჟი და …

ბულვარში ფანჩატურის მოსაწყობად 107 ათასი ლარია გამოყოფილი

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ბულვარში ფანჩატურის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 107 ათას 30 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ფანჩატური ბულვარში არსებულ იაპონურ ბაღში უნდა მოაწყონ. სატენდერო განაცხადს თან ახლავს პროექტიც. პროექტის მიხედვით: გრანიტისფაქტურიან სკამზე ხის დასაჯდომი ძელაკებისთვის მასალად გამოყენებული იქნება აფრიკული ხე „მემბაუ“, საზურგე იქნება დეკორატიული მილკვადრატით; გრანიტი უნდა იყოს უცხოური წარმოების; გამოყენებული …

ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმთან სამ 18-სართულიან კორპუსს აშენებენ

ბათუმში არქეოლოგიურ მუზეუმთან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან, კვარტალი გადათხარეს და  კორპუსის მშენებლობას გეგმავენ. კომპანიამ აქ ერთი დაუსრულებელი კორპუსის დასრულებისა და ორი ახალი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მიიღო. ჭავჭავაძის #81/83/85/87-ში სამშენებლო ტერიტორია 5 საკადასტრო ერთეულს აერთიანებს, მათ შორის არის  მიწის ნაკვეთი, სადაც წლების წინ მშენებლობა დაიწყეს და ვერ დაასრულეს. ჭავჭავაძის 87-ში მშენებლობა შპს „ჰოლდერმა“ წლების წინ დაიწყო, თუმცა …

„ბათუმი ავადაა, მას სჭირდება სწორი დიაგნოზი“ – გენგეგმის განხილვა

„პრაქტიკულად, ჩვენ ექიმების რანგში ვართ, რომლებიც შეარჩიეს, დაიქირავეს და აი, ამ დაავადებულ პაციენტს, ბათუმის სახით, ვცდილობთ, რაღაცნაირად დიაგნოზი დავუსვათ“ – გვიხსნის მამუკა სალუქვაძე, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ხელმძღვანელი. ეს კომპანია ბათუმის მერიის დაკვეთით ქალაქის გენერალურ გეგმას [გენგეგმა] ამზადებს. „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ დღეს, 17 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში დაინტერესებულ საზოგადოებას დოკუმენტის უკვე მომზადებული ნაწილი წარუდგინა. პრეზენტაცია …

ბათუმის კინოს მუზეუმის პროექტი ნახევარი მილიონით გაძვირდა – ხელახალი ტენდერი

სულიკო ჟღენტის სახელობის ბათუმის კინოს მუზეუმის მშენებლობაზე აჭარის მუზეუმმა ტენდერი უკვე მეხუთედ გამოაცხადა. წინა ოთხი ტენდერი არ შედგა, ვინაიდან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. კინოს მუზეუმის მშენებლობისთვის 2022 წელს 1,1 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, ამჯერად კი ეს თანხა 589 ათასი ლარით არის გაზრდილი. აჭარის მუზეუმმა ტენდერი 1 778 806 ლარით გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2023 წლის …

თაღოვანი ხიდი ზედა ჩხუტუნეთში, რომელსაც რესტავრაცია სჭირდება

ხელვაჩაურში, სოფელ ზედა ჩხუტუნეთის მოსახლეობა ამბობს, რომ თაღოვან ხიდს სოფელში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, წლებია რეაბილიტაცია სჭირდება. ჩხუტუნეთელი ბექა ქობულაძის თქმით, ხიდიდან ხშირად ცვივა ქვები. ბექა გვეუბნება, რომ დიდი გულშემატკივარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და მნიშვნელოვანია, ხიდის რესტავრირება დროულად დაიწყოს. „2016 წლამდე ამ ხიდზე რელსები იყო, შემდეგ – ე.წ. ხის მორები განათვსეს. გადაადგილდებოდა ავტომობილები, საქონელი. შემდეგ …

4 ფოტო ძველი ბათუმიდან

ბათუმი, 1915 – ასეა დათარიღებული ფოტო, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისშია გადაღებული ბათუმში. ეს სანაპიროს, ამჟამად გოგებაშვილის ქუჩის ამსახველი ერთ-ერთი იშვიათი ფოტოა. ოთხივე ფოტო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და აღწერის თანახმად, ფოტოების ორიგინალი ინგა გაბაშვილის კოლექციაშია დაცული.

ბათუმის მერიასთან კორპუსის მშენებლობას გეგმავენ – საკრებულომ გენგეგმა დაამტკიცა

ბათუმის მერიასთან ახლოს, ფარნავაზ მეფისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში, კორპუსის მშენებლობა იგეგმება. ბათუმის საკრებულომ გუშინ სამშენებლო მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა. სამშენებლო ნაკვეთი ძეგლის დაცვის ზონაშია. დადგენილების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, რომელიც საკრებულომ გუშინ, 13 თებერვალს დაამტკიცა, ძეგლის დაცვის ზონაში ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი. მერიის ინფორმაციით, აქ შპს „დიო ბილდინგი“  მშენებლობას ბარაკული ტიპის …

როგორი იქნება კაფეები ბათუმის ბულვარში – გამარჯვებული ესკიზები

ბათუმის ბულვარს ესკიზები და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტები ზღვისპირა ზოლში ახალი კაფეების ასაშენებლად მზად აქვს. კაფეებს თავად ბულვარის ადმინისტრაცია მოაწყობს და შემდგომ იჯარით გასცემს. ახალი დიზაინის მიხედვით, პლაჟის გასწვრივ დღეს არსებული კაფეები უნდა ჩაანაცვლონ. როდის დაიწყება ეს პროცესი და გააფრთხილეს თუ არა ახლანდელი მოიჯარეები, ბულვარის ადმინისტრაციაში ვერ გვითხრეს. ახალი დიზაინის კაფეები ბულვარის განაშენიანების გეგმითაა გათვალისწინებული. ეს გეგმა …

Exit mobile version